შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითმარქვია №3


19-09-2018, 23:51
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 1 911

თვითმარქვია №3

ადრიანი დილის სუსხი, სხეულში უნებართვოდ ატანდა და უსიამოვნო გრძნობას იწვევდა.მანქანიდან, რომ გადმოვიდა ყვითელ ლენტ შემოვლებული ,ინციდენტის ადგილიდან მისი მიმართულებით სწრაფი მაბიჯით გამოემართა სახე ალეწილი თორნიკე რაზმაძე და კარის წესივრად მიხურვაც არ აცადა გეგეჭკორს ,მთელი ძალით მოქნეული მუშტი სახეში რომ დაარტყა.
-შე ნაბი*ჭვარო...განანებ...ყველაფერს განანებ!-ღრიალებდა.მოულოდნელობისგან და სახეში ძლიერი დარტყმისგან გვარიანად შეაქანა ლევანს და ზურგით მიხურულ კარს მიეხეთქა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და ხელმეორედ გაქნეულ ხელზე მარჯვენა ხელით ძლიერად ჩააფრინდა,უხეშად ამოუტრიალა და ტკივილისგან წელში მოხრილი რაზმაძე, სახით, მთელი ძალით დაახეთქა მანქანის კაპოტზე...
-შენი დედაც!-იღრიალა წყობიდან გამოსულმა და ის იყო შეკრული მუშტიც შემართა და სახით კაპოტზე აკრული რაზმაძისთვის უნდა დაერტყა,ამ ინციდენტის შემსწრე, მისი თანაშემწე მამუკა ღლონტი ,რომელიც კაცმა არ იცის საიდან აღმოცენდა მის გვერდით, წელზე სწვდა და უკან ისეთი ძალით დაქაჩა, იძულებული გახდა თავპირ დასისხლიანებული რაზმაძისთვის ძლიეტად ჩავლებული ხელი გაეშვა.რომელიც წელში გასწორდა და ცხვირიდან ჩანჩქერივით წამოსული სისხლის,ხელის გულით შეჩერებას შეეცადა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?!- იქაურობას ხელის კვრით მოაშორა გაცოფებული გეგეჭკორი, ღლონტმა.
-ხელი გამიშვი!-ლევანმა,ბოროტად დაკვესილი თვალები შეანათა თანაშემწეს და ხელის ზურგით გახეთქილი ტუჩი მოიწმინდა.-ნაბი*ჭვარი!
-რა ჯანდაბა ხდება ,იქნებ ამიხსნა?-წელზე ხელები დაიკრიბა ღლონტმა და დამაკმაყოფილებელი პასუხის მოლოდინში უფროსს მიაჩერდა.
-ვერ ხედავ რა ხდებაა?-გეგეჭკორმა,ცივად უპასუხა და ინციდენტის ადგილისკენ დაიძრა
-ვხედავ, მაგრამ ვერ ვხვდები შენ რა შუაში ხარ?-ღლონტი,ფეხდაფეხ მიჰყვა და თავი ძლივს შეიმაგრა უეცრად შეჩერებულ და მისკენ შემობრუნებულ ლევანს, რომ არ შესჯახებოდა.
-მისმინე, ბატონო მამუკა...-მისკენ ბოროტი სახით მიიწია გეგეჭკორმა და კბილებში გამაფრთხილებელი ტობით გამოსცრა:-მე ,შენს ადგილზე ზედმეტი კითხვების დასმისგან თავს შევიკავებდი...
-რატომ?-დაიბნა ღლონტი.
-იმიტომ, რომ არც ისეთი საუბრის მოყვარული ვარ როგორადაც ვჩანვარ...
-ამის დედაც...-ღლონტმა,ტონს აუწია.-გამოჩნდი და ყველაფერი აირია...ეს ჩემი ქვეყანაა...ჩემი ქალაქია და არ მსიამოვნებს ქალაქის მერთან პირდაპირ შუბლით შესკდომა.
მიმავალი გეგეჭკორი შეჩერდა,შემოტრიალდა და წელზე დოინჯ შემორტყმული თანაშემწისჯენ ორი ნაბიჯი გადმოდგა, სახე ზიზღით დამანჭა და თვალი თვალში გაუყარა.
-ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს ვისია ეს ქალაქი...
-რა?-ვერ მიხვდა მამუკა.
-აი,იმ მანქანას ხედავ?-ლევანმა,წითელი მერსედესისკენ გაიშვირა ხელი.-იქ, ამ ქალაქის ერთ -ერთი მფლობელის ცოლი "გატრუპეს". ხოდა ახლა დამაცდი? მივიდე და ვნახო რა ხდება თუ ვიდგეთ და ტერიტორიები მოვიზომოთ? მით უმეტეს არ გაწყობს ბატონ რაზმაძესთან შუბლით შეხეთქება...
-ჯანდაბა...-ღლონტმა ხელები უმწეოდ გაშალა და უკვე ყვითელი ლენტის იქით გასულ გამომძიებელს ფინია ძაღლივით აეკიდა.
ვარკეთილის ხიდებთან,გზიდან გადასული წითელი მერსედესი ,ბორდიულზე ამხტარიყო და ცხვირი გარე განათების ბოძისთვის მიებჯინა.მის ირგვლივ მოტრიალე უნიფორმიანი ექსპერტ-კრიმინალისტების რამოდენიმე კაციანი ჯგუფი მონდომებით იკვლევდა მანქანას და ნიშნებს აწყობდნენ.გამომძიებლის გამოჩენისთანავე გვერდით გადგნენ და უფლება მისცეს მანქანას მიახლოვებოდა.
ლილიანა რაზმაძეს, თავი საჭეზე ჩამოედო და ესე დაესრულებინა თავისი სიცოცხლე.კეფაში მოხვედრილ ტყვიას, თავში გაევლო, მანქანის წინა ,საქარე მინა გაეხვრიტა და გარეთ გასულიყო.ერთიანად სისხლში მოსვრილს თვალები ღიად დარჩენოდა,მის გაყინულ სფეროებში კი ღრმა სევდა და გულისწყვეტა ჩაბუდებულიყო ოცდა რვა წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლის გამო.
-ამის დედაც...-გეგეჭკორმა,ჰაერი ცხვირით შეისუნთქა და სამედიცინო ხელთათმან მორგებული მარჯვენა ხელით, ქალს, თავი საჭიდან ფრთხილად ააწევინა .უჭირდა იმის ყურება ქალი ,რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე საათის უკან მის მკლავებში იყო მოქცეული და ბაგეებს ხარბად უკოცნიდა,ახლა უსულო მდგომარეობაში გაყინულიყო.უკან გადაწეულ ლილიანას,თავი სავარძლის საზურგეზე გადაუვარდა...ისევ ის კაბა ეცვა,გეგეჭკორმა თითების სწრაფი მოძრაობით კაბის გულისპირი გადაუწია და მარცხენა მკერდზე დახედა თუ არა, ადგილზე გაიყინა...მისი კბილების ნაკვალევი აღარსად იყო იმ ადგილზე სადაც მანამდე მტკივნეულად ჩაასო კბილები, მკვლელს რამოდენიმე სანტიმეტრის სიგანეზე კანი ბასრპირიანი დანის ან რამე მაგდაგვარის საშუალებით აეთალა.
-შენი დედამ*ოვტყან!- ხმამაღლა წამოიძახა გაოგნებულმა გამომძიებელმა და ხელი ცივად შეუშვა.ექსპერტებისკენ შეტრიალდა და ხელიდან გაძრობილი ხელთათმანი, ერთ -ერთს მიაჩეჩა.
-რისი თქმა შეგიძლიათ გარდა იმისა რასაც საკუთარი თვალით ვხედავ?-მაღალ მამაკაცს მიუბრუნდა და თვალი თვალში გაუყარა.
-პირველადი დათვალიერებით რაც გავარკვიეთ ის არის, რომ მკვლელმა მიბჯენით ესროლა დანარჩენს კი უკვე გადასვენების მერე ექსპერტიზაზე დავადგენთ.-მამაკაცი ცოტა დაიბნა.
-ძალიან კარგი...დაველოდები ექსპერტიზის პასუხებს-ლევანმა მხრები აიჩეჩა და ტერიტორია მოათვალიერა. შენდეგ კი თანაშემწისკენ გაემართა, რომელიც მერის გვერდით იდგა და დამწუხრებული სახით მდგომს რაღაცას ესაუბრებოდა.ლევანს, ყურადღება არ მიუქცევია საბურავების წივილით მოვარდნილი ფურგონისთვის საიდანაც ჟურნალისტების არმია გადმოიშალა...დინჯი ნაბიჯებით თორნიკე რაზმაძისკენ გაემართა, რომელსაც თეთრი ხელსახოცი ძლიერად მიეჭირა ცხვირზე, საიდანაც ისევ სდიოდა სისხლი...ხელის უხეში კვრით მის გვერდით მდგარი, მერის თანაშემწე ,მერაბ სალუქვაძე მოიშორა და პირდაპირ რაზმაძეს ჩააცქერდა გაყინული თვალებით.
-მეტიც არ მინდა გავიგო,რომ ამ საქმეში სულ მცირე წვლილი შენც მიგიძღვის. სისხლს გამოგიღებ ვენებიდან.-ცხვირთან თითი, გამაფრთხილებლად დაუქნია და ზურგი ისე აქცია ხელმეორედ აფეთქებული რაზმაძისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია
-მამუკა...-გვერდით ადევნებულ თანაშემწეს გადახედა რომელიც ადგილზე გაიყინა-ორ საათში ,ჩემს კაბინეტში გელოდები ვრცელი მოხსენებით...
-კარგით...გასაგებია-ყრუდ ამოილაპარაკა ღლონტმა და თვალი გააყოლა როგორ დაიძრა გამომძიებლის კუთვნილი ,შავი "ლექსუსი" და სულ მალე თვალს მიეფარა.


გამომძიებელი,პირობითად ლევან გეგეჭკორი ,ოცი წლის იყო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ,იურდიული ფაკულტეტის, ბაკალავრის დიპლომი რომ აიღო ,როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა და ბიძასთან გერმანიაში მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად წავიდა. წლების წინ, საკუთარი სამშობლოდან გაქცეული ბატონი ქართლოსი, მყარად დამკვიდრებულიყო უცხო ქვეყანაში და საკუთარი ბიზნესიც კი წამოეწყო და არც ის ცუდად...მისი ბიზნესი ,სუფთა და კანონიერი იყო,რამოდენიმე ტყავის გადამამუშავებელი ფაბრიკა ,რომელსაც მშვენიერი შემოსავალი ჰქონდა.მაგრამ აი კანონიერი ბიზნესის პარალელურად კი რასაც საქმიანობდა და დიდი ფულის მთავარი შემოსავლის წყარო რომელიც გახლდათ... ნამდვილად ძალიან შორს იდგა კანონებისგან.ბატონი ქართლოსი და მისი ეგრედ წოდებული "ბანდა" რასაც რამოდენიმე კარგად გაწვრთნილი და ხელმარჯვე ადამიანი წარმოადგენდა.მთელი მსოფლიოს მასშტაბით,ძველი და იაშვიათი ხელოვნების ნიმუშების ქურდობით იყვნენ დაკავებული.რომელსაც შემდგომ შავ ბაზარზე,ფულით გაზულუქებულ მდიდარ კოლექციონერებზე ცეცხლის ფასად ყიდიდნენ.ხშირად შეკვეთებზეც მუშაობდნენ, რაშიც ხუთმაგ მოგებას ნახულობდნენ.ოცი წლის, აზროვნება გახსნილი,ზედმეტად მოხერხებული და რაც მთავარია პროფესიით იურისტი დისშვილის, ამ საქმეში ჩართვა დიდად არ გასჭირვებია ბატონ ქართლოსს.ლევანი იმაზე ჭკუიანი და გაქნილი გამოდგა რაც ერთი შეხედვით ჩანდა.საქმემ წინ წაიწია,ქურდობაში დახელოვნებულმა ახალგაზრდამ, ორჯერ გაზარდა შემოსავლის რაოდენობა.ქურდობის პარალელურად,მაგისტრატურაც დაამთავრა და ერთ-ერთი დიდი საქმის აღების შემდეგ კი რომელიც ტოკიოში მცხოვრები მილიარდერის სახლიდან 50 მილიონად შეფასებული ტილოს მოპარვა გახლდათ,პატარა გაუთვალისწინებელი ინციდენტის გამო ,ჯგუფი ჩავარდა...ბატონი ქართლოსი ადგილზე გარდაიცვალა, ლევანი კი დაიჭრა და მკურნალობის შემდგომ 8 წლიანი სასჯელის მოხდა მოუწია გერმანიის ციხეში, საიდანაც კარგი ყოფა ქცევის გამო დროზე ადრე გაანთავისუფლეს.ტილო გაქრა,ტილოსთან ერთად კი ის ფულიც ბაონი ქართლოსი ასე რუდუნებით რომ უფრთხილდებოდა...ციხიდან გამოსულმა გეგეჭკორმა კი მიზნად დაისახა ტილოს პოვნა და ყველა იმ ადამიანისთვის პასუხის გება ვისაც კი რაიმე სუმ მცირე ცოდვა მაინც ჰქონდათ მასთან მიმართებაში ჩადენილი.ბევრი არც უფიქრია, ჩაალაგა ჩემოდანი და თბილისს სტუმრად ეწვია...

კარგად გათენებულიყო ნუცას, რომ გაეღვიძა.მამაკაცის სურნელით გაჟღენთილი საწოლიდან, ზლაზვნით წამოდგა და სახლში გამეფებულ სიმყუდროვეს ყური დაუგდო.ბატონი ლევანი ,აშკარად ადრიანად წაბრძანებულიყო. მას კი ყველაფერი დაეთვალიერებინა თავზე საყრელად ჰქონდა დრო.პირველი რაც გააკეთა, უზარმაზარი კარადის კარი გამოაღო და საკიდზე აკურატულად დაკიდებული,ძვირადღირებულ პიჯაკებს გადახედა წარბაწევით...მოდური პერანგები,შარვლები და ფეხსაცმელი...რომელსაც დიდი რომ არ ჰქონოდა, თავადაც სიამოვნებით ჩაიცმევდა.აშკარა იყო ბატონ ლევანს, უზადო გემოვნება ჰქონდა.შემდეგ მობეზრებულმა თმა დაუდევრად შეიკრა კეფაზე და ასე ტრუსების ამარა,ფეხშიშველი ფეხების ტყაპუნით, გაემართა სამზარეულოსკენ.სასტუმრო ოთახის ზღურბლზე შეჩერებულმა, მოულოდნელობისგან წამოიკივლა და გულზე გაშლილი ხელისგული ძლიერად მიიჭირა.სავარძელში ,ყავის ფინჯნით შეიარაღებული,უცნობი გრძელთმიანი, მამაკაცი იჯდა.ფეხები, ჟურნალების მაგიდაზე შემოეწყო და მუხლებზე მოთავსებული ლეპტოპის ეკრანს წარბშეკრული მიშტერებოდა.შეკივლების ხმაზე გაოცებულმა ამოიხედა და კარში გახევებულ ქალს, ცისფერი თვალები შეანათა.შემდეგ ცალი წარბი შუბლისკენ აზიდა და ირონიული ღიმილით თავით ფეხამდე შეათვალიერა ხალვათად ჩაცმული.
-ამის დედაც..-ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა,ლეპტოპი დახურა და გვერდით დადო.თან ისე რომ ქალისთვის თვალი არ მოუშორებია,ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა, მოსვა და გაეცინა.-მოდი,არ მოგერიდოს-გახევებულ ნუცას,ხელის დაქნევით უხმო, რომელიც ნელ -ნელა მოდიოდა აზრზე და დამნაშავის სახე მიიღო-არ მინდოდა შენი გაღვიძება...ბოდიში.
-ჯანდაბა...შენ ,ვინ ხარ?-როგორც იქნა გამოერკვა ნუცა და ღია სამზარეულოს დახლისკენ ისე გაემართა სულ ფეხებზე დაიკიდა უცხო მამაკაცის წინაშე ტრუსების ამარა რომ იდგა.
-პირობითად, ბიძაშენი-გაეცინა მამაკაცს და სავარძლიდან წამოდგა.თეთრი ტილოს პერანგი ეცვა,მუქი,დახეული ჯინსი და ფეხზე შავი კონვერსები.სამზარეულოს დახლს, მიუახლოვდა ფინჯნით ხელში და მაღალ, მბრუნავ სკამზე ჩამოჯდა.თან ყავის მზადებაში გართულ ქალს, მზერას არ აშორებდა...რომელიც ნამძინარევი სახითაც კი იმდენად ლამაზი იყო მოსაზრებას ახალ გაღვიძებულ ქალებზე ,ერთიანად ანგრევდა.
-ვლადიმერ ნაპირელი...-გაიცინა მამაკაცმა-შენთვის უბრალოდ ბიძია ვლადი!
ნუცამ, მაღალ ფინჯანში ჩაყრილ ყავას,ცხელი წყალი დაასხა,კოვზი ხმაურით მოურია, შავ სურნელოვან სითხეს და შემდეგ დახლის ზედაპირზე უდიარად დააგდო.
-სასიამოვნოაა-მამაკაცის წინ იდაყვებით დაეყრდნო და თვალი თვალში უტეხად გაუყარა- მამიკოს, სულ ასეთი სიმპათიური ძმაკაცები ჰყავს?
-არაა-ცხვირი სასაცილოდ აიბზუა ვლადმა-შეგიძლია თმისამაგრი მათხოვოო?-პასუხს არც დალოდებია ისე გასწია ხელი, ქალის კეფაზე დამაგრებული თმისკენ და რეზინი მოხსნა.გრძელი თმა, წამში ჩამოიშალა და ქალის ნაქანდაკებ მხრებზე დაეფინა.მამაკაცმა კი ორაზროვნად გაიღიმა და თავად შეიკრა გრძელი თმა.
-აქ ცხოვრებას დიდხანს აპირებ?-მამაკაცს,სახეზე სერიოზული გამომეტყველება გადაეკრა და ნუცას ,წამით მოეჩვენა რომ მისი თვალები ზედმეტად ბოროტადაც კი აციმციმდნენ.არ დაბნეულა...ირონიულად გაიღიმა და ნერვების მომშლელად ხმაურიანად მოსვა ყავა.
-გააჩნია ამის სურვილი რამდენ ხანს მექნება ....
-მამიკოს, არც იმდენად კარგი ხასიათი აქვს და დიდი მოთმინებითაც არ გამოირჩევა-ვლადმა ,ნიშნისმოგებით გაიცინა.
-არც მე ვარ უფრთო ანგელოზი-ხმას შეთქმულივით დაუწია გოგომ და თვალი ჩაუკრა-თან გამიგია :-ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო
მამაკაცი, ცოტა ხანს თვალმოუშორებლად უყურებდა შემდეგ კი სერიოზულ სახეზე, ღიმილი ყურებამდე გადაეკრა და აღფრთოვანებულმა წამოიძახა:
-ჯანდაბა...მომწონხარ-ხმამაღლა გაიცინა და ხელისგული, მაგიდის ზედაპირზე რამოდენიმეჯერ დაარტყა-ძალიან მომწონხარ...ამის დედაც!
-მშვენიერია "ბიძიკო ვლად"-გაიცინა ნუცამ-მიხარია ასე კარგად რომ გავუგეთ ერთმანეთს...ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ...გასასვლელი ვარ-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გაღიმებულ მამაკაცს და ყავის ფინჯნით შეიარაღებული პანტერასავით, მოქნილი მოძრაობით გაემართა საძინებლისკენ.


ნუცა გეგეჭკორი ,ორი წლის იყო მისი მშობლები ლევანი და ია ინგოროყვა დიდი კამათის და აყალმაყალის მერე ,როგორც იქნა ერთმანეთს რომ დაშორდნენ.იამ ინგლისიდან, იტალიაში გაინავარდა, პატარა ნუცა კი თბილისში მცხოვრებ დედას ქალბატონ მირანდა ინგოროყვას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიუგდო. იტალიაში ჩასულმა, მალევე გამოძებნა,თავისთვის შესაფერისი იტალიელი არმანდო ჯუზეპი ,რომლისთვის იას თავბრუს დასახვევადაც ბევრი არ უწვალია...კარგად იცოდა თავისი შეუდარებელი სილამაზის ფასი და ბატონ არმანდოსაც ნათლად დაანახვა.მალევე იქორწინეს და გოგონაც შეეძინათ ,მილა ჯუზეპი.თორმეტი წლის ხდებოდა ნუცა ,ქალბატონმა"დედამ" მისი არსებობაც რომ გაიხსენა და მირანდას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა გოგონას თავისთან წაყვანა.ნუცას, ეს გადაწყვეტილება დიდად არ გაჰხარებია მაგრამ წინააღმდეგობის გაწევასაც აზრი აღარ ჰქონდა და ასე აღმოჩნდა რომში, სადაც მუდამ კოპებშეკრული მამინაცვალი და თავისზე ოთხი წლით უმცროსი, თავნება და განებივრებული და ელოდნენ.სწავლაზე ,სიგიჟემდე შეყვარებული არასდროს ყოფილა მაგრამ მირანდას დიდი რიდი ჰქონდა და ასე თუ ისე რაღაცას მაინც სწავლობდა.იქ კი საერთოდ აუშვა ხელი სწავლას,ზედმეტად უკომპლექსო და თავხედი გახდა.ქალბატონი ია,კოლეჯიდან კოლეჯში დაატარებდა რადგან მისი ერთადგილზე გაჩერების მაქსიმუმს სამი თვე წარმოადგენდა.შემდეგ კი ცუდი ყოფაქცევის გამო რიცხავდნენ.მთელი ამ დროის განმავლობაში ,მამას ერთხელაც არ მოუკითხია შვილი.მამინაცვალი კი არც იმდენად მოსიყვარულე და თბილი გამოდგა.დედას, ერჩია ქმართან ჰქონოდა კარგი დამოკიდებულება ვიდრე თავგასულ შვილთან .ამიტომ მის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ სიხარულითაც კი შეხვდა და შვილისთვის სასწრაფოდ შეიძინა თბილიშში დასაბრუნებელი ბილეთი.მირანდა, ხელგაშლილი დახვდა შვილივით გამოზრდილ ნუციკოს და გულში თბილად ჩაიხუტა.
ნაცნობი გარემო,ძველი მეგობრები,თბილი ოჯახი და მოსიყვარულე ბებია...რომელმაც შეაძლებინა ნუცას და ნორმალურ,მოწესრიგებულ, ცხოვრებას დაუბრუნდა.დაამთავრა უნივერსიტეტი და მისი ბობოქარი ბუნებაც, დროებით დამშვიდდა.თუმცა მშობლებისადმი გულში ჩარჩენილ წყენას ვერაფერი მოუხერხა..ვერ აპატია , ვერც საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე შეყვარებულ დედას და ვერც უპასუხისმგებლო მამას.ახალი ამბავი ლევან გეგეჭკორის, თბილისში გადმოყვანის თაობაზე ნამდვილად დაასხამდა წყალს მისი შურისძიების მრავალწლიან გეგმაზე.თუმცა ადგილზე მისულს,უპასუხისმგებლო მამის მაგივრად მასზე საკმაოდ ახალგაზრდა და მის სახელს და გვარს ამოფარებული ზედმეტად სიმპათიური მამაკაცი დახვდა.შურისძიების გეგმა თავზე ხუზულასავით დაენგრა და სიმწრით ალბათ ტირილსაც კი დაიწყებდა ,მის პატარა თავში ახალ იდეას რომ არ გაებრწყინა გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლესავით...რატომაც არა ნუციკოო?! შესძახა საკუთარ თავს და თავადვე მოიწონა თავისი იდეა.მერე რაა, თუ ახლანდელი ლევან გეგეჭკორი მამამისი არ იყო?...სამაგიეროდ იყო კაცი, ბუნდოვანი წარსულით და არც იმდენად სუფთა ისტორიით ნუცას შეცოდებ რომ დაემსახურებინა..
ახლა კი ამ გეგმით ნასიამოვნები,საკუთარი სამიზნის ძალით მითვისებულ საძინებელში ,ნამიან სხეულზე ,ტანისამოს ირგებდა მოსიყვარულე და მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილის ,ქალბატონი მირანდას მოსანახულებლად რომ წასულიყო...რომელმაც იცოდა რომ მისი საამაყო შვილიშვილი სამსახურიდან ორკვირიან მივლინებაში იმყოფებოდა.


გამომძიებელი,გვიანობამდე იჯდა კაბინეტში და საქმის მასალებს გულისყურით ეცნობოდა.მამუკა ღლონტმა კაბინეტის კარი უკითხავად რომ შენოაღო და მის წინ მაგიდაზე ,მწვანე საქაღალდეში ჩაწყობილი ექსპერტიზის პასუხები ხმაურით დადო .ლევანმა, საქაღალდე გადაშალა და რამოდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ ათვალიერებდა. შემდეგ კი მაგიდასთან გაუნძრევლად მდგარ თანაშემწეს ამოხედა და წარბები შეკრა.
-რა მოხდა?
-არ მეტყვით, თქვენსა და მერს შირის რა ხდებაა?-ღლონტი, დაუკითხავად დაჯდა სკამზე და უფროსს ეჭვნარევი მზერა გაუსწორა.
-რაღაც აღსარების ხადიათზე არ ვარ-ლევანმა,საქაღალდე დახურა და ცნობისმოყვარე თანაშემწე მზერით გაბურღა.
-ის ფაქტი...ჯანდაბა,რაც დილით მოხდა...-ღლონტმა,ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.
-ის ფაქტი,ამტკიცებს რომ ბატონი მერი უკონტროლო ნაბიჭ*ვარია!-მხრები აიჩეჩა ლევანმა.
-შენ გადანაშაულებს-მორიდებით ამოილაპარაკა მამუკამ.
-თუ დროულად არ გამოვიძიებთ,შენც დაგადანაშაულებს-ლევანმა,სიგარეტს მოუკიდა და სავარძელზე ნახევარი ტანით გადაწვა.
-ამის დედაც...
-საქმეზე ილაპარაკეთ ბატონო მამუკა-ცივად შეაწყვეტინა ლევანმა.
-ჯანდაბა...ეჭვი მაქვს ეს საქმე შეგვიწირავს..-ამოიოხრა ღლონტმა-ცხრა მთელი ორი კალიბრი,კეფაზე მიბჯენით,მკვლელს იცნობდა,რადგან მანქანაში ბრძოლის კვალი არ ჩანს.მკვლელი ზედმეტად ჭკუიანია...არანაირი ანაბეჭდები,გვამის გარეგანი დათვალიერებისას მისი მარჯვენა ძუძუს თავზე ,დაახლოებით სამი,ოთხი სანტიმეტრის კანია ბასრპირიანი იარაღით ათლილი.რაც გაურკვეველია...რა ჯანდაბად უნდო იმ მანიაკს...აშკარაა გარდაცვალების მერე ააჭრა.კვეთისას კი გაირკვა რომ ქალბატონი ლილიანა რაზმაძე ორი თვის ფეხმძიმე გახლდათ.
-რა?-ლევანი,გველნაკბენივით გასწორდა სავარძელში და წამში შეეცვალა გამომეტყველება,გაფითრდა და ერთიანად მოხეთქილმა სიმწარემ ყელში ნაღვლის გემო დაუტოვა.
-დიახ ,სამწუხაროდ.-სინანულით ამოილაპარაკა ღლონტმა და თან გამომძიებლის სახეცვლილებას ისე აკვირდებოდა ,თითქოს რენდგენში ატარებსო.-ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ორი კამერაა დამონტაჟებული,ჩანაწერი გამოთხოვილია და ხვალ დილით მოგვაწვდიან.
-ძალიან კარგი...-ლევანმა,როგორც იქნა მოახერხა თავის ხელში აყვანა და იმ წამს მაგიდის ზედაპირზე, ვიბრაციისგან აზუზუნებულ საკუთარ ტელეფონს გადახედა.ეკრანზე მისი მეგობარი ბარმენის,გოგა ხოშტარიას ნომერი ციმციმებდა.თითებს შორის შერჩენილი, სანახევროდ ჩამწვარი სიგარეტის ღერი, საფერფლეზე დაასრისა და ტელეფონს დასწვდა.მასზე ინტერესით მიჩერებულ ღლონტს კი გადახედა და უთხრა:
-თავისუფალი ხარ მამუკა...
-კარგით-მამუკა,სკამიდან წამოდგა და ოთახი დინჯი ნაბიჯებით დატოვა.ლევანი კი აზუზუნებულ მობილურს მიუბრუნდა და სენსორზე სწრაფად გადაუსვა თითი.
-ხო ,გოგა...
-შენ, მართლა მაგრად შეიჭერი გამომძიებლის როლში... ხომ იცი...-გაიცინა გოგამ.
-რა ხდება?
-ბარში მოგიწევს მოსვლა-გოგას კვლავ გაეცინა.
-რა ხდება?-ჯიუტად ჩაეკითხა ლევანი და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა.საღამოს რვა საათი შესრულებულიყო.
-მოდი და გაიგებ-გაიცინა გოგამ და პირველმა გათიშა ტელეფონი.


ბარში,ჩვეული სიმშვიდე გამეფებულიყო.შემოსულ კლიენტებს რამოდენიმე მაგიდა დაეკავებინათ და ნელ- ნელა წრუპავდნენ ალკოჰოლიან სასმელს, თან ერთმანეთში საუბრით გაჰყავდათ დრო.ლევანმა,დარბაზი სწრაფად გადაჭრა და დახლზე ორივე იდაყვით დაყრდნობილ მეგობარს ინტერესით სავსე თვალები შეანათა.
-რა ჯანდაბა მოხდა?-წელში გასწორებულ ხოშტარიას ხელი ჩამოართვა და ის იყო სკამზე დაჯდომას აპირებდა
გოგამ თავით ,მოშორებით მდგარი მაგიდისკენ რომ ანიშნა .
-პრობლემა გვაქვს..-ლევანმა ,მისი მითითებული ადგილისკენ გაიხედა და იგრძნო როგორა აასხა სისხლმა ტვინში.კუთხის მაგიდასთან ლადოსა და ლაშას გვერდით ,ნუცა წამოსკუპებულიყო და სამივე საკმაოზე მეტად ნასმები ხმამაღალი ხარხარით იკლებდნენ დარბაზს.
-რატომ დაალევინე?-მეგობარს შეუბღვირა გეგეჭკორმა.
-მე რა დავალევინე ტო...იმათ მოსთხოვე პასუხი...დალიეს,მოწოეს...და ჯანდაბა..-წამოიძახა გოგამ, დახლს სწრაფად შემოუარა და სამეულისკენ მიმავალ, სიბრაზისგან ზამბარასავით დაჭიმულ გეგეჭკორს გაეკიდა.
-რა ჯანდაბას აკეთებთ?-თავზე წამოადგათ ლევანი გაღიმებულ მეგობრებს და კბილებს შორის სიმწრით გამოსცრა.ნუცას ,პირთან მიტანილი არყის ჭიქა აართვა და მაგიდაზე დააბრუნა.-სულ გამოს*ირდით?
-რაიყო ა?-გაიკრიჭა ზედმეტად ნასვამი ლაშა და ნუცას გამომწვევი სახით მიუბრუნდა:-მოვიდა "მამიკოო"? აღარ სვამ ნუციი?!
-აუუუ...-გადაიკისკისა ნუცამ და თავზე წამომდგარ მამაკაცს, სასმლისგან აციმციმებული თვალებით ახედა.
-რა,რაიყო ბიჭო?-სიბრაზისგან ალეწილი ლევანი,მზერას არ აშორებდა ლაშას.-მთვრალი ქალის ძიძობაღა მაკლდა...
-დაიკიდე ტო....-ხელი აიქნია სიცილით ლაშამ-და ვაბშე ,რამდენ ხანს უნდა გეჯდეს სახლშიი?! გაჟ*იმე? დროა დაახვევინო...
-ბიჭო, შენ ხომ არ გაუბერე?-გეგეჭკორმა მისკენ გაიწია ,მაგრამ გოგას მკლავში ჩაფრენილმა ხელმა არ გაუშვა.
-შეეშვი,ძმობას გაფიცებ ნასვამია-გოგამ,მოშორებით გასწია მეგობარი და პარალელურად ნუცას,სკამიდან წამოდგომაში დაეხმარა.
გაცოფებულმა გეგეჭკორმა, ხმაურით შეისუნთქა ჰაერი და ისედაც დაძაბული დღეს დამატებული, ამ წუთს მოგვრილი მრისხანების შეკავებას შეეცადა.გარეთ გამოღწევას ჯიუტად რომ ცდილობდა და სახე არეულ ნუცას, მკლავში ჩაავლო ხელი.უკვე გასვლას აპირებდა,უკნიდან ლაშას დამცინავი ხმა რომ მოესმა.
-რა ნასვამი ტოო?!ძმობას გაფიცებთ ბიჭებო ,ტყუილს ვამბობ? ამ ბო*ზს იავნად ეტყობა სახეზე, ერთი სული რომ აქვს როდის დაგახტება სი*რზე!
-შენი დედა მ****ან!!-ლევანმა, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ნუცას, ცივად გაუშვა ხელი.ვეღარ შეძლო გარეთ გამოხეთქილი სიბრაზის შეჩერება,შემოტრიალდა, ლაშას საყელოში ,ორივე ხელით ძლიერად ჩააფრინადა ...სკამიდან წამოსწია და თავი მთელი სიძლიერით ხეთქა სახეში.
ლაშა,უკან გადაქანდა,სკამზე დაეცა და სკამთან ერთად გადაყირავდა.ლადო კი გაცოფებულ მეგობარს სწვდა და ხელის კვრით უკან მიაგდო.
-სულ გადაირიე ტო?
-გადავირიეე?!ხოო...ამის დედაც...გადავირიე!ქალი, როდესაც ჩემს გვერდით არის ...სულ ცირკის პუტ*ანკაც რომ იყოს..მე თუ პატივს მცემთ,ტრ*აკი უნდა დააყენოთ და ხმა არც ერთმა არ ამოიღოთ!
-ლევან...- მკლავში ჩააფრინდა ლადო
-ხელი გამიშვი!!-ლევანმა,ხელი უხეშად აუკრა და დარეტიანებულ ლაშას გადახედა ,რომელიც იატაკზე წამომჯდარიყო და ორივე ხელი სახეზე აეფარებინა.-შენ,მერე დაგელაპარაკები!-ლადოს, ცხვირთან თითი მუქარით დაუქნია და დაბნეულ ნუცას, უხეშად ჩააფრინდა მკლავში.ისე გაიყვანა ბარიდან თითქოს ადამიანს კი არა ცარიელ ტომარას მიათრევდა.მანქანის წინა კარი გამოაღო და შიგნით,თითქმის შეტენა.
-ხმა არ ამოიღო, თორემ მიგახრჩობ!-მუქარით გამოსცრა კბილებში და კარი ხმაურით მიუკეტა.

სახლამდე არცერთს არ ამოუღიათ ხმა..სადარბაზოსთან შეაჩერა მანქანა და გადმოსვლაში დაეხმარა,შემდეგ მხარში ამოუდგა და წვრილ წელზე, ძლიერად მოხვია ხელი.ასე აიყვანა წონასწორობა დარღვეული მეექვსე სართულამდე და ლიფტიდან გამოსულმა კედელზე ააკრა,თავად კი გასაღების აცმა ამოიღო და საკეტში მორგებას შეეცადა.ისეთი გამწარებული იყო, კანში ვეღარ ეტეოდა...მთელი დღის სტრესის მერე...მეგობრის ასეთმა უაზრო გამოხტომამ,რამაც მასზე ხელის აწევა აიძულა...საერთოდ დაანგრია...ვერასდროს იტანდა ქალის შეურაწყოფას...განსაკუთრებით კი იმ მეგობრებისგან რომლებსაც საკუთარი თავივით ენდობოდა.ნუცაც წყნარად იდგა...წინ და უკან ქანაობდა და თან ამღვრეულ მზერას არ აშორებდა მამაკცს...რომელიც ახლა უფრო ზედმეტად ესიმპათიურებიდა და ეს ყველაფერი, ალბათ მის ვენებში მოჩუხჩუხე ალკოჰოლის დამსახურება გახლდათ.
-ღმერთო რა სიმპათიური ხაარ...-გაიკრიჭა და გადაქანდა...თუმცა მოასწრო ლევანმა მისი დაჭერა.
-ლოთიღა მაკლდა-სახე დამანჭა გეგეჭკორმა და სახლის კარი ფართოდ შეხსნა.
-ნუ გაატრაკეე..-მთვრალი მზერა შეანათა ქალმა და გაიცინა-ჯანდაბა...მაგარი ტუჩები გაქვს,სიამოვნებით გიკბენდი.
-მეც ვიცი რასაც გიზამდი სიამოვნებით,მაგრამ გალორწყილი მთვრალი ხარ!
-მისტერ ინტრიგაა...-ტაში შემოჰკრა სიცილით ქალმა და თამამი ნაბიჯით ,შეაბიჯა ჰოლში თუმცა სიმთვრალემ მაინც თავისი ქნა..კარგად წაიღო და ალბათ ისევ ლევანი რომ არა ცხვირით დეცემოდა იატაკზე.წელზე, ძლიერად შემოხვია მკლავი და ცალი გვერდით მიიხუტა...კარი დახურა და გასაღებების აცმა იქვე მიაგდო,შემდეგ კი ქალს ზემოდან დახედა.რომლის სხეულში ადუღებულ ალკოჰოლსაც უკვე ტვიანამდე მიეღწია,თვალს არ აშორებდა ზემოდან დაჩერებულ მამაკაცს,შემდეგ გაუაზრებლად მოხვია კისერზე ორივე ხელი...ფეხის წვერებზე აიწია და ისე მოურიდებლად დაეტაკა ტუჩებზე ,ლევანი ადგილზე გაიყინა.ფილტვებში შეგუბებული ჰაერის გამოსატუმბად დაღებულ პირში,ქალის მოქნილი ენა ურცხვად შეუძვრა და კოცნა უფრო მომთხოვნი და ვნებიანი გახადა.თავადაც ვერ მიხვდა ისე ჩააფრინდა გამოყვანილ თეძოებზე ძლიერი თითებით და ხელში ატაცებული,ზურგით ისე მიახეთქა ჰოლში მდგარ კარადაზე.რასაც ქალის ხმამაღალი ოხვრა მოჰყვა და მისი გრძელი ფეხები ,მჭიდროდ შემოეხვივნენ წელზე.გეგეჭკორის თითები,თეძოებიდან თხელი მაისურის ქვეშ,შიშველი მკერდისკენ გასრიალდნენ და ხელისგულებში მოიმწყვრდიეს ქალის სავსე მკერდი.კოცნაზე კი კოცნითვე უპასუხა და იმდენად მოწყურებული და იმდენად გაცხოველებული ეწაფებიდა მის გემრიელ ბაგეებს, მკერდში აფართხალებული გული კისერში მოსწოლოდა...ვენებში სისხლი ადუღებულიყო და მთელ სხეულს უწვავდა...მოზღვავებული ვნება...აზროვნების უნარს უკარგავდა და ალბათ დაწყებულ საქმეს ბოლომდეც მიიყვანდა, რომ არა ქალის ხმამაღალი კვნესა.რამაც წამში მოიყვანა აზრზე და მის გემრიელ ბაგეებს, გულისწყვეტით მოშორდა..იატაკზე ფრთხილად ჩამოსვა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და უკმაყოფილო სახით მდგარს ღიმილით გახედა.
-მორჩი ცანცარს!შენი ძილის დროა...
-რაიყოო?! მართლა გეი ხარ?-სინწრით გაეცინა ვნებისგან არეულ ნუცას..
-არა,შენ ხარ ზედმეტად მთვრალი!-სიცილითვე უპასუხა მამაკაცმა და ნერვიულად ათრთოლებული ხელის თითები, დაბალ წვერზდ ჩამოისვა.-რომ გამოფხიზლდები,თუ ისევ ამ ჭკუაზე იქნები მაშინ განახებ გეი ვარ თუ არა...
-იდიოტო!-ცხვირი აიბზუა ნუცამ და ფეხარეული გაემართა საძინებლისკენ შიგნით შესულმა კი კარი ,ისეთი სიძლიერით მოიჯახუნა მთელს სახლში ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს.
-ამის დედაც!-ამოიოხრა გეგეჭკორმა-გიჟია!
დაასკვნა და სამზარეულოსკენ გაემართა წყლის დასალევად.



იმხელა თავია მივაკვდი :))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ადმინი შამანი

ფეფო,მეტემფსიქოზის ახალ თავს დადებ დღეს,დაგელოდო? bowtie heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი ფ ე ფ ო

შამანი
ფეფო,მეტემფსიქოზის ახალ თავს დადებ დღეს,დაგელოდო? bowtie heart_eyes

დღეს ვერაა...ხვალ დავდებ.

 


№3  offline წევრი დარინა

რატოოომ არიან შენი ისტორიის ყველა მამაკაცი ასეთი გასაგიჟრბლებიიი, გავგიჟდი და ჭკუა გადამეკეტა ლევანზეეე, უკვე შეყვარებული ვარ, გადარეულები, ისე უხდებიან ერთმანეთს, მომწონს გიჟი ნუცა, ცეცხლი წყვილიაა, როგორც ყოველთვის შენზე შეყვარებული მეე, შენი თითები მიყვარს ასეთ მაგარ ისტორიებს რომ ქმნის.

 


№4  offline წევრი kora

როგორც ყოველთვის კვლავ შეყვარებული ვარ შენს გასაოცარ პერსონაჟზე, ჯერ სახელიც არ ვიცი წესიერად და უკვე ვგიჟდები :დდ იყოს პირობითად ლევანი, მთავარია გამორჩეულია თვითონ :)) ეს ნუციკოც როგორი ცეცხლი გოგოა და როგორ უხდებიან ერთმანეთს <3
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი Nano Goduadze

შენი პერსინაჟი "მამრები" ასე ავადმყოფურად რატომ მომწონს? ^^ ეს ბილწიტყვაობაც რო სასიამოვნო წასაკითხია მერე? ^^ საოცრება გოგო ხარ მოკლედ ????❤❤❤

 


№6  offline მოდერი D-roni

მე შენ მოგაკვდიიიიიიიიი ოთხასჯერ გადავამოწმე რას მიშვებიიიიი??????? არაა არაა და არააა გამოუშვი წიგნიიიიი უნდა დაგასპონსოროოო რა ჯანდაბააააა იდეალურიიი ხაააარ!!!!

ვგიჟდები ლევანზე , გინდა მკვლელი ეძახე გინდა ქურდი გინდაა ნაძირალაააა უკაცესიიიაა!!!!
ხო და ერთი ასეთი ლევანი მეცგამაცანით რააა :დ ერთი ის მერი მანახეთ ცხვირპირმინგრეული და მეტი ოცნება არ მაქვს სანაყით დავნაყავდიიი :დდდ ხო ისე ნუცათი აღბრთოვანებული ვარ , მაღიზიანებს ხოლმე ასეთი პერსონაჟები მაგრამ ეს გოგო მიყვარს თან ამ თავში საკმაოდ კარგად გადმიეცი ყველაფერი .
მოკლედ იდეალურზე იდეალური ხარ და გელოდები ღმერთმა ქნას პირვველივე გადმაოქმებაზე დმახვდეს ახალი თავი , ხო და კიდე გუდ ჯაბ ბეიბი ლავ იუ სოუ მააჩ ! ♥️
ყველაზე კარგი განტვირთვა იყო დღის ბოლოს ! ????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

magariaa iuridiuli,magistratura, mcire praqtikac nu es ak ambebs daatrialeeeebs kveyanas gaushvebs virisabanoshi ???? gamixarda lashas rom adgili miuchina da pativiscemaze esaubra martalia kacii, vinc ar unda iyos ,mis saxlshi cxovrobs, da rogori tavshekavebulia sad gacherdaa,miyvaaars.ddd.
nu chemo kargo imdeni vart shens gmirebze sheyvarebuli qalebi rom, weris shewyvetis ufleba ar gakvs, tito- tito rom mainc shegvxvdes da ar davjamot ertmaneti ara me wavikirxe pirveli ara meooo; dddddddddd

 


№8 სტუმარი აბლაბუდა

]სად იყავი აქამდე?? ეს კითხვა მაწუხებს:))

 


№9 წევრი უცნაური მე

ვგიჟდები ლევანზე და ნუცაზე :დდ ძაან ცეცხლია ორივე ერთად.
აი ლევანის ესრთ-ერთი მეგობარი რატომღაც მთლად არ დამევასა, ნუ მოკლედ ჯერ ჩუმად ვარ :დდ
იმდენად არაპროგნოზირებადი ხარ მაინც ვერ გამოვიცნობ შენს ჩანაფიქრებს :დდ
ველოდები ახალ თავს <3

 


№10 სტუმარი NN

ძალიან მაგარია, ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმენლააად heart_eyes

 


№11 სტუმარი makukuna

ესე იგი, თავიდან, ეს ჩვენი ლევანიკო, ერთი კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი ადამიანი მეგონა, კრიმინალური წარსულით და ნასამართლეობის დიპლომით smile . ხოდა, მეშინოდა კიდეც, ამ გამოცდილების კაცმა, ამ თანამდებობაზე, როგორ უნდა გაქაჩოს-თქო.

და თურმე სად ხარ. smile

მე რომ მგონია, ფეფოს თურმე, ყველაფერი დალაგებულ-გარკვეული ქონია smile თურმე ამ ჩვენი ლევანიკოს ამ "უმაგრეს" დიპლომს ორი კიდე დაემატა, სამართლის ბალაკავრიატ-მაგისტრატურის, და თან უბრალო ქართული კი არა, უცხოურ-გერმანული. smile

კრიმინალურ წარსულსაც გააჩნია და გააჩნია, რავარი საერთაშორისო-მსოფლიო-გლობალური გამოცდილება აქვს ამ კუთხითაც. smile

მოკლედ, აღფრთოვანებული დავრჩი ბატონი ლევანით (ლევანიკოს ვეღარ ვაკადრებ). ამხელა განათლების და გამოცდილების საფუძველზე, რა გაქანების ადამიანთან გვაქვს საქმე, წარმოდგენაც არ შემიძლია. bowtie

ფეფო, შენ მაგარ საქმეს ხარ შეჭიდებული და ამ ადამიანის ბოლომდე ღირსეულად გაქაჩვა, არ იქნება ადვილი. ამას ხუმრობის გარეშე გეუბნები.

მაგრამ, იმასაც გეტყვი, რომ შენი იმედი მაქვს ბოლომდე, შენ ხომ ჩვენი ჯადოქარი ხარ heart_eyes

რავარი გავილექსე,ამ საღამოს smile smile

 


№12 სტუმარი tiko

დღეს არ დადებ ხო ტყუილად ვამოწმებ :( აუ კაი რა რა მოითმენს ხვალამდე რა დაღამებს "(

 


№13 სტუმარი eke

daadeeb? male dade ra gtxovgtxov gtxooooiv

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.