შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავაფერადე (სრულად)


6-10-2018, 19:07
ავტორი პენელოპე
ნანახია 1 347

გავაფერადე (სრულად)

მე მოგიყვებით ამბავს იმ დღის შესახებ, როდესაც გადავწყვიტე,რომ ცხოვრება გამეგრძელებინა.
ვაღიარებ, რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არა შეუძლებელი.
ვეცადე.
ვეცადე და გამომივიდა.
ან, უბრალოდ ღმერთმა ასე ინება.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მანქანამ გამიტანა. ხშირად ვამბობდი: საუბედუროდ, გადავრჩი-მეთქი. რატომ საუბედუროდ?!
იმიტომ, რომ ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მერჩივნა.
არ მსურდა ეყურებინათ ჩემთვის და შევცოდებოდი ვინმეს.
გულწრფელ თანაგრძნობას ვითხოვდი, სიცოდილს არა.
არ მსურდა, თითით საჩვენებელი გოგონა ვყოფილიყავი,რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, არამედ მაგალითი მინდოდა ვყოფილიყავი იმათთვის, ვინც გადარჩა.
მინდოდა,მაგრამ არ გამომდიოდა.
მარტოსული გავხდი.
არავინ მაინტერესებდა, მხოლოდ დედა. დედა, რომელსაც ჩემს გამო ღამეები არ ეძინა - საკუთარი თავისთვის რამე რომ არ დამეშავებინა.
ჩუმად ვდარდობდი და ვლოცულობდი მისთვის.
რა მომივიდა ასეთი?!
ავარიაში მოვყევი.
გადავრჩი.
მაგრამ, ექიმმა თქვა, რომ ვეღარ გავივლიდი.
იყო ცრემლიანი თვალები, კეთილი სურვილები და ინვალიდის ეტლი.
მე მხოლოდ მას ვამჩნევდი.
მაშინ ვაღიარე, რომ შავი სიკვდილის ფერი იყო.
მძაგდა მისი დანახვა.
მოვითხოვე, რომ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს შავები არ ჩაეცვათ, რომ სასტიკად მაღიზიანებდა და მძულდა.
ასეც მოიქცნენ.
მარიონეტებად ვაქციე ისინი.
ასე გრძელდებოდა დიდი ხანი, სანამ ოცდასამი წელი არ შემისრულდა.
ჩემი დაბადების დღის ღამეს მოვისურვე, რომ დასასვენებლად წავსულიყავი. დედაჩემის თვალები განათდა, ძმამ ოდნავ შეჭმუხნა წარბები,მაგრამ ნება მაინც დამრთეს. თავიდანვე ვიცოდი, რომ არაფერში შემეცილებოდნენ.
ყაზბეგში წავედი.
მარტო, რა თქმა უნდა, არ გამიშვეს, ამიტომ ბიძაშვილი ელენეც თან გავიყოლე.
ივნისის დასაწყისი იყო, არც ცხელოდა და არც ციოდა.
ნამყოფი ვიყავი, მაშინ როდესაც ცხოვრება ძალიან მიყვარდა.
ბიძაჩემის, ელენეს მამის სახლში დავბინავდით. აგარაკი იყო, სადაც ზაფხულობით ამოვდიოდით ხოლმე. მყუდრო და სასიამოვნო.
გერგეტში წავედით. ეკლესიამდე მისასვლელი გზა მანქანით გავიარეთ, მაგრამ დარჩენილი 50-100 მეტრო, რომელიც ფეხით უნდა გაგვევლო,რათა ტაძარში შევსულიყავით, ვაი-ვაგლახით. ხან ვის მივყავდი ეტლით, ხან ვის - ხელში აყვანილი.
ელენე დავღალე.
არაფერს ამბობდა, მაგრამ ვატყობდი და გასაკვირიც რა იყო.
აყვანა ხომ ერთი ტრაგედია იყო, ჩამოყვანა - უარესი.
წვიმა დაიწყო, მაგრამ კიდევ კარგად გადავრჩით.
დროს მშვენივრად არა, მაგრამ ნორმალურად ვატარებდით. ელენემ ჩემთან ძალიან მოიწყინა. თუ ჩემს გართობას დააპირებდა,ეგრევე ვაჩერებდი, ან ხასიათზე არ ვიყავი, ან უბრალოდ არ მინდოდა და მორჩა.
აუტანელი გავხდი. იმდენად, რომ ელენესაც უჭირდა უკვე მოთმენა.
ჩემი თავი კიდევ უფრო შემძულდა, მაშინ,როდესაც დედაჩემთან ტელეფონით მოსაუბრე ელენეს დავუგდე ყური. ეუბნებოდა თუ როგორ ვერთობოდით, როგორ ვიცინოდი მე და რა არაჩვეულებრივ დროს ვატარებდი.
ყველაფერი ტყუილი იყო.
დედასთან არც მისაუბრია მას შემდეგ, რაც წამოვედით.

მეზობლად ჯაყელები ცხოვრობდნენ. სახლიდან მუდმივად სიმღერებისა და სიცილის ხმა გამოდიოდა. ერთ საღამოს, როდესაც აივანზე ვიჯექით, სახლიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა. ჩვენზე ცოტათი უფროსი თუ იქნებოდა.
მეორე სართულის აივნიდან გადავყურებდით, როგორ შემოაღო ჩვენი ჭიშკარი და როგორ ათვალიერებდა გარემოს. ქურდი ხომ არააო, თქვა ელენემ,მაგრამ მაშინვე უკუვაგდეთ ეს აზრი, როდესაც ჩვენ დაგვინახა და მხიარული ხმით ამოგვაძახა: -გოგონებო, საღამო მშვიდობისა. მე იოანე ვარ, სახლში პატარა წვეულება გვაქვს, შეგიძლიათ, რომ გვესტუმროთ.
ისე თავაზიანად წარმოთქვა, პლუს ამას რევერანსიც გააკეთა და საყვარლად გაგვიღიმა, ე.ი კარგად ნასვამი იყო.
-წავიდეთ?! - მკითხა ელენემ და ეჭვის თვალით შემომხედა.
-შენ თუ გინდა წადი, მე მეზარება.
-კარგი,მაშინ არც მე მინდა.
-გთხოვ, ელენე. ჩემს გამო მუდმივად სახლში ხომ ვერ იჯდები. წადი, ცოტა ხანი დარჩი და წამოდი მერე. - თვითონაც გამიკვირდა, რომ ასე დაჟინებით ვთხოვე.
-კარგი,მაშინ. - წამოდგა, ბიჭს გადაძახა, ახლავე მოვდივარო, შუბლზე მაკოცა, ჭკუითო დამაბარა და წავიდა.
-შენ არ მოდიხარ?! - ქვევით გადავიხედე. ნაწყენი მზერით მიყურებდა.
-არა.
-და რატომ?
-არ მინდა და იმიტომ.
-კარგი,რა, წამოდი..
-არ მინდა, ვახ, რა ვერ გაიგე?! - უხეშად დავუყვირე, რა დროსაც წარბები შეჭმუხნა და უკმაყოფილოდ ამომხედა.
მერე უკვე აღარ გადამიხედავს. გავიგონე,როგორ გაიღო ჭიშკარი, ე. ი წავიდნენ.
დაახლოებით ნახევარი საათი იქნებოდა, რაც ელენე წავიდა, რომ სახლის კარები გაიღო. ყურადღება არც მიმიქცევია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ელენე იქნებოდა, მაგრამ ჩემს უკან, ოდნავ ნაცნობი ხმა გაისმა, ამჯერად უფრო სხვანაირი და მკაცრი: - რატომ არ გვიკადრე?
აივანზე, ინვალიდის ეტლში ვიჯექი, ის კი - ჩემს პირდაპირ სავარძელზე ჩამოჯდა. ჩემი მდგომარეობისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია, ალბათ ვერც შეამჩნია.
-შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ჩემი წვეულებაზე ყოფნა?
-კი,არის..მერე?
-რატომ მოხვედი? - თემა გადავიტანე. საერთოდ არ მეხალისებოდა უცხოს აქ ყოფნა.
-მომწყინდა იქ და ვიფიქრე, ჩემს მეზობელს გავიცნობ-მეთქი.
-მოსაწყენ წვეულებაზე მეპატიჟებოდი?
-არც ისეთი მოსაწყენი იყო. - ოდნავ გაიღიმა.
მაღალი, შავთმიანი, ნაცრისფერთვალება, სიმპათიური ბიჭი იყო. ნაცრისფერი მაისური და შავი გადასაცმელი ეცვა, რომელიც მის თვალის ფერს ხას უსვამდა.
სიცილი ქონდა არაამქვეყნიური.
არა, სიცილი არა. ღიმილი. ჩაცინება. სიცილი ჯერ არ მომისმენია.
-რა გქვია? - დუმილი მან დაარღვია.
-ნუცა მქვია.
-ნუცა, ერთი კითხვა მაქვს. - ოდნავ გადმოიხარა. ღრმად ამოვისუნთქე, რადგან ვიცოდი, რასაც მკითხავდა. ესეც იმ თემას შეეხებოდა, რასაც მე დიდი ხნის წინ დავადე ტაბუ. მძულდა ეს მომენტი, როდესაც მიწევდა ვიღაცისთვის იმის ახსნა, რომ მე არ მსურდა ამ თემაზე საუბარი,მაგრამ.. - არასოდეს გიფიქრია, შენს გამო რამდენი ადამიანი იტანჯება?!
პირი დავაღე. არ ველოდი მსგავს კითხვას, ან რა შუაში იყო საერთოდ.
-რას გულისხმობ? - თვალი გავუსწორე. ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, ჩემი სულის ფერი. ისეთი, როგორიც მე ვიყავი.
-აი,მაგალითად ელენეს. შენს გამო რამდენ რამეზე ამბობს უარს.
-შენ საიდან იცი? ან საერთოდ ვინ ხარ ამაზე, რომ გესაუბრო? - შეტევაზე გადავედი.
-რამდენი დღეა აქ ხართ, გაკვირდებოდით. ელენე მთელი დღე სახლშია ჩაკეტილი, რატომ, იმიტომ, რომ შენ არ აძლევს საშუალებას თავისუფლად იყოს.
-მე მას არაფერს ვუკრძალავ. მისი ამბავი ჩემი საქმე საერთოდ არ არის.
-ეს რა ლაპარაკია? - ირონიულად გაიცინა, - დავიჯერო მეგობრები არასოდეს ყოფილხართ?-თავი დავხარე,რაც დადებითი პასუხის მანიშნებელი იყო. -მითუმეტეს, ნუცა. საკუთარ თავში ჩაკეტვა გამოსავალი არ არის.
-მსგავსი ლექციები მილიონჯერ მაქვს მოსმენილი, შეგიძლია რიგში ჩადგე. - მეც არ დავაკელი. ანერვიულებულმა თითების წვალება დავიწყე. მაკვირდებოდა.
ოდნავ ნასვამი იყო.
წამოდგა. აივნის მოაჯირს მიეყრდნო. ის მე მიყურებდა, მე - ჰორიზონტს. ჩემთან ძალიან ახლოს იდგა, ისე რომ მისი სუნამოს, ალკოჰოლისა და სიგარეტის არეული სუნი ერთდროულად მეგრძნო.
-ბედნიერი იყავი, ნუცა.-შევხედე, თვალი თვალში გამიყარა, ნაღვლიანი თვალები შემომანათა და თქვა: - გთხოვ.
-ავარიამდე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ყველაფერი მქონდა,რაც მინდოდა. - ამოვიხვნეშე. - შემდეგ შევიცვალე. თუ უხეში ვიყავი, ახლა ორმაგად მასეთი ვარ. სამწუხაროდ,მხოლოდ უარყოფითი თვისებები გაორმაგდა, დადებითი კი ორმაგად შემცირდა.
-ცუდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. - იქვე მიგდებული პუფი მოქაჩა და მასში ჩაჯდა. ამჯერად ერთ სიმაღლეზე ვიყავით. - იმ სახლში მყოფი ადამიანები, - ხელი მისი სახლისკენ გაიშვირა, - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არასოდეს დავუშვებ, რომ მათ ჩემი მიზეზით თავი ცუდად იგრძნონ, ნუცა.
-საუბარი მარტივია, იოანე. მე არ მსურს ასეთი ცხოვრება. ასეთი უფერული.
-გააფერადე.
-რა?
-ჰო, გააფერადე. თუ უფერულია, მაშინ შესძინე ფერები. რას ელოდები, ან ვის, არავინ არ იზამს ამას, შენ უნდა ქნა, შენ უნდა მოინდომო.
-ძნელია. ყველაფერის თავიდან დაწყება მეზარება. - ჩემი ხელები თავისაში მოიქცია, მომიჭირა და თან მეფერებოდა.
-მაშინ მოძებნე ისეთი ვინმე, ვისთანაც ერთად არ დაგეზარება.
-და სად ვეძებო? ან როგორ მივხვდე, რომ ზუსტად ისაა?
-მის თვალებში შენი სულის ფერი უნდა ამოიცნო, ნუცა. მარტივია.
-და თუ უკვე ამოვიცანი?
-და თუ უკვე მეც ამოვიცანი?

* * *
მარტივი, პატარა და უბრალოდ ისტორიაა. :)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent