შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი დაავადება [სრულად]


15-10-2018, 00:08
ავტორი ელპინი
ნანახია 7 601

სივრცე ჩვენ შორის - დიდია.
მანძილი - ძალიან პატარა.
ვიყოფთ ერთ ჰაერს, ვუწოდეთ - უჟანგბადო.
ვართ ერთ წყალში, ჰქვია - ზღვა.
მშვიდი ხარ, არ ღელავ და არ ბობოქრობ. (ჯერ)
მეფეს ძინავს, ჩათვლიმა სამუდამოდ და ჰანგები ისევ ტრიალებს უჟანგბადო ჰაერში. ჟანგბადის ნოტები ედება მკლავებს და ვიცი (მგონია), მკლავებზე მეხუტები. შემომხვევ თბილს მკლავებს, მე აღარ ვჩანვარ, შენ მფარავ, ანგრევ ჩემს კედლებს და ხარ სუბიექტი.
- ვმთავრდები, ნი.
მე მახსოვს.
მეშინია.
დანით მჭრიან.
სულს მისერავენ.
გულს მიშლიან.
და ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ მომავალია თუ ისევ წარსული, ვერ გამიგია.
- სანამ გიყურებ, მე ვერ მოვიკლავ თავს, ნი.
მარწუხებივით მიჭერდა.
სხეულზე მძიმე ლოდებივით მედებოდა.
და წარსულია.
მან მოკლა.
ღმერთი თუ ეშმაკი, არ ვიცი. ან, ანგელოზი. (ჯანდაბა!)
- შემხედე თვალებში, შენს თავს ვეღარ ხედავ, ნი.
მე - ღმერთი - მომკლა.
მასში დამასრულა ისე, რომ არც კი მკითხა.
- დამეხმარე, რომ დავრჩე, ნი.
მოკლულ ღმერთს, მე, გაცოცხლებას მთხოვდა.
პატარავდებოდა.
ჯერ იყო სამი წერტილი.
მოშორდა ერთი.
მერე - ორიც.
და ისევ ერთი რომ დარჩა, აღარ მიუწერია მარჯვნივ, ოდნავ გაცრიცა მარცხნივ.
- თეთრი ვარ, ქაღალდივით. ამიღე და მომისროლე, ცარიელები რაში სჭირდებათ, ნი?! (ს(გვ)ჭირდება)
დამეხმარე - ო.
მიშველე - ო.
გთხოვ - ო.
გემუდარები - ო.
და მე, ღმერთი თვითონ მომკლა.
ფიზიკური სიცოცხლე - სულიერი სიკვდილი. (მძვინვარებდა ჩემში)
ძალა გაქვს - ო.
საყრდენი ხარ - ო.
- ვიქცევი, დაგეყრდნობი, ნი.
და რაც იყო ჩემი და მისი, მძულდა.
ქალაქი აღარ იყო - ჩემი და მისი. (ადრე - ჩვენი)
მისმა ტკივილმა შეჭამა, თუ პოლიტიკურმა ომმა ყველაფერი, არც კი ვიცი.
ვსხდებოდით ზღვასთან, ჯებირებს ვახტებოდით და სულ ამოაშენეს.
მივედი - დამხვდა კედელი.
მარტო ვერ (არ) დავანგრიე.
- შენ გგონია, მარტო შეძლებ, ნი?! ახლა დარწმუნდი, რომ ბევრი წაგართვი?!
მოვიდა.
კედელს ხელი მიადო და თავად წაიქცა.
ძალა აღარ იყო. (თუ, იყო?!)
- ქარები ქრის, ნი. (ძვლებში ატანს, თურმე, მე ვერ ვგრძნობ!)
- გაწვიმდა, ნი. (გაწვიმდა, ნი!) (გაწვიმდა, ნი!) (გაწვიმდა, ნი!)
- თოვლია, ნი. (დადიან გაყინულნი, მე ვერ ვგრძნობ)
- მზე ამოსულა, ნი. (ოჰ, სითბოა ირგვლივ!)
და ჩემი სულიერი სიკვდილი იგრძნო მაშინ, როცა მე არანაირი რეაქცია მქონია.
- იწვიმოს, მე რა, გამაცოცხლებს?! - ვკითხე.
და წაიქცა.
ისევ ვერ გაუძლო.
წვიმა იყო, ჰო, სიცოცხლე. (აქამდე)
- ასე მოგკალი, ნი?!
ჩემს მუხლებთან ჩაიკეცა.
ხელები შემომხვია.
ტირილი დაიწყო. (პირველად)
ზღვა აადიდა ცრემლებით. (თუმცა, ბოლოჯერ)
- დუმილით სიკვდილი... სამი წერტილი დავსვი, ნი!
- გაჩუმდი! - ვუბრძანე მე. მერე გამეცინა.
- მართლა მომიკლავს ღმერთი, ანგელოზთან ერთად.
- წაშალე!
- თავისით, ნი, სულ თავისით. ვერ ხვდები, თუ ხედავ?!
ფეხზე წამოდგა, ჩემი ხელი აიღო.
- რამდენი ნაბიჯი დამრჩა, ნი?!
- 17.
მკლავზე დამეყრდნო, მე ვერ დავიჭირე, ისევ წაიქცა.
- თურმე... გაფრინდი სადღაც, შორს, ნი.
დრო მიდის.
დრო მირბის.
დრო არ ჩერდება.
დრო ისევ გრძელდება.
რა გააჩერებს?!
ღმერთი, რომელიც მოკვდა, თუ დღე, რომელიც არ (ვერ) გათენდება?!
...
მე ისევ ვწერდი წერტილებს, მაგრამ ის შლიდა.
...
მე მაინც ვაცოცხლებდი წუთებს, მაგრამ ის კლავდა.
...
მე კვლავ ვსუნთქავდი, მაგრამ მაწყვეტინებდა. (შეიძლება, მე ვწყვეტდი)
მეოთხედ აღარ დამისვამს, სამყარო იყო წინააღმდეგი.
- შავი ვარდი გახსოვს, ნი?!
ფანჯარაზე ვიჯექი და ქვემოდან სუსტი ხმით ყვიროდა.
- შეხედე ხელს.
ხელის მტევანი მაჩვენა.
- დრომ შეჭამა, თუ მე, არ ვიცი.
ღიმილით მითხრა.
- მოგწონს?!
- აღარ გამყვება შენი.
- ვერ დაივიწყებ.
- ჩემით.
- დაგეხმარებოდი, მაგრამ.
- ვერ შეძლებ, გაჩერდი.
- ვცადო, რამდენჯერ?!
- არ ღირს არც ერთხელ.
- ცივია ქალაქი.
- მე ვკვდები, რა გიკვირს?!
- იწვიმებს ვითომ?!
- აზრი აღარ აქვს.
- რა, ვერ უშველის?!
- შენვე გააქრე შესაძლებლობა, ნი.
- თუ შენ დაიწყე?!
- შენ დაასრულე.
- ჩემი ბრალია?!
- ღმერთის.
- მოკალი შენ და.
- მკვლელი ვარ, გესმის?!
- დავრწმუნდი.
- უყურებ?!
- სარკეში - არავის.
- ნი.
მერე გაქრა.
როგორც მოვიდა, ისე წავიდა.
სულ ასე იცოდა.
- ბოლოჯერ დავლიოთ წითელი ღვინო, ნი.
არა - მეთქი და სულ გათეთრდა.
აუხდენელი ოცნებების თავსხმა წვიმას ვუტოვებდი და მივდიოდი პირველი, თუ ის, ჯერ კიდევ გაუგებარი იყო.
მე ვასრულებდი, რომ ამომესუნთქა. (ბოლოჯერ)
და იგი ემსგავსებოდა ისეთ თეთრს, ქაღალდზეც რომ არ ჩანდა.
მართლა უფერული ხდებოდა, თითქოს.
(თურმე) ყოფილან უფერული ადამიანები.
არ ჰქონდა არაფერი, ჰქონდა მხოლოდ - თვალები და უყურებდა სარკეში ირისებს, რომელიც ცარიელი იყო.
მან თავად შთანთქა მოგონებები, არ ჰქონდა (აქვს) ტვინში ფირი, რომელზეც შეუძლია ჩაწერა. არა და, მოგონებები რა ძვირფასია!
ოთახში იყო და არ ჩანდა.
მე რამ დამაბრმავა ასე, რომ ვერ ვხედავდი?!
გინახავთ ასეთი სითეთრე?!
(თურმე) ხელებს მხვევდა და არც სითბო მიგრძვნია, სიცივემ წამიერად დამიარა, მაგრამ უეცრად გაღებული ფანჯრიდან შემოვარდნილ ცივ ქარს დავაბრალე.
არ დამიხურავს, სიცივეს ვუშვებდი სახლში.
(თურმე) ფანჯარა მას გაუღია.
მე ხელებს მხვევდა და იმდენი სიცივე ჰქონდა, ფანჯრიდან უნდოდა გაეშვა, მაგრამ სახლი ივსებოდა უფრო.
(თურმე) ყურში მეჩურჩულებოდა - მინდა გაგათბო, ნი - ო, მაგრამ მე არ მესმოდა.
ვიდექი ჩემთვის და ფანჯარაში ვიყურებოდი.
(თურმე) ფანჯარა კი არა, მისი თვალები იყო ჩემ წინ. მიკვირდა და მერე მივხვდი, ამის გამო იყო, რომ ზღვა აღარ ჩანდა ფანჯრიდან.
ვიფიქრე, დრომ ესეც შეჭამა - მეთქი, მაგრამ ცარიელი სამყარო ყოფილა ჩემ წინ, მისი თვალების სახით.
თუ ჩანდა ეს უფერული, უფრო მუქი თვალების გამო, სადაც სამყაროს ტკივილი (ჩემი და მისი, ადრე - ჩვენი) ბუდობდა.
- ფერებს ვიყიდი! მითხარი, სად იყიდება, ნი, მითხარი, გთხოვ?!
ბოლოს კი, ეძებს და ვერ პოულობს იმას, რაც თვალ წინ ჰქონდა აქამდე და მე ვჩუქნიდი უხვად.
არც მისი ხმა მაყრიდა ტაოს. (არ მესმოდა)
ხელები არ მათბობდა. (ვერ ვგრძნობდი)
ბედნიერებას არ მიზიარებდა. (ვერ განვიცდიდი)
ვერ,
თუ,
არ?!
- ფერებს არ ყიდიან.
- მაჩუქე შენ.
- აღარ მაქვს მეც.
- წავიდეთ ერთად.
- მომკალი.
დამიბარა, კიდევ ერთხელ მოვალ - ო.
სუსტი, დაბალი ხმა ჰქონდა, იკარგებოდა უკვე.
საბოლოოდ და მართლა.
- გავქრი. მიყვარხარ, ნი! თეთრმა დაავადებამ შემიპყრო, გაუფრთხილდი შენ, ჩემო!
დასრულდა. (ბევრჯერ)
ფერები არ იყიდება.
არც მკვდრები ცოცხლდებიან.
დაჭკნა ყვავილებიც.
ქარია, ძვლებში ატანს სიცივე
და
აწვიმს დედამიწას ცრემლები - მისი.
გონებაში ისმის - მიყვარხარ, ჩემო ნი!
ვსრულდები მეც.
ვსუსტდები. (როგორც ის)
თეთრი დაავადება ფესვებს იდგამს ჩემში.
რა სიცივეა, გარდაცვლილო ღმერთო!


ისევ...
მე ვწერ სამ წერტილს.
ვერ გამიგია, რა არის.
ბანალურია, ჰო.



№1  offline მოდერი სალანდერი

ეს იყოს აქ ❤❤❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ეს იყოს აქ ❤❤❤

მიყვარხარ.

 


№3  offline მოდერი სალანდერი

"შემხედე თვალებში, შენს თავს ვეღარ ხედავ" - ეს ერთადერთი ნამდვილი დასასრულია!
მერე ქრება ხმაც რომელიც ტაოს აყრის, შეხებაც რომელიც აღარ ათბობს, მზე რომელიც არც არასდროს ნიშნავდა რამეს, წვიმა რომელსაც სახეს ვერ შეუშვერ, თოვლი რომელში სეირნობასაც დამარხვა გირჩევნია.
სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა.
თეთრი დაავადება? - ჰო აქრობს ყველაფერს გარედან. . .
შეხებას, ყურებას, სმენას. . .
მაგრამ არსებობს რაღაცები რაც არ ქრება და რასაც თეთრი დაავადებებიც ვერ ერევა. . .
თუ ჩემს გონებაში სურნელი ინახავს ადამიანს, ან მოგონებები, შენი თეთრი დაავადება ვერ მოერევა . . .
სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა, თუ ერთი წერტილის დასმის შემდეგ, კიდევ გიჩნდება ორის მიმატების სურვილი. . .

"შემხედე თვალებში, შენს თავს ვეღარ ხედავ" - აქ წერტილი.
სამი წერტილი სხვაგან დასვი. . .
შენ. . .
შენ. . .
შენ. . .
ძალიან ცოტა გაგიგებს, ან ვერც. . . რა აზრი აქვს?
თუ ერთ ადამიანს ერთ წერტილად აღიქვამ, ადამიანები რომლებიც ვერ გაგიგებენ, მრავალ წერტილს შექმნიან.
დახუჭე თვალები ელ. . .
ასე იპოვი ფერებს. . .
თუ გჭირდება. . .
მე ერთიც მკმარა. . .
ფერი შავი და გვერდით ერთი წერტილი.
შენ ფერად სამყაროს უხდება მრავალწერტილი. . .
ძალიან მარტივად, რთული აღსაქმელი რამ გამოვიდა მგონი და ეს შენია რა.
მე რომ "ამოხეთქვებს" ვეძახი ისაა ჰო?
საოცარი გოგო ხარ შენ. . .
ჭკვიანი ანგელოზი. . .
მრავალი ფერით და მრავალი სამყაროთი
წერე ხო?
ხშირად. . .
ასე შენთვის. . .
და კიდევ . . .

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
"შემხედე თვალებში, შენს თავს ვეღარ ხედავ" - ეს ერთადერთი ნამდვილი დასასრულია!
მერე ქრება ხმაც რომელიც ტაოს აყრის, შეხებაც რომელიც აღარ ათბობს, მზე რომელიც არც არასდროს ნიშნავდა რამეს, წვიმა რომელსაც სახეს ვერ შეუშვერ, თოვლი რომელში სეირნობასაც დამარხვა გირჩევნია.
სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა.
თეთრი დაავადება? - ჰო აქრობს ყველაფერს გარედან. . .
შეხებას, ყურებას, სმენას. . .
მაგრამ არსებობს რაღაცები რაც არ ქრება და რასაც თეთრი დაავადებებიც ვერ ერევა. . .
თუ ჩემს გონებაში სურნელი ინახავს ადამიანს, ან მოგონებები, შენი თეთრი დაავადება ვერ მოერევა . . .
სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა, თუ ერთი წერტილის დასმის შემდეგ, კიდევ გიჩნდება ორის მიმატების სურვილი. . .

"შემხედე თვალებში, შენს თავს ვეღარ ხედავ" - აქ წერტილი.
სამი წერტილი სხვაგან დასვი. . .
შენ. . .
შენ. . .
შენ. . .
ძალიან ცოტა გაგიგებს, ან ვერც. . . რა აზრი აქვს?
თუ ერთ ადამიანს ერთ წერტილად აღიქვამ, ადამიანები რომლებიც ვერ გაგიგებენ, მრავალ წერტილს შექმნიან.
დახუჭე თვალები ელ. . .
ასე იპოვი ფერებს. . .
თუ გჭირდება. . .
მე ერთიც მკმარა. . .
ფერი შავი და გვერდით ერთი წერტილი.
შენ ფერად სამყაროს უხდება მრავალწერტილი. . .
ძალიან მარტივად, რთული აღსაქმელი რამ გამოვიდა მგონი და ეს შენია რა.
მე რომ "ამოხეთქვებს" ვეძახი ისაა ჰო?
საოცარი გოგო ხარ შენ. . .
ჭკვიანი ანგელოზი. . .
მრავალი ფერით და მრავალი სამყაროთი
წერე ხო?
ხშირად. . .
ასე შენთვის. . .
და კიდევ . . .

შენ არანორმალური ხარ!
გიჟი ხარ, შენ თავს გეფიცები!
მე ვიცი, რომ შენ ყველაფერი იცი და მიყვარხარ!
ძალიან,
დაუსრულებლად,
ჩემო ეშმაკო!

მე მაქვს ბევრი ფერი, ხომ იცი შენ, პატარა.
და დასაწყისიდან დასასრულამდე, ახალი დასაწყისი უცებ ჩნდება!

მიყვარხარ ძალიან, ჩემო!

 


№5  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ოჰ, ელპინ. მოზღვავებამ იცის ხოლმე ასეთები.
21-ე საუკუნემაც და დღევანდელი ცხოვრების რიტმმაც.
ბევრი ვერ გაგიგებს, მე გიგებ.
მიყვარს სამი წერტილის დასმა...
მთავარია, ბოლო წერტილი არ დავსვათ ❤️
მომწონს შენი არეული, ბუნდოვანი და ამავდროულად სიღრმისეული ნაწარმოებები.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ოჰ, ელპინ. მოზღვავებამ იცის ხოლმე ასეთები.
21-ე საუკუნემაც და დღევანდელი ცხოვრების რიტმმაც.
ბევრი ვერ გაგიგებს, მე გიგებ.
მიყვარს სამი წერტილის დასმა...
მთავარია, ბოლო წერტილი არ დავსვათ ❤️
მომწონს შენი არეული, ბუნდოვანი და ამავდროულად სიღრმისეული ნაწარმოებები.

ქეთი, მგონი, შენც გიჟი ხარ, ხო?!
და ძალიან თბილი, საყვარელი!
ვიცი, რომ იცი.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
საოცარი ადამიანი ხარ შენ...

 


№7  offline წევრი -ლილუ

Xo vambob yvelaze gasuli tipixartqo...
Yoveli wertili rom vigrdzeni xom ici...
Minda sul mravalgewertilebodes...(mimixvdebi)
Cisartyelas sheshurdeba sheni siferade...
kitxvis dros charkvianis-suls mogcem mesaundreka gonebashi...
Ho da bolos rom medramadedoflebi ici shen.....

 


№8  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
Xo vambob yvelaze gasuli tipixartqo...
Yoveli wertili rom vigrdzeni xom ici...
Minda sul mravalgewertilebodes...(mimixvdebi)
Cisartyelas sheshurdeba sheni siferade...
kitxvis dros charkvianis-suls mogcem mesaundreka gonebashi...
Ho da bolos rom medramadedoflebi ici shen.....

ლილუ,
იგრძენი?!
ასე და ამგვარად ყველაფერი?!
ოჰო, მომწონს!

ჩარკვიანი მეფეა, უკვდავი მეფე.
ჰო რა.
უზარმაზარი მადლობა, ჰო?
ოქრო ხარ შენ!

 


№9 სტუმარი სტუმარი სიბილა

უცებ წამლეკა აუხდენელი ოცნებების თავსხმა წვიმამ და სამწერტილში დამტოვა, არადა მე ხშირად მესამწერტილება.ფერები დააავადებებში-კი, მოდის ხოლმე, ან გადის. მე გაგიგე. შენ წერე.

 


№10  offline ადმინი ელპინი

სტუმარი სიბილა
უცებ წამლეკა აუხდენელი ოცნებების თავსხმა წვიმამ და სამწერტილში დამტოვა, არადა მე ხშირად მესამწერტილება.ფერები დააავადებებში-კი, მოდის ხოლმე, ან გადის. მე გაგიგე. შენ წერე.

რუსა, ჰო, მიხარია მე, რომ გაიგე.
ფერები ყველგანაა, არ სრულდება და დასაწყისიც ისეთია, არ ჩანს.
ვწერ, სანამ ვარ.
მადლობა!

 


№11  offline ადმინი ელპინი

Nameless Girl
ისეთი შეგრძნება მრჩება შენი ბოლოდროინდელი ნაწარმოებების კითხვის დროს თითქოს ასსართულიანი შენობის ზღვარზე დგახარ და სადაცაა გადმოხტები.იმ ზღვარზე დგომის დროს წერ.რა გტანჯავს ასე.
თუ მე მეჩვენება? იმედია მეჩვენება.

მე სულ იქ ვარ, ამას ტანჯვას ვერ ვუწოდებ.
უფრო ბევრ სართულიანია.
დავასრულებ სართულებს.

meocnebe avadmyopi
ელ პინ სერიოზულად???
შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ ყოველთვის ერთიდაიგივე მემართება ნუ
ახლა სახეს ვერ ვიმორჩილებ
მოწყენილი რომ უნდა ვიჯდე
პირიქით დაბოლილივით ვიღიმი
და თითოეულ სიტყვას ვხარშავ
როცა წერ ჩვენზე ფიქრობ ადამიანო???
დაგვხოცავ ერთ დღეს ემოციებისგან და ეგაა
დაგაწვება კისერზე ამდენი ადამიანის ცოდვა
შენც ცოდო ხარ
ძალიან მაგარი იყო ელ პინ რა
მეტს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ საოცრება იყო
ამგრად მიხარიხართ შენ და შენი ისტორიები
heart_eyes heart_eyes

მე როგორ მომწონს შენი სახელი, ხომ იცი?!
სულ მომეწონება.
რაღაცნაირია.
მიხარია, რომ ხარ, მკითხულობ და ძალიან თბილ სიტყვებს მეუბნები, რომელიც მთელ სხეულზე მალამოსავით მედება, მართლა.
ძალიან დიდი მადლობა ოქრო!
სულ მაბედნიერებ მე შენ ამ საოცარი სიტყვებით!

 


№12 სტუმარი ლიზიკო

იცი ვიცი ტომ გვიან მომივიდა ამის წაკითხვა თუმცა გეტყვი რომ მე მომეწონა, აზრს ჩავწვდი, მივხვდი რისი გაფმოცემაც გინდოდა და გეტყვი რომ ბოლო წერტილი არ დავსვათ თორემ ისე თუ გინდა სამი დასვი თუ გინდა ათი და თუ გინდა ორიათასი მაგრამ საბბოლოო წერტილი არ დავსვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი ლამმმაზი ფერები და არ გავხვდეთ უფერულები მოკლედ საღო მე ასეთი ვარ და მგონი გამოუსწორებლად დავრჩები

 


№13  offline ადმინი ელპინი

ლიზიკო
იცი ვიცი ტომ გვიან მომივიდა ამის წაკითხვა თუმცა გეტყვი რომ მე მომეწონა, აზრს ჩავწვდი, მივხვდი რისი გაფმოცემაც გინდოდა და გეტყვი რომ ბოლო წერტილი არ დავსვათ თორემ ისე თუ გინდა სამი დასვი თუ გინდა ათი და თუ გინდა ორიათასი მაგრამ საბბოლოო წერტილი არ დავსვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი ლამმმაზი ფერები და არ გავხვდეთ უფერულები მოკლედ საღო მე ასეთი ვარ და მგონი გამოუსწორებლად დავრჩები

თავად გადაწყვიტე რამდენი წერტილი გჭირდება. მადლობა, რომ წამიკითხე და დამითმე დრო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent