შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეშვიდე)


16-09-2018, 15:39
ავტორი Farvana
ნანახია 239

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეშვიდე)

კატო

ეზოში ვიჯექი როდესაც მაია მოვიდა,ბედნიერებით აღსავსე ვიყავი როცა დავინახე მისკენ წავედი,მაგრამ მან თვალი ამარიდა.არაფერი არ უთქვამს ისე შევიდა,სახე ძალიან მოწყენილი და გულნატკენი ქონდა.ცრემლები წამომივიდა,მივხვდი რომ ამდენი ტყუილად ვიწვალე,აქ უნდა დავრჩენილიყავი.ჩემი ცხოვრება დაინგრა,დაინგრა შურისძიების გეგმაც.ვივახშმე ,თუ ვახშმობა ქვია,ერთი ლუკმაც ვერ გადავყლაპე.ოთახში შევედი და დავიძინე.დილით ისევ იმ ნაგავმა ექთანმა გამაღვიძა.ნეტავ იცოდეს როგორ ვერ ვიტან.
-ეხლა რაღა მოხდა?
-ადექით თქვენი ფსიქიატრი გეძახით.
წამოვიზლაზნე და წავედი.რა უნდა ეთქვა?ისედაც ყველაფერი მაიას სახეზე ამოვიკთხე.კარები შევაღე,ორივე იცინოდნენ,ბედნერები იყვნენ,გავბრაზდი :
-ყოჩაღ,ნამდვილად არ მეგონა ჩემი აქ დარჩენა ასეთუ გაგიხარდებოდათ.სახეები შეიცვალეს და მე შემომხედეს.შემდეგ კი ისევ სიცილი დაიწყეს.
-რა გაცინებთ?!მართალია ძალიან სასაცილოა ჩემი მდგომარეობა.კარგია ჩემი ტკივილით სავსე ცხოვრება თუ გაბედნიერებთ.ვინმე ხომ მაინც უნდა იყოს ბედნიერი არა?ტირილი დავიწყე და ოთახიდან გავედი.მთელი ძალით გავიქეცი,აღარავის სახის დანახვა აღარ მინდოდა.მეგონა რომ ისინი მაინც დამეხმარებოდნენ ,მაგრამ შევცდი,მათაც ისევე ახარებთ ჩემი უბედურება როგორც სხვებს.ოთახში შევედი და ლოგინზე დავვარდი.თავი ბალიშში ჩავრგე და მთელი ხმით ტირილი დავიწყე.როგორ ვერ ვიტანდი ვერავის.როგორ მინდოდა რომ მოვმკდარიყავი,ყველაფრისგან დავისვნებდი.ჩემი ძმა როგორმე შეეჩვეოდა ჩემი დის ქცევებს,მეც აღარ ვიქნებოდი და უფრო ბედნიერი იქნებოდა.კაცი რომელიც მომწონდა დამცინოდა,არადა რომ კითხო ჩემი უდანაშაულობისთვის იბრძოდა.მართალია რასაც მასზე ამბობენ,ვერ იტანს მართალ ხალსხ,ყველაფერს აკეთებს რომ აქეედან არ გაუშვას.კარების ხმა გავიგე.
-აქედან გაეთრიე?თქვენი არცერთის დანახვა არ მინდა?ნაგვები და უგულოები ხართ.ვითომ ჩემი უდანაშაულობისთვის იბრძოდნენ.სინამდვილეში კი მხოლოდთავიანთი სურვილებისთვის.თავი ბალიშიდან არ ამომიღია ისე ვტიროდი.მხარზე შეხება ვიგრძენი,შევიშმუშნე,ნიშნად იმისა რომ თავი დაენებებიათ,მაგრამ ვინ მოგეშვა?ხელი უფრო ძლიერად მომკიდა.მივხვდი რომ ანდრეა იყო.ბალიში ავიღე და მთელი ძალით მოვუქნიე.იმ გველმა აიცდინა.მე კი მთელი სისწრაფით გავიშხლართე ძირს,ამხელა ინერციას ვერ გავუძელი.მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი დავინახე,ავდექი და მეორედ მოვუქნიე ბალიში ამჯერადაც ავაცილე.ბალიში წამართვა და სიცილი დაიწყო.
-დამცინე ხო დამცინე,მეტისთვის მაინც არ ვარგივარ.ხელები გადავიჯვარედინე და ტუჩებ მობუსხული ლოგინზე ჩამოვჯექი.სიცილს კი მაინც არ წყვეტდა,როგორ მინდოდა რაიმე მძიმე ჩამერტყმია.ნაგავი,როგორ ვერ ვიტან.მიუხედავად ამისა მისკენ თვალს მაინც ვაპარებდი,ისევ ისე საყვარლად იცინოდა,გამეღიმა,მინდოდა მეც მასთან ერთად მეცინა ,მაგრამ ჩემი მდგომარეობა გამახსენდა და თავი შევიკავე.როგორც იქნა შეწყვიტა სიცილი.
-ხო გაჩუმდი,ეხლა ინებე და გადი აქედან სანამ ყვირილი არ დამიწყვია და მთელ დაწესებულებას არ გაუგია როგორი ნ*აძირალაც ხარ.ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიჯდა.-მე გითხარი რომ გარეთ გაბრძანებულიყავი,გეყოს ჩემი დამცირება.არც კი გაინძრა,იჯდა და მიყურებდა.ბალიში სახეზზე ნახევრად ქონდა აფარებული,მხოლოდ მისი მწვანე თვალები იცინოდა.მიუხედავად ამისა ძალიან გავბრაზდი, თავი ვეღარ მოვთოკე და მთელი ძალით სახეში დავარტყი.-ეხლაც აღარ გაბრძანდები ვაჟბატონო?თავი გააქნია.და ისევ ისე საყვარლად იღიმოდა.მეორედ მოვმართე ხელი,მაგრამ დამიკავა.მეორე ხელის დარტყმაც ვცადე, მაგრამ ისიც დამიკავა.ფეხები ხომ დამრჩა?! მაგრამ ფეხებით დამიჭიირა.-ხელი გამიშვა.ის არ გეყო რომ დამცინე ეხლა გინდა ინვალიდი დამტოვო?
-დამშვიდდი ამით ადამიანები ინვალიდები არ რჩებიან.
-მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ხმა ამოიღე.კარგია ხო რო დამცინიხართ.
-ჩვენ შენთვის არ დაგვიცინია.
-არა,როგორ გეკადრებათ,თქვენ ხომ მხოლოდ სიცილისგან იგუდებოდით.
-გეყოფა?
-რა უნდა მეყოს?მეგონა რომ მეხმარებოდით.თვქენ კი ბედნიერები იყავით იმით რომ მაიას გიჟის წოდება არ მოეხსნა.
-მაიას მოხსნეს გიჟის წოდება.უბრალოდ შენს სახეზე გვეცინებოდა.
-ყოჩაღ,კარგი მატყუარაც ყოფილხარ.გუშინ დავინახე როგორი დამწუხრებული და გულნატკენი მოვიდა.
-კი მოვიდა,მხოლოდ იმიტომ რომ მეორე დღეს შენი სახე გვაინტერესებდა.
-ნაგვები ხართ.ზუსტად ერთნაიერები,ერთმანეთს გადასარევად უხდებით.
-აჰა ანუ ეხლა მაიაზეც ეჭვიანობ ხომ?
-რა?საიდან მოიტანე რომ ვეჭვიანობ?ან მაიას გარდა ვიზე ვეჭვიანობდი?
-აბა რა ჰქვია იმას რასაც შენ ამბობ?მგონი ნინაზეც იეჭვიანე.
-უბრალოდ გამოვკვეთე თუ როგორებიც ხართ.ნინა?ეს ხომ სასაცილოა?
-კარგი როგორც გინდა.შენთან ამ თემაზე კამათს არ ვაპირებ.
-ანუ მაიას მოუხსნეს ხო?
-კი მოუხსნეს.
-მაშინ მეც მომხსენი შენი ხელები და ფეხები.
-ხო კარგი.რა უჟმური ვინმე ხარ.
-უჟმური შენ თვითონ ხარ?ჩემი სასამართლო როდის იქნება?
-არ ვიცი დამირეკავენ და მაშინვე გეტყვი.
-კარგი,მაგრამ მაინც ისეთივე ხეპრე ხარ როგორიც აქამდე.ენა გამოვუყავე და ლოგინზე გადავწექი.
-როგორც გინდა.
კმაყოფილმა ჩავიცინე.ესე იგი თავისუფლება მალე ჩემი იქნება.მაგრამ მანამდე ამ ორ გველს სამაგიერო უნდა გადავუხადო,გასაკვირია რომ ასე მალე დამნებდა ის ხომ ყოველვის ყველაფერზე მეწინააღმდეგება?არა უშავს შენც და მაიასაც გასწავლით ჭკუას.ექთანმა სასადილოში ჩამიყვანა,შემდეგ კი ეზოში გავედი.ქალბატონი მაია მომიჯდა გვერდში და ლაპარაკი დამიწყო.
-კატიუშა,ვიცი რომ ჩვენი სიცილი არასწორად გაიგე მაგრამ მაინტერესებდა როგორი სახე გექნებოდა.თუ ძალიან გეწყინა მაპატიე.
-ახლა უკვე იცი როგორი სახე მაქვს ღალატზე.შეგიძლია მიბრძანდე.მე არავის პატიებას არ ვაპირებ.სხვათაშორის კატიუშა არ მქვია,მე კატო მქვია.
-კარგი რა კატო,გეყოს ეს ბუტიაბოდა,ბავშვივით იქცევი.
ხმა არ გავეცი არ ვაპირებდი მისთვის პატიებას.მაგრამ ეს ღუტუნი ხომ კარგი საშუალებაა ჩემს შემოსარიგებლად.უკვე იცის რომ ამით ვაპატიებ,ხოდა ისევ დაიწყო.
-კარგი მაია გეყოს ,ხო იცი რომ ვერ ვიტან?
-არა,სანამ არ მაპატიებ არაფერიც.
-ხო კარგი ჰო,გაპატიე ეხლა ხელი გამიშვი.
-ანუ მაპატიე?!--ეჭვნარევი სახით გამომხედა.
-ჰო,გაპატიე.
-ძალიანაც კარგი.
-თუ გაგათავისუფლეს აქ რატომ ხარ?
-სრულად რომ მომხსნან და კიდევ რაღაცეები მოაგვარონ აქ უნდა დავრჩე.
-აჰა,გასაგებია.
-მხოლოდ ასე ლაკონიურად მიპასუხებ?
-მოიცა აბა რა უნდა გიპასუხო?
-არ ვიცი რამე მომიყევი.
-მაინც რა მოგიყვე?
-რავი?მმმ..მაგალითად გყოლია თუ არა ოდესმე შეყვარებული?ან თუ მოგწონებია ვინმე?
-არა შეყვარებული არასოდეს მყოლია და არც არავინ მომწონებია.
-არც მცირეოდენი სიმპათია არ გქონია?
-არა,ბიჭებს ყოველთვის თავიდან ვიშორებდი.
-როგორც ჩანს ბევრ რამეში ერთმანეთს ვგავართ.
-კი ვგავართ.რა კარგი იქნებოდა შენ რომ ყოფილიყავი ჩემი ტყუპისცალი?
-კი მაგრამ მე ხომ შენზე უფროსი ვარ?
-ოოოჰჰჰ,ხო ჩაგაშხამებს ადამიანს რა?
-მართლა როგორი ბავშვი ხარ?
-არაფერიც მე ოცი წლის ვარ.
-მერე რა ასაკი კი არ გართმევს ბავშვობას.
ასეთ ძალიან ბევრ სისულელეზე ვისაუბრეთ.შემდეგ ისევ სასადილო,ეზო,წამლების მიმღები ოთახი და ბოლოს დაძინება.აქედან გასვლა მარტო იმიტომ მინდა რომ ამ მოწყენილ ცხოვრებას თავი დავაღწიო.მეორე დილით რაღაცნაირ ხასიათზე ავდექი,თან რაღაც მინდოდა თან არ მინდოდა.ძალიან გაუგებარ ხასიათზე ვიყავი.ექთანი მოვიდა,ანდრეასთან შეხვედრა მქონდა.ალბათ გაიგო უკვე როდისაა ჩემი სასამართლო.



ანდრეა
-არა რა ეს გოგო ნამდვილი არანორმალური და გიჟია.მაგრამ ძალიან საყვარელი და კეთილი.ძალიან ბავშვური და გულღია.ყველაზე მეტად მასთან კამათი და კინკლაობა მიყვარს.მაშინ ვხვდები თუ როგორ ძალიან მიყვარს.მაშინ ვხვდები რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლება და ეს გოგო იქნება ამის მიზეზი.
-გამოდის ბატონო ანდრეა აღიარებთ თქვენს გრძნობებს.
-კიდევ შენ?
-აბა სხვა ვინ უნდა იყოს?
-შენ გარდა ყველა შეიძლება.
-კარგი ერთი,დავიჯერო ძალიან გინდა სულების ნახვა?
-შენს ნახვას ნაღდად სჯობს.
-არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობ მე შენი გრძნობები უფრო მაინტერესებს.
-ვითომ არ იცოდე?
-მე ვიცი უბრალოდ მინდა რომ შენი პირით აღიარო.
-შენთან არასოდეს არაფერს ვაღიარებ.
-ჩემთან არა კატოსთან აღიარე.
-ეგ შენი საქმე არაა ვისთან რას ვაღიარებ.ჯობია აქედან წახვიდე სანამ ვინმეს გიჟი ვგონებივარ.
-გიჟი ისედაც ხარ.
-შენ..გისმენთ.
-ანდრეა აბაშიძე ხართ?კატოს ფსიქიატრი?
-დიახ.
-მე ადვოკატი სალომე გრძელიძე ვარ.მე უნდა დავიცვა კატოს ინტერესები სასამართლოში.
-გასაგებია და სასამართლო როდის არის?
-ორ კვირაში.მინდა მანამდე კატოს გავესაუბრო,ხვალ დილით მოვალ.
-როგორც გნებავთ.ტელეფონი გავუთიშე და ისევ ფიქრებში გადავეშვი.კატოს დღეს ვერ ვეტყოდი, შეხვედრა მქონდა დანიშნული ერთ-ერთ პაციენტთან.ძალიან რთული პაციენტია.აი ზუსტად ისეთი მე რომ არ მიყვარს.საშინლად ამაზრზენი და უცნაური.როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს.ორ კვირაში კატოსაც გაათავისუფლებენ და მეც გავყვები უკან.ნამდვილად არ ვაპირებ ამ ჯოჯოხეთში დარჩენას.სანამ პაციენტთან შევიდოდე წასვლის განცხადება მოვამზადე და შევინახე.პაციენტთან დიდ ხანს მომიწია ყოფნამ,ხან რა სისულეზე ,ხან რაზე არ ილაპარაკე.ყველაფერ საზიზღრობას შეეხო გარდა ჩემს მიერ დასმული კითხვებისა.ნერვები ძალიან მეშლებოდა მის ასეთ ქცევაზე,როგორ მინდოდა ავმდგარიყავი და თავ პირი გამეერთიანებინა მისთვის.ფსიქიატრი და მე უნდა ვიყო გაწონასწორებული ამიტომ შევიკა თავი.როგორც ჩანს,სხვა ექიმებიც დაიღალნენ,ჩემი და იმ პაციენტის წვალებით და გარეთ გამომიყვანეს.პაციენტის მდგომარეობა და მისი აზრი აინტერესებდათ,ვითომ ვიდეო კამერით არ უყურებდნენ და არ იცოდნენ.პასუხები მოჭრთ გავეცი და სახლში წავედი.ჩემი კარების გაღება ვცადე მაგრამ გაღებული დამხვდა.როგორც წესი ჩემთან არავინ მოდის და არც ჩემი მეზობლები არ შედიან ჩემთან დაუკითხავად,უეჭველი ქურდია,მაგრამ კარები არც შემტვრეული და არც ნაწვალებია.ესეიგი ვიღაც ნაცნობია.არა რა აშკარად დეტექტივობისთვის ვარ გაჩენილი.რა მეშარებოდა ჩამებარებია იურიდიული და ხო ვიქნებოდი ბედნიერი.კარები შევაღე და ჩემი და კესო დამხვდა.კისერზე შემომაფრინდა.
-კესიკოოო,ჩემი საყვარელი დაიკო,ვაიმე ჩემი გოჭი როგორ მომენატრე.
-ეეე,გოჭს ნუ მეძახი.
-რატომ შენ ჩემი გოჭი არ ხარ?აშკარად ეწყინა ჩემი ნათქვამი.ტუჩებიმობუსხა და იატაკს დაუწყო ყურება.-კარგი რა ერთხელ დამიძახებია გჭუნა თუ ორჯერ?ლოყებზე ჩქმეტა დავუწყე.პატარაობიდან მიყვარდა მისი წვალება,განსაკუთრებით ლოყების.გემრიელი და ფუმფულა ლოყები ქონდა,სულ ვუწელავდი და მანამ ვკოცნიდი სანამ ტირილს არ დაიწყებდა.
-გეყოს!
-ოჰ პატარა ქალბატონს ჩხუბიც უსწავლია.
-დიახაც,და პატარა აღარ გავიზარდე.
-არა,შენ მაინც ისეთივე პატარა ხარ როგორიც ადრე.
-იცოდე თუ არ მორჩები ჩემს დაცინვას გეფიცები წავალ.
-კარგი ჰო,რა უბედურებაა რა არის?ყველა უჟმური და უხასიათო ემთან რატომ მოდის?.კარგი ის მითხარი როგორ ხარ?რა ხდება გერმანიაში ახალი?
-როგორც მიყურებ გადასარევად ვარ.და გერმანიაში რა უნდა ხდებოდეს?
-რა ვიცი იქნებ ვინმე გერმანელი გააბი მახეში.
-ააა,უკაცრავად?!მე როდის იყო ბიჭებს ვაბამდი მახეში?
-ოხ რა მატყუარა ხარ კესიკოოო,შენ არ იყავი სკოლის მთელ ბიჭებს თავგზას რო უბნევდი და მერე ტუალეტის ქაღალდივით რო ისროდი?
-მაშინ ხვა დრო იყო ახლა სხვაა.
-და რა შეიცვალა?
-რაღაც რაღაცეები შეიცვალა.
-მაინც..ვიცოდი თემა საიდაც მიყავდა ამიტომ თვალების ტამაში დავიწყე რომ ჩემთვის დროზე ეთქვა.
-შეიძლება ასეც ითქვას რომ...
-რატომ გაჩერდი?დროზე თქვი.-როდესაც ჩემი და რაღაცეებს მიყვებოდა ხოლმე ყოვეთვის ჭორიკანა ქალივით ვუსმენდი.მე და ჩემს დას მეგობრული ურთიერთობა გვქონდა,ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს,არასოდეს რაიმე არ მოგვიტყუებია ერთმანეთისთვის დაარც არასოდეს გამოგვიყენებია ჩვენი საიდუმლები ერთმანეთის წინააღმდეგ.
-უცებ გეტყვი,გავთხოვდი.
-რააა?მოიცა რა თქვი?
-გავთხოვდითქო.
-საძაგელო მე ქორწილში არ უნდა დაგეპატიჟებიე?არც უნდა დაკერეკა?
-უცებ გადაწყდა ყველაფერი და ვეღარ მოვასწარი შენთან დარეკვა.
-კარგი მაშინ ვერ მოასწარი და მერე რა გაკავებდა?
-ოოჰ,ნუ დაიწყებ ეხლა რა.
-ყველაფერი მომიყევი.როგორ გაიცანი?როგორ შეძელი რომ ვინმეს ერთგული ყოფილიყავი?ან საერთოდაც თვითონ რა პონტში მოგიყვანა?ბოლო ბოლო შენ ხომ ნამდვილი მახინჯი იხვის ჭუკი ხარ?ვიცოდე რომ გაბრაზდებოდა,ოთახში შევვარდი და კარები მოვიკეტე.
-ანდრეა!საზიზღარი ვინმე ხარ.ერთი თუ ასეთი მაგარი ბიჭი გამოდი და შემებრძოლე.
-არა იყოს მადლობა.
-გველოო!ხვალ გაჩვენებ სეირს.
-კი როგორ არა.ჩემს დას კარგად ვიცნობ,ხვალ აღარაფერი ემახსოვრება.აბაზანაში მინდოდა გასვლა მაგრამ ჩემი და იყო გარეთ.პირდაპირ საწოლში შევწექი.რა კარგია ჩემი დაიკო ჩამოვიდა.ამ სახლში მარტო აღარ ვიქნები.დილით ადრე გავიღვიძე კატოს საქმე მქონდა მოსაგვარებელი.წყალი გადავივლე,სანამ წავიდოდი ჩემს დასთან ოთახში შევედი.ისევ ისე საძაგლად ძინავს როგორც ადრე.გაიზარდა მაგრამ ვერ გადაეჩვია.ახლაც განზე ძინავს.ამხელა გოგოა და მაინც ბავშვურად ძინავს.თმებზე მოვეფერი და ვაკოცე.მასაც ისეთივეი თმები აქვს როგორიც დედას ჰქონდა,დედა ყოველთვის ერთსადაიმავე სუნამოს ისხამდა,როგორც ჩანს ჩემი დაც იმავეს იყენებს.დედაჩემი გამახსენდა,მისი ლამაზი თვალები.მისი მზრუნველი ხმა.ჩემი და მას ძალიან გავს,მადლობა უფალს რომ ის მაინც მყავს ცოცხალი,მადლობა უფალს რომ ისიც არ წამართვეს.მთელი ჩემი ოჯახი წარმომიდგა თვალწინ,ჩემი ძმა ამიკო ,დაიკო,მამაჩემი და დედაჩემი.ის საშინელი დღე როცა დასასვენებლად მიდიოდნენ.მე არ წავყევი,მთელი ოჯახი წავიდა ჩემს გარეშე.საღამოს მათთან დავრეკე მაგრამ არავინ პასუხობდა,ორმოცჯერ მაინც დავრეკე,ბოლოს პოლიციის ოფიცერმა მიპასხა,მითხრა ისინი ავარიაში მოყვნენ,ჩემი ძმა,დედა და მამა ადგილზევე დაიღუპნენ,ხოლო ჩემი დაიკო სასწაულებრივად გადარჩა.იმ დღიდან მოყოლებული მასზე განსაკუთრებულად ვზრუნავდი,რაც შემეძლო მაქსიმალურად მკაცრად ვექცეოდი,თავდაცვა ვასწავლე.მალე კი ჩემზე ძლიერი გახდა.
-დილამშვიდობისა ძამიკო,ისე სამსახურში არ გაგვიანდება.
-რა უშავს ცოტას თუ დავაგვიაებ,ბოლო ბოლო ჩემს გოჭუნიასთან ვარ და ვინ რა უნდა მითხრა?
-გეყოს.
-ჰო კარგი.
-სხვათაშორის ორ დღეში სიძე ჩამოვა ვაჟბატონო.
-ძალიანაც კარგი,როცა მოვალ ყველაფერს მაშინ მომიყვები.
-ხო წადი.
სახლიდან მალე გამოვედი,გზაში საჭმელი ვიყიდე და საავადმყოფოში წავედი.სანამ ადვოკატი მოვიდოდა მანამ კატოს უნდა დავლაპარაკებოდი.ადრე დავაძახებიე ექთანს,მიდოდა მასთან რაღაცეებზე მელაპარაკა,თუნდა სისულეებზე,შეიძლებოდა ამ დროს ჩემს გრძნობებში გამოვტყდომოდი.

კატო
დერეფანში სიხარულით აღსავსე მიბაჯიბებდი.კარები სიხარულით შევაღე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი.
-აბა გისმენთ.რა გნებავთ?
-კატო შენს ადვოკატს ვესაუბრე.მითხრა რომ სასამართლოს ორ კვირაში გაიმართება,მანამდე აქ მოვა და დაგკითხავს.
-კიდევ?რამდენჯერ უნდა დამკითხონ?
-არ ვიცი.პირველზე აქ მოვა.
-და ძალიან ადრე ხომ არ არის?იმ დროს დაგეძახებია როცა მოვიდოდა.
-იმ დროს რომ დამეძახებია,მერე შენთან სალაპარაკოდ ვეღარ მოვიცლიდი.
-მოიცა შენ რა ჩემთან სალაპარაკო გაქვს?
-კი ძალიან ბევრ რამეზე.
-გისმენთ..მეგონა რაიმე სერიოზულზე ილაპარაკებდა,მაგრამ ათას სისულელეზე ილაპარაკა,ხან რაზე ხან რაზე.ნერვები ძალიან მომეშალა.
-უკაცრავად მაგრამ აქ ამ სისულეების მოსასმენად მომიყვანე?
-არა.
-არა?რასაც შენ ლაპარაკობ ჩემს საქმე თუ ეხება საერთოდ ან ჩეთან თუ აქვს კავშირი?
-კი შენთან აქვს კავშრირი.
-და რომელს?ბომბეს და გლობალიზაციას?
-ეგენი არ?
-აბა მეტზე არც გილაპარაკია.
-კი,ამ საუბარს სხვა მიზანი ქონდა.
-შენ რა დამცინი?რა მიზანი?
-მაგალითად ის რომ როცა გაბრაზებული ხარ მაშინ შემიძლია გესაუბრო ჩემს..
-რა ჩემს?ენა რატომ გებმის?.ჩმთან მაქსიმალურად ახლოს მოვიდა.არ ვიცი რა უნდოდა მაგრამ მიისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა.მისი მწვანე თვალები უცნაურად დ მიყურებდა.გუგები გაფართოებული ქონდა.მისი სუნთქვა გახშირებული იყო,მისი გულის ცემა საშინლად ხმამაღლა ისმოდა.
-იცი რა?
-რა.
-შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე.შენ ის მომეცი რასაც აქმადე დავცინოდი.შენ მაზიარე იმ გრძნობას რასაც სიყვარული ქვია.არ ვიცი კიდევ რა უნდა გითხრა.არც ის ვიცი სიყვარულს როგორ უხსნიან,მე გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია,ამაში ძალიან ცუდად ვერკვევი.წლების განმავლობაში ქალთან სექსი მინდოდა.შენთან კი ეს სურვილი არ გამჩენია.
ძალიან მიხაროდა მისი ეს სიტყები,იმაზე ბედნიერი ვიყავი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
-შეიძლება ვერც მიტანდე.არ გინოდეს რომ შენთან ვიყო,მაგრამ არა უშავს,შენს ნებიესმიერ სიტყვას დავემორჩილები,თუნდაც არაფერს გრძნობდე მითხარი.არ მინდა ფუჭი იმედები დავაყარო.
მისი სიტყვები გულზე ძალიან მოხვდა,როგორ არაფერს ვგრძნობ?მთელი ღამეები მხოლოდ ამ იდოტის სახეს ვუყურებ.მთელი ღამეები მასზე ვფიქრობ და როგორ შეიძლება არაფერს ვგგრძნობდე?მისი მწვანე თვალები ამღვრეული იყო,ისეთი როგორც პატარა ბავშვებს აქვთ როცა ტირილისთვის ემზადებიან.არ დავუშვებდი იმას რომ მისი თვალები ასე ყოფლიყო.ჩემი გრძნობის შესახებ ვერაფერ ვიტყოდი ამიტომ თანხმობის ნიშნად ვაკოცე.ჩემი გული საგულედან ამოხტომას ცდილობდა,არც მისი გული იყო ნაკლები.ხელები წელზე მომხვია კალთაში ჩამისვა და მთელი ძალით მკოცნიდა.ხელები კისერზე შემოვხვიე.არასოდეს არავისთვის მიკოცნია,რამდენად გამომივიდოდა არ ვიცოდი, მაგრამ სულ არ მიუქცევია ყურადღება.მაინც ავყევი.ცოტა ხანს მომეშვა თვალებში დამიწყო ყურება და ჩამიხუტა,ცხვრირი მის კისერში ჩავრგე,მის სუნს ვგრძნობდი.ვგრძნობდი თუ როგორ უცემდა გული,მშვიდად ვიყავი რადგან ვიცოდი რომ ეს გული ჩემი იყო,მარტო ჩემთვის იძგერდა და სხვა ვერ წამართმევდა.ძალაიან ბედნიერი ვიყავი.არ მინოდა ანდრეას მოვშორებოდი,მაგრამ ეს საგიჟეთია,აქ ხომ არავინ არაფერს გაცლის,თანაც არ მინოდა ჩემს გამო საყვედური მიეღო.კარებში ვიღაც შემოვიდა ძამიკოს ძახილით,ანდრეას კალთიდან მალე წამოვდექი,დარცხვენილი ბავშვივით ლოყები სულ წითელი მქონდა,მაშინვე კარებში გავედი.დამშვიდება ვცადე,არ მინოდა ადვოკატს ასეთ მდგომარეობაში ვენახე.ოთახისკენ წავედი,ეს ექთანი ხომ ვერ მოვიცელე რა?სულ კუდში უნდა მსდიოს?ეზოში უნდა გავსულიყავი,არ მინდოდა მაგრამ ჩემს აზრს ვინ ითვალისწინებს?ეზოში განმარტოებით კუთხეში დავჯექი.როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი.ნელ-ნელა აზრზრე მოვედი.გავაცნობიერე რომ მარტო აღარ ვიქნებოდი,ჩემი სხეული იმ გრძნობამ მოიცვა რომელსაც ვერ ვიტანდი და ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა,ვერ ვხვდები როგორ შემოახწია ჩემში ისე რომ არ შევეწინაღმდეგე?არ ვიცი.ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ ბენდიერი ვარ.არ ყოფილა ცუდი გრძნობა.როგორც ჩანს მაიამ შემნიშნა და ჩემთან მოვიდა.
-კატო რამე მოხდა?ისეთი სახე გაქვს.
-არა არაფერი.
-როგორ თუ არაფერი?ძალაინ უხასიათოდ მეჩვენები..თავი ავწიე და ჩემი გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა სახე შეეცვალა.
-მოიცა შენ რა ცუდად არ ხარ?
-საიდან მოიტანე რომ ცუდად ვარ?
-მე რავიცი რაღაცნაირი სახით იყურებოდი.ანუ გაიგე როდის მიდიახარ აქედან და ბედნიერიც ამიტომ ხარ?
-სულაც არა.
-აბა სხვა რა შეიძლება იყოს ამ დაწყევლილ კედლებში ბედნიერების მომტანი?
-ისეთი რამ რასაც ეს კედლებიც კი ვერ შეაჩერებს?
-რაიყო ბომბი დაამონტაჟე სადმე?
-რა ბომბდი გოგო.საიდან მოიტანე ბობმბი?სხვა რაღაც არსებობს.
-სხვა?!მმმ...ალბათ ბულდოზერი.
-შენ რა მეკაიფები თუ მართლა ვერ ხვდები?
-რას გეკაიფები გოგო?ამ კედლებს მარტო ძლიერი არტიელიარა თუ დაამარცხებს.
-აუუუუ,დავიჯერო არ არსებობს სამყაროში ისეთი რამ რასაც შეუძლია ყველაფერი დაანგიროს თავიდან ააშენოს და სამყარო შეცვალოს?
-კი არსებობს,მაგრამ ძაან მეეჭვება იმას შენში შემოეღწია.
-ვითომ რატომ?
-არამგონია აქ ისეთი ვინეს მოიძებნოს რომელიც შეიძ...
-რა იყო?ვინმე მოძებნე?
-არ არსებოსბ.
-რა არ არსებობს? მიხვდა და ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი როდის იტყოდა.
-ანდრეა.
-რა ანდრეა.
-ერთადერთი ვინც შეიძლებოდა აქ შეგყვარებოდა ანდრეა იყო,თან როცა მასაც უყვარხარ..რა მაგარია,როგორც ჩანს გამოგიტყდა გრძნობაში.
-კი,მაგრამ შენ საიდან იცოდი?
-ნუ შეიძლებ მითხრა და დახმარება მთხოვა.
-რა?
-ხო იმ დღეს რომ ვიცონიდით თან მაგ საკითხზეც მელაპარაკა.
-საძაგლები ხართ ორივე.ხელები გადავაჯვარედინე და გავებუტე.
-ხომ ივი რომ მაინც შემოგირიგებ?
-მერე?
-მერე და უნდა ჩაგეხუტო.
მაიას ჩავეხუტე,ძალიან მიხაროდა რომ ვინმე მაინც მეგდა გვერდში,ანდრეას შემდეგ.მყავს ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და მყავს ადამიანი რომელსაც შემიძლია ვენდო,ვუწოდო მეგობარი და და.ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ამას ვერავინ წამართმევს.უცებ მოვიღუშე,ჩემი და გამახსნედა,რომელიც არ დაუშვებდა ჩემს ბედნიერებას.უნდა ვიბრძოლო ანდრეასთვის და მაიასთვის,არ დავუშვებ რომ ისინი წამართვან.
ადვოკატმა მეორე დღეს დაიბარა კატო,ისევ ისეთი შეკიტხვები დაუსვა,როგორებიც ფსიქიატრებმა.ორ კვირაში თავისუფალი იქნებოდა.
ანდრეა
ორი დღის შემდეგ საყვარელი დაიკოს ქმარი ჩამოუვიდა,რომლისთვისაც აპირებდა ყველანაირი ინფორმაცია მოეყოლა მისი დის შესახებ.თუ როგორი იყო საქართველოში და როგორ ეპყრობოდა ბიჭებს.და-ძმა ხელიხელ გადახვეულები ელოდნენ აეროპორტში დევიდის ჩამოსვლას,რომელმაც საამსაათნახევარი დააგვიანი.კესო ნერვიულად დადიოდა.ჯერ ეგონა თვითმფრინავი ჩამოვარდა და მოკვდა,შემდეგ ეგონა აეროპორტში მოკლეს,მაგრამ იარაღის ხმა არ ყოფილა.თავში დევიდის ათასი სიკვდილის ხერხი დასახა,მაგრამ მაშინვე გააქრო,როგორც კი კარებში გამომავალი დაინახა.მისკენ გაიქცა და კისერზე შეაფრინდა.ანდრეა გაკვირვებული უყურებდა მისი დის ცვლილებას,რომელიც ძალიან მგრძნობიარე და ნაზი იყო.
-ისე მეც თუ მომაქცევთ ყურადღებას და გამაცნობ სიძეს არ იქნება ცუდი.გაუმარჯოს სიძეს.
-გაუმარჯოს ცოლიძმას.
-დევიდშენ რა ქართული იცი?
-რა თქმა უნდა.
-აბა მე რატო დამტანჯე გერმანულად ლაპარაკით და რატომ არაფერი მითხარი?
-არასოდეს გიკითხია,თორემ გაცემდი პასუხს.
-აუუ,რა საშინელება რა.ისე საიდან იცი?
-მამა მყავს ქართველი,თან ერთ-ერთი ქართული კომპანიის მეწილე ვარ.
-ჩემთვის კარგი ახლა უფრო გამიადვილდება კესოს გმირობების ჩაკაკვლა.
-არ გაბედო,თორე გეფიცები იმ ტაფას არ აგაცილებ.
-მოიცა მოყვეს რა მაინც არაფერს მიყვები შენზე.
მთელი გზა სიცილში გაატარეს,ანდრეა თვალიდან არ არსებულ ცრემლებს იწმენდდა და კესოს უფრო აბრაზებდა.ისეთი წითელი იყო,მალე აფეთქდებოდა და მათაც გაიყოლებდა.


ყველაფერი მზად იყო,მოწმეები დაცულები იყვნენ.მაია მხოლოდ ხუთი დღე გააჩერეს საგიჟეში,წოდება ,როგორც კი მოუხსნეს მაშინვე სათავეში ჩაუდგა კატოს გამოძიებას.ორი კვირა დანტჯვად იქცა როგორც კატოსთვის ისე ანდრეასთვის,დირექტორმა როგორღაც შეიტყო,მათი კინკლაობის შესახებ და ანდრეას აუკრძალა მისი ნახვა.მაია ნინას ეძებდა,რომ სასამართლოზე ძალით მიეყვანა და გაემეორებინა ის რაც იმ დღეს ისაუბრა,მაგრამ უგზო-უკვლოდ გაქრა.ოთხი დღის შემდეგ კი მკვდარი იპოვეს.სასამართლოს დღეს კატოს პირველად ჩააცვეს ფერადი ტანსაცმელი იმდენად გახარებული იყო ბედნიერებისგან კიოდა.ანდრეა ფსიქიატრი და მოწმის სახით იჯდა სასამართლო დარბაზში.ჟურნალისტები აზურზუტებულები იდგნენ კედლებთან და მიკროფონებს აკონწიალებდნენ ხელში.ნაცნობი და უცნობი ყველა ელოდა „მკვლელი შვილის“ ახალ სამხილებს.ქალები არ ერიდებონენ ჭორიკნობას და ათას საძრახისს ამბობდნენ.
-მოსამართლე მობრძანდება!
ყველანი წამოიშალნენ და კვლავ დასხდნენ.კატოს ამაყად ეჭირა კისერა,პირდაპირ თვალებში უყურებდა -ადვოკატს ვთხოვ წარმოადგინოს სამხილები.
პირველ სამხილად ვიდეო გაუშვეს,რომლის ძებნაც გართულდა,მაგრამ ქუთაისში მცხოვრებმა ბიჭმა მოასწრო მისი გადმოწერა და შენახვა.მისი დახმარებით მაიამ ახსნა რამდენად შეუძლებელი იყო,კატოს ჩაედინა მკვლელობა.ვალემ ყველაფერი აღიარა,მის სახეზე კი სიმშვიდეს,თავისუფლებას დაესადგურებინა.ყველა მოწმე დაკითხეს.მათ შორის ფსიქიატრებიც,რომლებიც ამბობდნენ,რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური იყო.ბოლოს ანდრეა დაკითხეს.
-თქვენ კატოს ფსიქატრი იყავით ბოლო პერიოდში,თქვენს თავზე ძალიან ბევრი რამ აიღეთ.თქვენ ასრულებდით დეტექტივის როლს,რომელიც გეკრძალებოდათ.აღიარებთ თუ არა.
-რა თქმა უნდა ვაღიარებ.ეს საქმე საკმაოდ ჩახლართულია.დამიჯერეთ ვერ ვიპოვიდი დეტექტივს,რომელიც შეძლებდა და კატოს საქმეში დამეხმარებოდა.მის ტყუპისცალს ყველგან აქვს წვდომა,შესაძლოა მოესყიდა და საქმე გაეფუჭებინა.
-შესაძლოა,მაგრამ თქვენ კანონ საწინააღმდეგოდ მოქმედებდით.გარდა ამისა გაირკვა,რომ თქვენ პაციენტთან კატო ახვლედიანთან გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობა.
-დიახ,მაქვს,მაგრამ ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის.
-ცდებით,მოსამართლევ შემიძლია ვთქვა,რომ სამხილები გაყალბებულია.ამ დასკვნას ვაკეთებ მათი სასიყვარულო ურთიერთობიდან.ბატონ ანდრეა აბაშიძეს და კატო ახვლედიანს შეეძლოთ მოესყიდათ მოწმეები.მე დავასრულე.
მოსამართლეები რაღაცაზე ბჭობდნენ.
-სასამართლო გადის შესვენებაზე,შესვნების შემდეგ გამოვიტანთ განაჩენს.
განაჩენის გამოტანას ყველა ელოდა.ზოგს სურდა კატოს განთავისუფლება,ზოგს კი მისი დაჭერის სურვილი ამოძრავებდათ.ჟურნალისტები ჯერ ვერ ბედავდნენ ახლოს მისულიყვნენ მათთან და რამე გამოეკითხათ.ერთ-ერთ კუთხეში მაღალი,გამხდარი ბიჭი აწურული იდგა.სახეზე კაპიშონი ჰქონდა ჩამოფარებული.რაღაცას ელოდა,მაგრამ არავინ იცის რას.მალე განახლდა სასამართლო პროცესი.
-საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად კატო ახვლედიანს მოეხსნება გიჟის წოდება და იგი გადაყვანილ იქნება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.მას მიესჯება თავისუფლების აღკვეთა...კარები მთელი ძალით შემოგლიჯა უცნობმა მამაკაცმა,რომელსაც სახე არ უჩანდა.
-თუ შეიძლება გაიყვანეთ დაუპატიჟებელი სტუმარი.ბიჭი ცდილობდა სახიდან მოეშორებინა კაპიშონი,როდესაც უკნიდან პოლიციელები დაეტაკნენ.მას არ სურდა საქმის გაუარესება,მაგრამ თვს არ ანებებდნენ.ჯერ ერთ პოლიციელს მოგრიხა ხელები,მერე მეორე გათიშა და პირველზე ბორკილებით მიაბა.კაპიშონი მალე მოიხსნა და სასამართლოს წინაშე წარსდგა.ყველა თვალი მას მისჩერებოდა.გაოგნებულები და გაოცებულები იყვნენ.ხმას არავინ იღებდა.მხოლოდ კამერების ჩხაკუნის ხმა ისმოდა.ერთადერთი ვინც საღ აზრზე იმყოფებოდა კატო იყო,რომელიც უმალ გაიქცა ახლად მოსულისკენ და მთელ ტანზე გველივით შემოეხვია.
-ჩემი ძამიკო.ვიცოდი რომ მოხვიდოდი,შენ ყველაზე საუკეთესო ხარ მთელ მსოფლიოში.
-მოსამართლე მგონი რაღაც განაჩენი გამოგქონდათ,რომელიც სრულიად არასწორია.თქვენ აკავებთ ადამიანს,რომელიც არფერ შუაშია.
-თქვენ,თქვენ..
-რა მე.
-გეგა ახვლედიანი.
-გცოდნიათ ჩემი სახელი და გვარი.
-როგორ?
-თუ დამკითხავთ,გაიგებთ როგორც.
-თვითმხილველთა თქმით თქვენ მკვდარი ხართ,ამას ადასტურებს ვიდეო,რომელზეც ნათლად ჩანს თქვენი გარდაცვალება.
-საინტერესოა,ახლა აღიარებთ ამ ვიდეოს?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს.ჯობია დასმულ კითხვას გასცეთ პასუხი.
-შესაძლოა მათ ნახეს როგორ მოვკვდი მაგრამ ეს კარგად დადგმული სპექტაკლი იყო.ჩემს თავზე მარიამ კაფსულა დაამაგრა,რომელიც ხელის მიწოლით გახეთქა.იარაღი კი ჰაერში გაისროლა.
-თქვენც ამტკიცებთ,რომ მარია იყო დამნაშავე?
-იყო არა,არის.ის იმაზე დიდი დამნაშავეა ვიდრე თქვენ გგონიათ.თუ ასე ძალიან გაინტერესებთ არსებობს თუ არა კატოს ტყუპისცალი შეგიძლიათ კრუგერის შვილის ფოტოები ნახოთ,მაშინ დარწმუნდებით რომ ყველა სიმართლეს ლაპარაკობს თქვენს გარდა.
-აქამდე დამალული იმყოფებოდით,თუ თქვენი დისთვის კარგი გსურდათ აქამდე რატომ არ გამოჩნდით?
-მარია მემუქრებოდა,თუ გარეთ გამოვიდოდი და კატოს დავეხმარებოდი მომკლავდა.
-დღეს როგორ განთავსუფლდით?
-მისი და კრუგერის საუბარი მოვისმინე.
-მარია განსაკუთრებულად აღშფოთებული იყო ბოლოდროინდელი ამბებით.კატოს ახალი სამხილების შესახებ როგორც კი გაიგო მაშინვე მისი მოცილება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.როდესაც მისი შიშების შესახებ გავიგე,გადავწყვიტე მისგან წამოვსულიყავი.ბოლო დროს დიდ ყურადღებას აღარ მაქცევდა და შევძელი მისგან განვთავისუფლებულიყავი.პირდაპირ აქ მოვედი ვერ დავუშვებდი უდანაშაულო ჩაესვათ ციხეში.
-იცით,მაინც ვფიქრობ რომ ეს ამ ოჯახის კარგად გათამაშებული „სპექტაკლია“ კატოს დასაცავად.
-მე კიდევ იმას ვფიქრობ,რომ თქვენ ხართ ამ სპექტაკლის მარიონეტი,რომელსაც სურს სხვა გზით წაიყვანოს სხვის თოკზე გამობმული მოსამართლე.ორივე მოსყიდულები ხართ და ამას ნებისმიერი მიხვდება.
-გაჩუმდით!
მოსამართლემ კიდევ ერთხელ დატოვა დარბაზი საბოლოო განაჩენს გამოსატანად.მოსამართლე ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში,ყველას წინაშე პირველად დასდეს ბრალი ქრთამის აღებაში.მოსამართლემ განაჩენის წაკითხვა დაიწყო.
-სამხილების და მოწმეების ჩვენებების შემდეგ გადაწყდა,რომ კატო ახვლედიანი თავისუფლდება როგორც გიჟის წოდებისგან,ასევე,პატიმრობისგან.იგი უდანაშაულოდ იქნას ცნობილი.დამნაშავე მარია კრუგერზე გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა.
დარბაზი ბედნიერემა ემოციებმა მოიცვა.ზოგიერთი ძალიან უბედური იყო ამ გადაწყვეტილებით.ჟურნალისტები მაშინვე თავს დაესხნენ კარებში გამოსულ კატო ახვლედიანს,მიკროფონები ფაქტიურად პირში ჩატარეს,რათა ინტერვიუ აეღოთ,მაგრამ პოლიციამ არ მისცათ ამის საშუალება.ანდრეამ განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლაზე და დირექტორს შეუტანა.კატო ხუთი დღის მანძილზე ელოდა გარეთ გასვლას.ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა იმდენად უნდოდა მეგობრებთან ერთად ყოფილიყო.ბოლო დღეს ექთანმა მისი მცირე ბარგი ჩაულაგა და თან გაატანა.კარებში გამოსულმა გარეთ ვერავინ დაინახა და გული საშინლად ძალიან დაწყდა.ტაქსით წავიდოდა,მაგრამ სად?არ იცოდა სად იყვნენ.თორემ პირდაპირ თვზე დაადგებოდა სეირს უჩვენებდა მისი აქ დადოვებისთვის.თვალებს აქეთ იქით აცეცებდა,მისდა საბედნიეროდ გადაწყვიტა ავტოსადგომზე გასულიყო და იქ შეემოწმებინა.ანდრეა მანქანაზე მიყრდნობილი ელოდებოდა.კატომ მისი დანახვისთანავე გაიქცა და მონატრებულს მაგრად ჩაეხუტა წელზე ფეხები შემოაჭდო და კისერში თავი ჩარგო.ანდრეამ მისი ტუჩების დაგემოვნება დაიწყო,ხლებეს ბარძაყებზე დაასრიელბდა,როდესაც კატომ ხელის კვრით მოიშორა.
-ახლა მაინც არ ვართ დაწესებულებაში.
-სამაგიეროდ მის ავტოსადგომზე ვართ,სადაც კამერებია და კიდევ ის ორი დაცვა გვიყურებს.
-ღმერთო რა დავაშავე ასეთი,ეს რომ შემიყვარდა?
-სხვათაშორის ჩემი ბარგი აი იქ აგდია და შეგიძლია მოიტანო.
-რომ წამოგეღო დაგამძიმებდა?
-შენ დაგამძიმებს აქ,რომ მოიტანო?
ბუზღუნით მოიტანა ერთი ციდა ჩანთა,რომელშც ალბათ მარტო შარვალი იდო.
-კიდევ რამეს ხომ არ ისურვებთ ქალბატონო?
-აუ კი.
-ეხლა რაღა გინდა?
-ბურგერი,კოლა,ფრი,შოკოლადის ნაყინი და კიდევ ერთი ბოთლი ვისკი.
-ბოლო რაღა შუაში იყო?
-უბრალოდ მინდა.
-არ შეგიძლია სახლამდე მოითმინო?იქ შეჭამე რაც მოგინდება.
-უჟმური ხარ რა.ისე სად მივდივართ არ უნდა ვიცოდე?
-საიდუმლოა.
-რატომაა საიდუმლო?სადმე ცუდ ადგილას მიგყავარ?
-შენ რა სერიოზულად მეუბნები?
-რატომ არ უნდა გეუბნებოდე?
-მართლა არანორმალური ხარ.
-აბა მითხარი სად მიგყავარ?
-ტყუილის კი არ მითქვამს როცა გითხარი ლეკვები არ მიყვარსთქო.
-სუფთა უჟმური ხარ რა.
-შენ ხო ხარ რას ამბობ.
-შენგან განსხვავებით გადასარევი იუმორი მაქვს.
-კი კი აბა?
-სად მივდივართ?მითხარი რა?
-ტვინს ნუ მიჭამ.დაეტიე მანდ და რო მივალთ ნახავ.
მთელი გზა გულის შემაწუხებელ კითხვებს უსვამდა.
-მივედით შეგიძლია გაჩერდე.
-მოიცა ეს ადგილი მეცნობა.არ არსებობს ეს ხომ მამაჩემის აგარაკია.
-კარგია რაღაცეები გხსომებია.
-რა გინდა?
-რა უნდა მინდოდეს?
-ყოველთვის ყველაფერს რატომ მაშხამებ?
-იმიტომ რომ შენ თვითონ მაშხამებ...თვალები მოვჭუტე და იერიშისთვის მოვემზადე.ახლა მაინც ვინ შემიშლის ხელს ამას რამე რო მოვწიო.ავიღე და ხელი კეფაში წამოვარტყი.აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო,დაფეთებული თვალებით მიყურებდა.
-გოგო შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
-კი ძალიან ნორმალური ვარ.
-რატომ მიწვევ რა გინდა?
-სამაგიერო გადახიდი ცოდვებისთვის.
-ომი გინდა?მიიღებ ნანატრელ ომს.
-მოიცა რატომ გავჩერდით?მანქანიდან გადმოვიდა,კატოს მხრიდან კარები გააღო და ძირს გადმოაგდო.მხრებზე აგდებულმა ტყეში მიატოვა და მანქანაში სწრაფად შებრუნდა.
-ანდრეა აქ ვერ დამტოვებ.უკან დაბრუნდი!
ერთი სიტყვაც კი არ ესმოდა კატოს ძახილიდან.არც ისე შორი მანძილი იყო აგარაკამდე,მაგრამ ფეხით ასავლელი გორაკი არც ისე სასიამოვნოდ გამოიუყურებოდა.
-ამ შუა გზაში,რომ მიმატოვა ნეტავ რას ფიქრობს?ვინმე,რომ მოვიდეს და მომიტაცეს,სად მიდის?არა რა კატო მოსაკლავი ხარ ეს ხისთავიანი ჯორი ,რომ შეგიყვარდა.ასეთი ლამაზი გოგო ნუთუ უფრო სიმპათიურ და ზრდილობიან ბიჭს არ იმსახურებდი?მარა თვალები მაქ მიხატული და ვერ გამოვიხედე თავის დროზე,ახლა იყავი ასე მარტო შუა ტყეში.საძაგელი მეტკინა ფეხები ამხელა გორაკზე სიარულით,ნეტა როდის გავიხდი ამ ბოტასებს ასე მგონია კისერში მიჭერს.
სახლში შესულმა ბოტასები გაიხადა და გვერდზე მიყავარ ერთი ანდრეას თავში მოხვდა და ტკივილისგან წამოიყვირა.
-მეტის ღირსი ხარ.
-კატო!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent