შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითმარქვია №1


16-09-2018, 17:07
ავტორი Life is Good
ნანახია 2 673

თვითმარქვია №1

ახალი შებინდებული იყო. სამხედრო გზაზე თურქული ნომრების მქონე "ლექსუსი"-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით რომ გადაადგილდებოდა.საჭესთან მჯდარი მამაკაცი თითებს,სალონში გაჟღერებული მუსიკის რიტმებს აყოლებდა და თან ცალი თვალით მგზავრის სავარძელში მჯდარ მამაკაცს გადახედავდახოლმე.რომელიც კუშტი სახით წინ იყურებოდა და თითებს შორის ნერვიულად ათამაშებდა მობილურ ტელეფონს.რომელზეც ზუსტად იმ წამს დარეკეს და კაცმაც სწრაფად უპასუხა.
-ნახევარ საათში ქალაქში ვიქნებით..გასაგებია ,პირდაპირ შენს ბარში მოვალთ.არა, რა პრობლემა უნდა შექმნილიყო? საქართველოში კაცის შვილი არ მიცნობს...ხოდა ,ძალიან კარგი მოვალთ!
ტელეფონი გათიშა და ტორპედოზე მიაგდო...შემდეგ კი სავარძლის საზურგეს კეფით მიეყრდნო და თვალები დახუჭა...ათი წელი იყო გასული რაც საქართველოს მიწაზე ფეხი არ დაუდგამს.ეგ ფაქტი,დიდად არც ადარდებდა და ალბათ კიდევ მრავალი ათი წელი არ დაბრუნდებოდა საქმეს რომ არ დასჭირვებოდა..საქმე კი ,ვინმე ბატონი თორნიკე რაზმაძე გახლდათ.ქალაქის მოქმედი მერი.
-და რას ვაპირებთ?-იკითხა საჭესთან მჯდომმა .
-დიდი გართობა გველოდება-ორაზროვნად გაიცინა მამაკაცმა და სიგარეტს მოუკიდა.-მივიდეთ და შევურყიოთ ის თავდაჯერებულობა ბატონ თორნიკეს!
-მშვენიერია.-გაეცინა საჭესთან მჯდომს და ქალაქამდე აღარც ერთს აღარ ამოუღიათ ხმა

საკმაოდ დაღამებულ იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ერთ- ერთი ბარის მთავარ შესასვლელთან მანქანა რომ გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა ორმა მამაკაცმა, დინჯი ნაბიჯებით გადაკვეთა მანქანიდან ბარის შესასვლელამდე გზა.ერთი საშუალო სიმაღლის იყო თმა და წვერი დაბალზე დაეყენებინა..შავი შარვალი და ამავე ფერის პიჯაკი ეცვა.მეორე კი მასზე ერთი თავით მაღალი,მხარბეჭიანი,უკან გადავარცხნილი შავი თმით და დაბალი წვერით.სქელი წარბებიდან კუშტად იმზირებოდნენ მისი ლურჯი თვალები.სწორი ცხვირი და ლამაზი მოყვანილობის საშუალო ზომის ტუჩები კი ერთბაშად მიმზიდველს და ამავდროულად ცივს აჩენდა.მასაც შავი მოდური პიჯაკი და მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა.
ბარი ,ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა ხალხ მრავლობას..პირიქით ,ზედმეტად გამოცარიელებულიც კი იყო.დახლთან,იდაყვენზე დაყრდნობილი ჭაღარა თმიანი მამაკაცი ინტერესით უმზერდა სტუმრებს ,რომლებიც დახლის წინ მაღალ სკამებზე დასხდნენ.უსიტყვოდ გადმოუღო ბარმენმა ორი მუცელგანიერი ვისკის ჭიქა და მწველი სითხით ნახევრამდე შეავსო ჭიქები.
-მიდიხართ თუ მოხვედით?-კუშტად შუბლშეკრულ მამაკაცს შეხედა ინტერესით.
-გავლით ვართ...-მოკლედ მოჭრა მამაკაცმა, ჭიქა აიღო და ჰაერში აწევით ანიშნა ბარმენს "შენ გაგიმარჯოსო" შემდეგ კი ერთ ყლუპად გამოცალა და ხმაურით დააბრუნა დახლის პრიალა ზედაპირზე.
-რამდენია?-ცარიელ ჭიქაში ისევ დაასხა ვისკი ბარმენმა და თავად გადაჰკრა.
-ორმოცდაათი, ორმოცდაათზე...
-მშვენიერია...-გაეცინა მამაკაცს და იმ წუთს გაღებული კარისკენ გადაინაცვლა სამმა წყვილმა თვალმა..კარში შარვალ კოსტუმიანი მაღალი მამაკაცი იდგა და გაოცებული ათვალიერებდა ბარს.ბოლოს დახლისკენ დაიძრა და ბოლო სკამზე დაიკავა ადგილი.ბარმენმაც მისკენ გადაინაცვლა.
-ერთი ვისკი და რამე საჭმელი თუ გაქვთ?-კეფა მოიფხანა ახალმოსულმა...ცოტა არ იყოს დაბნეული ჩანდა.
-ვისკი გვაქვს...საჭმელზე ბოდიში, ზუსტად ერთი საათის წინ გავუშვი მზარეული უვადო შვებულებაში-გაიკრიჭა ბარმენი და სტუმარს სწრაფად შეუვსო ჭიქა.
-ორი საათია რაც ჩამოვედი და უკვე ვხვდები ამ დამპალ ქალაქში ჩემი ადგილი რომ არ არის-ამოიოხრა სტუმარმა და ვისკი გამოცალა.-მე მთავარი პროკურატურის ახალი უფროსი გამომძიებელი ვარ...ძველს მემგონის გულმა უმტყუნა ..-გაეცინა და მანამდე ჩუმად მჯდარ მამაკაცებს გადახედა.-თქვენ საიდან ხართ?
-ჩვენ ეგრე ბანძად არ გაგვიმართლა-გაიცინა კუშტი სახით მჯდარმა მამაკაცმა-გავლით ვართ დედაქალაქში.
- იღბალი გქონიათ...-ხელი სუსტად დაარტყა დახლის ზედაპირზე გამომძიებელმა.-წვიმისგან დამპალი ლონდონიდან,მოწყენილიბის და ცოდვის ბუდეში...ოხ..ამის დედაც...-გაიცინა მამაკაცმა და კიდევ ერთი ვისკი შეუკვეთა.-თქვენც დალიეთ ძმებო,გპატიჟებთ...ავღნიშნოთ ჩემი ჩასვრილი იღბალი და მოსალოდნელი ფსიხოზი...
სამივემ ერთდროულად ასწია ჭიქა ჰაერში და ერთ ყლუპად გამოცალა.ალბათ კიდევ გაგრძელდებოდა უიღბლო გამომძიებლის სევდიანი მონოლოგი ბარის კარი ყურთამდე რომ არ მოფრიალებულიყო და ორი ოდნავ წელში მოხრილი მამაკაცის თხელი ფიგურა არ გამოჩენილიყო.რომელთაც ირონიული მზერა მოავლეს ცარიელ დარბაზს და დახლზე ორივე იდაყვით დაყრდნობილი ბარმენისკენ გაემართნან...
-გოგლიკოო...ჩემო გოგაა...-გაიცინა ერთმა გადაპარუსი თავი რომ ჰქონდა და გრძელ სახეზე არაბუნებრივად კეხიანი ცხვირი.
-რახდება ბიჭებოო?!-ზემოთხსენებული ბარმენი გოგა დაიძაბა და კლიენტებს გადახედა -აქ რატომ მოხვედით?
-ჩემო გოგლიკოო...-მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით კეხიანი და წინ გადახრილმა ლამის შუბლი შუბლზე მიადო ჭაღარა მამაკაცს.-ბოსი შენით ძალიან უკმაყოფილოა ტო! რაიყო მაგის დედა ვატირე ამ თვეში ძალიან ცოტა გადაგვიხადე ძმაოო..ჩვენს ტერიტორიაზე ბიზნესს რომ აკეთებ ცოტა იმათთვისაც უნდა გაიმეტო შენს უსაფრთხოებეზე რომ ზრუნავენ ძმაო!
გოგას წამში შეეცვალა გამომეტყველება და შეშინებული თვალებით გადახედა ლარივით დაჭიმულ მამაკაცებს.გამომძიებელი ურეაქციოდ სვამდა ვისკის და ცალი ყურით საუბარს ისმენდა.
-ამირან...არ გინდა ესეთი ლაპარაკი-ტონს საეჭვოდ დაუწია ბარმენმა.
-რასქვია არ მინა ტო?! დაამატე ძმაო იმ ფულს რაც მოაკელი და ერთი თვე შენც მშვიდად იქნები და "პახოდუ" არც საქმეს გაუფუჭებ ბიჭებს...
-რახდება ,თბილისში ოთხმოცდაათიანები დაბრუნდაა?-სასხვათაშორისოდ იკითხა გამომძიებელმა და ჭიქაში შერჩენილი ვისკი გამოცალა.
-ეს ვინ არის ტო?-ცერა თითით გამომძიებლისკენ მიანიშნა ამირანმა და თან ბარმენისთვის არ მოუშორებია მზერა.
-მე, ქალაქის ახალი მთავარი გამომძიებელი ვარ-ხელები გაშალა მამაკაცმა-მართალია ოფიციალურად ხვალიდან შევუდგები საქმეს მაგრამ შენი სახით გამონაკლისს დავუშვებ და ახლავე დაგაპატიმრებ ფულის გამოძალვის მუხლით!-მხართან დამაგრებულ იარაღის ბუდეს დასწვდა გამომძიებელი და წამში დაუმიზნა თვალებგაფართოებულ ამირანს თვალებს შუა ტაბელური იარაღის ლულა.
მერე კი თითქოს ყველაფერი თავდაყირა დადგა...რამოდენიმე გასროლა,შუბლ გახვრეტილი, ამირანის თანა მოძმე .იატაკზე დავარდნილი დაჭრილი გამომძიებელი და თავად ამირანის თავზე გადაფშვნილი ვისკის ბოთლი.მთლიანობაში კი დარბაზის იატაკი სისხლით იყო მოსვრილი,შხეფები დახლზე დაყრდნობილ,ცარცივით გაფითრებულ ბარმენ გოგასაც შესხმოდა სახეზე.გადაყირავებული მაგიდა,გატეხილი სკამი და კუშტად წარბებ შეყრილი მაღალი მამაკაცის ხელში შერჩენილი სკამის ფეხი რომლითაც მანამდე ბატონი ამირანის ნეკნები იმტვრეოდა დაუნანებლად.
-დაგვენძრა!-სკამის ფეხი ხმაურით დაახეთქა იატაკზე მამაკაცმა და დაკუჭული პიჯაკი შეისწორა.
-ამის დედაც...-ამოილაპარაკა გამომძიებლის უკვე უსულო გვამთან დახრილმა თავგადაპარსულმა-მოკვდა...რა უნდა ვქნათ?
-პანაშვიდს და გულზე ცრემლების დაყრას ნუ მომთხოვთ -ხელები გაშალა მაღალმა მამაკაცმა და ხელით შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა უკან გადაიწია.-ეგეთი საქმის პროფესიონალი აგერ, ბატონი გოგაა და ადგილიც ეცოდინება სად შეიძლება ჩავფლათ "ტრუპები"
-გამომძიებელია და როგორ ფიქრობ არავინ მოიკითხავს?-კარადიდან ვისკის ახალი ბოთლი გამოიღო ბარმენმა და ჭიქებთან ერთად ხმაურით დადგა მაგიდაზე.
-ბიჭო, რა მაგრად მეცინაბა-სახე მოისრისა ღიმილით გრძელთმიანმა-აგერ შენ და ლაშა მიხედავთ საქმეს...-ხელით ისევ გამომძიებლის გვამთან დახრილ მამაკაცზე მიანიშნა, რომელსაც მისი პიჯაკის ,შიდა ჯიბიდან ტყავის საფულე ამოეღო და გადაშლილს ინტერესით აკვირდებოდა.
-ლევან გეგეჭკორი! მო*გიტყან პატრონი!!-ფეხზე წამოდგა და საფულე დახლზე დაახეთქა. ვისკი სულმოუთქმელად გადაჰკრა და ორივეს მიაჩერდა-იდეა მაქვს...
-რა იდეა?-წარბები შეკრა ბარმენმა.
-აი ,ეს იქნება ლევანი...
-ნუ გაატრაკე-გადაიხარხარა პირობითად მომავალმა გამომძიებელმა.-შანსი არ გაქვთ ჩათლახი ვიყო...აქ გასართობად არ ვარ ძმაო საქმეს მოვრჩები და მივდივარ...
-მერე და ვინ ამბობს, რომ მე გასართობად გთავაზობ მის ჩანაცვლებას?!-წარბები შეკრა ლაშამ.-აზრზე არ ხარ რამხელა კოზირი დაგვეცა შე ს*რო! რამხელა შანსი გეძლევა ძმაო, იმ საქმის რა საქმეზეც აქ ვართ სუფთად და ტეხნიკურად მოგვარების.. შეხედეე...-ხელები თეატრალურად გაშალა ლაშამ-შენს წინ მთელი სამყაროა გადაშლილი...შეირგე და დატკბიი ბატონო ლევან!-ბოლოს სიცილით დააყოლა.
გოგა, ხმას არ იღებდა. არადა ლაშას იდეა ნამდვილად იმსახურებდა მოწონებას...ქალაქში ჩამოსული გამომძიებლის შესახებ უკვე ექნებოდათ ცნობები შინაგან საქმეთა სამინისტროში...ესე ვერ გააქრობდნენ.მისი გვამის აღმოჩენის შემთხვევაში კი ნამდვილად მოაკითხავდნენ მას და მის ბარს რაც კარგად არ დამთავრდებოდა და ნამდვილარ არ ჰქონდა იდეაში დარჩენილი ცხოვრების ციხეში გატარება.ახლა მთავარი იყო ლევანის შემცვლელი რას გადაწყვეტდა ,ის კი ვისკის ჭიქას ჩაშტერებული შეკრული წარბებით ფიქრობდა.ძალიან დიდხანს ფიქრობდა და პასუხის გაცემას საშინლდ აგვიანებდა.ბოლოს ერთ ყლუპად გადაჰკრა მწველი სითხე და ხელი გამეტებით დაჰკრა დახლის პრიალა ზედაპირს, რომელსაც აქა- იქ სისხლის ლაქები აჩნდა.
-ამის დედაც...რატომაც არაა?!
მისი პასუხის მოლოდინის რეჟიმში გადართულმა მამაკაცებმა შვებით ამოისუნთქეს, თითქოს კისერზე ჩამოკიდებული ლოდი მოეხსნათო.-დავურეკოთ ლადოს.
იმ ღამით, მდინარე მტკვარმა სამი ადამიანის ფეხებზე სიმძიმე მობმული ცხედარი მიიღო და გულში მზრუნველი დედასავით ჩაიხუტა.



საკმაოზე კომფორტული ოთახი,ფანჯრებზე დაშვებული მუქი ფარდებით...მოზრდილი საწოლი,ტანსაცმლის კარადა სავარძელი და მაგიდა სადაც ჩართული ლეპტოპის წინ,მოზრდილ ფინჯანში ცხელი ყავა გრილდებოდა.კედლის საათის ისრები დილის ცხრას აჩვენებდნენ...იისფერი განათების შუქზე, ოთახს ფონად კლასიკური მუსიკის დაბალი ჰანგები ედებოდა.
მამაკაცი ,მაგიდის წინ იდგა და თეთრი პერანგის ღილებს მონდომებით იკრავდა.ლეპტოპის ეკრანზე ჩართული ვიდეო თვალიდან ,მბრუნავ სავარძელში მჯდარი მამაკაცი მოჩანდა.რომელიც ხან იქით შეტრიალდებოდა და ხან აქეთ, თან სახიდან უკმაყოფილო,პრეტენზიულ გამომეტყველებას არ იშორებდა.
-ღადაობ ხოო?-ტუჩები დაბრიცა მამაკაცმა.
-არაა...-მხრები უდარდელად აიჩეჩა პერანგის ღილებთან ჭიდილით დაღლილმა და ხელი ჩაიქნია.
-მაგ შარვალზე ეგ პერანგი არ უხდება ყლ*ეო!
-ნუ გაატრაკე!-ირონიულად ჩაიცინა-შენ რა ქენი ,მოაგვარე ის საქმე?
-ესე ორ დღეში, ჰარი ჰარალოზე კეთდება საქმეე?ისე ნუ იქცევი თითქოს მარსიდან ჩამოფრინდი.ამის დედაც !...რა პოლიციელობანას თამაში აგიტყდა?!გავიწყდება მანდ რისთვის ხარ?-იფეთქა სავარძელში მჯდომმა და მკვეთრად შენოტრიალდა ეკრანისკენ.
-ერთი მეორეს ხელს არ უშლის ვლადიმერ...-მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა მამაკაცმა და ჰალსტუხებს დასწვდა და არჩევა დაიწყო.-რომელი?
-თუ გამოგვიჭირეს სახეს აგვახევენ ...და სულ შენი არაადეკვატური გამოხტომის ბრალი იქნება.არცერთი ,რად გინდა ჰალსტუხი? სენატის სხდომაზე მიდიხარ თუ რა ჯანდაბაა?
-ვანგას გარე ბიძაშვილი ხარ ხოო?...-ორივე ჰალსტუხი მაგიდაზე დაყარა და ყავა მოსვა.-აბა დაიწყე რით გამახარებ?!-ლადომ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავის ხელში აყვანას შეეცადა.
-ლევან გეგეჭკორი...45 წლის...ვზროსლია, შენზე სი*რო.უმაღლესი განათლება ლონდონში მიიღო.. დასაფასებელი სამუშაო ბიოგრაფია აქვს.ცოლ-შვილს გაშორებულია წლების წინ და ქალბატონი გეგეჩკორი ქალიშვილთან ერთად რომში ცხოვრობს.სხვა ოჯახი და მდიდარი ქმარი ჰყავს...არ შეგაწუხებენ კი არა ,არც კი ახსოვთ ცხონებული ლევანის არსებობა.-თავი მოიფხანა ლადომ და სავარძლის საზურგეზე გადაწვა.-საერთოდ გამქრალი ხარ მონაცემთა ბაზიდან და შენი სურათი, ბატონი გეგეჩკორის ბიოგრაფიას ამშვენებს.ყველაფერი მზად არის,თითის ანაბეჭდიდან დაწყებული სისხლის ჯგუფით დამთავრებული.მანდ გაგიმართლათ ერთი ჯგუფი გაქვთ.ისღა დაგრჩენიათ მთავარო გამომძიებელო მუნდირი შეისწოროთ და ემსახუროთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას.- ცინიკური ღიმილით დაამთავრა ლადომ.
-მითქვამს რომ მიყვარხარ?-გაიცინა მამაკაცმა
-შანსი არ გაქვს...
-დროა ჩემოდნები ჩაალაგოთ ბატონო ვლადიმერ, ფესვებს უბრუნდებით.-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
-სროლები იქნებაა?-სახე დამანჭა ლადომ.
-თქვენთვის შემიძლია ქალაქი ავღანეთის საომარ ზონად გადავაქციო...
.არანაირი ეკონომ კლასი-თითი გამაბრთხილებლად დაუქნია ლადომ.
-გპირდები-გაიცინა მამაკაცმა და ლეპტოპი დახურა.

                     * * *
 განყოფილების 5 სართულიანი შუშის შენობა სრულ ალიაქოთს მოეცვა.ყველას აინტერესებდა ევროპიდან მოწვეული მთავარი გამომძიებლის საზოგადოება.რომელიც გადმოცემით, მაგრამ მაინც არ იყო უბრალო,ხელწამოსაკრავი კაცი და დიდ იმედებს ამყარებდნენ მის მიერ მოტანილ სიმშვიდესა და სამართლიანობაზე.
  ეგრედ წოდებულმა გეგეჩკორმაც მალევე შემოაბიჯა ჰოლში და იქ თავშეყრილთ დიდი ინტერესი დაიმსახურა.ტანმაღალი, საკმაოდ სიმპათიური...კლასიკურ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი გამომძიებელი ,ამაყად თავაწეული მოაბიჯებდა.ზღურბლზე შემოგებებულ მამაკაცს ხელი ძლიერად ჩამოართვა და ირგვლივ მყოფთ ღიმილიანი მზერა მოავლო.
-ბატონო ლევან!თქვენი თანაშემწე მამუკა ღლონტი-მოწიწებით დაუკრა თავი ღლონტმა მომავალ უფროსს და ხელის თავაზიანი მოძრაობით ანიშნა გამომყევითო.-თქვენს კაბინეტს გაჩვენებთ.
  კაბინეტი მესამე სართულზე
გახლდათ.საკმაოდ მოზრდილი და ყველა საჭირო თუ ნაკლებად საჭირო ნივთით აღჭურვილი.
-მე თქვენს გვერდით ოთახში ვიქნები..ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომმართოთ.ეს, ქალბატონი ლარისაა!- კაბინეტის წინ პატარა ფოიეში ,მუხის ხის მოზრდილ მაგიდასთან მჯდომ შუახნის ქალზე მიუთითა, რომელმაც გეგეჩკორს თავი მოწიწებით დაუკრა.-თქვენი ასისტენტი,დანარჩენ თანამშრომლებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.შემიძლია განყოფილება დაგათვალიერებინოთ, გარკვეული რომ იყოთ სად რომელი ოთახია განთავსებული.
-მოგვიანებით იყოს ბატონო მამუკა-გაიღიმა გეგეჩკორმა.
-როგორც გენებოთ...-მხრები აიჩეჩა ღლონტმა.-დანარჩენში ლარისა გაგარკვევთ...მე თქვენის ნებართვით დაგტოვებთ და საქმეს მივუბრუნდები.რამე ხომ არ გნებავთ?
ღლონტმა უფროსის უარყოფის ნიშნად გაქნეულ თავზე გაიღიმა და სასწრაფოდ გაუჩინარდა იქიდან .ლევანმა კი ლარისაზე გადაიტანა ყურადღება.
-ყავას ინებებთ?-სხარტად მოშორდა სამუშაო მაგიდას ლარისა და კაბინეტში შესულ გეგჩკორს ფეხდაფეხ მიჰყვა.
-მოგვიანებით ჩემო კარგო..მოგვიანებით.-სავარძელში ჩაეშვა მამაკაცი.
-ხო ,სულ გადამავიწყდა დღეს საღამოს...ქალაქის მერი წვეულებას მართავს და თქვენც ხართ მიწვეული...
- მე?- გაუკვირდა გეჩკორს.
-დიახ.-გაიღიმა ლარისამ.
-რატომღაც ,ვფიქრობ რომ ღლონტი ჩემს მიმაღთ არც მაონცდამაინც კეთილად არის განწყობილი...-თვალები დააწვრილა ლევანმა და ასისტენტს გამომცდელად დააკვირდა.რომელიც უხერხულად შეიშმუშნა,თითქოს ერიდება სიმართლის თქმასო.
-იცით? ის წლებია აქ მუშაობს და რატომღაც დარწმუნებული იყო..ნუ.. ყველა ვიყავით, რომ მას დანიშნავდნენ მთავარი გამომძიებლის ვაკანტურ პოსტზე...
-აა ...გასაგებიაა,პროფესიული შური.-ჩაიცინა მამაკაცმა.
-კარგი ადამიანია,ცოტა ფიცხი მაგრამ...
-მაგას რა სჯობს, გარშემო კარგი და საქმისადმი ერთგული თანამშრომლების ჯგუფი თუ მეყოლება.აბა ,დღევანდელი წვეულების შესახებ მითხარით ორი სიტყვით...რახდება?რას აღნიშნავს ბატონი მერი და რატომ არის ჩემი მისვლა უსიკვდილოდ საჭირო.
-მის წვეულებებს მიზეზები არ სჭირდება-ჩაიცინა ქალმა-ახალი ხართ ქალაქში და რაც მეტი გავლენიანი ნაცნობი გეყოლებათ, თქვენი უსაფრთხოების და უპრობლემოდ მუშაობის მყარი გარანტია ბატონო ლევან.
- გასაგებია-ჩაეცინა ლევანს-შეგიძლიათ უბრალოდ ლევანი დამოძახოთ.
-ვფიქრობ უხერხულობას შემიქმნის...ყავას მოგართმევთ და შემდეგ თუ სურვილი გექნებათ შემიძლია ყველაფერში გაგარკვიოთ.
-კარგი, ჩემო კარგო...მაშინ, ორმაგი ყავა უშაქროდ.
-გასაგები,ახლავე დავბრუნდები.-თავი მორჩილად დაუქნია ლარისამ და კაბინეტი დატოვა.
      განყოფილებაში ახალი უფროსის უკეთ გასაცნობად ჩატარებულმა თათბირმა დიდი ხმაურით ჩაიარა...ისმოდა უამრავი კითხვა: თუ როგორ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას ბატონი ლევანი?რას შეცვლიდა და რას დატოვებდა...ვის სად გადაიყვანდა და რა თანამდებობებზე.მერე, ხელის ძლიერი ჩამორთმევა.ყალბ ღიმილად დაღვრილი სამართალდამცავთა ყრილობა...ზოგის შურიანი კომენტარები,ზოგმა მართლა თბილად მიიღო...ზოგი ჩურჩულებდა: რას ჩამოაბრძანეს? საქართველოში კარგი კადრები დაილიაოოო...მაგას პასუხობდნენ: აი, რას ნიშნავს მაღლა,მთავრობაში კაცის ყოლაოო...ბევრმა ღლონტი უფრო კარგი უფროსი იქნებოდა(ნუ ეგ ღლონტის თანამოაზრეებმა) გაუთხოვრად დარჩენილი მანდილოსნების ნახევარმა ყელში გაჩხერილი მსუყე ნერწყვის ყლაპვით ღმერთო ,რა კაცია და ოჯახი თუ ჰყავსოო? ეყოლება აბა ამას მარტოს ვინდატოვდაოო!პასუხობდნენ უკვე დაღვინებული ,სტაჟიანი ქმარშვილის მყოლენი...ნახე რა მანქანით მოვიდა და საერთოდაც რა ბრენდი აცვიაოო...მითქმა მოთქმა და ფუტკრის სკასავით აზუზუნებული განყოფილება, მალევე ჩაწყნარდა და ბატონმა გეგეჩკორმაც შედარებით მშვიდად განაგრძო სუნთქვა.საკუთარ კაბინეტში შეიკეტა და გულმოდგინედ ათვალიერებდა თანამშრომლების ბიოგრაფიულ ცნობებს.
 

    საღამოს რვა საათი სრულდებოდა უკვე ,ოთხი ფინჯანი ყავის და თავის ხელში დიდი რუდუნებით აყვანის შემდეგ კარზე ფრთხილი კაკუნი ,რომ გაისმა და ლარისას გადაღლილი სახე გამოჩნდა. 
-ბატონო ლევან ,მოსაცდელში ახალგაზრდა ქალი იცდის და დაჟინებით ითხოვს თქვენთან შეხვედრას . რავქნა? მიიღებთ თუ?...
 ლევანმა წარბები შეკრა და სამუშაო მაგიდას მოსცილდა.ახალგაზრდა ქალი? ჯანდაბა ...ფანჯრებზე დაშვებული ჟალუზი ორი თითით ასწია და მოსაცდელს გახედა ,სადაც მართლაც იცდიდა ვიღაც...ნერვიულად დააბიჯებდა აქეთ- იქით და თითებს შორის მოქცეულ ტელეფონს აწვალებდა.
-ვინ არის?-ლარისას მიუბრუმდა ლევანი.
-არ ვიცით-მხრები აიწურა ქალმა-ცოცხალი თავით არ ამბობს...რავქნაა?
-შემოუშვი...
 ლარისამ უსიტყვოდ დატოვა კაბინეტი და სულ მალე ახალგაზრდა ქალთან ერთად დაბრუნდა.კაბინეტში შემოატარა და თავად ისევ გაუჩინარდა.სავარძლის საზურგეს მიყრდნობილმა ლევანმა მკერდზე დაკრებილი ხელებით, ინტერესით შეათვალიერა დაახლოებით 20,22 ოდე წლის მაღალი ქალი,.გრძელი თმა შავად რომ ჰქონდა შეღებილი...ან ბუნებრივად შავი იყო და ასე ბზინავდა.თვალის მუქი ჩრდილების მიღმა, ლურჯი თვალები ანათებდნენ...სწორი აპრეხილი ცხვირი და მუქ შინდისფრად შეღებილი სავსე ბაგეებით.მოკლე,ძალიან მოკლე ჯინსის შორტი ეცვა,შიგნიდან შავი დაკლეტკილი კოლგოტი,მაღალ ყელიანი ბათინკები და მხარზე მოგდებული ტყავის პატარა ზურგჩანთა.შავი ღრმად ამოჭრილი მაისურის ქვეშ...მაცდურად გაბზეკილიყო სავსე მკერდი...ზემოდან ტყავის მძივებით გაფორმებული ქურთუკი და მაღალ კისერზე რაღაც უფორმო ყელსაბამით.ლავიწის ძვალზე მოზრდილი ტატუ გაეკეთებინა ...ნახევრად გაპუტული ბაბუაწვერა...და მის თავზე მფრინავი მერცხლები...
დაუპატიჟებელმა სტუმარმა, უპარდონოდ დაიკავა მოზრდილ სავარძელში ადგილი და მისი თვალიერებით გართულ ლევანს ირონიული მზერა გაუსწორა.
-გამარჯობა?-ირონიულად ჩაეღიმა ლევანსაც.
-შენ, მამაჩემი არ ხარ.-წინ გადმოიხარა გოგო და თვალებ დაწვრილებული დააკვირდა მამაკაცს სახეზე რომელსაც, ნერვიც კი არ შერხევია ისევ ისე ცინიკურად იღიმოდა.წინ გადმოხრისას მისი მაისურის ჭრილი უფრო ქვემოდ დაიწია და სავსე მკერდი თითქმის სრულიად გამოუჩნდა...რაზეც დიდი ყურადღებაც არ გაუმახვილებია კაცს...თითქოს ვერც შეამჩნია.
-არც შენ ხარ ჩემი შვილი...-გაეცინა გეგჭკორს.
-თუმცა, შენს მაგიდაზე განთავსებულ ბეიჯზე ლევან გეგეჩკორი წერია.-ჩაიცინა გოგონამ.
-ვერ შეგეკამათები.-მხრები აიჩეჩა ლევანმა.
-საინტერესოაა!!-სავარძელს მიეყრდნო გოგონა და ფეხი -ფეხზე გადაიდო.-და რა დაემართა მამას?
-მოკვდა-ხელები თეატრალურად გაშალა ლევანმა.-რასიზამ...ბუნების დაწერილ კანონებს წინ ვერავინ აღვუდგებით.
-და თქვენ რას იზამთ ბატონო ლევან-ხაზგასმით,ირონიულად წარმოთქვა გოგომ და შინდისფრად შეღებილი ტუჩები გაილოკა.-თუ ახლა ავდგები,გავალ და მოვყვები ,რომ თქვენ თვითმარქვია აფერისტი ხართ?
-უბრალოდ ,ავდგები და გესვრი!-მისავე ტონალობაში გაიმეორა ლევანმაც და ზუსტად მისნაირად გადმოიხარა წინ და გამომწვევად გაუყარა თვალი თვალში.
გოგონა შეცბა...მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და ყელში გადაგორებული ბურთის შემდეგ გაიცინა.
-აბა?-წარბები აზიდა ლევანმა-გავარკვიეთ უერთიერთობებიი?
-ვერ მოვრიგდებით.-თავი ჯიუტად გააქნია გოგომ.
-რა გინდა?
-ქალაქში არავის ვიცნობ!-მხრები აიჩეჩა გოგომ.-არც ფული მაქვს,არც დასარჩენი ადგილი და ესეც რომ არა მე და დედიკოს ცუდი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.
-ნეტავ ,რატომ არ მიკვიირს?!-ღრმად ჩაისუნთქა კაცმა და ფეხზე წამოდგა.-წამოდი სხვაგან ვილაპარაკოთ.
მკლავში მოჰკიდა ხელი და თითქმის გაათრია გარეთ.. ყურადღება არ მიუქცევია ცხელ ცხელ ინფორმაციაზე დახარბებული,ყბადაღებული თანამშრომლებისთვის ისე დატოვა განყოფილების შენობა და მოშორებით გაჩერებულ მანქანამდე, ლამის სირბილით მიიყვანა გოგო.გამოღებულ წინა კარში შეტენე და თავადაც მიუჯდა საჭეს.
-მშვენიერი მანქანაა-სალონის თვალიერებით გართულმა გოგომ ფეხები თავხედურად შემოაწყო "ტორპედოზე" და მუსიკა ჩართო.
-ჩემს მოთმინებას ცუდად სცდი-კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და მუსიკა გამორთო.-ფეხები ჩამოიღე...ვერ ვიტან როდესაც ასე თავხედურად იქცევიან.
-რისი სურვილი გიჩნდებაა-გამომწვევად გაიცინა გოგომ და არცკი უცდია ფეხების დაწევა.
-ხელები მექავებახოლმე მოკვლის სურვილისგან!.-კბილები ძლიერად დააჭირა ლევანმა ერთმანეთს და ხელის უხეში კვრით ჩამოაწევინა გოგოს ფეხები.
-თვითმარქვიასთან ერთად ფსიხიც ყოფილხარ-გაიცინა გოგომ და სავარძლებს შორის მოთავსებულ სათავსოდან მალბოროს შავი კოლოფი ამოიღო.ერთ ღერს მოუკიდა და კვამლი პირდაპირ მამაკაცის მიმართულებით გააგზავნა.გეგეჭკორს საჭეზე ჩავლებული თითები მრისხანებისგან დაეძაბა, თუმცა თავის ხელში აყვანა მოახერხა და უსიტყვოდ დასწია თავის მხარეს შუშა.ამ გარდატეხის ასაკში ჩარჩენილი,თავნება გოგოსთვის თავის გაყადრება მისი მხრიდან სისულელედ მიაჩნდა.სწრაფად ატარებდა მანქანას და დაახლოებით 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ნაცნობი ბარის წინ შეაჩერა მანქანა.თავით ანიშნა გადადიო და თავადაც უკან მიჰყვა, მოხდენილი ნაბიჯებით მიმავალ ქალს.ბარში რამოდენიმე ადამიანს მოეყარა თავი...ბარმენი გოგა დახლთან მბრუნავ, მაღალ სკამზე მოთავსებულიყო და გულმოდგინე სახით ეცნობოდა მიმდინერე დღის სპორტულ გაზეთს.ლევანის დანახვა არ გაჰკვირვებია ღიმილით შეეგება მაგრამ, ღიმილი მალევე ჩამოერეცხა სახიდან როდესაც ,მის გაყინულ სახეს გადააწყდა და მზერა მის გვერდით მომავალ გოგოზე გადაიტანა.
-რა ხდება?-შეთქმულივით გადმოიხარა დახლთან, სკამზე დამჯდარი გეგეჩკორისკენ და მალე მის წინ ვისკით საცსე, მუცელ განიერი ჭიქა დადგა.-ეს ვინ არის?-თავით ბარის ინტერიერის თვალიერებაში გართული გოგოსკენ ანიშნა.
-ჩემი ახლად გამომცხვარი შვილი.-ჩაიცინა ლევანმა.
-ღადაობ? აკვნიდან დაიწყე ჟიმაობაა?-წარბი სიცილით ასწია გოგამ.
-ლევანის უძღები შვილია.
-ამის დედაც-ხმას დაუდაბლა გოგამ.-რა უნდა?
-დედისტყვნა...განყოფილებაში გამომეცხადა შანტაჟის მოზრდილი ტექსტით.
-ამის დედაც...
-მართლაც ამის დედაც...ფულს მივცემ და იმედია წავა.
-მეეჭვება-თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის ისე თქვა გოგამ.
-აბა რა ვქნა ვიშვილოო?!
-გამარჯობაა...-დახლთან ლევანის გვერდით დაიკავა ადგილი გოგომ და გოგას ფართოდ გაუღიმა.-ერთი ვისკი ფლიიზ..
-რამდენი წლის ხარ შვილო?!-ეჭვით შეათვალიერა გოგამ ქალი.
-საკმარისად დიდი ვისკი თამამად რომ შევუკვეთო.
-კარგიი-გაწელა სიტყვა გოგამ და ვისკი თითქმის ნახევრამდე დაუსხა ჭიქაში გოგოსკენ გააცურა და როდესაც ქალმა, ჭიქის ასაღებად გასწია ხელი მაჯაში უხეშად სტაცა ხელი და თავისკენ დაქაჩა.გოგო, წინ გადაიწია და მკერდით დახლს მიეკრა-რა ჯანდაბა გინდა?
-ეი...ეიი...-წარბები შეყარა გოგომ და ხელის გაწევას შეეცადა.-ყველა ერთნაირი გიჟები ხართ?
-არ გეკამათებიი-კბილებსშორის გამოსცრა გოგამ და ხელი შეუშვა.ქალმა ნატკენი მაჯა დაიზილა და ვისკი სულ მოუთქმელად გამოცალა.
-საკუთარი თავის კეთილდღეობა მინდა...ვატყობ ერთმანეთს კარგად გავუგებთ.-გაიცინა ქალმა-დასაწყისისთვის, ცოტაოდენი ფული და ღამის გასათევი ადგილი...დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ.
-და რა გარანტია გვაქვს რომ ეს დაგაკმაყოფილებს?!-ეჭვით შეკრა წარბები გოგამ.
-არანაირი...-მხრები აიჩეჩა გოგომ და გაიცინა.
-სასტუმროში ავუღებ ნომერს.-სიგარეტს მოუკიდა ლევანმა.
-მე შენთან მირჩევნია სიმპათიურო "მამიკოო"-სიცილით ტუჩი კბილებსშორის მოიქცია გოგომ.
-და იმდენად გამბედავი ხარ უცხო მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ აპირებ ცხოვრებას?-ირონიულად ჩაიციან ლევანმა.
-გამბედაობას არ ვუჩივი "მამიკო"
-ამის დედაც-ხელი მაგიდას დაარტყა სიცილით ლევანმა.-იყოს შენებურად...მომწონს ეს თამაში...უბრალოდ გაბრთხილებ! გასაქცევად რომ გექნება საქმე ჩემგან კაპიკს ვერ ეღირსები.
-მშვენიერია-ტუჩები ისევ გაილოკა გოგომ.-იგრა ნაჩინაეტსა!-თვალი ჩაუკრა მამაკაცებს და ხელი ხელს შემოჰკრა.-აბა...მაჩვენებ შენს სახლს
გოგას სიცილი დააიგნორა ლევანმა და სკამიდან წამოდგა.
-მაშ "შვილო"-სახე დამანჭა ლევანმა-წავიდეთ მამიკოსთან..



აბააა...ვის მოგენატრათ მძაფრი შეგრძნებები?!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



არ ხარ შენ ნორმალური.
ახლა ეს "მანიაკი" თვითმარავიაც უნდა შეგვაყვარო ხო?
დაწყებაც ასეთი უნდა.
მაგარ აზარტში შევედი კითხვისას.
და ახლა რა მოითმენს ახალ თავამდე.
ჩვეულებრივი სიგიჟე ხარ რა.
ამოუწურავი რაღაცნაირად.
<3

 


№2  offline წევრი მარიკუნაა♥️

არ ისვენებ, ხო? :)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


ეს რა იყო heart_eyes უმაგრესობაა ნამდვილად გამიტაცა ამ ისტორიამ heart_eyes მამიკო და შვილიკო საერთოდ smile აბა ველოდები შემდეგ თავს kissing_heart

 


№4  offline წევრი დარინა

ადრე რომ დადე და მერე აღარ გააგრძელე გული დამწყდაააა, ძალიან მომეწონა დასაწყისი, მერე ნადირობა დაიწყე და ნიკოლოზზე და ლიზიკოზე გადავერთეე, მაგრამ ეს ისტორია სულ მახსოვდააა, უკვე მიყვარს ისტორია და მოუთმენლად დაველოდები ახალ თავს, სულუფრო და უფრო მაოცებ, ნარკომანივით დამოკოდებული გამხადე შენზე და შენს ისორიებზეეე.

 


№5  offline მოდერი tasusuna

გიჟისგან ნაკლებს არც ველოდი ❤️❤️

 


№6  offline წევრი Nicaa

ბანშის ისტორიის ანალოგია ???? დაველოდოთ გაგრძელებას

 


№7 სტუმარი Shiningstar

მგონი გეგეჭკორი არის სწორი. მგეგე'ჩ'კორი არამგონია, ეგეთი გვარი არ გამიგია, ეგრე ისმის ხოლმე 'ჭ' -ს მაგივრად 'ჩ' და კიდევ, ძალიან, ძალიან გთხოვ, ფეფო ბ'რთხილად არაა რაა :((( ფრთხილადაა სწორი. წინა ისტორიებშიც გქონდა ეს შეცდომა და არ ვწერდი,მარა კითხვისას ძაან უხეშად მხვდება ეგ.
სხვა დანარჩენი რა უნდა ვთქვა არაჩვეულებრივი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ ესეც ძაან ბომბა ისტორია იქნება.

 


№8  offline წევრი kora

როგორ ველოდებოდი ამ ისტორიას და ძალიან გამიხარდა რომა გააგრძელე. საინტერესო დასაწყისია და უკვე ვგრძნობ რა ამბები გველოდება წინ :))
--------------------
kira.G

 


№9  offline წევრი melina

კარგი დასაწყისია, მხოლოდ სასვენი ნიშნები აკლია ზოგან.:)

 


№10 სტუმარი Lmaoo

ეს რომელიმე ისტორიის გაგრძელებაა თუ ახალი დაიწყე?!
ვიფიქრე თუ გაგრძელებაა, ბარემ წინასაც წავიკითხავ-მეთქი.
ისე, ძალიან მომწონს შენი ისტორიები. კარგი გოგო ხარ!

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

მაგარიააა. როგორც ყოველთვის , გვაგიჟეეებ. ნეტავ როდესმე შენს ისტორიას
ემოცია მოთოკილი წავიკითხავ? მორიგი სიგიჟე და ვნებათაღელვა გველის წინ,მაგრამ წინა ისტორია არ დააგვიანო. შენს ისტორიებზე და გმირებზე უზომოდ შეყვარებული ვარ

 


№12  offline წევრი kora

Lmaoo
ეს რომელიმე ისტორიის გაგრძელებაა თუ ახალი დაიწყე?!
ვიფიქრე თუ გაგრძელებაა, ბარემ წინასაც წავიკითხავ-მეთქი.
ისე, ძალიან მომწონს შენი ისტორიები. კარგი გოგო ხარ!


გაგრძელება არაა. ადრე ედო ეს ერთი თავი ავტორს და მერე შეწყვიტა ამის წერა და ახლა ისევ გააგრძელა. ასე რომ სრულიად ახალი ისტორიაა :)
--------------------
kira.G

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მაგრად კარგად გამოგდით წერა. მოუთმენლად ველი დასრულებას რომ კითხვა დავიწყო. დაუსრულებელს ვერ ვკითხულობ. ის რამდენიმე ლომკაც მეყოფა რაც დამრჩა.

 


№14  offline მოდერი Life is Good

ყველას ამ კომენტარში გაგცემთ პასუხს kissing_heart ესეიგი ამ ისტორიას ადრე ვდებდი მაგრამ მერე "ნიკოლოზმა" აჯობა და დროებით შევწყვიტე წერა smile "სტუმარი თბილისში" ასე ერქვა.ახლა გავაგრძელე და დაიდება ყოველგვარი დაგვიანების გარეშე
.ვწერ მეორე სიტორიასაც და არ დავაგვიანებ გპირდებით.დღეს მეპატიება რაღაც რაღაც გამონაკლისების გამო smile ხოდა ძალიანდისი მადლიბა ყველას მართლა ძალიან მიხარიხართ და მიყვარხართ...აი ესე ჩვეულებრივად მიყვარხართ ჩემო ტკბილებო,თბილებო და მურაბა ხალხოო kissing_heart kissing_heart ბოდიშს გიხდით სათითაოდ რომ ვწრ ვცემ თქვენს კომენტარებს პასუხს ამჯერად ესეც მაპატიეთ heart_eyes

 


№15  offline წევრი უცნაური მე

აუ რაკარგია რომ გააგრძრლე ამის დადება.
ძალიან მომწონს.
შენი კაცები შემიწირავს მე რა :დდ
ბელოდები ახალ თავს ამასაც და იმასაც :დდ

 


№16  offline წევრი talia

Au zaan magaria,erti suli makvs shmdegs rodis dadeb.

 


№17 სტუმარი სტუმარი lia

kargi dasawkisia.velodebi axal tavs❤❤❤

 


№18 სტუმარი toka

გამარჯობა, თუ შეიძლება რომელიმე ადმინს გავესაუბრო დახმარება მჭირდება რაღაცაში დიდი მადლობა წინასწარ

 


№19  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უჰ როგორ დაცხა პირველივე თავიდან, ეს ბიჭი ვულკანივითაა რა... ( როგორც ყოველთვის)

 


№20 სტუმარი აბლაბუდა

ცოტა დავიბენი დასაწყისში იმედია გავერკვევი მერე:))

 


№21 სტუმარი tiko

მამა შვილი მომწონს :დ ვატყო აქ ამბები იქნება საოცრება ^_^ ჰო დღეს ხო დადებ ასჯერ შევამოწმე ხო არ გამომჩა :დდდ

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინო

სერიალ banshee დან გაქვს წამოღებული იდეა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent