შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი" #6


16-09-2018, 00:54
ავტორი Life is Good
ნანახია 1 520

--------------

"შხაპუნა წვიმის წვეთები, ფანჯრის შუშებს მხიარული კაკუნით ეცემოდნენ,თითქოს მესალმებოდნენ და სასიამოვნო ამბავს მიყვებოდნენ.შემდეგ დაბლა მიცურავდნენ და ასფალტზე, ნაკადულებად მიმავალ სხვა მისნაირებს უერთდებოდნენ. მიყვარს წვიმა..რაღაცნაირი მყუდროება მოაქვს ჩემთვის და საოცრად მამშვიდებს...ახლაც მშვიდად მყოფს გული ბედნიერად მიფართხალებდა და თითქოს საკუთარ კანში ვეღარ ვეტეოდი...რაღაცნაირი, აჟიტირებული ვიყავი და ეს ყოველივე ჩემს წინ მდგარი ღვთაებასავით მშვენიერი ქალის დამსახურება იყო...ყვითელ,ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილს ქერა თმა ტალღებად დაჰფენოდა მხრებზე..ფეხშიშველი იდგა იატაკზე და ანცად მიღიმოდა.გულს მიჩერებდა,სუნთქვას მიძნელებდა და ვენებში, ადუღებული სისხლი ორგანიზმს მიწვავდა.
-ჩემო პატარავ-ხელები მისკენ გავიწვდინე და მასაც არ დაუყოვნებია თავისი თლილი თითები ჩემს თითებს შეაგება,ახლოს მოიწია და კისერზე,წვრილი მკლავები მჭიდროდ შემომხვია.
-მიყვარხარ...მიყვარხარა...-ჩურჩულებდა არეული და ჩემს თვალებს მზერას არ აშორებდა, სადაც ნამდვილად შეიძლებოდა ჩემი მისდამი უსაზღვრო გრძნობის ნათლად ამოკითხვა.უსაზღვრო სიყვარულის ,რომელსაც მართლა არ გააჩნდა არანაირი საზღვრები და ჩარჩოები,არანაირ დადგენილ წესებს არ ექვემდებარებოდა და იმ ემოციის, მისი ერთი გაღიმებაც რომ საკმარისი იყო საერთოდ ყირაზე დაეყენებინა ჩემი ცხოვრება.აებურდა, ისედაც აბურდული ფიქრები, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ისევ ის იყო და გაეჩერებინა ჩემი გულის ცემა, რომელიც მარტო მისთვის სცემდა ასე რიტმულად...მხოლოდ მისთვის...მხოლოდ ამ ერთადერთი ქალისთვის იყო იქ ადგილი და მხოლოდ ის, თუ იარსებებდა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ..მხოლოდ ის.
-უსაზღვროდ...უსაზღვროდ მიყვარხარ პატარავ-მთელი გული ამოვაყოლე სიტყვებს და მისი წვრილი წელი მკლავებში ძლიერად მოვიქციე...არეული მზერით ვუყურებდი თხელ,სიფრიფანა ტუჩებზე კოცნის მოლოდინით რომ იწვოდნენ და ბევრი არც მიფიქრია ისე დავეწაფე როგორც მწყურვალე ადამიანი წყაროს წყალს...ყრუდ ამოიკრუტუნა და სუროსავით შემომეხვია.ნამდვილად არ ვფიქრობდი არანაირ თავშეკავებაზე, მინდოდა...სიგიჟემდე მინდოდა ალერსით დამეხრჩო...ჩემს მკლავებში ვნებისგან არეულს რომ წარმოვიდგენდი ვენებში სისხლი მეყინებოდა.ბევრიც არ მიფიქრია ისე ავიტაცე ხელში და საწოლისკენ ფეხარეული გავემართე.დიდხანს ვუყურებდი შინდისფერ ზეწარზე მისვენებულ მის ფითქინა ,შიშველ სხეულს და უკვე მერამდენედ ვუმეორებდი საკუთარ თავს რომ იღბლიანი ნა**ბიჭვარი ვარ...ვუყურებდი, როგორ გამომწვევად მიღიმოდა და ნაზად ვეხებოდი ათრთოლებული თითებით შიშველ,სავსე მკერდზე ურეაქციოდ რომ ვერ ხვდებოდა ჩემი ტუჩების შეხებას და მისი თავები ფორმას იცვლიდნენ..ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ეალერსებოდე საყვარელ ადამიანს და მისი მოფერებით ვერ ძღებოდე...კიდევ და კიდევ მეტს გთხოვდეს ორგანიზმი და შენც თავდაუზოგავად მრავალჯერ ეშვებოდე პირდაპირ თავით ვნების მორევში.
-თათა...ჩემი თათა!-
ვჩურჩულებდი ნეტარებით.
...მერე კი ყველაფერი აირია...ქერა თმა... წაბლისფერმა შეცვალა, სხეულმა ,ფორმები შეიცვალა უფრო ნაზი და დახვეწილი გახდა.მკერდი სავსე და ალბათ ერთი ზომიათ დიდი...წელი ვიწრო და თლილი...ტუჩები სავსე და ვნებიანი...თვალები კი ...თვალები მუქი წაბლისფერი...ჩემს ქვეშ მოქცეული ქალი სულ სხვა იყო.."


ერთიანად ოფლში გაწურული , ფეთიანივით წამოვვარდი საწოლზე და გასასკდომად ატკივებულ თავზე ორივე ხელი ძლიერად მოვიჭირე.
-ამის ...უკვე მერამდენედ...მერამდენედ მესიზმრება ეს ჯოჯოხეთი?!-ვბუზღუნებდი სუნთქვა არეული.გარედან წვიმის ხმა მესმოდა და ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს მშვიდად აღარ ვგრძნობდი...
-ცოტნე!-შიშველ მხარზე ხელის შეხებამ შემაკრთო.კატერინა წამომჯდარიყო საწოლზე და შეშფოთებული თვალებით მიყურებდა.-კარგად ხარ?
მისმა მზრუნველმა ტონმა უეცრად ნერვები მომიშალა...მეც ვერ მივხვდი რატომ გავღიზიანდი, მაგრამ ფაქტი იყო რომ გავღიზიანდი და თავი ძლივს შევიკავე რამე რომ არ მეთქვა.სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და შარვლის ტოტებში ფეთიანივით გავუყარე ფეხები.ამის დედაც...გარეთ თუ არ გავიდოდი შეიძლება გავგიჟებულიყავი...სუფთა ჰაერი და მარტოობა მჭირდებოდა.
-სად მიდიხარ?-საწოლიდან წამოდგა კატოც.
-გარეთ...-მაისური გადავიცვი და საძინებლის კარი გამოვაღე.
-ღამის სამი საათია ადამიანო...-უკან გამომყვა კატო.
-ფეხებზე მკ*იდია...შემეშვი კატერინა, ცუდად ვარ...გარეთ უნდა გავიდე...-ხელი ავიქნიე და მანქანის გასაღებს ამაოდ დავუწყე ძებნა-სად ჯანდაბაშია ჩემი მანქანის გასაღები?
-რა გჭირს?-მკერდთან ხელებგადაჯვარედინებული ცივი თავალებით მიყურებდა და აშკარად მას ჰქონდა მუჭში ჩაბღუჯული ჩემი მანქანის გასაღები.
-მომეცი გასაღები!-ხელით ვანიშნე.
-არაფერსაც არ მოგცემ ,სანამ არ მეტყვი რა გჭირს?
-კატერინა, მომეცი წყეული გასაღები!-ტონს ავუწიე და თავს ძლივს ვაკონტროლებდი რამე სისულელე რომ არ ჩამედინა.
-ერთი კვირაა საკუთარ თავს არ გავხარ...რა გჭირს საყვარელი გყავს?!
-შენი ფანტაზიები მოვტყან!-ვიფეთქე წყობიდან გამოსულმა.-რა საყვარელი რა დებილობებზე მებაზრებიი?! მომეცი გასაღები...გითხარი ,ცუდად ვარ და გარეთ გავდივარ...- ბევრიბლოლოაობის არც თავი მქონდა და არც ნერვები მყოფნიდა.მკლავში უხეშად ვწვდი და ხელიდან თითქმის გამოვგლიჯე გასაღები.
-ვერ გიტან!-ხმა გაუტყდა და თითქმის მიკივლა.
-ჩემს ფეხებს!!!-რკინის კარი უხეშად გამოვგლიჯე და ზურგს უკან ისეთი სიძლიერით მოვიჯახუნე, ცოტა დააკლდა ანჯამებიდან არ ამოვარდნილიყო.თუმცა ამ ხმაურის ფონზე მაინც გავარჩიე კატერინას მრისხანე კივილი:
“-წაეთრიე და აქ მოსული აღარ დაგინახო!!“


მანქანაში ვიჯექი და ათრთოლებული ხელებით ვცრდილობდი სიგარეტისთვის მოკიდებას...
-ჯანდაბა ,ამის დედაც!-ნერვებმოშლილმა სანთებელა ტორპეტოზე დავახეთქე და საჭეზე, რამოდენიმეჯერ ისე ძლიერად დავარტყი ხელი, მეტკინ...ფეხებზე მეკიდა.ისეთი გაბერილი ვიყავი გაუგებარიბარი,ამოუხსნელი ემოციებისგან ნამდვილად ფეხებზე მეკიდა ფიზიკური ტკივილი.ღრიალი მინდოდა, როგორმე სხეულიდან რომ გამომედევნა დაგროვილი უარყოფითი ენერგია...რა ჯანდაბა მინდოდა მეც არ ვიცოდი...რა მინდოდა?! რა მინ დოდ ააა???? ჯანდაბა ,ნერვები უარესად მეშლებოდა წვიმის მსხვილი წვეთები მანქანის საქარე მინებზე ხმაურით რომ აწყდებოდნენ...მე აქ ვიჯექი, ის კი მარტო იყო..ამ ამოუხსნენ ემოციებთან ერთად მარტო და ალბათ ტიროდა.თავი შემზიზღდა, როდესაც გამახსენდა რა მდგომარეობაში დავტოვე ადამიანი, რომელიც ჩემგან შველას ითხოვდა რა უნდა მეშველა მე ბარბარესთვის როდესაც ჩემს თავს ვერ ვშველიდი...ეს წყეული სიზმრებიც მის გამოჩენას რომ მოჰყვა ნელ- ნელა მიღებდა ბოლოს და ალბათ მალე გამაგიჟებდა.
-ჯანდაბაა!!!-სახეზე ხელები ავიფარე და გამახსენდა პირველად რომ დავინახე ჩემი ოფისის წინ სკევრში,სკამზე მჯდარი...კიიი.. დავინახე და მომეწონა, როგორ შეიძლება არ მოგწონებოდა მისნაირი სრულყოფილებაა?! როგორ შრიძლება არ მოგწონებოდა ნამდვილი ანგელოზი...თავიდან ვიფიქრე: სკვერში განმარტოებული განტვირთვას ცრდილობსთქო...იმ საღამოსაც მოვიდა და უბრალოდ დამთხვევას მივაწერე.მეორე დღეს დილით ისევ რომ დავინახე, სისხლი გამეყინა...გამიხარდა...სასწაულად გამიხარდა მისი ხილვა...მესამედ ჩემს სიხარულს საზღვრები უკვე აღარ ჰქონდა.აი იმ ღამეს კი, ვიდექი ჩემი კაბინეტის ფანჯარასთან და ვუყურებდი როგორ მელოდა წვიმაში მდგარი,ფერწასული და ნერვიულობდა.საშინლად მსიამოვნებდა და სადისტურად მომწონდა ის ფაქტი რომ ის მე მელოდა.სიყვარულში რომ გამომიტყდა...ჩვეულებრივად გავრეკე...პირველი შოკი გავლილი არ მქონდა, მეორე რომ დაემატა და ეს მეორე მისი სიახლოვისგან განცდილი წამიერი სიკვდილი იყო...სისხლს რომ მიდუღებდა ვენებში და საშინლად მიწვევდა,მაჯაჭვებდა მასზე და პირველად შემიძლია ვაღიარო რომ მე, ცოტნე ნაკაშიძე 42 წლის ასაკში ბავშვმა გადამრია...ჩვეულებრივად გამაგიჟა...მასზე დამოკიდებული გამხადა და თავისი გამოცხადებებით იმ წყეულ სიზმრებში ,საერთოდ ჩამომინგრია მანამდე ჩემს ირგვლივ მყარად ამოშენებული ბეტონის კედელი.მინდოდა..მასთან მინდოდა...ამაცერცეტა გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭივით და უბრალოდ ტვინში შემომჯდარს უკან ვერ ვაგდებდი.და ახალა, როდესაც მე აქ ვიჯექი და ვიცოდი ის სახლში, რომელიღაც კუთხეში მოკუნტული ცრემლებს ღვრიდა მინდოდა საკუთარი თავი ერთი მაგრად დამებეგვა იმის გამო ,რომ მივატოვე,იმედები გავუცრუე,დაცემულს არ დავეხმარე წამოდგომაში და ეს ყველაფერი, სულ იმ ჩემი დედამოტყნული სტერეოტიპების განო იყო რომელიც" მამენტ "და მაგრა სირზე მეკიდა!.მეორე მხრივ ისიც არ ვიცოდი როგორ დავხმარებოდი შეშლილ გოგოს..კი ,შეშლილს აბა მეტი შესატყვისი არ ჰქონდა მის ქმედებებს.ნამდვილად არ ვიცოდი და ეგ მაბნევდა...არც მისი სიყვარულის ნდობა შემეძლო, რადგან ნამდვილად ვერ გავუძლებდი იმ ტკივილს ,რაც მისი წასვლის შემდეგ დარჩებოდა ჩემთან და ჯობდა ისევ დისტანციაზე ვყოფილიყავი..არ ვიყავი ორი წლის ბავშვი, ნამდვილად არ შემეფერებოდა წუთიერი სისუსტე.


არ ვიცი ვაკიდან ,დიღმის მასივში გასვლას რამდენი წუთი მოვანდომე მაგრამ ფაქტი იყო ზედმეტად მალე მივედი..გული ყელში მებჯინებოდა და თვალწინ წინა დღის კადრები დაჰქროდნენ...მე რომ არ მივსულიყავი, რა შეიძლება დამართნოდა მას...სირბილით ავიარე მის სართულამდე კიბეები და გაქუცული კარის წინ შევჩერდი.ხელი ზარის დასარეკად გავწიე, მაგრამ გადავიფიქრე და სახელურს ჩავავლე,ჩამოვწიე და გული გამიჩერდა..კარი ღია იყო...ჯანდაბა თითქოს თავზე ცივი წყალი გადაასხესო ისე წამებში გავიყინე...ნერვიულობა ყელში სპაზმად მომაწვა და წამით სუნთქვაც კი შევწყვიტე.კარი ფრთხილად შევაღე...შეშინებულმა...ნამდვილად ვერ გავუძლებდი იქ წინადღის მსგავსი სცენა რომ დამხვედროდა.ცხოვრებაში, პირველად მიკანკალებდა მუხლები და ვგრძნობდი როგორ ვერ ვერეოდი სასოწარკვეთას.მისაღები ოთახი ცარიელი დამხვდა,არც საძინებელში იყო ვინმე...ყველა ოთახში შუქი ენთო ,მაგრამ ის არ ჩანდა...დაძახებას ვაპირებდი სააბაზანოდან მოშვებული ონკანის ხმა ყრუდ რომ ჩამესმა და მეც მის კარებთან შევჩერდი.
-ბარბარე ,მანდ ხარ?-ვიკითხე იმედიანი ხმით და მივაკაკუნე, პასუხი არავის გაუცია...არც წყლის ხმა შეწყვეტილა...ისიც კი ვიფიქრე შეიძლება არ ესმისთქო და მოცდა გადავწყვიტე ,მაგრამ გასული ხუთი წუთის შემდეგ კვლავ შემომიტია მღელვარების ძლიერმა ტალღამ...ფეხებზე დავიკიდე როგორ ფორმაში შეიძლება დამხვედროდა ის,იქ...სახელური ჩამოვწიე და სააბაზანოს კარი შევაღე.იქ ნანახმა კი ადგილზე გამყინა.
მოშვებული დუშის ქვეშ, დედიშობილა ბარბარე მობუზულიყო და გაფითრებული,გამორეცხილი თვალებით მიშტერებოდა ერთ წერტილს.თითქოს არც გაუგია ჩემი შესვლა.არ შერხეულა.
-ამის დედაც!-ამოვიოხრე და ორ ნაბიჯში მასთან გავჩნდი.წყალი შევამოწმე და სიმწრისგან ლამის ავღრიალდი...ყინულივით, ცივი წყლის ჭავლის ქვეში ერთიანად გაყინული ძაგძაგებდა.
-სულ გადაირიე?!-თავი ვეღარ შევიკავე.კაცმა არ იცის რამდენი ხნის განმავლობაში იჯდა ასე.კაცმა არ იცის რა ჯანდაბას აკეთებდა და საერთოდ, რატომ აკეთებდა ამას?! წყალი გადავკეტე და მისი სველი და გაყინული სხეული ხელში ბუმბულივით ავიტაცე.საძინებელში გამოვიყვანე და სწრაფად გავახვიე სქელ პირსახოცის ხალათში, რომელიც ჩემდა ბედად საწოლზე ეფინა და ბევრი ძებნა არ დამჭირვებია.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ?-ვეჩხუბებოდი და თბილ პლედში პატარა ბავშვივით ვახვევდი..მის გაყინულ სხეულს დროულად რომ დაბრუნებოდა ნორმალური ტემპერატურა.
-მეძინებოდა...-ანოისლუკინა საწყალი ხმით..-მეძინებოდა...ჯანდაბა, არ მინდა ძილი...არ მინდა
-რატომ ბარბარე?-მის წინ ,საწოლთან მუხლებზე დავდექი და ქვემოდან ავხედე ტუჩებ გალურჯებულ ქალს რომელიც მიუხედავად ყველაფრისა...ულამაზესი იყო
-იქ ,შენ მოხვალ...შენ მოხვალ ჩემს წყეულ სიზმრებში და ისევ გამაგიჟებ...ვერ ვუძლებ შენს მონატრებას...ვერ ვუძლებ შენს სიყვარულს-ხმას აუწია,თითქმის ყვიროდა და გაოგნებულს ხელებით ემოციურად მელაპარაკებოდა-მე შენ არ მინახიხარ,ჯანდაბაა...არცკი გიცნობდი...სიზმრებში გნახე...სიზმარში შემიყვარდი...გამაგიჟე...შენი თითები, ჯანდაბა ცოტნე!-ჩემს თითებს ჩააფრინდა თავისი გაყინული თითებით და ამან გამომაფხიზლა.
-ცხელ ჩაის გაგიკეთებ ,თან ვილაპარაკოთ-რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი.
ჯანდაბა...სიზმრენში მხედავდა...მეც ხო სიზმრებში ვხედავდიი? კიი ვხედავდი და მის გამოჩენამდე თითქოს მოლოდინის რეჟიმზე გადართული რაღაც ამოუცნობს ველოდი...მერე კი ის დავინახე...დავინახე და თითქოს დამიმშვიდდა აბობოქრებული სული...თითქოს, ის იყო ვისაც ველოდი...რა დედისტყვნა ხდებოდა ჩემს ირგვლივ? !ამის დაჯერება უბრალოდ არ შემეძლო...ადამიანი ხომ სანამ თავად არ გახდება მომსწრე მოსმენილს ძნელად იჯერებს? სხვისგან რომ მომესმინა არ დავიჯერებდი.ახლა კი ეს არარეალური,ზედმეტად ჩახლართული და ცოტა მისტიური ამბავი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა და ჩემდა უნებურად მთავარი გმირი მე ვიყავი.წყალი ავადუღე, დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია მალევე ვიპოვე ჩაის ფერი და კოვზ ნახევარი შაქარი ჩავყარე.ბარბარე, მისაღებში გამოსულიყო და სავარძელზე მოკუნტული სევდიან მზერას არ მაშორებდა.ჩაის მოზრდილი ფინჯანი მივუტანე და მადლობის ნიშნად საწყლად გამიღიმა.ცხელ ფინჯანს, გაყინული თითები შემოაჭდო და ღრმად შეისუნთქა ჩაის არომატი.
-მინდა დაგეხმარო-მის წინ, სავარძელზე დავჯექი და სიგარეტის კოლოფი მოვიძიე.-შეიძლება მოწევა?
პასუხად, თავი სუსტად დამიქნია და ისე დამაკვირდა თითქოს ჩემი სახის ყველა დეტალს იზეპირებსო.სიგარეტს მოვუკიდე და ხარბად მოვქაჩე კვამლი,შემდეგ კი სწორ ზოლად გამოვუშვი ფილტვებიდან და გოგონას გავხედე."ღმერთო რა ლამაზია"ჩემდა უნებურად გამეფიქრა.პასუხად კი სულ სხვა რამ ვთქვი.-ძალიან მინდა ბარბი...უბრალოდ ,მინდა ვიცოდე რა გჭირს და როგორ შემიძლია დაგეხმარო?
ჩაის მოზრდილი ყლუპი მოსვა და თვალი გამისწორა.
-არ ვიცი...
-რა არ იცი?
-არ ვიცი რა მჭირს? ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა..ბოლო ორი წელი კი ჯოჯოხეთად მექცა...კოშმარებს ვხედავ...შენ გხედავ სიზმარში, როგორ გვაქვს სექსი....ჯანდაბა-სიმწრით ჩაეცინა-არა ,შენს თითებს ვხედავ...ზედმეტად რეალურად ვგრძნობ...სექსი არ ჰქვია, ეს უფრო სექსის წინა პრელუდიაა.. შრმდეგ კი მიდიხარ და მტოვებ-ხმა გაუტყდა-გავგიჟდი...მტოვებ მარტოს,აგზნებულს და გაუბედურებულს... მინდა მაგ დროს კანი გავიძრო...მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულო ეს კოშმარი.მიყვარხრა სიგიჟემდე-ნიკაპი აუკანკალდა.
თვალი ავარიდე...რა მექნა არ ვიცოდი.
-მანამდე კი ის ნაბ*ოზარი ძუ*კნა მოდის-მისი ხმა მეხივით დამეცა და გავიყინე.-თათული ლორთქიფანიძე...მოდის და სისხლს მიშრობს-ტონს აუწია ბარბარემ.-არ ვიცი ვინ ვარ...არაფერი მახსოვს ,გესმის? არაფერი მახსოვს ჩემი წარსულიდან...-ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ხელები სახეზე აიფარა.გაოგნებული და ცარცივით გაფითრებული ვუსმენდი და სიტყვის თქმას ვერ ვახერხებდი, რადგან ახლა პირი რომ გამეღო ყელიდან ღრიალის მეტი არაფერი ამომივიდოდა.
-სამაგიეროდ, მახსოვს სად ამიხსენი სიყვარული...-ხმა ირონიული გაუხდა და ტონს აუწია...-პირველად ,სექსი სად ჯანდაბაში გვქონდა მე და შენ...ჯანდაბა...მე, შენთან სექსი მქონდა და არ მახსოვ?!
-ბარბარე...
-ნუ მაწყვეტინებ!!-გამაჩუმა-ხომ გაინტერესებს რა მჭირს? ხომ გინდა სიმართლე? ხოდა მოისმინე..მე და შენ პირველად სექსი შენს სახლში გვქონდა...მაშინ, წერეთელზე ცხოვრობდი..ორ ოთახიანში იქ ვაპირებდით გადასვლას ქორწილის მერე...
სხეულში წამიერმა უღონობამ დამიარა და ისე მომადუნა, ცოტა მაკლდა გული არ წამსვლოდა..ყურები დამეხშო და მკერდში საშინელი წვა ვიგრძენი....ჯანდაბა ,ჩემი და თათულის სიყვარულზე მიყვებოდა ეს თითის ტოლა გოგო...იმ სიყვარულზე, რომელიც დავკარგე და რომელმაც დამანგრია როგორც ადსმიანი...დამსნგრია სულიერადაც და ფიზიკურადაც.
-ბარბარე...
-არ ვარ ბარბარე!-ხმას აუწია და თითქმის იკივლა-არ ვარ ბარბარე...არ ვარ ეს წყეული ბარბარე...არ ვიცი ვინ ვარ...არ ვიცი რა მინდა..-სავარძლიდან წამოხტა და სააბაზანოს ხალათში გახვეულმა ბოლთის ცემა დაიწყო ...ოთახში დადიოდა ფეხშიშველი აქეთ- იქით და თან არ წყვეტდა მონოლოგს რომელიც ,მაგიჟებდა.-ხოო...იმ მდელოზე ამიხსენი სიყვარული...ჯანდაბა, მცხეთაში..ჯვრის მონასტერთან...იქ, მითხარი რომ სიგიჟემდე გიყვარდი და ამის ნიშნად ის ვერცხლის ყელსაბამი მაჩუქე..გვირილა. ჩემი გვირილა ხარო ყოველთვის მეუბნებოდი...
-გაჩუმდი!-ვეღარ მოვითმინე და ვიღრიალე...ნამდვილად აღარ შემეძლო ამის მოსმენა-გაჩუმდი!!
-არ გავჩუმდები!-ჩემს ყვირილს ყვირილითვე უპასუხა და წინ გამომწვევად დამიდგა-არ გავჩუმდები...არ გავჩუმდები...ფეხებზე ეს მე მანადგურებს...მაგიჟებს...ცუდად ვარ...სიკვდილი მინდა.სიკვდილი მინდა გესმიის?! მთელი 20 წელი ბარბარე ფურცელაძე ვიყავი. ...ბარბარე..ახლა კი ვინ ჯანდაბა ვარ არ ვიცი.არ ვიცი ვინ ვარ...აი-ხელი ცხვირწინ ამიქნია-მიყურებ და შენს თვალებშიც ზუსტად იმსა ვხედავ რასაც მე ჩემ თავზე ვფიქრობ...შეშლილი ძუ*კნა გგონივარ 42 წლის კაცს რომ აგეკიდე...
-ასე არ არის..-სახეზე ორივე ხელი ნერვიულად ჩამოვისვი...რა ჯანდაბა იყო? რაღაც არარეალურს ვისმენდი...არადა ვერ ვიგებდი საიდან უნდა სცოლნოდა ამ უცხო გოგოს ჩემი და თათულის წვრილმანები როდესაც მარტო ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა.უარესად ავირიე...ნამდვილად გავაფრენდი...
-მიდი...დამეხმარე-გაეცინა ირონიულად-დამეხმარე ,კეთილო ბიძია...როგორ აპირებ ჩემს დახმარებას?
-არ ვიცი-ამოვიხრიალე სასოწარკვეთილმა.
ჩაეცინა.
-არც მე ვიცი...არ ვიცი..ჯანდაბა ერთადერთი რაც სიგიჟემდე მინდა ეს შენ ხარ...დანარჩენი ფეხებზე .უბრალოდ მინდა რომ ჩემი,ჩემთან იყო...
-ბარბი...
-უბრალოდ ,იყავი ჩემთან-ხმა გაუტყდა და თვალები ცრემლებით აევსო...
-ვერ გავუძლებ-სავარძელს დავუბრუნდი და კეფით საზურგეს დავეყრდები.-ვერ გავუძლებ,.ხვალ რომ დაგილაგდეს მაგ პატარა თავში ყველაფერი და მიხვდე რომ არაფერს ვნიშნავ შენთვის..ამას ვერ გავუძლებ...
-ცოტნე...
-ბარბარე..დაგეხმარები,გეფიცები დაგეხმარები-ახალ ღერს მოვუკიდე და ფანჯრის რაფასთან საწყლად აწურულს გავხედე-ჯანდაბა ახლა ჩემს თავში სრული ქაოსია...დავლაგდები...უნდა დავფიქრდე,შემდეგ კი დაგეხმარები..ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.
-ჩემი გამოსავალი შენ ხარ-მის ხმაში ტირილის ნოტები გაკრთა.-უბრალოდ ერთი ღამე დარჩი ჩენთან...
-მისმინე პატარავ.. -სიგარეტსი სანახევროდ ჩამწვარი ღერი საფერფლეზე დავასრისე და წამოვდექი...მივუახლოვდი და თავ დახრილს ნიკაპ ქვეშ ორი თითი ამოვდე და თავი ავაწევინე.ტიროდა...რასაც ვერ ვიტანდი...გული მიკვდებოდა, როდესაც მის თვალებზე ცრემლს ვხედავდი...არც ახლა ყოფილა გამონაკლისი.
-მისმინე პატარავ...-თბილად გავუღიმე და ცრემლიანი სახე ხელისგულებით შევუმშრალე -დაგეხმარები ...აქ დავრჩები ,აი აქ,-ხელი ტახტისკენ გავიშვირე-აქ დავჯდები და შენს ძილს ვუდარაჯებ...გესმის ჩემიი?
-ჩემთან არ დაწვებიი?-დიდრონი, ცრემლიანი თვალები შემომანათა..-უბრალოდ დაწექი და ჩამეხუტე...გთხოოვ...
ჰაერი ღრმად შევისუნთქე..ჯანდაბა, მაგარ შარში ვყოფდი თავს.მაგრამ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე და გადავწყვიტე ერთხელ გამერისკა...განა რაა მანამდეც ვიწექი მასთან მაგრამ...იმ სცენის მერე ,რაც სამწუხაროდ ვერა და ვერ ამოვიგდე მეხსიერებიდან ..მამაშვილურად ერთად დაწოლა არ გამოვიდოდა.ჯანდაბას რაც არის არისთქო შევაგულიანე თავი.ტელეფონი გავთიშე და იქვე მივაგდე.შარვალი არ გამიხდია..მოკლემპლავიანი მაისურით და შარვლით გვერდით მივუწექი,თხელ პიჟამოებში გამოწყობილს ტკიპასავით რომ მომეხუტა და თავი მხარზე დამადო.მართლა ცუდი აზრი იყო ჩვენი ერთ საწოლში დაწოლა...მისი თმის სურნელი გამაღიზიანებლად მიღიტინებდა ცხვირში,რასაც კანის საოცრად უცხო სურნელიც უერთდებოდა და პირდაპირ ტვინში წითელ ღილაკს მინთებდა.მის წვრილ წელზე შემოხვეული ჩემი მკლავი, დაძაბულიყო და გულისცემას ვერ ვიმორჩილებდი... ჩვეულ ფეთქვას ათჯერ რომ აღემატებოდა.ტანსაცმლის მიღმა მისი სხეულის სიმხურვალე ცეცხლს მიკიდებდა და პირველად ვიყავი ცხოვრებაში ასე ცუდად...ფრთხილად მოვშორდი და წამოვჯექი...ჰაერი, რამოდენიმეჯერ ღრმად შევისუნთქე, რამაც არ მიშველა...პირველად მინდოდა გამეკეთებინა ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე ყ**ეური საქციელი....პირველად და ეს უხილავი ბრძოლა ჩემს თავთან მაინც და მაინც არ გამომდიოდა.
-კარგად ხარ?-საწყლად ამოილაპარაკა და მეც გველნაკბენივით შევტრიალდი მისკენ.ოთახში, გამეფებული სიბნელის მიუხედავად მაინც გარკვევით გავარჩიე მისი სევდით სავსე თვალები და ხელი თავისით გამექცა მისი სახისკენ...
-ბარბი...ამის დედაც!რა ჯანდაბას მიკეთებ?-ამოვილაპარაკე სასოწარკვეთილმა და მისკენ გადავიხარე...თვალები აემღვრა და ჩემი სიახლოვისგან სუნთქვა გაუხშირდა-საშინლად მინდიხარ....დაე მოვხვდე ჯოჯოხეთში ,უბრალოდ ახლა არ მკრა ხელი...
-ცოტნე...-ჩემს სახელს ოხვრა ამოაყოლა და ეს პიკი იყო .მეც არ ვიცი როგორ დავეწაფე მის სავსე ბაგეებს, რომელიც იმდენად გემრიელი...იმდენად არომატული და სასურველი იყო ტანში ავად გამცრა.ხარბად ვუკოცნიდი ორივე ბაგეს და როდესაც მისი მკლავები კისერზე მჭიდროდ შემომეხვია და კოცნაში აქტიურად ამყვა საერთოდ გადამეკეტა.არ მახსოვს, როგორ შემოვაძარცვე ნაქანდაკებ სხეულზე ტანისამოსი და მისი შიშველი კანის შეხებისას, ათრთოლებული თითებით რომ ვეხებოდი გონი სრულიად დავკარგე...ვცრდილობდი ნაზი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს სხეულში გაღვიძებული ცხოველი არ მაძლევდა ამის საშუალებას და ვერც მისი ალერსით ვძღებოდი.სავსე მკერდზე თითების შეხებისას რასაც მისი ხმამაღალი კვნესა მოჰყვა, ყრუდ ამოვიგმინე და თითები ტუჩებით ჩავანაცვლე...კბილებით წავეტანე დაბერილ ძუძუსთავებს და პარალელურად, ყველანაირი სიგიჟის მიუხედავად არც ერთი დეტალი არ გამომრჩენია...არ გამომპარვია არც ერთი მისი რეაქცია...არც მის სახეზე გამოსახული ათასგვარი ემოცია ყოფილა შეუმჩნეველი.ჩემს მკლავებში ,მისი ელასტიური სხეული ნეტარებისგან იკლაკენებოდა და ხმას ვერ იმორჩილებდა, ნებისმიერ ჩემს ქმედებას მშვიდად რომ შეხვედროდა.ვაკვირდებოდი მის შიშველ სხეულს, ჩემს ქვეშ მოქცეული მხურვალებისგან მთელს კანს რომ მიწვავდა და თითებს, ჩემს ზურგზე ამოუცნობ ცეკვას რომ ასრულებდნენ.
-ამის დედაც!-ხმამაღლა ამოვიგმინე საცვლის ქვეშ რომ ჩამიძვრნენ მისი თითები...
-მაგიჟებ...მაგიჟებ...
-მიყვარხარ...-მისი პირიდან წარმოთქმული ეს სიტყვა სწრაფად გავრცელდა ჩემს ვენებში სისხლთან ერთად ,ბევრი აღარც მიფიქრია ისე მოვექეცი მის ფეხებს შორის...ღრმად სუნთქავდა და თვალებზე გადაგლესილი ცრემლები უბრწყინავდა.
-მიყვარხარ ნაკაშიძე...მიყვარხარ...
ამოიჩურჩულა და თავად დამაკვდა ბაგეებზე...ფართოდ გადაშლილი გრძელი ფეხები, წელზე შემომხვია და ისე მიმიღო როგორც მომლოდინე ცოლმა.ერთ სხეულად ქცეულნი ,ხარბად ვკოცნიდით ერთმანეთს და საერთოდ ფეხებზე გვეკიდა ყველა და ყველაფერი...საერთოდ მეკიდა მისი ასაკიც...ვინაობაც...მისი მდგომარეობად..მთავარი იყო, ის ჩემთან იყო,ჩემი იყო,ჩემს მკლავებში მომწყვრდეული ძლიერ ბიძგებს ნეტარი ოხვრით ეგებებოდა და საერთოდ გადავყავდი ჭკუიდან...ის ჩემი იყო...მხოლოდ ჩემი და არ მაინტერესებდა რა შეიძლება მომხდარიყო ხვალ...დამამარცხა,მომერია,გამტეხა და ახლა მის ზემოდან მოქცეული საერთოდ არ ვნანობდი ჩემს ამ საქციელს...არ ვნანობდი და მახელებდა მისი აქტიურობა თავით რომ მიმაქანებდა სიამოვნების მორევში და თითქოს ჩემი სხეულიდან გამოსული, მის კანში შეძვრომას და იქ დაბუდებას ვლამობდი.ვერ ვერეოდი საკუთარ თავს და სურვილებს ,უფრო მეტს და მეტს მთხოვდა სხეული და დაუღალავად ვიღებდი და მასაც ვუზიარებდი იმ ნეტარ სიამოვნებას ორი ერთდროულად გაგიჟებული ადამიანის სექსუალურ აქტს რომ მოჰყვებოდა.ხმამაღალი კივილით შეეგება მოხეთქილ ორგაზმს ბარბარე და მის კბილებს შორის მოქცეულ ჩემს ქვედა ტუჩს ისე მტკივნეულად ჩააფრინდა პირში სისხლის გემო ვიგრძენი...ათრთოლდა,ლარივით დაიჭიმა და შემდეგ ერთიანად მოდუნდა.თუმცა არ გაჩერებულა, დილამდე ვერ შეელია ჩემს ალერს და მოწყურებული აქტიურად მყვებოდა.გამთენიისას კი ენერგია გამოცლილმა ბედნიერად გამიღიმა და ერთიანად მოდუნდა.დიდხანს ვაკვირდებოდი მის დამშვიდებულ და ბედნიერ სახეს ,ბოლოს კი შუბლზე შუბლით დავეყრდენი და სიტყვებს მთელი გული ამოვაყოლე.
-არ ვიცი რა იქნება ხვალ, შენ ჩემი ყველაზე დიდი ცოდვა ხარ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

ცოდვა არა, ის!
აბა კი!
ნაკაშიძის ხმა არ გავიგო, რაც გასაგები იყო, გაიგებდნენ მეზობლები უკვე!
აი, კატერინასთან ტეხავს.

ფეფო, გელი მალე!
შენ რომ მაწვალებ, ეგრე მე არ ვიცი რა! :))))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 წევრი Ma No

არ იყო ეს ბილწსიტყვაობა ბოლოში საჭირო, საერთოდ არ მოუხდა არც ცოტნეს და არც სიტუაციას ???? როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი თავი იყო ამას თუ არ ჩავთვლით ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

es ra jandaba iyooo cudad vaar gmerto ras shvebii sul ginda gamarekino? lamis telefonshi shevgzveri ar vici ra gitxra imdenad shoki makvs migebuli ertiwnad damburdzgla da bolos pir dafchenili dadebilebuli vkitxulobdi da axla survili makvs isev tavidan davubrunde da ufro mshvidad da meti dafikrebit wavikitxo , amis dedac ra xdeba vegar vigeb yvela morali daangrie,waleke da sayvedursac ver vityvi imdenad lamazi da sulis shemxutvelia mati intimi

 


№4  offline მოდერი Life is Good

Ma No
არ იყო ეს ბილწსიტყვაობა ბოლოში საჭირო, საერთოდ არ მოუხდა არც ცოტნეს და არც სიტუაციას ???? როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი თავი იყო ამას თუ არ ჩავთვლით ❤

მანამდე სხვა რაღაც მეწერა მანდ და ჩასწორებისას გამომრჩენია...მადლობა დიდი სწორი შენიშვნისთვის heart_eyes

 


№5 წევრი Ma No

Life is Good
Ma No
არ იყო ეს ბილწსიტყვაობა ბოლოში საჭირო, საერთოდ არ მოუხდა არც ცოტნეს და არც სიტუაციას ???? როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი თავი იყო ამას თუ არ ჩავთვლით ❤

მანამდე სხვა რაღაც მეწერა მანდ და ჩასწორებისას გამომრჩენია...მადლობა დიდი სწორი შენიშვნისთვის heart_eyes

შენ კიდევ მადლობა ყოველთვის ადეკვატური პასუხისთვის ❤❤❤

 


№6  offline წევრი დარინა

ცოტნეს თვალით დანახული უფრო მომეწონააა, ერთი და იგივეს რომ ხედავრნ სიზმრებშიიი ეს გამიხარდა მარტო ბარბი არ იტანჯება და ეს კაიაა, აი ერთმანეთს დაეხმარებიან და ყველაფერი მაგრა ექნებათ, ბოლო ნაწილმა გამაგიჟა, არანაირი უხამსი და ცუდი არაფერი მიფიქრიაააა :D :D შენზე ჩველებრივად ვგიჟდებიიი.

 


№7  offline წევრი kora

ცოტნეს მხრიდან ამბის მოყოლა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ სხვს კუთხით წარმოჩნდა და ამან ინტერესი უფრო გამიმძაფრა.
ერთმანეთის ხსნაა მათი ურთიერთობა.
ძალიან ნიჭიერო გოგო, მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას
--------------------
kira.G

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

ცოტნეს მხრიდან დანახული ბარბარე კიდევ უფრო კარგია. ეს ორი ერთი მთლიანობაა, იმდენად ავსებენ ერთმანეთს. მათი დაკავშირება ბედისწერაა და სხვა აღარაფერი არსებობს. სასწაული ხარ ავტორო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.

 


№9  offline მოდერი tasusuna

აქ რა ამბები დაგიტრიალებია ❤️❤️

 


№10 სტუმარი ლიზიკო

შენი ნადირობა წავიკითხე და იქ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ შეიძლება იქ არ წაგეკითხა და ამიტომ აქ გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს..
ესე იგი..
ქალბატონებო და ბატონებო.. ძვირფასო მკითხველო.. ძვირფასო ავტორო..
თვითონ ნიკას (ძალით შეტენილი)ცოლიც ვაღიარებ რომ
ნინია და ნიკა არის..
ქიმიაც, ბიოლოგიაც, ფიზიკაც... სახვითი ხელოვნება, ანატომია, არითმეტიკა, გეოგრაფია.. ყველა გრძედი და განედი,! ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია, მათემატიკა.. ყველა ორუცნობიანი თუ სამუცნობიანი განტოლება, კუთხეების კვეთა, და ისტორია.. ყველა ისტორიული აფეთქება ერთად!
ვნება, გრძნობა, ემოცია..
ვულკანის ამოფრქვევა,ცუნამი, მიწისძვრა , ქარიშხალი.. ყველა ბუნებრივი კატასტროფა ერთად!
სიყვარული , სიძულვილი, სითბო, სიცივე...
შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი (????).. ყველა ფერი ერთად
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი..
ეს წყვილი არის ყველაფერი!

გმადლობთ.
ნახვამდის.

უი, ხო..
მთავარი გამომრჩა.
მათი ცალ-ცალკე დატოვება საუკუნის შეცდომა იყო ძაან ჩვეულებრივად.

 


№11  offline წევრი მარიკუნაა♥️

ლიზიკო
შენი ნადირობა წავიკითხე და იქ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ შეიძლება იქ არ წაგეკითხა და ამიტომ აქ გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს..
ესე იგი..
ქალბატონებო და ბატონებო.. ძვირფასო მკითხველო.. ძვირფასო ავტორო..
თვითონ ნიკას (ძალით შეტენილი)ცოლიც ვაღიარებ რომ
ნინია და ნიკა არის..
ქიმიაც, ბიოლოგიაც, ფიზიკაც... სახვითი ხელოვნება, ანატომია, არითმეტიკა, გეოგრაფია.. ყველა გრძედი და განედი,! ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია, მათემატიკა.. ყველა ორუცნობიანი თუ სამუცნობიანი განტოლება, კუთხეების კვეთა, და ისტორია.. ყველა ისტორიული აფეთქება ერთად!
ვნება, გრძნობა, ემოცია..
ვულკანის ამოფრქვევა,ცუნამი, მიწისძვრა , ქარიშხალი.. ყველა ბუნებრივი კატასტროფა ერთად!
სიყვარული , სიძულვილი, სითბო, სიცივე...
შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი (????).. ყველა ფერი ერთად
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი..
ეს წყვილი არის ყველაფერი!

გმადლობთ.
ნახვამდის.

უი, ხო..
მთავარი გამომრჩა.
მათი ცალ-ცალკე დატოვება საუკუნის შეცდომა იყო ძაან ჩვეულებრივად.


შენთვის ვინმეს კარიერა რომ ემჯობინებინა, ასე აღარ იტყოდი ;)
რომ ხვდები, რომ ვიღაცას რაღაცის სანაცვლოდ აღარ სჭირდები:) ღმერთმა არ გამოგაცდევინოს.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№12 სტუმარი ლიზიკო

მარიკუნაა♥️
ლიზიკო
შენი ნადირობა წავიკითხე და იქ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, მაგრამ მერე ვიფიქრე რომ შეიძლება იქ არ წაგეკითხა და ამიტომ აქ გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს..
ესე იგი..
ქალბატონებო და ბატონებო.. ძვირფასო მკითხველო.. ძვირფასო ავტორო..
თვითონ ნიკას (ძალით შეტენილი)ცოლიც ვაღიარებ რომ
ნინია და ნიკა არის..
ქიმიაც, ბიოლოგიაც, ფიზიკაც... სახვითი ხელოვნება, ანატომია, არითმეტიკა, გეოგრაფია.. ყველა გრძედი და განედი,! ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია, მათემატიკა.. ყველა ორუცნობიანი თუ სამუცნობიანი განტოლება, კუთხეების კვეთა, და ისტორია.. ყველა ისტორიული აფეთქება ერთად!
ვნება, გრძნობა, ემოცია..
ვულკანის ამოფრქვევა,ცუნამი, მიწისძვრა , ქარიშხალი.. ყველა ბუნებრივი კატასტროფა ერთად!
სიყვარული , სიძულვილი, სითბო, სიცივე...
შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი (????).. ყველა ფერი ერთად
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი..
ეს წყვილი არის ყველაფერი!

გმადლობთ.
ნახვამდის.

უი, ხო..
მთავარი გამომრჩა.
მათი ცალ-ცალკე დატოვება საუკუნის შეცდომა იყო ძაან ჩვეულებრივად.


შენთვის ვინმეს კარიერა რომ ემჯობინებინა, ასე აღარ იტყოდი ;)
რომ ხვდები, რომ ვიღაცას რაღაცის სანაცვლოდ აღარ სჭირდები:) ღმერთმა არ გამოგაცდევინოს.

ნინიას ისევ სჭირდებოდა ნიკა.
წერეთელმა თავისი საქციელიც გულწრფელად ინანა და იმაზე არანაკლები ტკივილიც გამოცადა თავისი ქმედების გამო, რაც ნიკამ .
ავტორს ეს კარგად აქვს აღწერილი.
ნიკასთანაც დაბრუნდებოდა და ჯანდაბაში მოისვრიდა მაგ კარიერას , მაგრამ მასთან მისასვლელი გზა ვეღარ გამონახა. შეეშინდა და გაიჭედა.
სულ სხვა იქნებოდა ჩემი შთაბეჭდილებები მათ ისევ ისე ძლიერად რომ არ ყვარებოდათ ერთმანეთი წლების შემდეგ, ან რომელიმე მხარეს გადაყვარებოდა მეორე..
მაგრამ მათ ძველებურად უყვარდათ ერთმანეთი და ყველა ადამიანი და ყველა ურთიერთობა იმსახურებს კიდევ ერთ შანსს. მე უბრალოდ როგორც მკითხველ, გული მწყდება რომ ავტორმა არ მისცა მათ ეს შანსი..
ის რომ ნიკამ ნინია ლიზას საშუალებით გადაიყვარა ნინია მხოლოდ ილუზიაა, რადგან თუ ამდენმა დრომ ვერ დაავიწყა და ისევ ძველებურად სიგიჟემდე უყვარდა ნინა, ლიზასნაირი გოგო ნამდვილად ვერ შეძლებდა მაგას.
საერთოდაც მაგათი ბედი უკვე დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი ზეცაში და ვერანაირი ლიზა, სხვა ქალი ან დრო ვეღარ გააქრობდა მაგ ამბავს :)
ავტორო, ბოდიში. ვიცი, ეს სულ სხვა ისტორიაა და ცოტა უხეშად შემოგეჭერით.
გავიპარე ეხლა მე. :)

საერთოდაც ავტორს არსად ეწერა რომ ნინიამ ნიკა კარიერის გამო მიატოვა. ეგ დეტალი ძაან არეულად გაიგო მკითხველმა. წერეთელმა ბოლოს გააგებინა რომ მიფრინავდა და სწორედ ეგ ეწყინა ნიკას . თორემ მე მივდივარ და შენ სულ კარგად იყავიო, ეგ მგონი არ უთქვამს ნინას.
ბოლოს რომ გამაგებინე, ესე იგი ჩვარად ჩამთვალეო , ნინას რომ ეუბნება.. მაგაზე გაიბუსხა დათუნაშვილი, თავმოყვარეობაზე დაარტყეს. დაკრა ფეხი და ყოველგვარი საუბრის გარეშე წავიდა.
ასე რომ ეგეც კარგად იყო დამნაშავე თავისი ამპარტავნების გამო.
წავედი ეხლა მართლა მე თორემ თუ გავუბერე ვეღარ გავჩერდები :D

თვითონ ნიკაც ეუბნება , ადრე რომ გეთქვა ყველაფერს გაგიგებდი , არ ვიყავი შეუგნებელი და შენ წარმატებას და სიხარულსაც ერთად გადავლახავდითო. ადრე რომ არ გააგებინა ნინამ და ყველაზე ბოლოს უთხრა, მაგაზე გაჭედა ნიკამ, მაგაზე! და არა იმაზე რომ სწავლის გასაგრძელებლად მიდიოდა ნინა..
იქ არჩევანი ნიკასა და კარიერას შორის არც ყოფილა. ისწავლიდა ის გოგო და დაბრუნდებოდა თავის ნიკასთან , ისიც დაელოდებოდა თუ მართლა ისე გამგებიანი იყო ნინასთან , როგორც თვითონ უთხრა მასთან რომ მივიდა სახლში. ბოლოს რომ უთხრა ნინამ ეგ არ აპატია.. თავმოყვარეობის შელახვა არ აპატია და არა ის რომ ნინამ კარიერას ამჯობინა მისი თავი , რისი არჩევანიც რეალურად არც ყოფილა.

ის მიზეზი , თუ რატომ არ უთხრა ნინამ ნიკას ადრე, ავტორს არ უწერია. ამიტომ მე ჩემი ვარაუდი მაქვს მაგაზე.
ნინამ მშიშარა რომაა, განსაკუთრებით ნიკასთან მიმართებაში, ეს კარგად დავინახეთ. ალბათ , სწორედ ეს იყო იმის მიზეზი ადრე რომ უთხრა ნიკას. კარგად იცოდა ნიკას გაჭედვების და დედამოტყნული ხასიათის შესახებ. სწორედ მაგიტომ შეეშინდა. მისი რეაქციის ეშინოდა. ამიტომ მოიცადა ბოლომდე.
მოკლედ ერთმა სილაჩრის გამო დაკარგა საყვარელი ადამიანი, მეორემ კი ამპარტავნების გამო.

მაგრამ მეორე შანსს ყველა ვარიანტში იმსახურებდნენ.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნიკე

ამ ისტორიის დასასრულამდე ალაბათ მოვკვდები. ლამის მეც შემიყვარდეს მამის ტოლი კაცი უნახავად, მაგრამ ეს პერსონაჟი სად ვიპოვო :დ

ეს თავი იყო შოკი პიკი პანიკა, ვკითხულობდი და ყველა ემოცია ერთმანეთში მერეოდა.

თუ გადამეკეტა რომელიმე 40 წლის კაცზე სულ შენი და შენი ზე კაცი პერსონაჟების ბრალი იქნება ავტორო! :დ

საცემი ვარ ისტორიის დასრულებამდე რომ დავიწყე კითხვა, ახლა მოლოდინის გამო ვღაფავ სულს .

 


№14 წევრი tamuna.s

ცოტნეს თვალით დანახული სიტუაცია, მისი განცდები და ძალიან მომეწონა. მაგარი თავი იყო. წუხელ დილის ხუთ საათზე გამეღვიძა და ეგრევე ტელეფონს ვეცი ხო არ დადოთქო. :დდ ნუ კია დიდი სხვაობა ასაკში მაგრამ სადაც ასეთი გრძნობაა და ასე ავსებენ ერთმანეთს იქ ასაკი და ყველაფერი სხვა მეასე ხარისხოვანია. ბაბუაჩემიც 20 წლით დიდი იყო ბებიაჩემზე, მაგრამ სამაგალითო ოჯახი ქონდათ და ბებიაჩემს სიგიჟემდე უყვარდა.

 


№15 სტუმარი 1234

ცოტნე ისევ მოგწონთ? ამ თავში ძალიან დაკნინდა ცოტნე! ასაკი საერთოდ არაფერ შუაში არაა, მაგრამ კაცს რომ ოჯახი გყავს, ცოლ-შვილი გყავს და პასუხისმგებლობა გაქვს, ასე უნდა იქცეოდე? ამხელა კაცს ასეთი დაუფიქრებელი საქციელი არ შეეფერება. რამხელა შეურაცხყოფაა ცოლის, ისე რომ მიატოვა და ბარბარესთან გაიქცა. ცოლის მოღალატე კაცი არც ცოლს სცემს პატივს, არც შვილს, არც საყვარელს და არც საკუთარ თავს. თან თურმე თავიდანვე რომ მოსწონებია ბარბარე. ძალიან არასწორია ამ საკითხში. კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს და პატივს არ სცემს, ჩემთვის ვერაფრით ვერ იქნება მოსაწონი.

 


Epic.
როგორ შეიძლება ასე მაყვარებდე ყველა შენი ისტორიის გმირს მიუხედავად ასაკისა და სხვა ფაქტორებისა ?
არ მინდოდა წამეკითხა სანამ არ დაასრულებდი ისტორიას მაგრამ ვერ მოვითმინე და ექვსივე თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
რა მეთქმის ძალიან მომწონს ეს
სიგიჟე რაც ამ ორ პერსონაჟს აერთიანებს.
დაინტრიგებული ვარ ისტორიის განვითარებით.
შენ კიდე სუპერ ავტორი ხარ ასე ზუსტად რომ გადმოცემ ემოციებს <3
მოკლედ მადლობა რომ ასეთ სასწაულებს წერ.

 


№17  offline წევრი ქეთათო4

აი ყველაზე დიდი მადლობა შენ! ზე ნიჭიერი ხარ!
შენი მოთხრობები თავისკენ მექაჩებიან და იცოდე საბოლოოდ ერთ ერთი ჩამითრევს.
ნუ კივიცი, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს, როგორც ცოტნიკო ამბობს მაგრამ არ ვიცი რომელს ჩავყვე!
ფეფო, რა კარგი ხარ.
მილამაზეებ იმ დღეებს, რომელიც უინტერესოდ უნდა გამეტარებინა.
ძალიან კარგი პერსონაჟები გყავს, ისწთი სინამდვილეშიც რომ უნდა არსებობდნენ აუცილებლად.
მიყვარხარ ფეფ❤
გელოდები, არ დააგვიანო შემდეგი თავი!

 


№18 სტუმარი Himalau

dzaan xom ar texavs coliani kaci ase rom iqceva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent