შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი შროშანები (ნაწილი I)


25-09-2018, 23:51
ავტორი i want
ნანახია 395

თეთრი შროშანები (ნაწილი I)

დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, დააბრუნებდით?
მე კი.
დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რა დროს დააბრუნებდით?
მე არცერთს.
იმ დროს დავაბრუნებდი როცა ჯერ კიდევ არ ვარსებობდი და წუთი-წუთზე ელოდებოდნენ ჩემს დაბადებას.
როცა ტკივილის და ბედნიერების ცრემლები ერთმანეთს ერწყმოდა.
როცა პირველად გაისმა ჩემი ტირილის ხმა სამშობიარო ბლოკში. როცა შვებით ამოსუნთქულ დედას თვალზე ბედნიერების ცრემლი მოადგა, როცა ექთანს ჩემი დაბადებით გამოწვეულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, როცა ჩემს დაბადებას სიხარულის შეძახილები მოჰყვა დერეფანში მომლოდინე მამის მიერ... სწორედ იმ წამებს.
წამებს როცა პირველად ვიტირე, პირველად ჩავისუნთქე ჰაერი და როცა პირველად ვიგრძენი დედის შეხება.
თავიდან დავიბადებოდი, თავიდან გავიზრდებოდი, თავიდან ვიცხოვრებდი... თავიდან დავიწყებდი...
დროს გავუფრთხილდებოდი, ძლიერი და სამართლისთვის მებრძოლი ვიქნებოდი. შეცდომებს... ამ წყეულ შეცდომებს მოვერიდებოდი და სუფთად ვიცხოვრებდი. ისე რომ საკუთარი თავი უჯრედულ დონემდე არ შემძულებოდა.
თუმცა არავინ იცის რა მოხდებოდა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ კოშმარს აჯობებდა.
ახლა სიმართლე ისაა რომ დროის დაბრუნება არ შემიძლია და მე ის ვარ ვისაც ახლა მხოლოდ ამაზე ოცნება შეუძლია. ოცნება რომელსაც იქნებ შეეცვალა ჩემი ცხოვრება ახდომის შემთხევავში. ცხოვრება?! ცხოვრება არა უფრო არსებობა ტკივილისთვის, რომელიც ყველაზე სასტიკი და გულქვაა. ჩემი არსებობა პირამდე სავსეა შეცდომებისა და ცოდვების კორიანტელით. და მე ის მეზიზღება!
ყოველ დღე უფრო და უფრო ვრწმუნდები მის ამაოებაში, მის სისატიკეში, მის დანაშაულებებში და უფრო და უფრო მეზიზღება ყოველი მომდევნო მზის ამოსვლა. ყველაფერი, ქვეყნად ყველაფერი ამაზრზენი და საშინელია. მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა მოაქვს, ბედნიერება კი რაღაც არარსებული მზის სხივია რომელსაც კვლავ ეს წყვდიადი დაფარავს და უტიფრად შთანთქავს.
დღე ისე არ ღამდება რომ წვეთი ცრემლი არ არ იგემონ ჩემმა ღაწვებმა. ეს ცრემლები მანადგურებს და გულს ნაწილებად მიგლეჯს. ეს საოცარი ტკივილია გულის სიღრმიდან რომელიც ყველგან იკვალავს გზეას და სულით ხორცამდე მწამლავს.
თუმცა შევეჩვიე. შევეჩვიე მარტოსულობას, მელანქოლიას და ამ შავბნელ დღეებს, დასასრული რომ არ უჩანთ.
ახლაც ვდაგავრ და უცრემლოდ მეტირება. დიახ, თვალებიდან ცრემლებიც დამიშრა არაფერი დამრჩა რაშიც გადმოვცემ ჩემს ტკივილს და ოდნავ მაინც მომეშვება. უკვე ესეც კი წამერთვა, იმ ყველაფერთან ერთად წარსულში რაც მქონდა.
თუ ეს რამეს შეცვლის, თუ შემეძლება რომ კიდევ ვინატრო რამე, თუ კი ბოლომდე ამ სიშავის ქვეშ არ მოვქცეულვარ მაშინ მხოლოდ ამას ვიტყვი - ნეტავ შემეძლოს მე მე არ ვიყო... ნეტავ შემეძლოს ახლა, აქ მდგარი გოგო მე არ ვიყო! ნეტავ შემეძლოს სხვის ტყავში სხვის ცხოვრებით ვცხოვრობდე, თუნდაც ქურდის, ყაჩაღის, მეძავის, პატიმარის... ოღონდ არა ჩემი.
ნეტავ შემეძლოს...
თუმცა არ შემიძლია, იმდენად არარაობა და არარსებული ვარ არაფერი შემიძლია.
ისიც კი არ შემიძლია შევცვალო ცხოვრება, ძველი ფურცლები ამოვხიო და ჯანდაბაში მოვისროლო, შემდეგ კი სუფთა ფურცლიდან დავიწყო ყველაფერი.
მე მე ვარ, ამ წუთს აქ მე ვდგავარ, ამ ნაადრევად გაზრდილი გოგოს სხეულში და ამის შეცვლა არავის შეუძლია. ამაზე ფიქრიც კი უფრთებოდ ცაში ფრენას ჰგავს.

ახლა კი ვდაგავარ გაყინული, ერთ ადგილას, სიმშვიდესა და ქაოსის გასაყარზე. თუმცა საზღვარი არ სჩანს. იქნებ უკვე გადავაბიჯე კიდეც ან სადღაც მოშორებითაა ჩემგან. ვემზადები ნაბიჯის გადასადგმელად. ისიც არ ვიცი ამ ნაბიჯს საით ვდგამ. ამის გაგებაც არ შემიძლია.
უბრალო მოკვდავი ვარ რომელიც გამაწამებელი ცხოვრების მონობიდან გამოიქცა და ახალი, უფრო ნათელი სიბნელის მოსაპოვებლად იხრწვის.
ახლა ნაბიჯს გადავდგამ რომელსაც უამრავი მისნაირი ნაბიჯი მოჰყვება, შემდეგ იმ კარიდან გავალ, წავალ საერთოდაც და გავა დრო, და მერე დავფიქრდები ღირდა თუ არა ამ ნაბიჯების გადადგმა და ისევ დამტანჯავს სინანულის გრძნობა. თუმცა სხვა გზა არც მაქვს, ყოველ ჩემ ნაბიჯს სინანული და ტკივილი მოჰყვება, ვიცი! მაგრამ მირჩევნია ეს ავიტანო ვიდრე სხვა და უარესი ტკივილი ვიგრძნო... თუ არსებობს რა თქმა უნდა!
მეტს ვეღარ გავუძლებ!

თვალებს ვხუჭავ, თავს ვხრი. ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ყელში რაღაც მეჩხირება და გულს მიფორიაქებს.
აკანკალებული ხელი უკან მიმაქვს, ჩემოდნის სახელურს ვეჭიდები და ჩემს ირგვლივ მოსიარულე ხალხის სხეულებს ვუერთდები. ღმერთმა იცის რამდენი ხანი ვიდექი ასე, ჩაფიქრებული.
ვდგამ ნაბიჯებს და ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ, თითქოს ლოდები მეჭიდებიან და უფრო და უფრო მამძიმებენ. მეშინია ამ ნაბიჯების... არ ვიცი სადამდე მიმიყვანენ...
ყურს მოგუდულად ესმის მატარებლებისა და ბრბოს აუტანელი ხმაური, თუმცა სულაც არ ვუსმენ მათ, ვუსმენ ჩემს ექოს რომელიც ჩემზე მიყვება და მეუბნება თუ ვინ ვარ და საით მივდივარ. უკვე საკუთარი ექოც მაღიზიანებს... თუმცა მის გარდა აღარავინ დამრჩა...
თითქოს და მანძილი კარამდე უფრო იწელება და დროც საშინლად ნელა გადის. ვუყურებ ხალხს რომლებიც თბილ ქურთუკებში არიან გამოწყობილნი და ჩემოდნებს მიაგორებენ. ზოგს როგორი სევდიანი სახე აქვს, ზოგს კი ამაყი. მათ სახეებზეც კი გული მერევა. რამდენ ნიღაბს ატარებენ და ალბათ იმდენად მიეჩვივნენ მათ მოხსნას აღარც აპირებენ და პირიქით ახალ-ახალ ნიღბებსაც სიამოვნებით მოირგებენ. ეს ნიღბებიც სიყალბეა. გულის ამრევი სიყალბე!
თავს ვხრი და სახეს ვმალავ, კარს ვუახლოვდები და გარეთ გამოვდივარ. ვფხიზლდები როცა ამ აურზაურიდან გარეთ გამოსული შედარებით სიმშვიდეს და სიგრილეს ვგრძნობ.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალები ვხუჭავ. ზღვისპირა ქალაქის ჰაერი სულ სხვა ნაირად მეჩვენება.
მახსოვს ვოცნებობდი მენახა ზღვა თოვლში... ახლა კი ვნახავ და ვერაფერს ვიგრძნობ რადგან წარსულს ჩაბარდა ოცნებები... დასანანია.

ფიქრებიდან გამოვერკვიე აქეთ იქით მიმოვიხედე, უამრავი ადამიანია ჩემს ირგვლივ. ახლაღა გამახსენდა ჩემი საქმე და თვალებით ამდენ ხალხში ვიღაც უცხოს ძებნა დავიწყე.
წამები საათებივით იწელება. დრო მიიზლაზნება და რაც უფრო მეტი გადის მით უფრო მანადგურებს და მანერვიულებს. ეს ნერვიულობა კი მჭამს. ეს ციკლი უკვე გულს მირევს: ნერვიულობა, უბედურება, ტკივილი და აი, ლოდინიც დაემატა.
როგორ დავიღალე... ტირილი მინდა!

***
უკვე ნახევარი საათია ველოდები, გავიარ-გამოვიარე, თვალი მოვავლე იქაურობას და უკვე იმედები მეწურება. საათს დავაცქერდი და ტკივილიანად ამოვიოხრე.
ნუთუ ყველაფერი ასე აირევა?
ცოტაც და ფეხით წასვლას ვაპირებ, მოთმინება უკვე აღარ მყოფნის. ვტრიალდები და ჩემს უკან მაღალ მამაკაცს ვხედავ, წამით შიში მიბყრობს.
- უკაცრავად, თქვენ... ალბათ სოფო...
- დიახ... - შეშინებული, ჩუმად ვამბობ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.
- ალბათ თქვენ გელაპარაკეთ.
- აა დიახ...მანქანის თაობაზე...
- დიახ, მოშორებით, სადგომზეა გაჩერებული. წამობრძანდით.
- კარგით. - თვალების ცეცებით ნელ ნელა მივყვები უცხო მამაკაცს ხალხისგან მოშურებულ ადგლიას. ცოტაარიყოს შიში მძლავრობს ჩემში თუმცა არ ვიმჩნევ, სიმამაცეს ვიკრებ და ყველაფრის და მიუხედავად მივყვები უცხოს.
ხუთიოდე წუთში პარგინკზე ვჩნდებით და მბზინავი შავი ჯიპიც მალე ხვდება ჩემს თვალთა ხედვის არეში. ამ განცალკევებით მდგომ მანქანას ვუახლოვდებით, მე კი გარედან თვალს ვავლებ.
- აი ესაა, ინებეთ გასაღები.
- მადლობა, ერთი წუთით... - ვთქვი და ჩანთა გავხსენი. ფრთხილად ამოაძვრინე ფულით სავსე კონვერტი და მას გავუწოდე.
- ეს ქირაობის საფასური, - შემდეგ კიდევ ამოვაძვრინე მეორე ასეთივე კონვერტი, ისიც გავუწოდე და ჩუმად ჩავილპარაკე. - ეს კი სიჩუმისთვის.
- არაა საჭირო...
- საჭიროა! იცოდეთ არავინ უნდა გაიგოს ამაზე თორემ ცუდ დღეში აღმოჩნდებით! - გამაფრთხილებლად ვეუბნები და სიმშვიდეს ყველანაირად ვინარჩუნებ.
- გასაგებია- მამაკაცი ირონიული ღიმილით მეუბნება. თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ , კონვერტის ვაძლევ და გასაღებს ვიღებ.
- ჰო მართლა, აქედან რამდენი ხნის სავალია?
- დაახლოებით ხუთი საათის...
შეიძლება რაღაც გკითხოთ?
- გისმენთ?
- ახლახან ჩამოხვედით და უკან დაბრუნებას დღესვე აპირებთ?
- რა შენი საქმეა? დაგიკავშირდები და მანქანას წაიყვან, ესაა შენი მოვალეობა. ნახვამდის. - ნერვებმოშლილი ჩამოვცილდი ირონიულად მომზირალ მამაკაცს და ჩემოდანი საბარგულში მოვათავსე. შემდეგ მძღოლის კარი გამოვაღე, საჭესთან დავიკავე ადგილი და მანქანა დავქოქე.

მნიშვნელოვან საქმეზე გავიარე. დაახლოებით ერთ საათამდე შევყოვნდი.
გზად თვალი მოვავლე დათოვლილ ადგილებს, ზღვას და ვერაფერი ვიგრძენი გულის წყვეტის გარდა. სულ მინდოდა მენახა და აი ვნახე კიდეც, თუმცა უკვე გვიანაა. ნელა გავუყევი გზას, ქალაქიდან უკან წავედი და ტრასაზე გავედი. მანქანაში გათბობა ჩავრთე და ღამის სიცივეს მოვწყდი.

დამძიმებული ვარ, ყველაფრისგან დათრგუნული. ყოველ ნაბიჯზე საფრთხე მელის და ეს უკვე აუტანელია.
რატომ? ეს კითხვა უკვე მაგიჟებს.
რატომ მე? რატომ ყველაფერი მე? აღარ მინდა... მეტი აღარ მინდა.
მეტირება... ახლა კი აზრი არ აქვს შეკავებას. შემიძლია იმდენი ვიტირო სანამ ბოლომდე არ დავიცლები. წინ მთელი გზაა...
.
***
რამდენიმე საათია ვმგზავრობ, ნელა დავდივარ და დრო უფრო იწელება.
წესით დანიშნულების ადგილთან არც ისე შორს უნდა ვიყო.
ღამით ამ ადგილების ცნობა მიჭირს. მხოლოდ აბრებს მივყვები და ვცდილობ სწორი გზით ვიარო. ნელა დავდივარ ტრასაზე, მოსახვევებში, ალბათ თავი რომ ვერ მოვზომო წამის მეასედში აღმოვჩნდები გზიდან გადაფრენილი მდინარეში, უძირო უფსკრულისკენ... მართალია ეს არ მაწუხებს მაგრამ... არ შემიძლია.
უკვე საკმაო სიმაღლეზე ვარ, იმატა სუფთა ჰაერმა, სიცივემ და ნისლებმა.
ძალიან მშვიდია აქაურობა ქალაქური ქაოსისგან განსხვავებით.
ალბათ ეს ყველაზე სწორი არჩევანია რაც კი ოდესმე გამიკეთებია. სწორედ ეს სიმშვიდე მჭირდებოდა და ყველანაირი ქაოსის უკან მოტოვება.
იმედია ასეც იქნება, ეს არჩევანი მხოლოდ სიმშვიდეს მომაპოვებინებს და ახალ ქაოსს არ წარმოქმნის...

გადის წუთები, საათები. ჩემი ქუთუთუები მძიმდება. გრძელი და უსასრულო გზა საშინლად მღლის. უკვე ძილიც ცდილობს ჩემს ჩათრევას, თუმცა მაინც ვცდილობ სიფხიზლე შევინარჩუნო. ყურადღება მოდუნებული მაქვს მაგრამ წამიერად ვფხიზლდები როცა მოულოდნელად საწვავი მინთებს. გული ფორიაქს მიწყებს. აქეთ იქით ვიყურები, იქნებ სადმე ბენზინგასამართ სადგური ან რაიმე მსგავსი შევნიშნო, თუმცა მსგავსი არაფერია აქ სიბნელის გარდა. ირგვლივ სიცარიელე, კლდეები, მთები და თითო-ოროლა ხეებია. სახლებიც კი არ ჩანს.
გულში ვლოცულობ ოღონდ რაიმე შემხვდეს და დანიშნულების ადგილამდე მივაღწიო, მეტი არაფერი მინდა!
საწვავი რამოდენიმე ხანს მყოფნის მალე კი მანქანა ჩერდება.

შუა ღამეს, სიბნელეში , მთაში, ზამთარში მანქანა გამიჩერდა... აი დღევანდელი დღეც ასე ლამაზად დაგვირგვინდა!
სიმწარისგან საჭეს მუშტებს ვუშენ და ვყვირი. კბილებს ერთმანეთს ვუჭერ და სასოწარკვეთა მანადგურებს. საჭეს ერთს გემრიელად ვარტყამ და სახეს ხელებში ვრგავ.
მანქანას ვქოქავ... არ იქოქება. რამდენიმე მცდელობის შემდეგ თავს ვანებებ და თავს საზურგეს ვაყრდნობ. ვდილობ დავმშვიდდე მაგრამ თვალები მიცრემლიანდება. უკვე ყველაფერი მარტივად მაღიზიანებს და მღლის. ეს ამდენი ემოცია უკვე მფიტავს და მაშრობს კიდეც.
ისიც არ ვიცი ახლა რა ადგილზე ვარ ან რა უნდა მოვიმოქმედო.
ერთი დღე სიურპრიზების გარეშე... მხოლოდ ერთი დღე. არ შეიძლება? ვოხრავ.
რამდენიმე წუთი ასე ვარ. შემდეგ მანქანიდან გადმოვდივარ, ადგილს თვალს ვავლებ ვერაფრით ვხვდები თუ რა ადგილზე ვარ. კვლავ ვოხრავ და მანქანას ვეყრდნობი . დარეკვას ვცდილობ, ტელეფონი სიგნალს არ იჭერს.
ველოდები, იქნებ მანქანამ მაინც გამოიაროს. მაგრამ არ სჩანს.
ველოდები... ისევ ველოდები. ლოდინზე მეტად არაფერი მძულს.

ცოტა თუ დიდი ხნის შემდეგ აი... რაღაც შუქი მოსჩანს გზიდან, მანქანაა. ხელს ვუქნევ იქნებ გამიჩეროს თუმცა ტყვიის სისწრაფით მიახლოვდება და ისე მცდება ჩემს აღქმასაც ვერ ასწრებს. არ გამიჩერა! სიმწრისგან უკვე მეცინება.
ახლა რა ვქნა? ლოდინს აზრი ააქვს? ან საერთოდ რამეს?
კარს ვაღებ, ჩანთას ვიღებ და ჩემოდანს საბარგულში ვამოწმებ შემდეგ კი კარს ვკეტავ და ჩემოდანს მანქანაში ვტოვებ. ვფიქრობ სოფელში ჩავალ ვინმეს დახმარებას ვთხოვ, საწვავს ვიშოვი და დღეს თუარა ხვალ მაინც გავაგრძელებ გზას.
მანქანა დავკეტე, გასაღები შევინახე და ფეხით გავუყევი გზას.

***
ზამთრის სიცივე ძვალ რბილში ატანს. გზა მოყინულია, თოვს.
ყველაფერი გადათეთრებულია, თითქოს თეთრი შროშნებით მოფინეს აქაურობა.
თვალთახედვა ჭირს, ვიბუზები და მოსაცმელს ტანზე ვიჭერ. თავშალს მჭიდროდ ვიკრავ. ძალიან ცივა. ერთადერთი განათების წყაროს მთვარე და იშვიათი ლამპიონები წარმოადგენენ, მანქანები კი საერთოდ არ მოძრაობენ.
გული მეწურება ამ ყველაფერზე. მტკივა. მთელი შიგნეულობა მეწვის და მენგრევა.
ისედაც რაღა დარჩა ჩემგან და ვატყობ ესეც ერთ ღამეში განაგურდება.

რა უნდა ვქნა? ალბათ მოვკვდები...
დავდივარ სიცივესა, ქარსა და სიბნელეში, იმ იმედით რომ სოფელს ან რაიმე დასახლებას წავაწყდები. უკვე დაღლილობამ და შიმშილმა იმატა ჩემში. სიცივემ ფეხის თითებიდან თმის ძირამდე გამიყინა თითოეული უჯრედი. დავიღალე. გავჩერდი მოსაცმელი უფრო მჭიდროდ მოივიჭირე, მოვიბუზე და თვალები მივნაბე. კანკალმა ამიტანა. რას არ მივცემდი ოღონდ ჭიქა წყალი მაინც დამელია ან ასანთით მაინც გავმთბარიყავი. თუმცა ირგვლივ არც წყარო მოსჩანს და არც ადამიანი რომელიც დაგეხმარება.
ცოტახანში რაღაც ხმა მაფხიზლებს, თვალებს ვახელ და ხმის განმეორებისას ირგვლივ ვიხედები. ხმა შორიდან მოდის. ხეებს ვეფარები, უკან, განვლილ გზას ვუყურებ და ძლივს ძლივობით ვხედავ ბურუსში გახვეულ ტრასაზე გაჩერებული, ლურჯ-წითელ ფერებში მოლივლივე მანქანებს.
გული მიჩერდება, შიში საზარელად მივლის ტანში, კანზე მბურძგლავს, შიგნით კი მხოლოდ სიცივე ისადგურებს და მყინავს. გავიაზრე რომ პოლიციელები ჩემს კვალს ადგანან. ისინი ჩემს მანქანას ალყას აკრავენ და მე ამას ვუყურებ.
მე... მე რომ არ... მიპოვნოდნენ?!
კანკალი მივლის მთელს ტანში. მთელი ტკივილი იღვიძებს ჩემში და ნაბიჯის გადაგმის საშუალებას არ მაძლევს.
ჩემს თვალწინ ჩნდება წარსული და ცხადად ვხედავ სისხლს, ცხედრებს, ტკივილს, სიბნელეს, მკვლელს!
ნაბიჯები უაზროდ მებნევა, უკან ვიხევ. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ. უკან ვტრიალდები და ვგრძნობ როგორ მეკვრის სუნთქვა. თავბრუ მესხმის. პირს ვაღებ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. ცალი ხელით ხეს ვეყრდნობი, მეორეს კი სახეზე ვისვამ და ცრემლებიც მალე იკვალავენ გზას ჩემს სახეზე. ნაბიჯებს უაზროდ ვდგამ, ნელ-ნელა მივიზლაზნები.
შემდეგ კი ხმები იმატებს, წამიერად უკან ვიყურები და თითქოს ვფხიზლდები, ნაბიჯს ვუჩქარებ.

რაც შემიძლია მოფარებული ადგილებით მივრბივარ.
მივრბივარ სადღაც. ვგრძნობ როგორ მომსდევენ უკან, დროდადრო უკან ვიყურები და ვერაფერს ვხედავ. იქ არავინაა მაინც გავრბივარ.
ვგრძნობ როგორ იმატა ჩემს სხეულში ძალამ, როგორ გამოიღვიძა ჩემში თვით გადარჩენის ინსტიქტმა.
მივრბივარ, მივრბივარ და გავიქცევი. ყოველთვის გავიქცევი მათგან!
მირბივარ რომ არ დამეწიონ, რომ არ მიპოვნონ, რომ ამდენი ხნის მალვამ ასე ფუჭად არ ჩაიაროს. ამისთვის კი მზად ვარ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გავიქცე, გავიქცე მათგან, მათი ბოროტებისგან, სისასტიკისგან, ქაოსისგან...
მივრბივარ, მივრბივარ ძალის გამოცლამდე, სიცივეში, მშიერ - მწყურვალი, სადღაც... მივრბივარ ისე თითქოს ვინმე გზის ბოლოს ხელებ გაშლილი მელის და ერთი სული მაქვს გულში ჩავიკრა.
თუმცა არავინ დგას ხელებგაშლილი ჩემს მომლოდინედ, და მეც მივრბივარ იმიტომ რომ მომსდევენ, იქ სადღაც წარსულის წყვდიადში დასაბრუნებლად .

***
ძალა მეცლება, დავიღალე და დავსუსტდი, მაგრამ მაინც მივრბივარ. უცბად თვალთახედვა მეცლება და ყინულზე ვსრიალდები.
ყინულზე გაშოტილს კვნესა მხდება პირიდან და ხელებსა და ფეხებში ტკივილს ვგრძნობ.
მეტი აღარ შემიძლია! მომენტალურად ქვითინი მიტყდება და თვალებიდან მდუღარე ცრემლები მომდის, წამიერად კი ვთბები. გული მიჭერს და საშინლად მეწვის.
ვცდილობ ავდგე და კვლავ კვნესა მხდება. ყველანაირ ძალას ვხმარობ წამოსადგომად. და აი შევძელი!
მყარად ვდგები და ხელებს დავყურებ. ვხედავ როგორ არიან დაკაწრულნი და დაწითლებულნი, მაჯებიდან ხელის გულამდე. კოჭლობით ვაგრძელებ გზას, ტკივილებს ვისრუტავ და გულში ვიკლავ. მაინც არ ვჩერდები... მაინც არ ვნებდები და მივდივარ. მოშორებით ჩასახვევს ვხედავ. ალბათ რაიმე დასახლებაა, გარისკვად ღირს. მივიწევ წინ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სამშვიდობოს ვარ. დაღმართს მივუახლოვდი და სიბნელემ მიმიზიდა. გზა მოყინულია, მაგრამ ეს უკვე არ მაშინებს. საწადელთან ძალიან ახლოს ვარ და არ მადარდებს მთელი მივაღწევ თუ დალეწილი. დაღმართზე ძლივსძლივობით ჩავდივარ. მანქანის ხმა მესმის ახლოდან და თვალს ვეფარები. დავინახე როგორ ჩაიქროლეს მანათობელმა შუქიანმა მანქანებმა. ამოვიოხრე. დაღმართი ჩავიარე და ტეროტორია მიმოვათვალიერე. ნისლებში გახვეული, შუა ღამეს, თოვლში თითქმის არაფერი ჩანს. მხოლოდ სახლები და შიშველი, თეთრი შროშნების ამარად დატოვებული ხეები დავინახე. ყველაზე ახლოს მდებარე სახლს მივაშურე. შუქები ჩამქრალია, ირგვლივ სიჩუმეა გამეფებული. ჭიშკარს ვაღებ ეზოს გავდივარ, კარს ვუახლოვდები და მორიდებით ვაკაკუნებ. ველოდები...
კვლავ იგივეს ვიმეორებ მაგრამ სახლში არავინაა. ფანჯრებში ვიყურები და ვერაფერს ვხედავ. ეს მიტოვებული სახლიც მაშინებს, ეს სიმარტოვე და სებნელე... თავს ვერევი და უკან ვბრუნდები. ირგვლივ ვიხედები და მოშორებით მდგარ სახლს ვუახლოვდები. იგივეს ვიმეორებ, ეზოში შევდივარ, კარზე ვაკაკუნებ, ფანჯარაში ვიხედები და იქაც არაა ვინმე. უკან ვბრუნდები. კიდევ ერთ სახლზე ვიმეორებ იგივეს. იმედებ გადაწურული სხვა, უფრო შორს მდგარ სახლს მივაშურებ. უზარმაზარ ეზოს ვკვეთავ, კარზე ვაკაკუნებ. ხმა არ ისმის. სასოწარკვეთილი ვუმატებ კაკუნს და არც აქ მცემენ ხმას. არც აქაა ვინმე. უკან ვბრუნდები, ანერვიულებული, განადგურებული, დაღლილი, მშიერი... ნახევარი ეზო გავიარე, უიმედობამ მომიცვა, დავსუსტდი. უკვე ნაბიჯებიც მღალატობდნენ, ცოტაც და დავეცემოდი. ჭიშკარში გამოვდიოდი როცა ძალა გამომეცალა და კარს მოვეჭიდე თავის შესამაგრებლად. უცბად კი გაისმა ნაბიჯების და ასე ნანატრი ადამიანის ხმაც.
- ვინ ხარ? - სიტყვის თქმაც ვერ შევძელი სადაც იყო წავიქცეოდი, მამაკაცი მომიახლოვდა და რომ მიხვდა კარგად არ ვიყავი დამიჭირა.
- კარგად ხარ? მოდი... ფრთხილად... - მასზე მიმიყრდნო და ჩემი ხელი კისერზე გადაიტარა. მეორე ხელი წელზე შემიცურა და სახლამდე მიმიყვანა.

დიდ და სითბოთი გაჟღენთილ სახლში შემიყვანა. მისაღებ ოთახში მდივანზე დამსვა ბუხრის წინ და მოსცმლის გახდაში დამეხმარა.
ოთახიდან გავიდა, მე კი მდივანზე უგრძნობი სხეულივით დავრჩი. სითბო იმდენად მესიამოვნა რომ ყველაფერი დამავიწყდა და გავინაბე. სისუტემ ჩემი სხეული გადაყლაპა და მთლიანად მომთენთა. მთელი ძალები აორთქლდა ჩემი ორგანიზმიდან და თითქოს უწონო მდგომარეობაში შევცურე.
მამაკაცი ოთახში დაბრუნდა წამლების ყუთით და წყლის ჭიქით ხელში. რაღაც აბები მომიტანა პირთან მე კი დაპროგრამებულივით შევასრულე რაც მითხრა.
მეტი არაფერი მახსოვს, ალბათ გონება დავკარგე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, ახლა ჩავუჯდები

 


№2  offline წევრი i want

სტუმარი ქეთი
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, ახლა ჩავუჯდები

იმედი მაქვს მოგეწონებათ ^^ <3 <3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

i want
სტუმარი ქეთი
როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვა. ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, ახლა ჩავუჯდები

იმედი მაქვს მოგეწონებათ ^^ <3 <3 <3

კარგია, კარგი. მოლოდინი გამიმართლა. გელოდები ჩემო კარგო

 


№4 სტუმარი nino

მომწონს კარგია :)

 


№5  offline წევრი i want

nino
მომწონს კარგია :)

მადლობა <3 <3

nino
მომწონს კარგია :)

მადლობა <3 <3

 


№6  offline წევრი ივი

კარგია ძაან ????

 


№7  offline წევრი i want

ივი
კარგია ძაან ????

მადლობა^^ ♡

 


№8  offline წევრი samudamod tqventan

Magaria kidev kargi gauges kari

 


№9  offline წევრი i want

samudamod tqventan
Magaria kidev kargi gauges kari

მადლობა :) ♡♡

 


№10  offline წევრი i want

მეორე ნაწილს ვერ ვამატებ, რაღაც სჭირს :( მაპატიეთ ამხელა პაუზისთვის. დღეს თუ ვერა ხვალ აუცილებლად დავდებ disappointed_relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent