შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (მეხუთე ნაწილი)


18-09-2018, 21:39
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 545

გაუჩინარებული (მეხუთე ნაწილი)

- გეგი, ძალიან მაგარი ცხვირი გაქვს. ვისთან გაიკეთე?
- გეყოს, უკვე მეათედ დამცინი. აღარაა სასაცილო. - მებუზღუნებოდა და თან ეცინებოდა.
- მე მეგონა, მარტო შვილებს გაგვიკეთა იდეალური ცხვირი.
- კეკელინა!
- შეიძლება, კეხზე მოგეფერო?
- აღარაა-თქო სასაცილო.
- ეგ კეხი გამოიწერე თუ აქ შეიძინე?
- კომენტარს აღარ გავაკეთებ.
- გაბრაზებული უფრო საყვარელი ხარ მემგონი - ძალიან უცნაურად ვეპრანჭებოდი და გამუდმებით მეცინებოდა. არ ვიცი, მისი ცხვირი მართლა მამაჩემის სიახლოვეს მაგრძნობინებდა თუ უბრალოდ, ზემდტად ნასვამი ვიყავი.
- რა იყო, უხეში კაცები მოგწონს?
- ჩემთან კაცები სიუხეშეს ვერასოდეს ბედავდნენ.
- რატომ, სცემდი ხოლმე?
- არა, მაგრამ იცოდნენ რომ ცემაც შემეძლო თუ საჭირო გახდებოდა. ადრე ზედმეტად უკულტურო ქაჯი ვიყავი. სკოლის პერიოდში. შემდეგ, კაცები აღარ გამიკარებია.
- სკოლის პერიოდში, იკარებდი? - შემომხედა უკმაყოფილოდ.
- ჩემი ბაღის შეყვარებულზეც ხომ არ იეჭვიანებდი ბარემ-ღა?
პასუხად ძირს დაიხედა და სიცილით გააქნია თავი რამდენჯერმე.
- მეშვიდე კლასში იყო ჩემი ბიძაშვილი, როცა ტირილით მოვიდა სახლში. საცოდავად სლუკუნებდა და მოთქვამდა. ძლივს დავაწყნარეთ. ბოლოს შემოგვჩივლა, მცემესო. არადა, ძალადობის კვალი არ ჰქონდა. გაიხადა და აღმოჩნდა, რომ მუცელში უტყეს მაგრად.
- საწყალი ბავშვი. ვინ სცემა ასე უმოწყალოდ? - გულწრფელად შემეცოდა.
- შენ. კეკელინა ჯაფარიძემ მცემაო, ამბობდა. დედამისს უნდოდა, სკოლაში მოსულიყო და თმებით ეთრიე, მაგრამ ბავშვმა ძალიან სთხოვა, ნუ შემარცხვენო. არ უნდოდა, ყველას გაეგო, რომ გოგომ სცემა.
- ვინაა შენი ბიძაშვილი? - გაშეშებულმა, ნერწყვიც კი ხმაურიანად გადავყლაპე.
- თემო აბულაძე.
- ააა, აბულაძე. რა თქმა უნდა - ცოტა გამეცინა კიდეც. მეექვსე კლასში, იმდენი ბიჭი მყავდა ნაცემი, ყველა აღარც მახსოვდა. - კარგი ქნა დედამისმა, რომ არ მომივარდა. მაშინ, ჭკუა არ მომეკითხებოდა. თან საბრძოლო ხელოვნების ახალ ილეთებს ვცდიდი ადამიანებზე და შესაძლოა, დედამისსაც მოჰხვედროდა.
- მემგონი, და-ძმიდან, მხოლოდ შენ ხარ ასეთი ველური.
- ვიყავი.
- შეიძლება გკითხო, რატომ გამოიქეცი სახლიდან?
- არამგონია, ამაზე საუბრისთვის მზად ვიყო.
- სათანადოდ არ მენდობი?
- გენდობი. შეიძლება, შენ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე სანდო ადამიანი ხარ, უბრალოდ, ერთხელ თუ მოვყვები ამ ყველაფერს, სამუდამოდ დამამუნჯებს. არსებობს დაწყევლილი ამბები, რომლის თხრობის შემდეგაც, აღარაფერი რჩება სათქმელი და იძულებული ხარ, ძალიან დიდი ხნით, საუბარი შეწყვიტო. თუ ყველა ემოცია გამოიდევნება სულიდან, ცარიელდები, სიტყვები გეკარგება, ქრება, კვდება და გამუნჯებს.
- არ მინდა, რომ დამუნჯდე. შენი საუბარი, ყველაზე მშვენიერი რამეა, რაც კი ცხოვრებაში მომისმენია. ამიტომ, ნურაფერს მომიყვები.
- სამაგიეროდ, შეგიძლია, შენ მომიყვე რაღაც.
- რა გაინტერესებს?
- რატომ იჩხუბე მამაჩემთან?
- ძველი და ძალიან ვრცელი ისტორიაა.
- გისმენ!
- სანაცვლოდ, რას მომიყვები?
- ხომ იცი, რასაც არ მოგიყვები?
- ვიცი და არაფერს გაძალებ, თუმცა უთუოდ გექნება სხვა ისტორიაც, არანაკლებ საინტერესო.
- კარგი - გამეცინა და ახლა, როცა რაღაში გამოტყდომის დრო ახლოვდებოდა, ვიგრძენი, რომ მისთვის, თვალებში ჩახედვა მირთულდებოდა - მოგიყვები, პირველად როდის გადაიკვეთა ჩვენი გზები. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გეტყვი, პირველად როდის დაგაზარალე.
- საინტერესოა. - თვალებში, პატარა დემონები აუთამაშდნენ მოუთმენლად.
- ჯერ შენ გისმენ.
- რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა ჯერ დაბადებული არ იყავი, ბიძაჩემს დედაშენი უყვარდა. ალბათ, არც გაგიკვირდება ამისი მოსმენა. მთელი უბანი, ორიოდე სკოლაში ვიყავით განაწილებული და თურმე არსებობდა დედაშენი, რომელზეც ყველას გული მისდიოდა. ბიძაჩემს მაგრად ჰყვარებია. დაუსრულებლად უგზავნიდა თეთრ ვარდებს, საუკეთესო სუნამოებს, მაგრამ ყოველთვის უკან იღებდა საჩუქრებს. ერთი ფოთოლიც არ შეურჩენია ქალბატონ სოფის მისთვის. ბიძაჩემი ჩასიებული, ნაბეგვი სახითა და კოჭლობით დაბრუნებულა ბევრჯერ სახლში, რადგან დედაშენის მოტრფიალე კაცებთან მუდამ მოსდიოდა ქიშპობა. ბოლოს, მამაშენი გამოჩნდა...
- ჩემი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი - შევაწყვეტინე ამაყად.
- ჰო, თეთრ რაშზე ამხედრებულმა პრინცმა, სამ თვეში მოიყვანა ცოლად სოფი. ბიძაჩემს ისე გაუტყდა გული, რომ ორიოდე დღეში დაქორწინდა. წელიწადში, რამდენჯერმე ილაგებდა ბარგს და ოჯახიდან მიდიოდა, რადგან სხვა ქალის სიყვარულს ვერ იშორებდა გულიდან. ერთხელ, რვა წლისამ გამოვიჭირე მთვრალი და ვკითხე, რატომ გარბოდა წარა-მარა. ვინც შენ გიყვარს, ის მაინც არ გელოდება, შენთან ერთად არ იქნება და რა აზრი აქვს მეთქი. ასე თქვა, სჯობს მარტოობაში დალიო სული, ვიდრე ყოველთვის, როცა ცოლს კოცნი, სხვა ქალზე ოცნება გიმშვენებდეს თვალებსო.
- ძალიან სევდიანი ისტორიაა. რა დასანანია, რომ დედაჩემი მამაჩემს გაჰყვა ცოლად და ამის შედეგად, ვარსებობთ ჩვენ: მე, სანი და ევა. ამაზე დამზაფვრელი ისტორია, ჯერ არ მომისმენია - გავაქნიე აფერისტული სინანულით თავი - არა, მართლა სევდიანი ისტორიაა გეგი. არ გეგონოს, თითქოს დაგცინი. უბრალოდ, მაშინ რომ ვყოფილიყავი მოვლენილი ამ სამყაროს, ერთ კარგ რჩევას მივცემდი ბიძაშენს: დედაჩემს ვარდები არ უყვარს. მამაჩემი, უმშვენიერეს, თეთრ ლილიებს სჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ არასოდეს დაესხა სუნამო, რადგან მისი სურნელი უკანასკნელი მშვენიერებაა დედამიწაზე და მისი გადაფარვა არ ღირს, რომელიმე ფრანგული, თუნდაც მილიონ დოლარიანი ნაგვით.
- ოხერია რა ეს თორნიკე - გაეცინა გეგის. - ჰო, მიდგომა სცოდნია, თუმცა ეს ისტორია, აქ არ მთავრდება.
- მოუთმენლად ველი გაგრძელებას.
- ჩემი მეექვსე კლასელი ბიძაშვილი ნიკუშა, რომელიც უმოწყალოდ სცემე, შენზე იყო შეყვარებული. ბედი არ გინდა? მამამისს დედაშენი უყვარდა უიმედოდ და იმ განსხვავებით, რომ სოფი არ სცემდა. ნიკუშას კი ამ ცემა-ტყეპით შეუყვარდი ერტყობა. კაი ხუთი წელი, შენზე საუბრით მქონდა ყურები გამოლაყებული: კეკელინამ ის თქვა, კეკელინამ ეს ქნა, კეკეს ეს ეცვა. მერე, სასწავლებლად წავიდა უცხოეთში და ამოგიგდო გულიდან. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ვიჯექი ბარში, სადაც მამაშენი, თავის ძმაკაცებთან ერთად სვამდა. მუსიკაც ჩართული იყო და ჩემი ნათესავი, 25 წლის გოგონა მივიდა მამაშენთან, მასთან ერთად ცეკვა სურდა, ზედმეტად გაეარშიყა. კი გავბრაზდი, მაგრამ ცოტახანს, დავაკვირდი, მეთქი, რას იზამს აბა თორნიკე. ვაი და, უარი არ ეთქვა ქორფა, 20 წლით უმცროს გოგოზე. ამან კიდე, მოუხია, ეჭვიანი ცოლი მყავს და ახლა რომ გეცეკვო, ჩათვალე, ორივე გვამები ვართო. ნერვები მომეთხარა. ვიფიქრე, ეს ჯაფარიძეები რა მოუშორებელი ჭირები არიან. ჩემი მთელი საგვარეულო გიჯდება თავისი თაობებიანად და ესენი, ძაღლადაც არ აგდებენ. მივედი და ავუშარდი მამაშენს. საბოლოოდ, ერთი-ორი მე მომხვდა, ერთი-ორი იმას და დავიშალეთ.
თხრობა რომ დაასრულა, ცოტახანს, გაუჩერებლად ვიცინე, შემდეგ მის სახეს წავაწყდი. სერიოზული და კატეგორიული მზერა ჰქონდა. მისი ჭრელი თვალები, მთვარის სინათლესთან ერთად ცდილობდა ჩაბნელებული სახლებისა და ხეების განათებას.
ვფიქრობ, მთვარეზე უკეთ, მის თვალებს შესწევდათ ძალა, ყველანაირ სიბნელესთან განმკლავების.
- ჯაფარიძეები ვართ მოუშორებელი ჭირი თუ თქვენ გადაგვეკიდეთ, ყველა ერთად? - ვკითხე სერიოზულად.
- უცნაური შემთხვევაა იცი? აი, წლების მანძილზე, ქვეცნობიერში მქონდა დალექილი, რომ შენი გვარის ქალებს არ გავკარებოდი. თუმცა, სანამ შენს ვინაობას გავიგებდი, მანამდე გიყურებდი კლუბში და ვხედავდი, როგორ ვნებიანად, გრძნობააშლილი ცეკვავდი. შენს გამოღვიძებას ვერ ვბედავდი მუსიკის მარადიული სიზმრებიდან, რათა მეკითხა, ვინ იყავი, რა გერქვა. გონებაში, ათას სახელს გარქმევდი, თუმცა ვერც ერთს ვერ გიხდენდი. ბოლოს, სრულიად მოულოდნელად გაგიცანი. კეკელინა გერქვა და იმ წამსვე მივხვდი ყველაფერს. რა თქმა უნდა, შენ ხომ სხვა სახელი ვერ გერქმეოდა? მხოლოდ კეკელინა იყავი და მე აზრადაც არ მომსვლია. მაშინვე მკაცრად შევძახე საკუთარ თავს: არა გეგი! არც კი გაბედო! შემდეგ, ისევ ცეკვისას დაგვემთხვა შეხვედრა და ვიფიქრე, ელენეა ეს გოგო და ტროას ომის ამბავს დავატრიალებ-მეთქი. მე არც ბიძაჩემი ვარ და არც ჩემი პატარა ბიძაშვილი, რომლის ცემაც, ასე გაგიადვილდა. მე ის ვარ, ვინც მარადიული ჯადო უნდა მოხსნას ჩემს ოჯახს, ან პირიქით, თავადვე გაეხვიოს საუკუნოდ გადაჭიმულ, ცალმხრივი სიყვარულის მორევში, რომელიც შესაძლოა, ჩემს შვილზეც გადავიდეს. საბოლოოდ, მივხვდი იმას, რასაც ბიძაჩემი მიხვდა: თუ გავრისკე და გავიმარჯვე, ჩემზე ბედნიერი მამაკაცი არ იარსებებს ამ სამყაროში და თუ დავმარცხდი, თუ სამყარომ უშენობის მსჯავრი გამომიტანა, შენ მაინც ღირხარ ამ ყველაფრად.
გაოცებული ვიდექი.
ვერ ვხვდებოდი, რა სიკეთე მქონდა ცხოვრებაში გაკეთებული იმის ფასი, რომ მსგავსი სიტყვების გაგონების ღირსად ჩამთვალა ბედმა.
ხმას ვერ ვიღებდი.
დაუსრულებელი ჟრუანტელი მივლიდა სხეულში და მაშინ, პირველად დავფიქრდი, რა კარგი ყოფილა, როცა შიშიგან კი არა, სიამოვნებისგან განიცდი ამ ყველაფერს.
მოულოდნელად, ხელი თმაზე მაგრად ჩამბღუჯა და ისე სწრაფად გამაქანა თავისი ტუჩებისკენ, ვერც კი გავიაზრე, რა ხდებოდა. მთელი ძალით მკოცნიდა, ისეთი ვნებითა და გრძნობით, რომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიღირდა. ვფიქრობდი, რომ ადამიანის მოზღვავებული ემოციებისთვის, გასაქანი უნდა მიმეცა. ისედაც ძალიან ხშირად ვახევედბი, ვაკვირვებდი, ვაოცებდი, ამ ბოლო დროს, და ახლა, ერთიანად რომ ამოხეთქა, სრულებით ჩვეულებრივი საქციელი იყო.
კისერზე მოვხვიე ხელები და წამით, თავზეც მოვუფათურე, თმას ვეძებდი, თუმცა გამახსენდა, რომ ვერ ვუპოვიდი.
გეგი არ მყოფნიდა.
ველურებივით ვკოცნიდით ერთმანეთს, თუმცა მაინც არ მყოფნიდა. ჰაერის უკმარისობას ჰგავდა - ზედმეტად ბევრი იყო, თუმცა მაინც მეცოტავებოდა მისი სურნელი, ტუჩები, კოცნისას გამოცემული უხერხული ხმები.
ძალიან ცოტა იყო და არასაკმარისი.
ჩემი წარსულის ქაჯმა კეკელინამ მთელი თავისი ვნებით გამოიღვიძა, გეგის წელზე შემოახტა და შემდეგ უფრო ძლიერად განაგრძო მისი კოცნა. დაუსრულებლად ვკოცნიდით. დრო თითქოს სამარადისოდ გაიწელა, მაგრამ ჩვენთვის მაინც ცოტა იყო.
მე რომ არ გავჩერებულიყავი, გეგი ალბათ სამუდამოდ ასე დარჩებოდა.
- გეყოფა, გეყოფა -ვუთხარი და გამეცინა.
- მაპატიე, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე.
- არაფერია, მეც ვერ შევიკავე.
- ბრაზობ?
- არა, პირიქით, ჩემი პირველი კოცნა ადამიანური და ნაზი არც წარმომედგინა.
- პირველი? - გაოგნდა გეგი.
- ჰო, აქამდე არავისთვის მიკოცნია. მათი ენები ამაზრზენად მეჩვენებოდა.
- ახლა თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ასე მხეცივით მოგახტი.
- ნუ ნერვიულობ. მეც მხეცივით შემოგახტი. რამე რომ არ მდომოდა, შენი ბიძაშვილის გზას გაგიყენებდი - ვუთხარი სიცილით.
- ვინ გასწავლა ეგ ველური მანერები ან როგორ ისწავლე?
- ვინ და ცხვირზე კეხი ვინც დაგასვა, იმან.
- კაი, გასაგებია. - ჩაახველა უხერხულად და მერე ეშმაკური ღიმილით გამომხედა. - ანუ შენი პირველი კოცნა ვარ?
- ჰო, მაგრამ ძალიანაც ნუ აგივარდება თავში, ერთი კოცნა არაფერს ნიშნავს.
- რა უცნაური გოგო ხარ. მაგას კაცი არ უნდა ეუბნებოდეს ქალს?
- ჩემთან ყველაფერი პირიქითაა. მაგ აზრს რომ ვერ ეგუებოდა აქამდე ვერავინ, იმიტომ ხარ შენ ჩემი პირველი კოცნა.
- რაა? - უკმაყოფილოდ შეიცხადა გეგიმ - ანუ მაგით იმისი თქმა გინდა, რომ ბოლოს მე შეგრჩი?
- არა, ამით იმისი თქმა მინდა, რომ შენ ყველაზე ღირსეული ხარ - გამოვასწორე ჩემი შეცდომა. - და საერთოდ, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რისი თქმაც მინდა და ძირითადად, ქვეტექსტების გარეშე ვმეტყველებ.
- მაგიტომაც ჩამივარდი გულში - ჩაეღიმა გეგის.
მეც გამეღიმა, მაგრამ ძალიან შეუმჩნევლად.
- ცოტა არ გავისეირნოთ? - ძლივს ვსუნთავდი, ისე მოქმედებდა ჩემზე მისი სიახლოვე.
- გავისეირნოთ და თან შენ დაპირებულ ისტორიას მომიყვები. - შემახსენა მან.
- დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები.
- გპირდები.
- შენი სახლის ჭიშკარი, ძალიან ლამაზი ფერისაა.
- მწვანე?
- ჰო. როგორც ვიცი, თავიდან თეთრი იყო ხო? - ვკითხე მორიდებულად.
- ჰო, მაგრამ... მოიცა -ცალი წარბი მაღლა ასწია და ისე შემომხედა. ცოტახანს, ჩაფიქრდა - შე ქურდბაცაცა!
- ძალიაბ ბრაზობ?
- არა - თავს ვერ იკავებდა, იცინოდა და იცინოდა - ვის დაუწერე ღორი გოგო? - მეცა და მხარზე სარეცხივით გადამიფინა.
- მაპატიე, გოჭი უნდა დამეწერა.
- აი, სად შეცდი.
- არ გშია? სადმე ვჭამოთ.
- ვერც ერთ სერტორანში ვერ შევალ. დაგავიწყდა, რომ ვიძებნები?
- ჩემთან რომ ავიდეთ?
- არა. უფრო სწორად, ჩემთან ავიდეთ - შევთავაზე მე. ძალიან გაუკვირდა. მე კი, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში.
სახლში მისული, ყველაფერს მითვალიერებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, გეგონება, სურდა ყველაფერი სცოდნოდა, უკეთესად გავეცანი. არ ვიცი, ჩემს გაცნობაში, საწოლზე მიყრილი ტრუსების თვალიერება რამდენად დაეხმარებოდა, მაგრამ იმხელა სიამოვნებით იკვლევდა, რომ აღარაფერი ვუთხარი.
- მე ვიცოდი სადაც ცხოვრობდი. - მითხრა მოულოდნელად. - მთვრალი რომ იყავი და სახლში მიცილებაე უარი მითხარი, გამოგყევი. გეფიცები, ცნობისმოყვარეობის გამო არ გამიკეთებია. ძალიან მთვრალი იყავი, უსაზღვროდ გალეწილი და შემეშინდა, ვინმე იდიოტი არ გადაგყროდა.
- იცი, მიხარია ამის გაგება - გავუღიმე.
- აუ, კიდევ ბევრჯერ უნდა გაკოცო რაა.
- კარგი - გამეღიმა მაცდურად და ჩემკენ ჩამოვაქაჩინე თავი.
საოცრად სასიამოვნო სურნელი ჰქონდა მის კანს. ამბობენ, რომ, როცა ადამიანი ყოველგვარი სუნამოებისა და ადეკოლონების გარეშე გიზიდავს, როცა თავისი ბუნებრივი კანის სურნელით გიყვარს, მაშინაა ნამდვილი გრძნობაო და იმ წამებში, ვხვდებოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას. მკვრივ, ძლიერ სხეულზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე და კისერზე მოვხვდიე ხელები. ისევ ამიტაცა ხელში. ყოველ ჯერზე, როცა ამას აკეთებდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ბუმბულის წონის ვიყავი. ვნების ქარიშხალში ჩათრეულმა, ვერც კი გავაცნობიერე, როდის დავატანე ძალა მის სხეულს, რომ საწოლზე გადავარდნილიყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად მახსოვდა - ჩემი ხელით გავხადე მაისური, რათა მის სასიამოვნო კანსა და სხეულს უფრო ხარბად დავწაფვოდი.
მსურდა! მთელი სიცხადით მსურდა, ჩვენი შვიშველი სხეულები ერთმანეთს სამუდამოდ ჩაჰკვროდნენ, თუმცა ცოტათი დაძაბული ვიყავი. მეფიქრებოდა იმაზე თუ როგორ გამოვიყურებოდი, როგორი შესახედი ან შესაგრძნობი იყო მამაკაცის წინაშე პირველად გადაშლილი ჩემი შიშველი ტანი.
არ მეგონა, ოდესმე ასეთი აღგზნებული თუ ვიქნებოდი, მაგრამ მთელი ჩემი ხორცი და სული დაჟინებით ითხოვდა, რომ გეგი ჩემში შემოსულიყო. ყველგან ჩემი კოცნის კვალს ვუტოვებდი, სადაც სახე მიმიწვდებოდა, ვეხვეოდი მთელი სიმძლავრით.
- აუცილებლად ზემოდან უნდა იყო? - ვკითხე კრუსუნით, სანამ ჯერ კიდევ ქალიშვილად ვითვლებოდი.
- პირველ ღამეს, ქალებს ასე ურჩევნიათ ხოლმე და რა ვიცი - მიპასუხა ჩემს ალერსში გართულმა. ისეთი მხურვალე და ცხელი იყო, მინდოდა, არასდროს დამეღწია თავი მისი მკლავებისგან.
მეგონა, გაუსაძლისი ტკივილი გამეფდებოდა ჩემს სხეულში, მაგრამ რამდენადაც მეტკინა, იმდენად გამიძლიერა ვნება იმის აღქმამ, რომ საყვარელი კაცი ჩემთან ერთად, ჩემს ყოველ მოძრაობას აყოლილი, გაუსაძლისი სიამოვნების უფრსკნულში გადავარდნილიყო.
არ ვიცი, რა ძალით, მაგრამ ნეტარებით გონებადაკარგული გეგი, ჩემს ქვეშ მოვაქციე და ისე წამოვაჯექი, გეგონებოდა აქამდე დომინანტობის მრავალწლიანი გამოცდილება მქონოდა. ვკიოდი მთელი ხმით, ვკიოდი არა მარტო სიამოვნების, არამედ ბედნიერების ნიშნადაც. მიხაროდა, ჩემი სიყვარულით დატყვევებული მამაკაცის მოციმციმე თვალები, რომლებიც მთელი ეს დრო, ხან სახეში მიცქერდნენ, ხანაც იხუჭებოდნენ გადამეტებული სიამოვნებისგან. გეგის ხმამაღალ ოხვრას ვუწყობდი ჩემს კვნესას. სექსის დროს, თურმე ყველა დეტალი აძლიერებს აქტს - ქალის მკერდზე ჩაბღაუჭებული კაცის ძლიერი, დიდი ხელის მტევნები, ყოველი მზერა, მკვეთრი მოძრაობა, ტუჩების ერთმანეთში ცეკვა, გადამეტებული ოხვრა და საბოლოოდ, ისეთ ორ*აზმამდე მიდიხარ, რომლის არსებობაზე, წარმოდგენაც არ გქონდა.
- გიჟი ხარ, წარმოუდგენლად გიჟი ხარ - იმეორებდა გეგი ქოშინით. ორივე ოფლიანები და სასაცილო შესახედები ვიყავით ალბათ, მაგრამ ერთმანეთის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, კიდევ უფრო აღგვაზნებდა.
- მე კი ახლა ვხვდები რას ნიშნავს სიტყვა დიდის განმარტება - ვუთხარი ეშმაკურად და ტუჩზე ვუკბინე.
- რას მერჩი? კიდევ მინდა, კიდევ ასჯერ მინდა. - მიმეორებდა და კი ვიცოდი, რომ დაახლოებით ნახევარი საათი, არაფრის თავი აღარ ექნებოდა, მაგრამ მაინც ვნებიანად ვილოკავდი ტუჩებს და დროდადრო, მის ტუჩებსაც ვლოკავდი. - ეგეთ რამეებს როგორ აკეთებ? ჯანდაბა! ქალიშვილმა გოგომ ეგეთი რამეები საიდან იცის? ეგრე როგორ გადამიყვანე ჭკუიდან?
ისევ ვერ ცხრებოდა.
- ქალიშვილ გოგონებს, ჩვენს დროში, ინტერნეტი და პორნო საიტების ნახვის საშუალება აქვთ. მე კი ისეთი ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს, რთულია, ყველაფერი არ დავიმახსოვრო - ვუპასუხე სიცილით. თან უარესებიც ვიცი - ეშმაკურად გავუღიმე.
მოულოდნელად ზემოდან გადმომაწვა და ისე მომიწყვდია, ლამის გამჭყლიტა. გიჟივით მოისროლა შიშველ ტანზე ჩვენი „სიმბოლურად“ შემოხვეული საბნები და გიჟივით დამაცხრა სხეულზე. სიმართლე რომ ვთქვა, ხტუნვისა და ყირაზე გადასვლის თავი ნამდვილად აღარ მქონდა. გეგის ალერსში ჩავიძირე მხოლოდ. უფლება მივეცი, რომ მას განეკარდა თითოეული მოძრაობა, ამოსუნთქვა და შეხება.
ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო აქოშნებული და დაღლილი, მაგრამ ემოციურად შედარებით დაბალანსებული იყო. თავის მკერდზე გადმომაწვინა კმაყოფილი სახით და მომღიმარი, თმაზე მეფერებოდა. იმ წამებში, როდესაც მე მისი სხეულის თითოეულ უჯრედს ისე დავაკვირდი, როგორც საკუთარს, ვხვდებოდი, როგორი სიმპათიური იყო ჩემთვის - მაგიჟებდნენ მისი კუნთები, რომელიც ზომიერად ამობურცვოდა მკლავებსა და მუცელზე, მიყვარდა ცალი ტუჩით როცა იღიმოდა და ფილმიდან გადმოსული მთავარი პერსონაჟივით უჩნდებოდა მის თეთრ პირისახეს ორი ნაჩხვლეტი ლოყებთან. უმშვენიერესი, ჭრელი თვალები ჰქონდა და ოთახის სინათლეზე კარგად რომ ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, მთელი სამყაროს ფერები ჩაქსოვილიყო ამ თვალებში. ყოველთვის, როცა მიყურებდა, მეგონა რომ სამყარო მიცინოდა მისი სახით.
- კეკელინა - შემომხედა ღიმილით.
- ჰო გეგი.
- არაფერი, უბრალოდ შენი სახელის წარმოთქმისას მგონია, რომ ერთადერთი ხარ და ისიც ჩემი.
- შეიძლება, ვარ კიდეც ერთადერთი - მხიარულად გადავუტარე ხელი თავზე. ახალამოსული თმა ოდნავ მბწკენდა, თუმცა სასიამოვნო იყო.
- ხარ და ძალიან მიყვარხარ. მართალი იყო მამაჩემი, ასე თქვა, როცა ნამდვილად შეგიყვარდება, შენ თვითონ მიხვდებიო.
- ვაა, შენი პირველი სიყვარული ვარ?
- ჰო - გამიღიმა კმაყოფილი სახით.
- მიხარია - გამობერილ ტუჩებზე ვაკოცე და თავი ისევ მკერდზე დავადე.
- მე არ ვარ შენი პირველი სიყვარული? - მკითხა წყნარად.
წამით საშინელი სიჩუმე გამეფდა.
- არ ვიცი - სასტიკად დავარღვიე ეს სიჩუმე. - ცხოვრების საშინელი ეტაპი მაქვს გეგი და ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი ნათელი სხივი ხარ. უსიყვარულოდ, ალბათ ვერც დავწვებოდი ვერავისთან.
- ეგ „ალბათ“ ძალიან მტკენს გულს. - ისე თქვა, ჩემი თმის ფერება არ შეუწყვიტავს.
- სულელო - გამეცინა. - შენ ერთადერთი ხარ, ვისაც გულს არ ვატკენ. დანარჩენ ყველას, უკვე ვატკინე. - ამოვიოხრე და პლედი გადავაფარე ერთმანეთზე მოკალათებულ ჩვენს სხეულებს.
შიმშილი აღარ გვახსოვდა... უბრალოდ, ორივეს უშფოთველი ძილი გვსურდა დილამდე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი life is good

ოჰ..ოჰ... smile მაგარი გოგოო...აუ ძაან მიყ არს ეს ისტორია და რავქნაა? ეს გადარეული კეკელინა და კეხიანი გეგი ხო ვაბშე...შენ გაიხარე მაგრად გამიხარდა და სიამოვნებითაც "ვეცი" წასაკითხად... heart_eyes kissing_heart

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი life is good
ოჰ..ოჰ... smile მაგარი გოგოო...აუ ძაან მიყ არს ეს ისტორია და რავქნაა? ეს გადარეული კეკელინა და კეხიანი გეგი ხო ვაბშე...შენ გაიხარე მაგრად გამიხარდა და სიამოვნებითაც "ვეცი" წასაკითხად... heart_eyes kissing_heart

შენც გაიხარე. რა კარგია ცხოვრება, როცა ჩნდები ხოლმე heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

პორნოს ნაწილი ექსკლუზიურად მეძღვნება მე!

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
პორნოს ნაწილი ექსკლუზიურად მეძღვნება მე!

შენია, კი ბატონო, არ მაქვს არანაირი პრეტენზია :დდ

 


№5  offline წევრი უცნაური მე

აუ გეგიზე ვგიჟდებიი <3
რა ძალიაან კარგი პერსონაჟი გყავს.
რავქნა რომ კეკელინაზეც ვგიჟდები?
ძალიან კარგი თავი იყო..
თორნიკეც ძალიან მომწონს <3
შენ ხომ საერთო ენ მაგარი გოგო ხარ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

tavbrudamxvevi tavi iyooo. uyure shen jafaridzis qalebs ar gadaries sabralo gegis sagvareulo tumca raga sabralo gegis rom gaumartla vercerti kaci ocnebashic ver warmoidgenda, tan ra seksualuriaaa????

 


№7 სტუმარი სტუმარი Sakura

Dzaan kai xar

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

უცნაური მე
აუ გეგიზე ვგიჟდებიი <3
რა ძალიაან კარგი პერსონაჟი გყავს.
რავქნა რომ კეკელინაზეც ვგიჟდები?
ძალიან კარგი თავი იყო..
თორნიკეც ძალიან მომწონს <3
შენ ხომ საერთო ენ მაგარი გოგო ხარ <3

ჩემო უცნაურო, დიდი მადლობა <3
შენც უმაგრესი გოგო ხარ და ძალიან გელი ხოლმე :*

სტუმარი ნათია
tavbrudamxvevi tavi iyooo. uyure shen jafaridzis qalebs ar gadaries sabralo gegis sagvareulo tumca raga sabralo gegis rom gaumartla vercerti kaci ocnebashic ver warmoidgenda, tan ra seksualuriaaa????

აბა გოგო, ყველაფერს გამართლება უნდა ცხოვრებაში :დდ

სტუმარი Sakura
Dzaan kai xar

დიდი მადლობა, შენც :*

 


№9  offline წევრი ანი ვეშაგური

ენ წინა კომენტარში გითხარი რომ საუკეთესო და შეუდარებელიხარ!! relaxed
როცა შემთხვევით "შევაწყდი" მეხუთე ნაწილს გუგები გამიფართოვდა!!! heart_eyes
ჩემისაუკეთესო მწერალიხარ!!!
ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს გადარეული წყვილი!! kissing_closed_eyes heart_eyes
და შენც ძალიან შემიყვარდი!! scream heart_eyes
ყოჩაღ ძალიან მაგარი თავი იყო!! heart_eyes
ემოციებით სავსე! heart_eyes
ერთი ამოსუნთქქვით წავიკითხე!!
არრ მყოფნის! heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye
მალე დადე შემდეგი თავი ვერ ვითმენ! heart_eyes
stuck_out_tongue_winking_eye

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანი ვეშაგური
ენ წინა კომენტარში გითხარი რომ საუკეთესო და შეუდარებელიხარ!! relaxed
როცა შემთხვევით "შევაწყდი" მეხუთე ნაწილს გუგები გამიფართოვდა!!! heart_eyes
ჩემისაუკეთესო მწერალიხარ!!!
ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს გადარეული წყვილი!! kissing_closed_eyes heart_eyes
და შენც ძალიან შემიყვარდი!! scream heart_eyes
ყოჩაღ ძალიან მაგარი თავი იყო!! heart_eyes
ემოციებით სავსე! heart_eyes
ერთი ამოსუნთქქვით წავიკითხე!!
არრ მყოფნის! heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye
მალე დადე შემდეგი თავი ვერ ვითმენ! heart_eyes
stuck_out_tongue_winking_eye

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო <3 მკითხველი რომ გამოგარჩევს, ეგ ძალიან ძალიან დიდი ბედნიერება და პატივია. მეც ძალიან სემიყვარდი და გპიქრდები, არ გალოდინებ <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინი

დამელია სული რაა :( შენც აგვიანებ და ელ ჯეიმსიც უუფ :(

 


№12 სტუმარი Mariami

Rodis daideba shemdegi? ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mariami
Rodis daideba shemdegi? ❤

სტუმარი ნინი
დამელია სული რაა :( შენც აგვიანებ და ელ ჯეიმსიც უუფ :(

ხვალ დავდებ ჩემო დღნაჩვებო <3

 


№14 სტუმარი სტუმარი ნათია

რატომ მიგვატოვე, გული მტკივა რომ დაგვივიწყე. შემოვდივარ და გაუჩინარებული გაუჩინარდა , ეხლა მართლა ვღიღინებ: სადახარ ჩემო სულიკოოოო????

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნათია
რატომ მიგვატოვე, გული მტკივა რომ დაგვივიწყე. შემოვდივარ და გაუჩინარებული გაუჩინარდა , ეხლა მართლა ვღიღინებ: სადახარ ჩემო სულიკოოოო????

ნათო, არ გავუჩინარებულვარ, არც მიმიტოვებიხართ, არ იდარდო. დაწერილი მაქვს და მეგონა, დღეს მოვახერხებდი ატვირთვას, მაგრამ კომპიუტერის გარეშე ვარ და ტელეფონით, ფიზიკურად არ მაქვს ფაილი. ჰოდა, არ გეგონოს, თითქოს დამავიწყდა. გაუჩინარებული აღარ გაუჩინარდება ^_^

 


№16 სტუმარი სტუმარი Liza

როდის დაიდება ახალი?

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Liza
როდის დაიდება ახალი?

როგორც კი კომპიუტერს გამიკეთებენ. სავარაუდოდ, ხვალ მომიტანენ და ეგრევე გადავწერ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent