შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეორე)


2-10-2018, 12:03
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 314

საშინლად მშვენიერი (თავი მეორე)

უნდა გაგიმართლოს ასე რომ დაიწყოს საოცარი დილა. ტელეფონი ცალკე რეკავს, მაღვიძარა ცალკე წკრიალებს, კარზე ზარის გაბმული ხმა და გაუთავებელი კაკუნი.
ტელეფონს დავხედე უცხო ნომერი იყო, ვუპასუხე გაცოფებულმა
-ვინ ჯანდაბა ხარ დილის 6-ზე რომ რეკავ? დროის შეგრძნება სულ დაკარგე? ვუთხარი ნამძინარავი ჩახლერჩილი ხმით
-პირველი ის რომ 6 კი არა 9 საათია და მეორე...ლინდა დროზე გამიღე კარი.
თვალები მოვიფშვნიტე და ვუთხარი
-იქნებ ის მაინც მითხრა ვინ ხარ
-შენ რა მეხუმრები? დეტექტივი ვარ, ხო ის დეტექტივი გუშინ ბარიდან რომ გამოექეცი.
-გასაგებია. მაგრამ გაურკვეველია ჯერ კიდევ ის ფაქტი, რომ შენნაირი ფსიქიკა შერყეული, გამომძიებელი როგორ არის. მივახალე და გავუთიშე. თეთრი, თხელი და გამჭვირვალე ხალათი მოვიცვი. კარის გახსნისთანავე გიჟივით შემოვარდა სახლში.
-მატყუარა ხარ. სიბრაზისგან ქცევებს ვეღარ აკონტროლებდა. ნელა დავამთქნარე უდარდელად, შემდეგ კი გაკვირვებით ვკითხე საიდან დაასკვენი ბატონო გიორგი?
-იმ ღამით როდესაც ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა,მის გარდაცვალებამდე 5 წუთით ადრე შეხვედი საკუთარი ბინის სადარბაზოში.
-მერე და ეგ ამტკიცებს რომ მე მკვლელი ვარ? ვკითხე და თან გულიანად გადავიკისკისე
მეტად გაბრაზდა, იმდენად რომ თვალებიდან ლამის ნაპერწკლებს ყრიდა.
-მომისმინე პატარა სათამაშო, თუ ამ საქმეში გარეული ხარ დამიჯერე ჯობს ახლავე აღიარო. მე მტკიცებულებები არ მაქვს და ვერაფერში დაგადანაშაულებ. ერთადერთი დამაეჭვებელი ფაქტი ჩემთვის არის ის რომ სახლში ასული ზუსტად 15 წუთში გამობრუნდი და როგორ დავიჯერო რომ არაფერი გინახავს ან თუნდაც არ გაგიგია.
წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა შემდეგ გაცოფებულმა ხმამაღალი ტონით მითხრა.
-აღიარე თუ რაიმეში გაქვს ხელი გასვრილი
სავარძელზე ჩამოვჯექი, და დაკვირვებით ვუყურებდი დეტექტივ გიორგი მაჩაბელს.
ვაკვირდებოდი მის სათითაო მოძრაობას, გაბრაზებული სულ სხვანაირია, დაწყნარებული სულ სხვანაირი, ხანდახან კი ძალიან ამაზრზენი
-ლინდა, ჩამოფრინდი. უნდა აღიარო გესმის?
-არაფერი მაქვს საღიარებელი, მე არაფერში არ ვარ გარეული.
-შენსას არ იშლი ხო? მკითხა ცოტა დამშვიდებულმა
სავარძლიდან წამოვდექი და მასთან ძალიან ახლოს მივედი, მას ისეთი ხშირი სუნთქვა ჰქონდა... მის ყურთან ახლოს მივიტანე სახე ხელი კისერზე მოვხვიე და ჩავჩურჩულე
-ბატონო გიორგი ჩემზე საერთოდ თუ გსმენიათ რაიმე? ან და რამ მოგიყვანათ აქ?
ვგრძნობდი როგორ მიჰქონდა ხელი ჩემი წელისაკენ. გამოვეცალე და ხმამაღლა ვუთხარი
-დატოვე ჩემი სახლი, მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს ერთმანეთთან. არ მინდა შენს უაზრო სახეს კიდევ დიდ ხანს ვხედავდე.
-ლინდა მინდა რაღაც გთხოვო იქნებ საღამოს ...
შევაწყვეტინე და კვლავ განვაგრძე
-ხედავ იმ ჩანგალს? მზერა მაგიდისაკენ გადავიტანე. თუ კიდევ დაგინახავ ჩემს სახლში მოსულს, განსაკუთრებით დილით, მოგიწევს მხედველობას გამოემშვიდობო. ახლა კი გაქრი აქედან, კარი იცი სადაც არის.
უბედურებები არ მაკლია რა... ჩავიბუტბუტე ჩემთვის და კარი მივაჭახუნე. მადუღარა ჩავრთე ტელეფონი ავიღე და სავარძელში მოვკალათდი.
ოჰოო რას ხედავს ჩემი თვალები, სალი ბაგრატიონმა გამოგიგზავნათ მეგობრიბის მოთხოვნა. თვალები გამიფართოვდა. ეს გოგო ჩემი სასწავლებლიდან მახსოვს, რომელმაც სახელი საკუთარი სხეულით და იაფფასიანობით გაითქვა. დასტურს დავაჭირე და სამზარეულოსაკენ გავეშურე. თავიდან ვერ ვიგდებდი ამ გოგოს ქმედებას, გამუდმებით ვფიქრობდი რა იყო მიზეზი რადგან მასთან არც თუ ისე კარგი მოგონებები მაკავშირებს.
ყავა მოვიმზადე და ტელევიზორისაკენ გადავინაცვლე. წვიმიანი დღე იყო, გარეთ რომ გასულიყავი ცივი ჰაერი სულ ძვალსა და რბილში გაატარებდა სიცივეს. სახლშიც დიდად არ თბილოდა. სიგარეტს მოვუკიდე, ავიღე ყავა და დავიწყე ფილმების ყურება. ტელეფონის ხმამ დამირღვია ჰარმონია, რომ დავხედე დამხვდა წარწერა:
სალი ბაგრატიონი: გოგონა როგორ ხარ? ნუ თუ აღარ გახსოვარ.
ასეც ვიფიქრე, ჩავიჩურჩულე ჩემთვის და პასუხი მალევე დავუბრუნე.
-დიახ მახსოვხარ, მაგრამ ტვინი შენზე ფიქრით არასოდეს მიჭ....ტია.
-დეტექტივმა მაჩაბელმა შენამდეც მოაღწია?
ამმის ხსენებაზე ცოტა დავიბენი, პასუხი არ დავუბრუნე, კვლავ მისი მონაწერი წავიკითხე.
-რატომ გაჩუმდი, უბრალოდ წუხელ ერთად დაგინახეთ ბარში, სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი ეს საქმეს ეხებოდა თუ უბრალოდ ერთმანეთს ეფლირტავებოდით.
-სალი, გთხოვ შენს თავსა და შენც ცხოვრებაში ნუ ამრევ, შენგან განსხვავებით ფულის დანახვაზე და მამაკაცების თითის ტკაცუნზე საწოლში არ ვძვრები. ასე რომ ჩემო კარგო არ მინდა გაწყენინო და უმჯობესი იქნება თუ ჩემს ცხოვრებას შეეშვები.
ალბათ ძალიან განრისხდა აღარაფერი მოუწერია, მაგრამ არაუშავრს ესეც გადაუვლის. ახლა გასაგებია რატომაც სურდა ჩემთან კონტაქტი. ამისათვის კი პასუხი დეტექტივ მაჩაბელს მოეთხოვება. ისევ და ისევ ტელეფონი. ამჯერად სამსახურიდან შემაწუხეს
-ქალბატონო ლინდა ცუდ დროს ხომ არ გიკავშირდებით?
-არა სოფი, რა ხდება?
-12 საათზე შეხვედრა გაქვთ, ახალ დანადგარებთან დაკავშირებით.
-რა თქმა უნდა მახსოვს მაგრამ მაინც გმადლობთ.
-დროებით ქალბატონო ლინდა.
ყოველთვის ვცდილობ რომ სამსახურში ხალხს არ ვაწყენინო და ძალიან თბილად მივუდგე განსაკუთრებით კი სოფის, მას ჩემნაირი წარსული აქვს, ვიცი რა ტკივილიც გადაიტანა და ახლა მასაც უწევს ამ ტკივილით ცხოვრება. მოვწესრიგდი, ამასობაში 10 საათიც დაიწყო. ჩანთა და მანქანის გასაღები ავიღე და სამსახურში წავედი. მისვლისთანავე სოფი ჩემს კაბინეტში გაჩნდა,
-ქალბატონო ლინდა, პაციენტი შემოიყვანეს ამ წამს, საშინელი მდგომარეობაა. ავტოკატასტროფაში მოყვა, ორივე კიდური მოტეხილი აქვს, ლავიწისა და მენჯის ძვლები გაბზარული, ამასთანავე ვვარაუდობთ რომ თავის ქალაც დაზიანებული აქვს.
სასწრაფოდ წამოვდექი სკამიდან და გაფითრებულმა ვიკითხე.
- საბა, საბა ქავთარაძე სად არის?
- 15 წუთია რაც წავიდა.
გავცოფდი, ნერვიულობისგან საიდან რას ვიღებდი ან რატომ ვეღარ ვიგებდი.
-ვინ მისცა ამის უფლება, ჯერ ხომ ახლა დაიწყო სამუშაო საათები, სად გაქრა. სასწრაფოდ მისი ნომერი მინდა.
სოფი დაიბნა ჩემს რეაქციებზე, ვერ იგებდა სად უნდა გაქცეულიყო. ბოლოს ტელეფონი აიღო და ექიმის ნომერი აკრიფა, ხელის კანკალით მომაწოდა ტელეფონი. როგორც კი მიპასუხა საკუთარი სიტყვები და ტონი ვეღარ გავაკონტროლე, ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
- ქავთარაძეე... ვინ მოგცა აქედან წასვლის უფლება მითხარი... რა უფლებით ტოვებ შენობას ისე რომ არც მაფრთხილებ.
ხმას ვერ იღებდა, ჩუმად იყო და მხოლოდ მისმენდა. მე კი განვაგრძობდი ჩხუბს
-სასწრაფოდ, ორ წუთში გაჩნდები ჩემთან, უმძიმესი მდგომარეობით მოიყვანეს პაციენტი, საქმის დასრულების შემდეგ კი ილოცე რომ სამსახური შეინარჩუნო.
---
კაბინეტიდან დაღლილი გამოვდივარ, საათი უკვე 11-ს აჩვენებს. ამდროს შევნიშნე ექიმი ქავთარაძე.
-საბა... დაძახებისთანავე ჩემს ცხვირწინ განჩნდა
-ქალბატონო ლინდა მე...
- რამდენი საათი გაგრძელდა ოპერაცია?
-12... მცირე პაუზა გააკეთა და მითხრა, დილით 10-ზე დავიწყეთ... 9-ზე მოვრჩით.
-პაციენტი როგორ არის? ვიკითხე ინტერესით.
-იცით საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა,რა თქმა უნდა კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ამის გარდა სავარაუდოდ კიდევ 3 ოპერაცია მოუწევს. ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი თავად პაციენტზეა დამოკიდებული.
-სამსახურიდან რომ გაგანთავისუფლო ძალიან უსამართლოდ მოვიქცევი, ასეთ მდგომარეობაში კი ყველას უჭირს თავის შეკავება... მაგრამ მსგავსი კიდევ რომ განმეორდეს... ჯობს რომ წასვლამდე მე გამაფრთხილო.
-დიახ ქალბატონო ლინდა, თვალები ისე უბრწყინავდა... მადლობა.
გზად სუპერმარკეტი შემხვდა, გამახსენდა რომ პროდუქტები საყიდელი მქონდა, მანქანა გავაჩერე და მარკეტში შევედი. კალათი ავიღე, ტელეფონში შედგენილ სიას ჩავყევი: ბროკოლი, არაჟანი, ლიმონი, სპაგეტი, ფორთოხლისა და ალუბლის წვენი, ხელსახოცი...
ღრმად ჩავისუნთქე და პროდუქტების შერჩევა დავიწყე. რამოდენიმე წუთის შემდეგ შევამჩნიე რომ ვერ ვპოულობდი მაცივარს სადაც წვენები იყო განთავსებული, ამიტომ მომსახურე პერსონალს ვკითხე
-უკაცრავად, იქნებ დამეხმაროთ. ან მე ვარ ძალიან გადაღლილი ან მდებარეობა შეეცვალა წვენების მაცივარს.
უკნიდან მომესმა პასუხი...ძალიან ნაცნობი ხმა იყო.
-შენგან მარჯვნივ, სულ ბოლოში ნახე.
უკან შევტრიალდი და...
-შენ რა მითვალთვალებ? საკმარისი ვერ მოისმინე ჩემგან ბატონო დეტექტივო?
-მინდოდა დაგხმარებოდი
-არ გიფიქრია?
გაიკვირვა და მკითხა
-რაზე?
-აქ შენი დახმარება რომ იყოს საჭირო ამ მარკეტის მომსახურე პერსონალი შენს განყოფილებაში იმუშავებდა, შენ კი აქ.
როგორც კი პროდუქტები სალაროსთან მივიტანე ისიც ჩემს უკან გაჩნდა. თანხა გადავიხადე და მანქანისკენ წავედი.
-ლინდა... გთხოვ დაიცადე...
-იქნებ მიხვდე რომ ოდესღაც ვიღაცას ძალიან აბეზრებ თავს... მაგალითად მე!
-უბრალოდ გთხოვ. ერთხელ წამოდი ჩემთან ერთად და დავილაპარაკოთ, თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ.
-გამოსწორება არც კი სცადო.
-ლინდა მხოლოდ ერთხელ
სასწრაფოდ გამოვბრუნდი ,უკან არ მიმიხედავს, უპასუხოდ დავტოვე. ვიგრძენი როგორ ძლიერად მომჭიდა მისი დიდი ხელი ჩემს სუსტ მაჯაზე.
-არ მინდა შენთან სიუხეშე, გთხოვ... მე ხომ არაფერი დამიშავებია. მომეცი შანსი რომ კარგად გაგიცნო.
-დეტექტივო, გთხოვთ აღარასდროს გამოჩნდეთ აქ.
-მხოლოდ ერთხელ... ნუ თუ ასეთი რთულია.
თვალები გადავატრიალე და განრისხებულმა ამოვისუნთქე.
-სად?
-მინდა საღამო ჩემთან ერთად გაატარო.
გამეცინა და ვუთხარი
-კარგი ოცნებები გაქვთ ბატონო დეტექტივო
-გთხოვ ასე არ დამტოვო.
-ხელი გამიშვი, ჩემი ნომერი იცი, მისამართი და დრო მომწერე, ოღონდ ახლა შემეშვი.
თითქოს დაიბნა მაგრამ პასუხი არ დააყოვნა.
-რა თქმა უნდა... ლინდა... მადლობა... დიდი მადლობა.
დაღლილ-დაქანცული ისევ იმ ბარში შევედი სადაც წინა ღამით ვიყავი, განუყრელი "ბალანტინი" შევუკვეთე. ვიჯექი კვლავ იმ მაგიდასთან, იმ სასმელით და სიგარეტით ხელში. ვუყურებდი ქალაქის , იმ ბინძურ მაგრამ რატომღაც შეუცვლელ ქუჩას. ვიჯექი და ვტკბებოდი იმით რაც მქონდა, რაც გამაჩნდა. ამდენი ხნის შემდეგ თითქოს ვიგრძენი რაღაც განსაკუთრებული... რაღაც უცნაური, თანაც არა ამქვეყნიური.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სოფო.

აუუ ძაან მაგარი გოგო ხარ)))მალე დადე მესამე თავი.შემითრია ამ მოთხრობამ და მინდარო შემდეგი თავიც მალე წავიკითხოო...

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სოფო.
აუუ ძაან მაგარი გოგო ხარ)))მალე დადე მესამე თავი.შემითრია ამ მოთხრობამ და მინდარო შემდეგი თავიც მალე წავიკითხოო...

როგორც კი მომცემს საიტი ახალი სიახლის დამატებას ანუ ამ თავის ატვირთვიდან გავა 24 საათი ესევე დავდებ მესამე თავსაც heart_eyes
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent