შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ტყე (თავი 8)


25-09-2018, 13:26
ავტორი Tamta Kurtskhalidze
ნანახია 213

ბნელი ტყე (თავი 8)

სულიერად დაცემულხართ? აი ისე რომ არავის ნახვა არ გდომებოდათ, არცერთი სულიერის დანახვის სურვილი და ლაპარაკის ხომ საერთოდ გულის რევის შეგრძნებას გიჩენდეთ. მე ეხლა ვგრძნოვ თავს ესე, კარგით რა არ მჯერა იმ ხალხის რომელის ცხოვრებას ნათელი ფერებით უყურებენ შემდეგ კი დაბრკოლებას გადაეყრებიან თუ არა სამუდამო დეპრესიაში ვარდებიან, სამუდამო დეპრესიაც კი გავრცელებული სენია, აი მუდმივად რომ იცინი და ვაი იმ გაცინებას! სიმღერის ტექსტს რომ აიჩემებს ისე მაქვს დღეს გონებაში ორი რამ მაიკლი რომელსაც არ ვიცნობ და მეშინია მისი და მეორე ჩემი მშობლები. დედამ შეტყობინება გამომიგზავნა '' თვითმფრინავი იგვიანებს ჩამოფრენას დიდი თოვლის გამო, მაგრამ არ ინერვიულო ყვავილო ორ საათში მე და მამა შენთან ვიქნებით, გკოცნი » ალბათ ესეთ სიტვაციაში რომ არ ვყოფილიყავი უუსაზყვროდ ბედნიერი ვიქნებოდი მაგრამ ეხლა სიმართლე გითხრათ ბედნიერების გარდა ყველაფერს განვიცდი. გუგლში ახლო რესტორანი მოვძებნე, მიტანის სერვისით, ნომერი ამოვიწერე და დავრეკე. ორი ბეკონი და დედისთვის ბოსტნეულის სალათი შევუკვეთე, დედა ვეგეტარიანელია უკვე სამ წელზე მეტია, უნდოდა მე და მამაც დავერცმუნებიეთ და მისთვის მიგვებაძა მაგრამ ამაოდ, მამა გურმანია უყვარს ჭამა, მითუმეტეს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს. მეც მიყვარს ხორცი, კონკრეტულად მხოლოდ ხორცზე შეიძლება არ ვგიჟდებოდე მაგრამ თითქმის ყველნაირი საჭმელი მიყავს ასე რომ არაფერზე უარის თქმას არ ვაპირებ, ჯანდაბას ჯანსაღი ცხოვრება. შეკვეთა ერთ საათში მოიტანეს სადილი გავაწყვე და მეორე სართულზე ოთახების დალაგება დავიწყე, გატეხილ ფანჯარაზე ტყუილი უკვე მოვიფიქრე მამას ვეტკოდი რომ ქარში ღია დამრჩა. აივანზე გავედი ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე და მოვწიე. თან ტყეს ვუყურებდი როგორ უხდებოდა მის იდუმალ სიშავეს თეთრი ფენა, თოვა გუშინ დაიწყო მთელი ღამე თოვდა, ოთახში დამტვრეული ფანჯრის გამო ვერ გავჩერდი საშინლად სიოდა, ამიტომ ბუხართან მოვკალათდი. ისევ თოვს მე კი მალამოსავით მედება გულზე, რადგან თოვლი მიყვარს (რათქმაუნდა როდესაც სახლში ვარ თბილადდ) საათს დავხედე სულ რაღაც ორმოც წუთში ჩემები მოვიდოდნენ, პირველ სართულზე ჩავედი სახლის უკანა კარებით ტბასთან გავედი, საშინელი სიცივე იყო, ტბა კი გლუვ სარკეს გავდა, მინდოდა შევხებოდი მაგრამ შემეშინდა. შემდეგ ტყეში შევედი და ტყის აბრასთან ახლოს დავდექი. რონი, წითელ თმიანი გოგო, მაიკლი, ხმები და ტყე რომელიც ამ ყველაფრის მესაიდუმლეა თან ისეთი რომ ვერც კი ინატრებდი, ტოტებიდან თოვლი ცვივდება და სქელ ფენას ემატება. მე კი ის მენატრება, რონი ბიჭი რომელიც ვამპირეად აქციეს ძალიან, ძალიან მენატრება.
ზარი ხმა გავიგონე და სიხარულით გავიქეცი კარისკენ, მაგრამ ხელებში ლუკასი შემრჩა, ბიჭი რომელიც უკვე გავიცანი. ცოტათი გამიკვირდა ამ დროს მისი ნახვა მაგრამ არ გავბრაზებულვარ პირიქით გამიხარდა ამდენი ხნის შემდეგ ცოცხალი, სულიერი არსების დავანახვა.
— ლუკას როგორ ხარ? — ხელით ვანიშნე შემოდი თქო მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა შემდეგ თბილად გამიღიმა.
— არა ნიტა, მეჩქარება ბებოს წნევის წამალი უნდა მივუტანო, ეს სახლი უნდა გამევლო და ვიფიქრე გნახავდი როგორ იყავი ან რაიმე ხომ არ გჭირდებოდა.
— მადლობა ლუკას მოკითხვისთვის, კარგად ვარ არაფერი მიჭირს, შეგიძლია შემომიარო ხოლმე ყავაზე.
— აუცივლებლად. ეხლა წავალ დროებით ნიტა. — ლუკმა ხელი დამიქნია და გზას გაუყვა, სანამ კარებს დავკეტავდი ჩემს სახლთან ტაქსი გაჩერდა, დედა სირბილით წამოვიდა ჩემსკენ და ტირილი დაიწტო, მამაც მოვიდა და ანაღლიანებული ხმით დაიწყო ლაპარაკი.
— ჩემო ფერია, ისე გვენატრებოდი, ჩემო ტკბილოო — მეც ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე, სამი თვე გავიდა რაც არმინახია ისინი, ამდენი ხნის მონატრებით გამოწვეული ტკივლმა ერთიანად იფეთქა.
მამას მოეწონა სტეიკი, დედას კი სალათი და გული აუჩუყდათ ასე რომ ვიფიქრე მათზე და
არ დამვიწყებია მათი გემოვნება. სადილის შემდეგ მე და დედა ბუხის წინ მდივანზე მოვკალათდით, სამ დღეში მიდიოდნენ, ოცი დღის სანამ მე აქ ვიქნებოდი შემდეგ კი დანაპირებს აასრულებდნენ და ნიუ-ორკში სამივე ერთად წავიდოდით დასასვენებლად. დედა ემოციებით მიყვებოდა ქვეყანაზე რომელშიც გიდობა უნდა გაეწიათ, ყველანა საქართველოში, კერძოთ ყაზბეგში უნდა წასულიყვნენ, ერთ-ერთი შეიხი დაინტერესებული იყო იქაურობაზე. დედა აღტაცებით ათვალიერებდა ყაზბეგის ულამაზეს ფოტოებს რომელმაც მეც კი მომნუსხა, ისეთი სილამაზე იყო, ისეთი ლამაზი იყო იქაურობა. მთები ერთმანეთის მიყოლებით იყო, გეგონებოდათ ნახატია ან სპეციალურად გააკეთა ვინმემო, თოვლი მთებს იდეალურად ერწყმოდა დედა კი ბედნიერებით ემოციებს ვერ მალავდა
— შეხედე ნიტა რალამაზია იქაურობა, აი ამიტომ მიყვარს ჩემი სამსახური, მე ყოველთვის თვითმხილველი ვხვდები ბუნების ამ სილამაზეებისა — მეც მომინდა წასვლა ფოტოების ნახვის შემდეგ და დედას არც, ვერც კი განვიკიცხავდი.
დედას მალევე ჩაეძინა, მამამ მტხოვა წამოდი სახლის უკან გავისერინოთო, შეშინებულმა უარი ვუთხარი მაგრამ ისე დაიჟინა ვერ შევეწინააღმდეგე. ტბას გავცდით და ტყეში შევედით მზე დიდი ხნის ჩასული იყო მხოლოდ თოლის თეთრი ნათებით ვხედავდით ყველაფერს.
—მამა წამოდი გაიყინები რა გვინდა აქ?
—შვილო როდის მერე გახდი მშიშარა? თოვლი ყველაფერს ანათებს და თბილად გაცვია. -ტყის აბრას მივუახლოვდით მამამ წაიკითხა თუ არა ადგილზე გაშეშდა, შემეშინდა რაიმე ხოარ დაინახა თქო და შეშინებულმა ვკითხე
—მამა რა არის?
—არაფერი შვილო, ამ ტყის შესახებ მგონი მსმენია- ამაკანკალა, არა სიცივისგან არამედ შიშისგან, ვაი თუ მამას სტატია აქვს წაკითხული თქო
- საიდამ? - ის ფიქრებში იყო ჩაფლული ისე შემომხედა ვითომ ეხლა შეამჩნია რომ მეც იქ ვიყავი.
- გრძელი ისტორიაა, ერთ-ერთ ჩვენმა დამქირავებელმა მიამბო - დავინტერესდი და დავაძალე მოეყოლა მან კი დაიწყო.
- პარიზის მუზეუმების გიდებად ერთმა ახალგაზრდა წყვილმა დაგვიქირავა, ორი შვილი ახლდათ და გოგონას მამა, რომელიც ასაკთან შედარებით მშვენივრად გამოიყურებოდა, დათვალიერების შემდეგ პიკნიკი მოაწყვეს ეიფელის წინ მინდორზე და ჩვენც დაგვპატიჟეს, როდესაც ვლაპარაკობდით ერთ-ერთმა შვლიშვილმა ბაბუას რაიმე ამბის მოყოლა სთხოვა, ბაბუა ჯერ ფიქრობდა რა მოეყოლა ბავშვებისთვის, შემდეგ კი ღრმა ფიქრებში წავიდა და ისე დაიწყო მოყოლა რომ არც კი ველოდით ყველა მონუსხული გავჩუმდით ის კი ლაპარაკობდა ; არსებობს სახელად ტყე, რომელსაც ბნელ ტყეს ეძახიან, ის ერთ პატარა ქალაქშია, ლონდონში ამ სახელის ტყე ერთადერთი იყო, როგორც ტყე იყო ერთადერთი ამ ტყეში ყველაფერს ნახავს ადამიანიო, ყველაფერს განსხვავებულს და უჩვეულსო, ბერიკაცი თხრობის დროს იღიმებოდა და ნატრუბოდა ნეტავ კიდევ მოვხვდე იქო, არვიცი ტყემ ეს ბერიკაცი როგორ მოაჯადოვა რადგან ლაპარაკის დროს თვალები უპრწყინავდა და სადღაც ძალიან შორს იყო, დედა და ის გოგონა ვისი მამაც ეს კაცი იყო იმ დღეების შემდეგ დამეგობრდნენ და მან უთხრა რომ ბერიკაცი ისევ წამოვიდა ტყის სანახავად და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა შინ - მამა გაჩუმდა მონუსხული უყურებდა ტყეს - არვიცი ეს ტყეა თუ არა მაგრამ გული მიგრძნობს რომ ეს უბრალო ადგილი არარის, აქ ჰაერიც კი სხვანაირია შვილო.
- კარგი რა მამა, უბრალოდ სუფთა ჰაერია - შოკში ვიყავი, ის კაცი თუ ამ ტყეში შემოვიდა როგორ დაინახა ჭაობის მაგივრად ქალაქი? ან უკან როგორ გაბრუნდა.
- წავედით მამა გაიყინე - მამას ხელი მოვკიდე და ისევ გავიგონე, ის ხმები რომელიც არ უნდა გამეგონა. " ხედავ სხვაც მოიყვანა მოდი მოვკლათ ორივე, ვეღარ ვუძლებ, მას ამის უფლება არ ჰქონდა. " ბოხმა ხმამ უპასუხა " მაიკლი მიაკითხავს მათ ეს ხომ იცი არა? წამოდი ცდუნებას ვეღარ ვუძლებ." და ისევ სიჩუმე.
- ნიტა გათეთრდი ესე გცივა? წამოდი სახლში შევიდეთ.
მაგრამ მე ისევ ჩამესმოდა ხმა ''მაიკლი მიაკითხავს მათ, ხომ იცი არა? " ის მოვა, აუცვილებლად მოვა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Farvana

ჩემი საუკეთეო,როგორ გამახარე ახალი თავით ვერც კი წარმოიდგენ.როგორ მაინტერესებს მოვლენების განვითარებაა,ნეტა რა მოხდება?
--------------------
ფარვანა

 


№2  offline წევრი Tamta Kurtskhalidze

Farvana
ჩემი საუკეთეო,როგორ გამახარე ახალი თავით ვერც კი წარმოიდგენ.როგორ მაინტერესებს მოვლენების განვითარებაა,ნეტა რა მოხდება?

ბევრი საინტერესო რამ... მაგრამ იმედებს იმედია არ გაგიცრუებ❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ცოტა დიდი თავები რომ დადო არ შეგიძლია? კარგი იქნებოდა.დამაინტერესა ძალიან და მინდა ცოტა მეტი იყოს წასაკითხი.თუ შეძლებ კარგი იქნება.ველი ახალ თავს, საინტერესოდ წერ და ძალიან კარგია
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი Tamta Kurtskhalidze

La-Na
ცოტა დიდი თავები რომ დადო არ შეგიძლია? კარგი იქნებოდა.დამაინტერესა ძალიან და მინდა ცოტა მეტი იყოს წასაკითხი.თუ შეძლებ კარგი იქნება.ველი ახალ თავს, საინტერესოდ წერ და ძალიან კარგია

ყველანაირად ვეცდები თავების გაზრდას, მადლობა რომ მიგწონს❤️

 


№5 სტუმარი anastasia

ძლიან მომეწონა ძან მაგარია მაგრამ ახალ თავს როდის დადებ უკვე რამდენი ხანია ველოდები იმედია მალე

 


№6  offline წევრი Tamta Kurtskhalidze

anastasia
ძლიან მომეწონა ძან მაგარია მაგრამ ახალ თავს როდის დადებ უკვე რამდენი ხანია ველოდები იმედია მალე

წერა დაწყებული მაქვს, მინდა რომ დიდი გამივიდეს ამიტომ ხვალ ღამით დავამატებ, მადლობა რომ მოგწონს და კითხულობ❤️❤️

 


№7  offline წევრი Tamta Kurtskhalidze

anastasia
ძლიან მომეწონა ძან მაგარია მაგრამ ახალ თავს როდის დადებ უკვე რამდენი ხანია ველოდები იმედია მალე

შეგიძლია წაიკითხი ახალი თავიიი❤️

La-Na
ცოტა დიდი თავები რომ დადო არ შეგიძლია? კარგი იქნებოდა.დამაინტერესა ძალიან და მინდა ცოტა მეტი იყოს წასაკითხი.თუ შეძლებ კარგი იქნება.ველი ახალ თავს, საინტერესოდ წერ და ძალიან კარგია

იმედია მოგეწონება ახალი თავი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent