შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსრულება (ნაწილი 2)(თავი მეორე)


4-10-2018, 18:42
ავტორი ნორმი
ნანახია 389

საფლავზე დაყრილი მიწა სველი იყო,რომელსაც კარგად ეტყობოდა ამოთხრის კვალი.საფლავის ქვა გვერდზე გადაწეული იყო.
-რა ჯანდაბაა,საფლავი ვინმემ გათხარა?არც არავინ არის რამე რომ ვკითხო.
საფლავის ქვასთნ დაიხარა,რომელიც ხელის შეხებისთანავე ძირს დავარდა.საფლავის ქვის ქვეშ გამოტეხილი იყო,სადაც რაღც ინახებოდა,რომელიც უკვე წაღებული იყო.კატომ გულდასმით დაათვალიერა ამოჭრილი.მხოლოდ პატარა ზომის ქაღლდის ნაგლეჯი ეგდო.
“მაია დათიაშვილი,გარდაცვალების თარიღი 2018 წლის 12 სექტემბერი.“
-საინტერესოა,გაგრძელება სადღაა?რისი ნაგლეჯია და რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი მისი აქ დამალვა.
მთელი დღე ნაგლეჯს ატრიელებდა.ვერაფერი გაიგო,ყველამ იცოდა მაიას სიკვდილის თარიღი.ვის რაში სჭირდებოდა საბუთის საფლავის ქვაში დამალვა ან მიწა რატომ იყო ახალი?იქნებ ვინმემ გათხარა საფლავი,მაგრამ რატომ?
-ღმერთო ჩემო როგორ ვერ ვიტან შეკითხვა „რატომ-ს“?ხომ შეიძლება ერთზე მაინც მქონდეს პასუხი?
აგარაკზე ასულს ჰოლში მხოლოდ კესო და სოფია დახვდა,რომლებიც გულდასმით ათვალიერებდნენ მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს.მათი სახეები კი არც ისე ბედნიერი იყო.
-გოგონებო რას უყურებთ?
-რას ვუყურებთ ამის კითხვას საერთოდ როგორ ბედავ.--სოფია--
-სოფია მე შენ ასეთი გაბრაზებული არ მინანიხარ ნორვეგიის შემდეგ.ასეთი რა მიზეზი მოგეცი.
-მიზეზი?აი ეს მიზეზი.რა უფლებით გაბედე და მაიას საფლავი შეურაცყვე?
-რა?საიდან მოიტანეთ ეს სისულეები?
-დღეს ფოსტალიონი მოვიდა და ამანათი მოიტანა,რომელშიც ეს ფოტოები ეწყო.აქ ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ აგდებ ძირს მაიას საფლავის ქვას.
-ის ჩემამდე იყო მოტეხილი.
-გეყოს!ნუ ცდილობ თავის მართლებას.აქედან წადი,ამ სახლში შენი ადგილი აღარ არის.
-სოფია გაგიჟდი?ახსნის საშუალება მაინც მოგვეცი.
-რა უნდა ახსნა?რამდენი რამ დაგვიმალე.მარტო მაიას საფლავის შეურაცყოფა რომ იყო კიდევ შეიძლებოდა.ჩვენგან ჩუმად აგროვებდი მაიას საბუთებს.ოთხი წლის მანძილზე როდესმე გაჩერებულხარ და ჩვენთვის გითქვია რამე? ისიც კი იკადრე,რომ მისი საფლავი გაგეთხარა.ასეთს რას ეძებდი?
-საიდან მოიტანეთ,რომ მაიაზე რაიმეს ვაგროვებდი?საფლაის გათხრა საიდან მოიტანეთ?
სოფიამ სახეში შეაყარა ყველა საბუთი და ფურცელი,რომელიც ამანათით მოუტანეს.
-არ ვიცი ესენი რა არის მაგრამ არცერთი მათგანი არ არის სწორი.საფლავზე მომხდარს კი ავხსნი.
-ჯობია წახვიდე კატო,აქედან წადი.
ყველაზე მეტად რაც არ სურდა ოჯახის განაწყენება იყო.თვითონაც არ სიამოვნებდა მეგობრის შეუაცყოფა,მაგრამ რა მისი ბრალი იყო თუ იმ წუთს ის აღმოჩნდა იქ?არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,სად უნდა წასულიყო?სახლიდან გასვლამდე დემეს დაემშიდობა და წავიდა.მიდიოდა მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა.ასეთი რა დააშავა?ხომ შეიძლებოდა მისთვის მოესმინათ?ყველაფრის ახსნა და განმარტება შეიძლებოდა.ღმე სასტუმროში გაათია,დილით გამოცდა ჰოქნდა და კარგი გამოძინება ჭირდებოდა.მიუხედავად ამისა,მთელი ღმე მაიაზე და მის საფლავზე ფიქრობდა.ვის რაში სჭირდებოდა მაიას საფლავის გათხრა ან მასზე დაბრალდება?დილთ ადრე გაემზადა და მის საყვარელ გამომძიებელ აკაკი ჟღენტთან წავიდა.მთელი ორი წლის მანძილზე მასტნ გადიდოდა პრაქტიკას.სადაც გადიოდა ყველგან მიყავდა,თუნდაც გასაიდუმლოებული ყოფილიყო.აკაკიც ყველაზე მეტად ენდობოდა,ყველაფერს გულმოდგინედ ასწავლიდა.ერთდერთი რაც კარგად ვერ ასწავლა იარაღის გამოყენება იყო.კატო დილიდანვე უგუნებოდ იყო,ხასიათძე არ იყო,არც გამოცდაზე წავიდოდა,მაგრამ ასე ცოტა აკლდა დასახულ მიზნამდე.
-კატო დღეს ბოლო გამოცდაა.მე შენი იმედი მაქვს..კატომ ხმა არ გასცა,მისი ფიქრები სხვაგან დაჰქროდა.-კატო მისნე?ცხვირ წინ ხელი აუფრიალა და მაშინვე მოეგო გონს.
-გისმენთ,ბატონო აკაკი.
-მაშნ წარმატებები!იმედია მომდევნო კვირიდან კოლეგები ვიქნებით.
-ძალიან დიდი მადლობა!
ფიზიკური გამოცდაც წარმატებით ჩააბარა ან როგორ შეიძებოდა ჩარლის მომზადებულს ვერ ჩებარებინა?მთელს გუნდში საუკეთესო იყო.აკაკი ასი პროცენტით დარწმუნებული იყო მის გამომძიებლად დანიშვნაში,ყველაზე დიდი იმედი ჰქონდა,რომ მისი მეწყვილე აღმოჩნდებოდა.ერთი კვირა დასჭირდა საბოლოო შედეგების გაგებას.აკაკის იმედები ბოლომდე გაამართლა,მხოლოდ ერთი რამ რაც ვერ შეძლო მისი მეწყვილეობა იყო.
-ბატონო აკაკი რატომ ხართ მოწყენილი?თქვენ ხომ ძალიან გინდოდათ ჩამებარებინა?
-რა თქმა უნდა კატო,მაგრამ ისიც ძალიან მინდოდა ჩემი მეწყვილე ყოფილიყო.
-არაუშავას მთვარი ისაა,რომ აქვე ვიქნები.
-საქმეც ეგ არის.არც აქ იქნები და ეგ მაშინებს.
-აქ არ ვიქნები?
-ჰო გადანაწილების მიხედვით ქუთაისში მოხვდი.
-ჩემი მშობლიური ქალაქი თბილისია,საუკეთსოდ ჩავაბარე და იქ რატომ მგზავნიან?
-სწორედ ამიტომ,მათ პროფესიონალი გამომძიებლები სჭირდებათ.
-ჩემზე პროფესიონალები ჰყავთ.
-პროფესიონალები ერთგულებაში.შენ კი საუკეთსო ხარ,ძალიან ბევრი კორუფცია ხდება,რომლის აღმოფხვრასაც ვეღრ ახერხებენ.საუკეთესო გამომძებლებიც კი მოისყიდეს და გააფუჭეს.სამმართველოს შენი იმედი აქვს,იციან,რომ შენზე ვერ იმოქმედებენ და ყველაფრის ფასად დაიცავ შენს პროფესიას,ღირსებას და რაც მთვარია საგამოძიებო სისტემას.
-სხვა გზა არ მაქვს?
-არანაირი.
-არადა აქ ყოფნა როგორ მინდოდა.
-მე როგორ მინდოდა ვერც კი წარმოიდგენ.მინდა წარმატებები გისურვო და რაც მთვარია გაძლება.
ერთმანეთშ მარად ჩეხუტნენ.აკაკი მისთვის მამის ტოლფასი იყო,რაც შეიძებოდა ყველაფერს აკეთბდა.ყველაზე მეტად დაწყდა გული აქედან რომ მიდიოდა.ერთი მიზეზი აკაკი იყო,მეორე კი მაია.როგორ შეძლებდა ქუთაისიდან მის დახმარებას?წასვლამდე სახლშიშეირა,არ უნდოდა დამშვიდობების გარეშე წასულიყო.
-ანდრე სად ხარ?
-ქალბატონო აქ მოსვლას როგორ ბედავ?
-ანდრე შენ მაინც არ გჯერა?
-მე სამხილების მჯერა.
-ყალბი სამხილებია ეს სოფიასაცა ვუთხარი.მაიას საფლავზე რომ ავდივარ ეს შენც იცი და დანარჩენს ავხსნი თუ მომცემთ საშუალებას.
-ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე ინებე და წადი.
-დემეს მაინც დავემშვიდობები.
-წადი!
მთელი გულით სურდა ეტირა და დარდი გარეთ გამოეშვა,მაგრამ ტირილის უნარი დიდი ხნის წინ დაკარგა.ჭიშკრისკენ მიმავალ გზას,რომელიც არც თუ ისე გრძელი იყო,ძალით აგრძელებდა.ფეხები უკან რჩებოდა.სიამაყეს ვერ ძლევდა და უკან არ იყურებოდა.ფანჯააში კი დემე თვის პატარა ხელლებს უქნევდა დედიკოს.სახეს ცრემლები უსველებდა,ეძახდა,რომ არ წასულიყო,მაგრამ მას არ ესმოდა.ფანჯარაზე კოცნიდა დედიკოს და ისე აცილებდა.ტაქსში ჩაჯდომისთანავე ამდენი ნაკავები ცრემლები გადმოუშვა.
-უკაცრავად სად წაგიყვანოთ?
-აეროპორტში მიმიყვანეთ.
ნამდვილად არ უნდოდა ქუთაისამდე ავტობუსით „ეჯაგჯაგა“ .ერჩივნა მალე და მშვიდად ჩასულიყო.სალაროში ბილეთბი იყიდა და რეისს დაელოდა,რომელიც დაახლოებით ექვს საათში იყო.მანამდე სად უნდა წასულიყო?ვერსად წავიდოდი,იქვე მყოფ მარკეტში ჩიფსები,შოკოლადები და კოკა-კოლები იყოდა.მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მგზავრი იყო,რომელიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა.ექვსი საათის განმავლობაში ხან ბავშვებს ეთამაშებოდა,ხან მგზავრებს ესაუბრებოდა.ახალი მეგობრები გაიჩინა.ძალიან საყვარელი წყვილი აღმოჩნდნენ.მათი შემხედვარე ანდრეა საშინლად ენატრებოდა.როგორც კი ჩასხდომა გამოაცხადეს ყველანი ერთად გაეშურნენ. თვითმფრინავით მალე ჩავიდა ქუთაისში.აეროპორტიდან გამოსულმა ისიც კი არ იცოდა სად უნდა წასულიყო.ცხოვრების მანძილზე პირველად ქუთაისში.ბავშვობაში მისი მშობლეი რომ დადიოდნენ არაფრით მიდიოდა მათთან ერთდ,საშინლად ვერ იტანდა ამ ქალაქს,თვითონაც არ იცოდა რატომ.ახლა კი აქ იყო და ბინას ეძებდა.რამოდენიმე განცხადება იპოვა გაჩერებაზე და მაშინვე დარეკა,ზოგან სამი სტუდენტი გოგონა ესაჭირეობათ,ზოგან დაქირავებული იყო.მის ბედად ერთი ბინა აღმოჩნდა თავისუფალი,მაგრამ არც ამაში რომ არ ქონდა იღბალი.ბინა ასათიანის ქუჩაზე საგიჟის წინ მდებარეობდა.
-ღმერთო ასეთი რა შევცოდე საგიჟეს რომ მოვცილდი?
სხვა გზა არ ჰქონდა თორემ აქედან კისრის ტეხვით გავარდებოდა.პირველი დღე დასვენების დღედ გამოიცხადა,მაგრამ ვინ დააცადა.ბარგის ამოლაგებისთნავე დაუკავშირდნენ.
-გისმენთ!
-ქალბატონი კატო ახვლედიანი ბრძანდებით?
-დიახ,რა გნებავთ?
-ქუთაისის საგამოძიებოდან გიკავშირდებით,დღეს თუ გცალიათ და თუ ქალაქში იმყოფებით იქნებ მოხვიდეთ?
-დიახ ეხლავე მოვალ.
ტელეფონი გათიშა,ცოტა აკლდა კედელზე „მიეხატებინა“ ტელეფონი.საბუთებს ხელი დაავლო და დაადგა მომავალი გამომძიებლის გზას.შენობაში შესვლისთანავე გამოეგებნენ.
-მოგესალმებით!იმედია მოგეწონებათ აქაურობა.
-იმედია.ცალყბად ჩაიცინა.
-წამობრძანდით თქვენს კაბინეტს გაჩვენებთ!შემდეგ უფროს გამომძიებელთნ აბრძანდით.
-მადლობა.
კაბინეტი საკმაოდ მუქ ბერებში იყო გაეთბული,მიუხედავად ფანჯრების არსებობისა,მაინც სიბნელე იყო.პირველი რაც გააკეთა ფანჯრები გამოაღო რათა დაგუდული ჰაერი გაეწმინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent