შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძილინებისა პატარავ! (სრულად)


28-09-2018, 15:23
ავტორი თა თა
ნანახია 4 219

ძილინებისა პატარავ! (სრულად)

ყველანაურად ვეცადე კარგი ისტორია დამეწერა,და ძალიან მაინტერესებს თქვანი აზრები, ამიტო გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი რეაქცია დაწერეთ კომენტარებში.....
------------------


-ლიკა გააღე კარები
-
-ლიკა გააღე თორემ შემოვამტვრევ !!
-ლიკა კვლავ გაუნძრევლად იჯდა. იჯდა რაა..ეგდო. იატაკზე ეგდო და სულ არ ადარდებდა ძმის ღრიალის ხმა და ის,რომ ყინულივით ცივი იყო,გაყინული იატაკზე წოლისაგან
-ლიკა ჩემს მოთმინებას ნუ სცდი კარები გამიღე,არ შეიძლება ასე გაგრძელება,დავიღალე უკვე გესმის? დავიღალე -კვლავ მთელი ძალით ბრახუნი კარებზე,მერე როგორც იქნა ინება ქალბატონმა და წამოიზლაზნა ცივი,გაყინული იატაკიდან,კარების სახელური ჩამოსწია,გაგიჟებული ძმისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე ჩავიდა პირველ სართულზე.. რომ დაგენახათ შეგეშინდებოდათ, ეს ანგელოზივით ლამაზი გოგო,საფრთხობელას ჰგავდა,მაგრამ არც ეს ადარდებდა დიდად. მისი ყოველი დილა ასე იწყებოდა,ძმის ხვეწნა-მუდარით,როგორც იქნა ძლივს გამოვიდოდა ოთხიდან,მაგრამ მაგასაც თუ გამოსვლა ერქვა. სახლში ისე დააბიჯებდა,მის არსებიბასაც კი ვერ შენიშნავდით,ხმას არ იღებდა,ზღვისფერი თვალები, ყოველთვის ჩაღამებული ჰქონდა. მისი ძმა ნიკიც არ იყო ნაკლებ მდგომარეობაოში,მაგრამ მათ მხოლოდ ერთი რამ ანსხვავებდათ. ლიკა თავის საუკეთესო მეგობარს დასტიროდა,მგონი ეს მეგობრობაზე მეტიც იყო,ამას უფრო შეყვარებულს თუ ვუწოდებთ. აი ნიკი კი თავის დას დასტიროდა,დას,რომელის ნაწილიც, სულ რაღაც 1 თვის წინ გაჰყვა გიგის,მისი წასვლის მერე,ნახევარი ლიკა დააბიჯებდა სახლში,მისი ნახევარი გიგიმ გაიყოლა და წავიდა,წავიდა ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს,აი ასე უხმოდ დატოვა ყველა და ყველაფერი
-როგორ ხარ ლიკუ? -მისაღებში მჯდარ ლიკას ძმა მიესალმა და შუბლზე ნაზად აკოცა
-
-გასაგებია -არ გაგიკვირდეთ. სულ ასე იყო,ამას კი მიჩვეული იყო ნიკი. ნიკი ეკითხებოდა,მაგრამ პასუხსაც თავადვე სცემდა საკუთარ თავს -ყველა წამალი დალიე?
-ლიკა როგორც ყოველთვის ჩუმად იყო,მხოლოდ თავი გააქნია,არ ნერვიულობდა იმაზე,რომ წამლები თავის დროზე არ დალია,ეს ყველაფერი მასაც მობეზრდა უკვე,უკვე 1 თვეა რაც წამლების ზემოქმედების ქვეშ არის
-ოხხ ლიკა,ლიკა! -ძმამ გოგონას წამლები გაუწოდა და სანამ არ დარწმუნდა,რომ მართლა დალია არ მოეშვა -ხო მართლა დღეს ბავშვები მოვლენ და იმედია ამ ფორმით არ დახვდები
-ლიკამ უბრალოდ გაუღიმა და კვლავ ოთახში ავიდა. გრძელი,წითური,ტალღოვანი თმები კოსად შეიკრა. სახეზე ოდნავ ჰქონდა ჭორფლები შემორჩენილი, ამით ჰგავდა ძმას,ორივეს ჭორფლები ეყარათ სახეზე. ტანსაცმელზე ბევრი არ უფიქრია,ძმამ გაუმზადა და წინ დაუდო ესენი ჩაიცვიო,სხვათაშორის ძალიან კარგი გემოვნება აქვს ნიკის ჩაცმულობაში. ნიკიმ იცოდა ლიკა,რაღაც სულელურს ჩაიცმევდა და ამიტომ კვლავ თვითონ გადაწყვიტა აერჩია, არა ეს სულ ასე არ ყოფილა,ლიკამ,ნიკიზე კარგად იცოდა ტანსაცმლის არჩევა,მაგრამ ამანაც აზრი დაკარგა მისთვის. ამასობაში კარებზე ზარის ხმაც გაისმა,ლიკა დაბლა ჩავიდა,ნიკი კარების გასაღებად წავიდა და სანამ მივიდოდა ლიკას შეხედა
-გთხოვ! ახლა მაინც მოიქეცი ნორმალურად
-ლიკას არაფერი უპასუხია,ნიკიმ კარები გააღო და ოთახში სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ ბავშვები. დინა,ნუცა და ზუკა. სამივეს ბედნიერი სახეები ჰქონდათ სანამ ლიკა არ დაინახეს,ისინიც მიჩვეულები იყვნენ უკვე მის ყურებას,მაგრამ არ იმჩნევდნენ,პირიქით ყველანაირად ეხმარებოდნენ მეგობარს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში
-როგორ არის ჩემი კრასავიცა? -ყველანაირად ეცადა დინა მხიარულად ეთქვა ლიკასთვის
-არის რა..-ნაძალადევად წარმოსთქვა ეს ორი სიტყვა ლიკამ,სულ ასეა,არასდროს ლაპარაკობს,მხოლოდ მაშინ აღებს პირს როცა მეგობრებთან ერთად არის,ეგეც იმიტომ,რომ მათ არ გაუტყდეთ
-აბა თუ გამოცნობ რა მოგიტანე? -ახლა ზუკა ეცადა მხიარულად ეთქვა,და ყურებამდე გაეკრიჭა
-კარგი რა ზუკ,ხომ იცი სიურპრიზები არ მიყვარს
-კარგი ჰოო,ნახე რა მოგიტანე,იმედია ცოტას მაინც გამიყოფ -ზუკამ პარკიდან შოკოლადების შეკვრა ამოიღო? იმდენი იყო მთელი დღე,რომ ეჭამათ ვერ მორჩებოდნენ
-დიდი მადლობა ზუკკ -ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და გაუღმა, მხოლოდ შოკოლადებს თუ მოჰყავდა ხასიათზე ლიკა. მეგობრებმაც იცოდნენ მისი გამხიარულების გზა,ამიტომ ხელიდან არ უშვებდნენ შესაძლებლობებს
-ნუცა სად დაგვეკარგა? -გაკვირვებულმა შეხედა დინამ ზუკას
-რავიცი,ამ წამს უკან მოგვყვებოდა
-რა სულელები ხართ რაა..თქვენი აზრით სად იქნებიან? -ლიკამ თავი გააქნია,და აივანზე მდგარ ნუცაზე და ნიკიზე მიანიშნა,იქით მიიხედეთო
-ოჰჰ..ამათ მე მოვკვდე,ამერიკის ელჩი რომ ჩამოვიდეს ისიც კი ვერ დააშორებს -სიცილით თქვა ზუკამ და გოგოებიც აიყოლია სიცილში,აბა,მას რომ შეხედავდი,ისეთი ღიმილი ჰქონდა გინდა არ გინდოდა შენც გაგეღიმებოდა
----
ლიკა ჟღენტი, 22 წლის,ნიკის უმცროსი და. საკმაოდ სუსტი და მაღალი გოგო. ულამაზესი იყო. მშობლები პატარა ასაკში დაეღუპათ, ამიტომ მათ ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. რომ წამოიზარდნენ ორივემ ქალაქში გადაწყვიტა წასვლა. ნიკის თავისი კომპანია აქვს,საკმაოდ შეძლებულია,ამიტომ ლიკაც თავისთან წაიყვანა,ლიკა სწავლას,რომ მორჩა სამსახურს ეძებდა,მაგრამ ნიკიმ მკაცრად და გადაჭრით უთხრა,რომ სამსახურზე არც კი ეფიქრა. ლიკა იჯდა სახლში და ერთობოდა. ხან დაქლები მიჰყავდა სახლში ხან ბარში მიდიოდნენ. სწორედ თავის სახლში გაიცნო ნიკიმ და ზუკამ,ნუცა და დინა და მაგ დღის მერე დაიწო ყველაფერი. ნიკი და ზუკა მაგრად ძმაკაცობდნენ,სამსახურის მერე თითქმის სულ ერთად იყვნენ,ხან ზუკასთან ხან ნიკისთან. ასე ერთად მივიდნენ ნიკის სახლში საკმაოდ ნასვამები,როცა დინა და ნუცაც იქ დახვდათ,მაშინვე მიისაკუთრეს გოგოები. ხოო,ცოტა უცნაური ნათქვამია,მაგრამ ასე იყო, იმ დღის მერე,ეს ხუთეული საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ნიკა და ნუცა,ზუკა და დინა განუყრელები გახდნენ,ერთმანეთის გარეშეც კი ვერ ძლებდნენ. მარტო ლიკა დადიოდა მარტო ეულად.
-აუუ წამო ბარში წავიდეთ დღეს -აწუწუნდა ნუცა და ნიკის საყვარლად დაუბრიცა ტუჩები
-მე ტყუილად მიყურებ,ამათ კითხე -ნიკიმ დანარჩენ სამზე მიანიშნა
-ბავშვებოო -საყვარლად აწუწუნდა ნუცა,სამივემ სიცილი დაიწყო და დასთანხმდნენ.. საღამოს ყველამ დაიწყო მზადება და ბარში წასასვლელად გაემზადნენ. ლიკას ლურჯი ძალიან მოკლე კაბა ეცვა,ეს რომ ნიკიმ დაინახა,წამში აატრიალა უკან, გამოიცვალეო, მაშინ ლიკა 18 წლის იყო და ნიკის არ უნდოდა ზედმეტი პრობლემები,ლიკასაც სხვა გზა არ ჰქონდა უკან ავიდა და ახლა მუხლს ოდნავ აცელილი შავ-თეთრი კაბა ჩაიცვა. სამივე გოგო ისე ლამაზად და სადად გამოიყურებოდნენ,ნებისმიერ ბიჭს დარჩებოდა მათზე თვალები. დინას გრძელი ქერა თმა გაშლილი და დახვეული ჰქონდა,თვალებზე ტუშის წასმა არ უყვარდა,ისედაც ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა. დინას შავი წელამდე თმა ჰქონდა და ბუნებრივად ხუჭუჭა. მოკლედ სამივე ანგელოზებს ჰგავდნენ..
ბარში რომ შევიდნენ,საშინლად არ ესიამოვნათ გოგოებს ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი,მაგრამ გართობაც უნდოდათ. ბიჭები თვალს არ აშორებდნენ,ერთი ზედმეტი ქცევის უფლებასაც არ აძლევდნენ. მართალია ძაან მკაცრი ბიჭები ჩანდნენ მაგარამ ისევ გოგოების კეთილდღეობისთვის აკეთებდნენ ამას. ნიკი და ნუცა ერთმანეთთან ცეკვით იყვნენ გართულები,ზუკა და დინა ცალკე საუბრიბდნენ, ლიკა ბართან იდგა და ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა, ისე,როგორ გამოეპარათ ეს ბიჭებს არა? ამ დროს ლიკას ვიღაც ბიჭი ამოუდგა უკან,ლიკას ნიკი ეგონა და სანამ ბიჭი რამეს იტყოდა მანამდე ლიკამ დაასწრო
-ნიკ დამშვიდდი,ბევრი არ დამილევია და კიდევ ისეთი პატარა აღარ ვარ,რომ... -ამ დროს უკან მიტრიალდა და ხელში უცნობი,რომ შერჩა,თვალები შუბლზე აუვიდა. შერცხვა,მაგრამ რისი რცხვენოდა? ამ ბიჭს ხომ მხოლოდ დღეს ნახავდა და მერე კვლავ უცნობად დარჩებოდა? მაგრამ ის ისეთი საყვარელი იყო,თავზე ხელს ისმევდა და სულელივით იცინოდა,მაგრამ ეს სულელური სიცილიც,როგორი საყვარელი ჰქონდა..შავი ოდნავ მოგრძო თმა როგორ უთამაშებდა სახეზე,როგორ უნათებდა შავი თვალები..
-ნიკი არ ვარ მაგრამ მაგ ვიღაც ნიკს დავეთანხმები,რომ ბევრს სვათ -კვლავ ამ ღიმილით დააჯილდოვა უცნობმა ლიკა
-არც თქვენ სვამთ ნაკლებს
-ანუ..შენ რა..მითვალთვალებდი?
-აამმმ..ისაა..არა უბრალოდ..-დაიბნა,ისე დაიბნა ლიკა,რომ სიტყვებსაც ძლივს უყრიდა თავს
-მაგ დანაშაულს მხოლოდ ერთი რამ თუ გამოასწორებს -თვალი ჩაუკრა უცნობმა ლიკას,ესღა აკლდა ლიკას და გულის შეტევას მიიღებდა მალე
-რა დანაშულს?-სცადა აღელვება არ შეემჩნია
-პროფესიონალ თვალთვალს -უცნობმა კვლავ გაიცინა,ცოტაც და ჭკუიდან შეიშლებოდა ლიკა
-ააჰაამმ..აბა რა გამოისყიდის ამ დანაშაულს?
-ერთი ცეკვა ჩემთან ერთად -მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა,მაგრამ ღიმილიც დასთამაშებდა სახეზე უცნობს
-არც კი გიცნობთ
-გიგი -ბიჭმა ხელი გაუწოდა,ლიკამაც შეაგება თავისი გრძელი,თლილი თითები ბიჭისას
-მე ლიკა-ეს უთხრა და საცეკვაოდ გაჰყვა,დიდი ხანი აყოლებნენ,ნელ და მშვიდ მუსიკას სხეულს,კიდევ დიდი ხანი გააგრძელებდნენ ასე ცეკვას,ნიკი რომ ჩახტომოდა შუაში
-უკაცრავად იქნებ ცოტა ხანს მეც მომცეთ უფლება ვეცეკვო ამ ულამაზეს გოგოს -ნიკიმ გიგის ოდნავ გაუღიმა,სამაგიეროდ ლიკას დაუბრიალა თვალები,რომ მოშორებოდა ამ ბიჭს
-ვაა ნიკ მოხვედი? -სიცილით ჰკითხა ლიკამ ძმას,ამაზე სულ გაგიჟდა ნიკი
-ჰო მოვედი და ჯობია შენი ნებით გამასწრო აქედან -ყურში ჩასჩურჩულა დას
-მე გიგი ვარ -ხელი გაუწოდა გიგიმ ნიკის,გიგიმაც თავაზიანად გაუწოდა ხელი
-მე ნიკი
-აჰამმ ესეიგი თქვან ხართ ნიკი
-როგორც ჩანს უკვე მოგისწრიათ ჩემზე ლაპარაკი -კვლავ მკვლელი მზერით შეხედა დას ნიკიმ
-ისეთი არაფერი,უბრალოდ ვცეკვავდით
-ხოდა თუ მორჩით და ნებას მაძლევთ ჩემ დას წავიყვან კარგი გიგი? -დის ხსენებაზე გიგი დაიბნა,არ ეგონა ნიკი თუ ლიკას ძმა იყო, თან გაუხარდა.
-აუუ ნიკ 5 წუთიც რაა -ოთხი თითი ყელზე მიიდო ლიკამ და ძმას გახედა
-ნიკკ, ახალგაზრდები არიან და აცადე გართობა -სიცილით მივიდა ნუცა ნიკისთან,ნიკიც ძლივს დაითანხმეს,ლიკამ მადლობის ნიშნად კოცნა გაუგზავნა ნუცას და ასე დაიწყეს ხელთავიდან ცეკვა, გიგიმ და ლიკამ. ბოლოს ნომრები გაცვალეს, და დაემშვიდობნენ, იმ დღის მერე ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს,ხშირ შემთხვევაში ეს ადგილი კვლავ ბარი იყო,მაგრამ ამ შემთხვევაში განზრახ მიდიოდნენ იქ რომ ერთმანეთი ენახათ. მერე ყველაფერი სწრაფად მოხდა,გიგიმ ლიკას ხელი სთხოვა. ერთი წელი გავიდა იქიდან რაც ერთმანეთი გაიცნეს და ფიქრობდნენ,რომ სწრაფი ნაბიჯი არ იყო. და რაც მთავარია,ნიკიმაც გამონახა საერთო ენა გიგისთან. გიგიმ ყველასგან განსხვავებულად სთხოვა ხელი ლიკას, ეს ხუთეული და გიგიც,კაფეში ისხდენენ, როცა გიგი ლიკას წინ დაიჩოქა და ყველასთვის გასაგონად უთხრა
-თანახმა ხარ,შენი დაქალები გახდნენ ჩემი ცოლის დაქალები? -თავიდან ლიკას სიცილი აუტყდა,მერე ეს სიცილი ცრემლებში გადაიზარდა,ბედნიერების ცრემლებში. სულ ასეთი იყო გიგი,ყველასგან განსხვავებული,და არანორმალური,ასევე არანორმალურად სთხოვა ხელი ლიკას. ლიკაც ბავშვური ჭკუით სწრაფად დასთანხმდა ცოლობაზე, და ასე 19 წლის ასაკში დაერქვა გიგის ლიკუნა. არც გიგი იყო დიდი ისიც 21 წლის იყო,მაგრამ ლიკას პატარა ბავშვივით უვლიდა. თავიდან ვახსენე შეყვარებული იყო თქო, ჰოო შეყვარებულები იყვნენ,რადგან ქორწილის მერეც ისე უყვარდათ ერთმანეთი,როგორც შეყვარებულობის პერიოდში. არც ერთი წამი არ განელებიათ ეს გრძნობა. ქორწილიდან მალევე ლიკა ცუდად გახდა,თავბრუს ხვევები დაეწყო,გულის რევები,გული ხშირად მისდიოდა. გიგის ბევრი ხვეწნის მერე ექიმთან წასვლაზე ძლივს დაითანხმეს. არ გაინტერესებთ მიზეზი? ის ორსულად იყო. გიგის და ლიკას პატარა ეყოლებოდათ მალე. ყველას ძალიან უხაროდა მხოლოდ ლიკა იყო მოწყენილი,ამის მიზეზი არავინ იცოდა,შეიძლება არც ლიკამ,მაგრამ სავარაუდო პასუხი იცოდა თავის კითხვაზე,რატომ იყო მოწყენილი. პატარა დამიანე 3 აპრილს დაიბადა,ეს სახელი ლიკას საყვარელი სახელი იყო. 20 წლის ასაკში ლიკასნაირ დედას ვერ იპოვიდით,ისე უვლიდა პატარას..არც გიგი იყო ცუდი მამა,ისიც საუკეთესო მამიკო იყო მსოფლიოში. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს ამ ყველაფერსაც ჰქონდა წერტილი.
12 სექტემბერი იყო,ლიკა 3 დღეში 20 წლის ხდებოდა,ამიტომ გიგიმ სამსახურის საქმეები წინასწარ მოაგვარა,რომ მერე ერთი კვირით დასასვენებლად წასულიყო ცოლთან და 2 თვის შვილთან ერთად. გიგი სამსახურის საქმეზე შორ მანძილზე იყო წასული. ერთი სული ჰქონდა სახლში,როდის მივიდოდა,რომ მონატრებული ცოლ-შვილი კვლავ მაგრად ჩაეკრა გულში, არა,დიდი ხნის უნახავი არ ყავდა, ერთი დღეა არ ენახა,მაგრამ უკვე ენატრებოდა. გზაში საკმაოდ დიდი სიჩქარით მიქროდა სახლისკენ, მერე კი მოხდა ის რამაც ლიკას ცხოვრება ჩააბნელა და შავ-თეთრი ფერი მისცა. სავადმყოფოდან დაურეკეს რომ გიგი იქ ჰყავდათ,მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა,ის უკვე გარდაცვლილიყო. საფლავიდან ძლივს წაიყვანეს ლიკა სახლში, წაიყვანეს არ ითქმის მაგაზე, უფრო წაიღეს ვიტყოდი. ნიკიმ კვლავ თავის სახლში მიიყვანა ლიკა და ბავშვი. გიჟდებოდა,აკანკალებდა. სერიოზულად,გიჟის დიაგნოზს უსვავდნენ,მერე ოთახში ჩაიკეტა და გარეთ აღარ გამოდიოდა,არ ადარდებდა ის,რომ ბავშვს სჭირდებოდა. უკვე ერთი თვე გავიდა ამ ამბებიდან და ერთი დღეც კი არ მიუტოვებიათ მეგობრებს, დინა და ნუცა სულ მის გვერდით იყვნენ,ყოველდღე აკითხავდნენ და ცდილობდნენ გამოეყვანათ ამ მდგომარეობიდან. ზუკაც კი კარგი დაქალივით ედგა გვერდში,ხან ფსიქოლიგის როლს თამაშობდა,ხან მეგობრის. ბავშვს მორიგეობით უვლიდნენ. ხშირ შემთხვევაში ნუცას და ნიკის მოსავლელი ხდებოდა პატარა დამიანე. მაგრამ ნიკისაც მაგრად სჭირდებოდა ახლა გვერდში დგომა, მასაც უჭირდა დის ასეთ მდგომარეობაში ყურება..
ახლა ისევ იქიდან გავაგეძელოთ სადაც გავჩერდით
----
როგორც იქნა ინებეს ნიკიმ და ნუცამ აივნიდან შემობრძანება
-ოჰჰ დაგვიბრუნდნენ ჩიტები? -სიცილით უთხრა ზუკამ,რაზეც ბალიში მიიღო თავში ნიკისგან
-აბა რას ვშვებით,აღარ მივდივართ სოფელში? -საუბარი დინამ წამოიწყო,და დანარჩენ ოთხს გახედა
-აუუ წავიდეთ რაა გთხოვთ -აჰყვა ნუცაც
-სად მიდიხართ? -ჩამქრალი ხმით იკითხა ლიკამ,ისე,რომ მზერა არ მოუშორებია იატაკისთვის
-სოფელში ლიკუნ -პასუხი ნიკიმ გასცა
-როდის?
-ალბად 2 კვირაში,მანამდე საქმეები მაქვს -ლიკამ ღრმად ამოიოხრა და თავი დაუქნია,ეს იმის დასტური იყო,რომ ისიც მიჰყვებოდა
-თავს შეუძლოდ ვგრძნობ და მაღლა ვიქნები კარგი?
- ლიკუ გამოგყვეთ? -ნუცამ ჰკითხა და დინასაც გახედა ადექიო
-არა იყოს ცოტას დავისვენებ -როგორც ყოველთვის უემოციოდ ლაპარაკობდა,მერე დივნიდან ადგა,ორი ნაბიჯი გადაადგა თუ არა მაშინვე იგრძნო,რომ ძალა ეცლებოდა,თავბრუ დაეხვა და შეაქანავა,ცალი ხელით დივანს დაეყრდნო,ცალი თავზე მიიჭირა,სწრაფად მისცვივდნენ ბავშვები
-ლიკუნ,ლიკ,კარგდ ხარ?
-დაიკო შემომხედე,ფერი არ გადევს სახეზე ლიკუნა
-კარგად ვარ კარგად ნუ გეშინიათ
-რას ქვია კარგად ხარ გოგო ლამის წაიქეცი ვერ ხედავ? -წამოენთო ნიკი
-არაუშავს გამივლის,ადრეც დამემართა ასე,მაგრამ გამიარა
-ესეიგი ადრეც დაგემართა ხო?
-ჰოო მაგრამ ახლა კარგად ვარ
-ხვალვე ექიმთან მივდივართ -გადაჭრით უთხრა ნიკიმ დას. ეშინოდა რამე სერიოზული არ სჭირდესო, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაითანხმეს ლიკა ექიმთან წასვლაზე.
ექიმთან ხუთივე წავიდა,სულ ასე იყვენენ,სადაც ერთი წავიდოდა იქ იყვნენ დანარჩენებიც.
-ანალიზების პასუხები 2 დღეში იქნება,შეგიძლიათ ორ დღეში მოხვიდეთ-უთხრა ექიმმა,ლიკა ოთახიდან გამოვიდა და ყველა სახლებში წავიდნენ.
ორ დღეში მართლაც მოვიდა პასუხები,ახლა ლიკას ბევრმა ხვეწნა-მუდარამ გაჭრა,და ექიმთან მარტო წავიდა. ეშინოდა ნიკის,ამდენი ხნის მერე,ლიკა პირვლად იყო სახლიდან მარტო გასული. მაგრამ მას ენდობოდა და იცოდა,რამე სისულელეს არ ჩაიდენდა. ლიკამ ექიმის კაბინეტი ფრთხილად შეაღო,მერე ექიმის წინ დაჯდა და დაელოდა ექიმის პასუხს,წამი საუკუნედ იწელებოდაო ლიკამ უნდა თქვას. დაახლოებით იცოდა რა პასუხსაც ეტყოდა ექიმი,მაგრამ.. აიი პასუხებიც
-თქვენ 2 თვის ორსული ხართ-ეს სიტყვები ყურში ექოსავით ჩაესმოდა,ირგვლივ,ყველაფერი დაბნელდა,მხოლოდ ეს სიტყვები ესმოდა ყურში. კაბინეტი ისე დატოვა ექიმისთვის არც კი შეუხედავს,სად მიდოდა არც თვითონ იცოდა,სახლში მისვლა ჯერ არ უნდოდა,სუფთა ჰაერზე უნდოდა გავლა. გზაში საშინლად მოწყენილი სახით დადიოდა,მერე მომენტებში გაეღიმებოდა და მუცელზე ხელს ისმევდა,მერე ჩუმად ჩურჩულებდა
-დეე გაიგე რა თქვა იმ კაცმა? ორსულად ხარო?-და მერე კვლავ იცინოდა,ხალხს ახლაც გიჟი ეგონა,მართლა გიჟივით იცინოდა შუა ქუჩაში და აბა რას იფიქრებდნენ. გზაში მიდიოდა,ვინ იცის,რამდენჯერ დატკეპნა ერთი და იგივე ადგილი. მერე ერთმა იდეამ მოუარა თავში,ნაბიჯს აუჩქარა და მალევე მივიდა დანიშნულების ადგილზე
-გამარჯობა..ახლა,რომ გითხრა მომენატრე თქო ყველაზე სულელურად ჟღერს ხო? მე ხომ ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ ამოვსულვარ შენთან. მაგრამ შენ კეთილი ხარ,ყველაზე კეთილი ვინც კი მინახავს,გახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთი,სრულიად უაზროდ დაგიწყე ჩხუბი-ქვაზე დახატულ სურათს ესაუბრებოდა და მიწას ცრემლებით ასველებდა,ამინდიც როგორ უწყობდა ხელს -მთელი ეს თვეა სახლიდან არ გამოვსულვარ,ოთახიდანაც კი,მართლა მენატრები,გეფიცები ვეღარ ვუძლებ ამ მონატრებას..
იცი? რამდენჯერ მიფიქრია სიცოცხლის შეწყვეტა?მაგრამ ეს ხომ ყველაზე ადვილი გზაა,გამოსავლის პოვნაში. აქ იცი რატომ მოვედი? შენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს,აი აქ,ჩემს მუცელში,პატარა სიცოცხლე ზის,და მოუთმენლად ელის გარეთ გამოსვლას. მაგრამ ის არ იცის აქ რომ არაფერი დარჩენია,აქ შენ არ ეყოლები,შენ ხომ მის გვერძე არ იქნები,აბა აქ რაღა დარჩენია მიპასუხე გიგი მიპასუხე!!-ხელებს ქვაზე არტყავდა და მთელი ხმით ღრიალებდა,ტიროდა და ამ ტირილს აყოლებდა მთელ დაგროვილ ემოციებს -აქ არც მე დამრჩენია არაფერი და არც ამ პატარას იცი? გახსოვს? რომ ვგეგმავდით თუ გოგო იყო ანანო დავარქვათო? შენს გარეშე არ შემიძლია. არ შემიძლია გესმის? დამიანე..ის იმხელა გაიზარდა..უკვე სამი თვისაა,მასაც ენატრები,თუმცა მას დედამისიც ენატრება. ჰოო,მას მეც ვენატრები..მაპატიე,რომ აღარ ვარ საუკეთესო დედა, და მაპატიე წარსულში ჩადენილი ჩემი შეცდომები. ახლა უნდა წავიდე,ჩვენი პატარა გაცივდება. მენატრებოდი და ყოველთვის მომენატრები. ალბად მალე შევხვდებით ერთმანეთს-გოგონა მორჩა საუბარს და სახლისკენ აიღო გეზი,გზაში კვლავ ისე მიდიოდა,ხან იცინოდა,ხან ტიროდა,მერე კიდევ იცინოდა,თან მუცელს ეფერებოდა,მერე კვლავ ჩურჩულებდა
-არ ვიცი დეე რა გავაკეთო,იქნებ მირჩიო რამე -თავის სიტყვებზე უფრო ეცინებოდა,მგონი ეს მართლა არ ჩამოუვარდება გიჟის ქცევებს,მაგრამ მან იცოდა თავის კონტროლი..სახლში მშვიდობით მივიდა,სამაგიეროდ ნიკი არ დახვდა მშვიდად. გაგიჟებული იყო,სამეულიც იქ იყვნენ და ასე ნერვიულობაში ატარებდნენ დროს ოთხივე
-სად იყავი გოგო ამდენი ხანი-შესვლისთანავე დაუღრიალა ნიკიმ ლიკას
-ჩშშ! -ტუჩებზე თითი მიიდო-ბავშვს შეაშინებ-ჩურჩულით თქვა და ამაზე უფრო გაეცინა,ნიკისაც გაეცინა,რამდენი ხანია ლიკა ასე გაცინებული არ უნახავს..მაგრამ მალევე მოვიდა გონს..
-რა ბავშვი გოგო. მოვკვდი ნერვიულობით და შენ კიდე მეღადავები? სად იყავი აქამდე
-რა ჩემი ბრალია,პატარა თუ სეირნობის ხასიათზე იყო-მუცელს დახედა და კვლავ გაეღიმა
-რაო რა ბავშვიო?-სიცილით მივიდა დინა ლიკასთან, ნუცაც უკან გაჰყვა
-ჰოო აიი აქ-ხელი მუცელზე დაიდო-პატარა ზის,რომელიც ჯერ არ დაბადებულა და უკვე განერვიულებთ-სიცილს არ წყვეტდა ლიკა,ყველას უხაროდა ლიკას ბედნიერება,ძლივს გაცინებული დაინახეს გოგო.
-ძიას კაცი უნდა იყოს ეგგ- მაშინვე გამოთქვა თავისი აზრი ზუკამ
-ოჰჰ,ვითომ რატომ ეს დეიდას ფერია უნდა იყოს-თქვა დინამ და ზუკას ენა გამოუყო
-მართალია ეს დეიდების პატარა ფერია იქნება-დინას,ნუცაც აჰყვა
-არც ერთის არ იქნება,ეს მარტო ჩემი იქნება,ჩე მი-ბოლო სიტყვა დამარცვლა ლიკამ და გაეღიმა.
-ჰეი,ძიას ბიჭო გაიგე მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება-ახლა დამიანეს დაუწყო ლაპარაკი ზუკამ
-ზუკა,დამიანე მომიყვანეე-ამდენი ხნის შემდეგ პირვლად მოუნდა შვილზე მოფერება,ზუკამ მიუყვანა დამიანე
-ჩემი პატარა ბიჭი,როგორ გაზრდილხარ დეე..ამიერიდან არსად აღარ გაგიშვებ..შენც სულ ჩემს გვერდით მეყოლები-ლიკა დამიანე ელაპარაკებოდა,დანარჩენი ოთხეული მალულად ტიროდნენ,დამიანე კი იცინოდა,ღუღუნებდა,ალბად იგრძნო,ამდენი ხნის მერე დედის მკლავებში ყოფნა და დამშვიდდა.
მერე დივანზე დასხდნენ, ნუცა ერთ მხარეს დაუჯდა ლიკას,დინა მეორე მხარეს,და ყოველ წამს ადებდნენ ხელს მუცელზე,აბა არ გაინძრაო?მერე ბიჭები დასცინოდნენ,დააცადეთ ბავშვს გაზრდა,ცოდოა,ჯერ არ გაზრდილა და უკვე ახრჩობთო,ასე მხიარულად ატარებდნენ დროს. ამ სიხარულს კი პატარა დამიანეც ხვდებოდა და მასაც გადაედო მათი სიხარული. მაგრამ ლიკა მაინც ვერ იყო ისეთ ხასიათზე,როგორც დანარჩენები,გაორებული იყო,არ იცოდა რა ექნა. უნდოდა აქედან და ამ ყველაფრისგან წასვლა,მაგრამ პატარა ეცოდებოდა,რომ დაფიქრდებოდა,როგორ ჩაიხუტებდა,როგორ გადადგავდა პირველ ნაბიჯებს,მერე როგორ დაუძახებდა დედას. მაგრამ ამავედროულად იმაზე ფიქრი არ ასვენებდა,რომ ამას გიგის გარეშე გააკეთებდა..იმ საღამოს ყველა თავიანთ სახლებში წავიდნენ. ლიკა თავის ოთახში შევიდა,კარები აღარ ჩაუკეტავს, და დამიანეც თავისთან დაიწვინა,ეს კი დიდი ცვლილება იყო. მთელი ღამე ხან მუცელს ეფერებოდა ხან დამიანეს,და რაღაცეებს ეჩურჩულებოდა,მერე როგორც იქნა დაეძინა. არც დილით დასჭირვებია ნიკის ბევრი ხვეწნა დაბლა ჩამოდიო,ეს კი ყველაზე დიდი მიღწევა იყო,როგორც იქნა სახლში,ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ..ლიკამ,რომ გაიღვიძა საჭმელი შეჭამა,დამიანესაც აჭამა,მერე ნიკის დაუბარა მე გარეთ გავალ,პატარას სეირნობა უნდა და დამიანე შენ დაიტოვე ცოტა ხანიო. ასე დატოვა ლიკამ, გაკვირვებული ნიკი სახლში. ნიკი ატყობდა ლიკას 100% ცვლილებას,მაგრამ მაინც ვერ ენდობოდა ბოლომდე.
ლიკა ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა,დანამულ ქუჩებს. ბოლოს აზრზე,რომ მივიდა ძალიან ნაცნობ ადგილთან იდგა,ახლა აქ მისვლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა
-დეე,ჩემო დედიკო,რომ იცოდე ახლა,როგორ მჭირდები. აქ რომ ყოფილიყავი,მალე მეორე შვილიშვილის ბებია გახდებოდი,მამა კი ბაბუა. მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო დეე! ნეტავ შეგეძლოს რამის თქმა და რჩევა. ახლა არ ვიცი როგორ მოვიქცე დეე! არ მინდა პატარას რამე ვატკინო და დავუშავო,მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შემიძლია! მე ხომ ჯერ კიდევ პატარა ვარ ამდენი ტანჯვისთვის. რატომ, დედი რატომ?გიგის გარეშე არაფერი ვარ დეე! შენ მისი გაცნობაც ვერ მოასწარი ისე წახვედი,ის რომ არა ვერ გავიგებდი რა არის სიყვარული დეე! მაგრამ ამავედრულად იმედის გაცრუება და გულის ტკენაც გავიგე რა არის. იცოდე,ახლა ყველაზე მეტად მჭირდები დედი! მიდი იღონე რამე,შენ ხომ საუკეთესო რჩევები უნდა მოგეცა ჩემთვის,ასე რატომ მომექეცი? რატომ წახვედი დედიკო?ვერც წარმოიდგენ როგორ მენატრებით,შენც და მამიკოც. მაგრამ შენც კარგად იცი,რომ შენ განსაკუთრებით დეე..დეე გუშინ,ამდენი ხნის შემდეგ,ძლივს გავბედე,რომ პატარა დამიანეს მოვფერებოდი,საშინელი დედა ვარ დეე,ამდენი ხანი ბავშვს დედის სითბოს ვაკლებდი-ლიკა მიწაზე იყო დაჩოქილი და ქვაზე გამოსახულ სურათებს თავის ნაზი ხელებით ეფერებოდა-დეე შეიძლება მეც აქ დავწვე?აი აქ,არაფერს დაგიშავებთ დეე,უბრალოდ ჩემთვის ვიწვები,თქვენთან ახლოს-ლიკა მიწაზე დაწვა და ქვას შეჰყურებდა,მერე გაახსენდა ბავშვი. ცრემლები მოიწმინდა და ისევ ფეხზე წამოდგა,ნამიანი მიწიდან-დედიკო,ჩემი პატარა არ გაცივდეს,ახლა წავალ კაი? გპირდები კიდევ მოვალ! მიყვარხარ დეე!-ესღა თქვა და სახლისკენ წავიდა
-ჩვენ მოვედით-სიხარულით შეაბიჯა სახლში
-სად იყავი?
-ჩემ პატარას ბებია გავაცანი
-ააა-ნიკის ხმაში ოდნავ სევდა იგრძნობოდა
-ჩემი ბიჭი სად არის?
-დაიძინა,ეგ მაინც მიჯერებს და მალე იძინებს..
სოფელში წასვლის დრო დადგა,ყველას ძალიან უხაროდათ,ამჯერად ლიკას და ნიკის ბებიასთან მიდიოდნენ სოფელში,სულ ასე იყვნენ,ხან ვის სოფელში ამოყოფდნენ თავს ხან ვის..ნინა ბებოსაც ძალიან გაეხარდა მათი იქ ჩასვლა,განსაკუთრებით კი დამიანეს ნახვა გაეხარდა. ნინა ბებო ამჩნევდა,რომ ბავშვები რაღაცას უმალავდნენ,აბა რისი ბებო იყო ეგ,რომ გამოჰპარვოდა. ბოლოს ლიკამ ვეღარ მოითმინა და სუფრას შლიდნენ ბებიას,რომ ახარა ორსულად ვარო..
-ვაიმე ბებო გენაცვალოს,ნეტა იცოდე როგორ გამახარე..მეორე შვილთაშვილი მეყოლება..მიდი შენ დაჯექი დაისვენე..არ შეიძლება შენთვის დატვირთვა -ამოსუნქვის საშუალება არ მისცა ისე მიაყარა სათქმელი..ასეთი ემოციური ქალი იყო ნინა ბებო.
მეორე დღეს ყველა თავის ოთახებში იყვენენ ასულები. ლიკა,დამიანე და გოგოები ერთ ოთახში იყვნენ,ბიჭები მეორეში.
ლიკა გოგოებს ისე გამოეპარა,ვერავინ გაიგო,რომ ოთახში აღარ იყო,რას გაიგებდნენ,გაგუდულებს ეძინათ. დაბლა ჩავიდა,წყალი უნდა დაელია,თან მოშივდა და იფიქრა რამეს შევჭამო. ბებიაც დაბლა დახვდა,ბუხართან იჯდა და წიგნს კითხულობდა,ლიკაც გვერდით მიუცუცქდა და მის პლედში,თვითონაც გაეხვია
-არ გეძინება ბები?-ქალმა თბილად უთხრა და თავზე აკოცა
-ვერ დავიძინე,თან მომშივდა და..
-ჩემო პატარა,შენ მერე ნახე მოშიება ცოტა რომ გაიზრდება
-ვნახოთ ბეე ვნახოთ
-ბები რა გჭირს შენ,რა ხმა გაქვს,ძველი ლიკას არ ჰგავხარ,მხიარული და გიჟქალა
-ალბად ორსულობამ იცის ბეე
-მომიყევი აბა რა ხდება-ნინა ბებოს ხომ ვერაფერს გამოაპარებ,თვალდახუჭულმა იცის,ვინ როდის იტყუება,განსაკუთრებით კი ლიკას და ნიკის ცნობს,ორივე მისი გაზრდილია და აბა რა იქნება.
-ბეე არ ვიცი რა ვქნა. ძალიან მენატრება,ყოველ ღამე მისი სახე მიდგას თვალწინ და მეუბნება,რომ მე ძლიერი გოგო ვარ და შევძლებ. ჩემი პატარა მეცოდება ბები თორეემ..-ცოტა ხანი ჩაფიქრდა ლიკა-ეჰჰ...
-ჩემო საყვარელო,ის იმით იამაყებდა,რომ ეს ბავშვი გაგეჩინა და ჯანმრთელი და სასახელო გაგეზარდათ. ასევე დამიანეზეც ისე გეზრუნა,როგორც მაშინ ზრუნავდი. მალე ორი შვილის დედა გახდები,ამიტომ ორივეს განსაკუთრებულად უნდა მოუარო და ყურადღება მიაქციო..
-საუკეთესო ხარ ბებო-ლიკამ ქალს გაუღიმა,ლოყაზე აკოცა და თავისი ოთახისკენ გაეშურა. ეს ყველაზე მეტად სჭირდებიდა,ნინა ბებოს რჩევა. ის ხომ ერთადერთი იყო ვინც საუკეთესო რჩევებს აძლევდა.. ოთახისკენ მიდიოდა,კიბეები სწრაფად აირბინა,მერე მუცელთან დაიხარა და პატარას ჩასჩურჩულა
-ჰეი,პატარავ,ამიერიდან ჩემი იმედი გქონდეს,ვერავინ შეძლებს რამე დაგიშავოს -მუცელზე ხელი მოისვა და ოთახში შეაბიჯა,გოგოებს კვლავ ეძინათ,ამიტომ ვერც ლიკას წასვლა გაიგეს და ვერც მოსვლა..დამიანეს გვერდით დაწვა და ხელები მაგრად მოხვია,მერე ნაზად აკოცა და მასაც ჩასჩურჩულა
-დეე,ორივე ძალიან მიყვარხართ..და ორივესთვის საუკეთესო დედა ვიქნები..ტკბილი ძილი დეე..
სოფელში რამდენიმე დღე კიდევ დარჩნენ. ხან სასეირნოდ გადიოდნენ,ხან თამაშობდნენ, რაც მთავარია,ეს ორი წყვილი თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდნენ,სულ ერთად იყვნენ. მერე რა წამს აცივდებოდა ყველა ლიკას მისცვივდებოდნენ,ეს დაიფარე ბავშვს არ შეცივდესო. აი ასე მხიარულად ატარებდნენ დროს,როგორც იქნა ძველი ლიკა დაიბრუნეს,ეს კიდევ ერთი მეზეზი იყო სიხარულის..
ქალაქში დაბრუნების მერე გოგოები ხშირად რჩებოდნენ ლიკასთან,ნიკისაც მეტი რა უნდოდა,ყველაზე ახლოს ეყოლებოდა ნუცა. ლიკა არც ისეთი ორსული იყო რომ ყველაფერზე წუწუნებდეს,არც განსაკუთრებულს ითხოვდა რამეს. ნუუ..ასე ეგონათ ყველას,სანამ 6-ე თვეში არ გადავიდა,მუცელიც კარგად გამოებერა. მაგრამ ბავშვი მაინც არ ინძრეოდა. გოგოები სიხარულს არ კარგავდნენ,ყოველ წუთს მუცელზე ადებდნენ ხელს აბა რა ქნა არ გაინძრაო? სამაგიეროდ ნიკი ვერ ეკარებოდა ბავშვს,ეშინოდა რამე არ დაეშავებინა,ჯერ არ დაბადებული ბავშვისთვის. დამიანე უკვე 8 თვის იყო. ჯერ კიდევ არ იყო აზრზე რა ხდებოდა,მაგრამ მათი სიხარული მასაც გადაედო..
ერთ ღამეს,როცა გოგოებიც ლიკასთან იყვნენ დარჩენილები,ლიკას ტირილის ხმამ გააღვიძა. არცერთს გაჰკვირვებია ლიკას ტირილი,მაგრამ ასე უმიზეზოდ,არასდროს უტირია. გოგოები მაშინვე ლიკას მისცვივდნენ
-ლიკ, რა მოხდა? რა გატირებს ლიკ?
-ლიკუნა გთხოვ რაა! დამიანეს გააღვიძებ -ლიკა ცოტა დამშვიდდა -დამშვიდდი, რა გჭირს? -ასე ამშვიდებდნენ გოგოები,მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მოიფიქრეს ნიკის დავუძახოთო. ნიკიც დაფეთებული მივარდა ლიკას
-დაიკო რა ხდება? ლიკუნა კარგად ხარ? ლიკუნა ხმა ამოიღე..ჩშშ..დამიანე გაიღვიძებს-ეხვეწებოდა ნიკი,ლიკამაც ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა
-აუუ ნიკ, მარწყვი მინდაა -თან სლუქუნებდა და სიტყვებს ძლივს გასაგონად ამბობდა
-აუუ კარგი რა ლიკა გული გამიხეთქე უჰჰ -ნიკიმ ხელი გულზე მიიდო და ღრმად ამოისუნქა, გოგოებს სიცილი აუტყდათ ნიკის ამ მოქმედებაზე. მაგრამ მერე უცებ გაჩუმდნენ,დამიანე არ გავაღვიძოთ,თორემ რა დააძინებსო. მგონი ნუცას თავიდან შეუყვარდა ნიკი, ახალ გაღვიძებულზე თავისი წაბლისფერი დატალღული თმები სულ აჩეჩოდა. დასიებულ ცისფერი თვალებს ძლივს ახელდა
-აუუ არ მინდოდა გამეღვიძებინეე-ისევ საყვარლად დაიწყო ბუზღუნი ლიკამ
-აუუ რა სულელი მყავხარ გოგო,დამელოდე 5 წუთში ამოვალ -ლიკას ლოყაზე აკოცა მერე გოგოებს მიუბრუნდა -აბა თქვენც ხო არ წამიგიღოთ რამე?
-აუუ ნიკ მარწყვი აღარ მინდა და ბანანს ხო მიყიდი? -ისეთი საყვარლად ამბობდა ლიკა ჩაყლაპვა მოგინდებოდათ
-აუუ ნიკ,მარწყვიც წამოუღე,მერე რომ მოუნდეს მაინც -არადა ყველამ იცოდა,რომ ნუცა თავისთვის ამბობდა წამომიღეო, ამაზე კი ყველამ სიცილი დაიწყეს
-შენც პატარა ბავშვი ხარ რაა -სიცილით უთხრა ნიკიმ და ახლა ნუცას აკოცა შუბლზე
-ჰოო აბა..ლიკა წინასწარ გავარჯიშებს..მერე საკუთარ შვილზეც მოგიწევს აქეთ-იქით სირბილი -კისკისით უთხრა დინამ,რაზეც ნუცას ხელი მოხვდა მხარზე
-წადი ბიჭო მალე,თორემ აღარც ბანანი მენდომება მალე -ჩურჩულით უთხრა ლიკამ ნიკის და როგორც იქნა გაუშვეს ბიჭი მაღაზიაში..
-აუუ რა საყვარელია ახალ გაღვიძებულზეც ეს ოხერი -ნიკის წასვლის მერე აბუზღუნდა ნუცა
-მოკლედ,როგორი შეყვარებულია ესეც რა.. -სიცილით უთხრა დინამ
-დედიკო გესმის აქ რა ამბებია? ჯერ არ დაბადებულხარ და ნიკი ძია უკვე ერთ ამბავშია. ეს დეიდებიც კი გავაღვიძეთ ამ შუა ღამე და ცოტა ხანში ალბად ძამიკოსაც გავაღვიძებთ -საყვარლად ეტიტინებოდა ლიკა საყვარლად გაბერილ მუცელს და თან კისკისებდა
-აბა შენ იცი,დეიდას ფერია,ბევრი აღარ გვანერვიულო
-რა იცი შენ ფერიაა თუ პრინცი? -ასევე კისკისით უთხრა დინამ ნუცას
-გული მიგრძნობს
-ხვალ წავალ ექიმთან და ყველაფერს გავიგებთ -უთხრა ლიკამ და ამასობაში ნიკიც მოვიდა
-ესეც შენი ბანანი ძიას ფერია
-ამათმა რაღაც მოილაპარაკეს მგონი, ორივეს გოგო რატომ გგონიათ ერთი? -ლიკამ ნიკის და ნუცას გახედა
-რავი გული მიგრძნობს -ნიკიმ მუცელზე აკოცა და მერე ნუცასკენ წავიდა -ეს კი შენი მარწყვი ქალბატონო
-ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებ რაა
-ახლა კი თქვენი ძილის დროა,განსაკუთრებით კი შენი პატარავ -ნიკიმ მუცელთან ჩასჩურჩულა ბოლო სიტყვები და ოთახიდან გავიდა.. ლიკა ბანანის ჭამას მორჩა და მალევე დაეძინა. დილით გოგოებმა გაიღვიძეს პირველი. ლიკას და დამიანეს ისე ტკბილად ეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს რომ და არ უნდოდათ გაეღვიძებინა,ამიტომ ფეხაკრეფით გავიდნენ ოთახიდან და სწრაფად ჩაირბინეს კიბეები.. სამზარეულოში ნიკი დახვდათ
-დღეს სამსახურში არ ხარ? -გაკვირვებულმა ჰკითხა ნუცამ ნიკის
-არა ცოტა ხანს ვისვენებ
-აუუ მაგარიაა ეეე -გახარებულმა თქვა დინამ და ნიკას მომზადებული ყავა მოსვა
-აუუ მეც მინდა ყავაა -კიბეებიდან ლიკას ხმა გაიგეს. კატებიანი, ორი ზომით დიდ მაიკაში გამოწყობილი, თავისი გრძელი წითური დატალღული აჩეჩილი თმები,დასიებული ცისფერი თვალები და ტუჩები. ისეთი საყვარელი იყო..
-შენ ყავა გინდა,მაგრამ ბავშვს ნატურალური წვენი,ამიტომ შენ ამას დალევ -უთხრა ნიკიმ და თავისი ხელით მომზადებული ხილის წვენი დაუდგა
-აუუ დეე უთხარი ძიას,რომ შენც ყავა გინდა,თორემ მომკლა ამ წვენის დალევით -აწუწუნდა ლიკა
-ძია უთხარი დედაშენს,ცოტა ილაპარაკოს და ბევრი დალიოს -ახლა ნიკიმ დაუწო ბავშვს ლაპარაკი
-აბა დღეს ვინ მომყვება ექიმთან?
-მეე -სიხარულით დაიყვირა დინამ
-ჩუმად! ნუ შეაშინე ბავშვი -პირზე ხელი ააფარა ნუცამ,ამაზე ყველას გაეცინა
-რის ექიმთან მიდიხართ? -ინტერესით მიაჩერდა ნიკი
-ტყუილად,რომ არ ააგო ოცნების კოშკები, ძიას ფერია იქნებაო,ეგ უნდა დავაზუსტოთ -უპასუხა ლიკამ
-გოგო იქნება გოგო-მაინც არ ნებდებოდა ნიკი.
-დამიანეს შენთან ვტოვებ და მოგიწევს რამდენიმე საათი ძიძის როლის თამაში -სიცილით უთხრა ლიკამ და გოგოებიც აიყოლია..
ექიმთან ნუცა და დინა გაყვნენ. ნიკიმ,ზუკას დაურეკა,ვისვენებ დღეს და არ ავღნიშნოთ?ამოდი ჩემთანო. თან ბავშვი დამიტოვეს და მე ვერსად გამოვალო..

-გოგოა გოგო!!,ხომ ვამბობდი დეიდას ფერია იქნება თქო -ცაში ფრინავდა ნუცა სიხარულით,ბიჭებმა მის რეაქციაზე გადაიხარხარეს
-ხომ ვამბობდი გოგოა თქო-ახლა დინა დაეტაკა ზუკას
-ვნებდები -ხელები ასწია ზუკამ
-აბა არ ავღნიშნოთ? -თქვა ნიკიმ
-ჰოო აბა -აჰყვა ზუკა
-აუუ მეც მინდა ცივი ლუდი -აწუწუნდა ლიკა და ნიკის ხელიდან დიდი ბოკალი გამოგლიჯა,მაგრამ ნიკიმაც სწრაფადვე იმოქმედა და ლუდი კვლავ თავის ხელებში მოიქცია
-შენთვის არ შეიძლება
-აუუ კიდე დაიწყეე?
-სანამ არ დაიბადება სულ დავიწყებ!
-მალე დაიბადე დედიკო რაა..თორემ ხომ ხედავ,ბიძაშენი არაფერს მასმევს ,ხილის წვენის გარდა -ისევ აწუწუნდა ლიკა
-ეს ამ ბოლოს რა წუწუნა გახდა ტოო..-თქვა ნიკიმ
-ჯერ სად ხარ -ვითომ დაამშვიდა ზუკამ..
ასე ატარებდნენ დროს ახალგაზრდები,იმის მოლოდინში,რომ გოგო უნდა დაბადებულიყო,ყველას უხაროდა,როგორ დაიწყებდა საყვარლად ტიტინს,როგორ მოეფერებოდა თავისი პატარა,პაწაწუნა თითებით. განსაკუთრებით გოგოებს უხაროდათ,მაგრამ არც ბიჭები იყვნენ ნაკლებად ბედნიერები. როცა ნიკიმ გაიგო,რომ პატარა ფერიას ძია გახდებოდა,მხოლოდ მაშინ გაუჩნდა იმის სურვილი,რომ ჯერ არ დაბადებულ ბავშვს მოფერებოდა
-აუუ ლიკკ შეიძლება მეც მოვეფერო? -შეპარვით იკითხა ნიკიმ
-რა თქმა უნდა სულელო -ყველას გაეცინა ნიკიზე. მერე ლიკამ პატარას დაუწყო ბუტბუტი -დეე გაიგე? ძიამ როგორც იქნა დაგვდო პატივი,რომ მოგეფეროს -ამაზე ყველას გაეცინა,მერე ნიკი მივიდა მუცელთან,ყველანაირად ცდილობდა ფრთხილად დაედო ხელი, გეგონება ფაიფურის თოჯინას ეფერებაო
-ვაიმეეე -ლიკას ყვირილზე,ნიკი ლამის დივნიდან გადმოვარდა და უცბად მოშორდა მუცელს
-რა გაყვირებს გოგო გული გამიხეთქე -აჰყვა ზუკაც,ამაზე გოგოებმა სიცილ-ხარხარი დაიწყეს
-ვაიმეე ნიკ მიდი ერთიც დაადე აბა ხელი
-რაა?მეე..რატო? -გაკვირვებული უყურებდა ნიკი
-მიდი მიდი -სიცილით უთხრა ლიკამ, ნიკიც მივიდა და კვლავ ფრთხილად შეეხო მუცელს
-ვაიმეე -კვლავ დაიყვირა ლიკამ
-არ არსებობს -წამოიყვირა დინამ
-აუუ რა მაგარიაა -აჰყვა ნუცაც
-იქნებ ჩვენც აგვიხსნათ რა ხდება აქ? -ინტერესით მიაჩერდა ზუკა და ნიკის გახედა,მაგრამ ისიც არ იყო არაფრის გაგებაში
-ბავშვი გაფართხალდა, მთელი 6 თვის განმავლობაში ამ დროს ვნატრობდი და აიი ისიც გაინძრა-სიცილით ამბობდა ლიკა თან ამჩნევდა,როგორ მოგორავდნენ მის ღაწვებზე ცრემლის ბურთულები
-ეეე ამას უყურე რაა,თავიდანვე ეტყობა ვისი გოგოც უნდა იყოს -იცინოდა ზუკა.
-ხომ ვთქვი ძიას ფერია იქნება თქო -თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკიმ, ცალი ხელით,კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა
-აუუ შენ რა გატირებს ტოო? -ჰკითხა ზუკამ ნიკის და მხარზე ხელი დაჰკრა
-აუუ წარმოგიდგენია? ძიას ფერია იქნება,მარტო ჩემი
-თუ შენი იქნება მაშინ გამოდის,რომ ჩემიც უნდა იყოს -აჰყვა ნუცა
-ამათ უყურე რაა,მიისაკუთრეს ბავშვი უკვე -აწუწუნდა დინა
-რა პრობლემაა,თუ გვინდა ჩვენც მივისაკუთროთ-თქვა ზუკამ და ცალი თვალით დინას გახედა
-იქნებ ბავშვის რაღაც ნაწილი დედამისსაც შეახვედროთ?რავი მაინც -მკაცრი მზერა სტყორცნა ლიკამ ოთხივეს,ოთხივეს გაეცინა ლიკას რეაქციაზე..
8 თვე ისე გავიდა ერთი დღეც არ გასულა ერთად არ ყოფილიყვნენ, მეტ წილად ლიკასთან და ნიკასთან იკრიბებოდნენ,ბარში სიარულსაც ერიდებოდნენ,ბავშვისთვის ჯერ ადრეა ამ ადგილებში სიარულიო. თან ლიკა ისედაც არ წაყვებოდა ბარში,ის ადგილი ასოცირდება ყველა საშინელ მოგონებასთან. იქ წასვლის არც თავი ჰქონდა და არც სურვილი. ამიტომ არც ოთხივე დადიოდნენ,მარტო ბიჭები თუ გაიპარებოდნენ ხოლმე.
-ნიკი მე მივდივარ -დილაუთენია გამოუცხადა ლიკამ ძმას
-სად მიდიხარ?
-პატარას გასეირნება მოუნდა და უარს ხომ ვერ ვეტყვი-აუხნა ნუცამ,თან მუცელს დახედა და გულიანად გადაიკისკისა
-ვაიმეე სამი ბავშვის გაზრდა მომიწევს მალე-თავისთვის ჩაიბუტბუტა ნიკიმ და გაეცინა
-გავიგე ვაჟბატონო. ჰო მართლა,დამიანე,რომ გაიღვიძებს აჭამე და რავი,მერე რაც გინდა ის ქენი..აბა დროებით-უთხრა და სახლიდან გავიდა. მიდიოდა და ათვალიერებდა უკვე მერამდენედ გავლილ ადგილებს. მერე დაიღალა პატარა სკვერში დაჯდა. აკვირდებოდა,როგორ თამაშობდნენ ბავშვები,ზოგს დედა ასეირნებდა,ზოგს მამა,ზოგს ორივე ერთად. რამდენჯერ წარმოიდგინა მათ ადგილზე თავი..რამდენჯერ წარმოიდგინა,როგორ ასეირნებდნენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები დამიანეს და ჯერ არ დაბადებულ პატარას..მაგრამ ეს ფიქრები წამში გააქარწყლა. პატარასთვის არ იქნება კარგიო.
მერე სკვერიდანაც ადგა,ძალიან დაამშვიდა სუფთა ჰაერზე სეირნობამ. სახლისკენ მიუყვებოდა გზას,თან ღიღინებდა,თან პატარას ელაპარაკებოდა. გზა უნდა გადაეკვეთა..მხოლოდ წითელი შუქის დანახვა შეძლო,მერე ეს შუქი თეთრ,დიდ შუქმა ჩაანაცვლა,მერე სიბნელე,ხალხის წივილ-კივილი..უცნობი მთელი სისწრაფით გადმოვარდა მანქანიდან და გზაზე უგონოდ მწოლიარე სხეულს მიაშტერდა,მის გარშემო უკვე უამრავ ხალს მოეყარათ თავი. ბიჭი ხმას ვერ იღებდა,ცრემლები უნამავდა სახეს,ასეთ მდგომარეობაში,რომ უყურებდა გოგოს. სასწაფომაც არ დააგვიანა,როგორც ჩანს ვიღაცას მაინც მოესწრო დარეკვა....
დერეფანში,ერთ ადგილს ვერ პოულობდნენ ოთხეული,ნიკიმ პატარა დამიანეც წაიყვანა სავადმყოფოში,რადგან ვერსად დატოვებდა. დამიანე 11 თვის იყო და ვერაფერს ხვდებოდა,სად იყო და აქ რა უნდოდათ..არანაკლებ ცუდ სიტუაციაში იყო უცნობი ბიჭიც. პალატაში გაუჩერებლად მოძრაობდნენ ექიმები.. ყოველი კარების გაღების დროს ხუთივე მისცვივდებოდნენ ექიმს,მაგრამ ექიმის სახეზეც ყველაფერი იკითხებოდა.
სანამ შემდეგი ექიმი გამოვიდოდა პალატიდან,მანამდე ნიკიმ და უცნობმა მოასწრეს ერთმანეთთან გამოლაპარაკება
-როგორ მოხდა ეს ყველაფერი? -ისეთი ზიზღით იკითხა ნიკიმ,ზუკა,რომ არა შემოაკვდებოდა. ბავშვი ნუცას ჰყავდა და უკვე აღარავის ესმოდა მისი ტირილისს ხმა
-ვწუხვარ,მართლა არ მინდოდა -ისე გაუაზრებლად ისვრიდა ამ სიტყვებს,არადა მის ხმაში აშკარად იმჩნეოდა სევდის,ტკივილის და სიმართლის მარცვალი -ტელეფონზე დამირეკეს -ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა და ერთ წერტილს არ აშორებდა თვალს -დედაჩემი იყო,მითხრა,რომ ჩემს ძმას გულის შეტევა ჰქონდა,უკვე მერამდენედ. მამაც სამსახურში იყო. მე კი დედასთან და ჩემს უმცროს ძმასთან მიდიოდი,ვერ დავინახე,მართლა ვერ დავინახე ეს გოგო. მის დანახვაზე გული შემეკუმშა,იმაზე ცუდად გავხდი ვიდრე მაშინ,როცა ჩემს ძმაზე მითხრეს-ცდილობდა ყველაფერი აეხსნა,ცრემლები დაუკითხავად დასრიალებდნენ სახეზე
-კარგით დამშვიდდით,მესმის...
ამასობაში ექიმიც გამოჩნდა და სიტყვა გაუწყდა
-თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს -როგორც იქნა გამოჩნდა ექიმის სახეზე ნათელი სხივი-მაგრამ...-აქ კი ხუთივეს კვლავ ჩამოსტიროდათ სახე,განსაკუთრებუთ ნიკი იყო საშინელ მდგომარეობაში. მოკვდებოდა ლიკას ან ბავშვს,რომ რამე მოსვლოდა
-რა ექიმო?-ხმა ჩამწყდარმა ჰკითხა ნიკიმ,და ექიმს იმედის თვალით მიაჩერდა,რომ რამე საშინელებას არ ეტყოდა
-არაფერი ახსოვს,მას ამნეზია აქვს
-ანუუ?-გაკვირვებულმა იკითხა ნიკიმ
-ბავშვი..ბავშვი,როგორაა?-ასევე არანაკლებ ანერვიულებულმა უცნობმა იკითხა. როგორც ჩანს მას ყველაზე მეტად ბავშვი ანერვიულებდა
-ხო მართლა გილოცავთ მამიკო გოგოა-სიხარულით ახარა ექიმმა უცნობს
-რრააა?-იმხელაზე დაიყვირა დანიანეს შეეშინდა და ტირილი დაიწყო-არა არასწორად გაიგეთ, ის ჩემი შვილი არაა
-უიი..გასაგებია
-და ლიკას რა ეშველება? -იკითხა ნიკიმ
-არ ვიცით,შეიძლება ახლავე გაახსენდეს ყველაფერი,ანნ..საერთოდ ვერ გაიხსენოს,მას საკუთარი სახელიც კი დაავიწყდა-აქ იგრძნო ნიკიმ,მარცხნივ გულ-მკერდის არეში საშინელი წვა. იმის გაფიქრება,რომ ლიკა თავის ბავშვებსაც კი ვერ იცნობდა საშინელ ტკივილს აყენებდა
-რა ეშველება?-კვლავ იგივე კითხვა უტრიალებდა გონებაში ნიკის,ნუცა და ზუკა კი უშედეგოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას
-სადმე ისეთ ადგილზე წაიყვანეთ რაც წარსულს არ უკავშირდება,ისეთ ადგილზე სადაც სუფთა ჰაერია, მერე კი დრო,რომ გავა ნელ-ნელა მოუყევით ყველაფერი. გაფრთხილებთ! ერთიანად არაფერი მოუყვეთ. მათ შორის არც ბავშვზე,ეს მის მეხსიერებას და გონებას უფრო დააზიანებს-ნიკი მთელი ინტერესით უსმენდა,მერე უცნობის ხმამ მოიყვანა აზრზე
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-მართლა გულწრფელი ჩანდა ეს ბიჭი
-არა მადლობა,შეგიძლიათ წახვიდეთ,ისედაც საკმარისზე მეტად დაგვეხმარეთ-ნიკიმ ბიჭი სახლში გაუშვა,არ უჩივლა,ასეთი იყო ყველას მდგომარეობა გულთან ახლოს მიჰქონდა,ასეთი კეთილი იყო ნიკი.
-ნიკ..ლიკუნას რა ვუთხრათ?-სევდანარევი ხმით უთხრა ნუცამ ნიკის. დინა ხმას ვერ იღებდა დამუნჯდა,თითქოს მის გარშემო ყველაფერი შავ-თეთრმა ფერმა მოიცვა,ზუკა კი მას ამშვიდებდა,მაგრამ ასევე უშედეგოდ
-მოვიფიქრე -სიტუაცია აუხსნა ნიკამ დანარჩენ სამს. ნუცა ჯერ გაკვირვებული უსმენდა. იქნებ?გულის სიღრმეში მართლაა მოსწონდა ეს იდეა? ვინ იცის..შესაძლოა ასეც იყო.
-და დამიანე?
-ჯერ პატარა მაინც ვერაფერს მიხვდება
-რას ქვია ვერ მიხვდება,ბავშვი უკვე სიტყვების თქმას სწავლობს და ლიკას,რომ დედა დაუძახოს,სულ წყალში ჩაგვეყრება ყველაფერი
-ბავშვი ჩვენ გვეყოლება და მორჩა..
ლიკა უნდა წამოეყვანათ,უკვე გამოწერის დღე დადგა, ნიკი შევიდა გამოსაყვანად
-გამარჯობა-მორცხვად უთხრა ლიკამ
-გამარჯობა ლიკუნა -ნიკა დას მთელი ძალით მოეხვია,ლიკა თავიდან გსკვირვებული უყურებდა,მერე მიხვდა,რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო
-თქვენ ვინ ხართ?
-პირველი რიგში შენობით მომმართე -ნიკიმ დას გაუღიმა
-კარგი
-მე შენი ძმა ვარ-ნიკიმ კვლავ გაუღიმა,მაგრამ ლიკა ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა ნიკის
-გასაგებია,ბოდიში,როგორც მითხრეს მე არაფერი არ მახსოვს
-არაუშავს,შეგიძლია ყველაფერი მკითხო,მეც შეძლებისდაგვარად გიპასუხებ-ლიკამ დიდი წვალების მიუხედავად მაინც გადაწყვიტა ეკითხა
-აქ რატომ ვარ? -ელოდა ნიკი ამ კითხვას ამიტომ პასუხი მზად ჰქონდა
-ავტოავარია -მოკლედ უთხრა ნიკიმ,გოგონა ურეაქციოდ იჯდა
-კიდევ ვინმე იყო ჩემთან ერთად? -ეს ის კითხვა იყო,რაზეც ნამდვილი პასუხის გაგება სიკვდილის ტოლფასი იყო ლიკასთვის. თუმცა როგორც ჩანს ამ კითხვასაც ელოდა ნიკი
-კი იყო -ღრმად ამოისუნქა -ცოლ-ქარი და ორი პატარა ბავშვი -ამის გაგებაზე ლიკას ყურებმა შუილი დაიწყეს,ირგვლივ აღარაფერი ესმოდა,მართალია არ იცნობდა არც ერთს მაგრამ მაინც განიცდიდა მათ მდგომარეობას
-გადარჩნენ? -ლიკას ღაწვებზე ობლად ჩამოგორებული ცრემლის ბურთულების დანახვაზე ნიკის გული გაეყინა,როგორ უნდოდა ყველაფერი პირდაპირ ეთქვა,მაგრამ ეს ხომ კარგი შედეგების მაგივრად უკუშედეგებს გამოიღებდა. ეს იგივე ტყვიის გავარდნის ტოლფასი იქნებოდა
-კი ყველანი გადარჩნენ
-მე რა მინდოდა მათთან ერთად?
-ლიკ..ბავშვის მამა მე ვარ,დედა ნუცაა,ასევე შენი დაქალი რომლის გარეშეც ვერ ძლებ,ისე ხართ როგორც დები. ჩვენ 12 თვის ბიჭი გვყავს და თვეების ანანო -ტყუილის თქმა მოუწია,არადა როგორ სიკვდილის ფასად უჯდებოდა ამ ტყუილის თქმა..რათქმაუნდა დედის სითბოს, ყველა ბავშვი გრძნობს და ლიკასთან უფრო კარგად იქნებოდა ბავშვი,მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა ნიკის
-ანუ შენ ცოლი გყავს?თან ჩემი დაქლი?და შვილებიც?
-ჰო ასეა
-აქ კიდევ ვინმე მელოდება?
-კი გელოდება, შენი მეგობრები,რომლებიც საკუთარი ოჯახივით გიყვარდა, ნუცა,დინა და ზუკა
-კარგი
-ჰო და კიდევ -უჭირდა ნიკის საუბარი,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,დაწყებული თამაში ბოლომდე უნდა მიეყვანა -ექიმმა თქვა,რომ სადმე სუფთა ჰაერზე წაგვეყვანე,ამიტომ ცოტა ხნით,სვანეთში უნდა წავიდეთ. ყველა იქ ვიქნებით.
-თუ ჩემს ჯანმრთელობას ასე სჭირდება წავიდეთ -ლიკამ გაუღიმა,მაგრამ აშკარად არ იყო ეს ღიმილი ბედნიერების ნიშანი,უბრალოდ ზრდილობის მიზნით გაუღიმა
-ლიკ
-რამე მოხდა?
-იცი? დამიანე,ჩემი და ნუცას ბავშვი, ყველაზე მეტად შენთან ჩერდებოდა ხოლმე, ვიცი გიკვირს მაგრამ..ასეა. დაიბადა თუ არა პირველი შენ დაიჭირე ხელში, როცა ტიროდა სულ შენ აჩუმებდი და აძინებდი,ბავშვი საკუთარ დედასთანაც კი არ არის ისე ახლოს როგორც შენთან,ახლაც ძლივს ვაძინებდით ხოლმე შენ,რომ აქ იყავი. გთხოვ ბავშვთან არაფერი შეიმჩნიო, რამე პრობლემა ხო არ იქნება? -შეპარვით იკითხა ნიკიმ
-რათქმაუნდა არა,მე მიყვარს პატარები -უდარდელად აიჩეჩა მხრები ლიკამ და გზა განაგრძო
-იმდია პატარასაც შეეჩვევი -კარებთან იდგნენ ნიკიმ,რომ დააწია ეს სიტყვები
-რათქმაუნდა,რა ქვია ბავშვს?
-ბავშვს...ბიჭს დამიანე ჰქვია-ამ დროს ნიკი ისე დაიბნა არაფრის მიფიქრების თავი ჰქონდა. რა იგრძნო ლიკამ ამ სახელის გაგებაზე?სიმართლე გითხრათ, დიდი ვერაფერი..
მანქანასთან მივიდნენ სადაც ნუცა(რომელსაც დამიანე ეკავა ხელში)დინა და ზუკა (მას ანანო ეკავა) დახვდნენ..
-ლიკ ეს ნუცაა-ნიკიმ,ვითომ ცოლი და ბავშვის დედა გააცნო
-სალამი
-პრივეტ ლიკკ-ნუცამ სცადა მხიარულად ეთქვა..ლიკამ მხოლოდ ახლა შეამჩნია,ანანოს ტირილი,რომელიც ზუკას ეკავა და უშედეგოდ ცდილობდა მის გაჩუმებას,ისე ტიროდა,თითქოს,ცა დედამიწას შველას სთხოვსო.
-ეს არის პაწაწუნა ანანო?მოდი ჩემთან საყვარელო,რა სიცოცხლე ხარ,პატარავ -ბავშვი გამოართვა და გულზე ფრთხილად მიიხუტა. წამში..არა,არა,წამის მეასედში,ბავშვის ტირილის ხმა შეწყდა
-აიი ეს მესმის -თავისთვის ჩაილაპარაკა ზუკამ
-რაო პატარავ,მე მელოდი? არ იტირო კაი? მე სულ შენთან ვიქნები თუ ასე იტირებ -ბავშვს ყელში კოცნიდა,მის სურნელს ხარბად ისუნთავდა -თუ რა თქმა უნდა მშობლები წინააღმდეგი არ იქნებიან
-ხედავ,როგორ გაიტრუნა შენს მკლავებში? -უთხრა ნიკიმ დას
-ჰოდა აღარც გავუშვებ -ისე საყვარლად უთხრა ლიკამ პატარას..მერე ისევ მის ფაფუკ და ფუმფულა ყელში შეისუნთქა ხარბად მისი სურნელი,ეს ისეთი თბილი და ტკბილი იყოო -რაო პატარავ მიცანი?რა სიცოცხლე ხარ,პატარა ცხოვრება -ლიკა თავისთვის ეფერებოდა პატარას, აი დანარჩენები კი მალულად იწმენდნენ სახეზე ჩამოგორებულ მლაშე სითხეს. ნამდვილად არ დაგტოვებდათ ეს სანახაობა გულგრილს.
-ეს კი დამიანე უნდა იყოს ხომ ასეა?
-ჰო ლიკ ეს დამიანეა
-შენც,როგორი საყვარელი ხარ პატარავ..მგონი ჩვენ უკვე ვუგებთ ერთმანეთს -ნიკის უთხრა და ახლა მაქსს დაუწყო მოფერება...ლიკა გზაში სულ მოსწყდა სამყაროს. მანქანაში მხოლოდ ის და დამიანე იყვნენ,სხვებს ვეღარც ამჩნევდა. გზაში ორჯერ აჭამა თავის ხელით. მერე დედის მკლავებში მშვიდად დაეძინა. ლიკაც მთელი ძალით იკრავდა დამიანეს გულში. მართალია,უცხო იყო ბავშვი მაგრამ,ის ისეთი საყვარელი იყოო..თითქოს ვიღაცას ამსგავსებდა,როცა პატარა,თავის დიდ ცისფერ თვალებს შეანათებდა,მერე საყვარლად უცინოდა,ამის დანახვაზე ისე უნდოდა,იმდენი ეკოცნა,მაგრამ მისი გაღვიძებაც არ უნდოდა,ისე მშვიდად ეძინა.
პატარა ანანოსაც მშვიდად ეძინა ნუცას მკლავებში. როგორც ჩანს ჰაერმაც იმოქმედა. მაგრამ ამას რა აზრი აქვს,ორივეს ისე ტკბილად ეძინათ,მიზეზს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს..
სვანეთის ორ სართულიანი, დიდი სახლი იმაზე ლამაზი და კომფორტული აღმოჩნდა ვიდრე წარმოიდგენდნენ. ყველა კარგად მოეწყო ოთახებში. დინა და ნუცა ერთად შევიდნენ, ზუკა და ნიკი ერთად. მაგრამ ეს ყველაფერიც ფრთიხილად უნდა გაეკეთებინათ, ნუცა,ნიკი და ბავშვები ერთ ოთახში უნდა ენახა ლიკას,რომ ეს ყველაფერი დაეჯერებინა,მაგრამ არამგონია ნუცას ჰქონოდა ამის სურვილი ჯერ. ლიკა კი ცალკე ოთახში შევიდა,ის ხომ არავის იცნობდა,ყველა უცხო იყო მისთვის,ამიტომ ცალკე ოთახში შევიდა.
სახელდახელოდ ვახშამი მოამზადეს გოგოებმა,ლიკას გარდა რათქმაუნდა. შენ ახლა გამოჯანმრთელდი და ჯობია დაისვენო,თან დამიანე შენთან კარგად ჩერდება და მასთან იყავიო,მოკლედ უთხრეს გოგოებმა. ანანოს ეძინა და ნუცაც სამზარეულოში ტრიალებდა..ვახშმის ბოლოს ლიკამ დაარღვია სიჩუმე
-მე ჩემს ოთახში ავალ კარგი?-ლიკამ ოთხეულს მოავლო თვალი და ოთახისკენ გაემართა,როგორც კი თვალს მიეფარა,მაშინვე დაიწყო წუწუნი ზუკამ და ნუცამ
-აუუ ეხლა არ თქვა,რომ ბავშვები ჩვენ უნდა დავაძინოთ -გაეცინა ზუკას,მაგრამ ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო
-და არ თქვა,რომ ბავშვებმა ჩვენთან უნდა დაიძინონ -აჰყვა ნუცაც
-რა გჭირთ ბავშვებო? კარგად ხართ?ანანოს მე დავაძინებ,და მე დავიწვენ,დამიანეს ნიკი,თუ ასე გამძიმებთ. აქამდე ხო კარგად გიხაროდათ ყველაფერი,სად გაქრა ეგ თქვენი ბედნიერება,ბავშვის მოლოდინში რომ გქონდათ -აქამდე გაჩუმებულმა დინამ ძლივს შეძლო ხმის ამოღება და ბოლომდე დაცლა,მან ის თქვა რასაც მართლა ამჩნევდა,არ სიამოვნებდა მათი საქციელი და გულზე მახვილივით ერჭობოდა,როცა იქით ლიკას უყურებდა აქეთ კი ესენი იმაზე წუწუნებდნენ ბავშვები ვისთან დაიძინებდა და ვინ დააძინებდა
-არა დინა ეგრე არ გამოვა,ანანოს ნუცა დააძინებს,დამიანეს მე-ნიკიმ ნუცას მკაცრი მზერით შეხედა,რაც იმის ნიშანი იყო,რომ სხვა გზა არ ჰქონდა ნუცას
-ჰოო ჩვენ დავაძინებთ,დედას პატარებს -ნუცა ანანოსთან მივიდა და გულზე ფრთხილად მიიხუტა. მერე ყველა თავ-თავიანთ ოთახებში წავიდნენ,როგორც იქნა დააძინეს ბავშვები ნიკიმ და ნუცამ. მერე ნუცა თავის ოთახში დაბრუნდა ანანოსთან ერთად,დამიანე ბავშვის ოთახში გაიყვანა. მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდა ეს ბედნიერება, ღამის 4 იქნებოდა,დამიანეს ტირილმა,რომ გამოაღვიძა ნუცა. დინას ისეთი ძილი ჰქონდა ბომბი,რომ აგეფეთქებინათ ვერ გააღვიძებდი. ამიტომ ნიკის ოთახში ფრთხილად შევიდა
-ნიკ გაიღვიძე,გთხოვ გაიღვიძე ნიკ
-რა მოხდა?-მოგუდული ხმით უპასუხა ნიკმა,ახალ გაღვიძებულზე ეს ხმაც,როგორ დაბოხებია
-ნიკ ბავშვი,დამიანე ტირის -ნიკი,ბავშვის გაგებაზე გიჟივით წამოფრინდა ფეხზე,რაც ხელში მოხვდა ის ჩაიცვა
-ლიკამ ხო არ გაიღვიძა?-ჩურჩულით იკითხა ნიკიმ და ბავშვის ოთახში გავიდნენ
-არა მგონი გადავრჩით
-აუუ რა გავაკეთო დამი? -ახლა ბავშვს ეკითხებოდა,მაგრამ ის ისე ტირიდა მისი ხმა მთელ სახლში ისმოდა -რამე ხომ არ სტკივა? აუუ ნუც,მიდი რამე მითხარი, გოგო ხარ და უფრო გეცოდინება შენ. აუუ რატო ტირის?
-დამშვიდდი ნიკ რა გჭირს,მომიყვანე აბა,იქნებ ჩემთან გაჩუმდეს -ახლა ნუცამ გამოართვა ბავშვი და იავნანას სიმღერა დაიწყო,მაგრამ უშედეგოდ ბავშვი უფრო და უფრო უმატებდა ტირილს
-აუუ ძიას ბიჭი აღარ იქნები ეგრე თუ იტირებ უფფ -ისე საყვარლად აწუწუნდა ნიკი,არ ჩამოუვარდებოდა პატარა ბავშვის ქცევებს
-როგორც ჩანს არ გაჭრა შენმა ბიძობამ -კვლავ ჩურჩულით თქვა ნუცამ და გაეცინა. მაგრამ კარებზე კაკუნუს ხმა გაიგეს და ეს ღიმილი სახეზე შეაშრათ
-შეიძლება?-ამ ხმამ ორივე ადგილზე გაყინა,გააქვავა,ხმა ჩაუწყდათ,ენა ჩაუვარდათ,ნუცამ მღერა შეწყვიტა,მაგრამ მალევე დაბრუნდნენ რეალობაში,რომ ჰკითხო არც თვითონ იციან იმის პასუხი ასე,რატომ დაემართათ
-ჰოო ლიკა შემოდი
-არ იძინებს?
-ჰო გაეღვიძა და ვეღარ ვაძინებთ -ჩურჩულით უპასუხა ნიკიმ
-ძალიან გიხდებათ ბავშვი,ნეტა დაგანახათ რა საყვარლები იყავით -ლიკას გაეღიმა და წყვილი გულწრფელად შეაფასა,ამაზე ორივეს ცეცხლი მოედოთ,გულს გამალებით გაჰქონდათ ბაგა-ბუგი. მაგრამ ახლა დანებების დრო არ იყო
-მადლობა ლიკუნა--ასევე ღიმილით უპასუხა ნუცამ,მაგრამ ვინ იცის ამ ღიმილის უკან რა იმალებოდა
-მომიყვანეთ,იქნებ ჩემთან მაინც გაჩუმდეს და დაიძინოს -ინიციატივა კვლავ ლიკამ გამოთქვა,ნუცამაც სიხარულით გაუწოდა ბავშვი,მაგრამ ეცადა ეს სიხარული ძალიან არ შეემჩნია
-მოდი ჩემთან პატარავ,რაო ვეღარ ვიძინებთ და ყველას გაღვიძების დრო დადგაო? -საყვარლად ეტიტინებოდა პატარას, ლიკა,თან გულზე ჰყავდა მიკრული,და აქეთ-იქით აქანავებდა,თან ჩუმად ღიღინებდა, რამდენადაც გასაკვირისც არ უნდა იყოს,დამიანე მალევე გაჩუმდა,იგრძნო ბავშვმა ვის ხელში იყო და ტკბილად დაეძინა
-ეეე...ჩვენ ვერაფრით დავაძინეთ
-ჰოდა ახლა ჩემთან გავლთ და ტკბილად დავიძინებთ, ხო ჩემო ტკბილო? -ეჩურჩულებოდა ლიკა -რათქმაუნდა დედიკო და მამიკო თუ წინააღმდეგი არ იქნებიან
-აუუ ლიკ არ გვინდა შეგაწუხოთ -უთხრა ნუცამ
-არა რა შეწუხება,პირიქით, როგორც ჩანს ბავშვიც მშვიდად იძინებს და ჩვენც -ლიკამ გაუღიმა და ოთახი ფეხაკრეფით დატოვა ბავშვთან ერთად
-უჰჰ,მგონი გადავრჩით -ღრმად ამოისუნქა ნუცამ
-ჰოო მგონი -ორივეს გაეცინათ
-ახლა კი დავიშალეთ,ყველა ჩვენ-ჩვენს ოთახებში -თქვა ბოლოს ნუცამ და წყვილიც დაშორდნენ ერთმანეთს
**ლიკა**
პატარას ხმამ გამაღვიძა,ნიკას და ნუცას ადგილზე წარმოვიდგინე თავი,ორი ბავშვის მშობლები არიან და ვინ იცის უკვე მერამდენე ღამეს ათენებენ ასე წვლებით,მართალია ისინი ჩემთვის უცხოები იყვნენ,მაგრამ არ შემეძლო ბავშვის ტირილის მოსმენა,გულს მიკლავდა ის,რომ ტიროდა,ამიტომ მასთან გასვლა გადავწყვიტე, მართლა საყვარელი დასანახები იყვნენ,როგორ უშედეგოდ ცდილობდნენ ორივე,ბავშვის გაჩუმებას,როგორ დასტრიალებდნენ თავზე.
დამიანე მე გამოვართვი,ის ისეთი საყვარელი იყო..მისი ფუმფულა ლოყები,დაბუშტული ტუჩები,დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. ახლა კი ნამდვილად დავიჯერე ნიკის სიტყვები,"დამიანე ძალიან გიყვარდა და მასაც ყველაზე მეტად შენ უყვარდიო",როგორ შეიძლება ეს პატარა არ გიყვარდეს? მის სურნელს ხარბად ვისუნთქვადი,ისეთი სასიამოვნო და ამავედროულად ნაცნობი სურნელი ჰქონდა,მაგრამ ბევრი ფიქრისგან თავი საშინლად მტკიოდა,ამიტომ ბავშვი ჩემს გვერძე დავიწვინე და ორივე გადავეშვით სიზმრების მორევში. დილამდე არ გაუღვიძია დამიანეს,როგორც ჩანს მე დავასწარი გაღვიძება. ფრთხილად დავუკოცნე ორივე გაბერილი ლოყები,მერე ყელში ვაკოცე,მერე პაწაწუნა თითებზე,არ მინდოდა გაღვიძებოდა ამიტომ ფეხაკრეფით დავტოვე ოთახი და დაბლა ჩავედი. როგორც ჩანს უკვე ოთხივეს ეღვიძათ. ოთხივეს მივესალმე
-აბა როგორ გეძინათ შენ და პატარას? -ღიმილით მკითხა ნიკიმ
-მშვენივრად,გაგიმართლათ მისი მშობლები,რომ ხართ,ის ისეთი საყვარელიაა..მაგრამ არანაკლებად საყვარელია ანანოც-ვცადე გულწრფელი ვყოფილიყავი შობლებთან
-ხოო გაგვიმართლა -თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკიმ და ნუცას ლოყაზე ნაზად აკოცა. ამ დროს ანანოს ტირილის ხმა გავიგეთ,დაფეთებული გავიქეცი მაღლა. არ ვიცი პირველი მე რატომ გავიქეცი,არც ის ვიცი დამიანე მარტო ჩემთან რატომ ჩერდება,არც ის ვიცი ნიკი და ნუცაზე მეტად მე რატომ მეშინია ბავშვების თუნდაც,მსუბუქი ტირილის. მაგრამ ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მაქვს. პატარასთან მივედი,ხელში ავიყვანე თუ არა მაშინვე გაჩუმდა და საყვარლად დაიწყო ღუღუნი, მერე კიდევ დავუკოცნე ლოყები,მაგრამ ამ ჯერად ცხელი მომეჩვენა,ბავშვი იწვოდა ისეთი ცხელი იყო. შემეშინდა,არ მახსოვს შეიძლება ამაზე მეტადაც შემშინებია ცხოვრებაში,მაგრამ ახლა პირვლად შემეშინდა ასე ძალიან. გონება ამერია,საოცარმა შიშმა და კანკალმა ამიტანა, ხელების კანკალით ძლივს ჩავაცვი ბავშვს და დაბლა სირბილით ჩავიყვანე. ყველანი მისაღებ ოთახში დამხვდნენ მაგრამ დიდად არც ერთს მივაქციე ყურადღება
-ლიკა სად მიდიხართ? -გაკვირვებულმა შემოგვხედა ნუცამ
-ის ცხელია, ბავშვი..ის..ცუდადა..ექიმთან წავიყვანოთ..მალე,მალე..ის ცუდადა..პატარას სიცხე აქვს..იწვის -სიტყვებს მონოტორულად ვისვრიდი,დაბნეული ვიყავი,სულ ვკანკალებდი,არ ვიცი რატომ მაგრამ ცრემლებიც თავისით მოგორავდენ ჩემს ლოყებზე. ბავშვი ნიკიმ გამომართვა და ნუცაც უკან გამოგვყვა. დამიანე ზუკას და დინასთან დავტოვეთ. ანანო ექიმთან შევიყვანეთ,კიდევ კარგი ბავშვთა ექიმი შორს არ იყო. ხანში შესული ქალი დაგვხვდა,არ ჩანდა ცუდი ქალი,ბავშვი გასინჯა და ბოლოს წამლებიც დაუნიშნა. ექიმს მე და ნიკი ვეგონეთ მშობლები,რაზეც გულიანად გამეცინა,ქალმა კი ისეთი სახე მიიღო აშკარად ვერ მიხვდა რა მაცინებდა. გზაში საჭირო წამლები ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით, დივანზე დინა და ზუკა ისხდნენ და დამიანეს ეთამაშებოდნენ. ისინიც ძალიან ნერვიულობდნენ და ჩვენს დაბრუნებას ელოდნენ,მივედით თუ არა მაშინვე დაგვაყარეს კითხვები
-რა სჭირს,ხომ კარგად არის?
-სერიოზული ხომ არაფერია?
-დამშვიდდით,სიცხემ აუწია და წამლები დაუნიშნა
-მადლობა ღმერთს -ამოისუნქა დინამ და კვლავ დივანზე ჩამოჯდა..ნუცამ,მძინარე ანანო მაღლა აიყვანა საძინებელში,უკან ნიკიც გაჰყვა. მათ,რომ ვუყურებდი,გული დიდი სითბოთი მევსებოდა. ვუფიქრდებოდი,მაგრამ პასუხებს ვერ ვპოულობდი კითხვებზე :ნუთუ მე არასდროს მყოლია შეყვარებული? თუ მყავდა სადაა ის ახლა? ნუთუ არავინ მყვარებია ცხოვრებაში? ნიკისაც ვერ ვკითხავდი,ვერც ზუკას და ვერც გოგოებს,მათთან ჯერ კიდევ არ ვარ ისე ახლოს,რომ ეს ვკითხო
-მოდი დაჯექი ძმაკაც -ფიქრებიდან ზუკას ხმამ გამომარკვია,ახლაღა შევნიშნე,რომ ოთახის შუაში ვიდექი,და უაზროდ მივჩერებოდი კიბეებს. რაო? ძმაკაცო? აამმმ..სულ დამავიწყდა ,წინა ცხოვრებაში ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ხო,ხო წინა ცხოვრებაში. მე ხომ სულ თავიდან დავიწყე ცხოვრება იმ დღის მერე.. რა დღის მერე? მაგის პასუხიც,რომ ვიცოდე ახლა ასე კი არ ვიქნებოდი. ზუკას გვერდით დავუჯექი,თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი,მაგრამ მასთან არ ვიმჩნევდი ამას
-არ გინდა ცოტა ვილაპარაკოთ? -კვლავ მან დაიწო საუბარი -დინა დამიანეს აძინებდა და ჩვენთან არ იყო ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო ლაპარაკი
-რაზე?
-რაზეც შენ გინდა
-მინდა,რომ ყველაფერი ვიცოდე ჩემს შესახებ -ის ვუთხარი რასაც მართლა ვფიქრობდი და რისი ინტერესიც ამდენი ხანი მკლავდა. ცოტა ხანი ჩაფიქრდა,ღრმად ამოისუნქა,ამ დროს ისეთი დასანახი იყო,თითქოს 40 წლის კაცი მიყურებსო, არადა სულ 24 წლის იყო. არც მისი მწვანე,ჭაობისფერი,ამღვრეული თვალები მომეწონა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წარსულში,საშინელი დამნაშავე ან ქურდი,ან მკვლელი ვიყავი. ჩემს ფიქრებზე მე თვითონ გამეცინა,არ იფიქრებდა ზუკა,რა აცინებსო?
-მაინც რა გაინტერსებს? -არ ნებდებოდა ისიც
-ის რისი თქმაც აქამდე გინდათ და ვერ მეუბნევით
-ერთ ხანს,გაშეშებული იჯდა,ერთ წერტილს მიშტერებოდა,მერე ნერვიულად დაიწყო თავის,შავ, გრძელ თმებში ხელის სრიალი -დარწმუნებული ხარ? მზად ხარ იმისთვის,რომ ყველაფერი გაიგო? -მის კითხვამ ცოტა არ იყოს დამაბნია,ნეტავ რა არის ის,რისი მოსმენაც ასე გამიჭირდება,ან რა არის ისეთი რასაც არავინ მეუბნება?
-ამისთვის სულ მზად ვიქნები გესმის?
-მაპატიე ლიკუნა..ალბად მოვა დრო როცა ყველაფერს თავად გაიგებ -წუთიერი დუმილის შემდეგ ეს თქვა და ისიც მეორე სართულზე ავიდა. ასე დამტოვა გაშეშებული ერთ ადგილზე,რა ხდება? რა მოხდა ასეთი უკვე ლამის ერთი თვის წინ? რას მიმალავენ ეს ოთხეული? ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა. ამიტომ სუფთა ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე. მშვიდად და აუჩქარებლად მივუყვებოდი ულამაზეს ბუნებას. მერე დავიღალე და იქვე ხის ძირში მოვიკალათე,ვაკვირდებოდი ბუნებას,და ვფიქრობდი ყველაფერზე,მის შემოქმედზე,ულამაზეს ყვავილებზე,ჩიტების ჭიკჭიკზე,ხეებზე,სამყაროზე. რაც ნამდვილად მამშვიდებდა. ერთმა ჩიტმა მიიქცია ჩემი ყურადღება,დიდ ხანს ვაკვირდებოდი,მერე გაფრინდა და ისევ ასე დავრჩი მარტო,ჩემს ფიქრებთან. მერე საკმაოდ მაღალი, მუქი შავი,ოდნავ მოგრძო თმიან,სილუეტს მოვკარი თვალი. მან ისე მიიბყრო ჩემი ყურადღება აზრზე ვერ მოვედი,რომ დებილივით ვაშტერდებოდი. მეცნობა..არა..არ მეცნობა..ჰგავს..მას ჰგავს..ღმერთო თან რა ძალიან ჰგავს..ის არ არის მაგრამმ..კი მაგრამ ვის ჰგავს? დამავიწყდა..წამიერად გამახსენდა,მაგრამ ისევ დამავიწყდა ყველაფერი..ჰგავდა,ძალიან ჰგავდა..მაგრამ ვის ჰგავდა? გამოფხიზლდი ლიკა რა გჭირს სულ გამოშტერდი? მეჩხუბებოდა ჩემი მეორე "მე".
-სალამი -მხოლოდ ახლა შევნიშნე ეს უცნობი სილუეტი,როგორ მომიახლოვდა,გაშტერებული ვუყურებდი,ხმის ამოღებასაც კი ვერ ვბედავდი. ენა ჩამივარდა,რასაც ჰქვია გამოვშტერდი,განა ამაზე უკეთესი ბიჭები არ მინახავს? როგორ არა,მაგრამ ეს..ეს სულ სხვა იყო..არც ეს იყო ნაკლებად სიმპატიური. დარწმუნებული ვარ არაერთი თაყვანისმცემელი ეყოლება. როგორ გაუმართლა იმას ვისაც საბოლოოდ დაადგავს თვალს ეს ' ზე' სიმპატიური, ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული,მაგრამ რეალურ სამყაროში კვლავ მის ხმამ დამაბრუნა
-მე გიგი ვარ -ხელი გამომიწოდა და ინტერესით დამაკვირდა,რათქმაუნდა აინტერესებდა მე ვინ ვიყავი,მაგრამ ამის პასუხი თავადაც არ მქონდა და მისთვის რა მეთქვა
-მე მგონი ლიკა -ბიჭს გავუღიმე და ჩემი ნაზი,გრძელი თლილი მტევანი გავუწოდე,მანაც წამში შეაგება ჩემს ხელს თავისი
-მგონი? ანნუ?. -აშკარად დავაბნიე,მაგრამ მან რომ იცოდეს მე როგორი დაბნეული ვარ..
-ჰოო მგონი -კვლავ გავუღიმე,სიტუაციის გამოსასწორებლად ჩემი სიტუაციის ახლნა ვსცადე,არ ვიცი რატომ მომინდა უცხო ადამიანისთვის ჩემი ისტორიის მოყოლა,მაგრამ მინდოდა მისთვისაც გადამეშალა გული. პრინციპში,ჩემთვის ხომ ყველა უცხო იყო,მაგრამ მათ მაინც ვესაურებოდი,მათ შორის ნიკა,ნუცა,დინა და ზუკა. ამიტომ ერთი უცნობიც თუ დამემატება არაფერი დაშავდება
-გაინტერესებს?
-საკმაოდ დამაინტერესა შენმა პასუხმა -მალევე მიპასუხა,როგორც გავიგე გიგიმ
-კარგი,იმედია მანიაკი არ ხარ -გამეცინა ჩემს ნათქვამზე,მასაც გაეცინა
-მანიაკი რომ ვიყო აქამდე დაგიშავებდი რამეს
-კარგი მაშინ მოგიყვები,მაგრამ მხოლოდ იმას რაც ვიცი -ამაზე უფრო გაკვირვებულმა შემომხედა,აშკარად გაუგებრად ვლაპარაკობდი -მოკლედ,ავარიაში მოვყევი,არაფერი მახსოვს,საერთოდ არაფერი,როგორც მითხრეს მყავს ძმა ნიკი,ძმიშვილები და მეგობრები,რომლებთან ერთადაც ვარ აქ ჩამოსული. მხოლოდ ეს ვიცი ჩემი წარსულიდან,მგონი გასაგებად აგიხსენი
-თავიდან უსიტყვოდ იჯდა,მაბნევდა მისი ასეთი სიჩუმე,მინდოდა მასაც ეთქვა რამე -გასაგებია ლიკა -მან გამიღიმა,მაგიჟებდა მისი ეს საქციელი,ნუთუ მეტი ვერაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა?
-აჰაამმ
-მინდა,რომ დაგეხმარო
-უკაცრავად?
-თუ წინააღმდეგი არ ხარ
-აამმმ..უარს ნამდვილად ვერ გეტყვი,თან ახლა ისე მინდა ვინმეს დახმარება -მასთან თავს უფრო შინაურულად ვგრძნობდი,და უფრო გახსნილი ვიყავი
-მშვენიერია,ხვალ შეძლებ აქ მოხვიდე? უბრალოდ ვისეირნოდ
-რატომაც არა -გავუღიმე მერე დავემშვიდობე და სახლისკენ გავუყევი გზას. სახლის კარები შევაღე თუ არა მაშინვე თვალში მომხვდა ოთხეული, უუპპპპსს...ახლაღა დავხედე საათს რა დრო გასულაა...
-სად იყავი?ლამის გავგიჟდი გოგო -მეჩვენებოდა თუ არა არ ვიცი,მაგრამ ნიკის ხმა საკმაოდ მკაცრი იყო
-სასეირნოდ -ისე გამეპარა ხმა,ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი
-გინდა,რომ გამაგიჟო? ლიკა 5 საათი მაინც იქნება თავქუდ მოგლეჯილი გეძებ,რომ არ მოსულიყავი პოლიციაში ვრეკავდი უკვე და რა არხეინად ამბობ ვსეირნობდიო -უფრო უმატებდა ხმას
-ნიკი დამშვიდდი -ახლა ზუკამ დაუღრიალა და ჩემსკენ წამოვიდა -ასე ჩუმად აღარ წახვიდე კარგი? -მერე თავზე მაკოცა და ჩემი ოთახისკენ წამიყვანა.
უკვე დაღამდა,თუმცა ძილი არ მომკარებია,ან რა დამაძინებდა..სულ ის უცნობი გიგი მედგა თვალწინ,რატომ მიიბყრო მან ჩემი ყურადღება? რატომ იქცეოდა ასე უცნაურად?რატომ არ მყვებოდა საუბარში?ნუთუ არ სურდა ჩემთან საუბარი იმის მერე რაც მე მოვუყევი? ვხვდებოდი,რომ ეს ფიქრები თავს საშინლად მიბრუებდა,ახლა მხოლოდ პატარა ანანოს ნახვა და ჩახუტება თუ დამამშვიდებდა,მაგრამ რა გავაკეთო?პატარას ხომ არ გავაღვიძებ? არა უბრალოდ დავხედავ და გამოვალ,ჩემი ოთახის კარები ფრთხილად გავაღე და ბავშვის ოთახისკენ წავედი. ველოდი,რომ ნიკი,ნუცა,ანანო და დამიანე ერთ ოთახში დამხვდებოდნენ მაგრამ არა. იქ მხოლოდ გოგოები და ანანო დამხვდა. გამიკვირდა,ისიც კი ვიფიქრდე ნაჩხუბრები ხომ არ არიან თქო,მერე ბავშვს ვუყურებდი,ბოლოს დაბუშტულ ლოყებზე ფრთხილად ვაკოცე და ოთახიდან ისე გამოვედი აშკარად ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე დამიანეს ოთახისკენ წავედი,მასაც ტკბილად ეძინა,დამიანესაც მოვეფერე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი. ამდენი ფიქრებისგან დაღლილს მალევე დამეძინა..
დილით თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა და დაბლა ჩავედი,სადაც ოთხივე იქ დამხვდა და პატარა ანანოც
-გამარჯობათ
-პრივეტ ლიკუნ -მომესალმა ზუკა,მერე დინა,ნუცა და ნიკიც
-აბა როგორ გეძინა? -მკითხა ნიკიმ და შუბლზე მაკოცა
-მეძინა..ამასაც თუ ძილი ჰქვია -ჩემთვის ჩაბიბუტბუტე ბოლო სიტყვები,მერე წუხანდელი გამახსენდა რაც ძალიან მაინტერესებდა -ნიკ
-ჰოო
-შენ და ნუცა ნაჩხუბრები ხართ -ყურში ჩურჩულით ვუთხარი
-საიდან მოიტანე საყვარელო ეგ? -ნიკიმ გამიღიმა,მაგრამ მე ვინ რას გამომაპარებს,ვიცი ეს ღიმილი რაც იყო.
-აბა გუშინ ცალ-ცალკე ოთახებში რატომ გეძინათ?
-შენ საიდან იცი? -გაკვირვებულმა შემომხედა,ეს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ამიტომ ყველამ ჩვენ მოგვაპყრო მზერა
-რამე მოხდა? -ჰკითხა ზუკამ
-გუშინ პატარას ნახვა მინდოდა და ოთახში,რომ შევედი გოგოები და ანანო დამხვდა
-აამმმ..ლიკუნა,ანანო ხშირად იღვიძებს ღამე და არ მინდოდა ნიკის გაღვიძება,დინას კიდე ბომბი,რომ აუფეთქო ვერაფერს გაიგებს. ამიტომ დინასთან გავედით მე და ანანო -ამიხსნა ნუცამ,ცოტა გულზე მომეშვა
-ააა..გასაგებია,ახლა შეიძლება წავიდე?
-სად მიდიხარ? -საუბარში კვლავ ნიკი ჩაერთო
-სასეირნოდ
-მარტო შენ?
-ჰო რა მოხდა?
-მეც წამოვალ დამელოდე
-არა..არაა საჭირო,მარტო არ ვიქნები
-მოიცა,რა თქვი? აბა ვისთან იქნები -ეჭვიანი ქმარივით დამაწია სიტყვები ნიკიმ
-გუშინ გავიცანი,კარგი ბიჭი ჩანს
-გუშინდელ გაცნობილს ნუ ენდობი კარგი?
-ნიკ არ დაგავიწყეს არც თქვენ გიცნობთ დიდი ხანი -თვალი ჩავუკარი,ჩემს ე.წ ძამიკოს და სახლიდან გავდიოდი რომ დამიძახა
-დაიკო
-გისმენ
-რა ჰქვია?-თითქოს ცოტა მოლბა და ღიმილით მკითხა
-გიგი-მისი სახელი ისე სითბოთი ვთქვი,მთელი გრძნობები ამოვაყოლე ამ ერთ სიტყვას,მაგრამ მას ეს ღიმილი სახეზე შეაშრა. რა იყო სახელი არ მოეწონა?ჩემს კითხვაზე მეც გამეცინა და სახლიდან გამოვედი
**ნიკი**
როცა მან გიგის სახელი ახსენა ადგილზე გავიყინე,სისხლი ამიდუღდა,ძარღვებში სისხლი გამალებით მოძრაობდა,თითქოს ცდილობდა კანს აქეთ გამოღწევასო. თვალებში ცრემლები მაწვებოდა. იმაზე აღარ ვფიქრობდი,სულ ავკანკალდი,თავს ვეღარ ვიმორჩილებდი,კიდევ კარგი ლიკა დროულად გავიდა და ამ სანახაობას არ შეესწრო. ანანოს ეძინა,მაქსი ნუცას ჰყავდა
-ზუკა!..გოგოებო!-ხმა ჩამწყდარმა დავიძახე მაგრამ აშკარად არავინ გაიგო ჩემი ხმა,ისეთი ხმადაბლა ვთქვი,ამიტომ ახლა უფრო ხმა მაღლა დავიყვირე -ბავშვებო!!!!
-ნიკ??
-კარგად ხარ?
-თქვენც გაიგეთ? გაიგეთ ის რაც მან თქვა? მომეჩვენა ხომ?მითხარით რომ მომესმა
-ნიკი რაზე ამბობ
-გიგიო,მე გიგის ვხვდებიო
-ნიკ,აქ უამრავი გიგი ცხოვრობს და მერე რა მოხდა? -ჩემს დამშვიდებას ცდილობდა ზუკა
-არა..არა..დამთხვევების მესმის,მაგრამ ასეთი დამთხვევების? არ გაუშვათ,დაიჭირეთ,არ გაუშვათ!!
-ნიკ დამშვიდდი კარგი? ახლა შენც არ გაწყენდა დასვენება -მიხვდა ნუცაც,რომ გიჟივით ვიქცეოდი,ან როგორ დაიჭერდნენ უკვე 10 წუთის წასულ ლიკას..
-ცუდად ვარ,მგონი ლიკაზე მეტად მე ვგიჟდები ახლა
-დინა მოდი ანანო გამომართვი -უთხრა ნუცამ და პატარა გაუწოდა,მერე კი ჩემთან ერთად წამოვიდა და სანამ არ დამეძინა გვერდიდან არ მომშორებია
**ლიკა**
კვლავ იმ ადგილზე მივედი,როგორც ჩანს ადრე მივსულვარ,ამიტომ ფიქრისთვისაც დამრჩენია დრო. იქნებ ეს ადგილი იქცეს ჩვენი შეხვედრის ადგილად მომავალში? ეს ხე..ამ ხის ძირში ჩამოსხდებით და მივუსმენთ ჩიტების ჭიკ-ჭიკს..რა ბედნიერებაა...
-გამარჯობა -ამ ბოხმა და თბილმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან
-სალამი,გელოდებოდი -ბიჭს გავუღიმე მისკენ წავედი
-აქ დავსხდეთ?
-ჰოო დავსხეთ -უკვე მისრულდებოდა ის ჩემი ფანტაზიის ნაწილი,ვისხედით და ვსაუბრობდით,დიდს არაფერს ვლაპარაკობდით, მეტ წილად კი მე ვსაუბრობდი და ის მისმენდა. ბოლოს დამემშვიდობა
-იმედია კიდევ ვნახავთ ერთმანეთს -გავუღიმე
-იმედია -მანაც გამიღიმა მერე დავშორდით.
სახლში მივედი და სამარისებური სიჩუმე დამხვდა, მგონი დღეს გადავურჩი კონცერტებს სახლში. დივანზე მოწყვეტით დავჯექი და ფიქრებმა გამიტაცა,ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი,ვერც დინას ხმას,რომელიც როგორც ჩანს უკვე მეოთხედ მეძახდა
-ლიკა შენ რა არ გესმის?
-რაა?ისაა..რამე მკითხე?
-არ გესმოდა?
-ბოდიში
-მგონი ძალიან შეყვარებული ხარ -გაეცინა და მისი სიცილი მეც გადმომედო
-არ ვიცი დინა
-არ მომიყვები?
-მოსაყოლი არაფერია..აუუ ჰოო..მგონი შემიყვარდა -ამობიბუტბუტე და თავი,დასჯილი ბავშვივით დავხარე
-ლიკ არ დაგავიწყდეს კარგი?
-რა?
-ააამმმ..მინდოდა მეთქვა,რომ ერთი დღის გაცნობილს ასე ძალიან ნუ ენდობი საყვარელო კარგი? უბრალოდ შენთვის მინდა კარგი, არც ნიკის უნდოდა ცუდი შენთვის,უბრალოდ ისიც ნერვიულობს შენზე
-კარგი დინა,მესმის -დინას გავიღიმე და მაღლა ავდიოდი,რომ მოვბრუნდი
-დინნ
-გისმენ
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-გააჩნია -ეშმაკურად გამომხედა დინამ
-შეიძლება გიგი ხვალ სახლში მოვიყვანო?
-რატომაც არა,თან ჩვენც გავიცნობთ,და გავიგებთ როგორი ბიჭია შენი პრინცი -გაეცინა და მეც გამეცინა მის ნათქვამზე,მადლობა ვუთხარი და მაღლა ავედი. მოუთმენლად ველოდი მეორე დღის დადგომას. მერე ბავშვების ოთახში შევედი ცოტა ხანი,ახლა ორივე პატარა, ნუცას და ნიკის შუაში იწვა,ერთ ხანს ასე ვუყურე,რა საყვარლები არიან..მერე ნიკის გაეღვიღვიძა
-ლიკა?
-მეე უბრალოდ ანანოს და დამიანეს ნახვა მინდოდა
-რათქმაუნდა ლიკუნა
-კარგი მე გავალ მაშინ
-ლიკ
-ჰოო
-იყავი იმ ბიჭთან? -თითქმის ჩურჩულით ვსაუბრობდით
-ჰოო -გამეღიმა ამის წარმოდგენაზე
-მერე რაო?
-არფერი ისეთი, ხვალ შეიძლება აქ მოვიყვანო?
-უარი,რომ გითხრა აქვს რამე აზრი?
-მხრები ავიჩეჩე და ოთახიდან გამოვედი.
ძილის დრო იყო,ვერ ვიძინებდი ხვალინდელი დღის მოლოდინში,დაძაბული ვიყავი,ვერ ვისვენებდი,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რამეს ვაშავებდი. ძლივს მოვხუჭე თვალები ამდენი ფიქრისგან დაღლილმა. და დადგა ის დღე,როცა ჩემს ძმას და მეგობრებს ჩემი ოცნების პრინცი უნდა გავაცნო. საშინლად ვნერვიულობდი, მოეწონება ნიკის გიგი? ან მეგობრებს თუ მოეწონებათ? რომ არ მოეწონოთ?მაგრამ რა აზრი აქვს,მე ხომ მათ არც კი ვიცნობ?რა მოხდება ისე,რომ მოვიქცე,რომ მათ არ მოეწონოთ? რა სისულელეებზე ვფიქრობ ხო? ისევ იმ ბუნებაში წავედი იმ იმედით,რომ მას კვლავ ვნახავდი,მანაც არ დააგვიანა მოსვლა
-სალამი
-სალამი -მეც მივესალმე
-დღესაც ამ ხის ქვეშ ვისხდეთ და ვისაუბროთ თუ უფრო კარგ იდეას მთავაზობ? -თითქოს ჩემი ფიქრები წიკითხაო
-დღეს შეიძლება ჩემთან წავიდეთ
-დამიჯერე არამგონია ეგ კარგი არჩევანი იყოს -გაეღიმა,მისი ღიმილი მეც გადმომედო,მერე გზა განვაგრძეთ,ვსაუბრიბდით ნებისმიერ თემაზე,რაზეც გვინდოდა
-გინდა ვითამაშოთ? -ჩემი იდეა ვთქვი
-მმმ...რატომაც არა,აბა რა ვითამაშოთ?
-სიმართლე თუ მოქმედება
-კარგი
-დავიწყებ
-გისმენ
-ს თუ მ
-სიმართლე
-რას ეტყოდი შენს საყვარელ ადამიანს შანსი,რომ გქონდეს -ვაღიარებ,ეგოისტი ვიყავი, მინდოდა რასაც ის იტყოდა ჩემს თავზე მიმეღო,ვიცოდი ცუდს არაფერს იტყოდა,ამიტომ მთელი მონდომებით დაველოდე პასუხს,ერთ ხანს დაფიქრდა მერე დაიწყო
-მიყვარდი..მიყვარხარ.. ყოველთვის მეყვარები..მარადიულად..სულ.. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრიბდა,მერე განაგრძო -მაპატიე..მენატრები..არ იტირო..თავს გაუფრთხილდი..
-შეგიძლია ამ სიტყვებს ვის ეტყოდი ეგეც მითხრა?
-ეგ უკვე ორი კითხვა გამოდის
-კარგი, ახლა შენ გისმენ
-ს თუ მ
-სიმართლე
-ყველაზე მეტად რა გინდა ცხოვრებაში?
-"სიმართლე წარსულის შესახებ" და ბედნიერი მომავალი
-იმედია მალე გაიგებ შენს წარსულს და ბედნიერი მომავალიც გექნება რა თქმა უნდა
-მმმ...ს თუ მ
-მოქმედებას ვირჩევ -თითქოს თავის დაღწევას ცდილობდა სიმართლის თქმისგან
-კარგი.. დღეს ჩემთან წამომყვები და ჩემებს გაგაცნობ,ნუ..მართალია არც მე ვიცნობ,მაგრამ არაუშავს
-აუუ ლიკა..-სხვა გზა არ ჰქონდა,ამიტომ ბევრი ხვეწნის მერე დავითანხმე, გზაში კიდევ დიდ ხანს ვითამაშეთ. დრო ისე მალე გადიოდა ვერ ვამჩნევდი,საერთოდ ეგრეა,როცა ბედნიერი წუთები გაქვს დრო ყველაზე სწრაფად გადის. მერე ჩემს სახლის კარებს მივადექით. დაკაკუნების გარეშე შევაბიჯეთ და ხმამაღლა დავიძახე
-აბა სად ხართ..მოვედით...-სამზარეულოდან დინა გამოვიდა,უკან ზუკა მოჰყვებოდა,კიბეებზე ნიკი მოაბიჯებდა ანანოც მასთან ერთად იყო, სამზარეულოდან ასევე ნუცამ გამოყო თავი და დიდი ლანგრით ხილი გამოჰქონდა მაგიდაზე უნდა დაედო როცა რაღაც დიდი,ძალიან დიდი ხმა გავიგეთ,თურმე ნუცას გავარდნია ხელიდან ლანგარი
-რა თქვი? -პირდაღებული მიყურებდა დინა
-ჩვენ მივედით თქო,რა გჭირთ ხალხო,მიესალმეთ სტუმარს
-ლიკუნა მოდი ჩემთან კარგი,ისე,რომ არსაით გაიხედო,მხოლოდ მე მიყურე -ზუკა ჩემსკენ მოიწევდა,მე კი ადგილიდან არ ვიძვროდი
-რა დაგემართათ,იქნებ ამიხსნათ..გიგი ბოდიში კარგი? ცოტა დაბნეულები არიან ჩემები -გიგის მივუბრუნდი და უხერხულად გავუღიმე
-მიყვარდი..მიყვარხარ.. ყოველთვის მეყვარები..მარადიულად..სულ.. მაპატიე..მენატრები..არ იტირო..თავს გაუფრთხილდი.. -მეცნობა ეს სიტყვები,ეს ხომ ცოტა ხნის წინ თქვა საყვარელ ადმიანს ვეტყვიო..ნუთუ ეს მე ვარ?მაგრამ რა უნდა ვაპატიო? რატომ უნდა ვიტირო? სად მიდის?რატომ იკარგება მისი ხმა?ასე უცებ სად გაქრა?დამიბრუნეთ ჩემი პრინცი..
-ლიკუნა წინ იყურე მე აქ ვარ შენს გვერდით
- მიყვარდი..მიყვარხარ.. ყოველთვის მეყვარები..მარადიულად..სულ..
მაპატიე..მენატრები..არ იტირო..თავს გაუფრთხილდი.. -მონოტორულად ვიმეორებდი მის სიტყვებს,ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რა მოხდა? სად წავიდა?
-ეს მან გითხრა?
-არ იტიროო..მაპატიეო..
-გავიგე ლიკუნა მოდი აქ,მოდი ჩემთან
-არ მომეკაროთ -იქვე კედელთან ვიკეცებოდი,არავის დანახვა მინდოდა
-ლიკ ძალიან გთხოვ ასე ნუ იქცევი
-ლიკ ნუ მაშინებ -ყურში ხან დინას,ზან ნუცას,ხან ზუკას ხმები ჩამესმოდა,ნიკი კი ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული,ვერ ინძრეოდა, ალბად მანაც ვერ გაიაზრა ჯერ კიდევ რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ
-რა მოხდა?სად წავიდა?დაუძახეთ..მოვიდეს და ერთად წავიდეთ..გთხოვთ..მიდით გააჩერეთ..სად მიდის?მე აქ რატომ დამტოვა? -ვბუტბუტებდი და ვატყობდი,რომ მთელი სხეული მიკანკალებდა,ნიკიმ დამიანე დივანზე დააწვინა,მერე ჩემსკენ წამოვიდა. მკალვეში ხელი მაგრად მომკიდა,ფეხზე წამომაყენა,გულზე მიმიხუტა. შეწინააღმდეგების თავიც არ მქონდა
-სად წავიდა? ნიკ უთხარი დამელოდოს -ვჩურჩულებდი და ობლად ჩამოგორებულ ცრემლებს ვიწმენდდი
-დამშვიდდი პატარავ,დაისვენე,მოდი აიი ასე..ჩემო პატარა..ჩემო საყვარელო..ჩემო ლამაზო -ისიც ჩემსავით იმეორებდა ერთი და იგივეს,
-ნიკ..-დავიჩურჩულე,როცა კიბეებე ავდიოდი,უკან კი სამი გაშეშებული სხეული დავტოვე
-გისმენ ჩემო პატარა
-ჩემი ყველა ნივთი აქ წამოიღე?
-კიი ყველაფერი საყვარელო -თავზე მკოცნიდა და მეფერებოდა- რატომ მეკითხები?
-ისე..
-მიდი დაიძინე საყვარელო,თუ გინდა მეც აქ ვიქნები,არსად არ წავალ
-არა ნიკ..მარტო დამტოვე- კვლავ დავიჩურჩულე და ოთახის კარები მივხურე. მერე კი იმის ძებნას შევუდექი რაც აქამდე უნდა მეპოვა,მაგრამ როგორც ჩანს მართლა აქვს ყველაფერს თავისი დრო..დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვე ისიც..ის უკვე ჩემს ხელებშია..გადავშალე.. პირველივე გვერძე დიდი ასოებით ეწერა "ლიკა ჟღენტის საუკეთესო მეგობარი დღიური". მთელი ინტერესით ვკითხულობდი ჩემს ისტორიებს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირვლად ვისმენდე,ან სხვის ისტორიას ვკითხულობდე..ასე გადავფურცლე უკვე დაახლოებით 47 გვერდი,საინტერესო არაფერი აღმომიჩენია სანამ 2002 წლის 23 მარტთან არ მივედი. იქ ეწერა :
"დღეს ბებომ შემოაღო ოთახის კარები,მე და ნიკი ვისხედით ოთახში,ბებომ გვითხრა რომ დედა და მამა ავარიაში მოყვნენ გაუჭირდა ამის თქმა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ძალიან შემეშინდა,მახსოვს ოთახის კუთხეში ჩავიკეცე და ხმამაღლა ავქვითინდი. მერე ნიკი მოვიდა ჩემთან ის 10 წლის არის,მე 6 წლის ვარ. მხრებზე ხელები მაგრად მომხვია და მითხრა
-დაიკო მე შენს გვერდით ვარ,არ იტირო კარგი? -მასაც უჭირდა,ძალიან სტკიოდა მაგრამ თუ ის იტირებდა,თან ფანჯრისკენ მივიწევდი,ჩემდა საბედნიეროდ ფანჯრის კარები ღია იყო დატოვილი, ფანჯარაზე ავედი,ახლაც როცა ამას ვწერ იქ ვდგავარ. არ ვფიქრობ არაფერზე და არავიზე,მათ შორის არც მეგობრებზე,არც ნიკიზე და არც ჩემს პატარა დანიელზე. ვუყურებდი,როგორ გადი-გამოდიოდნენ ჩემი ფანჯრის ქვეშ ხალხი. ზოგი მიყვიროდა,რომ დაბლა ჩავსულიყავი,ზოგი მისტვენდა,ზოგი ურექაციოდ გაივლიდა და სულ არ ადარდებდა მე რას ვიზავდი.
-არ გამაგიჟო კარები გააღე ახლავე. როგორც ჩანს უკვე დიდი ხანია კარებზე აკაკუნებდა. არ შემეძლო.. დავფიქრდი ნიკი რას იზავდა ნუცას რომ რამე მოსვლოდა. ისიც თან გაჰყვებოდა?არა ის ჩემზე იფიქრებდა,იფიქრებდა საყვარელ ადამიანებზე..არა ლიკა. სხვა,რომ არაფერი შენს ძმას და ბავშვს ვერ მოექცევი ასე. ვფიქრობდი და ამ ფიქრებში შევნიშნე,რომ უკვე კარებთან ვიდექი. ნიკი გამხეცებული შემოვარდა ოთახში,თურმე როგორ ვანერვიულე. მივედი და მთელი ძალით მოვეხვიე განიერ მხრებზე. ჩემი ცრემლებით ვუსველებდი კისერს. არ ვიცი ასე როდემდე ვიყავით,მაგრამ ძალინ დამამშვიდა მასზე ჩახუტებამ"
ამ დღეს სულ ეს ეწერა, მერე კვლავ ერთი და იგივე. როგორ იკეტებოდა ოთახში. იკეტებოდა არა,ვიკეტებოდი. ხო ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი,რომ ეს ისტორიები ჩემზე იყო დაწერილი. ნუთუ მე ვცადე? ჩემი გიგი? ის წავიდა..სამუდმოდ წავიდა. მაგრამ მან მაშინ ის სიტყვები არ მითხრა. ახლა კი თავიდან მივიდა ჩემს სანახავად და ახლა მითხრა ის სათქმელი რაც დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა. მაგრამ ახლაც წავიდა ის წავიდა და ასე დამტოვა კიდევ ერთხელ მარტო ამ ცხოვრებაში. რატომ მომექცა ასე? მან ხომ იცოდა რომ მე ძლივს დავივიწყე ის წარსული? აღარ მადარდებდა ის,რომ დაბლა ოთხეული ისხდნენ და ოთახში ბავშვებს ეძინათ. ელდა მეცა,ამ სათაურმა სულ გამაგიჟა,ნუთუ ის მართლა წავიდა? მთელი სხეული დამეჭიმა..სუნქვაც კი შემეკრა..ეს ალბად ბოლო წვეთი იყო..მეტი აღარ შემეძლო..განა როდემდე დავმალავდი ამ ემოციებს? თავში რაღაც გაშრა..გულ-მუცელი ამეწვა..სავარაუდოდ ფერიც აღარ მედო სახეზე.. მთელი ხმით,მთელი ძალით დავიღრიალე. ამ ხმას ამოვაყოლე ის რაც აქამდე მქონდა დაგროვილი. ის ემოციები რაც ახლაც კი მჭამდა და მანადგურებდა შიგნიდან
-ააააა!!! არააააა!!! -ვღრიალებდი მთელი ხმით,და იატაკს მუშტებს ვურტყამდი
-სიზმარი იყოს!! ხომ შეიძლება ეს სიზმარი იყოს!!! -კვლავ არ ვწყვეტდი ბოლო ხმაზე ღრიალს. მერე კარებზე ბრახუნის ხმა გავიგე. ეს ბავშვები იქნებოდნენ,მაგრამ მათ თუ ჰგონიათ,რომ გავუღებ ძალიან ცდებიან. გავშრი,ცრემლიც კი აღარ მომდიოდა,ალბად უკვე ცრემლის მარაგიც ამომეწურა,ხმა აღარ ამომდიოდა. ვხაოდი,ჩემთვის ვჩურჩულებდი. ყურადღებას არ ვაქცევდი ოთხეულის გაგიჟებულ ხმებს,რომლებიც მთხოვდნენ კარები გამეღო. დღიური ავიღე და კითხვა გავაგრძელე. არ იცი რა ძალით ვაკეთებდი ამას. მაგრამ კითხვის თავი კიდევ მქონდა,კითხვა გავაგრძელე.

"უკვე ერთი თვე გავიდა გიგის სიკვდილიდან,ერთი თვეა რაც ნახევრად მკვდარი დავაბიჯებ სახლში,ერთი თვეა,რაც ნიკის ჩემი დატანჯული სახის ყურება უწევს. სხვა რა ვთქვა? მოსაყოლი დარჩა კიდევ რამე? მე ხომ საკუთარი შვილი დავივიწყე და მასზეც უარი ვთქვი? მე ხომ მსოფლიოში ყველაზე საშინელი და უბედური დედა ვარ? იქნებ წერა შევწყვიტო? არ ვიცი ამ დღიურის წერის მიზანი რა არის, იქნებ ის,რომ ჩემი სიკვდილის მერე ეს დღიური,ჩემმა შვილმა იპოვოვოს? მაგრამ რა სულელი ვარ არა?ან იქნებ ნიკიმ ან ბავშვებმა იპოვონ? შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ მე მაინც გემშვიდობებით! იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს"
ბოლოს ეს ეწერა..თუმცა არა! ამით არ დამთავრებულა ყველაფერი,კიდევ გადავშალე რამდენიმე ფურცელი

"2015 წელი, 30 ოქტომბერი. გეგონათ,რომ წერა შევწყვიტე? მეც ასე მეგონა,მაგრამ არ შემიძლია, დღეს იცით რა გავიგე? მე..მე..ჩემი პატარა უნდა დაიბადოს..მე დედა უნდა გავხდე..გიგი მამა გახდებოდა აქ რომ ყოფილიყო..ექიმმა მითხრა ორსულად ხარო..მერე პატარას,მამიკოს გავაცანი. ნიკი ძლივს დავაჯერე ამაში,ვერც ბავშვები იჯერებდნენ,მათ შორის ვერც მე..ჩემ დამიანეს პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლებოდა. ჩემში კიდევ ერთმა ნათლმა სხივმა გადაირბინა. ნუთუ მეორე ბავშვის დედა უნდა გავხდე? ასეთი დედა რაში სჭირდება პატარას? არა ეს ბავშვზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ დღეს,ამდენი ხნის შემდეგ შევწყვიტე ტირილი და ბნელ ოთახში ჩაკეტვები. ვიბრძოდი ჩემი პატარასთვის,ვიბრძოდი,რომ ჩემს ორივე შვილი ბედნიერები ყოფილიყვნენ,ეს მე გადავწყვიტე და ვერავინ შემიშლის ხელს."
ეს დღეს ასე დამთავრადა. თუმცა თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა,რატომ გამიკეთეს ეს?ნუთუ დამიანე ჩემია?სად არის ჩემი მეორე შვილი ახლა? ნუთუ ისიც აღარაა? ნუთუ მანაც დამტოვა? ამას ხომ ჩემი გული ვეღარ გაუძლებს? მე ხომ არ ვარ ის ძლიერი გოგო,ვინც ამ დღიურშია აღწერილი? შეიძლება მე ვარ,მაგრამ არ შემიძლია ამდენის ატანა
-არაააააა! არ შემიძლია!!! არ შემიძლიაა!!! -როგორც ჩანს ჩემი ფიქრები ცოტა ხმამაღლა მომივიდა. კითხვის გაგრძელება მინდოდა,მაგრამ ხელები არ მემორჩილებოდნენ..მეშინოდა. სიკვდილამდე მეშინოდა,იმის გააზრების,რომ ჩემს პატარას რამე დაემართებოდა. გადავშალო? არ გადავშალო? ასე ვიმეორებდი ერთ ხანს. მაგრამ გადავწყვიტე კვლავ გადამეშალა

"ჩემი პატარა იზრდება,მეც ვიწყებ წუწუნს,და ღამეების თენებას,განსაკუთრებით ბანანი და მარწყვი მიყვარს. ალერგია მაქვს ფერებზეც კი. დღეს გავიგე,რომ გოგო უნდა იყოს ჩემი პატარა. ანუ ჩემ დამიანეს პატარა დაიკო ეყოლება. სახლში სიხარულით დავბრუნდით გოგოები,სადაც ბიჭები დაგვხდნენ, რომ გაიგეს გოგოაო ოთხივემ დაინაწილეს ჩემი პატარა. ცოტა ვიეგოისტე,მაგრამ მალევე შემირიგეს,ესეც შოკოლადებით მოახერხეს. უკვე ვიცოდი ბავშვის სახელი,ეს კი ოთხივემაც კარგად იცოდნენ, ანანო ეს სახელი ჩემი და გიგის საყვარელი სახელია. მე პატარას ანანოს ვარქმევ,ეს კი გადაწყვეტილია"
ეს დღე ამ სიტყვებით დამიმთავრებია. ანანო? ჩემი ანანო? ეს ისაა რასაც მე ვფიქრობ? ჩემი პატარა? ისს..ჩემი? მე დედა? თავში კვლავ უამრავი კითხვა მიტრიალებდა. გიჟს ვგავდი,თავზე ხელებს ვიჭრდი და ღრმად ვსუნქავდი,თავს კედელს ვურტყავდი,რომ ამ სიზმრიდან გამოვეფხიზლებინე,მაგრამ, მაინც მიწევდა ამ რეალობაზე თვალის გასწორება. ფეხზე მთელი ინერციით წამოვარდი,რაც ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე,ყველაზე ლამაზ ლარნაკსაც კი ბოლო მოვუღე,რომელიც კედელზე სულ ნაკუწებად იქცა..სარკის წინ დავდექი,ჩემს თავს ვაკვირდებოდი,ჩაწითლებული თვალები,აწეწილი თმები,გაშავებული თუ გათეთრებული სახე, არ ვიცი რა დავარქვა, ამ დროს არაფრით განვსხვავდებოდი მკვდრისგან. მაგრამ მე ვსუნქავდი. ვნატრობდი რომ ეს ბოლო ამოსუნქვა ყოფილიყო,მაგრამ არ იყო. კვლავ ჩემს თავს ვუყურებდი,რამდენი ტანჯვა გაქვს გადატანილი, ვეუბნებოდი სარკეში აღბეჭდილ გამოსახულებას.
ტირილი მინდოდა და ცრემლი გამქრალიყო. იქვე პატარა ტუმბოს დავეყრდენი,რომ იატაკზე არ წავქცეულიყავი. ძალაც კი არ შემრჩა,სულ გამოვიფიტე,არ ვიცი საიდან მეყო იმის ძალა,რომ გარეთ გავსულიყავი. სახეზე ალეწილი ვიყავი..კარები ოდნავ გავაღე,მაგრამ არავინ დამხვდა,ალბად კვლავ დაბლა მელოდებიან. ბავშვების,ჩემი პატარების ოთახის კარები შევაღე თუმცა არავინ დამხვდა,ანუ ისინიც დაბლა ჰყავთ
**ნიკი**
უკვე თითქმის 5 საათზე მეტია უშედეგოდ ველოდებით ლიკას ოთახიდან გამოსვლას. უშედეგოდ ვცადეთ კარებზე კაკუნიც,ის ხმას არ იღებდა. ყოველი მისი ღრიალის ხმა,რაღაც საშინელს მოგვასწავლიდა. დამიანეც კი რაღაცას ხვდებოდა, 1 წლის ბავშვიც კი ხვდებოდა,რომ რაღაც კარგად არ იყო. ახლაც დაბლა ვისხედით, ხმას არც ერთი ვიღებდით,არცერთი ვგავდით ადამიანებს. განსაკუთრებით გოგონები..აი ისიც. კიბეებზე შევნიშნეთ წითური სილუეტი, ეს ჩემი ლიკა იყო, მის დანახვაზე ჩემმა გულმა აღარ მახსოვს რამდენი დარტყმა გამოტოვა,ფეხზე წამოვდექით ოთხივე,თუმცა სხეული არ მემორჩილებოდა,ცეცხლი წამეკიდა,როგორ მინდოდა ახლა მიწა გამსკდარიუო და შიგ ჩავეტანე,ოღონდ ასეთ ლიკუნასთვის არ მეყურებინა. როგორ იტანჯა ჩემმა გოგომ,რა მოხდა? თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებდა,მაგრამ აშკარად არც დანარჩენებმა იცოდნენ ამის პასუხი. ნელ-ნელა ისევ მოაბიჯებდა კიბეებზე,სადაცაა წაიქეოდა. ლასლასით მოაბიჯებდა კიბეებზე. ჩვენსკენ მოიწევდა,ჩამქრალი თვალებით შემოგვცქეროდა, ჯერ მე,მერე ნუცას,მერე დინას,მერე ზუკას. ოთხივე მისკენ წავედით თუმცა მისმა ხმამ ოთხივე ადგილზე გაგვაქვავა
-არ მომეკაროთ -ხმა ჩახლეჩილმა დაიყვირა,თუმცა ამას ჩურჩული უფრო ერქვა
-ლიკ დაიკო
-ჩემო პატარა
-ლიკუნ გთხოვ
-პატარავ მოდი,ჩემთან მოდი -ასე ვეხვეწებოდით ოთხივე,მაგრამ ის მაინც ზიზღით გვიყურებდა. რა ხდება? რა დაემართა? რა მოხდა მაღლა? ეს კითხვები არ მაძლევდა მოსვენებას
-არ მომეკაროთ -კბილებში გამოსცრა და ანანოსკენ წავიდა. რა აკეთებს? რატომ იქცევა ასე? ოთხივე ერთმანეთს ვუყურებდით,მაგრამ პასუხი არც ერთმა ვიცოდით. ყველას ერთი რამ გვაინტერესებდა. რა მოხდა?
-ჩემო პატარა...ჩემო ფერია...ჩემო ერთადერთო..ჩემო ცხოვრება..შენ ყოფილხარ ჩემი სიცოცხლე..-ლიკა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა და ბავშვისკენ მიიწევდა. მერე დამიანესკენ წავიდა,რონელიც დივანზე იჯდა და თამაშობდა,ლიკას დანახვაზე გაეღიმა და ლოყა საყვარლად ჩაეჩხვლიტა
-დამი..დეე..მე აქ ვარ..შენთან..ჩემი ბიჭი,ჩემი ცხოვრება -თან ტიროდა თან კოცნიდა. მერე ისევ ანანო აიყვანა ხელში,არ ჩანდა კარგად,შემეშინდა ხელიდან არ გავარდნოდა ამიტომ მისკენ წავედი. დროულად მივუსწარით. ბავშვი ჩემს მკლავებში აღმოჩნდა,ლიკა კი ზუკას ხელებში. დივანზე დავსვით,იმ იმედით,რომ რამეს მაინც გვეტყოდა,ანანო კვლავ თავის ადგილზე დავაბრუნეთ
-ლიკ,ჩემო ლამაზო,ნუ მაშინებ,ასე ნუ იქცევი -ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნუცა ლიკას, და ცდილობდა მშვიდად მისულიყო მასთან,მაგრამ მისმა ხმამ კვლავ ადგილზე გააშეშა
-როგორ ვიქცევი? -ერთ ხანს თვალებში უყურა,მერე მე მომაბყრო,თავისი ზღვისფერი თვალები,რომლებიც ამდენი ტირილისგან სისხლისფრად იქცა, მერე ისევ ნუცას მიაშტერდა -ისე,როგორც თქვენ მომექეცით? -ისე ზიზღით ისროდა სიტყვებს,გული მიკვდებოდა. მისკენ წავედი,მაგრამ ახლაც არ მიგვიკარა
-არ მომეკაროთ თქო -იმხელაზე დაიყვირა,მართლა უკან გადავხტი შიშისგან -დღიური..წარსული..სიმართლე -მონოტორულად იძახდა,ტუჩებზე თითებს იფარებდა -ჩემი შვილი, ჩემი შვილები,ჩემი ცხოვრება,ჩემი სამყარო
-ლიკ?? -ხმიკ კანკალით ძლივს გასაგონად თქვა დინამ
-რა ლიკ? -ასევე ხმა ჩამწყდარმა დაიძახა -რა ლიკ? იცოდით არა? თქვენც იცოდით? ყველაფერი იცოდით!! -ისევ ეს სასტიკი,ცივი და საშინლად ხმამაღალი ხმა
-რაზე ლაპარაკობ ჩემო პატარა? -ახლა ზუკა მიუცუცქცდა
-ჩემო პატარა -მისი ხმა ისეთი ირონიული გახდა..-შენც იცოდი არა?
-ლიკუნა
-არ მომეკარო -ისტერიკულად წამოიკივლა და უფრო მოიკუნტა
-დამშვიდდი ბავშვებს შეაშინებ,მისმინე..
-არა!! ახლა თქვენ მისმინეთ
-ლიკ მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე..გაგახსენდა რამე?
-არაფერი..საერთოდ არაფერი..არაფერი გამახსენდა..არა არ გამხსენებია..- მუხლებზე ხელები მოიხვია და ერთი და იგივეს გაუაზრებლად იმეორებდა
-საერთოდ არაფერი? -ჩემთვის ჩავიჩურჩულე გაოცებული ვიყავი
-ისინი მართლა ჩემები არიან? -ბავშვებს ცრემლიანი და დარდიანი თვალებით გახედა
-ისინი შენი შვილები არიან -თავი დამნაშავედ ვიგრძენი,ეს ხომ სულ ჩემი ბრალი იყო. ვიცოდი ასე,რომ მოხდებოდა,მაგრამ ეს მხოლოდ იმის მერე მეგონა,როცა მას ყველაფერი გაახსენდებოდა. მაგრამ მას ხომ არაფერი ახსოვს.
-მეე..ამდენს ვიტანდი?..მე ამდენი ავიტანე?..ისინი ჩემები არიან..რატომ?რატომ არ მითხარით აქამდე?-ახლა დანარჩენ სამს გახედა
-ექიმმა გაგვაფრთხილა,რომ ამას შეიძლება სერიოზული ზიანი მოეტანა შენი მეხსიერებისთვის-პასუხი ნუცამ გასცა და კვლავ უშედეგიდ სცადა მასთან მიახლოვება
-და ამიტომ მოიგონეთ ამდენი სისულელე?-სულ კანკალებდა..ნიკაპი უკანკალებდა,კბილებს ერთმანეთზე აჭერდა
-ლიკა ირგვლივ მიმოიხედე..ნუთუ მხოლოდ ამას ამჩნევ..მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმსახურებთ?-მწყობილებიდან გამოვდიოდი,მაგრამ ზუკა მაჩერებდა. ნერვიულობის ფონზე ემართება ასეო..მერე ისევ დამიანესკენ წავიდა,ნელ-ნელა მიიწევდა მისკენ
-დეე..დედიკოს ვაჟკაცი..დედიკოს ცხოვრება..მაპატიე საყვარელო..აპატიე დედიკოს კარგი?-ჩურჩულით ესაუბრებოდა ლიკა,ბავშვს. მერე ისევ ანანოსკენ წავიდა,ხელში აიყვანა,დამიანემ ხელის მოკიდებით იცოდა სიარული,ამიტომ კიდევ კარგი ხელში აყვანა არ დასჭირვებიადა. ასე უხმოდ ავიდა მეორე სართულზე,ბავშვებთან ერთად. გვეშინოდა მათთვის რამე არ დაეშავებინა,მაგრამ მას ხომ მხოლოდ ისინი ჰყავდა. ნუთუ გაბედავდა და ბავშვებს რამეს დაუშავებდა? ისინი იყვნენ მისი ცხოვრება,ის თავსაც კი გასწირავდა,ოღონდ ბავშვები ყოფილიყვნენ კარგად
**ლიკა**
კიბეები უხმოდ ავიარე,ხელში პატარა ანანო მეჭირა. მეორე ხელი დამიანეზე მეკიდა. ისე ვუჭერდი ხელებს,თითქოს მეშინოდა არავის წაეყვანა. ანანოს ფაფუკ ყელში ხარბად ვისუნქავდი მის სურნელს. გაბუშტულ ლოყებს ნაზად ვუკოცნიდი. ახლა,ცხოვრებაში პირვლად მივხვდი რა იყო დედობა. რა გრძნობაა იყო დედა. ბედნიერი ვიყავი,თუნდაც იმით,რომ მე შვილები მყავდა. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი,რომ მე დედა ვიყავი. თან ორი შვილის დედა. რამდენიმე საათის წინ,რომ გეკითხათ ბედნიერი ხარო? გიპასუხებდით,რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ იმისსთვის გავჩნდი,რომ დავიტანჯო. ეს ასეც იყო. აბა რაც ჩემი ისტორიის კითხვა დავიწყე,ერთი ბედნიერი წუთებიც კი არ მქონია,თუ გიგის არ ჩავთვლით. თუ დალაგდებოდა სიტუაცია მერე კვლავ ირეოდა და ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ახლა კი გეტყვით,რომ ანანოს დახმარებით ვარ ბედნიერი. მაგრამ რაღაც მაინც მაკლია. შინაგანად მაინც გამოფიტული ვარ. ანანოს ტანსაცმელი ჩავაცვი,მერე დამიანეც გავამზადე. მეც გავემზადე,ერთი დიდი ჩანთა ჩავალაგე,სადაც ტანსაცმლები იყო მეტ წილად და რაც მთავარია,ლიკა ჟღენტის დღიურები. მერე ჩემი პატარა,ხელში ავიყვანე,გულზე ფრთხილად მივიხუტე,თავისთვის ღუღუნებდა,მგონი ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს,აბა ახლა მე მკითხოს.. კიბეები ნელა ჩავიარე,ჯერ კიდევ გაბრუებული მქონდა თავი ამდენი ტირილისგან. დამიანეც თავის ფეხით მობაჯბაჯებდა
-სად მიდიხარ? -ნიკის მკაცრმა ხმამ ნაბიჯიც კი ვეღარ გადამადგმევინა,მაგრამ არც იმის სურვილი მქონდა ვინმესთვის ანგარიში მებარებინა,განსაკუთრებით კი ამ ოთხისთვის. ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე
-ლიკა შენ გეკითხები და იქნებ პასუხის გაცემის ღირსად მაინც ჩამაგდო -მისი ხმა ისეთი მკაცრი და ცივი მეჩვენა..მალევე შევნიშნე,როგორ მიარტყა ხელი ზუკამ
-სახლში-ისე ვთქვი არც შემიხედავს მათთვის
-სად?-გაეღიმა
-ჩვენს სახლში
-მისამართი იცი?
-არა!-ახლა შევხედე ნიკის,რომელიც უკვე ჩემს წინ იდგა -მე იქ მივდივარ..იქ ის მელოდება..ის წამიყვანს ჩვენს სახლში
-ლიკა რეებზე მელაპარაკები საერთოდ?
-ის შემპირდა,რომ მოვიდოდა. იქ ხის ძირში..ის ადგილი..იქ შევხვდი..ის ჩვენი ადგილია..-ერთ წერტილს მივაშტერდი და უაზროდ ვისვროდი რაც ენაზე მომადგებოდა
-ლიკ..გთხოვ..-ახლა ზუკა წამოვიდა ჩემსკენ
-არ მომეკაროთ! -კვლავ იგივე ფრაზას ვუყვიროდი -მე იქ მივალ..ისიც იქ მოვა..მოვა დედიკო..მოვა და თქვენც განახებთ -ჯერ ანანოს შევხედე მერე დამიანეს,ვუცინოდი,თუმცა არ იყო ეს ჩვეულებრივი სიცილი. გიჟის ქცევებს არაფრით ჩამოუვარდებოდი
-ლიკუნა,მოდი..ჩემო პატარა..ჩემო ლამაზო..მოდი..გთხოვ..ამ ერთხელ დამიჯერე -ზუკა კვლავ ჩემსკენ მოიწევდა. ნიკი ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული იდგა,სიტყვას ვეღარ ამბობდა
-მე მელოდება..ის უკვე იქ იქნება..მელოდება..გესმის?.. მელოდება -ზუკას ვუყურებდი და კვლავ ერთი და იგივეს ვიმეორებდი, ბავშვებს ხელს არ ვუშვებდი. გულზე ტკიპასავით მყავდა მიკრული. ნიკი ჩემკენ წამოვიდა და ანანო ისე გამომართვა აზრზეც ვერ მოვედი,ნუცამ დამიანე წაიყვანა.
-დამიბრუნე! ჩემი პატარაა..მამიკო უნდა გაიცნოს..დამიბრუნე ნიკ..დამიბრუნე..ნუცა დამიბრუნე ის ჩემია..-ვუყვიროდი და მათკენ მივიწევდი, მაგრამ ზუკა მაჩერებდა.. უშედეგოდ ცდილობდა ჩემს,თავის მკლავებში მოქცევას. ხელებს ვიქნევდი,სახეს ვიკაწრავდი,ჩემს წითურ თმებში ნერვიულად ვიცურებდი ხელს და თავზე ვიჭრდი ხელებს. ნიკიზე ყვირილის არ ვწყვეტდი,მაგრამ ის მაინც არ აპირებდა ანანოს დაბრუნებას. არც მე ვჩერდებოდი -ის გველოდება..დავაგვიანებთ..მომიყვანე ნიკ..მამიკო უნდა გაიცნოს..მოვიყვანე ნიკ -ბოლო ხმაზე ვუყვიროდი. დავიღალე..ძალა აღარ შემრჩა..ზუკასთან ბრძოლამაც დამღლა..თავის მკლავებში მომიქცია,ნიკაპი თავზე ჩამომადო,თავზე მეფერებოდა
-დედიტო არ წავიდეთ -არ არსებობს,დამიანემ პირვლად დაილაპარაკა,პირდაღებული მივტრიალდი მისკენ,მთელი ძალით ჩავეხუტე,მან დედა დამიძახა,ჩემი ცხოვრება..მერე ისევ ზუკამ მიმიკრა გულზე
-დამშვიდდი პატარავ,ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახავ..მე შენთან ვარ..ჩვენ ყველა შენთან ვართ..დამშვიდდი საყვარელო..აიი ასე ჩემი ლამაზი..ნახე დამიანემ პირვლად დაილაპარაკა-ასე ცდილობდა ჩემს დამშვიდებას ზუკა. მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა ყურში. არ ვიცოდი ასე რატომ ვეხუტებოდი უცნობს,ხო,შეიძლება უცნობი არ იყო,მაგრამ მაინც ვერ შევეგუე იმას,რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით. მერე დამეძინა,აღარაფერი მახსოვს. საერთოდ არაფერი.
დილით,რომ გავიღვიძე,დამიანესაც და ანანოსაც ტკბილად ეძინათ,დამიანეს თავი ჩემ ხელზე ედო,ანანო კი ტკიპასავით იყო მოწებებული ჩემზე. ოთახში,მეორე საწოლზე ნუცა იწვა,მასაც ეძინა. როგორც ჩანს დინასაც ეძინა. გარეთ გავედი,კიბეებზე ჩავდიოდი,შემთხვევით ნიკას და ზუკას საუბარს მოვკარი ყური,დავინახე ნიკი გიჟს ჰგავდა. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა,თავის ოდნავ მოგრძო ოქროსფერ თმებში ნერვიულად იცურებდა ხელს,მერე სახეზე ჩამოდიოდა,სახეზე იფარებდა ხელებს და აქეთ-იქით დააბოტებდა. შემეცოდა,განა იმიტომ,რომ ჩემი ძმა იყო? ადამიანურად შემეცოდა. წარმომედგინა რა დღეში იყო
-ნიკ დაჯექი დამეხვა თავბრუ! -უთხრა ზუკამ,არ უნდოდათ გავეღვიძებინეთ,ამიტომ ცოტა ჩუმად უთხრა
-რა დამაჯენს ბიჭო რა?ცუდად ვარ,მას,რომ რამე დაემართოს მოვკვდები გესმის?
-დამშვიდდი,გადაუვლის. ახლა ცხელ გულზე რასაც უნდოდა იმას აკეთებს
-მე ვიცნობ ლიკას. ის,რომ იტყვის შეასრულებს კიდეც. მის გარდა არავინ დამრჩა გესმის? საერთოდ გესმის ჩემი? -ახლა ზუკას მიუბრუნდა და ხელების ქნევით ელაპარაკებოდა. ანუ ჩემს მეტი არავინ დაგრჩა? მე? ნეტავ მე ვინ დამრჩა? მგონი არც არავინ. გიგი? გიგი დამრჩა..მაგრამ ისიც წავიდა. თან ისე,რომ აღარ დაბრუნდება. მე ვინ დამრჩა?
-ნიკ დაჯექი. მოვიფიქრებთ რამეს
-ჩემი ბრალია გესმის? ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. არ უნდა გამეკეთებინა ასე
-მაგრამ ექიმმა ასე გითხრა
-სხვა გზებიც არსებობდა ზუკა სხვაც -უკვე ყვირილზე გადადიოდა ნიკი
-ნიკ..დაველაპარაკებით ლიკუნას
-და გგონია მოგისმენს? ან რას ეტყვი? სათქმელი უკვე ითქვა. თან,როგორც ჩანს ჩვენს გარეშე. ცუდად ვარ ზუკა ცუდად! -იმხელაზე დაიღრიალა მართლა შემეშინდა. შემეცოდა. ნუთუ მართლა მე ვიყავი მის ცხოვრებაში ყველაფერი? მაგრამ ამას კითხვა უნდა?არ არსებობს და-ძმაზე მჭიდრო კავშირი..მართალია მე ის არ მახსოვს,მაგრამ ხომ ვიცი,რომ ის ჩემი ძმაა,მე კი მისი და ვარ..არ მახსოვს,როგორ ჩავიარე კიბეები,მაგრამ ზუკას წაშლილი სახე არ დამავიწყდება,ნიკი ისე იყო გართული ლაპარაკში ვერც კი შემამჩნია,როგორ შევეხე უკნიდან. ხელები მის განიერ მხრებზე შემოვხვიე,თავი ბეჭებზე დავადე. შეკრთა..არ მელოდა..ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა. თითის წვერებზე ავისწიე,რადგან მინდოდა ტუჩები ყურთან მიმეტანა
**ნიკი**
-მიუხედავად იმისა,რომ არ გიცნობ,ყველაფერი გაპატიე ძამიკო -ამ სიტყვებმა,ისე შემაშინა,ცუდად გავხდი,გული ამიჩქარდა,მალე გადმოვარდებოდა კიდეც საგულედან..მეშინოდა გული არ გამხეთქოდა..თვალებზე მლაშე სითხე ერთიანად მომაწვა. სისხლი ამიდუღდა..სუნქვა გამიხშირდა. ვერც კი წარმოიდგენთ რის ფასად დამიჯდა უკან მიბრუნება,არც მაგას ვაპირებდი ზუკას,რომ არ ენიშნებინა თავით, მიტრიალდიო. შევბრუნდი..ორი ერთნაირი, ცისფერი (ამავე დროულად სისხლისფერიც) თვალები კვლავ შეეჯახნენ ერთმანეთს. აი ასე ვუყურებდით ერთმანეთს და ხმის ამოღებასაც კი ვერ ვბედავდი
-მაპატიე დაიკო -ჩუმად ჩავიჩურჩულე
-რა მოხდებოდა მე,რომ ეს დღიური არ მენახა? -მისმა კითხვამ დამაბნია,არ ვიცოდი რა მეპასუხა
-შენ მაინც გაიგებდი ყველაფერს,ამის ზუსტ დროს ვერ გეტყვი,მაგრამ გაიგებდი
-და მერე რა მოხდებოდა? -მკითხა მან. მე მხრები ავიჩეჩე,ამის პასუხი თავდაც არ მქონდა და მისთვის რა მეთქვა?
-წავიდეთ აქედან..წამიყვანე აქედან კარგი?..დღესვე წამიყვანე -ეს თქვა და მაღლა ავიდა,არ ვიცი ეს კარგის ნიშანი იყო თუ ცუდის. უბრალოდ ამ ბოლოს იმდენი ცუდი მოხდა,რომ რამე კარგის მოლოდინიც კი აღარ მაქვს.
-რა ვქნათ ბიჭო მართლა წავიყვანოთ? -ფიქრებიდან ზუკას ხმამ გამომარკვია.
-რა აზრი აქვს სახლში ვერ ჩავკეტავ და თვითონ ისედაც წავა -ვიცოდი,რომ ის მაინც წავიდოდა,რასაც იტყვის სულ ასრულებს და ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდა. ზუკამ ღრმად ამოიხვნეშა და ისიც მაღლა ავიდა,ბარგის ჩასალაგებლად
**ლიკა**
მიუხედავად იმისა,რომ გამიჭირდა ნიკის პატიება,ერთი წამითაც არ ვნანობ რაც გავაკეთე. მათ ხომ ისევ ჩემთვის უნდოდათ კარგი. არ ვიცოდი მერე რა იქნებოდა,ისინი მიუხედავად ყველაფრისა მაინც უცხოები არიან ჩემთვის. მერე რა, რომ მთელი ისტორია გავიგე. ასე მალე მაინც არ შემიძლია ძამიკო დავუძახო და მეგობრებთან ისე გავერთო,როგორც დღიურში მეწერა. გავემზადე,ბავშვებსაც ჩავაცვი. ორი დიდი ჩანთა გავამზადე და დაბლა ჩავედი. ყველა დაბლა მელოდებოდა,როგორც ჩანს ჩემს მისვლას ელოდნენ. დაბლა,რომ ჩავედი,ზუკა წამოვიდა ჩემსკენ ბარგი გამომართვა. ნიკის ბავშვის გამორთმევა უნდოდა,მაგრამ ისე მივიკარი გულზე ანანო,ვერავინ შეძლებდა მის წაყვანას. დამიანე დინას მოყავდა. მანქანაში ჩავსხედით. ნიკი და ზუკა წინ დასხდნენ,გოგოები,მე და ბავშვები უკან. მე ფანჯარასთან დავიკავე ადგილი. არ მინდოდა აქედან წასვლა,მაგრამ თითოეული წუთი მის თავს მახსენებდა. იმ ადგილს ჩავუარეთ გვერდი სადან ის შემხვდა,იმ ხეს,სადაც უამრავ რამეს ვგეგმავდი გიგისთან ერთად,იმ ხეს სადაც ის შემხვდა,მაგრამ ცოტა უცნაური გზით. იმ ხეს რომელზეც ვოცნებობდი,რომ ჩვენი ხე იქნებოდა,და ეს იქნებოდა ჩვენი შეხვედრის ადგილი. იმ ადგილს სადაც თითქოს ვიცანი,მაგრამ მაინც ვერ ვცნობდი ბოლომდე
-გააჩერეე -იმხელა ხმაზე დავიყვურე,ანანოს შეეშინდა და ტირილი დაიწყო. როგორ არ მინდოდა მისი ტირილი,ყველაზე მეტად ეს მიკლავდა გულს. მაგრამ მალევე გაჩუმდა
-რა მოხდა?-ნიკიმ მალევე დაამუხრუჭა და გაკვივებული მობრუნდა უკან
-დამელოდე-ეს ვთქვი და მანქანის კარი გავაღე
-სად მიდიხარ?-ახლა ნუცა მომიბრუნდა
-მოვალ
-ლიკა ამ ადგილზე სად მიდიხარ? გამოგყვე?-დინაც ვერ ისვენებდა
-ბავშვები მაინც დატოვე ლიკა
-არა დინა,ორივეს წავიყვან. ნუ გეშინიათ გაქცევას არ ვაპირებ. და გამოყოლა არც გაბედოთ -ეს ვთქვი და მანქანიდან გადავედი. თქვენი აზრით სად მივდიოდი? რათქმაუნდა იმ ხესთან,აბა ისე ხომ არ წავიდოდი დამიანეს და ანანოს რომ არ ენახა ის ადგილი. მალე მივადექი,იმ დიდ,უზარმაზარ ხეს,ყველაფერი ძველებურად იყო,თუ იმას არ ჩავთვლით,რომ ახლა იქ გიგი აღარ დამხვდა
-დეე ნახეთ! აქ მე და მამიკო კვლავ შევხვდით ერთმანეთს. იცი?რა ლამაზი იყო?შენ გგავდა -ანანოს ვუთხარი- შენსავით კუპრივით შავი თქმა ჰქონდა და შავი თვალები. შენ,რომ გიყურებ სულ ეს მომენტები მიდგას თვალწინ. როგორ მოვედი ამ ხესთან,მერე როგორ მომიახლოვდა გიგი. მერე,როგორ გამიცნო თავიდან. რა სულელები ვართ არა?ჩვენ ხომ ამდენი ხნის ნაცნობები ვიყავით,მაგრამ მაინც თავიდან გავიცანი.
არ მახსოვს,მაგრამ..რომ მახსოვდეს აუცილებლად მომენატრებოდა მამიკო! იცი ამას,რატომ ვამბობ?სულ რაღაც ერთი დღის წინ ვნახე და უკვე სიგიჟემდე მენატრება. ჯერ პატარები ხართ,ამიტომ არც ეს ადგილი დაგამახსოვრდებათ, და არც ჩემი სიტყვები. ჩვენ კიდევ მოვალთ აქ დედიკო. ოღონდ,რომ გაიზრდებით მერე. ახლა წავიდეთ კარგი? არ გამიცივდე ჩემო ცხოვრება.. -ბავშვებს ველაპარალებოდი თან იმ ხის ძირში ვიჯექი. სიტყვები ძლივს ამომდიოდა პირიდან,ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს დიდი ბურთი გადავყლაპე. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსაუბრობდი. მერე ფეხზე ავდექი. ხეს ხელი ჩამოვუსვი და მანქანისკენ წავედი. ოთხივე გაკვირვებული მიყურებდა,სამაგიეროდ მე ვიყავი დამშვიდებული. საკმაოდ დამამშვიდა იმ ადგილზე მისვლამ. მერე ნიკის ვუთხარი,რომ გზა გაეგრძელებინა. გზაში მშვიდად მივდიოდით,ვფიქრობდი ყველაფერზე,აბსოლიტურად ყველაფერზე. იმაზე,რაც დღიურში წავიკითხე,იმაზე რაც ახლა მახსოვდა. უკვე თბილისთან ახლოს ვიყავით, მალე თბილისში შევიდოდით, საკმაოდ ღამე იყო,რადგან გვიან წამოვედით სვანეთიდან. გზაში ხან მღეროდნენ,ხან იცინოდნენ,მოკლედ მაგარ დროს ატარებდნენ. სამაგიეროდ მე ვიყავი საშინლად მოწყენილი,გზაში ხმა არ ამომიღია, ვიჯექი და ველოდებოდი,როდის შევიდოდით თბილისში. ვფიქრობდი..ვფიქრობდი..და კვლავ ვფიქრობდი...მანქანის ხმამაღალი სიგნალები..მუხრუჭის საზარელი ხმა..თეთრი უზარმაზარი დიდი შექი,რომელიც მთელი მონდომებით ისწრაფოდა ჩვენსკენ..გოგოების ყვირილი..
-ნიკ ნელააა!!! -ჩემი განწირული ყვრილი და სიმშვიდე,როგორც ჩანს ნიკიმ შეძლო სწრაფად გაქცეოდა იმ დიდ,უზარმაზარ შუქს და მაქანა გზიდან სწრაფად გადაიყვანა. შედეგად ყველას ღრმად ამოსუნქვა მოჰყვა,რაც იმის მაჩვენებელი იყო,რომ გადავრჩით
-ნიკკ -ხმას ვეღარ ვიმორჩილებდი,ხმა გამეპარა
-ყველანი კარგად ხართ?ბავშვები,როგორ არიან -ნიკის განწირული ხმა
-ყველანი კარგად ვართ -ხმის კანკალით თქვა დინამ და დამიანე ჩაიხუტა
-ნიკკ -მე ისევ გამოშტერებული ვიჯექი,პირ ღია და ჩუმად დავიჩურჩულე,მაგრამ ვერავინ გაიგო -ნიკკ -ისევ თავიდან ვთქვი
-ლიკუნ? -როგორც იქნა გავაგებინე ჩემი ხმა
-გახსენდა-ისევ დავუჩურჩულე,ისე,რომ თვალს არ ვაშორებდი ერთ წერტილს
-რა გაგახს....-ნიკის უნდა ეკითხა რა გაგახსენდაო,მაგრამ მალევე მიხვდა ყველაფერს -მოიცა რა თქვი?ანუ შენ? მოიცა არ ხუმრობ? მართლა გაგახსენდა? -ნიკი გაოცებული მიყურებდა,სიხარულს ვერ მალავდა
-ხოო ძამიკო გამახსენდა -ამდენი ხნის მერე პირვლად დავუძახე ძამიკო,რაც იმის მტკიცებულება იყო,რომ მართლა გამახსენდა. მერე მოჰყვა სიხარული,გოგოების წივილ-კივილი. "რა მაგარია" და ასე შემდეგ..ასე მხიარულად ჩავედით თბილისში. მეც მიხაროდა,მიხაროდა ის,რომ ძლივს დავუბრუნდი რეალურ ცხოვრებას,ჩემს ცხოვრებას. ბავშვები იმ დღეს სახლებში წავიდნენ. მე და ნიკი ჩვენს სახლში, მაგრამ ახლა ერთი განსხვავება იყო. პატარა ანანო. ახლა იმ სახლში ოთხი ვიყავით. მგზავრობისგან დაღლილს ანანოსაც ტკბილად დაეძინა,დამიანესაც და მეც....
ანანოს პაწაწუნა თითებმა გამაღვიძა. თვალები,რომ გავახილე,მის შავ თვალებს წავაწყდი. და მის საყვარელ სიცილს. ჩემი პატარა,ვინ იცის როგორი ბედნიერი ხარ.. სიცილის დროს,რომ ლოყა ეჩხვლიტება ამაზე ვგიჟდები. ჩემი პატარა.. დამიანეს ჯერ კიდევ ტკბილად სძინავს..
დაბლა ჩავედი ნიკი სამზარეულოში დამხვდა თმა აჩეჩილი იდგა და ყავას აკეთებდა. გამახსნედა. ორსულად,რომ ვიყავი და ნიკი ყავას,რომ არ მასმევდა ხოლმე
-აუუ ყავა მეც მინდა -ხმამაღა დავიძახე და გამეცინა
-ოჰჰ,ყავა უნდა გოგოს
-ახლა ხომ შეიძლება?
-ახლა შეიძლება ძიკო? -ბავშვს მიუბრუნდა და საყვარლად დაიწყო ტიტინი, ანანოს გაეცინა მის ამ საქციელზე,მისი სიცილი კი ორივეს გადმოგვედო
-ასე თქვა შეიძლებაო,ამიტომ ნება იბოძე და გააკეთე ორი ჭიქა-მე გავეცი პასუხი
-ინებეთ ქალბატონო -სიცილით თქვა ნიკიმ. ყავას ვსვავდით თან ვსაუბრობდით,ხან ვიცინოდით. მერე კარებზე ზარის ხმა გავიგეთ. ვინ იქნებოდნენ თუ არა ჩვენი გიჟი ბავშვები,რომლებიც სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ სახლში
-ოჰჰ..რა ქარმა გადმოგაგდოთ -გაეცინა ნიკის
-რავი ბიჭო,დილაუთენია დინამ დამირეკა აუუ წამო დღეს ჟღენტებთანო და უარი,რომ მეთქვა ხო იცი მთელი ცხოვრება გადავიმტერებდი და..
-დამიჯერე არ ღირს ამათი გადამტერება -აჰყვა ნიკიც
-რაო ავღადავდითო? -წაკბინა ნუცამ
-მე ბოდიში -ხელები ასწია ნიკიმ. იმ დღეს სასეირნოდ გავედით.. ნიკი ნელ-ნელა სამსახურის რეჟიმში დგებოდა. მე დედის როლს ვითვისებდი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა მთელ დედამიწაზე. უკვე დაახლოებით ერთ თვეზე მეტი გავიდა,რაც სვანეთიდან დავბრუნდით. ანანო 4 თვის არის,დამიანე წლისა და 5 თვის..
როგორც ყოველთვის ანანოს პატარა ხელებმა გამაღვიძეს. კარგად დავუკოცნე ორივე გაბერი ლოყები და ფუმფულა ლოყები, ის კისკისებდა და მეც კარგ ხასიათზე მაყენებდა. მერე დამიანესკენ გადავინაცვლე,ახლა ის ვაწვალე და ვკოცნე და მერე დაბლა ჩავედით. ნიკი სამსახურში დამხვდა წასული. ჯერ ანანოს ვაჭამე,მერე დამიანეს,მერე მე ვჭამე. კარებზე ზარია.. ანანო "ჭოჭიალაში" ჩავსვი და კარების გასაღებად წავედი. კარები,რომ გავაღე არავინ დამხვდა,ჯერ აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე,მაგრამ არავინ დამხვდა. თუმცა დაბლა დამხვდა პატარა ყუთი. ყუთი ხელში ავიღე,კარები დავკეტე და სახლში შევედი. ერთხანს ყუთი ხელში ვატრიალე,მერე გადავწყვიტე გამეხსნა. ინტერესი მკლავდა,ჯერ რა იდო ყუთში? მერე ვინ იყო ამ საჩუქრის ავტორი? ყუთში თეთრი ვარდი იყო. ღრმად ჩავუშვი მისი სურნელი ფილტვებში. ვიღაცაა,ძალიან კარგად იცის,რომ თეთრ ვარდებზე ვაბოდებ. ნეტავ ვინაა? ალბად ჩემი ბავშვები არიან. ამ ფიქრებიდან,როგორც ყოველთვის ტელეფონის ზარმა გამომარკვია. ნიკი იყო
-ხოო ნიკ
-გაიღვიძეთ?
-ჰოო -ვთქვი და ვარდს დავხედე,გამეღიმა,რაც ხმაშიც შემეტყო
-მშვენიერია -ისიც კარგ ხასიათზე ჩანდა
-ნიკ
-გისმენ
-დღეს რამე ხომ არ გამოაგზავნე სახლში
-არა..რა ხდება?
-ააამმმ..არაფერი რომ მოხვალ მერე გეტყვი
-ოკ..მპუაა -ესღა თქვა და გათიშა. ანუ ნიკი გამოირიცხა..საღამოს ბავშვები მოვლენ და იმათ მერე ვკითხავ,ვფიქრობდი ჩემთვის.. ნიკი საღამოს დაბრუნდა სახლში,უჩვეულოდ მხიარული ჩანდა. ბავშვებს ეთამაშა და მერე დაისვნა. ვეღარ ვცნობდი,ისევე როგორც მე
-ნიკ რა ხდება დღეს რა აჟიტირებული ხარ? ა? -ვკითხე როცა უკვე რესტორანთან ვიდექით ხუთეული
-გაიგებ მალე ჩემო ფერია
-რამე სიურპრიზია?
-შეიძლება -ძალიან მაბნევდა ეს საქციელი, ნეტავ რა ხდება? ეს რამე შუაშია იმ ვარდთან? თუმცა ნიკი რა შუაშია? მთელი საღამო ხმა არ ამომიღია,მარტო კითხვებზე ვპასუხობდი,მერე დებილივით მეღიმებოდა. რაც გოგოებსაც არ გამორჩენიათ მხედველობიდან. ყველაფერი ვუთხარი იმ ვარდზე,თუმცა არავინ იცოდა ვინ იყო. ხან ვსვავდი,ხან ვიცინოდი,ხან ვცეკვავდი. მაგრამ მაინც ჩაფიქრებული ვიჯექი,ირგვლივ არაფერი მესმოდა,ვერაფერს ვხედავდი,ალბად სასმელის ბრალია..მერე ნიკი დავინახე მუხლიჩოქა იდგა..ნეტა რას ჩაიმუხლა ფეხი ატკივდა? ჩემს ფიქრებზე გულიანად გადავიხარხარე,რაზეც ოთხივემ მე შემომხედა..მოიცა აქ რა ხდება? ჩემს გარეშე მოხდა რამე?
-თანახმა ვარ -ნუცას ცრემლები, მერე მთელი რესრორნის ტაშის ხმა,როგორც ჩანს მთელი რესტორნის ყურადღება მიიბყრეს. ლიკა გამოფხიზლდი რა გჭირს? მეჩხუბებოდა მეორე მე. არ ვარ კარგად მგონი..
-გილოცავ ნუცც -დინას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა
-მადლობა საყვარელო
-გილოცავ ბრატუხ -ზუკამ ნიკის მხარზე დაჰკრა ხელი
-ლიკა რამე სათქმელი არ გაქვს? -ყურებამდე გაკრეჭილმა შემომხედა ნიკიმ,ხმას ვერ ვიღებდი,ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ეშველათ ამ საწ....ბს
-ვაიმეე,მგონი დავიშოკე..გილოცავთ -სიცილით წავედი მათკენ და ორივე მაგრად ჩავკოცნე. ბედნიერი ვიყავი ჩემი ძმის და დაქალის ბედნიერებით. ქორწილი ორ თვეში ჰქონდათ,ამიტომ სამივე გოგო მთელი ორი თვე ქორწილისთვის ვემზადებოდით. ანანო და დამიანეც ბედნიერები ჩანდნენ,ანანო პატარა იყო მაგრამ ალბად ჩვენი სიხარული მასაც გადაედო. საჩუქარი კიდევ მომივიდა. ამ ჯერადაც არავინ დამხვდა,საჩუქრის მეტი.. ამ ჯერადაც თეთრი ვარდი იყო და პატარა წერილი
"დღეს სასწაულად ლამაზი იყავი" სად დამინახა? კაბების მაღაზიაში? იქნებ ტორტის სახლში? არ ვიცი,მაგრამ ახლა უფრო დავიბენი. თავიდან მეგონა მისამართი შეეშალათ,მაგრამ მეორედ? მთელი დღეები ამ უჩინარზე ვფიქრობდი. მეორე დღეს ქორწილი იყო,მთელ სამზადისში ვიყავით. და აი დადგა დღე,როცა ნუცა და ნიკი საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯს დგავდნენ. ნუუ..რათქმაუნდა ნუცას მეჯვარეები მე და დინა ვიყავით. ულამაზესი პატარძალი იყო..თეთრი უზარმაზარი კაბა ეცვა,უკან იმ სიგრძე ბოლო ჰქონდა,მე და დინას გვეჭირა კაბის ბოლო. მთელი ქორწილი მხიარულად მიდიოდა,უზომოდ ბედნიერები ვიყავით. მე,როგორც პატარძლის თავისუფალ მეჯვარეს უამრავი ბიჭების ატანა მიწევდა,რომლებიც მთხოვდნენ საცეკვაოდ გასვლას
-ვიცეკვოდ ლამაზო?-ყურში ვიღაცუს ცხელ სუნქვამ ამიწვა ყური. ამ ხმამ ადგილზე გამყინა,ლამის ლუკმა გადამცდა. გამაკანკალა,ნუთუ ის არის? მოლანდებები დამეწყო?არ არსებობს..უკან მივბრუნდი
შენ?? -ჯერ კიდევ ყბა ჩამოვარდნიმა ძლივს მოვაბი ერთ სიტყვას თავი. რაზეც მას გაეღიმა..არაა...ოღონდ ასე ნუ იცინი..მაგრამ მან ხომ ყველაზე კარგად იცის ჩემი მოთაფლის გზები. იცის,რომ მის ღიმილზე ელეთმელეთი მემართება
-ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს-ოხხ ეს ირონიულობა ცუდად მხდის
-შენ აქ რა გინდა?
-ხომ არ დაგავიწყდა ვინ ვარ?
-გასაგებია
-შეცვლილი ხარ
-ექვსი წელი გავიდა
-ხო ექვსი -გაიმეორა,მაგრამ აშკარად იმჩნეოდა მის ხმაში სევდა და სინანული
-ბოდიში უნდა წავიდე -თავის დაღწევა ვცადე მისგან,,მაგრამ ხელი დამიჭირა
-ლიკა გთხოვ..ასე რატომ იქცევი
-როგორ ვიქცევი?
-თავს ისულელებ თუ მე მასულელებ?
-რა გინდა დამიანე რა? -საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა
-ადრე ასე არ მელაპარაკებოდი -წყენა შეეტყო ხმაში
-ადრე არც შენ გარბოდი ასე უმიზეზოდ
-ლიკა გთხოვ მისმინე
-ნამდვილად არ მინდა დღეს შენი მოსმენა. და კიდევ ჩვენს შორის ყველაფერი ექვსი წლის წინ დამთავრდა
-მგონი გეშლება,სამი უნდა გეთქვა -ისევ მისი ირონიულობა
-როგორ ვერ ვიტან მაგ დღეს,რომ დავუბადე მაგასაც ვწყევლი მაგ დღის გულისთვის -ეს ვთქვი და ისე წამოვედი მისგან პასუხსაც არ დავლოდებივარ. სასწრაფოდ ნუცასთან მივედი და ცალკე გავიყვანე
-ახლა თუ არ გინდა გამაგიჟო ამას აქ რა უნდა ამიხსენი -თავით დამიანეზე ვანიშნე
-რა მოხდა,ჩემი ძველი მეგობარია
-არარსებობს - აქეთ იქით დავიწყე სიარული და ღრმად სუნქვა
-ლიკ კარგად ხარ?
-არა,არ ვარ კარგად
-რა გჭირს?
-გახსოვს ბიჭი,რომ მიყვარდა 9-ე კლასში
-ჰოო,მერე რო წავიდა
-ეგ არის
-არარსებობს. გთხოვ თუ გიყვარვარ დღეს აქ არ ატაროთ კონცერტები
-სად დამეკარგე ფერია?
-მოვდივარ ნიკ -როგორც ყოველთვის ნიკი უდროო დროს მოვიდა და დედოფალი მომპარა. ასე დავრჩი მარტო აივანზე,სუფთა ჰაერზე დავჯექი თან არ მინდოდა იმ სულიერის კიდევ ნახვა მაგრამ ვინ გაცდის მარტოობას,ერთი საათია დამიანე მეძახის და კიდე ვერ გამაგებინა,რადგან ფიქრრბმა ძალიან შორს გამიტაცეს
-ლიკა შენ რა დაყრუვდი?
-შემეშინდა იდიოტო
-რა მშიშარა გამხდარხარ შენ ტოო..
-უნდა წავიდე -კვლავ თავის დაღწევა ვცადე,არ ვიცი როდიდან გავხდი ასეთი მხდალი,რომ სულ გაქცევაზე ვფიქრობ,მაგრამ ახლაც არ გამიმართლა კვლავ მის ხელებმა გამაქვავეს
-რაც არ უნდა მოხდეს ახლა აქედან არ გაგიშვებ
-ხელი მეტკინა გამიშვი -ჩემს სახეს,რომ წააწყდა აშკარად მიხვდა,რომ მართლა მეტკინა და წამში გამიშვა
-ყველაფერს ამიხსნი რა ხდება და მერე თავისუფალი ხარ,გიშვებ
-ისე აგიხსნა,რიგორც შენ ამიხსენი მაშინ არა? -ოხ ეს ჩემი სარკაზმი
-ლიკა,იქნებ მიზეზები მქონდა და იმიტომ წავედი,არც კი მისმენ
-მაქვს რამე მიზეზი,რომ მოგისმინო? აი მე კი მაქვს,იმის მიზეზი,რომ არ მოგისმინო,და საერთოდ.. და საერთოდ არც დამენახო
-და რა მიზეზია ასეთი? -მის ხმაშიც იგრძნობოდა ირონია. ამიტომ გადავწყვიტე ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დამერტყა. ვიცოდი ეს მეც საშინლად მატკენდა გულს,მაგრამ მე ხომ ძლიერი ვარ და ამასაც გადავიტანდი მალევე
-მე გავთხოვდი, და მეტი ინტერესისთვის გეტყვი,რომ შვილებიც მყავს -არ ვიცი ამ დროს მის თვალებში რა დავინახე,უბრალოდ შეუძლებელია ამის სიტყვებით ახსნა. დიდი ტკივილი,სინანული,რომელიც უკვე გვიანი იყო,დარდი,სიყვარული და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ ვაღიარებ მეც არ ვიყავი ნაკლებ დღეში, თვალები მაგრად დავხუჭე,რომ ცრემლებისთვის არ მიმეცა უფლება გადმოგორებულიყვნენ. როცა თვალები გავახილე ის არ დამხვდა,წავიდა,მხოლოდ იმას მოვკარი თვალი,როგორ მხეცივით გავარდა გარეთ. მერე მეც დარბაზში შევედი. მთელი ქორწილის დროს თვალებით ვეძებდი,მაგრამ ვერ ვპოულობდი. ასეა არა? რათქმაუნდა. მე ხომ სულ ყველა მტოვებს და ყველა გარბის ჩემგან. მაგრამ აბა რა მეგონა? თავად არ ვთხოვე წასვლა? მეტის ღირსი ხარ ლიკა მეტის. არც ახლა ჩუმდებოდა მეორე მე. ქორწილმა მგონი კარგად ჩაიარა,რადგან ნახევრად დამიანესთან დავფრინავდი ფიქრებით. თვალებით ვეძებდი,მაგრამ ვერ ვპოულობდი,როგორც ჩანს მართლა მწარედ ვატკინე გული. მე მოვატყუე,თან მწარედ მოვატყუე. მართალია მე გავთხივდი და შვილებიც მყავს,მაგრამ არსებობს ის რასაც ვერავინ გაიგებს... საბოლოო ჯამში მაინც მხიარულად გავატარეთ ეს დღე. ლამაზი ქორწილი და ბედნიერი დასასრული იყო..სახლში,რომ დავბრუნდი სრული სიცარიელე იყო,მხოლოდ მე და ბავშვები ვიყავით სახლში,ნიკი და ნუცა ბათუმში წავიდნენ ქორწილიდან. მთელი ღამე დამიანეზე ვფიქრობდი,რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში? რა უნდა ჩემგან?... იმ ღამეს სამივეს მშვიდად გვეძინა. მე და დამიანე ძალიან დაღლილები ვიყავით და მალე დაგვეძინა. აი ანანოს დაძინება კი სიკვდილის ტოლფასი იყო.. ნიკი და ნუცა ერთი კვირა დარჩნენ ბათუმში. რომ ჩამოვიდნენ,ორივემ მაგრად ჩაკოცნეს დამიანე და ანანო. ახლა ჩვენს ოჯახში უკვე ხუთნი ვიყავით. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა,სახლში დაქალიც მყავდა,რძალიც,ძმაც და ორი ცელქი მაგრამ ამავედროულად საყვარელი შვილები...
---
უკვე სამი წელი გავიდა ქორწილიდან. ჩემი დამიანე 5 წლის არის,ანანო 4 წლისაა. ნუცას და ნიკის 1 წლის პატარა ნატალი ჰყავთ,ჩვენი ოჯახი ნელ-ნელა იზრდება,უკვე ექვსი ვართ. ბავშვებს ძალიან უყვართ ერთმანეთი,დამიანე,ისე ზრუნავს ანანო და ნატალიზე,როგორც დიდი კაცი. დედას ჯელტმენი ბიჭია ეს..
როგორც ყოველთვის დღესაც დამხვდა კარებთან,წერილი,ეს უკვე სამი წელია ასე გრძელდება და ამან სისტემატიური სახე მიიღო,როგორც ყოველთვის ახლაც არავინ დამხვდა 2 წერილის გარდა
"დღესაც,როგორც ყოველთვის ულამაზესი იყავი"
"ხვალ 2 საათზე ვაკის პარკში გელოდები"
სახლში შევედი,ანანოს ვაცმევდი ტანსაცმელს,სანდრო ჭამდა. ნუცა,ნიკი და ბავშვი დასასვენებლად იყვნენ წასულები
-დეე რა უნდა? ან ახლა სად დამინახა? იქნებ მანიაკია? -დამიანეს ველაპარაკებოდი
-დედიკო რა უნდა მაგ ძიას? -როგორც ჩანს დამიანეც დაინტერესდა
-არ ვიცი დეე
-ჰაჰ ერთი ამას უყურე,რა იდუმალი ფოსტალიონია -ბოლო ხმაზე ვიცინოდი და დამიანეს ველაპარაკებოდი. დამიანე კი ხვდებოდა რასაც ვამბობდი მაგრამ,ანანო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. არ იტყოდა ბავშვი რა აცინებსო? იმ ღამეს სამივეს მშვიდად გვეძინა,დამიანე უკვე დამოუკიდებლად იძინებს, ანანო მე დავაძინე..
დილით ჯერ მე გავიღვიძე,ბავშვებს საჭმელი მოვუმზადე. მერე ანანომაც მალევე გაიღვიძა. დინას დავურეკე გადმოდი ჩემთან თქო და წამში აქ გაჩნდა.
-დეიდას სიხარულიო..დეიდას ფერიაო..დეიდას მასხარაო.. -დინამ მოსვლისთანავე ანანოს დაუწყო თამაში
-დეიდა კი არა დროა საკუთარზე იფიქრო ქალბატონო -გამეცინა და ანანოს საჭმელი მივეცი, აჭამე თქო,მე დამიანეს ვაცმევდი
-რა უნდა დედაშენს პატარავ? სხვის შვილებსაც მშვენივრად ვეფერები ჰო? თან ორს -ისევ საყვარლად ეტიტინებოდა ანანოს
-მე დინა დეიდა მიკვარს -დამიანემ საყვარლად დაიწყო ლაპარაკი,არა სულ გამიფუჭეს ბავშვები ამათმა
-ეგ კი არა ეხლა რაღაც უნდა გითხრა
-ოჰ რა უცებ დასერიოზულდა დედიკო
-დინა! ხო იცი 9-ე კლასში ერთი ბიჭი რომ მიყვარდა,იმასაც ვუყვარდი
-ჰო ქორწილშიც რომ ნახე მაშინ
-ჰო ეგ,როგორ მინდოდა მაგის მოკვლა,მაშინ მაგრამ ძმის ქორწილს ხომ არ ჩავშლიდი. და მთავარი არ მითქვავს -მას ამ იდუმალ წერილებზე მოვუყევი ყველაფერი.
-არ არსებობს,დაჟე გიბარებს მნახეო? გოგო იქნებ დამიანეა
-ჰო გოგო,გიჟია მგონი. გამორიცხულია დამიანე არ იქნება
-მიდი ანანოსთან და დამიანესთან მე დავრჩები. შენ წადი და ნახე რა უნდა. მაგრამ მე მაინც დამიანე მგონია.
-არ ვიცი. იმედია მანიაკი არ იქნება ვიღაც, ჩემი დამიანეც ნერვიულობს და ამასთან არაფერი შეიმჩნიო
-კაი მიდი -მაღლა ავედი,გავემზადე და ორ წუთში ქვემოთ ვიყავი. დინას ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი რა,როგორ უნდა ეჭამა ბავშვისთვის,ბოლოს ბავშვებს დავუბარე დინა არ გააბრაზოთ თქო და წავედი. მალევე მივედი,რადგან შორს არ ვცხოვრობდი. ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი. თითებს ნერვიულად ვიმტვრევდი. ეს ქარიც ახლა დაემატა,ჩემს წითურ თმებს სულ აქეთ-იქით ყრიდა
-გამარჯობა -უკნიდან მამაკაცის ბოხი ხმა გავიგე,ისე იყო შეფუთული ნამდვილად გამიჭირდა მისი ცნობა. მის დანახვაზე უფრო შემეშინდა. ხმას ვერ ვიღებდი,ველოდებოდი როდის გადავიდოდა საქმეზე
-პატარა ყოფილხარ,მე შედარებით დიდი წარმომედგინე..საუკეთესო გემოვნება ჰქონია გოგოებში,ვაჟბატონს
-ვის?-ძლივს ხმა ამოვიდგი
-შენს სიყვარულს, რა?ასე არაა?
-ვინ ხარ? რა გინდა?
-ჩშშ.. მალე ყველაფერს თავად მიხვდები
-მეჩქარება,მოცლილი არ გეგონო სახლში ბავშვი მელოდება
-აააა...ანუ ბავშვი..საინტერესოა ვისია ეს ბავშვი
-ჩემია ის მარტო ჩემია
-კარგი,აღარ მოგაცდენ..უბრალოდ ამის მოსაცემად მოვედი -მან კონვერტი გამომიწოდა და უხმოდ დატოვა იქაურობა,ერთ ხანს ვიფიქრე გამეხსნა თუ არა. ბოლოს გავხსენი და სურათების კოლექცია გადმოიყარა..ერთიანად ამიტანა კანკალმა,სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი,თვალებს მაგრად ვხუჭავდი,რომ ცრემლებისთვის არ მიმეცა უფლება გადმოგორებულიყვნენ, სურათები ხელიდან მიცვივდებოდა..ვინ იყო? რატომ მომიტანა ეს სურათები? რის მიღწევას სცდილობს? ვინ მოაგზავნა? გაინტერესებთ რა სურათები იყო? დამიანეს სურათები,ბიჭის,რომელიც 9-ე კლასში სიგიჟემდე მიყვარდა,თუმცა ის წავიდა უცხოეთში,მაშინ რას ვიფიქრებდი ისევ თუ ჩამოვიდოდა და თან ცხოვრებასაც დამინგრევდა? მერე ისევ წავიდოდა და ახლა ისევ ჩამოვიდოდა? ხო ამ სურათებში ის იყო,თბილისის ქუჩებში დადიოდა. ანუ ის აქ არის? ის ხომ ძლივს დავივიწყე,ასე რატომ იქცევა? გზას ნელ-ნელა მივუყვებოდი,ჩემ დანამულ ლოყებს ცალი ხელით ვიმშრალებდი, ფეხებს ძლივს დავათრევდი..ვნატრობდი,რომ ქუჩაში არ შემხვედროდა,ამღვრეული თვალებიდან უკვე გზასაც კი ვეღარ ვხედავდი კარგად. ამდენი ფიქრისგან თავი სულ გაბრუებული მქონდა,სულ ვკანკალებდი..მანქანის მუხრუჭუს ხმა გავიგე,თუმცა ისე გავაგრძელე გზა ზედაც არ შემიხედავს, არ მადარდებდა დამეჯახებოდა თუ არა. გზა გავაგრძელე..სახლამდე მშვიდობით მივედი,ძალა გამოცლილი ვიყავი,ცხელი შხაპი მივიღე. მალადეც დინას გაძლებას ორი ბავშვი,რომ დაიტოვა,მატყობდა,რომ ვერ ვიყავი კარგად,ამიტომ ბავშვები,რომ დავაძინეთ,დავაძინეთ,მაშინვე მოვუყევი ყველაფერი
**დამიანე**
ნიკის და ნუცას ქორწილი იყო. ნიკი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ქორწილშიც ამიტომ წავედი. ლიკას დანახვაზე ელეთმელეთი დამემართა. ამდენი ხნის შემდეგაც კი მივხვდი,რომ ძველი გრძნობები ჯერ კიდევ არ გამნელებია. მართალია,მე 11-ე კლასში დიდი შეცდომა დავუშვი,მისგან,რომ წამოვედი,მაგრამ უმიზეზოდ ხომ არაფერი არ ხდება. რომ მითხრა გავთხოვდიო სიმართლე გითხრათ არ დამიჯერებია,ორი მიზეზის გამო, საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა,და მეორე მთელი ქორწილი თვალს არ ვაშორებდი და წრავისთვის შეუხედავს ისე,როგორც მე მიყურებდა ხოლმე. ხო,შეიძლება ეგოისტიც ვარ და მგონია,რომ ამ სიყვარულით მხოლოდ მე მიყურებს,მაგრამ ვიცი,რომ ის გათხოვილი არ იქნება. მერე ისევ დავბრუნდი, 3 წელში,მაშინ 19 წლის ვიყავით,ისევ ვნახე,ის ისეთი დახვეწილი და ლამაზი იყო..მაგ დღეს ბევრი დავლიეთ კაფეში ვიყავით,მერე კი მოხდა ის რაც მოხდა....
მერე ისევ წავედი ამერიკაში,საკმაოდ ბევრი ფული ვიშოვე..
ახლა 2017 წელია. ისევ ჩამოვედი ხო ასე დავხეტიალებ აქეთ-იქით. მაგრამ გადავწყვიტე,რომ სამუდამოდ აქ დავრჩე,ჩემს ქვეყანაში. დღეს შუქნიშანთან დავინახე. გზას კვეთდა. ცოტაც და დავეჯახებოდი,მან კი ზედაც არ შემომხედა,როგორც ყოველთვის ბოლოს სამი წლის წინ ვნახე,პირობას არ ვარღვევ. ყოველ სამ წელიწადში ჩამოვდიოდი ვნახულობდი. მაგრამ ახლა სულ სხვანაირი იყო,ისეთი ლამაზი იყო სიტყვებით ვერ ავღწერ. რა უნდა გამეკეთებინა? უკან ხომ არ გავყვებოდი? ამდენი ხნის მერე კვლავ დავინახე და ახლა მივხვდი,როგორ მომნატრებია. საჭეს ძლივს ვიმორჩილებდი,არ ვიცოდი,ამდენი ხნის მერე მის დანახვაზე ასეთი რეაქცია თუ მექნებოდა. სახლამდე ძლივს მივედი,მერე სანდრექსას დავურეკე,ჩემ ძმაკაცს. ამოდი თქო ვუთხარი და ისიც წამში აქ გაჩნდა
-რა იყო რას გამიხეთქე გული ტოო? -მოსვლისთანავე დამეტაკა სანდრო
-შემოდი რა თუ ძმა ხარ
-მეტყვი თუ არა,რა სახე გაქვს,თვალები რას გიგავს რამე მოწიე? -მაშინვე კითხვები დამაყარა
-გახსოვს, ლიკუნაზე,რომ გიყვებოდი ხოლმე?
-ჰო ბიჭო მერე
-დღეს დავინახე,ლამის დავეჯახე
-არარსებობს,დაგინახა?
-არა ბიჭო,არც იცის აქ რომ ვარ. ბოლოს ნიკის და ნუცას ქორწილში ვნახე იმის მერე 3 წელი გავიდა,სულ შეცვლილია
-მერე რას აპირებ?
-რა უნდა ვქნა? მგონი აღარც ვახსოვარ,მაგრამ ვის დავაბრალო?ეს ხომ სულ ჩემი ბრალია..ჩემიი!! -მუშტებს კედელს ვურტყავდი და ოთახში ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი
-გინდა გაგიგო ყველაფერი ლიკაზე?
-რა აზრი აქვს რო?
-შენ ბიჭო სულ გამოშტერდი? სად გაქრა ის დამიანე ყველაფერს რომ აკეთებდა გოგოს დასაკერად
-არ ვიცი სანდრო არ ვიცი
-გაგიგებ ყველაფერს,მიდი ნახე და დაელაპარაკე,თუ არ გინდა სულ გადამრიო
-მადლობა ძმა ხარ სანდრუშ -
სანდროსთვის ეს დავალება ზღვაში წვეთი იყო,ის ასეთ რამეებზე მუშაობდა. ინფორმაციის მოძიება,და ყველაფერი,ისიც კი შეეძლო გაეგო ვინ სად მიდიოდა და როდის მიდიოდა. 1 კვირაში, კარებზე ზარმა გამაღვიძა,სანდრო იყო
-შემოდი
-გაგიგე ყველაფერი -მან ყველაფერი ამიხსნა სად მუშაობდა და რას აკეთებდა. მეორე დღესვე მივედი მის სამსახურში. თუმცა იმის გამბედაობაც არ მეყო,რომ მივსულიყავი და მელაპარაკა. ასე შორიდან ვაკვირდებოდი,როგორ მინდოდა მივსულიყავი და ძველებურად მოვხვეოდი მხრებზე,კვლავ შემეგრძნო რას ნიშნავს გიყვარდეს ქალი,რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ. განსაკუთრებით ერთი ბიჭი მომხვდა თვალში,სულ ერთად იყვნენ,აი უკვე გაიღვიძა ჩემში ეჭვიანობის სულმა. მალევე მოვედი გონს,გადავრჩი.. შეიძლებოდა დავენახე,სასწრაფოდ დავტოვე ოფისის შენობა და მანქანა წამში მოვწყვიტე ადგილს
**ლიკა**
დღესაც,როგორც ყოველთვის სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი,სახლში კარგი ამბავი დამხვდა,ნუცა და ნიკი უნდა ჩამოსულიყვნენ ბათუმიდან,ანუ პატარა ნატალისაც ვნახავდი. ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით. განსაკუთრებით დამიანეს და ანანოს უხაროდათ ნატალის ნახვა,ესენი ხომ განუყრელები არიან. ორ დღეში მე და საბას (ჩემი თანამშრომელი) მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სამსახურის საქმეზე,სასტუმროში უნდა მივსულიყავით და ორი დღე იქ დავრჩენილიყავით,ამიტომ დამიანე და ანანოც თან წავიყვანე..მე და ბავშვები ერთ ნომერში შევედით,საბა მეორეში. საღამოს სავახშმოდ გვეპატიჟებოდა საბა,მე და ბავშვებს. მართალია მის მხრიდან საჭიროზე ზედმეტ ყურადღებას ვგრძნობ,რაც არც ისე სასიამოვნოა,მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი. სტაფილოსფერი გრძელი კაბა ჩავიცვი,სულ ბრწყინავდა,თეთრი მაღალი ფეხსაცმელი,მსუბუქი მაკიაჟი და
მზად ვარ..საბა თავის ოთახთან დამხვდა,წითელი ვარდი ეჭირა ხელში და მთელი მონოდომებით მელოდებოდა. მე რისი ლიკა ვარ,რომ არ დავაგვიანო,თან ორ ბავშვს გამზადება არ უნდა? დამიანეს ახალი შარვალ-კოსტუმი ჩავაცვი და ნამდვილ პრინცს ჰგავდა..ჩემი ანანო კი ფერიასავით იყო. საბამ ანანო გამომართვა,დამიანეს აქეთ-იქიდან ჩავკიდეთ ხელი და სასტუმროს პირველი სართულისკენ ავიღეთ გეზი..ნუ რათქმუნდა ლიფტით უნდა ჩავსულიყავით..
**დამიანე**
როგორც ყოველთვის ახლაც არანორმალურმა სანდრომ გამაღვიძა,თავზე გიჟივით დამახტა და ყურში ჩამყვიროდა გაიღვიძეო
-აუუ თავი მისკდება და შენ კიდე გამიხეთქე ყურის ბარაბნები -მოგუდული ხმით ამოვიბუტბუტე
-ადექი ფეხზე,თორემ წაგივიდა შენი ლიკუნა,ვიღაც ტიპთან ერთად
-რაა? სად? -იმხელაზე დავიყვირე მეც შემეშინდა
-სად და სასტუმროში,დროზე ადექი ფეხზე და გაემზადე -მან სასტუმროს მისამართი მომცა,სასწრაფოდ გავქანდი ამ მისამართზე,საკმაოდ შორს იყო,მაგრამ მის გამო ცხრა მთას იქითაც წავიდოდი. მიმღებში ლიკას შესახებ არავინ არაფერი მითხრა,აქ არც ჩემმა ფულებმა გაჭრა და არც სახელმა. ამიტომ ერთი ნომერი დავჯავშნე,იმის იმედით,რომ სადღაც მაინც შევხვდებოდი. მიმღებში ერთი ახალგაზრდა გოგო იჯდა,რომ დამინახა გაგიჟებული ვიყავი თავის ჭკუით დახმარება შემომთავაზა
-იცით მე შემიძლია დახმარება
-მეტყვი სად არის ლიკა ჟღენტი?
-მხოლოდ ერთი პირობით
-გააჩნია პირობას
-ხვალ საღამოს ჩემთან ერთად ივახშმებ და მერე გეტყვი მის შესახებ ყველაფერს
-კი მაგრამ მე ახლა მაინტერესებს
-შენი ნებაა,ან ხვალ ან არასდროს -უხხ,,როგორ მაღიზიანებდა ეს წიკვინა ხმა..როგორ მინდოდა თმებით მეთრია ეს გადაშპაკლული გოგო,მაგრამ მართალი იყო,ან ხვალ ან არასდროსო. ამიტომ დავთანხმდი და ჩემს ნომერში ავედი. ხვალინდელი დღე ისე იწელებოდა,საუკუნედ მეჩვენებოდა თითოეული წამი. ამავედროულად ისე მეზარებოდა ამ გოგოსთან წასვლას სიკვდილი მერჩივნა,მაგრამ ლიკას გამო ამასაც ავიტანდი,როგორმე. როგორც გავიგე ამ გოგოს ნანკა ერქვა. ნანკა ჩემს ნომერთან ამოვიდა და ერთად უნდა ჩავსულიყავით დაბლა,ლიფტი გამოვიძახე,წუთიერი ლოდინის შემდეგ ლიფტის კარებიც გაიღო ჩვენს წინ,ლიფტში ჯერ ნანკა შევუშვი მერე მე შევედი,კარები იკეტებოდა,მაგრამ ვიღაც ბიჭმა გააჩერა. მეცნობა ეს ბიჭი,ისაა,ლიკას სამსახურში რომ ვნახე. ხელში პატარა გოგო ეჭირა,ნამდვილი ანგელოზს ჰგავდა. უკან გოგო და პატარა ბიჭი მოჰყვებოდა. გოგო? ჰმმ..ამ გოგოს დანახვაზე,ჟრუარტელმა დამიარა,კანკალმა ამიტანა, ჩემი ლიკუნა,ვფიქრობდი გულში, ის არის,ამდენი ხნის მერე კიდევ შევხვდი,ჩემია,ჩემი ლიკუნა. მან ვერ დამინახა,რადგან პატარა ბიჭთან თამაშში იყო გართული და ასევე პატარა გოგოს უკოცნიდა ლოყებს,რომელიც იმ ბიჭს ეკავა ხელში,მე რომ ვიეჭვიანე ლიკას სამსახურში
-დამიანე გაჩერდი ანანოს ნუ აბრაზებ -ფიქრებიდან ანანოს ხმამ გამომარკვია..რაო?დამიანეო? მგონი გავგიჟდი..სახე მეწვოდა,შინაგანად ვიწვოდი
-დედიკო ნაყინებს ხომ მიყიდი? -არ ვიცი გულმა რამდენი დარტყმა გამოტოვა,თითქოს დამანაწევრეს,დამჩეხეს,მომკლეს,გული ამომგლიჯეს,პრინციპში ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. ნუთუ ლიკას შვილი ჰყავს? ნუთუ ეს მართლა მისი შვილია? ლიფტის კედელს დავეყრდენი,რომ არ წავქეულიყავი.
-თუ ჭკვიანად იქნები გიყიდი დეე-წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებდი,ალბად ფერიც დავკარგე,ერთი სული მქონდა ლიფტი გაჩერებულიყო. ლიფტის კარები გაიღო ლიკა,ის უცნობი ბიჭი და ბაავშვები ლიფტიდან გა იდნენ, მე ჯერ კიდევ პირდაღებული ვიდექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი, ნანკა გაოცებული მიყურებდა
-დამიანე არ გამოხვალ?
-აამმ..ჰოო..მე რა თქმა უნდა -ლიფტიდან გავრდი ნანკამ ხელმკლავი გამომდო და დაჯავშნულ მაგიდისკენ წავედით..
დავინახე,როგორ დასხდნენ ერთ მაგიდასთან,ლიკა ის უცნობი და ბავშვები,როგორც გავიგე, დამიანე,იმ უცნობს ეთამაშებოდა,თვალს ვერ ვაშორებდი,გამოვშტერდი, აღარაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი იმ ოთხის გარდა. არც ნანკას ხმები მესმოდა
-დამიანე კარგდ ხარ?
-კი ნანკა მე გავალ და მალე მივალ კარგი? -ნანკა მაგიდისკენ გავუშვი და ისევ ლიკასკენ გავიხედე,თვალები შუბლზე ამივიდა,როცა დავინახე,რომ ისიც მე მიყურებდა,წამში შეეცვალა სახე,ისიც ისე გაკვირვებული მიყურებდა,როგორც მე,მაშინ,როცა ბავვს დამიანე დაუძახა. მერე დამიანემ წვენი გადაიქცია და წამიერად მისკენ გაიხედა,მე კი დრო ვიხელთე და თვალის დახამხამებაში მივეფარე თვალს
**ლიკა**
მის დანახვაზე ელდა მეცა,ერთიანად ამიტანა კანკალმა,ვეღარ ვცნობდი,სულ შეცვლილი იყო ამ ბოლო სამი წლის მანძილზე. უსიც დაჟინებით მიყურებდა,თვალს არ მაშორებდა,არადა დავინახე,როგორ მივიდა გოგოსთან ერათად მაგიდასთან. პატარა დამიანემ წვენი გადაიქცია და მისკენ გავიხედე,ამასობაში კი ის თვალს მიეფარა. არა,ამას ასე ვერ დავტოვებდი,არ შემეძლო,მას ვეღარ გავუშვებდი. ფეხზე ავდექი და იმ ადგილისკენ წავედი სადაც ის დავინახე, ,თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი,რომ როგორმე კვლავ დამენახა,მერე ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და წამში კედელზე ვიყავი აკრული. ის იყო..სუნთქვა გამიხშირდა,უფროსწორად ვეღარ ვსუნქვდი,ჰაერი აღარ მყოფნიდა,ის ჩემს წინ იდგა,ისე ახლოს იყო მისი გულის ბაგა-ბუგიც კი მესმოდა, გული ალბად მალე ამოვარდებოდა საგულედან,ისევე,როგორც მისი გული. ორივეს გახშირებული სუნქვა..თვალებში ჯიქურად მიყურებდა,ელოდა,რომ რამეს ავუხსნიდი..ის უფრო ახლოს მოისწია ჩემსკენ,ახლა მართლა აღარ შემეძლო,სუნქვა მეკვროდა,ჰაერი აღარ მყოფნიდა. დაახლოებით 2 წუთი ასე ვიდექით და ერთმანეთს უაზროდ ვაშტერდებოდით,ზუსტად ისე,როგორც მაშინ,6 წლის წინ. მერე მან თვალები ბავშვისკენ გააპარა,არა ოღონდ ეს არა..ნუთუ მიხვდა?ნუთუ ყველაფერს მიხვდა? ბავშვს თვალი ძლივს მოსწყვიტა,მერე ისევ მე შემიმხედა,ასეთი ზიზღი მის თვალებში პირვლად დავინახე
-შენ მე მომატყუე..ქმარი არ გყავს,თქვენ სხვადასხვა გვარი გაქვთ -მან საბაზე მითხრა,როგორც ჩანს უკვე მოსაწრო ყველაფრის გარკვევა. აშკარად ძალიან გაბრაზებული იყო,მას არ ვადანაშაულებ,მე ხომ ის მოვატყუე? თან ძალიან მწარედ მოვატყუე
-როგორ გვიპოვე -ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე
-ეგ შენი საქმე არაა -ისევ ეს საზღარი ხმა, წამიერი პაუზის შემდეგ კვლავ ბავშვისკენ გაიხედა -ის ჩემი შვილია? -დამიანეს თვალს არ აშორებდა ისე მეკითხებოდა,არა,ოღონდ ეს არა..არ შემიძლია..არაა...
-გამიშვი უნდა წავიდე -ხმა აღარ მემორჩილებოდა,ცოტაც და გავქრებოდი,ხმა სულ გამეპარა,ძლივს ვჩურჩულებდი. გაქცევა ვცადე,მაგრმ კვლვ კედელზე აღმოვჩნდი გაკრული
-ლიკა ეს ჩვენი შვილია?
-გთხოვ,გამიშვი..უნდა წავიდე -უკვე ხვეწნა-მუდარაზე გადავედი
-გთხოვ..არ წახვიდე..არ წახვიდე ლიკა..გთხოვვ -ის უფრო ახლოს მოისწია,თვალები მაგრად დავხუჭე იმ იმედით,რომ ის მალე წავიდოდა,მაგრამ არა არ წასულა
-ლიკა შენ გამირბიხარ?
- არა შენგან გაქცევა არ მინდა,საკუთარ თავს გავურბივარ-ცრემლები წამომივიდა,მართლა ცყდდ ვიყავი
-ლიკა,გთხოვ..ოთახში დამელოდე -არ არსებობს,ანუ მან ჩემი ოთახის ნომერიც იცის?
-გთხოვ არაფერი დამიშავო
-ლიკა არ გაიქცე..უბრალოდ ოთახში დამელოდე.
სხვა გზა არ მქონდა,ის მისი შვილი იყო,ასე ვერ მოვექცეოდი. სულელი ვარ,ნამდვილი სულელი. ისევ ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი,ანანო და დამიანე საბასთან დავტოვე,საბამ მთხოვა ასე. მე მაღლა ვიქნები,თავს ცუდად ვგრძნობ თქო ვუთხარი და ჩემს ოთახში ავედი,აივანზე ვიდექი,ვიღაცის შეხება ვიგრძენი,მერე ვიღაცის ცხელმა სუნქვამ ამიწვა მხარი,ერთ ადგილზე ვიდექი,გაუნძრევლად,ჩემს ღაწვებზე უკვე იკვალავდნენ გზას ცრემლის ბურთულები
-ხომ იცოდი,რომ შენს გარეშე სუნქვა არ შემეძლო? -მის ხმაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა -სული დავკარგე..სხვისი შეყვარება ვერ შევძევლი..ვიცი წავედი და შენც გული გატკინე,მაგრამ მეც არ ვიყავი კარგად..ვკვდებიდი გესმის? ვკვდებოდი.. -მისი სიტყვები ცუდად მხდიდა,ეს არასდროს უთქვამს ჩემთვის,რა მოხდებოდა ეს რომ წლების წინ ეთქვა,მაშინ,როცა პირვლად მიმატოვა და წავიდა?
-სიმართლე მითხარი, მართლა გიყვარდი?
-არა არ მიყვარდი -გეფიცებით,ამ დროს მინდოდა მე-20 სართულიდან გადავმხტარიყავი
-და უბრალოდ არც გენატრებოდი არა?
-არა არ მენატრებოდი -ეს ბოლო წვეთი იყო,ჩემი მოთმინების
-სულელი ვარ ხო? ისევ ის პატარა სულელი გოგო ვარ ხო შენ,რომ გენდე? -სახლში შესვლა ვცადე,მაგრამ ხელი დამიჭირა
-უბრალოდ არ მიყვარდი,სიყვდილამდე მიყვარდი..და უბრალოდ არ მენატრებოდი,ტკივილამდე მენატრებოდი -მის ხმამ ადგილზე გამაქვავა,ვიცოდი,რომ ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვინანებდი,აქედან წასვლას. უკან მივბრუნდი და მთელი ძალით მივეხვიე კისერზე,მანაც მომხვია თავისი გრძელი ხელებდი ბეჭებზე. კვლავ ღრმად ვისუნქავდი,მის სურნელს
-ბავშვი ჩემია? -მის ხმამ კვლავ რეალობაში დამაბრუნა
-ხო -ძლივს გასაგინად ამოვიხავლე,ამას მისი ღრმად ამოხვნეშა მოჰყვა..ტირილი ამივარდა,მთელი 6 წლის მანძილზე ამ საიდუმლოს ვინახავდი და ძლივს გავბედე მისთვის სიმართლე მეთქვა..უფრო მაგრად მოვხვიე ხელები
-რატომ არ მითხარი?..ამდენი რატომ მაწამე? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ,ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა
-არ შემეძლო,მე მართლა გათხოვილი ვიყავი,მე მართლა გავთხოვდი დამიანე გესმის?
-რაა? რა თქვი? ანუ მე გათხოვილ ქალთან..მოიცა რა? ანუ შენ მაშინ გათხოვილი იყავი? ლიკა მიპასუხე,მაშინ გათხოვილი იყავი? ზუსტად 6 წლის წინ გათხოვილი იყავი და ყველაფრის მიუხედავად ჩემთან ერთობოდი? -მთელი ხმით მიყვიროდა და ხელებს აქეთ-იქით აქნევდა
-ეს ადვილი არ ყოფილა,შიშში ვცხოვრობდი,მეშინოდა,რომ ერთ დღეს გიგი ყველაფერს გაიგებდა და დამშორდებოდა,ღირსიც ვიქნებიდი ასე,რომ მოქცეულიყო. მაგრამ არა,ის აღარაა. მანაც დამტოვა გესმის? ის აღარა,მოკვდა,მოკვდა -ახლა მე ვყვიროდი ბოლო ხმაზე,თან ვტიროდი და ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი
-მაგრამ ის ჩემი შვილი იყო და არა მისი
-მეშინოდა,რომ შვილს წამართმევდნენ,მაპატიე..სხვა სამყაროში მინდა ცხოვრება-ისევ გაქცევა ვცადე,სახლში შესვლას ვაპირებდი,მაგრამ კვლავ მან დამიჭირა და ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნა
-გამირბიხარ?
-არა შენგან გაქცევა არ მინდა,საკუთარ თავს გავურბივარ-ცრემლები მომწმინდა,თავზე მეფერებოდა
-ეს შეუძლებელია,ვერ გაგიშვებ გესმის? ლიკა გესმის?-მისი ხმა გულს მიკლავდა,მინდოდა ძველებურად მოვხვეოდი მხრებზე და ისევ შემეგრძნო ის სითბო,რასაც წლების წინ ვგრძნობდი. ვეღარ ვითმენდი,ისევ ძველებურად მიყვარდა,თურმე სიგიჟემდე ვყვარებივარ. მიყვარდა და თან მეზიზღებოდა. ვინ მისცა უფლება,რომ ჩემს მაგივრად მიეღო გადაწყვეტილებები?
-დედა სად ხარ-პატარა დამიანეს ხმამ მომიყვანა აზრზე,რომელიც როგორც ჩანს უკვე ამოსულიყო ოთახში,დამიანეს ლოყაზე მოვეფერე და ოთახში შევედი,იქ მარტო დამიანე დამხვდა,ანუ ანანო ისევ საბასთან იყო. მთელი ძალით ჩავეხუტე,მანაც მალევე მომხვია თავისი პატარა თითები,არ მინდოდა ჩემი ცრემლიანი თვალები დაენახა
-დედა შეიძლება საბა ძიასთან წავიდე?ნაყინები უნდა მიყიდოს -უკან უყურებდა ვიღაცას,დამიანე შემოსულა სახლში..მეც უკან გავიხედე,უკან დავიხიე..ვაკვირდებოდი,როგორ მიიწევდა დიდი დამიანე,პატარა დამიანესკენ,როგორ უახლოვდებოდა დიდი სილუეტი,პატარას,რომელიც საშინლად ჰგავდნენ ერთმანეთს..დამიანე,პატარა დამიანეს წინ ჩაიმუხლა,თავზე ეფერებოდა,მერე ლოყებზე,თვალებზე,თითქოს მის ყველა ნაკვთს კარგად სწავლობსო
-შენ დამიანე ხარ არა?-დამიანემ პატარას ჰკითხა
-კი
-მეც დამიანე მქვია -დამიანემ ხელი გაუწოდა და პატარა დამიანემაც შეაგება თავისი პატარა ხელები -სასიამოვნოა შენი გაცნობა პატარავ -ტირილი მინდოდა,ისეთი ტირილი მთელი ეს დაგროვილი ემოცია,რომ ამოეტანა,მაგრამ არ შემეძლო დამიანეს წინ მეტირა,მას ვერ დავანახებდი,როგორი სუსტი დედა ჰყავდა
-დამი მზად ხარ? -ოთახში საბას ხმა გაისმა,რომელსაც ანანო ეჭირა ხელში
-საბა ჩემი თანამშრომელია,აქ საქმიან შეხვედრაზე ჩამოვიდა,ჩვენ კი მას გამოვყევით -სიტუაციის განმუხტვა ვცადე -დამიანე,ჩვენი ოჯახის მეგობარია -ახლა მას გავაცანი დამიანე. მეგობარი? ვის ვატყუებდი?საბას თუ საკუთარ თავს?..დამიანე ფეხზე წამოდგა სასიამოვნოაო საბას უთხრა..მერე ისევ დამიანეს წინ ჩაიმუხლა
-ბათუმი მოგეწონა?
-კიი ძალიან, სასტუმროში პირვლად ვრჩები -დამიანემაც საყვარლად დაიტყო ლაპარაკი -დედა შეიძლება წავიდეთ? საბა ძია შემპირდა გაგასეირნებ და ნაყინებს გიყიდიო -ახლა მე მომიბრუნდა
-კიი რა თქმა უნდა -უარს ვერ ვეტყოდი,თან არ შემეძლო მას ასეთი ვენახე,ანანო მაგრად დავკოცნე და ისიც საბასთან ერთად გავუშვი. უკვე კარებთან იდგნენ,როცა დამიანე უკან მობრუნდა,გამიკვირდა..რამე ხომ არ დარჩა თქო ისიც ვიფიქრე..მაგრამ არაა
-მიხარია თქვენი გაცნობა -მან თავისი პატარა ხელი დამიანეს დიდ ხელს გაუწიდა..დამიანე კვლავ მის წინ ჩაიმუხლა და მთელი ძალით ჩაიხუტა,ისე ეხუტებოდა თითქოს ეს მისი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. გული შემეკუმშა ამის დანახვაზე,წარმომედგინა დამიანე რა დღეში იქნებოდა, ალბად სამუდამოდ მოკვდებოდა მე,რომ ის გამეშვა ან ბავშვი მისგან შორს წამეყვანა..ამის გაფიქრებაც კი მზარავდა. დამიანე,პატარა დამიანეს ნაზად უკოცნიდა ლოყებს,სანამ ჩახუტებული იყო,ობლად ჩამოგორებული ცრემლის მოწმენდაც მოასწრო
-მეც ძალიან მიხარია -ეს თქვა და პატარა დამიანე საბასთან ერთად გავიდა ოთახიდან.. დამიანე ჯერ კიდევ იმ პოზაში იჯდა,ვერ ინძრეოდა,პირზე ხელს იფარებდა,და ტიროდა..ხოო,ბიჭებიც ტირიან,როცა გულში მახვილს არჭობენ..ტუმბოს დავეყრდენი,რომლსაც პატარა სარკე ჰქონდა,დავეყრდენი,რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა,სახეზე ხელებს ვიფარებდი,რომ ჩემი ტირილის ხმა ძალიან არ გასულიყო ოთახიდან. დამიანე ძლივს წამოდგა ფეხზე ჩემსკენ მოდიოდა
-კარგად გაგიზრდია
-ნიკი და ბავშვები,რომ არა ვერაფერს გავხდებოდი..ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო,ჯერ შენს გარეშე,მერე გიგის გარეშე..მერე ისევ გამოჩნდი,რას მიკეთებ ასეთს? ყოველი ჩამოსვლის მერე ვკვდებოდი,რომ გიყურებდი. მაშინ ნიკის ქორწილში,გიყურებდი,როგორ მხეცივით გავარდი გარეთ,ვიცოდი,რომ დაბრუნდებოდი,რადგან ჩემი მიტოვება არ შეგეძლო,ხო ვიცი ეგოისტი ვარ,მაგრამ ასეა..შენ მიუხედავად იმისა,რაც ქორწილში გითხარი,მაინც ვერ შეძელი ჩემი მიტოვება
-სიტყვას გაძლევ,ახლა მხლოდ მე შენ და ჩვენი შვილი ვართ სხვა არაფერი მაინტერესებს
-და როგორ გგონია ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება?
-თქვენ ხართ ჩემი ოჯახი..ლიკა გთხოვ არ დაიკარგო,ძალიან გთხოვ,მომეცი უფლება ჩემი შეცდომა გამოვასწორო..ვიცი ვერ დამივიწყე,ყოველდღე ჩემზე ფიქრობდი -ჩემსკენ მოისწია თმებზე მისმევდა ხელს,მერე ლოყაზე ჩამოუყვა
-შეუძლებელია დავიწყება,ყოველდღე შენი თვალებით შვილი მიყურებს-თან ვტიროდი,თან ველაპარაკებოდი მერე დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა,მერე ლოყებზე,თვალებზე,ტუჩებზე..ისევ მაგრად ჩამეხუტა. უკვე გადაწყვეტილი,მქონდა,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო აღარ გამეშვა,მხოლოდ მე,ის და ჩემი შვილები.და ჩემი შვილები ვიქნებიდით
იმ ღამეს დამიანე თავის ნომერში გავიდა,საბამ მალევე დააბრუნა ბავშვები და ისიც თავის ოთხში გავიდა,მთელი ღამე,ორივე ბავშვს მაგრად ვეხუტებოდი,ვკოცნიდი,ვეფერებოდი. ვფუქრობდი ვინ იყო ის კაცი,სურათები,რომ მომცა,რატომ ეძებენ და უთვალთვალებენ დამიანეს? საიდან იცოდა დამიანე,რომ დამიანეს შვილი იყო? ამ ფიქრებისგან დაღლილს,ძლივს დამეძინა. მეორე დღეს კარებზე დამიკაკუნეს,ბავშვებს ისევ ეძინათ,ამიტომ ფრთხილად დავტივე ოთახი და კარები გავაღე. დამიანე იყო,ველოდი,რომ მოვიდოდა
-შემოდი -თითქმის ჩურჩულით ვუთხარი
-სძინავთ? -მანაც ჩუმად მითხრა
-კიი
-შეიძლება ვნახო?
-რათქმაუნდა -მას გავუღიმე და ბავშვების ოთახში შევედი,ორივეს ისევ ეძინათ. დამიანე,მძინარე დამიანესთან ჩამოჯდა,ერთხან ასე უყურა
-როგორ ვძლებდი აქამდე უთქვენოდ -თავისთვის ჩაილაპარაკა,მსგრამ გსვიგე. მერე ფრთხილად აკოცა და ისევ მისაღებში გამოვედით
-ყავას დალევ? -ვკითხე და სამზარეულოსკენ წავედი
-როგორ მომენატრა შენი გაკეთებული ყავა.
-დამიანე
-ჰო
-რამდენიმე დღის წინ,ვიღაც კაცი ვნახე..შენი სურათები მომცა,თბილისის ქუჩებში იყავი. მითხრა,რომ ჩემი დამიანე,შენი შვილი იყო,მან საიდან იცოდა -უცებ მომშორდა,მის თვალებში შიშის გარდა ვერაფერს ვხედავდი,მივხვდი,რომ არც თვითონ იცოდა ამ ფოტოებზე,და ყველაფერი კარგად არ იყო
-ჯანდაბა!!..ჯანდაბაა.. -ხმას აუწია და მთელი ძალით ურტყავდა მაგიდას მუშტებს -ისევ მეძებენ..ჯანდაბა..-უფრო უმატებდა ხმას
-შენ რაა?გითვალთვალებენ?
-თქვენ ერთ ადგილას წახვალთ,რომელიც არავინ იცის,როცა ყველაფერს მოვაგვარებ მეც თქვენთან მოვალ
-მეშინია დამიანე..არ მინდა,რომ თავი საფრთხეში ჩაიგდო
-ნუ ღელავ,მე კარგად ვიქნები. შენზე და ბავშვებზე იფიქრე. ის მამის გარეშე ცხოვრებას შეეჩვია,ის მაგარი ბიჭია,ყველაფერი კარგად იქნება
-თბილისში ჩემი ძმა და მეგობრები არიან -შემეშინდა მათაც რამე არ მოსვლოდათ
-დამშვიდდი,მათ მხოლოდ შენ ან ბავშვი სჭირდებათ. ჯანდაბაა!!-ისევ დაიყვირა
-არ მეტყვი რა მოხდა?
-გთხოვ ნუ წამართმევ იმის უფლებას,რომ ბავშვი ვნახო. ნუ წამართმევ მამობის უფლებას,შემპირდი,რომ სულ ჩემთან იქნები და რაც არ უნდა მოხდეს,არ დამივიწყებ -თითქოს ჩემი კითხვის თავიდან არიდება სცადა. მეც აღარაფერი მითქვია,ალბად თვითონვე მეტყოდა თავის დროზე
-რამდენი ხანი გვაქვს დრო?
-რაც მალე მით უკეთესი
-კი მაგრამ ჩემი სამსახური?
-ფეხებზე,სამსახური..-იმხელაზე დაიყვირა შემშინდა -მისმინე ლიკა,საფრთხე შენ და ჩვენ შვილებს ემუქრებათ,სამსახური კი არა სულ,რომ დამჭირდეს მათ დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ და შენ სამსახურს დარდობ? -ჩვენს შვილებს? გამიხარდა,რაფგან მას მხოლოდ დამიანე არ ადარდებდა, მას ჩემი პატარა ანანოს სიცოცხლეც ადარდებდა
-კარგი. თბილისში ჩავალ,ვნახავ ჩემებს და მერე წავიდეთ..შეიძლება? -ისეთი საწყალი სახით შევხედე,უარი,რომ ეთქვა ალბად ტირის დავიწყებდი. მაგრამ ამანაც არ გაჭრა
-ლიკა საშიშია, გვითვალთვალებენ და თბილისში,რომ გამოვჩნდეთ,სახიფათოა. ბავშვებზე მაინც იფიქრე
-კაი წავიდეთ.
მეორე დღეს სამსახურის საქმეები დავამთავრე და წასასვლელად მოვემზადე,პატარა დამიანეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,არც ანანოს უხაროდა ნაკლებად..წასვლის დრო დადგა,გზაში დამიანე პირს არ აჩუმებდა
-დედა სად მივდივართ?თბილისში არ ჩავალთ?ნატალის ვერ ვნახავთ?ნიკი ძია არ ჩამოვა? -მთელი გზა ამ კითხვების მოსმენა მიწევდა მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი,მაგრამ არანაკლები კითხვები მე მაწუხებდა. მთელი გზა ვფიქრობდი,რატომ უთვალთვალებდნენ. დამიანემ დიდი ორ სართულიანი სახლის წინ გააჩერა მანქანა,სახლი ძალიან ლამაზი ჩანდა,არ ვიცი რა ადგილი იყო მაგრამ მომწონდა. ანანოს ეძინა,ამიტომ დამიანემ მეორე სართულზე აიყვანა არ გაიღვიძოსო. პატარა დამიამე როგორც ყოველთვის ახლაც კარგ ხასიათზე იყო. დამიამემ პროდუქტებით მოგვამარაგა,რაც საჭირო იყო ყველაფერი მომიტანა
-მოკლედ..უცნობებს კარებს არ ვუღებთ..თუმცა აქ ყველა უცნობია. მე წავალ და ყველანაირად ვეცდები მალე მოვიდე
-კი მაგრამ დამ..
-ლიკა მე კარგად ვიქნები..ჰეი პატარა ვაჟკაც აბა შენ იცი დედიკოს და დაიკოს შენ გაბარებ -ახლა დამიანეს დაუწყო თამაში და წავიდა..სახლში ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი,ვხვდებოდი,რომ დამიანე რაღაც შარში იყო. მეშინოდა ამდენი ხნის მერე მისი კიდევ დაკარგვის..ყველაფერზე ვყვიროდი,როს გამოც ანანო ავატირე და მერე ისევ პატარა დამიანემ გააჩუმა დედა ცუდად არის და იმიტომ იქცევა ასეო. ეს ბავშვი უფრო და უფრო მაოცებს. მერე გამახსენდა,რომ ნიკისთვის არ დამირეკია. წამიერი პაუზის შემდეგ აიღო ტელეფონი
-ნიკკ
-ლიკა?
-ჰო მე ვარ
-გოგო სად ხარ ამდენი ხანი?
-მისმინე,ეხლა რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე. არ ვიცი რა ადგილია. აქ დამიანემ ამომიყვანა
-ვინ? მეღადავები? ბავშვმა თავისით როგორ აგიყვა..
-ნიკი!!-იმხელაზე დავუყვირე ლამის ტელეფონში გავძვერი -მე დამიანე ავალიანზე გელაპარაკები
-რაააა???!!! -ახლა ის გამოძვრა ტელეფონში,ყვიროდა მაგრამ ხმაში ღიმილი მაინც ეპარებოდა
-აუუ ნიკ არ ვიცი როდის ჩამოვალთ
-კარგი მაგრამ,ხო კარგად ხარ? ხო არ მოგიტაცა?ან რავი?
-ნიკი!!!
-აბა სხვა რა უნდა იფიქრო. თქვენ და ერთად -ახლა უკვე იცინოდა რაც უფრო მაგიჟებდა
-აუუ წავედი რაა
-მეც მიყვარხარ -თქვა და გამითიშა. მე ისევ ისე ვაგრძელებდი მთელ სახლში სიარულს,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. სულ დამავიწყდა,რომ ბავშვებს არაფერი უჭმიათ. ამიტომ საჭმლის მომზადებას შევუდექი. ამ დროს კარებზე ზარის ხმა გავიგე და წავედი,თუმცა გამახსენდა,რომ უცნონებს კარები არ გავუღო
-ვინ არის?
-ლიკ მე ვარ გამიღე -დამიანე იყო,ისეთი ხმა ჰქონდა შემეცოდა,სიცივისგან სულ კანკალებდა,კარები გავუღე,არ ვიცი რა დამემართა,როცა დამიანე დავინახე,რომელსაც დიდი ვარდების თაიგული ეჭირა და ყურებამდე გაკრეჭილი მიყურებდა. მთელი ძალით ჩავეხუტე
-ასე გამგუდავ ქალბატონო
-აუუ დიდი მადლობაა
-და რა იცი,რომ შენ მოგიტანე?
-აბა ვის მიუტან მეზობლებს?
-არა აი ამას,მან ვარდები ანანოს გაუწოდა,თუმცა ის იმხელა იყო ანანო ვერ დაიჭერდა და ისევ მე გამოვართვი. საჭმელიც ვჭამეთ,მერე ავალაგეთ,ბოლოს ბავშვები დავაძინეთ,და დამიანემ კინოს ყურება შემომთავაზა. როგორ მომნატრებოა ეს ყველაფერი..კინოდან დიდი არაფერი მახსოვს,რადგან დამეძინა. ღამე იყო,რომ გამეღვიძა,დამიანეს მუცელზე მედო თავი და მთელი ძალით მეხუტებოდი. ვეღარ ვიძინებდი,რადგან ვიცოდი,რომ თუ დავიძინებდი დილით აღარ დამხვდებოდა. ასე უცებ მიდის და მოდის ხოლმე. მთელი ღამე ვუყურებდი რა საყვარლად ეძინა. დილით თვალები,რომ გაახილა თვალები შუბლზე აუვიდა,მე რომ დამინახა
-შენ რა მთელი ღამე ასე მიყურებდი?
-მმეეე..არაა..
-ლიკა არ გძინებია?
-არა -ჩუმად ამოვიბუტბუტე
-რატო?
-მეგონა რომ აქ აღარ დამხვდებოდი
-აუუუ..რა სულელი ხარ ტოო..-სიცილი დაიწყო -ისე არ წავალ,რომ არ დაგემშვიდობოთ
-მპირდები?
-გპირდები. ახლა კიდევ დაიძინე
-არ მეძინება
-დაიძინე თქო -მკაცრი დედასავით მეუბნებოდა. მე ნელა ავდექი ფეხზე,უნდა გავქცეულიყავი,უკვე კარებთან ვიდექი,როცა ჰაერში აღმოვჩნდი და უცებ საწოლზე დავეხეთქე
-ხომ გითხარი დაიძინე თქო
-აუუუ
-აუუ არ უნდა მაგას
-ნეკნებიი -ისე საწყლად ამოვიწიკვინე დამიანესაც შევეცოდე
-დაიძინებ თუ იავნანა გიმღერო -მასთან ვერაფერს გავხდებოდი,ის ხომ სვანი იყო. ამიტომ ჩემი ნებით ძილი ვარჩიე. რომ გავიღვიძე ოთახში არ დამხვდა,მერე დაბლა ჩავედი,გამეცინა. დამიანე მაგიდასთან იჯდა,აქეთ-იქიდან ბავშვები უჯდნენ,და ორივერ რიგ-რიგიბით აჭმევდა. ვაიმეე ამ დროს ყველაზე საყვარელი იყო
-ეს დედიკოს ხათრით,ეს ძამიკოს ხათრით,ეს ნიკი ძიას ხათრით -ასე ხვეწნა-ხვეწნით აჭმევდა ანანოს,დამიანე
-ვხედავ კარგად უგებთ ერთმანეთს -გადავიკისკისე სანდრო დაღლილ სახეს,რომ წავაწყდი
-უჰჰჰ..საღოლ შენ მოთმინებას
-ისე არ გინდა დღეს მთელი დღე მამის როლი ითამაშო?
-თუ ჭკვიანად მოიქცევი ყველანაირად ვეცდები -ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა -დღეს თუ ჭკვიანად მოიქცევი სიურპრიზს გაგიკეთებ
-აუუ რა სიურპრიზს?
-ეეე..ეგ სიურპრიზი აღარ იქნება
-უჰჰ კაი -საყვარლად ამოვიბუტბუტე და ტუჩები დავბრიცე იმანაც მალევე მაკოცა -ბავშვებიც არიან მაინც -გავუღიმე
-ჰმმ..ბავშვები რამდენჯერ იძინებენ დღეში?
-რატომ მეკითხები
-ანუუ..მაინტერესებს ახლა ძილი უწევთ თუ არა -გაეცინა,მისი სიცილი მეც გადმომედო. ნეტა რა გვაცინებდა,გვითვალთვალებდნენ და ჩვენ გიჟებივით ვიცინოდით
-სულ არ შეცვლილხარ -ასევე სიცილით ვუთხარი,კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით ასე ყოფნას,ფეხებზე ვიღაცუს ხეები,რომ არ მომხვედროდა. ანანო მოვიდა და ჩემ და დამიანეს შუაში ჩადგა,ერთი ხელი მე მომხვია ფეხზე,მეორე დამიანეს, და ასე დაგვაშორა ერთმანეთს
-ამას უყურე,ჯერ არ გაზრდილა და უკვე ჩვენ შორის გვიხტება -სიცილით თქვა დამიანემ
-იცის გოგომ როდის უნდა ჩაერიოს საქმეში -გადავწყვიტე დამიანეს ნერვებზე მეთამაშა. მას რეაქცია არ ქონია. ერთი სული მქონდა როდის მანახებდა სიურპრიზს. საათები გადიოდა,ეგ კი არა უკვე ორი დღე გავიდა,რაც სვანეტში ვართ და არანაირი სიურპრიზი არ ჩანდა,უკვე ხელები ჩავიქნიე და მეორე სართულზე ავდიოდი დასაწოლად დამიანეზ ხმა,რომ გავიგე
-სად მიგეჩქარება?
-საძინებელში -მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გავაგრძელე კიბეებზე ასვლა
-ჯერ გიადრებს საძინებლები -გაეცინა,თუმცა არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება. ნუთუ მომატყუა სიურპრიზიო? დამპალი. უკვე ავირბინე კიბეები,როცა კარებზე კაკუნის ხმა გავიგე,ადგილზე გავიყინე. შემეშინდა აქაც არ მისულიყვნენ ის ვიღაც უცნობები,ჩვენ, რომ გვითვალთვალებდნენ. უკან ფეხკანკალით მოვტრიალდი და დამიანეს შეშინებული თვლაებით გავხედე,გული გამალებით მიცემდა,მას კი ისეთი მავიდი გამომეტყველება ჰქონდა უფრო მერვებს მიშლიდა. ჩემს მზერაში ეგრევე იკითხებოდა კითხვა "ვინ არის?" დამიანეც მიხვდა კითხვებს და დამიძახა ჩამოდიო. შემეშინდა იქ ჩასვლის მაგრამ სხვა გზა არ მქონდა მასთან ჩავედი და ხელი მაგრად ჩავკიდე,კარებზე განუწყვეტლივ აკაკუნებდა ვიღაც. ღმერთო როგორ მეშინოდა..დამიანეს ხელი მაგრად ჩავკიდე,არ გამომრჩა მისი დამანჭული სახე,ვინ იცის როგორ ვატკინე
-მიდი შენ ნახე -მის სიტყვებმა ლამის გამაგიჟა,ჯერ ისედაც როგორ მეშონოდა და ახლა კარებიც მე უნდა გამეღო
-არაა..გთხოვც..მიდი რა შენ გააღე -დამიანეს ამღვრეული თვალებით გავხედე,თუმცა მას მზერა არ შეცვლია
-მიდი და კარები გააღე თქო -მივხვდი,რომ სვანთან ჩხუბს აზრი არ ქონდა ამიტომ კარებიაკენ ავიღე გეზი,ფეხები უკან მრჩებოდა. თავი ინდურ სერიალში მეგონა,თითოეული ნაბიჯია გადადგმას ერთი საათი ვანდომებდი. და აი კარების სახელურიც ჩემს ხელშია. "მეტის ღირსი ხარ მეტის" მეჩხუბებოდა მეორე მე. სახელური ჩამოვსწიე კარები ნელ-ნელა გავაღე. თვალები დახუჭული მქონდა და სიმწრისგან ტუჩებს ვიჭამდი
-გაახილე თვალები სულელო -ამ ხმაზე თვალები იმხელაზე დავქაჩე ლამის გადმომცვივდა
-ნიკიიიი !!! -იმხელაზე დავიყვირე მგონი ძამიკო დავაყრუე
-ეგრე ძალიან შეგაშინეთ -აზლა ნუცას ხმა გავიგე,რომელსაც ნატალი ეჭირა ხელში
-ჩემი გოგოებიი -ახლა ნუცასკენ წავედი და ჯერ ნუცა მერე ბავშვი მაგრად ჩავკოცნე. უკან დინა და ზუკა დავინახე,იმათაც გიჟივით შევაფრინდი კისერზე,როგორ მომნატრებიან ეს სულელები
-კი მაგრამ აქ როგორ მოხვედით -ეგ შენ ბიჭს უნდა კითხო,მან დამიანესკენ მიმანიშნა. აი ეს არის სიურპრიზი.. დამიანსკენ წავედი
-კი მაგრამ ეგ,როგორ? ეს ხომ საშიშია? -ყურში ჩუმად ვუჩურჩულე
-უკვე ყველაფერი მოგვარებულია -მან გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა..როგორ?ანუ ყველაფერი დამთავრდა? აი თურმე გუშინ სად იყო გვიანობამდე..ყველაფერი დამთავრდა..ცოტა ამოვისუნქე..მაგრამ ცოტა ქალური ისტერიკების დროა..აბა ასე ხომ არ დაბტოვებ ამ ყველაფერს,მთელი ორი დღე ველოდებოდი სიურპრიზს და ამდენი ხანი მალოდინა..ოხ რა გეშველება ლიკა ჟღენტიი. დამცინოდა მეორე მე
-საზიზღარო -ყურში ჩავჩურჩულე და მეორე სართულისკენ წავედი. გავიგონე გოგოები გამომყვნენ უკან. ოთახში შევედი და კარები მაგრად მივკეტე,გოგოებმაც არ დააყოვნეს შემოსვლა.
-რა გჭირს ლიკა?
-არაფერი -მხრები ავიჩეჩე და გადავიკისკისე,მათ გაოცებულ სახეებზე -კარგით რა გჭირთ რაა..ცოტა ხო უნდა გავაბრაზო ის სულელი
-აუუ შენ კიდე ასეთი არანორმალური ხარ? რით ვერ დაჭკვიანდი გოგო ორი შვილის დედა ხარ
-სანამ შოკოლადებს არ მომიტანს ხმას არ გავცემ -ტუჩები დავბუშტე და ისევ კადავიკისკისე
-აუუ მართლა რა გიჟი ხარ რაა..მოდი აქ როგორ მომენატრე შენ არანორმალურო -სიცილით წამოვიდა ნუცა და მაგრად ჩამეხუტა
-მულსაც მოენატრე
-მასხარა ხარ რაა -დინამაც არ დამაკლო. ამ დროს კარებში დამიანე დავინახე
-ისე თეატრალურზე,რომ ჩაგებარებინა არ გიფიქრია? -ისეთი მკაცრად მითხრა,როგორც ჩანს მაგრად გავაბრაზე
-ჩვენ დაგტოვებთ -თქვა დინამ და ნუცაც თან გაიყოლა
-ჯერ არა და მერე ვიფიქრებ -სიცილს არ ვწყვეტდი მე
-აუუ რატო ხარ ასეთი სულელი? -ისევ სერიოზული სახე ჰქონდა
-რას ვიზავთ ზოგ-ზოგიერთებს ასეთი სულელიც მოვწონვარ -ისევ გამეცინა და მასაც ძლივს გაეცინა
-ეგ ენა,რომ არ გქონდეს რა გეშველება
-მოვიფიქრებდი რამეს
-ჩამოდი ახლა დაბლა,თორემ შენი ძმა საკუთარი ხელებით გამგუდავს -სიცილიატ თქვა და ისევ დაბლა ჩავედით
***
მთელი საღამო ასე მხიარულად ატარებდნენ,განსაკუთრებით ბავშვებს უხაროდათ. ლიკაც ბედნიერი იყო,ბედნიერი იყო იმით,რომ კვლავ ერთად იყვენე. ყველაფრის მიუხედავად,წარსულში დაშვებულო შეცდომების მიუხედავად,მაინც ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო იმით,რომ კვლავ საყვარეულ არსებასთან იყო და ძველებურად იგრძნობოდა მასში ის სითბო და სიყვარული.. ლიკა და დამიანე კვლავ ერთად იყვენე,ბავშვებთან ერთად. ერთ ღამეს,როცა დამიანე პატარა დამიანეს აძინებდა,მათი ლაპარაკის ხმა მოისმინა
-მამა დავიზეპირე უკვე ერთი და იგივე ახლა სხვა რამე მომიყევი -ბუზღუნებდა დამიანე
-გინდა ახლა ისეთ რამეს გეტყვი,რაც დედიკომაც კი არ იცის -ლიკამ ყურები დაცქვიტა,ნეტა რა იყო ისეთი რაც აქამდე არა იცოდა
-აუუ კიი მითხარი აბა
-გახსოვს სახლი სვანეთში?
-კიი ერთი წლის წინ მე,დედა და ანანო,რომ წაგვიყვანე
-ჰოო ეგ სახლი. მაშინ რაღაც მიზეზით წავედით მანდ,ეგ მიზეზი კი მე ვიყავი. დედიკოს მოვატყუე,რომ ვიღაც გვითვალთვალებდა,სხვა შემთხვევაში იმ სახლში არ წამომყვებოდა. სინამდვილეში,მე ვიყავი ვინც ის სურათები გაუგზავნა,ვიღაც უცნობი კაცის დახმარებით
-ანუ,შენ დედა მოატყუე,რომ ვიღაც გითვალთვალებდათ და სვანეთში წაგვიყვანე?
-ჰოო
-თურმე მატყუარა მამიკოც მყოლია -დამიანეს გაეცინა და პატარას შუბლზე აკოცა
-იმედია ამ ამბავს დედას არ მოუყვები
-ისე, თეატრალურზე,რომ ჩაგებარებინა არ გიფიქრია? -ოთახში ლიკას ხმა,რომ გაიგო დენდარტყმულივით წამოფრინდა ფეხზე
-ჯერ არ მიფიქრია,მაგრამ ვიფიქრებ შენი ხათრით
-ხმა არ გამცე საერთოდ -ლიკა ოთახიდან გავიდე, დამიანე კი პატარა დამიანეს მიუბრუნდა
-ნუ გეშინია დედიკოს მალე შევირიგებ
-ერთ საიდუმლოს მეც გეტყვი -ყურში ჩასჩურჩულა პატარამ მამამისს
-აბა გისმენ
-შოკილადები უყიდე და წამებში შეგირიგდება -ორივეს გაეცინათ, ძილინებისა-ო პატარას უთხრა,მერე ანანოსაც აკოცა და ლიკას და თავისი ოთახისკენ წავიდა. კიდევ კარგი შოკოლადები წინა დღეს იყიდა თან საკმაოდ ბევრი..ისე ამ ბოლოს ძალიან ბევრს ჭამს,ბევრ რამეზე წუწუნებს,და ხშირად ითხოვს ტკბილეულებს და კიდევ ბევრ რამეს..დამიანემ ოთახის კარები ძლივს გააღო,ხელში ადგილი აღარ ქონდა,ორივე ხელში შოკოლადების პარკი ეჭირა. ლიკას ზედაც არ შეუხედავს,ფანჯარასთან იდგა და რაღაცას გაჰყურებდა
-ლიკუნნ-საყვრლად აბუზღუნდა დამიანე და ლიკას უკნიდან მოეხვია
-გადი
-აუუ ლიკუნ სულ ასე რატომ მებუტები ხოლმე უჰჰ
-ნეტა რატო? იქნებ ერთი აფერისტი მაბრაზებს და ნერვებს მიშლის -მხოლოდ ახლა შეხედა დამიანეს
-მაინც ხო უნდა შემირიგდე და რაღას მტანჯავ?
-არაუშავს ცოტა შენც იტანჯე -ლიკას გაეცინა
-შენთვის სიურპრიზი მაქვს
-ვიცი მე შენი სიურპრიზების ამბავი
-მგონია,რომ არ იცი -დამიანემ ეშმაკურად გაიღმა და ოთახის შემოსასვლელში დადებული დიდი დათუნია აიღო,მეორე ხელში შოკოლადები ეჭირა. ლიკამ ეს,რომ დაინახა გაეცინა და მისკენ წავიდა
-ჩემი შემორიგების გზები,რომ არ იცოდა რა გეშველებოდა?
-სხვა რამეს მოვიფიქრებდი -მხრები აიჩეჩა დამიანემ
-ჰოო? და მაინც რას?
-დამიანემ ორივე ხელი გაინთავისუფლა,ლიკას წინ ჩაიმუხლა,ლიკა ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა მის წინ მდგომს -ცოლად გამომყვები? -ყურში ექოსავით გაესმა ეს ორი სიტყვა..პირზე ხელები აიფარა,ცრემლებმაც დაიწყეს გადმოგორება
-გამოგყვები -ძლივს ამოიჩურჩულა და მთელი ძალით მოეხვია დამიანეს
---
1 წლის შემდეგ
ლიკამ თვალები,რომ გაახილა დიდ,ულამაზეს სახლში იყო. ზღვის სანაპიროსთან ახლოს,ზუსტად ისეთში,როგორზეც ოცნებობდა..ფეხები ნელ-ნელა გადმოყო საწოლიდან,მერე ფანჯარასთან მივიდა,საიდანაც კარგად ჩანდა,როგორ დარბოდნენ ზღვის ნაპირზე,პატარა დამიანე და ანანო,მერე დაინახა,რომ ვიღაც მიიწევდა მათკენ,დაინახა იმ უცნობის ხელში დიდი იარაღი ეჭირა,ნაბიჯს უფრო უმატებდა,ლიკას გული ამოვარდნას ჰქონდა,ვერც ყვროდა,ხმას ვერ იღებდა..........
ლიკა შეშინებული წამიფრინდა ფეხზე "უჰჰჰ" ღრმად ამოისუნქა,როცა გააანალიზა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. მერე პატარა დამიანეს დახედა,მერე დიდ დამიანეს,რომელიც მის გვერდით მშვიდად ეძინა,ანანოკენაც წავიდა და ახლა მას დახედა. რომ დაეწმუნდა,რომ ყველა კარგად იყო ისევ დამიანეს გვერდით დაწვა,ხელი მუცელზე დაიდო,რომელიც უკვე საკმაოდ გამობერილი ჰქონდა
-დეე მაპატიე,რომ გაგაღვიძე. ყველაფერი კარგადაა..მაპატიე თუ შეგაშინე,ახლა დავიძინოთ ხო? "ძილინებისა პატარავ"-ლიკა საყვარლად გამობერილ მუცელს ეჩურჩულებოდა,მერე ისევ მოეფერა,გვერძე მწოლიარე ქმარსაც ნაზად აკოცა და თვითონაც გადაეშვა სიზრების მორევში

დ ა ს ა ს რ უ ლ ი
----
აუუ დიდი ბოდიში შეცდომებისთვის,ვიცი ბევრი შეცდომები მექნება. და მივიღებ თქვენს დარიგებებს.თქვენი აზრიც მაინტერესებს ამიტომ ყველამ დაწერეთ როგორი იყო. მადლობა ყურადღებისთვისскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

გუშინ დავიწყე კითხვა და იმდენი ვიტირე ჩამეdzინა დღეს წავიკითზე ბოლომდე და ბევრი ვიტირე რათქმაუნდა ბევრიც ვიცინე მაგარი იყო ამდენი მოთხრობაზე არ მიტირია

 


№2 სტუმარი neit

momewona, cota daxvewe da saertod umagresi gamova. wwrmatebebi????

 


№3 სტუმარი Nini

Ramdeni vitiree... krgi iko. Sakmaod msuke shinaarsi konda, magram cotaarikos gigis ambavi cudad wavida.. boloshi ise iko titkos arc arsebobda.
Saboloo jamshi mshvenieria

 


№4 სტუმარი მერიენი

ნუ გადამრიეთ, რა იყო კარგი? ქალმა ლამის თავი მოიკლა გიგის სიკვდილის გამო, მოსიარულე გვამი იყო რადგან ცხოვრების სიყვარული დაკარგა და მერე აღმოჩნდა რომ ღალატობდა ამ კაცს, შვილიც სხვისგან ყავდა და თან ამ შვილს საყვარლის სახელი დაარქვა. მერე კიდე ვაბშე დაიკიდა ეს გარდაცვლილი დიდი სიყვარული და უფრო ძველ და უფრო დიდ სიყვარულთან დარჩა. აი ამაზე დიდი დებილობა აღარ ვიცი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, სიცილით მოვკვდი იმდენად სულელურია. და შეცდომებზე აღარაფრის თქმა მინდა, რომელი შეცდომები მივა შინაარამსე :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent