შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბლუმი (თავი 1)


18-09-2018, 15:10
ნანახია 214

ბლუმი (თავი 1)

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მშობლებმა აღსაზრდელად ჩვენი თავი ნანის გადაულოცეს. ეს წესით ოჯახისთვის ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო, რადგან მათი მივლინება კარიერის მაღალ საფეხურზე ასვლას ნიშნავდა, მაგრამ ამან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ყოველთვის მეგონა დამოუკიდებელი ვიყავი და არ არსებობდა არაფერი, რასაც თავს ვერ გავართმევდი, მაგრამ დედის გარეშე ჩემი ცხოვრება ნაწილობრივ დამოუკიდებლობას ნიშნავდა, რაც არცისე მარტივი ყოფილა. ნანის ვაფასებდი და ძალიან მიყვარდა, მაგრამ დედის მაგივრიბას ის ვერ გამიწევდა. ჩემთვის ეს უკანასკნელი უფრო დაქალს ჰგავდა რომელიც ალაგებს და სამზარეულოდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდის. ნანის დესერტის მზადება უყვარდა და ყოველდღე ახალ-ახალი რეცეპტებით დატვირთულს ჩვენთვის უგემრიელესი სუფრის გაშლა შეეძლო. ასევე არ შემიძლია გამოვტოვო ჩემი უფროსი ძმა, გიო. იგი ამ ორი წლის განმავლობაში მამის მაგივრობას მიწევდა და მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი იყო მაინც ძალიან მიყვარდა მასთან ერთად სეირნობა და დროის ტარება. მისი ძმაკაცებიც ხომ სასწაულები არიან! მაგრამ მათ უკვე ვეღარ ვნახულობთ რადგან ერთი კვირისწინ მშობლების გადაწყვეტილებით თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ახალი ცხოვრება დავიწყეთ. ჩემს ძმას საბედნიეროდ მეგობრები ყველგან ყავდა და ახალ გარემოს მარტივად შეერწყა, მაგრამ მე მთელი ეს კვირა სახლში გამოკეტილმა გავატარე.

- ნინი არ გინდა მარი გაიცნო?

- მარამი? ქსელში რომ ვწერდი?

- კი... უკვე კვირა გავიდა რაც თბილისში ვართ და შენ არსად გასულხარ... თვითონ ამაზე არ დაგლაპარაკებია?

- კი მითხრა მნახე და ჩვენი მეგობრობა რეალური გავხადოთო მაგრამ დარწმუნებული არ ვარ

- ცუდი გოგოა?

- არაა!! პირიქით! ძალიან კარგი გოგოა და მეც ძალიან მინდა რომ რეალურად ვმეგობრობდეთ მაგრამ რავი.. ჯერ ესეთი შემთხვევა არ მქონია...

- არ ვიცი... . მე უბრალოდ მინდა ცოტა დრო ხალხსაც დაუთმო თორემ სახლში ჯდომა არ გამოგადგება.. მითუმეტეს ახალ გარემოში. მეგობრები უნდა გაიჩინო რომლებიც აქაურებას კარგად არიან შეგუებულნი

- ვიფიქრებ ნანი ამაზე.. გამიხარია რომ წამოიწყე

- ჰო ძვირფასო. მეც გამიხარდება თუ იფიქრებ. როცა მეტყვი დესერტს გამოვაცხობ ბავშვობის ძალიან მაგარი რეცეპტი ვიპოვე! დედა რომ მიკეთებდა ხოლმე ზუსტად ისეთი და შეგიძლია მარიამიც ჩვენთან დაპატიჟო

- მიხარია ნანი

- ხო და კიდევ.. იქნებ უბნელებთან დამეგიბრებაც გეცადა?

- მინდა ნანი მაგრამ ხომ იცი არ შემიძლია

- ძვირფასო ყველაფერს ეგრე რთულად ნუ უდგები. ხომ იცი მაინც მოგიწევს გასვლა და ხალხის გაცნობა.. ყოველთვის სახლში ვერ იქნები!

- ვიცი და მაგაზე თავიდან ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ბავშვები სკოლის დაწყებასთან ერთად გავიცნო. ყველაზე მარტივი ვარიანტი კლასელებთან დამეგობრებაა

- კარგი, მაგრამ ვფიქრობ კარგი იქნება დღეს საღამოს ბავშვები რომ გამოიკრიბებიან ჩახვიდე და მიესალმო *ხელი ასწია და ჩემი გაჯავრება მომღმარი სახით დაიწყო* "გამარჯობა! მე ნინი ვარ!"

- მეშინია.. ასეთი სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ...

- რას ამბობ?! არაფერია აქ საშიში. ჩახვალ, მიესალმები, გაეცნობი და აუხსნი რომ ახალი ხარ ამ უბანში. ისინიც დაგელაპარაკებიან და თუ არ მოგეწონება წამოხვალ

- მგონი ცდა შეიძლება... შენი აზრით ეგ გაამართლებს? და რა ჩავიცვა?

- იცი აწეული თმა ძალიან გიხდება და ჯინსის შარვალი შეგიძია ჩაიცვა იმ ვარდისფერ მაიკასთან მე რომ მომწონს. მერწმუნე ამ ფორმაში სათვალესთან ერთად ძალიან საყვარელი ხარ^^ ოღონდ შემოსაცმელიც ჩაიცვი რამე

- კი ეგ კარგი აზრია. ნანი ძალიან მიხარია რომ დამელაპარაკე და იმედი მაქვა ყველაფერი კარგად იქნება!

- დარწმუნებული ვარ!

პ. ს. ძალიან მინტერესებს რას ფიქრობთ ისტორიაზე და გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში.. თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ წერასскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Kargia da minda rom gaagrdzelo magram blumi Ra aris?

 


№2  offline წევრი გიკი გოგო ო.ო

არც არაფერი სათაური ვერ მოვიფიქრე უბრალოდ.. და ისე გავიგე რომ ბიჭს სახელი ყოფილა:D

 


№3 სტუმარი სტუმარი anuchki

Me momewona da com gaagrdzeleb?.gaagrdzeleb abs ras izam kaco magram male dade ar gvalodino mainteresebs vin iqneba pirveli megobarii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent