შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეათე)


27-09-2018, 12:39
ავტორი Farvana
ნანახია 194

მე და ჩემი ტყუპისცალი (თავი მეათე)

ყველანი გაოცებულები იყურებოდნენ ვერავინ გაიგო როგორ შემოვიდა მარია სახლში ან ასე სწრაფად სად გაუჩინარდა.საერთოდ რატომ არ დაესხათ თავს.მათი სახლი იცოდა შეეძლო თავისი მთელი არმია მოეყვანა და ყველა დაეხოცა.მარია ისე არ მოიქცა როგორც საჭირო იყო.კატოს ყველასგან განსხვავებით რაღაც ეუბნებოდა,რომ მისი ნდობა შეიძლებოდა.გეგა მის მიმართ ყველაზე დიდი უნდობლობით გამოირჩეოდა.
-კატო მგონია დროა რაღაცეებზე პასუხი გაგვცე.რას ნიშნავს ის მეორედ იყო შემოსული?--დეივი--
-ჰო იყო მოსული,მაგრამ გავაგე.მისი მოკვლა იმ წუთას ვერ შევძელი.მეტი არაფერი.
-კატო გეყოს საიდუმლოები,თქვი ყველაფერი.
-მე მეტი საიდუმლო აღარ მაქვს.
-როგორც გინდა.ხვალიდან წვრთნას დაიწყებთ.
დილიდან ადრე მოვიდნენ ინსტრუქტორები.სახლის უკანა ეზოში სამიზნეები მოაწყვეს.სახლში ორი ოთახი გააერთიანეს და ტრენაჟორები მოიტანეს.
-მოდით პირველად კატომ დაიწყოს.აიღე ნებისმიერი იარაღი და ისროლე.
-იარაღს ვერ ვისვრი დანა თუ გაქვთ არ არის პრობლემა.
-მაცადე,მხოლოდ ეს ორი მაქვს,მაგრამ იარაღიც უნდა იცოდე.
-ჯერ ამით ვცდი.
ჯერ ერთი დანა ისროლე და იმავე წამს მიაყოლა მეორეც ,არცერთი დანა არ აუცილებია სამიზნესთვის.
-ყოჩაღ,ეხლა იარაღით გაისროლე.
იარაღი ხელში აიღო,გაისროლა.მაგრამ ვერ გაარტყა.
-პირველი ყველას ეშლება.
ორი მჭიდი დაცალა,მაგრამ ვერცერთი მოარტყა.
-მომისმინე იარაღი სწორად გიჭირავს,ყველაფერს შესანიშნავად აკეთებ.სხეულის დგომა შესაშური გაქვს.ნებისმიერი მოარამდა ასეთი მაღლი ცოდნით და შენი გასროლილიდან ტყვია სამიზნეს უვლის,რანაირად?
მხრები აიჩჩ და იარაღი გეგას გადააწოდა.ერთადერთი აღმოჩნდა ოჯახში,რომელმაც იარაღს ვერაფერი გაუგო.ყველამ დაირიგა თავისი იარაღები,მხოლოდ კატო იჯდა მოწყენილი.
-დამშვიდდით,თქვენთვის სპეციალურად დავამზადებთ და მოგიტანთ.ეს გამომართვით და ივარჯიშეთ.იარაღის სროლა მაინც უნდა იცოდეთ.
გახარებულმა დასტაცა ხელი იარაღს,რომლის გამოყენებასაც ვერასოდეს ისწავლადა.სამ დღეში დაამზადეს მისთვის განკუთვნილი დანები.ერთი თვის მანძილზე ვარჯიშობდნენ,ერთდერთი სოფიო იყო,რომელსაც ჩარლზი ავარჯიშებდა.მის გარდა ვერავის გაუგო.ხშირად ჰქონდათ კატოს და სოფიას ჩხუბი თუ რომელს ავარჯიშებდა.კატოს „იარაღის სროლის სწავლა უნდოდა“.სინამდვილეში კი ვერ იტანდა როდესაც ვინმე ყურადღბას არ აქცევდა და მხოლოდ ერთზე იყო კონცენტრირებული.კატო სახლში გამწარებული დასდევდა ჩარლზს,რომ სროლა ესწავლებინა,ხან კისერზე ჩამოეკიდა,ხანაც ფეხებზე ხვევდა ხელებს,მაგრამ ჩარლზი ყველაფერს ხვდებოდა და კორექტულად იცილებდა.
-ქალბატონო კატო,მგონი კარებზე ზარია,მიბრძანდი და გააღე.
-მავარჯიშე და კი.
-არაფერში არ გჭირდება ვარჯიში,მშვენივრად ვიცი რატომაც დამსდევ.
-საზიზღრი ხარ.
-მიბრძანდი და გააღე,თრემ მოკვდა ლოდინით.
კარებში ფოსტალიონი იდგა,რომელმაც კონვერტი გადასცა.კონვერტს არც მისამართი,არც გამომაგზავნის ადგილი,არც ვინაობა,საერთოდ არაფერი ეწერა.კონვერტს თავი მოახია და ფურცელი ამოიღო,სადაც წერილი და რუკის გეგმა იდო.
„კატო ვიცი ამ წერილს შენ წაიკითხავ,ეს გეგმა კარგად დაამუშავე.იქ პატარა შვიდ კილოგრამიანი ნივთი ინახება,რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია.ეს გეგმა დაგეხმარება მის მოძებნაში.სანამ ნორვეგიას მიხედავთ,მანამდე ეცად,რომ ეს ნივთი შენ გქონდეს.ისე,რომ არავინ გაიგოს.არც შენებმა უნდა იცოდნენ.არაინაა სანდო,მათ შორის შენც,ეცადე გადამალო და კარგად შეინახო.ამ ნივთს ნორვეგიის აღებამდე,ერთი დღით ადრე წამოიღებ.რაც ნორვეგიაზე თავდასხმას მას სამითვის შემდეგ განახორციელებთ,ეს დრო გეყობათ რომ ისწავლოთ ტერიტორიები და ბრძოლა.როდესაც ამ ნივთს ნახავ მხოლოდ მაშინ მიხვდები,რომ მე თქვენს მხარეს და არანიარად შეგიქმნით საფრთხეს.შენი იმედი მაქვს დაიკო.“
-კატო ვინ იყო?მაშინვე დამალა კონვერტი.--ჩარლი--
-ფოსტალიონი იყო.
-რა მოიტანა?
-არაფერიც არ მოუტანია,სახლიშეეშელა.
-ამხელა სახლი თუ შეეშალა და საღოლ.
-მეზობელ სახლში შეეშალა შე ს*რო
-ენა დაიმოკლე და გააგრძელე წრთვნა.
-ისე რა მაინტერესებს იცი?
-რა?
-გეგმის დამუშავება როდის უნდა დავიწყოთ?
-როდესაც საჭირო იქნება.
-კიდე მაინტერესებს.
-გადი გამასწარი აქედან,შენი უაზრო კითხვების თავი არ მაქვს.
-იცი?მივხვდი მარტო სოფის რატომ ასწავლი.
-რეალური მიზეზის გარდა რა მოიფიქრე კიდე.
-რასაც მე ვფიქრობ ეს უფრო რეალურია ვიდრე ის რასაც შენ.
-შენ თავში ჩამახედა და ის გამაგებია გაქვს თუ არა საერთოდ ტვინი?!
-წავედი მე აღრ მცალია შენთან საჭორაოდ.
ორი კვირის შემდეგ მარია ესტუმრათ,რომელმაც გეგმის განხორცილებეის თარიღი შეატყობინა.ყველაფერი სწრაფად უნდა გაეკეთებინათ.სწავლაც და გეგმის დამუშავებაც.კატო ყველაზე მეტად ნერვიულობდა არ იცოდა ვინ უნდა წაეყვანა,ან შეძლებდა ორი გეგმის განხორციელებას?
-ვინ წავიყვანო?გეგა ისეთია სიახლოვეს არ გამეკერაბა,რომ გაიგოს ყველას ეტყვის და ჩამიშვლის.ანდრეაზე,მაიაზე და დეიზე ლაპარაკი ხო საერთოდ ზედმეტია.ანუ დაგვრჩა სოფია და ჩარლი,სოფია იმდენად სუსტია გული გაუსკდება სადმე მარტო რომ წავიყვანო.ჩარლი შეიძლება მაგრამ მანაც რომ გამცეს?სხვა გზა არ მაქვს უნდა ვთხოვო.-ჩაარლ..ჩარლ სად ხარ?
-რა გინდა კატო რას გადამეკიდე?
-საქმე მაქვს..ბიჭმა ხელები ჰაერში აღაპყრო და საცოდაი სახით იყურებოდა ზემოთ.
-ღმერთო გამაგებია რა შევცოდე ასეთი ეს მოუშორებელი ცოდვა რო ამკიდე?
-ჩარლზ გეყოს მაიმუნობა სერიზული საქმე მაქვს.
-რანაიარად შეძელით შენ და სერიოზულობამ მოლაპარაკება?
-გეყოს რა.მართლა საქმე მაქვს.
-კარგი გისმენ.
-ოღონდ უნდა დამპირდე რომ არავის ეტყვი,სიკვდილის ფასადაც კი დაიცავ ამ საიდუმლოს.
-მითხარი.
-დაიფიცე და კი.
-ვფიცავ,რომ..
-ეგრე არა.
-აბა როგორ?
-ხელი გაიჭერი.
-აჰა გავიჭერი,მერე?
-მომე მეც გავიჭრი.ეხლა ერთმანეთშ ხელი ჩამოვართვათ და ჩევნი ფიცი სისხლით განმტკიცდება.ამის შემდეგ იცოდე ფიცს ვერ გატეხავ.
ერთმანეთშ ხელი ჩამოართვეს და ფიცი წარმოთქვეს.
-მოყევი.
-მინდა,რომ მე და შენ კიდევ ერთი გეგმა დავამუშავოთ და ერთი დღით ადრე განვახორციელოთ.
-რა გეგმა?ან რის ერთი დღით?
-ორი კვირის წინ ,რომ ფოსტალიონი იყო,მან მარიასგან წერილი მომიტანა,რომელშიც მთხოვს,რომ შვიდკილოგრამიანი ნივთი წამოვუღო.
-რატომ?საერთოდ რატომ ენდობი?
-მითხრა,რომ როდესაც ამ ნივთს წამოვიღებდი მაშინ მივხვდებოდი თუ რატომ გვეხმარებოდა და საერთოდ მისი მოქმედებების მიზანს.
-კიდევ?
-სანამ ნორვეგიას თავს დავესმებით მანამდე უნდა წამოვიღოთ.კარგი კი ის არის,რომ ისიც ნორვეგიაში ოღონდ ქვეყნის სხვა ნაწილში.
-ვთქვათ დაგეხმარე და ყველაფერი გავაკეთეთ,მაინც ვერ ვხვდები რაში უნდა დაგვეხმაროს ნივთი.
-არ ვიცი ჩარლ,უბრალოდ მინდა,რომ გავაკეთო და გავიგო,რის გამო აკეთებდა ყველაფერს.
-მაპატიე,მაგრამ სხვებს უნდა ვუთხრა.
-შენ სისხლით დაიფიცე და ვერ გატეხავ.
-კატო ამას ჩვენ ორი არ უნდა ვწყვიტავდეთ.რა უნდა ვუთხრათ,როდესაც ადრე წავალთ?
-საქმე გვაქვს და რაღაცეებს მოვაგვარებთ იქთქო.
-არა კატო.
-გეხვეწები


_________________________
ძალიან დიდი ბოდიში,ვთქვი მალე დავასრულებ და მეორე ნაწილსაც დავდებთქო,მაგრამ იმდენად აღარ მყავს მუზა,რომ ვერ ვეკარები კლავიატუარას და ვერ ვწერ,როდესაც მომდის რასაც ვწერ იმას ვდებ.ძალიან მალე დასრულდება,ვისაც წაკითხული გაქვთ ეს რა თქმა უნდა გეცოდინებათ.მეორე ნაწილსაც პარალელუარა ვწერ და იმედი მაქვს მასზე მაინც აღრ დავაგვიანებ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი giotiko

ძალიან საინტერესოდ მიგყავს მოვლენების განვითარება. იმედია მალე დადებ შემდეგს სულმოუთმენლად ველოდები ესეთი ჟანრის ნაწარმოებებზე ვგიჟდები და ჩამითრია ძაან მოკლედ ველოდები მომდევნო თავს

 


№2 წევრი Farvana

giotiko
ძალიან საინტერესოდ მიგყავს მოვლენების განვითარება. იმედია მალე დადებ შემდეგს სულმოუთმენლად ველოდები ესეთი ჟანრის ნაწარმოებებზე ვგიჟდები და ჩამითრია ძაან მოკლედ ველოდები მომდევნო თავს


მადლობა რომ მოგწონს,რამდენად მალე დავდებ არ ვიცი,თუ მომიბრუნდა მუზა დავწერ და მალევე დავასრულებ.
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent