შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი სამყარო [სრულად]


2-10-2018, 18:20
ავტორი ელპინი
ნანახია 2 300

შავი სამყარო [სრულად]

თინა რომ დაიბადა, იმ დღეს ცა შავი ღრუბლებით იყო სავსე, წვიმდა, არც ერთი ღია ფერი იყო სამყაროში, ისე, როგორც თინას თვალებში.
თინას შავი სამყარო ჰქონდა, ერთადერთი ფერი - შავი, რომელსაც ხედავდა, გრძნობდა, შთანთქავდა, ირეკლავდა, გარდატყდებოდა მასში. თინამ არ იცოდა, ყვითელი მზე, რომ ერწყმოდა მისი კანის თეთრ ფერს. არც ის იცოდა, რომ მისი თვალები ცის-ფერი იყო.
თინას შავი სამყარო თეთრი იყო, ასე ეძახდა თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, მუდამ თვალახელილი დადიოდა. ლამაზი თვალები ჰქონდა. ერთხელ რომ შეხედავდნენ, ფირზე ჩაწერილი კადრებივით იწერებოდა გონებაში. თითქოს, ატყვევებდა ადამიანებს, რომლებსაც მასზე სუსტ არსებებად თვლიდა.
თინა ხატავდა. ფერებით ქმნიდა ხელოვნებას, გრძნობდა, გინდ უსინათლო უწოდეთ და გინდ ბრმა უხეშად, თინა მაინც ხატავდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შავი მუქდებოდა თვალებში. ქალაქში ხმები დადიოდა თინა გიჟიაო, აბა, რომელი უსინათლო ხატავს ასე კარგად, ან იტყუება, ან უსინათლო არაა და შესაცოდებლად აკეთებს ამ ყველაფერსო. თინას ეღიმებოდა ამ დროს, თავს გამორჩეულად თვლიდა და იმიტომ. ის ხატავდა იმ ადამიანებს, რომლებიც ტრიალებდა მის რეალობაში.
თინა ფერებს ვერ ხედავდა, უბრალოდ შეეხებოდა და იცოდა, რა ფერი იყო. ნიჭი ჰქონდა, ხელოვნება იყო თავად თვითონ.
პირველი გამოფენა რომ ჰქონდა, ახლაც ახსოვს.

***
საღამოს შვიდი საათი იყო, სარაჯიშვილზე, საგამოფენო დარბაზი ივსებოდა ხალხით. გამოფენა - "ილუზია" იმართებოდა, მხატვარი - თინა წერეთელი.
თინა მის საყვარელ ნახატთან იდგა, ელაპარაკებოდა.
- ელენა, ხალხი გაგიცნობს დღეს, მათ არ იციან, ვინ ხარ შენ. არადა, მეც ვერ გიყურებ, მაგრამ ხო გგრძნობ, მთავარია. მე შენ დაგხატე, ელენა. გაუღიმე, მიესალმე ადამიანებს, არ მიაქციო ყურადღება მათ სახეებს, რომელსაც მე ჩემს წარმოდგენაში ვხატავ და შენც იგივეს გააკეთებ, ალბათ. მე და შენ გვიხარია, ელენა. სხვა, ვინ გაიგებს ამ სიხარულს?! არავინ, ჰო, მართალი ხარ შენ. - თინამ ხელით შეეხო პორტრეტს, ლოყაზე თითებს ატარებდა, თითქოს ცხადად ეფერებოდა. თან იღიმოდა.
დარბაზში ხალხი ირეოდა უკვე, ზოგი - იცინოდა, ზოგი - გაოცებული იყო. თინა კი, ყველაზე ბედნიერი.
- თქვენ ქმნით ამას?!
თინამ ხმა იგრძნო და მუხტი საიდანაც მოდიოდა, ხელი გაუწოდა.
- დიახ, მე. - თამამად თქვა და გაიღიმა.
- მგონი, გიჟი ხართ! - ახალგაზრდა მამაკაცი ნახატებს ხარბად ათვალიერებდა, თითქოს, ამოცნობას ცდილობდა, რა იყო იქ ისეთი, რაც ახატინებდა თინას.
- უთქვამთ.
- ეს ელენაა, ხო? - ხელი გაიშვირა მამაკაცმა ნახატისკენ, თინა შეტოკდა, თავი მანაც ნახატისკენ მიაბრუნა, ელენამ გადმოულაპარაკა თითქოს. - გაგიკვირდათ, რომ ვიცი, არა? - ღიმილით დაამატა მამაკაცმა. თინამ მხოლოდ თავი დაუქნია.
- გისმენდით რამდენიმე წუთის წინ.
- იქნებ, თქვენ თავად გინდათ, რომ დაარქვათ სახელი ამ ნახატს? ელენას მოეწონეთ, დამიჯერეთ. - თინამ ემოციურად დაიწყო საუბარი, გული გამალებით უცემდა, პირველად იყო, როცა მის ნახატზე ასე საჯაროდ საუბრობდა.
- იყოს ელენა, რადგან თქვენ უკვე უწოდეთ. მე არ მიყვარს სახელების შეცვლა და გადარქმევა. - მამაკაცმა ხელი ისევ ნახატისკენ წაიღო, თითის ბალიშები გადაატარა ნახატზე.
- ფრთხილად შეეხეთ, ისიც გრძნობს.
გაუკვირდა მამაკაცს, არ იცოდა, როგორ მიხვდა თინა ამას.
- მე ვიცი, რომ თქვენ შავი სამყარო გაქვთ.
თინას გაეღიმა, როცა არც უსინათლო და არც ბრმა უწოდეს, როგორც წესი.
- მე ვგრძნობ! რომ არ ვგრძნობდე, ვერც დავხატავდი. გრძნობები იმაზე განვითარებული და შესწავლილი მაქვს, ვიდრე თქვენ ან დარბაზში მყოფ ნებისმიერ ადამიანს.
- მგონი, მართლა გიჟი ხართ! - აღტაცებული იყო მამაკაცი, თავს ვერაფერს უყრიდა ტვინში, ქაოსი დაუტრიალდა რამდენიმე წუთში.
თინამ ხელები მამაკაცის სახისკენ წაიღო, წვერი ოდნავ ჰქონდა ლოყებზე, გამოკვეთილი სახის ფორმები და სწორი ცხვირი უმშვენებდა პირი-სახეს.
- ჩვენ გვიყურებენ, თინა.
- მაცადეთ, გიმახსოვრებთ.
თინას თვალები ახლა დახუჭული ჰქონდა. როგორც წესი, ამას როცა ხატავდა მხოლოდ მაშინ აკეთებდა და პირველად მოუნდა, რომ შესწავლისას დაეხუჭა თვალები.
- მაგრამ...
- გაჩუმდით! - მამაკაცს სიტყვა შეაწყვეტინა თინამ, ისევ აგრძელებდა მისი სახის შესწავლას. მამაკაცი კი, უბრალოდ იდგა. თინას ემორჩილებოდა, მის თავს უცნაური რამ ხდებოდა.
- თვალები დახუჭეთ! - ბრძანებასავით გააჟღერა თინამ. მამაკაციც მის ნებას დაჰყვა ხმაგაუღებლად.
- დავასრულე. - ღიმილით თქვა გოგონამ. წიგნის კითხვა დაასრულა, ასე ამბობდა თავად. ბოლო წუთებს წელავდა, რომ არ ამოეწურა და სწრაფად არ დაესრულებინა.
- რა ისწავლეთ?
- თავადაც გეცოდინებათ. - თინას თვალები აღარ ჰქონდა ახლა დახუჭული.
- ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ! - ღიმილით აღნიშნა მამაკაცმა.
- ვერ გხედავთ, მაგრამ გგრძნობთ. მუხტი გაქვთ თქვენ, გაუყავით ვინმეს.
- ელენას მე წავიყვან.
თინა რამდენიმე წამს გაჩუმდა, ჩაფიქრდა.
- წაიყვანეთ, მოუფრთხილდით, ელაპარაკეთ, სულ მოგისმენთ ადამიანებისგან განსხვავებით, ერთგულია ელენა!
- რა თქმა უნდა, ის ხომ თქვენ შექმენით. - დარმწუნებით თქვა მამაკაცმა. - დავით კლდიაშვილი.
თინა გაშეშდა, ხშირად ესმოდა ეს სახელი და გვარი ტელევიზორში.
- თქვენ...
- დიახ, მე... - დავითი წამებს წელავდა.
- თქვენც მხატვარი ხართ. - გაკვირვებულს აღმოხდა თინას.
- დიახ, ვარ. - მამაკაცი თინას თვალს არ აშორებდა, რომელიც მის წინ უხერხულად აწურულიყო, წუთის წინანდელი სითამამე დაჰკარგვოდა.
- თქვენ შავი სამყარო არ გაქვთ! - მტკიცედ თქვა თინამ. წამებში იცვლებოდა გოგონა.
- ოჰ, ამას რთული ახსნა აქვს, თინა. შავი სამყარო ისედაც არსებობს, ის მხოლოდ თვალებში არაა, თინა. ზოგი მისი ნებით ქმნის ამას, სულს იშავებს, ანუ ვგულისხმობ, რომ ამას არც სულში აყვავებული ზამთარი ჰქვია. ეს შავი სულია, შავი! - აშკარა იყო, ნელა ლაპარაკობდა დავითი, დროს წელავდა, უნდოდა უფრო დიდ ხანს ესაუბრა თინასთან.
ხალხი ირეოდა დარბაზში, ორ მხატვარს შორიდან უყურებდნენ, ზოგი ამბობდა - დავითს ამ ბრმა გოგოსთან რა უნდაო.
- მე არ მინახავს შენი ნახატები, არ მიგრძვნია ანუ. - უფრო კარგად განუმარტა თინამ.
- იგრძნობ ისე, როგორც მე - ელენას.
- მას რა ჰქვია? - ხმადაბლა ჰკითხა თინამ, თითქოს წინასწარ იცოდა და თან უნდოდა, არავის გაეგო.
- ირაკლი, მას ირაკლი ჰქვია, გაუგებენ ის და ელენა ერთმანეთს. - დავითი თინას თვალს არ აშორებდა, მის თვალებს უყურებდა, გაოცებული იყო იმ სუფთა წყლით, რომელიც თინას თვალებში მიედინებოდა, ცისფერი იყო, კამკამა, სუფთა. თითქოს თინას ერთით მეტი ვარსკვლავი უჩნდებოდა და ეს ახალი დღის დასაწყისი იყო.
- მე მჯერა, ჰო.
- გეძახიან, თინა.
თინა დაბნეული იყო, უცებ ვერ გაიაზრა რომელი მხრიდან ეძახდნენ. დავითმა ხელი ჩასჭიდა. მუხტი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად ახსენა, ახლა გაორმაგებულად იგრძნო. უკან გამოწევა დააპირა, მაგრამ დავითის ხელმა დააკავა.
- მე წაგიყვან, თინა.
თინა პატარა ბავშვივით მიჰყვებოდა უკან დავითს. ხალხში გაერივნენ, ჩუმად ჩურჩულებდნენ. ამ ხნის განმავლობაში, თითქოს იმ უზარმაზარ დარბაზში, ორი მხატვრის გარდა არავინ იყო. თითქოს, მათი სულები უკვე შერწყმულიყო.
- გამარჯობა, თენგიზ. - დავითი მიესალმა მეგობარს, თინა მის გვერდით იდგა, ხელი არ გაუშვია.
- გამარჯობა. - თინამ დაბალი ხმით თქვა.
- რა სასიამოვნოა თქვენი ხილვა, ახალგაზრდებო. - პირი-სახე ღიმილმა გაუპო ოდნავ გაჭაღარავებულ მოხუცს. - მაშ, თქვენ ბრძანდებით თინა?! ის გოგო, რომელიც თავად ხელოვნებაა და ქმნის ამ მშვენიერებას! - თენგიზი თინას ათვალიერებდა, მოსწონდა ეს ახალგაზრდა მხატვარი, ცხადი იყო.
- დიახ, მე გახლავართ. - სასიამოვნოდ ამოილაპარაკა თინამ.
- თქვენ შექმნით ახალ ხელოვნებას, ჩემი სიტყვები გახსოვდეთ!
თინა ვერ ხედავდა თენგიზს, მაგრამ გრძნობდა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო. უნდოდა თენგიზთან ესაუბრა, მაგრამ ის ფაქტი, რომ დავითიც იქ იყო, თან თინას ხელი ეჭირა, აბნევდა.
- თინა, თენგიზი მხატვარია, ალბათ მასზეც გსმენია. - თინას გადაულაპარაკა დავითმა. - მგონი, დაბადებიდან ხატავს და საუბარზე ადრე, ხატვა დაიწყო. - სიცილით დაამატა დავითმა.
- ოჰ, დავით, ისევ არ შეცვლილხარ. ჩემი ჭაღარა მაინც შეიბრალე, ისე ლაპარაკობ, თითქოს მეც შენსავით ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყო. აგერ სადაცაა, დავტოვებ წუთისოფელს. თქვენ, შენ და თინამ უნდა გადაარჩინოთ ხელოვნება. - მეგობრულად დაჰკრა დავითს ხელი მხარზე თენგიზმა და თვალი ჩაუკრა თან.
თინა გრძნობდა მათ მეგობრულ დამოკიდებულებას, უხაროდა კიდეც.
- თქვენ თენგიზ ალავერდიშვილი ხართ? - ჩაერთო გოგონა მათ დიალოგში.
- კი, გენაცვალე, კი.
- მე ვიცი თქვენი ნახატები. ძალიან კარგ ავტოპორტრეტებს ხატავთ, თითქოს რემბრანდტივით, მაგრამ თქვენ მაინც ახალს ქმნით. იქ თქვენი სული დევს.
თენგიზი გაოცდა. მან იცოდა თინას შესახებ, რომ ერთადერთ ფერს ხედავდა იგი. არ იცოდა, როგორ ან საიდან გაიგო თინამ ეს ყველაფერი. სხვას რომ ეთქვა და ეამბო მიე შესახებ თინასთვის, ეს არ მისცემდა ასეთი გრძნობით საუბრის საშუალებას გოგონას.
- თინა, ძალიან ნიჭიერი ხართ! - გაოცებას შეეპყრო თენგიზი.
- დიდი მადლობა!
- მე დაგტოვებთ, ახალგაზრდებო. სხვებსაც უნდათ თქვენთან საუბარი, თინა. დღეს დიდი დღე გაქვთ, ამის მერე სულ ასე იქნება.
დავითი თინას უყურებდა, თითქოს ცდილობდა გამჭვირვალე გაეხადა იგი, თინა იმალებოდა, რამდენიმე წამით ხუჭავდა თვალებს ხოლმე, გაურბოდა თითქოს დავითს.
- თინა! - მკაცრად მიმართა დავითმა.
- გისმენ, დავით.
- ნუ აკეთებ ამას, თინა. არ მომწონს, რომ დისკომფორტს გრძნობ.
- მე?! ჰო, რა თქმა უნდა. - დაიბნა გოგონა, გულისცემაც აუჩქარდა, დავითმა ეს იგრძნო, თითქოს ყურებში ესმოდა როგორ ფეთქავდა თინას გული, ეღიმებოდა წამიერად, თინა ვერ ხედავდა, მაგრამ დავითმა იცოდა - გრძნობდა.
- თინა, ჩვენ ახლა ერთ-ერთ ნახატთან ვართ, რომელიც ძალიან უცნაური და საინტერესოა.
თინა წინ წავიდა, ხელი შეახო ნახატს.
- აქ ოთხკუთხედებია, ყველა სხვადასხვა ფერის, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული არიან. ზოგი დიდია, ზოგი - პატარა. - თინამ ახსნა დაიწყო, დავითი კი ყურადღებით უსმენდა. - შუაში კი, ერთ-ერთ შავ წრეში, ცისფერი სამკუთხედია. ერთადერთი განსხვავებულია ამდენ მსგავს ფიგურას შორის. შავი - მე ვარ, ცისფერი - ჩემი თვალები, რომელიც არასდროს მინახავს, მაგრამ ვგრძნობ ცხადად მას.
- ეს გასაგებია, თინა, მაგრამ რატომ ოთხკუთხედები?! - გაკვირვებულმა ჰკითხა დავითმა, აქამდე მსგავსი არაფერი ენახა.
- ეს ჩაკეტილი სივრცეა, ოთხი კედელი, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ბოჭავენ, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს. უნდათ, რომ გაექცნენ ამ ოთხ კედელს, მაგრამ რეალურად, სამაგისოდ არაფერს აკეთებენ, უმოქმედოები არიან, მხოლოდ ტირილი შეუძლიათ და მოთქმა. - თინა ღიმილით ხსნიდა ნახატის არსს.
იგი ისე უცნაურად გამოხატავდა ადამიანებს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს, ყველა გაოცებული იყო.
- და სხვადასხვა ფერი რატომ, თინა?! - დავითს კითხვები არ ასვენებდა, უნდოდა მეტი რამ გაეგო. თავადაც მხატვარი იყო და აქამდე, როცა ნახატს ხედავდა, იმდენად პრიმიტიული იყო, ყველაფერს უცებ სცნობდა. ახლა კი, იმდენად ჩააფიქრა თინას ნახატმა, რთული მოეჩვენა.
- ადამიანები ფერები არიან, წითელი - უმოქმედო, მწვანე - უგრძნობი, ლურჯი - უემოციო, თეთრი - "უარაფრო", ანუ ცარიელი, იისფერი - "დაუნახავი". კიდევ ბევრია, დავით. დრო და დრო, თავადაც მიხვდები ამას. აქ ადამიანთა ბრბოა, სხვადასხვა ფერი, მაგრამ მათ ერთადერთი აქვთ მსგავსება - ისინი ადამიანები არიან! - ღიმილით დაასრულა თინამ. მან იცოდა, რომ დავითს კითხვები ჰქონდა, ამიტომ ამომწურავად არ პასუხობდა, პირიქით უფრო მეტ საძიებელს უტოვებდა და დარწმუნებული იყო, დავითი თავადაც შეძლებდა ამ ყველაფრის ახსნას.
- ძალიან უცნაურია, თინა! - სახტად დარჩენილიყო დავითი.
- რაც ჩემს თავს ხდება ჩემი ხელებით, ყველაფერი უცნაურია. - კმაყოფილი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში გოგონას. მოსწონდა გაურკვეველი რაღაცები მას.
დავითი ჩუმად იყო ცოტა ხანს, ჯერ თინას უყურებდა, შემდეგ კი დარბაზში მყოფ ხალხს, რომლებიც უფრო იმის გამო მოვიდნენ, რომ გაეგოთ მართლა უსინათლო იყო თუ არა თინა და თუ მართლა ასე იყო, როგორ შეეძლო მაშინ ხატვა.
- ისინი ბრბოა, დავით. ამბობენ, რომ სხვადასხვა ინტერესები აქვთ, მაგრამ სინამდვილეში არ იციან, რომ ყველა ერთმანეთის მსგავსნი არიან.
- და მე, თინა?!
- შენ... - თინა ჩაფიქრდა, გონებაში ითვლიდა თან, ყოველთვის ასე აკეთებდა, როცა პასუხს ეძებდა. - ჩვენ, მხატვრები ადამიანები არ ვართ და არც არასდროს ვიქნებით. ისევე როგორც მე, შენც გაქვს შენი სამყარო! მხატვარი - მოსიარულე ხროვისგან, ადამიანური ტაქტიკისგან, ვალდებულების არსებობისგან განთავისუფლებული, რეალურებში ირეალური არსება.
დავითს თვალის გუგები გაფართოვებოდა, აქამდეც იცოდა თინას უცნაურობის ამბავი, ქალაქში რომ ხმები დადიოდა, დავითამდეც აღწევდა, მაგრამ ეგონა, რომ აზვიადებდნენ. ახლა კი, იმდენად გაკვირვებული იყო, გრძნობდა, რომ თინას ბოლომდე შეცნობას ვერასდროს მოახერხებდა. ამ გოგონაში იყო რაღაც იდუმალი, რაც დავითს აფიქრებდა და სახტად ტოვებდა.
თინა იობის მოთმინებით იყო აღჭურვილი, მან იცოდა, რომ რასაც ამბობდა, ადამიანებისთვის გაუგებარი იქნებოდა. გრძნობდა, დავითი ხვდებოდა მის სიტყვებს, მაგრამ გაურკვევლობის შეგრძნება მაინც რჩება "გასაიდუმლოებული" ქვეტექსტების გამო, ამიტომ ღიმილს ჰგვრიდა ეს ფაქტი.
- თინა… თინა… იცი, რომ აქ ვერ გაგიგებენ?! - კარგა ხანს გაჩუმებულმა, ხმა ამოიღო დავითმა.
- რა თქმა უნდა, დავით. მათთვის, როგორც უსინათლო, მიუღებელი ვარ, ჩემი საუბარი კი, ამოუცნობი იქნება. აქ მყოფი ადამიანების 98% ვერ გაიგებს ნახატების შინაარს, მე კი ახსნას არ ვაპირებ. ჩემი ფუნდამენტური საქმე, მხოლოდ ხატვა და ფიქრია ნაკლებ საუბართან ერთად. - თინამ დავითის ხელი დაიჭირა, არტერიაზე ორი თითი დაადო, პულსს გონებაში ითვლიდა. - ხედავ, ჩემი მუხტი შენზე მოქმედებს, ხო? ნორმალურზე მეტია აშკარად. - თინა ტვინში იბეჭდავდა თითოეულ ფეთქვას და სახელებს არქმევდა თან.
- გაგიჟდი, თინა?
- არა, რატომ?
- ხვალ ტელევიზორს უსმინე, განცხადებები შესანიშნავი იქნება.
- გადარდებს? - მომაბეზრებლად იკითხა თინამ.
- ნაკლებად, მთავარია შენზე არ იმოქმედოს, მე მივეჩვიე უკვე. - უემოციოდ უპასუხა დავითმა.
- მე ტელევიზორს მაშინ ვუსმენ, როცა ახალ მხატვრებზე საუბრობენ, ძირითადად.
- შენ დღის რეპორტაჟს მოგიძღვნიან, თინა და თან დააყოლებენ, რომ მთელი საღამო საკმაოდ ცნობილ მხატვარ - დავით კლდიაშვილთან იყავი.
თინამ გულიანად გაიცინა, მისთვის არახალი იყო ადამიანური ბუნება.
- მართლა გიჟი ხარ, თინა! - დავითიც აჰყვა სიცილში.
- არის ამაში რაიმე ცუდი? - მშვიდი გამომეტყველა ჰქონდა გოგონას.
- ეს ხომ შენ ხარ, ცუდი რა უნდა იყოს, თინა.
- რატომ არ მკითხე რამდენი გქონდა პულსი?! - თითქოს, წყენა შეჰპარვოდა გოგონას.
- დავითვალე, თინა. მეც დავითვალე.
- იქნებ, ავცდით? არ გაინტერესებს? - კითხვები უჩნდებოდა თინას.
- ჩვენი აცდენა ისეთივე შეუძლებელია, როგორიც თევზის წყლის გარეშე არსებობა.
- არ გინდა ჩემი პულსი დაითვალო? - შეფარვით ჰკითხა გოგონამ.
- დავითვალოთ, თინა.
- ვიგრძნობ, თუ დავემთხვევით?
- რა თქმა უნდა.
წუთი იწელებოდა, თითქოს სამოცი წამის ნაცვლად, სამას სამოცი წამისგან შედგებოდა.
თინას თვალები დახუჭული ჰქონდა, დავითიც ცოტა ხანს აკვირდებოდა თინას სახეს, მერე კი თავადაც დახუჭა. ქაოსი იყო, წუთი გარბოდა, წამი ვერ ეწეოდა. ორივემ ერთდროულად დაასრულა თვლა.
თინამ თვალები გაახილა, სიშავეს ოდნავ სხვა ფერი დაჰკრავდა მის თვალებში. დავითმაც ზუსტად იმ წამს შეხედა, მიხვდა რომ ერთდროულად დაასრულეს და დაემთხვა.
- შენ იმ დროს ამოისუნთქე, როცა მე. - ბედნიერად თქვა თინამ.
- და იმ დროს ჩაისუნთქე, როცა მე. - სიხარულითვე უპასუხა დავითმა.
- 74, დავით.
- 74, თინა.
წუთით გაჩუმდნენ, დარბაზშიც სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს, აღარ აქცევდნენ ორ შეშლილ მხატვარს ყურადღებას, ყველა თავისთვის იყო. უფრო სწორედ, იმ ნახატების ამოცნობას ცდილობდნენ, რომელიც ასე გაუგებარი იყო მათთვის.
- ერთდროულად დავასრულეთ. - მორცხვად თქვა თინამ.
- თინა, ოჰ, თინა… - დავითი ხშირად ერთიანად შეავლებდა თვალს გოგონას, რომელიც ხან ძალიან ამოუცნობი, ხან კიდევ - ბავშვივით პატარა და მორცხვი იყო. - რატომ ჰქვია ამ გამოფენას ილუზია, თინა?
- ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ილუზია და წარმოსახვაა, სინამდვილეში კი არ იციან, რომ რეალურია და მათ უჭირთ გაგება, უბრალოდ. სახელიც შესაბამისად შევურჩიე. დაე, ეგონოთ ის, რაც თავად სურთ.
ამ ხნის განმავლობაში, შორიდან ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი ადევნებდა თვალს თინასა და დავითს, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უთვალთვალებდა მათ და რაღაც მზაკვრულს გეგმავდა. მერე მიუახლოვდა მათ, იუდას ღიმილით ათვალიერებდა ორივეს, ფარისევლურად.
- გამარჯობა, თინა!
თინამ მაშინვე იგრძნო უარყოფითი მუხტი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, დავითი მიუხვდა და თინას მკლავზე მსუბუქად შეეხო.
- გამარჯობა. - ხმადაბლა თქვა გოგონამ.
ჟურნალისტი ხან დავითს, ხან თინას ხარბად ათვალიერებდა.
- მე ჟურნალისტი გახლავართ, მინდა ცოტა მესაუბროთ თქვენზე, რომ რეპორტაჟი გავაკეთო. - საშინლად გამაღიზიანებელი ხმა ჰქონდა და თინასაც უარყოფითად მუხტავდა.
დავითი თინას თვალს არ აშორებდა, ამშვიდებდა მზერით და იცოდა, თინა გრძნობდა ამ მზერას.
- გისმენთ. - თავშეკავებულად უპასუხა თინამ.
- როგორც ცნობილია, თქვენ უსინათლო ხართ. - უარყოფითად დაიწყო ჟურნალისტმა.
- დიახ, ვარ.
- მაშინ, როგორ ახერხებთ ამ ნახატების შექმნას?
- ეს ხელოვნებაა, თუ მას არ გრძნობთ, ვერ გაიგებთ. - მტკიცედ უპასუხა თინამ.
- ამბობენ, სინამდვილეში ყველაფერს ხედავს, მაგრამ აწყობს ასე და იტყუებაო.
დავითს ჟურნალისტის პირდაპირობა აღიზიანებდა, მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა.
- ზებუნებრივობას მივაწეროთ. - სარკაზმით თქვა თინამ.
ჟურნალისტს ხმამაღლა გაეცინა თინას პასუხზე, რამაც დავითის გაბრაზება გამოიწვია.
- თავაზიანობა გმართებთ! - უკმეხად, ყბადაჭიმულმა მიუგო ჟურნალისტს დავითმა.
- რატომ გიკვირთ თინასადმი უარყოფითი დამოკიდებულება? - ირონიით აღვსილიყო ჟურნალისტის ხმა. თინა ანერვიულდა, რაც დავითმა მაშინვე შეატყო.
- იმაზე მეტი ინფორმაცია მიიღეთ, ვიდრე შეიძლებოდა. დაგტოვებთ, თქვენის ნებართვით! - გოგონას ხელი მოჰკიდა და იქაურობას გაეცალა დავითი.
ჟურნალისტი კი, შორიდან ისევ ადევნებდა თვალს მათ. რეპორტაჟი, რომელიც ხვალ დღის ამბად იქცეოდა, ტვინში გამზადებული ჰქონდა უკვე.
- თინა, ადამიანია, მისგან ნუ ელი რამეს. - მშვიდი ჰქონდა ხმა დავითს, თინას ხელი ეჭირა და თითებით ეფერებოდა.
თინას არაფერი უპასუხია, ჩუმად იყო. მისი საზოგადოებიდან გარიყულობის შესახებ აქამდეც გრძნობდა, ეგონა კიდეც მზად იყო, მაგრამ თავს მაინც ცუდად გრძნობდა ახლა.
- თინა, გაიღიმე, ძალიან გიხდება! - დავითმა გოგონას სახეზე ხელები აატარ-ჩამოატარა, რაზეც თინას გულში რაღაცამ მსუბუქად გაჰკრა გულთან.
იმ საღამოს, დავითი თინას გვერდიდან არ მოშორებია, ყოველ წუთს ახალს იგებდა თინას შესახებ და იმახსოვრებდა.
პირველმა, დავითმა შეიძინა თინას ნახატი, "ელენა". არც ერთი ნახატი არ დარჩენილა გაუყიდველი, თინას თან გული წყდებოდა, რომ მის ნაწილებს ატანდა, რამდენიმე წამით გაუჭირდა გადალახვა ამის, მაგრამ მაინც დაძლია. საგამოფენო დარბაზი დაცარიელდა.
ბედნიერი იყო თინა!
- აბა, თინა, რამდენად ბედნიერი ხარ?
- ალბათ, ამ ბედნიერებას მინდა, რომ სახელი დავარქვა, მაგრამ არ მინდა, რომ ბანალური იყოს. ძალიან ბედნიერი ვარ, დავით!
- მჯერა, თინა, მჯერა!
- რომ შემეძლოს, ჩემს სულს დაგანახებდი. - სევდაშეპარული ღიმილით თქვა თინამ.
- ვხედავ, თინა, დამიჯერე.
- ძალიან შავია!
- დღეს ცოტა სითეთრე შეეპარა. - დარწმუნებით თქვა დავითმა.
- ამოვისუნთქე ადამიანები, რომ წავიდნენ.
- თავს ნუ იბოჭავ ადამიანებით, ხელოვანო.
თინას სული შეუგუბდა დავითის ნათქვამ ერთადერთ სიტყვაზე, გრძნობა ვერ მოთოკა და გაეღიმა, სული აუდუღდა და შიგნეული აეწვა.
- ხელოვნება ხარ შენ, თინა! - დავითი განგებ ცდილობდა, რომ თინას ემოციების და განცდების გამოტანაში დახმარებოდა, გაენთავისუფლებინა.
თინას გული ნორმალურზე, აშკარად ჩქარი იყო, მკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა გოგონას. სურვილი ჰქონდა, რომ დავითის სახე დაენახა, მაგრამ მთავარი იყო, გრძნობდა. გრძნობა ისე დიდი იყო მასში, თვალით ხილვასაც სჯობდა. სითბო ეღვრებოდა მთელ სხეულში, კანი სულ დახორკლილი ჰქონდა. დავითს უცხო ჟინი იპყრობდა, რომ შემოეხვია ხელები თინასთვის, გულში ჩაეკრა გოგონა და რამდენიმე წუთით მაინც დაეგულებინა მისად.
- უკვდავი ხელოვანი ხარ, თინა! - ხელები შემოჰხვია დავითმა თინას, თითქოს გულის ფეთქვა ორივესი სამუდამოდ შეერწყა ერთმანეთს.


***
თინას სამყარო შავი იყო დაბადებიდანვე.
ორჯერ სცადა თინამ შავის ფერებით შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ. ორივე ოპერაციას შედეგი არ ჰქონია, ოდნავ მაინც არ შეუცვლია არაფერი. თინა ისევ ვერ ხედავდა მის ცისფერ თვალებს, რომელშიც ცის გული იყო მოქცეული. უფრო და უფრო იცვლებოდა თინას თვალი, მაგრამ არა - კარგისკენ.
მეორე ოპერაციის შემდეგ, თხუთმეტი დღე ეკეთა სახვევები თინას, პირველი უშედეგო ოპერაცია როგორღაც გადაიტანა. ელოდა, რომ აღიქვამდა ყველაფერს, მაგრამ ისევ არაფერი იყო.
სახვევები მოხსნეს თინას.
იმ დღეს, მზის სხივები ხელზე არ უგრძვნია, ამინდის ცვალებადობას ადარებდა ყოველთვის რაღაცის შედეგს. წვიმის წკაპუნი ესმოდა ფანჯარაზე, იცოდა ცაზე შავი ღრუბლები იყო, მოლოდინი არ ჰქონდა კარგის, მაგრამ გულისგულში მაინც უნდოდა და სურდა.
ექიმი ცდილობდა ემოციური ფონი დაერეგულირებინა.
- მხედავ, თინა? - მთელი ძალა მოიკრიბა, რომ ეს კითხვა დაესვა თინასთვის.
პასუხი კი, არაფერი იყო. მიხვდა თინაც და ექიმიც, რომ არც მეორე ოპერაციას ჰქონდა შედეგი.
დასუსტდა თინა.
უჭირდა გადალახვა.
უჭირდა იმდენად, რომ გადაწყვიტა საბოლოოდ უარი ეთქვა შემდეგ ოპერაციაზე და განეგრძო ისე, როგორც აქამდე.
თვრამეტი წლის რომ გახდა, თავშესაფრიდან წამოვიდა, მეგობარი ჰყავდა ერთადერთი, რომელიც დახმარებას უწევდა და ეხმარებოდა ყველაფრის სწავლაში. შეხებით იმახსოვრებდა თინა ყველაფერს, ახლა აღარც სჭირდებოდა დახმარება გზის გასაგნებად, ან ოთახიდან ოთახში გასასვლელად, ან კარადიდან ფინჯნის ჩამოსაღებად. ყველაფერი გრძნობით ჰქონდა ათვისებული თინას. რვა წელი გასულიყო უკვე. რვა წელში სამყარო ამოაბრუნა თინამ. მერე ხატვა დაიწყო. იმდენად კარგად ხატავდა, თვეში რამდენიმე ნახატი ეყიდებოდა, არქიტექტურას უფრო ყიდულობდნენ მსხვილი ბიზნესმენები და ეს იყო მისი შემოსავალი. ბოლოს კი, რაც პირველი გამოფენა მოაწყო, უამრავი შემოთავაზება ჰქონდა.


***
დღეები გარბოდა, თინას დაწევა უჭირდა, ხოლმე. რაღაც შეცვლილიყო მასში, რაც არ იცოდა და გაურკვევლობა ჰქონდა ტვინში. შეიძლება იცოდა კიდეც…
შვიდი ხდებოდა უკვე, როცა მარჯანიშვილისკენ გეზი აიღო. მთელი ქალაქი შეკრებილიყო. ბრბო იდგა. თინას უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, შორს იდგა საგამოფენო დარბაზიდან, მისვლა არ უნდოდა მათთან.
- თინა, ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
უცებ ხმა გაიგონა თინამ. იცნო. აგერ უკვე, ერთი კვირა იყო, არ ენახა დავითი და მონატრების გრძნობდა შეჰპარვოდა გულში. გრძნობა რომელიც მათ შორის იყო, ორივეს თან აუცხოვებდა და თან აახლოვებდა ერთმანეთთან.
- მოვედი, დავით, მოვედი.
დავითმა თინას ლოყაზე აკოცა, გოგონამ უცებ საოცარი მუხტი იგრძნო, წამიერად დაეტაკა თითქოს. სინამდვილეში, დავითის და მისი მუხტი საბოლოოდ გაერთიანდა.
- მართლა მომენატრე, თინა! - გულწრფელი და ბავშვური იყო დავითი.
თინაც ასევე. პატარა გოგოსავით გრძნობდა თავს, რომელსაც ის ის იყო, სიყვარულში გამოტყდომოდნენ.
- მეც დავით, მეც!
თინა ფეხის წვერებზე აიწია, ხელები შემოჰხვია დავითს და გულიანად ჩაეხუტა, მისგან დიდი სითბო მიიღო...
ერთ საათში საგამოფენო დარბაზი სავსე იყო ხალხით, დავითს კითხვებით აწუხებდნენ, ყოველ წუთს ითხოვდნენ მასთან საუბარს. თინა იქვე იდგა, ერთ-ერთ ნახატთან. რაც გინდათ, ის უწოდეთ, მაგრამ შეუხებლადაც მიხვდა, რომ ის ირაკლი იყო, რომელზეც დავითმა თავდაპირველად ესაუბრა. სურნელი რომ იგრძნო და იცნო, გაიღიმა.
- ირაკლის მოეწონა ელენა? - ღიმილით ჰკითხა დავითს.
- ნეტავ ცოცხლობდნენ, რა მარადიული სიყვარული იქნებოდა მათ შორის.
- ისინი ჩვენ შევქმენით. - თინამ ხელი ნახატისკენ წაიღო, თითებს დაატარებდა, ცდილობდა შესწავლას.
- ჰო, ჩვენ, თინა.
- რა იდუმალია, არა?
- როცა ვხატავდით, ერთ ქალაქში ვიყავით, თინა, გჯერა? მე შენზე ბევრი არც კი მსმენოდა მაშინ, შენც მხოლოდ ტელევიზორიდან და წარმოიდგინე, როცა ჩვენ მათ ვხატავდით, თითქოს გაწყვეტილი ძაფი შევაერთეთ და ერთმანეთი ვაპოვნინეთ. ძალიან უცნაურია. როგორ აგიხსნა, არ ვიცი, თინა. - დაბნეული ლაპარაკობდა დავითი.
- მესმის მე, დავით. ჩვენ ისინი ერთმანეთისთვის შევქმენით. შეიძლება არარეალურია, მაგრამ ასეა ხელოვნება, ამით იქმენა იგი. - თინაც დაბნეული იყო. იმდენად, რომ სიტყვებს გონებაში ეძებდა. დავითის სიახლოვე, მისი სურნელი და გულისცემა რომელიც ესმოდა, აბნევდა.
- შენ უკვდავი ხელოვანი ხარ, თინა! საოცარი ხარ შენ, თინა! - აღტაცებით ლაპარაკობდა დავითი.
თინა მორცხვად იყო, დავითს მისი წითლად შეფაკლული ლოყები მოსწონდა. ისიც მოსწონდა, რომ პატარა ბიჭივით გრძნობდა თავს თინას წინ. მისთვის პრობლემას არაფერი წარმოადგენდა. ერთადერთი რაც შეჭმარიტად იცოდა, თინასადმი გაჩენილი გრძნობების არსებობა იყო.
დავითს თინასთან ყოფნას არ აცდიდნენ, ხან ვინ იხმობდა სასაუბროდ, ხან - ვინ.
სუფთა ჰაერზე გამოვიდა თინა, ხელებით დასაჯდომს ეძებდა და ხის სკამზე ჩამოჯდა. უკვე კარგად იყო შებინდებული.
- თინა, კარგად ხარ?
უცებ დავითის ხმა გაიგონა. ძლივს დაწყნარებული გული, ისევ აუჩქარდა.
- კი, კი, კარგად ვარ მე. რატომ გამოხვედი? ხალხია იქ, აინტერესებთ ნახატების შინაარსი.
- თინა, ვარსკვლავს მაგონებ, რომელიც ერთადერთი და გამორჩეულია ამდენ ვარსკვლავში, ყველაზე კარგად ანათებს და ყველაზე დიდია. - გრძნობებით სავსე იყო დავითი, ნერვიულობდა თან.
- მე ვერ ვხედავ მათ, დავით.
- ცა უსასრულოა თინა, შენ კი - ვარსკვლავი ხარ. ამ დაუსრულებელი ცის ნაწილი, ამიტომ ხარ უკვდავი ხელოვანი, თინა!
თინას გაეღიმა, ხელი დავითის სახისკენ წაიღო, ლოყებზე მსუბუქად დაატარებდა, დავითმა ხელზე ეამბორა და შემდეგ თინას ხელის მტევანს ჩამოადო სახე.
- როგორი თბილი ხელი გაქვს, თინა!
დავითმა თინასკენ გაიწია, სახე ახლოს მიუტანა, თინას გულ-მუცელი შეეკუმშა ერთიანად, ჩაისუნთქა და ვეღარ ამოისუნთქა.
დავითი ტუჩებზე შეეხო მსუბუქად, თინას ელექტროდებმა დაუარა სხეულში, უზღვავ სითბოს გრძნობდა.
- შემიყვარდი, თინა! ძალიან უცებ შემიყვარდი, ვერც მე ვიჯერებ ამას!


***
თეთრ კედელზე ორი პორტრეტი ეკიდა წარწერით : "უკვდავი ხელოვნება".
თითქოს, ნახატები ლაპარაკობდნენ შემქმნელებზე, რომლებმაც სიცოცხლე აჩუქეს მათ და გაწყვეტილი ძაფი აღადგინეს.



დავბრუნდი.
არ ვიცი, როგორ...
გული მაქვს საშინლად აჩქარებული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 მოდერი სალანდერი

დავბრუნდები პატარა ❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები პატარა ❤

გელოდები,
ძალიან მიყვარხარ!

 


№3 მოდერი სალანდერი

როგორ გისაყვედურო ნერვიულობაზე, მე ხომ ვიცი შენი წუწუნა ხასიათი და გული რომელიც ათჯერ მეტად გრძნობს ვიდრე საჭიროა ზოგჯერ.
გეჩხუბებოდი ახლა, ამ ბავშვური ნერვიულობისთვის, მაგრამ უადგილო იქნება. . . შენ ასეთი ხარ, უნდა იგრძნო. . .
ანნა, გახსოვს ჯერ კიდევ სულ თავიდან რომ დავიწყე შენი კითხვა მაშინ მიგიწერე სადღაც ხელო'ვნება ხარ მეთქი და მიხარია რომ არ შევცდი. მიხარია რომ იმედს არ მიცრუვებ და ყოველ ჯერზე უფრო გაზრდილი ბრუნდები. გიჟური იყო ეს ყველაფერი, და შენ კიდევ სხვის არანორმალურობაზე რომ ლაპარაკობ, სად გაქვს ხოლმე ნამუსი. მომეწონა თინაც, დავითიც, ირაკლიც და " ელენაც" . . . ბევრი რამ მეცნო და მომეწონა. . . გადმოცემის უნარი, მე ხომ ვიცი როგორ მოკლედ და კონკრეტულად შეგიძლია რაღაცების მოტანა ახლოს და ამისთვის არაამქვეყნიური ფრაზები არ გჭირდება. დიდებული ხარ შენ პატარა, ხელო'ვნებაც ხარ როგორც ადრე გითხარი და მჯერა რომ არ/ვერ შეიცვლები. . . კიდევ ერთხელ გამოგივიდა ყველაფერი იმაზე უკეთ, ვიდრე საჭირო იყო და ნუ ნერვიულობ ხოლმე რა.
მუყვარხარ მე შენ და წერე ხოლმე ხშირად, არ მიყვარს არს მე შენი პაუზები.

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
როგორ გისაყვედურო ნერვიულობაზე, მე ხომ ვიცი შენი წუწუნა ხასიათი და გული რომელიც ათჯერ მეტად გრძნობს ვიდრე საჭიროა ზოგჯერ.
გეჩხუბებოდი ახლა, ამ ბავშვური ნერვიულობისთვის, მაგრამ უადგილო იქნება. . . შენ ასეთი ხარ, უნდა იგრძნო. . .
ანნა, გახსოვს ჯერ კიდევ სულ თავიდან რომ დავიწყე შენი კითხვა მაშინ მიგიწერე სადღაც ხელო'ვნება ხარ მეთქი და მიხარია რომ არ შევცდი. მიხარია რომ იმედს არ მიცრუვებ და ყოველ ჯერზე უფრო გაზრდილი ბრუნდები. გიჟური იყო ეს ყველაფერი, და შენ კიდევ სხვის არანორმალურობაზე რომ ლაპარაკობ, სად გაქვს ხოლმე ნამუსი. მომეწონა თინაც, დავითიც, ირაკლიც და " ელენაც" . . . ბევრი რამ მეცნო და მომეწონა. . . გადმოცემის უნარი, მე ხომ ვიცი როგორ მოკლედ და კონკრეტულად შეგიძლია რაღაცების მოტანა ახლოს და ამისთვის არაამქვეყნიური ფრაზები არ გჭირდება. დიდებული ხარ შენ პატარა, ხელო'ვნებაც ხარ როგორც ადრე გითხარი და მჯერა რომ არ/ვერ შეიცვლები. . . კიდევ ერთხელ გამოგივიდა ყველაფერი იმაზე უკეთ, ვიდრე საჭირო იყო და ნუ ნერვიულობ ხოლმე რა.
მუყვარხარ მე შენ და წერე ხოლმე ხშირად, არ მიყვარს არს მე შენი პაუზები.

სერიოზულად?!
ახლა გული გამეხევაააააა...
ხომ იცი, რომ ვბღავი ახლა, სულ არ გეცოდები?!
ნორმალური ხარ შენ, საერთოდ?!
აუ, ძაან ვნერვიულობდი რა, ვერ ვიტან პაუზებს, არ გამომდის ხოლმე მერე, მაგრად მერხევა მაგ დროს, მაგრამ სერიოზულად შოკში ვარ, შენ თავს გეფიცები.
მე ჩვენი ყველაფერი მახსოვს, პატარა!
შენი ეგ სიტყვაც მახსოვს!
მე ძალიან მიხარია, რომ იმედი არ გიცრუვდება და მე ხომ ვიცი, რამდენსაც ნიშნავს ეს შენთვის, ან ჩემთვის.

ძალიან მიყვარხარ, გეფიცები ძალიან!
ჩემი არანორმალური ეშმაკი ხარ შენ!

 


№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

ელ პინ ისევ შენი სტილი
ისევ დამაფიქრებელი
ისეთი რომ სახიდან ღიმილი არ მომშორებია
დავითი და თინა
ეს გოგო შემიყვარდა მისი შავი ბნელი სამყაროთი
თუმცა ალბათ ბევრის ფერად სამყაროს ისევ მისი ჯობია
მისი გრძნობები ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრა ნამდვილი და წრფელი
ღმერთო რა საყვარელი წყვილია
თითქოს იდუმალიც კი
და შენ ელ პინ
კიდევ რამდენ ხანს განაგრძობ ჩემს გაოცებას
მაგრამ არ უნდა შეწყვიტო მიყვარს მე
შენი ისტორიებისგან გამოწვეული გაოცება
ის ფრაზებიც და კითხვებიც რომელსაც იყენებ
შემდეგ მეფიქრება თითოულ მათგანზე
აი კიდევ რით გამოირჩევა
შენი ისტორიები ჩემთვის
ყველაზე მეტს ვფიქრობ მათზე არის კიდე
ერთი ადამიანიც მაგრამ ეგ არაფერი
ერთმანეთზე უკეთესები ხართ
უფრო მაფიქრებთ
მოკლედ ძალიან ძალიან მომეწონა
ველი შენს ახალ ისტოიას ელ პინ heart_eyes heart_eyes

 


№6  offline ადმინი ელპინი

meocnebe avadmyopi
ელ პინ ისევ შენი სტილი
ისევ დამაფიქრებელი
ისეთი რომ სახიდან ღიმილი არ მომშორებია
დავითი და თინა
ეს გოგო შემიყვარდა მისი შავი ბნელი სამყაროთი
თუმცა ალბათ ბევრის ფერად სამყაროს ისევ მისი ჯობია
მისი გრძნობები ჩვეულებრივ ადამიანზე ბევრა ნამდვილი და წრფელი
ღმერთო რა საყვარელი წყვილია
თითქოს იდუმალიც კი
და შენ ელ პინ
კიდევ რამდენ ხანს განაგრძობ ჩემს გაოცებას
მაგრამ არ უნდა შეწყვიტო მიყვარს მე
შენი ისტორიებისგან გამოწვეული გაოცება
ის ფრაზებიც და კითხვებიც რომელსაც იყენებ
შემდეგ მეფიქრება თითოულ მათგანზე
აი კიდევ რით გამოირჩევა
შენი ისტორიები ჩემთვის
ყველაზე მეტს ვფიქრობ მათზე არის კიდე
ერთი ადამიანიც მაგრამ ეგ არაფერი
ერთმანეთზე უკეთესები ხართ
უფრო მაფიქრებთ
მოკლედ ძალიან ძალიან მომეწონა
ველი შენს ახალ ისტოიას ელ პინ heart_eyes heart_eyes

მე შენი სახელი ისევ ძალიან მომწონს!
მართლა გულით მიხარია ასეთი დადებითი შეფასება და ალბათ, მალე ბედნიერებისგან გული გამისკდება.
მომწონს, რომ ფიქრობ, ეძებ, გინდა გაიგო... ძალიან მაგარია ჩემთვის ეს!
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ!
უღრმესი მადლობა შენ!

 


№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

-თავს ნუ იბოჭავ ადამიანებით, ხელოვანო.

მინდა, რომ სულ მელაპარაკო.
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
-თავს ნუ იბოჭავ ადამიანებით, ხელოვანო.

მინდა, რომ სულ მელაპარაკო.
♥️

მარიკუნა,
როგორი თბილი ხარ შენ, ნეტავ იცოდე!

ძალიან დიდი მადლობა!
♥️

 


№9  offline წევრი .M.A.R.I.

სერიოზულად ძალიან მაგარი იყო
ანუ არვიცი რა დავწერო
სიტყვებს ვერ ვპოულობ...
რაღაც განსხვავებული იყო
თინა სავით *-*
ძალიან ბევდი დადებითი ემოცია მქონდა
ძალიანაც მომეწონა
კარგი დასასრულიც ჰქონდა ^-^
ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას
და დებილივით მეღიმებოდა
ორჯერ შემოვიდა დედაჩემი ოთახში
დარაღაც მითხრა
იმდენად ჩამითრიე რომ ვერაფერი გავიგე
ახლა ვეკითხებოდი რა ხდებათქო
და მეკიარა შენრა დებილივით იღიმოდიო :დდ

თინა ხედავს მხოლოდ შავს, მაგრამ ვფიქრობ
მას ფერადი სამყარო აქვს >_<
ფერადია მხოლოდ იმიტომ მაინც , რომ
თავის სიყვარულს შეხვდა
იმით მაინც რომ ის ადამიანების
მსგავსი არაა ის "ხელოვანი"-ა
იმით, რომ ის განსხვავებულია!
განსხავებულად კარგი!

დავითს კიდევ უდიდეს პატივს ვცემ
რადგან მან მოახერხა თინას გაგება
მოახერხა მის გრძნობების ამოკითხვა
და თავიც კი შეაყვარა ამ დადებითი მუხტით...


მოკლედ მაგარი ვინმე ხარ რა
მაგრად მევუასე მაგრი ისტორიაა !
და ჰომ შენ ძველ ისტორიებსად დავყვები ახლა
და წავიკითხავ იმდენად მომაწონე თავი :დ <3

 


№10  offline ადმინი ელპინი

.M.A.R.I.
სერიოზულად ძალიან მაგარი იყო
ანუ არვიცი რა დავწერო
სიტყვებს ვერ ვპოულობ...
რაღაც განსხვავებული იყო
თინა სავით *-*
ძალიან ბევდი დადებითი ემოცია მქონდა
ძალიანაც მომეწონა
კარგი დასასრულიც ჰქონდა ^-^
ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას
და დებილივით მეღიმებოდა
ორჯერ შემოვიდა დედაჩემი ოთახში
დარაღაც მითხრა
იმდენად ჩამითრიე რომ ვერაფერი გავიგე
ახლა ვეკითხებოდი რა ხდებათქო
და მეკიარა შენრა დებილივით იღიმოდიო :დდ

თინა ხედავს მხოლოდ შავს, მაგრამ ვფიქრობ
მას ფერადი სამყარო აქვს >_<
ფერადია მხოლოდ იმიტომ მაინც , რომ
თავის სიყვარულს შეხვდა
იმით მაინც რომ ის ადამიანების
მსგავსი არაა ის "ხელოვანი"-ა
იმით, რომ ის განსხვავებულია!
განსხავებულად კარგი!

დავითს კიდევ უდიდეს პატივს ვცემ
რადგან მან მოახერხა თინას გაგება
მოახერხა მის გრძნობების ამოკითხვა
და თავიც კი შეაყვარა ამ დადებითი მუხტით...


მოკლედ მაგარი ვინმე ხარ რა
მაგრად მევუასე მაგრი ისტორიაა !
და ჰომ შენ ძველ ისტორიებსად დავყვები ახლა
და წავიკითხავ იმდენად მომაწონე თავი :დ <3

ვაიიიი, ძაან გადამეკეტა ახლა სიხარულისგან, გეფიცები.
მარი, მგონი პირველად ხარ ჩემთან ხო?! არ მახსოვხარ, რატომღაც და ვაი ჩემს სკლეროზ მეხსიერებას, თუ აქამდეც იყავი.
ძალიან დადებითით ამავსე მე შენ და უღრმესი მადლობა ამისთვის!
მიხარია, რომ დავითს პატივს სცემ. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს შექმნილ პერსონაჟს, ამდენად კარგად აფასებენ და მართლა გულით მიხარია მე ეს!

თინა ჩემი უკვდავი ხელოვანია!
დავითი კიდევ, თინას ნაწილი.

მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, მარი!
ოქრო გოგო ხარ შენ!

 


ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე იზრდები ელპინ. ვხედავ უფრო მეტ სიღრმეებს და ძალიან მახარებს. ბევრს ნიშნავს ეს. მიყვარს, როცა ისეთ ნაწარმოებს ვკითხულობ, რომელიც ბრტყელი არაა და კითხვის დროს ორი, ან სამი, ან სულაც ოთხი ხაზით მაფიქრებს. წარმატებები ❤️

 


№12  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე იზრდები ელპინ. ვხედავ უფრო მეტ სიღრმეებს და ძალიან მახარებს. ბევრს ნიშნავს ეს. მიყვარს, როცა ისეთ ნაწარმოებს ვკითხულობ, რომელიც ბრტყელი არაა და კითხვის დროს ორი, ან სამი, ან სულაც ოთხი ხაზით მაფიქრებს. წარმატებები ❤️

ოჰო, როგორი საინტერესო შეფასებაა, ქეთი!
ძალიან მიხარია, მთელი გულით უღრმეს მადლობა გიხდი ამ სიტყვებისთვის.
საოცარი ხარ შენ!

 


№13 სტუმარი სტუმარი სიბილა

როცა ასე კარგად წერ, სწორედ მაშინ ნერვიულობ,ჩემთვის გასაგებია.პაუზების ნუ გეშინია. სხვის ათს შენი ერთი გერჩიოს. და მაინც, ველი ახალ ნაწარმოებს. ხელოვანთა ამ თავბრუდამხვევმა ეიფორეამ სიამოვნება მომანიჭა.

 


№14  offline ადმინი ელპინი

სტუმარი სიბილა
როცა ასე კარგად წერ, სწორედ მაშინ ნერვიულობ,ჩემთვის გასაგებია.პაუზების ნუ გეშინია. სხვის ათს შენი ერთი გერჩიოს. და მაინც, ველი ახალ ნაწარმოებს. ხელოვანთა ამ თავბრუდამხვევმა ეიფორეამ სიამოვნება მომანიჭა.

რუსა,
შენი კომენტარები ერთი დიდი სიამოვნებაა ჩემთვის!
ნერვიულობა სენია ჩემი, ისე ვერაფერს ვაკეთებ ხოლმე.
მიხარია, თუ ისიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა!

 


№15  offline მოდერი Girl with pretty smile

შენ არ იცი როგორ მენატრებოდი ანა!
იქაც მენატრებოდი და აქაც!
მონატრების შემდეგ კი ეს...
დაუვიწყარი იყო ანა,გამაოგნებელი.
ხო,მართლაც შენებური იყო და სულ ცოტა დამაბნეველი.
მაგრამ,შენ რის ანა ხარ,თუ არ დაგვაბნიე?
თუ არ გაგვაოცე და უფრო არ ჩაგვითრიე?
უბრალოდ,იმდენად ვამაყობ იმიატ,რომ გიცნობ,თან ამდენად კარგად,რომ სიტყვებითაც ვერ გადმივცემ!
უკვე,მთელი დღის მუხტი ამ ისტორიით შევიძინე!
რა თქმა უნდა,ყოველთვის ასეა.
შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მუდამ გაღიმებული დავდივარ.
ახლა იმასაც ვფიქრობ,რამდენი ხანია,აქ მე შენთვის კომენტარი აღარ დამიწერია.
მაგრამ,ვწერ.
ამ წამს ვწერ და თან მიჭირს!
იმდენი მომენტი იყო,რომელიც გონებაში ღრმად დაილექა.
არ ვიცი,ვერ გეტყვი.
უკვე იმასაც ვხვდები,რომ გრძნობების გადმოცემა მიჭირს.
მაგრამ შენ,იმდენს ახერხებ ამ შენი ისტორიებით,რომც არ მიჭირდეს,მაინც დამამუნჯებ.
ისე,ვერც კი წარმომიდგენია უშენოდ და შენი ისტორიების გარეშე მე რა მეშველებოდა!
ხოდა,ძალიან დიდი მადლობა შენ დაო.
უღრმესი მადლობა აბსოლიტურად ყველაფრისთვის!
მიყვარხარ!
<3

 


№16  offline ადმინი ელპინი

Girl with pretty smile
შენ არ იცი როგორ მენატრებოდი ანა!
იქაც მენატრებოდი და აქაც!
მონატრების შემდეგ კი ეს...
დაუვიწყარი იყო ანა,გამაოგნებელი.
ხო,მართლაც შენებური იყო და სულ ცოტა დამაბნეველი.
მაგრამ,შენ რის ანა ხარ,თუ არ დაგვაბნიე?
თუ არ გაგვაოცე და უფრო არ ჩაგვითრიე?
უბრალოდ,იმდენად ვამაყობ იმიატ,რომ გიცნობ,თან ამდენად კარგად,რომ სიტყვებითაც ვერ გადმივცემ!
უკვე,მთელი დღის მუხტი ამ ისტორიით შევიძინე!
რა თქმა უნდა,ყოველთვის ასეა.
შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მუდამ გაღიმებული დავდივარ.
ახლა იმასაც ვფიქრობ,რამდენი ხანია,აქ მე შენთვის კომენტარი აღარ დამიწერია.
მაგრამ,ვწერ.
ამ წამს ვწერ და თან მიჭირს!
იმდენი მომენტი იყო,რომელიც გონებაში ღრმად დაილექა.
არ ვიცი,ვერ გეტყვი.
უკვე იმასაც ვხვდები,რომ გრძნობების გადმოცემა მიჭირს.
მაგრამ შენ,იმდენს ახერხებ ამ შენი ისტორიებით,რომც არ მიჭირდეს,მაინც დამამუნჯებ.
ისე,ვერც კი წარმომიდგენია უშენოდ და შენი ისტორიების გარეშე მე რა მეშველებოდა!
ხოდა,ძალიან დიდი მადლობა შენ დაო.
უღრმესი მადლობა აბსოლიტურად ყველაფრისთვის!
მიყვარხარ!
<3

ანი,
რამდენი თბილობები და საყვარლობები მითხარი. გული გამითბე, იცი?!
ძალიან დიდი მადლობა!
მგონი, სიტყვის თქმის ძალაც წამერთვა და ყველაფერი დამეკარგა გონებაში, რა ენთუზიაზმით გავხსენი კომენტარი და ბოლომდე გაღიმებული სახით ჩავიკითხე.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ანი ამდენი სითბოსთვის და დაფასებისთვის!

 


№17  offline წევრი -ლილუ

Pievelad gkitxulob....saocrad sigrmiseuli midgoma da rac mtavaria individualizmi gaqvs.... pirveli shtebejdileba shenze ra shemidzlia vtqva ar wamikitxavs gigrdzeni da(mimixvdi albat) zustad gavitavise yvelaze shavi feradovneba.... aucileblad gagecnobi bolomde,rogorc mwerals)

 


№18  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
Pievelad gkitxulob....saocrad sigrmiseuli midgoma da rac mtavaria individualizmi gaqvs.... pirveli shtebejdileba shenze ra shemidzlia vtqva ar wamikitxavs gigrdzeni da(mimixvdi albat) zustad gavitavise yvelaze shavi feradovneba.... aucileblad gagecnobi bolomde,rogorc mwerals)

ლილუ, მე გიცნობ შენ.
გამიხარდა, რომ დრო დამითმე და ჩემთანაც მოხვედი. უღრმესი მადლობა, რომ მიგრძენი!
ჰო, ამ სიტყვას მე თუ გავიგებდი, რაც იგულისხმე.
შავი ფერადოვნება ყველაზე დიდი ხელოვნებაა, რომ იცოდე...
იმედია, ისიამოვნებ. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ!

 


№19  offline წევრი -ლილუ

ელპინი
-ლილუ
Pievelad gkitxulob....saocrad sigrmiseuli midgoma da rac mtavaria individualizmi gaqvs.... pirveli shtebejdileba shenze ra shemidzlia vtqva ar wamikitxavs gigrdzeni da(mimixvdi albat) zustad gavitavise yvelaze shavi feradovneba.... aucileblad gagecnobi bolomde,rogorc mwerals)

ლილუ, მე გიცნობ შენ.
გამიხარდა, რომ დრო დამითმე და ჩემთანაც მოხვედი. უღრმესი მადლობა, რომ მიგრძენი!
ჰო, ამ სიტყვას მე თუ გავიგებდი, რაც იგულისხმე.
შავი ფერადოვნება ყველაზე დიდი ხელოვნებაა, რომ იცოდე...
იმედია, ისიამოვნებ. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ!

Da yvelaze didi xelovania is visac sheudzlia yvelaze shavi feradovneba gadmosces da gagrdznobinos..))me grdznobebis adamiani var!ase, rom gigrdzeni da zustad vici,rom sheni uket gacnobit,yovel jerze mec met fers mivigeb sheni nashromebidan)

 


№20  offline წევრი მელანია

მოკლედ პირველად ვტოვებ კომენტარს შენს ისტორიაზე,ისე კი თითქმის ყველა ისტორია მაქვს შენი წაკითხული.ძალიან ემოციურად წერ და რაც მთავარია ყოველთვის ახერხებ ამ ემოციების მოტანას მკითხველამდე.ეს ხომ ძალიან მნიშვენელოვანია.ჩემს მიერ წაკითხული შენი ყველა ისტორია ძალიან დამაფიქრებელი და ამაღელვებელი იყო.არც შავი სამყარო გამოდგა,განსხვავებული ესეც შესანიშნავი და ემოციებით სავსეა.წარმატებები შენ მომავალში heart_eyes

 


№21  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
ელპინი
-ლილუ
Pievelad gkitxulob....saocrad sigrmiseuli midgoma da rac mtavaria individualizmi gaqvs.... pirveli shtebejdileba shenze ra shemidzlia vtqva ar wamikitxavs gigrdzeni da(mimixvdi albat) zustad gavitavise yvelaze shavi feradovneba.... aucileblad gagecnobi bolomde,rogorc mwerals)

ლილუ, მე გიცნობ შენ.
გამიხარდა, რომ დრო დამითმე და ჩემთანაც მოხვედი. უღრმესი მადლობა, რომ მიგრძენი!
ჰო, ამ სიტყვას მე თუ გავიგებდი, რაც იგულისხმე.
შავი ფერადოვნება ყველაზე დიდი ხელოვნებაა, რომ იცოდე...
იმედია, ისიამოვნებ. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ!

Da yvelaze didi xelovania is visac sheudzlia yvelaze shavi feradovneba gadmosces da gagrdznobinos..))me grdznobebis adamiani var!ase, rom gigrdzeni da zustad vici,rom sheni uket gacnobit,yovel jerze mec met fers mivigeb sheni nashromebidan)

ლილუ, როგორ გამახარე და გამათბე. მართლა სული გამითბე, რა!
მე და ხელოვანი?!
ოჰ, ცოტა რთულია მგონი, ჰო...
ფერებით ვმანიპულირებ, ლილუ. თუ შენ ამას დაინახავ, მართლა ძალიან, მთელი გულით გამიხარდება!
რაღა მეთქმის, დიდი მადლობა.

მელანია
მოკლედ პირველად ვტოვებ კომენტარს შენს ისტორიაზე,ისე კი თითქმის ყველა ისტორია მაქვს შენი წაკითხული.ძალიან ემოციურად წერ და რაც მთავარია ყოველთვის ახერხებ ამ ემოციების მოტანას მკითხველამდე.ეს ხომ ძალიან მნიშვენელოვანია.ჩემს მიერ წაკითხული შენი ყველა ისტორია ძალიან დამაფიქრებელი და ამაღელვებელი იყო.არც შავი სამყარო გამოდგა,განსხვავებული ესეც შესანიშნავი და ემოციებით სავსეა.წარმატებები შენ მომავალში heart_eyes

როგორ მომეწონა შენი სახელი მე, რომ იცოდე!
უჰ, გამაბედნიერე და სულ პოზიტივით ამავსე. გამიხარდა, რომ გამომეხმაურე, ძალიან დასაფასებელია ეს!
როგორ მიყვარს ხოლმე, საინტერესო შეფასებების მოსმენა.
ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ მართლა დაგაფიქრა შენ ჩემმა ნაწერებმა.
როგორი თბილი გოგო ხარ, დიდი, დიდი მადლობა!

 


№22 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემი ბრილიანტი ანნა ელ საოცრება ხარ ყველაფრით გამორჩეული???? შენი სტილია ყველაფერს უღრმავდები და საოცარ ისტორიას ქმნი მავსებ და მაბედნიერებ ჩემო ტკბილო❤❤❤❤❤❤

 


№23  offline ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
ჩემი ბრილიანტი ანნა ელ საოცრება ხარ ყველაფრით გამორჩეული???? შენი სტილია ყველაფერს უღრმავდები და საოცარ ისტორიას ქმნი მავსებ და მაბედნიერებ ჩემო ტკბილო❤❤❤❤❤❤

მარიკო, ჩემო კარგო, ძალიან დიდი მადლობა!
მიხარია, რომ წამიკითხე და მომენატრა შენი თბილობები მეც. ოქრო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent