შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთხელ დამტოვეს მარტო (თავი 4)


12-10-2018, 13:23
ავტორი Farvana
ნანახია 151

მხოლოდ ერთხელ დამტოვეს მარტო (თავი 4)

ყოველთვის უყვარდა დეიდასთან ყოფნა.თავს ისე გრძნობდა,როგორც დედასთან,ოღონდა მისგან განსხვავებით დეიდასთნ შეეძლო ყველა თემაზე ესაუბრე.მისთვის შეეძლო გაემხილა ჰყავდა თუ არა შეყვარებული ან მოწონდა თუ არა ვინმე.ახლა კი ენა დადუმებული ჰქონდა,ვერაფერს ეუბნებოდა ღამის სტუმრებზე.მართლია გაუკვირდა დიშვილის ღამით სტუმრობა,მაგრამ ნანო რის ნანოა ტყუილები,რომ ვერ მოიფიქროს?დეიდას უთხრა ღამით დენი წავიდა და სახლში უცნაური ხმაური დაიწყოო.ისე შემეშინდაო ძლივს შევძელი ტაქსის გამოძახება და აქ მოსვლაო.მთელი დღე არ გასულა საავადმყოფოში,არ უნდოდა დეიდას რაიმე ეეჭვა.შუადღით გადაწყვიტა წასვლა,თან მუშნის შეუვლიდა და ნახავდა.
-დეიდა გარეთ ისეთი თოვლია მარშუტები არ იქნება.
-კარგი რა,ოღონდ მაგათ ფული იშოვონ და თოვლში კი მოყინულ გზაზე გავლიან,თან ხომ იცი გამგეობა ვერ გაჩერდებოდა ასე და გაწმენდნენ.
-როგორც გენებოს, გზამდე მაინც გაგყვები.
-არ შეწუხდე,მაღაზიაში მინდა კიდევ ასვლა რაღაცეებს ვიყიდი და იქედან გავყვები.
-ჭკვიანად იყავი.მალე ამოდი რაღაცეები უნდა მოგიყვე.
-კარგი რა დეიდა ოცი წლის გოგოს თუ ჭკუა აღარ მაქვს.ამოვალ აბა რას ვიზამ.დეიდამ დანანების ნიშნად თავი გააქნია,რადგან მართლა არ ქონდა ჭკუა,ყოველთვის პატარა ბავშვივით იქცეოდა ოცდაოთხი საათი უშნოდ იღრიჯებოდა.ბიჭებს თავიდან ისე იშორებდა,მეორედ მისი დანახვა არავის უნდოდა.მთელ უნივერსიტეტში „შვარცნეგერას“ ეძახდნენ.სულ ბიჭებთან ჰქონდა კონფლიქტი თუ რატომ უყურებდნენ თვალებში,ტრა*ზე ან სულაც საერთოდ მას რატომ უყურებდნენ.ოღონდ ვინმესთან ეჩხუბა და ნებისმიერ სულელურ მიზეზს მოიფიქრებდა.რამოდენიმეჯერ სახეში უტავა მუჭი,რამოდენიმეს წიხლებითაც შესდგა.
-გამარჯობათ,ექიმი ვალერი კიკნაველიძის ნახვა მსურს.
-დერეფნის ბოლოს მარჯვნივ არის მისი კაბინეტი.
-ძალიან დიდი მადლობა.
კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.გაღებულ კარებში თავი შეჰყო,როგორც კი თნხმობა მიიღო შევიდა და სკამზე დაფრინდა.
-გისმენთ ახალგაზრდავ.
-გუშინ ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს.მუშნი ქვია.
-დიახ რა გნებავთ?
-მისი ამბავი მაინტერესებს როგორ არის?
-სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ.მართალია ჭრილობა დიდი იყო და საშიშროება იყო ელენთა ჰქონებოდა დაზიანებული.მაგრამ ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა,ელენთასთნ სულ რაღაც მილიმეტრებით იყო დაშორებული ჭრილობა.
-როდის შევძლებ მის გაყვანას?
-დღესვე შეგიძლიათ.
-მაშინ წავიყვან.
-მომისმინეთ მე ვალდებული ვარ პოლიციას შევატყობინო,ამ ბიჭს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
-ვიცი,ბატონო,მე მიცავდა და ძალიან გთხოვთ არ უთხრათ რა?არ მინდა ჩემს ბიძაშვილს ამის გამო პრობლემა შეექმნას.
-როგორც გენებოთ.ეს წამლები უყიდეთ.
-წამლები რაში სჭირდება?
-სიცხე აქვს მაღალი.
-გასაგებია.
-ჭრილობა ყოველდღე დაუმუშავეთ,თუ არ შეგეზარებათ დღეში ორჯერ უკეთესი იქნება.
-ძალიან დიდი მადლობა.
პაციენტის ოთახში შეიყვანეს.ბიჭი საწოლზე შემომჯდარიყო და თავის „მხსნელს“ ელოდებოდა.ექთანი წინ ედგა და გულმკერდზე აჭერდა ხელებს.
-რა ხდება ნანა?
-წასვლა უნდოდა ბატონო ვალერი.
-გაუშვი,მოაკითხა ბიძაშვილმა და წაიყვანს.
ბიჭმა გვერდულად გახედა ექიმის გვერდით მდგარ გოგოს.თმის ღერიდან ფეხის თითამდე ჩაათვალიერა.ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.საწოლზე დალაგებული ხელებით ძირს ჩამოხტა.მომღიმარ ბიძაშვილს,რომელიც ძალისძალათ უღიმოდა მაგრად ჩაეხუტა.
-აბა ჩემო მხსნელო წავედით სახლში.
ბიჭი გაკვირვებული სახით უყურებდა,ვერ ხვდებოდა როდის გახდა გოგოს მხსნელი,მაგრამ მაშინვე მიხვდა გოგოს განზრახვას როგორც კი ნანოს მოქიცინე თავი და თვალების ბრიალი დაინახა.
-ძალიან დიდი მადლობა ექიმო.
-არაფრის არ დაგავიწყდეს რაც გითხარით.
-არ დამავიწყდება.
ბიჭს ნანოზე ხელი ჰქონდა გადახვეული.გაჩერებამდე ხელიხელ გადახვეულებმა იარეს.
-თუ შეიძლება შენი ტორი მომაცილე თორემ სიცხისგან მოკვდები და მე შენი დამმარხველი არ ვარ.
როგორც სჩვევია მაიმუნივით გაეკრიჭა და აფთიაქში შევარდა.ჯიბიდან საწყლად მიკუჭული ოც ლარიანი ამოაძვრინა და ხელში თამაში დაუწყო.
-თუ შეიძლება პარაცეტამოლი მომეცით.
-კიდევ ხომ არ გნებავთ რამე?
-დიახ ათი ცალი სტერილური და ხუთი ცალი არასტელირული ბინტი მომეცით.კიდევ წყალბადის ზეჟანი.
-აიღეთ.
მალე გამოვიდა აფთიაქიდან,ეშმაკურად გაიცინა გაჩერებაზე მდგომი მობუზული ბიჭის დანახვაზე.გვერდით ჩუმად ამოუდგა,ნამდვილად არ სურდა მისთვის რაიმეს თქმა.ვინ აცადა სიმშვიდის შენარჩუნება?
-მაინტერესებს რატომ დამეხმარე?
-იმიტომ,რომ შენმა ძმაკაცებმა მთხოვეს.
-მეეჭვება იმათ ჩემი საავადმყოფოში მოყვანა ეთხოვათ.
-ოო,მართალი ხარ.საჩვენებელი თითი ცხვირწინ გაუბზიკა და შემდეგ ჰაერში სისწორის აღსანიშნავად გემრიელად აიქნია.ბიჭს ჩუმად ეღიმებოდა გოგოს უცნაურ,მაგრამ სახალისო ქცევებზე.
-ამიხსენი რატომ ვარ აქ?ისინი ხელს შეგიშლიდნენ.სადმე მიგაბამდნენ და ჩემს თავს აქ არ გამოგატანდნენ.
-ვიცი,ამიტომ საჭმელში საძილე წამალი ჩავუყარე.
-რომ მომაგნონ არა?
-არამგონია თქვენ ამ სოფელს და რაიონს კარგად იცნობდეთ.ასე,რომ ვერავინ ვერ მოგაგნებს.
-ჭკვიანი ხარ.გამომძიებლობა გინდა?წელში გადახრილმა ნანომ ძალიან ხმამაღლა გადაიჭიხვინა.
-გამომძიებლობა არა,ფილოლოგობა კი.ბიჭმა რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ თითი აუქნია გაჩუმების ნიშნად.მუშნიმ თითს გაკვირვებულმა დახედა.არცერთ ქალს არ გაუჩუმებია.სახეზე გაბრაზება დაეტყო,ნერვები ეშლებოდა ასეთი პატარა,სულელი გოგონა რო აჩუმებდა.კიდევ უნდოდა რაღაცის ხმა,მაგრამ გოგოს თბილი თითები შეეხო ტუჩებზე და გააჩუმა.ეჭვიანი თვალებით უყურებდა გაჩერებიდან გადაზნექილ გოგოს რომელიც მთელი სულით და გულით რაღაცას უყურებდა.გაჩერებიდან გახტა და მარშუტს ხელი დაუქნია.
-აქ რჩები?ბიჭიც მოეგო გონს და გოგონას აყვა მარშუტში.მალევე ჩამოვიდნენ სოფლის შესასვლელთან.
-აქ რატომ ჩამოვედით?
-იმიტომ,რომ ეს ქუთაისში მიდის,ჩვენ კიდე სოფელში მივდივართ.მეორე მარშუტიც გამოიცვალეს.მარშუტიდან ჩამოსულს სულ არ ახსოვდა ფეხებზე ბოტასები,რომ ეცვა,ისე ჩახტა დიდ თოვლში.როგორც ჩანს,ღამით იმდენი ითოვა,სასრაფო დახმარების მანქანით გაკვალული გზა მთლიანად დაფარული იყო.მუხლამდე ჩაეფლა თოვლში.ყველაზე მეტად ნერვები მუშნის სიცილზე მოეშალა.რა ჰქონდა მისი დასაცინი?იხტიბარი არ გაიტეხა და სახლამდე სველი და გაყინული ფეხებით მივიდა.ბიჭი კი უკან სიცილით მყვებოდა,ვითომ თვითონ კარგ დღეში იყო.
-არა,რომ დამცინი ისე კარგი იქნებოდა,შენ დაგეხედა ფეხებზე.გველურად მიუთითა ფეხებზე.მაშინვე შეეცვალა მუშნის სახე.დაფეთებული გადაახტა ნანოს თვზე და სახლში შეაჭრა.ნანოს ყურადღება კი კარებში თავ გამოყოფილმა მეზობელმა მიიქცია,რომელიც თავის ქნევით უყურებდა ახალგაზრდებს.ნანოს მეტი რა უნდოდა,იცოდა,რომ მეორე დღეს აუცილებლად იჭორავებდნენ მასზე და მის სტუმარზე.არც ახსნას აპირებდა.გველივით ჩაიცინა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
-გამარჯობა მარგო დეიდა.ქალს ხელის აწევით მიესალმა.-საყვარელო მოიცადე,მეც ეხლავე დაგეწევი.მუშნისკენ გაიქცა,რომელიც ნანოს ნათქვამისგან გაქვავებული იდგა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.ნანო უკნიდან მიეხუტა კიბეზე მდგარ ბიჭს.მარგო კი უფრო და უფრო უშვებდა ყბას ძირს.ნანოსაც მეტი რა უნდოდა?ნანომ წინიდან შემოუარა და ფეხის წვერებზე აიწია.მარგო უყურებდა წყვილს,რომლებიც უსირცხვილოდ ყველას თვალწინ კოცნიდნენ ერთმანეთს.სახლში გაწიწმატებული შევარდა.ისე იყო ახალი ამბავისგან გაოცებული ვინმესთვის,რომ არ მოეყოლა ალბათ გასკდებოდა და ბოღმას შვილებზე გადმოანთხევდა.


-----------------------
დღეს შევძელი და კიდევ ერთი ახალი თვი შემოგთავაზეთ,მომდევნოს შეძლება დააგვიანდეს,ზუსტად არ ვიცი..რაც შეეხება ბიჭის სახელს "მუშნი",მინდა იცოდეთ რეალურია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი nino ninidze

სუპერ kissing_heart მიყვარს ლექსების წერა და კითხვაც

 


№2  offline წევრი I love you baby

გაგახარა ღმერთმა შენ აი ასე დაილოცოს შენი ხელები რას მაცინეეეეე:დდდდ

 


№3 წევრი Farvana

I love you baby
გაგახარა ღმერთმა შენ აი ასე დაილოცოს შენი ხელები რას მაცინეეეეე:დდდდ


მიხარია თუ გაცინე kissing_heart kissing_heart
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent