შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და მთვარის სონატა (სრულად)


17-09-2018, 01:42
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 393

მე,შენ და მთვარის სონატა (სრულად)

ცხოვრება,ერთადერთი რამაა,რასაც არც დასაწყისი აქვს და არც დადსრული,არც თავი და არც ბოლო არ მოუჩანს..ეს არის უწყვეტი ხაზი,ხაზი რომელზეც ჩვენ ვართ დაკავშირებული,თუმცა ამ ხაზიდან ერთი მცდარი ნაბიჯი და სიცოცხლის არსი ქრება,არც დასაწყისისკენ ვართ,არ ბოლოსკენ,არც შუაში..ამას ვერ ვგრძნობთ,რადგან ჩვენ აღარ ვართ,ვეღარ ვგრძნობთ და ვერ ვაანალიზებთ საკუთარ არსებობსას.

* * *

ალექსანდრას ნარნარი ხმა ისმოდა მეორე სართულიდან,რომელიც ზანტად ჩამოდიოდა კიბეებზე და აბრეშუმის გრძელ ხალათს ტალღებივით მოასრიალებდა.
თმა გვერდით ჩამოეყარა,როგორც ყოველთვის,მუქი წაბლისფერი,ოდნავ დატალღული თმა,რომელიც მის სილამაზეს განსაკუთრებულ ეშხს სძენდა,მისი მიხვრა-მოხვრა კი,ერთი სიამოვნება იყო,თითქოს ლერწამი ირხეოდა ნიავისას,ისეთი ჰაეროვანი და ნაზი ჩანდა,თუმცა შიგნიდან იწვოდა იგი,ბობოქარი,ცეცხლოვანი სულითა და გულით.
შავი,ლამაზი თვალები გადაატრიალა და მისაღებში გრძელ მაგიდას მიუჯდა,რომელიც მთელ სიგრძეზე იყო გაშლილი,თითქოს სადაცაა ხალხით გაივსება მაგიდა და წვეულება გაიმართებაო,თუმცა არა.. ამ არნახული სუფრის სტუმარი და მასპინძელი,მხოლოდ ალექსანდრა იყო.
ალექსანდრას ხმა უზარმაზარ სახლში ხშირად არ ისმოდა,რადგან არ უყვარდა ბევრი საუბარი,მოსაუბრე არც ჰყოლია სინამდვილეში,ყველა ჩამოიშორა და ყველა ჩამოშორდა,ყველამ განზე გასწია ის,მისი წარსულის გამო.
ორმოცდაათი წლის არჩილ დადიანის გარდაცვალების შემდეგ,მისი კომპანია, აქციები მთლიანად ალექსანდრას ერგო,რადგან არჩილს შვილი არ ჰყოლია,არც ძმა,არც ცოლი ალექსანდრამდე,ყველაფერი მას დარჩა,ამ ქორწინების შემდეგ.
მხოლოდ თვეში ერთხელ თუ გადიოდა ალექსანდრა გარეთ,თუ საჭირო ბიზნეს შეხვედრა გაიმართებოდა,კომპანია მისი ქმრის ახლობელს,დემნა ბურდულისთვის ჰქონდა გადაბარებული.
- ქალბატონო ალექსანდრა,დღეს..ჟურნალებში გამოაქვეყნეს უკვე ის სტატია..
ამარა მის წინ დადგა გაშეშებული.
ალექსანდრამ მაგიდაზე ხელი დაარტყა,მოსამსახურე ხმაურზე შეცბა და მის დიდრონ თვალებში ჩახედვა მხოლოდ წამიერად მოასწრო.
- ესე იგი,მოასწრეს უკვე,არა?!
მოსამსახურემ კვლავ მხრები აიჩეჩა,ენაჩავარდნილს აღარ იცოდა,რა ეპასუხა ალექსანდრასთვის და მხოლოდ შეშინებული შესცქეროდა.
- მთავარ ოთახში ავდივარ,ყავა ამომიტანეთ.

მთავარი ოთახი,რომელიც არც მისაღები იყო,არც საძინებელი,არც სასტუმრო,ის მხოლოდ მთავარი ოთახი იყო,რომელიც გავსებული იყო ალექსანდრას ნახატებით,საღებავებითა და ტილოებით.
ოთახი სახლში თითქმის ყველაზე დიდი იყო,ალექსანდრას ეს უზარმაზარი ოთახი სპეციალურად ჰქონდა შერჩეული,რადგან ყველა ნახატი და ნაძერწი მასალა ერთად მოეყარა და დატეულიყო.
მისი ნამუშევრები,განსაკუთრებული ფერებით გამოირჩეოდა ყოველთვის,რამოდენიმე საღებავს ერთმანეთში ისე ურევდა,რომ არაამქვეყნიური ფერები მიიღებოდა,განსაკუთრებულად კი,მის ნახატებში ხშირად იყო,მოცისფრო-მოლურჯო თვალება ადამიანის მზერა,რომელიც ყოველთვის დაუსრულებელი იყო...
აქ შემოსვლის უფლება,მხოლოდ ერთ მოსამსახურეს - ამარას შეეძლო, ამარა მხოლოდ ალექსანდრას კაპრიზებს ასრულებდა,შეეძლო შუაღამისას ოთხჯერ მაინც დაერეკა,მხოლოდ იმის გამო,რომ წყალი მიეწოდებინა მისთვის.
ამარა ერთდაერთი იყო,ვინც ალექსანდრას გაუძლო და ათი წელი შეუსრულდა მონობის.
ხელის კანკალით დააკაკუნა ფრთხილად კარებზე და სახლის პატრონს დიდი ფაიფურის ფინჯნით ყავა მიაწოდა,ალექსანდრას ხელები სულ საღებავებში ამოსვრილიყო,გრძელი უშველებელი თმა ერთ კოსაში მოექცია წვრილი ფუნჯით და მხოლოდ ერთი ზედა ჩაეცვა,რომელიც მასზე ხუთჯერ დიდი იყო.
ალექსანდრა,მხოლოდ აქ გრძნობდა სულის თავისუფლებას,აქ შეეძლო ყველა იმ ემოციის გადმოცემა,მხოლოდ ამ ნახატებში,მხოლოდ ამ ოთახში...
ჭაღი კი ასამდე ნათურით მაინც იქნებოდა სავსე,რომელიც მთელ ოთახს აბრდღვიალებდა.

* * *

კომპანიაში შესვლისას ყველანი ფუტკრებივით ბზუოდნენ და აქეთ იქით იფანტებოდნენ,ალექსანდრას დანახვას ყველა ერიდებოდა,იცოდნენ,არ უყვარდა როცა ვინმე მას აკვირდებოდა,რადგან ყოველი რიგითი თანამშრომელი,რომელმაც გაბედა და თვალებში შეხედა,მეორე დღეს მაღაზიებში კონსულტანტადაც აღარ იღებდნენ.
ასეთი იყო ის,ჯოჯოხეთის და ბოროტების ქალღმერთი,თავად ჰადესის ქალი და აფროდიტეს შვილი.

ის კიბეებზე ქუსლების კაკუნით ავიდა და პირდაპირ დემნასთან შეიჭრა კაბინეტში,რომელიც არც კი მოელოდა,დემნამ სწრაფად დახურა ლეპტოპი და ფეხზე წამოდგა,ხელი ალექსანდრას გაუწოდა მისალმების ნიშნად,თუმცა ის მის წინ მოთავსდა და პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა.
- მოვედი,მისი ხავერდოვანი ხმა გაისმა სიჩუმით მოცულ ოთახში,დემნამ რამოდენიმეჯერ ჩუმად დაახველა,სანამ ლაპარაკს დაიწყებდა ალქაჯთან,რომელიც ისე უყურებდა,თითქოს ეს ესაა გული უნდა ამოაგლიჯოსო.
- აქციების მყიდველი გამოჩნდა და აი ეს ხელშეკრულებები,მე უკვე ხელი მოვაწერე,მაგრამ შენი ხელმოწერაც მნიშვნელოვანია.. ალექსანდრა,ჩვენ ამ ბიზნესს ვერ ვმართავთ მარტოები.. აუცილებლად გვჭირდება ვინმესთან კამპანია,ამიტომ ეს აუცილებელი იყო.
ალექსანრამ ფეხი ფეხზე გადაიდო,სავარძელს ზურგით მიეყრდნო და კვლავ გამჭოლი მზერით გახედა დემნას თვალებში.
- სად არიან მყიდველები?!
- გვერდითა კაბინეტში.
- შემოვიდნენ,ქალმა ხელი ჩაიქნია და არც შემოტრიალებულა,როგორ შემოიპატიჟა დემნამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი.
დემნამ გზა გაუნთავისუფლა მათ და მაგიდის გარშემო ცარიელ სკამებზე მიუთითა.
- გამარჯობა,მაქსიმე ანდრიაძე.
თქვა ახალგაზრდა,მაღალმა მამაკაცმა,რომლის ხმამ ალექსადნრასთვის გულში ჭექა-ქუხილი ატეხა,ქალს ხელი გაუწოდა და მანაც მისი ნატიფი ხელი ნაზად შეახო მას.
დიდრონი შავი თვალები შეანათა მამაკაცს,რომელიც ისიც ასევე დაჟინებით უყურებდა და მზერას ვერ აშორებდნენ ერთმანეთს,დაძაბულობა დიფუზიასავით იფანტებოდა გარშემო,ეს ყველაფერი დემნას არ გამოჰპარვია,ეცადა განემუხტა სიტუაცია და მაქსიმეს მიუთითა დამჯდარიყო.
- გთხოვთ,ბატონო მაქსიმე,დაბრძანდით.
როგორ იქნა დაშორდნენ მათი ხელები ერთმანეთს,ალექსანდრა მზერას არ აშორებდა მას და თვალები წყლით ევსებოდა.
- დახუთულობაა კაბინეტში,თქვა მაქსიმემ და ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა,რომელიც ეგონა თითქოს ისე უჭერდა,რომ ახრჩობდაო.
- ალექსანდრა,ესენი არიან იმ აქციების მყიდველები,რომელზეც მე გითხარი.
- არავითარ შემთხვევაში,თქვა ალექსანდრამ და თვალები ისევ მაქსიმეს მიაპყრო.
დემნამ ხელი მოჰკიდა ალექსანდრას,ანიშნა რა ხდებაო,თუმცა პასუხი არ მიუღია..
- ალექსანდრა,ჩვენ ხომ შევთანხმდით?! გთხოვ,ისედაც ვიღაცას შესწევს იმდენი თანხა,რომ ეს აქციები იყიდა,რა გინდა,კაპიკებად გაგვეყიდა და საერთოდ გავკოტრებულიყავით?
გაღიზიანებულმა დემნამ ჩასჩურჩულა ალექსანდრას,რომელიც ახლა ნაკლებად ფიქრობდა აქციებზე,კომპანიაზე,ფულზე...
ალექსანდრა სავარძლიდან წამოხტა,თვალი შეავლო ისევ მაქსიმეს,შემდეგ მის გვერდით მჯდომს და კარს მიუახლოვდა.
- უნდა წავიდე! მეტი არ მინდა,ვინმე გამომყვეს!
მაქსიმეს მიმართულებით თქვა ხმამაღლა და კაბინეტი დატოვა.
მაქსიმე კაბინეტიდან გამოვარდა,ალექსანდრას კიბეებზე დაეწია,რომლის ქუსლებიც მიაკაკუნებდნენ მარმარილოს იატაკზე.
- მოიცადე! ალექსანდრა!
- ხელი არ დამაკარო!
ქალი ისე შეცბა,თითქოს მისთვის ოდნავი შეხება სასიკვდილოდ მიყენებული ჭრილობა იქნებოდა.
- უნდა ვილაპარაკოთ!
- ხელი გასწიე! თავი ვინ გგონია?! ახლავე დაცვას დავუძახებ და მიგაბრძანებენ აქედან!
მაქსიმემ ხელი უფრო მჭიდროდ მოჰკიდა ქალს და მისკენ ახლოს მიიზიდა,ზღვისფერი თვალები მიანათა მას და ნესტოებით ჰაერი ხმაურიანად შეისუნთქა.
- მოგიწევს ყველაფრის ახსნა ჩემთვის,ერთ დღეს მაინც მოგიწევს!
ხელი გაანთავისუფლა და ისე დაუსხლტა ალექსანდრა მას,როგორც მტაცებელს,სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მთელი სისწრაფით მოშორდა იქაურობას.

* * *
ალექსანდრას,როცა ტირილი არ შეეძლო,როცა ერთ ცრემლსაც არ უშვებდა თვალიდან,ყველაფერს ერთიანად ლეწავდა სახლში და აი ის დღეც დადგა,ალექსანდრას ოთახიდან ყვირილი და ჭურჭლის მსხვრევა რომ ისმოდა.
ამარა და მისი კოლეგები ალექსანდრას კართან ატუზულები იდგნენ და ელოდნენ როდის ჩადგებოდა ეს ბობოქარი ქარიშხალი,რომელსაც ის ქმნიდა.
- აღარ მორჩა? ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა და ამარამ ტუჩებთან თითი მიიტანა.
- ჩშშ! გინდა შენც ზედ მიგაყოლოს?სიცოცხლე მოგბეზრებია?
- არ მოგცემ ჩემს ცხოვრებაში კვლავ შემოჭრის უფლებას!! არა!! არა!!
ისევ მსხვრევის ხმა,ისევ აქა-იქ მიმოფანტული შუშის ნამხსვრევები.
ბოლოს კი,ალექსანდრას ფაიფურივით თეთრი,ფითქინა ფეხებიდან მჩქეფარე სისხლი,რომელსაც მთელი იატაკი მოესვარა და ბოლო ხმაზე გაჰკივლა ამარას სახელი.
- ქალბატონო ალექსანდრა ახლავე! კარი შეაღო თუარა ამარამ,მაშინვე ხელი სტაცა ყველაფერს..ალექსანდრას სისხლიანი ფეხები რომ შეამჩნია,მაშინვე ახლოს მივიდა და სპირტიანი ბამბები შეაშველა.
- რას აკეთებ?!!
- ქალბატონო ალექსანდრა,სისხლი მოგდით..
- იყოს.. ლამაზია.
თვალები შეავლო თავის გრძელ ფეხებს და ისევ სევდანარევი ღიმილი მოეფინა. ჩემი ნახატი მომაგონდა,სადაც უხვად მქონდა წითელი საღებავი გამოყენებული.. წავალ დავხტავ,თქვა და მთავარი ოთახისკენ აიღო გეზი.
- გიჟია? ჩაილაპარაკა მოსამსახურემ და ამარამ თვალები დაუბრიალა.
- მასზე ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს! გაჩუმდი! შენს საქმეს მიხედე! მე ყავას გავაკეთებ,ვიცი ცოტახანში დამიძახებს!

ალექსანდრას საძინებელში მზის სხივს ვერ ნახავდით,ყოველთვის ჩამოფარებულიყო დიდ უშველებელ ფანჯრებზე ასეთივე დიდი ფარდები,სქელი და მუქი შეფერილობის,მზის პატარა სხივიც რომ შეჭრილიყო მის ოთახში,სახლში მას ვერავინ გადაურჩებოდა ცოცხალი.
ღამესავით შავი თვალები გაახილა ალექსანდრამ,გარდერობი გამოაღო და სამოცდაათი ფერის აბრეშუმის ხალათიდან,ამჯერად მუქ ბორდოსფერზე გააკეთა არჩევანი,შიშველ სხეულზე შემოიცვა და მისაღებში ჩავიდა სასაუზმოდ.
ლეპტოპი გაშალა და ყავას დაეწაფა გემრიელად.
რამოდენიმე წამში მთლიანი სუფრა ძირს იყო გაფენილი და მის კივილზე კვლავ გამოვარდნენ მოსამსახურეები.
- არავის შევარჩენ ამ ბედნიერ სახეებს! არავის!
აბრეშუმის ხალათის ფრიალით ავარდა ალექსანდრა თავის ოთახში და კვლავ ჭურჭლის მსხვრევა ჩამოესმა ყველას.

როცა უძილობა ალექსანდრას საუკეთესო მეგობარი გახდა,იძულებული იყო ასევე დამეგობრებოდა ფსიქოტროპულ წამლებს,რომლებსაც ის არა მხოლოდ დასაძნებლად იყენებდა,ყოველ ღამე ორი კაფსულა ედო საწოლთან ერთ ჭიქასთან ერთად,მისი ღამე მათ გარეშე არასდროს დგებოდა.
გათენდა,როცა კარგად გვარიანად ატყდა თავსხმა წვიმა.
ალექსანდრას განსაკუთრებულად უყვარდა წვიმა,რადგან ეს მისი ცრემლების ის რაოდენობა იყო,რომელსაც იგი თვალებიდან ვერასდროს უშვებდა.
ჭექა-ქუხილი კი,მისი გულის ცემა იყო.
ალექსანდრა იყო სამყაროს ნაწილი,ღვთაება,რომელიც ბუნების მოვლენებს უკავშირდებოდა და ამას მის გვერდით ნებისმიერი გრძნობდა,ქალი თუ მამაკაცი.
მთავარ ოთახში,ბეთჰოვენის მთვარის სონატამ გაიჟღერა,
ფუნჯი რამოდენიმეჯერ ამოავლო ალექსანდრამ მოცისფრო,მოლურჯო საღებავში,კარი ამარამ გააღო და ერთი ჭიქა ყავა დაუდო მაგიდაზე,როცა გასვლა დააპირა,ალექსანდრამ ისე შესძახა,თითქოს მას არც ეკითხებოდა.
- ამარა,იცი რა კავშირშია მთვარის სონატა და ლურჯი თვალები?
- არა ქალბატონო ალექსანდრა.. არ ვიცი.
- შეგიძლია წახვიდე, თქვა და ისევ თავის ნახატს მიუბრუნდა,რომელსაც ვერა და ვერ ასრულებდა,ათასობით ნახატი ეყარა აქა-იქ,სადაც გამჭოლი,ვნებააშლილი,ზღვისფერი თვალები მოჩანდა,მაგრამ არა სხვა ნაწილი... ის ვერასდროს ასრულებდა მას,ან ძალით არ ასრულებდა.. ვინ იცის?
- მხოლოდ შენ იცი,ჩემო სიყვარულო,მხოლოდ შენ იცი რა კავშირია მთვარის სონატასა და ლურჯ თვალებს შორის..
თითები ტილოს ნაზად დაუსვა და ტუჩები შეახო,საღებავს მისი წითელი ბაგეები ურცხვად შეეჭრა,ქალმა ენა მოისვა ქვედა ტუჩზე და ღიმილი მოეფინა..
- მაკოცე,ჩემო სიყვარულო,მაკოცე.. მე მხოლოდ შენი ვარ.
მხოლოდ შენ გეკუთვნი,ჩემო ბედნიერებავ..


ალექსანდრამ კარადიდან აბრეშუმის მუქი იისფერი ხალათი გადმოიღო,შიშველ სხეულზე მოიცვა და კიბეებს ჩაუყვა,როგორც ზღვაში ბობოქარი ტალღები ისე მიუყვებოდა კიბეებს.
სამზარეულოში მოახლეებს გადახედა,ამარას ეძებდა თვალებით,თუმცა ხმამაღლა არ უთქვამს,ამიტომ მაგიდაზე დადებული ყველა პროდუქტი ერთი ხელის მოსმით გადმოყარა.
- ქალბატონო ალექსანდრა,რამეს ხომ არ ინებებთ?
მთავარ მოსამსახურეს,ამარას,ხმა აუკანკალდა.
- როცა მე კიბეებზე ჩამოვდივარ,შენ ყოველთვის აქ უნდა იყო!
შეუბღვირა ალქაჯმა და სავარძელში ჩაეშვა,ვოგის ახალი ნომერი გადაშალა და გიშრისფერი თვალები დაატრიალა.
- ყველაფერი მომაბეზრებელია..წავალ,გასართობად. გვიან დავბრუნდები,გემრიელი ვახშამი დამახვედრეთ.
სანამ მის საძინებლამდე მივიდოდა კიბეებთან დაუშვა ჰაეროვნად მისი გრძელი აბრეშუმის ხალათი რომელიც ნელნელა მოფრიალებდა მეორე სართულიდან.
შიშველ სხეულზე,მხოლოდ ტყავის პალტო შემოიცვა,შესამჩნევად გამოკვეთილ წელზე ქამარი მაგრად მოიჭირა და მუხლებს ზემოთამდე,ასევე ტყავის ჩექმები შეუხამა,თმა საგულდაგულოდ გვერდით გადაიყარა და სახლიდან გავიდა.
შესაფერის მანქანაში მოკალათდა და გაზს ბოლომდე მიაჭირა.
- ესღა მაკლდა.. გახედა წითელ შუქნიშანს და თვალები გადააატრიალა როგორც მას სჩვევია,გვერდით გაიხედა თუარა,მაშინვე მის გვერდით მდგომი მანქანა დაინახა,საიდანაც ახალგაზრდა მძღოლი მთელი აღტაცებით შესცქეროდა.
ალექსანდრამ თავი გადმოყო ოდნავ მანქანიდან და შუა თითი მიუშვირა ორივე ხელით.
საჭესთან მჯდომმა ახალგაზრდამ შავი სათვალე ჩამოიწია,ახლა უფრო კარგად გამოჩნდა ნაცნობი ნაკვთები რამაც ალექსანდრა გააშეშა და შუა თითები ჰაერში დარჩა.
- შენ?!
ქალმა გაზს ფეხი მიაჭირა და ზუსტად ამ დროს აინთო მწვანეც,მაქსიმეც მთელი სიჩქარით მიაწვა მანქანას,რომელიც ცდილობდა ალექსანდრას რეინჯ როვერს დასწეოდა.
- ასე სწრაფად ნუ დაგყავს! გადმოსძახა მაქსისმემ,რომელსაც ანერვიულება მასზე მეტად ეტყობოდა,თავის საჭესაც ძლივს იმორჩილებდა,მაგრამ ალექსანდრას მანქანამ ისევ წინ გაურბინა,უფრო მოუმატა მაქსიმემ სიჩქარეს და ამჯერად მას ოდნავ გადაუსწრო.
- გააჩერე მანქანა! ალექსანდრა! ავარია არ აგცდება,გააჩერე!
ალექსანდრამ მაქსიმეს მანქანას მთელი ძალით მიარტყა გვერდიდან,წამით ჩამოიშორა და სარკიდან გახედა კმაყოფილი სახით.

* * *

- ბატონო დემნა,ამარა ვარ. მაპატიეთ ასე გვიან რომ გაწუხებთ,მაგრამ სხვას ვის დავურეკო არ ვიცი..
- რა ხდება ამარა? ძილბურანში მყოფი დემნა თვალებს ისრესს და საათს უყურებს.
- ქალაბატონი ალექსანდრა თქვენთან არის?!
- ალექსანდრა?! არა..? რა ხდება?!
- სახლში ძალიან მთვრალი მოვიდა,მერე რაღაცაზე გაბრაზდა ოთახში დაამტვრია ყველაფერი.. ამას შეჩვეულები ვართ,მაგრამ სახლიდან წავიდა.. იცით ძალიან მთვრალია და მეშინია რამე არ დაემართოს,იქნებ დაურეკოთ?
- კარგი ამარა მადლობა რომ შემატყობინე
ამბობს დემნა და შარვლის უბეს იკრავს,მაისურს სწრაფად იცმევს და სახლიდან გარბის.
აიღეე,აიღე ტელეფონი... ტუჩს იკბენს დემნა და დაძაბული ათვალიერებს ქალაქის ყველა კუთხეს,უცბად ახსენდება ინციდენტი ვერანდაზე მაქსიმესთან ერთად,ისევ ტელეფონს იღებს და მაქსიმეს ნომერს კრეფს.
- დიახ,გისმენთ.
ასევე ძილბურანში მყოფი მაქსიმეს ხმა გაისმა ტელეფონში,რომელსაც ნომრისთვის არც დაეხედა.
- მაქსიმე,მაქსიმე გამარჯობა,დემნა ვარ.
- ხო დემნა?ხო მშვიდობაა?
- არა არ არის.. ალექსანდრა შენთანაა?
- ჩემთან?
- ფუ ამის დედაც! მთვრალი სადღაცას წასულა,ვერ ვპოულობ ვერც მე,ვერც მისი მოახლეები.. მეგონა შენთან იქნებოდა.
- სად ხარ მითხარი.
- იყოს,მარტო მოვძებნი.
- არა რა მარტო,ამ შუაღამისას რას იპოვი მარტო შენ?
ჩავიცმევ და ახლავე გამოვალ.
- კარგი.

ქალის სხეულისგან ფრთხილად გაინთავისუფლა მაქსიმემ თავი და ეცადა ჩუმად გასულიყო ოთახიდან,თუმცა კარების ხმაზე სესილია გამოფხიზლდა და მაქსიმეს გაფართოებული თვალებით შეხედა.
-მაქსიმე სად მიდიხარ?!
-სესილია,დაწყნარდი.. სამსახურიდან დამირეკეს აუცილებელი საქმე მაქვს..
-ამ დროს?? ღამის ორ საათზე.. მაქსიმე მატყუებ.. ბავშვი დაიფიცე რომ სამსახურიდან გირეკავენ..
ქალს თვალები აუცრემლიანდა და საბანი მჭიდროდ შემოიხვია.
-ჩემმა თანამშომელმა დამირეკა.. დაწყნარდი და დაიძინე!
ჯინსის ელვა სწრაფად შეიკრა,ქურთუკი მოიცვა და კარი ხმაურიანად გაიხურა.
- სად ხარ ალე..სად ხარ.. ჩურჩულებს მაქსიმე და თვალები საშინლად ეძაბება.
უკვე მეასე ადგილი მოძებნა და ორი საათის შემდგომ ერთ-ერთ ბარს მიუახლოვდა,რომელიც არ ჯდებოდა ალექსანდრას სტილში,მაგრამ მაინც სცადა და შიგნით შევიდა.
- არც აქ არ არის.. თავზე შემოიწყო ხელები,უკან გატრიალდა სადაც ალექსანდრა დაინახა ბარისტას კუთხეში იჯდა,ვისკი ჰქონდა მოყუდებული და ლამის გადმოვარდნილიყო,ისე იჯდა.
ალექსანდრას მიუხლოვდა,ვისკი ხელიდან დასტაცა და მას იმის თავიც კი არ ჰქონია შეეხედა მისთვის.
- ამჯერად ვინ მიფათურებს ხელებს,საინტერესოა..ჯობია გამეცალო ვინც არ უნდა იყო,თორემ იმპოტენტს გაგხდი წამებში.
წლივს ამოიბლუყუნა და ისევ ვისკის ჭიქას დასწვდა,რომლის აღების უფლებაც კაცმა არ მისცა.
- არამგონია რამის თავი გქონდეს,თქვა მაქსიმემ და ხელი ჩაავლო.
- შენ ამ ბოლო დროს ხშირად მეჩხირები თვალში.. ისევ ამოიბლუყუნა და სასმლის სუნი ერთიანად ამოაფრქვია.
დაუსრულებლად იცინოდა და მაქსიმეც ძლივს იჭერდა,ბოლოს ხელში აიყვანა,მხარზე გადაისვა და ისე მიიყვანა მანქანამდე.
- დემნა,ვიპოვე...რომელიღაც ბარში,გათიშულია,ისეთი მთვრალია. არა იყოს,მივიყვან მე თვითონ..
მხარსა და ლოყას შორის მოქცეული ტელეფონი უკანა სკამზე მოისროლა და გაზს ფეხი მიაჭირა.

სასახლეში მისულმა,ხელში ატაცებული ქალი მიიყვანა თავის საძინებელში,საწოლზე ფრთხილად დააწვინა,ქუსლიანი ფეხსაცმელი გახადა,თუმცა ჯერი როცა გრძელ მოსასხამზე მიდგა აქ შეჩერდა,რადგან როგორც ალექსანდრას სჩვევია,შიშველ სხეულზე ჰქონდა მოცმული ყველაფერი,ტანსაცმელს არ იკარებდა.
- ჯანდაბა...
მხოლოდ ესღა აღმოხდა მაქსიმეს პირიდან რომელიც საშინლად აღიგზნო ქალის ულამაზესი სხეულის დანახვისას,მოსასხამი ისევ შეუკრა და საწოლთან ჩამოჯდა,რომელსაც თავი ქალის სხეულთან ახლოს ჩამოედო.

გათენდა,თუმცა ჯობდა არ გათენებულიყო.
ალექსანდრამ გაფართოებული თვალებით გახედა მაქსიმეს,ხელი სხეულზე მოიფათურა და დამშვიდდა,ტანსაცმლით იყო,მაქსიმეს ნაკვთებს კარგად დააკვირდა,მის ყვრიმალებს და ტუჩებს თითებით ნაზად შეეხო და რამოდენიმე წამში წამოიყვირა.
- აქ რას აკეთებ?!
- ალე,რა გაყვირებს?!
სახე ხელებით მოიფშვნიტა კაცმა.
- ასე ნუ მომმართავ!აქ რა გინდა?! წადი!
მაქსიმე საწოლზე დაჯდა,ალექსანდრას ხელს თავის ხელი მოკიდა,ქალმა კი სწრაფად მოიშორა..
- არ შეიძლება დამელაპარაკო?!
- არ შეიძლება.
- იცი რა?!
..ამდენი წელი გავიდა და ჯანდაბა ამის დედასაც შევე*ი ვერ გივიწყებ...
ვერ გივიწყებ ალე!
ვერ შევძელი..ამის დედაც,ვერ შევძელი!
ყოველ დღე ის ფიქრები მიბურღავს ტვინს რატომ მიმატოვა საყვარელმა ქალმა და რატომ გაიქცა ვიღაც მილიონერთან.. ფულს რატომ არჩია სიყვარული.. ვწევარ ჩემს ცოლთან,რომელთანაც ორი შვილი მყავს,ვწევარ მაგრამ ისევ წარმომიდგება თვალწინ შენი სახე..
მის ლამაზ ცისფერ თვალებს შავი თვალები ცვლის..
ვარდისფერ ნაზ ტუჩებს კი დიდი,წითელი ტუჩები..
ვერ დაგივიწყე,ვერა ვერა აი აქედან - თითები საფეთქელთან მიიდო - ვერ ამოგშალე..
ყველგან შენს სურნელს დავეძებ,ყველგან ალექსანდრა..
უბრალოდ მიპასუხე რატომ! არ ვიმსახურებ ეს მაინც ვიცოდე?!
რატომ მექცევი ასე,რატომ?!
რატომ გამიკეთე ეს..რატომ დამინგრიე ცხოვრება?!!
ხომ გიყვარდი?! ხომ გიყვარდი ალე..
- არ მიყვარდი!
- გიყვარდი,მაგას ვერ მომატყუებ..
- ახლა აღარ აქვს მნიშვმელობა მაქსიმე! წადი! წადი!
- ჩემთვის აქვს გესმის?!
მისი სახე ხელებში მოაქცია და ალექსანრას წინ ჩაიმუხლა.
- ნუ მეხები!
- ალე..გთხოვ..
- წადი მაქსიმე.
მაქსიმე ადგა,საყვარელ ქალს დახედა ნაღვლიანად,კარი გაიხურა და ოთახი დატოვა.
ალექსანდრა კი,გაშეშდა..
ყველაფერი გაჩერდა მის გარშემო.
სამყარომ შეწყვიტა არსებობა
ტვინს აღარ მიეწოდებოდა სისხლი
ფილტვებს - ჟანგბადი.
თვალებს - მხედველობა.

- არ ვიტირებ.
- არ ვიტირებ.
- არ ვიტირებ.
თქვა რამოდენიმეჯერ და თვალებიდან ცრემლებმა იპოვეს გზა.
იატაკზე ჩაიმუხლა და ცხარე ცრემლები წასკდა.
მთელი ამ დროის მანძილზე,ამ წლების განმავლობაში,პირველად ამოუშვა ის სიმძიმე,რომელიც საშუალებას არ აძლევდა რომ ეარსება რეალურ სამყაროში.
თავისი თავი ეზიზღებოდა,რადგან დაპირება არ შეასრულა,თავის თავთან არ შეასრულა დაპირება,რომ არ იტირებდა,რაც არ უნდა ყოფილიყო,მის სახეს ცრემლები არასდროს მოედებოდა,არასდროს ჩამოგორდებოდა ერთი წვეთიც კი,ხელის ზურგით ზიზღით იწმენდდა წამოსულ ცრემლებს,რომელსაც ვერა და ვერ იკავებდა.

ამარა საძინებელში შემოვარდა და ძირს დამხობილ ალექსანდრას ხელი ჩასჭიდა,რომელსაც არასდროს ენახა ქალი,ცრემლებად დაღვრილი არა თუ მის წინაშე,დარწმუნებული იყო,ისეც.
- ამარა.. ის.. ის წავიდა.. აღარ დაბრუნდება.. წავიდა გესმის?! გულამოვარდნილი ძლივს საუბრობდა.
- ქალბატონო ალექსანდრა დამშვიდდით,გთხოვთ..
ამარამ ალექსანდრა გულზე მიიკრო და ქალმა ტირილს უფრო უმატა,ცრემლად დაიღვარა მისი ლამაზი და გამოკვეთილი სახის ნაკვთები, წვიმად იქცა სახლი,რომლიდანაც არც ალექსანდრას სიცილი გამოდიოდა,არც ტირილი,ალექსანდრა უბრალოდ ცოცხლობდა.
- ის წავიდა.. ამბობდა განუწყვეტლივ და ამარას უფრო მეტად ეკვრებოდა.
მონატრების საშინელმა სურვილმა დაუწვა მთელი გულ-მკერდი,მუცელი.. ამარას ოდნავ პუტკუნა ხელებმა დედის ხელები და მისი სურნელი გაახსენა,ის სითბო,რომელიც მას დააკლდა ჩვიდმეტი წლის შემდეგ.
ასე იჯდა ალექსანდრა ამარას მკერდზე თავდადებული,რომელსაც მალევე ჩაეძინა..

* * *

მთაწმინდაზე,ერთ-ერთ მაღლობზე,სადაც ორსართულიანი სახლი მდებარეობდა,შავი რენჯ როვერი შორიახლოს გაჩერებულიყო.
სახლი ისეთ ადგილას აეშენებინა მეპატრონეს,თითქოს გარე სამყაროსთან მოწყვეტა სურდაო.
სახლის ეზოში,საბავშვო სასრიალო,ერთი პატარა და ერთი დიდი აუზი გაწოლილიყო,აქეთ იქით კი საქანელები,ისევ პატარებისთვის.
მამაკაცი გარეთ გამოვიდა,ბავშვები ხელიდან გასუხლტა და ორივე სწრაფად მიცვივდა აიწონა-დაიწონას.
- ფრთხილად!
მზრუნველად შესძახა მამაკაცმა და ფართოდ გაუღიმა ორივეს,რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ,ვინ უფრო მეტ ხანს იქნებოდა ჰაერში.
ბოლო მომენტზე რეინჯ როვერში მყოფს,რომელის საჭესთან იჯდა,სუნთქვა გაუხშირდა.
მამაკაცს უკნიდან ქერათმიანი ქალი მიეკრო,მკერდზე ხელები მოხვია და კისერში კოცნები დაუტოვა.
- მაქსიმე..
ქალს ცისფერი თვალები ოდნავ აუწყლიანდა და მამაკაცის ხელის შეხებისას,თვალები მიენაბა,საიდანაც ცრემლის პატარა გორგალი ლამაზად ჩამოცურებულიყო.
- ძალიან სხვანაირი ხარ..
- რას გულისხმობ,სესილია?!
მამაკაცს წარბები შეეკრა,თან ბავშვებს არ შორებდა მზერას და ქალიც ოდნავ განზე გასწია და ხელი მოაშორა.
- საყვარელი გყავს?
- არა.
- აბა რა გჭირს?
- არაფერი.
- მატყუებ..მატყუებ..ვიცი,ასე არ არის მაქსიმე..ვიცი..ვიცი,როცა მე მეფერები შენი გონება სხვაგან არის,სხვა ქალთან არის..ვიცი..
- გაჩუმდი,სესილია.. გაჩუმდი.. თავი მომაბეზრე..
- ნუთუ ასე არ არის?!
- წადი,ბავშვებს მიხედე! მე მივდივარ
- სად? შენს საყვარელთან?!
კაცმა ნესტოებით ხმაურიანად შეისუნთქა ჰაერი,მუშტი შეკრა და ეზოდან ტყვიასავით გავარდა,რომელმაც მერსედესის მარკის ვერცხლისფერი მანქანა დაქოქა და რამოდენიმე წამში ნაცრისფერ გამონაბოქლვს მოეცა იქაურობა.
ქალმა სათვალე გაიკეთა,მინა ასწია და რეინჯ როვერი დაქოქა,ტუჩებზე ოდნავი ღიმილი ეპარებოდა,ამავდროულად სევდა და ტკივილი.
გამარჯვების შეგრძნება,სინანულის,სასოწარკვეთის.

* * *

მარტის მშვენიერი საღამო იყო,ალექსანდრას სახლში სიწყნარე სუფევდა,რაც მეტად საკვირველი იყო ყველასთვის.
მთავარ ოთახში იჯდა ალექსანდრა,ხალათი მხარზე ჩამოეცურებინა იმ მხარეს,რომელი ხელითაც ფუნჯით ხატავდა და მისი სავსე,ლამაზი მკერდი ოდნავ თავს იჩენდა.
გრძელი ფეხები ლამაზად გადაეშალა სკამზე,თითქოს ის კი არ ხატავდა,თავად ის ყოფილიყო ხელოვნების ნიმუში,რომელიც მხატვრების წინ იჯდა,ოთახის ცენტრში და ის უნდა დაეხატათ მხოლოდ.
მარტის მშვენიერი საღამო,თუმცა ეს მშვენიერება ერთობ მხოლოდ მარტისთვის იყო,ალექსანდრასთვის თუ იმ ადამიანისთვის,რომლისთვისაც იყო მიძღვნილი ეს ნახატები,ვინ იცის.
მამაკაცის ტელეფონზე მისულმა შეტყობინებამ,რომელიც ხელის კანკალით გახსნა და კითხვისას,გული საგულედან ამოუხტა,მაშინვე დასწვდა ტანსაცმელს და სახლიდან გავარდა,მიუხედავად იმისა,რომ საათი შუაღამის ისრებს სწევდა და ცოლ-შვილი ბედად დაეტოვებინა,მარტოდ-მარტო.
სასახლის კარი ამარამ შეაღო,რომელიც ხმას არ იღებდა.
მაქსიმემ კიბეები სწრაფად აირბინა,ალექსანდრას საძინებელში ფრთხილად დააკაკუნა,თითქოს პიანინოზე ნოტებს იღებდაო.
კარი შეაღო და წინ თავად ქალღმერთი წარმოუდგა,რომელიც მას უღიმოდა,დიახ..
- ალექსანდრა?!
გულამოვარდნილმა კარი ფრთხილად გაიხურა და ქალმაც ნელნელა დაიწყო რხევა თეთრი აბრეშუმის ხალათით.
- მომიახლოვდი.
ხელი წინ გაიშვირა ალექსანდრამ,მამაკაცმა,ჯერ კიდევ განცვიფრებულმა ხელი მის ნაზ ხელს მოკიდა,თითები ააცოცა მკლავებამდე და მხარზე ნაზად ჩამოუწია აბრეშუმის თხელი ნაჭერი,სადაც ნაზად ეამბორა.
მის სურნელს ღვინოსავით დაეთრო წამიერად,გრძნობები თითქოს წასკდა,ატომები ერთმანეთს შეეხეთქა და ფეერვერკებივით იფეთქა ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში.
- გენატრებოდი?
ნაზი თითები მამაკაცის უხეშ,თუმცა მოვლილ და სურნელოვან წვერს შეახო,რაზეც თვალები დაეხუჭა წამიერად.
- ალე..ამას მეკითხები კიდეც?
- შემეხე..
შენი თვალებით,შენი თითებით.. შემეხე,მაქსიმე.
ბევრი თხოვნა არც დაჭირვებია მამაკაცს,თლილი,გრძელი თითები ნელნელა აატარა მის თეძოებზე,ხალათის საქამრე ერთი ხელის მოსმით გამოაცალა,მლავებიდან სიფრიფანა ნაჭერი გადააძრო და მის წინ სრუილად შიშველმა ღვთაებამ,თავად აფროდიტემ,მზესავით ლამაზმა და მთვარესავით მშვენიერმა მხედველობა ლამის წაართვა,თბილი ტუჩები გრძელ კისერზე გააცოცა ნაზი კოცნებით,ქალმა ხელებით სახე გამოაწევინა,მის ტუჩებს დააკვირდა,თითის წვერებზე აიწია და მწყურვალივით დაეწაფა.
ვენებში სისხლმა მოძრაობა ააჩქარა,აადუღა სისხლძარღვებსა და არტერიებში მშქეფარე წითელი სითხე,გულის პარკუჭამდე მიმავალი,რომ ვეღარ ასწრებდა უკან გამოსვლას,გრძელი ფეხები მამაკაცის წელს შემოხვია,რომელმაც ბუმბულივით აიტაცა ქალის სხეული,საწოლზე ნაზად დააწვინა და არც მეტი,არც ნაკლები,ცის კაბადონზე გამეფებული სიბნელით,სადაც მხოლოდ ვარსკვლავები მოჩანს,სწორედ ასეთ თვალებს გაუსწორა მზერა.
- მიყვარხარ,ალექსანდრა.
შენ თავად ხარ ჩემი განთიადი,ჩემი აისი...ჩემი ვარკვლავებით მოჭედილი ცა,ჩემო მშვენიერებავ.
- მინდა,რომ მთვარის სონატა მომიძღვნა,მაქსიმე.. გააკეთე ეს,ჩემთვის.
- ალე..
- გთხოვ..

შიშველ სხეულზე ზეწარი წელზე შემოიხვია მამაკაცმა,სკამი ოდნავ გამოსწია და პიანინოს მიუჯდა,ალექსანდრა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცს,რომელიც ნოტებს მთელი სიფრთხილით და სისათუთით მიუყვებოდა.
ალექსანდრა,მთვარის სონატა,ლურჯი თვალები.
ქალის მშვენიერ სახეს ღიმილი მოეფინა,თითქოს სიმშვიდე იგრძნო და ერთიანად დაუარა ბედნიერების გაღვივებულმა ნაპერწკლებმა,კანს რომ უწვავდა და ამოძრომას ლამობდა.
მაქსიმეს თვალები არ მოუშორებია ალექსანდრასთვის,მთვარის სონატის ნოტებს,ჟღერადობასა და სასიამოვნო ჰანგებს მოეცვა ბნელი ღამე,ალექსანდრას სასახლეში.
- მინდა,რომ შენთან ერთად დავიძინო.
შენს მკლავებში.
ამ ღამეს,მხოლოდ ერთხელ.
- ალე,მე..
- გთხოვ,კიდევ ერთი სურვილი,მაქსიმე.. ხელში ამიყვანე,ისე დამაწვინე.
მაქსიმე მის ნებას დაჰყვა,ქალის სათუთი სხეული საწოლზე ფრთხილად დააწვინა,ტუჩებზე ვნებიანად აკოცა და გულზე მიიკრო.

გამეთენიისას,ფარდებში შემოჭრილმა მზის სხივებმა გააღვიძა მამაკაცი,რომელსაც თვალებზე ურცხვად ელამუნებოდა.
თითები ქალის სხეულისკენ წაიღო,რომელიც საოცრად ცივი იყო,არარელურად ცივი.
- ალე,შეგცივდა?
თვალები მოისრისა და ალექსანდრას შეხედა,რომელსაც თვალები სხვანაირად დაეხუჭა,ტუჩებზე უსიცოცხლო ფერი დადებოდა,ზუსტად ის ფერი,როგორიც მაქსიმეს თვალებს ეკუთვნოდა,მამაკაცს სიცილი აუტყდა,ვერ ჩერდებოდა,ვერ იკავებდა თავს,სახეში ხელს ირტყავდა და ცდილობდა ამ საშინელი კოშმარიდან გამოფხიზლებულიყო.
- ალექსანდრა...
იღრიალა მამაკაცმა და მუჭში მოიქცია ნაჭერი..
ალექსანდრას უსიცოცხლო სხეული მკლავებში მოითავსა,თმაზე ხელს უსვამდა,რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ვანილისა და კარამელის დამათრობელი სურნელი.
- არა.. არა..შენ,შენ ამას ვერ გაბედავ,შენ.. შენ ასე ვერ დამტოვებ! შენ კიდევ ბევრი რამ უნდა გეთქვა ჩემთვის ალე... ალეე....
რატომ მიქციე ცხოვრება ჯოჯოხეთად..
რატომ დამაკარგვინე ადამიანობა...
ალექსანდრა...
გაახილე თვალები მშვენიერო,გაახილე..
მიდი,გაახილე..ჩემო ღვთაებავ,გაახილე თვალები,მე შენთვის მილიონჯერ დავუკრავ მთვარის სონატას...
ოღონდ თვალები გაახილე,ალექსანდრა.. ჩვენ,ჩვენ ხომ ბევრი უნდა გვესაუბრა,ჩვენ წარსულზე,ჩვენს მომავალზე.. ალე,ალეეე...

* * *

რამოდენიმე თვე იყო გასული,როცა ალექსანდრას სახლს კვლავ ესტუმრა მაქსიმე,მის საძინებელს,რომლის გასწორების უფლება არავის მისცა,არც ერთ მოსამსახურეს..
საწოლზე თითო ვარდს ტოვებდა ყოველ დღე,გვიან ღამით,მთვარის სონატას ასრულებდა ალექსანდრასთვის,მხოლოდ მისთვის.
ბეთჰოვენის სიმფონიის ბოლო ნოტებმა გაიღჟერა,
როცა კარი ფრთხილად გაიხურა და კიბეებს ჩაუყვებოდა,შავებში გამოწყობილმა ამარამ რომ შეავლო თვალები.
ქალმა ნაღვლიანად გაიღიმა და მაქსიმეს არაამქვეყნიურად ჩამქვრალ თვალებს გაუსწორა მზერა.
- მაქსიმე,რაღაც მინდა გაჩვენო.
ქალმა ხელი მოკიდა,მთავარი ოთახის კარისკენ ნელნელა აიყვანა კიბეებზე,კარს გასაღები მოარგო და ჭერში მოთავსებული ჭაღი ერთიანად გააბრდღვიალა.
მამაკაცს ისედაც გაყინული სხეული მეტად გაეყინა,თითქოს ამაზე მეტი სიცივე ზამთარშიც კი არ ეგრძნო,მისი სურათები,კედლის ყოველ ადგილას გამოეფინა ალექსანდრას,მისი თვალები,მისი ტუჩები,ცენტრში კი მისი დასრულები ნახატი,რომლის ხატვასაც ათი წელი მოუნდა.
ნახატს მიუახლოვდა,ტილოს ნელნელა შეახო თითები და ნახატის ბოლოს,კუთხეში ქალის წარწერა წაიკითხა.
- მეც მიყვარხარ,მაქსიმე.



____

ჩემო ტკბილებო,მოკლედ ეს ერთ-ერთი ჩემი ჩანაჯღაბნია,დიდი ხნის წინ დაწერილი ისტორია...რომელიც საერთოდ არ ჰგავს ჩემს წინა ისტორიებს,ვიცი,შეიძლება არც კი მოგეწონოთ,მაგრამ მაინც იყოს აქ,რა დააშავა..:))) თუ მოგეწონებათ,ჰომ..გამიხარდება,თუ არა,არაუშავს,მაინც მიყვარხართ და მაინც მეყვარებით!:დ
მადლობა წინასწარ,ვინც წაიკითხავთ და ვინც არ წაიკითხავთ,არ აქვს მნიშვნელობა! <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Nameless Girl

რო გითხრა გავგიჟდი და გადავირიეთქო არა,მაგრამ კარგია.უბრალოდ არ მესმის ალექსანდრასი,ჯერ რატო დატოვა,მერე თავი რატო მოიკლა,უბრალოდ არ მომწონს ასეთი ადამიანები,მეტიც ვერ ვიტან,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის მიზეზი არ აქვთ.

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

Nameless Girl
რო გითხრა გავგიჟდი და გადავირიეთქო არა,მაგრამ კარგია.უბრალოდ არ მესმის ალექსანდრასი,ჯერ რატო დატოვა,მერე თავი რატო მოიკლა,უბრალოდ არ მომწონს ასეთი ადამიანები,მეტიც ვერ ვიტან,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის მიზეზი არ აქვთ.

მადლობა ჩემო კარგო რომ დრო დაუთმე და წაიკითხე. :* ვიცი,ისეთი არაფერი არ არის ნამდვილად,ძველი ისტორიაა მაგრამ ვიფიქრე მაინც გამომექვეყნებინა,იყოს,რას აშავებს:დ <3
ალექსანდრას შეამჩნევდი ალბათ,ფსიქიკურად ჯანმრთელი აღარ იყო წარსულის გამო,ამიტომ ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. <3
(სიყვარულს თავის დროზე ფული და დიდება არჩია,მაგრამ გვიან მიხვდა შეცდომას,არც ის უნდოდა საყვარელი კაცი ოჯახს დაშორებოდა,მოკლედ ამიტომ გამოუტანა თავის თავს ეს სასჯელი) <3

 


№3  offline წევრი უცნაური მე

კი წავიკითხე და ვერ გეტყვი გადვირიეთქო და რამე, მაგრამ ცუდი არ იყო.
უბრალოდ მე არიყვარს მსგავსი ტიპის ისტორიები თორემ ყველა ჟანრს ყავს თავის მკითხველი.
შენი ნაწერი მომონს ზოგადად და მომწონხარ შენ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

საინტერესო იყო,მარა რაღაცეები მაკლდა,მიტოვების და თვითმკვლელობის მიზეზი. კიდევ მაქსიმეს ცოლი შემეცოდა ძალიან და გავბრაზდი როცა ალექანდრასთან პირველივე შანსზე უღალატა

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

უცნაური მე
კი წავიკითხე და ვერ გეტყვი გადვირიეთქო და რამე, მაგრამ ცუდი არ იყო.
უბრალოდ მე არიყვარს მსგავსი ტიპის ისტორიები თორემ ყველა ჟანრს ყავს თავის მკითხველი.
შენი ნაწერი მომონს ზოგადად და მომწონხარ შენ <3

მადლობა ჩემო კარგო <3 ვიცი საყვარელო,რომ გადასარევი მართლაც არ არის,ჩვეულებრივი ისტორიაა <3 მაგრამ მაინც მადლობა დრო რომ დაუთმეე <3
სტუმარი ნინი
საინტერესო იყო,მარა რაღაცეები მაკლდა,მიტოვების და თვითმკვლელობის მიზეზი. კიდევ მაქსიმეს ცოლი შემეცოდა ძალიან და გავბრაზდი როცა ალექანდრასთან პირველივე შანსზე უღალატა

კი,მესმის შენი და მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაწერილია,მეც დამაკლდა ბევრი რამ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent