შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მესამე)


3-10-2018, 13:54
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 313

საშინლად მშვენიერი (თავი მესამე)

თვალები გავახილე, ტელეფონს დავხედე: 32 გამოტოვებული ზარი სოფისგან.
საწოლიდან წამოვდექი
-ჯანდაბა უკვე 8 საათია,
დღეს საღამოს 8-ზე სწორედ რომ იმ დეტექტივის სახლში ვარ დაპატიჟებული, მე კი დამეძინა.
დიდი დრო არ დამიხარჯავს სამოსის შესარჩევად. პირველივე თეთრი ფერის კაბა ავიღე, ფეხზეც რა თქმა უნდა შესაბამისი ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაკიაჟზე არაფერს ვიტყვი... ჩავჯექი მანქანაში და გამოგზავნილი მისამართის გზას დავადექი.
ჩემი ცხოვრება ხომ ყოველწამს მოულოდნელობებით არის აღსავსე... წინ იმხელა საცობი დამხვდა სავარაუდოდ მთელი ღამე აქ მომიწევდა დგომა. ტელეფონი ამოვაძვრინე ჩანთიდან.
-ბატონო დეტექტივო საცობში მოვყევი
-ასეც ვიცოდი, დაგეძინა ხომ?
გამიკვირდა, თანაც ისე რომ ყბა ლამის ფეხებამდე ჩამომვარდა.
-კი მაგრამ თქვენ... ვერ ვხვდები... რაიმე დატოვეთ ჩემს სახლში? რითიც მითვალთვალებ?
-დამშვიდდი დამშვიდდი, არაფერია. გელოდები
ზუსტად ერთ საათში მივაღწიე დეტექტივის სახლთან, არც ისე დიდი ეზო ჰქონდა ბინას. მანქანიდან გადმოსვლისთანავე შევნიშნე როგორ წამოსკუპულა ხნიერი ქალბატონი სკამზე, ახლოს მივედი და ვკითხე.
-უკაცრავად ქალბატონო, გიორგი მაჩაბელი ამ კორპუსში ცხოვრობს?
ბებიამ გამიღიმა და ტკბილად მითხრა.
-დიახ შვილო ჩემო, ჩემი კარის მეზობელია. სართული 11 ბინა 34, ციფრებს კარზე შენიშნავ.
-მადლობელი ვარ. ვუპასუხე და ბინაში შევედი. კარზე ზარი დავრეკე. და იმის ნაცვლად რომ მაჩაბელი გამოსულიყო, ჯერ კვამლი გამოვიდა შემდეგ კი თავად გამომძიებელი დავინახე. გულიანად გადავიკისკისე და ოდნავ დაბნეულმა მივუგე.
-შენ რა გადაწყვიტე ასე დამხვდე? არ იყო ამდენი კვამლი საჭირო, სულაც არ არის რომანტიული. თან სიცილს ვერ ვიკავებდი.
-სასაცილო სულ არ არის, მინდოდა სახლი სანთლებს გაენათებინა, ჰო და ფარდებმა გადაწყვიტეს ეს საქმე თავის თავზე აეღოთ.
ახლა ნამდვილად შეუძლებელი იყო თავშეკავება. ფანჯრებზე მხოლოდ ფარდის ნაფლერთები შემორჩენილიყო.
-არაუშავრს, ვის არ მოსვლია, იცი პატარაობაში საახალწლოდ მაშხალები სახლში გავისროლე და ცოტას გადავრჩით.
ძლივს ვყვებოდი, სიცილისგან ცრემლები მომდიოდა.
-მაინც დამცინი ხომ?
-კარგი მოდი ცოტა მივალაგოთ. ვუთხარი და სახლში შევედით.
ძალიან გაუხერხულდა ამ ყველაფრის გამო... ცდილობდა ყველაფერი ერთდროულად მოეკრიფა და ოთახში შეეყარა. თან ყოველ 5 წამში მზერას ჩემსკენ აპარებდა.
აივანზე გავედი. საოცრად ჰქონდა მოწყობილი, თანაც ეს ხომ ჩემს რიტუალად ნაქცევი რამაა... აქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვტკბებოდი ამ წამით. აივნის კარი გაიხსნა და გიორგიც გამოჩნდა. ხელში ორი ჭიქა და ჩემი საყვარელი სასმელი ეჭირა...
-შენ რა ხუმრობ? ოდნავ გამეღიმა.
-არა... ორი დღეა ერთი და იმავე ბარში ერთიდა იმავე სასმელს უკვეთავ. რთული მისახვედრი არ იყო რომელია შენი საყვარელი სასმელი.
-არანორმალური ხარ, ვუპასუხე სიცილით.
ჩემს გვერდით ჩამოჯდა ბოთლი და ჭიქები მაგიდაზე მოათავსა, ჩუმი ხმით მკითხა.
-მოგწონს?
-საოცარია... ემოციების დამალვა გამიჭირდა...
წამიერი სიწყნარე ჩამოწვა. შემდეგ კი უეცრად მკითხა
-რატომ ხარ ასეთი?
გავიკვირვე, ოდნავ გავიღიმე, ცალი წარბი ავწიე და ვუპასუხე
-როგორი?.. როგორი ვარ?
-თითქოს საკუთარი სამყარო გაქვს, გარკვეული საზღვრები. ხან კეთილი ხარ ხანაც ბოროტი. ზოგჯერ მხირული და ბავშვური, მომენტებში კი დიდი ყინულივით ხარ, რომლის დამსხვრევასაც ვერავინ შეძლებს. რატომ... რატომ ხარ ასეთი უცნაური?
პასუხზე თავი შევიკავე უბრალოდ გამეღიმა... შეამჩნია მან რომ ეს ღიმილი იძულებითი და სიმწრით სავსე იყო...
-მიპასუხე ლინდა... ასეთი რა სამყარო გაქვს?.. რატომ არავის უშვებ შენთან ახლოს... შენს სამყაროში.
-იცი...რთული ასახსნელია. არ მინდა ჩემს სამყაროში ვინმე შემოვუშვა... არავინ არის ისეთი ვინც ჩემს სამყაროში შემოსვლას შეძლებს და აქედან აღარასოდეს მოუნდება გასვლა.
გაჩუმდა, დაიძაბა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-ვიღაც იყო ხომ? ვისაც მიეცი უფლება შენთან ყოფნის.
-უნდა წავიდე... სასწრაფოდ წამოვდექი სკამიდან
-ლინდა რატომ ცდილობ ყოველთვის გაქცევით უშველო საკუთარ თავს?
ამ სიტყვებმა ადგილზე გამყინა... გავბრაზდი მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. ნელა დავეშვი კვლავ სავარძლისაკენ.
-რთულია... რთულია იცხოვრო იმ ადამიანის გარეშე ვინც შენ გასწავლა რა არის სიყვარული ხვდები?თვალები ცრემლით ამევსო მაგრამ მინდოდა ყველაფერი მომეყოლა რადგან არასოდეს ყოფილა ადამიანი ვისთვისაც ჩემი რაიმე პრობლემის ან ტკივილის შესახებ მომიყოლია. ხმა აკანკალებულმა კვლავ განვაგრძე... მიყვარდა... ვუყვარდი მაგრამ ამას ყველა ხედავდა ჩვენს გარდა. ვერ ვხვდებოდი რამდენად მნიშვნელოვანი როლი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში. მისი შემცვლელი არასოდეს გამოჩნდება. არც მინდა იყოს მის ადგილას სხვა. მას შემდეგ მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე მამაკაცთან მაგრამ ეს იცი რას გავდა?
-არ ვიცი... მითხრა წყნარად
-როგორც ჰაერი წაგართვან, უჟანგბადოდ დაგტოვონ. მხოლოდ 5 წუთი გქონდეს საშუალება ისუნთქო მხოლოდ იმიტომ რომ არ მოკვდე. მან მხოლოდ ერთხელ იკითხა ჩემი შინაგანი სამყაროს შესახებ, მე პასუხი არ დავუბრუნე უბრალოდ ვუთხარი რომ გაუჭირდებოდა. არ შეშინდა სცადა შემოღწევა და ეს პირველივე ცდაზე გამოუვიდა ისე რომ ვერც მე და ვერც ის ვერ ვხვდებოდით ამას. მხოლოდ გვიან მივხვდი.
-გასაგებია რატომაც ხარ ახლა ასეთი.
-მიჭირს, სუნთქვა მიჭირს... მას შემდეგ 2 წელი გავიდა... ყველაზე რთული იცი რა იყო?
უარის ნიშნად თავი გააქნია
-მშობლები და ის ერთად დავკარგე... არ მინდა აგიხსნა მიზეზი რატომ და რისთვის... უბრალოდ იცოდე რატომ ვარ ასეთი, რატომ ვიტანჯები.
-მოდი აქ... მოდი გეყოს... ყველაფერი მოგვარდება.
თავი მხარზე დავადე, ცრემლები აღარ წყდებოდა... მაგრამ ამასთანავე თითქოს დავისვენე, თითქოს უდიდესი ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან.
-მოგეშვა? მკითხა და გაეღიმა
-ოდნავ. სახიდან ცრემლები მოვიწმინდე... ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი
-უნდა წავიდე...
-როგორც იტყვი, ვერ გაიძულებ
-გიორგი...
-რა ხდება?
-მადლობელი ვარ, ყველაფრისთვის მადლობა. ისე დამეხმარე ვერც კი წარმოიდგენ...
-არ არის პრობლემა, მადლობის სანაცვლოდ ხვალ გამომყვები სავაჭრო ცენტრში, შენს გამო სახლი კინაღამ დავწვი...
გამეცინა და ვუთხარი
-რა თქმა უნდა... მხოლოდ დამირეკე.
კარიდან გამოვედი... ჩავჯექი მანქანაში და გავუყევი გზას რომელიც აუცილებლად მიმიყვანდა საკუთარ სახლთან...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ლალო

აუუ რაკარგიაა შემდეგი თავები მალე დადე გთხოოვ

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი ლალო
აუუ რაკარგიაა შემდეგი თავები მალე დადე გთხოოვ

ვცდილიბ არ დავიგვიანო❤️
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent