შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის გემბანი (ნაწილი 1 სრულად)


29-09-2018, 17:16
ავტორი ლათინო
ნანახია 1 025

სიყვარულის გემბანი (ნაწილი 1 სრულად)

ქრება,ყველაფერი ქრება. ვგრძნობ როგორ იკარგება ჩემი სხეული წყალში.ვხვდები რომ წყალი შიგნით მითრევს, ისეთ სიღრმეში შევყავარ რომ ალბათ იქედან თავის დაღწევას ვერასოდეს შევძლებ. თითქოს მცივა,არა, უბრალოდ მეჩვენება! მოულოდნელად რაღაც იმსხვრევა და ვეღარაფერს ვგრძნობ. აჰ,გასაგებია,ჩემი გრძნობები დამისხვრა! რამდენი ხანი ვოცნებობდი წყლის სიღრმეში გადაკარგვაზე,დაახლოებით ამ სიტუაციაზე,მაგრამ არა ასეთზე. ყველაფერი სულ სხვანაირი წარმომედგინა.ფსკერისკენ მივემართებოდი,ცოტაც და გავიგუდებოდი,მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებდა. ამდენი ხნის შემდეგ ოცნებას ვისრულებდი. მიუხედავად იმისა რომ ასეთი არ იყო ჩემი ოცნება,ახლა აღარაფრის შეცვლა შემეძლო,ამიტომ ამით სიამოვნება მაინც უნდა მიმეღო.

.....
10 თებერვალი...

-კანდელაკი! თავისუფალი ხარ.
-თავისუფალი? თქვენ რა დამცინით?! თავისუფალი ვარ? 8 წელი ამ ნაგავში გამატარებინეთ და ახლა თავისუფალი ვარ?
გოგო ირონიული ღიმილით ათვალიერებდა ბადრაგებს. არავინ იცის როგორ უმწარებდა მას ეს სამი საზიზღარი არსება ისედაც განადგურებულ ცხოვრებას.
-გაათრიეთ!
უბრძანა ერთმა დანარჩენ ორს,ისინიც მისკენ დაიძრნენ.
-არ გაბედოთ თქვენი ბინძური ხელები შემახოთ,თორემ მომიწევს კიდევ ათი წელი ვიჯდე,ამჯერად თქვენს გარეშე.
ისევ ირონიული ღიმილით აათვალიერა ორი ფორმიანი,თავის ნივთებს ხელი დაავლო,მესამეს მხარი ძლიერად გაკრა და საკანი დატოვა.

...
თავისუფლება? რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება? ალბათ რაიმე განსაკუთრებულ ადგილას გინდათ ცხოვრება რომ საკუთარ თავებს თავისუფლები უწოდოთ. ზოგიერთს ალბათ ცოლისგან ან ქმრისგან თავის დაღწევა მიაჩნია ბედნიერებად, არადა რას უშავებს ის საწყალი არსება,მას ხომ ის სიგიჟემდე უყვარს?! იცით,ადამიანებო რა ვისწავლე ამ რვა წელში?! თუ კი არ დაკარგავ ვერ მიხვდები რამდენად ძვირფასია. მეც ჩვიდმეტი წლის ვიყავი და უკვე გაცვეთილ "თავისუფლება მხოლოდ მთებშია"- მეთქი გავიძახოდი ყოველ წამს,ვფიქრობდი რომ ქალაქში რაღაც მბოჭავდა და მახრჩობდა,მეგონა რომ მთაში გაქცევის შემდეგ განვთავისუფლდებოდი.მაგრამ რისგან მინდოდა გაქცევა? რა იყო ქალაქში ისეთი რაც სულს მიხუთავდა?! მართალია, რაც პირველი მოგაფიქრდათ სწორედ ეგ,უფროსწორად ეგეც. მეგონა რომ ნიღბებაკრული ადამიანები მღლიდნენ,მეგონა რომ ათასობით ავტომობილის გამონაბოლქვი ამძიმებდა ჰაერს და სწორედ ამიტომ მიჭირდა სუნთქვა,მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარად იყო.
საკუთარი თავისგან ვცდილობდი გაქცევას.საკუთარი მე მიჭერდა კისერში ხელებს. მეც, ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვიყავი. მიყვარდა გართობა,მეგობრებთან ერთად სიმღერა,ცეკვა და არ ჰქონდა მნიშვნელობა სად... საერთოდ ყველაფერი რაც დღევანდელი რეალობის თინეიჯერებს უყვართ,ასე რომ ვთქვათ სტანდარტული ვიყავი და არ მინდოდა დამენახა რა იმალებოდა ჩარჩოებს მიღმა.
მშობლებმა მთაშიც გამიშვეს.უნდა ვაღიარო სულ ოდნავი სიმსუბუქე ვიგრძენი,მაგრამ ვერც იქ შევიგრძენი ისეთი რამ რასაც ჩემი სული თავისუფლებას ეძახდა,ამიტომ ერთ კვირაში ისევ ქალაქში დავბრუნდი და ისევ მოვაქციე საკუთარი თავი ჩარჩოებში. ჰო მაშინ ახლანდელთან შედარებით პატარა და გამოუცდელი ვიყავი,მეგონა რომ თავისუფლებით ტკბობა არ შემეძლო,რადგან ვერ ვპოულობდი ადგილს ,ახლა კი საშუალება რომ მქონდეს,რვა წლის შემდეგ რომ შემეძლოს ჩვიდმეტი წლის სარასთან საუბარი ვეტყოდი
-დააფასე ის რომ სუნთქავ და მზის სხივებს ხედავ,სწორედ ამაშია თავისუფლება,დააფასე ის რომ თავისუფალი ხარ,რადგან შესაძლოა მანქანის გამონაბოლქვიც მოგენატროს!
ჰო,ამ რვა წელმა ფსიქიკა მეტნაკლებად შემირყია.სასაცილოა,მაგრამ ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის სარასთან საუბარი და მისი დაცინვა მსიამოვნებს.
სულ სხვა სიამოვნებაა როცა იმ სიმაღლეს აღწევ,რომ ძველ მეს დასცინი.გამოსცადეთ და მიხვდებით რომ ფსიქოპატი ან არცერთი ვართ ან ორივე.
.....
-პირველი რის გაკეთებას აპირებ,სარა?
მეკითხება ეჭვნარევი მზერით ჩვიდმეტი წლის სარა.
-შენ რა დამცინი? რისი გაკეთება შეიძლება პირველად,რვაწლიანი ტანჯვის შემდეგ არ იცი?
-რავიცი,მე მაგალითად პირველად სახლში მივიდოდი,მშობლებს ვნახავდი,მერე წყალს გადავივლებდი,დავისვენებდი მერე კი მეგობრებს ვნახავდი.
ჩამომითვალა გოგომ და მეც რათქმაუნდა ისევ დავცინე,მაგრამ გულში,ამჯერად დავინდე.
-როგორ გეტყობა რომ არც შენს მშობლებს იცნობ,არც იმის შესახებ ფლობ ინფორმაციას რომ შენს მეგობრებს მაგრად კიდ*იხარ და არც ციხის "კანონების" შესახებ გსმენია რამე.
-ახლა ისევ დამცინი?
-რათქმაუნდა! არავითარი ოჯახი არ არსებობს,ეს თამაშია,ოჯახობანა ჰქვია,თუ გინდა დაგუგლე.მე პირადად თვრამეტ წლამდე დაუსრულებლად მეთამაშებოდა ჩემი ოჯახი.
-შეშლილი ხარ თუ კი?
-იუმოროც და სარკაზმიც დასახვეწი გაქვს,ამ ორიდან კი მესამეს ავირჩევ და გეტყვი რომ მე ნატანჯ-ნაწამები სარა ვარ,რომელსაც ადამიანების დაცინვის მეტი არაფერი ართობს.
-და მასეთი რომ არავის შეუყვარდები?
-ეგ სიტყვა ჩემთან აღარ ახსენო,გულს მირევს,კბილების გამოხეხვა კი მეზარება.
-არ მეტყვი რას აპირებ ახლა? ამ შუქნიშანთან რამდენ ხანს უნდა იდგე?
-ვფიქრობ,მაცადე! ისე,მართლა ვერ ხვდები რისი გაკეთება მინდა ამდენი წლის შემდეგ?
-რომ ვხვდებოდე გკითხავდი?
-ეჰ,რა სულელი ხარ. რა დროს ოჯახობანაა როცა მთელი რვა წელია ბამბის ნაყინი არ მიჭამია?!
გადაიკისკისა გოგონამ და ხალხის ყურადღებაც მიიპყრო,თუმცა არ ეცალა,სარას ელაპარაკებოდა.
-რა?
-ბამბის ნაყინის საჭმელად მივდივარ,შენც წამოხვალ?
-სერიოზულად?
-ჰო,მოდიხარ? მე გადავიხდი.
-არა,სხვა დროს იყოს.
-როგორ გეტყობა რომ არც დროის ფასი იცი.
წყენით ამოთქვა გოგომ.
-სხვა დრო შეიძლება აღარ იყოს,ქერა!
-შენი სიტყვებით გონებას მირევ...
-მაგრამ ერთადერთი ვარ ვინც თვალებზე ხელს არ გაფარებს და ილუზიაში ცხოვრების უფლებას არ გაძლევს,დანარჩენები უბრალოდ ნაგვები არიან.
-და შენ ვინ ხარ?
-ხომ გითხარი?!
-ნატანჯ-ნაწამები სარა ბლა ბლა ბლა!
-ნწ,რეალისტი ვარ!
ხელკავი გამოსდო ჯერ კიდევ ბავშვს და გზა განაგრძო.
-მანამდე ეგ არ გითქვამს.
-ახლა ხომ გითხარი?!
-მაინც ვერ ვხვდები,რა გვაქვს საერთო?
-მაგას ვერც მე ვხვდები,ბავშვო! საშინელებაა შენთან ერთად ერთ სხეულში ცხორება!
....
არ გაგიკვირდებათ თუ იმას გეტყვით რომ სარას დასარჩენი არსად ჰქონდა. უფროსწორად ისეთი ადგილი სადაც თავის ნებაზე ისუნთქებდა. ერთ მიტოვებულ სახლს მიადგა,ქუჩის ბოლოში. მიუხედავად იმისა რომ ძველმა შიშმა შემოუტია ბოლოს მაინც დააიგნორა და სახლის თვალიერებას შეუდგა. ნოკიას ფანრით მოძებნა შუქის ასანთები,იმედი არ ჰქონდა რომ აინთებოდა,მაგრამ მაინც სცადა.
...
-რა იყო,ისევ ჩემს ნოკიაზე იცინი? ამის მოპოვება სამ ცემად და ზურგის ოთხ დასერვად დამიჯდა ანუ ძალიან ძვირი,გმადლობ ყურადღებისთვის.
მიაყარა გოგოს და ისევ განაგრძო ოთახის თვალიერება.
-მაგას რომ თავი დავანებოთ,იმდენად უიღბლო ხარ რომ ღმერთმა შენთვის ელექტროენერგიაც ვერ გაიმეტა.
-ღმერთმა ჩემთვის ელექტროენერგიის გარდა კიდევ ბევრი რამ ვერ გაიმეტა!
-მაინც?
-საღადმოაზროვნე მეგობარი.
-მაგ არაჯანსაღად მოაზროვნე მოგებარში მე მიგულისხმე?
-როგორც ჩანს დაგხვეწე.
-მე შენი მეგობარი ვარ?
-დაახლოებით ეგეთი რაღაც.
-შენ თქვი რომ არ გყავს.
-ერთი აღმომაჩნდა,თუმცა სუსტია. რეალურად მე შენი დაცვა ვარ,სხვა არაფერი.
-რისგან აპირებ ჩემს დაცვას?
-სიკვდილისგან.
-როგორ ფიქრობ,სიკვდილს შენ შეაჩერებ?
გაეცინა გოგოს.
-ნწ,მე იმ სიკვდილს მოგაშორებ თავიდან რომელსაც თავად გადაწყვეტ რომ მოუხმო.
-ანუ?
-საკუთარი ს რომ გადაწყვეტ,მაგას ვგულისხმობ.
-სუიციდი ჰქვია მაგას.
-ჰო,ჩემს დროს ეგეთი სიტყვები არ იყო.
-ისე,უნდა მეკითხა ასეთი ჩამორჩენილი საიდან მოხვედი თქო,მაგრამ გამახსენდა რვა წელი ციხის კედლებს რომ ხეხდი და აღარ გკითხე.
-ეს კარგი იყო,მაგრამ მოგიწევს დაიხვეწო!
-ერთ თვეში კარგი შედეგი დავდე,არა?
-წინ კიდევ ნახევარი წელი გვაქვს სამეცადინოდ,ბევრ რამეს გასწავლი.
თვალი ჩაუკრა გოგოს.
-ანუ სატრენინგოდ,ხო?
-ნერვებს მიშლის თქვენი ახლანდელი ლექსიკა.
გაუღიმა სარას და გახარებულმა შემოჰკრა ტაში როცა შეშის ფეჩის გვერდით დაყრილი რამდენიმე ღერი შეშა დაინახა.
-რა ჩემი ფეხებით ავანთო ახლა ეს?
ამოიჩურჩულა გაღიზიანებულმა.
-ასანთის შესახებ რამე გსმენია?
ისევ გაიგონა გოგოს ხმა.
-ბავშვო,არ თვლი რომ უნდა დაიძინო?
ახლა უმცროს სარას მიუბრუნდა კოპებშეკრული.
-მასეთი ბავშვიც არ ვარ რომ ათ საათზე ვიძინებდე.
-თერთმეტია,დედაშენმა ცნობა არ გასწავლა?
ცინიკური ღიმილით შეავლო გოგოს თვალი.
-რას გადაეკიდე ამ ჩემს მშობლებს? ასეთი ზიზღით რატომ ლაპარაკობ მათზე?
-ეგენი რომ ჩემი მშობლები იყვნენ ხომ გახსოვს? ნუ რეალურად შენ მე ხარ.
-ვიცი.
-ჰოდა ჯერ ისევ გგონია რომ შოკოლადზე ტკბილი დედის ჩახუტებაა,მაგრამ დამიჯერე ნახევარი წლის შემდეგ გულს აგირევს ის ფაქტი რომ ოდესღაც ეგ ქალი გეხებოდა.
-ვერ გავიგე?
-მართლა ვერ ხვდები რომ დედაშენი რეალურად დედაშენი არაა?! მისი გერი ხარ, გესმის? მაგიტომაც ეზიზღები ასე ძალიან,თუმცა მამაშენის გვერდით არაფრის კურტუმო არ აქვს.
-რა სისულელეებს მეუბნები, სარა?
-ღმერთო ჩემო,ასეთ იდიოტი მეგობარი თუ რაღაც ეგეთი რატომ მაჩუქე?! ადამიანო,მისმინე! პირდაპირ და დაუფარავად გეუბნები რომ ეგ მუტანტი დედაშენი არ არის და რა არ გესმის?
-იტყუები!
აცრემლებულმა ახედა ოდნავ მეტი სიმაღლით დაჯილდოვებულ სარას.
-აი ამ ჩემ ფეხებს თუ არ დამიჯერებ,გეუბნები და თუ გინდა დამიჯერე,თუარადა წადი მაგ შენს დედიკოსთან და მაგრად ჩაეხუტე,თვალებიც დახუჭე რომ ზურგში დანა უფრო მარტივად ჩაგცხოს! არ გესმის,არა! არც ერთს არ უყვარხარ,ყველა შენი მეგობარი ნაგავია,რომელიც მალე აყროლდება! შენს გვერდით ერთადერთი ადამიანი,ვისაც შენი ბედნიერება უნდა ეს მე ვარ! მაგრამ მე გისწრებ,შენს წინ ვარ და მე და შენ ერთმანეთს ფეხს ვერასოდეს ავუწყობთ! გვერდიგვერდ ვერ ვივლით, შეგიძლია უკან ამედევნო,მაგრამ ჩემს ნაკვალევს არ გამოჰყვე,დაიტანჯები!
-რისი თქმა გინდა?
-მე შენს წინ წავალ,შენზე წინ ვიქნები მუდამ, მაგრამ არ მოგცემ უფლებას რომ ჩემი ნაბიჯები გაიმეორო!
-რა საზიზღარი არსება ხარ ხვდები? ყველა როგორ გძულს? ასეთ მარტოობაში როგორ უნდა იცხოვრო? ქმარი არ გინდა? შვილები?
-ახლა ჩვიდმეტი წლის გოგოს კი არა შენს ასაკში რომ ბებია მყავდა აი ზუსტად მაგას გავხარ,მასსავით ქოთქოთებ.
-აი,ხომ ხედავ?! ისევ სარკაზმი,ისევ იდიოტური ხუმრობა! რა გინდა?
-მე რა მინდა? ბავშვო,რატომ არ გესმის რომ შენი ცხოვრება ერთი დიდი ნაგავია?
-ჩემი ცხოვრება ნაგავი არ არის,აი შენ კი ნელ-ნელა ემსგავსები ნაგავს! ჯერ მხოლოდ საგანი ხარ,ნივთი,რობოტი. გრძნობები არ გაგქჩნია მაგრამ დაპროგრამებულივით ყველა სიტყვაზე დამცინი,ღმერთმანი!
-რისი მოსმენა გინდა? ახლა რაც არ უნდა გითხრა არ მომისმენ,იცი რატომ? იმიტომ რომ რეალობის წინ გაყენებ და გთხოვ რომ თვალებში ჩახედო. შენ კი გეშინია! მშიშარა ხარ. კარგი,რადგანაც არ იშლი გეტყვი რომ ასეთ რობოტად შენმა საყვარელმა დედიკომ მაქცია. სანამ დრო გაქვს მას ჩამოშორდი, სახლიდან გაიქცი,თუ გინდა ჩემთან გადმოდი,მაგრამ მაგ ქალს მოშორდი!
-რა? ამ სოროში შენნაირ ფსიქოპატთან ერთად საცხოვრებლად როგორ გადმოვალ?!
-ანუ არ გესმის ჩემი ნათქვამი?
-არა და არც ვაპირებ რომ მოვისმინო,მივდივარ! საზიზღრობა იყო შენთან ერთად გატარებული დღეები!
-ჰოდა წადი,გაიქეცი შენს დედიკოსთან და აცრემლებული რომ მოადგები ამ სოროს მერე ნახავ!
-...
-ჰო და კიდევ,ეგ კარები არ გაიჯახუნო,ჩამოვარდება და ერთ კვირაში ბამბის ნაყინით გელოდები.
ცინიკური ღიმილით გააცილა უმცროსი სარა და ღუმელს მიუშვირა ხელები,ხელები რომლებსაც რვა წლიანი ტანჯვა ემჩნეოდა.

.....
მეორე დღეს სიცივემ შეაფხიზლა,გაცვეთილი პლედი ვერ ახერხებდა მის გათბობას,შეშა კი უკვე ჩამწავარი იყო. კარები ოდნავ შეხსნა რომ სინათლე შემოსულიყო და უკეთესად დაეთვალიერებინა აწ უკვე მისი სახლი.პატარა იყო,თუმცა საცხოვრებლად გამოდგებოდა კი არა მისწრება იყო. როგორც ჩანს ძველი პატრონები გამდიდრდნენ და ეს სახლი მიივიწყეს. კარგი დალაგება კი სახლს იდეალურ მდგომარეობაში მოიყვანდა.
მთელი სამი საათი ამ პატარა სახლის ლაგებას მოუნდა, უმარავი მტვერი იდო ნივთებზე. წყალი ჩვეულებრივ მოდიოდა,მხოლოდ ელექტროენერგია და გაზი იყო ჩაჭრილი გადაუხდელობის გამო. ექვს საათზე ამდგარი ცხრაზე უკვე დაღლილი იყო. შიმშილის გრძნობამაც შეაწუხა.სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა მოეპარა. მაღაზიაში შევიდა და პურის თაროების წინ დადგა. ორ პურს მოჰკიდა ხელი და გამყიდველის წინ დადგა.
-ბოდიში დეიდა,მაგრამ გეფიცები ფულს აუცილებლად ჩაგასესხებ!
მიაყარა ყვირილით და სანამ ქალი აზრზე მოვიდოდა და კივილს ატეხდა ის უკვე მაღაზიიდან გარბოდა სიცილ-ხარხარით. სახლის კარები შეხსნა და დივანზე გაიშტა,პური მოიტეხა და გემრიელად ჩაკბიჩა.
-გეფიცები ჩაგასესხებ!
ამოთქვა ჩურჩულით და პურის კიდევ ერთი ნაჭერი გაიქანა პირისკენ,დანარჩენი კი გადაინახა,უნდა გამოეზოგა.
ხელ-პირი დაიბანა,თმა ხელით დაივარცხნა და ისევ გარეთ გაუყვა გზას. გადაწყვიტა სამუშაო ეპოვნა. ერთ-ერთ მაღაზიაში მოლარე სჭირდებოდათ.მენეჯერს ელოდებოდა და თან ცდილობდა მის მოსვლამდე დასერილი ხელები მაისურის მკლავებით დაეფარა.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს. შენ,სარა ხო?
-დიახ.
-კარგი სარა,გისმენ.
-წავიკითხე თქვენი განცხადება და გადავწყვიტე მოვსულიყავი.
-კარგი,რამდენი წლის ხარ?
-ბოლოს ჩვიდმეტის ვიყავი,მაგრამ რომ გამოვთვალე ოცდა ხუთის ვარ.
-გასაგებია.ოჯახი?
-რაში გაინტერესებს ჩემი ოჯახი?
-საჭიროა თანამშრომელზე მცირე ინფორმაციას ვფლობდე.
-უკვე თქვენი თანამშრომელი ვარ და მე არ ვიცი?
-დაგიკავშირდებით,საკონტაქტო ნომერი დაგვიტოვე და გაგაგებინებთ.
-ვერ გამაგებინებთ,ტელეფონი არ მაქვს. ახლავე მითხარით კი ან არა.
-მაშინ ზეგ მოდი და გეტყვით.
-არა,მეზარება! ახლავე მითხარი ან კი ან არა!
-ნახვამდის,თავისუფალი ხარ.
-სწორი გადაწყვეტილებაა,რადგან აი ეს ბოთლი ჩემი მუშაობის შემთხვევაშიც ისე დაიფშვნებოდა ჩემი მოუხერხებლობის გამო როგორც ახლა.
გოგონამ ხელი მოჰკიდა ძვირადღირებული ღვინის ბოთლს და თაროდან გადმოაგდო.
-დაიჭირეთ, რას უდგახართ!
აღრიალდა კაცი,თუმცა სარა უკვე შორს იყო.

....
ქუჩის ერთი კვარტალი სირბილით გაიარა და მხოლოდ მაშინ შეჩერდა როცა მიხვდა რომ სუნთქვა აღარ შეეძლო. კედელს აეკრო და აჩქარებულ გულზე ხელი დაიდო.კმაყოფილებამ შეიპყრო და ღიმილმაც გაუპო ბაგეები.
სახლში გახალისებული დაბრუნდა და შესვლისთანავე ხის ტახტზე წამოგორდა. ცოტა ხანს ეძინა,გაღვიძებისთანავე პურის პატარა ნატეხით დაიკმაყოფილა თავი და ისევ გარეთ გავიდა. კარგად დაღამებულიყო. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი,დიდი ნაბიჯებით მისეირნობდა ღრმად ჩაფიქრებული. ხიდთან დაახლოებით 7-8 წლის ბავშვები იდგნენ. გოგოს პატარა კეპი ეკავა ხელში,რომელშიც რამოდენიმე ოც თეთრიანი,ათ თეთრიანი და ხუთ თეთრიანი მონეტა იწონებდა თავს. მიწაზე მჯდომი ბიჭი კი ამაოდ ცდილობდა გიტარის სიმების გასწორებას.
გაეცინა ბიჭის გამობურცულ ტუჩებზე,რომლებიც აშკარა იყო უკმაყოფილოდ ბუტბუტებდნენ რაღაცას. გახალისებული მივიდა ბავშვებთან და თავზე წამოადგა.
-სხვა შემთხვევაში დაგცინებდი პატარა ბიჭო,მაგრამ დღეს გაგიმართლა. გინდა მე მოგეხმარო?
-არ მჭირდება,ჩემით ვაკეთებ.
-ჰო,რათქმაუნდა,გეტყობა!
ირონიული ღიმილით შეავლო თვალი ბიჭს.
-საბა,ხომ ხედავ რომ ვერ აკეთებ?! იქნებ მას შეუძლია.
შეფერვით გადახედა გოგონამ.
-ჰო კარგი!
კოპებშეკრულმა მიაგდო გიტარა.სარა ჩაიმუხლა,გიტარას დასწვდა,გოგონას თვალი ჩაუკრა და სიმების დაჭიმვას შეუდგა.
-ესეც ასეე!
ათ წუთში წამოიყვირა თავისი თავით კმაყოფილმა სარამ.
-ახლა მოდით,რადგან აქ ვარ თქვენთან ერთად რამეს ვიმღერებ.
-შეგიძლია?
თვალებგაფართოებულმა გოგონამ ახედა სარას.
-კი,თანაც რა კარგად გამომდის თქვენ ხო გარტყმაში არ ხართ!
ამაყად მოიღერა ყელი.
-რა არ ვართ?
ჩაეკითხა დაინტერესებული ბიჭი.
-არაფერი ბავშვო. იმღერებ?
-მე?
-არა მე. ხო, შენ აბა ვინ?
-კი!
-კარგით, ვიწყებთ!
შემოუძახა ბავშვებს და დაკვრას შეუდგა. მათთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა და ატყობდა თუ როგორ იმატებდა ხურდების რაოდენობა კეპში. ამ ფაქტით გახალისებულს კი უფრო მიეცა გული და ბავშვებთან ერთად ამღერდა კიდეც. თავიდან არ გამოსდიოდა,მივიწყებული ჰქონდა სიმებთან ურთიერთობა,მაგრამ მალევე გაიწაფა. თითქოს შვება იგრძნო,მთელი რვა წლის ნაგროვები ფიზიკური და სულიერი ტკივილისგან ერთიანად გაანთავისუფლა ორგანიზმი და ეს იმდენად ესიამოვნა რომ გააკანკალა კიდეც. ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს,ფულიც გაუნაწილეს და მათი გზები საბოლოოდ გაიყარა...

სახლში გახალისებული დაბრუნდა. 4 ლარი და 60 თეთრი ერგო ბავშვებისგან.
-ამით ცხობრებას ავიწყობ!
გაიფიქრა და ურდელად გადაწვა ტახტზე.

....
ახალი ისტორიით დავბრუნდი,რომელსაც სულ ორი ნაწილი ექნება. იმედია მოგეწონებათ,თქვენს შეფასებებს (კრიტიკასაც) სულმოუთქმელად ველოდები. heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

როგორ ველოდი, შენ მაინც ხომ იცი არა როგორ ველოდი ამ ისტორიას? და აი ისიც დადგა დრო როდესაც გამოჩნდა, გამოჩმდა ის რამაც ძალიან გამაბედნიერა. სარა ერთს მივამსგავსე, იცი შენ ვისაც. ნუ მთლად მისი პროტოტიპი არ არის, მაგრამ რაღაცით გავს.
ძალიან მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მადლობა შენ იმ ბედნიერი წამებისთვის, რაც ახლა მაჩუქე.
ველოდები შემდეგ ნაწილს, იმედია არ დააგვიანებ ❤

 


№2  offline მოდერი ლათინო

LurjTvala demoni
როგორ ველოდი, შენ მაინც ხომ იცი არა როგორ ველოდი ამ ისტორიას? და აი ისიც დადგა დრო როდესაც გამოჩნდა, გამოჩმდა ის რამაც ძალიან გამაბედნიერა. სარა ერთს მივამსგავსე, იცი შენ ვისაც. ნუ მთლად მისი პროტოტიპი არ არის, მაგრამ რაღაცით გავს.
ძალიან მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მადლობა შენ იმ ბედნიერი წამებისთვის, რაც ახლა მაჩუქე.
ველოდები შემდეგ ნაწილს, იმედია არ დააგვიანებ ❤

მეც რამდენი ხანი ველოდი ამის დასრულებას და სუუუულ ცოტა დარჩა,დღეს ავტვირთავ მეორე ნაწილსაც და იმედი მაქვს არ ინანებ ამდენი ხანი რომ ელოდებოდი ❤❤

 


№3  offline წევრი teengirllove

ah latino ,latinoo..sad xar gogo dakarguli, sara ucnauria ,mara shen da normaluri adamianis sheqmna rogor? mokled wavedi axla meore wavikitxo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent