შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (თავი მეშვიდე)


15-10-2018, 20:13
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 185

გაუჩინარებული (თავი მეშვიდე)

მთელი სამყარო რომ განადგურებულიყო, სამუდამოდ რომ ამოეშალათ მისთვის ყველა მოგონება, სოფიო ჯაფარიძეს, ერთი დღე, მაინც არასოდეს დაავიწყდებოდა. ეს დღე იყო მისთვის ბედნიერების გასაღები, რომელიც სამყაროში, სიყვარულით შექმნილ ყველა კარს აღებდა და აშიშვლება უკიდეგანო სილამაზეს - ენით აღუწერელსა და ხელთუქმნელს. სოფიოსთვის, ის დღე, სულის გადარჩენის უკანასკნელ წუთად გამხდარიყო.
სამშობიაროში, მეგობრის ბავშვის დაბადებას ელოდნენ და მიუხედავად სიხარულისა, მაინც უღიმღამო ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე. სოფიო რაღაცას ელოდა.
ელოდა, რაღაც წარმოუდგენელს.
თითქოს, სულ მალე, ზეცა განათდებოდა. განათდებოდა და თავისი პატარა, ლამაზი სხივებით აჩუქებდა გამოუთქმელ ბედნიერებას.
საავადმყოფოში, უეცარი ქაოსი ატყდა. სწორედ ისეთი აურზაური დატრიალდა, რაღაც დიდებულის დასაწყისად რომ იქცევა ხოლმე.
- რა ხდება? - ჰკითხა სოფიმ თორნიკეს.
- არ ვიცი.
- რაღაც ხდება - კანი ატმისფრად აუღელდა ქალს. პირველი სიყვარულის მსგავსმა ფორიაქმა მოიცვა მისი სული.
ექიმები ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ყველას დაბნეულობა ემჩნეოდა სახეზე.
- პატარა ბავშვია - ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს.
თორნიკეს მეუღლისთვის არაფერი უთქვამს. ისედაც, უსიტყვოდ მიხვდნენ, რომ რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც თითქოს არანაირად არ ეხებოდათ. სინამდვილეში კი თავიცა და ბოლოც მათთვის იყო გამიზნული.
თორნიკე ხალხში შეიკარგა. მეგობრის მშობიარობა უსაზღვროდ იწელებოდა და სიმართლე რომ ითქვას, რაღაც ზებუნებრივი მოვლენის გამო, ეგ ამბავი უკვე მეორეხარისხოვანიც გამხდარიყო. ორივე ხვდებოდა, ისეთი დრო ახლოვდებოდა, თავდაყირა რომ დაუყენებდა ყველაფერს, თუმცა თანახმანი იყვნენ, თავიანთი ცხოვრება, უეცარი რეფორმებისთვის მიენდოთ.
- პატარა გოგონაა - უთხრა თორნიკემ ცოლს. ხელით, თავისი ქურთუკის სახელოს აწვალებდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, პატარა ბავშვი რომ პირველად უხსნის სიყვარულს ვინმეს - ვიღაცამ თოთო გოგონა, ამ სიცივეში, საავადმყოფოს ეზოში დატოვა. სისხლი სჭირდება, მეოთხე ჯგუფის სისხლი სჭირდება, ავადაა.
- მძიმედაა? გადარჩებაა? რამხელაა? - ზედიზედ, იმდენი კითხვა მიაყარა ქმარს, მიხვდა, საკუთარი თავის ხელში აყვანა უჭირდა.
- არ ვიცი სოფი, ასე დაწვრილებით არ მაბარებენ ანგარიშს.
- ჩემი სისხლია, ახლავე გადავუსხამ! სადაა?
- წამომყევი, ექიმს დაველაპარაკოთ.
თვალებგაფართოებული უცქერდნენ ჩვილს. სოფი ფეხმძიმე ქალივით გრძნობდა მის სუსტ გულისცემასა და ამოსუნთქვას.
ეძინა.
- რამდენიმე დღის გაჩენილია - დაასკვდა თორნიკემ.
- ორი დღის წინ, შენი დაბადების დღე იყო. მას კი ჯერ ისევ ეტყობა ყველა ძარღვი სახეზე და პომიდორივით წითელია. შესაძლოა, ერთ დღეს დაიბადეთ.
- იქნებ, ერთ საათსაც დავიბადეთ? ხომ იცი, როგორ ჰგვანან ერთმანეთს ასეთები.
- ხო კარგადაა? ხომ სძინავს? ხომ არ კვდება? - ჰკითხა ქალმა ექიმს.
- აღარ მოკვდება, რადგან გვიპოვნეთ და სისხლი გვაქვს.
- შეუძლებელია, არ მეპოვნა. მე ხომ ის მეძახდა... - თქვა გულში. ბავშვისთვის თვალი არ მოუცილებია.
- ახლა, რა ბედი ელის? - ჰკითხა კაცმა.
- ოჯახს მოვუძებნით.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს შეხედა. ყველაფერი უკვე ზედმეტად ნათელი გამხდარიყო. იმაზე ნათელი, ვიდრე ათას სიტყვას შესწევს ძალა გამოთქმის.
- არ სჭირდება ძებნა. უკვე იპოვნა - იმედიანი მზერა მიაპყრო ქალმა ექთანს.
- ბავშვის აყვანა თუ გნებავთ, რიგში უნდა ჩაეწეროთ. ჯერ იმათ ერგებათ, ვინც თქვენამდე გამოთქვა სურვილი.
- მას სხვა ვერ წაიყვანს!
ბავშვმა თვალი გაახილა.
პირველად გაახილა თვალი თავისი მცირეხნიანი ცხოვრების განმავლობაში. მას იხმობდნენ. სიკვდილმისჯილ ანგელოზთა სამსჯავროზე მისული, ვიღაცის თბილმა ხმამ დააბრუნდა უკან. ეს ხმა, წამდაუწუმ, გამალებით იძახდა მის ჯერ არ არსებულ სახელს და ისე უმღეროდა ძილისპირულს, როგორც ანგელოზების ზარების წკრიალი ატკბობს მოკლულთა სულის ყურებს. სითბოს გრძნობდა. პატარა გოგონას მთელი გულითა და მონდომებით ელოდნენ. ვიღაცას, თავისი ცხოვრების განვლილი და გაუვლელი სიყვარული ჩაეტია ამ ძახილში. ვიღაცა, სიცოცხლის ენერგიას უსიტყვოდ დახარჯავდა, თუ კი უკან დააბრუნებდა ჩვილს.
და ის დაბრუნდა.
დაბრუნდა, რათა სიკვდილისთვის, მოზრდილი პანღური ამოერტყა და ებრძოლა ისე, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევდა ბრძოლა.
ჰო, ეს პატარა, უმწეო და სუსტი ბავშვი ნამდვილი მებრძოლი იქნებოდა. ზუსტად ისეთი, მილიონში ერთხელ რომ იბადებიან და ამ დაბადებით ასხივებენ ძლიერ სინათლესა და წყვდიადსაც, ორივეს ერთად.
თვალი გაახილა. ასეთ სილამაზეს ვეღარასდროს ნახავდა ცხოვრებაში. ცოლ-ქმარს სუნთქვა შეეკვრა. ზუსტად თორნიკეს მსგავსი თვალები ჰქონდა. აბობოქრებული ზღვის ტალღების მსგავსი, მსგავსი, სოფლის უსუსურ სახლებზე ჩამოწოლილი მეწყერისა...
- დარეკე სადაც საჭიროა და ვისთანაც საჭიროა - ჰიპნოზიზსქვეშ მყოფივით წარმოთქვა სოფიმ - დარეკე ყველგან, რათა ეს ბავშვი სხვამ ვერასოდეს აიყვანოს ხელში. ღმერთი არ გაგვიწყრება, თუ ცხოვრებაში პირველად მაინც გამოვიყენებთ გავლენას. თან შენ განსაკუთრებულად უყვარხარ, არასოდეს გიბრაზდება.
- თუ საჭირო იქნება, ვიყიდი კიდეც ამ გოგოს!
- კარგი, მაგრამ ეგ არც ისე გულისამაჩუყებელი და თავდადებული ნაბიჯი იქნება. თუმცა, აქვე შევთანხმდეთ, რომ უსამართლო ნაბიჯებსაც არ მოვერიდებით... - გოგონა ხელში აიყვანა მომავალმა დედამ - ასეა საჭირო. როგორც ჩანს, შენი ხელში ჩაგდებისთვის, კეთილი გზები არ კმარა. რას ვიზამ, რთული გოგონა ჩანხარ და უნდა შევეგუო.
* * *
- იცი რა მაინტერესებს? - მკითხა გეგიმ.
- ნამდვილად არ ვიცი წინასწარ, რა გაინტერესებს.
- სულ ასეთი მშვენიერი ხარ თუ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში?
- ზოგადად, ამაზე მშვენიერი ვარ - ვუპასუხე სრული ნარცისული გულახდილობით. ჯერ ისევ, პატარა სპექტაკლი გაგვემართა და არც ერთს გვინდოდა, დასრულება.
- ეგრეც ვიფიქრე. ისე, როგორი იყო ის ჩემი წინამორბედი, შენი ყურადღება რომ დაიმსახურა? - მკითხა ეშმაკურად. ზედმეტად მოსწონდა, როცა მასზე ვსაუბრობდი და მეც ვცდილობდი, გამენებივრებინა.
- დიდი ვერაფერი. ფულიანი ტიპი იყო უბრალოდ და ხო იცი, ქალებს გვიყვარს ეგეთები. - ვუპასუხე ხარხარით.
- დიდი ვერაფერს მოგცემ გოგო! - როლიდან გამოვიდა და შემომიბღვირა.
- კარგი, კარგი, ვხუმრობ. ძალიან სიმპათიური იყო და მამაკაცური აღნაგობა ჰქონდა. ვაღიარებ, რაც უფრო აზიდული და მკვრივი სხეული აქვს ჩემს თაყვანისმცემელს, მით უფრო ვიშლები ჭკუიდან. ძალიან პირადულს კი გეუბნები, მაგრამ სექსში ნამდვილი გორილა იყო. სულ საწოლში კოტრიალი უნდოდა და თან არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. - ტუჩების ლოკვით ვუამბე ჩვენი სექსუალური ცხოვრება.
- მიყვარხარ - ამოთქვა ჩახლეჩილი ხმით.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, ხელებს ფეხებშუა ვიფათურებდი, რათა ტრუსი შეუმჩნევლად გამეხადა. საწადელს როცა მივაღწიე, მუჭში მოვიქციე, შემდეგ აქეთ-იქით გავიხედე, დავრწმუნდი რომ არავინ გვიყურებდა და ნელა გადავიხარე გეგისკენ, პატარა გულის ჯიბეში ჩავუკუჭე.
- რატომ ხარ ასეთი არარეალური? სამყაროში ერთადრთი მაგარი გოგო იყო და ისიც მე შემხვდა.
- ნუ იქნები ასეთი თავდაჯერებული საყვარელო.
- რა ნუ ვიქნები? ჯიბეში შენი ფოხანი მიგდია.
- იქნებ, ჩემი ფოხანი ბევრს არაფერს ნიშნავს?
- მოიცა, ყველა მამაკაცს ასეთ სუვენირს უკეთებ?
მთელი სხეულით გადავიხარე მისკენ და ყურში ჩავჩურჩულე.
-კი, ნამდვილი კა*პა ვარ.
- საწოლშიც გეტყობა! - ისევ გამოძვრა როლიდან.

* * *
ცარიელი საქანელა თავისით ქანაობდა. ბავშვს ვერ გაეგო, ქარი თუ არხევდა, მაშინ მას რატომ არ ეფერებოდა სახეზე ნიავის ცივი ამოსუნთქვა?
ის სკვერი იყო... ზოგჯერ დაწყევლილი, ზოგჯერ დალოცვილი, მაგრამ ყოველთვის, როცა ამ საქანელას უახლოვდებოდა, გრძნობდა, როგორ ენატრებოდა თავისი ადამიანის ჩახუტება მთელი გრძნობითა და სიცხადით.
- სად ხარ? - დაიყვირა ბავშვმა, რომელსაც დროზე ადრე ჩამოერთვა უფლება, დარჩენილიყო ბავშვად.
- აქ ვარ - მიიღო პასუხი, თუმცა არა იმისგან, ვისგანაც სურდა.
ბუჩქებიდან ზუსტად ისეთმა დაკოჟრილმა, დანაოჭებულმა ქალმა გამოყო თავი, როგორსაც მხოლოდ ღამის კოშმარში ნახავდა. გრძელ ფრჩხილებში, სისხლისფერი ჭუჭყი ჩასჯდომოდა ლაქებად და ისე ათამაშებდა, გეგონება, მომავალი მსხვერპლის ყურებაში გართულიყო.
- შენ ის არ ხარ - თქვა ბავშვმა. ადგილიდან არ დაძრულა, რადგან ის არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი... რადგან ყველა იზრდება, როცა საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლას ეხება საქმე. ისინი იზრდებიან წამებში, წუთებში და უქრებათ ყველანაირი თრთილვის შეგრძნება.
- მე წავიყვან იმას, ვისი ხმის გაგონებაც, სიცოცხლის ფასად გიღირს. მე წავიყვან და ვეღარასდროს წაგიკითხავს ზღაპარს, ვეღარც თმაზე მოგეფერება, ვეღარც ფეხსაცმლის თასმებს შეგიკრავს. იმისთვის დავბრუნდი ბნელეთის სამყაროდან, რომ თან წავიყვანო ის, ვისი იმედიც გულად გიძგერს სხეულში.
- დამპალო კუდიანო - წამოიყვირა ბავშვმა და ტყვიაზე სწრაფად მივარდა დედაბერს. ურტყამდა ხელებს, ფეხებს, უფხაჭნიდა სახეს. - ვერსადაც ვერ წაიყვან! ვერ წაიყვან! აქ შენი არავის ეშინია!
და ბავშვი ერთადერთი იყო, ვისაც მართლა არ ეშინოდა.
ვინც მთელი არსებით მზად იყო, სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა.
- ევა გაიღვიძე, კოშმარი გესიზმრება, გაიღვიძე! - ვიღაცის ნაზი, სურნელოვანი თმა ეფერებოდა გოგონას სახეს და მაშინ მიხვდა, ქარის წისქვილებს ებრძოდა ძილში.
- ხომ ვერ წაიყვანს? ხომ ვერ წაიყვანს? - ისტერიულად ეკითხებოდა დედამისს.
- ვერავინ წაგიყვანს, სიზმარი იყო, სიზმარი კი არარეალურია საყვარელო.
- არა, მე არა. მისი წაყვანა უნდათ.... ყველას მისი წართმევა უნდა.

* * *

- ეს შენი ძმა გამაგიჟებს - ჩამესმა გეგის ნერვიული ხმა.
საწოლიდან ძლივს წამოვყავი თავი. მას კი, როგორც ჩანს, მაღაზიაში ჩასვლა და საჭმლის ყიდვა მოესწრო.
- ასე ადრე როგორ გაიღვიძე? - ვკითხე გაოგნებულმა.
- ქალები რა ენერგიასაც გასცემთ საწოლში, იმ ენერგიას კაცები ვიღებთ. შენ კი, ისეთი ხარ, რომ ერთი კვირის საკვებს მაწვდი ხოლმე.
- მე კი გათიშულს მეძინა.
- ჰო, ჩასვლამდე ძალიან ბევჯერ გაკოცე კისერში და ვერც კი იგრძენი.
- იმიტომ მეძინა უშფოთველად. რა მომიტანე?
- შოკოლადი, ბანანები, სენდვიჩის მასალა და მთელი ბლოკი სიგარეტი. ერთად როცა ვართ, უზომოდ ვეწევით და ბარემ, გვეგდოს სახლში.
- ჩემს ძმაზე რას ამბობდი? - ვკითხე და თან ბანანის ჭამას შევუდექი.
- აქეთ-იქით დაეხეტება ჩაფიქრებული. ისე, ძაან სასაცილო მომენტი იყო. ერთმანეთს შევეჯახეთ შემთხვევით და იმან ძალიან მტრული მზერა მტყორცნა, მე კიდევ, ბოდიში მოვუხადე, ლამის ქურთუკიდანაც გავაცალე ძენძები.
სიცილით ლამის გავიგუდე.
- სანი ყველაზე საყვარელია - ვთქვი სევდიანი ღიმილით. მთელი არსით მენატრებოდა - ბოლოს რომ ვნახე, იმდენი საშინელება ვუთხარი, გაფიქრებისაც კი მეშინია. წავალ და აღარასდროს დავბრუნდები, არ გეგონოს, რომ წამით მაინც გამახსენდები მეთქი. იმის შემდეგ, ყოველდღე მასზე ვფიქრობ.
- ჩემზე?
- შენზეც გეგი.
- დღეს დედაჩემი უნდა ვნახო. წამოხვალ? - მკითხა მორიდებული მეზობლის ბავშვივით.
- დედაშენის გასაცნობად?
- ჰო.
- გეგი, ჩემი გვარი დაგავიწყდა?
- ჯაფარიძე, თუ სწორად მახსოვს.
- ჯაფარიძე უნდა გააცნო ოჯახს?
- ოჯახსაც გავაცნობ და მთელ სამყაროს. ხო უნდა იცოდნენ, რომ თორნიკეს შვილი დავკერე და ყველაზე მაგარი ვარ ჯიშში.
- ფრთხილად პატარა, მეორე კეხიც არ დაგაჯდეს ცხვირზე - მუშტი მოვუღერე
- მაინც მოვუყვები შენზე!
- რაზეც გინდა, იმაზე მოუყევი.
- დღეს ცუდ ხასიათზე ხარ?
- არა, უბრალოდ, რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს, ავის მომასწავებელი.
- თუ გინდა, არსად აღარ წავალ და სულ შენთან ვიქნები.
- არა საყვარელო - გამეცინა და ცხვირზე ვაკოცე...რომ შემძლებოდა, უკან მოუხედავად გავიქცეოდი დედასთან. უცნაურია, ახალი ცხოვრება ზოგჯერ ყველაფერ საუკეთესოს გჩუქნის, თუმცა ძველში იმდენი ადამიანი გყავს დატოვებული, რომ პირველივე შესაძლობისას, მზად ხარ, ყველა სიკეთე ფეხვეშ გათელო და იქ გაიქცე, სადაც გული დატოვე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

შენ დაბრუნდი❤ დაბრუნდი და დამიბრუნე ჩემი დაკარგული გოგო???? რამდენი გელოდე მაგრამ გგონია გსაყვედურობ? რომ იცოდე როგორ მიყვარხარ აღარ დამეკარგებოდი????
ახლა ნელ ნელა რაღაცას ვხვდები, ალბათ გაიგო ნაშვებია და ესეც იყო მიზეზი სახლიდან გაქცევის, არა? რავიცი, რავიცი, ისე დაბნეული ვარ... და მაინც საოცრად მიყვარს კეკე და არ მინდა იმ საშინელმა ქალმა გაიმარჯვოს და წაიყვანოს ვერ გადავიტან ცუდ დასასრულს.
და იცოდე სულ, მიყვარხარ???? და ამ სიყვარულის ნიშნად აჰა ჩემგან ჩემი ფერედი გულები????????????????❤. ჩემი ყველა ფერი????.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნათია
შენ დაბრუნდი❤ დაბრუნდი და დამიბრუნე ჩემი დაკარგული გოგო???? რამდენი გელოდე მაგრამ გგონია გსაყვედურობ? რომ იცოდე როგორ მიყვარხარ აღარ დამეკარგებოდი????
ახლა ნელ ნელა რაღაცას ვხვდები, ალბათ გაიგო ნაშვებია და ესეც იყო მიზეზი სახლიდან გაქცევის, არა? რავიცი, რავიცი, ისე დაბნეული ვარ... და მაინც საოცრად მიყვარს კეკე და არ მინდა იმ საშინელმა ქალმა გაიმარჯვოს და წაიყვანოს ვერ გადავიტან ცუდ დასასრულს.
და იცოდე სულ, მიყვარხარ???? და ამ სიყვარულის ნიშნად აჰა ჩემგან ჩემი ფერედი გულები????????????????❤. ჩემი ყველა ფერი????.

აი ამდენ სიყვარულს და სიხარულს რო ვგრძნობ, როგორ არ ვიყო ბედნიერი? უსაყვარლესი და უკარგესი ხარ! ძალიან ვამაყობ, რომ შენნაირი მკითხველი მყავს და ყველაფერს სიტყვა-სიტყვით იგებს ჩემი ნაწერიდან და იმხელა სითბოს მიბრუნებს უკან, რომ ყველაზე სავსე, დამტკბარი ვარ. შენ ხარ საოცრება, ბედნიეერება და შენი ყველა ფერი უზომოდ მახარებს <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს რაღაცნაირი მისტიური ელფერი როგორ უხდება ამ ისტორიას. კეკელიაზე როგორ გავბრაზდი. ნუთუ იმის გამო, რომ შვილივით გაზარდეს და შეისისხლხორცეს, სამაგიერო ასე გადაუხადა მშობლებს? გეგი უშველე ამ გოგოს და დროზე სწორ გზაზე დააყენე.
როგორ მიყვარს შენი ისტორიები და შენ. ძალიან ნიჭიერი ხარ. ეს ლოდინიც კი მომწონს. ისე მსიამოვნებს ეს ისტორია❤❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Chikochiko
ეს რაღაცნაირი მისტიური ელფერი როგორ უხდება ამ ისტორიას. კეკელიაზე როგორ გავბრაზდი. ნუთუ იმის გამო, რომ შვილივით გაზარდეს და შეისისხლხორცეს, სამაგიერო ასე გადაუხადა მშობლებს? გეგი უშველე ამ გოგოს და დროზე სწორ გზაზე დააყენე.
როგორ მიყვარს შენი ისტორიები და შენ. ძალიან ნიჭიერი ხარ. ეს ლოდინიც კი მომწონს. ისე მსიამოვნებს ეს ისტორია❤❤❤❤

ჩემს ისტორიებსაც უყვარხარ ძალიან და ყოველთვის ელიან, როდის ჩაიკითხავ ხოლმე <3 ხო იცი, ზოგჯერ უგნურია ადამიანი, არ აფასებს, რაც აქვს და კეკელინამაც გააფრინა :დდ

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

სულ მინდოდა მეკითხა რაც ამ ისტორიას ვკითხულობ.ეს ისტორია ხომ იდო ადრე საიტზე?მაგრამ ახლა რაღაცეები შეცვლილი გაქვს.ხომ ასეა?თუ მე დამეწყო მოჩვენებები?
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

La-Na
სულ მინდოდა მეკითხა რაც ამ ისტორიას ვკითხულობ.ეს ისტორია ხომ იდო ადრე საიტზე?მაგრამ ახლა რაღაცეები შეცვლილი გაქვს.ხომ ასეა?თუ მე დამეწყო მოჩვენებები?

არა, ყველაფერი რიგზე გაქვს :დდდ
ძველზე მუზა აღარ მეკარებოდა, არადა, ძალიან მიყვარდა ეს ისტორია და გადავწყვიტე, ახალი ინტერპრეტაციით დამეწერა :დდდ

 


№7 სტუმარი ლი

აღარ ატვირთავ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent