შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ტყე (დასასრული)


15-10-2018, 17:48
ავტორი Tamta.k
ნანახია 328

ბნელი ტყე (დასასრული)

წითელ ოთახში ვზივარ, ფანჯარა მაქვს ღია და ერთი ღერი სიგარეტისთვის კაცსაც კი მოვკლავდი. ხუთი დღე გავიდა რაც აქ ვარ მაკლმა კი ერთი კვირა მომცა მოსაფიქრებლად. ხომ გითხარით ვამპირობა მინდოდა თქო მაგრამ ეს მანამ იყო სანამ გავიგებდი რომ მართლა არსებობნენ. ოთახიდან ყოველ დღე ორი საათით მიშვებენ ორ ვამპირთან ერთად. რონი არც ერთხელ არ მინახავს არ ვიცი რატომ მაგრამ ესე მგონია ძალით მარიდებს თავს, ვამპირები ადგილებს მათვალიერებიებენ მაგრამ ფერიების და ჯადოქრების სახლებს ახლოსაც კი არ მაკარებენ თვითონაც არ არიან დიდად უშიშრები მათ მიმართ. მაიკლი მას შემდეგ არ მინახავს რაც დრო დამითქვა. დედას ტელეფონით ჩუმად ვწერ ხოლმე რომ კარგად ვარ და იმ წამსვე ვთიშავ ტელეფონს რომ ვერაფერი მიხვდნენ აქ კედლებსაც კი ყურები აქვს.
ჩემი ოთახი მხოლოდ ათი კვადრატია, კელდები წითლადაა შეღებილი ერთი სიტყვით ვამპირები წითელ ფერზე მგონი გიჟდებიან.
ყოველ ღამით კოშმარებს ვხედაბ, როგორ მასევია დამპალი ხილივით ვამპირები და ჩემს სისხლს ნელ-ნელა ან ძალიან სწრაფან ცლიან, მაიკლის მიმართ ალბათ მადლიერი უნდა ვიყო ერთი კვირა სიცოცხლე მაჩუქა, მაგრამ ვამპირობა არმინდა მე ხომ ვერც დედას და მამას ვეღარ ვნახავ. ვეღარ დატკბები ამომავალი მზის ყურებით და სადარდბელი უფრო მეტი მექნება ვიდრე ეხლა მაქვს. ამავდროულად ვფიქრობ როგორი ვიქნებოდი ვამპირი, შემეძლებოდა აქ ცხოვრება რონისთან ერთად ყოფნა და ყველაფერი რაზეც ადრე ვნატრობდი, კარების ჩამკეტის ხმა მესმის ვიღაც შემოდის.
- დღეს არ მინდა გარეთ გასვლა, ოთახში დავრჩები - ვეუბნები ისე რომ უკან არ ვტრიალდები
- ამაზე რას იტყვი? - რონის ხმას ვცნობ და სწრაფად ვტიალდები, ხელში ერთი კოლოფი მალბორო და ასანთი უჭირავს
- რა?... - ენა მებმევა და ვერაფერს ვეღარ ვამბობ
- სიგარეტი, არ გინდა? კარგი წავიდებ მაშინ - და ხელი ჯიბისკენ მიაქვს, მივდივარ და ვართმევ მაგრამ მალევე ვშორდები რადგან მისი ახლოს ყოფნა იმ დღეს მახსენებს.
- მინდა. მეგინა არასდრის მნახავდი. - სავრძელში ჯდება და მიყურებს.
- ნიტა, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერს ვერ ხვდები გესმის? მძულს აქაურობა, მძულს ის ადამიანი ვინც ესეთი სიცოცხლე მაჩუქა. ჯანდაბას ყველაფერი. კარგად მომისმინე, შენ გამოჩენა ეს ყველაფერი ბედისწერა იყო შენ უნდა გაანადგურო აქაურობა. შენ ყველა ერთ ცეცხლში უნდა დაგვწვა და არა პირიქით ჩვენიაი გახდე,ნუთუ ვერ ხვდები?
- მე არ მინდა ვამპირობა...
- და სიკვდილი? სიკვდილი გინდა ნიტა?
- არა...
- არაა? მაშინ ტვინი გააქანე. გაქცევით ვერაფერს იზამ იმიტომაც არააქვს გისოსები შენს გაჯარას. შენი სუნი მთელ სახლში დგას, ყველგან გიპოვიან. ისეთი რამ უნდა გააკეთო რაც ყველას ერთად მოგვკლავს.
- რის გაკეთებას მთხოვ?
- გთხოვ? არა არ გთხოვ რჩევას გაძლევ. მაიკლს რომ ეტყვი ვამპირობა არ მინდაო შენი აზრით გაგიშვებს? ის ძალით გაქცევს ვამპირად ან შენ თავს იმ ვამპირებს მიუგდებს რომელთაც ერთი სული აქვთ როდის დანაყრდებიან. იფიქრე ნიტა... მხოლოდ ეს გიშველის - წამოდგა და კარებისკენ წავიდა
- მოიცადე! მოხვდი და ისეთ რაღაცეებს მეუბნები ვერც კი ვხვდები. რაუნდა გავაკეთო როცა ოთახიდან გავდივარ თუ არა ორი ვამპირი მომყვება უკან. მე ერთი ვარ თქვენ კი ათასი, მე უძლირი ვარ - დაღლილი სახით შემომხედა და სახე დაასერიოზულა
- ტვინი გააქანე ნიტა, ეხლა შენ უძლურობაც და სიძლიერეც შენს ტვინზეაა დამოკიდებული.
ეს თქვა და კარები გაიხურა, რა ჯანდაბის თქმას ვერ მოაბა თავი? როგორ უნდა მოვკლა ამდენი ვამპირი ჩვეულებრივმა მოკვდავმა? ჯობდა საერთოდ არ მოსულიყო. მალბოროს კოლოფი გავხსენი შიგნით მხოლოდ ათი ღერი იდო, პატარა ფურცელი დაკეცილი და წითელი ასანთი, გვერდით გადავდე და ფურცლი გავხსენი. " ალბათ გახსოვს ორი ჭიშკარი, შენ ერთ-ერთში შემოგიყვანეს მეორეში კი მარაგია. ღვინის, შეშის, საღებავების და შენ რაც გჭჯრდება ნავთი. მზე რომ ამოდის ყველა ვამპირი იძინებს მზის ჩასვლამდე. მანამდე კი მხოლოდ ორი მაქცია ყარაულობს ჭიშკრებს, მათი თავიდან მოშორება არ უნდა გაგიჭირდეს ასე არ არის? ჭიშკარში რომ შეხვალ ხის სახლს დაინახავ გაიქეცი და სახლში შედი, ნავთის მარაგი სარდაფშია. მხოლოდ ერთი დღე გაქვს, მეორე დღეს დილით სანამ მზე ჩავა ყველაფერი უნდა მოასწრო, სანამ მაიკლი დაბრუნდება შენი პასუხის მოსასმენლად. დანარჩენი კი შენ თვითონ მიხვდი, წარმატებები"
წერილი სამჯერ მაინც წავიკითხე, იმდენად მივეჩვიე აქაურ რეჟიმს მეც დილით ვიძინებდი ასე რომ არასდროს მიფიქრია გარეთ გასვლაზე. ნავთი? და რაუნდა ვქნა ნავთით? რონის სიტყვები გამახსენდა ყველა ერთად უნდა ამოგვწვაო ეხლა მივხვდი რასაც გულისხმობდა.
როგორც ვიცი, ტყეს მხოლოდ ერთი შემოსასვლელი აქვს, სადაც "ჭაობია" დანარჩენი მაგიური ძალით ესე რომ ვთქვათ გამქრალია. ყველაფერს თუ ცეცხლს მოვუკიდებ დიდი შრომა მომიწევს რადგან ფერიებს და ჯადოქრებს უნდა დავემალო. გუშინ "ჩურჩულით" გავიგე რომ მაიკლი ზეგ სანამ გათენდება ჩამოვა. მხოლოდ თეთრი სახლის გადაწვით უნდა დავკმაყოფილდე რადგან იქ მაიკლიც იქნება შემდეგ სანერვიულო არაფერი იქნება, აქ თეთრი სახლის სარდაფში ასზე მეტი საწოლია ესეიგი ასზე მეტ ვამპირს მოვუღებ ბოლოს მაიკლთან ერთად. ისინი ცეცლის ალში ერთად დაიწვებიან, სიგარეტს მოვუკიდე და კვამლს ყურება დავუწყე ისინი ჰაერში გზას იკვლევდნენ და მსხვერპლის გარეშე ორთქლდებოდნენ, მაგრამ მე უმსხვერპლოდ არაფერს არ ვიზამ სიგარეტის მოწევის გარდა, უკუნით სიბნელეს ელფერი ეკარგებოდა და მზე მარჯვნიდან ნელ-ნელა ამოდიოდა. დერეფანში ხმაური წყდებოდა და ვამპირები თავის ძლევამოსილ მტერს მზეს ემალებოდნენ. წითელ თმიანის მოცემული შავი გრძდელი კაბა ჩავიცვი, თეთრი კეტები და თმები შევიკარი, რონიდ მოცემულ წერილს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და ნაკუწებად დავხიე ვინმეს რომ არ ენახა.
კარები ნელა გავაღე მზე უკვე ამოსულიყო, მისი მწველი სხივები სახის კანს საამურად მითბობდა. დერეფანი ცარიელი იყო, ისეთი სიმშვიდე სუფევდა ვერც კი წარმოიდგინედით აქ ვინ ან რა არსებები ბინადრობდნენ.
კიბეებზე ჩავედი, ბილიკს გავუყევი ჭიშკრის კარები გავაღე თუ არა დიდი კაცი ამეტუზა, " ჭიშკარს ორი მაქცია იცავს" გამახსნდა რონის სიტყვები.
- გამარჯობა, მე ნიტა ვარ.
- ვიცი ვინც ხარ - ისე მიპასუხა გრუბი გამომეტყველება არ შესცვლია
- იცით შეგიძლია თქვენ ირნი წახვიდეთ, აქ მე ვიქნები სახლში ყოფნა მომბეზრდა - ვუთხარი და მეორე მაქცისკენ ვანიშნე რომელიც ზუსტად ისე მიყურებდა.
- არა, დაბრუნდით სახლში.
- ხომ გითხარი აქ ყოფნა მინდა თქო? მომისმინე ხვალ მაიკლს უნდა ვუთხრა რომ ვამპირობა მინდა, ბოლოჯერ ვხედავ მზეს გესმის? მაიკლს თუ ამას ვეტყვი ნეტავ რიგორ დაგსჯით? - მკაცრი სახით ვეუბნები მეორე მიახლოვდება
- თუ გაქცევას დააპირეებ იცოდე...
- გაქცევას? ეგ რომ მდომოდა აქამდე წავიდოდი, მე ვამპირობა მინდა გასაგებია?
- წავიდეთ რიჩარდ, ამ მზეს მეც ვერ ვიტან. ვერსად ვერ წავა ხო იცი არა?
- კარგი, კარგიი მაგრამ... - და ცდუნებას ვერ გაუძლო ორივე ერთად გაუყვა მაქციევის შავ სასახლეს.
სანამ თვალს არ მიეფარნენ, ადგილიდან არ დავძრულარ შემდეგ მეორე ჭიშკარს მივუახლოვდი და ერთი ხელის მოძრაობით გავაღე კარები.
ხის ერთსართულიანი სახლი იყო, აქ ასაღწერიც არაფერი იყო, ამიტომ მოკლე ბილიკს გავუყევი და სახლში შევედი ხის გრძელი მორები ერთმანეთზე ელაგა და ნახევარ სახლს ფარავდა, ერთი ოთახი ბოქლომით იყო ჩაკეტილი და გაღებისთვის აღარ მოვცდენილვარ, სარდაფის ჩასასვლელს დავუწყე მოძებნა, ვერსად მივაგენი ამიტომ ხალიჩა ავიღე და პატარა ჩასასვლელიც გამოჩნდა ( ფილმებში ყოველთვის ესე ხდებოდა და აქაც გამომადგა) ვიწრო ჩასასვლელში ჩავედი და შუქის წყაროს დავუწყე მოძებნა,მალევე ვიპოვე და ყველაფერი დავინახე. სამ და ხუთ ლიტრიანებში ნავთი ესხა სასწრაფიდ ავიღე ორი ხუთლიტრიანი ბოცა და მეორე სართულზე ერთი ვაივაგლახით ამოვედი. ეზოში ნავთის გარეშე გავედი და პერიმეტრი დავათვალიერე შემდეგ კი ხის სახლში დავბრუნდი, ბოცები უნდა ამეღო როდესაც ყრუ ხმა გავიგონე, ხმა ჩაკეტილ კარებიდან მოდიოდა. ერთ წუთს ვიფიქრე ყურადღებას არ მივაქცევ ამის დრო არ არის თქო მაგრამ შინაგანმა ხმამ მიბიძგა კარები როგორმე გამეღო. ხის მორებთან დაგდებულ ნაჯახს მოვკარი თვალი და მთელი ძალით დავარტყი ბოქლომს.
სამი ადამიანი, მიბმული იყო სკამზე მაისურზე კი სისხლის კვალი მკაფიოდ ემჩნეოდათ ორი გოგონა დაახლოებით ოცდახუთ წლამდე და მესამე ბიჭი, ლუკასი... ღმერთო ჩემო ლუკასი.
- ლუკას ეს მე ვარ ნიტა, ლუკას ჩემი ხმა გესმის? - გონება სამივეს დაკარგული ქონდა, ლუკას სახეზე ხელი მოვკიდე და შევანჯღრიე, თვალები შეშინებულმა გააღო და ყვირილი დააპრინა როდესაც სახეზე ხელი ავაფარე.
- დამშვიდდი, ეს მე ვარ - შემომხედა და თავის ქნევა დაიწყო
- ცოცხალი ხარ? მეგონა...მეგონა რომ მოგკლეს
- იცოდი რომ აქ ვიყავი , როგორ?
- დაგინახე როგორ შემოდიოდი ტყეში, აქ ჩემი 2 საუკეთესო მეგობარი დაიღუპა, ისინი... ნამდვილი მეგობრები და შვილები იყვნენ, ეს ტრაგედია სამი წლის წინ მოხდა. გეგონა მხოლოდ შენ წაიკითხე სტატია? გეგონა მხოლოდ შენ იცოდი ყველაფერი? - უარყოფა დავაპირე თუმცა მან ლაპარაკი სწრაფად განაგრძო - დაგინახე როგორ შემოხედი ტყეში, უკან გამოგყევი არ მინდოდა შენც მათსავით დაკარგულთა სიაში შესულიყავი, შემდეგ კი ვამპირები დავინახე როგორ მოგსდევდნენ უკან, მე უძლური ვიყავი მათთან გესმის? მაგრამ უკან გაბრუნებაც არ შემეძლო ამას ვერ გავაკეთებდი მარტო ვერ დაგოვებდი, გავიგონე როგორ ელაპარაკებოდი მათ, ყველაფერი გავიგონე.
- არაა, შენ უნდა წასულიყავი გესმის? ეს არუნდა გექნა.
- მომისმინე, ტყის შესასვლელი ბარიერი შენს გამ გახსნეს რომ ქალაქში და მასთან მიეყანეთ, ამიტომ მეც ყველაფერი დავინახე. შოკირებული ვუყირებდი ყველაფერს, იქ ხომ ყოველთვის ჭაობი იყო ვეუბნებოდი ჩემს თავს, დაგინახე როგორ მოგკიდეს ხელი ორმა მათგანმა და როგორ შეგიყვანეს დაძახება მინდოდა მაგრამ - ლუკმა ღრმათ ამოისუნთქა და განარხო, მაგრამ სამი ვამპირი დამესხა თავს, მათ ჩემი სუნით, ჩემი სისხლის სუნით მომაგნეს, რაღაც ჩამარტყეს თავში და გავითშე, გონს რკმ მოვედი აქ ვიყავი, ეს გოგონები კი - ორ გოგონაზე მიმითითა, ერთი მარგანი კვნესოდა და თვალებსაც კი ვერ ახელდა მეორე კი უძრავად გათიშულიყო - დიდი ხანია აქ არიან, ის კვდება ალბათ ორი დღეღა დარჩა, მეორეს კი რამოდენმე, დღეში ორჯერ მოფიან და ჩვენს სისხლს საკვებად იყენებენ, ძალა აღარ მაქვს რადგან... ჩემს ორგანიზმში ცოტა სისხლი დარჩა. - დაამთავრა და ნაღვლიანი სახით შემომხდა
- მე გადაგარჩენ გესმის? აქედან გაგიყვან. აქ ჩემს გამო ხარ. - ცრემლები ვერ შევიკავე და ლუკს სინანულით შევხედე
- არა! მე ვერ გადავჩები, ამ ოთახიდან მყოფთაგან მხოლოდ შენ შეგიძლია გაქცევა, ძალა არ მაქვს და რომც გამიყვანო ორი დღეც კი ვერ ვიცოცხლებ, არ მინდა ბებიამ ესეთი მნახოს. შენ ეს ყველაფერი უნდა შეაჩერო გაიქეცი ნიტა, ეხლავე.
- არა მე არ...
- შეგიძლია, წადი ახლავე.
- ლუუკ...
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნიტა. შენი ბრალო არარის, მე აქ მაინც მოვიდოდი. შური უნდა მეძია... მაგრამ ეს შენ უნდა გააკეთო, გთხოვ.
- გპირდები, გპირდები რომ ყველაფრისთვის შურს ვიძიებ. მაპატიე - ლუკს მოვეხვიე და ავდექი.
- ნიტა. - გასასვლელთან მისული დამიძახა
- ბედნიერებას გისურვებ, ბებიას არაფერი უთხრა. - თავი დავიქნიე და გამოვდი, ორ ბოცას ხელი მოვკიდე და თვალცრემლიანმა დავტოვე იქაურობა.
ესეთ სუსტად არასდროს მიგრძვნია თავი, ლუკი და ყველაფერი ჩემი ბრალია, მე... მე ან შევძლებ ამას ან ვერა. ლუკს შევპირდი, მისთვის მხოლოდ ამის გაკეთებაღა შემიძლია, ყოველი ადამიანის სიკვდილისთვის უნდა ვიძიო შური. ჭიშკარი გავაღე და ხმა ჩამესმა ჩურჩულივით ისევ... " ის გარეთ გავიდა, თქვენით დაგვემუქრა, ჩვენ არ გვინდოდა" მეცნო მაქციის ხმა " ახლავე აა მომიყვანეთ! იდიოტებო, სასწრაფოდ" მაიკლმი გაცხარებული კიოდა.
უდარდელი სახით ათი ლიტრი საწვავი ჭიშკრებს გადავარხი შემდეგ ყვავილებს და ხეებს.
ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე, მესმოდა ხმები როგორ მოიჩქაროდნენ მაქციები, იქ არის გაჰყვიროდნენ. ორი ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი ნავთის დასაწყისში ჩავაგდე, ალი იმ წამსვე გავრცელდა და ჩემს თვალ წინ იშლებოდა ცეცხლის დიდი დრაკომი რომელიც თეთრი სახლოსკენ მისწრაფვოდა, ჭიშკარი საიმედოდ იყო ჩაკეტილი თუმცა გავარვარებულ რკინას მაინც ვერ გაუმკავდებოდნენ. ხის სახლამდეც მიაღწია ცეცხლმა, ლუკას ალბათ სანამ ცეცხლის ალი შთანთქავდა მიხვდდბოდა როგორ იძია შური მისგამო ნიტამ.
გზას გავუყევი, გასავლელთან მისულს კი მესმოდა მგლები ყმუილი რომლებიც ცეცხლში იწვოდნენ.
- მაიკლ, ჩემი პასუხია არა მე სიცოცხლე მინდა, თუმცა უსასრულო არა.


10 დღის შემდეგ :
- მესმის დედა, არ დავიკარგები ნუ ღელავ, კარგი ტაქსით წამოვალ - ტელეფონი გავთიშე და იმ სილამაზის ყურება განვარგძე რაც ესე მგვრიდა ტანში ჟრუანტელს, ტყიდან გამოსვლის შემდეგ ორი დღე სახლში ვიყავი. არავინ მოსულა, ყველა ვამპირი ერთად დაიწვა. ნიუ-ორკში ორი დღის წინ ჩამოვედით, დღეს კი ბრუკლინის ულამაზეს ხიდზე მზის ჩასვლას ვუყურებ. ეს ყველაზე დიდი ოცნება იყო ჩემი, მაგრამ გული დამძიმებული მაქვს, ლუკი...რონი. ორივე ჩემი ხელით მოვკალი.
ხალხი ერთმანეთში ირევა, ფოტოებს იღებენ და იცინია. მე კო აქარობით ვტკბები, ეს მაგიური ხიდი სასწაული. ვხვდები რომ ისე ვეღარ ვიცხოვრებ როგორც ადრე, უდარდელად. ვუფიქრდები როგორი იყო ჩემი სიცოცხლე ბნელ ტყეში შესვლამდე, ალბათ უინტრესო და უდარდელი. ტელეფონი ისევ რეკავს, ეხლა მამა.
- მამა, ტაქსით წამოვალ ნუ ღელავთ.
- ნიტა, სტუმრები მოდიან არ დააგვიანო კარგი? - სტუმრები? აქ ნიუ-ორკში?
- მამა ვინ?
- დედამ იმ გოგონას დაურეკა რომ აქ ვართ, გახსოვს მაშინ რომ მოგიყევი პარიზელ ოჯახზე, გვითხრეს რომ გვესწუმრებიან.
- მართლა?
- კი, და ის კაციც იმ ტყიდან დაბრუნებულა, გაუხარდათ აქ რომ ვართ და ყველა ერთად მოვლიან. - ის კაცი ტყიდან?
- ვინ კაცი მამა?
- მგონი მაიკლი ჰქვია, ერთ საათში აქ იქნებიან, ვუთხარი რომ შენც აქ ხარ გაუხარდათ, შენი გაცნობა უნდათ. - აღარ ვუსმენდი, მამას, ის გადარჩა. რათქმაუნდა გადარჩა... მე ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ ვაჯობებდი. შიშის და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, მინდა გავიქცე თუმცა დედა და მამა...
- გასაგებია, მალე წამოვალ - და გავუთიშე.
პირველ შემიყვარდა, რონი სიგიჟემდე მიყვარდა და როტომ არ ვამბობდი ამაზე არაფერს? თქვენ რა ეგრე არ დაგმართნიათ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ ადამიანზე მით უფრო მეტს ფიქრობ მასზე. ის მე მოვკალი, მე მოვკალი ლუკასი იმის და მიუხედავად რომ მას უნდოდა ეს. ვუყურებდი როგორ ეძებდა გამწარებული ბებია თავის ერთადერთ შვილიშვილს და ხმას ვერ ვიღებდი. ვუყურებდი ოთახს და რონის შეხებას ვერ ვივიწყებდი. სახლის კარი გამოვიხურე თუ არა, ყველა მოგონება ერთ ადგილას ჩემს ტვინში ჩაიბეჭდა სამუდამოდ და როდესაც მეგონა ყველაფერკ გამოვასწორე მეთქი... ეს უბრალოდ არ გამიკეთებია თქო მაშინ ზუსტად მაშინ ჯს კვლავ ჩნდება და ერთი ნაბიჯით მასწრებს, ეხლა არჩევნის საშვალებას აღარ მომცემს.
" ორით ერთ ნიტა, სახლში გელოდები თან ისეთი მშიერი ვარ, ხომ გესმის არაა? " ჩამესმის ყურში და ყველგან მას ვეძებ თვალებით, თუმცა ის არსად არარი. როგორც ყოველთვის ის არსადაა თუმცა ამავდროულად ყველგან.
ხიდის მოაჯირს ხელი გავუსვი და ცრემლმორეულმა ხმამაღმა ვთქვი
- ეხლა მისი შურისძიების დროა. - და გზას გავუყევი, ის მე მელოდებოდა.

P.S იმდენად გამიგრძელდა ისტორია ალბაც ცოტათი დამღლელიც იყო, მაგრამ ნიტას " ბრძოლა გადარჩენისთვს" ეხლა იწყება. თუმცა ეს დასასრულია, მადლობა ვინც ბოლომდე კითხულობდით ბნელ ტყეს და მთელი არსებით გრძნობდით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Bigboss

gmerto, gulis inpakti dammarte.
es ra ikoooo?
dzaalian magaria!!!!

 


№2  offline წევრი Tamta.k

Bigboss
gmerto, gulis inpakti dammarte.
es ra ikoooo?
dzaalian magaria!!!!

აჰაჰა ბოდიში????????????????მადლობაა????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნიცშე

ერთი სიტყვის გეტყვი რომ ესეთი იდეა ტყეზე და ქალაქზე ძლიერ მწერალსაც კი ბესცელერის ავტორად აქცევდა.
როდესაც წავიკითხე "დასასრული" გული შემიქანდა, მაგრამ სასიამოვოდ გაოცებული დავრჩი.
კიდევ გეტყვი რომ ყველაფერს ერთად გარგად მოუყარე თავი.
წარმატებებს გისურვებ და ძალიან კარგი და ძლიერი ხარ შენ!

 


№4  offline წევრი Tamta.k

სტუმარი ნიცშე
ერთი სიტყვის გეტყვი რომ ესეთი იდეა ტყეზე და ქალაქზე ძლიერ მწერალსაც კი ბესცელერის ავტორად აქცევდა.
როდესაც წავიკითხე "დასასრული" გული შემიქანდა, მაგრამ სასიამოვოდ გაოცებული დავრჩი.
კიდევ გეტყვი რომ ყველაფერს ერთად გარგად მოუყარე თავი.
წარმატებებს გისურვებ და ძალიან კარგი და ძლიერი ხარ შენ!

ვაიმეე როგორი თბილი და საყვარელი ხარ, მხოლოდ ბანალური მადლობის თქმა შემიძლია შენთვის მაგრამ ძალიან გამახარე❤️❤️❤️❤️

 


№5 წევრი Farvana

აუუ მე ასე დასრულება არ მინდა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს მეორე ნაწილიც ექნება.
ვერ მივცე ჩემს გონებას იმის უფლებას ცუდზე იფიქროს ნიტა მოკლას.
ასე არ დაგვტოვო რა?
აუცილებლად უნდა გააგრძელო.საუკეთსო ხარ და აბა შენ იცი.
იცოდე მიყვარხარ! kissing_heart kissing_heart
--------------------
ფარვანა

 


№6  offline წევრი Tamta.k

Farvana
აუუ მე ასე დასრულება არ მინდა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს მეორე ნაწილიც ექნება.
ვერ მივცე ჩემს გონებას იმის უფლებას ცუდზე იფიქროს ნიტა მოკლას.
ასე არ დაგვტოვო რა?
აუცილებლად უნდა გააგრძელო.საუკეთსო ხარ და აბა შენ იცი.
იცოდე მიყვარხარ! kissing_heart kissing_heart

როგორ ვგიჟდები შენზე ვერ წარმოიდგენ! თავიდან ბოლომდე ჩემს გვერდით იყავი და ვაფასებ ამას❤️ნიტას რაც შეეხება ის ძლიერი და უშიშარია, თუმცა წინდაუხედავი. "კვლავ სიცოცხლე მინდა" ს დამთავრების შემდეგ გავაგრძელებ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent