შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო (მე-4 ნაწილი)


16-09-2018, 19:24
ავტორი Alice76
ნანახია 921

უგულო (მე-4 ნაწილი)

ბელმა მთელი დარჩენილი ღამე ფიქრში გაატარა.
მეხსიერება უჩვეულოდ ზანტად აწოდებდა ინფორმაციას. დიდი ძალისხმევა დასჭირდა,რომ მცირე დეტალებისგან აღედგინა მთელი ის ამბავი,რომელიც ბოლო დროს გადახდა.
გრძნობა,რომ ყველაფერი მოეჩვენა,არ ტოვებდა,ამიტომაც ყველაფერი გადაამოწმა,ბაჩანა კვლავ”დაგუგლა”, ბიჭის პირველად დანახვის ელდა კვლავ გამოსცადა,ეკრანს აჩერდებოდა და ყველა პატარა მოგონებას ებღაუჭებოდა.
ნელ-ნელა აღუდგა ყველა მივიწყებული განცდა,სულში უკმაყოფილება იზრდებოდა-იცოდა,ბიჭმა უღალატა. მოიშორა,საიდანღაც გამოაგდო. თეთრწვერა მოხუციც ედგა თვალწინ,მისი საუბარი ღმერთსა და ეშმაკზე,სიკეთესა და ბოროტებაზე. იმაზე,რომ მას ბაჩო სჭირდებოდა.
-ეს ჯოჯოხეთი იყო-საკუთარ თავს მიმართა,თან ბოლთას სცემდა,კომპიუტერის ეკრანი ისე მოებრუნებინა,რომ ბიჭის სახე მხედველობის არედან არ დაკარგვოდა-ბაჩო იქ დარჩა,რაღაც უნდოდა იმ კაცს მისგან... არა,არა... ის კაცი კიარა,ეშმაკი იყო,მგონი. კიდევ დავითიც ვახსენე იქ,დავითი ვინაა? მგონი ვეძახდი თუ რაღაც ... და ზეი,ვიღაც ცუდია.-გულზე დაკიდებულ ჯვარს კვლავ მოჰკიდა ხელი,გაშტერებული იყურებოდა-ეს ჯვარი იმ ვიღაც ანგელოზმა გამომიგზავნა,ხომ მახსოვს არა? მახსოვს! გრძელი მოსაცმელი და ცილინდრი ჰქონდა. ჯანდაბა,თაიმ წესით უნდა იცოდეს...
ვეღარ მოითმინა და 7-ის წუთებზე მეგობრის ნომერი აკრიფა.
ტელეფონი თითქოს მაშინ გამოფხიზლდა,როგორც კი პირველი ზარი გავიდა,ანდროიდი მოულოდნელად აზუზუნდა და შეტყობინების წყება მოაწყდა ეკრანს. გაკვირვებული დააჩერდა ,ზარი გათიშულიყო და სისტემა გადატვირთვას იწყებდა. რამდენიმე წუთი მოუთმენელი მოღუშულობით ელოდა,როდის ჩაირთვებოდა.
ეკრანის აციმციმებისთანავე უამრავი შეტყობინების სვეტი ჩამოიშალა ეკრანზე- დედამისის წერილები “ვაიბერში”, თაის “ეს ემ ესები”, გამოტოვებული ზარები.
გულგახეთქილი ჩამოუყვა.
“დედ,სად ხარ? დღეს გირეკავდი და ზარი არ გამოვიდა. ინტერნეტს რომ ჩართავ,მომწერე” .
ბელას დედის პირველი მინაწერი 17 აპრილით თარიღდებოდა,ამის შემდეგ ქალს რამდენჯერმე დაერეკა,მუქარანარევი წერილებიც გამოეგზავნა,სადაც იქადნებოდა,რომ ამ უპასუხისმგებლობისთვის ბელკას მოხვდებოდა.
დედის ბოლო მინაწერი 18 აპრილს იყო,სადაც ქალი სასოწარკვეთილი სთხოვდა,დაერეკა.
გული ამოუჯდა,რომ წარმოიდგინა,რა დღეში იქნებოდა დედამისი.
თაის უამრავი წერილი გამოეგზავნა. თავიდან აღშფოთებული სწერდა,რომ გეგმა არია თავისი უეცარი გაქცევით ბაჩოსთან ერთად . გოგონა იმასაც კი ვარაუდობდა,რომ მოულოდნელი სიყვარულით დაბრმავებული ბელა ბიჭს ცოლად გაჰყვა . შემდეგ თაის უკვე შიშის ფაზაში გადაენაცვლებინა და სთხოვდა,გამოჩენილიყო,აპრილის ბოლოს კი გოგონა უბრალო წერილებს აგზავნიდა-თითქოს დღიურში წერდა,თავის ამბებს უყვებოდა,გოგას თმებზე ხუმრობდა,თითქოს ბელას ანგარიში არ ჰქონდა და თაი ცალმხრივად აგებინებდა ამბებს.
გოგონა ხშირად ახსენებდა დავითს. ბელას სლუკუნით ადევნებდა თვალს გამოტოვებული დროის მონაკვეთს.ერთ-ერთი სმს-ის კითხვაში გართული მოულოდნელად შემოსულმა თაის ზარმა გამოაფხიზლა.
-ალო?-გაუბედავად უპასუხა.
ყურმილში სიჩუმეს ღრმა სუნთქვა არღვევდ.
-თაი?-შიშით წამოიკნავლა.
-არ მითხრა,რომ ცოცხალი ხარ-ფრთხილად დაიწყო თაიმ-ერთადერთი ის გადაგარჩენს,ახლა მითხრა ,რომ იმქვეყნიდან მიპასუხე.
ბელას გული შეეკუმშა,თავი მიმწყვდეყლად იგრძნო,თაის კი არა,საკუთარ თავს ვერ უხსნიდა,რა დაემართა.
-თაი,არ ვიცი,როგორ აგიხსნა...
-სად დაიკარგე,გოგო!-აწივლდა მეგობარი-დედაშენი ჩამოვიდა,ქალი ისეთ დღეშია,საავადმყოფოში წევს,გეფიცები,ახლა რამე ისეთი მიზეზი რომ არ მითხრა,ჩემი ხელით მოგახრჩობ,ძალიან უნდა შეეცადო,რომ გაპატიო!
ბელა სლუკუნებდა.
-დედას რა სჭირს? სადაა? ახლავე უნდა წავიდე...
-დიღომში ვართ,კლინიკაში.
-შენც მანდ ხარ?
-მარტო ვერ დავტოვე...-გამომწვევად უპასუხა თაიმ.
-მოვდივარ,ზუსტი მისამართი მომწერე.
სასოწარკვეთილმა ჩაიცვა და სახლიდან ელვასავით გაქანდა.
ტაქსის ელოდებოდა,როდესაც გვერდით ვიღაც ამოუდგა.
ცილინდრიანს შეხედა,რომელიც სხვანაირი ახსოვდა. ახლა კაცი თითქოს მომჩვარებულიყო,თვალებში სევდა ედგა და გოგონას მოღუშული მისჩერებოდა.
-დავით?-იმედიანად ჰკითხა.
-მაშ,ჯოჯოხეთი ნახე?-გაღიმება სცადა.
-იცოდი?-ბელას სიმშვიდე დაეუფლა,თავს დამნაშავედ გრძნობდა ყველას წინაშე,არ იყო დარწმუნებული,რომ მიზეზი,როს გამოც გაუჩინარდა,მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ იყო.
-ახლა მითხრეს,ზემოთაც არ იცოდნენ სად იყავი,ან არ მეუბნებოდნენ,თუმცა დაახლოებით ვხვდებოდი...
-ვიღაც ზეიმ მომიტაცა,უფრო სწორად ბაჩომ,რომელიც რაღაცის გამო მას ემორჩილებოდა...
-ვიცი,ვიცი-ამოიოხრა დავითმა-ზეი კარგა ხანია დემონებმა წაათრიეს და ალბათ ვეღარც წამოეთრევა. ღირსია.
-რა ხდება? არაფერი მახსოვს კარგად,უკვე მაისია,მე კი არ ვიცი ,მთელი ეს დრო სად ვიყავი.
-ჯერ ინ შენობაში,ბაჩოსთან ერთად. იქ დრო სხვანაირად გადის,იმიტომ რომ პორტალებითაა სავსე,შემდეგ კი-ჯოჯოხეთში.15 დღეა,არ ჩანხართ.
ბელამ ძლივს გამოჩენილ ტაქსის ხელი გაუქნია და დაფეთებული შევარდა ჯერ კიდევ მიმავალ მანქანაში,დავითიც უკან მიჰყვა და საუბარი განაგრძო.
-ბაჩანაზე ძებნაა გამოცხადებული,კამერებიდან ჩანს,რომ მან გაგიყვანა კინოთეატრიდან,დედაშენმა კი პოლიციაში დარეკა,მოკლედ ორივეს გეძებენ და სავარაუდოდ დღეს დაგკითხავენ კიდეც.
-ღმერთო,და რა უნდა ვუთხრა?
-სიმართლე ნამდვილად არა,იმას ხომ არ მოყვები,ჯოჯოხეთში ვიყავიო? უთხარი,რომ შეყვარებულები ხართ ან რამე მასეთი...
-და ბაჩო რომ არ დაბრუნებულა?-გოგონას საშინელი გრძნობა დაეუფლა,როდესაც გაიაზრა,სად შეიძლებოდა ყოფილიყო ბიჭი.
-ეგ უკვე შენი სადარდებელი აღარაა,შეგიძლია უთხრა,რომ არ იცი.
-სადარდებელი ნამდვილადაა,მე ის ჯოჯოხეთში დავტოვე...
ტაქსის მძღოლმა რუსული ესტრადის მოსმენას თავი ანება ,წარბაწეული მიაჩერდა სარკეს და უცნაური წყვილი შეათვალიერა.
-იქიდან როგორ გამოხვედი? -დაინტერესდა დავითი.-დაახლოებით ვიცოდი,რომ დემონები მოგიწყობდნენ რამეს,მაგრამ თაცად ლუციფერთან თუ აღმოჩნდებოდი,რას წარმოვიდგენდი.
-გრძელი ისტორიაა,თავად მან გამომიშვა,მაგრამ ბაჩოს არ დავთმობო,ძლიერი სული აქვსო თუ რაღაც...
-კი,დედამიწაზე ადამიანები სჭირდება,დემონები ძირითადად ცალტვინა იდიოტები არიან,ვინც არ არის კიდევ,მათი ნდობა კიდევ უფრო ნაკლებად შეიძლება. ლუციფერი ბოროტების წარმონაქმნი არაა,ამიტომაც უჭირს ისეთ არსებებთან ურთიერთობა,რომლებიც სულ სხვა ძალას ემორჩილებიან.ბაჩო სჭირდება,რათა თავისი საქმეები აქ წესივრად მოაგვაროს.
-მე ეშმაკი ბოროტი მეგონა-ჩაიბუტბუტა ბელამ-ის კიდევ მხიარული თეთრთავა მოხუცი აღმოჩნდა.
-შენ მისი მხოლოდ ერთი სახე ნახე-თავი გაიქნია დავითმა-ბოროტი არ არის,მაგრამ ამ როლის მორგება თავისუფლად შეუძლია,მას მრავალი პიროვნულობა აქვს,ამიტომაც ვეღარ გააჩერებდა უფალი სამოთხეში. ამპარტავანია,თანაც ძალიან. მამამ ბრძანა,რომ ყველა ადამიანი საკუთარ თავზე მეტად გვყვარებოდა,სიყვარულის ვალდებულება გვაკისრია,ამაზე კი ლუციფერმა უარი თქვა. მამასაც სწორედ ეს უნდოდა-ბოროტება ვიღაცას უნდა ემართა და ადამიანებამდე მიეტანა ეს გამოცდა. ეს ლუციფერს დაავალა და სამოთხიდან ჯოჯოხეთში გადაამწესა. თუ გგონია,ლუცის ეს არ ესიამოვნა,ცდები- სამოთხეში ერთ-ერთი იყო ანგელოზთა უმაღლესი დასიდან,ხოლო იქ,დაბლა-უზენაესი მმართველი. არ ვიცი,რატომ მისცა ღმერთმა მას ამის უფლება-კიდევ უფრო გაეფართოვებინა მისი ნარცისიზმი,მაგრამ ფაქტია-მართვის სადავეები მას აქვს და სამოთხესაც დიდად არ ეკითხება,რა გააკეთოს.
-ანგელოზებს არ შეუძლიათ,შეაჩერონ? ბაჩო იხსნან?
-შეეძლებოდათ კიდევ როგორმე,მაგრამ ის თავად დათანხმდა. ჩვენი უზენაესი წესია,ადამიანთა არჩევანშიბარ ჩავერიოთ,თუკი ამას მნიშვნელოვანი საფუძველი არ აქვს. ამ შემთხვევაშიც ისევ მწერლებს იყენებენ,ბედს ცვლიან,მაგრამ ეგ ისეთი რამეა,უკიდურეს შემთხვევებში იყენებენ.
-მწერლებს?
-დიახ,ასე ჰქვია ხალხს,რომელთაც ღვთიური ძალა აქვთ მინიჭებული,რათა გარკვეული საჭიროებისას მოვლენები ისე წაიყვანონ,როგორც თავად დაწერენ.
მძღოლმა მობეზრებულმა შეაჩერა მანქანა,ეტყობოდა,ფიქრობდა ორი გიჟი მიზის მანქანაშიო,წარბაწეულმა გამოართვა ბელას ფული და უკანმოუხედავად გავარდა.
სწრაფად დაიძრნენ საავადმყოფოს შესასვლელისკენ.
-იმას ვამბობდი,რომ ბაჩომ თავად აარჩია ასეთი ბედი,ანგელოზებიც არ ჩაერევიან,თუკი რამე ისეთი არ მოხდა,რაც ზეციურ ნებას შეეწინააღმდეგება. ლუციფერის მოქმედება თავისთაცად არ ნიშნავს იმას,რომ სამოთხეში ეს არ უნდათ.
-ჯანდაბა,რა დებილი ბიჭია,გამომივიდა ეგეც ეშმაკის პარტნიორი.მოვუვლი მაგას,ჯერ დედას მივხედო-დაიქადნა ბელამ და მიმღებში მჯდარ ქალს მიმართა.
-ნინა ტრაპაიძე სად ვნახო,ხომ ვერ მეტყვით?მისი შვილი ვარ.
ქალმა კომპიუტერში ჩაიჭყიტა .
-მესამე სართული,მეექვსე პალატა-უთხრა მშრალად.
-შენ აქ დამელოდე-მიუბრუნდა ბელა დავითს და პალატის მოსაძებნად გავარდა.
გული ამოვარდნაზე ჰქონდა,არ იცოდა,რა ეთქვა დედისთვის,რომელიც თურქეთიდან მის გამო გამოქცეულიყო .
მესამე სართულზე ავარდნილს თაი შეეჩეხა. დანახვისთანავე გოგონა მთელი ძალით ეტაკა და გადაეხვია,თუმცა მალევე მოშორდა და გაავებულ-აცრემლებულმა შეხედა.
-მიზეზი! ახლავე !
-მე და ბაჩო ჯოჯოხეთში შეგვიტყუეს,თუ გინდა დავითს ჰკითხე-წააყარა გოგონამ.
-ჯოჯოხეთი ნახე?მეღადავები ხო?-წამში შეიცვალა თაის გამომეტყველება-როგორია? მართლა,მართლა ჯოჯოხეთია?
-კი-გააჟრჟოლა ბელას-ოღონდ წამება ისეთი არაა,როგორც გვეგონა. დედამიწას ძალიან გავს ჯოჯოხეთი-ფიქრიანად თქვა-მაგრამ ახლა ჯერ დედა უნდა ვნახო,მერე მოგიყვები რა.
პასუხს არ დალოდებია,ისე შეაჭრა პალატაში.
დედის სახის დანახვისას იმდენი ცრემლი დაღვარა,მეხუთე ოკეანე შექმნა. ქალს დიდხანს უხსნიდა,რომ ახლა მისთვის არაფრის თქმა არ შეეძლო,რადგან უარესად ვერ ააღელვებდა. ბოლოს,როდესაც ამან ვერ გაჭრა,უთხრა დეპრესია მქონდა და მონასტერში ვიყავიო. გაცეცხლებულ ქალს,რომელიც ყველა მუქარას იშველიებდა,რაც კი არსებობდა,კოცნებით ამშვიდებდა და პატიებას სთხოვდა.
დიდი ვიშვიშის შემდეგ ,როდესაც ქალის გოდება უკვე მთელ საავადმყოფოს სძრავდა,თეათრხალათიანი ქალი შემოვიდა და სამეულს დაუცაცხანა,პაციენტს მოსვენება სჭირდება და აქედან მოუსვიო.ნინას ცხენის დოზა დამამშვიდებელი გაუკეთა,ბელა მისი საწოლიდან ააგლიჯა და ახლად შემოსულ თაისა და დავითთან ერთად პალატიდან გამოიპინტრიშა.
ჯგუფმა დერეფანში გადაინაცვლა,სადაც თაიმ დეტალურად შეიტყო ბელას თავგადასავლის შესახებ.
-და შენ აზრად არ მოგსვლია,რომ ჩემთვის გეთქვა ამის შესახებ-დაგუბებული სიბრაზე დავითისაკენ გაუშვა თაიმ-შენ უნდა თქვა,ანგელოზი ვარო,პირწავარდნილი დემონი!
-წესიერად,თამარ-გაიჯგიმა დავითი-მეც მხოლოდ მას შემდეგ გავიგე,რაც იზაბელი აქ დაბრუნდა.თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდჯთ,გეტყვით,რომ ჩამომაჩვეულებრივეს,აღარ ვმუშაობ არც გულების განყოფილებაში და არც არსად-უმუშევარი ანგელოზი ვარ. ამდენად,თავს არავინ იწუხებს,რაიმე ინფორმაცია მომაწოდოს-ხმაში უძირო სევდის ნოტები გაუჩნდა,მიუხედავად იმისა,რომ ცდილობდა,თავი ამაყად სჭეროდა.
გოგონები დადუმდნენ.
-ვწუხვარ,დავით-თავი ჩახარა ბელამ.
-ეს მხოლოდ ჩემი ბრალია-ამოიოხრა კაცმა-საერთო ინტერესზე წინ საკუთარი თავი დავაყენე,სიამაყე დამღუპველია...
-ახლა რა უნდა ქნა?-ფრთხილად ჰკითხა თაიმ.
-მეგონა,საერთოდ გამომაძევებდნენ,მაგრამ ჯერ-ჯერობით ფრთები მაქვს. სიმართლე გითხრათ,წარმოდგენა არ მაქვს,რა უნდა ვაკეთო,მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. თან ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს მოსაგვარებელი. საქმეს ჩამომაშორეს,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ შეცდომა არ უნდა გამოვასწორო.-ბაჩო!როგორმე უნდა მოვახერხოთ და გული დავუბრუნოთ-დაიჩურჩულა თაიმ-გეგმა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
-კი,კი! გული!-წამოიძახა ბელამ-ვიხსენებდი და ვერაფრით გავიხსენე,რა გეგმა გვქონდა.
-ამას რა სჭირს-წარბი აწია თაიმ.
-ჯოჯოხეთის ბრალია,ლუციფერმა ალბათ მის მოგონებებზე წაიმუშავა,მაგრამ სიყვარულის დროს დავიწყება არც ისე მარტივია,როგორც ჰგონია. არასდროს აფასებდა სათანადოდ ამ გრძნობას.
-სიყვარული?-ბელამ თვალები მოჭუტა-ეგ რა შუაშია?
-შენ თვითონაც იცი,რომ ბაჩანა გიყვარს-ხელი აიქნია კაცმა-მაგ გრძნობას კილომეტრზე ვცნობ,სამოთხეში მაგის მეტს არაფერს ასწავლიან-სამოთხის ხსენებაზე მზერა კვლავ სევდიანი გაუხდა.
-არაფერიც არ მიყვარს-გაჯიუტდა ბელა-უბრალოდ ჩემი მეორე ნახევარია და გული შემტკივა-გამომწვევად მიაჩერდა თანამოსაუბრეებს.
-გიყვარს,კი-თანაგრძნობით შეხედა დავითმა.
-ასი პროცენტით-დაემოწმა თაი-ეგრევე შეგატყე. ტიპის გამო ჯოჯოხეთში რჩებოდი,შენ სიყვარული სხვა რამე გგონია?
-რას გადამეკიდეთ,ხალხო-წამოიძახა გოგონამ-არ შეიძლება,უბრალოდ მაწუხებდეს მისი ბედი? ან ეს მთლიანი გული ცხოვრების ბოლომდე ხომ არ უნდა ვათრიო?
-აჰა,აღელდა-თანამზრახველს მიაჩერდა თაი-უეჭველი მაგრად ენატრება.
დავითმა თავი მონდომებით დაიქნია.
-აზრი არ აქვს თქვენთან ლაპარაკს,რა!-გაწიწმატდა ბელი და დოინჯი შემოირტყა-რახან ასეთი მიხვედრილები ხართ,ისიც გეცოდინებათ,ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ.
-ალბათ ბაჩანას უნდა დაველოდოთ,ადრე თუ გვიან,გამოჩნდება.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-აჰა,დავილოდოთ კიბატონო,იქცეს ეშმაკის მარჯვენა ხელად და მერე მივხედოთ!-გაბრაზებული ბელა პალატისკენ წავიდა,ჩუმად შესრიალდა კარში და დედის საწოლთან მიმჯდარი ფიქრების ოკეანეში გადაეშვა. თაი და დავითი ,მისდა სამწუხაროდ,სიმართლეს ამბობდნენ. მიხვდა,რომ მხოლოდ ბაჩოს დანახვისათვის ყველაფერზე იყო წამსვლელი.იმას კი ვერაფრით ხვდებოდა,საიდან მიეპარა მორიელივით ეს არალოგიკური გრძნობა.
ბელასთვის ცხოვრების გაგრძელება მარტივი არ აღმოჩნდა.დავითმა თქვა,რომ ჯოჯოხეთში მოგზაურობა ადამიანებზე ყოველთვის ასე მოქმედებს-ლუციფერს სურს,რომ მათ კარგად არ ახსოვდეთ იქაური ამბები და მხოლოდ სიზმრად მიიჩნევდნენო. “ეს ფარული წამებაა ჯერ კიდევ დედამიწაზე-ქვეცნობიერად იცი,რა გელის და შენ მაინც იმით იმშვიდებ თავს,რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო”. ბელა კი იმან გადაარჩინა,რომ მის გარდა დავითი და თაიც იყვნენ საქმის კურსში. დანამდვილებით იცოდა სხვა სამყაროს არსებობის შესახებ და ჩვეულებრივი ცხოვრება მარწუხებივით უჭერდა ყელზე.
მისი დიდი გულიც აღარ რეაგირებდა ყველაფერზე ისე,როგორც უწინ-ახლა მთელი თავისი კვადრატულობა სიძულვილისათვის დაეთმო. სძულდა ბავშვები,რომლებიც დღემუდამ ტიროდნენ,ფილმები,რომლებიც ადამიანებს კიდევ უფრო აშორებდნენ რეალობას,უფროსი,რომელიც წარა-მარა კბენდა და ვერ ხვდებოდა,რომ ბელას ეს აღარ აშფოთებდა,სძულდა გამომძიებელი,რომელმაც განყოფილებაში დაიბარა და გამოკითხვის შემდეგ სიხარულით დაიჯერა ბელას მონაბოდი,ასევე ხალხი,უბრალოდ ხალხი.ბრბო,რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა,ზუსტად ისე ეფიქრა,როგორც დადგენილი იყო-არც ერთი სანტიმეტრით გვერდით არ სურდათ გაწევა უკვე გატკეპნილი ბილიკიდან. გულში ბელა მადლობას უხდიდა ეშმაკს ჯოჯოხეთის შექმნისათვის-ეს ადგილი მართლაც საჭირო იყო.
ბელას დედა-ნინა რამდენიმე დღეში გამოწერეს საავადმყოფოდან,სასოწარკვეთილ გოგონას,რომელიც ერთ ადგილს ვერ პოულობდა ბაჩანაზე ფიქრში,დედის ზრუნვა ძალიან შველოდა. ქალი მშვენივრად ხვდებოდა,რომ შვილს რაღაც აწუხებდა,თუმცა ,ბელასდა გასაკვირად,კითხვებს არ სვამდა. ალბათ უფრო ის ვერსია სჯეროდა,რომ მისი შვილი ცალმხრივად იყო შეყვარებული და კითხვებით აღარ სურდა ბელის აღელვება. ორი კვირის გასვლის შემდეგ ნინა კვლავ გასცდა სამშობლოს საზღვრებს და სამსახურს დაუბრუნდა,თან მკაცრი გაფრთხილება დაუტოვა,ასე კიდევ თუ მოიქცევი,დედობაზე უარს ვიტყვიო.
ბელა მარტო დარჩა და უარესად მოიღრუბლა.თაი ხშირად სტუმრობდა,დავითი-შედარებით იშვიათად . თუ მოდიოდა,მხოლოდ ცოტა ხნით და პატარ-პატარა ამბებს უყვებოდა გოგონებს,თუმცა ეს ამბები ბელას ინტერესს საერთოდ არ ეხებოდა-კაცმა არაფერი იცოდა ბაჩოზე.სამაგიეროდ თაი კარგად ხალისობდა დავითის ახალ ამბებზე.
-ესეიგი,მწერალი შექმენით?-თვალებგაფართოებული შეაჩერდა გოგონა დავითს-წავიკითხე რაღაცები მაგაზე და აუ,ნეტა მეც შემეძლოს მასე. დაწერ და ახდება,ღმერთო,რა მაგარი მოფიქრებაა.
-ჩვენ არ “შეგვიქმნია”-სიტყვა გამოკვეთა დავითმა-ანგელოზებმა შეაჩერეს მწერლების ინსტიტუტი,იმიტომ,რომ ლუციფერი თავს გავიდა-თქვენ თუ გყავთ,მე რა დავაშავეო. თავისი დემონი გამოგზავნა აქ ,რომელმაც მწერალი ბავშვი შვა.
-ხო,ეგეც წავიკითხე,ქამბიონი ჰქვია თუ რაღაც ესეთი-ადგილზე ცქმუტავდა თაი.
-თავიდან აქტიურად იყენებდა მწერლებს , შუასაუკუნეების ომები და ხოცვა ჟლეტა სულ მაგისი ოინებია. ტექნიკურად,ლუციფერი ბოროტებას არ თესავს,მაგრამ ისეთ რაღაცებს აკეთებს ,ადამიანებს მეტიც რა უნდათ. აი,დაწერ,რომ ვიღაც ავსტრიის ერც ჰერცოგის -ფრანც ფერდინანდის მანქანა შემთხვევით არასწორ ადგილას შეჩერდება,რადგან მძღოლს გზა აერევა,დანარჩენს ადამიანები თავისით იზავენ-18 წლის ბიჭი ტყვიებს დააცლის ამ ფერდინანდსაც და იმის ცოლსაც.იცი,შემდეგ რა მოხდება?
თაიმ ცოტა ხანს იფიქრა და თავი გაიქნია.
-ამას ისტორიაში უჭირს-თვალები გადაატრიალა ბელამ-რა მოხდება სკვინჩა და პირველი მსოფლიო ომი დაიწყება.
-სწორია-გაიღიმა დავითმა-ასე მოქმედებს ეშმაკი. მოკლედ,მწერლებს რომ დავუბრუნდეთ,ლუციფერი კი აღფრთოვანებული იყო თავიდან,მაგრამ შემდეგ ახალი გასართობი მოიფიქრა და სულ მიავიწყდა თავისი ბედის მწერლები,სამაგიეროდ ისინი დამოუკიდებლად გამრავლდნენ,რადგან ეს ნიჭი სისხლით გადაეცემოდა თაობებს და ისევ ანგელოზების თავში სახლელი გახდა,ამ მწერალთა უკონტროლო შთამომავლებს რამე ისეთი არ დაეწერათ,სამყარო რომ ამოეტრიალებინათ. წარმოიდგინეთ,ახლა ვინმე მათგანს მოეპრიანოს და დაწეროს ,რომ შიმპანზეებს ფერიის ფრთები აქვთ. -ბელასაც კი გაეცინა ამის წარმოდგენაზე-დღეს დღეობით,როგორც სამოთხეში იციან,ორად ორი მწერლია. ერთი ბელგიაში ცხოვრობს და წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ-დიზაინერია და სოციალურ ქსელებზში კომენტარის მეტი არც არაფერი დაუწერია, აი მეორე კი საქართველოშია და მშვენივრად იცის ,რა შეუძლია.
თაიმ და ბელამ ყურები ცქვიტეს.
-რა? აქ,ჩვენთან? სად?-მიაყარეს კითხვები.
-ვერ გეტყვით,არ მაქვს უფლება,მწერლის ვინაობა გავამხილო. ისიც მეყოფა,რაც დავაშავე-თავი ჩაღუნა დავითმა-მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს. თავიდან თამაში დაიწყო,როდესაც გაიგო,რა შეეძლო. ფიქრობდნენ კიდეც,რა ზომები მიეღოთ,მაგრამ ჭკვიანი და კეთილი გოგონა აღმოჩნდა. დაუფიქრებელ საქციელებს შეეშვა,ერთი ჩვენიანიც გაესაუბრა და აუხსნა,რომ ადამიანთა ბედში ჩარევა გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს...
-გოგონაო?-თაი ფეხზე წამოხდა-გაიგე ბელა? იქნებ ჩვენხელაცაა...
-ეს არ უნდა მეთქვა-სახე მოჭმუხნა დავითმა-ჯანდაბა,რატომ მისწრებს ენა?
-იქნებ ვიპოვო და ვთხოვო,დამეხმაროს-ბელა ახალ იმედს ჩაებღაუჭა-ბაჩოს თუ ჩვენამდე მოიყვანს,მერე უკვე შევძლებთ ,გული დავუბრუნოთ და ლუციფერსაც აღარ მოუსმენს...
-ვერ გაიგე,რა ვთქვი?-აღშფოთდა კაცი-თუ გგონია,ვერ მიხვდებიან,რა ჩაიფიქრე,ძალიან ცდები. ზეცა ყველაფერს ხედავს,მიმტევებლები არიან,მაგრამ არ გირჩევთ მათთან თამაშს.-წამოდგა და ცილინდრი დაიხურა-წავალ,სანამ კიდევ რამე წამომაცდინეთ. გამწარებული გავარდა სამზარეულოში,ბელას მომზადებული სამი ცალი ჰამბურგერი ჩაბღუჯა და გაუჩინარდა.
თაიმ მაშინვე კომპიუტერი მოინარჯვა და ეკრანში ცხვირჩაყოფილმა ამოიკაპარაკა:
-მწერალს ვიპოვით,გპირდები-გოგონა ახალ იდეას შეეპყრო და მასაც ისევე იზიდავდა ახალი,მრავალფერი სამყარო,როგორც ბელას.
მიუხედავად უამრავი საიტის გადაქექვისა,მეგობრებმა მწერალ გოგონაზე ვერაფერს მიაკვლიეს.
სამ საათიანი უაზრო ძებნის შემდეგ ორივეს მუცლებმა შეახსენეს თავი. დავითს ყველა ბუტერბროდი აეწაპნა,ამიტომაც მაკარონის მოხარშვას მოთმინებით დაელოდნენ.
-ცოტა ხანს შეეშვი რა-პირგამოტენილმა მიმართა ბელამ თაის,რონელიც თან სპაგეტის ისრუტავდა,თან ცალი თვალით ტელეფონში იჭყიტებოდა-სამი საათი ვერაფერი ვიპოვეთ,რაღა მაინც და მაინც ჭამისას გამოგეცხადება მწერალი?
-აუ,არა მაგას აღარ ვეძებ,მაგარ საიტს გადავაწყდი-კიდევ ერთი გრძელი მაკარონი ჩამოიკიდა პირზე და შეასრუტუნა-ვიღაც მაგარი როჟის გაკეთებულია,მოთხრობები იდება,ახალი ავტორების და რამე,მარა თვითონ ეგ ტიპიც წერს და ყველაზე მაგრები მაგისია. ნახე,ლექსებიც უდევს-ტელეფონი მიაჩეჩა.
-“ვხოდავ კენკრის წვენს დილით,
ყავა დუღდება თვისით.
ვაჰ,მეზარება ცხოვრება,
რავ არ ყოფილა ოცნება.

ნეტაი,მყავდეს დრაკონი,
კარგი ვიქნები პატრონი,
ის მე მიხსნიდა დღისით,
როცა თვით ბოსი ყვირის”
-ღმერთო,რა უაზრობაა?-ტელეფონი მოღუშულმა უკან მიუგდო-ამაში გაგყავს დრო?
-აბა ,აბა! გრინჩზე ცუდად არ ისაუბრო,შენ ვერ ჩასწვდები მის იუმორს-ხელი აიქნია თაიმ.
-გრინჩი? ეგრე ჰქვია? ჰაჰ,რა ორიგინალურია,ალბათ სინამდვილეში ზაური დაარქვეს მშობლებმა,ან ლავრენტი-გაიცინა.
-გოგოა,დებილო-ნიშნის მოგებით უთხრა თაიმ-მაცადე რა,მოთხრობა უნდა წავიკითხო.
დარჩენილი მაკარონი მდუმარედ შეჭამეს. ბელამ წარბაწეულმა ააცალა ცარიელი თეფში მეგობარს,რომელიც კითხვით იყო გართული და ჭურჭელს მიუბრუნდა.
უკვე ამშრალებდა,როდესაც თაიმ იმხელა წამოიყვირა,ქვაბი ხელიდან გაუვარდა და ფეხზე დაეცა. ცალ ფეხზე ხტუნვას მოჰყვა და მისდაუნებურად უწმაწური სიტყვები ამოაფრქვია.
-რატომ მიხეთქავ გულს?-მიაყოლა გულიანი გინების შემდეგ.
თაი შოკირებული უყურებდა მობილურის ეკრანს,ბოლოს ტუჩები აამოძრავა.
-გრინჩის მოთხრობაში მწერალია ნახსენები,სწორედ ისეთი მწერალი, დავითი რომ ამბობდა!
ბელას ფეხი სულ გადაავიწყდა.
-ვინაა ეგ გრინჩი?სახელი არ უწერია?-მობილური ხელიდან გამოსტაცა და თვალი გადაავლო, მართლაც,ერთ ადგილას მწერლის უსაზღვრო შესაძლებლობებზე იყო მოთხრობილი.
-არა,არსად წერია,მხოლოდ მაილი აქვს მითითებული და ის,რომ მარტოხელა და ლამაზი გოგო ვარო.
-რა გაეწყობა,მაშინ მივწეროთ.
ბოლოს ავტორს მისწერეს ,რომ მისი ნაშრომებით მოხიბლულნი იყვნენ და ძალიან სურდათ პირადად გაცნობა.
იმ დღეს გრინჩის პასუხი არ ღირსებიათ,ამიტომაც თაიმ საღამოს წასვლა გადაწყვიტა და ბელა კვლავ ეულად დატოვა.
გოგონამ კვლავ ჩვევად ქცეუულ საქმიანობას მიჰყო ხელი- ახალ ამბებს ქექავდა,იქნებ სადმე ღვინის კონპანიის დირექტორის შესახებ გადაწყდომოდა სიახლეს. ბაჩანას ბევრი ახსენებდა,თუმცა არავინ ეძებდა. როგორც ჩანს,მშობლებიც არ იყვნენ გაკვირვებულნი მისი გაუჩინარებით.
უკვე კარგა ხანია,რაც ორჭოფობდა,მიეღო თუ არა გადამწყვეტი ზომები,მაგრამ იმ ღამეს თითქოს რაღაცამ უბიძგა-მტკიცედ განიზრახა,რომ ბაჩანას მშობლები მოენახულებინა.
ეს მარტივი საქმე არ იყო-ისინი კახეთში ცხოვრობდნენ,უკიდეგანო ვენახების მოვლით იყვნენ გართულნი და მშვიდად ,ერთად ღვენთავდნენ ცხოვრების სანთელს.
ბელა დილით ისეთივე დიდ გულზე არ იყო,როგორც უწინ. ღამე ადამიანებს გამბედაობას მატებს,თუმცა მზის სხივები კვლავ აბრუნებენ იმას,რასაც სიბნელეში ადვილად ვემალებით-ეჭვს.
გამთენიისას გაეღვიძა და ლოგინში შამფურივით ტრიალებდა. ერთი ნახევარი თუ ატორმუზებდა,მეორე ბელა გამწარებული მიიწევდა კახეთისკენ. იყო კიდევ ერთი ნაწილი,რომელსაც გოგონამ ბაჩო დაარქვა.
-თუ კი ბაჩოს ნაწილი მაქვს,დაე მან მითხრას,რა გავაკეთო-დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.
იფიქრა,იფიქრა,რას იტყოდა ბიჭი ამ შემთხვევაში და ბოლოს ისე მოუნდა მისი ხმის გაგონება,წამოხტა,ჩაიცვა და საუზმის გარეშე გავარდა გარეთ,კახეთისაკენ .არასდროს ყოფილა კახეთში. ეს მხარე წარმოედგინა დიდ ვაკედ,სადაც მზე აცხუნებდა და ხალხი დღე და ღამ ვენახებში მუშაობდა. იქვე ჭამდნენ,იქვე სვამდნენ და ბავშვებიც იქვე ჩნდებოდნენ. თუმცა ეს უაზრო წარმოდგენა მალევე გაუქრა,როდესაც დვალიძეებისაკენ მიმავალი გარემოს აკვირდებოდა ტაქსიდან.გზის აქეთ-იქიდან მრავალწლოვანო ხეები ჩამოწილიყვნენ,გაზაფხულის უამრავ ფერს იყენებდნენ და მნახველს აჯადობებდნენ. ბელა თითქოს მუსიკას ისრუტავდა თვალებიდან-არაამქვეყნიურ მუსიკას,რომლის არა მოსმენა,არამედ დანახვა შეგიძლია. უყურებდა ბუნების უბრალო მშვენიერებას და მიზეზის გარეშე ბედნიერდებოდა-მადლობელი იყო,რომ ამის დანახვა შეეძლო. გზა აფერადებულ ბუნებას შორის იჭრებოდა და უცნაურ კმაყოფილებას ტოვებდა მგზავრებში. ამ დროს მთავრობით ყოველთვის უკმაყოფილო შუა ხნის ქალიც კი მადლობას ეტყოდა ხელისუფლებას,ამგვარ ადგილას გზის გაყვანისათვის.
როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწია,ბელას გულმა არაორდინალური ილეთების კეთება დაიწყო. ისეთის,ნებისმიერ ცირკის აკრობატს რომ შეშურდებოდა.
დვალიძეების სახლი განცალკევებით იდგა,ახლო-მახლო სხვა ნაგებობები არ ჩანდა,დიდი,ამწვანებული ეზოს შუაგულში ძველებური სტილის სახლი იწონებდა თავს. აღელვებულმა მოავლო თვალი ამ მშვენიერებას-მაისის მიწურულს ვარდები აფეთქებულიყო,ხეებს ფოთლები თითქოს უბზინავდათ,ახალთახალი სამოსივით. მზის სხივები მცენარეებს შორის დანავარდობდნენ,ამ სამყოფელის შემხედვარე ადამიანს მხოლოდ ერთი სურვილი გაუჩნდებოდა-უსასრულოდ ეცხოვრა აქ. სახლი ისეთი მყუდროების შეგრძნებას ტოვებდა,ბელამ გაიფიქრა,ნეტავ მასპინძლებმა ჩაი შემომთავაზონ და ცოტა ხანს ჩუმად ტკბობა მაცადონო.
ჭიშკარი გაუბედავად შეაღო,რომლის ხმაზეც უზარმაზარი,თეთრ-ნაცრისფერი ძაღლი გამოჩნდა და ბელასკენ თავდავიწყებით გამოვარდა. ისეთი ლამაზი ცხოველი იყო,გოგონამ უკან გაქცევაც ვერ გაბედა,იდგა გახევებული და უყურებდა მისკენ გამოქეულ ფუმფულა არსებას. ძაღლი ბელასგაჯ ერთ მეტრში გაჩერდა,თავი ასწია და იმხელა ხმაზე დაიყმუვლა,მის წინაპარ მგლებსაც რომ შეშურდებოდათ. როდესაც აუცილებელ საქმეს მორჩა,ბელას სწრაფად მიუახლოვდა და სადაც კი მისწვდა,ალოკა-ანუ ყველგან. ორ ფეხზე შემდგარმა მკერდზე მიაბჯინა უზარმაზარი ტორები და გაშეშებულ გოგონას სახე დაუდორბლა. ცისფერი თვალები შეანათა და ბელას თითქოს ულევი მხიარულება გაუნაწილა. ხმამაღლა კისკისებდა სტუმარი,როდესაც სახლის კარი გაიღო და იქიდან შუა ხნის ქალი გამოცუხცუხდა.
-ფლოკი,გამოდი მანდედან!-დაუცაცხანა ძაღლს,რომელმაც ყურიც კი არ შეიბერტყა-სტუმარი არ გამიხარა ეზოში ამ ავაზაკმა-აგრძელებდა ვიშვიშს ქალი -გამარჯობა გენაცვალე,არ შეგეშინდეს,ამან მარტო მოფერება და ყმუილი იცის.
-უკვე მივხვდი-კისკისით მიუგო ბელამ და ჰასკის ლოყები სიყვარულით ჩაბღუჯა-ძალიან საყვარელია-დაცქვეტილ ყურებზე ხელი გადაუსვა.
-შემოდი,შვილო,აქ რას უდგახარ,ამას თამაში არ მოსწყინდება-ხელი დაუქნია და სახლისკენ გაუძღვა.
ფლოკი ბელას აედევნა და ზუსტად კარის მიჯნაზე გაჩერდა,მუცლით დაწვა და თავი თათებზე დაიდო.
სახლი შიგნიდანაც ისეთივე მშვენიერი და მყუდრო იყო,როგორც გარედან-ძველებური,ჩუქურთმებიანი ავეჯით,ლამაზი სუვენირებითა და ფარდებით იყო მორთული .
ინტერიერის თვალიერებით გართულმა გოგონამ ძლივს მოისაზრა,რომ მასპინძლისათვის თავი გაეცნო.
-ბოდიშს გიხდით გაუფრთხილებელი სტუმრობისათვის,მე ბაჩანას მეგობარი ვარ,იზაბელი.
ქალი გაიბადრა.
-აბა,რას ამბობ,ყოველთვის გვიხარია სტუმრები,ბაჩოს თუ ასეთი მშვენიერი მეგობარი ჰყავდა,არც კი ვიცოდი. მე მარია ვარ,ძალიან სასიამოვნოა-თბილად გადაეხვია.-დაბრძანდი და ჩაის მოგართმევ,ან ყავას,რომელი გირჩევნია?
ბელას თავპატიჟი არ გამოუდია და სიამოვნებით დასთანხმდა ჩაის.
სანამ მასპინძელი სამზარეულოში ფუსფუსებდა,თაროებზე ჩამწკრივებული ფოტოები მოათვალიერა.
ერთი-ორგან ახალგაზრდა წყვილი იყო გამოსახული,ქალის ნაკვთებში მარია ადვილად ამოიცნო,მუხლამდე თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი სიმპათიური მამაკაცის გვერდით იდგა,ხელში თაიგული ეჭირა და ფოტოდან,მისი სიძველის მიუხედავად,თითქოს ანათებდა.
-ესეიგი,აქ გაიზარდა ბაჩო-დაიჩურჩულა და მზერა დანარჩენ სურათებზე გადაიტანა,სადაც ბიჭი ყველა ასაკში იყო გამოსახული. პატარას უფრო ღია თმა ჰქონდა,რომელსაც,როგორც ჩანს პრინციპულად არ ჭრიდნენ და კულულებად ეყარა მხრებამდე. ფუმფულა წითელი ლოყები და ჭკვიანი თვალები ბელას ანდომებდნენ,ბიჭი თუნდაც მიწიდან ამოეთხარა და ჩაეკოცნა. ახლა უფრო მძაფრად მოუნდა მისი ნახვა,იმდენად უიმედო გრძნობა იყო,რომ ცრემლიც კი მოადგა. თინეიჯერი ბაჩოს ფოტო აიღო და ხელებში მოიქცია. ბიჭი დინჯად იცქირებოდა ობიექტივში,უჩვეულოდ ბუნებრივად იდგა,არ ეყტყობოდა ის უხერხულობა,რომელსაც ადამიანებს მათკენ მინართული კამერა აგრძნობინებთ.
მარია მალევე დაბრუნდა ჩაის ფინჯნებით ხელში და ბელა დაბალ,მარმარილოს მაგიდასთან მიიპატიჟა.
-ბაჩოს შენნაირი საყვარელი გოგონა როგორ უძლებს?-გაიცინა ქალმა და ჩაი მოწრუპა-ბევრი ქალი ჩემი შვილის სიცივეს ვერ უძლებს,არ აქვს მნიშვნელობა,მეგობარია,კლასელი თუ სულაც მასწავლებლები,ქალები უბრალოდ ვერ ვიტანთ ცივ მამაკაცებს.
-მაგრამ ამავდროულად სიცივეც მიმზიდველია-გაიღიმა ბელამ -ყინული ცნობისმოყვარეობას ამძაფრებს.-ჩაის არომატმა სასიამოვნოდ მოთენთა.
-ეგეც მართალია-დაეთანხმა მარია-ბაჩოს სიცივის მიღმა მისი უნიკალური ბუნებაა.
-აქ იმიტომ ვარ,რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა,მაგრამ ალბათ მიჩვეულია დამოუკიდებლობას და არ მოინდომა,ფაქტობრივად,თავიდან მომიშორა-მოულოდნელად წამოიწყო გოგონამ,მიხვდა,შეეძლო გულახდილი ყოფილიყო-ვიცი,რომ გრძნობებთან ვერ მეგობრობს,ამიტომაც,მიუხედავად იმისა,რომ არ უნდა,მაინც მოვძებნი.
მარიამ გაიღიმა.
-ზუსტად ესაა მეგობრობა,ადამიანი იმ დროს გამოიცდება,როდესაც ხელს ჰკრავენ. ჩემი შვილი იმდენად უცნაური პიროვნებაა,მეც კი ხშირად მიჭირს მისი გაგება. ვინაიდან აქ ხარ და ეს არ გრცხვენია,ეს იმას ნიშნავს,რომ ბაჩოსთვის ნამდვილად კარგი გინდა.
-მინდა პრობლემები ავაცილო,რომლებსაც თუ ასე ცივად მიუდგა,ვერ გაექცევა. ხანდახან ზუსტად გრძნობებია საჭირო იმისთვის,რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზუსტად ვივი,რომ მისი დახმარება შემიძლია,მაგრამ არ ვიცი,სად მოვძებნო.
-მოძებნა რად გინდა,საყვარელო-გაუკვირდა ქალს.
-რამდენიმე კვირაა,რაც არ დამკავშირებია,მას მერე,რაც ...-ბელას სიტყვა გაუწყდა,რადგანაც კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა. ვიღაც მეორე სართულიდან ჩამოდიოდა. ჯერ სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი გამოჩნდა,რის შემდეგაც ბელას ძლივს დაწყნარებული გული ახლიდან გაგიჟდა-ბაჩო მაისურის გარეშე ჩამოდიოდა საფეხურებს. ბელა ისეთი პირდაღებული მიაჩერდა,თითქოს მამაკაცს პირველად ხედავსო. განიერ მხრებს,დაკუნთულ მკლავებს და მკვრივ,რელიეფურ მუცელს უყირებდა და სულ გადაავიწყდა,რისთვის იყო იქ მისული.
ბიჭმა დაინახა თუ არა,დენნაკრავივით შედგა და გაოგნებულმა შეავლო თვალი.
-აქ რა გინდა?
გოგონას ისე უნდოდა,სულ ოდნავ მაინც,ნახევარი წამით შეხებოდა,რომ მისკენ წაიწია,თუმცა ბაჩო უკან-უკან წავიდა.
-არა,არ მომიახლოვდე.
ბელას გულზე რაღაცამ მოუჭირა.
-რა ხდება,ბაჩო?-ხმა აუკანკალდა. მარია ფაცხა-ფუცხით გავარდა,საქმე მაქვსო,კარში გაშოტილ ფლოკის დაუძახა და მასთაჯ ერთად გაუჩინარდა.
ბელამ კვლავ წინ წაიწია.
-უკან,არ მოხვიდე-თითქოს მუდარით დაიყვირა ბიჭმა.
-რა ჯანდაბა გეტაკა?-მოთმინება დაკარგა გოგონამ-მე მგონია,რომ ჯოჯოხეთში ჩარჩი,როგორ ვდარდობდი,ეს კიდევ თურმე ზის თავის მამულებში და განისვენებს! კიდევ არ მომიახლოვდეო,მადლობა თქვი,აი ეს დანა რომ არ ჩაგარჭე მაგ უგულო მკერდში-კარაქის დანა აიღო და მოუღერა.-გაიგე შეჯ,არ მოხვიდეო,რისი გეშინია? იმის ხომ არა,დამპლურად რომ მოიქეცი და ახლა აღიარება მოგიწევს-დანა დადო და ლიმონი გაუქანა,რომელიც გაშეშებულ ბიჭს პირდაპირ თავში მოხვდა და გამოაფხიზლა.
-მაგის არ მეშინია-ამოუბურდღუნა და ოდნავ უკან დაიხია-ახლოს როცა ხარ,ისე არ ვფიქრობ,როგორც ჩვეულებრივ. შენ მე მაბნევ,უცნაურ სურვილებს მიჩენ-უკმაყოფილოდ მოისვა თავზე ხელი-ეგ ყველაფერი კი არ მომწონს,მით უმეტეს,ახლა მისია მაქვს.
-მისია?-წამოიკივლა გოგონამ-ლუციფერის ფინიობა მისია გგონია?
-შენ არაფერი იცი-მოიღუშა ბიჭი-ყველაფერი განსაზღვრული იყო,ანგელოზს ჩვენს გულებზე შეცდომა უნდა მოსვლოდათ,რათა მე ასეთი ვყოფილიყავი.
-სისულელეა,ეგ მხოლოდ იმიტომ დაიჯერე,რომ გეშინია,ახალი გრძნობების გეშინია!-განწარებულმა ამოთქვა გოგონამ-ყველაფერი არჩევანზეა. მთელი ჩვენი ცხოვრება არჩევანია და თუ ეგ არ იცი,მართლა არაფერი გცოდნია.
გული საოცრად სწრაფად უცემდა,ცხოვრებაში ისე არაფერი მონდომებია,როგორც ახლა ბაჩოსთან მიახლოება . წამში მოსწყდა ადგილს და ბიჭთან მიირბინა,მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩები მიაწება.
ბიჭი თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა,თუმცა წინააღმდეგობა ვერ გაუწია,რამდენიმე წამში მანახ ბელასავით დახუჭა თვალები და კოცნაში აჰყვა. კიდევ ცოტა ხანში წელზე ხელები შემოჰხვია და უფრო მომთხოვნი გახდა,წამყვანის როლი სწრაფად გადავიდა გოგონადან ბიჭზე. ვერც ერთი ვერ აკონტროლებდა სუნთქვას,არც ზეცაზე ფიქრობდნენ და არც ჯოჯოხეთზე,მხოლოდ გამაბრუებელ შეგრძნებას აძლევდნენ მიახლოების უფლებას.
ბაჩომ გოგონა ხელში აიტაცა ,ცალი ხელი უკანალზე შემოსდო,ხოლო მეორე მაისურის ქვემოდან შეუცურა. ამ დროს თითქოს რაღაცამ დაარტყაო,შედგა და ბელა მკვეთრად მოიშორა.
-არა,არა,არა...-გოგონას შეშლილი თვალებით შეხედა-ასე საფრთხეში ჩავარდები. ორივე საფრთხეში ვართ და ... უნდა წახვიდე,ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება.-თქვა და კარისკენ გაემართა-წადი,იზაბელ და უკან არასდროს დაბრუნდე.-ხმა შეუვალი გახდომოდა.
ბელმა ერთ წამს გაიფიქრა,კიდევ შევეცდები,აზრზე მოვიყვანოო,თუმცა უეცრად საშინელი დაღლილობა იგრძნო. მარტო ყოფნა მოუნდა,ყველასგან შორს,თავად ბაჩოსგანაც კი.
მხრები აიჩეჩა და სირბილით გავარდა ეზოში. ძალიან უნდოდა,მარიას დამშვიდობებოდა,მაგრამ ცრემლები უკვე ლოყებს უსველებდნენ და ამის ძალიან სცხვენოდა.
ეზოეან უმისამართოდ გაუყვა გზას,მალევე მონახა პატარა,მოფარებული ადგილი,ბალახებში ჩაჯდა და გულამოსკვნილი ატირდა.


*****
დიდი წვალების შემდეგ,მოვახერხე და ავტვირთე :3
ძალიან მომენატრეთ,იმედია მოგეწონებათ და რა თქმა უნდა,ველი თქვენს აზრს.
მარად თქვენი მონა მორჩილი ალისა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Maybilline

პირველი ვარრრ.. აბა ვნახოო, მაგრამ დარწმუნებული ვარ კაი იქნება :3

 


№2 წევრი Alice76

Maybilline
პირველი ვარრრ.. აბა ვნახოო, მაგრამ დარწმუნებული ვარ კაი იქნება :3

გელოდები:3❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უუუუუჰჰჰჰჰ როგორ ჩამოცხაააააა :დ ვახმეეეე რაააა.... ძალიან მაგარი იყო ალისა მართლა ძალიან მაგარი... ჩვენი გრინჩიკო გამოჩნდა :დ არა ესრთი ამ ბიჭს რა მისიობანა მოუნდა ჰა?!. კიარ უნდა აკოცოს ამ გოგომ ჩაარტყას თავში რაღაცა გათიშოს და მიცეს თავის გული :დ :დ იქნება მოეგოს გონს :დ :დ ... მიხრია ამხელა თავებს რო ვკითხულობ <3 იმედია ძალიან არ დააგვიანეეებ.. გყვარობ მე შენ <3

 


№4 წევრი Alice76

ანი ანი
უუუუუჰჰჰჰჰ როგორ ჩამოცხაააააა :დ ვახმეეეე რაააა.... ძალიან მაგარი იყო ალისა მართლა ძალიან მაგარი... ჩვენი გრინჩიკო გამოჩნდა :დ არა ესრთი ამ ბიჭს რა მისიობანა მოუნდა ჰა?!. კიარ უნდა აკოცოს ამ გოგომ ჩაარტყას თავში რაღაცა გათიშოს და მიცეს თავის გული :დ :დ იქნება მოეგოს გონს :დ :დ ... მიხრია ამხელა თავებს რო ვკითხულობ <3 იმედია ძალიან არ დააგვიანეეებ.. გყვარობ მე შენ <3

ჰუჰუუ <3 რა ქნას აბა,დიდი გული აქვს და ვერ აკონტროლებს თორე კია ბაჩიკო ღირსი :/
გრინჩი ისე მომენატრა,მის გარეშე ვერ გავძელი:დდ ❤️
არ დავაგვიანებ,ცოტა დრო მჭირდება,სულ ცოტა ❤️❤️

 


№5  offline წევრი უცნაური მე

ბაჩანას ვერ დავადანაშაულევ, დარწმუნებული ვარ ასე უმიზეზოდ არ მოიქცეოდა, არის ალბათ მიზეზი რის გამოც საფრთხეს უქმნის იზაბელს და ამიტომ იჭერს თავს მისგან შორს.
თუმცა ბელა ძალიან შემეცოდა :( ძალიან ძნელია როცა ხელს გკრავენ.
გრინჩის გამოჩენამ როგორ გამახარა..
ფლოკის სცენა ისე გქონდა აღწერილი, თითები მომექავა ისე მომინდა შევხებოდი ❤️
ხო და მთავარი რატომ მეგონა რომ ბაჩანა მართლა ჯოჯოხეთში დარჩა?
მოკედ ყველგან ინტრიგა :დდ გელოდები ახალი თავით ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი barbare

namdvilad dasafasebeli namushevaria.. msuye, didi tavia romlis kitcvas daiwyeb tuara vegar mowydebi. (zogadad mtlianad istoriaa maseti magram...) ratom mitanjav qalo bachukis da belusis? :( velodebi shemdeg msuye tavs ise rom lodinis ori sami dge amonazgauros. <3

 


№7 წევრი Alice76

უცნაური მე
ბაჩანას ვერ დავადანაშაულევ, დარწმუნებული ვარ ასე უმიზეზოდ არ მოიქცეოდა, არის ალბათ მიზეზი რის გამოც საფრთხეს უქმნის იზაბელს და ამიტომ იჭერს თავს მისგან შორს.
თუმცა ბელა ძალიან შემეცოდა :( ძალიან ძნელია როცა ხელს გკრავენ.
გრინჩის გამოჩენამ როგორ გამახარა..
ფლოკის სცენა ისე გქონდა აღწერილი, თითები მომექავა ისე მომინდა შევხებოდი ❤️
ხო და მთავარი რატომ მეგონა რომ ბაჩანა მართლა ჯოჯოხეთში დარჩა?
მოკედ ყველგან ინტრიგა :დდ გელოდები ახალი თავით ❤️

:ინტრიგული გამოხედვა: არაა ბაჩოს ადგილი ჯოჯოხეთში:3 შევეცდები შემდეგ თავში ინტრიგა შევანელო????❤️

სტუმარი barbare
namdvilad dasafasebeli namushevaria.. msuye, didi tavia romlis kitcvas daiwyeb tuara vegar mowydebi. (zogadad mtlianad istoriaa maseti magram...) ratom mitanjav qalo bachukis da belusis? :( velodebi shemdeg msuye tavs ise rom lodinis ori sami dge amonazgauros. <3

ლოდინისთვის აუცილებლად დაგაჯილდოვებ❤️❤️ დიდი მადლობა ბარბიკ,რომ სულ კითხულობ და აზრს აფიქსირებ❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

shemogiertdit da dzalian momewona . gacemuli angelozebi,daangelozebi ragacnairad ar ilaparakos magonebwn tumca gansxvavebulia da momwons es mistika ase rom velodebi axal tavs

 


№9 წევრი Alice76

სტუმარი ნათია
shemogiertdit da dzalian momewona . gacemuli angelozebi,daangelozebi ragacnairad ar ilaparakos magonebwn tumca gansxvavebulia da momwons es mistika ase rom velodebi axal tavs

კეთილი იყოს შენი მობრძანება :D ❤️ მაგ სახელით არ ვიცი მოთხრობა,თუ ვიპოვე,გავცნობი❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს არ იქნება,?

 


№11 წევრი Alice76

სტუმარი მარი
დღეს არ იქნება,?

ვერა :(

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

betseleria dagugle hush hush, wigni natargmnia ori nawilia ar ilaparako da gaiqeci saocari wignia. libertenis wignebshia. pachi&nora mokmedi pirebi dagaviwyebs samyaros da shegayvarebs demons

 


№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი თავი იყო.საინტერესოა რა მოხდა ჯოჯოხეთში მას შემდეგ რაც ბელას გამოფხიზლების შემდეგ
--------------------
ლანა

 


№14 წევრი Alice76

La-Na
ძალიან კარგი თავი იყო.საინტერესოა რა მოხდა ჯოჯოხეთში მას შემდეგ რაც ბელას გამოფხიზლების შემდეგ

ამბები ბევრია დარჩენილი:3❤️

 


№15 სტუმარი ეკაკო

აუიი დადე რა დღეეეს :'(

 


№16 წევრი Alice76

ეკაკო
აუიი დადე რა დღეეეს :'(

მეც ძალიან მინდა,რომ დავწერო,მაგრამ დრო არ მაქვს :((( დღეს ვერ მოვახერხებ :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent