შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დესტრუქცია (დასასრული)


29-09-2018, 19:03
ავტორი lukakhati
ნანახია 613

დესტრუქცია (დასასრული)

ხუთშაბათი
მდგომარეობა სტაბილურია. თავს კარგად ვგრძნობ. უფრო სწორედ საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ. თავს უკეთ ნიტა გრძნობს და ,ალბათ, მეც. ნინო ხუთშაბათს არ დაბრუნებულა. არ გამიკვირდა.
...რატომ არასდროს მყოფნის ძალა დრო შევაჩერო? არა, ახლა ამაზე ფიქრი არასწორია. მთავარია გაბრიელის მდგომარეობა სტაბილურია. ნიტამ ძალიან ბევრი ინერვიულა. დააძინეს. რამდენიმე საათში გაიღვიძებს. რა გასაკვირია? ის დედაა. პატარა ანგელოზის დედა.
...ერთ რამეში უნდა გამოვტყდე, როდესაც ნიტას,გაბრიელს და გუგას ვუყურებ ძალიან მშურს. ეს ერთადერთია,რაშიც გუგას ძალიან გაუმართლა, მაგრამ რატომ მას? ყოველთვის ოჯახზე ვოცნებობდი. ცოლზე,რომელიც მუდამ დამელოდებოდა, შვილზე, რომელიც თვალებაციმციმებული მამას დამიძახებდა.
გუგას ეს ყველაფერი აქვს, თუმცა არ იმსახურებს ან მე არ ვიმსახურებ და სწორედ ამიტომ არ მაქვს. არ ვიცი. ამ დღეების შემდეგ დანამდვილებით აღარაფერი ვიცი.
ჩამთვლიმა, გუგას შემოვარდნის ხმამ გამომაფხიზლა :
-გაბრიელი როგორ არის?- გულწრფელად შეშინებული ჩანს.
-კარგად. საშიში არაფერია?
-რა მოუვიდა?
-გეხვეწები რა, ექიმებს კითხე და აგიხსნიან.
-მთელი ღამე აქ იყავი?
-კი.
-მადლობა.
-რა მადლობა გუგა. ჩვენ ხომ ძმები ვართ.
...არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ, როდესაც ეს ვთქვი, ჩემი სახე გვერდიდან დავინახე. გაფითრებული ვიყავი - უძილარს ასე მჩვევია. ნუთუ იმდენად დავიღალე, რომ სიტყვებს აზრი ვერ გავაყოლე. წამიერად წარსულში დაბრუნდი. ჩვენი ძველი ოთახი დავინახე. სიმყუდროვე ვიგრძენი. ბოლოს ეს სიმყუდროვე მომიღებს ბოლოს.
ახლა,კვირას ვხვდები,რატომ ვთქვი ის სიტყვები. იმ წამს ნინოსაგან მიტოვებული დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარავინ დამრჩენოდა გუგას გარდა, ჩემი ძმის, წარსულთან დამაკავშირებელი ძაფის გარდა.
-ყავა დავლიოთ.
-კეთილი.
..ოთახიდან ფრთხილად გამოვედით. ყოველი კუნთი მტკიოდა. რამდენიმე საათი სავარძელში ჩამეძინა.
-აუ, იცი რა მაგარი ნაშა გავჩითე?
-სად?
-ბიჭო, რუსთავში - აღფრთოვანებული ჩანდა.
-გუგა, ეს არის ჩვენი ექიმი. შეგიძლია ბავშვის ამბავი კითხო.
-მოიცა რა, მომაყოლე, ექიმთან ლაპარაკს მერეც მოვასწრებ.
...ვერ გავბედე, რომ სახეში მეთქვა, რომ არაკაცია, რომ მეზიზღება.
-გისმენ. - გამეცინა. ჩემს თავს დავცინე.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ მახსოვს რაზე მელაპარაკებოდა გუგა შემდეგი ნახევარი საათი. ალბათ, არაფერს საინტერესოს. თვალებში ვუყურებდი და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - მას ჰქონდა ყველაფერი, რაც მე მინდოდა და ალბათ, არც არასდროს მექნებოდა.
...ხო, ამ დღეს ერთზე დავფიქრდი - იქნებ გუგასაც აქვს თავისი სიმართლე? ახლა ჩემი თავი მეზიზღება. როგორ ვბედავ, რომ ვუშვებ მის სიმართლეს. ჩემი ძმა ანთებულ კოცონს ჰგავს, მდელოზე გაშლილ კოცონს, ცაში ავარდნილ კვამლს, აგიზგიზებულ ბალახს. არ ვიცი რას შევადარო. მეც არ ვიცი რას შევადარო. დანამდვილებით აღარაფერი ვიცი.
პარასკევი.
პარასკევს ძალიან დავიღალე. მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავი. არა, საშიში აღარაფერი იყო. უბრალოდ ნიტამ მოითხოვა გაბრიელის შემოწმება. ნერვიულობს. ის დედაა - მოსიყვარულე,ალერსიანი,კეთილი. ხანდახან გაბრიელისაც მშურს. ვფიქრობ მე როგორი ვიქნებოდი, რომ ასეთი დედა მყოლოდა.
...ალბათ, მართლა ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და სწორედ, ამიტომ არ მეყოლება არასდროს ოჯახი.
ნინომ დამირეკა. გაბრიელის ამბავი მკითხა. გამიხარდა. არ ვიცოდი დარეკვის მიზეზი სჭირდებოდა თუ არა,თუმცა ხალისიანი ჩანდა.
რა საოცარი ადამიანია. შეუძლია ეს ხალისი მუდმივად გადმოდოს.
ხვალ მოვალო დამპირდა. ნეტა მალე გათენდეს.
გუგაც მთელი დღე აქაა. არსად მიდის. ნიტას ყურადღებას აქცევს. შეიძლება გუგაც შეიცვალოს ისიც უკეთესი გახდეს.
რა მოხდა საინტერესო პარაკევს? არც არაფერი. დავმშვიდდი. შაბათის დადგომას და ნინოს ნახვას ველოდებოდი.
შაბათ-კვირა
-როგორ გამახარე.
-ტყუილად გიხარია, ბავშვის მოსაკითხავ მოვედი. - მოსაცდელში ჩაძინებული ნინოს სასიამოვნო, ნაზმა შეხებამ გამაღვიძა.
-წამოდი გაბრიელს გაგაცნობ.
...სანამ ოთახში შევედით დიდხანს ვუყურებდით ექიმსა და გაბრიელს. ამოწმებდა, გაბრიელი კი იცინოდა, ხტუნაობდა, თამაშობდა. არ ეშინოდა. დავმშვიდდი. ბავშვები ყოველთვის გრძნობენ მოსალოდნელ საფრთხეს, ის კი ისეთი ლაღია, ისეთი გულწერფელი, ისეთი ბედნიერი...
-გამარჯობა.
-გამარჯობა, მათე.
-გაბრიელ, ეს ნინოა, გაიცანი.
-ცოლი მოიყვანე?
-არა,
-რა, ლამაზი სახელი გქვიათ.
-მადლობა, ჩემო საყვარელო. შენც ძალიან ლამაზი სახელი გქვია.
-დედა მეუბნება ანგელოზის სახელიაო.
-ექიმი რას გეუბნებოდა?
...ჩემს წინ ულამაზესი სურათი დაიხატა. ნინო გაბრიელს შეხვდა. ორივე ერთმანეთს უღიმოდა. სიხარულს ცვლიდა. სიამოვნებისაგან მოვდუნდი. შორს მომავალში წავედი...
-არაფერს საინტერესოს. უამრავ კითხვას მისვამდა. სასაცილო კაცია.
-მოუყევი საინტერესო ამბები?
-ხო არ მოგბეზრდა აქ ყოფნა?
-არა. მათემ მითხრა ერთხელ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყველა ადგილი უნდა შევიყვარო. ყველა კედელს მოვუსმინო და მხოლოდ კარგზე ვიფიქრო.
ნინოს გაეცინა. მომიბრუნდა:
-ყოჩაღ, ურიგო ბიძია არ ყოფილხარ.
-გამარჯობა - კარი ნიტამ შემოაღო.
-ნინო, სასიამოვნოა.
-ბევრი მსმენია თქვენზე.
..ნინოზე მეტად ამ პასუხმა მგონი მე გამაკვირვა. არ მახსოვდა, რომ ნიტასტან მასზე მელაპრაკა.
-არ მჯერა. არ ჰგავს მათე ადამიანს, რომელიც ყველას ახალგაცნობილ გოგოებზე უყვება.
-მართალია, მაგრამ ძილში ბოდავს. - თვალი ჩაუკვრა.
-მარტოს დაგტოვებთ.
-დროებით, მათე. ნინო, ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
-იმედია მოგვეცემა საშუალება უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.
***
-რა მალე მოსაღამოვდა.
-მთელი დღე გეძინა. მათე, ბოდიში უხეშად გამომივიდა.
-არაუშავს. - სიტყვა გავაწყვეტინე- მართალი იყავი. მოდი აღარ გვინდა ამაზე საუბარი.
-სავახშმოდ ხომ არ წავსულიყავით დიდი სიამოვნებით.
-შეძლებ მანქანის მართვას. რამდენიმე ღამეა არ გძინებია.
-ნუ გეშინია.
...ეს გუგას პირველი მანქანაა. მაშინ უყიდეს, როდესაც 17 წლის იყო, მე 16-ის. მას შემდეგ მპირდებოდნენ, რომ მეც დამასაჩუქრებდნენ, როდესაც მართვის მოწმობას ავიღებდი, თუმცა სახლის საყიდლად ჩემი მანქანაც გავყიდე. მისი წარსულთან ერთად დატოვებაც გადავწყვიტე. სანამ ახალს ვიყიდი, გუგას ვეთხოვე. მაინც ახალი ჰყავს.
-ზედმეტად ფრთხილი მძღოლი ხარ კაცისათვის.
-ასე ფიქრობ?
-ვერ ამოგხსენი ,მათე. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები როგორი ხარ.
-შეხედე - საჩვენებელი თითით მივანიშნე - ამ სახლში გავიზარდეთ.
-უბედურება დატრიალდება.
-რა ხდება?
-შეხედე ვიღაცამ მანქანა შუა გზაში გააჩერა.
-გუგაა!
მანქანა გავაჩერე, გუგასკენ სირბილით გავიქეცი.
-რა ჯანდაბა გჭირს!
-მათე? შენ ხარ? - სიცილით კვდება.
...სწორედ ასე უნდა შეხვედროდენ , ალბათ, ერთმანეთს ნინო და გუგა. ჩემი დავიწყებული წარსული და ნანატრი მომავალი.
-რა მიიღე!
-ეს ვინ არის? - ხმა ვერ ამოვიღე.
-წყალი დალიე.
-რა აქტიური ნაშაა. - სილა გაარტყა. გუგამაც სცადა ხელის შებრუნება, მაგრამ თავი ვერ მოაბა.
-მანქანა დააყენე. - დაუღრიალა.
-შემეშვი. უნდა წავიდა.
ნინომ გასაღები წაართვა.
-რას დგახარ? -მე შმომიბრუნდა ნინო.
-გასაღები მომეცი - გუგა ღრიალებს, ისტერიკაში, ოფლი მოსდის, ტირის, სახე თეთრი აქვს, თვალები- წითელი. ბევჯერ მინახავ ასეთი, თუმცა არასდროს ასეთი გამწარებული.
-ცუდად არის მათე. კაიფშია. რომ გაუშვა, შეიძლება უკან ვერც დაბრუნდეს. - გასაღები გადმომიგდო.
და რა გავაკეთე მე? გასაღები დავუბრუნე. და აუღელვებლად მანქანისკენ წავედი. უკან გავიგონე მანქანის დაქოქვისა და დაძვრის ხმა. შემდეგ არაფერი მომხდარა. ესეც შაბათ-კვირა. ნინოზე მას შემდეგ არაფერი გამიგია.

ნინო...
...დღეს მათესაც დახვდევა, სახლში დაბრუნებულს აბაზანა აუცილებლად ჭიანჭველებით სავსე დახვდება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ემმა

კითხვა რომ დავიწყე ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა ჩემთვის მაგრამმ საბოლოოდ ძალიანნ მომეწონაა...ძალიანნნ კარგიი ხარ

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ემმა
კითხვა რომ დავიწყე ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა ჩემთვის მაგრამმ საბოლოოდ ძალიანნ მომეწონაა...ძალიანნნ კარგიი ხარ

დიდი მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი პარაზიტი

ბოლო ნაწილი რატომ მომეჩვენა, რომ საოცრად მიყრილია? ისტორია არ მომეწონა! ამას თამამად გეტყვი. არ მომეწონა არა იმიტომ, რომ ცუდია, უბრალოდ აშკარად უკეთესი შეგიძლია... წაკითხული მაქვს "შერწყმის" დიდი ნაწილი სანამ საიტიდან წაიშლებოდა. მგონი ჟანრული ლიტერატურა უკეთ გამოგდის (ეს , რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია? დასაწყისი კარგია, მხატვრულადაც მომწონს, მაგრამ დასასრული თითქოს ძალიათაა დაწერილი. ობიექტურად და გლობალურად, რომ გითხრა კარგად წერ და წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ჯობია დრო კარგად გამოიყენო და ,როდესაც "გეწერინება", მაშინ წერო! :))))))
პ.ს. ჭიანჭველების სიმბოლიკა ძალიან მომწონს!

 


№4  offline ახალბედა მწერალი lukakhati

პარაზიტი
ბოლო ნაწილი რატომ მომეჩვენა, რომ საოცრად მიყრილია? ისტორია არ მომეწონა! ამას თამამად გეტყვი. არ მომეწონა არა იმიტომ, რომ ცუდია, უბრალოდ აშკარად უკეთესი შეგიძლია... წაკითხული მაქვს "შერწყმის" დიდი ნაწილი სანამ საიტიდან წაიშლებოდა. მგონი ჟანრული ლიტერატურა უკეთ გამოგდის (ეს , რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია? დასაწყისი კარგია, მხატვრულადაც მომწონს, მაგრამ დასასრული თითქოს ძალიათაა დაწერილი. ობიექტურად და გლობალურად, რომ გითხრა კარგად წერ და წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ჯობია დრო კარგად გამოიყენო და ,როდესაც "გეწერინება", მაშინ წერო! :))))))
პ.ს. ჭიანჭველების სიმბოლიკა ძალიან მომწონს!

მიხარია, რომ წაიკითხე! რთულია არ დაგეთანხმდო ბევრ რაღაცაში. მადლობა რჩევისათვის და წარმატების სურვებისათვის მეტი რა მეთქმის. მიხარია, რომ ეს სიმბოლიზმი ვიღაცამ დააფასა. ხო, გეთანხმები ჟანრული ლიტერატურა უფრო საჩემოა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent