შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მ ე ტ ე მ ფ ს ი ქ ო ზ ი" #8


21-09-2018, 01:07
ავტორი Life is Good
ნანახია 1 354

“ თვალები ,ზანტად გავახილე და ჩემს მუცელზე შემოხვეულ მამაკაცის ხელს დავხედე,ფრთხილად ავაყოლე თვალი და უცნობი მამაკაცის დანახვაზე,შეშინებულმა გვერძზე ისეთი სისწრაფით გავიწიე ტახტიდან გადავვარდი და ყრუ ბრაგუნით დავეხეთქე იატაკზე.მამაკცმა, თვალები გაახილა და წამოჯდა.
-ბარბარე რა დაგემართა?
-ვინ ხარ?-საკუთარი ხმა ვერ ვიცანი და სხეული შიშისგან ერთიანად ამითრთოლდა.გაოცებული მიყურებდა ,მერე გამომეტყველება შეეცვალა და გაოცება უსაზღვრო სევდამ ჩაანაცვლა."-ამის დედაც!-" ამოილაპარაკა და თლილი თითები, სახეზე ნერვიულად ჩამოისვა.შემდეგ ისევ მე შემომხედა და დამაკვირდა.-ბარბი,ვეღარ მცნობ?
ვერ ვცნობდი? ჯანდაბა ,მართლა არ ვიცნობდი ამ მამაკაცს...ისეთი თველებით რომ მიყურებდა აშკარად უნდა მცნობებოდა ...მე კი წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო.ტახტიდან ჩამოცურდა ,იატაკზე დაჯდა და ზურგით ტახტს მიეყრდნო.ფეხები ,მუხლებში მოხარა და ორივე ხელით დაეყრდნო.თვალმოუშორებლად მიყურებდა ,შემდეგ კი სახეზე ათრთოლებული თითები ჩამოისვა.გრძელი,ლამაზი თითები ჰქონდა.მაღალი იყო,სპორტული აღნაგობის,ჭაღარაშერეული თმით და დაბალი წვერით.წყლიანი, ამღვრეული თვალებით მიყურებდა და ამ თვალებში, უძირო სევდას ჩაბუდებულიყო.
-ვერ მცნობ ბარბარე?-ოდნავ ჩახლეჩილი,ხავერდოვანი ხმის ტემბრი თბილად ჩამეღვარა სხეულში.ინსტიქტურად უკან გავცოცდი და ტუჩები სატირლად დამებრიცა.
-ცუდად ვარ...-საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
-არ ხარ ცუდად პატარავ...დაბნეული ხარ,არეული და მესმის შენი.
-შენ რა იცი მე რას ვგრძნობ?-ხმა ამითრთოლდა, მან კი თბილად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
-ვიცი...ვიცი ,რასაც გრძნობ...მოდი ჩემთან!-თბილად გამიღიმა და გამოწვდილი ხელი დამიქნია.
მის ხელს დავხედე,შემდეგ კი მისკენ, გაუაზრებლად მივჩოჩდი. ის კი იმდენად ძლიერად და თბილად ჩამეხუტა თავი სახლში ვიგრძენი...
-ყველაფერი კარგად იქნება!-თმაზე ფრთხილად გადამისვა ხელი და წვერიანი ლოყით, ლოყაზე მომეხუტა.-აი, ნახე,ძალიან მაგრად იქნება...ჩემი ხომ გჯერაა?
არ ვიცოდი ..ნამდვილად არ ვიცოდი რისი, ან ვისი უნდა დამჯერებოდა მაგრამ ახლა,ამ წუთს და ამ მამაკაცის საოცრად მჯეროდა.მჯეროდა რომ ყველაფერი მართლა კარგად იქნებოდა...კარგად კი არა შესანიშნავად.დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი მის თბილ მკლავებში გახვეული და მისგან წამოსული სითბოს და სიმყუდროვისგან ფისოსავით ვნეტარებდი “

----------
სადა ჯინსის შარვალსა და მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილს, მუხლებამდე სიგრძის ,ხელით ნაქსოვი ჟაკეტი, შემოეცვა და გრძელი თმა, რომელიც წელამდე სწვდებოდა მხრებზე,დაუდევრად ჰქონდა დაყრილი.ინტერესით ათვალიერებდა მანქანის შუშებს მიღმა პეიზაჟებს და ხმის ამოღებას არ აპირებდა.დილანდელ შოკს ოდნავ გადაევლო და ახლა შედარებით დამშვიდებული,ჩაფიქრებული ვმართავდი მანქანას და აზრებს ვალაგებდი,რა შეიძლება გამეკეთებინა და საიდან დამეწყო.ძალიან არეული იყო...არეული და შეშინებული...ვუყურებდი მის სიფრიფანა სხეულს, სავარძელზე ბეღურასავით რომ მობუზულიყო და გული მეწურებოდა ,რადგან ასეთ პატარა გოგოს ,ამხელა განსაცდელის გაძლება უწევდა. წარმომიდგენია მის ტვინში რა ქაოსიც ტრიალებდა და შიში ,იმის რომ ვაი და ჩემს მცდელობას შედეგი არ გამოეღო,ხერხემალში ყინულის ზოლად გამდევდა.თუმცა თავს ვიმხნევებდი...მხნეობა კი ნამდვილად მჭირდებოდა ,რადგან არ ვიცი როდის რას უნდა დავლოდებოდი ბარბარესგან...ცოტა არ იყოს იმაზე ფიქრიც მაფრთხობდა რა მოხდებოდა, რომ ვერ გაეძლო და უბრალოდ დანებებულიყო?! ჯანდაბა...ამ ფიქრს, ტვინი ავტომატურად ბლოკავდა,სამაგიეროდ გულში, პატარა ნემსად იყო ჩარჭობილი, რომელიც დრო და დრო გამოდიოდა და ახალ ადგილზე მესობოდა. დაბლოკილი ტვინის მიუხედავად ...გულის სიღრმეში, შიშის პატარა მარცვალი მაინც ბუდობდა...მართლაც რა მოხდებოდაა?! უკვე ამ შემთხვევაში ბარბარეზე აღარ ვფიქრობდი, საკუთარი თავი მადარდებდა ,რადგან ეგოისტურად მეშინოდა მის გარეშე ყოფნის და დარწმუნებული ვიყავი ბარბარეს, საბოლოოდ დანებების შემთხვევაში უბრალოდ მოვკვდენოდი.ხო ,აი ესე მოვკვდებოდი...

მცხეთის გზაზე გასულმა ,ჯვრის მონასტრისკენ გადავუხვიე და მოხრეშილ აღმართზე საბურავების ყრუ გრიხინით ავუყევი.ბარბარემ, მზერა ფანჯრის შუშას მოაშორა და ჩემსკენ შემოტრიალდა.. ჩემს პროფილს,ცოტა ხანს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა, მერე კი გაიღიმა.
-ლამაზი ხარ...-გადავხედე ,მისიმა წვრილი თითებმა, ჩემს სიჩქარის გადამრთველზე დადებული ხელისკენ გამოიწიეს და ფრთხილად ჩამეჭიდნენ.გული, ყელში მომებჯინა.ჩემი თითები, მის თითებში ავხლართე და მიუხედავად იმისა ,რომ მისი რეაქციის ძალიან მეშინოდა, ტუჩებთან ფრთხილად მივიტანე.არ დამფრთხალა, თვალმოუშორებლად მიყურებდა.
-შენ ხარ ულამაზესი ჩემო პატარავ...-მხურვალედ დავუკოცნე სათითაო თითი და დანიშნულების ადგილამდე ხელი აღარ გამიშვია.მონასტერთან ,მარჯვნივ გადავუხვიე და მანქანა ,პატარა მდელოზე გავაჩერე.მისკენ ნახევარი ტანით შევტრიალდი და დაბნეულს თბილად გავუღიმე.
-არ გადმოხვალ?-გაოცებულმა წარბები შეკრა ,თუმცა არ შემწინააღმდეგებია და მანქანიდან გადმოვიდა.
გვიან შემოდგომას ,ნათლად დაემჩნია თავისი კვალი გარემოსთვის ...მაღალი ბალახები, გამხმარიყო თუმცა აქა -იქ მაინც ერია სიმწვანე.ამ ყვითელ ფერთა გამას ,კი საოცრად შერწყმოდა თეთრი გვირილები,რომელიც მხატვრის ხელით მოხატულ ფერწერულ ტილოს მოგაგონებდათ...იდგა ამ ჭრეალ- ჭრულა ხალიჩის შუაგილში ბარბარე და აქეთ -იქით ინტერესით იყურებოდა.შემდეგ კი ნელ -ნელა მაგრამ მაინც შეეცვალა მზერა.. სახე გაებადრა და წყლიანი თვალები მომნუსხველად აუციმციმდა.მტკვის და არგვის შესართავიდან მონაბერი, სიოსგან მოტანილი სურნელი ღრმად შეისუნთქა , რომელიც მხრებზე ჩამოშლილ თმებზე ალერსით მიელამუნა და ჩემსკენ შემობრუნდა.მანქანის კაპოტზე მიყრდნობილს დიდხანს მიყურებდა, შესამჩნევი ნერვიულობისგან თითებსშორის მოქცეულ სიგარეტის ღერს რომ ვსრესდი და მიღიმოდა შენდეგ ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
-ცოტნე...
-ჯანდაბა-გამეცინა...კი ,გამეცინა ...სიხარულისგან გამეცინა. ხელი,მისი თმისკენ ფრთხილად გავწიე და სახეზე ჩამოშლილი თმა, უკან გადავუწიე.-ჩემო მშვენიერო...პირველად, ზუსტად ამ ადგილზე გამოგიტყდი სიყვარულში..მართალია მაშინ შემოდგომა არ იყო და ბუნება, დღევანდელთან შედარებით ყვაოდა, მაგრამ მაინც...პირველად, აქ გითხარი რომ მე ,შენ სუგიჟემდე მიყვარხარ...ხო, სიგიჟემდე...-შეფაკლულ ლოყაზე ,ნაზად მივეფერე თითებით და განვაგრძე:-სიგიჟემდე მიყვარხართქო ჩემო მშვენიერო...ჩემი სუნთქვა და ცხოვრების აზრი ხართქო...მე, შენ იმასაც დაგპირდი: მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნებითქო...მართალია ეს ფიზიკურად ვერ მოვახერხე, მაგრამ გული...გული მხოლოდ შენი იყო და მხოლოდ შენთვის ფეთქავდა...მაშინ, გვირილის ყელსაბამი გაჩუქე და გითხარი, რომ ამ გვირილასავით ლამაზი და ნაზი ხართქო, მაგრამ ახლა გეუბნები ,რომ შე,გვირილაზე ბევრად ლამაზი და ბევრად ნაზი ხარ...რომ შენ...ახლა ,ამ სხეულში...მთელი მსოფლიოს ქალებისგან ძალიან განსხვავდები
... ჩემო პატარავ,ერთადერთი ხარ ვის გამოც შემიძლია სიციცხლე დავთმო.ძალიან მინდა ,ხო სიგიჟემდე მინდა ჩემო ლამაზო-მისი სახე ხელებში მოვიმწყვრდიე და შუბლზე, შუბლით დავეყრდენი.-სიგიჟემდე მინდა,რომ იყო ბარბარე და შენი გულიც იმ რიტმში ფეთქავდეს ჩემი დანახვისას, როგორც ჩემი ბარბი...ძალიან მინდა ამ პატარა თავში ყველაფერი მალე დალაგდეს და ჩემს დანახვაზე შენც ,ისეთივე სიხარულით გევსებოდეს გული როგორც მე...ძალიან მინდა ჩემი მოახლოვებისას იმავეს განიცდიდე ,რასაც მე ვგრძნობ ბარბარე და უბრალოდ დამფრთხალმა არ მიყურო შორიდან.მიყვარხარ ,ჩემო პატარავ-ატირებულს ,ძლიერად მოვხვიე მკლავები და გულში ჩავიკარი .სახე კი მის სურნელოვან თმებში ჩავრგე და მთელი გული ამოვაყოლე ჩემს ნათქვამ სიტყვებს.-სიგიჟემდე მიყვარხარ ბარბარე და შენ...ამ გამხმარ გვირილებზე ,მილიონჯერ ლამაზი ხარ...ნაზი და სასურველი.სასურველი ჩემთვის, რადგან უშენიდ ჩემს დედამო*ტყნულ ცხოვრებას მართლა აღარანაირი ფასი არ ექნება...
-ცოტნეე...-გული ამოუჯდა ქალს და ჩემს კისერში ცხვირით ჩაეფლო.-მიყვარხარ...ჯანდაბა, მეც მიყვარხარ...
-მჯერა, ჩემო მშვენიერო...მჯერა.
შემდეგ კი მდელოზე , დიდხანს ვისხედით და ჩემზე მოხუტებულს დიდხანს ვუყვებოდი ყველა წუთზე თუ საათზე, რაც მე თათულისთან გავატარე...ვუყვებოდი, ჩვენს სიყვარულზე,ვუყვებოდი ყველა იმ წყენას,ბრაზსა თუ ჩხუბზე....გაღიმებული მისმენდა...ხან გაეცინებოდა და ხანაც ეტირებოდა, თუმცა ყველა ჩემს ნათქვამ სიტყვას, მაინც ხარბად ისრუტავდა...ისრუტავდა და დარწმუნებული ვარ გონებაში იბეჭდავდა...ველაპარაკებოდი ზუსტად იმ სითბოთი და სიყვარულით ,როგორც მაშინ...და ვგრძნობდი რამდენად მიჭირდა ეს ყველაფერი...ჯანდაბა, მისი სულის ამ პაგარა გოგოში განსხეულება სადღაც ნერვებსაც მიშლიდა, რადგან ბარბარე ნამდვილად არ მემეტებოდა ამხელა ტანჯვისთვის...მეორე მხრივ კი ,ნამდვილად არ მინდოდა ბარბარეს თავში იმდენად დალაგებულიყო ყველაფერი ცოტნე ნაკაშიძის არსებობა საერთოდ რომ დავიწყებოდა...ეგოისტი ვიყავი...საშინლად ეგოისტი.ამ სიბერეში, წლების მერე სიგიჟემდე პირველად შემიყვარდა და ეს თათულის სულით ,ცოცხალი ბარბარეს სხეული იყო...ულამაზესი,ნორჩი და სიგიჟემდე სასურველი...ის კი არა , ამ წუთს მე ვიყავი საშინლად არეული და რა ჯანდაბა მინდიდა მეც ვერ ვიგებდი.დღის ბოლომდე, ყველა იმ ადგილის ნაწილობრივ მონახულება მაინც შევძელით, სადაც თავის დროზე დავდიოდით და დანარჩენი მეორე დღისთვის გადავდეთ... ბარბარე,სახლში დაბრუნებაზე პატარა ბავშვივით გაჯიუტდა და მეც ბევრი აღარც მიფიქრია ისე შევაჩერე წლების წინ მივიწყებული, ხუთ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მანქანა.გასაღები, მანქანის სათავსოში მოვიძიე და საყვარელ ქალთან ერთად, აფართხალებული გულით ავუყევი მესამე სართულამდე ასასვლელ კიბეს...უკვე გაქუცულ ,რკინის კართან შევჩერდი და თავი შევაგულიანე,შემდეგ კი თითების თრთოლვით გაჭირვებით მოვარგე საკეტს გასაღები.ოციდაორი წელი იყო გასული...ოცდაორი წყეული წელი, რაც ამ სახლში ფეხი აღარ დამიდგამს და წარმოდგენაც კი არ მინდოდა რა მდგომარეობაში დამხვდებოდა იქაურობა.კარი, ფართოდ გავაღე და მტვრის და უპატრონობისგან ჩაკეტილი სახლის სურნელმა ცხვირში შემომიღიტინა.ისიც კი არ ვიცოდი შუქი ისევ იყო თუ არა...ჩაბნელებულ ჰოლში,კედელზე ხელის ცეცებით მოვიძიე ჩამრთველი და ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვცადე.ჯანდაბა...გამიმართლა...ჭერიდან დაშვებული აბაჟურიანი ჭაღი, განათდა და დამტვერილ ფოიეს უხვად დააფრქვია სინათლის შუქი.
კარში გახევებულ ბარბარეს, ხელი ჩავკიდე და სახლში შემოვიყვანე.კარი კი ხმაურით მივხურე.სასტუმრო ოთახი მტვრის სქელ ფენას დაეფარა...გათეთრებული იყო ერთ დროს მწვანე,გობელენ გადაკრული სავარძლებიც...მძიმე სუნი იდგა და კედელზე შპალერიც შეყვითლებულიყო..ფანჯარა გამოვაღე და ოთახში სუფთა ჰაერი შემოვუშვი.ქალი,ინტერესით ათვალიერებდა ნაცნობ გარემოს და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან...სამზარეულოშიც შეიხედა ,შემდეგ კი საძინებლის კარი შეაღო ფრთხულად და მოზრდილ საწოლს, სევდაჩამდგარი მზერით გახედა.ყველაფერი ხელუხლებლად იყო დატოვილი.თათულის გარდაცვალების შემდეგ...ორმოცამდე ,თითქმის ყოველ დღე ამოვდიოდი აქ...ზოგჯერ ღამეც ვრჩებოდი და მის ბალიშზე ჩახუტებულს მეძინა, რომელსაც დიდხანს გაჰყვა ქალის სურნელი...ორმოცის შემდეგ კი უბრალოდ საკუთარი თავის ცოცხლად დამარხვას სევეშვი და გადავწყვიტე ,აქ მოსასვლელი გზა ისე დამევიწყებინა თითქოს ეს სახლი არცკი არსებობდა.ახლა კი ოცდაოირი წლის მერე...ამ მტვრის და სევდის ბუდეში ვიდექი და გვერდით სხვის სხეულში გაღვიძებული ისევ ის ქალი მედგა ვისთან ერთადაც აქ,ამ საწოლზე მწოლიარე დიდხანს ვგეგმავდით ჩვენს მომავალ ცხოვრებას, რომელიც ნამდვილად არ წავიდა ისე როგორც ჩვენ,ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებულ წყვილს გვეგონა.
-ბოლოს აქ როდის იყავი?-ჩემსკენ შემობრუნდა ბარბარე და თბილად გამიღიმა.
-ოცდაორი წლის უკან-სევდიანად ამოვილაპარაკე.
-ცოტნე...
-მოდი მტვრებს გადავწმენდავ და მერე ჩავალ რამსე ამოვიტან...-საუბარს დროებით ავარიდე თავი.-შეძლებ ცოტახნით მარტო დარჩენას?
თავი ისე დამიქნია ოთახის თვალიერება არ შეუწყვეტია...აღებდა კარადებს,იხედებოდა თაროებზე...ყველაფერს ეხებიდა და სახიდან ბედნიერ ღიმილს ვერ იშორებდა.დაბლა ჩავედი, ახლომდებარე სუპერმარკეტში რამე საჭმელი რომ მეყიდა. დაახლოებით ნახევარი საათი მოვანდომე სანამ დაღლილი სახით მდგარი მოლარე, შეძენილ სურსათს სალაროში გაატარებდა და სახლში სწრაფი ნაბიჯით ამოვბრუნდი.შეძენილი პროდუქტი სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყე და საძინებლისკენ გავემართე, საიდანაც აშკარად ისევ არ გამოსულიყო ბარბარე.კარი ფრთხილად შევხსენი და ადგილზე გავიყინე...ბარბარე,აყრილ საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და ნამტირალევ სახეზე კვლავ ნაკადულებდ ჩამოსდიოდა ცრემლები.
-ბარბარე...-გაპარული ხმით ძლივს ამოვთქვი მისი სახელი და ორი ნაბიჯი გაჭირვებით გადავდგი ათრთოლებული მუხლებით.მისი ყველა ცრემლი, გულს საშინლად მიკლავდა და სხეულიდან ენერგიას ისე დაუკითხავად მაცლიდა ,გადაადგილების საშუალებას ფაქტიურად მისპობდა.ამომხედა ამღვრეული თვალებით და რამოდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად მიყურებდა, შემდეგ კი გაიცინა და მანამდე მუჭად შეკრული ხელი ჩემსკენ გამოიშვირა...
-ვიპოვე...ჯანდაბა, ვიპოვე-უცნაურად აჟიტირებული ხმით ამოხეთქა და შეკრული თითები გაშალა.ხელისგულზე, ვერცხლის საკიდზე დაკიდებუკი პატარა გვირილის ფორმის კულონი ედო და ჭერიდან დაშვებული დრომოჭმული ჭაღის შუქზე ბზინავდა.-ჩემი ყელსაბამი,ვიპოვნე...ჩემი ყელსაბამი.
დაპროგრამებულივით იმეორებდა და მე კი გახევებულს ვერ გადამეწყვიტა უნდა გამხარებოდა ეს ფაქტი თუ არა...იატაკზე, მუხლებით დავდექი და მის წინ საწოლს იდაყვებით დავეყრდენი.სახე კი ხელისგულებში ჩავმალე...ახლა რა ჯანდაბა იქნებოდაა? აი ის კითხვაც რაც პირველად დავუსვი საკუთარ თავს...
-ცოტნე...
-ხო ბარბარე-ხელები ჩამოვწიე სახიდან და ნაძალადევი ღიმილით ავხედე.
-არ გიხარიაა ჩემი ყელსაბამი რომ ვიპოვნე?
-ძალიან მიხარია ჩემო პატარავ...-მეც არ ვიცი ნაწილებად დაშლილ სხეულში სად ჯანდაბიდან გამოვძებნე იმხელა ენერგია მისთვის გულღიად რომ გამეღიმა.
-ღმერთოო...-ტირილის ნოტებით გაიცინა და თითების კანკალით გახსნა ყელსაბამის შესაკრავი...შემდეგ კი მაღალ კისერზე შემოიხვია და ზედმეტად მოუხერხებლად შეკრა.ვუყურებდი ამ ყველაფერს და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა? ისევ ძველებურად იქნებოდა რამე თუ შეიცვლებოდა? რა მოხდებოდა ამ ყელსაბამის გაკეთების მერე ბარბარეში? ისევ ვემახსოვრებოდი თუ ხელს მკრავდა? ჯანდაბა ,ათასი აზრი ერთდროულად აფუთფუთდა ჩემს თავში და ალბათ მალე გასკდებოდა...არაფერი არ უთქვამს ანრის ,ყელსაბამის პოვნის შრმთხვევაში რა შეიძლება მომხდარიყო...არ უთქვამს და მე ჩემით ვერ გამოვიცნობდი...ალბათ ბარბარეც ვერ გამოიცნობდა რა მოხდებოდა მის სხეულში ისევ ის ბარბარე იქნებოდა თუ ,რამე შეიცვლებოდა? მინდოდა...კი, სიგიჟემდე მინდიდა რომ ყველაფერი დალაგებულიყო და მისი ტანჯვა ადრე თუ გვიან დასრულებულიყო ,მაგრამ ის არ მინდიდა ამ დასრულების მერე მეც ისე დავსრულებულიყავი მასში, როგორც დავიწყე და ახლა როდესაც მთელი ჩემი ცხოვრება ყირაზე იდგა...ორმოცდა ორი წლის აასაკში პატარა ,სიფრიფანა გოგოზე გავგიჟდი...შემიყვარდა...კიი, წარმოუდგენელია მაგრამ ამ რამოდენიმე დღეში მისი გამოჩენიდან რომ იყო გასული სიგიჟემდე შემიყვარდა და ჩემი სუნთქვა გამხდარიყო,ჟანგბადი, რომელიც მაცოცხლებდა და ამოწურვის შემთხვევაში უჰაერობა მომიღებდა ბოლოს...გულის რიტმული ფეთქვა, რომელიც ჩემს წყეულ ცხოვრებას არეგულირებდა..მივაფურთხე საკუთარ ცხოვრებას და გავეკიდე ქალს ,რომელიც არ იყო დალაგებული და ახლა ,ამ წუთს ამ ზედმეტად დაულაგებელ ქალს, ვუყურებდი და შიში სხეულში კიბოს მეტასტაზებივით ზედმეტად სწრაფად გავრცელებულიყო.ფეხის ფრჩხილებიდან, თმის ღერამდე სახიფათოდ მამტვრევდა და ერთი არასწორი გადმოხედვა..ერთი გამორეცხილი მზერა და ალბათ აქ...იატაკზე დაჩოქილი დავამთავრებდი ჩემს ზედმეტად არეულ სიცოცხლეს.
არ ვიცი ,რანაირი სახე მქონდა,არ ვიცი, რა ფერი მედო ან რა იკითხებოდა ჩემს აშკარად ამღვრეულ თვალებში, ბარბარეს სახეზე შეშფოთება რომ გამოესახა
ჩემსკენ დაიხარა და სახსზე ორივე ხელი მომკიდა, თვალებში ჩამაცქერდა თბილი და მზრუნველი მზერით და გაპარული ხმით მკითხა:
-რა დაგემართა?
ჯანდაბა...არ ვიცი რა დამემართა... მეც არ ვიცი რა დამემართა.ის კი ვიგრძენი, თვალებიდან ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში პირველად რომ გამეპარა მოღალატე ,მარილიანი სითხის ბურთულები და ყვრიმალებზე თავაწყვეტით დაგორდნენ.
-ცოტნე-ხმაში ცრემლის ნოტები გაუკრთა ქალს და თავისკენ ისე მიმწია ,დღესაც მიკვირს საიდან ჰქონდა ამხელა ძალა.თავით, მკერდზე მიმიხუტა და ლოყით, შუბლზე მომეყრდნო-ცოტნე...
-ვერ გადავიტან ბარბარე ...-ყელიდან, ხრიალის მსგავსი ბგერები ამომივიდა და განვლილი ადგილი დამიკაწრა...ისე მწარედ დამიკაწრა, სულთქვა გამიჭირდა.-შენს დაკარგვას ვერ გადავიტან, ჩემო პატარა...ახლა რამე რომ შეიცვალოს,ახლა სხვანაირი თვალით ან გრძნობით რომ შემომხედო ,ვერ გადავიტან...ვერ გადავიტან ბარბარე...-ვიმეორებდი გაფუჭებული ფირფიტასავით და იმ ადგილებს ვუკოცნიდი სადაც თავი მედო...იმ ადგილს, რომელიც მისი გამაგიჟებელი სურნელით გაჟღენთილიყო...ვუკოცნიდი შეშლილივით და მეტირებოდა..ამის დედაც! მეტირებოდა ,რადგან მისი დამთმობი ცოცხალი თავით არ ვიყავი და მაშინაც კი როდესაც ჩემს მკლავებში იყო მომწყვრდეული სიგიჟემდე...ჭკუიდან შეშლამდე მენატრებოდა...მისი სურნელით რეტდასხმული ვერ ვიკმაყოფილებდი უკმარისობოს შეგრძნებას და არლბათ რომ შრმძლებოდა ერთიანად შევისრუტავდი,შევისისხლხორცებდი და ჩემი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში არ მივცემდი სულ ოდნავ მოშორების უფლებას.უსაზღვროდ...ავადმყოფურად მიყვარდა და ეს სიყვარულიც კი აღარ იყო...აღარც აკვიატება..ეს ,რაღაც უცნაური ავადმყოფური ,ამოუხსნელი და არ ვიცი კიდე რა ჯანდაბა შეიძლება ეწოდოს იმ გრძნობას, რასაც ეს ციცქნა გოგო აღვიძებდა ჩემში.
-არ ვიცი რა უნდა დალაგდეს,არც ის ვიცი როგორ და რანაირად...არც ის ვიცი, შენი დავიწყება რამ უნდა მაიძულოს ციტნე...არ ვიცი ჩემო სიცოცხლე, მაგრამ უბრალიდ დამპირდი, რაც არ უნდა მოხდეს შენ, არ მომცემ შენი დავიწყების უფლებას...შენ, არ შემეშვები და სულ რომ საჭირო გახდეს იძულებით გამახსენებ იმ სიყვარულს ახლა სისხლს რომ მიდუღებს ვენებში და აზროვნების უნარს მართმევს...-ჩურჩულებდა სუნთქვა არეული და უფლებას მაძლევდა, უფრო ძლიერად მოვხვეოდი და უფრო მხურვალედ დამეკოცნა მკერდი, რომელიც უკვე მოშიშვლებული ჰქონდა...თავისკენ მიმიზიდა და საწოლზე გადაწვა, თან ათრთოლებულ ხელებს არ მაშორებდა სახიდან და თვალებში მიყურებდა.მზერა ისეთი ჰქონდა შეხების გარეშეც, რომ გაგყინავდა ადგილზე...აჩქარებული პულსი, მაქსიმუმს უკვე კარგა ხნის გაცილებული იყო და საერთოდ გავეთიშე მის დამათრობელ სურნელს...მაისური რომ გადავაძერი თავს ზემოთ და სავსე მკერდზე ტუჩებით დავაკვდი მთელს სხეულში თრთოლვამ დაუარა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.სხეულის, სათითაო წერტილი დავუკოცნე მის ალერს მოწყურებულმა და ჩემს ქვეშ სიამოვნებისგან დაკლაკნილ მის სხეულს, წამითაც ვერ ვშორდებიდი.ჩვენი შიშველი სხეულების შეხება ერთ დიდ აფეთქებას იწვევდა და ხმამაღალი ოხვრით გვირგვინდებიდა...სავსე ბაგეებით ვნებიანად მიკოცნიდა ტუჩებს და ცდილობდა რაც შეიძლება მჭიდროდ ამკვროდა სხეულზე...
-შენზე ვგიჟდები ნაკაშიძე..-ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოიოხრა და ფეხები ფართოდ გადაშალა, რათა მასში თამამად შეღწევის საშუალება მოიეც.შეერთებულ ჩვენს სხეულებს კი თვალებამღვრეული შეეგება და ჰაერის ჩასასუნთქად წამით მოშორებულს კეფაზე ჩამაფრინდა წვრილი თითებით.
-მაკოცე!-ამოიოხრა თავშეუკავებლად და არ დამლოდებია ისე დამეძგერა.
-არასდროს მყოფნი...ჯანდაბა, არასდროს მყოფნი... მიმეორებდა გახელებული და ფრთხილი ბიძგებისგან აშკარად უკმაყოფილო, მაიძულებდა პროცესი უფრო უხეშად მომთხოვნი გამეხადა.საპასუხოდ კი ქვედა ტუჩზე ჩავლებული კბილები მტკივნეულად ჩამასო და სიმწრისგან ჩემს დაუზოგავ მოძრაობას ხმამაღალი კვნესით უპასუხა.
-ღმერთო, შეიძლება ცუდად გავხდე...-ამოიოხრა და გაეცინა...
-არ გაგიჟდე-მის სახეზე მეც გამეღიმა და ისე რომ ჩვენი ერთიანობა ოდნავადაც არ დამირღვევია, ზურგზე გადავტრიალდი.შემდეგ კი დაბინდული მზერით, დიდხანს ვუყურებდი ჩემს ზემოდან მოქცეული როგორი სულისშემხუთველი მოძრაობებით ირხეოდა.მის მკერდს, ორივე ხელით ჩაფრენილს პირი საშინლად გამშრობოდა და თვალს ვერ ვაშორებდი ვნებისგან არეული თვალებით, როგირი ურცხვად ოხრავდა და ლამაზ სახეზე ყველა ის ემოცია ესახებოდა რასაც განიცდიდა... ჩემს თითებში ,თავისი წვრილი თითები ახლართა და ერთიანად დაჭიმულმა ჩემს ტუჩებზე ,ტუჩებით ჩაფრენილმა ყრუ ოხვრით მიაღწია სიამოვნების ზენიტს და ფინიშის ხაზთან მისულმა მეც თან გამიყოლა..ეს იყო სიყვარულის ზეიმი,ვნების თავბრუდამხვევი,ცეცხლოვანი ტანგო და ორი ერთმანეთზე სრულიად გაგიჟებული ადამიანის გაფრენა მარსზე.ეს ჩემი ბარბარე იყო...ამის დედაც ,ბარბარე ფურცელაძე; რომელიც ოთახში, ჟანგბადზე მეტს ნიშნავდა .ვენებში, სისხლზე მნიშვნელოვანი იყო სხეულში კი გულზე მთავარი და მაცოცხლებელი...ეს ჩემი ბარბარე იყო...მხოლოდ ჩემი და მე ჩვეულებრივად შემეძლო ნებისმიერ წუთს , მის გამო გულის ფეთქვა შემეჩერებინა!



აი ძაან რომ გეძინება, მაგრამ გელოდებიან და არ გინდა რომ აწყენინი ..იმედი მაქვს მოგეწონებათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ადმინი შამანი

აი რატომ ავირჩიე ის, მიყვარხარ შე ქალო! :დდდ bowtie
წავედი წავიკითხო, heart_eyes
მადლობა რომ გამახარე ახალი თავით innocent
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

უჰ როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა heart_eyes
იდიოტივით გაღიმებული გულისფანცქალით ჩავუყევი ბოლომდე heart_eyes
ჩემი ცოტნიკო,როგორ მიყვარს..საერთოდ ყველა შენი კაცი პერსონაჟი ისე მიყვარს,სხვას როგორ შევიყვარებ რეალურად აღარ ვიცი. laughing laughing laughing

 


№3  offline წევრი დარინა

ჩემებიი მიყვარს ეს წყვილიი, რაღაც საოცარი მუხტი მოდის მათგან, ბარბი მეცოდება ამ ტანჯვისთვის მაგრამ ცოტესკენ ვიხრები არ მინდა რომ დაივიწყოს, შენზე სულ მუდმ შეყვარებული მე. ჩვეულებრივი ლომკა მაქვს შენს ისტორიებზეე.

 


№4  offline წევრი naattii

თავიდან გულგახეთქილო ვკითხულობდი მეთქი ცოტნე ისევ თათულის ხედავს მასში და მიტო გაგიჟდა ასეთქო, მაგრამ რაც ახსენი ბარბარე რომ უყვარდა მშვიდად გავაგრძელე კითხვა ❤️ ერთი სული მაქვს როდის გაქრება ის ქალბატონი ბარბარეს გულის მოგება რომ მოუხდეს ცოტნიკოოს ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

არასდროს მყოფნის შენი ნაწარმოების კითხვა იგივე თავს უამრავჯერ ვუბრუნდები და ყოველთვის ერთს განვიცდი გულის ფრიალს. იმას ვერ გადავიტან რომ ბაბის დაავიწყდეს ცოტნე ამხელა სიყვარული ასეთი ნაზი შეიძლება ადამიან უ რალოდ დაგავიწყდეს? და მინდა ბარბარეს ნამდვილ ბარბარეს შეუყვარდეს და არა თათას სულს,ისე გაგიჟებით როგორც ცოტნეს. და თათული ისევ დაუბრუნდეს საიქიოს.
ფეფო უმაგრესი ხარ. აი არ ვიცი, მასაზრდოვებ შენი რომანებით. ????????????????

 


№6  offline წევრი kora

თავიდან სუნთქვა შემკვრა იმის გაფიქრებაზე, რომ ცოტნეს ბარბარეშე მხოლოდ თათულის სული უყვარს თქო, თუმცა მივხვდი, რომ ბარბარე თათულის სულზე მეტი გახდა ამ კაცისთვის. საშინლად არ მინდა ბარბარეს ყველაფერი დაავიწყდეს. კი, თათულის სუი სამუდამოდ უნდა მოიშოროს, მაგრამ ცოტნეს ადგილი ბარბარეს ცხოვრებაში უნდა დატოვოს. ეს ორი უერთმანეთოდ ვერ წარმომიდგენია. ხომ ყველა შენი ისტორია მიყვარს, თავის საოცარ პერსონაჟებიანად, მაგრამ ამ თავის კითხვისას საკუთარი აზრები გამოვიჭირე იმაში, რომ ეს წყვილი ყველაზე მეტად შევიყვარე <3
--------------------
kira.G

 


№7  offline მოდერი Life is Good

შამანი
აი რატომ ავირჩიე ის, მიყვარხარ შე ქალო! :დდდ bowtie
წავედი წავიკითხო, heart_eyes
მადლობა რომ გამახარე ახალი თავით innocent

ეხლა შენ მე სიყვარულში გამომიტყდი ხოო bowtie ჩემი ზე ლამაზი და ზე სათუთიი heart_eyes მეც მიყვარხარ დედუცი...ხოდა შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ რომ იცოდეე....

Queenofmoon
უჰ როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა heart_eyes
იდიოტივით გაღიმებული გულისფანცქალით ჩავუყევი ბოლომდე heart_eyes
ჩემი ცოტნიკო,როგორ მიყვარს..საერთოდ ყველა შენი კაცი პერსონაჟი ისე მიყვარს,სხვას როგორ შევიყვარებ რეალურად აღარ ვიცი. laughing laughing laughing

გაიხარე საყვარელო heart_eyes ჩემი გახარებისთვის...ხოო საშინლად და აუღწერლად მიხარიხართ...სასწაულია და კაცი პერსონაჟები უფრო მაგრები გამომდის ვიდრე ქალბატონები და მე მგონის ჩემს სხეულშიც ბარბარესი არ იყოს smile ვიღაც ზე სიმპაწიაგა მამრის სულია რეინკარნირებული და ჯერ არ ვიცი აშკარაად

დარინა
ჩემებიი მიყვარს ეს წყვილიი, რაღაც საოცარი მუხტი მოდის მათგან, ბარბი მეცოდება ამ ტანჯვისთვის მაგრამ ცოტესკენ ვიხრები არ მინდა რომ დაივიწყოს, შენზე სულ მუდმ შეყვარებული მე. ჩვეულებრივი ლომკა მაქვს შენს ისტორიებზეე.

შემოგევლოთ ფეფო ასეთი თბილები რომ ხართ heart_eyes გაუძლებს ჩემი გოგო..აუცილებლად გაუძლებს

naattii
თავიდან გულგახეთქილო ვკითხულობდი მეთქი ცოტნე ისევ თათულის ხედავს მასში და მიტო გაგიჟდა ასეთქო, მაგრამ რაც ახსენი ბარბარე რომ უყვარდა მშვიდად გავაგრძელე კითხვა ❤️ ერთი სული მაქვს როდის გაქრება ის ქალბატონი ბარბარეს გულის მოგება რომ მოუხდეს ცოტნიკოოს ❤️

ხო ცოტნესთან ცოტა არეული გვაქვს გრძნობები...ოცდაორი წლის მერე ბარბარემ იმდენად გააგიჟა...თათული საერთოდ მიავიწყა მაგრამ საბოლოოდ დასამშვიდებლად დიდი ბრძოლა მოუწევთ

სტუმარი ნათია
არასდროს მყოფნის შენი ნაწარმოების კითხვა იგივე თავს უამრავჯერ ვუბრუნდები და ყოველთვის ერთს განვიცდი გულის ფრიალს. იმას ვერ გადავიტან რომ ბაბის დაავიწყდეს ცოტნე ამხელა სიყვარული ასეთი ნაზი შეიძლება ადამიან უ რალოდ დაგავიწყდეს? და მინდა ბარბარეს ნამდვილ ბარბარეს შეუყვარდეს და არა თათას სულს,ისე გაგიჟებით როგორც ცოტნეს. და თათული ისევ დაუბრუნდეს საიქიოს.
ფეფო უმაგრესი ხარ. აი არ ვიცი, მასაზრდოვებ შენი რომანებით. ????????????????

მადლობა ჩემო საყვარელო heart_eyes ანუ რა ხდება...თათულის სული ვწრ დატოვებს ბარბარეს ვერანაირად რადგან ფაქტიურად ბარბარესი მხოლოდ და მხოლოდ სხეული არსებობს.ანუ გარდაიცვალა თათული და იმ წუთს დაბადებულ ბარბარეში განსხეულდა მისი სული.რა გამოდის ბარბარე არ არსებობს...ის მხოლოდ და მხოლოდ სხეულია თათულის სულით.ანუ რეინკარნირებული ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან უბრალოდ ზოგს ახსენდება თავისი წინა ცხოვრება და ზოგს არა...ეს მე არ მომიგონია სანამ ისტორიას დავიწყებდი დიდხანს ვეძებდი გუგლის საძიებო სისტემაში ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება გახდა საჭირო და თქვენც თამამდ შეგიძლიათ ნახოთ...ბარბარეს შემთხვევაში გაახსენდა ოღონდ გვიან რადგან იქ ფსიქოლოგმაც აუხსნა ცოტნეს.ადამიანი იმ შემთხვევაში ბრუნდება სხვისი სხეულით თუ მას აქ,დედამიწაზე რამე დაუმთავრებელი საქმე დარჩა...ის რაც ძალიან უნდოდა.და თათულიც დაბრუნდა რადგან მას ცოტნეს ავადმყოფურმა სიყვარულმა აიძულა.ვწრ წავა...ის თუ წავა...ბარბარეც მოკვდება ცხადია.უბრალოდ დამშვიდდება..ის ყელსაბამი რასაც ითხოვდა დააბალანსებს შედარებით ყველაფერს და ბარბარე გააგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას ისე როგორც მაგალითად ოცდაორ წლამდე ცხოვრობდა...იქნება ბარბარე მაგრამ ემახსოვრება თავისი წარსული წინა ცხოვრება.აქ ცოტნემ უნდა ივაჟკაცოს თუ უნდა რომ ისევ იმ სიმაღლეზე იდგეს ქალისთვის რა სიმაღლეზეც მანამდე იდგა.იმედია გასაგებად ავხსენი heart_eyes

kora
თავიდან სუნთქვა შემკვრა იმის გაფიქრებაზე, რომ ცოტნეს ბარბარეშე მხოლოდ თათულის სული უყვარს თქო, თუმცა მივხვდი, რომ ბარბარე თათულის სულზე მეტი გახდა ამ კაცისთვის. საშინლად არ მინდა ბარბარეს ყველაფერი დაავიწყდეს. კი, თათულის სუი სამუდამოდ უნდა მოიშოროს, მაგრამ ცოტნეს ადგილი ბარბარეს ცხოვრებაში უნდა დატოვოს. ეს ორი უერთმანეთოდ ვერ წარმომიდგენია. ხომ ყველა შენი ისტორია მიყვარს, თავის საოცარ პერსონაჟებიანად, მაგრამ ამ თავის კითხვისას საკუთარი აზრები გამოვიჭირე იმაში, რომ ეს წყვილი ყველაზე მეტად შევიყვარე <3

მადლობა კორა...ჩემო კარგო შენი კომენტარები ყოველთვის მახარებს heart_eyes ვნახოთ რა იქნება...თითქმის მივუახლოვდით ფინიშს.

 


№8  offline წევრი უცნაური მე

იმდნად მომწონს რომ ვერ აღვწერ. მინდა ძალიან მინდა ამის ფინალის წაკითხვა. რადგან მართლა ზამბარასავით დაჭიმული ვკითხულობ თითოეულ ახალ თავს და უკვე დამაწყდა ნერვები :დდ
ცოტნე ნაკაშიძე მიყვარს <3 <3 :დდ

 


№9  offline წევრი kethrine

ეს რა იყო? მხვდებოდა ხოლმე სიახლეებში მაგრამ მეთქი დაგროვდეს თავები და წავიკითხავ-თქო... ისეთ არარეალურს წერ (ნუ პირადად მე არ მჯერა ასეთი რაღაცეების) ისე რეალურად, რომ აბსოლიტურად გველა გრძნობა შეიძლება გაითავისო ადამიანმა. იმ ცრემლების, გაორების თუ გაუაზრებლობიბ, გაუგებრობის და გაუცნობიერებლობის დროს ბარბი ისე მეცოდება რომ ცოტა ხანი გავჩერდი, მაგრამ იმდენად "ჩამთრევი" ისტორიაა გინდა არ გინდა, გინდა!
წარმატებები ჩემო კარგო და იცოდე გკითხულობ და გელი ❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

es axsnaze meti iyooo srulad ganmanatle reikarnaciis sakitxshi madlobaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent