შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი {თავი2}


18-09-2018, 15:35
ნანახია 135

განსაკუთრებული არაფერი {თავი2}

თავი 2
- ესეიგი, მისი სახელია ჰარი სთაილზი. ვინაიდან სწავლა დაწყებულია, ალბათ, გიკვირს რატომაა ახლა აქ და გეტყვი, რომ წინა კოლეჯიდან გამორიცხეს. ჭორებს მოვკარი ყური, რომ ორი ბიჭი ისე მაგრად სცემა ახლაც რეანიმაციაში წვანან.
- ჰეი, ჰეი, სტოპ!- შევაჩერე,- რას აკეთებ ტეს?
- ჩემ მიერ მოძიებულ საიდუმლო მასალებს განვიხილავ შენთან ერთად.
- ნუ იყენებ შესაძლებლობებს ბოროტად.
- შენ რა გგონია აბა, ბიბლიოთეკაში იმიტომ ვეხმარები, რომ მტვრიანი წიგნების აღრიცხვა მევასება? - გაკვირვებული სახე მიიღო ტესამ,- სწორედ ასეთი ინფორმაციები მაინტერესებს ძვირფასო. ისეთი, რომელზეც სხვას ხელი ვერ მიუწვდება.
- კარგი, კარგი, მაგრამ ეგ ინფორმაცია შენთვის გქონდეს. ჩემი ტვინი მის გამოძევებას მანამ დაიწყებს, სანამ შენ ბოლოში გახვალ.
- რა უინტერესო ხარ,- ჩაიბუზღუნა,- მაინც ვერ ვხვდები რა მომწონს შენში,- ახლა კი გამიღიმა.
- ალბათ ის, რომ დაწყებითებში შენი დავალებების სამოც პროცენტს მე ვწერდი.
- კარგი, კარგი, არ გვინდა ბნელი წარსულის ამოქექვა. ახლა ლიტერატურა გვაქვს, წამოდი..ხელი ჩამავლო და "წამაპროწიალა".

ლიტერატურის კლასი, როგორც ყოველთვის გადავსებული იყო. ლიტერატურა კი მიყვარდა, მაგრამ ამდენი არასასიამოვნო სახის დანახვა ერთად, ცოტა ზედმეტი იყო ჩემთვის. ვინაიდან არ მინდოდა შარში გახვევა, ისე როგორც ეს ადრე მოხდა (ლიტერატურის კლასში ერთხელ რვეულები დამიწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ კლასის შუა გულში მდგარ მერხზე აღმოვჩნდი და თითქმის არავის ვეკონტაქტებოდი, არ ვიცი ჩემგან რას მოელიან, იმედია ბოლო ხმაზე ყვირილს და სიცილს არა), გადავწყვიტე ოთახი მომეთვალიერეებინა და, აი ისიც- სანატრელი ცარიელი მერხი აუდიტორიის ბოლოში. თან ალილუია, მის გვერძე მდგარი მერხიც ცარიელი იყო. ტესას ვერ ვაიძულებდი ჩემთან ერთად დაჯდომას რადგან არ მინდოდა თავი გარიყულად ეგრძნო, ამიტომ ვუთხარი უკან დავჯდები მეთქი და წავედი სულ ბოლოში, კუთხესთან, ასევე ფანჯარასთან მდგარი მერხისკენ. დაჯდომისთანავე მომივიდა მესიჯი დედასგან(დედობილისგან), რომ უკვე აეროპორტში იყო და მიემგზავრებოდა. სამსახურის გამო ხშირად უწევდა მოგზაურობა, თუმცა ალბათ ეს "ტური" ყველაზე ხანგრძლივი იქნებოდა, რადგან მთელ წელს მოიცავდა. შეტყობინების სახით ბოდიში მოვიხადე, რომ ვერ გავაცილე და უამრავი კოცნის სმაილიც დავურთე თან. ბოლოში მივაწერე, რომ მაშინვე დამკონტაქტებოდა, როგორც კი შეძლებდა, შეტყობინება გავგზავნე და მობილურიც გამოვრთე, რომ ლექციაზე ხელი არ შეეშალა.
გაკვეთილი დაიწყო. ჯეინ ეარს განიხილავდა მასწავლებელი, როცა კლასის კარი გაიღო და ახალი სახე შემოვიდა. პირველივე დანახვისას, რომ შემაშინა ის.
მისტერ ფიშერსმა ერთი გახედა გვერდულად და კითხვა განაგრძო. ბიჭმა ვითომც აქ არაფერიაო, თვალი მოავლო ოთახს და ცარიელი მერხი შენიშნა. ჯანდაბა, ეს მერხი ხომ ჩემ გვერძე დგას. იმედია ხმას არ გამცემს.
ნელი ნაბიჯით მივიდა მერხთან და დაჯდა. ჩემსკენ არც გამოუხედავს და ღმერთს ამისთვის მადლობას ვუხდიდი. მკლავს ეყრდნობოდა და დარწმუნებული ვარ სულ არ აინტერესებდა რას კითხულობდა მისტერ ფიშერსი.
აი, შევნიშნე. პირსინგი ყოფილა. მომეჩვენა, რომ მისი თვალები იმაზე წითელი იყო, ვიდრე უნდა ყიფილიყო, თუმცა ძალიან არა. ნამდვილად უცნაური ვინმე იყო. დამბურძგლა როცა ვიგრძენი როგორ შემათვალიერა. არ შემიხედავს, მაგრამ ვიცოდი, რომ მიყურებდა. კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს, რომ მალევე გაიხედა.
მომეჩვენა, რომ ლიტერატურის კლასი ძალიან გაიწელა, მაგრამ როგორც ყველაფერი, ისიც მალე დამთავრდა. წამოვდექი, ნივთები სწრაფად ჩავალაგე და წასვლას ვაპირებდი, როცა შევამჩნიე ის ადამიანი, რომლის ნახვაც ყოველთვის მახარებდა, თუმცა ახლა მერჩივნა უჩემოდ გასულიყო კლასიდან.
- არ მოდიხარ მეი?- ვითომ მე მკითხა ტესამ თუმცა შევნიშნე, როგორ გადაათვალიერა ახალი ბიჭი.
მე უბრალოდ თავი დავუქნიე და წინ წავედი. ტესაც უკან მომყვებოდა, ნუუ ტესას სხეული, თორემ მისი თვალები ისევ იმ ბიჭზე იყო მიჩერებული.
- ნუ ხარ უზრდელი, ადამიანზე მიშტერება კარგი საქციელი ნამდვილად არ არის,- ვუთხარი და ბიჭზე ვანიშნე, რაწამსაც ვინანე მისკენ გახედვა, რადგან შევნიშნე, როგორ ჩაეღიმა. მან რა..ჩემი ნათქვამი გაიგო?
ტესა უკან ამედევნა ბუზღუნით.
- ნუ მებუზღუნები,- გავუღიმე,- მაგას გირჩევნია მითხრა, მარკი კიდევ ნახე?
- რა დამპალი ხარ! იცი როგორც გადამატანინო ყურადღება! ხოდა, მოკლედ,, მარკი,- ჩამეცინა, მას სახეზე აღფრთოვანება ეხატა,- გუშინ ვნახე. შემთხვევითსავით. მომიკითხა თბილად, იცი რა საყვარელი იყოო....
- ნანახი მყავს, მაგრამ შენი აღწერით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს.
- დღეს რამე გეგმები გაქვს?
- როგორც ყოველთვის.
- ხოდა "როგორც ყოველთვის" გეგმა უნდა ჩაგიშალო.
- კონკრეტულად?
- დღეს პარასკევია!
- ტეს!
- გთხოვ რა,- კნუტის თვალებით შემომხედა,- გთხოვ, დღეს ენდი ვერ მოდის და მე კიდევ ძალიან მინდა წასვლა.. ხომ იცი, არ გთხოვდი სხვა გამოსავალი, რომ მქონდეს.. მაგრამ ტეს! გთხოვ!
- ხომ იცი, რომ ჩემი ადგილი მანდ არ არის? თანაც, მანდ იქნებიან ყველანი.. შარლიც, ამანდაც და ლოლაც..
- ვიცი ტეს, მაგრამ გპირდები ახლოც არ მივეკარებით მათ. ამ ერთხელ! და კიდევ თუ გთხოვო გამატყავე და ჩემი ტყავისგან ჩექმები ან ჩანთა შეიკერე.
- მაგრ... კარგი, კარგი.
დავთანხმდი მაშინ, როცა ხელები ჩამკიდა და კნუტის თვალები შემომანათა.
არა და წასვლა არ მინდოდა. უკანასკნელი რამ, რაც ახლა მსურს, კოლეჯის გიჟური წვეულებაა, რომელზეც არასოდეს ვყოფილვარ. კიდევ კარგი სამი გაკვეთილის შემდეგ ცეკვის კლასი მაქვს და განტვირთვას შევძლებ. ახლა კი, წინ ფრანგული და მსოფლიო რელიგია მელოდა. კინაღამ პირი მოვაღე როცა ფრანგულზეც შევნიშნე ახალი. კიდევ კარგი რელიგიაზე არ შემეფეთა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინებს.
და აი ისიც. ჩემი ნანატრი კლასი. დიდი დარბაზი. პუანტები. მუსიკა. და რაც მთავარია, ამხელა კოლეჯიდან, მხოლოდ შვიდი მოსწავლე, მე მერვე ვიყავი.
დღეს ახალი არაფერი გვისწავლია, თუმცა ძველები გავიმეორეთ და გამიკვირდა, როცა მივხვდი, რომ ფორმა არ დამეკარგა.
ამის შემდეგ კლასი აღარ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავი და ჩემი ძველი ქორეოგრაფია გამეხსენებინა. მახსოვს მელოდია ვერ შევურჩიე და იმ მუსიკაზე ვცეკვავდი, რომელიც მხოლოდ მე მესმოდა. ახლა კი გადავწყვიტე რაიმე დამეწერა, სპეციალურად ამ მონახაზისთვის და დავრჩი დარბაზში. მადამ რუბერტამ უყოყმანოდ დამრთო ნება.
გადავწყვიტე, სანამ ახალ მუსიკას დავწერდი, მანამ რამე ძველი ჩამერთო და მაგნიტოფონს მივაშურე.
მუსიკა საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა და მთლიანად შეერწყა ჩემს მოძრაობებს. მუცელში პეპლები ვირძენი, იატაკს მოვწყდი და ცისკენ წავედი. ის შეგრძნება დამეუფლა, რომელსაც უკვე წელიწადია დაეტოვებინა ჩემი სული და სხეული და ერთადერთი რაც ახლა მახსოვდა ის იყო, რომ ვცეკვავდი.
გონს როცა მოვედი მთელი ჩემი პარტია უკვე დასრულებული იყო. ცერიდან ჩამოვედი და თითქოს კართან ადამიანის სილუეტი დავლანდე. არა, მომეჩვენა, ემოციების ბრალია. თორემ შემრცხვებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Abaa male Dade shemdegi tavi es istoria magal nots gavs ogond mxlod boloshi

 


№2 სტუმარი სტუმარი anuchki

Magaroia martla abs shemdegiic

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent