შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური 2}

1-10-2018, 14:44
ავტორი სალანდერი
ნანახია 870

ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური 2}

- გული აგერია?
- წადი შენი.
- რა მოხდა პატარავ, ორსულად ხომ არ ხარ?
- დავიჯერო ამდენ ხანს მეძინა, რომ ეგეც მოასწარი? - კიდევ ერთხელ წაკბინა ანდრეამ.
- მოკეტე, თუ გინდა საუბარი გავაგრძელოთ.
- რა ჯანდაბა გაუკეთე ამ ხალხს, რას უპირებ, რას ერჩი, ან ასეთი ავადმყოფური აზრები როგორ მოგივიდა? სიმართლე გითხრა ჩემი საუკეთესო ფანტაზიები ან სიზმრები, ყოველთვის იმას ეხებოდა ხალხს როგორ ვხოცავ და დაცულად ცხოვრების ილუზიას როგორ ვუსპობ, მაგრამ ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც კი არ მქონია მსგავსი ხილვები.
- სიმართლე გითხრა ეს იდეები მე ნამდვილად არ მომსვლია, შუა საუკუნეების მეთოდებია, რომელსაც წარმატებით ვიყენებ თანამედროვე პრაქტიკაშიც.
- საშინლად გამოიყურებიან. - კიდევ ერთხელ შეავლო აპარატს თვალი.
- მგონი ისედაც მიხვდი ამ ხალხს რასაც ვუპირებ, მაგრამ მაინც უფრო დეტალურად აგიხსნი კარგი?
- მითხარი როგორ დავიხსნა, რომ აქედან გავაღწიო, ნაზი კანი მაქვს და მცენარეებზე ალერგიული ვარ, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას რომ ჩემს სიმპათიურ სიფათს საფრთხე ემუქრება, ნუ საფრთხე რა, სიწითლე და გამონაყარი.
- ამისთვის ჯერ შენთვის განკუთვნილი ნივთების შესახებ უნდა გიამბო, შემდეგ კი იმაზე თუ როგორ გაათავისუფლო დამნაშავეები.
- ამოშაქრე.
- კარგი, ჩანთაში სპორტული ტანსაცმელია, ვინაიდან აქ თავდაცვა მოგიწევს და პლასტიურობაც დაგჭირდება, ხოლო ციხის ტანსაცმელი არც ისე მოსახერხებელია შენს ჩაცმა დახურვაზე ვიზრუნე.
- ავთანდილია თუ ბიჭოლა? - ირონიულად ამოილაპარაკა ანდრეამ და ტანსაცმელი შეათვალიერა, რომელიც სამხედრო შარვლისა და უბრალო შავი მაისურისგან შედგებოდა.
- უბრალოდ თავისუფალი ტანსაცმელია, ლილოში შევიძინე სპეციალურად შენთვის.
- დანარჩენზე რას მეტყვი?
- ეს დანა ჩემი საყვარელი დასაკეცი დანების კოლექციიდანაა. PXL MM - სიგრძეში სულ 165_მმ წონითაც მხოლოდ 176გრამია, რაც კომფორტულს ხდის. 3G ლამინირებული, ფხვნილოვანი ფოლადი და სპილოს ძვლის ტარი. მოკლედ კომფორტის და სანდოობის ეტალონია დასაკეც დანებში, მთავარია მოხმარება იცოდე. იარაღს რაც შეეხება "გლოკ 21" მარტივი და უბრალო, არაფერი ზედმეტი.
- საკმაოდ დიდი ჩარჩო აქვს.
- 45 კალიბრი ხუმრობა არ არის.
- კარგი, მაგრამ ისე კარგად აღმჭურვე, ახლა შემიძლია უბრალოდ ავდგე, თავზე დაგადგე და შუბლი გაგიხვრიტო.
- იქნებ ეგეც მოახერხო, მაგრამ ჯერ ხალხი გყავს გადასარჩენი.
- მიდი საქმეს დაუბრუნდი. - სწრაფად გაახსენდა გოგონას ტყვეობაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა.
- კარგი, მოკლედ დავიწყებ და თითოეულის წარსულისა და აწმყოს შესახებ გიამბობ, მომავალი კი თავად გადაუწყვიტე.
- შენი დედაც, ამოღერღე ბოლოს და ბოლოს.
- კარგი ჰო, გააფართოვე პირველი კადრი, ხედავ ლამაზ ქერა თმიან გოგონას?
- ვხედავ.
- ეს ანასტასია ტატიშვილია, ნარკოდილერი. მიუხედავად იმისა რომ თავადაც მოიხმარდა, ანასტასიამ გადაწყვიტა უხარისხო ნარკოტიკითაც ეკეთებინა ფული, იცი რამდენი ახალგაზრდა ემსხვერპლა კლუბში მის მიერ გასაღებულ ნარკოტიკს? თერთმეტი, დიახ თერთმეტი ახალგაზრდა ერთ ღამეში, მანამდე რამდენი იმსხვერპლა ეგ სხვა თემაა, თუმცა ანასტასიას საკმაოდ გავლენიანი საყვარელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს რომ ერთადერთი რაც დაუმტკიცეს ნარკოტიკის მოხმარება იყო, დანარჩენი მტკიცებულებები უბრალოდ გააქრეს და გოგონაც ციხიდან მარტივად გამოიხსნეს, რამდენიმე წლიანი პირობითი სასჯელისა და საკმაოდ სოლიდური ჯარიმის სანაცვლოდ. ჰო, ახალი გამოსულია ციხიდან და როგორც ხედავ ჩემთან მოხვდა, ახლა ის ჩვენს თამაშში ერთ-ერთი პაიკია და როგორც ხედავ საიმედოდ არის მიბმული ელექტრო ღუმელზე. იცი რა მოხდება როცა შენთვის მოცემული დრო ამოიწურება? დისტანციური მართვის პულტით ღუმელს ავანთებ და ანასტასია ისე შეიწვება, როგორც თონეში ჩაკიდებული გოჭი. - ანდრეამ კარგად შეათვალიერა ეკრანზე სრულად გახსნილი ფანჯარა, რომელზეც მართლაც მოჩანდა ახალგაზრდა გოგონა, ის სხეულის წინა ნაწილით მიხუტებოდა ღუმელს, მასზე შემოხვეული ხელფეხი კი ერთმანეთზე მჭიდროდ მიებათ, რაც ისეთ სცენას ქმნიდა, თითქოს მსხვერპლი ღუმელს მჭიდროდ იყო ჩახუტებული.
- ჩემი აზრით წითელი ფერი არ მოუხდება. - სცადა გულგრილობა შეენარჩუნებინა, თუმცა მის ხმაში, აშკარად იგრძნობოდა ზიზღი.
- კარგი, ახლა შემდეგზე გადავიდეთ. შენს ეკრანზე წითელ თმიანი ქალი ჩანს.
გოგონამაც სწრაფად გადაიტანა მზერა ეკრანის მეორე ნაწილზე და ამჯერად წითელ თმიანს დააკვირდა.
რომელიც სრულიად შიშველი, იჯდა სამკუთხედის ფორმის ფიცარზე.
- ეს რუსუდან ბაბლუანია, ამ ქალმა საკუთარი ქმარ-შვილი დახოცა. იცი რის გამო? საყვარლის. მერე განადგურებული ჭირისუფალის როლი მოირგო და კარგად დაგეგმილი მკვლელობა, ჩვენმა უნიათო პოლიციამ ვერ გახსნა. წარმოგიდგენია რამდენ ხანს გეგმავდა ოჯახის დახოცვას, რომ კვალი ასე კარგად დაფარა? რამდენიმე თვე მაინც და არც ერთხელ არ უფიქრია რომ მისი შვილი, ვიღაც კაცის გამო სიკვდილს არ იმსახურებდა, ამიტომაც არის ახლა ჩვენი თამაშის ნაწილი. ხედავ ამ ხის მოწყობილობას? მას ხის ცხენს, სხვა ვერსიით კი ესპანურ ვირსაც ეძახიან. ორ მაღალ ფიცარს შორისგადებული, სამკუთხედის ფორმის გრძელი ხე, რომელსაც ბასრი ზედაპირი აქვს. ახლა ჩანს რომ რუსუდანი მასზე ზის, თუმცა ასე არ არის, სინამდვილეში ის საკუთარ ფეხებს ეყრდნობა, რომლებიც ყინულის ბლოკებზე უდევს. მისი სხეული კი საკმაოდ კარგად აქვს ჯაჭვებს დაფიქსირებული რაც გამორიცხავს რომ რუსუდანი განძრევას ან თავის დახსნას შეძლებს. როგორც კი ყინული დადნება ის მთელი სხეულის სიმძიმით დააწვება, ჩვენი ცხენის ბასრ ზედაპირს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფეხებზე საკმაოდ მძიმე გირები აქვს ჩამოკიდებული, მისი სხეული რამდენიმე წუთში გაიხლიჩება ორ თანაბარ ნაწილად.
- მესამე? - აშკარა იყო რომ შეცხადებას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა და მზერაც, მომდევნო მსხვერპლზე გადაიტანა გოგონამ.
- ოო, ეს მამაკაცი, ბატონი დემეტრე თოდუაა. მან გააუპატიურა თავისი გერი. თუმცა რადგან ცოლმა ხმა არ ამოიღო და ბავშვიც მხოლოდ ოთხი წლისაა, დანაშაული თავისუფლად შერჩებოდა რომ არა თქვენი მონა მორჩილი. - კმაყოფილება გაერია ხმაში. - მის ახლანდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ხედავ მის მუცელზე დამაგრებულ გალიას? ჯაჭვები ოთხივე მხრიდან საიმედოდ იჭერენ, თავადაც დაბმული დემეტრეს, მუცელზე დადგმულ, ფსკერგაცლილ გალიას. შიგნით კიდევ ორი პატარა გალიაა მოთავსებული, რომელშიც ორი არც თუ ისე პატარა ვირთხაა. წამზომის ჩართვიდან ერთ საათში, ის ისევ გაითიშება, ავტომატური რეჟიმი კი ორივე პატარა გალიის კარს გახსნის და ვირთხებს დიდ გალიაში გამოუშვებს. ახლა ზემოთ აიხედე, ჭერში დამაგრებულ გავარვარებულ რკინას ხედავ? ის ქვემოთ ჩამოიწევს, გალიას მიებჯინება და მთლიანად გააცხელებს რკინას, სიცხისგან შეწუხებული ვირთხები კი გაქცევას ეცდებიან. იცი რას აკეთებენ ვირთხები, როცა გაქცევა უნდათ და გასაქცევს ვერ პოულობენ? - მიწას თხრიან. ამ შემთხვევაში, მათი "მიწა" ბატონი დემეტრეს მუცელია, ისინი ნელ-ნელა გაფატრავენ ჩვენს მსხვერპლს და მის ნაწლავებში გაიკვალავენ გზას.
- ამაზრზენი ფანტაზია გაქვს მეგობარო.
- მეოთხე მსხვერპლზე არ გაინტერესებს? - სწრაფად დაუბრუნდა ძველ თემას.
- ნინა ნაკანი, რას უპირებ მას? - მზერა ქალზე გადაიტანა ანდრეამ.
- მე არაფერს, ხედავ რა მშვიდად ზის? დაბმულია და იმიტომ. ნინა ნაკანი ოცდათექვსმეტი წლისაა, და ის აქ შენს გამოა, ახლა კი ასე მშვიდად რომ ზის, იმ სკამს, ქვემოდან პატარა ხვრელი აქვს, იმ ხვრელის ქვემოთ კი გამოიცანი რა იზრდება? დიახ, არც მეტი არც ნაკლები, პატივცემული ბამბუკი. ეს ჯიში დღე-ღამეში ორმოცდაათიდან-სამოც სანტიმეტრამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ჩვენი მეგობარი ანალური სექ’სის მოყვარულია, შესაძლოა თავიდან ესიამოვნოს კიდეც, მაგრამ როცა მის სხეულში განაგრძობს ჩვენი ბამბუკი გაზრდას, აღარ მგონია მოეწონოს.
- და ბამბუკი რამსიმაღლე იზრდება?
- 20_დან 30 მეტრამდე.
- რაც არ უნდა ანალური სექ'სი მოსწონდეს, მაინც არ მგონია კმაყოფილი დარჩეს.
- აბა, მზად ხარ გმირის როლი მოირგო? ისინი მხსნელს ელიან "ეშმაკო".
- მე რა სპაიდერმენს ვგავარ?
- არა,შენ იმ არსებას ჰგავხარ, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდია. ანდრეა, როგორი მაგარი ტიპიც არ უნდა ითამაშო, ჩვენ ორივემ მშვენივრად ვიცით რომ მოსიარულე გვამი ხარ, შენ დასაკარგი არაფერი გაქვს, ვინც უნდა დაგეკარგა უკვე დაკარგე, მე კი საშუალებას გაძლევ შენს ცხოვრებას აზრი შესძინო, ცოტა ხნით მაინც, მერე კი უბრალოდ ღირსეულად მოკვდე. ისე მართლა, გაინტერესებს როგორ მოგკლავ?
- არა იყოს, შენი ფანტაზიის შესახებ უკვე საკმარისად შევიტყე.
- ფიცარზე დაგაბამ, მუცელს გაგიჭრი, ნაწლავებს ხელით ამოვიღებ და ჯალამბარზე მოვაბამ, შემდეგ კი ჯალამბარს დავატრიალებ და შენ შენივე თვალით უყურებ, როგორ ამოგაცლი ნაწლავებს, სხვათაშორის ეს ყველაზე სასტიკი მეთოდია და აქამდე არასდროს გამომიყენებია. - ხმადაბლა ჩაახველა უცნობმა.
- სიმართლე გითხრა თავიდან მეგონა კომბლეს ზღაპარს ყვებოდი ისე დაიწყე, მერე კი "გამისწორდა" რომ შენი "ვიაიპი" მომხმარებელი აღმოვჩნდი, ჰოდა შენი მეთოდი რომ სრულყოფილებამდე დახვეწო კარგ რამეს გასწავლი; ქუთუთოები დამაჭერი, რომ თვალები ვერ დავხუჭო და ბოლომდე ვუყურო.
- თავდაჯერებული ნაბი"ჭვარი ხარ ანდრეა ჩაჩუა. - ბრაზი გაერია ხმაში მამაკაცს.
- რა შუაშია, უბრალოდ მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ, ნეტა გვაჩვენა შინაგანად როგორი ხარო, ყველას აინტერესებდა ჩემი შინაგანი სამყარო და ახლა შენ შანსს მაძლევ ის საკუთარი თვალით ვიხილო.
- უკვე ბევრს ლაპარაკობ ეშმაკო და მერწმუნე, თითოეული სიტყვისთვის აგებ პასუხს, ახლა კი შენს ლამაზ პროფილს მიყევი, თორემ პირველი დამნაშავე მოკვდება. წამზომი ჩაირთო.
- ჰეი, მინიშნება მაინც მომეცი იდიოტო, მე რა ვანგა ვარ? ამხელა ტყეში როგორ ვიპოვო ეგ იდიოტური ქოხები, შენი აზრით ხილვა მქონდა? - ხმამაღლა ჩაჰყვირა, თუმცა როგორც კი გააცნობიერა რომ უცნობს კავშირი უკვე გაეწყვიტა, რაციაში ყვირილს მოეშვა და შარვალზე დაიმაგრა.
- იფიქრე ანდრეა იფიქრე. - ხმადაბლა ჩაიბურტყუნა და გონებამაც ელვის სისწრაფით დაიწყო მიღებული ინფორმაციის გადამუშავება.
- ჩემს ლამაზ პროფილს მივყვე, ჰო ჯანდაბ, ხომ ვუთხარი მარცხენა პროფილი არ მივარგა_მეთქი, ესე იგი მარჯვნივ უნდა ვიაროთ, კარგი ანდრეა, ეთამაშე ამ ნაბიჭ'ვარს. - კიდევ ერთხელ შეავლო საკუთარ თავს თვალი და მარჯვნისკენ აიღო გეზი.
ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, მიუხედავად იმისა რომ არცერთი მათგანი, ვინც ამ მანიაკს ჰყავდა შერჩეული, ანდრეას აზრით სიცოცხლეს არ იმსახურებდა, მაინც არ ეთანხმებოდა იმ აზრს რომ ვინმე ასეთი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. ანდრეას ფეხებზე ეკიდა ყველა მათგანის სიცოცხლე, ისევე როგორც საკუთარი, თუმცა მართალს ამბობდა უცნობი, ეს მისი შანსი იყო, შანსი რომ თუნდაც ცოტა ხნით ისევ ეგრძნო სიცოცხლე, მერე კი მომკვდარიყო ისე როგორც მოკვდებოდა, ბოლოს და ბოლოს დიდი ხანი იყო უკანასკნელ შვებად ეხატებოდა იმ ქვეყნად გამგზავრების იდეა.
- ხედავ ნი? სიცოცხლე გრძელდება ინერციით, აი როგორ უცებ დამიბრუნა ძალა და გადარჩენის ინსტიქტი ვიღაც სერიულმა მკვლელმა, შენც ეს არ გინდოდა? სამყაროსაც ეს არ უნდოდა? მთელი სამყარო ხელს მიწყობს რომ რაც შეიძლება დიდხანს ვერ შევხვდეთ ერთმანეთს. იმ ქვეყნიური ცხოვრება რომ ვიწამე არ ღადაობ? - სიმწრით ჩაეღიმა გოგონას. - რას გააკეთებდი შენ ჩემს ადგილზე? რა თქმა უნდა იტყოდი, რომ ასეთ სიკვდილს არავინ იმსახურებს, რომ ადამიანებს არ გვაქვს ერთმანეთის დასჯის უფლება და მხოლოდ კანონმა უნდა დაგვსაჯოს, როგორ მაღიზიანებდა შენი ბავშვური და ლამაზი წარმოდგენა სამყაროზე, ერთი მაგის დედაც, შენ არ ხარ, მე ვარ აქ, ახლა და ვცდი კიდევ ერთხელ მოვიქცე ისე, როგორც შენ გენდომებოდა რომ მოვქცეულიყავი. არა ისე, ნეტა რატომ გამომიშვეს ფსიქიატრიულიდან? შესაძლოა ნორმალურად ჩათვალო ადამიანი, რომელიც მკვდარს ელაპარაკება. მერე რა რომ ვიცი არ გესმის, მინდა და ვლაპარაკობ. - ხმადაბლა ფრუტუნებდა და სწრაფი, თუმცა ფრთხილი ნაბიჯით მიუყვებოდა ფოთლებით დაფენილ მიწის ზედაპირს.
- მარჯვნივ და მარჯვნივ ანდრეა, უბრალოდ იარე, ნეტავ რატომ მომცა ასეთი აღჭურვილობა, ან რატომ მაძლევს მათი გადარჩენის შანსს, რატომ მეც პირდაპირ არ "გამასაღა", ვინ ჯანდაბაა და რას ელის ჩემგან. ძალიან კარგად რომ არ ვიცნობდე ადამიანთა მოდგმას,ჩავთვლიდი რომ ხუმრობს, მაგრამ ეს ბიჭი ხუმარას სულაც არ ჰგავს.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ, ციცაბო დაღმართს მიადგა და ფრთხილად ჩაუყვა.
ნესტიან ფოთლებზე ფეხი დაუცდა და რამდენიმე წამში უკვე დაღმართის ბოლოში მოადინა ზღართანი. გადაყვლეფილ იდაყვს დახედა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, ფეხზე წამოდგა და მიწაში ამოსვრილი ტანსაცმელი ჩამოიფერთხა.
- ყოჩაღ ანდრეა, რა სწრაფად ჩამოხვედი, მართალი ხარ, სად არის დასაკარგი დრო. - იხტიბარი არ გაიტეხა, თავი გაიმხნევა და კიდევ უფრო სწრაფად განაგრძო გზა. მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო გასული, მოშორებით ფიცრების გროვა რომ გაარჩია.
- ჯანდაბა, ასე მარტივად? რა თამაშს თამაშობ ნაბი"ჭვარო. - ნაბიჯს აუჩქარა და ქოხს მიუახლოვდა თუ არა იარაღი მოიმარჯვა. რამდენიმე წუთი უტრიალა ხავსმოდებულ ქოხს, რომელიც ანდრეასთვის რომ გეკითხათ ფიცრების გროვას უფრო ჰგავდა, შემდეგ კი ფეხი მიარტყა ქოხის კარს და ისიც მაშინვე ჭრიალით გაიღო.
- მიუხედავად იმისა, რომ გარედან სულაც არ ემჩნეოდა,ქიხი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, შესასვლელი ოთახი მთელი სიფრთხილითა და ყურადღებით დაათვალიერა, შემდეგ კი მარჯვენა მხარეს აიღო გეზი. პატარა მისაღების მსგავსი ოთახი გაიარა, შემდეგ კიდევ ერთი ოთახი და საკუჭნაოში ამოჰყო თავი.
- ევრიკა! - ხმამაღლა დაიყვირა როგორც კი სკამზე საიმედოდ დაბმულ,პირაკრულ ნინას მოჰკრა თვალი. ქალი შეშინებული და გაოცებული მისჩერებოდა გოგონას, ყურადღევით ათვალიერებდა და თითქოს ვერც იჯერებდა რომ იმას ხედავდა ვინც მის წინ იდგა. ამდრეა ფრთხილად მიუახლოვდა ქალს და პირზე აკრული წებოვანი ლენტი მოხსნა.
- ესეც ულვაშების ეპილაცია. - ისევ თვითონ თქვა როგორც კი, უსიამოდ დამანჭული ნინას სახე დაინახა.
- შენ აქ, ეს შენ გააკეთე? აქ შენ მომიყვანე შე ავადმყოფო? - ბრაზი და ცრემლები ხმას უხშობდა ნინას.
- თუ არ გახსოვს შეგახსენებ რომ, ბოლოს ფსიქიატრიულში დამტოვე.
- ამის გამო მომიყვანე აქ?
- ღმერთო ჩემო, ნეტა ცოტა ტვინი გებოძებინა ადამიანთა მოდგმისთვის. - იარაღი შარვალში დააბრუნა და დანა აათამაშა ხელში.
- რას მიპირებ?
- ფილე უნდა აგათალო. - ირონიულად გაუცინა და ხელის დამჭერ თოკებს ერთმანეთის მიყოლებით გადაუსვა დანის ბასრი ზედაპირი.
- შე იდიოტო. - შიშისგან სწრაფად იკივლა ქალმა.
- ჰეი, თუ ასე გხიბლავს ანალური სექ'სის იდეა, შემიძლია რომანტიკა არ დაგირღვიოთ და მარტო დაგტოვოთ შენ და შენი ბამბუკი.
- მოიცა, აქ, შენ ჩემს გადასარჩენად მოხვედი? - გათავისუფლებული ხელები შეათვალიერა ქალმა.
- ნუ, მოვედი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მომიყვანეს უფრო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ მე გამოვდექი შენი სპაიდერმენიც, ბეტმენიც და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინციც. - დაბლა დაიხარა და ამჯერად ფეხები გაუთავისუფლა ქალს.
- რას ვაკეთებთ აქ, ვინ მოგვიყვანა, რატომ, რა უნდა ჩვენგან,ან რას გვიპირებს ანდრეა.
- რიგ-რიგობით მაინც მკითხე, რაც მე ფსიქოტროპული აბები მაქვს ნასვამი,ასე სწრაფად და ეფექტურად როგორ ვამუშაო ტვინი.
- მგონი ახლა შენი სარკაზმისა და ირონიის ადგილი არ არის.
- არც შენს უკანალში იყო რამდენიმე მეტრიანი ბამბუკის ადგილი მაგრამ ამ ფაქტს ჩვენი ფსიქოპათისთვის ხელი სულაც არ შეუშლია.
- ახლა რას ვაპირებთ? - შეშინებული ქალი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
- შემდეგ დავალებას ველოდებით. - ოთახიდან დაიძრა გოგონა და იქვე მიგდებულ ფიცრის ძველისძველ სკამზე ჩამოჯდა.
- რა დავალებას?
- აქ შენს გარდა სამი ადამიანია, ისინიც უნდა გადავარჩინოთ.
- გაგიჟდი? დანა გაქვს იარაღი და ახლავე უნდა გავიქცეთ აქედან.
- მეც რომ მსგავსად მეფიქრა, ხვალ დილით ტრაკში ბამბუკ შეზრდილი იჯდებოდი, იმ შენს სკამზე.
- ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა უნდა ჩვენგან?
- რომ დაგვიკავშირდება თვითონ აგიხსნის და თავი ნუ ამატკივე ძალიან გთხოვ.
- ხელზე რა დაგემართა? - ანდრეას მიუახლოვდა ქალი, მისი ხელი ხელებში მოიქცია და გადაყვლეფილ იდაყვს დააკვირდა.
- გადავწყვიტე შორი გზა არ მომევლო და შინაც ნაკლებ მშვიდობით მოვსულიყავი.
- მოიცადე, იქნებ სამედიცინო ყუთი იყოს სადმე, მოვძებნი.
- შენ რა თავი ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში გგონია? - სიცილი დააყარა ოთახებში უთავბოლოდ მოსიარულე ნინას გოგონამ.
ქალმა მაისურის ზემოთ მოცმული პერანგი გაიხადა და ანდრეას მიუბრუნდა.
- მათხოვე შენი დანა.
- არა, დანებით თამაში არ შეიძლება.
- მაშინ ამას მკლავი მოჭერი.
- არ არის საჭირო.
- მისმინე იდიოტო, ისედაც არ ვართ კარგ მდგომარეობაში და სულაც არ მინდა ინფექცია შეგეჭრას, ასე რომ მოჭერი ეს იდიოტური მკლავი რომ ხელი შეგიკრა.
ანდრეამ რამდენიმე წამი უყურა მის წინ მდგომ ქალს, მერე დანა ამოიღო და სწრაფად მოჭრა პერანგს მკლავი.
ქალმა შეძლებისდაგვარად მოასუფთავა ჭრილობა, შემდეგ კი ძლიერად შეუხვია და შვებით ამოისუნთქა.
- არ გინდა მომიყვე რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?
- კარგი, დაჯექი და ყურადღებით მომისმინე. ქალმა საკუჭნაოდან მისი ძველი სკამი გამოათრია, ანდრეას პირისპირ მოკალათდა და თვალი თვალში გაუყარა. გოგონამ საუბარი დაიწყო და მშვიდი ტონით უამბო ყველაფერი, რაც ნახა და მოისმინა. შოკირებული ნინა, შეშინებული აცეცებდა თვალებს და დროდადრო ოფლიან შუბლს ხელის გულებით იწმენდდა.
- დაგვხოცავს. - აცრემლებული თვალები შეანათა გოგონას. ანდრეაც აპირებდა რაღაცის თქმას როცა ნაცნობმა, ბოხმა ხმამ გაიჟღერა.
- აქ ხარ? - ხმამაღლა ახრიალდა შარვალზე მიმაგრებული რაცია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ოი სალანდერ ოი
რა სისასტიკე იყო გოგო რაა ეს
ის მაინც ვერ გავიგე ის კაცი ვინაა
ჯანდაბა პირველად ანდრეას პასუხებზე მეცინებოდა
და მერე შემეშინდა რომ ვერ მოასწროს
ყველას გადარჩენა და მოკლასთქო
ბოლოს და ბოლოს იქ მაღლა
ცაში რომ წავა ნინასთან შიგნეულობა
გამოცლილი ხომ არ იქნება
ცოდოა გოგო,ის კიდე ისე რომ ნახავდა
მეორეჯერ მოკვდებბოდა
და ხო არ გჭირდება თქმა მაგრამ
მალე დადე შემდეგი რა cold_sweat heart_eyes

№2  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi
ოი სალანდერ ოი
რა სისასტიკე იყო გოგო რაა ეს
ის მაინც ვერ გავიგე ის კაცი ვინაა
ჯანდაბა პირველად ანდრეას პასუხებზე მეცინებოდა
და მერე შემეშინდა რომ ვერ მოასწროს
ყველას გადარჩენა და მოკლასთქო
ბოლოს და ბოლოს იქ მაღლა
ცაში რომ წავა ნინასთან შიგნეულობა
გამოცლილი ხომ არ იქნება
ცოდოა გოგო,ის კიდე ისე რომ ნახავდა
მეორეჯერ მოკვდებბოდა
და ხო არ გჭირდება თქმა მაგრამ
მალე დადე შემდეგი რა cold_sweat heart_eyes

ოჰ, როგორ მახარებ ხოლმე შენ შენი კომენტარებით. . .
ჰო, ეს თავი სტანდარტულზე "საშინელი" იყო, ამიტომ ისევ ანდრეას სარკასტული ტლიკინი თუ განმუხტავს, ოდნავ სიტუაციას.
დანარჩენს რაც შეეხება ნახავ ნელ-ნელა.
ძალიან ვეცდებიბრომ სწრაფად დავბრუნდე და მადლობა შენ ❤

№3  offline მოდერი Marry Amm

ერთადერთი რის გამოც ბოლომდე მოგყვები ეს ანდრეა და მისი იუმორია, ვკითხულობ და ვიღიმი, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია. აი ჟანრი კი ჩემი ანტისტილია, ვერ ვიტან წამებებს და სიკვდილებს და თან ასეთს. ხო, ისე ძალიან მარტივად დაიხსნა, ფაქტიურად უბრალოდ იპოვა, მეტი წინააღმდეგობა უფრო მიმზიდველი იქნებოდა. მოკლედ შენ შენ ხარ სალანდერ და ეს ძალიან კარგია <3

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

აუ, ტუტუცი ვიყო, ძაან ველოდი, აი ბოლო წუთამდე როდის მოხდებოდა ის, რაც ამ დილით თქვი და მაგარი ხახამშრალი დამტოვე, ნაგავო.
აქ რომ ერთი სტაფილო ჩაგესვა, ძაან ვიცინებდი, გადავფხარკალდებკდი, გავიხეოდი იმენა, რა მაგარი იქნებოდა ტო.
ხო, კარგი, ძაან შევიჭერი ახლა როლებში.
გუშინ, რომ გითხარი გიჟი ხარ და ამას ცხრაასჯერ გაგიმეორებ - მეთქი, არ ვტყუოდი.
სერიოზულად, მაგარი შეშლილი ხარ!
ვაფშე აზრზე არ ვარ, რას აპირებ და მინდა, რომ ჯერ ვიცოცხლო მინიმუმ 50, მაქსიმუმ 200 წელი და იზრუნე ამაზე, სულ ნუ გაცხოველდები, ეშმაკო.

ბედი შენი, აქ რომ ძაან ბევრი სიყვარულობები არ დამხვდა, თორემ ნერვებზე კი ვიყავი, ისე.
ძაან ცოტა მიკლია, ნუ გამაფსიხებ, ამაზეც იზრუნე, შენ ხომ ძალიან გიყვარვარ, მეც მიყვარხარ და ამიტომ.
მომისმინე ახლა ერთი წუთი, ჩემო აპრილში აყვავებულო ატმის ყვავილო, დეკემბერში ამოსულო ენძელავ, მაისში გაფურჩქნულო ვარდო, ძალიან მიყვარხარ!

ჭკვიანად იყავი, ეშმაკო!
ჭკვიანად!

მიყვარხარ.

№5  offline მოდერი სალანდერი

Marry Amm
ერთადერთი რის გამოც ბოლომდე მოგყვები ეს ანდრეა და მისი იუმორია, ვკითხულობ და ვიღიმი, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია. აი ჟანრი კი ჩემი ანტისტილია, ვერ ვიტან წამებებს და სიკვდილებს და თან ასეთს. ხო, ისე ძალიან მარტივად დაიხსნა, ფაქტიურად უბრალოდ იპოვა, მეტი წინააღმდეგობა უფრო მიმზიდველი იქნებოდა. მოკლედ შენ შენ ხარ სალანდერ და ეს ძალიან კარგია <3

პირველ რიგში მიხარია რომ წაიკითხე და მომყვები.
სტილს რაც შეეხება, ნუ ასე გამოვიდა :დ.
მარტივად დახსნაზე რა გითხრა აბა, კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ეტაპზე ამ სიმარტივეს და თანდათან მიხვდებით.
დიდი მადლობა მარიამ ❤

ელპინი
აუ, ტუტუცი ვიყო, ძაან ველოდი, აი ბოლო წუთამდე როდის მოხდებოდა ის, რაც ამ დილით თქვი და მაგარი ხახამშრალი დამტოვე, ნაგავო.
აქ რომ ერთი სტაფილო ჩაგესვა, ძაან ვიცინებდი, გადავფხარკალდებკდი, გავიხეოდი იმენა, რა მაგარი იქნებოდა ტო.
ხო, კარგი, ძაან შევიჭერი ახლა როლებში.
გუშინ, რომ გითხარი გიჟი ხარ და ამას ცხრაასჯერ გაგიმეორებ - მეთქი, არ ვტყუოდი.
სერიოზულად, მაგარი შეშლილი ხარ!
ვაფშე აზრზე არ ვარ, რას აპირებ და მინდა, რომ ჯერ ვიცოცხლო მინიმუმ 50, მაქსიმუმ 200 წელი და იზრუნე ამაზე, სულ ნუ გაცხოველდები, ეშმაკო.

ბედი შენი, აქ რომ ძაან ბევრი სიყვარულობები არ დამხვდა, თორემ ნერვებზე კი ვიყავი, ისე.
ძაან ცოტა მიკლია, ნუ გამაფსიხებ, ამაზეც იზრუნე, შენ ხომ ძალიან გიყვარვარ, მეც მიყვარხარ და ამიტომ.
მომისმინე ახლა ერთი წუთი, ჩემო აპრილში აყვავებულო ატმის ყვავილო, დეკემბერში ამოსულო ენძელავ, მაისში გაფურჩქნულო ვარდო, ძალიან მიყვარხარ!

ჭკვიანად იყავი, ეშმაკო!
ჭკვიანად!

მიყვარხარ.

აი არანორმალური ხარ შენ თავს ვფიცავარ :დ.
ხახამშრალს ხშირად დაგტოვებ და მოემზადე :დ.
ნუ ეგ ვერცერთ ვარიანტში ვერ მოხდებოდა ჯერ და ერთი გრამი ტვინი რომ გქონდეს შენც მიხვდებოდი :დ.
ნუ კარგი ხო, ახლა სერიოზულად, მეც მიყვარხარ პატარა, ისეთი საყვარლობა ფრაზები არ მომდის თავში მაგრამ დავიზეპირებ და დავისწავლი.
მიხარია მე შენი არსებობა ხომ იცი ❤

ოჰ, ღმერთო. არ არის ეს გოგო ნორმალური laughing ჩემი მონახაზი უკვე მაქვს, თუმცა არ ავჩქარდები და დასკვნებს წინასწარ არ გამოვიტან. მოგყვები და ვნახოთ აბა, სადამდე "გაქაჩავს" შენი გიჟური ფანტაზიები.

№7  offline მოდერი Girl with pretty smile

ჯანდაბა,რა იყო ეს?
არა რა,ამას მართლა არ ველოდი.
საოცრება ხარ-მეთქი,ახლა უფრო გამაგიჟე.
აღარ ვიცი რა ვთქვა.
იმდენად გაოცებული ვარ,რომ სიტყვები აღარ მყოფნის სალანდერ.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს,ის მეთოდებიც მომეწონა.
ნუ,მომეწონა რა,ისტორიას მოუხდა.
ხოდა,ბევრი რომ არ ვისულელო,მოკლედ გეტყვი,რომ ვგიჟდები მე შენზე,ისევე,როგორც ანაზე!!!!

№8  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
ოჰ, ღმერთო. არ არის ეს გოგო ნორმალური laughing ჩემი მონახაზი უკვე მაქვს, თუმცა არ ავჩქარდები და დასკვნებს წინასწარ არ გამოვიტან. მოგყვები და ვნახოთ აბა, სადამდე "გაქაჩავს" შენი გიჟური ფანტაზიები.

ოჰ, როგორ მიხარია რომ მომყვები. . .
მადლობა ❤

Girl with pretty smile
ჯანდაბა,რა იყო ეს?
არა რა,ამას მართლა არ ველოდი.
საოცრება ხარ-მეთქი,ახლა უფრო გამაგიჟე.
აღარ ვიცი რა ვთქვა.
იმდენად გაოცებული ვარ,რომ სიტყვები აღარ მყოფნის სალანდერ.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს,ის მეთოდებიც მომეწონა.
ნუ,მომეწონა რა,ისტორიას მოუხდა.
ხოდა,ბევრი რომ არ ვისულელო,მოკლედ გეტყვი,რომ ვგიჟდები მე შენზე,ისევე,როგორც ანაზე!!!!

ანი, ძალიან მიხარია რომ აქ ხარ და თუ მოგწონს კიდეც ხომ საერთოდ.
მადლობა შენ ❤

№9  offline წევრი შამხათი

შენი ფანტაზია მაოცებს.
აჰა, ვზივარ და გელი.
მალე, შემდეგი, მალე.

№10  offline მოდერი სალანდერი

შამხათი
შენი ფანტაზია მაოცებს.
აჰა, ვზივარ და გელი.
მალე, შემდეგი, მალე.

ვაიმე ❤
უღრმესი მადლობა ❤
მალე იქნება შემდეგიც ❤

№11 სტუმარი Anna

ai fantaziac amas qviaa ???? dzaaaaalian magari iyoo eee imena damburdzglaa es andrea magari tipiaa momwons tavisi gijuri azrebit da qcevebit ❤❤ nu es gamtacebeli jer ar vicii magram momwons da ra gavaketooo ❤❤ ai sheudarebeli xar miyvarxar
p.s. xo shegpirdi komentarebs ❤❤❤

№12  offline მოდერი სალანდერი

Anna
ai fantaziac amas qviaa ???? dzaaaaalian magari iyoo eee imena damburdzglaa es andrea magari tipiaa momwons tavisi gijuri azrebit da qcevebit ❤❤ nu es gamtacebeli jer ar vicii magram momwons da ra gavaketooo ❤❤ ai sheudarebeli xar miyvarxar
p.s. xo shegpirdi komentarebs ❤❤❤

აუ რა სასწაული გოგო ხარ შენ ❤
სერიოზულად, გულს გამიხეთქავ ადამიანო ❤
აი აი აი, არ ვიცი რა გითხრა და რით ვუპასუხო შენს საოცარ კომენტარებს.
ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა და მაბედნიერებს მე შენი აქ ყოფნა და შენი კომენტარების კითხვა ❤

№13  offline წევრი -ლილუ

სამსახურში,რომ წამ ნახევარი დრო გამოგიჩნდება და იქ მარცხნივ გულთან ახლოს რაღაცას,რომ იგრძნობ.საიტზე რომ, გაუაზრებლად შემოხვალ და შენ ნიკს დაინახავ, სათაურთ ,,ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური}" ორი წუთით,რომ სუნთქვა შეგეკვრება და მერე ისეთი ინერციით დაიწყებ სუნთქვას ფილტვები აგტკივდება... და ერთი სული გაქვს დამთავრდეს სამუშაო საათები...სინათლის სიჩქარეზე სწრაფად,რომ მიდიხარ სახლში,დაღლილობას და კუჭის ტკივილს რომ აიგნორებ უჭმელობისგან აი ეს დამმართე დღეს შენ მე.... ფენომენალურად ნიჭიერი ხარ და მე ზუსტად ვიცი რომ არც ნორმალური ხარ და არც ამ ქვეყნიერი არსება..პ.ს. არ ვიცი რა ვიბოდიალე უბრალოდ რომ არ დავცლილიყავი ემოციურად გავაფრენდი.... უცნობო და ამავდროულად ყველაზე ნაცნობო სულის მეგობარი გიწოდე და გყვარობ..)))

№14  offline წევრი samudamod tqventan

Ai mesmis wameba Ai.martla giji xar memgoni Andreas bedi xom ar gaiziare .magari iyo andreaze da mis pasuxebze dzlivs vsuntqav xo sastiki xar magram sakalelicooo

№15  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ

ლილუ, ვის ვის და შენ გელოდი განსაკუთრებით.
ჰო ვიცოდი რომ აქ იქნებოდი, გამოჩნდებოდი იმიტომ რომ ანდრეას გაგრძელება შენს გარეშე ვერ წარმომედგინა.
იცი შენ, ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ და არ მინდა სიტყვებით რამე გავაფუჭო. უბრალოდ უღრმესი მადლობა რომ "მყავხარ" და გამოჩნდი.❤

samudamod tqventan
Ai mesmis wameba Ai.martla giji xar memgoni Andreas bedi xom ar gaiziare .magari iyo andreaze da mis pasuxebze dzlivs vsuntqav xo sastiki xar magram sakalelicooo

თუ ჯერ არ გავიზიარე, მალე გავიზიარებ ვგონებ. :დ
ანდრეა და მისი პასუხებიც ჰო, ასეთია ეს გოგო და ვერაფერს ვუხერხებ.
მადლობა საინტერესო კომენტარისთვის და გიჟიც ვარ ალბათ ცოტა, რა არის ამაში ცუდი :დ
❤ ❤ ❤

№16 სტუმარი Anna

<3 <3 <3 მე კიდე შენიი

№17 სტუმარი ams

მომწონს მომწონს მომწონს!!!!!!! ჩემი საყვარელი თემაა ასეთი სადისტობები. ჰო ვიცი რო მაგრა მაკლია :დდდ ერტი სული მაქ როდის დადებ ახალ თავს. და ჰო... იმედი მაქ ანდრეას ეს ნინა არ შეუყვარდება. იმდენად ეგოისტი ვარ არ მინდა ნინოს გარდა ისევ ვინმეს შეხედოს.
არ იფიქრო რო მიგითითებ როგორ უნდა წარმართო სიუჟე2ტი უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსრიე. მაგარი გოგო ხარ და დიდხანს არ დააგვიანო რა

№18  offline მოდერი სალანდერი

ams

ძალიან დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის ❤
ანდრეას და ნინას რაც შეეხებათ წინასწარ ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ნინო მეც მეტისმეტად მიყვარს მგონი ❤
ვნახოთ რა მოხდება და მიხარია რომ გამოჩნდი ❤

№19 სტუმარი love

ან ნებისმიერი სხვა ვინმე :დდ არ მეგონა ჩემნაირს თუ აღმოვაჩენდი აქ. სასიამოვნოა შენი გაცნობა :დდდ

რაც შეეხება ისტორიას შენ როომ ძალიან ნიჭიერი ხარ და მაგრად წერ ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. მაგარი გოგო ხარ. სულ უნდა წერდე <3

№20  offline მოდერი სალანდერი

love
ან ნებისმიერი სხვა ვინმე :დდ არ მეგონა ჩემნაირს თუ აღმოვაჩენდი აქ. სასიამოვნოა შენი გაცნობა :დდდ

რაც შეეხება ისტორიას შენ როომ ძალიან ნიჭიერი ხარ და მაგრად წერ ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. მაგარი გოგო ხარ. სულ უნდა წერდე <3

ოჰო, ძალიან დიდი მადლობა შენ ❤
ძალიან გამახარე ❤

№21  offline წევრი უცნაური მე

ანდრეაზე რომ ვგიჟდები რა ვქნა? ეს კაცი შედლილია მგონი, მგონი კი არა და მართლა შეშლილია.. ძალიან მაინტერესებს ვინაა და თან მსხვერპლად ასეთები რატო ჰყავდა შერჩეული.
ნინა ძალიან ადვილად იპოვა, მაგრამ ალბათ ამასაც აქვს რამე დატვირთვა.
ნინოს რომ ელაპარაკებოდა ეგ მომენტი განსაკუთრებით მომეწონა.
რა გითხრა სხვაა? გარდა იმისა რომ შემდეგ თავს ველოდები.. ❤️

№22  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
ანდრეაზე რომ ვგიჟდები რა ვქნა? ეს კაცი შედლილია მგონი, მგონი კი არა და მართლა შეშლილია.. ძალიან მაინტერესებს ვინაა და თან მსხვერპლად ასეთები რატო ჰყავდა შერჩეული.
ნინა ძალიან ადვილად იპოვა, მაგრამ ალბათ ამასაც აქვს რამე დატვირთვა.
ნინოს რომ ელაპარაკებოდა ეგ მომენტი განსაკუთრებით მომეწონა.
რა გითხრა სხვაა? გარდა იმისა რომ შემდეგ თავს ველოდები.. ❤️

შენ რა უნდა მითხრა მეტი, ეს მე უნდა გითხრა ძალიან დიდი მადლობა რომ სულ ჩემთან ერთად ხარ, მომყვები და აზრსაც მიზიარებ. ❤
კითხვებს თანდათან გავცემ'თ' პასუხს, რა თქმა უნდა ყველა დეტალს აქვს თავისი დატვირთვა და აუცილებლად აიხსნება ყველაფერი, ნინოს მარტივად გათავისუფლების ჩათვლით ❤
ჰოდა კიდევ ერთხელ, მადლობა ❤

№23  offline წევრი სიბილა

კარგი ხარ-იმიტომ რომ პირველს ნინას გაათავისუფლებდა, მჯეროდა.ახლა კი, ცოტა გართულდებააა.ამ ნინამ ვინმე ხომ არ უნდა შეცვალოს ნეტა, ასევე ცოტა თიი)))აბა, როცა იქნება და ნეტა მალე და , ველი გაგრძელებას. მეტ წინასწარმეტყველებას აღარ ვაპირებ, ავტორს მივყვებიი.

№24  offline წევრი elene2619

ისე მოუთმენლად ველოდი შენს გამოჩენას არ ვიცი გაამართლე კი არა რავიცი გამაოცე საოცარო გოგოვ ❤️ჩემს ანდრეას თუ კიდევ ვიხილავდი რას წარმოვიდგენდი ❤️ ეს გოგო მომწონს და მომკალით თუ გინდა. თავისი ირონიით ხო მაოცებს, ძლიერი ქალია ბევრ კაცს რო შეშურდება ისეთი სიძლიერით და თავდაჯერებულობით ... მოუთმენლად ლოდინი აღარ ქვია ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ახალი თავი მინდა რაც შეიძლება მალე????❤️... შენი ფანტაზია და წერის სტილი ხომ მაოცებს ❤️ შენ ჩემთვის წარმატებული მწერალი ხარ, შემდგარი და ისეთი მლე სასწაულებს რო დაატრიალებ ❤️❤️❤️

№25  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
კარგი ხარ-იმიტომ რომ პირველს ნინას გაათავისუფლებდა, მჯეროდა.ახლა კი, ცოტა გართულდებააა.ამ ნინამ ვინმე ხომ არ უნდა შეცვალოს ნეტა, ასევე ცოტა თიი)))აბა, როცა იქნება და ნეტა მალე და , ველი გაგრძელებას. მეტ წინასწარმეტყველებას აღარ ვაპირებ, ავტორს მივყვებიი.

აუ როგორ მიყვარს შენი წინასწარმეტყველებები, შეცვალოს? რა ვიცი, ანდრეასთვის ნინოს სრულყოფილი ჩანაცვლება რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ვნახოთ. . .
ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ვეცდები არ დავაგვიანო ❤

elene2619
ისე მოუთმენლად ველოდი შენს გამოჩენას არ ვიცი გაამართლე კი არა რავიცი გამაოცე საოცარო გოგოვ ❤️ჩემს ანდრეას თუ კიდევ ვიხილავდი რას წარმოვიდგენდი ❤️ ეს გოგო მომწონს და მომკალით თუ გინდა. თავისი ირონიით ხო მაოცებს, ძლიერი ქალია ბევრ კაცს რო შეშურდება ისეთი სიძლიერით და თავდაჯერებულობით ... მოუთმენლად ლოდინი აღარ ქვია ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ახალი თავი მინდა რაც შეიძლება მალე????❤️... შენი ფანტაზია და წერის სტილი ხომ მაოცებს ❤️ შენ ჩემთვის წარმატებული მწერალი ხარ, შემდგარი და ისეთი მლე სასწაულებს რო დაატრიალებ ❤️❤️❤️

ელენე ❤ დილა გამიფერადე. . .
დაბრუნწბას არც მე ვგეგმავდი ჯერ, არც ჩემსას, არც ანდრეას, მაგრამ ასე გამოვიდა და მიხარია რომ იმედები არ გაგიცრუვდა, ყოველშემთქხვევაში ჯერ-ჯერობით და ვეცდები ასევე დავასრულო. . . ძალიან მიხარია რომ ყოველთვის ჩემთან ერთად ხარ და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ❤

№26  offline წევრი მელანია

უფ რა რთული წასაკითხი იყო წამების ხერხები,მაგრამ ანდრიას ირონიული ლაპარაკი აბალანსებდა.არ ვიცი ის კაცი ვინ არის,მაგრამ აგატა კრისტის "და აღარავინ დარჩაშიც" ეგეთი კაცია ერთი მოსამართლე და იმას კაი არაფერი დამართნია,იმედია ჩემი ანდრია გგადარჩება და იმ კაცს მოსმართლესავით დაემართება. heart_eyes heart_eyes

№27  offline მოდერი სალანდერი

მელანია
უფ რა რთული წასაკითხი იყო წამების ხერხები,მაგრამ ანდრიას ირონიული ლაპარაკი აბალანსებდა.არ ვიცი ის კაცი ვინ არის,მაგრამ აგატა კრისტის "და აღარავინ დარჩაშიც" ეგეთი კაცია ერთი მოსამართლე და იმას კაი არაფერი დამართნია,იმედია ჩემი ანდრია გგადარჩება და იმ კაცს მოსმართლესავით დაემართება. heart_eyes heart_eyes

ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ამდრეასი და თაზოსი რა მოგახსენო აბა? ვნახავთ ყველაფერს ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent