შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და იქნებ, მომდევნო შაბათს! [სრულად]

9-10-2018, 00:58
ავტორი ელპინი
ნანახია 1 564

და იქნებ, მომდევნო შაბათს! [სრულად]

შაბათია, ელ.
ჯერ არ დამდგარი, მომდევნო შაბათი.
დრო გარბის.
შენ არ (ვერ) ეწევი.
ელ, არ (ვერ) გინდა გაუსწრო.
გეშინია - მალე არ დაგავიწყდეს.
მე მძინავს თითქოს, თვალებიც დახუჭული მაქვს, აქ სიბნელეა. საათი მისთვის წიკწიკებს და დახშულ ყურის ბარაბნებს გახსნის საშუალებას აძლევს. ფრთები დამატყდა, თუ მომაჭრეს, ვერ გამიგია.
02:05.
ციფრებს არ ვაქცევდით ყურადღებას, ვიდრე ერთსა და იმავე დროს, წუთში სამოცჯერ არ მეუბნებოდი სიტყვებს, რომელიც არითმიას მმართებდა. ხელს მადებდი და ითვლიდი გულისცემას, მე უფრო მიჩქარდებოდა. დაავადება ავიკიდე შენ გამო მე, ელ! ეს ის დაავადება კი არაა, თეთრხალათიანს რომ უნდა ეთქვა, ისაა შენ რომ გქვია, ჩემო!
შენ მთხოვდი, ალბათ არც ერთი ზეციერი არსება არ მიყურებდა მაშინ ისე, როგორც შენ.
და ჩვენ (ერთდროულად) ვიწყებდით.
მიყვარხარ,
მავსებ,
გგრძნობ,
ვსუნთქავ,
ვცოცხლობ!
(შენით!)
და სამოცი ჯერ თორმეტჯერ შემცირდა, სანამ მეცამეტე დღე ათვლას დაიწყებს და მოაკლდება კიდევ ბევრი.
მინდა სამოცივე გითხრა, სული აგიფორიაქო, აგიწრიალო, შინაგანს ებრძოლო, მაგრამ ვერც! (და არც!)
და დრო გარბის.
ვიფიქრე, კედელზე დაკიდებულ საათზე სწრაფად გარბის ისრები - მეთქი, ტელეფონს დავხედე და აქაც ისე იყო. მერე კი, მივხვდი, რომ დრო მხოლოდ შენთან გადიოდა ნელა.
და ღმერთო, შენ ჩვენთვის აკეთებდი ამას?! (დამიმტკიცე, რომ - კი!)
ხარ კეთილი?! (დამაჯერე, რომ - კი!)
მოგძებნო ისევ, ღირხარ?! (დამარწმუნე, რომ - კი!)
და თუ მაინც ვერ, დრო ისევ სირბილს დაიწყებს.
ხედავ უკვე, 02:05 - ია ისევ, მაგრამ შაბათი.
და დაურღვეველი ტრადიცია.
მოაკლდა სიტყვები, ელ. არ ჩანხარ, ან იქნებ აქ ხარ, უფერულო?!
ქალაქში სიბნელეა. შენ წახვედი და იმიტომ.
რა სიმშვიდეა!
ტემპი აღარ აქვს ქალაქს, დაეკარგა. შენ წახვედი და იმიტომ.
რა სიწყნარეა!
მუსიკა აღარაა ქალაქში, გაქრა. შენ წახვედი და იმიტომ.
რა სიჩუმეა!
კინოს აღარ აჩვენებენ ქალაქში, დახურეს. შენ წახვედი და იმიტომ.
რა არის ეს?!
სად არის ეს?!
ვინ არის ეს?!
მე ვამბობ ამას - ჩვენს ქალაქზე - შენ გარეშე!
აისი აღარაა ქალაქში, ამინდის პროგნოზში თქვეს მზეა დღესო.
სადაა მზე?! რამ დამაბრმავა ასე, რომ ვერ ვხედავ?!
ღამდება ისე, აღარც თენდება.
შავია ისე, თეთრი არ კრთება.
ტირიან ისე, სადაა სიცილი?!
წვიმს, როგორც იმ ღამით!
და მხოლოდ ესღა შემორჩა ქალაქს. (ჩვენი)
გაქრა. სად ხარ, გეძახი, გულო?!
დაიშალა. სად ხარ, ააწყვე, სულო?!
დაიფანტა. სად ხარ, შეკარი, მარადიულო?!
მოდი, დავილიე, აღარ ვარ მგონი.
აღმადგინე ისევ, რა იქნება, ნუ გამწირავ. ერთ დროს ხომ ერთი ვიყავით, გიყვარდი და მიყვარდი, მედღესასწაულებოდი და გედღესასწაულებოდი, ვთენდებოდი, ვღამდებოდი და თენდებოდი, ღამდებოდი! (ჩემთვის, შენთვის)
ნუ მჭამ, ნუ მღრღნი, ნუ იკარგები, რა!
გამომაფხიზლე, შემანჯღრიე, მიმანარცხე, ოღონდ დაბრუნდი, ჩემო!
ცა შავია. ოჰ, როგორი შავი, იცი?! შენ, რომ მიდიოდი და წარღვნა დაიწყო, ეგეთი.
ნუ მომკლავ, მაცოცხლე, ელ!
გაიქცა შაბათი, ვერ დავიჭირე და მეც რომ არ მინდოდა, ნეტავ სულ 02:05 იყოს და შენც ისე დიტანჯო, როგორც მე.
ჩამოვარდა ვარსკვლავი, ელ. შენი ვარსკვლავი, ელ. შენი მნათობი, ელ. დედამიწიდან წაიღე და ისევ აანთე, იქ, ცის თაღზე მაინც დაგინახო. (ხოლმე)
აქაც კაშკაშებს, ვითომ?!
მანდ არ ვიცი. სადაც შენ წახვედი, რა უნდა ვარსვკლავს მანდ. აზრადაც არ გაივლო, რომ შენს სიახლოვეს ჩამოვარდა. სადღაც აქაა, მოვძებნი აუცილებლად, ჩემთან მექნება და მოდი, ისევ აანთე!
ოღონდ შენ მოდი, თუ გინდა სულ ჩაქრეს.
რა ოხერია ეს დედამიწა, წახვედი და როგორ უცებ შეიცვალა ყველაფერი, იცი, ელ?!
გრძნობ, ხო?! ვიცი, რომ - კი. გრძნობების არსება იყავი შენ! ოჰ, რა მჩქეფარე იყავი, ელ! ოჰ, როგორ აცოცხლებდი, ელ!
ბროწეულები აღარაა სამზარეულოში.
აღარც მაცივარზეა წერილი: "- მე მიყვარხარ, ჩემო." თუ წახვედი, რაღა საჭიროა, არა?! ნეტავ გამაგონა, ერთხელ მაინც, სულს გავყიდი, ეშმაკზეც ჯანდაბას, ოღონდ გავიგო შენი წკრიალა და ნაზი ხმა.
შენი ნახატები აღარ მაქვს სარკეებზე. რას მეუბნებოდი?! შენს თავს კი არა, სარკეში მე უნდა მხედავდე, რადგან შენ - მე ხარო. ხო, ასე იყო!
ატლასის შინდისფერი ხალათიც არაა. სხვას ვის უნდა მოუხდეს ასეთი, ელ?! იცი, რომ აღარსად იყიდება?! მეტყვი რა ჩაიდინე?! ამოუცნობი ხარ, ელ, დაუმთავრებელი, ჩემო!
და შენი წითელი ტუჩები ჩემს თეთრ კედელზე, დრომ შეჭამა თუ თავად კედელმა, მეც კი ვერ გავიგე. ან უნდა გამეგო, კი?! მე ყველაფერი (არაფერი) ვიცი.
ეგოისტი ხარ, ელ! პატარა, საყვარელი, ოქროსთვალება ბავშვი! რა დამავიწყებს, მზე ხარ შენ, ჩემო!
მოდი ისევ შემომხვიე ხელები, თეთრი, თბილი, ნაზი, ფაქიზი, სულ ცხელი, ელ. ჩემს გაყინულ ხელებს, რომ ყოველთვის ათბობდი და ახლა ისე ცივია, ვენები ისე ლურჯია, ისე კანკალებს, ისე უხეშია, ისე მძიმეა, ვეღარც ვათრევ.
მოდი, მაკოცე ლოყაზე, პატარა ბიჭი მინდა ვიყო ისევ.
გინახავს აყვავებული ყვავილის გაზაფხულზევე დაჭკნობა?! - ჰოდა, გილოცავ, ასე დამმართე და იამაყე.
02:05
სიტყვები აღარ დარჩა, ელ. სულ ყველა წაშალე, რისთვის?!
მომდევნო შაბათია, აღარც ლანდი ჩანს, მიდიხარ, სულ ქრები!
ნუღარ მასრულებ,
გამაგრძელე, ელ, ვიდრე მომდევნო შაბათი მოსულა.
ისე ნუ იზამ, აღარც ერთი სიტყვა (ვერ) ვთქვა.
და იქნებ, მომდევნო შაბათს!

ძალიან უცნაურია, ძალიან...
ისტორიაა თუ ჩანახატი, არ ვიცი, ცოტა ვერ ვარ და ასე იყოს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 მოდერი სალანდერი

ეს იყოს აქ ❤ ❤

№2 ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ეს იყოს აქ ❤ ❤

ბრო, მიყვარხარ მე შენ!

№3 მოდერი სალანდერი

რამდენჯერ გამაწყვეტინე კითხვა ელ. . .
ვერ ვიტან როცა არ მაცდი, მაგრამ ჯანდაბას. . .
დახუჭე თვალები ელ. . . პირველი ვისაც შეხედავ, ჩავთვალოთ მას ესაუბრე. . . მოეწონა? . . . ესე იგი შედგა. . .
ერთი საათით გაასწარი. . . 01:05 მეგონა.
არ ველოდი. . . სტილს იცვლი, როგორც ხასიათს, როგორც მანერებს, როგორც პიროვნებას. . . და მაინც ყველაზე შენ ხარ!
გეწევი! - ჯერ კიდევ, არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს. . .
შენ წუთში 120 ამოსუნთქვას ასწრებ, მე მხოლოდ 30_ს. . . სადღაც შევხვდებით. . .
დახუჭე თვალები ელ. . . რაზეც გაგეფიქრა იმისთვის ისუნთქე.
შეწყვიტე სუნთქვა ელ. . . ახლა რომ ბოლო ამოსუნთქვა გქონდეს, რაში გაცვლიდი? - იცხოვრე ამისთვის. . .
დღეს არ უწვიმია. . . ნეტა ეწვიმა. . . წვიმა ვერ დაალპობს, ჩემს, შენს და სხვების ქალაქს. . .
ღამის მზე აქ არის. . . ღამის შვილებს მთვარე გვათბობს. . .
როგორ ავურიე კომენტარშიც. . . დაალაგე, საკუთარი პულსივით და გულისცემასავით. .
ოღონდ ჯერ თვალები დახუჭე ელ. . . ასე მეტს ხედავ მგონი. . .
მიყვარხარ მე შენ ბრო ❤
და უნდა წერო. . . აღარ გთხოვ, მოვითხოვ!

№4 ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
რამდენჯერ გამაწყვეტინე კითხვა ელ. . .
ვერ ვიტან როცა არ მაცდი, მაგრამ ჯანდაბას. . .
დახუჭე თვალები ელ. . . პირველი ვისაც შეხედავ, ჩავთვალოთ მას ესაუბრე. . . მოეწონა? . . . ესე იგი შედგა. . .
ერთი საათით გაასწარი. . . 01:05 მეგონა.
არ ველოდი. . . სტილს იცვლი, როგორც ხასიათს, როგორც მანერებს, როგორც პიროვნებას. . . და მაინც ყველაზე შენ ხარ!
გეწევი! - ჯერ კიდევ, არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს. . .
შენ წუთში 120 ამოსუნთქვას ასწრებ, მე მხოლოდ 30_ს. . . სადღაც შევხვდებით. . .
დახუჭე თვალები ელ. . . რაზეც გაგეფიქრა იმისთვის ისუნთქე.
შეწყვიტე სუნთქვა ელ. . . ახლა რომ ბოლო ამოსუნთქვა გქონდეს, რაში გაცვლიდი? - იცხოვრე ამისთვის. . .
დღეს არ უწვიმია. . . ნეტა ეწვიმა. . . წვიმა ვერ დაალპობს, ჩემს, შენს და სხვების ქალაქს. . .
ღამის მზე აქ არის. . . ღამის შვილებს მთვარე გვათბობს. . .
როგორ ავურიე კომენტარშიც. . . დაალაგე, საკუთარი პულსივით და გულისცემასავით. . . ოღონდ ჯერ თვალები დახუჭე ელ. . . ასე მეტს ხედავ მგონი. . .
მიყვარხარ მე შენ ბრო ❤
და უნდა წერო. . . აღარ გთხოვ, მოვითხოვ!

მოდი და ცრემლები შემიშრე.
გიჟი ხარ!
შენი ჩახუტება,
შენი თვალები,
შენი ხელები!
მგონი, გიპასუხე, ხო?!

სიგიჟემდე მიყვარხარ, ჩემო!
სამუდამო არითმია ამკიდე, გი(ვუ)ლოცავ შ(ჩ)ენ(ს) (თავს)!
ჩემი დაუსრულებელი ხარ, პატარა!

№5  offline წევრი -ლილუ

Yvelaze ,,gasuli''(istoria-chanaxati)....
Yoveli pulsi
Yoveli amosuntqva
Sheni ar tqmuli sityvebic ki vigrdzeni el.....
Medramadedoflebi)

რა იყო ეს? თავი თეატრალურ სარდაფში მეგონა. ვხედავდი ორ კვამლს, როგორ შორს იყვნენ ერთმანეთისგან, სულ სხვა ფერებით, სხვა სუნით და სხვა აგებულობით. ვხედავდი მათ ძალასაც, მათ ენერგიას, მათ სისუსტეს, მათ სურვილებს , შერევას და გაშორებასაც. ვხედავდი მათ ჩურჩულს, სიტყვებიც მოდიოდა ჩემს ყურებთან, გრძნობებიც, სისხლის დუღილსაც მობკარი ყური, მზეც დაბნელდა, მერე მკრთალი სხივებითაც გამოანათა, ისევ ჩაქრა, სცენის მტვრის სუნიც დადგა... მე ვიგრძენი, დავინახე, მოვისმინე, ვისიამოვნე ამ პატარა და ამასთანავე "დიდი" სპექტაკლით.
მადლობა, ელ პინ ❤️

№7 ახალბედა მწერალი ელპინი

-ლილუ
Yvelaze ,,gasuli''(istoria-chanaxati)....
Yoveli pulsi
Yoveli amosuntqva
Sheni ar tqmuli sityvebic ki vigrdzeni el.....
Medramadedoflebi)

ლილუ, როგორ გამახარე, იცი?!
ალბათ, გული გამისკდება მალე სიხარულისგან.
რამხელა ბედნიერებაა, როცა ასეთ სიტვებს საკუთარ თავზე ისმენ!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ლილუ!

ქეთი იმერლიშვილი
რა იყო ეს? თავი თეატრალურ სარდაფში მეგონა. ვხედავდი ორ კვამლს, როგორ შორს იყვნენ ერთმანეთისგან, სულ სხვა ფერებით, სხვა სუნით და სხვა აგებულობით. ვხედავდი მათ ძალასაც, მათ ენერგიას, მათ სისუსტეს, მათ სურვილებს , შერევას და გაშორებასაც. ვხედავდი მათ ჩურჩულს, სიტყვებიც მოდიოდა ჩემს ყურებთან, გრძნობებიც, სისხლის დუღილსაც მობკარი ყური, მზეც დაბნელდა, მერე მკრთალი სხივებითაც გამოანათა, ისევ ჩაქრა, სცენის მტვრის სუნიც დადგა... მე ვიგრძენი, დავინახე, მოვისმინე, ვისიამოვნე ამ პატარა და ამასთანავე "დიდი" სპექტაკლით.
მადლობა, ელ პინ ❤️

და მე მეორედ თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი, ძალიან მაგარია, ხო?!
როგორ მომეწონა, კარგად დახატე შენ, ქეთი!
გამოვიდა, ხო?!
ოჰ, როგორ გამითბა გული. მართლა თეატრში და სპექტაკლზე მგონია თავი, რა ძალიან უცნაურია.
საოცარი ხარ შენ, ქეთი!
და პირიქით, ძალიან დიდი მადლობა შენ!

№8  offline წევრი სიბილა

მონატრების სიმფონია...ხმას თუ აუწევ, კედლებს დაანგრევს. ამხელა მიზიდულობას უზარმაზარი გრძნობა შობს, ამ ყველაფერს კი-წინ ვერაფერი დაუდგება. ამ წუთს რაღაც ამდაგვარს განვიცდიდი და უცებ ჩამეკითხა, და ამოვისუნთქე(კიდევ კარგი).წერე მეთქიიიი....

პ.ს. ფოტო ფოტოშოპი არააა, ნამდვილია, ხოოო..

№9 ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
მონატრების სიმფონია...ხმას თუ აუწევ, კედლებს დაანგრევს. ამხელა მიზიდულობას უზარმაზარი გრძნობა შობს, ამ ყველაფერს კი-წინ ვერაფერი დაუდგება. ამ წუთს რაღაც ამდაგვარს განვიცდიდი და უცებ ჩამეკითხა, და ამოვისუნთქე(კიდევ კარგი).წერე მეთქიიიი....

პ.ს. ფოტო ფოტოშოპი არააა, ნამდვილია, ხოოო..

რუსა,
ქვეტექსტები, ამდენი და ასეთი?!
ჟრუანტელმა დამიარა და მართლა დამანგრია, ჰო...
ვწერ, სანამ შემიძლია.
და მადლობა, მეტი რა მეთქმის!

№10  offline წევრი მარიკუნაა♥️

ჩემეული არ იყო, ანა.
არც ერთი მომენტი
მაგრამ მომწვდა.

ჩამომეკიდა:))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№11 სტუმარი მეუცნაურე

და რაღაც შიგნიდან გარდატყდა და დაიშალა,როგორც მზის სითბო, მთვარის სინათლე...
"აყვავე

"აყვავებული ყვავილების გაზაფხულზევე კვდომა"
რა ზუსტად თქვი...

№12 ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
ჩემეული არ იყო, ანა.
არც ერთი მომენტი
მაგრამ მომწვდა.

ჩამომეკიდა:))))

მარიკუნა,
მადლობა!
მეტი არაფერი მინდა გითხრა. . .

მეუცნაურე
და რაღაც შიგნიდან გარდატყდა და დაიშალა,როგორც მზის სითბო, მთვარის სინათლე...
"აყვავე

"აყვავებული ყვავილების გაზაფხულზევე კვდომა"
რა ზუსტად თქვი...

სულამდე ჩამწვდი ის ფრაზა, რომ გამახსენე. . .
არადა, მეც ხო მახსოვდა, მაგრამ შენ რომ თქვი, სხვა იყო. . .

მადლობა რა!
ძალიან დიდი მადლობა!

№13 სტუმარი მეუცნაურე

ელპინი

ზამთრის სუსხი რომ შემოგეპარება და მთელ ტანში გაგცრის,ყველა წინადადებაზე ასე დამმართე.
მადლობა შენ! <3

№14 ახალბედა მწერალი ელპინი

მადლობა, მადლობა და კიდევ ბევრი მადლობა!
გული გამითბე.

№15  offline მოდერი Girl with pretty smile

რამდენი ხანია ისტორიაზე აღარ მიტირია...
ახლა?
ახლა ვტირი.
არ ვიცი რატომ,
არ ვიცი როგორ,
მაგრამ ვტირი!
ალბათ მონატრების გამო,რომელსაც შენ მიმართ ვგრძნობ.
ხო ვიცი,არ შევხვედრილვართ ჯერ ერთმანეთს,მაგრამ მაინც მენატრები!
ეს ისტორია,ალბათ ძალიან მოვიდა.
ალბათ კი არა მივიდა.
მთელი დღე აფორიქაებული ვიყავი ისე მინდოდა წაკიჸხვა,ახლა ვზივარ და კომემტარს ვწერ.
გაღიმებული,თვალცრემლიანი.
და მაინც,კიდევ უნდა გკითხო...
რას მიშვები?
რას მმართებ?
თუმცა,კიდევ ერთხელ უნდა გითხრა რომ მე ვამაყობ შენით!
აბსოლიტურად ყველაფრით!
კიდევ ერთხელ მადლობა ანა.
უცნაური იყო,მაგრამ ძალიან კარგი.

№16 ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile

ანი,
ხომ იცი, როგორ ეგოისტურად მიხარია ცრემლები.
ჰო, შენიც.
მე ვთვლი, რომ ეს კარგია!

ძალიან დიდი მადლობა, ანი.
როგორ გებულობ ასე რაღაცებს, ჰოდა ძალიან დიდი მადლობა რა!
მეტი რა მეთქმის, სიტყვებიც მეკარგება...

№17  offline წევრი meocnebe avadmyopi

დილას წავიკითხე მაგრამ აქამადე ვერ მოვიცალე
ვიღიმოდი სახე გაღიმებული დამრჩა
ვერც ვსერიოზულდები
ხელახლა გადავიკითხე და ისევ იგივე დამემართა
არ ვიცი რატომ ვიღიმოდი მგონი სიამოვნებისგან
ან ძალიან მსიამოვნებდა ამ ადამიანის სიყვარული გოგოს მიმართ
გაურკვეველი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ისტორიამ მე
მაპატიე რომ დავაგვიანე
შეილება ვერც ნახო მაგრამ ჰა
heart_eyes heart_eyes

№18 ახალბედა მწერალი ელპინი

meocnebe avadmyopi
დილას წავიკითხე მაგრამ აქამადე ვერ მოვიცალე
ვიღიმოდი სახე გაღიმებული დამრჩა
ვერც ვსერიოზულდები
ხელახლა გადავიკითხე და ისევ იგივე დამემართა
არ ვიცი რატომ ვიღიმოდი მგონი სიამოვნებისგან
ან ძალიან მსიამოვნებდა ამ ადამიანის სიყვარული გოგოს მიმართ
გაურკვეველი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ისტორიამ მე
მაპატიე რომ დავაგვიანე
შეილება ვერც ნახო მაგრამ ჰა
heart_eyes heart_eyes

როგორ ვერ უნდა ვნახო მე ეს, თბილო გოგოვ.
რა საყვარლობების თქმა იცი სულ, ასე მოხვალ და უცებ გულს გამითბობ, ამიჩქარებ.
ძალიან რომ მომწონს შენი სახელი, ხომ ბევრჯერ გითხარი.
მოკლედ, ოქრო გოგო ხარ რა!
მინდა, რომ სულ ასე გაღიმებული იყო და არა მარტო ჩემი "მიზეზით".
სულ ღიმილიანი და ბედნიერი გოგო იყავი შენ!
მადლობა, რომ წამიკითხე და გული გამითბე.
ბევრი სიყვარულები შენ!

№19  offline წევრი MariamChiokadze

Ert-erti sauketeso mwerali xar am saitze ❤️❤️❤️❤️

№20 ახალბედა მწერალი ელპინი

MariamChiokadze
Ert-erti sauketeso mwerali xar am saitze ❤️❤️❤️❤️

მარიამ, გული გამითბე!
როგორი საოცარი სიტყვები მითხარი რა, ძალიან დიდი მადლობა შენ!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent