შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი" 12თავი


21-09-2018, 23:16
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 931

,,გურული ლამაზმანი

- ყოჩაღ თომა, ასე სროლა ვინ გასწავლა? სნაიპერი კი არა ნამდვილი კრეტინი ხარ. _ გამწარებული ყვირის მახარაძე და ჭრილობაზე ხელს იდებს.
- მაპატიე რა ლიკა, შენს უკან იდგა და სხვანაირად ვერ მოვკლავდი. ან შენ უნდა მომეკალი ან ის.
- ამიტომ მე მესროლე რათა, ძვალი გაგეხვრიტა და ტყვია მას მოხვედროდა?
- ძვალი არ გახვრეტილა, უბრალო ნაკაწრია.
- კადგი არაუშავს. გვამი  უნდა გადავაგდოთ.
- მოიცა არ დავკრძალოთ? _ გაიკვირვა ბიჭმა.
- როგორ ფიქრობ ეს სატანა, ღირსია მიწას მივაბაროთ?
- ეგრე ბევრი არ იმსახურებს, მაგრამ ხომ აბარებენ არა?
- კარგი ჰო.
- შენ წადი, ყველაფერს მე მივხედავ. _ სასაფლაოს ტერიტორია მალევე დატოვა, სახლში მისვლას არ აპირებდა ამიტომ პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მივიდა.
- ლიკა მახარაძე, როგორც გავიგე ჩემზე ძებნაა გამოცხადებული. _ ღიმილით ეუბნება მიმღებში მყოფ გოგოს.
- თუ შეიძლება ბატონ ლადო მახარაძეს გადაეცით, რომ ჩემი ნებით გბარდებით.
- დაკითხვის ოთახში წაიყვანეთ. _ მალევე გაისმა კაცის ცივი ხმა.
- ძალის გამოყენება არ არის საჭირო, ჩემით წავალ. _ ხელი აუქნია პოლიციელს. დაკითხვის კაბინეტის კარი თავის ხელით შეაღო და ადგილი დაიკავა.
- ახლავე მოვა დეტექტივი. _ მშვიდი ხმით ამბობს პოლიციელი.
- მე მხოლოდ ლადოს გავესაუბრები.
- კარგით. _ ბიჭის გასვლიდან ორ წამში, კარში  შავგრემანი კაცი შემოდის.
- როგორც ყოველთვის შარში ხარ. _ დანანებით ჩაილაპარაკა.
- ბიძი ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონია.
- ლიკა მე კი ვიცი, მაგრამ ამას მოსამართლეს როგორ აუხსნი.
- მტკიცებულება მაქვს, არანაირი გაყალბებული საბუთი. მე აღიარება მაქვს. ხომ იცი აღიარებას ყველაზე დიდი მტკიცებულებაა. მართალია დავაშავე, კი დამნაშავე ვარ. იქ ისეთი რამ არის რის შემდეგ ჩემი დაჭერაც მოგიწევს, თუმცა ღმერთს ვფიცავ მე ისინი არ გამიტაცებია. არც მამაჩემისთვის დამიშავებია რამე. ამას როგორ გავაკეთებდი? ხომ იცი როგორ მიყვარდა მამა? ის ჩემთვის ყველაფერი იყო, მის სიკვდილს მერჩივნა მე მოვმჯვდარიყავი.
- ლიკა ვახტანგი სად წაიყვანე? იცოდე მას თუ რამე დაუშავე, სამუდამო არ აგცდება. ხომ იცი არა ვისი ძმაც არის? ციხეში არავინ არ გაცოცხლებს.
- არ მეშინია. _ იღიმის.
- შენ რა ის მოკალი?
- ამ საკითხთან დაკავშირებით, დუმილის უფლებას ვიყენებ. ადვოკატის მოთხოვნის უფლება მაქვს, ასევე მაქვს უფლება გამოვიყენო ერთი ზარი.  თუ ამის უფლებას არ მაძლევთ, მაშ ნინის დაურეკეთ. უთხარით რომ კაკის ნახვა მინდა. _  იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
- გასაგებია. შენს ტანსაცმელს ბალესტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.
- მხოლოდ მას შემდეგ რაც, კაკის დაველაპარაკები.
- ლიკა ეს პოლიციაა, თავი სკოლაში არ გეგონოს. _ ბრაზი შეტყო ხმაში.
- შენ კიდევ ბიძაჩემი ხარ, მამაჩემის ერთადერთი ძმა. თუ ადვოკატს არ მომიყვან, კაკისთან მაინც შემახვედრე. და გპორდები შემდეგ ყველაფერს მოგიყვები.
- კარგი.   _ თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა.
_ ყავისფერი თვალები ერთ წერტილს გაუსწორა, თითქოს გრძნობდა როგორ აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას, დიდი სარკის უკან მყოფი პიროვნება. მის სახეს ვერ ხედავდა თუმცა მის მზერას გრძნობდა. უსიამოვნოდ დაუარა მთელს ტანში ჟრუანტელმა.
- როდის გახდი ასეთი ცივსისხლიანი მახარაძე? _ მშვიდი ხმით ეუბნება საკუთარ თავს. - განა ოდესმე იყავი ესეთი დაუნდობელი? შესაძებელია იყავი, მაგრამ ამას ვერ გრძნობდი. იქნებ არც გინდოდა გეგრძნო?
- საშინელი ადამიანი ხარ მახარაძე. _ მალევე გამოექომაგა შინაგანი ხმა.
- შენ მაინც არ გინდა გთხოვ. _ თავი ხელებში ჩარგო.
- განა ვინმე გეტყვის, იმას რისი თქმაც მხოლოდ მე შემიძლია? მხოლოდ მე ვარ ის, ვისაც შეუძლია შენი ნამდვილი სახე დაგანახოს. რომ არა შენ ახლა მამაშენი ცოცხალი იქნებოდა, რომ არა შენი სულსწრაფობა, არავის არაფერი დაემართებოდა.
- გაჩუმდი გთხოვ.
- მკვლელი ხარ ლიკა, მკვლელი. განა ოდესმე ჩამოირეცხავ ხელებიდან სისხლს? რაც არ უნდა კარგად დაიბანო, ის მაინც შენს ხელებზე იქმება. პირველი ნაოჭი შენს სახეზე, ყოველთვის დაგანახებს შენს ნამდვილ სახეს. ის მე ვიქნები გესმის? არასოდეს მოგცემ უფლებას დაივიწყო, არასოდეს გაპატიენ ჩემს განადგურებას. შენ გაანადგურე, ის კეთილი, სათნო გოგო შენს სხეულში. შენ ის მკვლელად აქციე, შურისმაძიებელ ბოროტმოქმედათ. ყოველთვის შეგახსენებ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. მკვლელი ხარ მახარაძე, მკვლელი.
- მოკეტე გესმის? მოკეტე, აღარასოდეს გაიმეორო ეგ. _ გამწარებული წამოვარდა ფეხზე.
- ლიკა. _ ერთ ადგილს მიეყინა, კაკის ხმის გაგებისას.
- კარგად ხარ? _ შეშინებული მივარდა მახარაძეს.
- კი, კი კარგად ვარ. როგორ არიან?
- ყველა კარგად არის, ნუ ნერვიულობ.
- დედა?
- დედაშენიც კარგად არის. რა გააკეთე?
- ისეთი არაფერი რასაც შემდეგ ვინანებ.
- ვახტანგს რამე დაუშავე?
- შარში ვარ კაკი, ისეთ შარში საიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალ. ვახტანგი მოვკალი, ციხის არ მეშინია. მართლა არ მეშინია, უბრალოდ.
- უბრალოდ რა?
- მგონი ვგიჟდები, არა ნამდვილად ვგიჟდები.
- ყველაფერი კარგად იქნება, დაგეხმარები.
- მე ვერავინ დამეხმარება.
- გპირდები გამოგიყვან ციხიდან, საუკეთესო ადვოკატებს დავიქირავებ. აქ არ დაგტოვებ.
- არ ხარ ვალდებული. აქ არაფრის სათხოვნელად, არ
 დამიბარებიხარ. არ მინდა ციხიდან გამომიყვანო. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ პირობა შევასრულე. ძალიან მიხარია შვილი რომ დაიბრუნე, წარმატებებს გისურვებ კაკი შენს შვილთან ერთად. აჩუქე მას ის ბენიერება რაც დააკლდა. წაიყვანე შორს, ამ ქალაქიდან შორს სადაც დაივიწყებს იმ წლებს რაც გამოიარა.
არავის მისცე უფლება ისევ ატკინოს მას. ის ჯერ პატარაა არ იცის რა არის ცხოვრება. ახლა რომ მამა ცოცხალი იყოს, ყველაფერს გააკეთებდა ჩემს სახეზე ისევ ღიმილი დაენახა, მაგრამ ვახტანგი მართალია. მამას ჩემი ნამდვილი სახე რომ დაენახა, არასოდეს იამაყებდა ჩემით. საერთოდ შერცხვებოდა მისი შვილი რომ ვარ, უარს იტყოდა ჩემს მამობაზე.
იყავი საუკეთესო მამა შენი შვილისთვის, საუკეთესო მეგობარი და რაც მთავარია მესაიდუმლე.
- ლიკა. _ შავი თვალები მიანათა გოგოს.
- არ გამიშვა გთხოვ.
- მე რთული გზა ავირჩიე. _ ჩაეღიმა.
- გზა საიდანაც ვერ გადავუხვევ, მე კაცი მოვკალი. ვიღაცის ძმა, მამა, მეგობარი და თანამშრომელი. ამას არავინ მაპატიებს, მხოლოდ ჩემს დასჯას არ დასჯერდებიან. ისინი შურს იძიებენ, არ დაუშვებენ ვიცოცხლო. არ მინდა ამ გზაზე შენთან ან ლაშასთან ერთად ვიყო. ვიბრძოლებ, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, მაგრამ მარტო. ჩემებს გადაეცი დამივიწყონ, დედას უთხარი დაბრუნდეს ლონდონში, ლაშაც წაიყვანოს. ნინი თავს მიხედავს, სოფის უთხარი მაპატიოს რაც დავუშავე. არ მინდოდა გეფიცები, მისთვის ამის გაკეთება არ მინდოდა. გალეს მადლობა გადაეცი ყველაფრისთვის. აღარ მინდა მათი ნახვა, გთხოვ არც ერთს არ მისცე უფლება სასამართლოს დაესწროს.  თავს გაუფრთხილდი კაკი. _ წვერიან სახეზე ხელი ჩამოუსვა და გაუღიმა, ალბათ უკანასკნელადაც. იმ ღიმილით გაუღიმა, რომლითაც დიდი ხანია არ გაუღიმია.
- ლიკა.
- არ თქვა. _ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა გააჩუმა. - უბრალოდ წადი, წადი ისე რომ არაფერი თქვა.
- მე დაგელოდები. _ კარში გასვლას აპირებდა როდესაც გაჩერდა, უკანასკნელად შეათვალიერა და წავიდა.

     სასამართლო.
- გვამი სად გადამალე? _ წყობიდან გამოსული ყვირის კახიანების ადვოკატი.
- არ ვიცი. _ მშვიდი ხმით ამბობს მახარაძე. - რომც ვიცოდე არ ვიტყვი, დიახ მოვკალი, მაგრამ გვამი სად არის არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა რომ, გადარჩენის არანაირი შანში ჰქონდა. საშინლად იტანჯა საწყალმა. _ ეშმაკურად გაუღიმა მოსამართლეს.
- არა, ეს ნამდვილად შეშლილია.
- შეშლილი თავად ხარ. _ იუკადრისა.
- ბატონო მოსამართლევ, უკვე ერთი თვეა ვცდილობთ როგორმე გავიგოთ, სად გადამალა გვამი. თუმცა უშედეგოდ, ის ყოველ ჯერზე ამბობს, თუ როგორ წამებით მოკლა. ის ნამდვილად შეშლილია, მოვითხოვთ ფსიქიატრიულში გამოკეტოთ.
- ფსიქოლოგების დასკვნით, ის არ არის შეშლილი. მან უბრალოდ სამართალი აღასრულა, მან მოკლა კაცი რომელმაც მამა მოუკლა. ეს ჩანაწერშიც კარგად ჩანს. ბატონო მოსამართლე თქვენთვის ვინმეს საყვარელი, ადამიანი რომ მოეკლა რას გააკეთებდით? თუ მისი დასჯა კანონით შეუძლებელი არის?
- ვაპროტესტებ. ეს ზეწოლაა მოსამართლეზე.
- ეს არ არის ზეწოლა. _ ფეხზე დგება ლიკას ადვოკატი. - რომელზეც პასუხი ყველას აინტერესებს. მე არ ვამართლებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, დიახ ის არ არის ღმერთი, მას არ შეუძლია გადაწყვიტოს ვინ არის, სიცოცხლის ღირსი და ვინ არა. მას არ აქვს უფლება, სიცოცხლეს გამოასალმოს ადამიანი, მაგრამ. ჩვწნ რას ვაკეთებთ? რა გავაკეთეთ, როდესაც მისი მამა მოკლეს? დაისაჯა ვინმე ამის გამო? არც არავინ. მერე რა რომ მკვლელობა აქ არ მოხდა, გვამი აქ ჩამოასვენეს, ექპერტიზაც აქ ჩატარდა. პასუხიც აქ დაიმალა, არავის გამოუძიებია მკვლელოდა, რატომ? იმიტომ რომ მკვლელს ზემოთ ახლობლები ჰყავდა. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰყავს, ზემით ახლობელი, მაგრამ ის არ აპირებს მის დაცვას. პირიქით ის იმათ რიგებში ჩაეწერა, ვისაც მისი დასჯა სურს. მას უნდა პასუხი აგოს მისმა ძმიშვილმა, იმ დანაშაულისთვის რაც ჩაიდინა. განაჩენი თქვენთვის მომინდია ბატონო მოსამართლევ, თქვენი  გადასაწყვეტია რა განაჩენს გამოუტანთ მას. _ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ლიკას გაუღიმაა და ადგილი დაიკავა.


- ცხრა წელი? მეღადავები? ანუ ჩემი და ცხრა წელი ციხეში უნდა იჯდეს? _ გაგიჟებული წამოვარდა ფეხზე ლაშა.
- გავასაჩივროთ.
- ლიკას არ სურს გასაჩივრება. სიმართლე გითხრა უფრო მეტს მოველოდით, მაგრამ მოსამართლემ ასე გადაწყვიტა.
- ეგ სულ გაგიჟდა ჰო? რას ქვია არ სურს? ან მაგას ვინ ეკითხება? არ ვაპირებ ჩემი დის იქ დატოვებას, არც მისი კაპრიზების შესრულებას. რას ქვია დავივიწყო და ლონდონში წავიდე? არ არის ეგ ნორმალური. მისი ნახვა მინდა.
- სასამართლოს შემდეგ სამჯერ მივედი, თუმცა ჩემი ნახვა არ მოისურვა. _  წყენით ჩაილაპარაკა კაკიმ.
- მე მნახავს.
- არც შენ გნახავს.
- მნახავს.
- ლაშ უკვე ერთი თვეა, უშედეგოდ ვცდილობ მის მონახულებას. _ ცრემლიანი თვალები მიანათა ნინიმ ბიჭს.
- არც ადვოკატს ნახულობს.
- პრემიერს რომ შევხვდეთ. _ გახარებული წამოვარდა ფეხზე ნინი.
- და რა ვუთხრათ პრემიერს?
- რა და ვახტანგის გვამი მოვძებნოთ, იქნებ გვამს რომ გადავცემთ გაანთავისუფლოს.
- მაგაზე სულ გაგიჟდება.
- ლიკას არ ვუთხრათ. კაკი ვინ დაეხმარა ლიკას?
- არ ვიცი.
- მარტო ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდა, ვიღაც დაეხმარებოდა. ლიკა ძალიან დაკვირვებულია, ვახტანგს ისე არ მოიშორებდა ყველა დეტალი გათვლილი რომ არ ჰქონოდა.
- როგორც სჩანს არ ჰქონდა, ჩანაწერში გარკვევით ამბობს ვახტანგი იქ ვიღაცასთან ერთად რომ მივიდა. ლიკაც სნაიპერზე ესაუბრებოდა.
- კი, მაგრამ ვახტანგი მარტო თუ არ იყო, რატომ მისცეს უფლება ასე ეწამებია? იქნებ მათაც სურდათ ვახტანგის მოშორება, იქნებ ვახტანგის შემდეგ ლიკას მოშორებაც უნდოდათ? მოიცადეთ ახლა დავალაგოთ, ყველაფერი დეტალების მიხედვით. ლიკას ვახტანგის ჯერ წამება და შემდეგ მოკვლა უნდოდა, მას კი ვინც ვახტანგს მიჰყვა აწყობდა ვახტანგის სიკვდილი, ხოლო ვახტანგის შემდეგ ლიკას მოკვლა, მაგრამ ლიკას სნაიპერმა დაასწრო. ლიკა ხო დაჭრილი იყო? _ ინტერესით გადახედა კაკის.
- კი.
- ექსპერტიზის პასუხები არ მოსულა? რომელი იარაღით არის ნასროლი? იქნებ ასე მაინც მივაგნოთ.
- ყველაფერი ადვოკატს აქვს. მე საქმის დეტალებს არ მაკარებენ.
- არც მე, არ მაძლევენ უფლებას მასალებს გავეცნო.
- მე ხომ ლიკას ძმა ვარ, ოჯახის წევრს უფლება აქვს მასალებს გაეცნოს.
- ვფიქრობ ამ საქმეში ვიღაცის დახმარება დაგვჭირდება. _ თავი დახარა გოგომ.
- ვაი ნინი, ლიკამ რომ გაიგოს ამ საქმეში დემეტრე გარიე მომდევნო მსხვერპლი შენ იქნები.
- ლაშა შენი და უკვე დიდი ხანია, აღარაფერს წყვეტს. არ მაინტერესებს რას იტყვის, მის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
- კარგი დავურეკოთ, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოინდომებს ჩვენს დახმარებას.
- დაგვეხმარება, დაგვეხმარება.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ესეიგი კიდე კარგი მისი ხელით არ მოუკლავს
რატო არმახსენდება თომა ვინ არის???
ეგ გოგო რომ ნორმალური არ იყო ვიცოდი მაგრამ ასე???
მოკლედ რაც უფრო განავრცობ საქმის დეტალებს უფრო ბევრი კითხვა მიჩნდევა
ძალიან კარგი თავი იყო დეიდა

 


№2 მოდერი LurjTvala demoni

meocnebe avadmyopi
ესეიგი კიდე კარგი მისი ხელით არ მოუკლავს
რატო არმახსენდება თომა ვინ არის???
ეგ გოგო რომ ნორმალური არ იყო ვიცოდი მაგრამ ასე???
მოკლედ რაც უფრო განავრცობ საქმის დეტალებს უფრო ბევრი კითხვა მიჩნდევა
ძალიან კარგი თავი იყო დეიდა


თავისი ხელით მოკლა როგორ არა, უბრალოდ მეორე არ მოუკლავს მას. თომა სრულიად უცხოა, რომელიც არსად მიხსენებია.
მიხარია რომ მოგეწონა, თუ რამე კითხვა გაქვს გელოდები პირადში ❤

 


№3  offline წევრი manonreom

თომა ვინ არის ?

 


№4 მოდერი LurjTvala demoni

manonreom
თომა ვინ არის ?


სნაიპერი

 


№5  offline წევრი nini :)

Amden xans unda gvalodino isev shemdeg tavze? Minda male vnaxo da gavigo ra moxdeba..... gamixarda rom davinaxe axali taviiii..... miuxedavad imisa rom tavidan lika lagi da masxara iyo misi aseti cvlileba momewona ragacnairad......

 


№6 მოდერი LurjTvala demoni

nini :)
Amden xans unda gvalodino isev shemdeg tavze? Minda male vnaxo da gavigo ra moxdeba..... gamixarda rom davinaxe axali taviiii..... miuxedavad imisa rom tavidan lika lagi da masxara iyo misi aseti cvlileba momewona ragacnairad......


ძალიან მიხარია ლიკას ცვლილება რომ მოგწონთ, ვეცდები რაც შეიძლება მალე ავტვირთო ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი შორენა

საყვარელო შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№8 მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი შორენა
საყვარელო შემდეგ თავს როდის დადებ?


ვეცდები რაც შეიძლება მალე ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი შორენა

gogona migraciidan
სტუმარი შორენა
საყვარელო შემდეგ თავს როდის დადებ?


ვეცდები რაც შეიძლება მალე ❤

ველოდები მოუთმენლად <3

 


№10 მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი შორენა
gogona migraciidan
სტუმარი შორენა
საყვარელო შემდეგ თავს როდის დადებ?


ვეცდები რაც შეიძლება მალე ❤

ველოდები მოუთმენლად <3


ძალიან მიხარია ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent