შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 12 თავი


18-09-2018, 22:41
ავტორი lullaby
ნანახია 1 565

ნაკაწრები 12 თავი

***
მცირე კამათის შემდეგ, კალე მაინც მომყვება. ლელა შორიდანვე გვხედავს, ჩემკენ მოიწევს და ატირებული მეხვევა. მის შემხედვარე, ვერც მე ვიკავებ ცრემლებს. მოშორებით ბექას მშობლები სხედან. დედამისი წამდაუწუმ სალფეთქით იმშრალებს ცრემლებს. მეუღლისთვის მაგრად ჩაუბღუჯავს ხელი მკლავში და მძიმედ სუნთქავს. სამივე ზუსტად ისე განიცდის, როგორც პირველ, ავარიის დღეს. მშობლებთან მივდივარ და შვილის გამო ვუთანაგრძნობ. დაღლილები და განადგურებულები არიან.
- გაჟონვა დაემართა. - ცრემლებს იწმენდს ლელა და ხმის გაკონტროლებას ცდილობს. კედელს მიყრდნობილი კალე ჩაფიქრებული და შუბლშეკრული უსმენს. - ექიმმა თქვა, რომ მოსალოდნელი იყო. უკვე ხუთი თვეა აპარატზეა და ტვინმა ვეღარ გაუძლო. ტვინმა ვეღარ გაუძლო ხელოვნურ ჰაერს. არ მგონია, ეს ოპერაცია გადაიტანოს, მირა.
- გთხოვ, ლელა, დამშვიდდი. წინასწარ ასე ნუ განიცდი. - თმაზე ვეფერები. არ ვიცი, რით დავაწყნარო.
- მეგონა შევეგუე. მეგონა მოვინელე, მაგრამ ვერა. ღმერთო, ისე მენატრება, ისე საშინლად მენატრება... ბექა რომ მოკვდეს, მეც მოვკვდები მირა, გეფიცები.
- ჩუმად, ჩუმად, გთხოვ, ასე ნუ ამბობ. - გულში ვიკრავ გოგოს და კალეს ვავლებ თვალს. ჩუმადაა და თვალს გვარიდებს. თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თავს იკავებს.
ლელას ტკივილი ისე მამძიმებს, რომ ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ. მოსაცდელში სკამებზე ვსხედვართ. ლელა მხარზე მადებს თავს და სანამ ოპერაცია არ მთავრდება ჩუმადაა. ხანდახან თრთის. ტირილს ვერ ერევა. ვცდილობ, ხელი არ გავუშვა. არ მინდა, რომ თავი მარტო იგრძნოს. კალე ჩემ მარცხნივ ზის და ჩემი თითები უჭირავს. დროდადრო ფანჯარასთან მიდის და სიგარეტს ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ ვსაუბრობთ, მისი თვალები უყურადღებოდ მაინც არ მტოვებენ.
რამდენიმე წუთში საავადმყოფოში თენგო და მათეც მოდიან და ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. არ ვიცი ამას თავი როგორ დავაღწიო. ვხედავ, როგორი უნდობი თვალებით ათვალიერებენ კალეს ბიჭები მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის დრო არ არის. საბედნიეროდ, მხოლოდ უხმო უნდობლობით შემოიფარგლებიან და ბექას მდგომარეობას ითვალისწონებენ. კალე მშვიდად იღებს შექმნილ ვითარებას და ეს ერთადერთია, რაც წყნარად ყოფნის გარანტიას მაძლევს.
ლელას თავს ვაღებინებ ჩემი მხრიდან და კაფეტერიაში ყავის მოსატანად მივდივარ. ის-ისაა კიბეზე ჩასვლას ვამთავრებ, რომ ზურგიდან მათეს ხმა მესმის. ბიჭი სწრაფად მეწევა და მაჩერებს.
- როგორ ხარ? - მეკითხება ის. მის სახეს ვათვალიერებ და ძალიან დიდ დანაკლისს ვგრძნობ, როცა შუბლზე ჩამოყრილ გიშერივით შავ თმას ვერ ვხედავ.
- არამიშავს. - მხრებს ვიჩეჩავ. - შენ?
მათე თავს მიქნევს და ჩაფიქრებული ტუჩებზე ისვამს თითებს. ასე მგონია, სადღაც ეჩქარება.
- იცი დღეს სად ვიყავი? - მეკითხება. - დაჩის სახლში.
- რაა? - გაოგნებულს თვალები მიფართოვდება. - მერე?
- სახლი დაკეტილია. მერე მეზობელთან ვიყავი და გავიგე, რომ დაჩის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში ოჯახი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მას მერე არც ერთი ჩამოსულა.
- ხო. ტატე გერმანიაში სწავლობდა. ალბათ გააგრძელა. - მოუთმენლად ველოდები, რას მეტყვის შემდეგ მათე.
- მიუნხენში ცხოვრობენ. მაგრამ დაჩის ძმა რომელ კოლეჯში სწავლობდა, არავინ იცის. სახლში მივალ თუ არა, იქაურ სასწავლებლებს დავათვალიერებ და იქნებ ძველი სტუდენტების ჩარიცხულთა სიებში ვნახო, არ ვიცი. თუ ვიპოვნი, იქნებ რაიმე ინფორმაცია მაინც იდოს მის შესახებ. სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ან რამე, რაც გამოგვადგება მათ მოსაძებნად.
- კარგი აზრია. - თავს ვუქნევ ოდნავ გამოფხიზლებული და ვფიქრობ, აქამდე რატომ არ მოგვივიდა აზრად, ეს გაგვეკეთებინა.
- იმედი მაქვს რამეს ვნახავ... ის, რომ აქ ჩამოსული ტატე მეზობლებს არ უნახავთ, ბევრს არაფერს ნიშნავს. მას თუ მკვლელობები ჰქონდა ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა, თვალით არავის დაენახვებოდა. დაიმალებოდა, როგორც შეძლებდა.
- მიხარია, რომ ამას თავი მოაბი...
- მთავარია შედეგი ვნახოთ, მირა. მსხვერპლი საკმარისია. საკმარისი კი არა, ამისი დედაც... საშინელებაა... რამე უნდა ვიპოვო, უნდა... თორემ, ასე აღარ შემიძლია. საკუთარი უმოქმედობა და პოლიციის ლოდინი მაგიჟებს. - მის ჩაწითლებულ თვალებს ვუყურებ და გული მეწურება... ისე მინდა შევეხო, მოვეხვიო და დავამშვიდო, ისე, როგორც ადრე, მაგრამ... მასთან მიკარებისაც კი მეშინია.
- მჯერა, ხომ იცი, რომ შენი მჯერა. - იმაზე ჩუმად გამომდის ნათქვამი, ვიდრე მგონია.
- ეს სტიმულია. და ძალა... ეს იცოდე. - მიყურებს მათე და მის მწვანე თვალებში გულწრფელობა ელავს. მტკივნეულად მახარებს, რომ მისთვის ისევ ბევრს ვნიშნავ... ყველაფრის შემდეგ... - კარგი. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რა გავაკეთე და რას ვაპირებ. ზემოთ ვერ შევარჩიე მომენტი ამის სათქმელად. თანაც, მინდოდა მარტოს დაგლაპარაკებოდი.
- მესმის, მადლობა მათე. - ვუღიმი, მასაც მკრთალად ეღიმება, წამიერად მკლავზე მეხება და კიბეზე ადის. სხეულში გაჩენილ სითბოს ჟრუანტელი მოსდევს და სანამ ხარბად არ ვისუნთქავ ჰაერს, არ მივლის. ვბრუნდები და კაფეტერიაში შევდივარ.
საოპერაციოდან ექიმის გამოსვლის შემდეგ მალევე ვიშლებით. ოპერაცია წარმატებით მთავრდება და ბექა ისევ ხელოვნური სუნთქვის აპარატს უბრუნდება, თუმცა გარანტიას ვერავინ გვაძლევს, რომ ახლო მომავალში იგივე არ განმეორდება. სიტუაცია ოდნავ წყნარდება. ლელას მასთან დარჩენას ვთავაზობ, მაგრამ არ მანებებს და საავადმყოფოდან ყველას გვიშვებს. სახლში ოდნავ დამშვიდებული ვბრუნდები, თუმცა ვწვები თუ არა და ფიქრებს ვყვები, მაინც მეშინია.


***

2016 წელი, 15 სექტემბერი
ღამე

თითები სველ მიწაზე მიწყვია და ვხედავ, როგორ ნელ-ნელა უმატებენ თრთოლვას ისინი. ნერვებისგან მიწას ვბღუჯავ და ვგრძნობ, როგორ მევსება მისით ფრჩხილები. საკუთარი გულისცემის ხმა შორიდან ჩამესმის. სასაფლაოზე ვარ მოღრუბლული, წვიმიანი ცის ქვეშ. ასე მგონია ზურგს უკან ვიღაც დგას, ხელებით მხრებზე მაწვება და მუხლებზე მდგომს ადგომის საშუალებას არ მაძლევს. მინდა ქვას შევხედო და დავინახო ვისი საფლავია, მაგრამ რამდენჯერაც ამას ვცდილობ, იმდენჯერ იცრიცება გამოსახულება. ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ და საკუთარი თავის დასამშვიდებლად ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ არ მასვენებს იმის შეგრძნება, რომ სადაცაა ვიღაც რაღაცას დამიშავებს. სიცივე იმდენად რეალურია, რომ ძვლებამდეც კი ატანს. წვიმისგან დროდადრო მებინდება მხედველობა. შავი მიწიდან ვერაფრით ვაძრობ თითებს. თითქოს იქ ჩამარხულიყვნენ და სიცოცხლე დაეკარგათ.
უცბად ზურგიდან ვიღაც ხელს მკრავს და მიწაზე ვენარცხები. ტუჩები მიტალახიანდება და გემოსაც კი საკმაოდ მძაფრად შევიგრძნობ. ყელში გაჩენილი შიში იშლება და სხეულს ერთიანად ცახცახი იტანს. საფლავის ზედაპირს ვეყრდნობი და წამოდგომას ვცდილობ, რომ ქვას ვუსწორებ თვალს, რომელზეც საკმაოდ მკვეთრად ჩნდება სურათი. იქ მე ვარ. მომღიმარი მე.
კარის დახურვის ხმა მაღვიძებს. ბალიშსჩახუტებულს ჩამძინებია და ოფლისგან ვიწურები. გული ისე მაქვს აჩქარებული, თითქოს მერბინოს. სახეზე ვისვამ თითებს და სააბაზანოში პირის დასაბანად შევდივარ. საკმარისია თვალები დავხუჭო, რომ საფლავის ქვაზე გამოსახული საკუთარი სახე მიდგება თვალწინ. იქიდან გამოსულს კალე მხვდება საწოლზე მჯდომი. გვერდით მუყაოს შეკვრა უდევს და მომლოდინედ, მაცდურად იღიმის. სიზმარზე ფიქრი მაშინვე მიწყდება და მისი გამომეტყველება ღიმილში მიყოლიებს.
- აქ რა გაქვს? - საწოლს ვუახლოვდები და შეფუთვას ზემოდან დავყურებ.
- ხვალინდელი საღამოსთვისაა. მოგეწონება. - თვალით მანიშნებს, რომ გავხსნა. ხელისგულებით საწოლსდაყრდნობილი ოდნავ უკან იხრება და მელოდება. შეფუთვას ვუახლოვდები, ხელს ისე ვყოფ, რომ შიგნით არ ვიხედები და უზომოდ რბილი მატერია ამომაქვს.
ეს კაბაა. ზურგზე მოღებული, შავი ბრჭყვიალა კანტებით და ბრეტელით გაწყობილი შავი კაბა. ვუყურებ ამ სილამაზეს და ერთი წამით მავიწყდება, რა ხდება ჩემს თავს. მახსენდება ნატასთან და თეონასთან ერთად გატარებული უდარდელი, გლამურული და ხმაურიანი საღამოები, რომლებიც სპონტანურად გრძელდებოდა. რამდენჯერ მიგვიტოვებია ოფიციალური წვეულებები და ძვირადღირებული ტანსაცმლით აუზში ჩავმხტარვართ ალკოჰოლისგან გასულელებულები.
ორი დღის წინ ელენემ დამირეკა. ხვალ კერძო კომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალი იმართება, სადაც ელენეს კომპანიაცაა წარდგენილი. ქალს ჩემი დაპატიჟება არც უფიქრია ჩემივე მდგომარეობის გამო, მაგრამ მენეჯერმა, რომელთან ერთადაც გეგმავდა წასვლას, ოჯახური პრობლემების გამო უარი უთხრა, ამიტომ ფიქრის შემდეგ ჩემზე გამოცდილი თანამშრომელი ვერავინ იპოვა და დამიკავშირდა. თქვა, რომ კალესაც შეეძლო წამოსვლა, თუ მარტო არ მენდომებოდა წვეულებაზე დასწრება, მაგრამ მე მაინც უარი ვუთხარი. თუმცა, მასთან საუბრის შემდეგ კალემ გადამაფიქრებინა. მითხრა, კარგი იქნება თუ განიტვირთები, არაუშავს, თუ ამის დრო არააო. ამის დრო მართლაც არაა და წარმოდგენა არ მაქვს, მიუხედავად ამისა, მაინც რატომ დავთანხმდი.
კაბას საწოლზე ვაფენ და კალეს მუხლებზე ვჯდები. ფრთხილად ვაყრდნობ მხრებზე ხელებს და ტუჩებზე ვკოცნი. ‘
- გმადლობ. - ვეუბნები და მის ანთებულ, ქარვისფერ თვალებს ვაცქერდები.
- კმაყოფილი კიდევ უფრო სასურველი ხარ. - ამბობს შეფარვით, თუმცა კაბის ქვეშ შესრიალებული მისი თითები საკმაოდ გულახდილები არიან.
- კაბა ლამაზია... მაგრამ იქ წამოსვლა არ მინდა. გული მიგრძნობს, რომ ვინანებ.
- შენ ხომ მხოლოდ ელენეს გამო მიდიხარ. ეს მხოლოდ მოვალეობაა, მეტი არაფერი.
- ვიცი, მაგრამ... - ნიკაპს მხარზე ვაყრდნობ და ვეხვევი. ტუჩებით კისერზე მეხება და თმაზე მეფერება. - რაღაც არ მასვენებს, კალე. ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
- ეს შიშია. დამფრთხალი ხარ და ეს ნორმალურია. მე იქ ვიქნები და თუ თავს ცუდად იგრძნობ, მაშინვე წამოვალთ. არ იღელვო, კარგი?
- კარგი. - ვამბობ ჩუმად და მის სუსხლიან სურნელს ხარბად ვისუნთქავ. ძლიერ მკლავებში გარინდული, ვფიქრობ, მოვუყვე, რას აკეთებს მათე, მაგრამ მისი საავადმყოფოში ნათქვამი მახსენდება და თავს ვიკავებ. რადგან მათე დამედევნა და ყველაფერი განმარტოებულს მითხრა, ესე იგი, არ უნდოდა ყველასთან მოყოლა. იქნებ არც თენგომ იცის და არც ლელამ... სჯობს ისე დარჩეს ყველაფერი, როგორცაა. ჩემსა და მათეს შორის.




***

2016 წელი, 16 სექტემბერი
ღამე

მხოლოდ მაშინ ვაცდნობიერებ ჩემს შეცდომას, კიბეზე მოცინარ, ხმაურინ ადამიანებს რომ ვხედავ. კალესთან ერთად ხელმკლავით ვდგავარ კიბის დასაწყისში და ვცდილობ, ყურადღება მხოლოდ მას დავუთმო და არ ავყვე შემაწუხებელ ხმაურს. კალე გარემოს ავლებს თვალს. ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცას ეძებდეს. როცა ჩემს თვალებს აწყდება, მიღიმის, მის მკლავზე დაყრდნობილ თითებზე ხელისგულს მადებს და კიბეზე ავდივართ. ვცდილობ, გზად შემხვდარი ნაცნობების ღიმილი უპასუხოდ არ დავტოვო. რაც უფრო ვუახლოვდებით ხალხის მასას და შენობიდან გამოსულ მუსიკის ხმას, მით უფრო მიჩქარებს გულს დანაშაულის შეგრძნება. კალეს მაგრად ვუჭერ მკლავზე ხელს და ნერვებისგან ამტყდარი ცახცახის შეკავებას ვცდილობ. უკვე სექტემბრის შუა რიცხვებია, მაგრამ გარეთ ჯერ ისევ ცხელა. ან ეს შეიძლება ჩემი შინაგანი კოცონია, რომელშიც წარსულის ყველაზე ძვირფასი მოგონებები იწვიან.
კალე შუბლზე მკოცნის და უკან მოტოვებულ, წითელ ხალიჩაზე გაშლილ ადამიანებს ისევ ავლებს თვალს.
- დამშვიდდი. - მეჩურჩულება.
- მალე წავიდეთ, გთხოვ. - ვამბობ და თვალებით ელენეს ვეძებ, რომელიც კომპანიის მანქანიდან გადმოსვლისთანავე თენგოსთან ერთად უჩინარდება. ალბათ კალეც სწორედ მათ ეძებს. ვერ ვხვდები, რაში დავჭირდი, თუ ჩვენი გზების გაყრას საღამოს დასაწყისიდანვე გეგმავდა. მასზე გულმოსულს, კიდევ უფრო კარგ იდეად მეჩვენება აქედან წავსლა. მაგრამ მაინც ღიმილით მივაბიჯებ მინის კარისკენ, საიდანაც წითელი პროჟექტორების მოციმციმე ნათებები იღვრება.
- როგორც კი საჭირო აღარ ვიქნებით, წავალთ. - ამბობს კალე, წელზე ხელს მხვევს და გაღებულ კარში გზას მითმობს. მოზრდილ დარბაზში შევდივართ. კალე ჩამოვლილ მიმტანს აჩერებს და ორ ბოკალ შამპანურს ართმევს.
დარბაზში მოდურად გამოწყობილი ხალხი ზანტად მოძრაობს. ადამიანებს თითქოს ეზარებად ერთმანეთთან დიდხანს ლაპარაკი. მოსაუბრეებს მალ-მალე იცვლიან და ამით ბედნიერები არიან. მათ ტანზე მორგებული ტრენდული ტანსაცმელი მანეკენზე მორგებულს ჰგავს. აცვიათ, იმისთვის, რომ შეამჩნიონ და არა იმისთვის, რომ უხდებოდეთ. წითელი პროჟექტორები ჭერზე ჩამოკიდებულ შუშის ბურთულებს თვალისმომჭრელ ბორდოსფრად აბჭყვრიალებენ. მათზე არეკლილი სხივები ადამიანების სახეებს წითელ ნისლში გახვეულ უსახო არსებებს ამსგავსებს. გემოვნებით შერჩეული მუსიკა არც ისე სასიამოვნოა ჩემი სმენისთვის. ერთ ადგილას გაყინულივით ვდგავარ კალეს გვერდით და ხელს არ ვუშვებ. მის ნაბიჯებს ვენდობი. მივყვები იქ, საითაც წავა. საღამოს ორგანიზატორები წამყვანებთან ერთად მიკროფონებთან დაბალ სცენაზე დგანან და მხიარულად იცნიან. არც მოვარდისფერო შამპანური მსიამოვნებს. არც წამიერად ჩემკენ მომართული სტუმრების მზერა. მათ სახეებზე ისე აშკარად ვხედავ ნიღბებს, რომ ალბათ შეხებისას ჩამოხსნასაც კი შევძლებ. ისინი მიცნობენ და ყველაფერი იციან. ზოგიერთს ალბათ ვეცოდები. ზოგი ალბათ ფიქრობს, რას ვაკეთებ აქ მას შემდეგ, რაც მეგობრები დამეღუპა. ზოგის თვალებში კი გამაღიზიანებელ ცნობისმოყვარეობას ვხედავ. თუმცა, ყველაზე აუტანელი ისაა, რომ ისინი მაინც იღიმიან. იღიმიან და ტკბილი თავაზიანობით მესალმებიან. ხოდა, ვფიქრობ, აქ რას ვაკეთებ? ნატა მოკვდა. ოთო მოკვდა. თეონა მოკვდა. ბექა? ისევ სიკვდილს ებრძვის. კალეც სიკვდილს გადაურჩა. მე რატომ ვარ ცოცხალი? აქ რატომ ვარ ლამაზი კაბით, მაკიაჟით, ვარცხნილობით, შამპანურის ბოკალით ხელში? სადაა ჩემი მწუხარება? რატომ არ მეტყობა, რომ მეგობრები მომიკლეს? რატომ არ მეტყობა, რომ მეშინია? ასეთი უგულო ვარ, რომ გამოვლილის შემდეგ აქ, წვეულებაზე დგომა და გულის გადაყოლება შემიძლია? ასეთი ცივი ვარ, რომ მუსიკას და ბოკალ შამპანურს ყველაფრის დავიწყების საშუალებას ვაძლევ?
ორი წამით თვალებს ვხუჭავ და დამშვიდებას ვცდილობ. აქ სამსახურის გამო ვარ. არაფერი ზედმეტი. აქ გასართობად არ მოვსულვარ. როგორც კი ამოვწურავ ჩემს მოვალეობას, მაშინვე წავალ.
უცბად მათე მახსენდება. კლატჩიდან მობილურს ვიღებ და მესიჯს ვწერ, მიაგნო თუ არა რამეს. ბოლოს რომ ვილსაუბრეთ, მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა. რამდენჯერმე მოვიკითხე და მითხრა, რომ ვერაფერი ნახა და თან სამსახურიც ხელს უშლიდა. შეტყობინებას ვაგზავნი, მაგრამ ვიცი, რომ ახალს ვერაფერს გავიგებ. რამე რომ გაერკვია, ჩემს შეტყობინებას არ დაელოდებოდა. თვითონ მოვიდოდა და ყველაფერს მეტყოდა.
შამპანურის ერთ ყლუპს ვსვამ და ის-ისაა კალესთან ერთად მაგიდასთან ვჯდები, რომ დაჯილდოების ცერემონიალი იწყება. ელენე და თენგოც თავიანთ ადგილებს იკავებენ. ბიჭს უკვე ეტყობა ალკოჰოლის გავლენა და იმედს ვიტოვებ, რომ წინ მის მიერ გამართული სცენების ხილვა არ მომიწევს.
რაც უფრო ეშხში შედის საღამო, მით უფრო მიპყრობს მოუსვენრობა. თვალებს მჭრიან ქალების ბჭყვრიალა სამკაულები და კაბები. დარბაზი შავში გარდანმავალ წითლად ჩაშავებულა. ასე მგონია, აქაურობას სადაცაა სიბნელე და უჰაერობა მოგუდავს. ცივი შამპანური ვეღარ მაგრილებს. ხმაური იმდენად დამღლელი და შემაწუხებელი ხდება, რომ ელენეს კომპანიის დაჯილდოებიდან მხოლოდ ფრაგმენტებს ვაფიქსირებ. ჩემი ტაში და ღიმილი ავტომატური ხდება. საკუთარ ქმედებებს ინსტიქტს ვანდობ და სიფხიზლეს ვკარგავ. სიტყვები, რომლებიც მიკროფონიდან ხმამაღლა ისმის, ექოს გამოსცემენ და იწელებიან.
მათეც არ ჩანს. მესიჯზე არ მპასუხობს. ჩემი მობილური დუმს და ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ყველაფერს.
სცენიდან პრიზით ჩამოსული ელენე მაგიდას უბრუნდება და მას შემდეგ, რაც მოლოცვებზე პასუხს ამთავრებს, ერთ ბოკალ შამპანურს ერთი მოსმით სვამს და კისკისებს. ამაყი მზერით გვავლებს თვალს და სიხარულისგან მოზღვავებული ენერგიის ჩაცხრობას ცდილობს. თენგო დედამისს ლოყაზე ჰკოცნის და ისიც ცლის ვისკის ჭიქას. მიუხედავად იმისა, რომ წვეულებაზე მოსვლის წუთიდან სვამს, მთელი საღამოა კალეს არსებობას არ იმჩნევს. მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. არც ჩემთვის კალეს მისამართით. ეს რამდენადაც მამშვიდებს, იმდენად მაღიზიანებს, თუმცა შეგუებას ვცდილობ და მგონი გამომდის. როგორც ჩანს, ჩემს გაფრთხილებას ითვალისწინებს.
- მირა. - მეჩურჩულება ყურთან ახლოს კალე და მხარზე მადებს თითებს. - მირა, კარგად ხარ?
დაჰიპნოზებულივით მივჩერებივარ სცენას და მასზე მდგარი ადამიანები ერთმანეთში მერევიან. კალე ნიკაპზე მეხება და თავს თავისკენ მაბრუნებინებს. შუბლშეკრული მიყურებს. თვალები ჩამუქებია. წითელი განათებისგან ისეთი ბნელია მათი სხივები, რომ ტანში მცრის. ერთი წამით მგონია, რომ ეს ის კალე არაა, რომლის მიმართაც თავბრუდამხვევ ლტოლვას განვიცდიდი. ისე მიყურებს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდეს. შემდეგ მზერა სტუმრებზე გადააქვს და თვალს ისე ავლებს დარბაზს, თითქოს იქაურობას ზვერავდეს. შემდეგ თითებს მიჭერს და დგება.
- წამოდი. - ამბობს და ყურადღებას არ აქცევს ელენეს გაოგნებული ტონით დასმულ შეკითხვას, თუ რას ვაკეთებთ.
წასულს მივყვები. თითებს მაგრად მიჭერს. ისე მაგრად, რომ მტკენს, მაგრამ მის მოხდენილ მხრებს მიშტერებული ტკივილს ვაიგნორებ. მინდა ვკითხო სად მივყავარ ან რას აპირებს, მაგრამ სწრაფი ნაბიჯები და ხმაური ამის საშუალებას არ მაძლევს.
დარბაზიდან ფართო დერეფანში გავდივართ. უკან დახურული კარი ხმაურს ახშობს და მუსიკა და მიკროფონში წარმოთქმული სიტყვები იგუდებიან.
- კალე... - მივყვები სწრაფად და აქეთ-იქით ვიხედები. - კალე, რას აკეთებ...
ის არ მპასუხობს. უკან არც კი იხედება. რამდენიმე ნაბიჯში ოთახის კარს აღებს, შიგნით შევყავარ და მაშინვე ხურავს. კედელს მაყრდნობს, ერთი წამით თვალებში მაცქერდება და გაშლილ მტევანს გულზე მაკრობს. თითებს ნელა კეცავს და მოლოდინი მაქვს, რომ სადაცაა აჩქარებულ გულს ამომგლეჯს. ქარვისფერ თვალებს ვაცქერდები და გონებაში მისი პირველი ღიმილი მიკრთის - მაცდური, თავდაჯერებული და სასურველი. ჰაერის ჩასუნთქვას ვასწრებ და კალეს ტუჩებს სურვილით ვხვდები. მათი შეხება ნეტარებისგან მაბრუებს. მინდა მოდუნებული ხელები მხრებზე მოვხვიო და დავეყრდნო, მაგრამ მიჭერს, ზურგს უკან ერთი ხელით მიკავებს და ყელზე მკოცნის. ცხელი ენის შეხება კანს მიწვავს. ხანდახან ისე ბასრად მხვდებიან მისი კბილები, რომ მგონია ნაკაწრებს მიტოვებენ. შიგნიდან რაღაც გაუგებარი ხმა მიყვირის, რომ გავჩერდე და გავაჩერო, მაგრამ ამის ძალა არ მყოფნის. თვალებდახუჭული, სიბნელეში ჩაკარგული, კალეს შეხებას მინდობილი ვითიშები. ვითიშები, როგორც ძილისას, შოკისას, სიკვილისას. ვითიშები და მაშინ, როცა ჩემი კაბა ზემოთ მოიწევს, როცა კალეს ხელები საცვალს ეტანებიან, შორიდან, ძალიან შორიდან სიცლის ხმა ჩამესმის. ნაცნობი, ჩმეთვის ძალიან ძვირფასი და დაკარგული სიცილის ხმა. მერე თვალებიც კრთება, ზურმუხტისფერი, ხან ნათელი, ხან დაღლილი, ხან ბედნიერი, მაგრამ მაინც ჩემიანი.
და შიში მიპყრობს. მაშინებს, რადგან კალესთან ყოფნისას ეს არ უნდა ხდებოდეს. კალეს კოცნისას მათე არ უნდა მახსენდებოდეს. და ამის შემდეგ სინდისის ქენჯნას არ უნდა განვიცდიდე.
- კალე... - ვამბობ ხმადაკარგული. აჩქარებული გული ნელ-ნელა მიზეზს იცვლის და უარესაც ჩქარდება. მის ხელებს ვიჭერ და სუნთქვის დარეგუილირებას ვცდილობ. ის ჩერდება და თითებს ძლიერად მაკრობს შიშველ თეძოებზე. ყელზე ტუჩებით მეხება და რამდენიმე წამით არ იძვრის. მის ცხელ სუნთქვას მთელი სხეულით შევიგრძნობ. ის ჩემთვის ისევ სასურველია, თუმცა წარსულისგან განსხვავებით ახლა უარის თქმას ვახერხებ. ვახერხებ, მაგრამ ისევ მიზეზი მაკრთობს. მიზეზი მაშინებს.
- კარგად ხარ? - მეკითება ის. ველოდები, რომ მისი ხმა განაწყენებული იქნება, მაგრამ არაა. არაა და გულზე მეშვება. თავს ვუქნევ. ლოყაზე მკოცნის, თითებს მის თმაში ვასრიალებ და ვეხვევი.
- ეს ზედმეტია ჩემთვის. აქაურობა ზედმეტია.
- წავიდეთ?
- გთხოვ.
კალე თავზე მკოცნის, ხელს მიჭერს და ოთახიდან გავდივართ. სანამ დარბაზში დავბრუნდებოდეთ, საპირფარეშოსკენ ვუხვევ და კალეს ვეუბნები, რომ დარბაზში დამელოდოს.
კლატჩს ნიჟარაზე ვდებ და სარკეში ვიხედები. ტუჩებიდან მოშლილი წითელი პომადის კვალი მაღიზიანებს. თითებს ვისველებ და პირს ვიბან. გრილი წყლის შეგრძნება მსიამოვნებს და ლამისაა მთელი ტანი დავისველო. ვუყურებ საკუთარ თავს და ეს გარეგნობა მეუცხოვება. ეს ვიღაც არეული, დაულაგებელი, ჩამოუყალიბებელი, სუსტი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს იბრმავებს, იყრუებს და იმუნჯებს. და თუ აქამდე არ იცოდა, რატომ, ახლა დარწმუნებულია. სჯის, რადგან სინდისის ქენჯნა აწუხებს, დანაშაულის შეგრძნება ახრჩობს. და თვალებზე ეტყობა, რომ დასასრულის არ ეშინია. ეშინია მხოლოდ უდანაშაულო მსხვერპლის და ეს ანადგურებს. ანადგურებს და ამის შეჩერება შეუძლებელია.
ნიჟარაზე დაყრდნობილ ჩემი ხელების თრთოლვას ვუყურებ და გონებაში ამისი მიზეზი უზარმაზარი ბანერივით ნათდება. მათე. ღმერთო, რა მჭირს? რატომ გაჩნდა ჩემში მათე მაშინ, როცა ამის დრო არ იყო? და რატომ დავკარგე კალეს სურვილი მისი გახსენებისას? ეს... ეს რას ნიშნავს? ეს არ უნდა ხდებოდეს... ეს ვერ მოხდება! მათე მართალი ვერ იქნება. არ უნდა იყოს! მე ხომ კალე მინდა. მათე არა. მათე ხომ ჩემი მეგობარია. მეგობარი იყო. ახლა რა არის? ახლა რა არის ის ჩემთვის? არაფერი? არა, ოღონდ ეს არა. ყველაფერი შეიძლება იყოს არაფერის გარდა. ოღონდ არაფერი არა! მათე ჩემთვის არაფერი ვერ იქნება. არ იქნება. ამას ვერ გადავიტან... ღმერთო!
მობილურის ზარის ხმა მაფრთხობს. კლატჩიდან ვიღებ და ეკრანს დავყურებ. როგორც კი „მათეს“ ვკითხულობ, მაშინვე ვპასუხობ.
- მათე!
- შეგიძლია გარეთ გამოხვიდე? - მესმის მისი ხმა და გული გამალებით იწყებს ძგერას.
- რა? შენ აქ რა გინდა? - ვეკითხები გაკვირვებული და კარისკენ ვბრუნდები, თითქოს აქვე იდგეს.
- მოსაწვევის გარეშე არ მიშვებენ, ხოდა იქნებ გამოხვიდე, მირა. გელოდები.
- ახლავე... ახლავე. ხუთი წუთი დამელოდე. - მობილურს კლატჩში ვაბრუნებ, სარკეში საკუთარ თავს ვავლებ თვალს, ტუჩებზე მკრთალად ვიტარებ პომადას და საპირფარეშოდან გავდივარ. დარბაზისკენ მივაბიჯებ კალეს გასაფრთხილებლად, მაგრამ მინის ჭრილიდან ვხედავ ელენესთან მოსაუბრეს და ვჩერდები.
რატომ მოვიდა მათე აქ? ნუთუ რამე გაარკვია? რამე ისეთი, რაც დილამდე ვერ მოიცდიდა? შემდეგ ისევ საავადმყოფოში ჩვენი განმარტოებით საუბარი მახსენდება და დარწმუენბული არ ვარ, რომ კალემ, თენგომ ან ელენემ მისი აქ მოსვლის ამბავი უნდა გაიგონ. ვბრუნდები და დერეფანს მივუყვები. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ ვესტიბიულში გავდივარ, იქიდან კი გარეთ. წითელ ხალიჩაზე სწრაფად ვეშვები და რამდენიმე მეტრში მათეს მანქანას ვხედავ. მისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ და ის-ისაა ვუახლოვდები, რომ ბიჭი მანქანიდან გადმოდის. ვჩერდები. ისიც ჩერდება. რამდენიმე წამით უხმოდ მავლებს თვალს. საღამოს კაბაში უხერხულად ვიშმუშნები. და მზერას ჩემდაუნებურად ვარიდებ. ასე მგონია ყველა ჩემს ცოტა ხნის წინანდელ ფიქრს წაიკითხავს.
- მირა, - მიახლოვდება მათე. ჩემს სახელს ისე წარმოთქვამს, რომ მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გაგრძელება, თუმცა ის აღარაფერს ამბობს. უხერხული, დაძაბული მუხტი იზრდება და სანამ გასკდებოდეს, განმუხტვას ვცდილობ.
- რა მოხდა მათე, აქ რატომ ხარ? - ვეკითები. ღამის გრილი სიოსგან ტანზე ეკალი მაყრის.
- ვეძებე. - კიდევ უფრო მიახლოვდება. - მთელი ეს დროა მიუნხენის კოლეჯებს ვათვალიერებ.
- მერე? - ვერ ვითმენ და ბიჭს მოლოდინით შევყურებ თვალებში.
- მხოლოდ დღეს საღამოს ვიპოვე. დაჩის ძმა მიუნხენის კოლეჯში ირიცხებოდა. კალისტრატე ნარიმანიძე.
- ტატე...
- ხო, ისედაც ვფიქრობდი, რომ ტატე სახელის მოკლე ვერსია იყო. - ტუჩებს სწრაფად ილოკავს მათე და თვალებს ისრესს. - სტუდენტების შესახებ ინფორმაცია არ იდო. მხოლოდ ფოტოსურათები, ფაკულტეტის სახელი და ჩარიცხვის თარიღი. იცი ყველაზე მაგარი რა არის? - წარბებს მაღლა სწევს მათე და ცივად ეცინება. - მისი ფოტო არ დევს. ყველა სტუდენტს ერთვის აიდის ფოტო, მაგრამ მას არა.
- რატომ?
- შენ როგორ ფიქრობ? - გულზე იკრეფს ის ხელებს და მაცქერდება. ფიქრისთვის დროს მაძლევს.
- მოიცადე! - გაოგნებისგან ლამის პირს ვაღებ. - დაჩი და ტატე ერთმანეთს არ ჰგავდნენ?
- ეგრეა. სხვა შემთხვევაში საკუთარ ფოტოს არ გააქრობდა. არაიდენტურობაზე რომ გამიჩნდა ეჭვი, უბანში დავბრუნდი, ისევ მის მეზობელ ქალთან, ვისაც ადრე ველაპარაკე. მარტო იყო, ოჯახი ისვენებსო და სახლში შემიპატიჟა. მკითხა, რატომ ვიყავი ამ ოჯახით დაინტერესებული. ვუთხარი, მათი შორეული ნათესავი ვარ და პოვნას ვცდილობთქო. ძმებზე ჩამოვუგდე საუბარი. ნეტა მოგესმინა... როგორც ჩანს, ისინი ყველას ძალიან უყვარდა. დაჩის სიკვდილმა მთელი უბანი წააქციაო. მანამდე ვგლოვობდით, სანამ ოჯახი აქ იყო. მათ შემხედვარეს არაფერი გვიხაროდაო. ვკითხე, ალბათ მათი გარჩევა გიჭირდათთქო და ქალმა ეჭვი დამიდასტურა. დაჩი და ტატე ერთმანეთს არ ჰგავდნენ. ტყუპები იყვნენ, მაგრამ არაიდენტური.
- ღმერთო, ეს არავის მოგვსლია თავში აზრად!
- არავის. - თავს აქნევს მათე. - ვუთხარი, იქნებ მათი ფოტო მოგეპოვებოდეთთქო. მითხრა, რომ მის შვილიშვილს უნდა ჰქონდეს ალბომში. შვილიშვილი კი გათხოვილია. მისი მობილურის ნომერი გამოვართვი და იმ გოგოსაც ველაპარაკე. მითხრა, თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოვალ და მაშინვე დაგიკავშირდებიო.
რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს. მის მონაყოლს ნელ-ნელა ვხარშავ და ვხვდები, რომ აქ რაღაც რიგზე ვერაა. რამდენიმე დღეში მის სურათს ვნახავ. ჩემი მეგობრების სავარაუდო მკვლელის სურათს.
- აქამდე არც კი მიფიქრია, რომ დაჩი და ტატე შეიძლებოდა სხვადასხვა გარეგნობის ყოფილიყვნენ. აქამდე ტატე დაჩის გარეგნობით წარმომედგინა...
- ხო, როცა გეუბნებიან ტყუპისცალიო, პირველად გონებაში მსგავსება წარმოგიდგება... ის, რაც მარტივია. არადა, არაიდნეტურობაც არც ისე იშვიათია.
- მათე, მართლა გგონია, რომ ისაა?
- დარწმუნებული ვარ. განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ, მირა. მეზობელმა ქალმა მითხრა, უერთმანეთოდ მაღაზიაშიც კი არ მიდიოდნენო. ტატეს გერმანიაში წასვლას დაჩი ძლივს შეეგუა თურმე. ძმის სიკვდილმა... თანაც ასეთის, შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს...
- მაგრამ, ამდენი ხანი რას აკეთებდა? რვა წელი გავიდა.
- არ ვიცი, ეგ მეც ძალიან მაინტერესებს. - მხრებს იჩერჩავს მათე და ზურგით მანქანას ეყრდნობა. რამდენიომე წამით ძირს დავარდნილ სიგარეტის ცარიელ კოლოფს ფეხით ათამაშებს, შემდეგ ქვემოდან მავლებს თვალს. ჯანდაბა, მის მოკლე თმას ვერაფრით ვეგუები. - ისევ გაიზრდება, მირა. მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის.
სუნთქვას მიკრავს მისი ნათქვამი. ნუთუ ასე აშკარად მეტყობა ჩემი ფიქრები? უხერხულობისგან კლატჩს ვუჭერ თითებს და თემის შეცვლას ვცდილობ.
- იქნებ ახლა მაინც გვეთქვა ეს ყველაფერი პოლიციისთვის? - ვეკითხები შეფარვით.
- არა. - თავს აქნევს.
- რატომ, მათე?
- ჯერ არა, ამას მე მივხედავ, კარგი? - მიახლოვდება და მხრიდან გადმოვარდნილ ბჭყვრიალა ბრეტელს ადგილზე აბრუნებს. მისი შეხება ისე მაფრთხობს, რომ თავს ვერ ვიკავებ და ოდნავ ვკრთები. მათეს ცალყბად ეღიმება, მაგრამ არაფერს ამბობს.
- არა, არასწორია, მათე. იქნებ მიხვდეს, რომ მის კვალზე ხარ? რამე რომ დაგიშაოს?
- მის გეგმებში ხომ ისედაც ვარ. ადრე თუ გვიან მაინც დამიშავებს. მანამდე რამეს მაინც გავიგებ. რამეს მაინც დავტოვებ.
- გაჩუმდი! - ვცრი კბილებში. გულმოსულს ყელში ტკივილი მეჩხირება და ხმა მიტყდება. - ამას ნუ ამბობ. ასე ნუ ამბობ. მათე, არ ფიქრობ, რომ ამ სიტუაციისთვის ძალიან ზედმეტია, რასაც შენ აკეთებ? პოლიციას ეს ამბავი იმაზე წინ წასწევს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. სულ რომ არაფერი ტატეს იპოვიან. იმას მაინც გაარკვევენ სადაა და რას აკეთებს. სულ რომ არაფერ შუაში იყო, მას მაინც გამოვრიცხავთ. მოდი ჩვენ შევეშვათ, გთხოვ.
- შევეშვები, როცა დრო მოვა. ვნახოთ, ჯერ რას გავარკვევ. - ოხრავს მათე და ერთი ნაბიჯით უკან იხევს. - აქ მშვიდად ხარ? - სასტუმროზე მანიშნებს.
- არ ვარ. ახლა ვაპირებდით მე და კალე წამოსვლას და დამირეკე.
- იცის რასაც ვაკეთებ? - შუბლს კრავს.
- არა.
- კარგი. - თავს მიქნევს და ცოტა ხნით ჩუმადაა. - ვერ მოვისვენე. მინდოდა გცოდნოდა ეს ამბავი. ყოველი შემთხვევისთვის. - შეპასუხებას ვაპირებ, მაგრამ არ მაცდის. - თავს მიხედე. აქაურობა დიდად არ მომწონს. - ალმაცერად ავლებს თვალს შენობას.
- გამიხარდა, რომ მოხვედი. დაისვენე, კარგი? – მათე თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. ალბათ მელოდება, როდის წავალ. - რატომ არ მიდიხარ?
- ორი წუთიც და წავალ. - ვატყობ, რომ ღიმილის შეკავებას ცდილობს.
ვბრუნდები და სწრაფი ნაბიჯებით მივუყვები წითელ ხალიჩას. უკან ერთხელ, კარში შესვლისას ვიხედები და ისევ მანქანასთან მდგომ მათეს რომ ვხედავ, ტუჩებზე ღიმილი მიკრთება. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მე და ის თავიდან ვიწყებთ ურთიერთობას, თავიდან ვუგებთ ერთმანეთს და თავიდან ვერკვევით ყველაფერში. არ ვიცი, ეს რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ მათესთან ერთად თავს ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობ, ვიდრე ახლო წარსულში იყო.
დარბაზში შესვლისთანავე ელენეს ვაწყდები. მხედავს თუ არა, შამპანურის ბოკალს პირიდან იცილებს და მეძახის.
- თქვენ რა, მართლა მიდიხართ? - მეკითება გაკვირვებული. ვუახლოვდები.
- ვეღარ ვძლებ, ელენე, მაპატიე. ისედაც არ მინდოდა, ხომ იცოდი...
- მაგრამ საღამოს ნახევარიც არ გასულა...
- ნუ დამაძალებ, კარგი? - მასთან კამათი არ მინდა. არ მესმის მე აქ რა ფუნქცია მაკისრია.
- კარგი, კარგი... - ხელს იქნევს დანებების ნიშნად და მოშუშხუნე სითხეს წრუპავს. ის-ისაა წასვლას ვაპირებ, რომ ამბობს. - ისედაც კალემ მთხოვა, რომ დამეპატიჟებინე.
- რა თქვი? - წინ გადადგმულ ნაბიჯს ვაჩერებ.
- სულ დამავიწყდა, რომ საიდუმლოდ უნდა შემენახა. - სასმლისგან ალაპარაკებული ელენე შუბლს ჰკრავს და პირზე იფარებს თითებს. - ასე თქვა, გულს გადააყოლებსო. მეც ვიფიქრე, რომ ცუდი აზრი არ იყო.
გაბრაზებული ვავლებ დარბაზს თვალს და მაგიდებიდან აშლილ სტუმრებს შორის პირველს თენგოს ვხედავ, რომელიც პერანგის ღილს იხსნის და ჰაერს ხარბად ისუნთქავს.
- არ იცი საადაა? - კალეზე ვეკითები ქალს.
- თენგოს ელაპარაკებოდა ცოტა ხნის წინ... აი, იქაა. - თითით მანიშნებს უცნობ მამაკაცთან მოსაუბრე კალეზე, რომელიც ჩემს მზერას მალევე იჭერს და მიღიმის. მე არ ვპასუხობ. მას კი ელენეზე გადააქვს მზერა და ალბათ ხვდება, რომ ქალს რაღაც წამოსცდა. ნირწამხდარი ემშვიდობება მამაკაცს და ჩემკენ მოდის. სანამ მას ველოდები, ყურადღებას ისევ თენგო მიფანტავს, რომელიც მოგუდული ახველებს და პიჯაკს იხდის.
- ელენე, იქნებ თენგოსთვის მიგექცია ყურადღება, მგონი ალკოჰოლი გადააჭარბა. - ვეუბნები. ხედავს თუ არა ის შვილს, შამპანურის ბოკალს მაგიდაზე დებს და ჩქარი ნაბიჯით მიდის მისკენ. კალე მიახლოვდება, მაგრამ მე თენგოს ვერ ვწყვეტ თვალს. ხველება არ უჩერდება. მის შემხედვარეს, მგონია, რომ დარბაზში ჰაერი ერთბაშად გამოილია. მკლავებში ჩაბღაუჭებულ დედამისის ხელებს უხეშად იშორებს და წელში სწორდება. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის. ასე მგონია წყალში იხრჩობა და ვერავინ შველის.
- კალე... - მავიწყდება, მასთან შეკითვები რომ მაქვს და შეშინებული მოსულს პიჯაკის მკლავზე ვებღაუჭები. ისიც თენგოსკენ იხედება. მხოლოდ ის არა. ყველა მას უყურებს. თენგოს მდგომარეობა ყველას ყურადღებას იქცევს.
- რა დაგემართა, თენგო, რა გჭირს? - ყვირის ელენე და ჭიქით წყალს აწვდის, მაგრამ ასე მგონია, ბიჭი ვერც კი ხედავს მას. ზურით კედელს ეყრდნობა და ყელთან შეკრულ პერანგის ღილებს იგლეჯს. თვალები უფართოვდება და უწითლდება. უჰაერობისგან ყელიდან საშინელი ხმა ამოსდის.
შოკში ჩავარდნილი ელენე პირზე ხელებს იფარებს და სტუმრებს სასოწარკვეთილი თვალებით აშტერდება. დახმარებას ითხოვს, მაგრამ ხალხი გაოგნებული მისჩერებია შექმნილ სიტუაციას და არავინ არაფერს აკეთებს. კალე ხელს მაშვებინებს და თენგოსკენ გარბის. გზაში ვიღაცას რაღაცას ეუბნება. ისიც მაშინვე მობილურს იმარჯვებს და რეკავს. ალბათ სასწრაფოში.
ვერ ვინძრევი. მინდა მივიდე და ჩემს მეგობარს რამით დავეხმარო, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი. უმოქმედოდ ვუყურებ, როგორ ცდილობს კალე თენგოს დახმარებას, მაგრამ ბიჭი ხელს ჰკავს და იშორებს. კალე ლავიწზე იკრობს თითებს და სახე ემანჭება. ალბათ ჯერ კიდევ მოუშუშებელი ძვალი სტკივა. აფორიაქებული ხალხი კონტროლს კარგავს, როცა თენგო ადგილს წყდება და მათი რიგების გარღვევას ცდილობს. არავინ ეხება. არავინ ცდილობს მის შეჩერებას. მისი პირიდან ამოსული ხრიალის ხმა შეწყვეტილ მუსიკას ანაცვლებს. ალბათ გარეთ, ჰაერზე ცდილობს გასვლას, მაგრამ სცენის წინ მუხლი ეკვეთება და ეცემა. თან იყოლებს ხმის გამაძლიერებელს და მიკროფონს, რომელიც საშინელი წივილის ხმას გამოსცემს და მთელ დარბაზს აყრუებს. ელენე ყვირილით მიიწევს მისკენ და დავარდნილ შვილთან ეცემა. კალე მეორე მხარეს მუხლებზე დგება და თენგოს თავს უჭერს. მისი ხრიალი მიკროფონში ისმის და ასე მგონია ხრამში ვიჩეხები.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, თუმცა მათგან მაინც მოშორებით ვჩერდები.
- ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ, ღმერთო! - კივის ელენე და შვილს სახეზე ხელებს უფათურებს. - რა დაგემართა, თენგო... რა გჭირს... რა სჭირს გამაგებინეთ!
ბიჭის სხეული თრთის, თითქოს კლუნჩხვებში ჩავარდნილი ნელ-ნელა მშვიდდებოდეს. თვალებს უსინათლოსავით ატრიალებს. მის გულზე დადებულ კალეს მკლავს მთელი ძალით ებღაუჭება და ასე მგონია, მისთვის რაღაცის თქმას ცდილობს. ერთს ღრმად ისუნთქავს და პირიდან სისხლს ანთხევს. ელენე ყვირის და ერთი წამით უკან იხევს. ისე ვხტები, თითქოს წვეთები სახეზე შემსხმოდეს. თითებსაც კი ვისვამ თვალებზე, მაგრამ იქ არაფერია. შემდეგ ჩემს ხელისგულებს დავყურებ და ნატას სისხლს ვხედავ. ღამისგან ჩაშავებული ბლანტი სითხით დასვრილ ხელებს.
ელენეს კივილი მთელს დარბაზს შემზარავი, ცივი ქარივით ედება. თითქოს ეს აფხიზლებს ხალხს და ყველა ხმაურით იწყებს გარეთ გასვლას. ყველა ერიდება მომაკვდავს. ღმერთო, მომაკვდავს!
თენგოს ნელ-ნელა ეშვება კალეს მკლავში ჩაჭიდებული ხელი. ხრჩობის ხმაც სლოკინში გადასდის და თანდათან ისიც ქრება. ვხედავ კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინ კალე ელაპარაკებოდა, თენგოსკენ იხრება ყელზე თითებს ადებს და რამდენიმე წამში თავს უიმედოდ აქნევს.
მეცინება. ვინაა ეს კაცი, მან რა იცის. რანაირად შეუძლია ერთ ჩვეულებრივ გამვლელს გამოიცნოს ცოცხალია თუ არა ჩემი მეგობარი.
- თენგო! ვაიმე, თენგო! ღმერთო, არაა! - ყვირის ელენე და პანიკაში ჩავარდნილი შვილის პერანგს ეჭიდება.
ამის დანახვა არ მინდა. თვალს ვარიდებ ყველას და დარბაზში ამტყდარ ქაოსს ვათვალიერებ. წითელი პროჟექტორები არ ჩერდებიან. აქაურობას მეწამულ ნისლში ხვევენ და მაბრუებენ. მასში მოძრავი ადამიანები თოფის ხმაზე დამფრთხალ ტურებს ჰგვანან. ვუყურებ და მათ სახეებსა და ტანსაცმელზეც სისხლს ვხედავ, ჩემი მეგობრის სისხლს, რომელიც ოდნავადაც არ ადარდებთ. ყველას ვაკვირდები ვინც კი მხედველობას მოხვდება. მას ვეძებ. ის ხომ აქაა. აქაა და ალბათ თვალს შორიდან გვადევნებს. იქნებ არც ისე შორიდან, მაგრამ მე მაინც ვერავისში ვახერხებ მის ამოცნობას.
- სად ხარ... - მცდება უნებურად და იმ წამს ვხედავ, როგორ მოარღვევს კარში გამავალი ხალხის მასას ნაცნობი სილუეტი. დარბაზში შემოვარდნილი, აქოშინებული მათე მხედავს და ჩქარი ნაბიჯით მიახლოვდება. ხელებს მკლავებზე მავლებს, მაგრამ შეხებას ვერ ვგრძნობ. მის დამფრთხალ თვალებს მივჩერებივარ და ვცდილობ, ვუთხრა, რა ხდება აქ, მაგრამ პირიდან სიტყვები არ ამომდიან. ერთი წამით მაცდის, რომ გონს მოვიდე, მაგრამ შემდეგ ჩემს ზურგს უკან იხედება და სახე გაოგნებისგან უფართოვდება. ფითრდება და თალები უწყლიანდება. ხელებს მიშვებს, მხარს მივლის და მათეც ქრება ჩემი თვალთახედვიდან. მხოლოდ მისი ხმა მესმის. განრისხებული და სასოწარკვეთილი ღრიალის ხმა, რომელიც თენგოს ეძახის და გონს მოსვლას აიძულებს.
მე ისევ კარში გამავალ ხალხს ვუყურებ და მის მოძებნას ვცდილობ. ვცდილობ დავინახო, როგორ იღებს და მიაქვს ჩემი მეხუთე მეგობრის სიცოცხლე, მაგრამ არ ჩანს. ვერ ვხედავ. ვერ ვამჩნევ.
იქნებ უკვე გავიდა? იქნებ გარეთაა? როგორ არ უნდა ვიცნო? როგორ ვერ უნდა ვიცნო დაჩის ძმა? ნუთუ ოდნავადაც არ ჰგავს?
წინ მივიწევ და უკან ვიტოვებ ტკივილს, რომელსაც მთელი ძალიათ ვცდილობ, რომ ჩემამდე არ მოვუშვა. ჯერ არა. მივდივარ და აღელვებულ, აჩქარებულ, დამფრთხალ ადამიანებს მხრებით ვაწყდები. ნაბიჯებს ვერ ვგრძნობ. არ ვიცი ეს სიმსუბუქე რისი ბრალია. ახლა ხომ სიმძიმე უფრო შესაფერისი იქნებოდა?
გარეთ გასვლისას ცივი ნიავი აფრიალებული ფარდასავით მეფინება სხეულზე. ზემოდან დავყურებ კიბეზე გაშლილ ადამიანებს, რომლებიც ჭიანჭველებივით ქაოსურად დაიარებიან და ტანზე ეკალი მაყრის. მე მას ვერ ვნახავ. ვიცი, რომ ვერ ვნახავ მანამ, სანამ თვითონ არ მოისურვებს გამოჩენას. ვერც პოლიცია იპოვის. ვერც მათე. შორიდან დაგვაკვირდება და თავის საქმეს გააკეთებს ისე, რომ ხელს არავის შეაშლევინებს.
ლელა და მათე. და კალე. სამი. ეს სამი. ჩემთვის ძვირფასები. ვერ შევძლებ... მათი სიკვილის ნახვას ვერ შევძლებ... მათ დაკარგვას ვერ შევძლებ... აზრი აღარაფერს ექნება. აზრი არც ნატას სიკვილის შემდეგ ჰქონდა, არც ოთოს, არც თეონას, მაგრამ ამას ახლა ვხვდები. ახლაღა ვხვდები, რა დამაკარგვინა ტატე... ტატემ, ან ვინცაა... ძალა დავკარგე, რომლის აღდგენასაც ვერასოდეს შევძლებ. წარსულის მსგავსი მომავალი დავკარგე. გეგმები, იმედები, ყველაფერი, რასაც შეეძლო ჩემი სიმშვიდე შეენარჩუნებინა დავკარგე. რანაირად გავუძლებ იმას, რასაც ის აპირებს? რა დავრჩები მას შემდეგ, რაც ის ბოლომდე მიიყვანს თავის გეგმას? რა ვიქნები მარტო დარჩენილი, უსულო?
კიბეზე ჩავდივარ და წითელ ხალიჩაზე არეულ ფეხებს ვუყურებ. სიჩქარე, სიჩქარე, სიჩქარე... მივდივარ და ვგრძნობ, როგორ მეწევა უკან, შენობაში დატოვებული ტკივილი... ყურებში ჩამესმის თენგოს გულიანი ხარხარი, თვალწინ მიდგება მისი გაღიზიანებული თვალები.
- მირიან! - შორიდან ყვირის ის და წინ ვიხედები. გზაზე სიგნალებით მოსიარულე მანქანებს შორის ვცდილობ ბიჭის დანახვას, მაგრამ არაა. თენგო აქ არაა. ბიჭი შიგნითაა დედასთან, მეგობართან, კალესთან და არაფრისმომცემ ადამიანებთან ერთად. არც მეძახის, არც ბრაზობს და არც ხარხარებს.
მე მაინც მივდივარ, მივდივარ, მივდივარ და ვერაფერს ვაკონტროლებ. ვერც სიჩქარეს, ვერც საკუთარ ემოციებს და ვერც ცრემლებს. ვეღარავის ვხედავ ბექას გარდა, ნატას გარდა, ოთოს გარდა, თეონას და თენგოს გარდა. მუცელში გაჩენილი ტკივილი იბერება და ცდილობს გაიშალოს, გასკდეს და გაიმარჯვოს. ხელს უშლის მხოლოდ მანქანების ხმაური. მათი მოძრაობით გაჩენილი ქარი თმას უკან მიყრის. მანქანები გარბიან, მაგრამ მე არსად მეჩქარება. ახლა უკვე აღარ. ახლა არც დამალვა მინდა, არც სიჩუმე და არც საკუთარი თავის გადარჩენა. არ ვიქნები მე და აღარ იქნება სიკვდილი. ამას გაცილებით ადრე უნდა მივმხვდადრიყავი.
ნაბიჯს ვდგამ... ტროტუარიდან ჩავდივარ და ზურგს ვაქცევ პანიკის მსგავსად აყვირებულ ჩემკენ მომავალ მანქანას.



პ.ს. ჰოო, კი ვთქვი, ანამ არ დავამთავრებ არ დავდებთქო, მაგრამ ისედაც ძალიან დიდი ინტერვალი გავაკეთე და არ მომწონს ეს ამბავი... ხოდა გადავწყვიტე დამედო ეს თავი... ვწერ თან, და ასე დიდხანს აღარ გალოდინებთ... 13 თავს ვვარაუდობდი, მაგრამ 14 გამოდი, ასე, რომ ორ თავში დავარულებ...
მაპატიეთ დისკომფორტისთვის... მენდეთ, ძალიან მაწუხებს მეც ეს ამბავი (((
იმედია გახსოვთ სად ვართ გაჩერებულები ^^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი გრაფინია

უცებ ვერ გავიაზრე რომ ეს ის იყო????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი თამარა

ისე ველოდებიდი, იმდენჯერ ვამოწმებდი, რომ დამესიზმრა სერიული მივლელი შეყვარებული მყავდა ვითომ :დდ

გულის ფანცქალით წავიკითხე და ჯერ კომენტარს ვერ ვაკეთებ //

შენ ხარ სასწაული !

 


№3  offline წევრი გრაფინია

კალე,ტატე-კალისტრატე !!!

არა,ეს სამეგობროც ტყუის. რატო გადაწყვიტეს დაჩის ფობიის დამარცხება არ ვიცი.. მაგრამ ეს კალეც რა დონის ფსიქოპატია,რომ შურისძიება დაიწყო და თან ასე ორგანიზებულად,თანმიმდევრულად და ჭკვიანურად.

მირა წაუსულელებს,მაგრამ ეპატიება. რაც მაგ უბედურმა გადაიტანა..
მომწონს მათეს შეღწევა მირას ფიქრებში
ფორზა მათე!

 


№4  offline მოდერი abezara98

მომნატრებიხარ, დაკარგულოო heart_eyes მთელი თავის წაკითხვისას ისეთი დაძაბული ვიყავი, ისე ვუჭერდი თითებს ერთმანეთს, რომ ახლა ძლივს გავშალეე sweat_smile ღმერთო, ბოლოს იმასღა გავიძახოდი ბექა მაინც გადარჩეს, რომ სხვა თუ არა, ლელა მაინც იყოს ბენიერი cry მას ხომ მაინც არა დაუშავებია არაფერი pensive თენგოზე კი მართლა ვეღარ შევიკავე თავი და რამდენიმე ცრემლიც დავღვარე sob sob უსინდისო, ნამუსგარეცხილი, უგულო, თვალთმაქცი კაცი ეს! angry ახლა მხოლოდ მირაღა დარჩა და ეგაა anguished ღმერთო ჩემო, სიტყვებიც კი აღარ მყოფნის, რომ ჩემი ემოციები გადმოვცე! sweat_smile მათე, ეჰ, მათეე... როგორც იქნა, მირა ნელ-ნელა ხვდება, რომ ბატონი კალისტრატე არაა ის პიროვნება, ვინც მას სჭირდება relieved ისე მომეწონა, მათეს თვალები რომ წარმოუდგა და გააჩერაა blush
მართალა ერთი სული მაქვს გავიგო, რა მოხდება შემდეგში და რას მოიმოქმედებს ან მათე, ან კალე ან კიდევ მირაა. ისე, ამ გოგოს რაიმე რომ დაემართოს, ხომ გადავა ჭკუიდან ჩვენი საწყალი ბიჭიი cold_sweat
მოკლედ, ძილის წინ საუკეთესო სიურპრიზი დამახვედრე და გამახარე heart_eyes შესანიშნავი იყო და გელოდები ულევი მოთმინების უნარით smile kissing_heart kissing_heart

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არა რა ხანდახან როგორ მაბრაზებს ეს მირა, მაგრამ რადგან მისი ტვინი მი-ინებულია და ნელ-ნელა იღვიძებს, რადგან უკვე ხვდება რომ მის გულში სულ მათე იყო და არის, ვპატიობ ამ ამბავს :დ
ჩემი მათეეე. ამისთანა კარგი ბიჭი მხოლოდ ბოშებში გყავს, არა იმას არ ამბობ თიტქოს სხვები ცუდები არიან., არამც და არამც, მაგრამ მათე და გეგა სულ სხვენი არიან. კვანძიც გაიხსნება მალე და ცოტა გულიც მწყდება, ამდენი ხანია, პირველი სიტყვის დაწერიდან თვალს ვადევნებ ისტორიას, ჩემი მეგობრებივით შევიყვარე ეს სამეგობრო, ჩემი მათე და ახლა რომ მთავრდება, ცოტა მწყინს. ჩემი ბიჭი გაიბრწყინებს ბოლოს. ვიცი :დ სპოილერი გამომივიდა, სორრი

 


№6  offline წევრი dakarguli

დასაწყისიც კი არ წამიკითხავს , :დ უბრალოდ ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება რომ მერე თავიდან ბოლომდე წავიკითხო...
მახარებს ის შეგრძნებები რომელსაც ეს ისტორია აუცილებლად მომიტანს ❤❤❤ წარმატებები გამორჩეულად ნიჭიერო

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ არ მინდოდა თენგო მომკვდარიყო.ძალიან დამწყდა გული.იმედია ისევ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი ისევ საყვარელო.
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი ჟიზელი

აუ, გუშინ დავინახე და ვეცი , შემოვშხუილდი, როგორც ყოველთვის :დ
ხოდა, მაგრად მეძინებოდა. ვკითხულობ...ვკითხულოოობ...ვკითხულოოოოობ და ჰოოოპ, დილით მეღვიძება. მეთქი ხო არ დამესიზმრა,რომ ნაკაწრები დაიდოთქო და გადავწყვიტე შემემოწმებინა,ხოდა სადაა ტელეფონი,არაა :დდ
თურმე, გუშინ კითხვისას გავთიშულვარ,გამვარდნია ხელიდან ტელეფონი და საწოლის ქვეშ ეგდო :დდდდ
რაც შეეხება დანარჩენს, მომნატრებიხარ ძალიან და როგორ გამახარე ❤
თენგოს სიკვდილს უკვე აღარ ველოდი, უკვე ნამეტანი იყო და უკვე ძალიან ბევრი მკვდარია. ყველაზე სასტიკად უნდა მოეხაზოს მაგ არანორმალურს :/ არ ვამართლებ მე ამ მკვლელობებს და მომკალი. უჰ, თენგოიე ბიჭო :(

 


№9 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი დაძაბული ვკითხულობდი,სანამ დასრულდა ეს თავი მოვკვდი ნერვიულობით.აი სპეციალურად წაიყვანა მირა კალემ რომ კიდევ ერთხელ ეყურებინა მეგობრის სიკვდილისთვის.არ მინდა მათეც მოკლას იმედია ეს ორი მაინც გადარჩება.ლელაც ძალიან მეცოდება.საინტერესოა წინ რა გველოდება

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი გრაფინია
უცებ ვერ გავიაზრე რომ ეს ის იყო????????????

რას გულისხმობ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს ის იყო :დდ

სტუმარი თამარა
ისე ველოდებიდი, იმდენჯერ ვამოწმებდი, რომ დამესიზმრა სერიული მივლელი შეყვარებული მყავდა ვითომ :დდ

გულის ფანცქალით წავიკითხე და ჯერ კომენტარს ვერ ვაკეთებ //

შენ ხარ სასწაული !


მიხარია, რომ ლოდინი მიუხედავად არ ხარ იმედგაცრუებული ^_^
იმედია სიზმარი კარგად დამთავრდა :დდდ
დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგოო <3

გრაფინია
კალე,ტატე-კალისტრატე !!!

არა,ეს სამეგობროც ტყუის. რატო გადაწყვიტეს დაჩის ფობიის დამარცხება არ ვიცი.. მაგრამ ეს კალეც რა დონის ფსიქოპატია,რომ შურისძიება დაიწყო და თან ასე ორგანიზებულად,თანმიმდევრულად და ჭკვიანურად.

მირა წაუსულელებს,მაგრამ ეპატიება. რაც მაგ უბედურმა გადაიტანა..
მომწონს მათეს შეღწევა მირას ფიქრებში
ფორზა მათე!


კი, კალიტრატედან ორი სახელის ამოღება შეიძლება და კალემაც გამოიყენა ის... ცოტა სარისკო იყო მისი მხრიდან, თუმცა რისკიანი ბიჭი გვყავს... თან სასტიკი :დდდ
ხო, მირა ცოტა სულელი გოგო გამოვიდა, მაგრამ წარსული აქვს ისეთი, რომ ყველაფერზე შეიძლება იმოქმედოს...
მიხარია, რომ მათეს გულშემატკივრობ ;) <3

abezara98
მომნატრებიხარ, დაკარგულოო heart_eyes მთელი თავის წაკითხვისას ისეთი დაძაბული ვიყავი, ისე ვუჭერდი თითებს ერთმანეთს, რომ ახლა ძლივს გავშალეე sweat_smile ღმერთო, ბოლოს იმასღა გავიძახოდი ბექა მაინც გადარჩეს, რომ სხვა თუ არა, ლელა მაინც იყოს ბენიერი cry მას ხომ მაინც არა დაუშავებია არაფერი pensive თენგოზე კი მართლა ვეღარ შევიკავე თავი და რამდენიმე ცრემლიც დავღვარე sob sob უსინდისო, ნამუსგარეცხილი, უგულო, თვალთმაქცი კაცი ეს! angry ახლა მხოლოდ მირაღა დარჩა და ეგაა anguished ღმერთო ჩემო, სიტყვებიც კი აღარ მყოფნის, რომ ჩემი ემოციები გადმოვცე! sweat_smile მათე, ეჰ, მათეე... როგორც იქნა, მირა ნელ-ნელა ხვდება, რომ ბატონი კალისტრატე არაა ის პიროვნება, ვინც მას სჭირდება relieved ისე მომეწონა, მათეს თვალები რომ წარმოუდგა და გააჩერაა blush
მართალა ერთი სული მაქვს გავიგო, რა მოხდება შემდეგში და რას მოიმოქმედებს ან მათე, ან კალე ან კიდევ მირაა. ისე, ამ გოგოს რაიმე რომ დაემართოს, ხომ გადავა ჭკუიდან ჩვენი საწყალი ბიჭიი cold_sweat
მოკლედ, ძილის წინ საუკეთესო სიურპრიზი დამახვედრე და გამახარე heart_eyes შესანიშნავი იყო და გელოდები ულევი მოთმინების უნარით smile kissing_heart kissing_heart


ძალიან ძალიან მიხარია, რომ ასეთი ემოციური გამოდგა ეს თავი შენთვის <3 და მადლობა, რომ აზრიც დამიტოვე ^^
ასე დიდხანს აღარ გალოდინებ და მალე გაიგებ, რა მოხდება <3

ლორელაი
არა რა ხანდახან როგორ მაბრაზებს ეს მირა, მაგრამ რადგან მისი ტვინი მი-ინებულია და ნელ-ნელა იღვიძებს, რადგან უკვე ხვდება რომ მის გულში სულ მათე იყო და არის, ვპატიობ ამ ამბავს :დ
ჩემი მათეეე. ამისთანა კარგი ბიჭი მხოლოდ ბოშებში გყავს, არა იმას არ ამბობ თიტქოს სხვები ცუდები არიან., არამც და არამც, მაგრამ მათე და გეგა სულ სხვენი არიან. კვანძიც გაიხსნება მალე და ცოტა გულიც მწყდება, ამდენი ხანია, პირველი სიტყვის დაწერიდან თვალს ვადევნებ ისტორიას, ჩემი მეგობრებივით შევიყვარე ეს სამეგობრო, ჩემი მათე და ახლა რომ მთავრდება, ცოტა მწყინს. ჩემი ბიჭი გაიბრწყინებს ბოლოს. ვიცი :დ სპოილერი გამომივიდა, სორრი


ენას (თითებს) ვერ აჩერებ ხო? :დდდ
კი ბატონო, ერთად მოვდივართ დასაწყისიდანვე და ცოტა მიკვირს, რომ არ მოგბეზრდა ამდენი ხანი ნაკაწრებზე საუბარი და შემდეგ კითხვა <3 ძალიან მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ და გპატიობ სპოილერს :დდ ალბათ ისედაც თითქმის ყველაფერი ცხადია ;)

dakarguli
დასაწყისიც კი არ წამიკითხავს , :დ უბრალოდ ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება რომ მერე თავიდან ბოლომდე წავიკითხო...
მახარებს ის შეგრძნებები რომელსაც ეს ისტორია აუცილებლად მომიტანს ❤❤❤ წარმატებები გამორჩეულად ნიჭიერო

დიდი დიდი მადლობა მოლოდინისთვი <3 იმედია ბოლოს შენს აზრ გავიგებ <3

La-Na
როგორ არ მინდოდა თენგო მომკვდარიყო.ძალიან დამწყდა გული.იმედია ისევ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი ისევ საყვარელო.

ზოგადად ყველა მსხვერპლი გულდასაწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი თითოეულ მათგანს მიუძღვის დაჩი სიკვდილში...
ჰოო, მეც იმედი მადქვს ასე დიდხან აღარ გალოდინებთ... ნელ-ნელა ვწერ <3 მადლობა, რომ ინტერესს მაინც არ კარგავ <3

ჟიზელი
აუ, გუშინ დავინახე და ვეცი , შემოვშხუილდი, როგორც ყოველთვის :დ
ხოდა, მაგრად მეძინებოდა. ვკითხულობ...ვკითხულოოობ...ვკითხულოოოოობ და ჰოოოპ, დილით მეღვიძება. მეთქი ხო არ დამესიზმრა,რომ ნაკაწრები დაიდოთქო და გადავწყვიტე შემემოწმებინა,ხოდა სადაა ტელეფონი,არაა :დდ
თურმე, გუშინ კითხვისას გავთიშულვარ,გამვარდნია ხელიდან ტელეფონი და საწოლის ქვეშ ეგდო :დდდდ
რაც შეეხება დანარჩენს, მომნატრებიხარ ძალიან და როგორ გამახარე ❤
თენგოს სიკვდილს უკვე აღარ ველოდი, უკვე ნამეტანი იყო და უკვე ძალიან ბევრი მკვდარია. ყველაზე სასტიკად უნდა მოეხაზოს მაგ არანორმალურს :/ არ ვამართლებ მე ამ მკვლელობებს და მომკალი. უჰ, თენგოიე ბიჭო :(


დედა :დდდ აღარ გათენდებოდა გოგონი? :დდდ
გეთანხმები, უკვე ძალიან ბევრი მკვდარია და დროა კალე გაჩერდეს ხო? :დდ
ვერ დაგპირდები, რომ ძალიან მწარედ მოეხაზება, ეგ ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ იმედია, დასასრულით მაინც კმაყოფილი იქნები :დდ ^^

სტუმარი თამო
როგორი დაძაბული ვკითხულობდი,სანამ დასრულდა ეს თავი მოვკვდი ნერვიულობით.აი სპეციალურად წაიყვანა მირა კალემ რომ კიდევ ერთხელ ეყურებინა მეგობრის სიკვდილისთვის.არ მინდა მათეც მოკლას იმედია ეს ორი მაინც გადარჩება.ლელაც ძალიან მეცოდება.საინტერესოა წინ რა გველოდება

ხო, კალეს გეგმა ეგ იყო და იმაზე მეტად გაამართლებ, ვიდრე წარმოუდგენია, თუმცა ვნახოთ, რა იქნება წინ ;)
მადლობა აზრის დატოვებისთვის <3

 


№11 სტუმარი სტუმარი Keti

Au rogor ar minda kale iyos mkvleli :( mainc sadgac gulis sigrmeshi mjera rom ar ikneba mkvleli kale :D

 


№12  offline წევრი ანი ვეშაგური

ჩემოოსაუკეთესოვ!! kissing_heart
ძალიანძალიან მაგარი თავი იყო !! heart_eyes
თვით შენც ძალიან მაგარი გოგო ხარ!! kissing_heart
ძალიან მიყვარს ეს ისტორია!!! kissing_heart
და შენც ძალიან მიყვარხარ!!! heart_eyes
ძალიან მაგარი მწერალი ხარ !!! heart_eyes
მათე და მირა მინდა!! heart_eyes
გთხოვ რაა მათე არ მომიკლაა!! kissing_heart
ამ ისტორიაში ერთადერთი ნათელი წერტილია. ვისაც შეუძლია რომ ყველაფერი გაიგოს !!
ვაფანატებ მირას და მათეს !!! heart_eyes
და შენც !!! heart_eyes

 


№13  offline წევრი i want

აუუუ მათე მაინც რამ გამაშტერა. სადაც ტატე იქ კალე ვერ მოწვა?
აუუ მაგარი იყოო ძაან♡♡♡♡ heart_eyes

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარი თავი იყო, არვიცი რა ვთქვა .ემოციებისგან დავმუნჯდი რატომღაც მეგონა რომ მეტი სიკვდილი არ იქნებოდა , მათეზე ვგიჟდები მაგარი ბიჭია.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინი

გამარჯობა ავტორო!! აქამდე არ დამიწერია კომენტარი იმდენად მომწონს ეს ყველაფერი რომ თავიდან თავზე გადავდიოდი..რომელ კომენტარის წერაზე იყო საუბარი.. უზომოდ მომწონს მოკლედ დღითი დღე ვოცდები რამდენი ნიჭიერი ახალბედა მწერლები გვყავს ..როგორი დახვეწილი წერა.სიტყვების მარაგი და რაც მთავარია ძალიან მაღალფარდოვნადაა ყველაფერი გადმოცემული... ძალიან ბევრი წარმატებები შენ ავტორო .. მინდა რომ ასე გააგრძელო..პირველად წავიკითხე შენი შემოქმედება და უზომოდ მომეწონაა..ველოდები შემდეგ თავს.. მათე და მირა არ მოკლა გთხოვ.. :დდ გადამრიე ეს ამხელა გოგო :დ

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი Keti
Au rogor ar minda kale iyos mkvleli :( mainc sadgac gulis sigrmeshi mjera rom ar ikneba mkvleli kale :D

ნეტა ვიცოდე, რანაირად გჯერა, როცა უკვე ყველაფერი ცხადია :დდ თუმცა შენი ოპტიმიზმი მაინც დასაფასებელია ;) :დდ

ანი ვეშაგური
ჩემოოსაუკეთესოვ!! kissing_heart
ძალიანძალიან მაგარი თავი იყო !! heart_eyes
თვით შენც ძალიან მაგარი გოგო ხარ!! kissing_heart
ძალიან მიყვარს ეს ისტორია!!! kissing_heart
და შენც ძალიან მიყვარხარ!!! heart_eyes
ძალიან მაგარი მწერალი ხარ !!! heart_eyes
მათე და მირა მინდა!! heart_eyes
გთხოვ რაა მათე არ მომიკლაა!! kissing_heart
ამ ისტორიაში ერთადერთი ნათელი წერტილია. ვისაც შეუძლია რომ ყველაფერი გაიგოს !!
ვაფანატებ მირას და მათეს !!! heart_eyes
და შენც !!! heart_eyes


არა მარტო ყველაფერი გაიგოს, აიტანოს და გამოასწოროს კიდეც... მიხარია, რომ ასე მოგწონს ეს ყველაფერი და ვეცები უკმაყოფილო არ დაგტოვო... დიდი დიდი მადლობა კომპლიმენტებითვის <3

i want
აუუუ მათე მაინც რამ გამაშტერა. სადაც ტატე იქ კალე ვერ მოწვა?
აუუ მაგარი იყოო ძაან♡♡♡♡ heart_eyes

ხო ვერ მოწვა, ალბათ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა ძალიან ბევრ ცდილობს, მაინც გადამწვარია. დაღლილია და ერთბაშად ვერ ფიქრობს ყველაფერზე. შეიძლება სახელზე არც ამახვილებს ყურადღებას, რადგან სურათის მოლოდინშია...
მადლობა, მიხარია, რომ მოგწონს ^_^

lalita
ძალიან მაგარი თავი იყო, არვიცი რა ვთქვა .ემოციებისგან დავმუნჯდი რატომღაც მეგონა რომ მეტი სიკვდილი არ იქნებოდა , მათეზე ვგიჟდები მაგარი ბიჭია.

ხო, ამდენი სიკვდილის შემდეგ ალბათ ცოტა ზედმეტადაც გამოჩნდა თენგოს სიკვდილი, მაგრამ ისიც ხომ იქ იყო, ანანურში... და თენგო არ იყო ის პერსონაჟი, რომელიც გადარჩებოდა.

სტუმარი ნინი
გამარჯობა ავტორო!! აქამდე არ დამიწერია კომენტარი იმდენად მომწონს ეს ყველაფერი რომ თავიდან თავზე გადავდიოდი..რომელ კომენტარის წერაზე იყო საუბარი.. უზომოდ მომწონს მოკლედ დღითი დღე ვოცდები რამდენი ნიჭიერი ახალბედა მწერლები გვყავს ..როგორი დახვეწილი წერა.სიტყვების მარაგი და რაც მთავარია ძალიან მაღალფარდოვნადაა ყველაფერი გადმოცემული... ძალიან ბევრი წარმატებები შენ ავტორო .. მინდა რომ ასე გააგრძელო..პირველად წავიკითხე შენი შემოქმედება და უზომოდ მომეწონაა..ველოდები შემდეგ თავს.. მათე და მირა არ მოკლა გთხოვ.. :დდ გადამრიე ეს ამხელა გოგო :დ

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ნინი <3
გახარებული ვარ შენი სიტყვების გამო და მაბედნიერებს კომპლიმენტები... ამ ისტორიის ასე შეფასება ჩემთვის მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს... მიხარია, რომ ასე ერთიანად წაიკითXე ყველა თავი და მოლოდინიც გაქვს... დიდი დიდი მადლობა <3

 


№17 სტუმარი მეგი1

ასეთ დაძაბულს არასოდეს არაფერი არ წამიკითხავს, ყოველდღე ვნახულობდი შემდეგ თავს და ვამოწმებდი, დადებს თუ არა მაშინვე წავიკითხო თქო.. სკოლამ იმდენად გადამღალა სულ გადამავიწყდა და დღეს რომ დავინახე შემდეგი თავი ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა <3 ძაააალიან ძალიან მაგარია ????????????????????????????????????

 


№18  offline წევრი ივი

აუუ ძალიან მაგარია <3333
და რა მაინტერესებს, დასაწყისი ისტორიის ბოლოა და ეს ყველაფერი გახსენებაა თუ?
ავიბლანდე :D :D

 


№19 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან მაგრად წერს ეს გოგო.აქვს კიდე სხვა ნაწარმოებები?რომ მითხრათ სახელი გვარი და რას მირჩევთ რომ წავიკითხო?

 


№20  offline წევრი i want

სტუმარი ანი
ძალიან მაგრად წერს ეს გოგო.აქვს კიდე სხვა ნაწარმოებები?რომ მითხრათ სახელი გვარი და რას მირჩევთ რომ წავიკითხო?

მარიამ ნატვროშვილი. გეთანხმებით ძალიან მაგარია. მე პირადად ,,ვანილის კოცნა"ს და ,,მე მიყურეს" გირჩევთ :))

i want
სტუმარი ანი
ძალიან მაგრად წერს ეს გოგო.აქვს კიდე სხვა ნაწარმოებები?რომ მითხრათ სახელი გვარი და რას მირჩევთ რომ წავიკითხო?

მარიამ ნატვროშვილი. გეთანხმებით ძალიან მაგარია. მე პირადად ,,ვანილის კოცნა"ს და ,,მე მიყურეს" გირჩევთ :))

საოცრად წერს, მაგრამ დაგვიანება უყვარს საშინლად :D :D :D

 


№21 სტუმარი სტუმარი ანი

მარიამ დაგვიდე ახალი თავი რააა :))))))))))

 


№22 სტუმარი სტუმარი მაკო

ახალი თავი გვინდა ასე გაურკვევლობაში ნუ დაგვტოვებ

 


№23 სტუმარი სტუმარი მარიამი

თუ დაგვაყენებ საშველს კაი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent