შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითმარქვია №6


28-09-2018, 11:41
ავტორი Life is Good
ნანახია 2 039

თვითმარქვია №6

ქალაქის გარეუბანში, ახალმშენებარე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში ორი მანქანა გაჩერებულიყო...მანქანის კაპოტზე მიყრდნობილი თორნიკე რაზმაძე ,სიგარეტს ეწეოდა და დრო და დრო მაჯის საათზე იყურებოდა..მის გვერდით მდგარი მამაკაცი კი ერთ წერტილს ჩაშტერებოდა მიწაზე და ხმის ამოღებას არ აპირებდა.
-მადლობა ღმერთს!-წამოიძახა თორნიკემ,იმ წუთს ეზოში შემოსული შავი "მერსედესის" დანახვაზე და სიგარსტის ღერი მოისროლა.წელში გასწორდა და დაელიდა როდის ამოუდგებოდა "მერსედესი" გაჩერებულ მანქანებს.შემდეგ უკანა კარი გაიღო და იქიდან გადმოსული, დაახლოებით ორმოცდათიოდე წლის ხმელი სახის მამაკაცი დამხვდურებისკენ დინჯი ნაბიჯებით გაემართა და მისალმების ნიშნად ორივეს ძლიერად ჩამოართვა ხელი.შემდეგ სიგარსტს მოუკიდა და სასხვათაშორისოდ იკითხა:
-აბა,რა ამბები გაქვთ?
-ყველაფერი რიგზეა ...ჯერ ჯერობით-ამოილაოარაკა მერმა -თუმცა ნამდვილი კერკეტი კაკალია ის და ესე ერთი შეხედვით მისი გატეხვა არ გამოდის...
-შენ, რას მეტყვი მამუკა?-აქამდე ჩუმად მდგარი მამაკაცისკენ შეტრიალდა ახალ მოსული.
-ბატონო ბესარიონ...-ჩაახველა მამუკამ და ხმა ჩაიწმინდა-არც იმდენად ახლოს ვარ მასზე რამის თქმა რომ შემეძლოს...ვერ მიტანს...ჩამოსვლის დღიდან ვერ მიტანს და არ მაძლევს საშუალებას მივუახლოვდე.
-ამის დედაც...-სიგარეტის ღერი, მოისროლა ბესარიონმა და ღრმად ამოისუნთქა.-რატომღაც დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქისთვის, შენ საუკეთესო გამომძიებელი იქნებოდი...
-მაგრამ მაინც ის ჩამოიყვანეთ-წყენა ნარევი ტონით ამოილაპარაკა ღლონტმა.
-ნაწყენი ბავშვივით მსაყვედურობ მამუკა...საუბარი აქ რამხელა მაყუთზეა გააზრებული თუ გაქვს ვაბშე? მოიცადე...უბრალოდ მოიცადე და ყველაფერი იქნება..ისედაც ხო იცი ეგ პოსტი შენი რომ არის და რა მნიშვნელობა აქვს ეს გუშინ მოხდებოდა თუ დავუშვათ, ორი თვის ან კვირის შემდეგ მოხდებაა?
-რა უნდა ვქნათ?-საუბარში რაზმაძე ჩაერთო.
-დროა ვიმოქმედოთ...-ორაზროვნად გაიცინა ბესარიონმა-მოიწვიე პრესკომფერენცია და დამწუხრებული სახით იასაუბრე შენს იმედ გაცრუებაზე,საგამოძიებო სტრუქტურის სისუსტეზე და ხაზგასმით აღნიშნე ახალი გამომძიებლის უუნარობა...აღნიშნე, რომ გამოძიება ჭიანურდება და იმ დასკვნამდე მიდიხარ რომ თავად ბატონი გეგეჭკორის ინტერესებში შედის საქმის გაჭიანურება...
-კარგი...-ყრუდ ამოილაპარაკა რაზმაძემ.
- ღლონტიც აქ არის და მის ყველა ნაბიჯს გააკონტროლებს...კანში შეუძვრება და საქმის კურსში მამყოფებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით...მეორე მხრივ ჯიქია-გაეცინა ბესარიონს-წითური ალქაჯი, კუდზე აზის და ის ავიწროვებს...სხვა რაღა გზა დარჩენია ჩვენს გამომძიებელს? შეფუცხუნებილი...მშიერი ნადირივით დაიწყებს ფულის ძებნას და ჩვენც იქ ვიქნებით...ადგილზე დავადგებით და შემდეგ იქ გავისტუმრებთ საიდანაც აღარ ბრუნდებიან...იმედია მიმიხვდით და უფრო დიდი იმედი მაქვს ჩემთან შეუთანხმებლად ნაბიჯს არ გადადგამთ...მიდით, მიხედეთ საქმეს და ყველა წვრილმანზე შეგიძლიათ დამირეკოთ...-ხელები კეთილი ჯამბაზივით გაშალა ბესარიონმა და შემდეგ ერთიანად შეტრიალებული ,საკუთარი მანქანისკენ დაიძრა.
იმ საღამოს,ქვეყნის ყველა წამყვანი არხი პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა ქალაქის მერის პრესკომფერენციას, სადაც დამწუხრებული სახით მჯდომი რაზმაძე, იმედგაცრუებული ადანაშაულებდა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო სტრუქტურებს და პირდაპირ ხელს ადებდა არაკვალიფიციურ მთავარ გამომძიებელს, რომლის უუნარობასაც საზღვარი აღარ ჰქონდა...


-საქვეყნოდ გამოგიცხადა ომი-გაეცინა ხოშტარიას და ჩართულ ტელევიზორს ხმა გაუთიშა.ლომიძე, ზედმეტად მშვიდი სახით იჯდა და ნერვიც კი არ უტოკავდა სახეზე.
-საქვეყნოდ გამოაცხადა რომ ყ**ა!მისი ომი, უბრალოდ ტ**ის უხეირო თამაშია და სხვა არაფერი...მავიწროვებს..ნუ, ჰგონია რომ მავიწროვებს,მაგრამ შენც მშვენივრად იცი რაზმაძე ჩვეულებრივი პაიკია და არც იმდენად საშიში...ხომ გაგიგია "ძაღლი, რომელიც ყეფს არ იკბინება" მის უკან მდგარი ფიგურა, რომელიც ამ მარიონეტს გვარიანად ათამაშებს კარგად ინიღბება, მაგრამ დარწმუნებულია თუ რაზმაძე შემავიწროვებს...კუდზე ჯიქია დამაჯდება და თავს საფრთხეში ვიგრძნობ იმ ფულის ძებნას დროზე ადრე დავიწყებ...შემდეგ დამადგებიან და მეც მნახეს გოიმი ვით რომ ავიხიო ამხელა მაყუთი...
-რა უნდა ვქნათ?-სახე მოისრისა გოგამ.
-დავჯდეთ და დაველოდოთ...თავად უმტყუნებთ ნერვები და იმაზე ადრე გამოძვრებიან სამალავიდან ვიდრე გვგონია...მე კი არ მივალ მათთან,ისინი მოვლენ და აქეთ მიმიყვანენ იმ ფულამდე ყველას დორბლი რომ მოსდის...
-ჯიქია ,საშიში ქალია-საუბარში მანამდე მშვიდად მჯდარი ვლადი ჩაერთო.
-ჯიქია ,საშიშია როდესაც კარგი იარაღი უჭირავს...-სიგარეტს მოუკიდა ლომიძემ.-მისი იარაღი კი ჩემი დოსიეა და დარწმუნებული ვარ ისეთ ადგილზე მალავს ეშმაკიც ვერ მიაგნებს...-გაიცინა-მე, ეშმაკის გარე ბიძაშვილი ვარ და შესაბამისად მთავარია გავიგო სად აქვს ის სამალავი მერე კი ისე გავუწევ საკუთარ თავში თავად შეეპარება ეჭვი.
-გაქნილი გაიძვერა, ფირმაშია-ახარხარდა გოგა და ორივე აიყოლა.
-მთავარია, გეგეჭკორის შვილის ვინეობა არ გაარკვიოს...თუ გაარკვია დარწმუნებული იყავით დაადგება და ლიმონივით გამოწურავს...ნუცა, პატარა,მშიშარა და გაბოროტებული ბავშვია, რომელსაც უნდა ვაჩე ლომიძე მკვდარი ინახოს...
-ეს დედამოტყნული ჯიქია იმენა ჭიკარტივით მესობა ტ***ში...-ამოიღრინა ნაპირელმა.
-ჰოდა რატომ?!-წარბი ასწია ლომიძემ.-გამოდის ან, დიდი ტ***ი გაქვს...ან ი,ქ ჯდები სადაც არ უნდა დაჯდე...ნუცას ,ამ მდგომარეობაში გამოყენება არც მათ საქმეს წაადგება და არც თავად ნუცას საქმეს...ისღა დაგვრჩენია გავარიდოთ წითელ ალქაჯს, დროებით მაინც...-ღრმა ნაპაზი დაარტყა და იმ დროს ამღერებულ მობილურს დახედა.განყოფილებიდან ურეკავდნენ.
-ბატონო ლევან!-გაისმა ღლონტის ნაცნობი ხმა.-ტაბახმელის ტყეში, რეინჯერებმა ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა მიწიდან ამოთხარა.
-მოვდივარ!-ცივად მოუჭრა ლომიძემ და ტელეფონი გათიშა შრმდეგ კი ინტერესით მომზირალ მამაკაცებს გადახედა.-გამარჯობა..ბატონო ლევანი, მგლებმა ამოთხარეს...რომელს მოუვიდა თავში იდეად მისი ტყეში დამარხვა?რაღა თქმა უნდა განსწავლულ ქორიძეს...ამის დედაც-სიმწრით გაეცინა და სავარძლიდან წამოდგა.-არადა იმ საღამოს იბაზრეთ რომსამივე ცხედარი მტკვარში უნდა ჩაძირულიყო,მერე გადაიფიქრეთ და თავის დასაზღვევად ტყეში ჩაფალით...კაროჩე რა
-მაგ საქმეზე, ლაშა იყო...-დამნაშავესავით ამოილაპარაკა ხოშტარიამ.
-კარგი..გავდივარ...შენ კი საავადმყოფოში წადი და იმ პატარა ალქაჯის სულ თმით თრევა რომ მოგიწიოს არ მისცე ჩემს მოსვლამდე სახლში წასვლის უფლება.
-ცოდოა ტო...-სახე დამანჭა გოგამ.
-ცოდო, მეც ვარ ციხისთვის და შენც ჩემო კარგო...ყველა ცოდო ვართ ციხისთვის და პახოდუ არავინ არაფერს უშავებს მაგ გოგოს...უბრალოდ, მინდა იმ წნეხს გავარიდო რაც ელოდება და ისიც რომ არა თავს ვიზღვევ...ამის დედაც...-სწრაფად წამოდგა ლომიძე და გასასვლელისკენ მოზრდილი ნაბიჯებით წავიდა.


ტაბახმელის ტყეში ასასვლელად იმაზე ნაკლები დრო მოანდომა ვიდრე საჭირო გახლდათ.მანქანა, ყვითელი ლენტით შემოსაზღვრულ მონაკვეთთან შეაჩერა და მომლოდინე სახით მისკენ წამოსულ ღლონტს ხმის ამოღება არ აცადა ცივი ხმით ჰკითხა.
-რა ხდება?-თან კრიმინალისტების პატარა ჯგუფისკენ გაემართა, რომელთაც მიწიდან ამოთხრილი მიცვალებული უკვე საკცეზე გადაესვენებინათ და ახლა ტერიტორიას ამოწმებდნენ.
-რეინჯერებმა, მიწიდან სანახევროდ ამოთხრილი ცხედარი იპოვეს..ნადირს, სრულიად გაუფუჭებია.-საკაცისკენ დაიხარა მამუკა და მიცვალებულს პოლიეთილენის პარკი გადახადა.
-ამის დედაც-წამოიძახა გეგეჭკორმა და ნახევრად შეჭმულ, გახრწნილ ცხედართან ,თავადაც დაიხარა...გარდაცვლილი მამაკაცისგან წელს ზემოთ მხოლოდ ძვლებიღა დარჩენილიყო..წელს ქვემოთ კი შემოხეული ტანისამოსი და დამპალ ხორცხე აქა იქ გამოჩრილი დამტვრეული ძვლის ნატეხები.
-ვინაობას ვერ დავადგენთ ?-იმაში დარწმუნებულმა, რომ ცხედარი ნამდვილად ლევან გეგეჭკორს ეკუთვნოდა რასაც მისი ძვირადღირებული ტანისამოსის ნაფლეთებიც მეტყველებდა.ღლონტს გადახედა ინტერესით.
-სავარაუდოდ დეენემის ანალიზი ჩატარდება...-დაბეჯითებით თქვა მამუკამ და პარკი გადააფარა.
-ძალიან კარგი,დაველოდოთ დეენემის ანალიზს...-სიგარეტს მოუკიდა ლევანმა და მანქანისკენ დაიძრა-მორგში გადაასვენეთ და განყოფილებაში ვილაპარაკოთ დანარჩენზე.
-ბატონო ლევან!-ღლონტის ხმამ შუაგზაში შეაჩერა..ლევანი, მისკენ შემოტრიალდა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა.-ის პრსეკომფერენცია...-მორიდებით დაიწყო მამუკამ-ვფიქრობ, განყოფილების სახელზე უარყოფითად იმოქმედებს...
-მერე?-წარბები შეკრა გეგეჭკორმა.
-რას აპირებთ?
-მისმინე...-ლევანმა,მისკენ ორი ნაბიჯი გადადგა და ღლონტის წამიერად შეცვლილ გამომეტყველებაზე გაეცინა...-ვფიქრობ, ასეთ უმნიშვნელო საკითხებზე დროის დაკარგვის მაგივრად გამოძიებაზე რომ იყო კონცენტრირებული ჩვენს საქმეს მნიშვნელოვნად წაადგებოდა,მაგრამ რახდება იციი?! ჭორიკანა დედაკაცივით ცხვირს იქ ჰყოფ, სადაც არაფერი გესაქმება...
-შენი გამოჩენის მერე აირია ყველაფერი..-ხმას აუწია ღლონდმა.-ეს ჩემი ქალაქია და სანამ შენ გამოჩნდებოდი ყველაფერი რიგზე იყო...
-სად აირია?!-მისკენ გადაიხარა ლევანი და კბილებში ცივად გამოსცრა-შენს თავშიი?! ამის დედაც...ყველას ამ ქალაქზე გაქვთ პრეტენზია...და ამ დროს რა ხდებაა? რა ხდება და კორუფციას მიაქვს ძალოვანი სტრუქტურები...დაბოღმილი ხარ, ჩემს ადგილზე შენ რომ არ დაგნიშნეს...ამის დედაც...რაიყო კრიშამ ვერ გაგიქაჩა ესეთ დონეზეე..იცი რაა? მე შენს ადგილზე ენას კბილს დავაჭერდი და გავაკეთებდი იმას რაც მევალება და არა იმას რაც შენი საქმე ნამდვილად არ არის....დამანახე რომ გინდა ,რომ შეგიძლია და საშობაოდ , თანამდებობას ლენტით შეფუთულს მოგართმევ...
დაამთავრა ლევანმა, სახეზე ფერებ გადასული თანაშემწე თავით ფეხამდე ზიზღით შეათვალიერა და შემდეგ თავისი მანქანის კარი იმაზე მშვიდად გამოაღო რამდენადაც შეიძლებოდა.
--კბილებშორის სისინით გამოსცრა ღლონტმა და წასულ ლექსუს თვალი ამრეზით გააყოლა.



რამოდენიმე საბუთზე ხელის მოწერის შემდეგ ღიმილიანი სახით ,ნუცას ჯანმრთელობა უსურვეს და დაემშვიდობნენ.გოგონამ, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და სახეზე ჩამოშლილი თმით სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე.სახეზე, სისხლ ჩაქცევებს თმა უფარავდა.სხეული კი გრძელ ჟაკეტში გაეხვია და ტანზე მჭიდროდ შემოხვეულს, მკერდზე შემოხვეული ხელებით იჭერდა.ტროტუარზე მიაბიჯებდა და თავში იმდენი რამ უტრიალებდა საიდან რისი დალაგება დაეწყი არ იცოდა.ერთადერთი მიზანი, რაც სისხლს მთელი ძალით უდუღებდა ვენებში ვაჩე ლომიძეზე შურისძიება იყო...და სწორედ ამ პირველ ადგილზე დაყენებულმა საქმემ აიძულა თამამი ნაბიჯებით ევლო...საავადმყოფოს ეზოდან გასულმა აქეთ -იქით გაიხედ გამოიხედა და ადგილზე გაიყინა.იქვე გაჩერებულ შავ “ლექსუსზე “მიყრდნობილი ვაჩე ლომიძე,მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით, ცივი მზერით ბურღავდა აბუზულ ქალს.შემდეგ ჰაეტი ღრმად შეისუნთქა ,მანქანას მოშორდა და მისკენ დაიძრა.ნუცამ, ინსტიქტურად უკან დაიხია მაგრამ გაქცევა ვერ მოასწრო, რადგან მის მკლავში უკვე ჩასჭიდებოდა ლომიძის ძლიერი თითები.
-ხელი გამიშვი-პანიკაში ჩავარდნილმა უშედეგოდ გაიბრძოლა.
-მომისმინე...
-ხელი გამიშვი...-აქეთ -იქით დახმარების იმედად გაიხედა ნუცამ მაგრამ.ადამიანს ბედი რომ არ გექნება..ზუსტად ამ დროს კაციშვილი არ მოძრაობდა ქუჩაზე.-ჯანდაბა...დამეხმარეეთ!-იკივლა ქალმა ,მაგრამ ლომიძის ხელისგული აეფარა პირზე და ფოთოლივით აცახცახებული ისე აიტაცა ხელში, თითქოს ბუმბული ყოფილიყო მანქანისკენ გაემართა და გახსნილ კარებში თითქმის შეტენე.
სანამ მანქანას შემოუვლიდა ნუცა, საკეტს ეცა მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა და შეშლილივით სახე არეულმა კივილი დაიწყო...ლომიძე ,საჭეს მიუჯდა თუ არა ქალის გაშლილი ხელი მთელი ძალით შეასკდა მარჯვენა ლოყაზე.
-გამიღე კარები,შე არაკაცო...გამიღე კარები..-კიოდა პანიკაში ჩავარდნილი.
-დამშვიდდი და მისმინე!-მამაკაცმა, მისი მუშტები ოსტატურად მოიგერია
-გამიღე კარები!
-მოკეტე ,ამის დედაც!!!-იღრიალა წყობიდან გამოსულმა ლომიძემ და ნუცას ორივე ხელი გაუკავა.ქალი გაშეშდა,შემდეგ კი თვალები ჩაუწითლდა და ნიკაპი აუკანკალდა,მთალი სხეულით აცახცახდა და სკამის საზურგეს მთელი ტანით მიეკრა.
-გეხვეწები,გამიშვი...ძალიან გთხოვ...გეხვეწები-ხმამაღლა ქვითინებდა
-ნუცა დამშვიდდი...დამშვიდდი, ამის დედაც-იღრიალა კვლვ მამაკაცმა და აცახცახებული ქალი თავისკენ დაითრია , რომელმაც პანიკური კივილი ატეხა მაგრამ მამაკაცის ხელი ძლიერად მოეეხვია მხარზე და ნახევარი ტანით მიიხუტა.-დამშვუდდი...არაფერს დაგიშავებ..უბრალოდ დამშვიდდი..ნუცა...გესმის? დამშვიდდი ამის დედაც და მიმისმინე !-ძლიერად ჩახუტებულ ქალს ეჩურჩულებოდა ,რომელიც ისტერიულ ტირილს არ წყვეტდა.-მისინე პატარავ-ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.ნუცამ ,ხელი ისევ გაიქნია და ახლა მეორე ლოყაში მოარტყა შედარებით სუსტად მაგრამ მაინც
-მეზიზღები-კბილებში გამოსცრა და ძლიერად შებოჭილმა,მამაკაცს მაჯაზე ჩაავლო კბილები და მოუჭირა.ვაჩემ, ყრუდ ამოიღმუვლა და იმდენად ძლიერად მოუჭირა ნეკნებზე შემოხვეული მკლავები ქალს ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა.
-მოკეტე, სანამ დაგიმტვრიე ძვლები და მომისმინე!-ცივად გამოსცრა და სისხლიან მაჯაზე დაიხედა-ნამდვილი, ველური ხარ!
-შენ კი მოძალადე !-სისინით უპასუხა ქალმა.
-ხოდა თუ მოძალადე ვარ ახლაც არ დაგიწყებ ლაპარაკს და ისე წაგათრევ.
-...მოგკლავ...გეფიცები ერთხელაც ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს..-სახეზე ზიზღი გამოესახა ქალს.
-მასე ქენი, მანამდე კი მომისმინე...უბრალოდ მომისმინე გასაგებიაა?
-შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ!-ქალმა,მისი მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და კარის გასაღებად ჩააფრინდა საკეტს-გამიღე კარები.
-რა გგონია შენთან ძველი მეგობარივით ჩასახუტებლად მოვედიი?-ჩაეცინა ლომიძეს და სისხლიანი მაჯა,მისი ჟაკეტის ბოლოზე გაიწმინდა
-რა გინდა? ახლა რაღა გინდა?
-ახლა მინდა ნუციკო ,თუარა მანამდე არაფერიც არ მინდოდა-მხრები აიჩეჩა ლომიძემ-ფუჰ ამისი ,იმედია არ გავცოფდები...-ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ნუცას ამოხედა-შენ, კიდევ ვერ ხვდები რა შარში გაქვს თავი გაყოფილი...სანამ დრო იყო შენით უნა წასულიყავი...მაგრამ არ წახვედი და რაც დაგემართა შენს თავს დააბრალე...
-მთელი ცხოვრება ესეთი იყავი თუ ახლა გახდიი?-ტონში ირონია გაურია ქალმა.
-ალბათ ვიყავი...თუ დაგამშვიდებს ახალი ამბავი მაქვს შენთვის...შენი მამიკოს ცხედარი ამოთხარეს მშიერმა ცხოველებმა ,ახლა ჩემი განყოფილების პროზექტურაშია ექსპერტიზაზე...
-მერე რა ვქნა? ჭირისუფლად დავუდგეე?!
-არა, სირზე რას იზამ, მაგრამ გარეთ და თავისუფლად იმდენად საფრთხეს მიქმნი იძულებული ვარ ისევ იქ დაგაბრუნო სადაც აქამდე ბრძანდებოდი, მაგრამ აღარანაირი თავისუფალი პარპაში...
-ბატონოო?!-ხმას აუწია ქალმა.
-ახლა, მე ვაპირებ გიშვილო...-გაუცინა ლევანმა და მანქანის ძრავი ჩართო.-იმედი მაქვს ცირკების გარეშე იჯდები და თავში საღი აზროვნების ნატამალი თუ შეგრჩა იმას გააკეთებ რასაც მე გთხოვ...ცოტა ხანს..ნუციკო სულ ცოტახანს და მერე სადაც გინდა იქ წადი და რაც გაგისწორდება ის ქენი...
-რაიყოო? მამაჩემის ცხედარი აღმოაჩინეს და აგეწვაა?-გაიცინა ქალმა-არ გეშინია სახლში, მძინარეს რომ გამოგჭრა ყელიი?
-კიი... შიშისგან უკვე ცუდად ვარ...კი არ ამეწვა ისედაც უამრავ პრობლემას შენი ს უაზრო თამაშს ვერ დავუმატებ ...ჩემი მტრები ,შენც მოგაკითხავენ და და ცოცხლად გაგაძრობენ ტყავს...
-შე ო!-ხელახლა მოუქნია ხელი ნუცამ მაგრამ ლომიძემ მოასწრო და მისი მაჯა შუაგზაში დაიჭირა.
-შენზე ძალადობას არავინ აპირებს ნუცა. უბრალოდ დაფიქრდი ,რისთვისაც დრო უამრავი გექნება და მიხვდები რომ ორივე მოგებაში ვართ...ლაპარაკი 50 მილიონზეა და თუ დასჭირდათ, ისე გაგაქრობენ შენი ჩრდილიც აღარ დარჩება...ან მომყვები ,ან და რაც დაგემართება შენს თავს დააბრალე.
-შენთან წამოსვლას ყველაფერი მირჩევნია-მტკიცედ გამოსცრა ქალმა და ლომიძესაც აღარ დაუყოვნებია.მთავარი საკეტი გახსნა და ქალს ,ფართო ღიმილით ხელით,კარისკენ ანიშნა...
-კარგი,გადაბრძანდი!
-განანებ,გეფიცები ჰაერზე არ ვისვრი სიტყვებს-მუქარით გამოსცრა ქალმა და მანქანიდან გადასულს კარი, წესივრად არც ჰქონდა მიხურული,მანქანა ისე მოსწყვიტა ადგილიდან ლომიძემ.
-!-წამოიკივლა ნუცამ და ყელში ნაღვლის გულისამრევი გემო იგრძნო.


სახლში მისულმა ,წყალი გადაივლო და საკუთარი ჩალურჯებული სხეული ინტერესით შეათვალიერა მოზრდილ სარკეში.კინოს ძველი კადრებივით მეხსიერებაში ერთი და იგივე სცენები დაქროდნენ...სასაფლაოს ჭიშკარს ჩავლებული ხელი და მამაკაცის ზიზღნარევი მზერა, რომლსაც სახეში ძლიერი დარტყმა მოჰყვა და აქ მთავრდებოდა წყეული ფრაგმენტებიც...გამოღვიძებით კი საავადმყოფოში გამოეღვიძა.საწოლში მწოლიარეს თავის ძლიერი ტკივილით და გულისრევის შემაწუხებელი შეგრძნებით...
-ჯანდაბა,-სახეზე ჩამოგორებული მოღალატე ცრემლები ხელის ზურგებით შეიწმინდა და ელასტიკი ამოიცვა...განიერ მაისურში გაუყარა მკლავები და თმა კეფეზე დაუდევრად შეიკრა.გაუმართლა, ქალბატონი მირანდა რამოდენიმე დღით ქალაქიდან გახლდათ გასული და მისი გალამაზებული სახის შემყურეს აწეული წნევების რეგულირება არ უწევდა.სამზარეულოში ,ჩაი გაიკეთა და ის -ის იყო სასტუმრო ოთახის სავარძელში მოკალათდა კარზე ზარი რომ დარეკეს.არავის ელოდებოდა და ამიტომ წარბაწეული ,გაოცებული სახით დაიძრა კარის გასაღებად.საჭვრეტში გაიხედა და ზღურბლზე მდგარი ქალის დანახვაზე, მხრები აიჩეჩა და კარი სანახევროდ გამოაღო.
-გამარჯობაა!-ფართოდ გაუღიმა მომხიბლავმა ,წითურთმიანმა ქალმა და მისი გაოცებული სახის დანახვაზე დააყოლა:-რამოდენიმე წუთს წაგართმევთ, შეიძლებაა?
-ვინ ბრძანდებით?-კარში ჩამდგარი ნუცა უნდობელი თვალებით ბურღავდა ქალს
-აქ ვისაუბროთ?-სტუმარმა ჩანთიდან თითების სწრაფი მოძრაობით ორყდიანი ,ვინაობის დამადასტურებელი საბუთი ამოაცურა და გადაუშალა.
-ნანკა ჯიქია...ახლა შეიძლება შემოვიდეე?
-არა...-სახეზე ირონიული მზერა აიკრა ნუცამ და კარის სახელურს იდაყვი თ დაეყრდნო.-რა გნებავთ? აქვე მითხარით...არ ვარ სტუმართმოყვარე.
-კარგიი..-გაიცინა ჯიქიამ-მამაშენივით ჯიუტი ხარ...-ბოლოს შედარებით დაბალი ხმით ამოილაპარაკა და იმავე ჩანთიდან მწვანე ყდიანი საქაღალდე ამოაცურა..პირველ გვერდზე გადაშალა,გადაკეცა და ნუცას სახესთან მიუტანა.-იცნობ?!
-უნდა ვიცნობდეე?-საქაღალდეში ჩაკრულ ვაჩე ლომიძის სურათს უგულოდ შეხედა ქალმა და მხრები აიჩეჩა...
-კიი და საკმაოდ კარგად...-საქაღალდე დახურა ჯიქიამ და წელზე ხელებ დაწყობილმა თვალებში, ნიშნისმოგებით შეხედა ნუცას.
-კარგად ბრძანდებოდეთ!-კარის მიხურვა დააპირა გოგონამ, ჯიქიას დაბალძირიანი ფეხსაცმელი რომ ჩაყვა კარსა და ჩარჩოს შორის, შემდეგ კი ხელის ბიძგით კარი ნუცასთან ერთად უკან შესწია და ზღურბლზე დაუპატიჟებლად შეაბიჯა.
-როგორ ბედავთ?!-იკივლა ნუცამ, მაგრამ ქალი უკვე სასტუმრო ოთახში იყო და სავარძელს ირგებდა.
-დაჯექი!-ცივი ტონით გამოსცრა,ქვემოდან ამოხედა და თვალებით მოპირდაპირე სავარძელზე ანიშნა...
-როგორ ბედავთ?!
-დაჯექი!-გაიმეორა ჯიქიამ და მაგიდაზე ხმაურით დააგდო მწვანე საქაღალდე.-აქ ,შენთან სალაზღანდარაოდ არ მოვსულვარ.-წინ გადაიხარა და საქაღალდე გადაშალა,შემდეგ ერთ ადგილზე გახევებულ ნუცას ახედა და წარბები აზიდა-დაჯექი!
ნუცამ ღრმად ამოისუნთქა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეხეთქა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-რა პატარა ხარ, ღნერთო ჩემო-სავარძელზე გადაწვა ჯიქია და მის ბავშვურ გამოხტომაზე გაეცინა,შემდეგ თავი გააქნია და ისევ საქაღალდეს მიუბრუნდა
მისკენ შეატრიალა და ლომიძის სურათზე გრძელ ფრჩხილიანი თითი დააკაკუნა.-ეს, ვაჩე ლომიძეა...მაღალი დონის ქურდი,გაქნილი ,გაიძვერა და ზედმეტად განთლებული...სისხლის სამართალში.რვა წელი ციხეში იჯდა და მის კისერზეა უამრავი ქურდობა,ძარცვა,მკვლელობა,და საუკუნის ძარცვა: იაპონელი მულტი მილიარდერის 50 მილიონად შეფასებული, ფერწერული ტილო მოიპარა,თუმცა საქმე მაინცდამაინც სუფთად ვერ გააკეთა...მოგეხსენება ვირთხები ყველგან არიან,პატარა ცთომილება..ტილო კი გამოიტანეს მაგრამ ჩავარდნენ...ბანდის მეთაური ორმხრივის სროლისას ადგილზევე გარდაიცვალა, თავად ლომიძე კი დაიჭრა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა...გამოჯანმრთელების შემდეგ კი რვა წლიანი სასჯელის მოხდა მოუწია გერმანიის ციხეში, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეს.
ნუცა, თვალებგაფართოებული უსმენდა ჯიქიას მონაყოლს და სახეზე ფერები ერთმანეთის მონაცვლეობით გადასდიოდა.შემდეგ თავი ხელში აიყვანა,ჯიქიას გამომცდელ მზერას ,რომელიც გულმოდგინედ იკვლევდა მის რეაქციებს ვაჟკაცურად გაუძლო და ირონიულად გაუღიმა.
-და მე, რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან?
-არ გამოგდის ეს მაგარი გოგოს როლის თამაში-გაიცინა ჯიქიამ -შენც კარგად იცი და მეც, ვინაა ვაჩე ლომიძე...თუ გაგახსენოო? მაგალითად მთავარი გამომძიებელი ლევან გეგეჭკორი...
-ჯანდაბა..-გაეცინა ნუცას.-ჩემგან რა გინდა?
-შენგან ,არაფერი-მხრები აიჩეჩა ნანკამ-ეს შენ გჭირდება ჩემი დახმარება ,მაგალითად შურის ძიებაში...
ნუცას სახე დაეძაბა,წინ გადმოიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო.
-და რას შემომთავაზებ?
-შენ შურისძიება გინდა..მე ლომიძის ციხეში შებრუნება,ასე რომ ორივეს ერთი მიზანი გვაქვს...დამეხმარე ,დაგეხმარები...
-რანაირად?-ყელში გაჩხერილი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ნუცამ.
-დასაწყისისთვის გეტყვი, რომ მე ვიცი ვინ არის,სად არის და რას აკეთებს..მეტიც ჩემს ცხვირწინ არის..ხომ იცი მტერი, ჯობია ცხვირწინ გყავდეს ვიდრე ზურსგს უკან...შენც ასე მოიქეცი...ინფორმაცია რასაც მე ვფლობ ფასდაუდებელია...რომელიც ჩვენს ლომიძეს, მრავალ წლიან საგზურს გამოუწერს გერმანიის ციხეში.უბრალოდ ზედმეტად ჭკუიანი ა და მონაცემთა ბაზიდან როგორც ვაჩე ლომიძე, ისეა აორთქლებული კაცისშვილი ვერ მიაგნებს...ამაში კი ის კიკინიანი ნაძირალა დაეხმარა...
-ვლადი?
-ნაპირელი...ვლადიმერ ნაპირელი...იციი?ლომიძე, ასწლოვანი მუხაა რომელიც აუარება რკოს ისხამს...ეს როკო კი მისი ალღო და შეუფასებელი გამჭრიახობაა..მშვიდად არის, რადგან ჰყავს თავის გარშემო ისეთი დასაყრდნობი ძალა, რომელიც ნებისმიერ დროს ამოქმედდება როგორც კი ჰორიზონტზე ლომიძისთვის განკუთვნილ საფრთხეს დაინახავს..ამიტომ გაიძვერას, მხოლოდ მასზე გაიძვერა თუ გააცურებს...მე კი მაქვს ამისი ამბიცია ,რაღათქმა უნდა შენი დახმარებით...ძალა ის არის ვისაც იარაღი აქვს...მე კი საკმაოდ ვრცელი და სქელყდიანი იარაღი მაქვს..
მისი წარსულის დოსიე..
-ჯანდაბა,საშიში ქალი ხარ-გაიცინა ნუცამ.
-შევარხიოთ ეს მუხა? რას იტყვი ჩემო ნუცა? -მლიქვნელურად გაიღიმა ჯიქიამ.
-და შენ რა მიზანი გაქვს?
-ჩემი მიზანი..კარგად დასმული სამიზნეა...ნათელი მომავალი და თანამდებობა ,რომელსაც აუცილებლად მივიღებ..ამაში კი ლომიძე დამეხმარება...ეს იმხელა ადრენალინია...ამის დედაც, რატომაც არა? ციხეში კიდევ ერთხელ ჩავსვა მსოფლიოს თავის ტკივილიი?!
ნუცა ,ჩაფიქრებული უსმენდა და გრძელი თმის ბოლოს, თითზე ნერვიულად იხვევდა.
-რას იტყვიი?!-მისი დუმილი ყოყმანს ნიშნავდა ,ამიტომ კარგად გამოწვრთნილმა ჯიქიამ ბოლომდე მიწოლა გადაწყვიტა და ნამდვილად არ უნანია.გოგონა მალევე გატყდა და დათმობაზე წამოვიდა.
-კარგიი...ჯანდაბა ,კარგი.რა უნდა გავაკეთო?
-დასაწყისისთვის, მასთან უნდა დაბრუნდე და მისი ნდობა მოიპოვო...-ხელები ფართოდ გაშალა ჯიქიამ.
-არ არსებობს-მტკიცე ხმით წამოიძახა ნუცამ
-სხვანაირად, ვერ შევძლებთ მის გაკონტროლებას...დაბრუნდი ლომიძესთან და შეეცადე მისი ნდობა დაიბრუნო...გაქნილი ა..შენთვისვე აჯობებს ფრთხილად თუ იქნები და თავს არ გაყიდი.-ნანკამ,საქაღალდე დახურა და სავარძლიდან წამოდგა.
-კარგი-ნუცამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და წყვეტილად გამოუშვა ფილტვებიდან-დავბრუნდები.
-მშვენიერია-ფართოდ გაიღიმა ჯიქიამ და ქალს, ხელი გაუწოდა-კეთილი იყოს შენი, ჩემს საზოგადოებაში შემოსვლა...მიხარია ასე კარგად რომ გავუგეთ ერთმანეთს...ისევ იმ ნომერზე იყავი რომელიც გაქვს...დროდადრო მე თავად დაგიკავშირდები და ინსტრუქციებს მოგაწვდი...
-კარგი-მის ხელს თავისი შეაგება ქალმა ,შემდეგ კი ღიმილიანი სახით მომზირალი სტუმარი გააცილა.


-არ წამოვიდა ძმაო და ნაღდად არ ვარ მისი თმით თრევის ხასიათზე...-ლომიძემ,ვისკი მოსვა და ცარიელი ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე.
-ექსპერტიზის პასუხები როდის იქნება?-დახლს, იდაყვებით დაეყრდნო ხოშტარია და ხმას შეთქმულივით დაუწია.
-ექსპერტი ვერ მიშაობს...გახრწნილია გვამი ,წელს ქვემოთ...ზემოთ კი მისგან თავისქალის და ძვლების მეტი არაფერია დარჩენილი ესეც რომ არა ფეხებზე დარჩენილი ხორცის ნაგლეჯები იმდენად დაზიანებულია, მისთვის ანალიზის ჩატარება შეუძლებელია.-ვისკის ბოთლისკენ გაიშვირა ხელი ლომიძემ და ანიშნა მომაწოდეო.გოგამ ,თავად აიღო ბოთლი ,საცობი მოხსნა და ჭიქა ნახევრამდე შეუვსო.
-რაზმაძე არ გაჩერდება,ჯიქიაც კუდზე მაზის...იერიშს ნუცაზე მიიტანენ..არ წამოვიდა...გაცოფებულია ,მაგრამ ჩ ათლახი ვიყო აი ნახე ,დღეს საღამოს ან ხვალ უეჭველი მოვა..
-რაიცი?-აქამდე ჩუმად მჯდარმა ვლადმა ცალი თვალით გამოხედა მეგობრებს.
-ის, წითური ალქაჯი მიაკითხავს...-ვაჩემ,მხრები აიჩეჩა-ფაქტიურად არ ვარსებობ, მაგრამ ჯიქია არ გაჩერდება აზრზე არ ხარ მე თუ ჩამსვავს რამხელა დაწინაურება ელოდება..ამის დედაც..
-მისმინე,გვამის დეენემი თუ ვერ აიღეს კანიდან რას იზამენ?
-თუ იპოვეს კბილებს გააგზავნიან,-არც ამოუხედია ლომიძეს ისე უპასუხა..
-ამის დედაც და კბილი სად უნდა დავითრიოთ?ეგ ამბავი თუ გასკდა სერიოზულად დაგვერხევა, რაც არცერთს არ გვაწყობს...
-რა ვიცი , საიდან მოვიტანო კბილიი?-გაიცინა ვაჩემ და მასზე მიშტერებულ ლადოს გახედა წარბაწევით მერე, უეცრად ხარხარი აუტყდა და თავი რამოდენიმეჯერ გაქნია-შიგ ხო არ გაქვს? შანსი არაა კბილს არ ამოვიღებ...
-სხვა გზა არ გაქვს სირო!-ლეპტოპი დახურა ვლადმა და მთელი ტანით მათკენ შემოტრილდა.-ერთი კბილი ლომიძე და დროებით მშვიდად ვიქნებით...-მხრები აიჩეჩა ვლადმა.-მონაცემთა ბაზაში მაინც ვერ გიპოვიან ვერანაირად...კბილია ძმაო
-სერიოზულად მეუბნები?-წარბები შეკრა ლომიძემ.-ამის დედაც...რატომ მაინც და მაინც ჩემი კბილი?
-აბა, საიდან უნდა დაითრიო გაფიცეებ? მორგში სხვას ვერ ამოაძრობ...ვაბშე ,ნიმუშს ვერ გაწევ რადგან საეჭვო იქნება..ექსპერტიზის პასუხებს რას ვუზამთ გავაყალბებთ? მე ვერ ვიზამ მაგხელა ბაგაჟიც არ მაქ და არც ელექტრონულია...არის ისეთი ვინმე ვისაც ფულით მოვქრთამავთ?რას იზამ ვაჩე? წამოდი მაშინ ძმაო და დავახვიოთ აქედან, მაგრამ რა პონტში ტო? რისი გულისთვის? ..ზედმეტად მოხოდილი ვარ იმისთვის, აქედან ქუჩის ძაღლივით კუდამოძუებული რომ არ გავიძურწო...
-ამის დედაც!-ლომიძემ,კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა და სკამიდან წამოდგა...
-სად მიდიხარ?-თითქმის ერთდროულად შესძახა ორივემ.
-წავალ ,ვნახავ რომელ კბილზე უნდა ვიჩალიჩო-მხრები აიჩეჩა სიცილით და კარს უკან გაუჩინარდა.
განყოფილებაში მისულმა, გეზი პირდაპირ ნული სართულისკენ აიღო თეთრ ხალათიანი ექსპერტი გულმოდგინედ მუშაობდა და ისე იყო გართული თავის საქმეში ,გამომძიებლის შემოსვლა არც გაუგია.ლევანმა, ფრთხილი ნაბიჯებით გაიარა შუშის წინ და ლაბორატორიის ოთახის კარი უხმაუროდ შეაღო..
-დედაც მოვტყან...-ამოილაპარაკა ლევანმა და მაგიდას მიუახლოვდა,სადაც პატარა პილიეთილენის პარკში ,ექსპერტიზაზე გადასაგზავნი მიცვალებულის დეენემის ნიმუში მოეთავსებინათ.გეგეჭკორმა ,თითების სხარტი მოძრაობით გახსნა შეკრული პარკი და მაგიდაზე გაშლილ ერთჯერად სალფეტკზე ზიზღით გადმოაყირავა, შემდეგ კი ჯიბიდან ამოღებული ნიმუში ჩაცურა და სწრაფადვე შეუკრა პირი .ხელსახოცი კი მოკუჭა და ისევ ისე შეუმჩნევლად გავიდა ოთახიდან როგორც შემოვიდა...კიბისკენ სწრაფი ნაბიჯით გაეშურა და ის იყო კარისკენ წაიღო ხელი ,ზურგს უკნიდან მამაკაცის ნაცნობი ხმა რომ მოესმა:
-ბატონო ლევა?არ მეგონა აქ თუ იყავით...-გაოცებული სახით მიუახლოვდა მამაუკა ღლონტი და ისე დააკვირდა თითქოს პირველად ხედავდა...
-რას ვიზამთ ,ხანდახან ისიც ხდება რაც არ გვგონია-ირონიულად გაუცინა ლევანმა და ღია კარში პირველი გავიდა-მივდივარ...იმედი მაქვს სხვა საქმე არაფერი გაქვს...
-აი, ექსპერტიზის წინასწარი დათვალიერების პასუხები-ღლონტმა,ღიმილით გაუწოდა საქაღალდე.
-უკვე გავეცანი ,ბატონო მამუკა.
-მშვენიერიაა...-გაიცინა მამუკამ და მიმავალ უფროსს თვალი გააყოლა.
პირდაპირ სახლში ავიდა და წყალი გადაივლო ,შემდეგ კი აღრიალებული მობილურისთვისაც მოიცალა რომელზეც ვლადი ურეკავდა
-რაიყო ,ომი დაიწყოო?-შეიღრინა და თან ცალი ხელით, სველი თმის შემშრალებას შეუდგა. შუა ოთახში იდგა, თეძოზე მოხვეული პირსახოცით...
-რა ქენი?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ნაპირელი.
-რას ვიზამდი? შეველიე ერთ კბილს...-პირსახოცი ,რომლითაც თმას იმშრალებდა დივამზე მიაგდო და ნამიანი თმა, თითების დახმარებით უკან გადაიწია.სამზარეულოსკენ აპირებდა წასვლას კარზე ზარი რომ დარეკეს და ისიც პირდაპირ კარისკენ გაემართა...
-რახდება?-ზარის ხმა ვლადმაც გაიგო.
-ვიღაც მოვიდა-მხარსა და ლოყას შორის მოქცია ტელეფონი და ისე რომ საჭვრეტში არც გაუხედია, ფართოდ გამოაღო კარი...კარის ზღურბლზე, ბეღურასავით აწურული ქალი იდგა და საწყალი თვალებით უყურებდა კარში გამოჩენილ, ნახევრად შიშველ მამაკაცს, რომელიც ცალი მხრით ჩარჩოს მიეყრდნო და თავით ფეხამდე ირონიული ღიმილით შეათვალიერა სტუმარი.
-წავედი, მერე დაგიტეკავ-უთხრა,ხაზის მეორე ბოლოს მყოფს და გათიშვას აპირებდა ნაპირელმა ,მაინც რომ მოასწრო კითხვა:
-ვინ მივიდა ,სირო?
-ამის დედაც!-გაეცინა ლომიძეს-"მამიკოს" გოგო დაბრუნდა!


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ფეფიკოო ნიჭიერების ბუკეტი ხარ! ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Ma No

პატარა, სულელი გოგო... მეცოდება ნუცა:(
გიჟო და გადარეულო, მიყვარხარ!❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

არა რაა, რაც მართალია, მართალია. მამაკაცები გყავს შეუდარებლები. ????????

 


ფეფო შე არანორმალურო. <3
როგორი საინტერესო თავი იყო.
ნუცა , ნუცაააა რას ცდილობ ? არ გარგებს ზოგიერთებზე აყოლა და შურისძიებაზე ფიქრი პატარავ :D
ვაჩე\ლევანი მიყვარს მე მაინც ეგ ნაძირალააა კაცი :D <3
მოკლედ ველოდები მოვლენების განვითარებასმოუთმენლააად <3

 


№5 სტუმარი აბლაბუდა

არ ხარ ნორმალური დიდი ხანია დავრწმუნდი უკვე რა:)) არ მინდა ნუცას რამე ცუდი შეემთხვას მეცოდება მაინც

 


№6  offline წევრი kora

ალერგია მაქვს უკვე ამ ნანკა ნინა სახელებზე :დდდ
ნუცა ეგეთი დებილიც არა მგონია იყოს, როგორიც ნანკას და "მამიკოს" ჰგონია :)
ჭკვიანია ეს გოგო და ყველას მოუვლის მჯერა :)
ასე რომ ველოდები მოვლენების განვითარებას :)
--------------------
kira.G

 


№7 სტუმარი სტუმარი ნათია

არ შემიძლია არ გკითხო და წინდწწინ ბოდიშს გიხდი ცნობისმოყვარეობისათვის, ხომ არ გადაიკვეთება ამ ისტორიის და" ნადირობა მგლებზე"-ს გზები? რატომღწც გუშინ იმ ისტორიაშიც ორი ქვამობმული გვამი გამოჩნდა თან ნასწმართლევი. ისე ჯადოსნურად ხლართავ ისტორიას გამოსახსნელი ძაფის პოვნა გამიჭირდა და სულმა წამძლია. არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი ადამიანი ხარ და მიხარია რომ გიპოვე, ამ საიტზე ჩემმა 14 წლის გოგომ მთხოვა შესვლა და ისტორიების წაკითხვა და მას მერე მოგყვებით

 


№8 სტუმარი სტუმარი life is good

სტუმარი ნათია
არ შემიძლია არ გკითხო და წინდწწინ ბოდიშს გიხდი ცნობისმოყვარეობისათვის, ხომ არ გადაიკვეთება ამ ისტორიის და" ნადირობა მგლებზე"-ს გზები? რატომღწც გუშინ იმ ისტორიაშიც ორი ქვამობმული გვამი გამოჩნდა თან ნასწმართლევი. ისე ჯადოსნურად ხლართავ ისტორიას გამოსახსნელი ძაფის პოვნა გამიჭირდა და სულმა წამძლია. არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი ადამიანი ხარ და მიხარია რომ გიპოვე, ამ საიტზე ჩემმა 14 წლის გოგომ მთხოვა შესვლა და ისტორიების წაკითხვა და მას მერე მოგყვებით

ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და მიხარია რომ მიპოვე და კითხულობ ჩემს ისტორიებს...მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ესეთი თბილი დამოკიდებულებისთვის...მიხარიხართ და სასწაულად მაბედნიერებთ

 


№9  offline წევრი Farvana

აი როარვთქვა მოვკვდები და დავიხრჩობი ამის თქმის გარეშე.არ ვიცი რატომ მაგრამ ვაჩეს ვერ ვიტან მეზიზღება,მძულს.ვერ წარმოიდგენ როგორ მინდა მოვკლა ავჩეხო და დავმარხო.უბრალოდ ვერ ვიტან ზედმეტად ეგეთ ტიპებს,ვერ ვიტან ვაჩეს ნაირ ტიპებს.შეიძლება ყველას მოსწონს ასეთი მამაკცები,პერსონაჟბი,მაგრამ მე არა,მე სულ მინდება რომ ჩემი ხელით მოვკლა..რა თქმა უნდა ეს თავების განმავლობაში მექნება,მაგრამ როდესაც დაასრულებ მერე აუცილებლად მომეწონება ვაჩე.ხო ვიცი ცოტა ვაფრენ და რაღაც არანორმალურ და სულელურ რაღცას ვწერ,მაგრამ უბრალოდ ეს რო არ მეთქვა აუცილებლად დამახრჩობდა ეს სიტყვები,ახლა კი როცა ვწერ საშინლად გავთავინსუფლდი ამ გრძნობისგან.
--------------------
ფარვანა

 


№10 სტუმარი ფფფ

დღეს რომელიმე ისტორია დაიდებაა?? : )

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინე

,,მამიკოს გოგო დაბრუნდა”!!
აუ
ვაფრენ შენზე!
ნუცამეცოდება სულელია მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს
მასში ვხედავ რაღაც განსაკუთრებულს!!!
აი ამ თავიდ მერე უკვე იმედი მაქვსრომ ვაჩეს და ნუცას შორის ქიმია წარმოიქმნება !
წარმატებები დაარდააგვიანო გთხოვ <3

 


№12 სტუმარი ფფფ

ველოდებიიი : (((

 


№13  offline წევრი Marryam

პირველად ვწერ შენს ნამუშევარზე კომენტარს...რომ გავგიჟდი და გადავირიე მაგიტომა წავიკითხე ყველა შენი ისტორია ;დ ...საერთოდ ჯერ ველოდები რო დადებენ ბოლომდე მერე ვკითხულობ ხოლმე მაგრამ შენი ისტორიები იმდენად იდელურია...შემომეკითხა ???? ახლა უნდა ვიცადო და თან ვხვდები ისე ვითარდება მოვლენები მალე არ დამთავრდება და .....მე კიდევ ლოდინს ვერ ვიტან ????

 


№14 სტუმარი სტუმარი თამთა

გაგრძელებას როდის დადებთ

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

ერთი შანსი ორივესთვის აღარ დაიდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent