შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ას ოთხმოცი მარგალიტი (დასაწყისი)


21-09-2018, 02:06
ავტორი lukakhati
ნანახია 592

ას ოთხმოცი მარგალიტი (დასაწყისი)

ივოსთვის ეს ცხოვრება დამღლელია. ყოველდღიურობას რუტინას უწოდებს. გრძელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებული შვებას სულაც არ გრძნობს. მხოლოდ ერთი აწუხებს - სხვალინდელი დღე არაფრით განსხვავებული იქნება.
ცხრა საათზე უნდა ადგეს, სკოლაში წავიდეს, ორზე - მუსიკა, ოთხზე- ინგლისური. შემდეგ სახლი, ყრუ სადილი. ისევ ღამე. ძილი - როდესაც ამ ყველაფერზე ფიქრობს ეჩვენება, რომ ეს სიტყვების გარშემო ყველას ესმის.
როგორც გუშინ,დღესაც რამდენიმე წამით კართან ჩერდება, გარშემო იყურება და, როდესაც დარწმუნდება მარტოობაში, ნელი ნაბიჯით მისაღებისაკენ ფრთხილად მიიწევს. კიბესთან ლიზა ხვდება. თავის დაკვრით ესალმება. იატაკს მზერას არ აშორებს, ბატონისშვილს თვალებს თავს არიდებს ისე ართმევს ჩანთასა და ქურთუკს.
საკუთარ ამბავში ჩაძირულ ივოს ერთხელაც არ მოსვლია აზრად ეკითხა ლიზასთვის, თუ რას ფიქრობდა ის ცხოვრებაზე. ლიზა მოახლეა, არ ფიქრობს, არ გრძნობს, არ უყვარს, არ სძულს. ყველანაირ შემთხვევაში ივოს ბავშვობიდან ასე ასწავლეს. მანაც დაიჯერა, რომ მას ჰქონდა ის, რაც ლიზას ვერასდროს ექნებოდა.
...თუმცა ივო არ ყოფილა თავისუფალი, არც ლიზა იყო, ამ სახლში არავინ იყო.
-ვახშმად რას ინებებთ? - ჩვეული მოკრძლებით ეკითხება ბატონ ივანეს. თვალს კვლავ არ უსწორებს.
უკვე დიდი ხანია აღარავინ აქცევს ყურადღება თეთრი წინსაფრის მიღმა დამალულ ლიზას. ვერავინ ამჩნევს, თუ როგორ დამშვენებულა წლების განმავლობაში. ამ სახლში ათი წლის მოიყვანეს. ნინოს, ივანეს დედის, სურვილით. ობლადდარჩენილიმა გააზრებაც ვერ მოასწრო ისე გახდა ამ კედლების ნაწილი, მათსავით უფერული, არაფრისმთქმელი. არც ოჯახის დიასახლის უჭირს ფილათროპის იარლიყის მორგება.
სადილის დროს, მეგობრებთან ერთად ბევრჯერაც ტრაბახობს. ეძახის საჩვენებლად, კოხტ, კოპწია კაბაში გამოწყობილ ლიზას და ამაყად ამბობს:
-აი, ეს არის ლიზა - გონებაში ამატებს - მოახლე, არ ფიქრობს, არ გრძნობს, არ უყვარს, არ სძულს.
-არ მშია. დედა და მამას სად არიან?
-დააგვიანდებათ.
-რა თქმა უნდა! ოთახში ვიქნები. არ შემაწუხოთ.
-როგორც ინებებთ.
...ამ კიბეზე შორდებიან ერთამენთს ყოველდღიურად ივო და ლიზა. ზევით, გულგრილად მიუყვება კიბეს ბატონისშვილი და კვლავ ხვალინდელ განრიგს იმეორებს. ცდილობს შეეჩვიოს, შეიყვაროს, მაგრამ არ გამოსდის. ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს, თითო საათს გეგმავს და ხვდება, თუ რამდენად ჰგავს ეს კიბე მის ცხოვრებას. ორივეს მხოლოდ ერთი სახელი აქვს - უაზრო.
...ქვევით, სამზარეულოსაკენ მიმავალი ლიზაც ფიქრობს. წინსაფრის ქვევით დამალულ, მოპარულ, ძაფზე წამოცმულ მარგალიტზე ფიქრობს.
1
-ლიზა, დედა ოთახში გიხმობს - სამზარეულოში შესძახა სკოლისაკენ მიმავალმა ბატონის შვილმა.
“გიხმობს” - რა აუტანელია ეს სიტყვა. ვერც კი შეამჩნია ლიზამ, ისე გახდა მისი ცხოვრება სხვისი საკუთრება. ხშირად ეკითხება საკუთარ თავს,თუ რატომ არის ვალდებული ეს ყველაფერი აიტანოს. ხანდახან ამ სახლის მიტოვებაზეც ფიქრობს, მაგრამ ვერსად წავა. როგორ ნათლადაც არ უნდა წარმოიდგინოს საკუთარი ცხოვრება, შორს, პატარა სახლში, სადაც თავისუფალი იქნება, ის ვერ გაექცევა აზრს, რომ დავალებულია.
ხო, მას გადაუხდელი ვალი აკისრია და მართლაც ამ წლების შემდეგ ლიზაც შეერწყა ამ უფერული სამზარეულოს კედლებს. მისგანაც არაფერი დარჩენილა სახელის გარდა, რომელსაც ვერავინ გაიგებს. - ამ ყველაფერზე საძინებლისაკენ მიმავალი, დაქანცული მოახლე პირველად არ ფიქრობს. ნაბიჯს მძიმედ დგამს და თავს არ აძლევს უფლებას მზერა იატაკს მოაშოროს. შეხედოს მდიდრული ჭაღებით მორთულ ჭერს, სხვადასხვა ორნამენტით დამშვენებულ კიდეებს. საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას დატკბეს. ეს ადგილი შეიყვაროს, სახლი უწოდოს. ის ხომ მოახლეა - არ უყვარს, არ სძულს. მას მუდამ თან სდევს ჩრდილი, რომელიც ახლაც უჩურჩულებს - “არარაობა ხარ” “ აქ შენი ადგილი არ არის”.
-მიხმობდით, ქალბატონო?
-შემოდი ლიზა, ყელსაბამი გამიწყდა. - მომზადებაში გართული თვალს საკუთარ ანარეკლს არ წყვეტს. - იქნებ დრო გამონახო და ოთახში გაფანტული მარგალიტები შეაგროგო?
-რა თქმა უნდა, ქალბატონო.
-გვიან დავბრუნდებით, ივანე გააფრთხილე ჩვენს გარეშე ივახშმოს.
-მაპატიეთ, მაგრამ ,ჩემი აზრით, უმჯობესია თქვენ დაუბაროთ. ყოველთვის ჯიუტდება, როდესაც შინ არ ხართ...
-ამის დრო არ მაქვს. -სიტყვა გააწყვეტინა. ნინომ წლები შეალია საკუთარი თავის შექმნას და ცხადია არავის მისცემდა უფლებას მისთვის ცუდი დედა ეწოდებინა- როგორ დამღალა ამ ბავშვის უაზრო ქცევამ - ამბობს უმისამართოდ. ისე,თითქოს ოთახში მარტო იყოს. - შეეცადე ყურადღება მიაქციო.
-დიახ, ქალბატონო.
...-ერთი,ორი,სამი. - ნინოს ოთახიდან გასვლის შემდეგ დავალების შესრულებას შეუდგა. მარგალიტები მთელს ოთახშია გაბნეული. არ იცის ლიზამ, თუ რამდენი უნდა იპოვოს, არც ის იცის, როდის დააღწევს თავს აქაურობას, დანამდვილებით არაფერი იცის.
-თერთმეტი,თორმეტი, ცამეტი - ხმამაღლა ითვლის და ფიქრობს სად წავიდეს, ვის სთხოვოს დახმარება. არა, მას აღარავინ ჰყავს, ამიტომ უნდა შეეგუოს ტყვეობაში ცხოვრებას.
-ოცდაერთი,ოცდაორი - მგონი მორჩა. ოთახი რამდენჯერმე დაათვალიერა ვერაფერი ნახა.
სიამოვნებს ლიზას ხავერდის ფარდებთან შეხება. მდიდრულად მორთულ ოთახში ტრიალი.
-ივანე - იძახის უმისამართოდ - ლიზას დაუძახე. სამკაული გამიწყდა - იცის, რომ მისი არავის ესმის, დარწმუნებულია, რომ ვერავინ ხედავს. კარადიდან, ქალბატონის კაბას იღებს. თვალით იზომავს, საკუთარ თავს ხატავს.
...სინამდვილეში ლიზას აღარ აქვს სურვილი დახატოს საკუთარი თავი. მან ჯერ კიდე დიდი ხნის წინ დაივიწყა ვინ იყო და ერთადერთი სურვილი დაეუფლა - ყოფილიყო ნინო და არასდროს ყოფილიყო ლიზა. ეს სახელი თითქოს მისთვის დაღი გახდა, რომელმაც აიძულა შეგუებოდა საკუთარ ყოფას.
მას ეზიზღებოდა საკუთარი სახელი, ის არის ვიღაცისათვის მოახლე, ვიღაცისათბის ობოლი, მაგრამ ის არ არის თვითონ და მხოლოდ ერთი აზრი არ ასვენებს - რა დიდებული სანახავი იქნება მოახლე ბატონის ქალის კაბაში. ყველა გაოცდებოდა, აღშფოთდებოდა - სწორედ ამას წარმოიდგენს საკუთარ ანარეკლს მიშტერებული და წამითაც არ ფიქრობს, რომ ის, ვის ანარეკლსაც საკუთარს უწოდებს, სხვაა.
-ლიზა! ივანე მოვიდა. - მარინას ხმა ლიზას ძველ ერთფეროვნებას უბრუნება. მარინა მზარეულია, თუმცა ის ფიქრობს, გრძნობს, უყვარს, სძულს.
-რას ვაკეთებ? - კითხა უმისასართოდ საკუთარ თავს და ყველაფერი ძველ ადგილას დააბრუნა. შეგროვილი მარგალიტები ზარდახშაში ჩაყარა და ის იყო, ოთახიდან გამოდიოდა, რომ ფანჯრიდან შემოსული, ჩამავალი მზის შუქი, სარკისებრმა საგანმა აირეკლა.
...ეს ოცდამესამე მარგალიტი იყო. ყოველ შემთხვევაში ლიზა ასე ფიქრობდა.
წამით ზარდახშისაკენ წავიდა, თუმცა გადაწყვიტა რაღაც მაინც შეენახა , რაც იმ ცხოვრებასთან დააკავშირებდა, რომელიც არასდროს ექნებოდა.
...გრძელ, შავ ძაფზე წამოაცვა, მარგალიტი წინსაფრის ჯიბეში დამალა. სიმძიმე იგრძნო.
ეშვებოდა ლიზა კიბეზე ივოს შესახვედრად და თითქოს მის ნაბიჯების ხმას შერწყმილი მარგალიტის წკრიალის ხმა ამბობდა :
“გამარჯობა,მე ვარ ლიზა, მოახლე. არ ვფიქრობ, არ ვგრძნობ, არ მიყვარს არ მსძულს.”
2
-გამარჯობა, მარინა დეიდა. როგორ გიკითხოთ?
-ბედნიერი დღე, ჩემო კარგო. ივანე ოთახში ავიდა. ხილს მოვუმზადებ. თუ არ შეწუხდები აუტანე.
-არ მესმის, როგორ შეგიძლიათ ამ ბავშვის ყოველი ახირების ატანა.
-ლიზა, მომისმინე. მე აქ შენამდე, ძალიან დიდი ხნის წინ მოვედი. ივანე ჩემს ხელში გაიზარდა. გეთანხმები- ბავშვობიდან რთული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ის არ არის დამნაშავე. მას არასდროს ჰყოლია გვერდით მშობელი. მე კი მისი მესაიდუმლე ვიყავი. ვიცი, შენ არ გესწავლება, თუ რა რთულია ობლობა, თუმცა არც პატარა ბატონი განსხვავდება დიდად შენგან.
-კი, მაგრამ…
-ვიცი, ეს გასამართლებელი მიზეზი არ არის, თუმცა ის საკუთარ თავს ამით არ ამართლებს. უბრალოდ ჭირვეულობს და ამით ცდილობს საკუთარი გაღიზიანება გამოხატოს. გამიგონე, ივანე ჭკვიანი, კეთილი ბავშვია და , რაც მთავარია… - რამდენიმე წამი შეყოვნდა, სამწარეულო შეათვალიერა. დარწმუნდა, რომ აქ მათ გარდა არავინ იყო. საუბარი ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით განაგრძო- რაც მთავარია დედას არ ჰგავს.
-ალბათ, მართალი ბრძანდებით.
-ვინ იცის… იცი, ყოველ სახლში შეგიძლია იპოვო ის, რაც მასთან სამუდამოდ დაგაკავშირებს. მე ივანე ვოპოვე - პატარა, თაფლისფერთვალება ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა ძილის წინ ჩემი ზღაპრების მოსმენა. ბავშვი, რომელმაც კვლავ გააღვიძა ჩემში დედობრივი გრძნობები, ამიტომ ვარ დღემდე აქ - ხილის დაჭრას შეეშვა, ორივე ხელით მაგიდას მაგრად ჩაეჭიდა და მზერა ჭერს მიაპყრო - ვერ აღგიღწერ, თუ რას ჰგავს ეს შეგრძნება. ბავშობაში ძალიან მიყვარდა წვიმაში სეირნობა. ხო, როდესაც ყველა სახლისაკენ გარბოდა, მე საპირისპირო მიმართულებით მივაბიჯებდი, ყოველი წვეთის დაცემის ხმას ვუყურადებდი. ვიცოდი, რომ სახლში მისულს დედა სველს რომ მნახავდა აუცილებლად მისაყვედურებდა, თუმცა ამასაც არად ვაგდებდი. ჩემს სხეულს მოდებული წყალი მათავისუფლებდა, ვლივლივებდი წვეთებთან ერთად. მიჭირს ავხსნა, თუ რას ვგრძნობდი, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ივანე ამ შეგრძნებებს ვერასდროს ეზიარება. სწორედ, ამიტომ მებრალება და მინდა შევძლო ვასწავლო ის, რისი სწავლებაც მის მშობლებს არ შეუძლიათ.
-თქვენ თავისუფლებას გრძნობდით. - შეუძლებელია ვერ შეამჩნიო ის ცივი სევდა, რომელმაც ლიზას ბაგეებიდან წამოსული სიტყვები გაყინდა.
…ლიზამ არ იცის რა არის თავისუფლება. შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ დაივიწყდა. მოახლემ თავისუფლების გემო, დიდი ხნის წინ დაივიწყა…
-შეიძლება. თავისუფლება საკმაოდ საშიშია.
-ალბათ.
-შეხედე! რა ლამაზი გამოვიდა. - ლანგარზე რამდენიმე ფენად დალაგებული ხილი გაუწოდა. ლიზაც გაეცინა:
-საოცარი ადამიანი ხართ. ამ სახლში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, კვლავ შეგიძლიათ იზრუნოთ, რომ თქვენი მომზადებული ხილის ასორტი ფერებში ეწყობოდეს ერთმანეთს.
-ეს ჩემი არჩევანია, საყვარელო. ეს ის სილამაზეა, რომელიც ადამიანს ხალისს მატებს.
-ყოველთვის ძალას მმატებს, თქვენთან საუბარი.
-მოხარული ვარ. ახლა კი, თუ შეგიძლია ოთახში აიტანე.
-რა თქმა უნდა.
ეს გრძელი, მეორე სართულისაკენ მიმავალი კიბე დიდი ხანია გახდა ლიზას მესაიდუმლე. ყოველთვის, როდესაც ზევით მიდის ფიქრობს. ახლა, ის აღარ ოცნებობს ბატონობაზე. აღარც ქალბატონის კაბებისა და სამკაულების მორგებაზე ოცნებობს. უბრალოდ თავში იმეორებს მარინას სტიყვებს და ძალიან უნდა გაიხსენოს, თუ რა უყვარდა ბავშვობაში, როდესაც იყო გაუცნობიერებლად ბედნიერი.
ფანჯარასთან ჩერდება. ცალ ხელს ლანგარს უშვებს და წინსაფარში დამალულ მარგალიტს გადაგდებას უპრებს. არ უნდა აკავშირებდეს რაიმე იმ ადამიანთან, რომელიც სხვებს თავისუფლებას ართმევს, მაგრამ, როდესაც დამალულ საგანძურს ეხება, ჩერდება. შავ ძაფზე ერთის მაგივრად ორი მარგალიტი დახვდა. ნუთუ, რაიმე შეეშალა? არა, ნათლად ახსოვს, რომ სწორედ ერთი მარგალიტი მოიპარა.
...ამჯერა წინსაფრის ჯიბეში აღარ მალავს. სამკაულს ყელზე იკეთებს. მარგალიტების შეხების ხმა კი ჩურჩულებს :
“ეს არის მარინა, მზარეული, ის ფიქრობს, გრძნობს, უყვარს, სძულს”

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი cota boroti

sakmaod saintereso chans
velodebi shemdegs
momewonaa

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

cota boroti
sakmaod saintereso chans
velodebi shemdegs
momewonaa

ძალიან გამეხარდა ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი დეფნე

ეს ისტორია დევს უკვე და ხელმეორედ რა საჭიროა ვერ ვხვდები

 


№4  offline ახალბედა მწერალი lukakhati

სტუმარი დეფნე
ეს ისტორია დევს უკვე და ხელმეორედ რა საჭიროა ვერ ვხვდები

განვრცივა გადავწყვიტე ის რაც დევს იქნება დასასრული ახლა წინა ამბავს ვუწერ :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent