შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეექვსე)


15-10-2018, 22:13
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 655

საშინლად მშვენიერი (თავი მეექვსე)

სუსხიანი შემოდგომის ნიავი ქროდა, სასტუმროდან გამოვედი და დავიწყე ქალაქის ყველაზე ბნელ ქუჩებში ხეტიალი, საოცარი სიმშვიდე იყო. გულიც კი სხვანაირად ფეთქავდა. უკვე 8 საათი იყო და ქუჩებს ლამპიონის შუქი ძლივს ანათებდა. ქუჩაში არავინ იყო, სრული თავისუფლება მქონდა, შემეძლო ყველგან წასვლა სადაც მოვისურვებდი. ხელს არავინ და არაფერი მიშლიდა. ფიქრები ნაგვის ურნიდან წამოსულმა ხმაურმა გამიფანტა. ცოტა შემეშინდა, სვლა შევანელე, და გავჩერდი. ურნისაკენ წავედი რომელსაც პატარა ქერა, ცისფერთვალება ულამაზესი გოგონა ეფარებოდა. გავუღიმე, ჩემსკენ გამოიწია, ჩუმი და ნაზი ხმით მკითხა
-можно мне попросить об одном одолжении? (შეიძლება გთხოვოთ დახმარება?) თან თავი ჩხარა, თითქოს შერცხვა.
პატარა მხარზე ხელი დავადე და ვუთხარი
-Подаждите (დამელოდე)
ჩანთიდან საფულე ამოვიღე. 3000 რუბლი გავუწოდე გოგონას და ვუთხარი.
-Возьми маленькая (აიღე პატარა)
არ გატოკდა, ფული არ გამომართვა. მორცხვად მიპასუხა.
-Это очень много (ეს ძალიან ბევრია)
კვლავ გამეღიმა.
-Возьми и будьте осторожны (აიღე და ფრთხილად იყავი)
ფული გამომართვა, გამიღიმა, თვალებ მოცრემლიანებულმა მადლობა მომიხადა და სიბნელეში გაუჩინარდა.
გზა განვაგრძე ფიქრებში კვლავ ჩავიძირე, ბოლოს სიცივე რომ ვიგრძენი სასტუმროში დავბრუნდი ტელევიზორი ჩავრთე და თბილად საწოლში მოვკალათდი, ამასობაში ჩამეძინა. ტელეფონის რეკვის ხმა ბუნდად ჩამესმოდა ყურში, თავი არ შევიწუხე გავთიშე და ძილი განვაგრძე.
დილით მზის ოდნავ მცხუნვარე სხივებმა გამაღვიძეს, საათს დავხედე 7-ს აჩვენებდა. ფეხზე წამოვდექი, ფანჯარასთან მივედი და რამოდენიმე წამით გავჩერდი. შემოვბრუნდი...
-ჯანდაბა... ლინდა გამოფხიზლდი... კიდევ სიზმარში ვარ... სულელივით სახეში სილა გავირტყი და თან ვიყვირე,-არ არსებობს.
-რა გაყვირებს... თქვა ბატონმა მაჩაბელმა, თვალები მოიფშვნიტა და საწოლიდან წამოიწია.
თვალებს ვერ ვუჯერებდი, თითქოს დრო შეჩერდა და ფიქრის საშუალება აღარ მქონდა.
-გთხოვ სანამ გავგიჟდი მითხარი რომ ნამდვილი ხარ და არაფერი მეჩვენება...
საოცარი მზერით ამათვალიერა და თვალებში შემომხედა, თან გაეცინა. ნელა წამოდგა საწოლიდან, დავინახე მის მკერდზე დიდი ნაიარევი. უნდა ვაღიარო საოცარი სხეულის პატრონია ეს არამზადა. ნელა მომიახლოვდა და ხელები თეძოებზე დამალაგა. ღიმილით მითხრა
-არაფერი გეჩვენება მართლაც ნამდვილი ვარ.
მოგვიანებით შევამჩნიე რომ მის წინაშე ლამის შიშველი ვიდექი. ის ჩემს ნომერში იყო. ღამით ჩემთან ერთად ეძინა. როდის შემოვიდა ნომერში ან როგორ შემოვიდა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ როგორ გაიგო რომ რუსეთში ვიყავი, კონკრეტულად პეტერბურგში ან და საერთოდ სასტუმრო როგორ იპოვა, მე ხომ არავისთვის არაფერი მითქვამს. ათასი კითხვა მებადებოდა თავში მაგრამ ვცდილობდი ჩემი გაოცება დამემალა ასე რომ ყველაზე უაზრო კითხვა დავსვი. ამ მომენტისათვის ყველაზე შეუფერებელი.
-ეს შრამი ვინ დატოვა შენს სხეულზე?
გულიანად გადაიკისკისა და მკითხა.
-ვერ დამაჯერებ რომ ახლა ეს გაინტერესებს, არა და რამდენი კითხვა ტრიალებს შენს თავში. მაგალითად : -აქ როგორ გაჩნდა? ნეტავ კარგად ვარ? იქნებ გავგიჟდი? მაინც როგორ მიპოვა...
-მომიყევი, სასწრაფოდ მომიყევი ყველაფერი.
-ოჰოო გამოამჟღავნე შენი გაოცება?. მიდი ჩაიცვი, მეც ჩავიცვამ სასაუზმოდ ჩავიდეთ და იქ მოგიყვები ყველაფერს.
-სჯობს ნომერში შევუკვეთოთ...
-კარგი მაშინ დროებით რაიმე მაინც მოიცვი, სირცხვილია.
მითხრა და კვლავ მისი ღიმილი შემრჩა...

--
-ჰო და ასე... აეროპორტშიც ჩაგიშვეს, სასტუმროს პოვნა ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა მე და სოფის მაგრამ მაინც გიპოვეთ.
-უბრალოდ არანორმალური ხარ, დარწმუნებული ხარ რომ სოფი გაუმკვლავდება ჰოსპიტალის საქმეებს?
ხელი ხელზე ნაზად დამადო და მითხრა.
-აქ ხომ დასასვენებლად ხარ. დაისვენე... შენი კომპანია საიმედო ხელშია, ჭკვიანი გოგოა გაუმკვლავდება.
დილა საოცარი იყო, ასეთი საჩუქარი, ასეთი ყურადღება... ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი რომ მარტო არ ვიყავი, ვიგრძენი როგორ სიგიჟემდე მიყვარდებოდა მისი სათითაო საქციელი, მისი ყურადღება მაგიჟებდა, მისი ღიმილი მისი წყნარი საუბარი, მისი მიმიკები და მისი სიყვარულით სავსე თვალები. ყველაზე დიდი ბედნიერებაა როდესაც უდიდესი ტკივილის შემდეგ გრძნობ რომ თითქოს შენი დაჩეხილი, განადგურებული გული სითბოთი ივსება და იარებიც ნელ-ნელა ქრება. მაინც იმ დროს მოდის შენთან დიდი ბედნიერება და სიყვარული როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები.
-ლინდა არ მინდა გაურკვევლობა, მინდა გაგაგებინო რეალობა და შენგანაც პასუხი მივიღო ამაზე. შენ შეცვალე ჩემი სამყარო, და მინდა იცოდე რომ შენ მასწავლე სიყვარული, არავის მინდა მივცე უფლება რომ შენ გული გატკინონ, ამას ჩემი თავის ჩათვლით ვამბობ. მინდა იცოდე რომ შენ ჩემი სამყარო გახდი, მე შენ მიყვარხარ ლინდა, ძალიან მიყვარხარ
ხელი ხელში დაიჭირა და ნახად მაკოცა.
თვალები მომეცრემლა და ავღელდი, მიჭირდა პასუხის დაბრუნება რადგან ყელში ბურთი მეჩხირებოდა და არ მინდოდა ამ მომენტში ქვითინი დამეწყო. ჩუმად ვუთხარი.
-მეც ძალიან მიყვარხარ.
გახარებულმა გულში ჩამიკრა, ხელს აღარ მიშვებდა. თითქოს ენერგიით ამევსო გული,სული,სხეული. მივხვდი ვის ვუყვარდი რეალურად, მივხვდი ვისთვის ვიყავი ის ერთადერთი და მნიშვნელოვანი პიროვნება. დავაფასე მისი სიყვარული რადგან მისი ეს გრძნობა უანგარო, სათუთი და გულრწფელი იყო. მიხაროდა მისი ბედნიერება, მიხაროდა მისი არსებობა. მინდოდა არასოდეს დასრულებულიყო ეს საოცარი ზღაპარი. მინდოდა მადლობა მომეხადა ასეთი ბედნიერებისთვის, განა უბრალო რამაა როდესაც ადამიანი შენთვის ათასობით კილომეტრს გამოდის რომ გითხრას თუ როგორ უყვარხარ მას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent