შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსრულება (ნაწილი 2)(თავი პირველი)


2-10-2018, 10:49
ავტორი Farvana
ნანახია 384

აღსრულება (ნაწილი 2)(თავი პირველი)

თბილისი,ღამის ორი საათი
მართალია ღამეა,მაგრამ ქალაქს ლამაზად აფარია სინათლის სხივები.ქალაქის შუაგულში სიცოცხლე ჩქეფს.ახალგაზრდობა ქუჩაში დადის,ზოგი კედლებზე ულამაზეს ნახატებს ქმნის,ზოგიც შეყვარებულთან ერთად სეირნობს.ყველას განკუთვნილი ადგილი უჭირავს.კლუბებიდან გამომავალი მუსიკის ხმები ყველაზე დიდი საშინელებაა,განსაკუთრებით როდესაც შენი ბინის ქვეშაა გაკეთებული.დაძინება ყოვლად შეუძლებელია და მთელი ღამე კედელზე გაქვს თვალები ასული,ელოდები როდის გამორთავენ,რომ დაიძინო.შენ კი უნებურად ღამეს ათევ და დილით გამოფიტული მიდიხარ სამსახურში.თბილისის ძველი უბნები ისევ მშვიდი და უშფოთველია.ყველას სძინავს,მხოლოდ ერთ-ერთი საკუთარი სახლის კედელზე მიძვრება ბიჭი.ფეხი იმდენჯერ დაუცდა სადაცაა გადმოვარდება.ქვემოთ კი მეგობრები უცდიან ხელში ფიალებით,რომლებზეც ცეცხლია დანთებული.ბიჭი მიუხლოვდა ფანჯარას ხელის ერთი აქნევით ქვემოთ მყოფებმა სიმღერა დაიწყეს:



მომღერლების უკან მდგარი გოგონები კი სიცილით იგუდებიან,თან კამერებს არ რთავენ,არ სურთ მომენტი გამოტოვონ.ბიჭი საწყლადაა გამაგრებული რიკულებს შორის.მალევე ინთება ოთახში სინათლე,გარეთ კი თეთრ პენუარში მყოფი ულამაზესი ასული გამოდის,რომელსაც ძილისგან წითური თმები საშინლად აბურდული ჰქონდა,ტუჩები წინ წამოწეული და მომწვანო-მოყავისფრო თვალები ბრაზიანი ძაღლივით წითელი,ლოყებზე კი წოლისგან წითელი ხაზები გასჩენოდა.გარეთ თვალების ფშვნეტით გამოვიდა,როგორც კი ბიჭი დაინახა ჩაეღიმა,ბოლომდე უსმინა ქართული მუსიკის ჰანგებს,რომლებიც მეზობლებს არ აძინებდნენ.მუსიკა როგორც კი დასრულდა ბიჭის ხმა გაისმა,რომელიც უფრო მეტად ნაზი ქალის ხმას გავდა.
-ცოლად გამომყვები ლილე?
გოგონამ ჩაფიქრების ნიშნად თითები რამდენიმეჯერ დაიკრა ტუჩებზე,შემდეგ კი სიცილ-კისკისით ხტუნვა დაიწყო.
-თანახმა ვარ!
ბიჭმა ინსტიქტურად უშვა ხელები რიკულებს და გოგონას ჩასახუტებლად მოემზადა,მაგრამ სანამ მოეხვეოდა მიწას გოგრასავით დაასკდა.მისმა ძვლებმა საშინელი ხმები გამოუშვა.უკან დამალულმა გოგონებმა კი ხარხარი ატეხეს.სიცილისგან მიწაზე ხოხავდნენ და საერთოდ არ ახსოვდათ დამტვრეული რომეო.
-ღმერთო ჩემო!გეგა კარგად ხარ?
ზემოდან გადმოხედა ლილემ,რომელიც ნერვიულობისგან სად წასულიყო არ იცოდა.გეგამ კარგად ყოფნის ნიშნად ჰაერში ცერა თითი ასწია და მოწყვეტით დააგდო ძირს.ბიჭები კი ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ და საერთოდ არ ფიქრობდნენ დაზარებულის გადარჩენას.მოცინარი გოგონებიდან ერთ-ერთი წამოდგა და ბიჭისკენ წავიდა.გეგა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო,ტკივილისგან უცნაურ ხმებს გამოსცემდა.
-რომეო ცოცხალი ხარ?
-რო ავდგები შენ თავს ვერავინ გამომწიწკნის.
-კარგი ჩემო ბუთხუზ,როგორც გინდა.ჯერ აქედან უნდა აგაფხიკო.
სიცილ-კისკისით გამოიძახეს სასწრაფო.ამდენი ხალხის სიცილზე ლილეს მშობლები გამოცვივდნენ გარეთ.უფროს ლაშხს ხელში ორ ლულიანი თოფი ეჭირა და მზად იყო თავხედისთვის ესროლა.როდესაც მოცინარი გოგონები და დამტვრეული სასიძო დაინახა გულზე მოეშვა.უნებურად მასაც წასკდა სიცილის ბგერები.
-გეგა შვილო,აივნიდან კისრის მოტეხას არ სჯობდა მე მომეტეხა?უფრო მალე გამოძვრებოდი.მხარზე ხელი ძლიერად დაკრა და ზმუილმაც არ დააყოვნა.საკაცეზე ძლივს დააწვინეს.ერთ-ერთი უნდა გაყოლოდა,მაგრამ იმდენად იყვნენ სიცილისგან გაგუდულები არავის ხმა არ ესმოდათ,ისევ სასიმამროს მოუწია გაყოლა,რომელიც არანაკლებ მდომარეობაში იმყოფებოდა.
გოგონების სიცილი მათ წინ მდგარმა ოთხმა მაღალმა სილუეტმა შეაწყვეტინა.თავდახრილები წამოდგნენ ზემოთ,მაგრამ თავს ძლივს იკავებდნენ რომ სიცილი არ აეტეხათ.
-დევიდ მგონი სახლში ხუთის ნაცვლად ცხრა ბავშვი გვყავს და დღემდე ვერ გამიგია,ვინ შემოგვაპარი ეს ოთხი?
-წარმოდგენა არ მაქვს.ერთი კი დანამდვილებით ვიცი,თუ ბავშვურ ქმედებებს არ მოეშვებიან მალე მოუწევთ სახლებში დაბრუნება.
ოთხივემ საწყლად ასწიეს ზემოთ თავები.ქმრებს აწყლიანებული თვალებით შეხედეს,თითქოს ვერ ხვდებოდნენ მათ ეშმაკობას.
-ეს ორი გასაგებია,სულ ასე იყვნენ,მაგრამ ჩემი მშვიდი,გაწონასწორებული ცოლის აყოლიება როდის მოასწრეს?
-მაშინ როდესაც ორის კი არა ამ სამი თავხედის ოჯახში შემოაბიჯეს.
-ქალბატონებო დროზე ჩაჯექით მანქანაში და საავადმყოფოში მიბრძანდით.ჩვენ კი ქალბატონ მზევინარს დაველაპარაკებით და ბოდიშს მოვუხდით,რომელიც თქვენთვის არ უსწავლებიათ.კიდევ,საავამდყოფოში წესიერად მოიქეცით.ნუ გვაიძულებთ სახლში გამოგკეტოთ.
ზუსტად,მაგ ჭკუაზე არიან ოთხივე ამ ოთხ უჟმურ ადამიანს დაუჯერონ და საავადმყოფოში სიმშვიდეს დაასადგურებინონ.საჭეზე სოფია დაჯდა,რომელიც სხვებისგან განსხვავებით უფრო იკავებდა თავს სიცილისგან.როგორც კი მივიდნენ მაშინვე გაიშოტნენ მიმღების იატაკზე და მთელი ხმით დაიწყეს სიცილი.გონზე დაცვამ მოიყვანა,როდესაც გარეთ კინწის კვრით გამოაგდეს.
-ძალიან გთხოვთ შემოგვიშვით რა?გეფიცებით აღარ ვიზამთ.
-მიბრძანდით,ეს საავადმყოფოა და არა გასართობი ცენტრი.
-აუუ,ცოლი არ გყავს?
-ჩემ ცოლთან რა გინდათ?
-გეხვეწები რა თორე ჩვენი ქმრები სახლიდან გამოგვყრიან.
-ღირსები ხართ.
-კატო?
-რა გინდა კესოო?!
-ისე რატომ გამოგვყრიან?სახლი ხომ შენიცაა?
-ყოჩაღ კესი,ამ ბოლო დროს ძალიან მომწონხარ.მართალი ხარ ის ჩემი სახლიცაა ანუ მარიასიცაა,რაც იმას ნიშნავს,რომ ვერავინიც გამოგვაგდებს,ვერც გეგუცი ვერაფერს გვიზამს.აეეეე...
-გარეთ რა ჯანდაბას აკეთებთ?ხომ გითხარით შიგნით ყოფილიყავით?--ანდრეა--
-სიძევ ბატონო მოგვწყინდა შიგნით ყოფნა და გარეთ გამოვედით.--მარია--
-მაშინ ეხლა შევიდეთ.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპეს და ქმრებს უკან მიყვნენ.
-უკაცრავად თქვენ ოთხი საით მიდიხართ?
-შიგნით იქ ჩვენი ძმაა.
-მიბრძანდით!კაცმა იმხელაზე იყვირა ოთხივე შიშისგან უკან გახტა.დამნაშავე ბავშვებივით უყურებდნენ ქმრებს,თავები ძირს ჰქონდათ დახრილები და ელოდნენ როდის დატუქსავდნენ.
-არაუშავს,ოთხივე ტაქსში ჩაჯდება და სახლში წავლიან.ბავშვებმა ალბათ მთელი სახლი აიღეს წივილ-კივილით.
-ჩემი ძმის ნახვა მინდა.
-დაგირეკავთ და შეგატყობინებთ მდგომარეობას.ჩარლზ შენ უნდა გაყვე ამათ,თორემ სადღაც გადაუხვევენ და ამათი ძებნის თავი ნამდვილად არ მაქვს.თან ამდენიც არ ვართ საჭირო.
-გავყვები თორე სულ გამომილენჩეს ცოლი.ტაქსში ჩუმად ისხდნენ,ხმას ვერცერთი იღებდა.იცოდნენ ჩარლზი მაშინვე დაასმენდათ და კარგ საყვედურსაც მიიღებდნენ.კი არ ეშინოდათ,მაგრამ მაინც რაღაცნაირი რიდი ჰქონდათ.სახლში მისულებს მართლაც საშინელი მდგომარეობა დაუხვდათ,ბავშვების ძიძა მდივანზე იჯდა და თმებს იწიწკნიდა.ბავშვები ოთახიდან ოთახში დარბოდნენ და ერთმანეთს ფქვილს,კვერცს,შაქარს და მთელი სამზარეულოს ატრიბუტებს ესროდნენ.მთელი სახლი ერთ დიდ საკონდიტროს ჰგავდა.ყველაფერი ისეთი დატკბილული და მოთაფლული იყო ფუტკრების შემოსევისგან თავს ვერაფრით დაიძვრენდნენ.თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა გაეკეთებინათ.გამწარებული ძიძა დაემშვიდებინათ თუ ბავშები დაესაჯით თავისი ქმედებით ან სახლი დაელაგებინათ.კატომ ძლივს შეძლო ძიძას გასაუბრებოდა.
-ქალბატონო მაკა წესით და რიგით ეხლა ხომ ბავშვებს უნდა ეძინოთ?თქვენც სახლში უნდა იყოთ წასული.
-მართალი ხარ ჩემო გოგონა.სახლში წასვლას ვაპირებდი დემეტრე რომ ჩამოვიდა წყალზე ქვემოთ,როგორც კი გაიგო,რომ სახლში არ იყავით მაშინვე დანარჩენები გააღვიძა და დანარჩენს თქვენც ხედავთ.საბოლოოდ დავფიქრდი,უნდა მაპატიოთ,მაგრამ მე თქვენ ჩემს სიცოცხლეს ნამდვილად არ შემოგწირავთ.მე ამ სახლიდან მივდივარ აწი რაც გინდათ ის ქენით.კარგად ბრძანდებოდეთ!ქალი გამწარებული გავარდა სახლიდან.კიდევ ერთი ძიძა გაექცათ ამ ორი წლის მანძილზე.ბავშვების მაგივრად ყალიბში ჩამოსხმული ცარიელი ენერგიები იყვნენ,რომლებიც არასოდეს ჩერდებოდნენ.მითუმეტეს თუ მათ ხელში ტკბილეული მოხვდა.უფრო მეტად ჰიპერაქტიურები ხდებოდნენ და ყველაფერს ლეწავდნენ რაც ხელში მოყვებოდათ.კატომ დერეფანში მორბენალი პატარა თეთრი წერტილი დაიჭირა და თავისი ოთახისკენ გააქანა.ფქვილში გათხიპნილი ცომის გუნდა აბაზანაში ჩააგდო და წყალი დაასხა.მოშორების მაგივრად ტანზე ცომი მოეზილა და უფრო წებიანი ბავშვი გახდა.დემეტრეც არ აჩერებდა ხელებს დედამისს,რომ დაებანა.ხელებს ერთმანეთს უტყაპუნებდა და კატოს სახეში აყრიდა ფქვილს.ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა დაბანა.პირსახოციდან პატარა ბუთქუნა ბიჭუნა ამოაძვრინა,რომელსაც შავი გრძელი თმები და მოელვარე მწვანე თვალები ჰქონდა.იმდენად მსუქანი იყო პატარა ღიპი ჰქონდა,რომელიც დაწითლებამდე დაუკოცნა დედამ.
-დემე დე?ხომ იცი რომ მაკა არ უნდა გაგებრაზებინათ?მამიკომ,რომ გაიგოს რაც ქენით,ხომ იცით ტკბილეულს აღარ გიყიდით?!
-დედიკო,ქო არ ეტყვი?
-არა ჩემო გოჭო რა თქმა უნდა არ ვეტყვი,თუ ძია ჩარლმა არ ჩაგვიშვა.
-ძიას მე ვეტყვი.
-ეხლა მიდი დაიძინე,მე სახლი უნდა დავალაგო.
დანარჩენი ოთხი ბავშვი სამზარეულოში დიდ ჯამში იჯდნენ და შოკოლადში ბანაობდნენ,თან კვერცებს ამხალებდნენ შიგნით.სამივე გაწეპილი ბავშვი ძლივს დაბანეს.
-ლუკა დედა,შენ ხომ მათზე ბევრად უფროსი ხარ?
-მერე რა?
-შენ მათთვის უნდა გესწავლებინა,რომ ეს ცუდი საქციელი იყო და არა მათთან ერთად დაგემხოთ სახლი.თან შენი პატარა ძამიკო რა დღეში ჩაგიგდია,ძლივს მოვაშორე თმებიდან საღეჭი რეზინი.ეხლა ჯობია დაიძინო,მალე მოგიყვან ძამიკოს და მიიწვინე.დილით ლოყები რომ ქონდეს დაწითლებული გეფიცები გცემ და შემდეგ გემრიელად ჩაგაკრატუნებ.მუცელზე გემრიელად უკბინა და საწოლში შეაწვნა,პატარა საბა აბაზანიდან გამოიყვანა და ძმა გვერდით მიუწვინა.გვერდით ოთახებში მშვიდად ჩაეძინათ კრისს და ლევანს.ოთხივე გოგო გამწარებულები ალაგებდნენ სახლს,არ სურდათ ასეთ მდგომარეობაში ენახათ სახლი.ბავშვებზე მეტად ამათ მოხვდებოდათ საყვედური.მთელი სამი საათი ალაგებდნენ სახლს.დასაძინებლად წასულებმა ჩარლს სთხოვეს დანარჩენებისთვის არაფერი ეთქვა.მთელი ღამე მშვიდად ეძინათ,კატო დემეტრემ გააღვიძა,რომელმაც დედას თავზე ცივი წყალი დაასხა და სიცილით გაიქცა კიბეებზე.
-პატარა ეშმაკი.ახლა ნახავ როგორ უნდა დედას გაბრაზება.ბავშვს უკან გამოედევნა.პატარა ფეხებით სწრაფად ვერ დარბოდა და მალევე აღმოჩნდა დედის ხელების მსხვერპლი,რომელიც მის ღიტინს არ წყვეტდა.ყველას დემეტრეს სიცილზე გაეღვიძა.ბავშვებიც მაშინვე ჩამოვარდნენ დემეტრესთან და მხსნელებივით მოევლინენ მას.მწვალებელს მაშინვე გამოსტაცეს და ბავშვების ოთახისკენ გააქანეს.კატომ და კესომ შეძლეს და კომპანიის მმართველობის სადავეები ხელში აიღეს.ბიჭებს ელოდნენ როდის მოვიდოდნენ და გეგას შესახებ ეტყოდნენ სიახლეს.მათი ხსნება და კარებში დევიდის გამოჩნდა ერთი იყო.
-დევიდ როგორ არის გეგა?
-სერიოზული არაფერი,ხელი და ფეხი აქვს მოტეხილი,მაქსიმუმ ერთი თვე მოუწევს წოლითი რეჟიმი.
-ფეხზე მოსიარულის კაპრიზებს ვერ ვიტანდი,ეხლა დაწოლილისას რა გაუძლებს.კესო მგონი დროა კომპანიაში დავბრუნდეთ,იმათ ვერ ვენდობით.
სახლში როგორც ყოველთვის სოფია და მარია რჩებოდნენ,მათი მთავარი მოვალეობა ბავშვებისთვის ახალი ძიძის მოძებნა იყო,რადგან ძიძა ყოველ კვირაში გარბოდა მათი სახლიდან.სოფია ძველი სამსახურიდან წამოვიდა და ეხლა უნივერსიტეტში სწავლობდა ფსიქოლოგიაზე.მისი ფსიქოლოგიური საუბარი ყველასთვის მოსაწყენი იყო და ოჯახის წევრები ცდილობდნენ მისთვის საჭირო თემა არასოდეს წამოეჭრათ.მარიამ საკუთარი საბრძოლო სკოლა გახსნა სადაც ბავშვებს ასწავლიდა კარატეს,ძიუდოს და თავდაცვისთვის საჭირო ილეთებს.ჩარლს დაცვის სამსახური ჰქონდა.კატომ შეძლო და იურისტი გახდა,ბოლო რამდენიმე თვეა რაც გამომძიებლის გამოცდებისთვის ემზადება.დანარჩენები კი კომპანიის მართვაში იყვნენ დასაქმებულები.
ოთხი წელი გავიდა საშინელი ტრაგედიის შემდეგ.ზუსტად ორ დღეში ხდება ის დღე როდესაც ამ სამეგობრომ ერთი უკვდავი წევრი მაია დათიაშვილი დაკარგა.შესაძლოა ბედნიერები არიან,მაგრამ ეს მათი ყველაზე კარგი ნიღაბია.ყველაზე ცუდად ამ სამეგობროში თავს კატო გრძნობს,რომელმაც დღემდე ვერ შეძლო ფიცის შესრულება,დღემდე ვერ იპოვა ავთო ქალდანის მკვლელი.მისი სული საშინლად აფორიაქებული და დატანჯულია.
მხოლოდ ორი დღე აშორებს ფიცის შესრულებამდე.ორ დღეში აქვს გამომძიებლის გამოცდებს.ორ დღეში შეძლებს იმას რაც აქამდე გულს უღრღნიდა უქანცავდა.აქამდეც შეეძლო საგამოძიებოში პრაქტიკანტი ყოფილიყო და მალევე გამხდარიყო გამომძიებელი,მაგრამ მისმა წარსულმა არ გაუშვა.დღე როდესაც მაია დაკარგეს ოჯახი ერთად ატარებდნენ ახვლედიანების აგარაკზე.
კატო გამოცდის წინ იმაზე მეტად ნერვიულობდა ვიდრე შეიძლებოდა.შესასვლელში გამომძიებელი დახვდა,რომელიც მას ამზადებდა.
-მობრძანდით!იმედია მზად ხართ გამოცდისთვის.
-იმაზე მეტად ვიდრე არასოდეს.
-მინდა იცოდეთ თეორიაში არ ჩაიჭრებით,ჯერ არცერთი გამომძიებელი ყოფილა,რომელმაც თეორია ასე კარგად იცოდეს და სე კარგად იყენებდეს.მინდა იცოდეთ საწვრთნელი დროის განმავლობაში თქვენს შესაძლებობებშიც დავრწმუნდი და უნდა იცოდეთ მე თქვენი იმედი მაქვს.ვიცი,რომ გამოცდას აუცილებლად ჩააბარებთ.
-იქნებ არის რამე რაშიც ჩავიჭრები?
-არის,ეს იარაღის სროლაა.მეშინია,თქვენ მხოლოდ დანებს იყენებთ საუკეთესოდ,იარაღს კი ცუდად.
-იქნებ შევიცვალე და მასაც ვხმარობ?
-არ ვიცი,უნდა შევამოწმოთ.დროა დავიწყოთ.
თეორია რა თქმა უნდა უნაკლოდ ჩააბარა.თავადაც ეშინოდა იარაღის სროლის,მართალია ჩარლი ამეცადინებდა,მაგრამ იმდენად გამწყრალი იყო მის მიმართ,ხელში ძლივს იჭერდა.მიუხედავად შიშისა,საშინელი შეგრძნებებისა და დაუთმობელი ემოციისა მაინც შეძლო იარაღის სროლა.იმაზე ზუსტად ვიდრე ელოდა,იმდენად შევიდა აზარტში სამიზნისთვის არ აუცლებია.კარგად შერულებული დავალებისთვის გარე საწრთვნელ მოედანზე გაიყვანეს,სადაც ყოველი კუთხიდან მოძრავი სამიზნეები ამოდიოდა.კატო სწრაფად და ზუსტად ესროდა თითოეულ მათგანს.მისდა საბედნიეროდ იარაღს კარგად აუღო ალღო,უკვე მისი გაშვება ენანებოდა და არც უნდოდა.
-ყოჩაღ,დაძლიე ის დაუძლეველი შიში რაც გქონდა.მომდევნო გამოცდაში კი ვიცი,რომ არ ჩაიჭრები.დღეს სახლში წადი და დაისვენე დანარჩენი ხვალ.
-ძალიან დიდი მადლობა.
პირდაპირ აგარაკისკენ წავიდა,ჯერ მაიას საფლავზე შეირა,როგორც ყოველთვის დღესაც მინდვრის ყვავლები მიიტანა მის საფლავზე.მუხლებზე დაჩოქილი და თვდახრილი იყო საფლავის წინ,თვალზე რამოდენიმე ცრემლი ჩმოუგორდა,ყველაზე მეტად ენატრებოდა მისი საუკეთესო მეგობარი.მაია მის გულში ათას ცვლილებას ახდენდა,ყველაზე მეტად მისი დაკარგვა სტკიოდა.
-მაი იცი ყველაზე მეტად ეხლა რა მინდა?შენი ჩახუტება,შენი მოღუტუნება,შენ შეგეძლო და ხასიათზე მოგყავდი.ოთხი წელია სახეზე ღიმილის ნიღაბს ვატარებ,ნეტავ იცოდე როგორ მაკლიხარ.მარტო მე არა,მთელს ჩვენ სამეგობროს და ოჯახს.იცი?ხვალ შევძლებ გავხდე გამომძიებელი და ფიცი შევასრულო.ჩვენი ოჯახი ისეთი ცარიელია შენს გარეშე ვერც კი წარმოიდგენ.ჩემი გული არამარტო შენით არამედ ისევ იმ ამბებით მაქვს დამძიმებული.ვერ ვხდბი აქამდე მთვარმა მაფიამ კარზე რატომ არ მოგვიკაკუნა,რატომ არავინ დახოცა და საფრთხე რატომ არ შეგვიქმნა?გასაგებია,რომ მათი დაშლა და შიში მოსალოდნელი იყო,მაგრამ ამდენი წელი?ამას დღემდე ვერ ვხვდები.მაი მალე ისევ მოვალ შენს საფლავზე,მაგრამ მაშინ გამარჯვებული ვიქნები.
ფეხზე წამოდგა,დასვრილი მუხლები ჩამოიფერთხა და საფლავის დასატოვებლად მობრუნდა,როდესაც თვალში უცნაური რამ მოხვდა.


---------------
შესაძლოა თავები ხშირად ვერ დავდო,იმედია არ გამიბრაზდებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეს იმ თავის გაგრძელებაააა ვერაფერი ვერ გავიგე.

 


№2  offline წევრი Farvana

სტუმარი მარიამი
ეს იმ თავის გაგრძელებაააა ვერაფერი ვერ გავიგე.


არა,რაღაც გაუგებრობა მოხდა. მე და ჩემი ტყუპისცალის გაგრძელებააა
--------------------
ფარვანა

 


პირველ ნაწილა ვერ ვპოულობ ????????

 


№4  offline წევრი Farvana

თამო ლელუაშვილი
პირველ ნაწილა ვერ ვპოულობ ????????


მე და ჩემი ტყუპისცალი ეს არის პირველი ნაწილი
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent