შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი {თავი 1}


16-09-2018, 14:01
ნანახია 182

განსაკუთრებული არაფერი {თავი 1}

თავი 1

ნაცრისფერი თუ თეთრი? მაინც ვერ გადავწყვიტე ამ შავ შარვალზე რომელი ზედა უფრო წავიდოდა, ამიტომ ნახევარი საათი დავყვავი სარკის წინ და ხან ერთს მივიდებდი სხეულზე, ხან მეორეს. საბოლოოდ კი როცა დედობილმა განგაშის სიგნალი ატეხა "გაგვიანდებაო", არჩევანი ნაცრისფერზე შევაჩერე და მივხვდი, რომ მთელი ის დრო, რომელიც თმის დასავარცხნად უნდა გამომეყენებინა, ზედების არჩევაში დავხარჯე. ასე რომ თმა უბრალოდ ჩამოვივარცხნე და სამზარეულოში ჩავედი. დედობილისგან მალულად ტოსტი მოვიპარე (რადგან რომ დავენახე მხოლოდ ტოსტის იმედად მივდიოდი კოლეჯში, ნამდვილად მომკლავდა), ჩანთას და მოსაცმელს ხელი დავავლე და უკვე ეზოს კართან ვიყავი, რომ უკან მოვბრუნდი. ფანქრები დამრჩა. მშვენიერია, უკვე თითქმის მთელი თვეა რაც კოლეჯში დავდივარ და ყოველ დღე ასე მემართება.
კიდევ კარგი არ დამიგვიანია, თუმცა ჩემი დილა მთლად იღბლიანი მაინც ვერ გამოდგა, რადგან არც ისე სასიამოვნო ჯგუფს ჩავუარე, რომელიც იმ გოგონებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც ჩემი ფანები ნამდვილად არ არიან და დილის დაწყება უსიამოვნო რეპლიკების მოსმენით, უკანასკნელი რამ იყო, რაც მინდოდა.

მოდი უჩინარი დავრჩები. როგორც ყოველთვის. შეიძლება ცოტა უცნაურიც კია, მაგრამ მირჩევია ჩემთვის ვიყო და არც არავინ შევაწუხო. კონტაქტური არასოდეს ვყოფილვარ. კიდევ გიმეორებთ, რომ თითქმის მთელი თვეა კოლეჯი დაიწყო და მე მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, ისიც ჩემი ბავშვობის მეგობარი. ღმერთო ჩემო, მე ჯერ საერთო საცხოვრებელშიც კი არ გადავსულვარ. მაგრამ ორ-სამ დღეში აუცილებლად ვიზამ ამას. დამოუკიდებლობა მჭირდება. თანაც საერთო საცხოვრებელში ტესასთან ერთად ვიქნები ( ეს ის საუკეთესო მეგობარია წეღან, რომ ვახსენე). მიუხედავად იმისა, რომ მე და ტესა აბსოლუტურად საპირისპიროები ვართ, მაინც საუკეთესოდ ვეწყობით და ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ვავსებსთ ერთმანეთს.
აი, ვახსენე და მორბის. კარგი რაა... ოღონდ ეგ არ ქნა... იღონდ აქ არა! მათ თვალწინ არა! სწორე ეგ აკლიათ ჩემი დაცინვისთვის! თუმცა ვინ გისმენს. დიდი სიჩქარით მორბოდა ჩემკენ და ისე მოწყვეტით შემომახტა, თითქოს ოცი წლით ვიყავი წასული ჩრდილოეთ პოლუსზე და მთელი ამ ხნის მაძილზე არ ვენახე. არადა გუშინ საღამოს ვიყავით ქუჩის კუთხეში მდგარ ყავის სახლში.
- იცი ახალი ამბავი? - ისეთი გაბრწყინებული თვალებით შემომხედა, ვიფიქრე ლატარიაში მოიგო-მეთქი და ძალიანაც არ შევმცდარვარ.
- რა ახალი ამბავი?
- გახსოვს ის ბიჭი. მეორე კურსელი, აი ის, მაღალი, საყვარელი, სიმპატიური, ქერა, ცისფერთვალება, მომნუსხ-
- მჰ,- ჩავახველე, რომ მიწაზე დამებრუნებინა.
- ხო, მოკლედ მარკზე გეუბნები, მარკ სტივენსზე.
- მერე?
- დამაცადე ვცდილობ გითხრა,- ჩაფიქრებულმა, მაგრამ დაუფარავად გახარებულმა მითხრა,- მოკლედ მარკი. გუშინ საღამოს ყავის სახლიდან, რომ დავიშალეთ ხომ გახსოვს?
- ხო,- ღმერთო, ძალიან წელავდა. მაინეტრესებდა, მაგრამ ასე თუ გააგრძელებდა ნამდვილად დავაგვიანებდით.
- ხო, და, შესახვევში, რომ შეხვედი, მეც წავედი რა თქმა უნდა ჩემ გზაზე, ლოგიკურია ხო? ხო, და რამდენიმე ნაბიჯში მარკს დავეჯახე. არა ის დამეჯახა. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, შევასკდით ერთმანეთს და ხო იცი, როგორი დაბდურა ვარ, კინაღამ არ წავიქეცი, მაგრამ მარკმა დამიჭირა.
ადგილზე წრიალი დაიწყო და ცდილობდა იმაზე ჩუმად ეთქვა ყველაფერი, ვიდრე გამოსდიოდა.
- ხო, და, ბოდიშის მოხდის მიზნით... და და და დამმ. ყავის სახლში დამპატიჟა. მეც შანსს ხელიდან ხომ არ გავუშვებდი?! ხო, და არ მითქვამს, რომ იქიდან მოვდიოდი და დაახლოებით ერთი საათი გავჩერდით. იცი მაინც რა საყვარელი და რა თავაზიანი და რა უძალიანმაგრესია?
- ეჭვიც არ შგეპაროს. ის საკმაოდ მაღალ ნიშნებზე სწავლობს, მიუხედავდ იმისა, რომ დედის ერთაა შეძლებული ოჯახიდან, გათამამებული სულაც არ არის და საკმაოდ ნორმალური
- ანუ რამე რომ მოხდეს შენ თანახმა ხარ ხომ?
- მოიცა, მოიცა... რას გულისხმობ?-

- არა სულელო, არა,- კლასის კარს მივადექით,- რამე პაემანზე რომ დამპატიჟოს ან მასეთი რამ...
- არა, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?!- გულწრფელად გავიღიმე, მანაც შემომანათა თავისი ცანცარა ღიმილი და კლასში შევარდა.
რაც არ უნდა იყოს, მარკი მართლა კარგი ბიჭი ჩანს და წინააღმდეგი არ ვარ.
ფრანგული ენის კლასი. ეს ის ადგლია სადაც ტესა ჩუმად ზის და ლექციას მართლაც ყურადღებით ისმენს. ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი საგანია, რაც ორივეს გვაერთიანებს.
ლექციების დასრულების შემდეგ დავიშალეთ. მე სამხატვრო კლასში უნდა შევსულიყავი, ტესას კი დამატებითი საათის აღება უნდოდა ფრანგულ ენაში.
ჩემი ახალი ნამუშევრის დასრულება დღს შევძელი და ძალიან მიხაროდა, რადგან მასზე თითქმის მთელი თვე ვიმუშავე.
მინდოდა ნამუშევარში ის სამი რამ გამეერთიანებინა, რაც ყველაფერს მერჩივნა და რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა: ხატვა, ბალეტი და მუსიკა.
და როდესაც ჩემი ნახატი ლექტორმა ნახა, მას შემდეგ რაც ვუთხარი რა იდეით დავხატე, მითხრა:
- ნამდვილად გამოგივდა. შესრულების ხელოვნება დახვეწილია, ბალეტისადმი სიყვარული მკაფიო, ხოლო ნახატი მუსიკას თვითონ ქმნის როდესაც უყურებ,- შემდეგ კი გადმომიჩურჩულა,- წელს ჩემგან უმაღლეს შეფასებას ელოდე.
ჩამეღიმა. ვის არ სიამოვნებს, როცა აქებენ და ეუბნებიან, რომ რაც ჩაიფიქრა გამოუვიდა?
ბალეტს რვა წლიდან ვცეკვავ. თავიდან სპლეციალურ კერძო სკოლაში დავდიოდი, დედობილმა შემიყვანა და ათამდე შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა
რაც შეეხება მუსიკას. სიმღერა საშუალო დონეზე გამომდის თუმცა, როდესაც როიალს ვუახლოვდები და დაკვრას ვიწყებ, ყველაფერი ითიშება გარშემო. შეიძლება მიხვდეთ კიდეც რას ვგულისხმობ, შეიძლება ვერა, თუმცა ამას კი არ უნდა მიხვდეთ, უნდა იგრძნოთ. სხვაგვარად წარმოუდგენელიც კია.
ვალოთ, ამიტომ მიღწევებზე ხმას არ ვიღებ), კოლეჯის დაწყების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ სპეციალური კლასი აქაც ყოფილა და აქ გადმოვედი. უფრო იმის გამო, რომ კოლეჯშიც იგივე პედაგოგი მეყოლებოდა, რომელიც ბალეტის კერძო სკოლაში მყავდა - ქალბატონი რუბერტა.
რაც შეეხება მუსიკას. სიმღერა საშუალო დონეზე გამომდის თუმცა, როდესაც როიალს ვუახლოვდები და დაკვრას ვიწყებ, ყველაფერი ითიშება გარშემო. შეიძლება მიხვდეთ კიდეც რას ვგულისხმობ, შეიძლება ვერა, თუმცა ამას კი არ უნდა მიხვდეთ, უნდა იგრძნოთ. სხვაგვარად წარმოუდგენელიც კია.
- მეი!- შორიდან მომესმა ტესას ყვირილი,- მერიენ ევანს!
- რა გაყვირებს? მოხდა რამე?- ვკითხე გაოცებულმა, როგორც წესი ამ ხერხით სიახლეებს მაცნობს ხოლმე.
- დღეს იცი რა სიმპატიური, სუპერ-დუპერ სექსუალური, საშიში და დამატყვევებელი ბიჭი დავინახე ჩვენს სკოლაში?
- შენ მასეთებს ყოველ დღე ხედავ, მაგრამ საიდან და როგორ ახლაც ვერ ვხვდები.
- ნუ ხარ უჟმური. სწავლის, ცეკვისა და მუსიკის იქითაც არსებობს სამყარო. მოიცა რა ჰქვია? ჰო, გამახსენდა- რეალობა.
- მე საკმაოდ რეალურ სამყაროში ვცხოვრობ და არავის არ ვაწუხებ,- თავი კმაყოფილების ნიშნად დავიქნიე.
- არ მინდა გაწყენინო რადგან ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ შეიძლება მასე. მეგობრები გჭირდება.
- მე შენ მყავხარ.
- ხო, მაგრამ
- ასეც კარგად ვარ,- გავუღიმე და დავემშვიდობე. უკვე სახლში წასვლის დრო იყო.
- ხვალ გნახავ,- კოცნა გამომიგზავნა ტესამ და "კუნტრუშით" წავიდა.
საღამომ და საერთოდ დღის დარჩენილმა ნაწილმა ისე ჩაიარა, როგორც ყოველთვის. ერთადერთი სიახლე ის იყო, რომ ჩემს ნახატს ჩემივე ოთახში მივუჩინე საპატიო ადგილი, თუმცა კი მასწავლებელმა მთხოვა კოლეჯში დატოვეო, მაგრამ ვერ გავიმეტე ჩემგან შორს დამეტოვებინა.
დასაძინებლად საკმაოდ ადრე დავწექი და აი, მეორე დილაც გათენდა. დღეს მაინც არ დავიგვიანებ. აბაზანა მივიღე და გადავწყვიტე სტილისთვის არ მეღალატა და ჩემი კაბების კოლექციიდან ერთ-ერთი ამოვარჩიე. ვინაიდან გარეთ ციოდა, ჟაკეტსაც დავავლე ხელი და ერთ საათიანი ნადიმის შემდეგ სახლიდან გავედი.
კოლეჯი ჩვეული "სტუმართმოყვარეობით" დამხვდა. მაინც ვერ ვხვდები ჩემგან რა უნდათ. მათ ხმასაც კი არ ვცემ, ისინი კი არასახარბიელო კომენტარებით მავსებენ. მადლობა ღმერთს, აი ტესაც.
- იქით გაიხედე,- ჩემს "ფან-კლუბს" რომ მოვშორდით მკლავზე მომქაჩა.
- საით?
-იქით!
გვერდით გავიხედე. ბიჭების ჯგუფზე მანიშნებდა. მათი დიდი ნაწილი ჩემს კურსზე იყო, ზოგი ლიტერატურაზე, ზოგი ფრანგულზე, ზოგიც მუსიკაზე.
- მერე?- გაკვირვებულმა ვკითხე ტესას,- მათ რა პირველად ხედავ? ჩვენს კურსზე არიან.
- მაგათ არ გეუბნები სულელო. დააკვირდი.
ამოვიხვნეშე და კიდევ გავიხედე. აი, ამჯერად ახალ სახეს წავაწყდი. შავები ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა იყო და ციოდა, მას მაინც მოკლე მკლავიანი ზედა ეცვა და მლავებზე ტატუები მოუჩანდა. თვალი სწრაფად მოვაშორე, არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ ტატუს ერთა ადამიანზე პირველად ვხედავდი და თან მის წარბთანაც რაღაცამ გაიელვა და მაინტერესებდა რა იყო, ჩავთვალე, რომ ადამიანზე მიშტერება უზრდელობა იქნებოდა და ინტერესი ჩავიკალი. ერთი რამ კი ცხადია, მის დანახვაზე გამაჟრჟოლა. მისი აღნაგობისა და შესახედაობის ბიჭი სხვებისთვის უსაფრთხო შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Magari iyo shemdegs rodis dadeb?.velodebi icode da ar gawyvitoooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent