შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური 3}

2-10-2018, 13:07
ავტორი სალანდერი
ნანახია 662

ეშმაკთან მოთამაშე {სერიული მკვლელის დღიური 3}

- აქ ხარ? - ხმამაღლა ახრიალდა შარვალზე მიმაგრებული რაცია.
- არა, ჰავაის კუნძულებზე.
- ქალბატონი ნინა როგორ გრძნობს თავს?
- არ იდარდო, არაფერს გავუჭირვებ ძმაო.- ცინიკურად გაიჟღერა გოგონას ხმამ.
- შეშლილი, ფსიქოპათი, მანიაკი ხარ. - ხმამაღლა იყვირა ნინამ.
- აპატიე ჩემს მეგობარს, რატომღაც ანერვიულებულია. - საუბარში ჩაერთო "ეშმაკი" და ნინას თვალით ანიშნა გაჩუმებულიყო.
- ვერ ვიტან როცა მლანძღავენ.
- მე კიდევ ნილოსის ბეჰემოტივით სქელკანიანი ვარ, საერთოდ არ მაწუხებს ეგ. - კიდევ ერთხელ გაიღიმა ეშმაკმა.
- ანდრეა, კარგ ხასიათზე ხარ არა?
- ხომ მოვილაპარაკეთ რომ დღეს ამის უფლება მაქვს?
- სამაგიეროდ დრო გაქვს ცოტა.
- თუ გავითვალისწინებთ რომ ჩემი ნაწლავების რაღაც მოწყობილობაზე დახვევას გეგმავ ნამდვილად ეგრეა.
- მორჩი ლაყბობას და შენი მინიშნება მოისმინე. "წარმოიდგინე რომ ღამურა ხარ და ახლა უნდა გამოფრინდე შენი გამოქვაბულიდან" წამზომი ჩაირთო. - ისევ მოულოდნელად გაწყვიტა კავშირი
- მე ამას ფლორა ფაუნის ექსპერტი ხო არ ვგონივარ? რამე გაიგე? - იმედიანი თვალებით შეხედა ნინას.
- ვერაფერი.
- ესე იგი ჩემი გაუნათლებლობა არაფერ შუაშია. - თავზე შემოიწყო ხელები და წამით გაჩუმდა.
- რას აპირებ? - ნინამ დაარღვია სიმყუდროვე.
- ვფიქრობ.
- იცი მაინც სად ვართ?
- რა თქმა უნდა ნინა, თეორიულად ტრა"კში, პრაქტიკულად ტყეში.
- კარგი რა, არ შეგიძლია ნორმალურად ილაპარაკო?
- ნინა, მე ოცდახუთი წლის ვარ, ან ოცდაექვსის, და მთელი ცხოვრებაა ასე ვლაპარაკობ, არ ფიქრობ რომ ჩემი შეცვლის მცდელობა დაგვიანებულია?
- უბრალოდ მინდა ნორმალურად ილაპარაკო.
- როგორც ჩვენი სერიული მკვლელი იტყოდა, ბევრს ლაყბობთ ქალბატონო ნინა.
- მართლა არ იცი რამდენი წლის ხარ?
- რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
- საშინლად მშია, მეორე დღეა ამ წყეულ ქოხში ვარ და არაფერი მიჭამია, ტვინი აღარ მიმუშავებს.
- ახლა ჭამაზე ფიქრის დრო არ არის.
- არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ჩიტი, ყოველდღურად თავის წონაზე ორჯერ მეტ საჭმელს ჭამს, მე კი ორმოცდათხუთმეტი კილო ვარ და ჩიტის წონა საჭმელიც არ ჩამსვლია პირში ორი დღეა.
- ჰოდა შენც ტარანტული იყავი, ორ წელიწადზე მეტ ხანს ძლებენ ჭამის გარეშე. - უგემურად გაიჭყანა ანდრეა.
- კარგი, ჯანდაბა, რამე უნდა მოვიფიქროთ.
- ჰოდა გაიხსენე ყველაფერი რაც კი ღამურების შესახებ გაგიგია.
- ძუძუმწოვარი ცხოველები ხელფრთიანთა ოჯახიდან, მწერიჭამიები,ღამით დაფრინავენ, საკმაოდ ბევრი სახეობის არიან, მაგრამ საქართველოში სულ რამდენიმე სახეობაა,მგონი გამოქვაბულებში იდებენ ბუდეს და დღისით იქ იმალებიან. დაიცა, შეიძლება აქ სადმე გამოქვაბული იყოს?
- ნინა, ოთხ სხვადასხვა ქოხშია_მეთქი ხომ გითხარი არა?
- რა ვქნათ?
- ჯანდაბა, წარმოდგენა არ მაქვს, იფიქრე ანდრეა, ამის დედაც. - ფეხზე წამოდგა გოგონა და ოთახში ბოლთისცემას მოჰყვა.
- ანდრეა, ვიცი! - ხმამაღლა დაიყვირა ქალმა.
- რა?
- ამბობენ რომ როცა ღამურები გამოქვაბულიდან გამოდიან, ყოველთვის მარცხენა მხარეს მიფრინავენ.
- დარწმუნებული ხარ? ან საიდან იცი ეს?
- ზუსტად მახსოვს, ინტერნეტში ამოვიკითხე ადრე.
- სხვა გზა მაინც არ გვაქვს, წავედით სწრაფად. - სწრაფი ნაბიჯებით გაიარა ოთახები, გარეთ გავიდა და მარცხენა მხარეს აიღო გეზი. ნინა ჩუმად მისდევდა უკან და კარგად აკვირდებოდა ანდრეას სხეულის მოყვანილობას. მაღალი გამხდარი სხეული, ჩვეულებისამებრს მოკლედ შეკრეჭილი თმა,მეტისმეტად ღია ფერის კანი. ზურგიდანაც კი მარტივი ამოსაცნობი იყო ანდრეა, მითუმეტეს ნინა უკვე რამდენიმე თვე იყო დეტალურად სწავლობდა ანდრეას საქმეს, მის ფოტოებს, ბრალდებებს, საჩივრებს და ა.შ. რთული დასაჯერებელი იყო ქალისთვის, რომ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგოსგან შექმნეს მონსტრი, რომლის შესახებაც ასეთი დაჟინებით ეძებდა ყველა სახის ინფორმაციას.
- ანდრეა! - ხმადაბლა დაიძახა ქალმა.
- რა? - არც მობრუნებულა ისე უპასუხა.
- არ გენდობი, შენს შესახებ მეტისმეტად ბევრი რამ ვიცი, იმისთვის რომ გენდო.
- რაღაც არ მახსენდება, შენთვის ბანკში შუამდგომლობა მეთხოვოს, განვადების თაობაზე.
- მე არ გეხუმრები ანდრეა, ვიცი რაზეც ხარ წამსვლელი.
- იცი შენთვის სამი ინფორმაცია მაქვს, ცუდი, უფრო ცუდი და საშინელი, რომლით დავიწყო? - ნინა დუმდა,ხმის ამოღება ვერ გაბედა.
- მოდი ცუდით დავიწყებ, ახლა შენ ტყეში იმყოფები, რომლიდანაც გასასვლელის პოვნა შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული მაინც არის. უფრო ცუდი ისაა, რომ ამის პარალელურად, შენზე სერიული მკვლელი ნადირობს, რომელსაც აქამდეც ათობით ადამიანი ჰყავს დახოცილი, თანაც საშინელი მეთოდებით. მთლად საშინელი კი ის გახლავს, რომ შენი ს გადარჩენაზე, ზრუნავს ასევე მრავალგზის მკვლელი, რომელიც ახლახან გამოწერეს ფსიქიატრიულიდან და ნებისმიერ წუთს, შეიძლება თავი იჩინოს მისმა ემოციურმა გაუწონასწორებლობამ, რაც ზემოთ ხსენებულ სერიულ მკვლელს, საქმეს გაუმარტივებს. ასე რომ ცოტა ილაპარაკე და ჩემს ნერვებს გაუფრთხილდი. - ქალი ისევ დუმდა, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაბედა ხმის ამოღება.
- ემოციური გაუწონასწორებლობის დროს მოკალი ნინო მესხიშვილი? - ანდრეა ადგილს მიაყინა ქალის სიტყვებმა, ყელში მომდგარი ბურთი დიდი ძალისხმევის შედეგად გადაყლაპა და ნინასკენ მოტრიალდა. ქალი შეაშფოთა ანდრეას ჩასისხლიანებული გუგების დანახვამ. "ეშმაკმა" ზიზღით სავსე მზერა შეავლო ნინას და კატასტროფულად დაჭიმული ყბები, სიმწრით დააშორა ერთმანეთს.
- თუ კიდევ გიხსენებია მისი სახელი, ღმერთს გეფიცები, ჩემს ღმერთს,შუბლს გაგიხვრეტ.
- მაპატიე. - სიმწრით ამოიბურტყუნა ქალმა. ეშმაკმა სწრაფად აქცია ზურგი შეშინებულ ნინას და გზა განაგრძო.
- აქ რა სუნია? ანდრეა აქ სისხლია ნახე. - სწრაფად მიუახლოვდა და მაისურში მოქაჩა.
- აქ ათეულობით ადამიანი მოკლა იმ ნაბიჭ"ვარმა, არ ფიქრობ რომ სისხლის დანახვაზე, ამხელა პანიკის ატეხვა არ ღირს?
- შეიძლება ვინმე დაჭრილია.
- გამხმარია სისხლი, ვერ ხედავ? - მიწისკენ დაიხარა და კარგად დააკვირდა.
- ახლა მზეებია, სწრაფად ხმება, ძალიან გთხოვ ვნახოთ.
- თუ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება გინდა, შეგიძლია წახვიდე, ვალდებული არ ხარ თხასავით მდიო.
- ჯიუტი იდიოტი ხარ. - გაბრაზებულმა წამოიყვირა ნინამ და უკვე დაძრულ ანდრეას აედევნა.
- ჯანდაბა, აი თურმე რისი სუნია, როგორც ჩანს აქ ვიღაცას "ძაღლები" არ უყვარს. - ცხვირზე ხელი მიიფარა გოგონამ და ხის ძირში მიგდებულ ცხოველის ლეშს მიუახლოვდა.
- ეს მგელია. - ზურგს უკნიდან დაილაპარაკა ნინამ.
- ვიცი და ჯანდაბა, მგელი, რა უნდა ამას აქ?
- ტყეში ვართ ანდრეა, რა გასაკვირია რომ მგლები არიან.
- ნინა, ეს შავი მგელია ხედავ, მგლის ეს ჯიში საქართველოში არ არსებობს, ანუ ის სპეციალურად გამოჰყავთ, ძაღლისა და რუხი მგლის შეჯვარებით.
- და ეს რამეს გვეუბნება?
- იმას, რომ აქ ვიღაც მხოლოდ ადამიანების ხოცვით არ ერთობა.
- და რა?
- ის რომ თუ ეს გამოს'ირებული აქ სპეციალური ჯიშის მგელძაღლებს ზრდის, ნიშნავს რომ სიახლოვეს ხროვაა, ისინი მინიმუმ ას კვადრატულ მეტრამდე ითვისებენ ტერიტორიას, ხოლო თუ გავითვალისწინებთ სამოყვარულო რაციას, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, ნიშნავს რომ მკვლელი ოცი-ოცდაათი კილომეტრის რადიუსშია, რადგან ეს რაცია უფრო დიდი ფართობის დაშორებით სიგნალს აღარ აწვდის. თუ მგლების ტერიტორიაზე ცხოვრობ, ან მოგკლავენ, ან ნიშნავს რომ ისინი მოშინაურებულივით გყავს, თუ მან ცხოველევი მოიშინაურა, ესე იგი მის სიახლოვეს არიან.
- მაინც ვერ მივხვდი ჩვენ რაში გვადგება ეს ინფორმაცია?
- მგლები ლეშის სუნს რამდენიმე კილომეტრის რადიუსში გრძნობენ, ისინი აუცილებლად მოაკითხავენ ამას, მერე კი უკან დაბრუნდებიან.
- ფიქრობ მგლები იმ შეშლილთან მიგვიყვანენ?
- ჰო, თუ მანამდე არ დაგვგლეჯენ.
- როგორ ფიქრობ, არ დაგვგლეჯენ?
- არა, შენ ხომ პრემიერის ცოლი ხარ, მგლებს ავუხსნით ვინ ხარ და დავემუქრებით რომ თუ შეგვეხებიან მაგათ უზნეო და არასტუმართმოყვარე საქციელს ტელევიზიით გააშუქებ.
- ძალიან ცინიკური ხარ. - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- ჩვენ უბრალოდ მგლების კვალი უნდა ვიპოვოთ ნინა. - სიტყვა ბანზე აუგდო ქალს და ლეშს მოშორდა.
- ამას რომ წაათრევენ, სისხლის კვალი დარჩება არა?
- მგლები მსხვერპლს ადგილზე ჭამენ, არასდროს არ მიათრევენ.
- მაგრამ მსხვერპლი კი არა, მაგათიანია.
- მგლებში კანიბალიზმი მოსული პონტია, მაგათ არაფერი სმენიათ კულტურასა და მაღალ ღირებულებებზე.
- სერიოზულად ნერვებს მიშლის უკვე შენი სარკაზმი.
- შენც კარგი უკულტურო ხარ, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან სხვადასხვა გამონათქვამებით მიაგებდნენ პატივს სარკაზმს.
- რას ბოდავ? - ისევ უკან აედევნა სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ანდრეას.
- თუნდაც ის ანდაზა გაიხსენე "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო" როგორი სარკასტულია ღმერთი.
- იდიტო, მაგას სხვა დატვირთვა აქვს.
- მისმინე, არ მომწონს იდიოტს რომ მეძახი.
- აბა ფეხებზე მკი’დია რომ მლანძღავენო?
- ასეც არის, უბრალოდ ამ სიტყვას ერთი კონკრეტული ადამიანი სხვა დატვირთვით იყენებდა ჩემი მისამართით და ვერ ვიტან სხვისი პირიდანაც რომ მესმის.
- კარგი, გავითვალისწინებ. ისე შენი აზრით ვიპოვით იმ ქოხს დროულად?
- ვცდილობთ.
- მგონია რომ ყველას დაგვხოცავს, და ვნანობ ყველა დაკარგულ წუთს. თუ გადავრჩებით, ყველა დარჩენილ დღეს, ისე გავატარებ, თითქოს უკანასკნელი იყოს.
- ეგ როგორ? საწოლში ჩაწვები, ნათესავებს მოიწვევ, ანდერძს დაწერ და ჩაისვრი?
- ერთი წამით მაინც არ შეგიძლია სარკაზმი და ირონია მოიშორო და სერიოზული იყო?
- წყ'ლის ხმა შენც გესმის? - სიტყვა ბანზე აუგდო და ყური მდინარის ხმას მიუგდო.
- მგონი კი.
- კარგი, სწრაფად წავიდეთ. - კიდევ უფრო აუჩქარეს ნაბიჯს და ზუსტად ოთხ წუთში მიადგნენ მდინარის ნაპირს.
- წყალი, ღმერთო როგორ მწყურია, მაგრამ რომ მომწამლოს?
- გაფილტვრას ვერ შევძლებთ, წყურვილით სიკვდილს, მირჩევნია ცუდმა წყალმა მომკლას, თან ამ ტყეში მოწამლული წყლ'ით სიკვდილი ყველაზე უარესი არაა, რაც შეიძლება დაგვემართოს. - ის ის იყო, წყლის დასალევად დაიხარა, რომ საპირისპირო მხარეს ფიცრულს მოჰკრა თვალი.
- იქ არის. - ხელი გაიშვირა ანდრეამ და ნინამაც მაშინვე იქეთ მიმართა მზერა.
- როგორ მოვხვდეთ იქ?
- ორივე ვერ მოვხვდებით, შენ აქ დარჩები, მე კი მდინარის იქეთ ნაპირზე გადავალ.
- სერიოზულად ფიქრობ, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც გამოვიარე აქ შენ გარეშე დავრჩები?
- კი არ ვფიქრობ, ვიცი, რადგან ორივე ჩვენგანი თუ მოინდომებს მდინარის გადაცურვას, ტანსაცმელიც და იარაღიც დაგვისველდება, მე კიდევ დარწმუნებული ვარ, არცერთი ჩვენგანი არ არის "ლაითი ტარიელი" რომ ვეფხვის მაგივრად, მგელს შეებრძოლოს შიშველი ხელებით.
- მეშინია.
- ვიცი, მაგრამ იარაღს დაგიტოვებ.
- სროლა არ ვიცი ანდრეა.
- მისმინე, სროლა არ დაგჭირდება, მაგრამ თუ მაინც დაგჭირდება, უბრალოდ დაუმიზნებ და ჩახმახს გამოკრავ გესმის? - იარაღი გადატენა და ნინას მიაწოდა. - ფრთხილად იყავი არ გაგივარდეს. - მშვიდად გააფრთხილა ქალი და ტანსაცმლის გახდას შეუდგა.
- რას აკეთებ? - გაკვირვებით შეხედა ნინამ.
- გავიგე მაგარი ნუდისტური წვეულებააო და ვემზადები. - საქმიანობას მოეშვა და წამით ნინას დააკვირდა.
- წადი შენი. - ხმამაღლა შეუღრინა ქალმა.
- თუ ტანსაცმელი დამისველდება ღამით გავიყინები.
- აპირებ შეუიარაღებელი და შიშველი გადახვიდე მეორე ნაპირზე, სადაც კაცმა არ იცის რა დაგხვდება?
- დანა მიმაქვს.
- და მე, მე რა უნდა გავაკეთო?
- შენ უბრალოდ ეცადე, როცა ტანზე გავიხდი არ შეგიყვარდე. - თვალი ჩაუკრა, მაისური და შარვალი ერთმანეთის მიყოლებით გაიხადა და ფეხსაცმლის გვერდით მოათავსა.
- მაგარი თავდაჯერებული ნაბიჭ'ვარი ხარ.
- ჰო ამბობენ, ტანსაცმელს მიმიხედე, მალე დავბრუნდები.- საუბარი დაასრულა, დანა კბილებით მაგრად დაიჭირა და წყალში გადახტა.
მიუხედავად იმისა რომ კალაპოტი არც თუ ისე დიდი იყო, საკმაოდ რთული გამოდგა, ცივი და სწრაფი დინების მქონე, მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა.ათ წუთზე მეტი მოუწია წყალთან ჭიდილი და ნაპირზე გასულმა იგრძნო რომ სხეული საგრძნობლად დაღლოდა.
- დასვენების დრო არ არის ანდრეა. - კიდევ ერთხელ შეუძახა თავს და ქოხისკენ შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯებით გასწია. ხუთ წუთში უკვე ოთახში იდგა და იმ საშინელ ხის ცხენს და პოტენციურ მსხვერპლს უყურებდა.
- არ ვიცოდი რომ ნუდისტური შეკრება იყო, თორემ საცვლებსაც იქეთ დავტოვებდი. - საცოდავად ამოიქოშინა, ატირებულ ქალს მიუახლოვდა და პირიდან წებოვანი ლენტი მოხსნა.
- ეშმაკი! - სევდანარევი ხმით თქვა ქალმა, აშკარა იყო ანდრეაში მხსნელს სულაც არ ხედავდა.
- როგორ აგიშვა? - კარგად შეათვალიერა ქალი, რომლის ხელებსაც ჭერში ჩამოკიდებული ჯაჭვი იჭერდა, ფეხები ხის ცხენისთვის გადაეწყო და ყინულის ლოდებზე ედგა. იქვე იატაკზე იდო ორი ორმოცდაათ კილოგრამიანი გირა, რომელიც ასევე მიებნიათ ქალის ფეხებისთვის.
- ოცდაჩვიდმეტი წუთი გვაქვს, თუ გახსნას ვერ მოვასწრებთ, იატაკის ის ნაწილი სადაც ყინული და გირები დგას ჩაიწევა. - კედელზე დამაგრებულ წამზომს შეხედა, მას შემდეგ რაც ყურადღებით მოათვალიერა ოთახი.
- იქ მილებში გასაღებია, რომელიც საკეტებს გახსნის. - ანდრეა სწრაფად წამოდგა ფეხზე და ოთახის კუთხეში, მდგარ კონსტრუქციას მიუახლოვდა. ეს იყო სამი მილისგან შემდგარი კონსტრუქცია, აქედან ერთი მილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაემონტაჟებინათ, ხოლო მის თავსა და ბოლოში კიდევ ორი მილი დაემაგრებინათ, ვერტიკალურ მდგომარეობაში. გასაღები კი, რომელზეც პატარა ტივტივა მიემაგრებინათ, მარჯვენა ვერტიკალური მილის ფსკერში იყო განთავსებული. - ანდრეამ პირველ რიგში ხელის ჩაყოფა, მერე მილების მოხსნა, მოგვიანებით კი იქვე მიდებული დიდი ხანჯლით მათი დაზიანება სცადა, თუმცა მალევე მიხვდა რომ არცერთი მსგავსი ხერხი აქ არ გაჭრიდა.
- თუ მინდა გასაღები მაღლა ამოიწიოს, მილები წყლით უნდა გავავსო.
- როგორ? - საცოდავად ამოიკრუსუნა ქალმა.
- გარეთ მდინარეა.
- ჭურჭელი არ არის, აქ არავითარი ჭურჭელი არაა?
- ჯანდაბა, იფიქრე ანდრეა. - კეფა მოიქექა ანერვიულებულმა. - ვიცი, ბამბუკი, გარეთ ბამბუკის ხეებია, რომლებიც შიგნიდან თითქმის ცარიელია, თუ მათ მოვჭრი,წყლის მოსატანად გამოდგება, აი რატომ დატოვა ეს ხანჯალი თუ რაღაც იმ ნაბიჭვარმა. უნდა წავიდე გესმის? მალე დავბრუნდები.
- ვერ მოასწრებ ეშმაკო.
- წინ ოცდაცამეტი წუთია. - სიტყვაც არ დაუსრულებია ისე გავარდა გარეთ.
ყველაზე მსხვილი ბამბუკის ხეს მიადხა რომელიც თვალში მოხვდა და გამეტებით დაუწყო დანის რტყმევა, რამდენიმე წუთში მიზანსაც მიაღწია, ხე წაიქცა, ანდრეამ სწრაფად გადაზომა მანძილი, რომელზეც ხელის გაშლა შეეძლო და კიდევ ერთხელ დაუშინა ხანჯალი, მოჭრილი ნაწილი სწრაფად გამოასუფთავა და მდინარისკენ აიღო გეზი. ცალი მხარე მარცხენა ხელის გულით ამოუკეტა, მეორე მხრიდან წყალში ჩადო და უკვე სავსე ხის ნაჭრით სირბილით გავარდა სახლისკენ.
- თვრამეტი წუთი დარჩა. - ტირილით შეატყობინა ქალმა, როგორც კი ანდრეამ მთლიანად ჩაცალა მილებში წყალი. - კიდევ ორიც და სავსე იქნება. - კმაყოფილმა შეატყობინა რუსუდანს. დასაკარგი დრო არ იყო, კიდევ ერთხელ გავარდა მდინარისკენ, და ზუსტად ექვსი წუთი მოანდომა, კიდევ ერთი ნაწილის ჩასხმას. - რუსუდანი რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა ანდრეა მშვენივრად აცნობიერებდა რომ დასაკარგი დრო არ იყო. კიდევ ერთხელ გაიქცა მდინარისკენ, მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელ ძალებს იკრებდა, ამჯერად ექვსი წუთი და რამდენიმე წამი, მხოლოდ დაბრუნებას მოანდომა. - თუ ვერ გაავსო ყველაფერი დასრულდება, მეტჯერ მისვლა-მოსვლასაც კი ვერ მოასწრებ. - საცოდავად გაიჟღერა რუსუდანის ხმამ. ანდრეამ ამჯერად ფრთხილად ჩაცალა წყალი, არც ერთი წვეთი არ უნდა დაეკარგა, რადგან ბოლო შანსი იყო, დრო იწურებოდა. - ამის დედაც. - იღრიალა და იატაკზე დაახეთქა ბამბუკი. - სულ ერთი პეშვი, ამის დედაც, სულ ცოტა დააკლდა. - თავში შემოირტყა ხელი.
- ხელი რომ ჩაჰყო, იქნებ ახლა მაინც მიწვდე. - უკანასკენლად გაიბრძოლა რუსუდანმა.
- არ ჩადის, ხელს საერთოდ ვერ ვდებ შიგნით.
- მოემზადე სიკვდილისთვის რუსა. - თავის თავს მიმართა ქალმა და თავი ჩახარა. - შეგიძლია ყელი გამომჭრა? - თავდახრილმა განაგრძო საუბარი, თუმცა ანდრეამ პასუხი არ დაუბრუნა. - ეშმაკო გესმის? რას აკეთებ მანდ, რატომ გაჩუმდი?
- ბუნებრივ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ, და ვერ ვიტან მოფ'სმისას საუბარს.
- რაა? - გაოცებით დააღო პირი ქალმა.
- ბედი რომ არ გექნება, მამაკაცი რომ ვიყო ბევრად მარტივად მოვშარდავდი, ამ წვრილ მილში, მაგრამ აი გასაღები. - სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს და პირველ რიგში გირები მოხსნა ფეხებიდან,შემდეგ სწრაფად გადაინაცვლა ხელებზე და ერთმანეთის მიყოლებით გაუთავისუფლა. ყელზე ძლიერად მოხვია ხელები ქალმა, და ეშმაკმაც, ფრთხილად გადმოიყვანა რუსას სხეული, ხის ცხენიდან.
- შეუძლებელია, ცოცხალი ვარ. - მკერდზე აეკრა ქალი, ძალაგამოცლილ ანდრეას,და მოკრძალებული სიცილი ხარხარში გადაეზარდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ეს აქ, ახლა წავედი, წავიკითხო. ^__^

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ეს აქ, ახლა წავედი, წავიკითხო. ^__^

❤ ❤ ❤

№3  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ანუუუუუუუუ, ძაან გიჟი ხარ, შენ თავს გეფიცები, მაგრამ მაგარი ხარ მსუბუქი სარკაზმით და იუმორით, ეშმაკო!
ანუ, მე ახლა წარმოვიდგინე, რომ შენ იყავი იქ და ცოტა ჭკუიდან გადავედი იმ დებილ ქალებთან ერთად, რომ წარმომიდექი.
გოგოოოოო, შეშლილი ხარ?!
რას გეკითხები ერთი, ვიცი რომ ხარ და მაგრად გამისწორდა, ახლა რომ მე ვიყავი პირველი და ჩემამდე არავინ.
ზოგადად, ეს ხო ისედაც ასეა, მაგრამ აქამდე ნერვები მეშლებოდა მაგის გამო.
ნინა მაღიზიანებს,
რუსუდანი მაგარი პიტალო იქნება, რა მკერდზე მიეკრა ბლინ.
გავღიზიანდი.

ეშმაკო,
პასუხს ველოდები გუშინ, რომ უნდა გესწავლა, იმას.

ჭკვიანად იყავი, არ გამაფსიხო, .

ძალიან და დაუსრულებლად მიყვარხარ, პატარა!

№4  offline მოდერი სალანდერი

არა, მე ხომ ვარ შეშლილი, მაგრამ შენ ნაკლები ხარ ხო?
გეფიცები მაგრად აფრენ და ძან მომწონს მე ეგ ამბავი, ჩემო აპრილში აყვავებულო ატმის ყვავილო, დეკემბერში ამოსულო ენძელავ, მაისში გაფურჩქნულო ვარდო და ა.შ. და ა.შ.
ჰოდა სერიოზულად, მეც ძალიან მიყვარხარ ხომ იცი ანნა, რა თქმა უნდა იცი. . .
საოცარი ვინმე ხარ შენ პატარა და ეს გაფსიხებაც ძან გიხდება :დ
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

რამდენს შეუძლია, ასეთ ძლიერ თემას შეეჭიდოს? მგონი ერთეულებს, იმიტომ, რომ ვიცით, საკმაოდ რთული და ამასთანავე ისეთი თემაა, რომელსაც დიდი მუშაობა და თითოეული დეტალის კარგად გარკვევა სჭირდება. ეტყობა შენს ნაწარმოებს, რომ ბევრი იმუშავე და მკითხველს ვერაფერს გამოაპარებ ❤️ კარგი ხარ შენ გოგონი და წარმატებებს გისურვებ. მიყვარს მე შენნაირი რისკიანი მწერლები ❤️

№6  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
რამდენს შეუძლია, ასეთ ძლიერ თემას შეეჭიდოს? მგონი ერთეულებს, იმიტომ, რომ ვიცით, საკმაოდ რთული და ამასთანავე ისეთი თემაა, რომელსაც დიდი მუშაობა და თითოეული დეტალის კარგად გარკვევა სჭირდება. ეტყობა შენს ნაწარმოებს, რომ ბევრი იმუშავე და მკითხველს ვერაფერს გამოაპარებ ❤️ კარგი ხარ შენ გოგონი და წარმატებებს გისურვებ. მიყვარს მე შენნაირი რისკიანი მწერლები ❤️

აუჰ, როგორ მიხარია მე შენი გამოჩენა ❤
მადლობა ქეთი ❤

№7  offline წევრი სიბილა

ესეც ასევე,ბედი არ გინდა,რა სეხნია მყავს)))ჩააცვი და გააჩინეს დროზე,იჯდეს გაყუჩებულიიი.პ.ს.ეგეც მაგარი ლოგიკური იყო.და შემდეგ ეტაპზე ნაკლები დაძაბულობა,სიზუსტეზე გამოკიდებულების დედაც.დანარჩენი აკანკალებული მაგარია.ისა და, ჩვენი მეგობარი ძალიან მომაკლდა თვალში და კომენტარებში და ყველგან.

უი რაის გაახსენდა
გაჩენა.გაჩუმებას ვწერდიი

№8  offline წევრი უცნაური მე

სალანდერ, მართლაც ზამბარასავით დაჭიმულმა წავიკითხე ეს თავი და ბოლოში ამოვისუნთქე.
აი მგლების ამბავი არ მომეწონა...
მოკლედ შენს ფანტაზიას და ნიჭიერებას საზღვარი არ უჩანს და მიხარია მე ეგ ამბავი.
ველოდები მომდევნო ორი ტყვეც როდის განთავისუფლდება ❤️

№9  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
ესეც ასევე,ბედი არ გინდა,რა სეხნია მყავს)))ჩააცვი და გააჩინეს დროზე,იჯდეს გაყუჩებულიიი.პ.ს.ეგეც მაგარი ლოგიკური იყო.და შემდეგ ეტაპზე ნაკლები დაძაბულობა,სიზუსტეზე გამოკიდებულების დედაც.დანარჩენი აკანკალებული მაგარია.ისა და, ჩვენი მეგობარი ძალიან მომაკლდა თვალში და კომენტარებში და ყველგან.

უი რაის გაახსენდა
გაჩენა.გაჩუმებას ვწერდიი

უჰ როგორ მიყვარს შენი კომენტარები რა, ძან ტონკად რომ ახსნი და აღწერ ხოლმე ყველაფერს. თავისი ქვეტექსტებით და ამბებით. იქნება დაძაბულობებიც მხიარულობებიც, ვნებებიც და ყველაფერი თანდათან, ჯერ კოდევ ახლა დავიწყეთ.
ჩვენს მეგობარს რაც შეეხება, წავიდა. აღარ არის და არც იქნება მგონი საიტზე.
მადლობაა შენ ❤

უცნაური მე
სალანდერ, მართლაც ზამბარასავით დაჭიმულმა წავიკითხე ეს თავი და ბოლოში ამოვისუნთქე.
აი მგლების ამბავი არ მომეწონა...
მოკლედ შენს ფანტაზიას და ნიჭიერებას საზღვარი არ უჩანს და მიხარია მე ეგ ამბავი.
ველოდები მომდევნო ორი ტყვეც როდის განთავისუფლდება ❤️

უცნაუროო, ძალიან მიხარია თუ დაძაბულმა წაიკითხე და საერთოდ ძალიან მიხარია რომ "მკითხულობ". .
მგლების ამბავს რაც შეეხება ავხსნი თანდათან , ცხოველებს და მცენარეებს რა დატვირთვა აქვს ამ შემთხვევაში. . .
უღრმესი მადლობა რომ ყოველთვის აგ ხარ და არასდროს გეზარება შენი აზრის დაფიქსირება ❤

№10  offline წევრი სიბილა

სალანდერი

anguished anguished

№11  offline წევრი მარიკუნაა♥️

რატომ?
აი, ეს კითხვა მაწუხებს მესამე თავია. შეიძლება, მე ვერ ჩავწვდი ბოლომდე, მაგრამ...
ვერ ვხდები, რა უღირს ამდენად, რომ ვიღაც ოთხი ადამიანის საშველად გარბის.
მითუმეტეს - დამნაშავეები არიან.
აუ, ვირევი რაღაც.
უბრალოდ, ბევრი კითხვა მაქვს და იმედია უახლოეს მომავალში პასუხებს მივიღებ.

აბა, შენ იცი♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№12  offline მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
რატომ?
აი, ეს კითხვა მაწუხებს მესამე თავია. შეიძლება, მე ვერ ჩავწვდი ბოლომდე, მაგრამ...
ვერ ვხდები, რა უღირს ამდენად, რომ ვიღაც ოთხი ადამიანის საშველად გარბის.
მითუმეტეს - დამნაშავეები არიან.
აუ, ვირევი რაღაც.
უბრალოდ, ბევრი კითხვა მაქვს და იმედია უახლოეს მომავალში პასუხებს მივიღებ.

აბა, შენ იცი♥️

მარიკუნა, მადლობა რომ აქ ხარ. მომწონს რომ ბევრი კითხვა გაქვს და უპასუხოდ არცერთს დავტოვებ მგონი.
ჰოდა კიდევ ერთხელ მადლობა ❤

№13 წევრი -ლილუ

წაგიკითხე... ჩემთვის სხვა განზომილება ხარ და ყოველი შენი ნაშრომის წაკითხვისას... ჩემ შინაგან სამყაროს მისხვაფერებ დღეს ამ ოთხმა სიტყვამ დამაფიქრა და შემცვალა ,,ღმერთს გეფიცები,ჩემ ღმერთს"... შენ ჩემი ცხოვრების მატარებლის მნიშვნელოვანი ,,ვაგონი" ხარ))) აქ ატვირთული ყოველი შენი ნაშრომით რისკავ(რისკში იცი რასაც ვგულისხმობ)სწორედ ამიტომ ხარ საუკეთესო ამ საიტზე...

№14  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ

მე არ ვიცი ვიმსახურებ თუ არა საუკეთესოს წოდებას, მაგრამ ვიცი რომ მაგარი იღბლიანი ვარ შენ რომ მყავხარ. შენ რომ მკითხულობ, შენ რომ გესმის და შენს აზრს რომ მიზიარებ. ვიცი რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ბევრი რამის გამო მაქვს შენთვის მადლობა სათქმელი. კიდევ ის ვიცი ზუსტად რომ ძალიან მაგარი წოდება მომანიჭე ახლა და მიხარია თუ შენი ცხოვრების მატარებლის, მნიშვნელოვანი ვაგონი ვარ. სავსებით საკმარისია ჩემთვის ესეც და არ მჭირდება რაღაც სხვა სტატუსები იმისთვის, რომ თავი ძალიან მაგრად ვიგრძნო. ❤

№15 წევრი meocnebe avadmyopi

ოი სალანდერ
ბარემ თუ ბანალურობა იყოს ბოლომდე და
ამ კომენტარსაც ასე დავიწყებ
დამაგვიანდა ხო
არადა შუადღეს წავიკითხე
როგორ მაინტერესებს გაგრძელება
ბოლო მომენტზე ბევრი ვიცინე
ანდრეა ისევ ანდრეად რჩება
ის ცინიკური ანდრეა,მისი პასუხებით
ხან გაოცებულს დაგტოვებს ხან გაცინებულს
საქციელებით ხო საერთოდ
ერთის მეშინია ნინას არ შეუყვარდეს
ვერ გადავიტან
თან ერთფეროვნება იქნება შეყვარებულები და ორივე ნინა
ცოტა არ იყოს ანდრეას არ შეეფერება
არადა უბრალოდ ვერ შევეგუები
სალანდერ როგორც თქვი პუნქტუალური ხარ და მართლა ხარ
ნუ დააგვიანებ შემდეგ თავს
ველოდები მე ამ გოგოს სიგიჟეებს heart_eyes heart_eyes
ისევ არეული გამოვიდა მაგრამ იმედია მიხვდები flushed flushed

№16  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

შენს სახელს რომ ამოვიკითხავ, კომენტარის წაკითხვამდე მეღიმება, ვიცი რაც მელოდება წინ და იმიტომ. აუ ძალიან მიხარია ანდრეა რომ უყვარს ვინმეს, მიუხედავად ამდენი უარყოფითისა რომელიც ამ გოგოში არის. ალბათ იმიტომ რომ მეც ძალიან ჩემებურად მყავს შექმნილი და გულზე მხვდება ხოლმე რომ ლანძღავენ .(თავხედობაა ვიცი მაგრამ რა ვქნა) :დ
ჰოდა დანარჩენი ვნახოთ, ვნახოთ , ვინ გამოიცნობს წინასწარ შეშლილი ანდრეას ნაბიჯებს.
მადლობა შენ ჩემო კარგო რომ სულ აქ ხარ და პოზიტივი მოგაქვს. ❤

№17  offline წევრი mariam m.k

Vaime gmerto gmerto ki arada xom kargi iyo ragacnairi tavi ai sxva tavebshi egeti ar migvrzvnia ici rogori yvela grznoba exa momawva tan bolo zan sasacilo iyo mofsa xom ratomgac me mgonia rom sheni yvela istoria anu yvela mtavari gmiri istoris shen tavs aigileb mastan. Arvici ase mgonia;) chavrte chemi filosofiuri qvis niwi :) momdevno tavi minda saswrafod torem vatyob gavafren me;)

№18  offline მოდერი სალანდერი

mariam m.k

ვაიმეეე, მარიამ ცოტა ძან გამახარე და მიხარია რომ მოგეწონა. . . ნუ ალბათ რაღაცნაირად მგვანან ხო, ანდრეასაც აქვს რაღაცები ჩემგან, საუბრის მანერა მაგალითად. . .
მადლობა რომ აქ ხარ და მომყვები ❤

№19 სტუმარი სტუმარი ნიკე

ანდრეა, ნინა და სერიული მკვლელი.

ჩემი სამი ფავორიტი მეორე ნაწილში. სამი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, რომლებიც ისტორიაში მითრევენ.

ანდრეას გამო რომ ლამის ორიენტაცია შევიცვალე ეგ კაი :დ :დ

სერიული მკვლელი მაინტრიგებს, ადამიანი რომელმაც თავად იკისრა მსაჯულის როლი. საინტერესო ფსიქოტიპი ჩანს.

ნინა, მე მგონია რომ ერთი ნინა ყველა რეალურ თუ წარმოსახვით ისტორიას ჭირდება.

№20  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნიკე
ანდრეა, ნინა და სერიული მკვლელი.

ჩემი სამი ფავორიტი მეორე ნაწილში. სამი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი, რომლებიც ისტორიაში მითრევენ.

ანდრეას გამო რომ ლამის ორიენტაცია შევიცვალე ეგ კაი :დ :დ

სერიული მკვლელი მაინტრიგებს, ადამიანი რომელმაც თავად იკისრა მსაჯულის როლი. საინტერესო ფსიქოტიპი ჩანს.

ნინა, მე მგონია რომ ერთი ნინა ყველა რეალურ თუ წარმოსახვით ისტორიას ჭირდება.

აუ ნიკე როგორ სწორად დასვი რა. ცოტა ძალიან "გამისწორდა" ისე მოკლედ დახატე სიუჟეტიც და პერსონაჟებიც. მეორე ნაწილის ჩვენი ფავორიტები ერთმანეთს დაემთხვა. . .
მადლობა რომ აქ ხარ ❤

№21  offline წევრი elene2619

ნეტა იცოდე რა დიდი სიამივნებით ჩავძვრებოდი შენს ტვინში ასეთი ფანტაზიის უნრი საიდან გაქვს რომ დავადგინო scream სიუჟეტს ისე ანვითარებ რომ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობი... და წარმოუდგენლად გიჟი რო ხარ ნეტა თუ ხვდები ❤️ ანდრეა ხო საერთოდ შეშლილია არაამქვეყნიურად სარკასტული და დარწმუნებული ვარ მხოლოდ შენ შეგიძლია მისი პერსონაჟის ასე მრთვა და აღწრრა ❤️❤️ მოუთმენლად რონ ველი შემდეგ თავს მგონი თქმაც არ უნდა ხო ?! ❤️

№22  offline მოდერი სალანდერი

elene2619

ვაიმე ელენე, როგორი საჩუქარი ხარ შენ. მართლა გიჟი ხარ მგონი, მაგრამ ჩემს ტვინში ჩაძვრომას არ გირჩევ. :დ მაგარი მიულაგებელია და "მიტყდება". :დ
ძალიან სასწაულად მაგარი გოგო ხარ და მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ. . .
ახალი თავიც იქნება ძალიან მალე ❤

№23 წევრი -ლილუ

ლომკა მაქვს სად არის ახალი თავი?! laughing ))))

№24  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
ლომკა მაქვს სად არის ახალი თავი?! laughing ))))

ლილუ, დღეს ცოტა გვიან ან ხვალ დილით დავდებ, ვერ მოვასწარი დაწერა ❤

№25 წევრი -ლილუ

საუკუნის ლოდინად,რომ ღირხარ ხომ იცი?!))) უბრალოდ ემოციის სინაკლებე მქონდა დღეს განსაკუთრებით და შემავსებდი..))

№26  offline მოდერი სალანდერი

[quote=-ლილუ][quote=სალანდერი][quote=-ლილუ]ლომკა მაქვს სად არის ახალი თავი?! laughing ))))[/quote]
ლილუ, დღეს ცოტა გვიან ან ხვალ დილით დავდებ, ვერ მოვასწარი დაწერა ❤
საუკუნის ლოდინად,რომ ღირხარ ხომ იცი?!))) უბრალოდ ემოციის სინაკლებე მქონდა დღეს განსაკუთრებით და შემავსებდი..))[/quote]
აუუ როგორ დამიბრუნებ ხოლმე ყველაფრის ხალისს რა ❤
იქნება დღეს ❤

№27 წევრი -ლილუ

[quote=სალანდერი][quote=-ლილუ][quote=სალანდერი][quote=-ლილუ]ლომკა მაქვს სად არის ახალი თავი?! laughing ))))[/quote]
ლილუ, დღეს ცოტა გვიან ან ხვალ დილით დავდებ, ვერ მოვასწარი დაწერა ❤
საუკუნის ლოდინად,რომ ღირხარ ხომ იცი?!))) უბრალოდ ემოციის სინაკლებე მქონდა დღეს განსაკუთრებით და შემავსებდი..))[/quote]
აუუ როგორ დამიბრუნებ ხოლმე ყველაფრის ხალისს რა ❤
იქნება დღეს ❤[/quote]
გამაბედნიერე....❤

№28  offline წევრი მელანია

ნეტავი რამე თუ არსებობს ამ ქყეყანაზე ანდრეა და მისი ავტორი რომ ვერ მოიფქრებენ?ისე კი,რა უნდა გითხრა შ-ე-ს-ა-ნ-ი-შ-ნ-ა-ვ-ი ხარ.

№29  offline მოდერი სალანდერი

მელანია
ნეტავი რამე თუ არსებობს ამ ქყეყანაზე ანდრეა და მისი ავტორი რომ ვერ მოიფქრებენ?ისე კი,რა უნდა გითხრა შ-ე-ს-ა-ნ-ი-შ-ნ-ა-ვ-ი ხარ.

შესანიშნავი შენ ხარ ❤
უღრმესი მადლობა ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent