შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსალოდნელი საფრთხე (თავი 8)


21-09-2018, 19:45
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 351

მოსალოდნელი საფრთხე (თავი 8)

-ჰო, მას სისხლის გათეთრება სჭირს, საკმაოდ რთულადაა.. - პასუხობს გოგონა, ისე რომ ზედაც არ უყურებს.
-ყავა ან რამე ჰო არ გინდა ? - ზვიადი ისევ აჩენს თავს ადამიანად, რომელმაც არ იცის სიტუაციის შესაბამისად მოქცევა.

ის ხომ ადრეც ასე იყო...
წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ შეიძლებოდა მიას სიამოვნება. იმის მაგივრად რამე სიმბოლური, საინტერესო ეჩუქებინა, ცდილობდა კარტოფილიანი ღვეზელებით გამოეტენა. ალბათ ტყუილად არაა ნათქვამი, მამაკაცის გულამდე გზა კუჭიდან მიდისო. და რადგანაც ბევრ მათგანს ქალიც თავისნაირი ჰგონიათ ეპატიჟებიან შაურმაზე ან კიდევ უარესზე - კარტოფილიან ღვეზელზე.

-შენ კარგად ხარ ? მოკლედ, მიხედე შენს საქმეებს - თავს ხრის და ტელეფონს იღებს, უნდა ოდნავ მაინც განიტვირთოს, განდევნოს რეალობის საშინლად დაძაბული ენერგია. ყოფილი კურსელის პოსტს აწყდება, სადაც შონ აბრამის ძალიან საინტერესო ლექსი, თუმცა ეს არაფერი; ყველაზე მეტად მისი თანადროულობა იზიდავს.
„არავინ არის,
ვისაც ეტყვი რომ გტკივა და გეტყვის
- გეტკინოს.
ყველა იმედებით გავსებს,
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ეს საშინელებაა.
ეს გულისამრევია.
თუ ჩემს გვერდით ხარ,
ჩემს საშველად მოდი
და ჩემთან ერთად დაწექი ჯოჯოხეთთან.
ის, რომ ხვალინდელი დღე,
პოზიტივია,
საშინელი მოსასმენია.
მირჩევნია მითხრა:
- შენ ჯოჯოხეთში ხარ
და აი ჩემი ხელი,
მეც შენს გვერდით ვარ.
მოდი და ერთად
გვტკიოდეს.“

ამთავრებს თუ არა, ცრემლები ადგება თვალზე...
„მაინც ვის აინტერესებს რა გვტივა ან როგორ ვართ ? ექიმი არსებობს ფიზიკური ტკივილისთვის, აი, სულის ჭრილობები კი არავის აინტერესებს...“
ფიქრებში ღრმად ეშვება მია, როცა უკნიდან ხმა ესმის, მისი სახელი..
-მია ! - აჩი ოდნავ უღიმის გოგონას.
-აქ რა გინდა ? - გაკვირვებას ვერ მალავს გოგონა და ტელეფონს ჯიბეში იდებს.
-ზვიადს რა უნდოდა აქ ?
-ეჭვიანობის სცენებისთვის მოხვედი აქ, აქ, ამ დროს ? - ხმას ოდნავ უწევს მია და მამაკაცს თვალს არიდებს.
-რა უნდოდა - მეთქი.
-ღმერთო ჩემო ! დედა ყავს ცუდად, ამის დედაც.. თუ კიდე რამე მსგავსის თქმას აპირებ, სჯობს წახვიდე აქედან. თან მამაც აქაა, ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინე.
-როგორ გიყურებდა ... - ისევ თავისას აგრძელებს.
-როგორ მიყურებდა ? ყურებისთვის ვუჩივლო ? რამე ინტიმური ჰო არ უელავდა თვალებში ?
-აუ, მია. შენ ასე ირონიით ნუ მელაპარაკები.
-აბა, რა გინდა ? შენთან ვარ, შენ კიდე რაღაც სისულელეებზე ჭედავ... მღლი, რა ! - პალატისკენ მიდის მია, სადაც ექიმი ელოდება. უკვე აღარ შეუძლია აჩის მოსმენა, მისმა სულელურმა გამოხტომებმა ლამისაა ჭკუიდან გადაიყვანოს.
რამდენიმე წლის წინ წაკითხული „ილიადა“ ახსენდება, უფრო სწორედ, მისი ერთი მონაკვეთი, რამაც ადრეც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა - აქილევსის რეაქცია პატროკლეს სიკვდილზე... უკიდრესი ხარისხით როგორ ეჭვიანობდა მკვდარზე...
ეს ფაქტი თავიდან აზრს მოკლებულად ჩათვალა, შემდეგ, საკმაო ფიქრის შემდეგ, დაასკვნა - ალბათ ძალიან უყვარდაო..
მაგრამ ეჭვიანობის ზედმეტი გამოვლინება იქნებ სულაც არაა სიყვარული, უბრალოდ უნდობლობაა ? თქვენ რას ფიქრობთ, მკითხველო ?
რადგან ეჭვს მეცნიერები „ინტელექტუალურ ილუზიასაც“ უწოდებენ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თვალები ავიხვიოთ და ადამიანებს, რომლებიც სისხლს გვიშრობენ ეჭვებით, თავზე ხელი გადავუსვათ ?

-მისი ნახვა უკვე შეგიძლიათ.
-ახლავე შევალ - რამაზი ორ ნაბიჯს ცოლის პალატისკენ დგამს.
-არა, თქვენ ვერა.. ჯერ შვილის ნახვა უნდა და თანაც მარტო - ამ სიტყვებზე მიას კანკალი ეწყება, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. შვილის ნახვაო, ლამისაა მიწა ფეხქვეშ ჩაუსკდეს და ძირს სადღაც ზღართანი მოახდინოს.
-თქვენ შებრძანდით - ექიმი უმეორებს გოგონას, რომელიც ლამისაა გაეთიშოს რეალობას, იმ რეალობას, რომლისაც ასე ეშინოდა, ახლა კი უფრო მეტად აშინებს.
-დე, მოდი, აქ ! - მანანას მკაცრ ხმას ერევა. მიას ცივი ოფლი ასხამს, თითქოს მთელი კაცობრიობის ცოდვა მხრებზე აწვეს.
-მამაშენმა არ უნდა გაიგოს, ჩვენ შორის დარჩეს, ოღონდ იმ ბიჭს აღარასდროს შეხვდე.... დამპირდი !
-ჰო, მარა.............დეე... - გოგონა ყინულივით ხდება. აბა სხვა რას ელოდა ? არც არაფერს. კიდევ კარგად წავიდა საქმე. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობს.
-არ თქვა მიყვარსო, ვუყვარვარო ? რომ ყვარებოდი, მოითმენდა ქორწილამდე...
-დეეე......
-ხმა ჩაიგდე, თუ არ გინდა, მთელ ქვეყანას მოვდო..
ცრემლები ადგება მიას თვალებზე. აჩი ხომ ძალიან უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კამათობს მასთან, მის გარეშე არ იცის, რა უნდა ქნას, როგორ უნდა იცხოვროს.
ახსენდება პირველი შეხვედრა, მეორე, მესამე... ამ დროს მისგან „სმს“- იც მოსდის, მაგრამ აზრი ?! ისეთი თვალებით უყურებს მანანა, ვერც კი ინძრევა.. გრძნობს, რომ ყველაფერი ფეხქვეშ ეთელება...
„რა იქნება მერე ? რა იქნება მის გარეშე?“ - ფიქრობს გოგონა და ორი ნაბიჯით კარებისკენ მიიწევს.
-დამიჯერებ ? - ტონი კიდევ უფრო უმკაცრდება მაიას.
პასუხად მია თავს უქნებს, მაგრამ ქალს არ აკმაყოფილებს...
-მითხარი, დამიჯერებს - მეთქი ?
-დაგიჯერებ ! - თავს ძალით წევს მაღლა და დედისკენ ოდნავ აპარებს მზერას. ახლა მისი შეხედვაც კი საშიშია.

***
სახლში შეშლილი ბრუნდება. საერთოდ ვეღარაფერს გრძნობს, თითქოს დედამიწაზე ცხოვრება უკვე სრულდებაო..
„გავრეკაააააააააააავ !“ - ფიქრობს ხმამაღლა, მაგრამ წესიერად ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ესმის.
უნდა ყავა დალიოს, მადუღარას იღებს, მაგრამ ეგეც ავიწყდება...
-გადმოდის.. გადმოდის, როგორც ეს სასტიკი ცხოვრება... - სასოწარკვეთა ნელ-ნელა უტევს..15 წუთში ისევ ცდილობს ყავის მოდუღებას და ახერხებს კიდეც, მაგრამ გემო ოდნავაც არ მოსწონს, მისი სურნელიც კი არ სიამოვნებს, არადა აქამდე როგორ იზიდავდა..
-მგონი, მართლაც მოვკვდი.. მანანაააააააა ! - დედის გახსენებაც კი ზარავს, მაგრამ ცდილობს მსგავსი ფიქრები მოიშოროს.

***
დილას ადრე დგება, სპეციალურად იმიტომ, რომ აჩი სამსახურამდე ნახოს. კიბეებთან ხვდებიან. გოგონა უხალისოდ პასუხობს მის ჩახუტებას, თითქოს ამპუტირებული აქვს სხეულის ნაწილები.
-როგორ ხარ ? - ეკითხება აჩი და თვალებში უყურებს.
-ჰო ხედავ... - უაზროდ პასუხობს და მოძრაობას იწყებს. ერთ ადგილზე დგომა ხომ დეპრესიის ერთ-ერთი ბიძგია.
-ლამაზად კი ხარ.. - აჩი კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, მაგრამ ზარი აწყვეტინებს.
...
-ჯერ ვერა.
...
-არ ვიცი, ზუსტად როდის...
...
-6ისთვის..
შემდეგ თიშავს.
-ვინ იყო ? - სასხვათაშორისოდ ეკითხება მია.
-არავინ.
-ვინ იყო ? - იმეორებს გოგონა.
-რაღაც საიდუმლოები ჰო უნდა არსებობდეს.
-მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე. შენ რა ცდილობ ვითომ სამაგიეროს გადახდას ? - ეცინება მიას და მამაკაცს შორდება.
-მია, ნუ მეკითხები ათას რამეს, რა.
-კაი. წავედი, მაშინ.. მეჩქარება, იქნებ რამე სამსახური ან მაგდაგვარი ვიპოვო.
***
საღამოს სრულიად დაღლილი ეშვება საწოლზე. მოსწავლეებიც ვერ იშოვა, არადა მათემატიკა მშვენივრად იცის, კარგადაც აუხსნა. აბა, რატომ უთხრეს უარი ?!
ალბათ იმიტომ, რომ საქართველოა, სტუდენტი და 10 წლიანი პრაქტიკის უქონელი არ უნდათ... საიდან ამდენი უნდობლობა ?
ეჰ, არადა რამდენი დრო დახარჯა. დროც ჯანდაბას, მაგრამ დაახლოებით 2 საათი ამოიხრჩო საცობში. რა გაეწყობა, ქართველი კაცი „დღე მეხვალიეობის“ ჩარჩოებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა. სექტემბერში, როცა გზის დაგებას უნდა ამთავრებდეს, აგებს.. ვის გაუგია ?
სააბაზანოში შედის, შხაპი უნდა მიიღოს, შემდეგ კი ანკა ნახოს, მაგრამ ტელეფონის ზარი უკან აბრუნებს.
-მია, არაფერი გაქვს სანერვიულო და საეჭვიანო.
-ვინ გითხრა, რომ ვეჭვიანობ ?
-მაიას შევხვდი, საბოლოოდ გავწყვიტე ჩვენს შორის არსებულის ძაფები.
-რა ძაფები, ამდენი ხანი რა ვერ დაამთავრე ? ეგ შენი ყოფილი ვინ ჩემი ფეხებია, აი, მაგრად ა...
-დაწყნარდი..
-წადი. შერიგებაშიც ჰო არ დაგეხმაროთ ?
-მია..
-მ - ზე იწყებოდა შენი ყველა გოგოს სახელი, არა ? სტატისტიკაც კი მითხარი ადრე.. ახლა ყველაფერს თავზე დაგაყრდი. გახსოვს გადაჯოკრვაზე რომ ამბობდი ? შენ საერთოდ რამე გესმის ?
-მია, მე შენ მიყვარხარ სასუფევლამდე და მის იქით...
-შენი უაზრო მეტაფორა- შედარებანით დაახვიე ! - ტელეფონს თიშავს და საშხაპეში შედის..
„ყველა ერთნაირიააო ... ვაჰჰ.... მარტო ყოფნა სჯობდა.. იქნებ უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ გამეცნო. უნამუსო საქონელი“ - ხმამაღლა იწყებს ფიქრს, მაგრამ წყვეტს, ახსენდება აჩის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, გაბრაზებულმა, მიახალა, ხმამაღლა ფიქრობო.

ანკას სანახავად მაინც მიდის, იქვე პარკში ელოდება, ხანს სკამზე იკავებს ადგილს, ხან ფეხზე დგება.. როგორც ჩანს, მისი მეგობარი აგვიანებს. ტელეფონს იღებს და მუსიკის მოსმენას იწყებს. ყველანაირად ცდილობს, სამყარო შეცვალოს, განსხვავებული ცხოვრებისკენ აიღოს გეზი.
-ვაა, მია.. - აჩი უკნიდან ეპარება.
-აქ რა გინდა ? - ფეხზე სასწრაფოდ დგება გოგონა და ვეფხვისებური თვალებით უყურებს აჩის.
-საუბარი მინდა..
-რა საუბარი ? ჰო ხედავ ბევრ რამეში საერთოდ ვერ ვეწყობით ? ალბათ მეტი რამ რომ გქონდეს წაკითხული, სულ სხვანაირად იაზროვნებდი..
იცი, ინტელექტუალ მამაკაცზე სექსუალური არაფერია... წიგნი რომ უჭირავს და მთელი გრძნობით ფურცლავს, ნებისმიერ გამობერილ კუნთზე მეტად მიზიდავს..
შენ კი, ბოლოს რა წაიკითხე ? რამდენჯერ გამოგატანინე წიგნი, მაგრამ აზრი ? - აზრებს ერთმანეთს არეულად აყრის და სუნთქვა აჩქარებული შორდება მამაკაცს.
-რა ხდება ? - სიგარეტს უკიდებს აჩი და იკუზება, ე. წ „ბირჟის“ პოზაში.
-რა უნდა ხდებოდეს ? ვიღაც მაიებთან თურმე ვერაფერი დაგიმთავრებია ჯერ და თან აქეთ მე მპირდები მარადისობას, მეც კაი სულელი ვარ..
-არაფერი... არაფერი არ გესმის.. იმიტომ გითხარი, რომ არ გეეჭვიანა.
-შენ ახლა მეჯიბრები ?
-რა მიწერე მაშინ იმ ტიპებს, თქვი !
-არც არაფერი.. კომუნიკაბელურობა და ელემენტარული ზრდილობა ბევრად განსხვავდება ყოფილებთან საქმეების რჩევისაგან. წავიდე ახლა და მეც ვარჩიო საქმეები ?!
-გოგო, გაჩერდი, კიდე ნუ ძაბავ.
-წავედი, იყავი მანდ და მტირალ მოყმედ იქეცი, უფრო სწორედ, მწეველ, ბოდიში ! - უკან მიუხედავად მიდის, აჩი კი მეორე ღერსაც უკიდებს, ან იქნებ მესამეს, ვინ იცის.. პირველი შემთხვევაა, როცა უკან აღარ მოყვება..

____
მაპატიეთ დაგვიანებისთვის.
გონებაში დიდი ქაოსი მაქვს და ვერ მოვაბი თავი...
მიყვარხართ ყველანი ! heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

სრულიად განსხვავებულად წერ და უფრო საინტერესო ხდება ისტორია. ცუდი ისაა, რომ პატარა თავებია და არასაკმარისია წასაკითხად

 


№2  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი ქეთი
სრულიად განსხვავებულად წერ და უფრო საინტერესო ხდება ისტორია. ცუდი ისაა, რომ პატარა თავებია და არასაკმარისია წასაკითხად

ვეცდები, გავადიდო.
მადლობა ! heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

გილოცავ დაბრუნებას რაღაც ძაა გაგრძელდა რთველი ???? გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე. ახლა უფრო დაიძაბა სიტვუაცია და არც მომეწონა აჩის საქციელი, ახლა უკვე აღარც მინდა მასთან იყოს უფრო მეტს იმსახურებს

 


№4  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი ნათია
გილოცავ დაბრუნებას რაღაც ძაა გაგრძელდა რთველი ???? გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე. ახლა უფრო დაიძაბა სიტვუაცია და არც მომეწონა აჩის საქციელი, ახლა უკვე აღარც მინდა მასთან იყოს უფრო მეტს იმსახურებს

უკეთესი მარგალიტებიც იქნება...
არა, ჩამოსული ვარ კარგი ხანიაა.. უბრალოდ უნივერსიტეტი დაიწყო და ამასთანავე სხვა ბევრი საქმე მქონდა, რამაც ქაოსი გამოიწვია.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან ველოდები შემდეგ თავს,ეცადე მალე დადო.საინტერესოა,აი ისეთი რომ ვერ გამოიცნობ როგორ დამთავრდბა,მე კი ვფიქრობ რომ აჩიზე უკეთესს ნახავს

 


№6  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი ნინი
ძალიან ველოდები შემდეგ თავს,ეცადე მალე დადო.საინტერესოა,აი ისეთი რომ ვერ გამოიცნობ როგორ დამთავრდბა,მე კი ვფიქრობ რომ აჩიზე უკეთესს ნახავს

თუ მუზა არ გამექცა, დღეს ღამით დავდებ, თუარადა ხვალ მაინც heart_eyes heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინია

იცი ჩემია აზრია რომ როცა ადამიანი თავის გრძნობებზე ასე ამაღლებულად ლაპარაკობს ყველაფერი ასე დასამთავრებელი არ არიდ ნუთუ სიყვარული მოთმინებად და თავგანწირვად არღირს ძალიან არმინდა ამ მოთხრობის გმირებმა იმედები გამიცრუონ❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი ნინია
იცი ჩემია აზრია რომ როცა ადამიანი თავის გრძნობებზე ასე ამაღლებულად ლაპარაკობს ყველაფერი ასე დასამთავრებელი არ არიდ ნუთუ სიყვარული მოთმინებად და თავგანწირვად არღირს ძალიან არმინდა ამ მოთხრობის გმირებმა იმედები გამიცრუონ❤️

ვნახოთ, რროგორ გავაგრძელებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent