შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის გემბანი (ნაწილი 2 სრულად)[დასასრული]


29-09-2018, 19:46
ავტორი ლათინო
ნანახია 643

სიყვარულის გემბანი (ნაწილი 2 სრულად)[დასასრული]

მთელი კვირა დახეტიალობდა იქით-აქეთ,უაზროდ და უმიზნოდ.თვალებით ბავშვებსაც ეძებდა,ისინი კი არსად ჩანდნენ.
"ჯიუტი ღლაპები" გაიფიქრებდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი უხტოდა,როცა იმ ადგილს მიუახლოვდებოდა სადაც ბავშვები ისხდნენ პირველად.
ფული არ გააჩნდა,მოპარული პურიდან კი მხოლოდ პატარა ნატეხი ჰქონდა შემორჩენილი. 4 ლარით და 60 თეთრით ძველი ვალი გაისტუმრა,ერთი პური და მზესუმზირა იყიდა და დარჩენილი ფული ქუჩის მეორე ბოლოში მჯდარ თვალებაწყლიანებულ ბებოს ჩაუყარა პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში.
-გაიხარე ბებო,ღმერთმა დაგლოცოს.
თბილი ხმით დალოცა ქალმა და გაუღიმა.
-მადლობა ბებო,წარმატებები შენ.
-სად მიდიხარ, ბებია?
-სახლში,სად წავალ?
-აქ ცხოვრობ,შვილო?
-კი,ბებო,აი ქუჩის ბოლოში რომ ძველი სახლია იქ.
-მანდ რა გინდა ბებო?მოიცა შენ სალომე ხო არ ხარ?
-არა ბებო,არა. გრძელი ამბავია,არაა ეგ ჩემი სახლი,უბრალოდ ვიპოვე და ვცხოვრობ,მაგრამ არ გამთქვა ძმურად რა!
-არა ბებო,არაფერს ვიტყვი.წამოდი ჩემთან,გაჭმევ,ყავას დაგალევინებ,არ გინდა?
-ბებო,ეგენი თუ გაქვს აქ რაღას ზიხარ?
-რა ვქნა აბა,სხვა ვერაფრით ვეხმარები ჩემს ბავშვებს...წამოდი,წამოდი.
ფეხზე წამოიჭრა ქალი, ნაშოვნ ფულს თავისი ადგილი მიუჩინა კაბის გარედან მიკერებულ ჯიბეში და გოგონას ხელკავი გამოსდო.
ქალი სარდაფში მოწყობილ ოთახში ჩაუძღვა გოგოს,აქ დამელოდეო-წითელ დივანზე მიანიშნა და მეორე ოთახისკენ წავიდა.
გოგომ ოთახი მოათვალიერა. ნესტისგან დასველებული და გახუნებული შპალერი,ოდნავ შეყვითლებული ჭერი და მჭახე ფერის ავეჯი. სულ ორი ოთახი იყო,ორივე საკმაოდ პატარა.
ქალი ოთახიდან დაბრუნდა და გოგოს ცხელი წვნიანი გაუწოდა.
-მადლობა ბებო,ჯიგარი ხარ!
გაეკრიჭა და თეფშს დასწვდა.ხმაამოუღებლად შესანსლა საჭმელი და ისევ გაუცინა ქალს.
-შეგერგოს ბებია,კიდევ ხომ არ გინდა?
-არა,მადლობა.
-რას დალევ ბებია,ჩაის თუ ყავას?
-არაყი გაქვს,ბებო?
-არაყი რად გინდა,შვილო?
-გავთბები ცოტას.
-არაყს სახლში გაგატან,ახლა ჩაი თუ ყავა.
-ყავა იყოს,მაშინ.
-წამოდი მაშინ იქით ოთახში,შენ მელაპარაკე,მე ყავას გაგიკეთებ.
ცოტახანში ყავიანი ფინჯანი შეაჩეჩა ქალმა და დივანზე ჩამოჯდა.
-დალიე,გაგათბობს ეგეც ცოტას.
-მე ვერაფერი გამათბობს,ბებო.ყავა მითუმეტეს.
-რატო შვილო,გაზის ბალონი ავანთე ცოტა ხნის წინ და არ დათბა,ბებო?
-აქ კი ბებო,შიგნით ვერაფერი გამათბობს...კაი არაფერი,დაივიწყე. ჩემი წასვლის დროა.
-დაიცადე,არაყი მოგიტანო.
-მართლა მატან? აუ ჯიგარი ხარ!
ბოთლი ხელიდან გამოჰგლიჯა და სახლისკენ უკანმოუხედავად გაიქცა.
სახლში რომ მივიდა პურს თავისი ადგილი მიუჩინა,მზესუმზირა პატარა ჯამში ჩაყარა და არაყის ბოთლთან ერთად მაგიდაზე დადო. კარგად შემთვრალი იყო კარებზე ბრახუნი რომ ატეხა ვიღაცამ.
-შემოდი!
ამოილუღლუღა ძლივსძლივობით.
-მე ვარ!
ტირილით შევარდა სახლში ჩვიდმეტი წლის სარა.
-მოხვედი, საყვარელო? რა ხდება აბა,რა გატირებს?
-მე...მეე
-იძახე ახლა მე..მეე! თხა ხარ?
-მართალი იყავი!
-რა ხდება?
არეული მზერა მიაპყრო გოგოს.
-დედა...ის დედაჩემი არ ყოფილა.
სლუკუნით ამოთქვა გოგომ.
-მოიცა,დღეს რა რიცხვია?
-ჩვიდმეტი თებერვალი.
-ჰოო...დღეს უნდა გაგეგო ნამდვილად.
ჩაიბურტყუნა და მზერის გაწმენდა სცადა.
-დაგჭირდები მალე მეთქი,ხომ გეუბნებოდი? ხომ გაფრთხილებდი? შენ კიდევ გაიძახოდი დედიკო და მამიკოო პატარა ბავშვივით.
-ნუ მიყვირი.
-ახლაც არ დამიჯერებ? არც ახლა შეასრულებ ჩემს მითითებებს?
-რატომ არ გესმის რომ არ შემიძლია? ვერ ვაკეთებ იმას რასაც შენ მთხოვ.
-უნდა შეძლო! შენი ყოველი "არ შემიძლია" ნიშნავს იმას რომ უბრალოდ არ ცდილობ,ნებდები.მე კი არ მიზიდავს მსგავს ხალხთან ურთიერთობა. შეუძლებელი არაფერია და შენი თითოეული "არ შემიძლია" ,"კიდევ ერთხელ ვცდი"-დ უნდა აქციო!
-არა!
-არა და იყავი ეგრე! რომ მოგიწევს ციხის კედლების ხეხვა ჩემსავით ნახავ!
-რა?
-ჯანდაბა შენ,აი ეგ! ან დამიჯერებ,ან შენი უზრუნველი ცხოვრება შენს მეთვრამეტე დაბადების დღეზე რომ დამთავრდება ნახავ!
-რატომ?
-იძახე ახლა, რა?რატომ? რისთვის? როგორ? ვისთვის?
-მთვრალი ხარ ხო უკვე?
-მე? რახანია დავთვერი,ახლა შეამჩნიე?
-ოოო,შენი უაზრო გამოხტომები რა!
-დარჩები ამაღამ?
-არა, სახლში მელოდებიან.
-ვინ გელოდება,დედიკო?
-სარაა!
-ჰო, კარგი! წადი მაშინ,გვიანია უკვე!
-მეგონა დამამშვიდებდი.
-არ ხარ მშვიდად?
-მართალი ხარ,წავედი!
-მოდი,შემდეგ დათრომამდე ნუღარ გამოჩნდები და ნუ მომიყვები შენი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ,კარგი?
-რატომ?
-უბრალოდ არ მინდა რომ გამახსენო.
-კარგი.
17 თებერვლიდან დაიწყო ყველაფერი. ჩვიდმეტმა თებერვალმა შეცვალა სარას ცხოვრება. თითოეული დღე მტკივნეული იყო,ახლა არც მთაში შეეძლო თავისუფლად სუნთქვა. თითოეული 17 მისთვის მტკივნეული იყო.

.......
ერთი თვის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბნებში დახეტიალობდა.ფულს აგროვებდა და ბოლოს თავისი შეგროვებული ფულით გიტარა იყიდა. მათხოვრობის მაგივრად ახლა სიმღერითა და დაკვრით შოულობდა საჭმლის ფულს. შეეჩვია ცხოვრების ახალ სტილს,დინებასაც აუწყო ფეხი და თავს კმაყოფილად გრძნობდა. მის ოცნებაში არც ერთხელ შეპარვია ეჭვი,არც ერთხელ უთქვამს უარი თავის ოცნებაზე,არსოდეს შეუცვლია ვარსკვლავებზე ხელით შეხების სურვილი ფრენას ან მსგავსს რამეს. მითუმეტეს გამდიდრებას,მილიონებს,ძვირადღირებულ მანქანებს ან უზარმაზარ ვილებს.
მისი ერთადერთი ოცნება ვარსკვლავებზე შეხება იყო და ამას ვერაფერი შეცვლიდა.
ერთ საღამოს როცა ქუჩაში ხალხმა იკლო,მოგროვილ ფულს თავისი ადგილი მიუჩინა,გიტარა ზურგზე აიკიდა და სახლისკენ გაუდგა გზას. წვიმიანი მარტის შემდეგ,აპრილის სითბოშეპარული ნიავი სასიმოვნოდ ელამუნებოდა სახეზე და ავიწყებდა იმას რომ დღეს 17 მარტი იყო,კიდევ ერთი 17 მიილია და მალე წყეული 17 ივლისიც მოახლოვდებოდა. არ მისცა საკუთარ თავს ამაზე ფიქრის უფლება,სახლში მისულმა არაყის ბოთლი გადმოიღო და ჭიქაში დაუსხმელად მოიყუდა. მთლიან ორგანიზმს ეკიდებოდა ალკოჰოლი და ყველაფერს უწვავდა,მაგრამ არ ანაღვლებდა.სანაპიროსკენ გაუყვა გზას. მთვრალ გონებაში გიჟურმა აზრმა გაუელვა და სანამ ბოლომდე გაფიქრებას მოასწრებდა უკვე გემბანზე იყო შეპარული და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. პატარა ოთახის მსგავს რაღაცაში შეიპარა,კარები ფრთხილად მიხურა და უკან მიბრუნდა. მაღალი სხეულის დანახვაზე კი კივილი ატეხა. ბიჭმა პირზე ხელი ააფარა,თუმცა ის მაინც განაგრძობდა ფართხალს. ცალი ხელით დაასველა ბიჭმა რაღაც სითხით ქსოვილი და ახლა ის ააფარა პირზე. გოგონას სხეულიც მაშინვე მოუდუნდა და გაითიშა. გონს დაახლოებით ორ საათში მოვიდა,თვალები მოიფშვნიტა და მძიმედ დააშორა ერთმანეთს ქუთუთოები. ვერაფერს უხერხებდა გაურკვეველ ფიგურებს რომლებსაც ხედავდა. ყურადღება მის წინ მჯდომზე გადაიტანა.
-სად ვარ? აქ რა მინდა? ვინ ხარ?
ჩახლეჩილი ხმით ამოიხავლა.
-მე მეკითხები სად ხარ ან აქ რა გინდა?!
-არაფერი მახსოვს,მხოლოდ ის მახსოვს რომ დავთვერი და მერე რა მოხდა....არაფერი მახსოვს.
-სიყვარულის გემბანზე ხარ!
-სად ვარ? გემბანზე? რის გემბანზე? აქ რა მინდა?
თვალებგაფართოებული წამოჯდა და ბიჭს მიაშტერდა.
-სიყვარულის გემბანზე, Αγάπη Κατάστρωμα,ასე ჰქვია!
-რაქვია?
-Αγάπη Κατάστρωμα.
-რას მეხუმრები ჩემო ძმაო,მითხარი სად ვარ. ანდაც იყოს,ჩემით წავალ.
-შენი ძმობა მაკლია სრული ბედნიერებისთვის! რომელ წყალში აპირებ გადახტომას?
-მართლა გემბანზე ვარ?
-დაიცა სად მიდიხარ?!
ხელში დაქაჩა ბიჭმა და უკან მიაბრუნა.
-არ გაბედო აქედან გამოსვლა,ორივეს პრობლემები შეგვექმნება!
-რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ ჩაკეტილი მეტყვი?
-3 თვე. მერე დავბრუნდებით და წახვალ.
-სამი თვე? რა სამი თვე? აქ სამი თვე?
-ხო,რა გეგონა აბა მეზღვაურების გემზე რომ იპარებოდი? არ უნდა გამოჩნდე გესმის?
-აქ როგორ გავძლო სამი თვე? არც ოკეანე ჩანს აქედან,იმას რომ ვუყურო და თავი გავირთო,კარგი რაა! ნუ მეხუმრები ეგრე!
-არ გეხუმრები! გაგიმართლა რომ აქ შემოხვედი და არა რომელიმე სხვ...
-ბათუ მაღლა გეძახიან!
კარები შემოაღო საშუალო სიმაღლის ბიჭმა,მაგრამ როგორც კი გოგო შეამჩნია თვალები გაუფართოვდა და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო ბიჭს.
-აქ დარჩი დაჩი,მე ავალ და გეხვეწები ამან რამე სისულელე არ ჩაიდინოს.
-ჯერ ერთი ამან არა,სარამ! და რა სისულელე უნდა ჩავიდინო ვითომ?
-ხმას ნუ იღებ,ვინმემ რომ გაიგოს ორივეს ზღვაში ჩაგვყრიან!
გამოსცრა კბილებს შორის და კარებში გაუჩინარდა.
-აქ საიდან მოხვდი? ბათუს საიდან იცნობ? იმან მოგიყვანა?
-არ ვიცნობ არანაირ ბათუს,არც ის მახსოვს აქ საიდან მოვხვდი,მთვრალი ვიყავი და გავითიშე,თვალები რომ გავახილე ის ვიღაც მეჯდა თავთან და ასე მითხრა შემოიპარეო.
-შარში ხარ! უკან დასახევი გზა არ გაქვს,აქ უნდა იყო სამი თვე და ეცადე რომ არ იხმაურო,ზედმეტად არც კი ისუნთქო...მე დაჩი ვარ!
-რას ნიშნავს არ ვისუნთქო? სამი თვე აქ ჯდომას მირჩევნია ახლავე გადავხტე წყალში.
-მოიცა,მთელი სამი თვეა წინ,არ მოიწყენ, აი ნახავ.
-თქვენ მართლა მეზღვაურები ხართ?
-ჰო,მართლა მეზღვაურები ვართ.
-და რატომ მაინცდამაინც მეზღვაურობა?
-მე ყოველთვის მიტაცებდა მსგავსი ექსპედიციები,ბათუს კი თავისი მიზნები აქვს.
-რა მიზნები?
-სანამ ბათუს მიზნებზე ისაუბრებდე,სჯობს ენას კბილი დააჭირო,დაჩი!
ისევ მისი ბოხი ხმა გაისმა და ორივე მისკენ მიბრუნდა.
-შეგიძლია ახვიდე მაღლა და ხომ იცი? არავისთან არაფერი წამოგცდეს.
-დებილი ბავშვი ნუ გამოგყავარ,არ მეშლება მე ეგენი და უაზრო ლაპარაკს შეეშვი.
აშკარად ეწყინა დაჩის მეგობრის სიტყვები,მხარი ძლიერად გაჰკრა და საფეხურებს სწრაფად აუყვა.
-ახლა მომისმინე! არ გაბედო რომ დაჩის ჩემზე რამე ჰკითხო,არც ის იფიქრო რომ ეს გემი ჩემნაირებით ან დაჩისნაირებითაა სავსე,აქ არავინ არავის ინდობს,საკმარისია ერთი შეცდომა შეამჩნიონ ეგრევე მირბიან საჭირო ადამიანთან და აუღელვებლად ფქვავენ ყველაფერს. არც კი გაბედო რომ ეგ შენი პატარა ცხვირი ზემოთ ამოჰყო! ძალიან ბევრს მოუწია შეცდომის გამო ოცნებებზე ეთქვა უარი,მე კი არ ვაპირებ დაწყებული საქმე დაუსრულებელი დავტოვო ვიღაც ტვინგამორეცხილი გოგოს გამო რომელმაც არც კი იცის რას აკეთებს სიმთვრალის დროს. იცოდე შენი ადგილი და მადლობა თქვი იმისთვის რომ ვჩუმდები, ჩემს ოთახში მოგიწევს მთელი 3 თვე ცხოვრება და საერთოდ თუ ხმას არ ამოიღებ და თვალში ზედმეტად არ გამეჩხირები მადლობელი დაგრჩები!
მთელი ამდროის განმავლობაში თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული უსმენდა მის მონოლოგს.უსმენდა როგორ არიგებდა ჭკუას პატარა ბავშვივით,მაგრამ ვერაფერს ამბობდა. პირველად მის ცხოვრებაში ვიღაცამ ხმა ჩააკმენდინა.

საწოლზე წამოგორდა და ჭერს მიაშტერდა ბატონი მეზღვაური. ისე,რანაირი სახელია ბათუ.
როგორც ჩანს ხმამაღლა ვფიქრობდი,რადგან მისი უკმაყოფილო მზერა არ გამომრჩენია.
-რა? რას მომაშტერდი?
-შენ რა გქვია?
-სარა.
-რას ერჩი ბათუს?
-შენ არ ერჩი?
-საერთოდაც არა.
-როგორც გინდა,მაგრამ ჩემი აზრით ზედმეტად რაღაცნაირი სახელია.
-შენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს,სარა.
-რა? სარას რას ერჩი?
-ვინ გითხრა რომ ვერჩი?
-აბა რაიყო,რანაირად გამოკვეთე.
-გეჩვენება რაღაც.
-ალბათ.
-რამდენი წლის ხარ?
-შენ არ მითხარი ხმა არ ამოიღოო? ახლა რა დაკითხვას მიწყობ?
-რამდენი წლის ხარ?
-რვა.
-არ მეცინება.
-არც მე,რვა წლის ვარ.
-საერთოდ არ გავხარ ბავშვს.
-ჰო,ფიზიკურად ნამდვილად არ ვგავარ 8 წლის ბავშვს. პირველად 25 წლის წინ დავიბადე მაგრამ მე მეორე დაბადებიდან ვითვლი წლებს.
-რას ბოდიალობ?არაფერი მესმის,ვერ გავიგე.
-ვერც გაიგებ!
-უხეშობას რომ შეეშვა,არ გიფიქრია?
-არა.
-ვახ ჩემი! არ მაძლევ საშუალებას რომ გაგიცნო,ნაგლობა გირჩევნია და ჯანდაბას იყოს ასე.
-ასე როგორ?
-შენ შენთვის,მე ჩემთვის.
-კარგი.
მთელი კვირა ისე გავიდა რომ ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ ან თუ რამეს იტყოდნენ ძალიან უმნიშვნელოს და ელემენტარულს. მათ ოთახში მხოლოდ დაჩის შეჰქონდა ხალისი,თორემ ისე სულ სიწყნარე იყო. ბათუ ჩუმად აპარებდა ხოლმე გოგოსკენ თვალს, მის შესწავლას და ამოხსნას ცდილობდა თუმცა უშედეგოდ,ვერაფერი გაეგო მის შესახებ,ვერც მზერით და ვერც ვერაფრით. რამდენჯერმე მოჰკრა თვალი მის იარებს და გულში უცნაურად გაჰკრა რაღაცამ.
-უკვე ყელში ამოვიდა ყველაფერი,თქვი რა ჯანდაბა მოგივიდა მაგ ხელებზე ან კისერზე! სულ შრამები გაქვს!
ხომ შეგიძლია რომ რამე თქვა,მოყევი შენზე!
მოთმინებადალეული მივარდა ბათუ გოგოს და ფიქრებში ღრმად ჩაძირული გამოაფხიზლა.
-შენ ნორმალური ხარ? ლამის გული გამისკდა,იდიოტო!
ჩურჩულით უყვირა მანაც.
-უბრალოდ ყელში ამომივიდა შენი სიჩუმე,ისე იქცევი თითქოს არც კი ვარსებობ.
-ეს თავად არ მთხოვე?
-ჯანდაბაშიც წასულხარ,გაგიძლებ კიდევ ცოტახანს და მერე სულ მოგიშორებ!
-ჰო რათქმაუნდა! შენც მომიშორებ,საერთოდ ყველა მიშორებს და შენ რატომ იქნები გამონაკლისი?
თითქოს სარაში კვლავ ჩვიდმეტი წლის გოგომ გაიღვიძა,თვალები აუწყლიანდა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა ისევ.
-რა ხდება,მშვიდობა გაქვთ?
გაკრეჭილი შემოვიდა დაჩი,თუმცა იგრძნო რომ სიტუაცია ახლა ბევრად უფრო დაძაბული იყო ვიდრე მანამდე.
-სარა,შეგიძლია გამომყვე?
ჭინკებათამაშებული თვალებით შესცინა დაჩიმ. ბათუს არ მოეწონა მეგობრის ასეთი ღიმილი,კარგად ეცნობოდა მისი ეს გამომეტყველება.
-დაჩი, რა ჯანდაბის გაკეთებას აპირებ?
ჰკითხა დაეჭვებულმა.
-შენ ნუ ჩაერევი ბათუ,მე და სარა ცოტახნით ექსკურსიაზე წავალთ.
-არც კი იფიქრო მისი ზემოთ აყვანა.
-კარგი რა, ახლა ყველას სძინავს!
-სძინავთ,მკვდრები კი არ არიან! რომელიმეს რომ გაეღვიძოს,ხვდები მაინც რა მოხდება?
-უბრალოდ დამშვიდდი კარგი?
-ჯანდაბამდეც გზა გქონიათ ორივეს!
დაჩიმ ძმაკაცს გაუცინა,სარას ხელი მოჰკიდა და ფრთხილად აიპარა ზემოთ.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაისუნთქა გოგომ ჰაერი,რომელშიც ოკეანის სუნი გარეოდა.სახე ღიმილმა გაუპო,თვალდახუჭული უსმენდა წყლის ხმას. უეცრად წარსულმა შეახსენა თავი და აიძულა თვალები ფართოდ გაეხილა,წყალს ჩახედა,სულს შავად პრიალებდა,აქა-იქ ირეკლავდა მოციმციმე ვარსკვლავებს. ვარსკვლავებმა კვლავ დაავიწყეს წარსული,ისევ მათთან შეხების სურვილმა შეიპყრო გოგო. თავის მაღლა აწევა არ უნდოდა,თითქოს ასე უფრო ახლოს იყო ვარსკვლავებთან. ახლა მისი ერთადერთი სურვილი იყო "ვარსკვლავებიან წყალში" გადამხტარიყო,მათში ჩაძირულიყო და უსასრულოდ შერწყმოდა მათ. ახლა მისი ოცნება აღარ იყო ვარსკვლავებთან თამაში,ახლა ის "ვარსკვლავებიანი წყლით" იყო შეპყრობილი,წარსულის მიუხედავად.
-ასე მოგენატრა რომ ვერ ძღები?
სიცილით ჩაეკითხა დაჩი.
-ეჰ დაჩი,დაჩი! შენ არაფერი იცი,დამიჯერე ეს ჰაერი,ეს სუნი,ეს წყალი,ეს სიბნელე შენთვის სულ სხვაა ჩემთვის კი-სულ სხვა.
-არ გინდა მომიყვე?
-დრო არგვეყოფა.
-დრო გათენებამდე გვაქვს,გთხოვ რა! არ მინდა რომ ექსპედიციის მერე ჩვენი გზები გაიყაროს,ვატყობ კარგი ადამიანი ხარ,ძლიერი,ჰოდა რაღა უნდა ვინატრო, შენნაირი მეგობრის ყოლის შანსი მომცა ღმერთმა.
-არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ მაგრამ, კარგი მოგიყვები.
-მიდი გისმენ.
-მთელი ჩვიდმეტი წელი ვცხოვრობდი ლაღად,თაცისუფლად,არაფერი მქონდა სადარდებელი,საერთოდ არაფერზე ვღელავდი. ერთ დღეს კი გავიგე რომ ქალი,რომელსაც დედას ვეძახდი დედაჩემი კი არა ჩემი დედინაცვალი იყო,მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან ვგავდი ის დედაჩემი არ იყო,ის დედაჩემის ტყუპისცალი იყო რომელიც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მამაჩემის ქონებას. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი ძალიან ცუდად იყო,მის სიკვდილს მე მაბრალებდა იმიტომ რომ დედაჩემი ჩემზე მშობიარობის დროს გარდაიცვალა,ჩემს გულმოწყალე დეიდას კი შევცოდებივარ და მამაჩემისთვის უთქვამს რომ ის ჩემთვის დედა გახდებოდა,მისთვის კი ცოლი. ვაღიარებ მთელი ჩვიდმეტი წელი არაფერი ცუდი არ მიგრძვნია მისგან მაგრამ როცა თვრამეტ წელს მივუახლოვდი და მიხვდა რომ ჩემი სრულწოვანება იმას ნიშნავდა რომ მამაჩემის ქონება ჩემს ხელში გადმოვიდოდა,ყველაფერი შეიცვალა. იმდენად საზიზღარი აღმოჩნდა რომ დედაჩემის ადგილის დაკავება არ იკმარა და ახლა ჩემს ქონებასაც დაადგა თვალი.თვრამეტი წლის რომ ვხდებოდი,ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე,ზუსტად ჩვიდმეტ ივლისს საბოლოოდ დამინგრია ცხოვრება. ვიღაც ნაბი**ვარი მომიგზავნა,რომელსაც უნდა გავეუპატიურებინე და სანაცვლოდ ფულს მიიღებდა,თავისნაირი ფულზე დაგეშილი იპოვა და მასთან ერთად მოინდომა ჩვენი განადგურება. სწორედ იმ ღამით როცა მეთვრამეტე იუბილე უნდა აღმენიშნა,ცხოვრება თავზე ჩამომექცა,ჩემზე იძალადეს და რაც მთავარია მე გავხდი მკვლელი. სწორედ ასეთი უკუნითი სიბნელე იყო მაშინაც,სწორედ ასეთი სუნი ასდიოდა იმ წყალს რომელშიც იმ ძაღლის გვამი გადავაგდე. სასაცილო იცი რა იყო? იმ წამს როცა სისხლიანი ხელების დაბანას ვცდილობდი ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავი ფეიერვერკები გაბრწყინდა ცაზე. პოლიციამ მარტივად მომაგნო,გვამიც იპოვეს და რვა წელიც მაჩუქეს. სასამართლო საქმეებიც ჩააწყო იმ ქალმა რომელსაც დედას ვეძახდი და სწორედ ამიტომ არ გაითვალისწინა მოსამართლემ სიტუაცია და ის რომ თავდაცვის მიზნით მოვკალი ის კაცი და სწორედ ამიტომ მცნეს დამნაშავედ. ბადრაგები კიდევ უფრო მიმწარებდნენ ცხოვრებას,მათრახები,დასერვები,სისხლი,ცემა და ციხის კედლების ხეხვა ჩემი ყოველდღიურობა გახდა. პირველი ორი წელი თითოელი დღე მტკიოდა მაგრამ მერე აღარაფერს ვგრძნობდი,მერე თითოეული ადამიანური გრძნობა გავაქრე და დავრჩი რობოტი. დიდხანს მოვუნდი სახელის დამკვიდრებას მაგრამ ციხეში ჩემი სახელის გაგონებაც კი საკმარისი იყო სიწყნარის დასამკვიდრებლად. რვა წლის მერე გამომიშვეს და ახლა აქ ვარ,შენს წინ და ამ ყველაფერს ვიღაცას ვუყვები. შენ კი მისმენ და არც კი იცი რა უნდა მითხრა ახლა. არაფრის თქმა არაა საჭირო,უბრალოდ ჩუმად იყავი,მადლობა რომ მომისმინე,რომ ცდილობ ყველაფრის გააზრებას და მადლობა იმისთვის რომ ამ ყველაფერს საიდუმლოდ შემინახავ.
გაუცინა გოგომ,მხარზე ხელი დაჰკრა და იმ ოთახში დაბრუნდა რომელიც ბატონმა ბათუმ უწილადა. კარების შეღებისთანავე ბათუს აშლილ სახეს შეეჩეხა. ბიჭი ღრმად სუნთქავდა,სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და დანისლუ-ჩაწითლებული თვალებით შეჰყურებდა.
-შეგეძლო ეს ყველაფერი ჩემთვისაც მოგეყოლა.
წყენამ დაიდო მის ხმაში ბინა.
-შენ რა,გვსიმენდი?!
-ამას აქვს ახლა მნიშვნელობა?
-არანაირი.
-სარა,მომცემ უფლებას რომ გაგხადო ბედნიერი?
-გთხოვ,შემეშვი რა! არგინდა ასეთი სისულელეები.
-არა,სერიოზულად გეუბნები,ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი სერიოზული. წინ მთელი სამი თვე გვაქვს რომელიც ერთ ოთახში უნდა გავატაროთ და მერე კიდევ მთელი ცხოვრება.
-მითხარი,ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ უნდა გყავდეს გვერდით ჩემნაირი ქალი. მითხარი რა ჯანდბად გინდივარ? ფსიქიკაც კი არ მაქვს ჯანმრთელი,საკუთარ ჩვიდმეტი წლის თავს ველაპაკები და ჭკუას ვარიგებ,ბამბის ნაყინების მოტანას ვავალებ და კიდევ ათასგვარ სისულელეს! რად გინდივარ? სხეული მე არ მაქვს საღი,სულ შრამები და ნაკაწრები მაქვს, ჯანმრთელობა მე არ მაქვს საღი და საერთოდ გავქრები ალბათ ცოტა ხანში,მითხარი მე რაში დაგჭირდები? ასეთი გაჭირვებულიც არა მგონია იყო რომ ჩემს გარდა სხვა ქალი ვერ იპოვო! მე არაფრად გამოვდგები,გესმის? არაფრად,საერთოდ არაფრად!
-ჩვენ ერთად შევცვლით შენს ცხოვრებას,შენი წარსული მე არ მაინტერესებს,წარსული შენია,მომავალი კი ჩვენი იქნება,უბრალოდ უფლება უნდა მომცე!
-არ შემიძლია!
ცხარე ცრემლით ატირდა გოგო.
-არ შემიძლია შეყვარება,არ შემიძლია ვიგრძნო პეპლები მუცელში,არ შემიძლია ვიგრძნო ბედნიერება. არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს,არ შემიძლია გესმის? აღარ ვიცი როგორ უნდა ვიგრძნო,აღარ მახსოვს რატომ არ გესმის? მეშინია რომ ვისაც შევიყვარებ ყალბი იქნება,მეშინია რომ კვლავ გამოჩნდება ვიღაც,ვინც ჩვიდმეტ ივლისში დამაბრუნებს,წარსულს ვერსად გავექცევი გესმის? ვეღარსად წავალ,ვეღარ დავიწყებ ახალ ცხოვრებას.ახალი,სუფთა ფურცელი მე აღარ შემრჩა,თითოეული მათგანი მოთხვრილია. აღარ მაქვს შანსი ვიყო ბედნიერი!
ბიჭის გულზე აკრული მოთქვამდა და თავს იწყევლიდა.
-აი ნახავ,ისევ იგრძნობ,უბრალოდ მომეცი შანსი!
მთლიანი სხეული დაეძაბა ბიჭს.
-არ გინდა რა,შენ დაიტანჯები,შენთვისვე გეუბნები.
-მე მაშინ დავიტანჯები თუ კი არ ვცდი,ყოველთვის ვინანებ რომ შანსი გავუშვი ხელიდან,ყოველთვის იარსებებს ჩემში ფრაზა "რა მოხდებოდა რომ გამეკეთებინა" და თუ კი ვცდი,მაგრამ არაფერი გამოგვივა მეცოდინება რომ უბრალოდ არ გამოვიდა. გთხოვ,უბრალოდ ვცადოთ.
-კარგი.
"კარგი"-სიტყვა რომელმაც მთლიანად შეცვალა თითოეული მათგანის ცხოვრება."კარგი"-იყო სიტყვა,რომლითაც დაიწყო მათი ამბავი. მათი სიყვარულის ისტორია. გემბანზე გატარებული სამი თვე იყო პერიოდი მათი გაცნობის,შეგუებისა და იმის რომ სარას კვლავ ეგრძნო. შემდეგი ორი კვირა კი მათი სიყვარულის აღზევების პერიოდი იყო. ნელ-ნელა ახლოვდებოდა 17 ივლისი და თითოეული მთვარის გამოჩენა სარაში უცნაურ გრძნობას იწვევდა. ყვლავ წარსულის შიში იპყრობდა,კვლავ სიმარტოვის და კვლავ ტკივილის,თუმცა ბათუს თითოეული ჩახუტება,კოცნა და ხელის შეხება ყველაფერს ავიწყებდა.
სამი ივლისი იყო,ორი კვირა რჩებოდა ჩბიდმეტამდე,როცა სახლის კარები გაკრეჭილმა ბათუმ შემოაღო. მაგრად მოხვია ხელი საყვარელ ქალს,როცა მისი მოფერებით იჯერა გული,მის წინ ჩამოჯდა,ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა და გოგოს თვალებში ჩააშტერდა.
-სარა,პირდაპირ გეტყვი რა,მეც კი მიჭირს ახლა წასვლა,არც მე მინდა ჩვიდმეტში მარტო იყო აქ,მაგრამ პირობას გაძლევ რომ შენთან ვიქნები,შენს გვერდით ვრრ ვიჯდები მაგრამ ჩემს სულსა და გულს შენ დაგიტოვებ. მინდა რომ მაგრად მოგხვიო ხელები,ცრემლები მე შეგიმშრალო,ვიცი რასაც ნიშნავს შენთვის ჩვიდმეტი ივლისი მაგრამ რა ვქნა რომ მეზღვაური ვარ და არაფრის შეცვლა არ შემიძლია? კიდევ ერთი ექსპედიცია იგეგმება,ერთ კვირაში უნდა წავიდე,ეს ორ თვიანია,გპირდები მალე გავა ეს დრო,როგორც კი შანსი მომეცემა დაგირეკავ,ისე მალე გაირბენს ეს ორი თვე რომ მონატრებასაც ვერ მოასწრებ. გპირდები ეს ბოლოა,ამ ექსპედიციით ავისრულებ ჩემს ოცნებას,დავამტკიცებ რომ წყალი ვერ მომერევა.წყალი კიდევ ერთ სიცოცხლეს ვეღარ წაიღებს,ხომ გჯერა ჩემი? ეს ჩემი საბოლოო თავისუფლებისთვის უნდა გავაკეთო,მამაჩემის სულისთვის უნდა გავაკეთო, გთხოვ გამიგე. როგორც კი დავბრუნდები ხელს მოვაწერ საბუთებს და მეზღვაურობას ჩამოვშორდები. ხომ გჯერა ჩემი? ხომ მოიცდი ორ თვეს ჩემთვის,ჩვენთვის ხომ გაუძლებ? სარა,გთხოვ!
-კარგი.
გაუღიმა გოგომ და მაგრად მოეხვია ბიჭს.
" კარგი " -სიტყვა რომელმაც დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია და სიტყვა რომლითაცვე დამთავრდა მათი ბედნიერება. ერთ კვირაში თავადვე გააცილა სარამ ბათუ. გემზე ასულს საბოლოოდ დაუქნია ხელი ღიმილით,მისგანაც მიიღო ღიმილი,უკანასკნელი ღიმილი. ერთმანეთს საბოლოო,ბედნიერი ღიმილი გაუცვალეს და ასე დაამახსოვრეს ერთმანეთს თავი. როგორც კი გემი წყალში გაიჭრა ბიჭი დასევდიანებული ჩავიდა თავისთვის განკუთვნილ ოთახში,სარა კი სანაპიროზე ცრემლად დაიღვარა. ექვსი დღის განმავლობაში ბიჭი ყოველდღე ურეკავდა,საღამოობით მაინც ,სარაც თავს მშვიდად გრძნობდა,აბედნიერებდა თითოეული შემოსული ზარი ტელეფონზე,რომელიც ოუწყებოდა რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ბათუ ისევ ცოცხალია. ჩვიდმეტი ივლისიც დადგა,დღე რომლისაც ასე ეშინოდა სარას. დღე რომელიც უკვე მეათე წელია ასე ძალიან ეზიზღებოდა. იმ დღეს წვიმდა,ლამის ცა ჩამოიქცა,მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა.სარა კანკალმა აიტანა,მთელი დღე არ დაურეკავს ბათუს. უკვე გიჟს გავდა,ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. არაყი,ვისკი და კონიაკი ერთმანეთში ჰქონდა არეული.ხან რომელს სვავდა ხან რომელს. გათიშული იყო,საღამოს ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. არეული მზერა გაუსწორა ტელეფონის ეკრანს,მაგრამ მაინც ვერ ამოიცნო ციფრები და ისე უპასუხა,ეგონა ბათუ იყო.
-გის...გისმენ ბათ..ბათთუ.
-დაჩი ვარ სარა.
-რ.რრა ხდება დაჩჩი?
-მომისმინე და ძლიერი იყავი კარგი? ის სარა იყავი რომელიც ბათუს უყვარდა კარგი?
-მითხ...მითხარი ცუდი მოხდა რამე?
მაშინვე გამოფხიზლდა გოგო.
-დილით,გემი წყალქვეშა კლდეს შეეჯახა და ჩაიძირა,ზემოთ ვინც ვიყავით გადავრჩით და ნავებითა და კატერებით გამოვედით საბერძნეთის სანაპიროზე,მთელი ამდენი ხანი ბათუ აქ მეგონა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ის თავის ოთახში იყო. სარა,ბათუ წყალმა წაგვართვა.
გარკვევით ისმოდა ბიჭის გატეხილი და ცრემლგარეული ხმა.
არაფერი უთქვამს სარას,ტელეფონი მოისროლა და სასმელს მიუჯდა კვლავ.
ცოტა ხანი ისე სვავდა ვითომც არაფერი მომხდარა,მაგრამ როცა გონებამ და გულმა განგაში ატეხეს,როცა გაიაზრა რომ მისი ბათუ, ერთადერთი ადამიანი რომელიც მისი იყო,კიდევ ერთი სიცოცხლე შეიწირა წყალმა,კიდევ ერთხელ დაენგრა ცხოვრება და ეს ისევ ჩვიდმეტ ივლისს მოხდა გაუაზრებლად აკივლდა,ხმის წართმევამდე,ძალის დაკარგვამდე. გონებააშლილი რას აკეთებდა არ იცოდა. კიდევ ერთმა ჩვიდმეტმა ივლისმა კიდევ ერთი იმედი წაართვა. იმ ღამით შეურაცხადივით იქცეოდა,მთელი სახლი გადაატრიალა და ყველაფერი დალეწა.გრძნობდა დასასრულს რომ უახლოვდებოდა მაგრამ კვლავ უდარდელი გამომეტყველებით მიაბიჯებდა ციხისაკენ მიმავალ გზაზე. გადაწყვიტა წარსული საბოლოოდ გაენადგურებინა. კვლავ შეესწრო იმ სცენას თუ როგორ უხდიდა ის ქალი ფულს ბადრაგებს,რომელიც ცხრა წელია თვალით არ ენახა. ირონიულად ჩაეცინა,ჭერისკენ მიმართა მზერა და გამართლებაც ასეთი უნდაო ჩაილაპარაკა. ცოტახანში მთელი ციხე ცეცხლის ალში გაეხვა,გარედან კი სარა უმზერდა მოგიზგიზე ცეცხლს,რომელშიც მისი წარსული,მისთვის საზიზღარ ადამიანებთან ერთად იწვოდა.
ციხიდან კვლავ ბარში წავიდა,ისევ გამოთვრა და სახლს დაუბრუნდა. ფურცელი და კალამი მოძებნა და წერა დაიწყო.
"ეს ჩემი ცხოვრება იყო,ცხოვრება რომლის არც დასაწყისი მახსოვს და არც დასასრული. არც ის ვიცი ვინ გადაწყვიტა ჩემთან ასეთი მწარე თამაში,ჩემი ასე გამოცდა,ვისი სურვილი იყო ამდენ დაბრკოლებას შევჯახებოდი ცხოვრებაში მაგრამ ფაქტია,ჩემი ცხოვრება არასოდეს ჰგავდა შენსას,ჩემი ცხოვრება არასოდეს ყოფილა ნამდვილი,ბედნიერი და უდარდელი,შენისგან განსხვავებით. შენგან განსხვავებით მე მიუხედავად ყველაფრისა არასოდეს მითქვამს ღმერთისთვის საყვედური,არასოდეს დამიგმია ის და არასოდეს შემპარვია მასში ეჭვი. ალბათ საჭირო იყო დავბადებულიყავი,მეტანჯა და კვლავ გავმქრალიყავი. ჩემი ცხოვრება იმ წამსვე დასრულდა როდესაც დაიწყო,მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მე ვიგრძენი თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი,რა არის ბედნიერების ფასი. ყველაფერი ჩემს დაბადების დღეზე დაიწყო და ჩემი დაბადების დღიდან ერთ დღეში დასრულდება. ჩემი ცხოვრება სულ ერთი დღე იყო,ამ ერთ დღეში კი ვისწავლე ის რომ ყველაფერი დროებითია,ბედნიერებაც,სიხარულიც,ტკივილიც და ტანჯვაც. რამდენადაც არ უნდა იყოთ ჭაობში ჩაფლული არასოდეს დაკარგოთ რწმენა,ჩემგან განსხვავებით და გჯეროდეთ რომ ესეც გაივლის ".
ფურცელი ოთხად გაკეცა და სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე დააგდო.
-ვინც წაიკითხავს იმისთვისაა ეს წერილი,რომ ჩაწვდეს თუ რაოდენ ბედნიერია.
მაღალი კლდის ნაპირთან იდგა და ზემოდან გადმოჰყურებდა წყალს.თვალებს მოუთმენლად აცეცებდა,თითქოს რაღაცის ან ვიღაცის დანახვას ცდილობდა.წყალი კი ისევ შავად პრიალებდა,ისევ ვარსკვლავებს ირეკლავდა,ისევ სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა.
-სარა!
მოესმა ხმა,რომელსაც ამდენი ხანია ელოდა და მზერაც გაუშეშდა.
-გისმენ.
უხეშად უპასუხა მანაც.
-ცხრა წელი მომისაჯეს.
ამოიკნავლა საცოდავად.
-და მე რა გიყო?
-არ დამტოვო რა,მჭირდები. გთხოვ წყალს ნუ გაჰყვები,ნუ გაატან კიდევ ერთ სიცოცხლეს და ნუ გაატან ჩემს ცხოვრებას,გთხოვ!
სასოწარკვეთილი ევედრებოდა გოგო.
-მე რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა,მე რომ ახლა ვარსკვლავებიან წყალს შევერწყა,ჩემს ოცნებას ავიხდენ,ბათუსთან წავალ,კიდევ ერთხელ ჩავეხუტები და ყველაფერი დასრულდება. მომეცი უფლება,გთხოვ! შენ უჩემოდაც გაუძლებ.
-კარგი.
წართმეული ხმით უპასუხა საცოდავმა გოგომ და უკანნოუხედავად გაეცალა იქაურობას.
ღმერთმა დაწყევლოს ეს "კარგი"! ამ სიტყვამ გაანადგურა ყველაფერი! ამ სიტყვამ დამინგრია ცხოვრება,ამ სიტყვამ მომამტვრია ხელახლა ფრთები,ამ სიტყვამ გააკეთა ყველაფერი საშინელი.
აღრიალდა გოგო მთელ ხმაზე და გაუაზრებლად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი,ნაბიჯი რომელმაც ერთი ამბავი დაასრულა და მეორე დაიწყო. სხვაგან,ახალ სამყაროში.
.....
ქრება,ყველაფერი ქრება. ვგრძნობ როგორ იკარგება ჩემი სხეული წყალში.ვხვდები რომ წყალი შიგნით მითრევს, ისეთ სიღრმეში შევყავარ რომ ალბათ იქედან თავის დაღწევას ვერასოდეს შევძლებ. თითქოს მცივა,არა, უბრალოდ მეჩვენება! მოულოდნელად რაღაც იმსხვრევა და ვეღარაფერს ვგრძნობ. აჰ,გასაგებია,ჩემი გრძნობები დამისხვრა! რამდენი ხანი ვოცნებობდი წყლის სიღრმეში გადაკარგვაზე,დაახლოებით ამ სიტუაციაზე,მაგრამ არა ასეთზე. ყველაფერი სულ სხვანაირი წარმომედგინა.ფსკერისკენ მივემართებოდი,ცოტაც და გავიგუდებოდი,მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებდა. ამდენი ხნის შემდეგ ოცნებას ვისრულებდი. მიუხედავად იმისა რომ ასეთი არ იყო ჩემი ოცნება,ახლა აღარაფრის შეცვლა შემეძლო,ამიტომ ამით სიამოვნება მაინც უნდა მიმეღო.

....
დასასრული.

მემგონი ეს ისტორია ჩემი ისტორიებისგან ყველასგან განსხვავებულია. იმედი მაქვს კარგი გამოვიდა და მოგეწონებათ. ველოდები თქვენს შეფასებებს ისე,როგორც არასდროს. kissing_closed_eyes blushскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

მთელი ისტორია ღიმილით ჩავიკითხე, ვიღიმოდი ბედნიერებით ვიღიმოდი. ძალიან კარგი იყო, შეცდომები არ ვიცი მე არ ვაკვირდები მაგათ ხომ იცი შენ. სიყვარულოს გემბანი, არ მეგონა თუ ჩემი ნიკუშას ისტორიების შემდეგ კიდევ თი შემიყვარდებოდა ისტორია, ეს იყო საოცრება ჩემთვის საოცრება. არ ვიცი რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის, არ მეგონა დღეს თუ რამე გამაბედნიერებდა მაგრამ შენ ჩემი გაბედნიერება მოახერხე ჩემო გოგოვ. ????

 


№2  offline მოდერი ლათინო

LurjTvala demoni
მთელი ისტორია ღიმილით ჩავიკითხე, ვიღიმოდი ბედნიერებით ვიღიმოდი. ძალიან კარგი იყო, შეცდომები არ ვიცი მე არ ვაკვირდები მაგათ ხომ იცი შენ. სიყვარულოს გემბანი, არ მეგონა თუ ჩემი ნიკუშას ისტორიების შემდეგ კიდევ თი შემიყვარდებოდა ისტორია, ეს იყო საოცრება ჩემთვის საოცრება. არ ვიცი რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის, არ მეგონა დღეს თუ რამე გამაბედნიერებდა მაგრამ შენ ჩემი გაბედნიერება მოახერხე ჩემო გოგოვ. ????

არვიცი მართლა კარგი გამოვიდა თუ არა,რატომღაც მგონია რომ ვიჩქარე,თითქოს არ არის ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო...არვიცი,რაც არ ვიცი, არ ვიცი. აი შენ ატუ მოგეწონა ეგ ძალიან მიხარია ❤

 


№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე ჩემი ბათუ
რა გინდა გოგო რას მერჩი
ძალიან კარგი იყო
არადა იმას ვერ ვხვდები შენ ადამოანო
ყველაზე გიჟი და ცანცარა რომ ხარ ვისაც ვიცნობ
დაწერე ისტორია რომელმაც დამასერიოზულა
ისტორია რომელსაც წარბშეკრული საწყალი სახით
ვკითხულობდი
და ახლა კომენტარს ღიმილით ვწერ
აზრებიც ამერია არ ვიცი რომელის სიკვდილი ვიდარდო
ბათუს სიკვდილზე სარას სიკვდილზე თუ შენსაზე
არა ქონების გამო რომ დის შვილს ასე მოექცევი
ხო ხარ მართლა ცეცხლში ამოსაწვავი და ამოსაფუფქი
ამ ერთ ისტორიაში აი როგორ ვთქვა შენი წერის სტილი
სრულიად შეცვალე
ისტორიები რომელზეც ვხარხარებდი რადიკალურად
განსხვავდება ამ ისტორიისგან
მაგრამ ორივე სტილი ძალიან გიხდება
გოგონავ ძალიან კარგი იყო,მოკლედ რომ ვთქვა საოცრება
მალე დაბრუნდი რა ახალი ისტორიით

 


№4  offline წევრი mariam m.k

Momewona martlac rom gansxvavebuli da chamtrevi istoria iyo? batu sara orive shemecoda magram chem tavs vevedrebodi rom gultan es istoria ar mimetama radgan vici mteli erti kvira glovashi gavatarebdi?! Kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent