შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო (მე-5 ნაწილი)


21-09-2018, 01:37
ავტორი Alice76
ნანახია 1 987




უცნაური შეგრძნებები ეუფლებოდა. თავადაც ვერ გაეგო,რა ატირებდა,რა უჭამდა გულს . ლოგიკური ახსნა ის იყო,რომ ბაჩო შეუყვარდა და ახლა,როცა ხელი კიდევ ერთხელ ჰკრა,გაბრაზება და სასოწარკვეთა იგრძნო. მაგრამ სულის სიღრმეში იცოდა,რომ მიზეზი სხვა,უფრო დიდი უბედურება იყო-ბიჭი იმიტომ კი არ გაურბოდა,რომ მასთან ყოფნა არ უნდოდა,არამედ მტკიცედ დაეჯერებინა,რომ ეს არ შეიძლებოდა. გოგონას კი ვერ გაეგო,რა უშლიდა ბაჩოს ხელს. ამის გასარკვევად დიდი ძალა და მოთმინება დასჭირდებოდა,იცოდა,თუ სიმართლის გაგება სურდა,კიდევ ბევრჯერ მოუწევდა უარყოფის ატანა და სწორედ ეს აძრწუნებდა.
მობილურის ზარმა გაახსენა,რომ სამყაროში მარტო არ იყო.
-ხო,თაი-მოგუდული ხმით უპასუხა.
-სად ხარ? კიდევ ტირი შენ? კაი რა. ახლა ისეთ მაგარ ამბავს გეტყვი,რაზეც არ უნდა ღნაოდე,დაგავიწყდება.
-არ მგონია-ამოისლუკუნა ბელამ-ბაჩო ვიპოვე და გამომაგდო.-ნერვიულად გაეცინა თავის ნათქვამზე.
თაის უხერხული შეძახილი ამოხდა.
-მოიცა,სად ხარ ახლა? წამოვალ და გნახავ.
-არა,ვერ მნახავ,კახეთში ვარ.
გაოგნებულ მეგობარს აუხსნა,როგორ მიაგნო ბაჩოს.
-ეგ..ეგ... ცხვირის მუწუკი მანდ იყო მთელი ეს დრო?
-არ ვიცი,როდის დაბრუნდა,დედამისთან საუბარი ვეღარ მოვახერხე,მაგრამ ფაქტია,რომ სახლში იყო,როცა მე ისევ ჯოჯოხეთში მეგონა.
-ის მაინც ეთქვა,რომ დაბრუნდა.-ეტყობოდა,კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა,მაგრამ მეგობრის გამო თავს იკავებდა.
-რომ დავინახე,ნამდვილი ელდა მეცა. მართლა მეხივით დამეცა რაღაც. თან ვაკოცე.
თაის წივილი იმხელა ხმაზე გაისმა,ტელეფონი ყურიდან მოიშორა.
-რანაირად გოგო,აბა გამომაგდოო!?
-ჯერ ვაკოცე,მერე თვითონ მაკოცა და მერე გამომაგდო-დაუზუსტა ბელამ.
-აუ თქვენ რა ჯიში ხართ,კაცი ვერ გაიგებს.-ცოტა ხანს დაფიქრდა-ესეიგი,თან მინდა,თან ვერაო?
-ხო,რაღაც მასეთი. ალბათ ლუციფერის მისიის გამო. უეჭველი იმას უნდა,რომ ახლოს არ გავეკარო.
-აბა,ეშმაკია,ბოლო-ბოლო. ჰეფი ენდი ნაღდად არ ენდომება...მისმინე,კარგად უნდა გავარკვიოთ ეგ და ახლა არ დაეცე შენებურად. ტირილის დრო არაა,აწიე ტაკო და წამოდი. დავითს მოვილოცავ და ეგეც მოვა.
ბელა თვალების მშრალებით წამოდგა,მიმოიხედა და ამოიოხრა.
-დავითს მე დავუძახებ,აქედან როგორ წამოვიდე,არ ვიცი. ტაქსის მძღოლისთვის თქმა დამავიწყდა,რომ დამლოდებოდა.აზრზე არ ვარ,როგორ წამოვიდე.
-კაი აზრია. ხო უნდა გამოვიყენოთ ანგელოზი ძმაკაცი. მიდი,მიდი და შენთან ავალ მე.
ბელამ მობილური გათიშა,ჯიბეში ჩაიდო და სალოცავად მოემზადა.
დავითმა ნახევარ საათიანი ლოცვის შემდეგ იკადრა გამოჩენა და ბელას უკმეხად აუხსნა,რომ წერო არ იყო და ცინგლიან ბავშვებს აქეთ-იქით არ დაატარებდა.
ბელამ ცხვირი მოიწმინდა .
-ბაჩანა ვიპოვე,რაღაც მისია მაქვსო .
-ლუციფერი დროს არ კარგავს-ამოიოხრა კაცმა და ხელი ჩაავლო. წამში ბელას მისაღებში გაჩდნენ,სადაც მოკალათებულ თაის გული გაუხეთქეს.
-ამის დედაც-დივანზე მიესვენა გოგონა-ვერაფრით ვერ შევეჩვიე.
არც ბელა იყო უკეთეს დღეში,თაის გვერდით მიუჯდა და თვალები დახუჭა.
-ვაი,თავბრუ მეხვევა. გულიც მერევა... რა საზიზღრობაა.
-შენ და ბაჩიკომ კოცნაზე მეტი მოასწარით?-გადაიხარხარა თაიმ.
დავითმა გაბრაზებით შეხედა გოგონას და მანაც ხმა გაკმინდა.
სანამ ანგელოზი ჩვეულად ბელას საჭმლის მარაგს ანადგურებდა,გოგონამ დაწვრილებით მოუთხრო ორივეს ბაჩოსთან შეხვედრის ამბავი.
-მაინც რა მისია უნდა ჰქონდეს?
-მაგაზე მხოლოდ დახლოებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ-მიუგო დავითმა-ლუციფერს ბევრი გეგმა აქვს,და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანთათვის უბედურების მოტანას უკავშირდება.
-ბაჩოს მისია ეგაა?ხალხის უბედურება?-გული ამოუჯდა ბელას.
-მასე ერთი მხრიდან ჩანს. მეორე მხრიდან მართლაც რომ მისიაა. ეშმაკი ხომ მაგისთვის არსებობს-ადამიანთა გამოცდა და ცოდვებისთვის დასჯა.
-რამე უფრო კონკრეტულს ვერ გვეტყვი? ეგ ხომ ისედაც ცხადია-მოუთმენლად მიმართა თაიმ.
-კარგი,მივყვეთ ლოგიკას-რაში უნდა დასჭირდეს ლუციფერს უგულო,ცივად მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი?-გულზე ხელი დაიკრიფა კაცმა.
-რამე ცუდ საქმეში?-ოროსანი ბავშვივით მიუგო ბელამ.
დავითმა თავი მოთმინებით დაუქნია.
-ამ საუკუნეში ადამიანები ძალიან მოდუნდნენ,საკუთარი გამოგონებების მონებად იქცნენ-ფიქრსაც კი თავი ანებეს და თავიანთი ცხოვრება სმარტფონებში გადაიტანეს. ვიღას ახსოვს უფალი ან ეშმაკი,ისტაგრამის იქით ვერაფერს ხედავენ.ლუციფერიც მაგისთვისაა-დარწმუნებული ვარ ერთ კარგ შეფუცხუნებას გეგმავს. წარღვნები და გამყინვარებები უკვე კარგა ხანია მობეზრდა,ბოლო ათასწლეულებია, ძირითადად პოლიტიკას იყენებს იარაღად.
გოგონებმა გაკვირვებული თვალები მიანათეს.
-დიახ,ერთი ახალი ჰიტლერი ან სტალინი სჭირდება და მგონია ,რომ მისი შემდეგი გეგმა ატომური ომია,რომლის მთავარ გმირადაც ბაჩო შეარჩია.
-ანუ ბაჩიკო პოლიტიკაში წავა?-თაის უნებურად გაეცინა.
-დიდად სავარაუდოა-დაუმოწმა დავითმა.-ბელას კი ახლოს ბევრი რამის გამო ვერ გაიკარებს-ჯერ ერთი,სიყვარული სისუსტე ჰგონია ეშმაკს,მეორეც,ბელას სიახლოვეს გულის დაბრუნების საფრთხე მაღალია,ასე გერ გარისკავს,ამიტომაც თუ შეატყობს,რომ კონტაკტობთ,აუცილებლად შეგწირავს დიად იდეას-ბელასკენ ბრალმდებელივით გაიშვირა თითი.-ბაჩო ამას კარგად იაზრებს და იმიტომაც იჭერს თავს შენგან შორს.
ბელას ეს მოსაზრება დაუჯერებლად ეჩვენა,თუმცა მერე მიხვდა,რომ დაუჯერებელი კარგა ხანია,არაფერი იყო.
-აბა,როგორ მოვახერხოთ,რომ ბაჩო ჩვენამდე მოვიყვანოთ?-იკითხა სასოწარკვეთილმა.
-სწორედ ამის თქმა მინდოდა-ფრთხილად დაიწყო დავითმა-ჯობია დაივიწყო,ლუციფერთან დაპირისპირება სავალალო შედეგებს მოიტანს.
-რა?-აღშფოთებულმა წამოიყვირა თაიმ-ამათ გულებს სულ რომ თავი დავანებოთ,ატომური ომი? ეს ხომ მთელ დედამიწას გაანადგურებს! ეს როგორ უნდა დავუშვათ? ან ბაჩო როგორ დათანხმდა ამას?
-მთელ დედამიწას არა,მხოლოდ სუსტებს-მხრები აიჩეჩა დავითმა-ომზე უარესი რაღაცებიც გადაუტანიათ ცივიზაციებს. ვიცი,რომ საშინელებაა,მაგრამ ამას წინ ვერ აღვუდგებით-დაამატა ბოლოს,როდესაც მიხვდა,გოგონები ისევ კამათს აპირებდნენ. -ბელა,დარწმუნებული იყავი,რომ ლუციფერი თვალს გადევნებს,ამიტომაც სულელური საქციელები არ დამანახო. ვერ გადაგარჩენ.-სერიოზულად მიმართა გოგონას-ეს უნდა გადაიტანო ისე,რომ არაფერი არ გააკეთო. თუკი რა თქმა უნდა,ნაადრევი სიკვდილი არ გნებავს.
ბელამ ამოიოხრა.
-მართალი ხარ,გამოსავალს ვეღარ ვხედავ-ხმა ჩამწყდარმა მიუგო-თუკი ბაჩოს ასე სურს,მე რა შემიძლია,რომ გავაკეთო?
თაის რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ შეაჩერა.
-არა,თაი. ეს გართობა აღარაა,არ მინდა შარში გაგხვიო. მორჩა,ამ გულით როგორც ვცხოვრობდი,ისევე ვიცხოვრებ.
დავითი წამოდგა და ჩვეულებისამებრ ცილინდრი მოირგო.
-უნდა წავიდე,კიდევ გნახავთ-გოგონებს სევდიანი მზერა მოავლო და გაუჩინარდა.
-არ მჯერა-ვერ მოითმინა თაიმ-ასე უბრალოდ დანებდი? მერე რა,რომ ეშმაკი გვიპირისპირდება,ისედაც სულ მასე არაა? მთელი ცხოვრება ეშმაკს არ უნდა ვებრძოლოთ?
ბელამ ტრაგიკული სახე მიიღო.
-რა ვქნა,მეგობარო,არ ძალგვიძს დავჯაბნოთ ძალაი ჯოჯოხეთისანი.
თაის თვალები გადმოსცვივდა.
-შენ მართლა ორსულად ხოარ ხარ?-ეჭვიანი მზერით შეხედა.
-არა,მაგრამ ვიქნები. ბაჩოს ბევრ შვილს გავუჩენ და არ მაინტერესებს,რას ფიქრობს ეშმაკი,დავითი,ნებისმიერი სხვა ანგელოზი ან თავად ბაჩო.-მშვიდი ღიმილით გამოაცხადა ბელამ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-ს მოპარავ?-გადაიხარხარა თაიმ.
-უზრდელი. ეგ არ დამჭირდება. დავითის ნათქვამმა უფრო დამარწმუნა,რომ ბაჩოს ჩემთან უნდა,უბრალოდ ცდილობს გულგრილად მიუდგეს საქმეს და მე არ დამაზიანოს.
-ძალიან ქალივით ლაპარაკობ-ტუჩები აბზიკა გოგონამ.-ესეიგი,დავითი მოატყუე?-ეშმაკური სხივები წამოენთო თვალებში.
-აჰამ,აბა სხვანაირად რომ მეთქვა,არ მოგვეშვებოდა და არც იმის უფლებას მოგვცემდა,გვემოქმედა.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-თაი გახარებული დადიოდა წინ და უკან-გეგმა გვჭირდება,როგორმე ისე უნდა მოვახერხოთ,რომ არავინ გაიგოს. ან რანაირად იგებს ვაფშე ეშმაკი...-ჩაფიქრდა-მოსასმენებივით აქვს ყველგან თუ რა პონტია?
-არ ვიცი,რამე მასეთი იქნება-მხრები აიჩეჩა ბელამ-ყველაფერს გავარკვევთ. ბაჩოს პოლიტიკოსობის ამბავი მოკლევადიანი გეგმა არაა,ასე,რკმ დრო გვაქვს.რას ამბობდი,მაგარი ამბავი მაქვსო?-უცბად გაახსენდა.
-რა?-გამოშტერდა თაი-ვაი,სულ გადამავიწყდა შენი და დავითის გადამკიდე-თავში ხელი შემოირტყა -გრინჩი ვიპოვე.
-რა გრინჩ... ის მწერალი,მწერალზე რომ წერდა?-თავის სიტყვებზე გაეცინა.
-ხო,ეგ. პასუხი მომწერა.-ტელეფონი მოჩხრიკა და ცოტა ხანს ჩააშტერდა-აი:”თაი და ბელა,მადლობა,რომ კითხულობთ ჩემს ბრწყინვალე მოთხრობებს. ფანებისთვის ჩემი მდიდრული სახლის კარი ყოველთვის ღიაა,თუმცა სახლში მხოლოდ შაბათობით ვარ,2 დან 4 საათამდე,მობრძანდით,როცა გენებოთ.
პატივისცემით,გრინჩი.”
-რა უცნაური ვინმეა-გაიკვირვა ბელამ-ამდენი რაღაცის დაწერას,პირდაპირ ეთქვა 2 დან 4 მდე მოდითო-საფეთქელთან საჩვენებელი თითი მიიტანა და დაატრიალა.
-ეგეთია რა-სიყვარულით გაიღიმა თაიმ-ხვალ აუცილებლად უნდა წავიდეთ და დაველაპარაკოთ. დიდი ეჭვი მაქვს,რომ გრინჩმა ბევრი რამ იცის და ჩვენი დახმარებაც შეუძლია.
-მართალია,საიდანღაც ხომ უნსა დავიწყოთ-ამოიოხრა ბელამ-ბაჩო კი ჩუმად უნდა ვაკონტროლოთ, არაფერი უნდა გააკეთოს ისეთი,რაც არ გვეცოდინება.
-მაგას მარტო ჩვენ მოვახერხებთ?
-ჯერ არ ვიცი...-თავი მოიფხანა ბელამ-დავჯთი ძალიან გამოგვადგებოდა,მაგრამ ...
-შანსი არ გვაქვს. მოდი,გრინჩი ვნახოთ და დანარჩენი მერე მოვიფიქროთ.-თქვა თაიმ საქმიანად.
შაბათს,შუადღისით მეგობრები მიღბულ წერილში დართულ მისამართს ეწვივნენ. ქუჩას მიუყვებოდნენ,რომელიც ქალაქის შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა. აღმართზე ქანცგაწყვეტილები მიღოღავდნენ და გაოგნებულნი ათვალიერებდნენ უზარმაზარ სახლებს.
-ეგ გრინჩი კაი მდიდარი ვინმე ყოფილა-ტუჩის კუთხეები ჩამოწია ბელამ და სახე ხელით გაინიავა-აქაურობა მანქანის მფლობელ ხალხზეა გათვლილი,მგონი პირველები ვართ,ვინც ეს ოლიმპი ფეხით დალაშქრა.
თაიმ თავი მწარედ დაიქნია.
-ამდენი ფული მწერლობით თუ იშოვა,სასწრაფოდ ვიწყებ წერას.
-მეეჭვება,იმ მაიმუნობით ამდენი ფული ეშოვა... აი,მგონი მოვედით.
დიდ,მწვანე ჭიშკარს მიადგნენ და ზარ დარეკეს. უცბად გოგონას მაღალი ხმა გაისმა და ორივე სტუმარი შეხტა.
-გამარჯობა-ხმა იქვე დამონტაჟებული აპარატიდან ისმოდა-რა გნებავთ?
ერთმანეთს გადახედეს,თაიმ მიკროფონს აჰყვირა.
-ჩვენ მწერალ გრინჩთან გვსურს შეხვედრა,მის ნაშრომებთან დაკავშირებით.
-ა,ხო ,ფანები...-მრავალმნიშვნელოვნად გაწელა გოგონამ-შემოდით,ქალბატონი გრინჩი სახლში ვარ.
კარის გაღების ხმა გაისმა.
დიდ,მოვლილ,აყვავილებულ ეზოს გაუყვნენ,რომლის შუაგულში ფანტანიც კი იდგა. სახლის წინ მბზინავი,მწვანე ფერის “ლამბორჯინი” იწონებდა თავს.
-ასეთი თავის გაგიჟებაც არ შეიძლება-მანქანა შეათვალიერა ბელამ.
როდესაც სახლს მიაუახლოვდნენ,კარი გაიღო და მაღალი გოგონა გამოვიდა,რომელსაც გრძელი შოკოლადისფერი თმები და ლამაზი ნაკვთები ჰქონდა.მწვანე თვალები მობეზრებით აატრიალა და სტუმრებს მიმართა.
-ქალბატონი გრინჩი მისაღებში გელით,ბლა ბლა ბლა-ჩაიდუდუნა და კარიდან გაიწია,რომ გაეტარებინა.
გაკვირვებულმა მეგობრებმა გაუბედავად შეაბიჯეს სახლში.გოგონაც უკან მიჰყვათ.
-მოკლედ,ისედაც ხო გაგიჟებული იყო -მოდიოდა და თან საუბრობდა-ლამბორჯინი იყიდა,ღმერთო! ხო და თქვენ აულ გადარიეთ-ამას არ უნდა უხსენო შენი ფანი ვარო,თორე მანამდე არ მოგასვენებს,სანამ შუბლში ტყვიას არ დაიხლი.
-უკაცრავად,თქვენ ვინ ბრძანდებით?-ჰკითხა ბელამ,თან უზარმაზარი სახლის თვალიერებით იყო გართული. ყველა მხრიდან თავაშვებული სიმდიდრე ყვიროდა.
-მე ქრისტინე ვარ,მისი ყოფილი მეგობარი და ახლა უფრო მონა.-მაინც რამ მოგიყვანათ აქ თქვენივე ფეხით?
-მისი მოთხრობები წავიკითხე-ამცნო თაიმ-და დამაინტერესა.
-თავის დროზე მეც მასე მიმიტყუა-გაიცინა გოგონამ და დაიყვირა-გრინჩ! გამოდი,გეყოფა ჰოლივუდის ვარსკვლავის როლის თამაში...-მეორე სართულისაკებ იხედებოდა-ნორმალური ადამიანივით მოიქეცი-დააყოლა ბოლოს და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა.
-ზოგადად,ძალიან საყვარელი გოგოა,მაგრამ ფულმა სულ გამიფუჭა-დამწუხრებული დეიდასავით გადაულაპარაკა ქრისტინემ-შევცდი,როცა მთხოვა,არ უნდა მიმეცა... მაგრამ რას წარმოვიდგენდი...
გოგონას სიტყვა ბოლოს და ბოლოს გამოჩენილმა გრინჩმა გააწყვეტინა.
-კრის,ხომ გთხოვე,წესიერად წარმადგინე -მეთქი- ნაწყენი მიმართავდა მეგობარს და ცალი თვალით სტუმრებს ათვალიერებდა.
გრძელი,ქერა,თითქმის თეთრი თმა დრედებად ეყარა წელამდე,მოკლე შორტი და ჭაობისფერი მაისური ეცვა,სავსე ტუჩები და ლამაზი ჭრილის თვალები ჰქონდა. გოგონა თითქოს უცნაურ ენერგიას გამოსცემდა,რითიც მნახველში დადებით ემოციებს იწვევდა.
-კარგი რა გრინჩ,ნუ აგივარდება ხოლნე თავში-დაუყვავა მეგობარმა და სტუმრებს სიცილით შეხედა.
მასპინძელმა კიბეები ჩამოირბინა და სამეულს წინ აესვეტა.
-ესეიგი,შენ თაი და შენ ბელა-ორივეს ხელი ჩამოართვა-აბა,წამობრძანდით -მისაღებში მდგარ უზარმაზარ მაგიდაზე მიუთითა,რომლის თავიდან ბოლოში მსხსარი ადამიანები ერთმანეთს ხმას ვერც მიაწვდენდნენ.
მაგიდაზე უამრავი სასუსნავი ეწყო,წითელი ღვინის ბოთლები კი ციმციმით ითხოვდნენ გახსნასა და დალევას.
როდესაც ოთხივე მაგიდას მიუჯდა,მაშინვე გამოცუხცუხდა მინიატურული ქალი,რომელმაც სტუმრებს თეფშები დაუწყო და ღვინის ბოთლები დახსნა.
თაიმ ერთ-ერთი ბოთლი აიღო და შეათვალიერა.
-“რედ ჰევენი?”-ეშმაკურად ჩაიცინა-ბელას საყვარელი ღვინოა.
-აჰამ,მართლაც კარგი ღვინოა,მე არ ვიცოდი,რამდენიმე დღის წინ გამომიგზავნა თავად დირექტორმა-ამაყად გასწორდა წელში-მითხრა,რომ ჩემი ნაშრომებით მოხიბლული იყო.
თაისა და ბელას ღიმილი სახეზე შეეყინათ.ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს.
-უი,ხელები რომ არ დაგვიბანია-ბელას გადახედა-ხომ ვერ გვეტყვით,საპირფარეშო საითაა?
გრინჩმა გულითადად აუხსნა და ორივე თავქუდმოგლეჯილი გავარდა მითითებული მიმართულებით. პატარა ბინის ხელა ტუალეტში შეიკეტნენ და გამწარებულები აჩურჩულდნენ.
-ბაჩომაც იცის რამე მწერალზე? -ბელას თვალები გაეფართოვებინა.
-ალბათ უფრო ლუციფერმა და ცდილობს ბაჩოს გზით დაუკავშირდეს.
-ჰო,ეგ უფრო სავარაუდოა... ეს ღვინის გაგზავნა მაგარი დაამუღამა. სხვა ხერხი არ იცის?
-ნუ ეჭვიანობ-გაიცინა თაიმ.
-გრინჩს როგორმე უნდა მივუდგეთ და ვათქმევინოთ,რა იცის მწერალზე...
-რანაირად?
-არ ვიცი... ეს რა,საპონია?-უცნაურ,ჩუქურთმებიან ბოთლს შეხედა ბელამ და ხელზე მოიქივლა-უი,ზეთი ყოფილა...
-შეეშვი კაცო,რამე უნდა მოვიდიქროთ.
ბელას 5 წუთი დასჭირდა ,რომ ზეთი ხელებიდან მოეშორებინა,ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ის მოიფიქრეს,რომ ჯერ კარგად გაეცნოთ მასპინძელი.
უკან დაბრუნებულებმა კვლავ საუბარი გააბეს.
გრინჩი თავის მოგზაურობაზე ჰყვებოდა.
-ხოდა,იაპონიაში მთლად ეგრეც არაა საქმე,როგორც ანიმეებშია,ყველა ჭიანჭველებივით მუშაობს,გასართობი რომ მოძებნო,დიდი შრომა დაგჭირდება. დიდ ქალაქებში ერთ დღეზე მეტი არ უნდა გაჩერდე,აი სოფლებში უფრო საინტერესოა. ერთგან ჯადოქარი ვნახე და... ვაი-კრისს გახედა,რომელმაც სავარაუდოდ მაგიდის ქვემოდან ფეხი გაჰკრა.
-ჯადოქარი?-თვალები დაქაჩა თაიმ.
-ა,ჯადოქარი ვთქვი? ეგერე ეძახის თავს,თორემ მართლა კი არ არის...
-იცით,ჩვენ თქვენი მოთხრობის ერთმა ამბავმა დაგვაინტერესა-სასწრაფოდ წამოიძახა ბელამ-მწერალს ახსენებდით...
-რას ახსენებდა?-ბრაზმორეულმა შეაწყვეტინა კრისმა და გრინჩს გადახედა,რომელიც დამნაშავესავით იყურებოდა-მაინც დაწერე,არა?
-რა მოხდა მერე-ამოიწრიპინა გოგონამ-ჩვეულებრივი ფანტაზიებია-თვალები დაუბრიალა კრისს.
კრისმა ხელები მომუშტა და მეგობარს გამაფრთხილებლად მოუქნია.
-მგონი გასაგებად გთხოვეს,რომ არ დაგეწერა! თქვენ რა გაინტერესებთ მერე?-ახლა სტუმრებს დაუბღვირა.
-არ ვიცი,ამის შესახებ გსმენიათ თუ არა,მაგრამ ბედის მწერალი ნამდვილად არსებობს-ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა ბელამ.
-რას ლაპარაკობ,მართლა?-წარბები აწია გოგონამ და გრინჩს კვლავ მწარედ გახედა.
-დიახ,ზუსტად ვიცით. ვიფიქრეთ,იქნებ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია გქონოდათ,იცით... ჩვენ ლუციფერს ვებრძვით -გაიცინა ბელამ და იფიქრა, ვიტყვი,რას ვკარგავო.
მასპინძლებმა ერთმანეთს გადახედეს.
-რა იცით ლუციფერზე?-კრისი გამომცდელად მიაჩერდა.
-გიჟები რომ არ გეგონეთ,ეგ იმას ნიშნავს,რომ რაღაც-რაღაცები თქვენც იცით-გაიღიმა თაიმ.
-რაღაცები?-გადაიხარხარა გრინჩმა-არა,გაიგე,რა თქვა? იცით,რომ მაქციებს ვიცნობ? ერთმა ქორწილშიც კი დამპატიჟა.
-გრინჩ! ნორმალური ხარ?-აღშფოთდა მისი მეგობარი.
-რა მოხდა,იციან უკვე რა-ხელი აიქნია გოგონამ და სტუმრებს მიბრუნდა-იცოდეთ,რასაც ახლა გეტყვით,საფლავში უნდა წაიღოთ,თორემ კრისი შურს იძიებს,ამის შურისძიება კიდე ...-თავი მრავალმნიშვნელოვნად გაწია წინ.
-ესეიგი,მწერლის ვინაობა იცით?-ბელას მოთმინება ეკარგებოდა.
-დაახლოებით-მეგობარს დაასწრო კრისმა-და თქვენ რა გნებავთ მისგან?
ბელამ და თაიმ ცოტა ხანს ითათბირეს და გადაწყვიტეს,მოეთხროთ მასპინძლებისთვის ბელასა და ბაჩოს გულზე,ლუციფერსა და ანგელოზებზე.
თხრობას ხანდახან გრინჩის აღფრთოვანებული შეძახილები აწყვეტინებდათ.
“არ არსებობს... ანგელოზი? აუ შეგიძლიათ,მითხრათ,როცა მოვა?..”
“ლუციფერი ნახე? არ მჯერა,მაგას ვერ დავიჯერებ,გამორიცხულია..”
“ბაჩანა? ის დირექტორი,მე რომ ღვინო გამომიგზავნა?”
ოთხეულმა იმაზე დაიწყო მსჯელობა,თუ რაში სჭირდებოდა გრინჩი ბაჩოს.
-ალბათ ისიც ისევე მიხვდა,როგორც ჩვენ-ვარაუდი გამოთქვა ბელამ-ან კიდევ ლუციფერმა იცის მწერალზე და მასთან დაკავშირებას ცდილობს.
-ღმერთო,ლუციფერმა თუ იცის,რა შემიძლია-პირზე ხელი აიფარა ქრისტინემ-არც კი მინდა წარმოდგენა...
-შეგიძლია?-თავი წამოსწია თაიმ-შენ რა შუაში ხარ? მწერალზე ვამბობთ... მოიცა.,არა!?დავითმა თქვა ,რომ მწერალი ჩვენხელა გოგოა-ბელას მიხედა-ესაა მწერალი.
ბელამ ეჭვით შეხედა კრისს.
-კარგი თაი,ზედმეტად ფანტაზიებშიც არ გადავიჭრათ.-ფრთხილად თქვა მან.
-არაფერი ფანტაზიაც არაა-ამაყად გამოაცხადა გრინჩმა-ჩემი მეგობარი მწერალია,დიახაც.
-ამან ხო ვერ დაიმოკლა ენა-სახე ხელებში ჩარგო კრისმა.
-არ მჯერა,რომ ასე მარტივად ვიპოვეთ-გაიცინა ბელამ და გოგონას ისე მიაჩერდა,როგორც გოლუმი ბეჭედს,”ბეჭდების მბრძანებლიდან” -ჩვენ თუ მოვახერხეთ,ლუციფერმა ალბათ კარგა ხანია იცის შენი ამბავი.ფრთხილად უნდა იყო,აუცილებლად შეეცდება შენს გამოყენებას.
-უკვე შეეცადა-ამოიოხრა გოგონამ-რამდენიმე წინასწარმეტყველი მეწვია,ხან რას მეუბნებიან,ხან რას... ღვთიური ძალა და ასე შემდეგ,მაგრამ გრინჩის ბებიამ მკაცრად გაგვაფრთხილა,რომ არ ვენდოთ.
-აჰამ-სიტყვა ჩამოართვა გრინჩმა-ეგრე ამბობს,მაგათთან საქმის დაჭერას მირჩევნია გნომის წვინტლი ვჭამოო.
-ესე იგი,ახლა ბაჩოს იყენებს-გააგრძელა კრისმა-უფრო “ცივილური” მეთოდებით ცდილობს ადამიანებამდე მიღწევას.
-კი და თან დიდი გეგმები აქვს-ბელამ მასპინძლებს დავითის მოსაზრება უამბო იმასთან დაკავშირებით,თუ რას აპირებდა ლუციფერი.
-ბაჩანა ახალი სტალინი იქნება-გაიცინა თაიმ-უეჭველი უკვწ ულვაშსაც იზრდის.
-და ნე რატომ მეძებდით,როგორ უნდა დაგეხმაროთ?-იკითხა კრისმა.
-ბაჩანა როგორმე ჩვენამდე უნდა მოვიყვანოთ. ასე აშკარად ვერ მივადგები,არ უნდა რომ მივუახლოვდე-უხერხულად შეიშმუშნა ბელა-ლუციფერი სამყაროდან გამაქრობს,მისი გეგმას რომ დავემუქრო.
-და თუ სულ გავანადგურებთ ამ გეგმას,მერე რაღას იზამს?
-ყველას ამოგვწყვეტს-უპასუხა გრინჩმა .
ოთხივე დადუმდა. ბოლოს დუმილი თაიმ დაარღვია.
-კი მაგრამ,მსოფლიო ომს ხომ არ დავუშვებთ?
-ნამდვილი დილემაა-ამოიოხრა კრისმა.-მაგრამ ის ვიცი,რომ ომის დაწყებას ასე მშვიდად ვერ დაველოდებით,თანაც ადრე თუ გვიან ლუციფერი ჩვენამდე მოვა,ყველა შემთვევაში.
-პირველ რიგში ბაჩო უნდა დაბრუნდეს ქალაქში,რომ რამენაირად მასთან მივიდეთ-თქვა ბელამ-მაგრამ მარტოები დიდ ხანს ვერ გავძლებთ,გული ხომ უნდა დავუბრუნოთ? ჩვენით ვერ ამოვაჭრით...
-ბაჩოს დაბრუნება არ სჭირდება-წამოიძახა თაიმ,რომელიც უყურადღებოდ ჩართულ დიდ ტელევიზორს მისჩერებოდა-უკვე აქაა.
ეკრანიდან კლასიკურ პერანგსაბდა პიჯაკში გამოწყობილი ბაჩო იცქირებოდა და რაღაცას ლაპარაკობდა.
-აუწიეთ!-ოთივე ტელევიზორთან მივარდა და პირდაპირ იატაკზე მოთავსდა.
გრინჩმა ხმას იმხელაზე აუწია,რომ ბაჩოს ხავერდოვანი ხმით მეზობლებიც კი დატკბებოდნენ.
-...მართალია,ჩემი ასაკის გამო პოლიტიკაში კარიერის დაწყება ბევრს უგუნურად ეჩვენება,მაგრამ ჩემი მიზანი ქვეყნისთვის სიკეთის მოტანაა,მოსახლეობისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა და არა პრეზიდენტობა. მე არ მსურს,გავხდე ქვეყნის პირველი პირი,მე მინდა ვიყო ხალხის ხმა და ხელები . დღევანდელი მმართველი პარტიის მიზანი საპირისპიროა-მათ თანამდებობა სურთ და არა იმ მოვალეობის შესრულება,რაც ამ თანამდებობას მოჰყვება.როგორც ხედავთ,არ ვიძლევი არანაირ დაპირებას გარდა ერთისა -ჩემს მთელ ძალასა და ენერგიას მხოლოდ ხალხს დავუთმობ,ესაა ერთადერთი მიზანი,რაც გამაჩნია.დროა მთავრობის კრიტიკის მაგივრად თავად ავიღოთ მართვის სადავეები ხელში.
პრესკონფერენცია მალევე დასრულდა,რადგანაც ბაჩო ჟურნალისტების კითხვებს არ დაელოდა,მომხიბლავად დაუკრა თავი კამერას და ეკრანიდან გაუჩინარდა.
-მაშ,უკვე დაიწყეს-წაიდუდუნა კრისმა.
ინტერნეტში მოძიების შემდეგ გაარკვიეს,რომ ბაჩოს ახლადშექმნილ პარტიას “ქართული მისია” ერქვა. მიუხედავად ახალბედობისა,მას უკვე ბევრი მხარდამჭერი გამოსჩენოდა,ხალხი მიიჩნევდა,რომ სწორედ ის საუბრობდა რეალურ პრობლემაზე. იგი მოსახლეობის ახალ იმედად ქცეულიყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ვერც მის უარყოფით თვისებებზე უსვამდნენ ხაზს-წარულიც და აწმყოც სრულყოფილი ჰქონდა და ვერავის ამოექექა რაიმე საეჭვო.
-რამეს მოვიფიქრებ და დავწერ-უკვე დაღამებულიყო,როდესაც ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ კრისმა მრავალჯერ განხილული ვარიანტი კვლავ წამოაყენა.-მხოლოდ პატარა შემთხვევა,რაც ბაჩოს გათვლილი არ ჰქონდა და შეხვდები.
-მაგრამ თავისთავად შეხვედრა არაფერს ნიშნავს-კვლავ გაიმეორა თაიმ-ბელა,დავითი გვჭირდება...
-რომელიც გადაგვარწმუნებს ან ხელ-ფეხს შეგვიკრავს-არ დანებდა ბელა-სხვა ვარიანტიც იქნება.
-ბებიაჩემმა მომწერა,რომ ანგელოზის გარეშე გულების გაერთიანება შესაძლებელია...-მობილურში ჩაშტერებული გრინჩი სიცილისგან ჩაბჟირდა-სავსე მთვარეობაზე სექსი უნდა გქონდეთ-ახლა უკვე სამივე ახარხარდა. ბელა აილეწა.
-კიდევ სხვა სხვა გზაც იქნება-გამოსცრა კბილებში.
-ოჰ,მითომ არ უნდა ქალბატონს-ცრემლი მოიწმინდა თაიმ-გრინჩ,მართლა ამბობ თუ ხუმრობ?
-მართლა,მართლა-ამოისუნთქა გოგონამ-ბევრი გზაა,მაგრამ ეგ ყველაზე ადვილია. რახან არც ანგელოზი გვყავს,არც კრისს შეუძლია დაწეროს ,რომ თქვენი გულები გაიყოს(რადგან ეს რა შედეგებს მოიტანს არ ვიცით), არც ჯუჯის ფრჩხილების და თეთრი ყვავის ფრთის შერევა შეგვიძლია მთვარის ნატეხთან... ეგ ყველაზე მარტივი გამოსავალია-ისევ აკისკისდა-სასიამოვნო გამოსავალი.
-როგორ მოვახერხებ მასთან დაწოლას,როცა ახლოს არ მიკარებს?-შეეპასუხა ბელა-არ მინდა ,მაგრამ რომც მინდოდეს-დაამატა ბოლოს.
-მაგაზე კრისუნია წაიმუშავებს -თვალი ჩაუკრა გრინჩმა.
-ადვილია,კაცის ცდუნება ფაფის ჭამაზე მარტივია-გამოცდილი ქალივით წაილაპარაკა თაიმ.
-ოდნავ წაგკრავთ ხელს-გაუღიმა კრისმა-დანარჩენი ისედაც გამოვა,თქვენს შორის დიდი კავშირია.ბაჩოს საქმიანობაზე ყველაფერი კარგად უნდა შვისწავლოთ და შემდეგ იმასაც მივხვდებით,საიდან უნდა მივუდგეთ.
-არ მჯერა,რომ ახლა ბელას ქალიშვილობის დაკარგვის გეგმას ვაწყობთ-თაი სულშეგუბული ხითხითებდა-რომც არ გამოვიდეს,მაინც ძალიან მაგარია.
-ხო,თქვენ რა გენაღვლებათ-ადუდღუნდა ბელა-გრინჩ,თუ მატყუებ,იცოდე,ვერ გადამირჩები!
-ბებიაჩემი,ანიკო ხვალ აქ იქნება და შეგიძლია პირადად დარწმუნდე-უდარდელად მიუგო გოგონამ.
ბელამ საათს დახედა.
-რა დრო გასულა!უნდა წავიდეთ,თაი.
-აბა,აბა!-ქართული სუფრის თამადასავით წამოიწია გრინჩმა-ჩემს სახლში იმდენი ოთახია,ფუნქციები ვერ გამოვუძებნე და ორი მათგანი დღეიდან თქვენია. აქ დარჩით,თან კიდევ ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
მეგობრები სიამოვნებით დასთანხმდნენ მოთხოვნას და მთელი ღამე მასპინძლებთან ერთად განაგრძეს ბაჩანა დვალიძეზე საუბარი. მისი პარტიის ოფისის მისამართიც გაიგეს,ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსის დღის განრიგიც და მთელი მისი თანამშრომლების ვინაობაც.ძილი არც ერთს ეკარებოდა.
-ოფისი კი არა,მთელი ცათამჯენი აქვთ დაკავებული,აშკარაა,რომ ეშმაკი უმაგრებს ზურგს-ჩაიცინა კრისმა-მოკლედ,შევჯერდით იმ აზრზე,რომ ბელა დამლაგებლად იწყებს მუშაობას მათ სასახლეში,ხომ?
სამივემ თავი დაიქნია.
-ცოტა ხანს თვალში არ მოხვდები,შეისწავლი ყველაფერს,რაც საჭიროა და შემდეგ მეც შემდეგ პატარა თავს დავწერ იმის შესახებ,რომ შენ და ბაჩო რაღაცნაირად,სადმე ერთად ,მარტონი მოხვდებით.დეტალებს თანდათან დავაზუსტებთ.თან სავსე მთვარეობა აუცილებელია.
თაი საქმიანად იწერდა ყველაფერს.
-სრულიად შეუმჩნევლები უნდა ვიყოთ,ჩვენს გარდა ეს გეგმა არავინ არ უნდა გაიგოს-აგრძელებდა კრისი-თორემ არ დაგვცალდება.სავსე მთვარემდე არც თავად ბაჩომ არ უნდა შეგამჩნიოს,თორემ ასე ლუციფერიც ადვილად გაიგებს.თავადაც ამ ოფისში ცხოვრობს და ეს საქმეს გვიადვილებს.ახლა ბელა მათ ვაკანსიაზე წერილს გაგზავნის და შემგეგ დავწერ,რომ უპრობლემოდ აიყვანენ.
მწერალი ასეც მოიქცა და თავისი ნაშრომი შემდეგ ყველას წააკითხა.
-ნამდვილი ხუთ ხაზიანი შედევრია-გაიკრიჭა გრინჩი-ხვალ კვირაა,ესე იგი,ორშაბათს დაგირეკავენ და დაგიბარებენ. ცეცხლი აინთო,თამაში დაიწყო!
კვირა დილით ახალ გაღვიძებულ სტუმრებს მისაღებში უცნობი გოგონა დახვდათ,რომელიც აქეთ-იქით დადიოდა და ბუტბუტებდა. ფეხის ხმაზე შემოტრიალდა და წამოიძახა:
-მოკლედ,რას აღარ მოიფიქრებს ხოლმე დიანა!მარტორქის ფიტული წამოუჭიმია გოგოს!არა,მაგისთვის ფულის ქონა საზიანოა...
-გამარჯობა-მიესალმნენ გოგონები.
-გაგიმარჯოთ,თქვენ ალბათ დამხმარე პერსონალი ხართ?-აათვალიერა გოგონამ.
ბელამ და თაიმ ერთმანეთს გადახედეს.
-არა,ჩვენ გრინჩის მეგობრები ვართ-უპასუხა ბელამ.
-აჰ-წამოიყვირა უცნობმა-კიდევ რამეს ხლართავს?დაკვირვებული ვარ,რამდენიც ახალ მეგობარს გაიჩენს,იმდენი ახალ შარში ეხვევა.
ვერაფერი უპასუხეს,რადგან მართალი იყო და გაჩუმდნენ.
-მე მისი ბებია ვარ,ანა.გეცოდინებათ უკვე...-მათ ჩამოვარდნილ ყბებს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო-წუხელ მწერდა გულებზე,რიმელიმეს მთლიანი გული გაქვთ,ალბათ.
-თქვენ...ბებია?-მორიდებით იკითხა თაიმ.
-ტბის ალის შვილი ვარ-თავი დაუქნია გოგონამ-ასაკი არ მეტყობა,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ უფროსი არ ვარ.-ახლოს მივიდა და ბელას მკერდზე მიადო ხელი-საოცარია,როგორ ძგერს...ის კაცი შეაბი და ყველაფერი ადვილად მოგვარდება-გაუღიმა.
-მართლა არ არსებობს სხვა გზა?-სასოწარკვეთილმა ჰკითხა გოგონამ.
-რამდენიმე გზაა,მაგრამ რად გინდა?ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს და რაღატომ უნდა იწვალო?
ბელა გაწითლდა და თვალი აარიდა.
-მწერალი გვერდით გყავს,გარეგნობაც ხელს გიწყობს,გულიც მისი გაქვს,მეტი რაღა გინდა?
-ალბათ,გამბედაობა-დაიჩურჩულა გოგონამ.
-ეგ გულზე გეტყობა,რომ დიდი გაქვს-გაამხნევა ანამ და კიბისაკენ დაიძრა-აბა შენ იცი!
გრინჩის სახლიდან მალევე წამოვიდნენ,რადგანაც მასპინძელი არა და არ იღვიძებდა,კრისი კი მალევე გაიქცა,საქმრო უნდა ვნახოო.
თაი სახლისაკენ გაეშურა და ბელაც მარტო აღმოჩნდა თავის ბინაში. მთელი დანარჩენი დრო საშინლად აღელვებულმა გაატარა. მარტოობაში უფრო გაიაზრა,თუ რის გაკეთებას გეგმავდა. ეს აზრი თან უზომოდ ახარებდა,თანაც ტირილს ანდომებდა. ბიჭთან მიახლოვების ლეგალური მიზეზი ჰქონდა და მიუხედავად შიშისა,ერთი სული ჰქონდა,როდის დაიწყებდა გეგმის აღსრულებას.
მიუხედავად იმისა,რომ ზარს ორშაბათს ელოდა,ბაჩოს პარტიის ადამიანთა რესურსების დეპარტამენტიდან იმავე საამოს დაურეკეს და უთხრეს,რომ თუ კი კვლავ სურდა მათთან მუშაობა,მეორე დილით მიბრძანებულიყო და საქმეს შესდგომოდა.
-საოცარია,კრისი ნამდვილი ღმერთია!-ჩაილაპარაკა ბელამ.
რა თქმა უნდა,მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა და დილით ერთი საათით ადრე მივიდა პარტიის ოფისში,რომელიც უზარმაზარ,შუშებიან შენობას წარმოადგენდა.
მასთან გასაუბრებით თავი არავის შეუწუხებია და მალევე გადასცეს ფორმა,რომლითაც სამუშაოს უნდა შესდგომოდა.
გოგონას აღელვებამ მალევე გადაუარა,როდესაც ჰიგიენის კონტროლის მენეჯერმა დაწვრილებით აუხსნა,თუ რა ევალებოდა.კრისის მოთხრობის ფრაგმენტი დავალებაშიც შეიმჩნეოდა.
-შენობის იმ ნაწილში იქნები,სადაც „ივენთები“ იმართება. ყოველ საღამოს აქ უამრავი სტუმარი მოდის,მაგრამ დალაგება მხოლოდ ღონისძიების დაწყებამდე უნდა მოასწრო. სტუმრების იქ ყოფნისას დამლაგებლები გამოძახების შემთხვევაში მოხვალთ.აქ ისეთი ხალხი იქნება,ფეხში არ მოედო,თორემ საყვედური არ აგცდება.-მკაცრად დაარიგა ქალმა,რომელსაც ჰიგიენის მენეჯერობა დიად წოდებად გადაექცია და ჰერცოგინიასავით ეჭირა თავი.
ბელმა თავი დაუქნია და მძიმე სამუშაოს შეუდგა.
უზარმაზარი დარბაზის გაწმენდის შემდეგ ჩარჩოიან სურათებს მიადგა გასაწმენდად და გულმოსული დუდღუნებდა.
-მშვენიერი გეგმაა,რას ერჩი...სექსისთვის ქალი ასე წვალობდეს,პირველად გავიგე... იმათ რა ენაღვლებათ-სკამზე შედგა,რათა დიდი ზომის სურათის მინა გაეწმინდა,რომელზეც მოხუც ქალთან დახრილი და მობაასე ბაჩო იყო გამოსახული-ეს რაღა უბედურებაა. სერიოზულად მოსწონს ახლა ამ ბიჭს მსგავსი რამეების კეთება?-ფეხის წვერებზე აიწია,კუთხეს რომ მისწვდომოდა და მოულოდნელად ფეხ ქვეშ მყარი ზედაპირი გამოეცალა. სკამი აუსხლტა და იატაკზე მოადინა ზღართანი.
მუხლებზე დაცემულმა თვალებიდან ნაპერწკლები გადმოჰყარა. ისეთი ტკივილი იგრძნო,თავი ვერ შეიკავა და წამოიყვირა. ნატკენ ადგილს იზელდა,როდესაც თავზე ვიღაც წამოადგა.
-რამე იტკინეთ?-მოესმა ბოხი ხმა და სწრაფად წამოხტა ფეხზე,თუმცა ნატკენმა ფეხმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ისევ შებარბაცდა.
ძლიერი მკლავები ჩაეჭიდა და ჰაერში შეაკავა. გადამრჩენეს ახედა და ხელში ახალგაზრდა მამაკაცი შერჩა,რომელიც ღიმილით დაჰყურებდა და მაგრად იჭერდა.
-ა-არა,არაფერია-უხერხულად გაიღიმა და უცნობი შეათვალიერა-შავი თმა და თვალები ჰქონდა,თეთრი სახის კანი მიმზიდველად ეხამებოდა შავ კოსტიუმს.მკვეთრი და სწორხახოვანი ნაკვთები საბოლოოდ ადასტურებდნენ მამაკაცის მშვენიერ გარეგნობას.
-როგორ არა,მუხლი გაქვთ დაზიანებული,ვერ დგახართ-ხელში აიტაცა და სკამამდე მიიყვანა.ბელა გაოგნებული შეაჩერდა და ხმის ამოღებაც კი ვერ მოიაზრა-ასეთ რამეებს არ უნდა გავალებდნენ,აუცილებლად დაველაპარაკები თეას-მკაცრად თქვა კაცმა-ახალი ხარ? თუმცა აქ ყველა ახალია... მე ირაკლი ვარ,იკა.პარტიის პრეს სამსახურის უფროსი.
-ბელა-ძლივს ამოღერღა გოგონამ.-პარტიის დამლაგებელთა სამსახურის დამლაგებელი.
იკამ გადაიხარხარა.
-აბა,თავს როგორ გრძნობ?
-ისე,თითქოს ცუდი სამსახური მაქვს-საიდან მოჰქონდა სიტყვები,თავადაც ვერ გაეგო ბელას.
-მოდი,ნება მომეცი,რომ ასე აღარ იყოს-მისკენ დაიხარა კაცი-ჩემი მდივნის თანამდებობა ვაკანტურია,რატომ უნდა იტეხოს მშვენიერმა გოგონამ ფეხები,როდესაც შეუძლია ჩემი ასისტენტი გახდეს?-ფლირტს აღარ მალავდა იკა.
ბელამ თვალები ააფახუნა და გაიფიქრა,რომ ეს გეგმას წაადგებოდა.
-ახლა კიდევ ერთი კონკიას ისტორია იწერება-ღიმილით მიუგო მასთან ძალიან ახლოს მიწეულ კაცს.
-ახლა ექიმთან მიგიყვან-ეშმაკურად გაუღიმა იკამ-შემდეგ კი სახლში და ხვალისთვის დასვენებული მობრძანდები ჩემთან.
ბელამ დააიგნორა ის აზრი,რომ კაცის შემოთავაზება მხოლოდ ერთ საქმეს ემსახურებოდა და განაბულმა უპასუხა:
-ნამდვილად არაა სერიოზული დაზიანება,ექიმი უფრო ცუდად იმოქმედებს ჩემზე,უბრალოდ სახლში ჯობია წავლა,ხვალიდან კი თქვენს სამსახურში მიგულეთ.
იკამ სიამოვნებით დაუქნია თავი.
-ერთი პირობით,თავად მიგაცილებთ სახლამდე.
ხელში აიტაცა და ამავე მდგომარეობით ჩაიყვანა მანქანამდე. კომფორტულ სალონში მოთავსებულებმა ერთმანეთზე ინფორმაცია გაცვალეს,კაცი მანამ არ მოეშვა,სანამ ბინის კარამდე არ მიაცილა.
ბელა გაკვირვებული იაზრებდა,რომ ზუსტაც იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო. მამაკაცთან საუბრისას არც გული უჩქარდებოდა და არც დაბნეულობას გრძნობდა-ხვდებოდა,რომ ირაკლი გეგმის შესრულებაში გამოადგებოდა და გუმანს ბოლომდე მიენდო.
მადლობა გადაუხადა მზრუნველობისათვის და კარი ცხვირწინ მიუხურა. სხვა დროს ზრდილობის მიზნით შეიპატიჟებდა მის კართან მდგომ ადამიანს,რომელიც დაეხმარა,მაგრამ ახლა ხვდებოდა,რომ იკა უნდა დაეინტერესებინა.
ამ ჟესტმა მამაკაცზე მართლაც ისე იმოქმედა,როგორც იფიქრა: მან რამენიმე საათში დაურეკა დარწმუნდა,რომ ბელა მეორე დღეს ნამდვილად მივიდოდა სამსახურში.
საღამოს თაი ეწვია,რომელსაც გასული დღის ყველა დეტალი უამბო.
-ეს ირაკლი მართლაც გამოდგება-ჩაფიქრდა თაი-პრეს სამსახურის დახმარებით ყველაფერს უკეთესად გაიგებ და თან მან მიგიწვია,ბაჩო არ დაეჭვდება,როდესაც გაიგებს,რომ იქ იკას მიწვევით მოხვდი და არა საკუთარი ინიციატივით. ყველაზე მაგარი ისაა,რომ იეჭვიანებს,მაგ კაცს მაგრად მიაწექი-ჩაიცინა ბოლოს.
-სად შეუძლია ბაჩოს ეჭვიანობა-დანანებით თქვა ბელამ-მე მიყვარს,თორე იმას...
-რა?-წამოიყვირა თაიმ-გიყვარს არა,ნივრის პიურე.შენ სულ გაგიჟდი?ისევ შენებურები გაუშვი...
-არა,თაი-გააწყვეტინა ბელამ-ბაჩო კი არ მიყვარს,მის გარეშე არ მინდა ყოფნა.ეს იმ სიყვარულისგან განსხვავდება,რასაც ჩვენ ვიცნობთ.როგორ აგიხსნა...ვიცი,რომ ის ჩემთვის აუცილებელია,ჩემი ცხოვრება სრულფასოვანი არაა. არც არასდროს იყო,უბრალოდ ახლა მივხვდი,რომ ყოველთვის ბაჩო მაკლდა.სიტყვა სიყვარული აქ უადგილოცაა.
-არა ,რა!არ მინდა,რომ ეგრე იყო-მოღუშა თაი.
-ვიქნები,სანამ მაგ ბიჭს ჩემს გულს არ მივცემ,მანამდე არ მოვისვენებ!აქამდე მეშინოდა,მაგრამ ახლა უკვე აღარ დავნებდები-მტკიცედ თქვა ბელამ.
-სავსე მთვარე ამ შაბათს იქნება-დანებდა თაი.
-ხო და,შაბათს ვიზეიმებთ!-გაიცინა გოგონამ.
მომდევნო დღეს ბელა ირაკლის ასისტენტობას შეუდგა. კაცის ინტერესი მის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მიუხედავად იმისა,რომ ბაჩოს ოფისში მუშაობდა,გოგონა გეგმის მთავარ გმირს რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეხვედრია. როდესაც გული აგრძნობინებდა,რომ ბაჩო ახლოს იყო,მაშინვე რაღაცას იმიზეზებდა და საპირფარეშოშო გარბოდა. თითქოს სხეულში უხილავი მრჩეველი ეჯდა,რომელიც კარნახობდა,როგორ ემოქმედა.
მისი,თაის,კრისისა და გრინჩის ოთხეული ოთხშაბათს კვლავ შეიკრიბა,სადაც დაწვრილებით განიხილეს ბელას მიერ მოპოვებული ინფორმაცია.
-ოფისში ძირითადად არაა,ყოველთვის სადღაც რაღაც შეხვედრა აქვს,რამდენჯერმე მოვიდა,მაგრამ ტუალეტში ვიმალებოდი-მსმენელებმა სიცილი დააყარეს ბელას-ირაკლიმ რამდენჯერმე მთხოვა,ვივახშმოთო,ხვალ საღამოსთვის დავთანხმდი.
-რა?ირაკლისგან რა გინდა?-თაი უჩვეულოდ ეჭვიანობდა ბელას ახალ ფანზე.
-ახსენა,რომ წვეულებას მართავენ ,ვიღაც ელჩი ჩამოდის ბრიტანეთიდან და დიდი ამბავი აქვთ ოფისში,ბათუმში იგეგმება ეგ საღამო.თუ თავსაც დავაპატიჟინებ,კრისი დაწერს,რომ შაბათს მოეწყოს ეგ წვეულება.
-და ბათუმში ისიამოვნებ?-გაიცინა გრინჩმა.
ბელა დაეჭყანა.
-იცი,სად აპირებენ წვეულების მოწყობას?-ჰკითხა კრისმა
-სასტუმრო „სქაი თაუერში“,თუმცა ორშაბათს გეგმავენ.
-არაა პრობლემა,ელჩს რამე საქმეს გამოვუჩენ და შაბათს გადმოიტანენ-საქმიანად თქვა კრისმა.-თუმცა ირაკლიმ თავისით უნდა დაგპატიჟოს,მე არ უნდა ჩავერიო,თორემ ეს ეჭვს ნამდვილად გამოიწვევს.
ბელამ თავი დაუქნია.
-ეგ ჩემზე იყოს,დღესვე დაწერ?-ჰკითხა და დადებითი პასუხის შემდეგ დეტალური ინფორმაცია ჩაუკაკლა მეგობრებს.
მეორე დღეს დილითვე,სამსახურში მისვლისთანავე მიიღო სასურველი ინფორმაცია-წვეულება ბათუმში შაბათს საღამოს ტარდებოდა,სადაც თავად პარტიის ხელმძღვანელი და რამდენიმე მასთან დაახლოვებული პირი გაემგზავრებოდნენ. საღამოს,ირაკლისთან შესახვედრად სულიერად და ფიზუკურად უნდა მომზადებულიყო.
ოფისის ტუალეტში სარკესთან ინტრუმენტები მოიმარჯვა და მაკიაჟით დაიმშვენა თავი. გამხდარ მკერდზე ფუმფულა ბიუსჰატერი მოირგო,კლასიკური შავი შარვალისა და თეთრი ზედისგან გათავისუფლდა,სპეციალურად ,სათუთად წამოღებული შავი კაბა გადაიხვა და სიცილით შეათვალიერა ანარეკლი.
-ეს ვინაა?-შესძახა საკუთარ თავს-ნება მომეცით,გეამბოროთ,გოგონი-სარკეს აკოცა და წითელი პომადის ანაბეჭდი დატოვა.-ბაჩო,ცოტაც მოითმინე,მალე დაგიბრუნებ გულს-ორეულს ისე ელაპარაკებოდა,თითქოს იქიდან მონატერებულის სახე უმზერდა.ხელები მკერდზე დაიწყო-ღმერთო,როგორ მინდა,გამოვიდეს.ნეტა,ძალიან ვსულელობ?
სახეზე ღიმილი აიკრა და ირაკლისთან შესახვედრად გაეშურა.
კაცი მანქანასთან ელოდა. მისი დანახვისას სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა და დაბინდული თვალებით მიაჩერდა.
-იზაბელ,სპეციალურად ხარ ასეთი სრულყოფილად ლამაზი?-წელზე ხელი მოჰხვია და კარი გაუღო.
-დღეს ნამდვილად შევეცადე-არ დამალა გოგონამ და მანქანაში ისკუპა.
კაცი მალევე მიუჯდა მძღოლის სავარძელს და კიდევ ერთხელ ხარბად აათვალიერა ბელა.
-რესტორანში მსურდა შენი წაყვანა,ახლა უბრალოდ მსურს,რომ გიყურო-ხელზე ფრთილად შეეხო და მუჭში მოიქცია.
-ორივე ერთად შეგიძლია აკეთო-თვალი ჩაუკრა გოგონამ და კვლავ გაოცდა,რაოგორ კარგად გამოსდიოდა მსახიობობა.
ირაკლიმ თანამგზავრი გაჩახჩახებულ რესტორანში მიაბრძანა. მანქანიდან გადმოსულს ხელკავი გამოსდო და დარბაზში შეუძღვა.
-არ მინდოდა,აღელვებულიყავი,ამიტომ არ გითხარი,რომ ვახშამზე მხოლოდ ჩვენ არ ვიქნებით.-გაუღიმა კაცმა-ჩვენი პარტიის ხელმძღვანელი და მისი საცოლეც ჩვენთან ერთად ივახშმებენ,ბაჩო ჩემი მეგობარიცაა და მინდა,კარგად გაიცნო.
ბელას თითქოს მეხი დაეცა. ერთ ადგილას შედგა და ვერც წინ მიდიოდა,ვერც უკან. მუცელში უცნაური ბიძგები იგრძნო,თითქოს სიზმარში იყო და გაქცევა ვერ მოეხერხბინა.
-საცოლე?-ირაკლის ნათქვამიდან მხოლოდ ერთი სიტყვა გაიგო.
-ხო და არ ინერვიულო,მარტო არ იქნები საქმიან მამაკაცებთან-გაუცინა-კარგი გოგოა მარიამი,ჭკვიანი და საყვარელი,ამიტომ უგებს ამ უჟმურ კაცს ასე-ძალით გაათრია გახევებული ბელა.
მაგიდასთან მიახლოვებულმა გულის დარტმა იმდენად ძლიერად იგრძნო,კინაღამ ორად მოიკეცა-ბაჩო მშვიდად საუბრობდა გვერდით მჯდომ გოგონასთან,ხელი მის მუხლზე დაედო და საცოლეს თვალს არ აშორებდა.
-ბაჩო! ძმაო,როგორც ყოველთვის,შენ პუნქტუალური ხარ,მე-არა-გაიცინა ირაკლიმ,ბელას წამით ხელი უშვა და ბიჭისაკენ წაიწია.
ბაჩომ ამოიხედა,ჯერ იკას ჩამოართვა ხელი,შემდეგ კი მზერა მის თანამგზავრზე გადაიტანა და წამში გაუქრა თვალებში გულგრილობის ნაპერწკალი.
ბელამ თვალებში ჩაჰხედა და კვლავ დაეუფლა უკვე ნაცნობი გრძნობა-იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო.
ბაჩო თამაშობდა,საცოლესაც ეთამაშებოდა,ირაკლისაც და მთელ ქვეყანასაც,მაგრამ ბელას-ვერა.
რამდენიმე წამს ბიჭი უხერხულად გაშეშდა,თუმცა თავი მალევე მოთოკა და იკას მიუბრუნდა.
-ესე იგი,ესაა ის ახალი თანამშრომელი,რომელიც შენი სურვილით მოიწვიე-გამომცდელად მიაჩერდა ბელას.
-დიახ-სწრაფად თქვა ბელამ და ირაკლის მიერ მისთვის გამოწეულ სკამზე ჩამოსკუპდა-ირაკლი შემთხვევით გავიცანი და მას შემდეგ ჩემი მფარველი ანგელოზია.
-ანგელოზი?-გაიცინა ბაჩოს გვერდით მჯდომმა გოგონამ და თვალები შეანათა-ირაკლი თუ ვინმეს ანგელოზი გახდებოდა,ვერ წარმოვიდგენდი.
ბელას პირველივე წამებიდან არ მოუვიდა თვალში მოსაუბრე.
-იკას გარეშე ჩემი ცხოვრება ძველებურად იქნებოდა-ბაჩოს ნიშნის მოგებით შეხედა-უაზრო მოლოდინი მეორე ნახევრის.
-ესეიგი,იკაა შენი მეორე ნახევარი?-ჩაეძია გოგონა.
-არა,მეორე ნახევარი აღარ მჭირდება-ღიმილით მიუგო-ირაკლი ახალი მთლიანი ნაწილია-ხელი ხელზე დაადო გაოგნებულ და აღტაცებულ კაცს.
ბაჩოს უკვე ხელოვნური სიმშვიდეც დაეკარგა და თვალებანთებული მისჩერებოდა ჩაკიდებულ ხელებს,ხმას არ იღებდა,
-ნამდვილად იღბლიანი ვარ,რომ ბელა შემხვდა და ასისტენტობაზე დამთანხმდა-დადნა ირაკლი.
გოგონამ სიყვარულით შეანათა მზერა და გონებაში მოწონებით დაუკრა ტაში საკუთარ არტისტულ ნიჭს.
ახალგამომცხვარი წყვილის საპირისპიროდ,მარიამსა და ბაჩოს შორის სიყვარულის სხივები საერთოდ არ შეინიშნებოდა. ორივე უკმაყოფილოდ იყურებოდა და ერთმანეთი სულ გადავიწყებოდათ.
-მგონი,დროა რამე შევუკეთოთ-წამოიძახა ირაკლიმ-ბელას ზღვის პროდუქტები უყვარს,მეც იგივეს გეახლებით-ოფიციანტს მოუხმო ხელით-თქვენ?
-მეც იგივე-მოკლედ თქვა ბაჩომ და ბელას შეხედა,რომელმაც თამამად გაუსწორა თვალი.
მისმა საცოლემ სალათი ინება,საჭმლის მოლოდინში ირაკლიმ პარტიის გეგმებზე გაუბა საუბარი ბიჭს.
-რეიტინგი ისეთი გვაქვს,წამყვან გუნდს შეშურდება,მარიამიც კი შეიყვარა ხალხმა,უკვე მომავალ პირველ ლედის ეძახიან-გატაცებით საუბრობდა კაცი-ელჩის ჩამოსვლა დავაანონსეთ,მთელი ქვეყნის პრესა იქ იქნება,შაბათისთვის კი მოგვიწია გადატანა,მაგრამ მოესწრება- ხომ წამოხვალ-ბელას მიუბრუნდა.
გოგონამ გულში კრისს მადლობა გადაუხადა და მორიდებულად იკითხა:
-შესაძლებელია?
-რა თქმა უნდა! ჩემი თანაშემწე ხარ,იქ უნდა იყო!-გაიბადრა იკა-ბათუმში რამდენიმე დღე დავრჩებით,ეს არ უნდა გამოტოვო.
-არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებ-კმაყოფილმა მიუგო გოგონამ.
მალე ოფიციანტიც მოადგათ და მაგიდაზე შეკვეთის განლაგება დაიწყო.
ბაჩომ პირი არაფერს დააკარა და მალევე მოიმიზეზა საქმეები.
-უნდა წავიდეთ,მარიამ-ხელი მოჰკიდა გოგონას-მარტო დავტოვოთ მშვენიერი წყვილი.
ბელამ გულის უცნაური მოჭერა იგრძნო,რასაც მწარე ტკივილი მოჰყვა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია,ღიმილით შეაჩერდა ირაკლის.
მათი წასვლის შემდეგ ბელას მსახიობური ნიჭი მალევე დაოკდა და გოგონას მარტო ყოფნა მოუნდა. ირაკლის დაჟინების მიუხედავად,სახლში ადრე დაბრუნდა და მოწოლილ ცრემლებს თავისუფლება მიანიჭა-არ იცოდა,ბიჭთან შეხვედრა ასე თუ გაუჭირდებოდა.
-ბათუმში მოსაწვევი უკვე მაქვს-ამცნო სკაიპის საშუალებით გამოჩენილ სამ თანამხრახველს-მაგრამ არ ვიცი,ამ ყველაფერს როგორ გავუძლეებ.
-თითქმის ყველაფერი მოგვარებულია-აჟიტირებული გრინჩი ლამის ეკრანში გადმომძვრალიყო-საცოლე,როგორც გავარკვიე,იმიჯისთვის ჰყავს,ამიტომ მაგაზე ცრემლები არ აღვარღვარო,მარტოხელა კაცი ხალხისთვის მიმზიდველი არაა,ქალების მხარდაჭერაც ხომ უნდა,არა?
-მარტო ვიქნები იქ...
-არ იქნები,ჩვენც მოვიდვართ-დაამშვიდა კრისმა-ოღონდ არ გამოვჩნდებით.თუ რამე დაგჭირდა,შენს გვერდით გავჩნდებით...
-პრეზერვატივი ან ორსულობის ტესტი თუ დასჭირდება-ჩაიხითხითა თაიმ.
-წავედი,ჩავალაგევ-წაუყრუა ბელამ-კარგია,რომ მოდიხართ.
ირაკლი დაჟინებით მოითხოვდა,რომ ერთად წასულიყვნენ,ამიტომაც ბელა დაჰყაბულდა .ეგონა,მანქანით იმგზავრებდნენ,მაგრამ ბოლო წამს,უკვე მამაკაცის მანქანაში მჯდომმა გაიგო,რომ აეროპორტში მიდიოდნენ.
-პარტია თავის წევრებს ანებივრებს-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ-ყველა ერთად მივფრინავთ.
ყველას სათვალავში ბაჩო და მისი საცოლეც აღმოჩდნენ.,თუმცა ბიჭი ისევ გაურბოდა და ბელამ მხოლოდ ერთხე,ბორტზე ასვლისას შეავლო თვალი.გოგონა გამალებული ფიქრობდა,როგორ დაემარტოხელებინა ,თუმცა საიმედო ვერაფერი მოიფიქრა და კვლავ ჩასაფრებულ კრისს გაუგზავნა შეტყობინება,რომ წერაზე დაეწყო ფიქრი.
ბათუმში ჩასულს მცირე დრო ჰქონდა გასამზადებლად. სასტუმროს ნომერში სწრაფად გადაიცვა სპეციალურად ამ დღისათვის შეძენილი ,ტანზე მომდგარი მუქი მწვანე კაბა,წითელი თმები კულულებად ჩამოიშალა მხრებზე და სასოწარკვეთილმა ამოისუნთქა.
-ან დღეს,ან არასდროს!
მობილურმა დაიწკარუნა,თაი რეკავდა.
-ეპილაცია გაიკეთე?-პირდაპირ ეცა გოგონა.
-რა ეპილაცია... ღმერთო,თაი! ყველაფერი რიგზე მაქვს,შენ არ იდარდო.
-რა ვიცი,ტყეში არ ამოგზაურო საწყალი ბიჭი-აკისკისდა.
-ერთხელაც მოგეკითხება მაგ შენი ბინძური ენისთვის-გაწიწმატდა ბელა.
-ოღონდაც შენ გეშველოს და მომკითხე რამდენიც გინდა.მზად ხარ?
-კი,ჩავიცვი უკვე.
-კრისმა უკვე ყველაფერი დაწერა.
-რა მოხდება?
-მაგას არ გეტყვი!ჯობია,არ იცოდე,მასე უფრო ბუნებრივი იქნება-დაიჩურჩულა იდუმლად.
-მზად უნდა ვიყო-არ მოეშვა გოგონა.
-ხოდა შეემზადე!-თქვა და გაუთიშა.
ბელმა ჩუმად შეიკურთხა,კიდევ ერთხელ შეათვალიერა ანარეკლი გულამოვარდნილმა დატოვა ნომერი.
წვეულება საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა.ირაკლი გვერდიდან არ იშორებდა და მასაც უწევდა უთავბოლო საუბრების მოსმენა. ბაჩოს რამდენჯერმე მოჰკრა თვალი,თუმცა ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა,თითქოს გოგონას მისთვის არც უარსებია.
უშედეგოდ ელოდა,რომ რაიმე მოხდებოდა და კრისის დაწერილის აღსრულებას ნახავდა. საღამო ისე გაილია,რომ არაფერი მომხდარა. თორმეტ საათამდე თავს აიძულა,გაეძლო,მაგრამ შემდეგ დაღლილობა ისე მოაწვა შუბლზე,რომ გაიფიქრა,აქ ერთ წუთსაც ვეღარ გავჩერდებიო.
ირაკლის არ დამშვიდობებია,აკანკალებული დაბრუნდა ნომერში და საწოლზე გაუხდელად გადაწვა. ის იყო,აქვითინდა,რომ მოულოდნელად ცრემლების გარდა სხვა,უფრო ხშირი სითხის ნაკადმა დაასველა. წყლის წამოსვლას განგაშის ზარი მოყჰვა და გაოგნებული ფეხზე წამოახტუნა-სახანძრო სისტემა ჩართულიყო ოთახში და ყველაფერს ტბორავდა.
დაფეთებული გამოვარდა კარში და ლიფტს მიაშურა. მიმღებში გალუმპულმა გაიგო,რომ მის ოთახში ხანძრის საწინააღმდეგო სენსირები მწყობრიდან გამოსულიყო და მენეჯერის მხურვალე ბოდიშების შემდეგ სხვა ნომრის გასაღები მიიღო,კერძოდ კი პენტ-ჰაუსის.
მოღუშული აუყვა კვლავ სართულებს და ბოლო ციფრზე გამოვიდა ლიფტიდან.
-ესეც გენიალური გეგმა-უკვე სლუკუნით ესაუბრებოდა თავს-ან საერთოდ რას მოვდიოდი,სისულელეა ეს ყველაფერი-ბარათი საკეტს მიადო და კარმა დაიჩხაკუნა-რა ჯანდაბად მინდა ეს ლუქსია თუ რაც არის-კაბა გადაიძრო და უზარმაზარი ოთახი მოათვალიერა. კიბე იუწყებოდა,რომ ნომერი ორ სართულიანი იყო,ფანჯრებიდან კი ტერასა მოჩანდა,რომელზეც აუზი იწონებდა თავს.-ტრუსიც მიაყოლა კაბას და სააბაზანოს ძებნა დაიწყო-რამდენი კარია,რა უბედურებაა-ცრემლებს აყოლებდა სიტყვებს-მწერალი მეგობარი მყავს და რა ხეირი,ეტყობა ვერ გათვალა კარგად-კიდევ ერთი კარი გამოაღო და გარდერობში აღმოჩნდა,სადაც მამაკაცის ტანსაცმელი იყო ჩამწკრივებული-ჰმ,ქალის მაინც იყოს,ამაშიც რომ არ გაგიმართლებს...-კიდევ ერთი კარი გამოაღო და საძინებელში აღმოჩნდა-სად ეშმაკებშია ეს სააბაზანო!?
კიბეებს აუყვა და წყლის ხმა შემოესმა.
-აქ ალბათ ფანტანის ოთახი იქნება-ამოიბურტყუნა.ის იყო,კარი უნდა გაეღო,რომ ქვევიდან ტელეფონის ხმა შემოესმა და სწრაფად დაუყვა კიბეებს. თავის ტელეფონს დახედა,თუმცა მოწყობილობა დუმდა და არც რაიმე შეტყობინებას აჩვენებდა.
-იცი,რა ,ჩემო ბელა? არ გინდა არაფერი,დაწექი და დაიძინე,ხვალ კი აქედან მოუსვი-ჩანთიდან ყურსასმენები ამოაძვრინა,საძინებელში შეაჭრა,ფუმფულა ლოგინში შეძვრა და მუსიკის სამყაროში გადაეშვა. ძილი არ ეკარებოდა,მაგრამ ფიქრი არ სურდა,ამიტომაც ხმას ბოლომდე აუწია და ეცადა,გონებით ნოტებს აჰყოლოდა.
ნელ-ნელა ითიშებოდა,როდესაც ოთახში სინათლე აინთო.
თავიდან მხოლოდ უკმაყოფილოდ შეიშმუშნა,თუმცა მალევე გამოფხიზლდა და თვალები დაჭყიტა. ყურსასმენები ელვის სისწრაფით გამოიძრო და ლოგინიდან წამოიწია,შიშველ მკერზე საბანი აიფარა და შეშინებულმა წამოიკივლა-მის წინ სრულიად შიშველი ბაჩო იდგა და გაოცებული მისჩერებოდა.
ელდის წამმა რომ გადაუარა,თვალებზე ხელები აიფარა და დაიყვირა.
-მოიფარე რამე,ჯანდაბა... ვაი!
არა ნაკლებ დაბნეულმა ბაჩომ მიმოიხედა და ხელში დაკავებული პატარა ზომის პირსაწმენდი მიიფარა.
-აქ რას აკეთებ?შენ რა,შეიშალე?-აღრიალდა ბიჭიც.
-მე რას ვაკეთებ? შენ თვითონ რა გინდა...-ცალი ხელი ჩამოიღო სახიდან და ბიჭის ტანს მიაჩერდა-მიმღებში მომცეს გასაღები,ჩემი ოთახი დაიტბორა!-უთხრა,როდესაც ოცნებებიდან გამოერკვა.
-ეს ჩემი ნომერია-გამომწვევად უპასუხა ბიჭმა-ჩემი საცოლეც აქაა და არ მინდა,საკუთარ საწოლში უცხო გოგო ნახოს,ასე რომ,აქედან უნდა წახვიდე.-სასწრაფოდ მიაყარა.
-თავად მიბრძანდი-ბოღმა ერთიანად მოაწვა ბელას-შენ ხომ მაგარი ბიჭი ხარ,თან საცოლიანი,ადექი და მოაგვარე.-დემონსტრაციულად დაწვა საწოლზე და ზურგი აქცია. მეტი კონკრეტიკისთვის საბანიც შემოიკეცა ზურგს უკან.
-ასე ,არა?-გულმოსულმა წამოიყვირა ბაჩომ და საწოლისკენ დაიძრა,მომენტალურად ჩაავლო საბანს ხელი და დაქაჩა.
ბელას სხეულს საფარველი მოშორდა და ვინაიდან გოგონას არაფერი ეცვა,დედიშობილა,გვერდით გადაბრუნებული დარჩა. ბიჭი მთელი სრულყოფილებით გადაეშალა მისი უკანა „ხედი“,
ბაჩო შიშველი სხეულის დანახვას არ მოელოდა და გაშეშდა. მიფარებული პატარა პირსაწმენდიც გადაავიწყდა და პირდაღებული მიაჩერდა გოგონას.
ბელას სირცხვილიც კი გადაავიწყდა,როდესაც სწრაფად შებრუნებულს აპოლონისებური სხეული დახვდა ასვეტებული. ამაოდ ცდილობდა ხელებით დაეფარა სხეული,თვალს ვერ აცილებდა სასურველ მამაკაცს და გონებაში მეათასედ უგზავნიდა მადლობას კრისს-ეს ის ოინი იყო,გოგონა რომ დაჰპირდა.
-შენი საცოლე მართლა მოვა?-ამოიჩურჩულა გონებაარეულმა.
ბიჭმა კიდევ ცოტა ხანს უყურა და ნელა დაიძრა საწოლისაკენ.
-ღმერთიცა და ეშმაკიც მოწმეა,რომ თავს ვიკავებდი-თავზე წამოადგა,ჩაბღუჯული პირსაწმენდი მოისროლა და გოგონას წინ საწოლზე ხელებით დაეყრდნო,თვალებში ჩახედა-ასე არაფერი მდომებია ცხოვრებაში,მაგრამ მაინც ვებრძოდი ამ სურვილს-მკლავზე ხელი ჩამოუსვა და სიამოვნებით შეიგრძნო გულის აჩქარება-თავს არ მანებებ,მე კიდევ მეტი აღარ შემიძლია-ბელას სახე ხელებში მოიქცია და სიამოვნებისაგან თვალებმილულუმა დააგემოვნა წითელი ბაგეები.
ბელას სხეული სრულიად პარალიზირდა. აგონიაში მყოფი ტვინის უჯრედები მხოლოდ იმას წიოდნენ,რომ ბაჩო უნდოდათ.
ბიჭი სწრაფად მოექცა ხავერდოვან სხეულს ზემოდან და გაშმაგებით დაუწყო კოცნა.
ერთმანეთის სურნელს მონატრებულები ხარბად ისუნთქავდნენ,ჰაერის ერთ მოლეკულას ინაწილებდნენ,ერთად ფეთქავდნენ,როგორც მათი საერთო გული.
სხვა სამყაროში გადაინაცვლეს,სადაც არ არსებობდა არც აკრძალვა,არც ღმერთი და არც ეშმაკი. სიკეთესა და ბოროტებასაც კი დაეტოვებინათ მათი გონება. მხოლოდ ერთი გრძნობა მბრძანებლობდა მათ გაერთიანებულ ცნობიერში.სავსე მთვარე ღიმილით იყურებოდა ფანჯრიდან.
მძინარე გოგონას დაჰყურებდა,რომელსაც მის მკლავზე მოეკალათებინა თავი და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
უჩვეულო,ჯერ არგანცდილ გრძნობებს აგემოვნებდა მკერდში.მუცელი უცნაურად ეკუმშებოდა,შეშფოთებული და ამავდროულად ბედნიერი აცნობიერებდა,რომ მის სხეულში გული ფეთქავდა. თავს უფლება მისცა,ცხოვრებაში პირველად ბედნიერს დასძინებოდა.
გამთენიისას მძინარე წყვილი უჩვეულო სიცივემ გამოაღვიძა.
პირველი ბელა შეიშმუშნა და ბიჭის თბილს სხეულს უფრო მჭიდროდ აეკრა,თუმცა მალევე ორივე მიხვდა,რომ შუა ზაფხულისთვის უჩვეულოდ აცივებულიყო.
ბაჩომ თვალები ზანტად გაახილა და გოგონას ჩამოშლილი წითელი თმები გადაუწია. სიამოვნებიდ დაუკოცნა სახე და გულში ჩაიკრა.
-რატომ ვარ ასე კმაყოფილი?-გაიცინა .
-იმიტომ,რომ გული დაიბრუნე-ჩაიფხუკუნა ბელამ.
ბიჭი სწრაფად წამოხტა და შეშლილი სახით მიაჩერდა,
-არა,ეს არ უნდა მოხდეს-ბელაც მიჰყვა და საბანშემოხვეული საწოლზე მუხლებით დადგა.
-ვითომ რატომ? ამას დიდი ხანია,ვგეგმავდი. შენ გული უნდა დაიბრუნო,რომ ჯერ ერთი,ჩემი სიყვარული შეძლო და მეორეც,ლუციფერის გეგმა არ შეასრულო. ბაჩო,ბირთვულ ომს აპირებდით,სერიოზულად?
-სხვა გზა არ იყო,შენ არ იცი,რა მითხრა მაშინ.
-აბა,განმანათლე!
-ჩვენი გულების გაყოფა თავიდანვე,სამოთხეში იყო დაგეგმილი.დავითს შეცდომა არ მოსვლია,უბრალოდ თავად ეგონა ასე.
ბელას თვალები გაუფართოვდა.
-ეს ყველაფერი ანგელოზების დაგეგმილია,ასე უნდა მომხდარიყო,ახლა კი მთელი გეგი ჩავუშალეთ.
-და რას იზამენ?ფაქტია,გეგმების დაწყობაში ოთხმა გოგომ აჯოვა ანგელოზებს,როგორმე შემდეგშიც მოვერევით.
-არ ვიცი,რას იზამენ,მაგრამ ფაქტია,რომ ასე ადვილად არ გვაპატიებენ.ბელა,ეს...-თვალებში ჩახედა და გულში კვლავ იგრძნო მძიმე დარტყმა-მნიშვნელობა აღარ აქვს-სახე ახლოს მიუტანა და შუბლით მიეყრდნო.
-არაფერი მომივა-მიუხვდა გოგონა-ერთად ვიქნებით და ერთმანეთს დავიცავთ.
-რა უცნაურია-გაიღიმა ბიჭმა-ერთმანეთი სულ რამდენჯერმე ვნახეთ.
-მე კი მგონია,რომ მთელი ცხოვრებაა,სარკეში გიყურებ-ამოიბურტყუნა ბელამ და შეიშმუშნა-რატომ ცივა ასე საშინლად?
-ალბათ გაგრილების სისტემას დაემართა რაღაც-ბაჩი წამოიწია და კარადისაკენ წავიდა. მაისური და შარვალი გამოაძვრინა,ბელას გადაუგდო და თავისთვისაც ამოარჩია.
-დიდია და კომფორტული-გაიცინა გოგონამ,როდესაც ტანსაცმელი მოირგო.
-წამოდი,გავარკვიოთ,რა ხდება.-მოეხვია ბიჭი და ის იყო,უნდა ეკოცნა,სახე გაუშეშდა.
ბელამ მისი მზერის მიმართულებით გაიხედა და ფანჯარა დაინახა,საიდანაც მსხვილი ფიფქების ცვენა მოჩანდა.
-ეს... თოვლია?-ამოიჩურჩულა ბოლოს.
წყვილი ფანჯარას მიუახლოვდა. ქალაქის ხედის მაგივრად უკიდეგანო თეთრი ბურუსი მოჩანდა.
-ამის დედაც-აღმოხდა ბაჩოს.
მაშინვე კარს ეცა და გამოაღო-მისაღები გამქრალიყო,ღია ჭრილიდან კი თოვლი შემოიყარა.
-მგონი,ისევ ლუციფერთან დავბრუნდით.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეე აიი არ ვიცი რა გითხრა. თუ მალე დადებ ახალ თავს ძალიან გამახარებ და დამამშვიდებ. ისე ვარ აჟიტირებული ათასნაირ ვარიანტს ვადგენ გონებაში რა შეიძლება მოხდეს. გადავიწვები მგონი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

Anuki96
ვაიმეეე აიი არ ვიცი რა გითხრა. თუ მალე დადებ ახალ თავს ძალიან გამახარებ და დამამშვიდებ. ისე ვარ აჟიტირებული ათასნაირ ვარიანტს ვადგენ გონებაში რა შეიძლება მოხდეს. გადავიწვები მგონი.

მალე დავდებ ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

უუკარგესი ხარ, შენს იუმორზე ვგიჟდები❤ვგიჟდები ამ ისტორიაზე, დავითი რა საყვარელი ანგელოზია:დდ
ყველა პერსონაჟი განსაკუთრებულია. აი ირაკლი მეცოდება, კაცს ვინ იცის რამხელა იმედები ჰქონდა:დდ
როგორ მინდა მომდევნო თავი, მაგრამ დაგელოდები მთელი მოთმინებით:დდ

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ქეთი
უუკარგესი ხარ, შენს იუმორზე ვგიჟდები❤ვგიჟდები ამ ისტორიაზე, დავითი რა საყვარელი ანგელოზია:დდ
ყველა პერსონაჟი განსაკუთრებულია. აი ირაკლი მეცოდება, კაცს ვინ იცის რამხელა იმედები ჰქონდა:დდ
როგორ მინდა მომდევნო თავი, მაგრამ დაგელოდები მთელი მოთმინებით:დდ

ვაი <3 დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის და რაც მთავარია,მოთმინებისთვის❤️❤️ ყველანაირად ვეცდები,მალე დავწერო❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

ისევ ლუციფერთან? აუუუ არაფერი დაემართოთ გთხოოოვ. კარგი დასასრული მინდაააა????

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ნათია
ისევ ლუციფერთან? აუუუ არაფერი დაემართოთ გთხოოოვ. კარგი დასასრული მინდაააა????

მეც კარგი დასასრულის მოყვარული ვარ ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

ოოხ ეს ლუციფერი რაა

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მარიკო
ოოხ ეს ლუციფერი რაა

არ დააცადა :DD

 


№9  offline წევრი Tamara Tamo

აუ რა ძალიან მაგარია :))))))) სასწაულად მახალისებს და მომწონს შენი ფანტაზია

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

Tamara Tamo
აუ რა ძალიან მაგარია :))))))) სასწაულად მახალისებს და მომწონს შენი ფანტაზია

ძალიან გამახარე ❤️ თითოეული თქვენი კომენტარი უდგამს სულს ამ მოთხრობას❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია
სასწაული იუმორის გრძნობით იწერება ყველა შენი ნაშრომი და შინაარსობრივადაც ძალიან ორიგინალურებია, განსხვავდება ამ საიტზრ რაც დევს იმათგან ♥♥♥
მადლობა რომ მიხალისებ საღამოებს ????????!

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია
სასწაული იუმორის გრძნობით იწერება ყველა შენი ნაშრომი და შინაარსობრივადაც ძალიან ორიგინალურებია, განსხვავდება ამ საიტზრ რაც დევს იმათგან ♥♥♥
მადლობა რომ მიხალისებ საღამოებს ????????!

დიდი მადლობა შენ❤️ რომ იცოდე,როგორ მაბედნიერებს ასეთი შეფასება❤️

 


№13  offline წევრი Barbare ❤

davibrune chemi niki da axla aqedan gagaxareb chemi komentarebit.. <3 wveulebis momentidan ise ajitirebuli vkitxulobdii:D kanshi vegar veteodi.. martlas shesanishnavi gegma iyo. am tavis wakitxvam iseve, rogorc wina tavebma didi kmayofileba damitoves gulshi. gabadruli vzivar exla da vwer komentars. shemdeg tavs velodebi ufro sul moutqmeli. jer mxolod axali tavis danaxvam gamabedniera da rom wavikitxe xom saertod... geli mteli gulit <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

Barbare ❤
davibrune chemi niki da axla aqedan gagaxareb chemi komentarebit.. <3 wveulebis momentidan ise ajitirebuli vkitxulobdii:D kanshi vegar veteodi.. martlas shesanishnavi gegma iyo. am tavis wakitxvam iseve, rogorc wina tavebma didi kmayofileba damitoves gulshi. gabadruli vzivar exla da vwer komentars. shemdeg tavs velodebi ufro sul moutqmeli. jer mxolod axali tavis danaxvam gamabedniera da rom wavikitxe xom saertod... geli mteli gulit <3

ბარბარე❤️❤️❤️ შენი კომენტარები მართლა ძალიან მახარებს❤️ როცა ვწერ,უკვე ვიცი,რომ წაიკითხავ და ძალიან კარგი გრძნობაა,როცა ასე ელოდებიან ჩემს ნაშრომს❤️❤️❤️

 


№15  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოხმეეეეე აი რა მოსაკლავი კი ხარ ამდენი ხანი რომ მალოდინე მაგრამ.... ნუ ხო კაი იმხელა თავია ხმას აღარ ვიღებ.. ჩუმად ვარ :დ :დ
ეღირსაააააათ... ერთსაც და მეორესაც დაადგათ საშველი :დ უჰ.... :დ
ეს გიჟი გრინჩი სულ მახალისებს..:დ გამიხარდა ძალიან მისი და ქრისტის გამოჩენა.<3
ბოლომდე ხო არ აცალეს სიამოვნების შეგრძნება ამ ბაჩანას რა :დ ძლივს კაცმა გული დაიბრუნა და თან როგოოოორ...... იმენა არ შეარგეს :დ მაგრააააამ ჩემო ალისააა მეორეს მხრივ ისეეე მიხარია ჩემ ლუციკოს რო ვნახავ შემდეგ თავში ვერც კი გადმოვცემ.... იცოდე ისევ ისეთი საყვარლობა ლუციკო იყოს :დ ჩემი სიყვარულობა ლუცი იქნება შემდეგ თავში ურააა :დ :დ აუუუ არ მინდა რომ დასრულდეს :( :( ვერ ველევი ამ ისტორიას :(
მალე დადე შემდეგი თავი ერთი სული მაქ გავიგო რა მოხდება...
პ.ს ძაან აღარ დააგვიანო რა ^_^

 


№16  offline წევრი უცნაური მე

პირველი ღამის შემდეგი დილა სხვანაირად წარმოედგინა ბელას ალბათ :დდ საწოლში მირთმეული ცხელი ყავით, კრუასანებით და წითელი ვარდით :დდ მაგრამ ნურას უკაცრავად თავად ლუციფერის ხახაში აღმოჩნდნენ და ოოო როგორ მაინტერესებს რა მოხდებააა..
ალბათ ფინალიც მალე იქნება ხოო? როგორ მივეჩვიე შენს ისტორიებს მათ გარეშე ვეღარ წარმომიდგენია.
ბაჩოო ბიჭო რა კარგი ხარ რა კარგიი ❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
ოხმეეეეე აი რა მოსაკლავი კი ხარ ამდენი ხანი რომ მალოდინე მაგრამ.... ნუ ხო კაი იმხელა თავია ხმას აღარ ვიღებ.. ჩუმად ვარ :დ :დ
ეღირსაააააათ... ერთსაც და მეორესაც დაადგათ საშველი :დ უჰ.... :დ
ეს გიჟი გრინჩი სულ მახალისებს..:დ გამიხარდა ძალიან მისი და ქრისტის გამოჩენა.<3
ბოლომდე ხო არ აცალეს სიამოვნების შეგრძნება ამ ბაჩანას რა :დ ძლივს კაცმა გული დაიბრუნა და თან როგოოოორ...... იმენა არ შეარგეს :დ მაგრააააამ ჩემო ალისააა მეორეს მხრივ ისეეე მიხარია ჩემ ლუციკოს რო ვნახავ შემდეგ თავში ვერც კი გადმოვცემ.... იცოდე ისევ ისეთი საყვარლობა ლუციკო იყოს :დ ჩემი სიყვარულობა ლუცი იქნება შემდეგ თავში ურააა :დ :დ აუუუ არ მინდა რომ დასრულდეს :( :( ვერ ველევი ამ ისტორიას :(
მალე დადე შემდეგი თავი ერთი სული მაქ გავიგო რა მოხდება...
პ.ს ძაან აღარ დააგვიანო რა ^_^

ვიცი,მოსაკლავად არ გამიმეტებ და ბოროტად ვსარგებლობ :დდდ ლუციკუნიას მალე შეხვდები :3 მეც აღარ მინდა,რომ დავამთავრო :დდ გავაგრძელებ ჩენტოვე ტრინესავით :DDD
მიხარია შენი კომენტარები❤️❤️❤️

უცნაური მე
პირველი ღამის შემდეგი დილა სხვანაირად წარმოედგინა ბელას ალბათ :დდ საწოლში მირთმეული ცხელი ყავით, კრუასანებით და წითელი ვარდით :დდ მაგრამ ნურას უკაცრავად თავად ლუციფერის ხახაში აღმოჩნდნენ და ოოო როგორ მაინტერესებს რა მოხდებააა..
ალბათ ფინალიც მალე იქნება ხოო? როგორ მივეჩვიე შენს ისტორიებს მათ გარეშე ვეღარ წარმომიდგენია.
ბაჩოო ბიჭო რა კარგი ხარ რა კარგიი ❤️❤️❤️

შუშბარა და მჩქეფარე :Dმართლა როგორ არ დავაცადე,უგულო მე ვარ მგონი :DD მაგრამ ბევრი საქმე აქვთ და სიამოვნება მოიცდის ;დდდ ფინალი ახლოვდება,კი :( ძალიან არ მინდა,მაგრამ გაწელვაც არ ღირს :(

 


№18  offline წევრი kethrine

რატომ აქამდე არ ვიცნობდი შენ შემოქმედებას, საკუთარ თავზე ვბრაზობ, მხოლოდ ის თუ გამამართლებს რომ დრო არ მქონდა...

სიმართლე რომ გითხრა თავიდან ლორელაის პოსტიდან მოგაქციე ყურადღება ❤❤❤❤❤ ძალიან საყვარელი, პოზიტიური და ძალიან ძალიან ჩამთრევი პერსონაჟები გყავს. უგრძნობი და უგულო ბაჩომაც კი შეძლო სიმპათიების დამსახურება, გოგონების ოთხეულზე არაფერს ვამბობ. გრინჩი მომნატრებია თავისი წინსწრებული ენით ❤❤❤❤❤ მოკლედ არ ვიცი რა გითხრა, მართლა ძალიან საინტეროსოდ წერ, მაგიურად, შენეულად. . . მოხარია რომ წერ და მიხარია რომ გკითხულობ. წარმატებები ჩემო კარგო, ულევი მუზა და დრო გქონოდეს დასაწერად ❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

kethrine
რატომ აქამდე არ ვიცნობდი შენ შემოქმედებას, საკუთარ თავზე ვბრაზობ, მხოლოდ ის თუ გამამართლებს რომ დრო არ მქონდა...

სიმართლე რომ გითხრა თავიდან ლორელაის პოსტიდან მოგაქციე ყურადღება ❤❤❤❤❤ ძალიან საყვარელი, პოზიტიური და ძალიან ძალიან ჩამთრევი პერსონაჟები გყავს. უგრძნობი და უგულო ბაჩომაც კი შეძლო სიმპათიების დამსახურება, გოგონების ოთხეულზე არაფერს ვამბობ. გრინჩი მომნატრებია თავისი წინსწრებული ენით ❤❤❤❤❤ მოკლედ არ ვიცი რა გითხრა, მართლა ძალიან საინტეროსოდ წერ, მაგიურად, შენეულად. . . მოხარია რომ წერ და მიხარია რომ გკითხულობ. წარმატებები ჩემო კარგო, ულევი მუზა და დრო გქონოდეს დასაწერად ❤❤❤❤❤❤❤❤❤

უდიდესი მადლობა❤️❤️❤️ ბედნიერი ვარ,რომ წერა დავიწყე , თავად პროცესიც სასიამოვნოა და შემდეგ ასეთი შეფასებები❤️ მართლა განაბედნიერე❤️

 


№20 სტუმარი შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს

შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს იმიტო რო შინაარსითაც და გრამატიკულადაც სწორია და კარგი საკითხავია❤❤პს შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე წიგნი მითებზე,ლეგენდებზე,მაგიაზე

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს
შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს იმიტო რო შინაარსითაც და გრამატიკულადაც სწორია და კარგი საკითხავია❤❤პს შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე წიგნი მითებზე,ლეგენდებზე,მაგიაზე

დიდი მადლობა ❤️ ძალიან მახარებს ეს შეფასება❤️
რაც შეეხება წიგნებს,მე მაგია ჰარი პოტერმა მასწავლა,დღემდე აქტიურად ვკითხულობ <3
ტოლკინი რა თქმა უნდა,თუმცა “ყინულისა და ცეცხლის გალობა” ის წიგნია,რომელიც ბოლომდე მითრევს, ყველანაირად/ “მეტრო 2033-2035” არც მაგიაზეა და არც სიყვარულზე,მაგრამ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია,პოსტაპოკალიფსურია . კიდევ ერთი “ორშაბათი იწყება შაბათს” უმაგრესია,მსუბუქი,სახალისო და შთაგონების წყარო <3

 


№22 სტუმარი დჯდჯდ

როდის დადებ შემდეგს?

 


№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

დჯდჯდ
როდის დადებ შემდეგს?

დავამატე უკვე და დამუშავების რეჟიმშია❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent