შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური 1}


30-09-2018, 18:54
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 136

ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური 1}

- ქალბატონო ნინა, გელოდით. - ფეხზე წამოდგა მამაკაცი და ოთახში ახლადშესულს შეეგება.
- ბევრი დრო არ მაქვს, თუ შეიძლება ახლავე ვნახავ.
- რა თქმა უნდა, გამომყევით, თუმცა პაციენტი იშვიათად კონტაქტობს ვინმესთან. - კარში გავიდა და გრძელ დერეფანს გაუყვა.
- როდის გადაჰყავთ?
- ეტაპირება ზეგ არის დაგეგმილი.
- კიდევ კარგი დროულად მოვასწარი, ციხეში მისი ნახვა გართულდება. ისე და რამდენი ხანია რაც ფსიქიატრიულში გყავთ?
- ცხრა თვეა, სიმართლე გითხრათ აქამდეც არაფერი ესაქმებოდა აქ.
- მდგომარეობა? - მამაკაცის სხეულს გაუსწორდა და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
- ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ აბსოლუტურად გაწონასწორებულია, მგონია მისი ემოციური აღგზნებადობა დროებითი იყო და ფსიქიატრიულის პაციენტი არც არასდროს ყოფილა, თუმცა ვფიქრობ სერიოზული ემოციური დისბალანსი აქვს.
- რას გულისხმობთ? - ხის თეთრ კართან შეჩერდნენ და კარში განთავსებული, პატარა ფანჯარაში დააკვირდნენ იატაკზე მჯდომ სხეულს.
- უბრალოდ კონტროლი არ უნდა დაკარგოს. - ღრმად ამოისუნთქა მამაკაცმა.
- შეიძლება მარტო ვესაუბრო?
- რა თქმა უნდა, თუ რამე დაგჭირდებათ უბრალოდ დაიძახეთ და მაშინვე შემოვა დაცვა.
მამაკაცმა კარი გააღო და ქალიც ნელი ნაბიჯით შევიდა ოთახში.
ყურადღებით მოათვალიერა მთლიანად თეთრ ფერად შეღებილი პალატა, აშკარად ეტყობოდა რემონტი ახლახან გაეკეთებინათ შენობაში.
სწრაფად შეწყვიტა ოთახის თვალიერება და იატაკზე მჯდომს მიუახლოვდა.
- გამარჯობა, მე ნინა ნაკანი ვარ. - ხელი გაუწოდა, თუმცა როგორც კი გააცნობიერა რომ პასუხის დაბრუნებას არავინ გეგმავდა უხერხულად ჩამოისვა ხელები ქვედაბოლოზე.
- კარგი მისმინე, აქ საქმიანი წინადადებით მოვედი.
პასუხი ისევ არავინ გასცა და მოუწია საუბარიც თავად განეახლებინა.
- ესე იგი მდუმარება გადაწყვიტე? არა და ნამდვილად კარგი შემოთავაზება მაქვს. მოდი მოკლედ აგიხსნი, მე ჟურნალისტი ვარ და აქ იმისთვის მოვედი რომ ინტერვიუს მოცემაზე დაგიყოლიო, მინდა სიმართლის თქმის და ყველაფრისთვის ფარდის ახდის საშუალება მოგცე, შანსს გაძლევ ამბის საკუთარი ვერსია მოუყვე სამყაროს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის,ასე ვთქვათ მე საკმაოდ გავლენიანი ქალი ვარ ქვეყანაში, ჩემი მეუღლე კი, თემურ რობაქიძე, პრემიერ მინისტრია, მოკლედ თუ მოვილაპარაკებთ, შემიძლია დაგარწმუნო, რომ შენი სასჯელი უცვლელი არ დარჩება.
- ესე იგი გარიგებას მთავაზობ? - როგორც იქნა ხმა ამოიღო გოგონამ და მზერა ააყოლა ფეხზე მდგომ ქალს.
- დიახ.
- მკვდრების გაცოცხლება შეგიძლია? - თვალი თვალში გაუყარა, სრული სერიოზულობა ეხატა სახეზე.
- მეხუმრები?
- მკვდების გაცოცხლება შეგიძლია თუ არა ქალბატონო ნინა.
- რა თქმა უნდა, არა.
- ესე იგი გარიგება ვერ შედგება.
- ჩვენ შენს თავისუფლებაზე ვსაუბრობთ.
- გარეთ არაფერი მესაქმება,ასე რომ ნახვამდის. - უხეშად გაიჟღერა გოგონას ხმამ.
- მალე ციხეში გადაგიყვანენ და მერე ვნახოთ ისევ იგივე აზრზე იქნები თუ არა.
- ჩემთვისაც სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
- აზრს თუ შეიცვლი. . .
- თავს ნუ მაბეზრებთ. - საუბარი შეაწყვეტინა გოგონამ და ნინამაც გაბრაზებულმა დატოვა პალატა.


. . .

მუქი მწვანე ფურგონი მიადგა თუ არა ფსიქიატრიული კლინიკის შენობას, მაშინვე დაიძაბა მუხტი.
ორი ბადრაგი სწრაფად ჩამოხტა მანქანიდან და შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.
პაციენტი უკვე მზად იყო, მსჯავრდებულის წოდება მიეღო.
უემოციო სახით იდგა ოთახში.
ბადრაგებმა კარი შეაღეს, გოგონას ზიზღით სავსე მზერა შეანათეს, თუმცა უსიტყვოდ მოარგეს ხელბორკილი, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და ჩქარი ნაბიჯით გამოიყვანეს შენობიდან.
უხეშად უბიძგეს, ფურგონში შეაგდეს და თვითონაც თან შეჰყვნენ.
მესამე ბადრაგმა, რომელიც იქვე იდგა, მთავარ ექიმს მადლობა გადაუხადა, რომ ყოველგვარი ლაფსუსების გარეშე მოხერხდა პატიმრის შენობიდან გაყვანა, ხელი ჩამოართვა და საჭესთან მოთავსდა.
პატიმარმა ყურადღებით მოათვალიერა, ჯერ ფურგონი, რომელშიც საიმედოდ გამოემწყვდიათ, შემდეგ უკვე ბადრაგები და მანქანაც დაიძრა.
- თავს როგორ გრძნობ პატიმარო? - ამრეზით შეხედა მამაკაცმა.
- როგორც ჩანს პოლიციელებმა ზრდილობა ისევ ვერ ისწავლეთ.
- რა?
- იქ ფსიქიატრიულში, გიჟოო არავინ მეძახდა.- ტუჩი აიბზუა გოგონამ.
- წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, ციხეში რა გელის? - ამჯერად ქალმა ბადრაგმა შეანათა მზერა.
- თუ გავითვალისწინებთ რომ იქ საკმაოდ დიდხანს ვიჯექი ესე იგი მაქვს.
- შენ ჩვენიანები დახოცე, ძველი პირობები ახალთან სამოთხედ მოგეჩვენება.
- არა, ძაღლების ერთგულებაზე კი ბევრი მსმენია, მაგრამ აქამდე კიდევ ეჭვი მეპარებოდა. - ღიმილი გადაეფინა ბაგეზე
- იუმორის გრძნობას არ კარგავ არა? - ზიზღი გამოსჭვიოდა მამაკაცის ხმაში.
- მგონი ჩემთან საუბარს ძალიან ხართ მონატრებული.
- შენი დედაც. - ფეხზე წამოიმართა მამაკაცი, თუმცა ფურგონი იმდენად მოულოდნელად დაამუხრუჭეს, განრისხებული კედელს მიენარცხა.
- და თქვენი დედაც, რა ჯანდაბაა. - წამოდგა თუ არა, ხმამაღლა დაიყვირა.
პასუხად მხოლოდ ფურგონის კარი გაიღო და საჭესთან მჯდომი ბადრაგი გამოჩნდა, რომელსაც იარაღი ჩაებღუჯა და ხან ერთ პოლიციელს უმიზნებდა ხანაც მეორეს.
- რა მოხდა?
- უკაცრავად მაგრამ იარაღი უნდა ჩამაბაროთ.
- რა?
- ახლავე გადმომიგდეთ იარაღი, თუ გინდათ ცოცხლები წახვიდეთ.
- მეგობარო, შენ რა გააფრინე? - გაოცება დაეხატა სახეზე, თუმცა როგორც კი ქვემოთ მყოფმა ხელი სასროლად შემართა, მაშინვე ორივე ბადრაგმა,ჩააბარა საკუთარი იარაღი.
- ახლა ქვემოთ. - კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება და ბადრაგებიც სწრაფად ჩამოხტნენ ფურგონიდან.
ქვემოთ მყოფმა კარი საიმედოდ ჩაკეტა.
- ჩვენ უნდა წავიდეთ, აბა თქვენ იცით. - ღიმილით შეხედა სახეზე ღიმილშემხმარ ბადრაგებს.
- შენ რა, მას გაქცევაში ეხმარები?
- ასეც შეიძლება ითქვას. - თვალი ჩაუკრა, საჭესთან მოკალათდა და ფურგონი მთელი სისწრაფით მოწყვიტა ადგილს.
დაახლოებით ოცი წუთი იარა მანქანამ, შემდეგ ისევ გაჩერდა, კარი გაიღო და კვლავ ნაცნობ ბადრაგს მოჰკრა თვალი პატიმარმა.
- სხვა მანქანაში უნდა გადავსხდეთ. - ოდნავ გაუღიმა, ცხვირზე ქლოროფორმით გაჟღენთილი ცხვირსახოცი მიაფარა და გოგონამაც მაშინვე დაკარგა გონება.


. . .
მზის მკვეთრმა სინათლემ მიანათა თვალებში.
არ იცოდა რამდენ ხანს ეძინა, სად იყო, ან აქ როგორ მოხვდა
მიწაზე იწვა, ირგვლივ კი მხოლოდ ხეები ჩანდა.
ნესტიანი მიწისა და ფოთლების სურნელი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და თვალები ისევ დახუჭა. დრო სჭირდებოდა გონზე მოსასვლელად, წამით ისიც კი იფიქრა რომ რეალობას მოწყდა და ეს ყველაფერი მხოლოდ ზმანება იყო. საკუთარ სიმართლეში დასარწმუნებლად კიდევ ერთხელ გაახილა თვალი. არაფერი იცვლებოდა, ისევ იგივე პეიზაჟი გადაეშალა წინ. გაიაზრა რომ ს ყველაფერი რეალობა იყო, თუმცა სრულად ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, რამდენიმე წუთით უაზროდ აცეცებდა თვალებს, შემდეგ კი დამძიმებული სხეული ფრთხილად წამოსწია. ნელ-ნელა წამოდგა, ტანსაცმელი ჩამოიფერთხა და მხოლოდ ახლა შენიშნა რომ ხელბორკილი აღარ ეკეთა.
- ამის დედაც. - გაოცებით შეათვალიერა საკუთარი მაჯები. თეთრი კანს, ხელბორკილისგან დატოვებული სისხლჩაქცევები აჩნდა. ამჯერად უფრო გააზრებულად მოათვალიერა სივრცე, ხეები, ხეები და ისევ ხეები, ოთხივე მხარეს საიმედო კედლებივით აღმართულიყვნენ, მხოლოდ ის ადგილი იყო შიშვლად, სადაც მისი მძინარე სხეული დაესვათ, ამიტომაც იყო რომ ასე მკვეთრად მიაჭყიტა თვალებში მზემ.
იქვე მიწაზე ჩაჯდა, დაფიქრება სჭირდებოდა,უნდა გაერკვია აქ ვინ მოიყვანა და რატომ, თუმცა კი აზრების მოკრება უჭირდა. ახსოვდა რაც მოხდა ცხვირსახოცის მიფარებამდე, თუმცა არაფერი ახსოვდა მას შემდეგ. მხოლოდ იმას მიხვდა რომ რამდენიმე საათი ეძინა, რადგან მისი ეტაპირება დილით იყო დაგეგმილი, ახლა კი მზის მცხუნვარებას ზენიტისთვის მიეღწია, რაც თავისთავად ნიშნავდა რომ შუადღე დამდგარიყო
- აქ ხარ? - რაციის ხრიალი მოესმა და მაშინვე მოვიდა აზრზე.
ყურადღებით მოათვალიერა გარემო, ხმას მიჰყვა და იქვე ხის ძირში მიდებული რაცია აიღო ხელში.
- ეს რა ჯანდაბაა? - ბრაზით გამოსცრა კბილებში.
- ეს სამოყვარულო რაციაა პატარავ, საერთოდ სხვადასხვა ფუნქციები აქვს, მაგრამ შენს რაციას სხვადასხვა ნაწილები ამოვაცალე, ზოგიც გადავუადგილე და ახლა ერთადერთი ფუნქცია უმუშავებს, ის ჩემს ხმას გაწვდის, რომ როცა მომინდება მაშინ შეგახსენო თავი.
- შენი ინჟინერული მიღწევები მაგრად მახატია, მე მაინტერესებს აქ რას ვაკეთებ.
- გაგათავისუფლე.
- ანუ პრინცი ხარ? კოშკში გამოკეტილი პრინცესა გამოიხსენი? მერე რა რომ პრინცესას ნაკლებად ვგავარ, იმედს ვიტოვებ შენ ჰგავხარ პრინცს.
- მგონი სასაცილოდ სულაც არ გაქვს საქმე.
- ახლახანს გამიტაცეს ფურგონიდან, რომელსაც ფსიქიატრიული კლინიკიდან გადავყავდი ციხეში, სადაც დარჩენილი სიცოცხლე უნდა გამეტარებინა, ასე რომ სრული უფლება მაქვს არ დაგეთანხმო.
- შენ სულაც არ გინდოდა ციხიდან გამოსვლა.
- საიდან მოიტანე?
- როცა გარიგება შემოგთავაზეს,ანუ ინტერვიუ თავისუფლების სანაცვლოდ, უარი თქვი.
- გავიგე რომ ტელევიზორი რამდენიმე კილოგრამს მატებს ადამიანს, თანაც ცუდი მარცხენა პროფილი მაქვს.
- სიმართლე ითქვას ტყუილად არც მე გამომიხსნიხარ იქედან ანდრეა.
- ყოველთვის ვიცოდი რომ კეთილი ფერიები არ არსებობდნენ, მითუმეტეს მამრი კეთილი ფერიები.
-ყოველთვის ასეთი სიტყვაუხვი ხარ?
- სიმართლე გითხრა ყოველთვის არ მიხსნიან სამუდამო პატიმრობიდან.
- ჩვეული სარკაზმი, თავი დიდი და ჭკვიანი გოგო გგონია არა?
- სიმართლე გითხრა მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ.
- შენ? ბავშვი? დიდი ხანია ასე ფიქრობ?
- არც ისე, მხოლოდ ბოლო ოცი წელია.
- რამდენი წლის ხარ ანდრეა? - უცნაურად ბოხი, იდუმალი და საშიში ხმა ჰქონდა უცნობს.
- იდიოტო, ქალს ასაკს არ ეკითხებიან და კიდევ, ციხეში კალენდარი არ მქონდა.
- ოცდაექვსი წლის ხარ, მალე ოცდაშვიდის გახდები.
რა უსამართლობაა, შენ ამდენი რამ იცი ჩემზე მე კი არაფერი, მაგრამ მოდი ვაღიაროთ ფლირტის ხელოვნება არ გივარგა, ციხიდან რომ დამიხსენი კი კარგია, მაგრამ გაცნობა არასწორად დაიწყე.
- მაშინ შენი ნებართვით თავიდან დავიწყოთ კარგი?
- კარგი, ყურადღებით გისმენ. - ეს თქვა და სმენად გადაიქცა, უცნობმაც მაშინვე დაიწყო საუბარი.
- ალბათ ბევრი კითხვა გაქვს, თუმცა შენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სრულად არ ვაპირებ, ახლა ზედაპირულად მოგიყვები რაღაცებს, დანარჩენს კი თავად გამოიძიებ, თუ ნებისყოფა და ტვინი გეყოფა. მოკლედ, რამდენიმე წელია რაც ამ ტყეს "ცოდვების გამოსყიდვის" ტყე დავარქვი, აქ უკვე ათეულობით ისეთმა დამნაშავემ გამოისყიდა თავისი ცოდვები, რომლებიც ჩვენმა სახელმწიფო სისტემამ სათანადოდ არ დასაჯა, მათი უმეტესობა საერთოდ სასჯელის გარეშე, ან მცირედი სასჯელით დაუძვრა ციხეს,სამაგიეროდ კი აქ, ჩემს "თავისუფალ ციხეში" მოხვდნენ. ციხეში, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი აქვს, შემოსასვლელი, რადგან აქედან არავინ გადის, ამაზე პირადად ვზრუნავ და ჯერ არცერთი ჩავარდნა არ ყოფილა. მე ძალიან მიყვარს წესები, აქ კი წესების დამრღვევები მოდიან და მეც სასტიკად ვუსწორდები, თუმცა ყველა წესის დაცვით. ჩვენ ვთამაშობთ, მე წესებით, ისინი უწესოდ, მიუხედავად იმისა რომ გამარჯვებული თავიდანვე ცნობილია, მაინც კარგად ვერთობი. სხვათაშორის გავიგე რომ შენც გიყვარს თამაში, ასე არ არის? თან ძალიან გიყვარს, წესებითაც და წესების გარეშეც, ჰოდა კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს "თავისუფალ ციხეში" ანდრეა ჩაჩუა.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - გაკვირვებით დააჩერდა რაციას, ისე თითქოს იქედან მომავალი ხმის პატრონს უცქერდა.
- შეიძლება ღმერთი, მე ხომ სამართალს აღვადგენ და ბოროტს ვამარცხებ, თანაც რა შეიძლება იყოს იმაზე დიდებული, ვიდრე ეშმაკისა და ღმერთის თამაში? თუმცა განწირული ხარ, ხომ იცი, კეთილი ყოველთვის იმარჯვებს.
- შენ ხარ კეთილი? - ხმამაღლა გადაიხარხარა გოგონამ.
- არა, მე ახალი "ეშმაკთან მოთამაშე" ვარ.
- ახლა რომ ეს რაცია მოვისროლო და უბრალოდ ამ ტყიდან გავიდე რას გააკეთებ?
- აქედან ვერ გახვალ, ასე ვთქვათ მთელს პერიმეტრს ვაკონტროლებ, თანაც ტყეში მარტონი არ ვართ.
- რას გულისხმობ?
- აქ შენს გარდა ოთხი ადამიანია, ოთხივე მათგანის სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული, თუ არ გინდა ისინიც საშინელი სიკვდილით დაიხოცონ უნდა უშველო, დრო კი ცოტა გაქვს.
- რატომ გგონია რომ ამას გავაკეთებ?
- იმიტომ, რომ გუნდი გჭირდება ჩემთან საბრძოლველად და კიდევ იმიტომ, რომ ერთ მათგანს იცნობ, ის შენთან გარიგებას და შენს ციხიდან დახსნას ცდილობდა.
- სად არიან? - სწრაფად დაასერიოზულა ტონი ანდრეამ, მიხვდა რომ უცნობი მამაკაცი სულაც არ ხუმრობდა.
- ოთხ სხვადასხვა ქოხში, უნდა იპოვო და მათი მკვლელობის იარაღი გაანეიტრალო, თორემ საშინელი სცენის მომსწრე გახდები,
- ავადმყოფი ხარ?
- არა, უბრალოდ ვთამაშობთ და მჯერა ორივე გავერთობით, თუმცა მთავარი წესი არ მითქვამს ანდრეა.
- რა წესი?
- მოგვიანებით გეტყვი, ახლა კი მოდი მოგიყვები როგორი სიკვდილი ემუქრება თითოეულ მათგანს თუ დროულად არ იპოვი.
- მაღლა აიხედე, იქ პატარა ტომარაა ხედავ?
- ჰო, მერე?
- ჩამოიღე.
ანდრეას არაფერი უთქვამს, მოქნილად აძვრა ხეზე, ჩანთა რომელიც საკმაოდ მძიმე ეჩვენა, კისერზე ჩამოიკიდა და ფრთხილად დაუბრუნდა ძველ ადგლს.
-აქ მაქვს. - ხმამაღლა შეატყობინა უცნობს.
- ამოალაგე. - ბრძანებასავით გაისმა და გოგონამაც მაშინვე გადმოატრიალა ტომარა, საიდანაც ერთმანეთის მიყოლებით გადმოცვივდა; დანა, მოკლე ლულიანი იარაღი, რამდენიმე ტყვია, სპორტული ტანსაცმელი და ვიდეო კამერა.
- ეს ჩემთვისაა?
- კი, ყველა ნივთის დანიშნულებას დეტალურად აგიხსნი, პირველ რიგში მინდა კამერა ჩართო და ჩანაწერი ნახო.
ანდრეამ უსიტყვოდ ჩართო კამერა და ეკრანს მიაჩერდა, მხოლოდ რამდენიმე წამით დააკვირდა ფანჯრებად გახსნილ სამ სხვადასხვა კადრს და სახეზე ყველა ემოციამ ერთდროულად გადაურა.
- მართლა მანიაკი ხარ შენი დედაც. - თითქმის იღრიალა გოგონამ და იქვე აერია გული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ახლავე დავიწყებ კითხვას

 


№2  offline მოდერი სალანდერი

Anuki96
ახლავე დავიწყებ კითხვას

❤ ❤ ❤

 


№3  offline წევრი შამხათი

ვახ რა საინტერესოა... გაგრძელებას არ ველოდი და სასიამოვნოდ გამაოცე. შიმშილის თამაშების სიუჟეტი გამიცოცხლდა უცებ:) ველი გაგრძელებას.

 


№4  offline მოდერი სალანდერი

შამხათი
ვახ რა საინტერესოა... გაგრძელებას არ ველოდი და სასიამოვნოდ გამაოცე. შიმშილის თამაშების სიუჟეტი გამიცოცხლდა უცებ:) ველი გაგრძელებას.

ოჰ, როგორ გამახარე, ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№5  offline მოდერი Girl with pretty smile

ეს ის ეშმაკთან მოთამაშეა?
ვაიმე,ცუდად ვარ გეფიცები.
არ ვიცი რაა.
კიდევ კარგი საიტზე შემოვედი და ვნახე,თორემ ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი!
საოცრება ხარ,სა-ო-ცრე-ბა!!
იმდენად მომეწონა დასრულება არ მინდოდა,მაგრამ ლოდინის გარდა სხვა არაფერი დამრჩენია.
გელოდები იცოდეე!!

 


№6  offline მოდერი სალანდერი

Girl with pretty smile
ეს ის ეშმაკთან მოთამაშეა?
ვაიმე,ცუდად ვარ გეფიცები.
არ ვიცი რაა.
კიდევ კარგი საიტზე შემოვედი და ვნახე,თორემ ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი!
საოცრება ხარ,სა-ო-ცრე-ბა!!
იმდენად მომეწონა დასრულება არ მინდოდა,მაგრამ ლოდინის გარდა სხვა არაფერი დამრჩენია.
გელოდები იცოდეე!!

ვაიმეე, ანი. . .
მადლობა შენ და არ გალოდინებთ დიდხანს ❤

 


№7  offline წევრი Onlyyou

ვაიმე ვუიმე ჰაიმე არვიცი რავთქვა ეს რა დავინახე ♡

 


№8  offline მოდერი სალანდერი

Onlyyou
ვაიმე ვუიმე ჰაიმე არვიცი რავთქვა ეს რა დავინახე ♡

ოჰ, ჩემი გოგოც გამოჩნდა ❤

 


№9  offline წევრი Onlyyou

სალანდერი
Onlyyou
ვაიმე ვუიმე ჰაიმე არვიცი რავთქვა ეს რა დავინახე ♡

ოჰ, ჩემი გოგოც გამოჩნდა ❤

ხომ იცი რომ სასწაული ხარ სა ძალიან მიყვარხარ ♡♡♡♡♡♡

 


№10  offline წევრი meocnebe avadmyopi

ოუ სალანდერ იმ დღეს წავიკითხე
მეორედ ეშმაკთან მოთამაშე
ისე მომენატრა ჩემი ანდრეა
ის კაცი ვინაა გაგლეჯვა მომინდა და
მერე მივხვდი რომ არ არსებობდა
იმ ოთხიდან იმ ქალის გარდა კიდევ ვინები არიან
იმედია შემდეგ ნაწილს მალე დადებ თორემ
ცოდვას აიკიდებ ამ პატარა ბავშვს ფსიქიკას
შემირყევ იმაზე ფიქრით ვინაა ის კაცი
რა უნდა ან ანდრეასგან ან ჩვენგან
ამიტომ დამინდე და მალე დადე რა cold_sweat cold_sweat heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი სალანდერი

Onlyyou
ხომ იცი რომ სასწაული ხარ სა ძალიან მიყვარხარ ♡♡♡♡♡♡

მეც ძალიან მიყვარხარ და სასწაული თუ ვინმეა აქ, შენ ხარ პირველ რიგში ❤

meocnebe avadmyopi
ოუ სალანდერ იმ დღეს წავიკითხე
მეორედ ეშმაკთან მოთამაშე
ისე მომენატრა ჩემი ანდრეა
ის კაცი ვინაა გაგლეჯვა მომინდა და
მერე მივხვდი რომ არ არსებობდა
იმ ოთხიდან იმ ქალის გარდა კიდევ ვინები არიან
იმედია შემდეგ ნაწილს მალე დადებ თორემ
ცოდვას აიკიდებ ამ პატარა ბავშვს ფსიქიკას
შემირყევ იმაზე ფიქრით ვინაა ის კაცი
რა უნდა ან ანდრეასგან ან ჩვენგან
ამიტომ დამინდე და მალე დადე რა cold_sweat cold_sweat heart_eyes heart_eyes

ვაიი, როგორ გამიხარდა მე შენი გამოჩენა, მეორე თავში უფრო კარგად გამოვაჩენ ვინ, ვინ არის და ვის რა უნდა, შენს ანდრეას რაც შეეხება დიდი თავგადასავალი ელის და ყველანაირად ვეცდები არ დავაგვიანო ❤
მადლობა ❤

 


№12  offline წევრი Chameleon ))

საოცრება ხარ პროსტაააა <3 ტყუილად კი არ მიყვარხარ რა <3 ნუ ამ ანდრიაზე ხომ ვაბოდეებ <3 არ მეყო რაა :( იმედია მალე გაგვახარეებ მომდევნო თავით <3 რამოდენიმე დღეა ვფიქრობდი სად წავიდამეთქი და ჯგუფში რომ ვნახე ერთი საათი ვყვიროდი ისე გამიხარდააა <3
--------------------
ნ.ა

 


№13  offline მოდერი სალანდერი

Chameleon ))
საოცრება ხარ პროსტაააა <3 ტყუილად კი არ მიყვარხარ რა <3 ნუ ამ ანდრიაზე ხომ ვაბოდეებ <3 არ მეყო რაა :( იმედია მალე გაგვახარეებ მომდევნო თავით <3 რამოდენიმე დღეა ვფიქრობდი სად წავიდამეთქი და ჯგუფში რომ ვნახე ერთი საათი ვყვიროდი ისე გამიხარდააა <3

სასწაული გოგო ხარ შენ, მიხარია მე რომ გიცნობ და ახალ თავს რაც შეეხება, ძალიან მალე დავბრუნდებით ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ნანა

ახლა რომ გკითხო რა ხდებათქო მიპასუხებ? სასიამოვნოდ გაოცებული ვარ... დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მომენატრე... მინდა გითხრა არ ველოდი ანდრეას გაგრძელებას. ფანტასტიკის ჟანრში გადავდივართ თუ ეს მხოლოდ წარმოსახვაა? მართლა მომენატრე და ხომ გახსოვარ??? :))) ფიქრო ერთ რაღაცაში კიდევ გამოგიტყდები... ფანტასტიკა არ მიყვარს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას, მე შენი მჯერა... ყოველთვის... ❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
ახლა რომ გკითხო რა ხდებათქო მიპასუხებ? სასიამოვნოდ გაოცებული ვარ... დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, მომენატრე... მინდა გითხრა არ ველოდი ანდრეას გაგრძელებას. ფანტასტიკის ჟანრში გადავდივართ თუ ეს მხოლოდ წარმოსახვაა? მართლა მომენატრე და ხომ გახსოვარ??? :))) ფიქრო ერთ რაღაცაში კიდევ გამოგიტყდები... ფანტასტიკა არ მიყვარს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას, მე შენი მჯერა... ყოველთვის... ❤️❤️❤️

ნანა, ჩემო კარგო, მეც როგორ მომენატრე შენ. რა თქმა უნდა მახსოვხარ, შენც და ჩემი პირობაც, ჰოდა დავბრუნდი ისტორიით.
ფანტასტიკა? არა არა, ფანტასტიკა არც მე მიყვარს და მითუმეტეს როცა საქმე ანდრეას ეხება ფანტასტიკის ჟანრში არავითარ შემთხვევაში არ გადავიყვანდი. ეს უფრო კრიმინალური დრამაა ისევ, ოდნავ სხვა სიუჟეტით და არა ერთი მთავარი პერსონაჟით.
მიხარია რომ გამოჩნდი და ისიც, რომ გახსოვარ.
მადლობა შენ ❤

 


№16  offline წევრი მარიკუნაა♥️

ამას რას მოვესწარი!
ანდრეა რაღაც ჩვეულ ფორმაში ვერ არის...
არაუშავს, ადრენალინი მოიყვანს გონზე.
სალანდერ, შენ ფორმაში ხარ,
როგორც ყოველთვის.
შენთან ვარ ბოლომდე.
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№17 სტუმარი სტუმარი ნანა

გამოჩნდი და გამოვჩნდი მეც, ❤️ არც არასდროს დამვიწყებიხარ :) მიხარია დაპირება რომ გახსოვს... შენთან ვარ ❤️

 


№18  offline მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
ამას რას მოვესწარი!
ანდრეა რაღაც ჩვეულ ფორმაში ვერ არის...
არაუშავს, ადრენალინი მოიყვანს გონზე.
სალანდერ, შენ ფორმაში ხარ,
როგორც ყოველთვის.
შენთან ვარ ბოლომდე.
♥️

მარიკუნაა, გამახარე შენ მე ძალიან.
ფორმას ავკრეფთ გზადაგზა, მეც და ანდრეაც.
მადლობა შენ ❤

სტუმარი ნანა
გამოჩნდი და გამოვჩნდი მეც, ❤️ არც არასდროს დამვიწყებიხარ :) მიხარია დაპირება რომ გახსოვს... შენთან ვარ ❤️

მადლობა ყველაფრისთვის ჩემო კარგო ❤

 


№19  offline ადმინი ელპინი

პატარა,
აი, თითქმის ნახევარი ხომ ვიცოდი იდეაში, მაგრამ რეალურად, არც არაფერი მცოდნია.
მაგარი გიჟი ხარ, ტუტუცი ვიყო!
ვფიქრობ, ამის დასრულებამდე ცხრაასჯერ მომიწევს ამ ფრაზის განმეორება.
თუ გული არ მხევს, ბოლომდე მოვალ, ან როგორც ვთქვი, მინიმუმ კაპლებით მაინც დავმარაგდები.
ნუ, კაროჩე რა.
მე ძალიან მიხარია შენი დაბრუნება, ეშმაკო!

ძალიან ვერ გიტან, სინამდვილეში.
მაინც და მაინც ის დრო დაემთხვა, როცა მე წამებულ აბოს ვყვებოდი და სიფათი აგეხევა შენ ამის გამო, პატარა!
ნუ, დანარჩენზე ძალიან გავღიზიანდი, სხვათა შორის, რაც შენთვის უკვე ნაცნობი იქნება, ისედაც და ვიდრე შენ ცოცხალი ხარ, მეც და ჩვენც, ასე გავღიზიანდები ცხოვრების ბოლომდე.

ასე, რომ მე მიყვარხარ ძალიან, პატარა!

 


№20  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
პატარა,
აი, თითქმის ნახევარი ხომ ვიცოდი იდეაში, მაგრამ რეალურად, არც არაფერი მცოდნია.
მაგარი გიჟი ხარ, ტუტუცი ვიყო!
ვფიქრობ, ამის დასრულებამდე ცხრაასჯერ მომიწევს ამ ფრაზის განმეორება.
თუ გული არ მხევს, ბოლომდე მოვალ, ან როგორც ვთქვი, მინიმუმ კაპლებით მაინც დავმარაგდები.
ნუ, კაროჩე რა.
მე ძალიან მიხარია შენი დაბრუნება, ეშმაკო!

ძალიან ვერ გიტან, სინამდვილეში.
მაინც და მაინც ის დრო დაემთხვა, როცა მე წამებულ აბოს ვყვებოდი და სიფათი აგეხევა შენ ამის გამო, პატარა!
ნუ, დანარჩენზე ძალიან გავღიზიანდი, სხვათა შორის, რაც შენთვის უკვე ნაცნობი იქნება, ისედაც და ვიდრე შენ ცოცხალი ხარ, მეც და ჩვენც, ასე გავღიზიანდები ცხოვრების ბოლომდე.

ასე, რომ მე მიყვარხარ ძალიან, პატარა!

ვაჰ, ნუ ხო, რაღაცები იცი შენ, მაგრამ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება.
მეც მიხარია დაბრუნება და მეც ძალიან მიყვარხარ შენ პატარა ❤

 


№21 სტუმარი Diana

Warmatebebi????

 


№22  offline მოდერი სალანდერი

Diana
Warmatebebi????

მადლობაა ❤

 


აი, მეც მოვედი. მოკლედ, ჯერ ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ცხოვრებისგან ძალიან გაუბედურებულ და ჩაწიხლულ ადამიანს ვხედავ ანდრეას სახით. ფაქტობრივად მოსიარულე გვამია. მომწონს ის პიროვნება (ან არც კი პიროვნება...), ვინც ეთამაშება. ვფიქრობ, საკმაოდ ჭკვიანი ტიპია, რომელსაც ანდრეაში რაღაც სიახლეების აღმოჩენა და მისი თავის სხვანაირად გამოტანა სურს მკითხველისთვის. ვნახოთ, რა გამოუვა. მთავარია, ჭკვიანური სვლები აკეთოს. გელოდები ❤️

 


№24  offline წევრი სიბილა

კარგი რააა.კარგი რააა.როგორც იქნაა.აუუ კიდევ კარგი შემოვედი.და ჩავიკითხე სულმოუთქმელად.ანუ,დღეები ისევ გაფერადება.ისევ საინტერესო არა ძალიან საინტერესო ამბები გველის.და...მე მინდა ის მეტად ემოციურად თბილი და საყვარელი იყოს.თუმცა რაღაცეების ცივსისხლიანი ვით კეთება მოუწევს,ვიცი.ინტეტვიუც იქნება,ვიცი და,იმასაც მოგვიყვება,რატომ იყო ფსიქიატრიულ ში.აი.დიდხანს იცოცხლე რა))))რომ ასეთები წერო.აბა ჰე.აქ ვარ.

 


№25  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
აი, მეც მოვედი. მოკლედ, ჯერ ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ცხოვრებისგან ძალიან გაუბედურებულ და ჩაწიხლულ ადამიანს ვხედავ ანდრეას სახით. ფაქტობრივად მოსიარულე გვამია. მომწონს ის პიროვნება (ან არც კი პიროვნება...), ვინც ეთამაშება. ვფიქრობ, საკმაოდ ჭკვიანი ტიპია, რომელსაც ანდრეაში რაღაც სიახლეების აღმოჩენა და მისი თავის სხვანაირად გამოტანა სურს მკითხველისთვის. ვნახოთ, რა გამოუვა. მთავარია, ჭკვიანური სვლები აკეთოს. გელოდები ❤️

ოო ქეთი, ძალიან გამიხარდა მე შენი მოსვლა და მეორე თავში უფრო კარგად ავხსნი ვის რა უნდა და რატომ, გავხსნი რამდენიმე კარტს თავიდანვე. . .
ანდრეა რომ ჩაწიხლული და განადგურებული იქნებოდა ეს სავსებით ჩვეულებრივი იყო, მაგრამ გამოაცოცხლებს სიტუაცია. . .
მიხარია რომ აქ ხარ და მადლობა ❤

სიბილა
კარგი რააა.კარგი რააა.როგორც იქნაა.აუუ კიდევ კარგი შემოვედი.და ჩავიკითხე სულმოუთქმელად.ანუ,დღეები ისევ გაფერადება.ისევ საინტერესო არა ძალიან საინტერესო ამბები გველის.და...მე მინდა ის მეტად ემოციურად თბილი და საყვარელი იყოს.თუმცა რაღაცეების ცივსისხლიანი ვით კეთება მოუწევს,ვიცი.ინტეტვიუც იქნება,ვიცი და,იმასაც მოგვიყვება,რატომ იყო ფსიქიატრიულ ში.აი.დიდხანს იცოცხლე რა))))რომ ასეთები წერო.აბა ჰე.აქ ვარ.

რუსააა, როგორ გამახარე მე შენ. . .
სასწაული ვინმე ხარ, დღეების გაფერადებას რაც შეეხება რა გითხრა აბა, სიუჟეტი ზოგამ ცოტა მძიმეა, მაგრამ ვიცი რომ გაიგებ, გამიგებ და დანარჩენს უკვე თავად გადაწყვეტ.
უღრმესი მადლობაა ყველაფრისთვის ❤

 


№26 სტუმარი Anna

Salander me shen komentarebidan gocnob. gamixarda sheni istoriis wakitxvaa. dzalian momewona. Velodebi gagrdzelebas ❤❤❤

 


№27  offline მოდერი სალანდერი

Anna
Salander me shen komentarebidan gocnob. gamixarda sheni istoriis wakitxvaa. dzalian momewona. Velodebi gagrdzelebas ❤❤❤

ძალიან მიხარია რონ გამოჩნდი❤
მადლობა შენ ❤

 


№28  offline წევრი უცნაური მე

სალანდერ, გუშინ ვერ მოვახერხე და თითები მექავებოდა ისე მინდოდა კომენტარის დატოვება..
პირველ რიგში გამეხარდი, მიხარია რომ დაბრუნდი და გული მიფართხალებს მოსალოდნელი სიამოვნებისთვის, მიუხედავად იმისა სიუჟეტი არც თუ ისე სასიამოვნოა.. ანუ სისხლი დანა იარაღი და ასე შემდეგ :დ
შენ ხომ მევასები და მევასები, ანდრეაზეც უკვე ვგიჟდები. მიყვარს მე შენი არაორდინალურობა ❤️
შემდეგ თავს ველი მოუთმენლად მაინტერესებს ყველაფერი, ეს ჭკვიანი ტიპი ვინაა, რა უნდა, მოკლედ სულ სულ ყველაფერი მაინტერესებს და ეჭვიც არ მეპარება ანდრეა გაგვიხსნის კარტებს :)
გელოდები მოკლედ..

 


№29  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
სალანდერ, გუშინ ვერ მოვახერხე და თითები მექავებოდა ისე მინდოდა კომენტარის დატოვება..
პირველ რიგში გამეხარდი, მიხარია რომ დაბრუნდი და გული მიფართხალებს მოსალოდნელი სიამოვნებისთვის, მიუხედავად იმისა სიუჟეტი არც თუ ისე სასიამოვნოა.. ანუ სისხლი დანა იარაღი და ასე შემდეგ :დ
შენ ხომ მევასები და მევასები, ანდრეაზეც უკვე ვგიჟდები. მიყვარს მე შენი არაორდინალურობა ❤️
შემდეგ თავს ველი მოუთმენლად მაინტერესებს ყველაფერი, ეს ჭკვიანი ტიპი ვინაა, რა უნდა, მოკლედ სულ სულ ყველაფერი მაინტერესებს და ეჭვიც არ მეპარება ანდრეა გაგვიხსნის კარტებს :)
გელოდები მოკლედ..

აუუუუუ, როგორ გამიხარდა რომ გამოჩნდიიი. . .
ანდრეა რა თქმა უნდა გახსნის კარტებს ჩვენთან ერთად. მეორე თავში მეტ-ნაკლებად გაიგებთ ვინ არის ეს ტიპი და რა უნდა. ჰოდა თავგადასავალიც მშვენიერი გველის, მიუხედავად იმისა რომ ანდრეასთან არამძაფრი სიუჟეტი გამორიცხულიც კია.
უღრმესი მადლობა შენ, რომ ყოველთვის აქ ხარ და შენს აზრს მიზიარებ ❤

 


№30 სტუმარი Anna

სალანდერი
Anna
Salander me shen komentarebidan gocnob. gamixarda sheni istoriis wakitxvaa. dzalian momewona. Velodebi gagrdzelebas ❤❤❤

ძალიან მიხარია რონ გამოჩნდი❤
მადლობა შენ ❤

Mec mixaria sheni gamochena ???????? mokled axla viwyeb sheni yvela istooriis wakitxvas ase rom elode chems komentarebs ❤???? dzalian magari xar da ar shewybito weraaaaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent