შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,გურული ლამაზმანი" 13თავი


29-09-2018, 18:28
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 801

,,გურული ლამაზმანი

- ლაშა. _ მეორე სართულიდან ისმის ქალის ხმა.
- გისმენ დედა?
- ადვოკატს დაურეკე, ხვალ დილით ლიკას ნახვა მსურს. _  მთელი ორი თვის განმავლობაში, პირველად ახსენა ქალბატონმა ნატამ შვილის სახელი. პირველად ამოიღო ხმა, ამ ხნის განმავლობაში,  პირველად მოინდომა შვილის ნახვა.
- კარგი. _ გაკვირვებული სახით გახედა ნინის.
- მგონი რაღაც საშინელება გველის. _ დანანებით ჩაილაპარაკა ნინიმ.

- მახარაძე შენთან არია.
- ჯარში ვარ? მე სახელი მქვია. _ კუთხეში მიყუჟულ ლიკას თავიზე ადგება ბადრაგი.
- მომინდომა ჯარი და კარგი ცხოვრება. ადექი მნახველია თქო.
- არავის ნახვა მსურს. _ ბრაზი ეტყობოდა ხმაში.
- გკითხე რა გსურს? და რა არა? ადექი მეთქი.
- კარგი. _ შავი მოსაცმელი მჭიდროდ შემოიკრა ტანზე, დალურჯებული თვალის დასაფარად თმა წინ გადმოიყარა და გარეთ გავიდა.
- კედელთან დადექი, ფეხ3ბი გაშალე.
- რა საჭიროა?
- დროზე.
- კარგი.
- შედი.
- გმადლობ. _ირონიული ღიმილით აათვალიერა ქალი.
- ლიკა. _ ზურგს უკან მოესმა ნაცნობი მკაცრი ხმა.
- დედა. _ ეშინოდა, ეშინოდა მახარაძეს. დედის თვალებში დანახული, ზიზღის ეშინოდა, ამიტომ ვერ მიდიოდა. ერთ ადგილას გაქვავებული იდგა და მისკენ ვერ ბრუნდებოდა. იცოდა, მიხვდა რასაც ეტყოდა ამიტომ ეჭინოდა. დედის თვალების ეშინოდა. პირველად, ცხოვრებაში პირველად ეშინოდა მახარაძეს დედის.
- აქ მოდი. _ დაიგვირგვიმა ქალის ხმამ.
- წადი. _ მხოლოდ ამის თქმა შესხლო გოგომ.
- აქ მოდი მეთქი. _ ნელა ძალიან, ნელა შემობრუნდა დედისკენ. ცდილობდა, როგორმე გაეწელა დრო მანამ, სანამ დედასთან მივიდოდა.
- ყოჩაღ ლიკა, ყოჩაღ. ნამდვილად სამაგალითო შვილი გამიზრდიხარ.  დაჯექი. _ ხელით ანიშნა სავარძლისკენ. - როდის დავუშვი შეცდომა? მითხარი როდის? პირველად, გესმის? პირველად შემცხვა შენს გამო. პირველად გააშუქეს ჩემი შვილი ტელევიზიით, იმის მაგივრად რომ მიხაროდეს, მწყინს. რატომ? იმიტომ რომ შენს ქალობაზე კი არა, შენს მკვლელობაზე ლაპარაკობენ, შენს ცივსისხლიანობაზე. იმაზე რომ კაცი მოკალი, არა კი არ მოკალი აწამე.
- ღირსი იყო.
- რატომ? მამა მოგიკლა? და რატომ მოგიკლა მამა? შენი დაუდებრობის გამო არა? იმის გამო რომ თავს ყოველთვის იქყოფ სადაც შენი ადგილი არ არის. იმის გამო რომ შენ დაუფიქრებელ ნაბიჯს დგამ, ყოველ ჯერზე. მას არ მოუკლავს მამაშენი, ის შენ მოკალი გესმის? შენ, ეს შენი ბარალია? შენს გამო არის მამაშენი მკვდარი. შენ გამო გამოესალმა ის სიცოცხლეს, შენი ქათმური საქციელის გამო.
- მე არ მომიკლავს მამა.
- რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხელით მიწოდებული წამლით დაიღუპა? მთავარი ის არის ვის გამო მოკლეა.
- ვიცი რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ მე ხომ ის მოვკალი. იმის გამო მოვკალი, მამა რომ მომიკლა.
- სად არის გვამი?
- არ ვიცი.
- ლიკა სად არის გვამი?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი.
- ვინ გეხმარებოდა?
- არავინ.
- ლიკა. _ თმაში წვდა შვილს. - ყოჩაღ კარგად უმუშავიათ. რის გამო გცემეს?
- ვახტანგის გვამის ადგილსამყოფელი უდოდათ.
- შენ რა თქმა უნდა არაფერი თქვი.
- მართლა არ ვიცი დედა, არ ვიცი სად არის.
- დედას ნუ მეძახი. მამაშენი ხომ მოკალი? ახლა ჩემი სიკვდილიც გინდა არა? ლიკა მითხარი სად არის გვამი?
- არ ვიცი, მამას გეფიცები არ ვიცი.
- ვინ გეხმარებოდა ის მაინც მითხარი?
- არავინ.
- აქედან გამოსვლა არ გინდა, შენ ამ ყველაფერს მხოლოდ იმის გამო აკეთებ რომ მამაშენის სიკვდილს განიცდი. ასე საკუთარ თავს სჯი, ვერ პატიობ შენს თანს მამაშენის სიკვდილს. სწორედ ამიტომ ხარ აქ. შენ ეს გინდოდა, ციხე გინდოდა. სიკვდილი რომ გდომოდა მოკვდებოდი, მაგრამ ეს არ იქნებოდა შენთვის საუკეთესო სასჯელი, აქ ყოფნა მხოლოდ იმიტომ გინდა რომ თავი გაიმადგურო. თავს ისჯი ყველაფრის გამო, ასეა არა? მითხარი ხომ მივხვდი შენს ზრახვებს?
- აქ ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიქნები. თუ ჩემს აქედან გაყვანას ეცდებით, ისევ მოვკლავ ვინმეს და აქ დავბრუნდები.
- თუ გინდა გაპატიო ის რაც მამაშენს მოუვიდა, თუ გინდა ჩემი სიკვდილის მიზეზი შენ არ იყო, ყველაფერი გააკეთე აქედან რომ გამოხვიდე. ლიკა ამას შენ თუ არ გააკეთებ კაკი გააკეთებს, ის არ მოგცემს უფლებას აქ დარჩე. რატომ იტანჯავ თავს?
- კარგია ტანჯვა.
- გააფრინე შვილო?
- შენ მე შვილო დამიძახე.
- რაც არ უნდა მოხდეს, შენ ყოველთვის ჩემი შვილი იქნები.
- კაკის უთხარი ნურაფერს გააკეთებს, მე არ მსურს აქედან გასვლა.
- ლაშა, ნინი და კაკი შენს გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
- ლაშას უთხარი თუ აქედან გამიყვანს მაგრად ვცემ, ჯერ მხოლოდ იმის გამო ჩემი დაქალი რომ უყვარს.
- კაკის მასსაც სცემ? კაკისაც სცემ იმის გამო რომ უყვარხარ?
- ვუყვარვარ? _ ნერვიულად გაიცინა გოგომ. - კარგი რა დედა, მე მას არ ვუყვარვარ.
- უყვარხარ შვილო, იმ ყველაფერს რასაც ის აკეთებს, უბრალოდ არავინ არ გააგიკეთებს. იბრძოლე ლიკა, შენთვის იბრძოლე. შენი სიყვარულისთვის შვილო. იმისთვის იბრძოლე ბედნიერი რომ იყო.
- მიყვარხარ დედა.
- თავს გაუფრთხილდი. _ შუბლზე კოცნის და ოთახს ტოვებს.


- როგორ არის?
- ცუდად. ის ძალიან ცუდად არის ლაშა, ნაცემი განადგურებული. ასეთი ლიკა არასოდეს მინახავს, მას იქ უნდა. უნდა დაიტანჯოს, ეტკინოს. უყვარს როდესაც აწამებენ, გაგიჟდა ჩემი შვილი გაგიჟდა . _ ტირილით ამოილაპარაკა ქალბატონმა ნატან, მეორე სართულოს კიბეს აუყვა და ლიკას ოთახში შეიკეტა.

- დემეტრე უკვე ერთი კვირა შენგან, პასუხებს ველოდებით. თუ ჩვენს დახმარებას არ აპირებ, თქვი გესმის? თუ არ დაგვეხმარები გვითხარი.
- ყველაფერს ვაკეთებ ნინი, მაგრამ.
- იცნობთ ვინმე თომა გაბიანს?  _ ინტერესით ეკითხება კაკი იქ მყოფებს.
- გაბიანი? არა გაბიანს არავის ვიცნობ.
- როგორ არა ლაშ, თომა არ გახსოვს? ლიკას ბაღის მებობარი, მაგრამ ის გაბიანი არ არის.
- თომა სხირტლაძე, ის სხირტლაძეა. თომა უკვე წლებია საქართველოში არ არის.
- ის უკვე ორი თვეა საქართველოშია, მაგრამ სხვა გვარით. ლიკას ტელეფონის ჩანაწერები მოვიპოვე, ბოლო დროს ხშირი კონტაქტი ქონდა მასთან.
- კი, მაგრამ ლიკას მასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა? რაში დასჭირდა მასთან კონტაქტის აღდგენა?
- ლაშა რა სისულელეებს ამბობ? არ იცი რაში დასჭირდა? _ გაბრაზდა სვანი.
- მისი ადგილმდებარეობა იცი? ახლა კაკის მიუბრუნდა.
- როგორ არა. მასთან მივედი თუმცა არაფერს არ ამბობს. მხოლოდ ის მითხრა რომ გვამი ლიკამ მოიშორა და მან არ იცის სად წაიღო.
- ტყუის მან იცის, იცის სად წაიღო გვამი. ღმერთო ჩემო ჩემი და გამაგიჟებს. მგონი რაღაც მოვიფიქრე. _ ბოროტულად ჩაიცინა მახარაძემ.
- რომელიმე თქვენგანი ლიკასთან უნდა მივიდეს, უნდა უთხრას რომ მე გამიტაცეს და მანამ არ დამაბრუნებენ სანამ გვამს არ დააბრუნებს.
- ყოჩაღ ლაშა, მალადეც ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეთ. _ ცინიკურად ჩაიცინა ნინიმ. - იდიოტი ხარ, ნამდვილი იდიოტი. განა მე არ მოვიფიქრე ეგ, წერილიც გავუგზავნე შენს დას თუმცა არაფერს არ ამბობს.
- მაშ თომა უნდა დავაშინოთ.
- როგორ ფიქრობ იტყვის სად წაიღეს გვამი?
- მე ვიცი სადაც წაიღებდნენ. _ ფეხზე წამოდგა სვანი. - მან ხომ შური მამის გამო იძია? ლიკამ, ვახტანგი მამამისის საფლავთან მიიყვანა. იქ უნდა მივიდეთ და კვალს გავყვეთ.

- გამიკვირდა ჩემი ნახვა რომ მოინდომე.
- იმედია არ იფიქრეთ რომ გადავიფიქრე?
- არა. ვიცი რომ რაღაცის სათქმელად დამიბარე.
- ბატონო ადვოკატო, ჩემები არ მოისვენებენ. მათ უნდათ გამიყვანონ აქედან, თუმცა მე არ მსურს ეს. არ მინდა გავიდე, მინდა მოვიხადო სასჯელი ბოლომდე. გადაეცით მათ რომ ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ციხეში ფიქრის დრო საკმაოდ გაქვს. თუ ისინი ვახტანგის გვამს მიაგნებენ, თუ ისინი გვამს ოჯახს დაუბრუნებენ. გეფიცებით გამოვალ, გამოვალ და ყველას დავხოცავ. არ დავინდობ არცერთს, არ დავინდობ. მამის სულს ვფიცავ ყველას ვაზღვევინებ, ვახტანგის ოჯახი უნდა დაიტანჯოს. ისე უნდა დაიტანჯოს როგორც მე დავიტანჯე, მათ არ ექნებათ მამის საფლავი. მათ არ ექნებათ საშუალება იგლოვონ მამა, როგორც საჭიროა. მისი შვილები დაიტანჯებიან, ისე დაიტანჯებია როგორც მე დავიტანჯე.
ლაშას უთხარით თუ უნდა 9 წელში ისევ მიხილოს, ნუ გადამახტება მე. ნუ გადაახტება ჩემს სიტყვას. ცრა წლის შემდეგ გამოვალ, გამოვალ და დავოწყებ ცხოვრებას თავიდან. თუ დამელოდებიან დამელოდონ, თუ არა და ცხოვრებას მათ გარეშე განვაგრძობ. ეს არ გამიჭირდება.
მოძებნეთ გალე ჩემი მეგობარი და უთხარით მას რომ, მე ვიბრძოლებ ბოლომდე ვიბრძოლებ. მელანოს მიხედოს, გაუფრთხილდეს მას. წაიყვანოს ქვეყნიდა  და როდესაც დავბრუნდები მე მას დავაბრუნებ. ჩემთან დავაბრუნებ.
- მელანო? ვინ არის მელანო?
- შვილი, ჩემი შვილი. მელანო ჩემი შვილია. ამის შესახებ არავინ იცის, გალეს უთხარით მელანო დედაჩემს მიუყვანოს და ორივენი ერთად წაიყვანოს ქვეყნიდან.
- ვერაფერი გავიგე ლიკა? არცერთ საბუთში, არსად არ წერია შენი შვილოს შესახებ. მოიცა შენ რა შვილი დემეტრესგან გყავს? ანდა თუ ვახტანგმა შენზე ყველაფერი იცოდა, ეს როგორ ვერ გაიგო? _ დაიბნა კაცი
- იმ დღეს როდესაც სოფის მანქანით დავეჯახე, ძალიან განვიცადე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ღმერთს ვფიცავ მისთვის არაფრის დაშავება არ მინდოდა. ძალიან განერვიულებული ვიყავი, ბარში წავედი დავლიე. იმდენი დავლიე რომ თავი დავკარგე, გალემ წამიყვანა. არ ვიცი როგორ, მაგრამ დილით მასთან ერთად გამეღვიძა. ეს შეცდომა იყო, მე ჩემს საუკეთესო მეგობართან მეძინა. დიდი ხნის შემდეგ გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ბავშვის მოშორება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ორსულობის
დამალვა მომიწია, ამიტომ ყაზბეგში წავედი. დამალვაში გალე მეხმარებოდა, ჩემი გაუჩინარება არავის გაკვირვებია. ყველაფერი დეპრესიას მიაწერეს, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ძალიან დიდი რისკი იყო იმისა რომ, ბავშვი შეიძლება დაღუპულიყო, მაგრამ. გადარჩა იბრძოლა და გადარჩა. მას შემდეგ იქ არის ყაზბეგში. არასოდეს მინახავს, ჩემი შვილი არასოდეს მინახავს. არც იმ დღეს მინახავს როდესაც ქვეყანას მოევლინა. მძულდა საკუთარი თავიც, და ისიც მძულდა. არ მინდოდა მისი გადარჩენა, მინდოდა მომკვდარიყო ისიც და მეც, მაგრამ ეს არ მოხდა. ფიქრობთ რომ შეშლილი ვარ არა? ვიცი რომ ასე ფიქრობთ, მაგრამ მეც უნდა გამიგოთ. საშინელება იმის წარმოდგენაც რომ, შვილი მყავს სუკეთესო მეგობრისგან. ახლა კი თავს ვივჯი, თავს ვისჯი რადგან ჩემს შვილს საუკეთესო წლები წავართვი. მას მე დედა წავართვი, დედა რომელიც არასოდეს უნახავს. სასტიკი ვარ ვიცი, შეშლილი.
- რამდენი წლის არის ახლა ის?
- 5 წლის, ის ახლა 5 წლის არის.
- არც მისი ფოტო გინახავს?
- არა. არ მინდოდა, არ მინდოდა მისი სახე მენახა რადგან ვიცოდი მისი ნახვის, სურვილი გამიჩნდებოდა. ამიტომ არ ვნახე, ის არასოდეს მინახავს. მხოლოდ ის ვიცი რომ შვილი მყავს, რომელსაც სახელი დავარქვი, მაგრამ არასოდეს მინახავს.




მაპატიეთ, ვიცი უამრავი შეცდომა მაქვს. უბრალოდ ვერ შევძელი გადახედვა. უამრავი საქმე მქონდა, სამსაზურში 24 საათის განმავლობაში მიწევს, უძილოდ ყოფნა და დაგვიანებაც მეპატიება. შევეცდები მომდევნო თავი არ დავაგვიანო. ველოდები შეფასებებს, კრიტიკას.
ვიცი ბოლო მომენტი დაგაბნევთ, მაგრამ მიხვდებით რატომ არის ნახსენები ლიკას შვილი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო სიუჟეტია მე ვკითხულობ და მაინტერესებს შემდეგში რა იქნება. ფანტაზიაა არარსებული სიტუაცია მაგრამ საინტერესო. ძაან აგვიანებ და ეს არ მომწონს

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ველიდები ახალ თავს❤

 


№3 სტუმარი აბლაბუდა

თავიდან საინტერესო მეჩვენა და დავიწყე კითხვა, მაპატიე არ გაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ძალიან აბდაუბდა და უაზრო შინაარსია, ზღაპარიც კი აღარ არის

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

აბლაბუდა
თავიდან საინტერესო მეჩვენა და დავიწყე კითხვა, მაპატიე არ გაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ძალიან აბდაუბდა და უაზრო შინაარსია, ზღაპარიც კი აღარ არის


ეს თავი სპეციალურად არის არეული, მართალი ხარ მეც რომ წავიკითხო ვერაფერს გავიგებ, მაგრამ შემდეგ თავში ყველაფერი დალაგებული იქნება

სტუმარი მაკო
საინტერესო სიუჟეტია მე ვკითხულობ და მაინტერესებს შემდეგში რა იქნება. ფანტაზიაა არარსებული სიტუაცია მაგრამ საინტერესო. ძაან აგვიანებ და ეს არ მომწონს


ფანტაზიით ამ თავში ძალიან ვგავარ ინდოელს :დდდდ გეთანხმები ძაან შევიჭერი როლებში, მაგრამ მომდევნოში დალაგდება❤

სტუმარი ანა
ველიდები ახალ თავს❤


ძალიან მიხარია ❤

 


№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

რამდენიმე დღეა აქ არ შემოვსულვარ შეილება ვერც ნახო კომენტარი
მაგრამ უამრავი კითხვა მაქ ძალიან ვიბნევი,ჯერ კიდევ ვერ მივხვდი
ლიკა მკვლლელია თუ არა
მელანოს ამბავმა საერთოდ დამაბნია
ყოველ ჯერზე მაოცებ დეიდა
და ძალიან მაბნევ
დაგვიანებისთვის ვერაფერს გეტყვი მე თვითონ დავაგვიანე წაკითხვა
მოკლედ რა მალე დად შემდეგი heart_eyes heart_eyes no_mouth no_mouth

 


№6  offline წევრი Farvana

ძალიან კარგი,მართAლია რაღAცეები ვერ გავიგე მაგრამ ვიცი შენ ასე გაურკვევლობაში არ დაგვტოვებ
--------------------
ფარვანა

 


№7  offline მოდერი LurjTvala demoni

meocnebe avadmyopi
რამდენიმე დღეა აქ არ შემოვსულვარ შეილება ვერც ნახო კომენტარი
მაგრამ უამრავი კითხვა მაქ ძალიან ვიბნევი,ჯერ კიდევ ვერ მივხვდი
ლიკა მკვლლელია თუ არა
მელანოს ამბავმა საერთოდ დამაბნია
ყოველ ჯერზე მაოცებ დეიდა
და ძალიან მაბნევ
დაგვიანებისთვის ვერაფერს გეტყვი მე თვითონ დავაგვიანე წაკითხვა
მოკლედ რა მალე დად შემდეგი heart_eyes heart_eyes no_mouth no_mouth


რას ქვია არ ვნახავ? ვნახე როგორ არა, ვიცი რომ უამარვი კითხვა გაქვს მაგრამ შენდეგ თავში მიხვდები ყველაფერს

Farvana
ძალიან კარგი,მართAლია რაღAცეები ვერ გავიგე მაგრამ ვიცი შენ ასე გაურკვევლობაში არ დაგვტოვებ


რა თქმა უნდა არ დაგტოვებთ, ყველაფერს გაიგებთ მომდევნო თავში ❤

 


№8  offline წევრი samudamod tqventan

Sainteresoa dzalian vnaxot rigor ganvitardeba movlenebi.melanoze cota ar biyos davibenii

 


№9  offline მოდერი LurjTvala demoni

samudamod tqventan
Sainteresoa dzalian vnaxot rigor ganvitardeba movlenebi.melanoze cota ar biyos davibenii


ვიცინმაგ მომენტზე ბევრი დაიბნევა, უბრალოდ სიტუაციას ასე სჭირდებოდა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent