შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უგულო (დასასრული)


23-09-2018, 12:12
ავტორი Alice76
ნანახია 1 794

უგულო (დასასრული)

-უკვე გაიგეს?-ბელა ბიჭს სწრაფად მიუახლოვდა და მკლავზე ჩაეჭიდა-იცოდე,რაც არ უნდა მოხდეს,აღარ მაიძულო,დაგტოვო-ვედრებით შეაჩერდა.
ბაჩო მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა.
-არა,ახლა ამას ვეღარ შევძლებ. რას წარმოვიდგენდი,ასე მარტივად თუ შეიძლებოდა გულის დაბრუნება-თავზე ხელი მოისვა-როგორმე თავს შევიკავებდი,რომ მცოდნოდა...
-შენ გინდოდა ,ჩემთან ყოფნაც და გრძნობებიც. არ უნდა გეშინოდეს ამის.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-ახლიდან უნდა ვისწავლო ცხოვრება-ამოიოხრა ბაჩომ-მაგრამ მანამდე,უნდა გადავრჩეთ-თეთრ ნისლს გაჰხედა,რომლიდანაც ნელ-ნელა ფიგურები იკვეთებოდა.
-შენობებია? აქ როგორ აღმოვჩნდით,ნეტა?
-ვიღაცამ განზომილებაში გადაგვანაცვლა. ასეთი რამ მხოლოდ ისეთ ძალას შეუძლია,როგორისაც ლუციფერი ფლობს.
-სავარაუდოდ,ესაა ჩვენი სასჯელი-თქვა ბელამ,რომელიც საერთოდ ვერ გრძნობდა შიშს. გვერდით ბაჩოს გრძნობდა და ეს ისევე მოქმედებდა,როგორც დამცავი გარსი.
-ჩემი პატრონუსი ხარ-გაიცინა გოგონამ.
-პატრონუსი რა არის?-ვერ მიუხვდა ბაჩო.
-ბევრი რამ გაქვს სასწავლი-თვალები აატრიალა-არა უშავს,აქედან გავაღწევთ და შემდეგ შვიდივე წიგნს წაიკითხავ.
ბიჭმა დაბნეულად შეხედა.
-წამოდი,უნდა ვიაროთ. ჯოჯოხეთში ერთ ადგილას გაჩერება კარგი იდეა არაა,შეიძლება საუკუნეები გავლიოთ აქ ჯდომით და ვერც მივხვდეთ.-ხელი მოჰკიდა.
წყვილი ბურუსს შეერია,რომელიც თანდათან აჩენდა შთანთქმულ შენობებს.
იქაურობა ბელას ფილმს ახსენებდა-მსხვილი ფიფქები თითქოს შიშით მოიპარებოდნენ ციდან, ნაცრისფერი კორპუსების წყება გაძარცვული და ცარიელი იყო.მზის სხივებსაც კი მიეტოვებინათ იქაურობა ,სიჩუმე აუტანლად ხმაურობდა.
-ამ სიცარიელეს მერჩივნა დემონების უდრო დაგვხვდეროდა-ჩაილაპარაკა ბიჭმა-ჩვენი ნანახი ჯოჯოხეთიც კი ამ ადგილზე უკეთესია.
-ასე მგონია,ყველა მხრიდან გვიყურებენ-ბაჩოს მიტმასვნოდა ბელა,ათი ზომით დიდ ფეხსაცმელებს,რომლებიც მან ათხოვა,ფეხზე გამობმული ნავებივით მიათრევდა.
-ასეც არის. არ მგონია,ლუციფერს მხოლოდ ექსკურსიისთცის მოვეყვანეთ აქ.
-ერთად უნდა ვიყოთ,არ მომშორდე წამითაც კი,კარგი?
-ბელ,არ მიგატოვებ. შეეშვი მაგაზე ფიქრს-გაბრაზებით უთხრა ბიჭმა და ჯიქურ შეხედა.
-შევეშვები.-დარცხვენით ჩაილაპარაკა.-იცი,ვერ ვგრძნობ,რომ ჩემს გულს რამე მოაკლდა,ისევ ისე მიცემს...
-ეგ იმიტომ,რომ ღელავ.ახლა მეც მასე ვარ-უკმაყოფილოდ დაიხედა მკერდზე-შიში საზიზღრობაა,მაგრამ ადრენალინი მომწონს.
-ცუდია,რომ არ დაგვცალდა წესიერად გააზრება. ეს ცხოვრება ხო დიდხანს არ გაგახარებს რა-ნაღვლიანად გაიცინა გოგონამ.
-საინტერესოა,რა გველის-თვალი გარემოს მოავლო,თუმცა სულიერი ვერ დალანდა.-ჩიტებიც კი არ არიან.
ბელა რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა მოულოდნელად ერთ-ერთი შენობის ძირში ძველი საბავშვო პარკი დალანდა და გაშრა-საქანელა მოძრაობდა. ნელა,რიტმულად ირხეოდა წინ და უკან,თითქოს ეს-ესაა იქიდან ბავშვი ჩამოხტაო. თითი დანახულის მიმართულებით გაიშვირა და ბიჭის რეაქციაზე დარწმუნდა,რომ არ ეჩვენებოდა.
-უნდა მივუახლოვდეთ,თუ პირიქით?-იკითხა შიშით გაფართოებული თვალებით.
-სადაც არ უნდა წავიდეთ,თუ ჩვენი პოვნა უნდათ,ასეც იზამენ-ამოიღრინა ბიჭმა-გაქცევა გამოსავალი ვერ იქნება. რაც მალე გავიგებთ,ჩვენგან რა უნდათ,მით მალე დავაღწევთ აქედან თავს-საქანელის მიმართულებით წავიდა და ხელჩაკიდებული გოგონაც თან გაიყოლა.
ფრთხილად მიუახლოვდნენ პარკს,მოძრავი ნივთი კი არა და არ ჩერდებოდა-თითქოს ვიღაცას დაეპროგრამებინა,რომ ექანავა.
ბაჩომ ნელა გაიწოდა ხელი და ჯაჭვს მოეჭიდა,ისიც დაჰყვა მის ძალას და მალევე გაჩერდა.
სულგანაბულები შესცქეროდნენ ,თუმცა საქანელას მოძრაობით თავი აღარ შეუწუხებია.
-ეგ ჩემი იყო,არ უნდა შეხებოდით-ზურგს უკნიდან გაისმა ბავშვის მჭახე,ჭყიპინა ხმა და წყვილს გული ერთდროულად ამოუტრიალდა. სწრაფად შებრუნდნენ და გახევებულები შეაჩერდნენ მიახლოვებულ არსებას: ზომები ბავშვის ჰქონდა,თუმცა სახეზე ნაიარევების გამო ნაკვთებით ვერ მიხვდებოდი,პატარა იყო თუ არა,მოკლესახლეებიანი მაისურიდან მხოლოდ ერთი ხელი მოუჩანდა,მეორის დასახიჩრებული ნაწილი ავად გამოსჩროდა ჭუჭყიანი ტანსაცმლის ნაკუწიდან.
-ეს ... ეს-აბლუკუნდა ბელა და ცივმა ოფლმა დაასხა.
-ვინ ხარ?-გამბედაობა მოიკრიბა ბაჩომ.
-თქვენ ვინ ხართ? -დაიწივლა “პატარამ” და გაავებული თვალები მიანათა-მოდიხართ,ჩემ ს საქანელას ავლებთ ტურტლიან ხელებს და კიდევ აქეთ კითხულობთ? დედას ვეტყვი!
წარმოდგენაც არ უნდოდათ,როგორი იქნებოდა ამ არსების დედა.
-არ გვინდოდა-სწრაფად მიაყარა ბელამ-ბოდიში,არ ვიცოდით,თუ შენი იყო,აღარ ვიზამთ,კარგი?
-აქ ყველამ იცის,რომ ჩემია-ცბიერად აენთო თვალები-ესე იგი,უცხოები ხართ! დედა!-აღრიალდა და ბოროტულად გაიცინა.
-წამოდი,გაქცევაზე აზრი შევიცვალე-გადაულაპარაკა ბაჩომ და ორივე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
უმისამართოდ მიჰქროდნენ,ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ.
-სადმე უნდა მოვეფაროთ,აქ თითქოს ხელის გულზე ვართ-დაიყვირა ბელამ,თუმცა მის გეგმას ასრულება არ ეწერა.-თავს ზემოთ მოძრაობა შენიშნეს და ადგილზე შედგნენ.
დიდი,ფრთიანი არსება მათ მაღლა,ჰაერში წრეს ხაზავდა და ნელ-ნელა ქვემოთ ეშვებოდა.
-ეს რა საგიჟეთია-აღმოხდა ბაჩოს.
მიმოიხედეს შენობებისაგან შორს იყვნენ,ფეხით კი მფრინავს ვერ გაასწრებდნენ. არსებამ დიდხანს აღარ ალოდინათ და მიწაზე დაეშვა.
უზარმაზარი,რუხი ფრთები გაეშალა,ფეხები და ხელები ნიანგის ტყავის მსგავსი ზედაპირით დაფარვოდა,რომელთაც ბრჭყალები აბოლოვებდნენ,ზედა ტანი ადამიანის მსგავსი ჰქონდა,კერძოდ კი ქალის. მკერდსა და მუცელს არაფერი უფარავდა,გარდა გაბურძგნული,გრძელი თმისა. სახეც ქალისას მიუგავდა,რომელიც ავად მოემანჭა.
ხმამაღლა დაიწივლა და წყვილს მიაჩერდა.
-ადამიანები აქ რას აკეთებენ?-ამოისისინა გულის გამხეთქავი ხმით.
-ჩვენ აქ ძალით მოგვიყვანეს-ძლივს ამოიდგა ენა ბაჩომ-ლუციფერმა. იცი,სადაა?
“ქალმა” გამკივნად გადაიხარხარა და ბაჩოსკენ ნაბიჯი გადადგა,ფრთები მოიქნია და ბიჭს სახეში ფიფქები შეაყარა.
-ეს ლუციფერის სახლი არაა,ბიჭო.
წყვილმა ერთმანეთს გაოცებულმა გადახედა.
-აბა,სად ვართ?-დაიჩურჩულა ბელამ.
-ციხეში-დაუღრინა ქალმა-ანგელოზების ციხეში.-კიდევ უფრო ახლოს მიიწია-აბა ეს როგორ მოგეწონებათ? მამიკოს ბიჭებმა ყველა ის არსება აქ შემოყარეს,ვინც გულზე არ ეხატებათ-ხმის ნოტებს კვლავ აუწია.-ადამიანებიც მოჰყავთ ხანდახან,თუმცა დიდხანს ვერ ძლებენ. პირველივე დღეს ჭამს რამე,ისევე,როგორც თქვენ -დაამატა სიამოვნებით.
-ჩვენ ვერავინ შეგვჭამს-ბაჩო ეცადა დამაჯერებელი ყოფილიყო.
-შემიძლია პირადად დაგარწმუნოთ-ერთ ნაბიჯში გაჩნდა მათთან და ბელას კლანჭები ყელში ჩაავლო-კარგი ხორცია,ნაზი-ტუჩები მოილოკა.
ბაჩოს სისხლი აუდუღდა, აზროვნება დაეკარგა და არსებას გამხეცებული დაეძგერა.
ცდილობდა,როგორმე ხელი მოეკიდა,რომ ბელა მისგან დაეხსნა,თუმცა სლიკინა კანზე ვერ ეჭიდებოდა. ფრთიანმა გაავებით მოიქნია მეორე ხელი და სახეში გაარტყა. ტრიალით გადავარდა რამდენიმე მეტრში და ზურგით დაეცა. რამდენიმე წამი ჩასუნთქვას ამაოდ ცდილობდა,ტკივილისაგან ამოიგმინა და თვალთ დაუბნელდა.
გოგონას სასოწარკვეთილი ხრიალი მოესმა და გაათმაგებული ძალით წამოიჭრა ფეხზე. მიმოიხედა და დიდი,წაწვეტებული ფიცრის ნაგლეჯი აიტაცა.
არსება ბელას მოხრჩობით იყო დაკავებული,მისკენ არც გამოუხედავს,რამაც ბაჩოს რამდენიმე ძვირფასი წამი აჩუქა. მიხვდა,რომ ერთადერთ დაუცველ ადგილას უნდა შეეტია-ზურგზე,ფრთებს შორის ჭუჭყიანი კანი დალანდა და და მთელი ძალით გაიქცა. ოლიმპიური ჩემპიონის დარად მოზიდა ფიცარი და არსებას ზუსტად შუა ზურგში ჩაასო.
მაშინვე მტკივნეულად იგრძნო სახეზე გარტყმა-ბასრზედაპირიანი ფრთა მოხვდა,რომელსაც დაჭრილი უმისამართოდ იქნევდა და თან შემზარავად წიოდა.
ბაჩოს მოუბრუნდა,ბელას ხელი უშვა და გაავებული მივარდა ბიჭს. ფიცარი მკერდიდან გამოსჩროდა,შავი,ბლანტი სისხლი მუცელზე ჩამოსდიოდა.
-ცოცხლად შეგჭამ-ამოიბუყბუყა და კბილები ჩაასო დაკავებულ ხელში. ბაჩომ ამოიგმინა და იფიქრა,ესაა აღსასრულიო,როდესაც არსებამ კვლავ საზიზღრად დაიღრიალა და მოცელილი დაეცა ძირს.
მის უკან ბელა გამოჩნდა,რომელიც დაიხარა და იმ წამს გაყრილი რკინის გრძელი ძელი ამოაძრო ყელიდან მკვდარ ურჩხულს.
-ეს დაგვჭირდება-თქვა და ბაჩოს მივარდა-ცოცხალი ხარ? გიკბინა?-სასოწარკვეთილი ათვალიერებდა ბიჭის ხელსა და სახეს.
-არაფერია,მაგრად ვერ ჩამავლო-გაღიმება სცადა ბიჭმა,თუმცა სახეზე ნაიარევის წვამ შეაჩერა-გადამარჩინე.
-ბარი-ბარში ვართ-საქმინად წაილაპარაკა გოგონამ და მაისურიდან ნაჭერი მოიხია-ხელი მომეცი,შეგიხვევ.
რამდენიმე წუთში ერთ-ერთი ჩამოჟამულ კორპუსს მიადგნენ და ბორდიულზე ჩამოსხდნენ.
-სიზმარში ვართ,ნამდვილად-თვალები გაეფართოვებინა ბელას.
-ანგელოზებმა მოგვიყვანეს აქ. დამპალი ნაბი*ვრები-ჩაილაპარაკა ბაჩომ-მხოლოდ იმიტომ,რომ მაგათი გეგმა არ შევასრულეთ.
-ეშმაკზე უარესები ყოფილან-მწარედ უპასუხა გოგონამ.
-ყველაზე საზიზღარი შეფარული ბოროტებაა. ლუციფერი არ მალავს მაინც,რომ ხალხს ერჩის.
-ახლა ეგ კაცი მენატრება კიდეც-გაიცინა ბელამ.
-ადამიანურად მაინც დაელაპარაკები,ესენი კიდე არც კი ჩანან. ჩაგვაგდეს დედამო**ნულ ურჩხულებთან და დაგვიკიდეს.
-ბო*ები-გადაიხარხარა გოგონამ.
-ზუსტად-აჰყბა ბაჩოც.

-ვხედავ,მხიარულობთ-გაისმა ნაცნობი ხმა და წყვილი უკვე მერამდენედ შეხტა.
-ღმერთო,როგორ უყვართ აქ ეს ტრიუმფალური გამოჩენები-გულზე ხელი მიიდო ბელამ და ბიჭთან ერთად წამოხტა-ლუცი ბაბუა!
თეთრთავა კაცი მართლაც კეთილი ბაბუასავით იღიმებოდა.
-მასე ჯერ არ მოუმართავთ-გადაიხარხარა შენობის სვეტს მიყრდნობილმა კაცმა-სულ მაცინებ,იზაბელ,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ შენზე არ ვბრაზობ-თითი დაუქნია.
-აქ შენ მოგვიყვანე?-ჰკითხა ბაჩომ.
-ბაჩანა,იცი,სიამოვნებით ამოგავლებდი ცხელ კუპრში-დაშაქრული ხმით მიმართა ბიჭს-მაგრამ ჩემი ძმები არა ნაკლებ გაბრაზებულან-მიმოიხედა-გამსაწმენდელში გადმოგაბრძანეს,თან ერთად. როგორი სისასტიკეა-თვალები აატრიალა-ერთმანეთის აღსასრულს უყურებთ. კიდევ მე მეძახიან ეშმაკს.
-თქვენ აქ რა გინდათ?-ფრთხილად ჰკითხა ბელამ.
-მინდოდა გამერკვიეთ. მიყვარს,როდესაც ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. თვენ მაგრად ჩაისვარეთ-ხელი აიქნია -და ძალიან გამაბრაზეთ. ფაქტობრივად,აქ გამომასწარით კიდეც,სანამ სიბრაზე გადამივლიდა.
-იქნებ ანგელოზებმა შენს თავს გაგვარიდეს?-ივარაუდაწ ბელამ.
-აჰ,განსაწმენდელში გამოგიშვეს დასასვენებლად?-წარბები აწია ეშმაკმა.
-ხო. მართალია-წაიბურტყუნა გოგონამ.
-მოკლედ-გაწელა თეთრწვერამ-აქ ამოგხსებათ სული. მთელი საურჩხულეთი აქაა და მეც დავჯდები და გიყურებთ. იმ ლამასუს პაროდიას მოერიეთ,მაგრამ ეგ მხოლოდ დასაწყისი იყო-კმაყოფილმა დაიკრიფა მკერდზე ხელები -თუმცა მე მაინც თქვენზე ჩამოვდივარ,ძალიან მინდა,გაბრიელი ხახამშრალი დატოვოთ...
-გაბრიელი?-ვერ მიუხვდა ბელა.
-მთავარანგელოზი-თავი დაუკრა კაცმა-ჩემი ძმა და ტვინის ბურღი.აქ მისი გადაწყვეტილებით ხართ. ხო,მართლა,ეს ციხე კი არა,ჯერ მხოლოდ გამოცდაა-თუკი დაღამებამდე გასასვლელს იპოვით,თავისუფლება ჩემზე იყოს-თვალი ჩაუკრა და გაბრუნდა.
-მოიცა,ლუცი ბაბუ!-დაიყვირა ბელამ და კაცმა სიცილით მოიხედა.-გასასვლელი საითაა?
-ეგ მხოლოდ თქვენ იცით-მხრები აიჩეჩა და კორპუსის კედლებს მიეფარა.
-რას უნდა ნიშნავდეს,მხოლოდ ჩვენ ვიცით?-ჩაფიქრდა გოგონა.
-არ ვიცი,მაგრამ ეშმაკია და მთლად არ უნდა ვენდოთ.-წარბი შეკრა ბაჩომ.
-ამას ვინ ამბობს?-აღშფოთდა ბელა-ლამის შვილად აგიყვანა და ახლა გაგახსენდა,რომ ეშმაკია?
-მაშინ გული არ მქონდა და ეჭვსაც ვერ ვგრძნობდი-მხრები აიჩეჩა.
-მე კი მგონია,რომ ლუცი არ მოგვატყუებდა-მოუჭრა გოგონამ-ან რაში სჭირდება?
-ჩემი კუპრში ამოვლება უნდოდა,დაგავიწყდა?
-გადაუარა უკვე,აბა აღარც გავრაზებულიყო?-ბელა ისე იცავდა,თითქოს მართლა საწყალი,ჭირვეული მოხუცი ყოფილიყოს ლუციფერი.
-კაი,ვთქვათ და დავუჯერეთ-მოთმინებით ჩაისუნთქა ბაჩომ -მაშინ გასასვლელი უნდა მოვძებნოთ და დრო აქ კამათში არ უნდა ვკარგოთ.
-მართალია,მიგვანიშნა კიდეც,გასასველელი მხოლოდ ჩვენ ვიცით... მხოლოდ ჩვენ-ბოლთას სცემდა და კვლავ ბორდიულზე წამომჯდარ ბაჩოს თავბრუს ახვევდა.
ბიჭი წამოდგა და გოგონას მხრებში ჩაავლო ხელი.
-გაჩერდი,ასე ნუ ხმაურობ,თორემ ყურადღებას მივიქცევთ-მიიზიდა და ტუჩებზე წაეტანა-პირველი რა გაფიქრდება,როცა გამოუვალ სიტუაციაში ხარ ხოლმე? მე ვერაფერი მახსენდება.
ბელა ბიჭის ტუჩების მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობდა,მაგრამ გონების კუნჭულში ქვეცნობიერმა მაინც მიაწოდა პასუხი.
-თაი! მეგობრებია გამოსავალი-წამოიძახა უცებ-გრინჩი და კრისი. როგორ დამავიწყდა,ისინიც საფრთხეში არიან!
ბაჩოს სურდა ეკითხა,ეგენი ვინღა არიანო,როდესაც ქუჩის დასაწყისში მოძრაობა შენიშნა.
სწრაფად აიტაცა გოგონა და შენობის სადარბაზოში შეაფრიალა. კედელზე მიაყრდნო,ტანზე აეფარა და თითი ტუჩთან მიუტანა იმის ნიშნად,რომ ხმა არ ამოეღო.
გარედან უცბად საშინელი ღრიალი შემოესმათ და ბელა შიშისგან აკანკალდა.
როგორც ჩანდა,ქუჩაში რამდენიმე ურჩხული გადაჰყროდა ერთმანეთს,რადგან აშკარად ბრძოლის ხმა იყო.
დაახლოებით ათ წუთში ხმა ნელ-ნელა გაშორდათ-თითქოს ერთ-ერთი მონაწილე გარბოდა,თუმცა წყვილი შენობიდან გასვლას არ ჩქარობდა-ადრენალინის მოჭარბებული დოზა ორივეს უცნაურ ენერგიას აძლევდა.
ბაჩოს სულ გადავიწყებოდა,რომ ბელა იქ დამალად შეათრია-ტანზე მიწებებულმა გოგონამ სურვილის ტალღა მოიტანა და ნელა დაუწყო მის ტუჩებს დაგემოვნება. ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა,რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმელი ნებას აძლევდა,სადაც სურდა,იქ მოჰფერებოდა. ბელაც აჰყვა კოცნაში და ამან უფრო გაათამამა-ნელა ჩაუსრიალა ხელი უკანალზე და მოუჭირა. გოგონამ ამოიგმინა და ტუჩზე ჩააფრინდა.
კვლავ თავისუფლება მიანიჭა თავხედ ხელებს და ახლა მკერდზე წაეტანა. ნელა ეფერებოდა კერტებზე,ბოლოს ვეღარ მოითმინა,მაისური გადაძრო და ტუჩებით ჩააფრინდა.
ბელა ცდილობდა ხმა არ ამოეღო,თუმცა ძალიან ძნელად გამოსდიოდა. მუცელში საშინელ წვას გრძნობდა,რომელიც ჩაქრობას ითხოვდა.
ბიჭმა უკან შეაბრუნა,სახით კედლისაკენ,შარვალი მარტივად ჩაუწია და თვალებილულული დაეუფლა გოგონას.

-განააწმენდელში ვართ,გარეთ რაღაც ჯოჯოხეთური არსებები დაძრწიან,დრო დაღამებამდე გვაქვს და ჩვენ...-აღშფოთებანარევი სიცილით იცვამდა ბელა-ჩვენ სექსი გვქონდა ძველისძველი კორპუსის სადარბაზოში.
-ახლა შემიძლია მშვიდად განვისვენო-კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი ბაჩომ-დღის ბოლომდე დროა თან,მოვასწრებთ კიდევ.
-ხო,მოვასწრებთ ... -გამოფხიზლდა ბელა-გასასვლელის პოვნა უნდა მოვასწროთ,მეგობრებია ვითომ გამოსავალი?
-მე სხვა რამის მოსწრება ვიგულისხმე-დანანებით აიღო მისი ხელი და ჩაკოცნა-მაგრამ კი,ალბათ მართალი ხარ. როგორც ვიცი,აქედან სულიერი ისე ვერ გავა,თუკი იქითა მხრიდან ვინმემ კარი არ გაუღო.
-როდის გახდი ექსპერტი იმქვეყნიურ საკითხებში?-გაუკვირდა ბელას.
-ლუციფერი ბევრ რამეზე მესაუბრა მაშინ,როდესაც წახვედი შენ დაგვტოვე,ეტყობა,მართლა ჰქონდა ჩემი იმედი...
-არ უნდა იდარდო იმაზე,რომ გეგმა ჩაშალე-ლოყაზე ხელი მიადო გოგონამ-მაგისთვის ხალხი ეშმაკს კი არა,შენ შეგიძულებდა. შენივე გადასაწყვეტია,როგორ წარმართო ცხოვრება,ამის გამო შენი დასჯა უნამუსობაა.
-ალბათ,მართალი ხარ,თავადაც არ ვიცი,როგორი ცხოვრება მინდა,ჯერ არაფერში გავრკვეულვარ.
-არჩევანის თავისუფლება არ გქონდა,უგულო ადამიანი ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს,მაგრამ ლოგიკური გადაწყვეტილება არ აბედნიერებს. აფსურდული ქმედებები აძლევს ცხოვრებას ფერებს-გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
ბაჩომაც გაიღიმა,გოგონა ზუსტად იმას ეუბნებოდა,რისი მოსმენაც სჭირდებოდა.
-გამოსავალი უნდა მოვძებნოთ,ბევრი დრო აღარ გვაქვს-სწრაფად გამოერკვა-რადგანაც ლუციფერმა გვითხრა,რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით,სადაა გასასვლელი,ესე იგი,აქ მყოფი თითოეული არსებისთვის თავისუფლების გზა სხვადასხვაგვარია.
ბელამ თავი დაიქნია.
-აქეთ-იქით ბოდიალი ვერაფერს გვიშველის,უნდა ვიფიქროთ.
რამდენიმე წამს დაძაბულები ფირობდნენ.
-აბა,არის რამე?-ვერ მოითმინა ბოლოს გოგონამ.
-ვერანაირი შთაგონება-მხრები აიჩეჩა ბაჩომ.-ერთ ადგილას დიდ ხანს არ უნდა გავჩერდეთ-კუშტად მიმოიხედა-ასე საღამომდეც ვერ გავატანთ.
-როგორმე გრინჩთან დაკავშირება რომ შემეძლოს,რამეს მოიფიქრებდა,აუცილებლად...
ანგელოზების ციხე-ჩაიფრუტუნა ბელამ,როსესაც კორპუსს მოშორდნენ და ფრთხილად გადაინაცვლეს მეორე შენობასთან-რატომ გაბრაზდნენ ანგელოზები იმაზე,რაზეც ლუციფერი უნდა გაბრაზებულიყო... ან ჩვენი აქ ყოფნით რას იგებენ. დასჯა ხომ სიკვდილის შემდეგაც შეუძლიათ. ეს რაღაც უაზრობაა...
-იქნებ რამე უნდათ ჩვენგან?-ვარაუდი გამოთქვა ბაჩომ-მაგრამ რაღა უნდა სჭირდებოდეთ...
-მოსახდენი მოხდა-კვლავ გაიცინა ბელამ.-მაინც,მართალი ხარ. რაღაცის გამო მოგვიყვანეს აქ და ეს რაღაც შურისძიება არაა.
უცბად თვალები გაუშტერდა და გაშეშდა.
-რა ხდება?-უკან მიიხედა ბაჩომ,თუმცა ვერაფერი დაინახა-იზაბელ!?
გოგონამ თვალები აახამხამა და ისე შეხედა,თითქოს პირველად ხედავსო.
-მე... მგონი რაღაცას მივხვდი-გამშრალი ყელი ჩაიწმინდა.
-რას? ბელ!-ხელზე ხელი მოუჭირა.
გოგონა დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
-თავადაც ვერ ვხვდები ზუსტად,უბრალოდ ისეთი გრძნობა მაქვს,რომ ეს უკვე გამოვიარეთ და თან...
ადრენალინი გავიდა,ახლა დაწყნარებული ვარ,თუმცა გული ისევე მიცემს,როგორც ადრე...-თვალები აუწყლიანდა-მგონი ჩემი გული შენთვის არ გამიყვია.
-ამას ახლა რატომ დაუკვირდი? თანაც მე აშკარად ვგრძნობ,ყველაფერს ვგრძნობ...
-არ ვიცი,ეგ როგორ გამოვიდა,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ჩემს გულში არაფერი შეცვლილა-მტკიცედ თქვა გოგონამ-და ეს ყველაფერს ხსნის.
-რას ხსნის?
-აქ რატომაც ვართ. ლუციფერს ერთი გეგმა ვერ გამოუვიდა,მაგრამ მეორე აქვეა-ხელი მკერდთან მიიტანა-ჩემი გული უნდა და აქედან გასასვლელიც ესაა.
ალბათ უნდა,რომ ყველაფერს ჩვენით მივხვდეთ.
ბაჩომ სულელივით გაიცინა.
-ბელ,სისულელეა. აქ ანგელოზებმა მოგვიყვანეს,ლუციფერი უბრალოდ მოვიდა და...
-გაგვაფრთხილა? ბაჩო ის ეშმაკია,ყვეკაფერი იმაზე უარესად იქნება,ვიდრე ამხელს.-ადვოკატის პოციზია დაეთმო და ბრალმდებელი გამხდარიყო .
ბიჭს თვალებში დაეჭვების ნაპერწკალი გაუკრთა.
-განსაწმენდელში არ ვართ და არც ანგელოზებს მოვუყვანივართ აქ,ისევ ჯოჯოხეთია,როგორც თავიდან გვეგონა და ეს ყველაფერი-ხელი შემოატარა-ეშმაკის დადგმული სპექტაკლი. უნდა,რომ გამოგვცადოს,ან შეგვაშინოს და ჩვენით შევეხვეწოთ,გარიგება დაგვიდოს.
არ ვიცი,თავში იმდენი ვარიანტი მერევა,ღმერთო,რატომ მგონია,რომ ეს ყველაფერი ათასჯერ გვაქვს განხილული?
-ლუციფერს გარიგებას არ დავუდებთ,ან რაში სჭირდება ამ ყველაფრის მოწყობა?-ბაჩო სასოწარკვეთილი ცდილობდა,გოგონას მოსაზრების საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი ეპოვა,თუმცა ვერაფერი მოეფიქრებინა.
-შესაძლოა იმიტომ,რომ ყველაფერი თავის გეგმაზე წაიყვანოს. ზედმეტად მარტივად რომ გაეშალა კარტები,ჩვენი ნდობა აღარ ექნებოდა.
-ლუციფერ! შე მატყუარა!-დაიყვირა გოგონამ-იცოდე,მაინც ვიპოვით გზას!
ატირებული შენობის კედელს მიეყრდნო და ჩაიმუხლა,თუმცა ბაჩომ წამოაყენა,ხელში აიტაცა და მიიხუტა.
-მარტო არ დაგტოვებ,რაც არ უნდა იყოს,ერთად ვიქნებით-ჩურჩულებდა მის თმებში და ხარბად ისუნთქავდა სურნელს.
გოგონა გულამოსკვნილი სლუკუნებდა,რადგან უკვე გუმანით ხვდებოდა,რა იყო გამოსავალი.
ბაჩო ტუჩებზე მიეწება და ხანგრძლივად,ნელა ეამბორა. როდესაც მოშორდა,ბელა უკვე აღარ ქვითინებდა და ისტერიკასაც გადაევლო.
ბიჭს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა,რომ გოგონა ემშვიდობებოდა და ეს აზრი უცნაურ უსუსურობას ჰგვრიდა.
-მგონი ახლა დროა,შენ დამპირდე,რომ არ დამტოვებ.
კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში და უნებურად სახით კედლისკენ აღმოჩნდა,რომელზეც უამრავი წარწერა ამოეჩხაპნათ.
თვალი მაშინვე მოარიდა,თუმცა ტვინმა რაღაც სიტყვა დაიჭირა და ბიჭს აიძულა კვლავ წარწერებისთვის მიეხედა.
“ იზაბელი და ბაჩო . ჩვენ აქ ვიყავით”
გულმა რეჩხი უყო. ნელა გადადგა უკან ნაბიჯი და შებარბაცდა. რამდენიმე წარწერა ნახშირით იყო გაკეთებული და საკუთარი ნაწერი ამოიცნო. ბელი მისი რეაქციის დანახვაზე სწრაფად შემობრუნდა უკან და სისხლი გაეყინა.
კედელი მთლიანად მათი წარწერებით იყო დაფარული.
ბევრგან უბრალოდ წერდნენ,რომ იქ იყვნენ,რამდენიმე წარწერა მინიშნებასავით იკითხებოდა. თითქოს საკუთარ თავსვე აფრთხილებდნენ.
“ დრო არ გადის,ბრუნავს”-იუწყებოდა ერთ-ერთი წარწერა.
წყვილი კარგა ხანს ყბაჩამოვარდნილი მისჩერებოდა საკუთარ შეტყობინებებს.
“განსაწმენდელი მახეა,მფრინავიც ილუზიაა ჩვენს დასასუსტებლად”, “ლუცი,მას გული უნდა” “24-ე კორპუსთან ის მახინჯი ბავშვია” “ლაწირაკი ურჩხულებს ეძახის” “საზღვარია,იმის იქით-სიცარიელე” “ ბელ,გამოსავალი იცი,მაგრამ არ დასთანხმდე”
-ეს...-ბოლოს ხმა ამოიღო ბელამ-ჩვენივე თავს დავუტოვეთ-ბგერები უკანკალებდა.
-რამდენი ხანია,რაც აქ ვართ გაჭედილები?
-წარმოდგენა არ მაქვს-გოგონა ქანდაკებად გადაქცეულიყო,თვალსაც კი აღარ ახამხამებდა.
ერთმა წარწერამ განსაკუთრებუთ მიიპყრო მისი ყურადღება. ამოკაწრული იყო,ამიტომაც ნაწერით ვერ იმსჯელებდა,მაგრამ ზუსტად იცოდა,რომ თავად დაწერა.
-“ სხვა გზა არაა”- ამოიკითხა ხმამაღლა და ბაჩოს მიაჩერდა.
-ბელ,შენ არ შეგეშინდეს-გოგონას სახე ხელებში მოიქცია-რადაც არ უნდა დამიჯდეს,აქედან გაგიყვან.-ჩაუხუტა და თმაზე მიეფერა.
-მეც-ამოიჩურჩულა ბელამ.
-რა?
-მეც გაგიყვან აქედან,რადაც არ უნდა დამიჯდეს-თავი წამოსწია და თვალებს მიაჩერდა,რომლების მზერაც წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა.
-მიყვარხარ-უთხრა და სწრაფად მოშორდა.
-ლუცი ბაბუ! აბა,გამოდი. ვიცი აქ ხარ და ისიც ვიცი,რა გინდა! ჩემი გული!
-გაგიჟდი?-წამოიყვირა ბაჩომ,მივარდა და პირზე ხელი ააფარა.-ამის უფლებას არ მოგცემ.
ბელა ხელიდან დაუსხლტა და უკან-უკან წავიდა.
-ვერ ხედავ,სად ვართ?მეგონა კარგს ვაკეთებდი,როდესაც შენთვის გრძნობების დაბრუნებას ვგეგმავდი,მაგრამ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოგიყვანე... ასე ვერ გავაგრძელებთ... ღმერთმა იცის,რამდენჯერ გადავიტანეთ უკვე ეს ან კიდევ რამდენჯერ მოგვიწევს. ასე ვერ გაგიმეტებ.
-სულ გადაირიე,შოკში ხარ და ვერ აზროვნებ-ისევ გაიწია ბაჩომ და ხელი ჩაავლო-მიყვარხარო მეუბნები და თან ეშმაკს ეძახი,რომ გული მისცე. მირჩევნია მთელი მარადისობა აქ გავატარო,ვიდრე ისეთს გიყურო,როგორიც მე ვიყავი...
-ასე ახლა ფიქრობ-შეაწყვეტინა გოგონამ-წარმოიდგინე,საუკუნოდ ასე ვიყოთ, მთელი უსასრულობა შიშში გავატაროთ და არც კი ვიცოდეთ,რა ხდება. დავითისთვის უნდა დამეჯერებინა. სულელი ვარ,ეს რაში გაგხვიე.
-შენი ბრალი არაა,ბელ! შეუშვი მაგ თავში...
-ახლა ეშმაკიც კი ატირდება-კვლავ ნაცნობი ხმა გაისმა.
ლუციფერი ბეტონის კონსტრუქციაზე წამოსკუპებულიყო და საიდანღაც გაჩენილ პოპკორნს მიირთმევდა.
-აბა,ბელ. იპოვნე გამოსავალი?-შეკვრა მოისროლა და წამოდგა.
-აქ შენ მოგვიყვანე-დაუღრიალა ბაჩომ-ხომ თქვი,იზაბელს შევეშვებიო?
-მაგრამ ხომ არ მითწვამს,სიმართლეს ვამბობ-მეთქი-მხრები აიჩეჩა კაცმა-შენ მხოლოდ სატყუარა იყავი,ბაჩანა-ტკბილად გაუღიმა.
-ეგ რაღას ნიშნავს?-უკმეხად მიმართა ბიჭმა.
-იმას,რომ დედამიწაზე უსულგულო ადამიანს რამდენსაც გინდა,იმდენს იპოვი. აი სრულყოფილი გული... ერთი მთლიანი,რომელიც ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გრძნობას იტევს. ეს ისეთი იშვიათობაა. ცუდად არ გამიგო,შენც შესანიშნავი კანდიდატი იყავი,მაგრამ უკვე თავიდანვე გეტყობოდა,რომ გრძნობები გეპარებოდა.
-მაშინ რატომ გამიშვი? თუ ასე გჭირდებოდი?-ბელა ვერ იჯერებდა,რომ მაშინ ასე მარტივად დაიჯერა ეშმაკის ნათქვამი.
-ძალიან ადრე იყო,ჯერ უნდა შეჩვეოდი,დაფიქრებულიყავი,გებრძოლა. ჯოჯოხეთში შენი დატოვებით ვერაფერს მოვიგებდი,შენი წამება კი ,რა თქმა უნდა,არ მინდოდა.-ლუციფერმა ამოიოხრა და გულზე ხელები დაიკრიფა-შეყვარების დრო მოგეცი,არ მაწყობდა,ბაჩოს გრძნობები ეგემა,მაგრამ მაგ დათმობაზეც წავედი. იმისთვის,რომ მთლიანი და გაუტეხელი გული მივიღო,შენი ნებაყოფლობითი და გააზრებული თანხმობა მჭირდება.
-მეგონა,მაშინ,ღამით გული გაიყო-ბაჩოს გოგონას ხელი ჩაებღუჯა და უკანასკნელი იმედივით ეჭიდებოდა.
-არა,ეს ასე მარტივად არ ხდება-ხელი აიქნია თეთრწვერამ-სიყვარულის გაზიარებით შენმა ნახევარმა გრძნობები გადმოგცა,თუმცა ეს გრძნობები მხოლოდ მასთან კავშირში გაგიჩნდება და არა ყოველთვის. წინანდებურად უგულო ხარ და ასევე დარჩები.
-რას გინდა ჩემი გული? ახლა მაინც თქვი სიმართლე,ლუცი-ძველი მეგობარივით მიმართა ბელამ. ყველაფრის მიუხედავად,ეშმაკისადმი სიძულვილს არ გრძნობდა.
-იმიტომ,რომ ეგ გული სხვა რაღაცად უნდა ვაქციო-გაიღიმა-მაშინ,როდესაც გულების დანაწილების ახალი თანამშრომელი დანიშნეს,გეგმა უკვე მზად მქონდა-სისტემაში ხარვეზი,რომელიც ანგელოზმა საკუთარ შეცდომად ჩათვალა. გგონია,შენნაირი ქვეყნად მეორე დაიარება,იზაბელ? შენ ჩემი ქმნილება ხარ,თავიდან ბოლომდე გავწერე ყველაფერი. არის დიდგულების და უგულოების შემთხვევები,რომლებსაც ადამიანების სამყაროში იცნობენ კიდეც,მაგრამ ეგენი სულ სხვა შემთხვევებია,რომლებიც ადამიანის სხეულში გულის განვითარებას მოყვება. ზოგი გული კვდება,ზოგიც კი ზედმეტად დიდი ვითარსება,შენ კი ერთი და სრულყოფილი ხარ . იმიტომაც ვერ იმოქმედა დიანას,ანუ როგორც შენ იცნობ,გრინჩის მოწოდებულმა იდეამ-თქვენს სამყაროში ყველაფერი ერევათ და უკვე მომხდარ უგულობის შემთხვევას ყველა სხვა შემთვევას ამსგავსებენ,რეალურად კი შეუძლებელია,სამყაროში რაიმე განმეორდეს.
-მაშ,ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი გული გჭირდება,მაგრამ მაინც ვერ გავიგე,რად გინდა?
-ახალი არსება შევქმენი,დემონებს უკვე ვეღარ ვიტან,უსახური ბოროტების ნაშიერები. მე ისეთი რამე მჭირდება,რომელიც გრძნობს. სიყვარულსაც და სიძულვილსაც აღიქვამს. ამით ჩემს სამყაროს კიდევ უფრო გავაფართოვებ და ახალ ეტაპზე ავიყვან. ეს არსება სხვა ჭკვიან შვილებს დაბადებს, რომლებიც დედამიწაზე გადმოინაცვლებენ და ქაოსურ ბოროტებას მიმართულებას მისცემენ. როგორც ადრე გითხარი, საქმისგან არასდროს არ უნდა დაისვენო,მეც არ ვისვენებ. შენი მეგობარი,კრისი-ისიც ჩემი ქმნილებაა,ნაწილობრივ და ხომ ნახე,რაც შეუძლია? წარმოიდგინე,როგორი იქნება სამყარო ახალი,უამრავი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებით. -აღფრთოვანებით საუბრობდა-ის სუპერგმირები და მათი ბოროტი მეტოქეები,რომელთაც თქვენ ტელევიზორებში უყურებთ,რეალობა გახდება.
-ანუ უბრალოდ მოგწყინდა და ახალ გასართობს ეძებ-წამოიყვირა ბაჩომ-მაგის გამო კი ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი!ამის უფლება არ გაქვს,ლუციფერ!
-მართალია-თავი დაუკრა-მაგრამ ჩემი საყვარელი საქმიანობაც ეგაა-ის ვაკეთო,რისი უფლებაც არ მაქვს.სხვათა შორის,ადამიანებში ეს გრძნობა მე დავთესე და ძალიან პოპულარულია-ყველაზე მეტად ის გიზიდავთ,რაც არ შეიძლება-გაიცინა-ქათმის სკინტლი რომ აიკრძალოს,მაგის გამო ხალხი ერთმანეთს დახოცავ. თუ გინდა,ვცადოთ და თავად დარწმუნდები.
-ქათმის სკინტლის აკრძალბაზე მნიშვნელოვან საქმესაც ვიპოვი,როგორმე-შეუბღვირა ბიჭმა.
-შეგიძლია,ახლავე შეუდგე საქმის ძებნას-ვალში არ დარჩა ეშმაკი-როგორც მივხვდი,ბელამ უკვე გადაწყვიტა-თვალი შეავლო გოგონას,რომელსაც თავი ჩაეღუნა და ბაჩოს ხელს დაჰყურებდა.
-ამას არ დათანხმდება-გადაჭრით მიუგო ბაჩომ-ბელ,მისმინე,მად არ უნდა ენდო,სულ იტყუება,ხომ ხედავ-ჩაბღუჯული ხელი ტუჩებთან მიიტანა და მუდარით შეაჩერდა- აქ დაგვტოვებს,არ იცი,რა გველის. იქნებ სულაც არ აპირებს ჩვენს გაშვებას.
-პატიოსან სიტყვას გაძლევთ-ხელი ასწია ლუციფერმა-დაგაბრუნებთ. ამჯერად იმასაც დავამატებ,რომ არ ვიტყუები.
-გაუშვი-სწრაფად მიაძახა გოგონამ,ბაჩოს სიყვარულით მოავლო მზერა და ხელი გამოჰგლიჯა-მიდი,სწრაფად!-შეჰყვირა ლუფიფერს,რომელმაც თითები დაატკაცუნაბდა ბაჩოს აჩრდილიც ფიფქებში გაიფანტა. ბელას ცრემლით დაბინდულ თვალებში ბიჭის სახე ნელ-ნელა იდღაბნებოდა.

ცდილობდა გაეხსენებინა ის გრძნობები,რომლებიც სიზმარივით შორს ტივტივებდა მეხსიერებაში. შიში,სიყვარული და ადრენალინი. კვლავინდებურად სარკეში ორეულს მისჩერებოდა და ცდილობდა გულგრილობის გარდა რამე დაენახა.
ასეც მოხდა- შეუძლებელი იყო,ვინმეს ამ თვალებში სევდა არ დაენახა,თუმცა უკვე იმდენად მისჩვეოდა,ხანდახან გარჩევაც უჭირდა.
სევდა და მონატრება ერთადერთი იყო,რაც თავს ცოცხლად აგრძნობინებდა.
მთელი თვე გასულიყო მას შემდეგ,რაც ბათუმში,სასტუმროს ნომერში ღრიალით გაიღვიძა,თუმცა მშვენივრად იცოდა,რომ მანამდე არ ეძინა,რადგან ეს მდგომარეობა ერთხელ უკვე გამოეცადა.
იმ დღიდან მოძებნა ყველა-თაი,უჩვეულოდ ლამაზი გოგონა-გრინჩი,მისი მეგობარი-ქრისტინე, რომლებიც მანამდე თვეების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ მეგობარს.
თაიმ ყველაფერი უამბო მათი გეგმის შესახებ და კრისის საოცარი ნიჭიც არ დაუმალავს.
იცოდა,გული კვლავ არ ჰწონდა,მაგრამ მაინც ძალიან სტკიოდა. მონატრება და სიბრაზე ერთნაირად ერეოდა და ამ ტკივილს სიამოვნებით იტანდა. გოგონას ელოდა,რათა ეჩხუბა,ეყვირა,ჯავრი ეყარა და ეთქვა,როგორ უყვარდა.
ბოლომდე შეერია იზაბელის მიერ დატოვებულ ცხოვრებაში,თუმცა დანაკლისს ვერ ივსებდა- გრძნობები ნელ-ნელა ტოვებდნენ და სიცარიელე ყელში უჭერდა.
ყოველ წამს ელოდა გოგონას გამოჩენას,რათა მონატრებული გულის აჩქარება ეგრძნო,მაგრამ მოლოდინის პასუხად მხოლოდ იმედგაცრუებას იღებდა.
დღეები გადიოდა,თუმცა საკუთარი ცხოვრების დაბრუნებაზე წამითაც არ დაფიქრებულა-იცოდა,წინანდებურად ვეღარასდროს იქნებოდა და თავის მოტყუებაც არ მიაჩნდა გამოსავლად.
იჯდა საკუთარ სახლში და უსასრულოდ ელოდებოდა.
ბელის სოციალური ქსელის ყველა ნიუანსი ზეპირად იცოდა. ხვდებოდა,როგორ იქნებოდა გოგონა მაშინ,როდესაც ბაჩოს ადგილას იყო-მიტოვებული ადამიანის სიძულვილი მხოლოდ საკუთარი თავისკენაა მიმართული და არა იმისკენ,ვინც ატკინა. ეს კი იმაზე უარესი იყო,ვიდრე იმედგაცრუება.
31 ივლისს,შუა ღამით,26-ე დაბადების დღეს ვისკის ჭიქით ხელში შეხვდა. ტრადიციულად სარკის წინ მოთავსებულიყო და ანარეკლის თვალებში იზაბელს ეძებდა-მხოლოდ იქ,თვალების მეხსიერებაშიღა დარჩენილიყო გოგონა.
მობილურმა დაიზუზუნა და ფიქრებიდან უკმაყოფილოდ გამოერკვა.
ეკრანს უღიმღამოდ დახედა და შეტყობინება ამოიკითხა.
“დაბადების დღეს არა,ჩემს დაბრუნებას გილოცავ”
თითქოს მხოლოდ ახლაღა გამოერკვა ძილიდანო.
ფეხზე წამოიჭრა და უკანასკნელი კვირების განმავლობაში პირველად იგრძნო გულისცემა.
სწრაფად დარეკა შეტყობინების ავტორის ნომერზე და მოთმინებით დაელოდა პასუხს,რომელიც არ ყოფილა.
სამაგიეროდ,კარზე გაუბედავი კაკუნი გაისმა.
საკეტს მივარდა,წამით შედგა და ჩაისუნთქა.ეშმაკს შეევედრა,რომ კარს იქით იზაბელი მდგარიყო.
სახელური ჩამოსწია და გამოაღო.
წითელთმიანი გოგონა კვლავ მამაკაცის მაისურსა და შარვალში იყო გამოწყობილი, უზარმაზარი ფეხსაცმელები ჩარლი ჩაპლინივით მოერგო. სახეზე დაღლილობა და მტვერი ერთად მოსდებოდა.
ბაჩოს შეჰხედა და გაიღიმა.
-უგულოთა კლუბი აქაა,ხომ?

ადამიანებს ერთმანეთი ყოველ დღე უყვარდებათ,თუმცა გული არა სანდო ორგანოა. ვერ გაიგებ,სადაა ჩასაფრებული სიცრუე-შესაძლოა სილამაზის გამო მოიტყუოს ამ უცნაურმა ნაწილმა,შესაძლოა სიხარბის გამო გააცუროს ტვინი და სიყვარული დააჯეროს. ხანდახან იმიტომაც იყვარებს,რომ უბრალოდ სიყვარული უნდა.

ვიღაცამ ილუზიების გარეშე შეძლო და შეიყვარა. არავითარი გრძნობა არ უბინდავდა მზერას. ფართოდ გახელილი თვალებით მშვენივრად ამჩნევდა ყველა ხარვეზს მეორის პიროვნებაში,მაგრამ მაინც შეიყვარა.
ალბათ იმიტომ,რომ გრძნობებისაგან დაცლილ სხეულში უფრო კარგად და ნათლად არჩევდა სულის ერთადერთ მოთხოვნას.
მეორემ კი შეძლო და ისე ღრმად ჩაიბეჭდა სიყვარული გონებაში,რომ გულის დაკარგვის შემდეგ სწორედ ეს გრძნობა მოათავსა მის მაგივრად.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ამატირე :( საოცარი ხარ!!!

 


№2 სტუმარი ლალალლალალალალა

სასწაული ხარ
ვგიჟდები შენზე და შენს გმირებზე
აღმოჩენა ხარ პირდაპირ
მართლა არ მყოფნის სიტყვები
აი მართლა
ეს თავი განსაკუთრებით ემოციური იყო
თავი - ემოცია
ყველგან ემოცია:დ
ფარული ემოცია
ღია ემოცია
ემოცია
ემოცია
:დდ
არც ვაცხელებ არც ვაცივებ როგორც მწერალი ძალიან შემიყვარდი
იმედია მალე დაბრუნდები

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

Anuki96
ამატირე :( საოცარი ხარ!!!

დიდი მადლობა ასეთი ემოციისთვის:( ❤️

ლალალლალალალალა
სასწაული ხარ
ვგიჟდები შენზე და შენს გმირებზე
აღმოჩენა ხარ პირდაპირ
მართლა არ მყოფნის სიტყვები
აი მართლა
ეს თავი განსაკუთრებით ემოციური იყო
თავი - ემოცია
ყველგან ემოცია:დ
ფარული ემოცია
ღია ემოცია
ემოცია
ემოცია
:დდ
არც ვაცხელებ არც ვაცივებ როგორც მწერალი ძალიან შემიყვარდი
იმედია მალე დაბრუნდები

შენი ემოცია მეც გადმომედო❤️ დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის❤️

 


№4  offline წევრი უცნაური მე

შოკში ვარ ჯერ ისევ...
აი რა გითხრა აღარ ვიცი.. რა სიტყვებით შეგამკო რომ გადმოვცე ჩემი გრძნობები.
ყოჩაღ.. ყოჩაღ.. ყოჩაღ..!!
საუკეთესო ხარ მართლა.
უნიჭიერესი.
მეტს ვერაფერს გეტყვი.. უბრალოდ გთხოვ.. არ შეწყვიტო წერა არასდროს!!!

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ შემაყვარე შენი ისტორიები, მართლაც ამ ჟანრში საუკეთესო ხარ. სხვანაირად ვერც წარმომედგინა დასასრული.
ლუციფერი რა კაი ტიპია:დდ თურმე რეალური სუპერგმირები მოუნდა, ერთფეროვნება მობეზრდა:დდ
ფანტაზია გაქვს უშრეტი და შენც უნდა წერო და წერო და ჩვენც გადაგვრიო
ბრავო, ბრავო❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

უცნაური მე
შოკში ვარ ჯერ ისევ...
აი რა გითხრა აღარ ვიცი.. რა სიტყვებით შეგამკო რომ გადმოვცე ჩემი გრძნობები.
ყოჩაღ.. ყოჩაღ.. ყოჩაღ..!!
საუკეთესო ხარ მართლა.
უნიჭიერესი.
მეტს ვერაფერს გეტყვი.. უბრალოდ გთხოვ.. არ შეწყვიტო წერა არასდროს!!!

უდიდესი მადლობა ამ სიტყვებისთვის ❤️ ფრთები შემასხი/ არასდროს შევწყვეტ ????

Chikochiko
როგორ შემაყვარე შენი ისტორიები, მართლაც ამ ჟანრში საუკეთესო ხარ. სხვანაირად ვერც წარმომედგინა დასასრული.
ლუციფერი რა კაი ტიპია:დდ თურმე რეალური სუპერგმირები მოუნდა, ერთფეროვნება მობეზრდა:დდ
ფანტაზია გაქვს უშრეტი და შენც უნდა წერო და წერო და ჩვენც გადაგვრიო
ბრავო, ბრავო❤

ვაიმე :/ ❤️❤️❤️
ძალიან,ძალიან მახარებთ ❤️
ჩემს ნაშრომს ერთი ადამიანიც თუ წაიკითხავდა,ცოტა ხნის წინ ვერც კი დავიჯერებდი,ახლა კი ამდენი დადებითი კომენტარი❤️
დიდი მადლობა ❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გავოგნდიიი.... საოცრება იყო რა აი ძალიან მაგარი....არც კი ველოდი ასეთ დასასრულს....
ლუციმ ძალიან გამაბრაზა მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს და რა ვქნა :დ :დ
ჩემი უგულოებიი :დ სასწაული და მრავალფეროვანი პერსონაჟები შექმენი ამათ გარეშე როგორღა უნდა გავძლო აწიიი????? აუუფ რატო დამთავრდა :'( ძალიან მიყვარს რა ეს ისტორია ....
აუ ალისააა ბევრი ისტორია დაწერე ამ ჟანრში რა გთხოვ... იმიტომ რომ საუკეთესო ხარ... მოუთმენლად დაგელოდები როდის დაბრუნდები ახალი ისტორიით... შეუდარებელი და უნიჭიერესი ხარ... არც კი ვიცი რა გითხრა... ასე გააგრძელე და იმედია ახალი ისტორიით მალევე დაგვიბრუნდები <3 თავი არ მოგვანატრო იცოდე... <3<3<3

 


№8  offline წევრი მარიკუნაა♥️

აუ, რა კარგი იყავი!!
ყოჩაღ!!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline წევრი შამხათი

ვახ! ეს რა იყო. . არაჩვეულებრივი, დასასრულიც ლოგიკური. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მეორე ნაწილიც ძალიან საინტერესო იქნებოდა.

 


№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
გავოგნდიიი.... საოცრება იყო რა აი ძალიან მაგარი....არც კი ველოდი ასეთ დასასრულს....
ლუციმ ძალიან გამაბრაზა მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს და რა ვქნა :დ :დ
ჩემი უგულოებიი :დ სასწაული და მრავალფეროვანი პერსონაჟები შექმენი ამათ გარეშე როგორღა უნდა გავძლო აწიიი????? აუუფ რატო დამთავრდა :'( ძალიან მიყვარს რა ეს ისტორია ....
აუ ალისააა ბევრი ისტორია დაწერე ამ ჟანრში რა გთხოვ... იმიტომ რომ საუკეთესო ხარ... მოუთმენლად დაგელოდები როდის დაბრუნდები ახალი ისტორიით... შეუდარებელი და უნიჭიერესი ხარ... არც კი ვიცი რა გითხრა... ასე გააგრძელე და იმედია ახალი ისტორიით მალევე დაგვიბრუნდები <3 თავი არ მოგვანატრო იცოდე... <3<3<3

დიდი,უდიდესი მადლობა ❤️ აუცილებლად გავაგრძელებ წერას ❤️ ჩემი პერსონაჟები ასე რომ გიყვარს,ძალიან მახარებ❤️

მარიკუნაა♥️
აუ, რა კარგი იყავი!!
ყოჩაღ!!
♥️

❤️ გმადლობ!

შამხათი
ვახ! ეს რა იყო. . არაჩვეულებრივი, დასასრულიც ლოგიკური. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მეორე ნაწილიც ძალიან საინტერესო იქნებოდა.

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება,თუმცა დრო ვიხელთე❤️ მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️

 


№11 სტუმარი Maybilline

მშვენიალური იყო ნამდვილად :-*
ახლა იმედია გაგვიხარებ ფენტეზის არამოყვარულ ხალხს გულებს და რამეს კიდევ დაწერ, აი რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხდება <3 აი ვგიჟდები შენს ისტორიებზე ჩვეულებრივად, წავალ ეხლა ხახვი და ლუდი მეორასედ უნდა წავიკითხო :3

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიკო

როგორ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო:(

 


№13  offline წევრი Firefly

საოცრება იყო, სიტყვები არ მყოფნის❤
--------------------
M.T

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybilline
მშვენიალური იყო ნამდვილად :-*
ახლა იმედია გაგვიხარებ ფენტეზის არამოყვარულ ხალხს გულებს და რამეს კიდევ დაწერ, აი რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხდება <3 აი ვგიჟდები შენს ისტორიებზე ჩვეულებრივად, წავალ ეხლა ხახვი და ლუდი მეორასედ უნდა წავიკითხო :3

მეც მომენატრა ერთი უდარდელა ისტორიის დაწერა :D ძალიან მალე გაგიხარებ გულს❤️

სტუმარი მარიკო
როგორ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო:(

ყველაფერი ახლა დაეწყოთ ბელას და ბაჩოს :3 ❤️

Firefly
საოცრება იყო, სიტყვები არ მყოფნის❤

დიდი მადლობა❤️❤️

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ, ალი'ჩ'ე, ალი'ჩ'ე!
ფანტაზიის უნარი გაქვს შესაშური და შესაშური!
რა გამართულად და დახვეწილად წერ, ყოჩაღ :*.

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
ოჰ, ალი'ჩ'ე, ალი'ჩ'ე!
ფანტაზიის უნარი გაქვს შესაშური და შესაშური!
რა გამართულად და დახვეწილად წერ, ყოჩაღ :*.

ძალიან დიდი პატივია,გრაფ ❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან მომეწონა. დასასრული საოცრად კარგი იყოო . და პატრონუსზე ვიცინე ???? წინა თავში ანგელოზთან ერთად აპარაცია რომ გამოიყენე უბრალო დამთხვევა მეგონა და პატრონუსი? უკვე დამთხვევა არაა???? " აქციო "ანგელოზი უნდა ეთქვა და დავითიც მასთან გაჩნდებოდა???? კაი ვიხუმრე ????სხვა რა გითხრა ,მაგარი გოგოხარ და წერა არ შეწყვიტო ყოველთვის ინტერესით დაგელოდები.
ხო დასასრული რომ წავიკითხე შემეშინდა და კარგახანს ვერ წავიკითხე ,მაგრამ ბოლოს... მოლოდინს გადააჭარბე.

 


№18  offline წევრი ბაბუაწვერა

საოცრად კარგად წერ relieved შენი წინა ისტორია კი უბრალოდ მიყვარს ♥️♥️

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ნათია
ძალიან მომეწონა. დასასრული საოცრად კარგი იყოო . და პატრონუსზე ვიცინე ???? წინა თავში ანგელოზთან ერთად აპარაცია რომ გამოიყენე უბრალო დამთხვევა მეგონა და პატრონუსი? უკვე დამთხვევა არაა???? " აქციო "ანგელოზი უნდა ეთქვა და დავითიც მასთან გაჩნდებოდა???? კაი ვიხუმრე ????სხვა რა გითხრა ,მაგარი გოგოხარ და წერა არ შეწყვიტო ყოველთვის ინტერესით დაგელოდები.
ხო დასასრული რომ წავიკითხე შემეშინდა და კარგახანს ვერ წავიკითხე ,მაგრამ ბოლოს... მოლოდინს გადააჭარბე.

პოტერს ვერასდროს შევეშვები :D -_- მთელი ცხოვრებაა ჯადოსნურ სამყაროში ვცხოვრობ და ეგ როულინგის დამსახურებაა :D ჩემი წერის სტილზეც დიდი გავლენა აქვს,ვგონებ შესამჩნევია:3
უბედნიერესი ვარ,რომ ჩემი შექმნილი ასეთ მოწონებას იმსახურებს❤️

ბაბუაწვერა
საოცრად კარგად წერ relieved შენი წინა ისტორია კი უბრალოდ მიყვარს ♥️♥️

დიდი მადლობა საყვარელო❤️ გველუკები მეც ძალიან მიყვარს,იმიტომაც ვეღარ მოვითმინე და აქაც შემოვაბრძანე :დდ ალბათ კიდევ მომენატრება და გაგრძელებასაც დავწერ ❤️

 


№20  offline წევრი Barbare ❤

shemashine icii... bolosken ise wavida saqme vaitu datoba bela luci babuastan-tqo :D magram mimtyuna winatgrdznobam ramac gamaxara.. kargi dasasruli qonda ori ugulo tumca siyvarulit savse.. saboloo jamshi mshvenialuri istoriaa, iseti, rom gagaxsendeba da gadakitxva mogindeba.. warmatebebi.. velo axal saocrebebs<3

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

Barbare ❤
shemashine icii... bolosken ise wavida saqme vaitu datoba bela luci babuastan-tqo :D magram mimtyuna winatgrdznobam ramac gamaxara.. kargi dasasruli qonda ori ugulo tumca siyvarulit savse.. saboloo jamshi mshvenialuri istoriaa, iseti, rom gagaxsendeba da gadakitxva mogindeba.. warmatebebi.. velo axal saocrebebs<3

საბოლოო ჯამში მაინც უგულო ისტორიაა :დ <3 მადლობა,მალე დავბრუნდები❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი anuchki

Dzaluan kargi iyo Ai dxalian sityvebia ar myofnis.dges ori istoriis dasasruli wavikitxe romelic dzalian miyvarda da ar mindoda ase male damtavrebuliyo magram mainc damtavrda.am janris istotiebi marto poteridan shemiyvarda da axla chveni uguloebic daemata
luci babu martla magari tipia ra.mokled bachanas da belunas vemshvidobebi magram sxva istoriis gmirebs muvesalmebi romlebic imedia male daidebaaa

 


№23  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი anuchki
Dzaluan kargi iyo Ai dxalian sityvebia ar myofnis.dges ori istoriis dasasruli wavikitxe romelic dzalian miyvarda da ar mindoda ase male damtavrebuliyo magram mainc damtavrda.am janris istotiebi marto poteridan shemiyvarda da axla chveni uguloebic daemata
luci babu martla magari tipia ra.mokled bachanas da belunas vemshvidobebi magram sxva istoriis gmirebs muvesalmebi romlebic imedia male daidebaaa

დიდი მადლობა ❤️❤️ აუცილებლად იქნება,მალე❤️

 


№24  offline წევრი mariam m.k

Hei "jadoqaro mweralo" albat gaxsovs es saxeli xom kargi ( aq chavisuntqe shvaledurad didi sichqartit amovisuntqe da viwyeb) armiyvars sityvebis zalian sibanalure gagimxel da getyvi arc gamovirchevi am sibanalured didia xom arc sityva zunwi var amas albat shenc mixvdebi imxela monologi gavakete albat vigacas piesa egoneba gamowimuli kargi martlac "jadoqaro mweralo" sityvebi ar myofnis iset azartshi shevdivar shen yvela istoris wakitxvis dros getyvi rom yvela istoria maqvs sheni wakitxuli ( ise marga minda sheni gacnoba da imedi maqvs rodesme pirispir shegxvdebi) erti sityvit ze istoriebi gaqvs?!?!

 


№25  offline ახალბედა მწერალი Alice76

mariam m.k
Hei "jadoqaro mweralo" albat gaxsovs es saxeli xom kargi ( aq chavisuntqe shvaledurad didi sichqartit amovisuntqe da viwyeb) armiyvars sityvebis zalian sibanalure gagimxel da getyvi arc gamovirchevi am sibanalured didia xom arc sityva zunwi var amas albat shenc mixvdebi imxela monologi gavakete albat vigacas piesa egoneba gamowimuli kargi martlac "jadoqaro mweralo" sityvebi ar myofnis iset azartshi shevdivar shen yvela istoris wakitxvis dros getyvi rom yvela istoria maqvs sheni wakitxuli ( ise marga minda sheni gacnoba da imedi maqvs rodesme pirispir shegxvdebi) erti sityvit ze istoriebi gaqvs?!?!

მოკლედ,ძალიან მანებივრებ:DD დიდი მადლობა შენ ამისთვის❤️ სიამოვნებით გაგიცნობ❤️❤️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.