შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(ნაწილი 2) №2


3-10-2018, 12:28
ავტორი Life is Good
ნანახია 2 317

ნადირობა(ნაწილი 2) №2

სახლის სპორტულ შარვალში და მოკლე მკავიან უბრალო მაისურში გამოწყობილი ,სასტუმრო ოთახში, სავარძელში იჯდა და წინ გადახრილი ჟურნალების მაგიდაზე გადაშლილ საქაღალდეებს ინტერესით ათვალიერებდა. ეს იყო შაოშვილის საქმის მასალები,რომლის ნაწილიც გასაცნობად სახლში წამოიღო,ნაწილს კი დილით ამოუტანდნენ არქივიდან.ჩართული ტელევიზორისთვის ხმა გაეთიშა, ყავით სავსე მოზრდილ ფინჯანს კი სურნელივანი ოხშივარი ასდიოდა.
-ამის დედაც...-დაღლილობისგან,ამწვარი თვალები, ორი თითით ძლიერად მოისრისა და კედლის საათს ახედა...თერთმეტის ნახევარი სრულდებოდა.მას კი დროის დაკარგვა ნამდვილად არ უნდოდა...ის იყო მეორე საქაღალდე გადაშალა კარზე დარეკილმა ზარმა რომ მიიქცია მისი ყურადღება...ამ დროს არავის ელოდებოდა.წარბშეკრული,გაოცებული სახით წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა. რკინის მძიმე კარი,ფართოდ გამოაღო და ზღურბლზე მდგარ ქალს, გაოცებულმა შეავლო მზერა.
- მარტო ხარ?-სტუმარი,უხერხულად შეიშმუშნა..-ბოდიში ამ დროს რომ მოვედი ,დღის სხვა მონაკვეთში ხან მე არ მცალია ხან შენ არ ხარ სახლში და
-შემოდი!-ნიკოლოზი ,გვერდით გადგა და სტუმარი, სახლში შეატარა.შემდეგ კარი მიხურა და დერეფანში უხერხულად აწურუსლ ხელით მისაღები ოთახისკენ მიანიშნა,წინ წასულს კი უკან მიჰყვა.
-ხომ მშვიდობაა?-მწვანე გობელენ გადაჯრული სავარძლისკენ ანიშნა, თავად კი კუთვნილი ადგილი დაიკავა და გადაშლილი საქაღალდეები დახურა.
-კი...კი..უბრალოდ ,აი-ქალმა,ჩანთა გახსნა და ერთმანეთზე აკინძული,თაბახის რამოდენიმე ფურცელი ამოაცურა.მის წინ მაგიდაზე დადო და ათრთოლებული თითებით მამაკაცისკენ გააცურა.-ეს მოგიტანე.
დათუნაშვილმა, ფურცლები უსიტყვოდა აიღო და ინტერესით გადახედა,შემდეგ სიმწრით ჩაეცინა და უკან, მაგიდაზე უდეიერად დაყარა.
-ლიზა...
-ნიკა,უბრალოდ ამ
წყეულ ფურცლებზე ხელი მოაწერე და წავალ...
-ამის დედაც...არ მოვაწერ.-მამაკაცმა,თავზე, ნერვიულობისგან ათრთოლებული თითები გადაისვა და ყბის ძვალი დაეძაბა...-არ მოვაწერ ლიზა.
-ჯანდაბა,ნიკა ,ძალიან გთხოვ...
-რას მთხოვ? გოგო ,შენ მართლა დებილი ხარ?!-ტონს აუწია მამაკაცმა-გამომაგდე?!წამოვედი,რამდენჯერ ვცადე შენთან ლაპარაკი და ისტერიკები დამიდგი?!გავატარე...სახლში მოვედი და ბებიაშენმა თავზე მთელი უბანი დამახვია?ჩავყლაპე...ბავშვის ნახვის უფლებას არ მაძლევთ ტო...ჩემი შვილის ნახვა ,ან ბაღში ან ,ქუჩაში და ან შემთხვევით მიწევს...ვითმნე...ვითმენ ლიზა, შენს უმსგავსო საქციელს,ერთი თვეა ვითმენ, ვიფიქრე: დამშვიდდება,დალაგდება და ბოლოს და ბოლოს მიხვდება რა უნდათქო...ამის დედაც...პატარა, აღარ ხარ ერგემლიძე!ჩემი ცოლი ხარ და ამდენ დედამოტყნულ ქალში გამოგარჩიე,გამოგარჩიე და ცოლობა გთხოვე...ჩემი შვილის დედა ხარ...მიყვარხარ და ის რომ მიჭედავ ,რაღაც არარეალურ ამბებზე რაც მაგ პატარა თავში მოგდის...რაც შენი ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი...ცოტა არ იყოს ტეხავ!
-ნიკა...
-რა ნიკა?! რააა?!-იღრიალა და სავარძლიდან წამოხტა.-რა ნიკა ტო?! ახლა, ამ შუაღამეს იმის მაგივრად რომ სახლში,ბავშვთან იყო და ფიქრობდე...ხო, ფიქრობდე გინდა თუ არა ჩემთან ყოფნა...მოდიხარ აქ,მოგაქვს ეს წყეული ფურცლები და მთხოვ უბრალოდ ხელი მოვაწერო?! ყველანაირი ახსნა- განმარტების გარეშე მოითხოვ ხელი მოვაწერო განქორწინებას, რომელიც არ მინდა...
-ნიკა...-ქალს,ქვედა ტუჩი სატირლად აუთრთოლდა და სახეზე ჩამოყრილი გრძელი თმა,უკან დაუდევრად გადაიწია...-ასე ჯობია.
-ვისთვის ჯობია ლიზა?! ვისთვის, შენთვის?! სამი წლის განმავლობაში შენთვის არაფერი ამიკრძალავს,სრული თავისუფლება გქონდა...ის თუ არ მომწონს ჩემი ცოლი , ექვსი თვით გერმანიაში გაგაზვას რომ აპირებს მაგაში მამტყუნებ? რა გინდა?! სამსახურიი? ამის დედაც ,ხვალვე გექნება...თანამდებობაა? თუ მოინდომებ ეგაც გეწბრბა...ციდან ეგრე არაფერი ცვივა ტო...იცი რამდენი წელი ვძვრებოდი კანიდან დღევანდელ მდგომარეობამდე რომ მიმეღწიაა?! ესე ჰარი ჰარალოზე პროკურორად არავინ გაგჩითავს ლიზიკო.
-ეს ჩემი შანსია... კარიერული წინსვლა მინდა,ამ ყველაფერს მინდა თავად მივაღწიო და არა პროკურორი ქმრის ხარჯზე...მინდა, ისე მიხსენიებდნენ როგორც ელიზაბეტ ერგემლიძეს და არა როგირც პროკურორი, დათუნაშცილის ცოლს,შენი ჩრდილის ქვეშ ყოფნა არ მინდა ...ჯანდაბა, როგითი დიასახლისის პერსპექტივა თუ არ მხიბლავს დამნაშავე ვარ?!-იკივლა ერგემლიძემ და სავარძლიდან,ისიც წამოდგა-არ შემიძლია ასე ჯდომა ,ხოო...საჭმლის კეთება,სახლის ლაგება და დღის ბოლოს დაჯდომა და სამსახურიდან მოსული ქმრის ლოდინი...არ შემიძლია ,არაა ჩემი...-ყვიროდა და ხელებს აქტიუტად იშველიებდა...დათუნაშვილი ,იდგა და გაცოფებულ ცოლს უსმენდა, ბოლოს სიმწრით ჩაეცინა და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა...
-შენ,საკუთარი თავის რეალიზებაში მიშლი ხელს...-თითი ცხვირწინ დაუქნია ქალმა-ერთი ეგოისტი ხარ, რომელიც თვლის რომ მისი საკუთრება ვარ და არ მაქვს ჩემი სურვილები,ოცნებები და მიზანი...მოაწერე ამ საბუთებს ხელი ნიკა!აღარ მინდა ამდენი კამათი.
-სულ ეს არის იმ მიზეზების ჩამონათვალი, რაც გაიძულებს გამეყაროო?-ნიკამ,ქალს ამღვრეული თვალები შეანათა.
-არა ...დარწმუნებული ვარ შენც ბედნიერი იქნები...ამიტომ განთავისუფლებ იმ უღლისგან, რაც სამი წლის უკან ,შენც არ იცი რატომ დაიდგი.-ქალმა,ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა.
-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...-ნიკამ,ცხვირით ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ხელები გაშალა.-მე ,შენ ნამდვილად მიყვარხარ...ამ სამი წლის განმავლობაში სხვა ქალისკენ არც კი გამიხედავს...გაფასებდი და ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყავი...იმის მტკიცება რომ მე არ ვიცი ეს უღელი რატომ დავიდგი? შენი მხრიდან ს უაზრო თამაშია რასაც ვერ ვიტან და პახოდუ ვერც ვერასდროს ავიტან-კბილებში რისხვით გამოსცრა მამაკაცმა და ამღვრეუკი თვალიები ჩაუმუქდა.
-ყველაზე და ყველაფერზე,მაგრამ არა სამსახურზე..შენი წყეული სამსახური, ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას ბატონო ნიკოლოზ!-ერგემლიძემ,წარბი ნიშნის მოგებით აუწია და ურონიულად ჩაიცინა.
-ხოო...პირველად ვნახე ქალი ქმრის სამსახურზე რომ ეჭვიანობდეს...მე, ამ სამსახურში გამიცანი...ამის დედაც...მე, მიყვარს ჩემი სამსახური...ხოოო, მიყვარს ჩემი პროფესია და ზუსტად ეს დედამოტყნული სამსახურია ლუკმას რომ გვაჭმევს ქალბატონო ელიზაბეტ...ეს სამსახურია ,უზრუნველად რომ გაცხოვრებს და მანქანების ფერს და სერიას არჩევდი.რომელი გინდოდა...ეს სამსახურია, მნიშვნელოვანი, რადგან აქედან წამოსული რიგითი მუშის 500 ლარიანი ხელფასით სული როდის გაგვძვრებოდა არ ვიცოდით...ამის დედაც, ეხლა გაიგე მილიონერი რომ არ ვარ?!-იღრიალა დათუნაშვილმა-ეხლა დაინახე, ჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილი რომ ვარ? ხშირად ხმელი პური მიჭამია და ისე წავსულვარ სკოლაში...თავს ვიკლავდი სწავლაში, რიგითი ,უსაქმური რომ არ გამოვსულიყავი...რამ გადაგრია ლიზიკო? რამ შეგცვალა? -სინანულით ჩაეცინა მამაკაცს-ახლა ,ამ წყეულ სამასლარიან ბინაში...მთელი ღამე უნდა გავათენო...ტვინი მოვიტყნა ,რომ ის წყეული საქმე გავხსნა კისერზე ტვირთად რომ ჩამომეკიდა...და ამ დროს ჩემი ცოლი ,ჭედავს იმაზე ...ჯიბე გაფხეკილი პროკურორის ცოლი რომ არის და მისი ქმარი სახლში მოსვლას აგვიანებს..რა გართობაზე მებაზრები ნამუსი არ გაქვს? რომელ გართობაზე? როდესაც სამსახურიდან მოსულს სახლში შენ და პატარა ანასტასია მელოდებით? ახლა ,რაღა გინდა ლიზა?
-ხელი მოაწერე საბუთებზე...
ნიკამ ღრმად შეისუნთქა...სიბრაზისგან ლარივით დაჭიმული სხეული დაიმორჩილა და მაგიდასთან დაიხარა
-ხელი მოვაწეროო?!-ჩაეცინა,მაგიდასთან დაიხარა და ფურცლებზე სწრაფად მოაწერა ხელი,მერე წელში გასწორდა და ნერვიულობისგან ათრთოლებულ ლიზას დააკვირდა.
-ერთი ,შენი დედაც მოვტყან!-ზიზღით გამოსცრა და ხელში შერჩენილი ფურცლები სახეში შეაყარა.-აი,მოვაწერე...თავისუფალი ხარ,წადი გაგაზე იმ შენს გერმანიაში,განიდი პროკურორი დათუნაშვიკის ჩრდილიდან და იყა ი უბრალოდ ელიზაბეტ ერგემიძე-ჩაეცინა-...ოჯახისთვის არ შექმნილო ქალო...მაგრამ დაიმახსოვრე,სამწუხაროდ ახლა პროკურორი დათუნაშვილის ყოფილი ცოლი იქნები,მაინც ვერ ფამიხვალ ჩემი ჩრდილიდან...ეს სიტყვებიც დაიმახსოვრე,რასაც ახლა გეტყვი, რადგან მეორედ არ გაგიმეორებ!-მისკენ გადაიხარა და თითქმის ზედ მის ტუჩებთან გამოსცრა:-ისე გაგიხდი საქმეს ,გერმანიაში კი არა ჩხოროწყუში ვერ ჩახვალ ბებიაშენთან...ამ საქციელს სანანებლად გაგიხდი ელიზაბეტ...სიყვარულზე ძლიერი სიძულვილი შემიძლია და ეს ჩემგან არ გესწავლევა , ამ წამს ისე გადაიხაზე ჩემს ცხოვრებაში...საერთოდ დაიკარგა შენი ფასი...-შემდეგ მარჯვენა ხელის არათითზე მორგებული ოქროს რგოლი სწრაფი მოძრაობით გაიძრო და ამღვრეული თვალებით მდგარ ქალს, ხელზე ხელი უხეშად ჩაავლო..ამოაბრუნებინა და ხელისგულზე დაუგდო.-აი,აქ დამთავრდი შენ ჩემთვის.
ერთგემლიძემ, გაშლილი ხელი ძლიერად შეკრა,იატაკზე გაფანტული ფურცლები წამოკრიფა და სახლიდან გიჟივით გავარდა.დათუნაშვილმა კი ატკიებულ თავზე ძლიერად მოიჭირა ხელები და ღრმა სუთქვით შეეცადა სიგიჟის ზღვარზე მისული ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა.


მთელი ღამის უძინარს ,თავი ისე უსკდებოდა ორი გამაუჩებლის მიღებ დასჭირდა...უძილობისგან, ჩაწიებული თვალები ეწვოდა და ერთი სული ჰქონდა ყავა დაელია.განყოფილებაში შესულს თითქმის კარში შეეგება კილასონია ხელში მომარჯვებული ორი მოზრდილი "სტარბაქსის" ჭიქით ,რომლიდანაც უშაქრო ყავის არომატი იფრქვეოდა .უფროსის დანახვაზე გაეღიმა და ერთი მას გაუწოდა.
-დილამშვიდობისა თემურ...მადლობა-მიესალმა ნიკა და ყავის ჭიქა გაბადრული სახით ჩამოართვა.
-რახდება ,ბატონო ნიკოლოზ ყველაფერი რიგზე გაქვთ?-კილასონიამ,მისი სახის დანახვაზე წარბები შეკრა.
-მთელი ღამე შაოშვილის სქმეების კითხვაში გავათენე...-ნიკამ,კაბინეტის კარი შეაღო-ეს ბატონო, მოაშორე ამ ნიკოლოზს-გაეცინა-უბრალოდ ნიკა, თემურ...
-კი მაგრამ..-უხერხულად შეიშმუშნა კილსაონია.
-არავითარი მაგრამ,ერთი ასაკის ვართ და ესეც რომ არა ამ საქმეში, მე და შენ როგორც უფროსი და ხელქვეითი კი არა არამედ მეწყვილეები ვართ და ჯობია, უბრალოდ ნიკა დამიძახო..ორივე უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს.-კუთვნილ სავარძელში ჩაეშვა და ყავა მოსვა,შემდეგ კი ნეტარებისგან ამოუცნობმა ემოციამ გადაურბინა სახეზე.
-დაჯექი,შევჯამდეთ რა გავარკვიეთ და რა გვაქვს ხელში საბოლოოდ-ხელით მოპირდაპირე სავარძელზე ანიშნა.
-სანამ მოხვიდოდით...ჯანდაბა,-გაეცინა თემურს -სანამ მოხვიდოდი დილას ,არქივიდან ამოტანილ საბუთებს გადავხედე და ვერაფერი შეღავათია...ერთი ჩვეულებრივი საწყობის მუშა გახლდათ,შემდეგ დააპატიმრეს წვრილმანი ქურდობის ბრალდებით,მაგრამ მალევე გამოვიდა...მეორედ, 2008 ში დააპატიმრეს ისევ და ისევ ქურდობის ბრალდებით და 2010 წრლს, ამინისტია შეეხო...ნაათესავები არ ჰყავს,არც ძმაკაცები, რავიცი ამის დედაც... ესეთი ამოწყვეტილი იყო ეგ საცოდავიი?- გაეცინა კილასონიას.
-საწყობში ,ვართ მისასვლელები კერძო საკუთრებაა, მაგრამ დიდი ამბავი კერძოშიც ვრცელდება ჩვენი იურისპრუდიქცია-გაეცინა ნიკას-იქნებ არის ვინმე იქაური მუშა, ვინც უშუალოდ იცნობდა შაოშვილს და შეძლებს რაღაც ინფორმაცია მაინც მოგვაწოდოს.
-საწყობის, ადგილ მდებარეობას გავარკვევ.-კილასონია, ფეხზე სხარტად წამოდგა და კარისკენ აპირებდა წასვლას დათუნაშვილის ხმამ რომ შეაჩერა.
-ის, კასპელი მანანა ..დიდად არ მომწონს...მგონია რაღაცას მალავს.ისეთი გაიძვერა და გაქნილი ჩანდა...ხელახლა უნდა გავესაუბრო და ამჯერად ისე ტკბილი და ზრდილობიანი ნამდვილად აღარ ვიქნები...-სავარძლიდან წამოდგა ნიკაც-მიდი, მისამართი გაარკვიე და გავიდეთ.
..შემდეგ შეიძლება კასპში მოგვიწიოს "პრაგულკაზდ" წასვლა.-საკუთარ სიტყვებზე თავადვე გაეცინა და კარში გასულ კილასონიას, გაჰყვა.-ჯანდაბა, მაგიჟებს ამ ტონუსში ყოფნა...რაღაც სირობა ნარკოტიკივითაა თავს რომ ანებებ და ვერც ელევი...

საწყობი ,სადაც როინ შაოშვილი მტვირთავად მუშაობდა სოფელი "გიორგი წმინდა"-ს სიახლოვეს მდებარეობდა.ბეტონის მესერით შემოსაზღვრული ორი უზარმაზარი შენობა,იქ მომუშავე კომბინიზონიანი მუშებით და ეზოში შემავალი და გამავალი სატვირთო მანქანებით, რომელსაც გაურკვეველი კონტეინერები შეჰქონდა და გამოჰქონდა.დათუნაშვილი და კილასონია,მოშორებით,შემაღლებულ ადგილზე იდგმენ და თვალს არ აშორებდნენ ფუტკრის სკასავით აფუსფუსებულ ეზოს.
-რა დედისტყვნას ჩალიჩობენ?-ნიკამ,წარბები შეიკრა და უკეთესად დააკვირდა.
-რაღაც კარგი სუნი არ ტრიალებს არა მგონია ლეგალური ბიზნესი იყოს...სავარაუდიდ კონტრაბანდა,ნარკოტიკი...
-საწყობის უშუალო მფლობელი?
-ესეც კატაა...-გაეცინა კილასონიას-ვიღაც კრისტი ჩივაძე...
-ისეთი სახელია,პირდაპირ დაგბურძგლავს.-გაიცინა ნიკამ -რა ვქნათ ახლა? პირდაპირ მივაჭრათ და ვიკითხოთ: რომელმა დაბრიდეთ შაოშვილი ხომ არ გახსოვთთქო თუ...ნელ- ნელა შევაპაროთ?
-ჯანდაბა..არცერთი ვერსია არ მომწონს.-სახე დამანჭა თემურიმ-მივიდეთ და პროსტა გავიკითხოთ რა კაცი იყო ეს როინი...იქნებ რა ფასდაუდებელი ოქრო იყო...
-კიი და სახლში რომ ვერ წაიღეს მაგიტომ დაძირეს მტკვარში...ამის დედაც ,ისე რა უფანტაზიოები არიან ეს მკვლელები ტო...კლავ? კლავ..ცოტა კრეატიულობა გამოიჩინე -მიდიოდნენ საწყობისკენ და თან ეცინებოდათ.შლაგბაუმთან შეჩერდნენ და დაცვის ჯიხურიდან ახალგაზრდა მამაკაცმაც გამოყო თავი.
-ვის ეძებთ?-დაუპატიჟებელი სტუმრები წარბშეკრულმა შეათვალიერა.
-რა ა-კილასონიას გადაულაპარაკა ზედმეტად დასერიოზულებულმა პროკურორმა და თან დაცვის უნიფორმას არ აშორებდა თვალს...შავ "ხებეზე" წვრილ კანტად წითელი ზოლი გასდევდა...სამხრეებზე ვარსკვლავების მისამაგრებლები დაეკერებინათ...გულის მხარეს, საქართველოს ღერბი უმშვენებდა, მეორე მხარეს კი დაცვის სამსახურის ლოგო, ზემოდან წვრილი ასოებით მიწერილი "კერძო დაცვის დამსახური" შუაში კი შედარებით დიდი ასოებით სამსახურის სახელი
" მგლები"

-პროკურორი დათუნაშვილი და უფროსი გამომძიებელი კილასონია!-ნიკამ,სწრაფად გააცნო თავი და ისიც დაინახა, როგორ შეეცვალა "მგლების" წარმომადგენელს გამომეტყველება.
-გასაუბრება გვინდა უფროსებთან, ერთ- ერთი ყოფილი თანამშრომლის შესახებ.
-კარგით,ახლავე გადავცემ.- ფანჯრიდან, ნახევარი ტანით გადმომძვრალი დაცვის თანამშრონელი ,უკანვე შეძვრა და ტელეფონს დასწვდა...ერთი წუთის განმავლობაში საუბრობდა ,ბოლოს უკმაყოფილო სახით დაკიდა ყურმილი და ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა.
-მენეჯერთან შეძლებთ გასაუბრებას,შებრძანდით!


მენეჯერი,ვინმე იაკობ გრიგოლია მათდა გასაკვირად პირდაპირ ეზოში შეეგება კანონის წარმომადგემლებს და მოშორებით მდგარი,ხის კოტეჯისკენ გაუძღვა, რომელიც შიგნით შესვლის შემდეგ ჩვეულებრივი ოფისი აღმოჩნდა.სტუმრებს,სკამები შესთავაზა და თავადაც დაჯდა შემდეგ კი ინტერესით მიაჩერდა.
-ბოდიშს გიხდით საქმეს რომ მოგწყვიტეთ ,მაგრამ ორი სიტყვით გვსურს გასაუბრება.
..საქმე, თქვენს ყოფილ ხელქვეითს ბატონ როინ შაოშვილს ეხება.
-რამე დააშვა?-სახე დაუსერიოზულდა გრიგორიას...
-გუშინ დილით, მისი ცხედარი მტკვარმა გამორიყა...-მტკიცედ ამოილაპარაკა კილასონიამ.გრიგოლიას, წამით შეეცვალა გამომეტყველება შემდეგ კი უმალ დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას.
-ჯანდაბა, ძალიან ვწუხვარ...
-იქნებ დაგვეხმაროთ და რამე უსეთი ხელჩასაჭიდი გვითხრათ ბატონო იაკობ-მისკენ გადაიხარა ნიკა-რაც ჩვენს გამოძიებას წაადგება..
მაგალითად, როგორი ადამიანი იყო,კარგად მუშაობდა თუ არა...კომფლიქტი ხომ არ ჰქონია ვინმესთან აქ ან სხვაგან..

-არ ვიცი...-წამოიძახა იაკობმა-ჯერ ერთი მე, ჩემი ხელქვეითებისგან საკმაო დისტანციაზე მიჭირავს თავი, რადგან ზედმეტად გაშიანაურება მაგათთან არ გამოდის..მერე მეორე, რიგითი მუშა იყო და არც მაინცდამაინც კარგი ,აქ არავისთან მეგობრობდა...ჯანდაბა, იმდენად შეუმჩნეველი იყო ბოლოს გადამხდარი ინციდენტი რომ არა მე არც მეცოდინებოდა მისი სახელი და გვარი...მათთან, უშუალო კონტაქტს ბრიგადის უფროსი ამყარებს და ამ წუთს ბატონი რეზო ,აქ არ გახლავთ...ფოთში,გემის დასახვედრად არის წასული.
-გასაგებია...და რა ინციდენტი მოხდა ბოლოს?-თავის დაქნევით დაეთანხმა ნიკა და წარბები შეკრა-ეს რისი საწყობია?
-ეს სამაცივრე მეურნეობაა...ანუ, გაყინული პროდუქტი შემოგვაქვს ევროპიდან...ნუ ,მასთან ერთად სხვა საკვებიც...თუნდაც ქიმია...ეხლახანს სარეცხის ფხვნილების დიდი პარტია ჩამოვიდა თურქეთიდან.შემდეგ აქ ნაწილდება,ფასოვდება და ბითუმად გააქვთ სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების მფლობელებს...რამოდენიმე წამყვანი სუპერმარკეტების ქსელთანაც გვაქვს დადებული ხელშეკრულება და მართალია ფეხს ნელ -ნელა ვიდგამთ, მაგრამ ყველეფერი მაინც შესანიშნავად მიდის....ბოლო ინციდენტი,კონტეინერიდან გადმოვარდნილი გაყინული ხორცის ყუთი დაეცა და ორი დღის განმავლობაში სამსახურიდან გავანთავისუფლე.
-გადაგებია-სიგარეტის კოლოფი მოიძია ნიკამ.ერთი ღერი ამოაცურა მაგრამ არ მოუკიდებია..ისე სრესდა თითებს შორის.
-ანუ ,ახალი ჩამოყალიბებულია თქვენი ბიზნესიი?-საუბარი კილასონიამ შეაწყვეტინა იაკობს.
-ჩვენ, ახლახანს შემოვედით აქ...ეს საწყობები იჯარით გვაქვს აღებული...-მხრები აიჩეჩა გრიგოლიამ.
-და თქვენამდე ვინც იყო,მათთანაც იგივე მუშები მუშაობდნენ?-ბოლომდე ჩაეძია თემური და ნიკას ღიმილიც დაიმსახურა.
-არა ,ახალი მუშები გვყავს.თუმცა რამოდენიმე ძველიც შემოგვიერთდა....
-შაოშვილის საქმეში წერია, რომ ის დაპატიმრებამდეც ამ საწყობში მუშაობდა-მზერა გაუსწორა დათუნაშვილმა.-გამოდის, თქვენს მოსვლამდეც ამ საწყობის მუშა იყო.
გრიგოლიას სახეზე გაოცება გამოესახა,თითოს დაიბნა.შემდეგ მალევე დაუბრუნდა ძველ სახეს და მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა:
-მისი ნასამართლეობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.
-თქვენ რაა გინდათ თქვათ, რომ თანამშრომლების აყვანამდე მათ შესახებ არანაირ ცნობებს არ აგროვებთ?-ეჭვით ჩაეკითხა კილასონია-შაოშვილი, ორჯერ ნასამართლევი გახლდათ და ორივეჯერ ერთი და იგივე,ქურდობის ბრალდებით...
-ჩემთვის მთავარია თანამშრომელმა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს..აბა რაში მაინტერესებს მანამდე ის კაცის მკვლელი იყო თუ ქურდიი?-ხმას აუწია გრიგოლიამ და ისეთი სახე მიიღო მამაკაცებს, აგრძნობინა მომბეზრდა უკვე ამ თემაზე საუბარიო და თან დააყოლა:-იმედია ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგეცით, ახლა თქვენის ნებართვით საქმეს მივხედავ,რომელიც თავზე საყრელად მაქვს.-პირველი წამოდგა სავარძლიდან და ამით მიახვედრათ,საუბარი დასრულებულიაო.
-კარგით ,ბატონო იაკობ!-დათუნაშვილიც,წამოდგა სავარძლიდან.-მადლობა, ჩვენთვის სულ მცირე დრო რომ გამონახეთ...შეიძლება მუშებს გავესაუბროო? დიდ დროს არ წაგართმევთ...
გრიგოლიას, სახე უარესად მოეღრუბლა, მაგრამ მიხვდე პროკურორი მასზე ჯიუტი რომ იყო და აშკარად ვერაგერს გახდებოდა...ესეც რომ არა ნამდვილად არ აწყობდა სიტუაციის დაძაბვა.ამიტომ ღრმად ამოისუნთქა და ზერელედ დასთანხმდა.
უზარმაზარი ბლოკით ნაშენი საწყობის შიგნით...კომბინიზონიანი მამაკაცები,კარდონის ყუთებს წინ და უკან დაათრევდნენ, რომელიც მთელს საწყობში მთებად აზიდულიყო...პატარა ,მტვირთავი მანქანა ,ყრუ ღმუილით დაქროდა ყუთების მთებს შორის და ცხვირზე დაწყობილ იმ ფუთებს, რომელთა ხელით გადადაგილებაც შეუძლებელი იყო მანქანა დაატარებდა.სრული ქაოსი სუფევდა და ამ ხმაურში საწყობში გამოჩენილი, კომპანიის მენეჯერი და მის გვერდით მდგარი მამაკაცები არავის შეუნიშნია.იაკობმა ,იქაური ბრიგადის უფროსი მოძებნა და ყურში რაღაც უთხრა...მამაკაციც უსიტყვოდ გატრიალდა და სულ მალე ქაოსიც შეწყდა...ირგვლივ სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა და მწვანე კომბინიზონიანი,მტვერში და ოფლში გახვითქული მამაკაცების პატარა არმიაც, მოღუშული სახით მდგარი გრიგოლიას წინ განლაგდა.
-გამარჯობათ ბიჭებო!-ხმამაღლა შესძახა იაკობმა და ყველას სათითაოდ გადახედა.-ეს ბატონები, პროკურატურიდან არიან და თქვენი ყოფილი თანამშრომლის...ვინმე შაოშვილის, გარდაცვალების საქმეს იძიებენ...ძალიან გთხოვთ მის შესახებ ვინმეს,რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ იქნებ დავეხმაროთ საქმის გამოძიებას?
ერთ რიგად მდგარი მუშები, უაზროდ აფუსფუსდნენ და შემდეგ, თითქმის ყველამ ერთდროულად აიჩეჩა მხრები...მერე ერთ- ერთმა ხანშიშესულმა მამაკაცმა, მათი წარმომადგენლობა იკისრა და ბოხი ხმით დაიწყო:
-არ ვიცით.აქ,წესიერად არავინ ვიცნობდით...ძველი თანამშრომელი იყო და ყოველთვის თავისთვის, კუთხეში ატუზულო იდგა..არც ვინმეს ესაუბრენოდა და შესვენებაზეც არასდტოს გამოსულა ჩვენთან ერთად...როგორც გავარკვიეთ ოჯახური პრობლემები ჰქონდა და არავის დაგვიძალებია და მით უმეტეს არასდროს ჩავრეულვართ მის პირადში...
-გასაგებია....-დათუნაშვილმა,ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ყველას ეჭვნარევი მზერით გადახედა...მისთვის, აშკარა იყო რაღაცას მალავდნენ და ამ არც ისე კარგად შენიღბული ტყუილის "გაპრავებაც" არ გამოსდიოდათ...ბოლოს, ჩაეცინა და გადაწყვიტა დროებით შეშვებოდა,მაინც ხმის ამომღები არავინ იყო...ან ვიღაცის ეშინოდათ, ან არა და მართლა არ ჰქონდათ სიმართლის თქმის სურვილი.-კარგით, დიდი მადლობა ყველას,მადლობა ბატონო იაკობ
! კიდევ ერთხელ ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ...-ხელი ,ძლიერად ჩმოართვა გრიგოლიას და თემურს, თვალით ანიშნა წავედითო.კილასონიაც თავის დაქნევით დაემშვიდობათ და წინ წასულ უფროსს სწრაფი ნაბიჯით გაედევნა უკან.

-ეს ნაბიჭვრები,რაღაცას მალავენ ...ან ეშიანიათ ,ან არა და ყველას აქვს ხელი გასვრილი...-ნიკამ,მანქანის კარი გამოხსნა და პარალელურად სიგარეტს მოუკიდა.-ესე ვერ ავალაპარაკებთ...
-ეს გრიგოლია ,მაგარი გარეწარი ჩანს...-სავარძელი დაიკავა კილასონიამაც.
-სახეზე ეტყობა რაც არის...თვალი არ უნდა მოვაშოროთ,განა რამდენ ხანს იდგება ესე მაგრად? ერთხელაც იქნება და გატყდება...მანამდე დეენემის პასუხიც მოვა და მეორე მამაკაცის ვინაობასაც გავარკვევთ...იქნებ ის მაინც დაგვეხმაროს რამეში.-ძრავი ჩართო დათუნაშვილმა და მანქნა ნელი სვლით დაძრა ადგილიდან.
-მე, კასპში წავალ...იმ მანანას უფრო თბილად დაველაპარაკები...შენი წამოსვლა არ იქნება საჭირო, თავად მივხედავ და ჩავალ თუ არა დაგირეკავ....
-კარგი თემურ...მე იმ ქალბატონის ვინაობას გავარკვევ ,ვისი საკუთრებაც არის საწყობი და იქნებ წინა მოიჯარის შესახებაც გავარკვიო რამე.-თავის მხარეს შუშა ჩამოსწია ნიკოლოზმა და სიჩქარის პედალს დააწვა.


ნანუკა ნაჭყებია ,ერთადერთი ახლო მეგობარი იყო ლიზა ერგემლიძის, რომელიც არამხოლოდ უნივერსიტეტიდან არამედ, მისი სოფლიდან იცნობდა გოგონას და შეწყვეტილი მეგობრობა, მაგისტრატურაზე ერთ ჯგუფში მოხვედრის მერე განაახლეს.ბუნებით ,საკმაოზე მეტად ხალისიანი ნანუკა ...მეგობრადაც იმაზე მეტად კარგი და სანდო იყო ვიდრე ლიზის სხვა მეგობრები და ალბათ მაგიტომაც იყო ,რომ მასთან უფრო მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა ვიდრე სხვა დანარჩენებთან...დედაქალაქში ჩამოსული ნაჭყებია, ქალაქის გარეუბანში,კერძოდ კი ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა, მამიდასთან და ორ მამიდაშვილ ბიჭთან ერთად, რომლებიც მასზე საკმაოდ უფროსები იყვნენ და სახლშიც იშვიათად გახლდნენ.ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ კი ნანუკამ ,მუშაობა ერთ -ერთი კომპანიის რეგისტრატურაში დაიწყო რიგით თანამშრომლად და ორხევიდან ვაკეში სიარული რომ არ გასძნელებოდა მთაწმინდაზე, ნაქირავებ ბინაში გადავიდა ერთ სტუდენტ გოგონასთან ერთად, რომელიც შემდგომ გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავიდა სასწავლებლად და ნანუკამ დროის უქონლობის გამო სხვა ბინის ძებნა გადაიფიქრა.თავად იხდიდა ქირის სრულ თანხას სოფლიდან, მშობლებიც ეხმარებოდნენ და თავის რჩენა ნამდვილად არ უჭირდა.ერგემლიძესთან, აღდგენილი ძველი მეგობრობის გამო კი ძალიან ბედნიერი იყო და დარჩენილ თავისუფალ დროს ყოველთვის მის გვერდით ატარებდა.ახლაც მისი ბინის აივანზე ისხდნენ ორივე და ქაფქაფა ყავის გაგრილებას ელოდებოდნენ.
-ანუ ,მაინც გადაწყვიტე და მიდიხარ იმ კურსების გასავლელად?-ყავას სული შეუბერა ნაჭყებიამ და ერთი ყლუპი მოსვა.
-ეს ჩემი შანსია ნან...-ამოიოხრა ლიზამ-რომლის დაკარგვაც სისულელე იქნება..კურსებ გავლილს, ნამდვილად აღარ გამიჭირდება ნორმალური სამსახურის შოვნა და არც მიზერულ ხელფასზე მომიწევს დღეში თორმეტ საათიანი პახაობა...
-მესმის ,მაგრამ ნიკას რას უპირებ?-მორიდებით ჰკითხა ნაჭყებიამ და მის დაკვირვებულ თვლას არ გამოჰპარვია, წამში შეცვლილი ერგემლიძის გამომეტყველება.
-მომიწერა ხელი განქორწინებაზე...-ლიზამ,შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა და ხმა შესამჩნევად გაებზარა.
-რაღაც ამ ფაქტით, დიდად ნასიამოვნები არ ჩანხარ.-ნანუკას,უკან დახევა აღარ უფიქრია.
-ცოტა გამიტყდა...-გამოტყდა ერგემლიძე.. -ჯანდაბა, ცოტა კი არა მაგრად გამიტყდა...
-აბა, რას ელოდი ლიიზ?-სიბრაზემ შემოუტია ნაჭყებიას-დედას გეფიცები თვითონ არ იცი რა გინდა? რას ელოდი იმ კაცისგან, მაინც ვერ ვხვდები? ერთი თვე ძაღლივით ,ენაგადმოგდებული დაგდევდა და ნორმალურად დალაპარაკების ღირსიც არ გახადე...
-კარგი რაა-თვალები აემღვრა ერგემლიძეს-შენც მე მადანაშაულებ?
-შენ სულ გადარეულხარ...მე, არავის არ ვადანაშაულებ..ეგ შენი ცხოვრებაა და ნიკასი..თქვენ ,ორმა უნდა გაარკვიოთ რა რის სწორი და რა არასწორი...მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ კი...რაღაც მომენტში შენც ხარ დამნაშავე...
- უბრალოდ, რას ვითხოვდი მაგის გაგება არ უნდა...ჯანდაბა ვირივით ჯიუტია...ქვა ააგდო და თავი შეუშვირა...რომ თქვა არა ვსიო...არადა ,ეს შანსი ღმერთმა მომცა ნან...ჯანდაბა ,ერთი შანსი მაქვს და დებილი ვერ ვიქნები...სულ რაღაც ექვსი თვე ...ექვსი დაწყევლილი თვე რომლის გაგებაც არ უნდა...
-და განქორწინება, საქმეს შველის?!-იფეთქა ნანუკამ-ჯანდაბა, ლიზიკო საერთოდ არ გიყვარს დავიჯეროო? მის ადგილზე შენ როგორ მოიქცეოდი ნიკას ,რომ დასჭირვებოდა ექვსი თვით საზღვარ გარეთ ,შენს გარეშე წასვლა გაუგებდიი?-გამომცდელი მზერით შეაჩერდა თვალებში.
-ჯანდაბა...-სახეზე, ათრთოლებული თითები აიფარა ერგემლიძემ ...-არ ვიცი...არ ვიცი ესეთი არჩევანის წინაშე არასდროს დავუყენებივარ და მართლა არ ვიცი რას ვიზამდი...ალბათ გავუგებდი.
-კიი ,როგორ არა-გაეცინა ნანუკას.-სამსახურის გამო განყოფილებაში, რომ უწევდა დარჩენა მაგაზე ჭედავდი ფსიხი დედაკაცივით და ექვსი თვით გერმანიაში წასვლას გაუგებდიი?!
-ხომ შეეძლო თავადაც წამოსულიყო?-ერგემლიძემ,გამოსავალი ნახა.
-გოგო ,კაცი პროკურორია და არ იცოდე მაინც რამხელა ვალდებულებები აკისრია...როგორ ფიქრობ ესე ,ერთი ხელის მოსმით მიატოვებდა ყველაფერს და გერმანიაში გამოგეკიდებოდა?
-ნუ ამართლებ...
-არ ვამართლებ ლიზა...უბრალოდ, მინდა რეალობა დაგანახო....წარმომიდგენია რა დაემართა განქორწინების საბუთებით რომ მიადექი...
-გაგიჟდა ...ჯერ არ აპირებდა ხელის მოწერას ,მერე კი მოაწერა და სახეშე შემაყარა.-ცრემლიანი ხმით ამოილაპარაკა ერგემლიძემ...-არც კი გაუპროტესტებია...ჯანდაბა, კიდევ ერთხელ ეთხოვა ან რამე გაეკეთებინა...
-26 წლის ხარ ლიზიკო...ამხელა ქალი ,დავიჯერო ვერ ხვდები რა არარეალურს ითხოვ? რა გინდა, კუდში გდიოს და მუხლებზე დამდგარი გეხვეწოს?
-არ ვიცი...-ცხვირი ხმაურით მოიწმინდა ქალმა.-მართლა არ ვიცი...იცი როგორი ცუდად ვარ?
-არ ვიცი ,რა გითხრა ლიზა...მე როგორც ვიცი ნიკას, შენთვის ისეთი საბაბი არსდროს მოუცია საქმე აქამდე რომ მისულიყო...ჯანდაბა ,მაგრად ეთამაშები და დარწმუნებული ვარ ესე არ გაჩერდება ..თავად გაქვს ნათქვამი ,წყენა და სიბრაზე უზომო იცისო და დაელიდე.. ხოო...დაელოდე და გეშინოდეს მისი პასუხის....-ნაჭყებიამ,სიგარეტს მოუკიდა და ხმა აღარ ამოუღია, უყურებდა სახე გაფითრებულ მეგობარს ,ეცოდებოდა, მაგრამ მას რისი შეცვლა შეეძლო?უსიტყვოდ სვამდნენ ყავას და ხმა აღარც ერთს აღარ ამოუღია იმ თემასათან დაკავშირებით..მაგიდაზე დადებული ლიზას მობილური რომ აწკრიალდა.ერგემლიძემ,უცხო ნომერს დახედა და სწრაფად უპასუხა.
-გამარჯობათ!-ტელეფონში მამაკაცის, ხავერდოვანი ხმა გაისმა.-ელიზაბეტ ერგემლიძეს ვესაუბრებით?
-დიახ?-დაიბნა ერგემლიძემ და მთესლ ტანში ავისმომასწავლებლად გასცრა.
-მე, უნივერსიტეტის დეკანატიდან გაწუხებთ...ილია სეფიაშვილი...
-დიახ...-თითქოს ყინულიანი წყალი გადაასხესო ისე გაიყინა ერგემლიძე.
-თქვენი კანდიდატურა იქნა წარდგენილი გერმანიაში, სწავლის გაგრძელების ექვსთვიანი კურსების ,გაცვლით პროგრამაზე.გირეკავთ იმიტომ, რომ საქმის ვითარებაში გაგარკვიოთ..სამწუხაროდ, თქვენი სივი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და ეგაც რომ არა თქვენ არ გაქვთ ქვეყნის დატოვების უფლება...იქნებ ,თავად გაარკვიოთ რა ხდება?
-რა?-ერგემლიძეს,ხმა აუთრთოლდა.
-ძალიან ვწუხვართ,წარმატებებს გისურვებთ.-თანაგრძნობით სასვე ხმით დაასრულა სეფიაშვილმა და პასუხს არ დალოდებია, შოკში ჩავარდნილ ქალს ისე გაუთიშა ტელეფონი.





скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ცუცუნა

ოპააა!!!! დაიძაბა სიტუაცია,ისევ სულმოუთქმელად ჩავიკითხე❤მაგარი გოგო ხარ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ მომწონს ლიზა და როგორ გამაბრაზა ვერც კი წარმოიდგენთ.მე თუ მკითხავთ კარგია ნიკამ დანაპირები რომ შეასრულა და ჩაუშალა საქმე.ნიკას ხასიათი იცოდა და სჯობდა ასე ჯიქურ კი არ მოწოლოდა,სხვა ხერხით დაეთანხმებინა.ყველაზე მეტად ამათი საქმე მაინტერესებს ახლა. გამოძიებით რომ ყველაფერს გამოიძიებს ამაში ეჭვი არ მეპარება.ძაან მაგარი გოგო ხარ და გამიხარდა ახალი თავი
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი აბგ

აშკარად ლიზას "გაქცევის" მიზეზი მხოლოდ სწავლა არ არის, თან ნიკაზეც მეშლება ნერვები, შენი ერთგული ვიყავიო რო იძახის არადა კაბიან გამვლელს რომ არ ტოვებს, თვითონ აღიარა. პრეტენზიები აქვს ლიზასთან, "ქალი კუხნაში" პრინციპით უყურებს და თავი მართალი ჰგონია ???????? წარმოდგენა დამეკარგა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიკე

ლიზაც თუ ნინიასავით გარბის უმიზეზოდ და მარტო კარიერას გაეკიდა. აუ ამ კაცმა რა დააშავა ასეთი.

მაგრამ ნიკოლოზიც არაა მართალი, ბევრი ქალი ვერ აიტანდა ყოფილი საყვარლოს ლანდსს მუდამ.

ბავშვის ნახვას როგორ უკრძალავს, ფუ მანდ გადაესვა ლიზას ხაზი. მამას შვილის ნახვა როგორ უნდა აუკრძალოს დედამ, ვერ ვიტან მასეთებს ვითომ დედებს. ეგოისტ ნაგავ ქალებს.

ჯერ ხო ნინიას ატანა არ მქონდა ახლა ლიზასაც ვეღარ ვიტან და რა ვქნა ახლა მე ?! ჰო და ყველაფერთან ერთად ნიკოლოზიც ნერვებს მიშლის. და ამ ისტორიას მაინც რომ სულ ვკითხულობ მაზოხისტი ვარ აშკარად.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ეხლა რომ აღმოჩნდეს რომ ლიზას მუქარით აიძულეს განქორწინება ან რამე ეგეთი მაგარი ბანალური იქნება ისე კი ჩემი ვარაუდით ამ წყვილს მაინც ერთად დატოვებს ავტორი გაბუტულები იქნებიან მთელი ისტორია და ბოლოს შერიგდებიან ნუ ეს ადვილი მისახვედრია
გამოძიებამ კი უკვე ინტერესში ჩამაგდო კარგი ჩახლართული საქმე ჩაანს და უკვე მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№6  offline წევრი დარინა

ასეი ლიზა საერთოდ არ მომეწონა, პირველი ნაწილის ლიზასგან რადიკალურად განსხვავდებააა, არ ვიცი ლიზას და ნიკას ურთიერთობა როგორ გაგრძელდებააა ამ ყოველივეს შემდეგ, ლიზა ერათი ისტერიკებიანი რიგითი ქალად დაგვანახე არადა არ იყოოო მე იმ ლიზას და ნიკას ვგულშემატკივრობდი და არა ამ ლიზას და ნიკას, რაღაცნაირად გულიც კი ამიცრუვდაა, ისე მენატრებოდი ფეფო ლომკა მქონდააა, გამიხარდა რომ დაბრუნდიიი, ნიკაც ბავშვივით იქცევააა არ უნდა მოქცეულიყო ასე გათრეულიყო იმ თავის გერმანიაში და მერე რომ ინანებდა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნებოდა ეგ იქნებოდა მისი შურისძიებაა.

 


№7 სტუმარი katie

gulisamrevad iqceva liza!

 


№8  offline წევრი nigita

ლიზა ამდენად დებილია თუ მე მეჩვენრბა შეეძლო კარიერა აქაც გაეკეთებინ და ნიკასაც გაეგო მისთვის მაგრამ ლიზა რომ ბავშვის ნახვას უშლის ეგ არასწორია თან მათ ურთიერთობაში ბებიამისი არ უნდა ჩარეულიყო ... ლიზა და ნინა ერთნაირად უქცევიან , კარიერას გაეკიდა ამ წყვილს ერთმანეთის მოსმენა და გაგება არ შეუძლია არც საუბრობენ რომ ერთმანეთს აუ უყვურონ და ისტერიკა არ მოწყონ....

 


№9 სტუმარი სტუმარი ანნა

ეს გოგო ძალიან უაზროდ მოიქცა და ძაან კარგი თუ ვერ წავა დარწმუნებული ვარ ნიკას დამსაცურებით.... მართალია ცუდად მოიქცა ლოზა მაგრამ ნუ დააშორებ რა ერთმანეთს :(

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

მეგრელებს აქვთ ერთი ასეთი სიტყვა: "აღაია". ზედგამოჭრილია ლიზას პერსონაჟზე. მაგის "ელიზაბეტ"ობა არ გაიშვა არსად, ჩლუნგი.
რა ბავშვის არ ნახვება, რა ბებიას წიოკი და უბნის შეყრა. ფუ, გულისამრევი ქალი.
ძალიან, ძალიან მინდა მეტჯერ არ ვიხილო.
ერთი რაღაც ვერ გავიგე, ამ ნიკას ჯიბე როდის გამოიფხიკა ასე ძალიან თუ რამე გამოვტოვე?!
ახლა იმედია ვაჟბატონი ნაქირავები ბინიდან თავის ბინაში გადაბარგდება სასწრაფოდ და ბავშვზეც რამეს მოაგვარებს. არ უნდა ამ გოგოს შვილი, ანუ არც ფიქრობს მასზე, მის მომავალზე და ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ნიკამ მეურვეობა.
პირველად მომეწონა კაცმა ქალს რომ აგინა. იფ, თან რა გემრიელად ჩაჯდა სიტუაციაში :)).

 


№11  offline წევრი tamuna.s

იმის მერე რაც ნიკამ ნინიას გული "გადაუშალა" და უთხრა რომ სახლში მისვლა არ უნდა რომ ცოლის თვალებში იმედგაცრუება არ ნახოს და აქვს თუ არა საქმე სამსახურში ათენებს და აღამებს. ლიზას საქციელი აღარ მიკვირს. აქ საქმე რაღაც კურსებში კი არაა, იმაშია რომ ამ ყველაფერს გრძნობს ეს გოგო და ნიკას მიყვარხარ გულიდან არ მოდის და სწორედ ესაა ლიზას პრობლემა და ქვეცნობიერად ცდილობს ნიკას ყურადღების მიქცევას თავისი ამ უაზრო ქმედებებით. მათი ურთიერთობის ამ დონემდე მიყვანაში ლომის წილი ნიკას მიუძღვის და მისი წარსულის აჩრდილებს და თვითონაც უნდა გააცნობიეროს და აღიაროს ეს. ყველაფრის ლიზასთვის გადაბრალება არ მიმაჩნია სწორად. თანაც ეს კურსები და ლიზას არგუმენტები ზედმეტად არადამაჯერებელი და ყურით მოთრეულია. იმიტომ რომ მისი საქციელი და ის რომ ნიკას ასე ადვილად ელევა ნამდვილად არ გავს იმ ლიზას ვისაც ვიცნობთ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ნიკა.

 


№12 სტუმარი ფფ

ყველაზე უპატიებელი ლიზას საქციელში ისაა რომ კარგად იცის ნინას საქციელმა როგორი ტკივილი მიაყენა ნიკას და ამის მიუხედავად თვითონაც მაინც იგივეს აკეთებს

 


№13  offline წევრი tamuna.s

სანამ არ დასრულდება იქამდე მართლა ვეღარ შევძლებ წაკითხვას. თორე ჩემი ნერვული დიდტემა შეეწირება ამათ. :დდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიზას ასე დებილად გამოყბანა შენი პატარა "შურისძიებაა" წინა ისტორიის კომენტარებიდან გამომდინარე. :დდ თორე ამ ლიზას, იმ ლიზასთან რომელიც პირველ ნადირობაში იყო და მისი ასეთი კარიერასტკას გამოყვანა საერთო არაფერი აქვს. ადამიანები ასე არ იცვლებიან. ნიკას გულისთვის ლამის ვენებს იჭრიდა და ეხლა რაჭაც კურსების გულისთვის ოჯახს ანგრევს და შვილს ტოვებს?! ზედმეტად არადამაჯერებელია ჩემი აზრით.

 


№14  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ღმერთო ქალი რატომაა ასეთი დებილი არსება. კიდევ კაცს გაამტყუნებენ. გააგიჟა, გადარია, თურე ბავშვის ნახვას უშლის, წარმოდგენებს უწყობს ბებიამისი, ვაიი მართლა რას შეყრია ნიკოლოზი. მართლა შემეცოდა, ის სამი წელი როგორი ნევროზიანი ქალის ატანა მოუწია. ის სუუულ მცირედი იმედი, რაც როგორც ჩანს ლიზას კიდევ ჰქონდა იმ გამოტვინგალებულ თავში, სამუდამოდ დაკარგა და არც მეცოდება. ყველაზე მეტად ნიკოლოზი შემეცოდა. ნინიამ თავის დროზე მაგრად "დაადო", ახლა ლიზამ უარესი ქნა. მაგრამ დაიწყო როგორც ჩანს შეპირებული მუქარების ასრულება ნიკამ და როგორ მელამუნება გულზე, მარტო გამწარებული ლიზას გამო ღირს ამ ისტორიის კითხვა.
ფეფო შეუდარებელი ხარ მამაკაცი პერსონაჟებით. ყველანაირი მამაკაცური თვისებები გაქვს თავმოყრილი მათში.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაუუუ. ყოჩაღ ნიკოლოზზზ, მაგარი იყოოო . პირველი შემთხვევაა რომ ლიზის საქციელმა გამაგიჟა. აი იმაზე გავჭედე ბავშვს არ მანახებდიო. რა უფლებით რატომ არ ესმით ამ ქართველ ქალებს რომ კაციც მშობელია და მასაც აქვს გრძნობები ან რატომ მანიპულიატორობს ყველა ბავშვით და უნგრევენ შვილებს ფსიქიკას. ნუ ეს ცალკე თემაა... რასაც დასთესავ იმას მოიმკიო.ეს დაიმსახურა ლიზამ და ახლა მოუწევს პასუხისგება საკუთარ თავზე. ნიკოლოზ ნიკოლოზ... მრავალფესვიანი ამოუცნობი განტოლებახარ, ნეტავი ამოგხსნის ვინმე, ძალიან მინდა რომ სიმშვიდე იპოვო და ის ერთადერთი ვინც თვალდახუჭული გამოგყვება თუნდაც უფსკრულის პირამდე. ამას იმსახურებ????

 


№16  offline წევრი გლოკტა

ლიზა ასეთი დებილი არასდროს არ ყოფილა. და ვეჭვობ, იმდენად გინდა ნინას და ნიკაა წყვილი, რომ ლიზას პერსონაჟს აბანძებ სა მსხვერპლად სწირავ. გარდა ამისა, რომელი საუკუნეა? მე ვერ ვხედავ იმ ფაქტში საგანგაშოს, რომ ქალს საკუთარი თავის რეალიზება სურდეს. მერე რა, რომ ქმარ-შვილი ჰყავს. მაშინ, როცა ნიკა ლიზას და შვილს ვერ ნახულობს წესივრად, გულს ნინას უშლის და ცოლქმრულ ინტიმუტ საკითხებზე ძალიან უხეშად საუბრობს მეგობართან ეს სანაქებო ნიკა ნამდვილი მასხარა ჩანს რა! ან ეს პროკურორობა განსაკუთრებული თანამდებობაა?! :)) და თავისი გინებიანად!!! რატომ მოგწონთ, ხალხო, ეს პერსონაჟი ფანატიკოსობამდე? იქნებ გამარკვიოთ.

 


№17 სტუმარი LM

tamuna.s
იმის მერე რაც ნიკამ ნინიას გული "გადაუშალა" და უთხრა რომ სახლში მისვლა არ უნდა რომ ცოლის თვალებში იმედგაცრუება არ ნახოს და აქვს თუ არა საქმე სამსახურში ათენებს და აღამებს. ლიზას საქციელი აღარ მიკვირს. აქ საქმე რაღაც კურსებში კი არაა, იმაშია რომ ამ ყველაფერს გრძნობს ეს გოგო და ნიკას მიყვარხარ გულიდან არ მოდის და სწორედ ესაა ლიზას პრობლემა და ქვეცნობიერად ცდილობს ნიკას ყურადღების მიქცევას თავისი ამ უაზრო ქმედებებით. მათი ურთიერთობის ამ დონემდე მიყვანაში ლომის წილი ნიკას მიუძღვის და მისი წარსულის აჩრდილებს და თვითონაც უნდა გააცნობიეროს და აღიაროს ეს. ყველაფრის ლიზასთვის გადაბრალება არ მიმაჩნია სწორად. თანაც ეს კურსები და ლიზას არგუმენტები ზედმეტად არადამაჯერებელი და ყურით მოთრეულია. იმიტომ რომ მისი საქციელი და ის რომ ნიკას ასე ადვილად ელევა ნამდვილად არ გავს იმ ლიზას ვისაც ვიცნობთ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ნიკა.

ახლა იგრძნო ნიკას "მიყვარხარ" გულიდან რო არ მოდის? ის "მიყვარხარ"-ც სულ ძალით ათქმევინა მაშინ პალატაში ქალბატონმა.თავიდანვე კარგად იცოდა ნიკას ნინია როგორ უყვარდა და დღემდე ვერ ამოიგდო თავიდან.ისიც კარგად იცოდა ნიკა მისთვის ვენებს რომ არ იჭრიდა. ისიც კი იცოდა რატო მიატოვა ნინიამ ნიკა და რატო აპატია და ლიზას სირცხვილია თუ ქმრის ყურადღების მიქცევას ასეთი ხერხებით ცდილობს. საერთოდ ვერ ვამართლებ ლიზას. დებილი გოგო იყო თავიდანვე და ასეთად დარჩება სულ. არავის დაუძალებია მაგისთვის ცოლობა და მთელი ურთიერთობაც მაგისი ინიციატივით დაიწყო. ასე რომ თუ დავფიქრდებით ნინია ბევრად მაგარი და ჩამოყალიბებულია ვიდრე ეს ლიზა :))) ქალმა ერთი შეცდომა დაუშვა(თან ძაან ცუდი შეცდომა) მარა თავმოყვარეობა მაინც გააჩნია და იმას არ ეკიდება კისერზე ვისაც ს***ე კიდია. ნუ მოკლედ ჩემი აზრით ლიზა ნიკას არ იმსახურებს და ძაან გამიხარდება ნინიასთან თუ დარჩება.

LM
tamuna.s
იმის მერე რაც ნიკამ ნინიას გული "გადაუშალა" და უთხრა რომ სახლში მისვლა არ უნდა რომ ცოლის თვალებში იმედგაცრუება არ ნახოს და აქვს თუ არა საქმე სამსახურში ათენებს და აღამებს. ლიზას საქციელი აღარ მიკვირს. აქ საქმე რაღაც კურსებში კი არაა, იმაშია რომ ამ ყველაფერს გრძნობს ეს გოგო და ნიკას მიყვარხარ გულიდან არ მოდის და სწორედ ესაა ლიზას პრობლემა და ქვეცნობიერად ცდილობს ნიკას ყურადღების მიქცევას თავისი ამ უაზრო ქმედებებით. მათი ურთიერთობის ამ დონემდე მიყვანაში ლომის წილი ნიკას მიუძღვის და მისი წარსულის აჩრდილებს და თვითონაც უნდა გააცნობიეროს და აღიაროს ეს. ყველაფრის ლიზასთვის გადაბრალება არ მიმაჩნია სწორად. თანაც ეს კურსები და ლიზას არგუმენტები ზედმეტად არადამაჯერებელი და ყურით მოთრეულია. იმიტომ რომ მისი საქციელი და ის რომ ნიკას ასე ადვილად ელევა ნამდვილად არ გავს იმ ლიზას ვისაც ვიცნობთ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ნიკა.

ახლა იგრძნო ნიკას "მიყვარხარ" გულიდან რო არ მოდის? ის "მიყვარხარ"-ც სულ ძალით ათქმევინა მაშინ პალატაში ქალბატონმა.თავიდანვე კარგად იცოდა ნიკას ნინია როგორ უყვარდა და დღემდე ვერ ამოიგდო თავიდან.ისიც კარგად იცოდა ნიკა მისთვის ვენებს რომ არ იჭრიდა. ისიც კი იცოდა რატო მიატოვა ნინიამ ნიკა და რატო არ აპატია და ლიზას სირცხვილია თუ ქმრის ყურადღების მიქცევას ასეთი ხერხებით ცდილობს. საერთოდ ვერ ვამართლებ ლიზას. დებილი გოგო იყო თავიდანვე და ასეთად დარჩება სულ. არავის დაუძალებია მაგისთვის ცოლობა და მთელი ურთიერთობაც მაგისი ინიციატივით დაიწყო. ასე რომ თუ დავფიქრდებით ნინია ბევრად მაგარი და ჩამოყალიბებულია ვიდრე ეს ლიზა :))) ქალმა ერთი შეცდომა დაუშვა(თან ძაან ცუდი შეცდომა) მარა თავმოყვარეობა მაინც გააჩნია და იმას არ ეკიდება კისერზე ვისაც ს***ე კიდია. ნუ მოკლედ ჩემი აზრით ლიზა ნიკას არ იმსახურებს და ძაან გამიხარდება ნინიასთან თუ დარჩება.

 


№18  offline წევრი Tamara Tamo

ის ფაქტი, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია საკუთარი თავის რეალიზება, უდაოა. შეიძლებოდა ცოტა სხვა ფორმითაც, თუმცა ლიზა საკუთარი, თავის დროზე იმპულსური გადაწყვეტილების გამო უფრო ისჯება. გაცნობიერებულად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გვერდით ყოლოდა სწორედ ეს მამაკაცი, თუნდაც ძლიერი გრძნობების გარეშე. შესაბამისი შედეგიც დადგა. არ ეყო "ოჯახური იდილიისთვის" არც ვნებათაღელვა და არც ჭკუა.

ფეფო, ჩემი პირადი უსაზღვრო კომპლიმენტები შენ. და რა ვქნა, რომ მომწონს ეს ჩვენი მიკერძოებული პირადი შეურიგებლობა ლიზას პერსონაჟთან. გელოდები ახალი "ბომბებით" :)))))

 


№19  offline წევრი მარიკუნაა♥️

ეს სხვა ლიზაა, ფეფო.
ეს ის ლიზა არ არის, თავის დროზე რომ წერდი.
:)))
იმედი გამიცრუვდა.
ძალიან.

და ყველაზე მეტად მეზიზღება, როცა ოჯახის წევრები ერევიან დაქორწინებული ქალის ან კაცის ურთიერთობაში.
ხოდა, აი ის ბებია გააქრე სასწრაფოდ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინე

ფეფოო იცი რა ვერ გავიგე? მაშინ ნინია რატომ არ გაყვა დაჭრილ ნიკას? გეხვეწები მიპასუხე რა.. შენ განმარტებაც გეწერა კომენტარში მაგრამ დღემდე ვფიქრობ და ვერ ვხვდები.. ჩემი ვარაუდი ასეთია: მაშინ ნინამ მისი დავიწყების და ლიზასთან ბედნიერების შანსი მისცა ნიკას თავისი გაქცევით.. სწორი ვარ?

 


№21 სტუმარი უცნაური

მე ვფიქრობ რომ ძალით გვაძულებ ლიზას პერსონაჟს. რავქნა რომ ნიკას სხვა ქალთან დანახვა არ გამახარებს საერთოდ მითუმეტეს ნინიასთან. ლიზას კი ნამდვილად ვერ ვუგებ. იმ ყველაფრის შმდეგ რაც იცოდა ნინიას და ნიკას ურთიერთობის შესახებ, იმ გადაწყვეტილების მიღება ცოტა სასაცილოა მისი მხრიდან. წინა ნაწილში მომწონდა ლიზა და გული მწყდება.. ვნაოთ ვნახოთ ჯერ ყველაფერი წინაა და დარწმუნებული ვარ წინ დიდ სიურპრიზს გვიმზადებ. შენ ხომ ფეფო ხარ და აბა სხვანაირად როგორ?..

 


№22 სტუმარი Ana

კაცო, ეს ნინია გიორგისთან ხომ გაიჩითა ბოლოს და ნიკოლოზთან რაღა შუაშია აწი მიანც?!

 


№23  offline მოდერი D-roni

იმიტომ გავბრაზდი რომ იცოდა ლიზამ რის გამო დაშორდა ნიკა ნინიას და მაინც იგივეს აწვება , ნიკას არ ვამტყუვნებ ჭკუა აქვს სასწავლი ლიზიკოს და საერთოდ ნიკოლოზი დაუბრუნეეეთ ძველ ფორმას რომელიც არსადაც არ წავიდოდა და ლიზას ჭკუას მაგრად ასწავლიდა.
ბევრი რაღაც გადაიტანეს და არ მინდა რო დაშორდნენ მაგრამ ეგ შენი გადასაუწვეტია , მჯერა ნიკოლოზი ლიზიკოს მაგრად გააგიჟებს და ეს არ იქნება ამათი ოთხიგგინალური ცეცხლოვანი და ბომბა სიყვარულის ტოჩკა! ♥️

 


№24 სტუმარი mariami

სტუმარი ნინე
ფეფოო იცი რა ვერ გავიგე? მაშინ ნინია რატომ არ გაყვა დაჭრილ ნიკას? გეხვეწები მიპასუხე რა.. შენ განმარტებაც გეწერა კომენტარში მაგრამ დღემდე ვფიქრობ და ვერ ვხვდები.. ჩემი ვარაუდი ასეთია: მაშინ ნინამ მისი დავიწყების და ლიზასთან ბედნიერების შანსი მისცა ნიკას თავისი გაქცევით.. სწორი ვარ?

მე კიდე მგონია რო ნინია ძაან კარგად იცნობდა ამ ჩვენს ნიკოლოზს და ისიც კარგად იცოდა რო არასოდეს აპატიებდა ეგეთ საქციელს. იჩხუბებდნენ რაღაცაზე, ესეც გაბრაზებული წამოაძახებდა შენ რო ადრე ისე...ასე... და მერე ან ერთი დარჩებოდა ცოცხალი ან მეორე. ნინია კიდე ძაან თავმოყვარე ქალი ჩანს ლიზასგან განსხვავებით და მაგას არ დაუშვებდა. ნუ ჩემი აზრით ასეა.

 


№25  offline წევრი Other side

გამოძიება ძალიან საინტერესოა როგორც ყოველთვის, ნიკა რათქმაუნდა ფორმაშია, შეუდარებელი ნიკოლოზ დათუნაშვილი. ელიზაბეტ მართლა დებილი ქალი ხარ
--------------------
Other side

 


№26 სტუმარი ნიიინრ

აუუუუუ ფეფოოოო უბრალოოდ განსაკუთრებული მაგარი სასწაულიი გოგო ხარ!!! ჯერ მარტო ამ ისტორიაას რომ აგრძელებ და აიი ვაფშეე ვგიჟდები შენზე!! მერე კიდე აიაიაიაიაიია არვიცი რავთქვა პროსტაა ნიკოლოზიიიიარიის აიიი რაღაც სასწაული ჩემთვის ძაააან მიყვარს და ნინია კდიე!! აი ეს ორი ადამიანი ჩემტვის არის ამ ისტორიიის მტავარი გმირი!!! მორჩა და გათავდა!! ვგიჟდებიშენზე და ველიახალ თავს

 


№27  offline მოდერი მარია.

ისევ ეს ბანალური კურსები უცხოეთში.
ლიზა 100 წელი არ წავიდოდა, ხო იცის ნიკოლოზისა და ნინიას ისტორია არა?!
ძალით შემოაკვეხე ეს მიზეზი, რომ პროსტა დაშორდნენ და ნინია გამოაჩინო ისევ ასპარეზზე.
გამიტყდა :)
მაგრად.
ლიზიკოზე ტიპი რო ასე ლაპარაკობს
რა უნდა მოთხოვო საერთოდ :)
შემზიზღდა ნიკოლოზი.
ბოლო დონემდე :)
კიდე თუ ლიზიკოს აბრალებს ყველაფერს ჩამოყალიბებული სამასოიანია.
ტიპს გადავყვე, დამიკიდოს ,კიდევ სხვა უყვარდეს, სხვას მისტიროდეს და მე გამამტყუნოს?
ლიზიკო, მგონი მართლა დებილია.
ეგეთ ახვართან რო დაიჭერ საქმეს და უძვირფასეს წლებს ვიღაც უმადური შეალევ.
ლიზიკო ვიყო, უკვე 200ჯერ დავშორდებოდი.
ამ კომენტარით არ გეგონოს რო შენ განგიკითხავ, სიუჟეტის შეცვლას გთხოვდე ან მსგავსი.
უბრალოდ აზრს ვაფიქსირებ.
მუდამ მივიღებ შენს ნაწერს და არასდროს გთხოვ რაიმეს შეცვლას(ვეცდები ;დდ)
პროსტა ძაან არარეალურად და ყალბად მეჩვენაყ ეს კურსები და მომკალი რაა.

ძალით გვაძულებ ლიზიკოს და ეგაა .
ასე რომ.. მეც -პასს
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 


№28 სტუმარი სტუმარი life is good

რა მიკვირს იციი :)) ვკითხულობ კომენტარებს და არცკი მინდა პასუხი გავცე ვინმეს...სადმე მიწერია ნინია და ნიკა ერთად რჩებიანთქოო? ან შორდება ის დალოცვილი ქმარს და დათუნაშვილს გაეკიდებათქო?! რა გავაკეთოო? არ გპასუხობთ,არც თავს ვიმართლებ,არც ვიეს რამეს ვუხსნი...ვწერ ამ დეტექტივს და მსიამოვნებს...არ გინდათ თქვენც ისიამოვნოთ? ლიზა ნინას მეტი ვერაფერი დაინახეთ? ლიზას კი არა ჩემ მეზობელ ლალის დადნგრა წლების ნალოლიავები ოჯახი რამე გასაკვირია? ნუ პროკურორობა რა თანამდებობააო ვიღაცამ იკითხა...რავიცი აბა ქვეყნის მთავარი პროკურორობა მე უცოდინარს და ამ საქმეში გაუნათლებელს თანამდებობა მგონია და მონკალუთ ჰაა:)) რავიცი რა ვთქვა? ჩამოაყალიბეთ გეგმა ვის რა როგორ გინდათ...ერთმა ითავეთ და დამიკვეთეთ...ხედავ დაკვეთით წერა მაგრად გამომდის...

 


№29 სტუმარი სტუმარი ნანა

ფეფიკო, წესით არ უნდა შეგეშალო არავიში ))) ხოდა იმის თქმა მინდოდა ყოველთვის მივიღებ შენს გადაწყვეტილებებს ვინ ვისთან უნდა იყოს და არ იყოს... მიცანიიი? ))) აბა შენ იცი ❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი ნანა

რატო შეჭამეთ ეს გოგო ? :(( უბრალოდ რომ ისიამოვნოთ მისი ნაწერით რომელიც არაჩვეულებრივია , არა ხო?
თუ ნინია და ნიკა უნდა ავტორს ეგეც მისი სურვილია და ნუ ახდენთ ზეწოლას..
ერთი თქვენ არ იცოდით ნიკას ისე რომ არ უყვარდა ლიზა , როგორც ნინია და მეორე - თავად ლიზამ. ძაანაც კარგად იცოდა , მაგრამ დაკმაყოფილდა იმ
სიყვარულის დოზით რომელსაც ნიკა გრძნობდა მის მიმართ და მასთან ცხოვრებასაც დათანხმდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent