შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მერვე)


17-09-2018, 13:47
ავტორი Farvana
ნანახია 233

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მერვე)

ყველა გამოხტა დამალული ადგილებიდან.ბედნირ სახეებზე მაშინვე შეახმათ ღიმილი როგორც კი კატოს სიბრაზისგან ანთებული თვალები დაინახეს.
-რანაირი სახით იყურები?ყველანი შენს გამოსვლას აღვნიშავთ.
-თქვენმა საყვარელმა ფსიქიატრმა ბატონმა ანდრეამ შუგულ ტყეში მარტო დამტოვა.
-ბატონო ანდრეა,რას ნიშნავს დატოვეთ?რა უფლებით მიატოვეთ ესოდენ ეშმაკი,გაქნილი მატყუარა,პლიუს ადამიანი,რომელიც არ წყვეტს სხვების გამწარებას და სხვებზე გახევამდე სიცილს.ადამიანი,რომელსაც შეუძლია ისეთი რაღაცეები გაგიკეთოს სიცოცხლის ქონა არ ქონაზე,რომ დაფიქრდები შუაგულ ტყეში?
-გეგა გეყოს ჩემი დაცინვა.
-შენ,რომ დამცინოდი და იხეოდი კარგი იყო?
-ანუ გამოდის არ მიბრზადები შუა ტყეში რომ მიგტოვე და?
-მიმიტოვე კი არა იქ,რომ ვყოფოლიყი შუაგულ ტყეში ხეზე მიბმულს დავტოვებდი.
-გეყოთ ჩემზე ღადაობა.
-არაფერიც,სანამ ბოლომდე არ ავინაზღაურებთ მანამდე არა.
-მართლა გეყოთ ეხლა,აქ აღსანიშნავად ვართ და არა საჩხუბრად.
-მადლობა უცნობი,რომ დამეხმარე.
-შენ არ დაგხმარებივარ.უბრალოდ ამათ არ მივეცი ნება შენ დონემდე ჩამოსულიყვნენ.
-ააა.ყბაჩამოვარდნილი მიაჩერდა მოცინარ ხალხს.-როგორ მეზიზღებით სუყველა.განსაკუთრებით შენ უცნობ,რომელსაც რა ჯანდაბა უნდა აქ ამ სახლში?
-ის ჩემი დის კესოს ქმარია.
-მართლა?მერე კესოს ან მის ქმარს რა ჯანდაბა უნდათ აქ?მე ვიცნობ რომელიმეს?რა თქმა უნდა არა.
-მოიცა რახან არ გვიცნობ ეს იმას არ ნიშნავს შენს სიხარულს არ ვიზიარებთ.
-სიხარული,რომელიც უკვე ჩამამწარეთ.
-მოვრჩეტ ეხლა და მართლა აღვნიშნოთ რა?
-ბიჭი ისე შენი სახელი და გვარი რომ გვითხრა ცუდი არ იქნება ხო იცი შენ.
-მე დევიდ შნაიდერი ვარ.
-შნაიდერი.შნაიდერი,შ ნ ა ი დ ე რ ი,შნა..
-მორჩები ჩემი ქმრის გვარის გამეორებას?
-მოვრჩი,მგონი გამახსენდა,ვინც ხარ.
-ვინ ვარ?
-დევიდ შნაიდერი გიორგი შნაიდერი-გრიგოლაძის შვილი ხარ.
-მამაჩემის სახელი საიდან იცი?
-ვიცი,დედაშენს ევა ქვია,შენს ძმას მსოფლიოში ბიჭისთვის ყველაზე უცნაური სახელი აივი.
-მთელი ოჯახის შესახებ ინფორმაციას ეს როგორ გავიგო?
-როგორ და წესით უნდა გახსოვდეს ვინც ვარ,არაერთხელ გვითამაშია.გვითამაშია რა თქვენ გითამაშიათ ჩემ ნერვებზე,ბევრჯერ ტყუილა გაგილახივართ,თმები დაგიცლიათ და ჩემს თოჯინებზე მიგიკრიათ.მთელი დღის მანძილზე სახლიდან ჩემი ბღავილის გარდა არაფერი გადიოდა.
-გამახსენდა კატიუშა შენ ხარ.მოდი აქ.ხელები დიდი ოვაციებიტ გაშალა და კატოს პატარა სსხეული ჩაიხუტა.ხელები მაგრად მოუჭირა,ძვლებმა ტკაცანი დაიწყო.
-გამიშვი ველურო მეტკინა.
-ოჰ კაი ერთი.კიდე ხო არ გინდა რამე?
-ისე ჩვენც რო გაგვაგინებოთ რა ხდება არ იქნება ცუდი.
-რა ხდება ძამიკო და დევიდი ჩვენი ნახევარ-ბიძაშვილია.
-ნახევარ ბიძაშვილი რაღა ჯანდაბას ნიშნავს?
-იმას,რომ სისხლით ნათესავები არ ვართ.მამიკო და ძია გიორგი ძმადნაფიცები არიან.გერმანული უკვდავი ფიცი,რომლის გატეხაც შეუძლებელია.
-აუ რამაგარია.
-კი ძამიკო და შენც მოგიწევს ეგ ფიცი და დამიჯერე არც თუ ისე სასიამოვნოა,როდესაც სხვის სისხლს სვამ.
-სერიოზულად?სისხლს არ დავლევ.
-მოგიწევს.დევიდმა გაშლილი ხელი დაკრა გეგას ბეჭებში.-ეხლა დროა აღვნიშნოთ.
მთელი დღე ერთობოდნენ,სახლიდან ბედნიერების ჰანგები გამოდიოდა.მომდევნო დღიდან მათი ცხოვრებას ახალი ეტაპი იწყებოდა,ეტაპი როდესაც ბრძოლა უნდა დაეწყოთ მარიას წინააღმდეგ.
-რადგან ყველამ რაღაც წვლილი შეიტანეთ ჩემს განთავისუფლებაში უნდა გთხოვოთ და დამეხმაროოთ მარიას წინააღმდეგ.არც ისე სწორი იქნება ჩემგანასეთი რამის თხოვნა,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,მხოლოდ თქვენ გენდობით.
-რა თქმა უნდა დაგეხმარებით,ჩვენ ოჯახი ვართ და ოჯახი ყოველთვის უდგას გვერდში ერთმანეთს.--დეივი-
-კარგია,მაგრამ ისიც კი არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო.
-ამას მე მივხედავ,პირველ რიგში გვჭირდება სახლი,რომელზეც ყველაფერი გვეცოდინება.ადგილი სადაც ერთმანეთის დაცვა არ გაგვიჭირდება.
-შემიძლია ეს ადგილი გირჩიოთ,მაგრამ აქაურობაზე ნაკლებად ვიცი.ჩვენი ძველი სახლი კი მგონი კარგი ვარიანტი იქნება,მეც და გეგაც კარგად ვიცნობთ იმ სახლს და არ გაგვიჭირდება იქ დაცვა.
-კარგი ვარიანტია,პირველ რიგში იქ გადავალთ.აბსოლიტურად ყველა,სოფია,მაია,ანდრეა,კესო და ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ.ძალიან საშიშია ცალ-ცალკე ცხოვრება.ყველანი ჭიშკართან შევიკრიბებით და ერთად შევალთ.შესასვლელთან ელოდნენ ერთმანეთს,კატო და გეგა ყველაზე ადრე მივიდნენ.კატოს მაშინვე წასკდა ცრემლები,გეგამ მისი დამშვიდება ძლივს მოახერხა.სახლში შესულებმა კვლავ ის სუნი იგვრძნეს,რომელსაც ერთი წლის წინ გრძნობდნენ.სახლი თეთრ ზეწრებში იყო გახვეული.ორივემ დახსნეს ნივთები და მეგობრების მოსვლას დაელოდნენ.
-ჩვენ ხმ შევთანხმდით ერთად შევიდოდით?
-შევთანხმდით,მაგრამ მე გულმა არ გამიძლო და გადავწყვიტეთ შემოვსულიყავით.
-არა უშავს.მთელი სახლი დასალეგებელია,ყველაფერი მტვრიანია.გოგონებო თქვენ ამ სამქე მიხედეთ.გეგა და კატო როდესაც დავასრულებთ სახლის სრულ გეგმას ჩამაბარებთ.მთელი ორი დღე დასჭირდა სახლის დალაგებას,იმდენა მტვრიანი იყო.ყველამ გაინაწილა თავისი ოთახი,ანდრეას დაჟინებული თხოვნით მისი ოთახი კატოს გვერდით იყო.დევიდმა კატოს მამის ბიზნესის ხელში აღება გადაწყვიტა,რომელიც მეწილეებს ისე დაეძიძგნათ მისი გადარჩენის უკანასკნელი წვეთიც კი მოეკლათ.დეივს ძალიან ბევრი ბრძოლა დასჭირდებოდა იმისთვის,რომ წაქცეული კომპანია ფეხზე დაეყენებინა.სახლის დალაგების შემდეგ ყველანი თავიანთ ოთახებში განაწილდნენ.კატო იმდენად საშინლად იყო დაღლილი ფეხზე ძლივს იდგა.ანდრეამ კი არ აცადე დასვენება და მასთან შეიპარა.
-როგორც იქნა მარტო დავრჩით,ეხლა მაინც არა არის ვინმე ვინც ხელს შეგვიშლის.
-ანდრეა,რომ დამაძნო არ გინდა?
-კარგი რა?ერთხელ მოგვეცა შანსი და მაცადე ეხლა.
-ერთხელ,მთელი ცხოვრება წინ გვაქვს ეხლა მაცადე რა მართლა ძალიან დაღლილი ვარ.
-შენთნ მაინც დავიძინებ,უბრალოდ ჩაგეხუტები.
-კარგი ჰო.
მაიამ საგამოძიებო სისტემაში გააგრძელა მუშაობა,ყველანაირ ინფორმაციას რასაც მარიაზე მოიპოვებდნენ მასთან მიდიოდა.მარიას ძებნაში აქტიურად ჩაერთვნენ გერმანია,ამერიკა,რუსეთი,ბრიტანეთი,იაპონია და ჩინეთი,დანარჩენი ქვეყნები მონაწილეობდნენ,მაგრამ პასიურად.მაიას განსაკუთრებული კავშირი გერმანიის და ამერიკის გამომძებლიებთან ჰქონდათ,ძირითადი ტრანზიტი ქვეყნები ესენი იყვნენ.მთავარი მწარმოებელი ქვეყანა ჯერ კიდევ უცნობი იყო.მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ქონდათ.წვრილი ნარკომოვაჭრეებითაც ვერაფერს გებულობდნენ.
-უკვე მორჩით სახლის დალაგებას,ეხლა სახლის ყოველი კუთხე შეამოწმეთ და სახლის გეგმა შეადგინეთ,გერმანიაში მეგობარს დავურეკე და საუკეთესო დაცვას გამოაგზავნიან.ანდრეა შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე კომპანიაში მჭირდები,მარტო მე ვერ მოვაგვარებ ამდენ პრობლემას.
სოფიამ და კატომ გადაწყვიტეს სარდაფი შეემოწმებინათ,მაია და გეგა ზედა ნაწილს მიხედავდნენ.სარდაფში უამარავი ყუთი და ხარახურა ეყარა.
-სოფია,თითოეული ყუთი გამოვწიოთ და შევამოწმოთ არის თუ არა რაიმე გასასვლელი.
-იქნებ ჯერ ყუთები შეგვემოწმება?
-შიგნით საინტერესო არაფერი იქნება.
-მაინც ვნახოთ რა?მიყვარს ასეთი რაღაცეების დათვალიერება.
-მაშინ დავიწყოთ,სარდაფის ეგ ნაწილი შენი იყო,ეს ჩემი.
ყუთებს თან ამოწმებნენ და გვერდზე ალაგებდნენ კედლები კარგად,რომ გამოჩენილიყო.ყუთებში ძველი ფოტოები და ნივთები ეწყო.კატოს ყურადღება განსაკუთრებით ცალკე მდგარმა ყუთმა მიიქცია,რომეიც სხვებისგან განსხვავებით მწვანე შეფირილობის იყო.ყუთი წებოვანი ლენტით მაგრად იყო შეკრული.საჭრელი დანით გასერა.შიგნით ფოტო და საბუთები იდო.ფოტოზე სამი მამაკაცი იყო,კატომ მამამისი და ბიძა გიოგრი ამოიცნო,მესამე კაცი კი მისთვის უცნობი იყო.ფოტოს უკან წარწერა იყო: „სამი ძმა:ჯონ კრუგერი,ნათანიელ(გიორგი) კრუგერი,ბენ(დავითი) კრუგერი“.კატს სახე უამრავმა ემოციამ მოიცვა,გაკვირვების ნაცვლად წყენა იკითხებოდა.უკვე ვეღარ ხვდებოდა ჯონი იყოს გზასაცდენილი ნარკოდილერი თუ თავიდანვე ასეთები იყვნენ სამივე.საბუთები ამოიღო სადაც ნარკოტიკების გატანა-შემოტანის ცხრილები იყო ასახული.კიდევ ერთი საბუთი გამომძიებელ ზურა დვალის იყო,რომელიც წერდა ბენ კრუგერის დანაშაულზე,რომელსაც საქართველოში შემოჰქონდა ნარკოტიკები და შემდეგ ბარიგებს ანაწილებიებდა.ყუთის ფსკერზე კონვერტი იდო სადაც წერილი და პატარა ზომის გასაღები იდო.წერილზე წარწერამ „ჩემს პრინცესას“ კატო მიახვედრა,რომ მისთის იყო.წერილის კითხვას შეუდგა.
„ჩემო პრინცესა არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო.ერთი ნამდვილად ვიცი,თუ ამ წერილს კითხულობ მე მკვდარი ვარ,შენ კი ჩემს ცხოვრებაზე რაღც დეტალები იცი.მინდა ყველაფერი იცოდე,ჩემზე და ჩემს ძმებზე.ჩვენ სამი თავიდნავე ასეთი ცხოვრებისთვის ვიყავით განწირულები.მამაჩვენები მაფიაში თვრამეტი წლის ასაკიდან იყო.მათ ყოველი წესი იცოდნენ.მათ დამაარსებლების ადგილი დაიკავეს,მათთვის ოჯახი შექმნა არ შეიძლებოდა,მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ,ისიც აუცილებლად ვაჟი უნდა ყოფილიყო.ჩვენი დაბადების შემდეგ მათ ჩვენი დედები საკუთარი ხელით დახოცეს.ჩვენც იგვე ბედი გველოდა,მაგრამ მე და გიორგიმ უარი ვთქვით ასეთ ცხოვრებაზე და ყველაფერი ჯონს გადავაბარეთ.ჩვენ სამას მაფიოზებს შორის შესაშური ურთიერთობა გვოქნდა,ძალიან ახლო და კარგი.ჩემი სიკვდილის მიზეზს რაც შეეხება,მაფიაში მხოლოდ სამი წელი ვიყავი,ამ სამი წლის მანძილზე მათი ტრანზიტების,წვრილი ნარკოკარტერების შესახებ პოლიციას ვაწვდიდი ინფორმაციას.წამოსვლის შემდეგაც ვაწვდიდი ინფორმაციას დეტექტივ ზურა დვალს.წლების შემდეგ მათ ყველაფერი გაიგეს,ჯონის საზრუნავი კი ჩემი გაუნებელყოფა იყო.ამდენი წელი ჯონი ცდილობდა მაღლა არ მისულიყო ხმა,ყველანაირად ფარავდა ჩემს ნამოქმედარს.ახლა კი მათ შეიტყვეს ყველაფერი და ისინი მე აუცილებლად მომკლავენ.ვიცი შეუსრულებელ ოცნებას გთხოვ,მაგრამ მინდა,რომ ეს მაფია დაამარცხო.ამ ყველაფერს ხალხის დასაცავად ვაკეთებდი,ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ადამიანი მინახავს მათი ნარკკოტიკებით და იარაღით განადგურებული.მახსოვს თვრამეტი წლის ასაკში ვნახე შვილი როგორ სცემდა დედას ფულის გამო.დედას სახლი გაუყიდა,მას კი ხმის ამოღების გამო სჯიდა.არცერთი გარშემო მყოფი მას არ ეხმარებოდა,ყველა ღიმილიტ დაჰყურებოდა.მე ვერ გავბედე მივსულიყავი,მაფიის კანონების შემეშინდა.ჩემი დახმარება მათ მიმართ მათი გამომჟღვნება იყო.
მიყვარხარ ჩემო პრინცესა!“
კატოს თვალებიდან რამდენიმე კურცხალი ცრემლი ჩამოუვარდა.ბედნიერი იყო მამის ასეთი ქმედებით.პატარა გასაღებზე წარმოდგენა არ ქონდა რისი იყო,კულონზე ჩამოკიდა და შეინახა.საბუთები კი ზემოთ აიტანა,სოფია ზემოტ იყო ასული.
-სოფი როდის ამოხვედი?ან მე რატო არ მითხარი?
-ისე იყავი გართული ხელი არ შეგიშალე.
-დანარჩენები არ მოსულან?
-მალე მოვლენ.
-თქვენ რა ქენით იპოვე რამე?
-ვერაფერი,ყველაფერი ისევ ისე ძველებურადაა როგორც იყო და თვენ?
-ვერც ჩვენ,მაგრამ მე საბუთები ვიპოვე,რომელიც აუცილებლად გამოგვადგება.
-ჯობია მათ დაველოდოთ.
ბიჭებიც მალე მოვიდნენ სახლში,საოკმაოდ დაღლილები იყვნენ,არაფრის თავი არ ქონდათ,მაგრამ როდესაც კაოს ნახული საბუთბის შესახებ გაიგეს,მაშინვე ყურადღება მიაქციეს.
-ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ რაში დაგვეხმარება?
-მამაშენს ვკითხავთ რაღაცეებს და იმედია გვეტყვის.
-შენი აზრით მამაჩემი ასეთ რისკზე წავა?მამაშენს ხომ შეხედე რაც უქნეს.
-ჰო მართალია.
-ისევ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ,სხვა გზა არ გვაქვს.
-სხვათაშორის აქ ახალი სიებიც.
-რამდენად ახალი?
-ამ ერთი წლის და კიდევ ერთი კვირის წინანდელი.
-რანაირად?მამაშენი ხომ ერთი წლის წინ დაიღუპა?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ჩვენ გვეგონა.
-ხვალ მოვლენ დაცვის სამსახურიდან,კამერებს და სიგნალიზაციას დაამონტაჟებენ.
-ჩვენ რა უნდა ვაკეთეთოთ ამ დროის მანძილზე?
-გაიწვრთნებით.
-მე უნივერსიტეტში მინდა დაბრუნება.
-როდესაც ამ საქმეს მოვრჩებით სადაც გინდა იქ ისწავლე.
-კარგი ჰო.წავედი მე დასაძინებლად.
ღამე კვლავ ანდრეამ შეაკითხა.
-ანდრეა მგონი შენ დაღლილი იყავი.
-ახლა არ ვარ.
-ისე,რომ მორჩები ამ შემოპარვებს არ იქნება ცუდი აზრი.
-აბა როგორ შემოვიდე?ყველა გავაფრთხლო და ისე?
-საერთოდ ნუ შემოხვალ.
-მე,რომ შენთან ყოფნა მინდა?
-მოიცადე.
-როდემდე?
-სანამ დავქორწინდებით.
-იქნებ მე არ მინდა.
-შენ არც არავინ გეკითხება.
-უკაცრავად?მე უნდა მოგიყვანო ცოლად და რანაიარად არავინ მეკითხება?
-არავინ გეკითხება.ხვალ ყველას ვეტყვი და შემდეგ რპდესაც მოგინდება მომეკარება.
-შანსი არაა,ახლა ამ პერიოდში ვერ დავქორწინდებით,თან მეც არ მაქვს სურვილი მაყვდეს ცოლი.
-მე მაქვს სურვილი მყავდეს ქმარი სახელად ანდრეა და შენ არავინ გეკითხება.
-ერთი პირობით.
-რა პირობით?
-დღეს აქ დავიძინებ.
-ჯადაბას შენი თავი დაიძინე.
-ისე ბიუსჰალტერს თუ ჩაიცმევ არ იქნება ურიგო,თორემ თავს ძლივს ვიკავებ.
-მაინც მალე დავქორწინდებით და რატომ შევიწუხო თავი?
-მაისური მაინც გადაიცვი.
-დამაძინე ეხლა.
საუზმის დროს კატომ სასურველ თემაზე დაიწყო საუბარი.
-ანდრეა მგონი შენ მათთვის რაღაც გაქვს სათქმელი.
-მეც მაქვს ანდრეასთვის სათქმელი.
-გეგა შენ რაღა გინდა?
-ცუდად დაძვრება ეგ ვაჟბატონი შენ ოთახში.
-ანდრეა გაეცი პასუხი.
-ანდრეა მორჩი ჭამას და გვითხარი.--დეივი--
-მე და კატომ გუშინ ვისაუბრეთ.გვინდა რომ ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცეთ.
-კატო ხომ არაფერს გაძალებს?
-მე მაძალეს..
-რამე თქვი?
-არაფერი,უბრალოდ ერთმანეთ გვიყვარს და დაძალება რა შუაშია?
-რა თქმა უნდა.
-დროზე მოვაგვარებთ ამას,შემდეგ მისიაზე გადავერთვებით.
კატომ მოკლე თეთრი კაბა იყიდა.მხოლოდ ხელი მოაწერეს,ჯვრისწერა ყველაფრის დასრულების შემდეგ ჩატარდებოდა.მთელი დღე გართობას და მხიარულებას მიუძღვნეს.ყველანი ბედნიერები იყვნენ ამ ერთი დღიოთ.ამ დღის შემდეგ არავინ იცის რა მოხდებოდა.ყველანი სიყვარულში ატარებდნენ მთელ დღეს.სოფიაც შეეგუა ახალ ოჯახს.მათ ერთად ერთობოდა,მაგრამ მათ ხუმრობობეს და ყოველ სიტყვაზე გამოკიდებას ვერ მიეჩვია,ამიტომ კუთხეში ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა.ვერც ვერავინ გაიგებდა არსებობდა თუ არა გოგონა სახელად სოფია.მაია ნამდვილ სამოთხეში იმყოფებოდა,მას შემდეგ არ ყოფილა ბედნიერი რაც საყვარელი ადამინი მოუკლეს.დეივის გარდა ყველას ერთი რამ აერთიანებდა დაკარგული ოჯახი,მშობლები და საყვარელი ადამიანები.არც დეივი გრძნობდა თვს კარგად რაც მამის საქმიანობის შესახებ გაიგო.მას ოჯახი პატარა ასაკიდან სძულდა,ვერცერთ მათგანს იტანდა,კატოსავით მანაც სცადა ძმის მოშორება,ოღონდ არ უნანნია,მთელი იქ ყოფნის მანძილზე სულ ამას ცდილობდა.მიზეზი კი ტავადაც არ იცოდა რატომ,უბრალოდ ასე უნდოდა.დილით დაცვიდან მოვიდნენ მთელ სახლში კამერები და მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს.კატოს მხოლოდ ერთი კითხვა კლავდა,რისი გასაღები ჰქონდა.ბანკშიც მივიდა,მაგრამ შესაბამისი ვერაფერი იპოვა.კვლავ სარდაფში ჩავიდა და ეძებდა,რაღცას ეძებდა რაც მიანიშნებდა,მაგრამ ვერ იპოვა.გამოსვლისას სინათლე ჩააქრო,მაგრამ ოთახში მცირე შუქი მაინც აღწევდა.სინათლისკენ წავიდა.კედლიდან მცირე ხვრელში გამომავალი შუქი ჰფენდა ოთახს სინათლეს.ხვრელში შეიხედა და მხოლოდ სინათლე იყო,მაშინვე აანთო სინათლე ოთახში და ბიჭებს დაუძახა.სახლში მხოლოდ გეგა იყო.
-გეგა იქ რაღც არის უნდა გამოვამტვრიოთ და ვნახოთ.
-ნაჯახი მომიტანე.
-აჰა გამომართვი.
-უკან დაიხიე.
მალევე გაამტვირეს კედელი და პატარა ოთახში აღმოჩნდნენ სადაც საწოლი და მაგიდა იდგა.
-საინტერესოა,მხოლოდ ამის გამო გავამტვრიეთ.
-მაგის გამო არა ამისთვის.
-ეგ რა არის?
-მამას კიდევ ერთი წერილია.
-მიდი წაიკითხე.
„კატო უკვე ყველაფერი იცი,ამ ოთახსაც მიაგენი.ესეიგი ძალიან დაგაინტერესა ნაპოვნა გასაღებმა.გასაღები სეიფისაა,რომლეიც ამ ოთახის იატაკშია ჩაბეტონებული.იქ ძლიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია ინახება და საქმისთვის აუცილებლად გამოგადგება.შენს ძმას მიხედე!
ორივე მიყვარხართ!“
-რომელი გასაღბი კატო?
-მაშინ არ ვთქვი კონვერტში ეს პატარა გასაღები იდო.
-პატარა მატყუარა ხარ.
-ეგ არ არის მთვარი.ეხლა სეიფი უნდა ამოვიღოთ და გავარკვიოთ შიგნით რა დევს.
-მართლი არ,ბეტონის სატეხი გვჭირდება.
-იქნებ გვაქვს?
-არა,დაცვას გავუშვებ და ვაყიდინებ,მანამდე აქ იყავი,ვინმე არ შემოვიდეს.
-რომელი მზვერავი მე მნახე?
-მანდ იყავი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent