შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსალოდნელი საფრთხე (თავი 13)


7-10-2018, 22:48
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 503

უცნაური დღეა, მშვიდი თუ სისხლაშლილი, ვინ იცის. მია ზვიადის ხვდება და პირველი, რასაც ზვიადი უჩვენებს, რვეულია.

- შენ რა იყო, წერამ აგიტანა? თუ შენი გერმანული ლექსებით აღნიშნავ ჩვენი - ჩემი და აჩის - დაშორებას, პოეტო?!.... - ეუბნება მია თავისი ჩვეული, თან ამგდები და თან ზვიადისთვის ერთობ საყვარელი ღიმილით.
- პოეტობა იქით იყოს და... პროზაში გადავედი. - ამბობს ზვიადი და მიას ხარხარი უვარდება. გულის სიღრმეში ფიქრობს, მგონი, მართლა შეშლილია ეს ბიჭიო. არა, ლიტერატურა კარგია, მაგრამ ამდენსაც როგორ იტევს ეს ერთი ახალგაზრდა, ერთი. არა, არა, მგონი, მართლა შეშლილია.
- არასდროს გქონია სურვილი, რომ შენი რამე თავგადასავალი ფურცლებს შერჩენოდა? დაგეწერა რომანი ან ჩანახატი, ან, უფრო სწორად, მას დაეწერე, ის შემოგტმასნოდა და აღარ გაეშვი, მუდარით ეთხოვა, ამსახე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არ ვარ ტკბილი მოგონება, მაგრამ შენ ხომ მაინც ისე ფიქრობ, რომ ბოლოა მთავარიო და რა იცი, იქნებ, ზოგი ჭირიც კია მარგებელიო.
მია სერიოზულად უყურებს ბიჭს. ამჟამად ის ყველაზე უფრო სერიოზულია, რაც კი ოდესმე. კი, გულის სიღრმეში ეთანხმება ზვიადის, მას, რა თქმა უნდა, გასჩენია ეგეთი გრძნობა, დაუწერია კიდეც ზოგჯერ რამ, ზოგი აღფრთოვანების, ზოგი სინანულის. ეს იცის ზვიადმა და ფიქრობს ..
„ მაგრამ ახლა ამაშიც როგორ გამომიტყდება, შენთან არ ვიყავი და ან შენზე ვწერდი, ან აჩისთან ჟიმაობის შემდეგ, გზნებამორეულს და სხვა სამყაროს თანაზიარს გადამქონდა განცდები ფურცელზეო. როგორც თავად იტყოდა: „უხერხულია!“.
- მისმინე! თუკი როდისმე რომანს დაწერ და რამდენადმე ინდომებ, იქ შენი ცხოვრებისეული თავგადასავალი, თუნდაც შეფარულად, გააცნო მკითხველს, მიიტანო ის სხვა ადამიანებამდეც, აი, ეს რვეული და ჩემი აქ ნაწერიც შეუერთე შენსას, ისე მაინც ვერასდროს იქნა ჩვენი შერწყმა. ეს ფურცლები განახებს, თუ როგორ ვატარებდი დროს, როცა შენთან არ ვიყავი. პასუხი ალბათ, მთლიანობაში, მაინც ერთი კია, რომ: უშენოდ ცხოვრება ვერც ტარდება; მაგრამ მაინც... შენი მკითხველი ამას მოისმენს:

„მიყვარხარ! მიყვარხარ ცხოვრებაზე მეტად, იმაზე მეტად, ვიდრე მიყვარხარ!
როცა გნახე თავისუფლების მეტროს წინ, იქიდან მოყოლებული, შვება აღარ მქონია. იფიქრებ ალბათ, რა მოხდა, ვინ არ დაშორებია შეყვარებულს, ეს ცხოვრება ხომ მაინც გარეწრულიაო, მაგრამ არ მაინტერესებს, მე სხვები არ მაინტერესებს და იმ დღის შემდეგ მაგ მეტროს ეგ პერიმეტრიც ჩემთვის ჯოჯოხეთის არეალად იქცა; თავს მთლიანად ვარიდებდი ხოლმე მანდ გავლას. ის კი არა და, თუ მაინც მომიწევდა მეტროთი მგზავრობა და მანდ ამოსვლა, რომ ბიბლიოთეკაში წავსულიყავი, ვფიქრობდი, ეგრევე, მეტროს წინ გადამეჭრა გზა, მიუხედავად იმისა, რომ ეგ სახიფათოა, და ვიცოდი, პოლიციელი აუცილებლად დამხვდებოდა გზის იქითა მხარეს და გამოწერილ ჯარიმასთან ერთად მრავალსაათიან შთაგონებას მოჰყვებოდა, თუ როგორ ვაგდებდი ჩემსა და სხვის სიცოცხლეს საფრთხეში. იყო ერთხელ ეგეთი შემთხვევა, მაქედან მახსოვს. მე და ერთი გოგონა თავქარიანად ვსერავდით მაგ გზას. მერე, პოლიციელმა წაგვიყვანა ორივე, გვაყურყუტა განყოფილებაში და სანამ ჩვენს დედა-მამა-ბიძია-მამიდას კინაღამ არ აცნობა, თუ რა დიდი „კრიმინალები“ ვიყავით და სანამ ექვსაათიან ფილმს არ გვაყურებინა, თუ როგორ ტრიალდებოდნენ ჰაერში, როცა მანქანა არტყამდათ ჩვენსავით შეუგნებლებს, მანამდე არ გამოგვიშვა იქიდან. ისე, ის გოგონაც ტყუილად არ გამხსენებია ახლა. ისიც მიყვარდა, მაგრამ, მგონი, შენთან ეს მოყოლილიც მაქვს... მის მერე არავინ მყვარებია. მით უფრო, ასეც ვერავინ მეყვარებოდა, როგორც - შენ. იქნებ, სექსიც არავისთან მქონია. მივიჩნევდი, რომ სექსი სიყვარულის გარეშე მაინც უსექსობის თანატოლია. აბა, რა არის, გქონდეს ის ვინც არ გიყვარს იმასთან, ეს იგივეა, უბრალოდ ფლანგავდე სულს და არ ინახავდე იმისთვის, ვისთან ერთადაც შესაძლოა, სამყაროს თანაზიარებოდი. როგორც ერთი პოეტი იტყოდა, ერთ დღესაც გაგიკვირდება და იტყვი, რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულადო, რა მომელოდა და რა დამარქვესო, „სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?". ეგ ლექსიც შემთხვევით არ მიხსენებია. ვფიქრობ, ამქვეყნად, შემთხვევითაც არაფერი ხდება. და მის ბოლოში, იცი, რა სიტყვებია?! – „თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი......“
რაღაცნაირად საოცარია, არა? ეუბნებოდე ადამიანს ეგეთ სიტყვებს... ხვდებოდე მას ვიღაც, მართლა მოულოდნელ ბიჭთან ერთად და უკვე მაშინვე ალაგებდე აზრებს, თუ როგორ უნდა სძლიო თავს სიყვარულის გულისთვის; თუ როგორ უნდა შეუდგე გოლგოთის გზას, მიტოვებული მაცხოვრის ტანჯვით როგორ უნდა იტანჯო, მოკვდე და ღმერთმა იქნებ არ დაუშვას შენი სიკვდილი, ანუ იმის სიკვდილი, რასაც გულში წრფელად, ადამიანურად, სათუთად და ყოველგვარი შეფარული მიზნის გარეშე ზრდიდი.“
მია ფურცლებს აშტერდება. ვერ წარმოიდგენდა, თუ ზვიადი ამ ყველაფერს ასე გადაიტანდა, ასე ჩაწერდა, რომ შემოენახა ისტორიისთვის, რომ, თუნდაც იქნებ მართლა ტკივილისა, მაინც მოგონებად ჰქონოდა.

„თუ ადამიანი ხარ, მწარე მოგონებებსაც უნდა ინიშნავდე შენს გონებაში. ყველაფერს უნდა ინიშნავდე, რომ გაუგო ამ ცხოვრებას, რომ ჩამოყალიბდე, რა გინდა, და რის გამო ხეტიალებ, რაა შენი მიზანი ამქვეყნიური მოვლინებისა. მერე ალბათ მიხვდები, რომ მიზანიც, მისიაც და არსიც ერთია: უნდა გიყვარდეს! უნდა გიყვარდეს ტკივილამდე, სისხლის არტერიებიდან, ვენებიდან გადმოსვლამდე, ტანის მუდმივ ჟრუანტლამდე უნდა გიყვარდეს. და მე უფრო მივხვდი, რომ მთავარი ყოფილა არა ფული, არა ურიცხვი საკვები და ტანსაცმელი, არამედ - იპოვო შენი სულის ნაწილი, სხვაში იპოვო სისრულე, სხვამ შეგავსოს, სხვის თვალებში დაინახო სამყარო, სხვისი სუნთქვა შეისუნთქო და სხვისი ნერწყვი ყლაპო, სხვას იხუტებდე და ისეთი გრძნობა გქონდეს, რომ მიწას სცდები, იჭრები კოსმიური უკიდეგანობისკენ და იქ რჩები რამდენიმე ხანს მაინც, იმდენ ხანს, სანამ შენი სიყვარული აი, ასე არ შემოგხვდება სხვა ბიჭთან ერთად. სევდიანია. ტრაგიკულია. გასაძლებია.“

მია წყვეტს კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ რვეულში წასაკითხი კიდევ ბევრია, მაგრამ ამდენს უკვე ვეღარ იტანს ის, თავბრუ ესხმის და ზვიადის ეხუტება, ცრემლი სდის, მაგრამ რისი ცრემლი, რის გამო, ცოტა ვერ აცნობიერებს. ალბათ ფიქრობს, მთავარი ხომ ისაა, რომ ვტირიო. დიახ. მთავარი ეგაა, ეტყოდა ზვიადი, რომელიც ახლა დადუმებულა. მთავარი სულთა კავშირიაო და ცრემლებითაც შეიძლება ორგაზმიო, ეტყოდა. ჰმ... ასეთი უჩვეულო რაღაც ზვიადიმდე ჯერ არავის უთქვამს... მგონი: დადექი, გახედე ცისფერ ცას, ენა აუსვი-დაუსვი შეყვარებულის ყელს, იგრძენი, როგორ დის იქ, საძილე არტერიაში, სისხლი, როგორ ფეთქავს სიცოცხლე, და ორგაზმიც მოვაო. არა, ისე, კი, თუ ზვიადის ვენდობით, მხოლოდ სექსში არაა სიამტკბილობა...
***
ზვიადი სახლში ბრუნდება თუ არა. facebook - ზე შედის და პოსტავს :
„თხოვნა თავისი თავის ღმერთებთან და თვით ღმერთთან
რატომ არ ვტყდებით, რომ ახლაც იმ მუსიკას ვუსმენთ, რომელიც, როდისღაც, „ექსმა“ „დალინკა“,
და რომ გვახსოვს კვლავ, მოგონებად გარდაქმნილი დღენი, თვეები, და ყველა სექსი ფერმკრთალია, თუკი არ უვლის ადამიანს სიყვარულის ჭიანჭველები.
და ყველა განცდა ტყუილია, რომელსაც მხოლოდ ახლავს ცხოველური ჟინის ამბოხი,
რომ კუჭი ღელავს ისე, როგორც მტკვარი, როცა შაურმის ფარდულს ჩაუვლის,
რომ ფულს სუნი არ აქვს და ყველა ც ადამიანია - იქნებ, რა უჭირს.
რომ ყველაფერი საბრალოა ამ მიწაზე - გოჭიც, ცხვარიც და თუნდაც, ვეშაპი, რომელიც კი ჭამს თევზებს, მაგრამ ეგრე დაუწესეს მას განგებით,
და იქნებ, მერე კი ღვრის მდუღარე ცრემლს, მაგრამ ვერც ვამჩნევთ, ანდაც, რა აქვს, ისე, საცრემლო? რომ ზენაარსმა დაუდგინა ცხოვრების რიტმი, და მარილწყალში უნდა ამოხდეს სული (თუკი აქვს), ვერასდროს შეიგრძნოს მიწის სურნელი, რომ ვერასდროს იგუნდაოს ალმოდებულმა და არ ჰქონდეს „ფეისბუქი“, არ ჰქონდეს „სელფი“ - ეს დიადი გამოგონება.
ღმერთო, რამეც გაიმეტე, ერთხელ, საჩვენო - დედამიწაზე.
ნუ გამორიყავს წყალი თევზებს, მაშინ, როცა მათ ხმელეთზეც უნდათ, ნუ გამორიყავს წყალი ბავშვებს, როცა მათ უკეთესი ცხოვრება უნდათ.“

როგორც ვხედავთ, დიდი მიხვედრა არ უნდა, რაოდენ ძლიერი შინაგანი ძვრები ხდება მასში. მიაც რაღაც მსგავს განიცდის. ძალაუნებურად აკვირდება ტელეფონს, ხომ არ მირეკავს აჩიო, მაგრამ არა - „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“..
აჩი სამუდამოდ წავიდა. თავად ამბობდა, სოციალური ქსელით დაშორება ბავშვობააო, თუმცა თავად სწორედ ასე მოიქცა. რაა გასაკვირი - მამაკაცთა უმრავლესობა ბავშვობას ხომ მხოლოდ წლებითა და ორგანოთა ზრდით შორდება.
უკანასკნელ ხმაზე რთავს მუსიკას, რომელიც ზვიადმა გაუგზავნა წინა ღამეს, მოუსმინე, აძლიერესო, თუმცა დიდად არ მოსწონს.. მალევე რთავს და საწოლზე წვება, აკვირდება ჭერს და ფიქრებში მიდის.
იყო დრო, ცხოვრების ბანალურობაზე წუწუნებდა, ახლა კი თავი სერიალში ჰგონია. შესაძლოა მასზე რაიმე მასშტაბური დრამაც კი დაეწერათ, მაგრამ რა ხეირი ?! ცხოვრებაში განა ყოველთვისაა სასიამოვნო ის, რაც ფანტაზიებში გვიზიდავს ?
იმ საღამოს, 1 – 2 საათის განმავლობაში, ზვიადი შეხვედრას თხოვს. მია უარზეა. ეუბნება, რახან მეგობრობა არ შეგიძლია, სჯობს, არ გნახოო, თუმცა ბოლოს მაინც თანხმდება; რატომ არ იცის, ან მარტოსულობის ძლიერი ტალღა უტევს ან კი უბრალოდ ძველი დრო ახსენდება.
ისევ იმ ადგილას მიდიან, ბუნებაში, ჩუმ და მშვიდ გარემოში, როგორც უწინ, ძველად, როცა მია სულიერი ჰარმონიის დამკვიდრებას ცდილობდა ზვიადთან.
-ჩემი საყვარელი შორტები და გეტრები ! - პირზე ხელს იფარებს და თვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავს.
-ჰო, მაგრამ მსხვერპლზე ვარ წასული, მალე აცივდება..
-საოცრება ხარ.. როგორი სექსუალური..
-ეს სამწვადეც სექსუალურად მიგაჩნია შენ, არა ? და საერთოდ ყველაფერი ? - ეღიმება გოგონას.
-რა თქმა უნდა, შეწვაში შენც ჰო დამეხმარები ?
აჩი და ზვიადი საქმეს უდგებიან, ნიავი ოდნავ უბერავს და ხელს უშლის, თუმცა მაინც გამოსდით შეწვის ბოლომდე მიყვანა. ზვიადი ლავაშში ახვევს მწვადს და პირველს მიას აწვდის.
-გასინჯე, აბა.... როგორი გამოგვივიდა.
-იმდენს ვუყურე, უკვე გავსკდი - ეცინება გოგონას და გემრიელად კბეჩს. ზვიადი კი დიდი სიამოვნებით აკვირდება, თითქოს მის თითოეულ ლუკმაზე ექსტაზის ზემოქმედებას განიცდისო.
-რატომ ხარ ჩემთან ჩაკეტილი ? ადრე ასე არ იყავი - გვერდით უჯდება გოგონას და მუხლზე ხელს ნაზად ადებს.
-ძალიან გთხოვ, ნუ მეხები ! - მკაცრად უყურებს მია, თუმცა მალევე ლღვება. ძველი მოგონებები, როგორც ჩანს, გონებას ურევს.
-აბა, მოყევი რა ამბებში იყავი აჩისთან ერთად ? - დეტალურად ეკითხება ზვიადი, მია ნაწილზე სცემს პასუხს, შემდეგ ჩერდება და თხოვს, ზედმეტ კითხვებს ნუ უსვამს.
ამასობაში ზვიადი გოგონას წელზე ათამაშებს თითებს ძალიან ნაზად და ჰაეროვნად. მია იშორებს, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვეღარ უძლებს ცდუნებას და მამაკაცს კისერზე ხელებს ხვევს. ვინ იცის რატომ, ანერვიულებული დამშვიდებას ცდილობს, თუ უბრალოდ ძველი მოგონებების ძალას ვერ უძლებს...
მონატრებულ ბაგეებსაც ეხება ზვიადი და მიას ქათქათა მკერდისკენაც მიიწევს...
გოგონას საშინლად სიამოვნებს... გულში აღიარებს, რომ ზვიადს შეუძლია ქალს საოცარი, ენითაუწერელი სიამოვნება მიანიჭოს და სწორედ ამით ამართლებს პრინციპების ასე სწრაფ უკუგდებას.
იმდენად წყდება სამყაროს მია, თითქოს სითბოს მონატრებული, ვეღარ უძალიანდება მამაკაცს, რომელსაც თავიდან, შეჩერებას თხოვდა...
ახლა შორტებში გრძნობს ნაცნობ და თბილ ხელებს, რომლებსაც საოცრებათა მოხდენა შეუძლიათ..
აზრზე ვერ მოდის, სანამ გულის ცემა ზენიტს არ უახლოვდება.. შემდეგ კი ორგაზმი და ცრემლები ერთმანეთს თანხვდება...
-რას ვაკეთებთ ? - იწევა გოგონა.
-შენ უბრალოდ თითების ძალას შეიგრძნობ....
-ჯანდაბაა, არადა მეგობრები უნდა ვყოფილიყავით... - მამაკაცი ცრემლებს წმენდს და გულში იკრავს აქოშინებულ მიას.
-ჯანდაბააა ! დაუფიქრებლად ვიქცევი, დაუფიქრებლად... ეს პირველი და უკანასკნელია წარსული დროიდან.. დღეის მერე, ვსო ! შეიგნე... იმედია, ახლა უარეს იმედგაცრუებას არ იგრძნობ... - როცა ოდნავ მშვიდდება, აზრებს ერთმანეთზე აწყობს.
-კარგი, კარგი - ყოველგვარი ფიქრის გარეშე ეთანხმება ზვიადი...
-დამპირდი ?
-გპირდებიი... ისე მეც რომ დამპირდნენ, 40 ათასს მოგცემ სექსშიო, რას ვეტყოდი, ერთი.. - ყოყმანს იწყებს, მერე კი სიცილით ასრულებს მსჯელობას.
-აქედან წავიდეთ - იშორებს ზვიადის ხელს და ტანსაცმლის სწორებით ფეხზე დგება.
-მოიცადე, ნახე, რა დღეში ვარ..
-ეს აღარ განმეორდება და შენი ფიქრები მოსპე ! - მკაცრ ტონს ირგებს გოგონა.
-უბრალოდ დამშვიდდიი... არაფერზე იფიქრო, იცხოვრე დღევანდელი დღით !
-შენ რატომ არ ფიქრობ ხოლმე ასე ? სხვის ომში მაგარი ხარ, არა ?
-ასე არ გამოვა, შენ შენი ცხოვრება გაქვს..
-ანუ ვინმე რომ გავიცნო ?
-ჰო...
-მე შენ არ შეგაფერხებ. გამოგიჩნდება ჭეშმარიტი სიყვარული და მასთან იქნები.. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.. მე ვიცი ასეთი მეგობრობაც.. ეს ცხოვრება ხომ მაინც გარეწრულია - ამატებს პაუზის შემდეგ.
-Friends with benefit ? - ეცინება მიას - ეს პირველი და ბოლო იყო, მორჩა !

***
ღამეს ფიქრებში ატარებს. ძილიც არ გამოსდის და არც არაფერი.
ფეხზე დგება, მაცივრის თავიდან ალკოჰოლური სასმელები ჩამოაქვს და განურჩევლად იწყებს სმას.
სახლში მარტოა და ფრთხილადაც არაა. რა იქნება, დალიოს და ოდნავ მაინც განაქარწყლოს სევდა, ტკვილი, გაორება... თორემ მალე საკუთარი თავის სიძულვილი დაეწყება.
ისეთი განცდა აქვს, თითქოს სული გაუშიშვლეს და ჩაუცმელი დაუტოვეს..
ყელში უზარმაზარი და მძიმე ბურთის გაჩხერას გრძნობს, სასმლის ყლაპვაც კი უძნელდება....
„როგორი უნამუსოა ზოგი ! აი, კიდევ ჩემი ბრალი ყოფილა ! მხოლოდ ჩემი ! ვერ ხვდებიან ეს *ლეები, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ყველაფერს...“
შემდეგ სული ეხუთება, კარებს აღებს და პირით ღრმად იწყებს სუნთქვას, მაინც არ შველის, გარეთ გადის, ეზოს ცდება და ქუჩისკენ მიდის, უნდა გადაჭრას იგი, წინ მიიწევს, თუმცა ვერაფერს ხედავს, მანქანების გამოსახულება და ხმაც ქრება... თვალწინ ურბის, თუ როგორ შეხვდა პირველად აჩის, როგორ იზიდავდა მისი ღიმილი, ხმა, როგორ აბედნიერებდა მისი დაძახებული „ჩემო ცხოვრებავ“, როგორ აყრიდა ეკალი მის „მიყვარხარზე“, შემდეგ ზვიადისკენაც მიდის ფიქრებიც, მიდის და ბურუსი ორმაგდება...
„ეჰ. იქნებ ეს ცხოვრება მართლაც გარეწრულია..“ - ეფიქრება ზვიადის საფირმო ფრაზა,შემდეგ კი წამიერად ვერაფერს ხედავს, მერე ყველაფერს ერთიანად გრძნობს, ბოლოს კი ესეც ქრებააა..
-ავარიიიია, ავარიიიიია - ისმის ხმები, მანქანათა მოძრაობა წყდება....

____
ჩემი თავის მიკვირს, როგორ მომიხშირებია თავების დადებისთვის..
მიხარია, რომ კითხულობთ.. ვაწყდები რა თქვენს აზრებს, ფიქრებს ვეცემი და კიდევ ერთხელ ვიწყებ ჩემი პერსონაჟების განსჯას..



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ლუნი.
ასეთი ჩამოუყალიბებელი ადამიანის მნახველი არ ვარ ;დ
ჯერ ადამიანთან ურთიერთობაშია და რაღაც ბევრი უნდა, მერე აღარ უნდა არაფერი და შორდება, მერე რიგდებიან, მერე ისევ შორდება. კარგი გასაგებია. ცხოვრებაა და ხან ასე იქნები ხან ისე,მაგრამ საშინლად მაღიზიანებს მუდმივი ოხვრა, შფოთვა, წუწუნი... ყველა მომენტშიასეა თუ დავუკვირდებით. როცა აჩისთან იყო, როცა დაშორდა, როცა ზვიადთან “მეგობრობს”... სუუუუულ.
რაც შენ შეგეხება , ავტორო...
პირველად ვკითხულობ მგონი შენს ისტორიას და მთავარი პერსონაჟის სიძულვილის მიუხედავად მაინც მომწონს ჯამში მოთხრობა.
ძალიან კარგად წერ.
ყველა გრძნობას ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვამდე(რაიდიოტობაშედარებაა) აღწერ.
საშინლად მომწონხარ.

good luck


დიდი მადლლობაა ! heart_eyes heart_eyes
ჰო, ოხრავს და მიზეზებიც აქვს , შეესაძლოა ხშირად უსაფუძვლოდ, მაგრამ ზოგჯერ რეალურად აქვს.. აჩის რაც შეეხება, მასთან ურთიერთობას ორი მხარე ჰქონდა, მხოლოდ მიას მხრიდან ვერ განვიხილავთ და საბოლოოდ მაინც აჩი დაშორდა.

 


№2 სტუმარი ლევა

საოცრებაა. ეს და ბოლო თავები და ყველაფერი საოცრებაა.
თქვენ ნამდვილი შემოქმედი ბრძანდებით. სიამოვნებით ვეცნობი თქვენს ყველა სიახლეს. kissing_heart heart_eyes

ბრავო !!!
შეუდარებელი შემოქმედი ხართ.

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ლევა
საოცრებაა. ეს და ბოლო თავები და ყველაფერი საოცრებაა.
თქვენ ნამდვილი შემოქმედი ბრძანდებით. სიამოვნებით ვეცნობი თქვენს ყველა სიახლეს. kissing_heart heart_eyes

ბრავო !!!
შეუდარებელი შემოქმედი ხართ.

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

რომ მოუხშირე თავების დადებას, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. მიას კი ალბათ კარგი ფსიქოლოგი სჭირდება. აშკარად გონებისა და გულის ომი აქვს მის ორგანიზმს???? ასე მგონია რომ რაღაც ძლიერი სტესის გამო აქვს ფსიქიკა გათიშული და დაპროგრამებული აგრძელებს ცხოვრებას. ვნახოთ რას გვიმზადებ????

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

სტუმარი ნათია
რომ მოუხშირე თავების დადებას, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. მიას კი ალბათ კარგი ფსიქოლოგი სჭირდება. აშკარად გონებისა და გულის ომი აქვს მის ორგანიზმს???? ასე მგონია რომ რაღაც ძლიერი სტესის გამო აქვს ფსიქიკა გათიშული და დაპროგრამებული აგრძელებს ცხოვრებას. ვნახოთ რას გვიმზადებ????


მგონი, იმის დამსახურებაა, რომ სულიერ ჰარმონიას ოდნავაც ვეღარ ვგრძნობ, წერისას კი ამის ილუზიას მაინც ვიქმნი.
მიაზე მეც მეფიქრება..
გავიგო საქართველოში საუკეთესო ფსიქოლოგი და ჩავწერ ვიზიტზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent