შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბლუმი (თავი 2)


28-09-2018, 20:14
ნანახია 163

ბლუმი (თავი 2)

2 თავი

ნანიმ ოთახი დატოვა და კარადაში ტანსაცმლის ქექვა დავიწყე. ცოტახანში უკვე მზად ვიყავი და სანამ ბავშვები გამოვიდოდნენ მარისთან გადავწყვიტე მელაპარაკა. ავიღე ლეპტოპი, წვენიც დავისხი და მაგიდასთან მოვკალათდი.

Online:

- მარიი როგორ ხარ?

- კარგად ნი შენ როგორ ხარ? რას შვრები?

- კარგად ვარ. იცი ხვალ კაბის ყიდვას ვაპირებ და მინდა რომ გამომყვე..

- ხუმრობ?

- არააა მართლა გეუბნები

- ანუ როგორც იქნა ვნახავთ ერთმანეთს? არ მჯერა ნიიი ძაან მაგარია!

- ხო მეც ძალიან მიხარია! როგორც იქნა გაგიცნობ! და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის

- ხუმრობ? კარგად კი არა ძალიან კარგად! უკვე იმდენი რამე დავგეგმე! ერთი სული მაქვს რეალობაში როდის გადავიტან

- მაინც რა დაგეგმე?

- ეგ მე ვიცი. ღმერთო ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ამ ახალი ამბავით!

- მიხარია! და კარგი .. კიდევ იცი... გადავწყვიტე დღეს ბავშვები გავიცნო.. ეზოში უნდა ჩავიდე

- შენ გამოგცვალეს თუ რა იყო?

- რას გულისხმობ?

- ასე უეცრად გადაწყვიტე ბავშვების და ჩემი გაცნობა? რაღაც ძველ ნინის არ გავს. ყველა ვარიანტში დღეს უფრო მომწონხარ!

- ჰო.. გადავწყვიტე რომ არ შეიძლება სულ სახლში ვიჯდე და არაფერია ცუდი იმაში, თუ რამოდენიმე მეგოვარს გავიჩენ

- მიხარია ეგრე რომ ფიქრობ! მაგრამ საუკეთესო მე ვარ ხო იცი. მეტიც არ მაინდა ჩემი შემცვლელი იპოვო

ამაზე სიცილი ამივარდა და დავარწმუნე, რომ ის შეუცვლელია. შემდეგ მარიმ თავისზე ახალი ამბების მოყოლა დაიწყო. კიდევ ბევრი ვიცინეთ და ციტახანში ეზოდან ხმა შემომესმა. აივანზე გავედი და ბავშვები დავინახე, რომლებიც სტადიონზე კალათბურთს თამაშობდნენ, გოგოები კი ეწუწუნებოდნენ - ჩვენ ფრენბურთი უფრო გვინდაო!. მათი ყურებით გული რომ ვიჯერე მარიამს დავემშვიდობე და ლეპტოპი გავთიშე. ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე რომ დავრწმუნებულიყავი ყველაფერი წესრიგში იყო და ჩემი საყვარელი შემოსაცმელი ავიღე. ჩავიცვი და სარკეში ისევ თავს ვიწონებდი როცა კარზე კაკუნის ხმა შემომესმა:

- ნინი! გიო ვარ, შეიძლება შემოვიდე?

- კიიი გიო შემოდი! როგორ ხარ??

- კარგად ლამაზო შენ როგორ ხარ?

- არც კი ვიცი! დღეს ეზოში ჩასვლას ვაპირებ.. ბავშვები უნდა გავიცნო

- მახსოვს, რომ სკოლიდან აპირებდი მეგობრები გყოლოდა. აზრი რამ შეგაცვლევინა?

- დღეს ნანი მელაპარაკა და დამარწმუნა, რომ სკოლამდე სახლში არ უნდა ვიჯდე

- მართალია. მიხარია თუ ეგრეა მაგრამ დარწმუნდი, რომ კარგ წრეში ხარ. თუ რაიმე არ მოგეწონება ოდნავი და უმნიშვნელოც კი არ გაატარო! და თუ რამეს გაწყენინებენ ხო იცი რაც უნდა ქნა?!

- ნუ ღელავ მახსოვს როგორც უნდა მოვიქცე! მიხარია ჩემზე რომ სრუნავ

- ისე შენს ადგილას თმას ავიწევდი.

- მართლა? რატომ? გაშილი არ მიხდება???

- გარეთ გაიხედე ყველა თამაშობს და გაშლილ თმაში ხელი არ შეგეშლება?

- ჰო მაგაზე არ მიფიქრია.. შენი აზრით მათთან ერთად მათამაშებენ?

- რატომაც არა? შენ ხო სკოლის გუნდში ყველაზე კარგი იყავი

- კი ეგ ზაფხულამდე იყო. ეხლა გავზანტდი

- ხოდა შენი შანსია ფორმაში ჩადგომა დაიწყო! კაი დაიკო მიხარია შენი ამბავი, მაგრამ ეხლა უნდა წავიდე დღეს ბევრი სამუშაოა და ცოტა დამრჩა სახლისთვის

- ისევ?

- ასე გამოვიდა

- კარგი ძამიკო. წარმატებები მისურვე!

- კარგიი.. არაფერია სანერვიულო მაგრამ მაიმც წარმატებები! წავედი და თუ რამე ჩემს ოთახში ვარ

- კარგი ძამიკო დროებით!

მაგიდა ავალაგე და კიბეზე სირბილით დავეშვი. ღრმად ამოვისუნთე და კარი გავაღე. ველოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვიგრძიბდი, მაგრამ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო და მეც საკმაოდ მშვიდად ვიყავი, მაგრამ კარის ზღურბლს რომ გადავაბიჯე მაშინ ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ფეხები და საკუთარ თავს მოვუწოდე, რომ გარეთბავშვებიც ჩვეულებრივრბი არიან და არ უნდა ვიყო აღელვებული რამაც გაამართლა, მაგრამ როდესაც უშუალოდ სტადიონს მივუახლოვდი და ყველას მზერა სათითაოდ ვიგრძენი თითქოს გულში რაღაცამ დამჭრა. ჯერ ყველა შევათვალიერე და ბოლოს ხმის ამოღებაც გავბედე.

- გამარჯობა! მე ნინი ვარ.. ახლახანს გადმოვედი.

- ველოდებოდით როდის ჩამოხვიდოდი! გამარჯობა, მე ანასტასია ვარ და სასიამოვნოა შენი გაცნობა! მიკვირს აქამდე რომ არ შემოგვიერთდი

მომესალმა კიკინებიანი ქერა გოგონა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. მეც დაძაბულობა თითქოს მომეხსნა, მაგრამ მთელი ღამე ჯერ კიდევ წინ იყო!

- მე კრისი ვარ!
- მე კი ქრისტინე!
(ნ) - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!

მათ მთელი სტადიონი შემომატარეს და ყველა ბავშვზე თითქმის ყველაფერს მომიყვნენ. ციტახანში უკვე ყველას ვიცნიბდი და მათთან ერთად ვთამაშობდი კიდეც.. ერთის გარდა. ის ბიჭი შორიდან რომ გვაკვირდებოდა ჩემთვის ნამდვილ გამოცანად იქცა. გოგოებუ მონაყოლს თუ დავუჯერებდით მხიარული, კომინიკაბულური და ენერგიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ აშკარად სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

- ნინი!

ანასტასიას ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია და ჩემსკენ მომავალი ბურთი შევნიშნე, რომელიც სწრაფად მიახლოვდებოდა და უკვე შეჯახების მოლოდინში ვიყავი, როცა დემე გადმოხტა და გადამარჩნა.

- კარგად ხარ? ბოდიში ყურადღება გამეფანტა

მოვუბოდიშე მინდორზე გაშოტილ დემეს და ყველამ სიცილი დაიწყო. ბავშვებს ვუთხარი, რომ ბურთს, რომელიც ჩემი უყურადღებობის წყალობით სტადიონს გარეთ აღმოჩნდა მე და კრისი მოვიტანდით. კრისიც სიამოვნებით დამთანხმდა და დანარჩენებისგან მოშორებით რომ ვიყავი საუბარი დავიწყე.

- კრის, შეიძლება რაღაც გკითხო იკაზე?
- იკაზე? მაინც რა გაინტერესებს?
- ისეთი არაფერი.. უბრალოდ ხომ თქვით, რომ მხიარული ბიჭია და.. დღეს რატომ არ შემოგვიერთდა?
- აა მგაზე? ჰო უბრალოდ რაღაც პრობლემები აქვს. დედამისი საზღვარგარეთ წავიდა და ჯერ ვერ შეეგუა ამ ამბავს.
- მაშინ გასაგებია. ჩემი მშობლებიც არ არიან აქ..
- ვწუხვარ..
- არაფერია უკვე მივეჩვიე. ბურთ საითაა?

სტადიონზე თამაშს რომ მოვრჩით ყველამ გადაწყვიტა ღამე გაეთენებინა. მეც რათქმაუნდა მათთან გადავწყვიტე დარჩენა და ცოტახანში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ბავშვებს გამოვერიდე და ყურმილი ავიღე:

- ჰო გიო რა ხდება?
- კარგადაა ყველაფერი? გვიანი ხომ არ არის?
- ყველაფერი კარგადაა და ბავშვებმა თქვეს გავათენოთო ძალიან გთხოვ დავრჩები!
- არ გშა?
- ააამ. სიმართლე გითხრა ცოტა კი.. მაგრამ არ მინდა სახლში წამოსვლა
- ნანის სიურპრიზი აქვს. ბავშვებს უთხარი რომ მალე დაბრუნდები კარგი?

ძმას დავემორჩილე და სამზარეულოში შესულს უგემრიელესი სურნელი დამხვდა.

- ნანი რა სუნია?
- მოხვედი საყვარელო? მოდი აქ სიურპრიზი მაქვს!

ღუმელი გამოაღო და შიგნით მადისაღმძვრელი შოკოლადის ორცხობილები ვიპოვე. ძალიან გამიხარდა და ჩავეხუტე, იცის როგორ მიყვარს ორცხობილები! თან ნნი გამომშრალს არასდროს აკეთებს და ყოველთვის ფუმფულა გამოსდის!

- შეიძლება ბავშვებთან წავიღო?

გახარებული შევციცინებდი თვალებში

- კი რათქმაუნდა! მაგიტომ გამოვაცხე.
- ნანი დიდი მადლობა! ძალიან კარგი ხარ!

ჩავეხუტე და ყველაფერი ლანჩის პაკეტებში ჩაალაგა. შენმდეგ მითხრა, რომ იძინებდა და კარგი იქნებოდა მეც თუ მალე დავიძინებდი. ნანი ძალიან მზრუნველი იყო! ძალიან მიკვირს ჩვენმა მშობლებმა ასეთი კარგი ადამიანი როგორ იპოვეს! თავის წარსულზე არაფერს ყვებოდა, მაგრამ იმდენად კარგი ადამიანი იყო, რომ მისი იდუმალება დიდად არ მაწუხებდა.

სამზატეულო დავტოვეთ და ბავშვებთან გავედი. ყველას გაუკვირდა პაკეტებით დატვირთული რომ მივედი. ავუხსენი რატომაც ვიყავი გასული და ბავშვებმაც აღიშნეს, რომ ნანი ძალიან საყვარელია. შემდეგ დეგუსტაციაც დავიწყეთ.

- ძალიან გემრიელია!

აღნიშნა დემემ. დანარჩენებიც მას დაეთანხმნენ და ბოლოს მეც დავაგემოვნე. ნანის ამჯერად მართლა მოუნდომებია! უგემრიელესი შოკოლადი და თავად ორცხობილა ზომიერად ტკბილი იყო!

ციტახანშუ ყველაფერი რომ ჩაწყნარდა სიჩუმე იკამ დაარღვია:

- რამე ხომ არ გვეთამაშა?

- კარგი აზრია! რა ვითამაშოთ?

- ბეჭედი!

წამოიძახა ნათიამ. ნათია ძალიან ლამაზი გოგო იყო. შავგვრემანი, ღია ცისფერი თვალებითა და თეთრი, ფითქინა კანით. დაეთანხმა მას ანასტასია, შემდეგ დანარჩენებიც და თამაში დავიწყეთ.

პ.ს. დიდი ბოდიში ვერ მოვახერხე აქამდე ახალი თავი დამედო მაგრამ გპირდებით, რომ მე-3 თავი მალე იქნება თუ რათქმაუნდა მოგეწონებათ ეს თავი და გამოხატავთ თქვენს ემოციას შეფასებით ან კომენტარის სახით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

აუ საშინელებაა მშობლის გარეშე იკა მშვიდი ჩანს მაგრამ მაგასაც გამოასწორებს ნინიკო

 


№2  offline წევრი samudamod tqventan

Martla cudia mshoblis gareshe magram nimiko ristvis arid aq?me es tavi momewona da imedia mesames dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent