შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (6)


1-10-2018, 22:32
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 285

გაუჩინარებული (6)

დილით, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი და პირველად ჩავფიქრდი იმაზე, რომ საყვარელი ადამიანის სხეულზე უკეთ, არაფერს ძალუძს შენი გათბობა.
- კეკე - ჩაიბუტბუტა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გეგიმ.
გამეცინა.
ნელ-ნელა საოცარი სიზარმაცით გაახილა თვალები და რამდენიმე წუთს, ისე მიყურებდა, გეგონება, რწმუნდებოდა, ნამდვილი ვიყავი თუ არა.
- არ მჯერა - თქვა კმაყოფილმა.
- დაიჯერე - ჯერ გავიზმორე, მერე წამოვჯექი.
ერთადერთი ნორმალური პენუარი მქონდა და ისიც ტანზე მეცვა. დედაჩემი საქმიანი მზერით როცა არჩევდა უჩვეულო საცვლებს, ყოველთვის ვიჯღანებოდი, რადგან ვიცოდი, თავისთვის კი არა, მამაჩემის გასახარებლად უნდოდა. თან მუდამ ისეთებს ირჩევდა, რომ იტყვიან, გინდ სცმია, გინდ არაო. ნეტავ შემეძლოს, ეს სურათისთვის, ბავშვობის ტრავმირება დამებრალებინა. მაგ შემთხვევაში, ჩემი ფსიქიკური გადახრებისა და ცოტაოდენი არაადეკვატურობის მიზეზიც თვალსაჩინო გახდებოდა, თუმცა მათი შემხედვარე, ყოველთვის იმას ვსწავლობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ურთიერთობა. ახლა კი ვრწმუნდებოდი, რომ სასწრაფოდ ვიყავი გასავლელი საყიდლებზე, რათა, ეს ბიჭი, კიდევ დიდხანს მომემწყვდია ჩემი შარმის კლანჭებში. ასეთი ფიქრების, ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა, რადგან, რამდენადაც უფრო ეზრდებოდა გეგის ინტერესი ჩემს მიმართ, იმდენად მიმძაფრდებოდა თავდაჯერებულობა. ვგრძნობდი, ჩემში ქალი იღვიძებდა, რომელსაც ჰაერივით სწყუროდა საყვარელი მამაკაცის ვნებით აღვსილი მზერის ხილვა.
- როგორ ხარ? - მკითხა გეგიმ.
- მშვენივრად - ვუპასუხე მხიარულად და სარკეში ჩავიხედე.
ჯანდაბა! ნეტავ, რა აიძულებდა, ასეთი თივის ზვინი ვყვარებოდი.
- ისეთი ლამაზი ხარ, სუნთქვა მეკვირს - მომმართა აღფრთოვანებულმა. ვიჯერებდი, რომ შეყვარებული ქალიცა და კაციც, ორივენი ერთდროულად ბრმავდებოდნენ.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ - მშვენიერ თავზე თითები გადავატარე ნაზად. მისი ახლადამოწვერილი თმის სიუხეშემ სიამოვნება მომგვარა.
- მოდი, დღეს სადმე ვივახშმოთ სანთლის შუქზე და წითელი ღვინის ფონზე.
- მთხოვ, რომ დიდებივით მოვიქცეთ? - სახე ოდნავ დავმანჭე.
- არა. უბრალოდ, ვნახოთ როგორია დიდებივით ცხოვრება. - თავი იმართლა.
ნამდვილ გორილას ჰგავდა, ცდილობდა, არც ისე რომანტიკული გამოჩენილიყო, მაგრამ პოეტურ სულს მაინც ვერ მალავდა ბოლომდე.
მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ გეგი დიდი იყო.
არც იყო გასაკვირი, ოცდაათი წლის კაცს, ზრდასრული ადამიანის მსგავსი ცხოვრება რომ მოესურვა თავის გოგოსთან ერთად.
- იცი, რა მინდა? - ვკითხე გატრუნული სახით და თან თმის დავარცხნას შევუდექი - ცალ-ცალკე მივიდეთ, დამიჯერე, გაგაოცებ.
- ისეთი შეშლილი ხარ, არც კი ვიცი, გენდო თუ არა.
- არ უნდა მენდო. უბრალოდ, დინებას მიჰყევი. ხომ იცი, არასანდო ადამიანები ქმნიან თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას - გავუცინე ეშმაკურად.
- მაინც რომ გენდობი, რა ვქნა?
- უფსკნულისთვის მოემზადე მაშინ. ყველა გადაიჩეხა, ვინც კი ნდობა გამომიცხადა. თუმცა ნუ გეშინია, მარტო არ იქნები, ერთად წავიმტვრევთ კისრებს.
- ეგ მაწყობს. ერთად სიკვდილი, ყოველთვის უფრო იდუმალია. დახოცილი ადამიანები დიდხანს არ ახსოვს სამყაროს, თუმცა ერთად ამოჟლეტილ, მოსიყვარულე წყვილებს, სმაუდამოდ იმახსოვრებენ.
- ზუსტად ეგ მინდა ყველაზე მეტად - სარკეში საკუთარ თავს შევხედე - მსურს, რომ დიდხანს დამიმახსოვრონ. სამწუხაროდ, ყოველთვის ეგ მინდოდა, გულის სიღრმეში, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი. იცი როგორი დიდება მსურდა? - გეგის შევხედე. ვხვდებოდი, მასთან ნამდვილი უნდა ვყოფილიყავი. ჩანთაში, ჩემს ყველა ბნელ ფიქრსა და ხასიათს თუ ჩავალაგებდი და მას მივადგებოდი, გეგი უსიტყვოდ გამიღებდა კარს, თავის ცხოვრებაში შემომიშვებდა. მაინც... ყველაფრის მიუხედავად. ალბათ მხოლოდ მას შეეძლო, ნამდვილი, ჭეშმარიტი ვყვარებოდი. აღარასოდეს გავიკეთებდი ნიღაბს, რომელსაც გარედან ვარდის სურნელი მოსავდა, შიგნიდან კი მკვდარი ვირცხები მისწებებოდა.
- როგორი დიდება გსურდა?
- სასტიკი დიდება. არ ვიცი, ბუნებაში ასეთი განმარტება თუ არსებობს, მაგრამ როდესაც შეუწყნარებელი, ავსული, ბოროტი ხარ და ისე გიფრთხიან რომ შიშისგან ყველა გადიდებს, მაგას ვეძახდი სასტიკ დიდებას. საშინელი მოსასმენია, მაგრამ ეგეთი ძალაუფლება უფრო გკვებავს, გზრდის, თავს გაყვარებს.
- იცი რაა? ამ ყველაფერს როცა მიყვები, მგონია, რომ ფსიქოპათი ხარ, მაგრამ უფრო მეტად მიყვარდები. ის კი არა, ვერ ვხვდები, წინა ცხოვრებაში, ასეთი რა სიკეთე მაქ დათესილი, რომ დღეს, შენი სახით მაჯილდოებს სამყარო. - წამოჯდა და მსუბუქი ღიმილით მომაპყრო თვალები.
ვაკვირდებოდი.
სხეულზე გაბნეულ მის კუნთებს გავაყოლე მზერა. კალთაში ჩავუჯექი და მთელი სიცხადით შევიგრძენი მისი ღიმილი.
ვხვდებოდი, რომ მიყვარდა.
აქამდე, არასდროს შემისისხლხორცებია ასე უცხო კაცის სურნელი.
- მე რომ ღვთისწყალობა გგონივარ, მანდ შენც ვერ გაქ ყველაფერი დალაგებული.
- ანუ ორივე განწირულები ვართ! - თმაზე მომეფერა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, შეუჩერებლად მეფერებოდა თმაზე. სახეზე კმაყოფილება ეწერა. ისე ვსვამდით ერთმანეთის თვალებში ჩაგუბებულ ვნების ნაკადულს, თითქოს მთელი ცხოვრება, მწყურვალებს გაგვეტარებინა.
- შეგიძლია, იცოდე რომ ცუდია და მაინც გიყვარდეს ადამიანი? - ვკითხე მას.
- შემიძლია, ვიცოდე, რომ არც ისე კარგი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარდე. გამონაკლისი ხარ კეკელინა. თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რატომ თვლი რომ ცუდი ხარ? მხოლოდ იმიტომ, რომ იმას აღიარებ, რისი აღიარებაც სხვებს არ შეუძლიათ, ცუდი ხარ? პირიქით, პირდაპირი, გაბედული, მამაცი გოგონა ხარ. შენ ყველაზე წრფელი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. ამიტომაც შეგიყვარე. ცეკვითაც ნამდვილი ხარ, სიარულითაც, საუბრითაც.
- შავ ჯიპზე ამხედრებულო პრინცო - ვუთხარი სიცილით და ცხვირზე ვაკოცე.
- შენს პრინცს დედიკო ურეკავს ორი დღეა. - ამოიოხრა - არ ვიცი, მემგონი მართლა ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვთ მშობლებს. რაც შემიყვარდი, იმის მერე ამბობს, რომ ფერი არ მოსწონს, ცუდად გამოვიყურები, დარდი ჩაგიგუბდა თვალებშიო.
- დაგადარდიანე?
- არა, პირიქით. გამაბედნიერე, მაგრამ ცოტა შემომერეოდა ხოლმე სევდა, როცა შენზე ვფიქრობდი.
- ძალიან მაინტერესებს, დარდიანი გეგი როგორი იყო... წვიმის ფონზე, ფანჯარაში იყურებოდი და ჩემზე ფიქრობდი? თან სევდიანი მუსიკა ერთვოდა პეიზაჟს.
- ნუ დამცინი. ჩემი ცხვირის არ იყოს, ყველა ფაქტს იმისთვის იყენებ, რომ მასხრად ამიგდო.
- შენი ცხვირი ახლა გამახსენდა - ვთქვი ხარხარით და კვლავ ცხვირზე ვაკოცე.

* * *

მშფოთვარე ძილს მისცემოდა ბიჭის მშვენიერი სახე. თვალები მსუბუქად მიენაბა, თუმცა უსიამოვნო გამომეტყველება დასთამაშებდა დროდადრო და ისე ხშირად იცვლიდა გვერდს, თითქოს ღამის კოშმარები უკორტნიდნენ უცოდველ გულს.
ვერაფერს ხედავდა. მთელი ქალაქი უსაზღვრო ბურუსში ჩაღვრილიყო და გზას ვერ არჩევდა. იდუმალი, რუხი სივრციდან, დასახიჩრებული გოგონას სილუეტი გამოიკვეთა. თავი შუაზე გახლეჩვოდა და შეუწყვეტლივ სდიოდა სისხლი. ბიჭს არ შეშინებია.
ან შეეშინდა, თუმცა რთულად თუ ეთქმის იმ შეგრძნებას შიში, რომელიც მეტყველ სახეზე გამოესახა. ეს შიშზე გაცილებით მეტი იყო. მას საკუთარი თავის გამო არ უწუხდა გული.
ღელავდა, შფოთავდა, პულსი გამალებულ ძგერას მიცემოდა. სანუკვარი ადამიანის ძებნისგან გართულ მებძოლს დამსგავსებოდა მისი სულის ყველა ნაწილი.
- მე მას წავიყვან! - წარმოთქვა დასახიჩრებულმა გოგონამ, რომლის ხორციდან, გახრწნილი ლეშის სუნი უწვავდა ცხვირს ახალგაზრდა ბიჭს.
- მე მას წავიყვან, რათა შენმა თვალებმა ვეღარასოდეს იხილოს სახება მისი. მე მას წავიყვან არა შენ დასასჯელად, არამედ მის გასატანჯად. შენ თავს მოვწყვე! მოვწყვეტ ყველა იმ ადამიანს, რომლის სიყვარული, ძარღვებში სისხლად უჩქეფს და ასფალტზე ამოსულ, უწყლოდ დარჩენილ მცენარეს დაემსგავსება. პირს დავუცობ, ცხვირზე მოვუჭერ აყროლებულ ტორებს, რათა მისმა ფილტვებმა ვეღარ იცოცხლონ.
ბიჭმა აქეთ-იქით გააცეცა თვალები. მხოლოდ ერთი შეკითხვა უტრიალებდა გონებაში: „სად არის? სად არის სურნელი სიცოცხლის და იმედი ჩემი სამყაროსი? მე თუ ვერ მივაგნებ, მე თუ აბჯრად არ შემოვეცმევი მის ბრძოლისგან დაღლილ სხეულს, ვაიდა, ამ უღმერთომ მართლა აასრულოს მუქარა.
- ვერ იპოვნი - წარმოთქვა გოგონამ და თითქოს ბიჭის დაფარულ შფოთვას გამოეხმაურა წამსვე - ვერ იპოვნი იმას, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. აღარ დაბრუნებულები, ნელ-ნელა, ვეღარ დაბრუნებულებს ემსგავსებიან და სახება მათი, თვალსა და ხელს შუა ილევა, ქრება, როგორც სანთელი ღამის. მოგონებებიღა შემოგრჩება ნუგეშად. დღეს დღე დაემატება, წელს წელი და იძულებული გახდები, შეწყვიტო მისი ძებნა. ფარხმალს დაჰყრი და სწორედ ეს დაყრილი ფარხმალი გაგიმწარებს სინდისს კუბოს ფიცრამდე. მოგონებები გაგიფერმკრთალდება. მოხუცებული, უსუსურად დაღონებული, მხოლოდ მის სახელს გაიხსენებ, მაგრამ დაგავიწყდება, როგორ შემოგცქეროდნენ მისი თვალები ბედნიერების ჟამს. დაგავიწყდება მისი სიცილი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მხოლოდ ილუზიებში წარმოიდგენ მის ხმას, რომელიც გიხმობს. ეს ხმა, სიცოცხლით სავსე იქნება, გეგონება ცოცხალიაო. მას გაედევნები და საბოლოოდ, შეგრჩება წარსულის ექო, რადგან სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს, ხშირად ჩაესმით ძვირფასი ხმები. ის სინამდვილეში, სიკვდილი იქნება. სიკვდილი საყვარელი ხალხის სახელით გიხმობს, რათა მოტყუებით, შენივე ნებით დათმო სიცოცხლე და მას გაეკიდო. აღსრულების შემდეგ, სასუფეველშიც ვერ მიაკვლევ მის სახებას. თუმცა არ მოიწყინო, ეს მისი სასჯელია და არა შენი - ეღიმებოდა მოსაუბრეს.
ბიჭს გამოეღვიძა.
აფორიაქებულსა და ჯერ კიდევ, ნახევრად მძინარეს, ძლიერ უჭირდა რეალობისა და სიზმრის გარჩევა. რაღაცა გამუდმებით შხრიალებდა მის გონებაში. შხრიალებდა, როგორც ათასოპბით ადამიანის გადაბმული ფუსფუსი და უჭირდა, ამ ფუსფუსში ნამდვილი საუბარი გამოერკვია.
წამით, უცნობი, თუმცა ამავე დროს, ნაცნობი ქალის საუბარი დაიჭირა ქაოსში:
- სახლიდან გავიდა და უკან აღარ გაბრუნებულა ადამიანი, რომლის პოვნაც, იმედის დაბრუნება იქნებოდა ხალხისათვის. - ერთნაირი ხმის ტემბრით იმეორებდა ვიღაცა ამ ფრაზას. დაახლოებით, ათასჯერ მაინც ჩაესმა იგი. ბიჭს სურდა, სამუდამოდ დაედუმებინა გაუსაძლისი ჩურჩული აურაცხელი, გონებაარეული ადამიანისა.
- ნუთუ ვერ იპოვნი? - მოესმა კითხვა. - და რას იტყვი? ვერ ვიპოვნეო? იტყვი, რომ მზისა და ვარსკვლავების პლანეტები გეღობებოდა და ვერ შეძელი, დასდგომოდი მის კვალს? სხვები გაგიგებენ, თუმცა საკუთარ თავს როგორ აუხვევ თვალს? შენთვითონაც ხვდები, რომ ზებუნებრივი არსებებიც კი ვერ გადაგეღობებიან გზაზე თუ კი იმას ეძებ, ვინც მთელი გონითა და სიცხადით გიყვარს.
ბიჭი გიჟივით გავარდა სახლიდან.
წავიდა სახლიდან, რათა ეპოვნა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

* * *

ბარში ვიჯექი და ცხოვრებაში პირველად, ველოდი მამაკაცს, ისე რომ ეს ლოდინი დიდად არ მაღიზიანებდა. პირიქით, მომწონდა, იმის წარმოდგენა, როგორ ნელა მომიახლოვდებოდა. სახეზე უსაზღვრო კმაყოფილება დაეწერებოდა და მშვენიერ ტუჩებს გახსნიდა.
მართლაც შემოვიდა.
თვალებით მეძებდა, დიდხანს იდგა ასე დაბნეული და ჩემს გამოჩენას ელოდა. შემდეგ, მზერა ზუსტად იქ გაუშეშდა, სადაც მე ვიჯექი. ახლა, გაშეშებული იდგა. ღამის მოჩვენებასავით მომჩერებოდა. თავიდან, ვერც ღიმილი დავტყუე, ვერც აღფრთოვანება. უბრალოდ, იდგა და თვალს არ ახამხამებდა.
ჩემკენ წამოვიდა.
ახლა უკვე უზომოდ გაოგნებული, დაბნეული და სასაცილო იყო. კი არ დადიოდა, გეგონება ღრუბლებში დაფრინავსო, ისე მიმზერდა.
- ამაზე ლამაზი გოგო, ოდესმე გინახავს? - ჰკითხა ბარმენს. ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა.
- ძალიან ლამაზია - დაუდასტურა ბიჭმა სიცილით.
- ჩემი შეყვარებულია - გამოუცხადა ამაყად და ყელში მწვდა თავისი რბილი ტუჩებით.
- მისამართი შეგეშალა - ვუთხარი ხარხარით. მისი შეხება, ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო, თუმცა ამავე დროს, ძალიან მეღიტინებოდა. - სერიოზულად გეუბნებით, ვიღაცაში გეშლებით - თავი გავიგიჟე.
- შენთან ყოფნა სუიციდის ტოლფასია - ჩაილაპარაკა თავისთვის. რამდენიმე წამით, გამეცალა და ისევ უკან დაბრუნდა. - გამარჯობა - მომესალმა ზრდილობიანად.
- გამარჯობა - ვუპასუხე.
- ქალბატონი რასაც სვამს, ის დამისხით - სთხოვა ბარმენს - მოიცა, ეგ რომია?
- დიახ, რომია.
- გამიკვირდა.
- ზედმეტად კაცის სასმელია და იმიტომ გაგიკვირდათ?
- დიახ, თუმცა მე მიყვარს.
- მეც მიყვარს - გავუღიმე და თვალი მოვაშორე.
- შეიძლება, რაღაცა გკითხოთ?
- დიახ - მისკენ არ გამიხედავს. ორივეს გვეღიმებოდა. ბარმენი, დაბნეული შემოგვცქეროდა. ჩვენ კი სიყვარულში ჩამღვრეულ, ორ გაგიჟებულ ბავშვს დავსმგავსებოდით, რომლებიც დაუსრულებლად თამაშობენ ათასგვარი სცენარით.
- ასე საგანგებოდ გამოწყობილი, სამყაროში ყველაზე მშვენიერი ქალი უმიზეზოდ არ იჯდებოდა ბართან, ალკოჰოლით ხელში. არ მითხრათ, რომ ვინმე გალოდინებთ.
- არა, აღარ მოვა - მოვუჭერი მოკლედ - მიმატოვა. აღმოაჩინა, რომ მამაჩემი მისი დაუძინებელი მტერია და ჩემზეც უარი თქვა.
- ცოტა დაუჯერებელი ამბავია - ოხუნჯი ღიმილი მიეპარა ტუჩის კუთხეებში.
- დაუჯერებელია, რომ მამაჩემი მისი მტერია?
- არა. დაუჯერებელია, მსგავსი მიზეზის გამო, თქვენი მიტოვება.
- ჰო, მეც გამიკვირდა. თავიდან, მართლა გამიკვირდა, შემდეგ სინანული, სევდა ვიგრძენი, საბოლოოდ კი გავბრაზდი. ვიფიქრე, ნამდვილი უმადურია და არ მიმსახურებს-თქო. თან მე დანმდვილად ვერ გავუძლებდი. მესაკუთრე და ცოტათი სულელი იყო.
- მე ვერ შევძლებდი თქვენნაირი ქალის მიტოვებას, როგორი დაბრკოლებაც არ უნდა ჩაგვჩროდა. იცით, სამყაროს საჩუქარს ჰგევხართ. ზუსტად ისეთ საჩუქარს, დიდი ბრძოლის შემდეგ რომ მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. არ ყოფილა ის კაცი ღირსეული. თქვენ გმირი გჭირდებათ, რადგან მხოლოდ მისი შესაფერისი თუ იქნებით.
მომინდა, რომ ამ სიტყვების შემდეგ, მისთვის ცხვირზე მეკოცნა.
მაგრამ არ ვაკოცე, ჩვენი ფანტაზიორობის მომენტი არ გავაფუჭე.
- ეგეთი სიტყვების პატრონი მამაკაცი, ძალიან საშიში უნდა იყოთ - გამეღიმა. - თუმცა, თვალს დავხუჭავ. შეგიძლიათ, მორიგ ჭიქა რომზე დამპატიჟოთ.
- რომთან ერთად, ვახშამზეც დაგპატიჟებდით დიდი სიამოვნებით. რას იტყვით?
- რატომაც არა.
- გამოვიცნობ, რომ სტეიკი გიყვართ - მახარა ბედნიერად.
- ნახევრად უმი სტეიკი. - დავაზუსტე.
- საშიში მე კი არა, თქვენ ყოფილხართ.
- რატომ?
- მხოლოდ სახიფათო ქალბატონები თუ მიირთმევენ უმ სტეიკებს.
- სასიამოვნო მოსაზრებაა თუმცა მეტ ფაქტს საჭიროებს - გამეღიმა.
რესტორნის განყოფილებაში გადავინაცვლეთ. ვერანდა ავირჩიეთ სავახშმოდ.
- ყველა ჩვენ გვიყურებს - კმაყოფილმა მითხრა - გვიყურებენ და ფიქრობენ, რა იღბლიანია ეს კაციო.
- იქნებ, პირიქით? იქნებ ფიქრობენ, რომ მე ვარ იღბლიანი, რადგან ლამაზი ქალი უფრო მრავალადაა სამყაროში, ვიდრე მამაკაცური, მშვენიერი და მიმზიდველი კაცი.
- შეიძლება, თუმცა თქვენ მრავლად არ ხართ. დარწმუნებული ვარ, უკანასკნელი ეგზემპლარიღა შემორჩით და მთელი დედამიწა იმედიანად შემოგყურებთ, რომ პატივი დასდოთ, გაამრავლოთ თქვენი მსგავსები.
გულიანად გამეცინა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ძალიან საინტერესოა. აი ხო ვიცი შინაარსი მაგრამ იმდენად ლამაზად წერია რომ მინდა წავიკითხო და წავიკითხო ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

lukakhati
ძალიან საინტერესოა. აი ხო ვიცი შინაარსი მაგრამ იმდენად ლამაზად წერია რომ მინდა წავიკითხო და წავიკითხო ❤️

ჩემო საყვარელო <3 მიყვარხარ

 


№3 სტუმარი გიჟი

ძალიან მეცინება, როდესაც მსგავსს ისტორიებს 500 ნახვაზე მეტი არ აქვს :) ძალიან მომწონს! საოცრად კარგად წერ! ეს გადამეტებული შეფასება არ არის და იცოდე მოუთმენლად გელოდები!
უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრ დაუმსახურებელ ისტორიას ავსებენ კომენტარებით და ის, რაც ნამდვილად კარგია შეუმჩნეველი ჩნდება!
ეს ჩემი პროტესტი. თვითონ ისტორიას, რაც შეეხება მომწონს ის, რომ არ მესმის და ვერ ვხვდები რა მოხდება. აბლაბუდაა და იმედი მაქვს მალე გაიხსნება.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

ენ შენ დაბრუნდი, და მაშინ როცა მთელი დღე დავიკარგე, ალბათ მაპატიებ , თათული ღვინიანიძის აღიარებამ ჩამითრია . ამ დილით საიტზე რომ აღმოგაჩინე გამიხარდა და მიხარია გიგის დს კეკეს ისტორია, საოცარი მისტიკური, გაუჩინარებული კეკელინასი და მთლიანად მოიქცია გიგიც მის მარწუხებში. სულ მდევს იმის შიში კეკეს არწფერი დაემართოს და ახლა უფრო მეტად როცა გიგიც იგივე ქალს ხედავს და იგივე სიტყვები ჩაესმის სახლიდან გავიდა და ...
ენ,ძვირფასო ენ,ყოველთვის გელი.
/ნათია ირემაშვილი/

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გიჟი
ძალიან მეცინება, როდესაც მსგავსს ისტორიებს 500 ნახვაზე მეტი არ აქვს :) ძალიან მომწონს! საოცრად კარგად წერ! ეს გადამეტებული შეფასება არ არის და იცოდე მოუთმენლად გელოდები!
უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრ დაუმსახურებელ ისტორიას ავსებენ კომენტარებით და ის, რაც ნამდვილად კარგია შეუმჩნეველი ჩნდება!
ეს ჩემი პროტესტი. თვითონ ისტორიას, რაც შეეხება მომწონს ის, რომ არ მესმის და ვერ ვხვდები რა მოხდება. აბლაბუდაა და იმედი მაქვს მალე გაიხსნება.

ჩემო საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. მოხარული, ვარ რომ ჩემთვის ბევრი გემეტება <3 არ იდარდო, მე გემოვნებიანი მკითხველი მყავს შენი ჩათვლით. გული არ მწყდება, რადგან რაოდენობას კი არა, ხარისხს აქვს ყოველთვის ფასი :*


სტუმარი ნათია
ენ შენ დაბრუნდი, და მაშინ როცა მთელი დღე დავიკარგე, ალბათ მაპატიებ , თათული ღვინიანიძის აღიარებამ ჩამითრია . ამ დილით საიტზე რომ აღმოგაჩინე გამიხარდა და მიხარია გიგის დს კეკეს ისტორია, საოცარი მისტიკური, გაუჩინარებული კეკელინასი და მთლიანად მოიქცია გიგიც მის მარწუხებში. სულ მდევს იმის შიში კეკეს არწფერი დაემართოს და ახლა უფრო მეტად როცა გიგიც იგივე ქალს ხედავს და იგივე სიტყვები ჩაესმის სახლიდან გავიდა და ...
ენ,ძვირფასო ენ,ყოველთვის გელი.
/ნათია ირემაშვილი/

მიხარია რომ დამიბრუნდი ნათია <3 მახსოვხარ და ძალიან ძალიან გამაბედნიერე შენი თბილი სიტყვებით. რაც შეეხება მოჩვენებას, ის გოგო გეგის არ მოსჩვენებია, მანდ სხვა ვინმე იყო :დდდ რამით რო არ დავასპოილერო მკითხველი ხო არ შემიძლია smile

 


№6  offline წევრი უცნაური მე

ენ რანაირი ხარ? ორჯერ გადავიკითხე იმდენად მომწონს როგორც წერ.
გეგიზე ვგიჟდები ვაბოდებ ვაფრენ და რა ვქნა?? მართლა კაცის იდეალია ჩემთვის.. ისეთი საყვარელია მეც მომინდა ცხვირზე მეკოცნა მისთვის :(
ის გოგო რომ დაესიზმრა ალბათ სანი იყო? არვიცი არვიცი.. იმედია მალე გავიგებთ.
ისე არ მინდა ამათ სიყვარულს საფრთხე შეექმნას, რადგან შეყვარებული კეკელინა ძალიან მომწონს.
ველოდები გაუჩინარებულის გაგრძელებას ❤️

 


№7  offline წევრი შამხათი

არასდროს არ მყოფნის, დაუსრულებლად მინდა ვიკითხო, ისე ლამაზად წერ.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

უცნაური მე
ენ რანაირი ხარ? ორჯერ გადავიკითხე იმდენად მომწონს როგორც წერ.
გეგიზე ვგიჟდები ვაბოდებ ვაფრენ და რა ვქნა?? მართლა კაცის იდეალია ჩემთვის.. ისეთი საყვარელია მეც მომინდა ცხვირზე მეკოცნა მისთვის :(
ის გოგო რომ დაესიზმრა ალბათ სანი იყო? არვიცი არვიცი.. იმედია მალე გავიგებთ.
ისე არ მინდა ამათ სიყვარულს საფრთხე შეექმნას, რადგან შეყვარებული კეკელინა ძალიან მომწონს.
ველოდები გაუჩინარებულის გაგრძელებას ❤️

ჩემო უცნაურო, კარგო და საყვარელო, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ყოველთვის ასე მამხნევებ, მაქებ და მაწითლებ. ხო იცი, რაც არ უნდა თავმდაბალი იყოს ადამიანი, გულს მაინც უხარია ქათინაურები smile სანის რაც შეეხება, სწორად მიხვდი <3

შამხათი
არასდროს არ მყოფნის, დაუსრულებლად მინდა ვიკითხო, ისე ლამაზად წერ.

დიდი დიდი მადლობა <3 ისევ და ისევ, ძაან მიყვარს შენი სახელი

 


№9 სტუმარი ტატუკა20

აუუ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის.წინა ვერსიაზე მეტად ეს ახალი ვერსია უფრო მომწონს.მეტი ფლირტი და სასიყვარულო დიალოგია რაც ძალიან მხიბლავს.ერთი სული მაქვს როდის გააგრძელებ.საუკეთესო ხარ მართლაც.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტატუკა20
აუუ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის.წინა ვერსიაზე მეტად ეს ახალი ვერსია უფრო მომწონს.მეტი ფლირტი და სასიყვარულო დიალოგია რაც ძალიან მხიბლავს.ერთი სული მაქვს როდის გააგრძელებ.საუკეთესო ხარ მართლაც.

აუ ძალიან მახარებ <3 მე მიჭირს იმის აღქმა, რომ რაღაც წინსვლა მაქვს, როგორც ავტორს, მაგრამ თქვენგან, მკითხველებისგან როცა ვიგებ, ძალიან მიხარია. ვხვდები, ამდენი კითხვა ზეცაში არ მიდის, ჩემთან რჩება ეტყობა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent