შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი შროშანები (ნაწილი IV)


15-10-2018, 23:33
ავტორი i want
ნანახია 355

თეთრი შროშანები (ნაწილი IV)

14 დღის შემდეგ

მერამდემე ღამეა ძილი არ მეკარება. ყოველი დღის ატანილ და გულში ჩაკლულ ტკივილს ნერვიული ღამის თენება მოსდევს.
ეს ღამეც არაა გამონაკლისი და ნერვიულობა, ტკივილი და სხვა ემოციათა და გრძნობათა ნაკრები კვლავ სჭარბობს ჩემში და ძილის საშუალებას არ მაძლევს. გადის წუთები, წამები, საათები... ყოველი დღით ვხორცდები ამ ადგილთან თითქოს და ეს დრო როგორც მაახლოვებს ამ ყველაფერთან ისე მაშორებს კიდეც. ძნელია...

ფანჯრის წინ ვზივარ, გულაჩქარებული და ნერვიულად დავატარებ მუხლებზე ხელებს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ფილტვებს გამუდმებით ვავსებ და ვანთავისუფლებ სუფთა ჰაერისგან. შევყურებ ფიფქების ნარ-ნარად თოვას და თითქოს ბალერინებივით არხევენ სხეულს და ძალიან ნაზად ეკნობიან ბევრ მისნაირ მოფარფატე ბალერინებს და სურნელოვან შროშანებს. მისით ვცდილობ ჩავიხშო ღელვა გულში, თუმცა ეს ძალიან ძნელია... უცნაურ წვას ვგრძნობ, ყელსა და გულის სიღრმეში, მუცელში კი ტკივილს რომელიც თვალებს მლაშე სითხით მივსებს. კანკალი მიტანს, სხეულში სიცივე ისადგურებს. ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ყოველი უჯრედი მტკივა. ხმას ვერ ვიღებ, არ შემიძლია დავიყვირო რომ ცუდათ ვარ და დახმარება მჭირდება. თავშეკავება კი უარესად მამძიმებს და თვალებზე მლაშე სითხის თხელი ფენა მეკრობა. მუხლები მიკანკალებს, ხელებს მუცელზე შემოვიჭდობ და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. პირამდე სავსე ცრემლები კალაპოტს გადმოდიან, გული მეტად მიფორიაქდება, ტკივილიც მატულობს. სახეს ვმანჭავ და ხელებში ვრგავ. უამრავი რამ ირევა ჩემს სხეულში, გულსა და გონებაში.
ერთ ხელს საბანს ვუჭერ ტკივილის გადმოსანთხევად თუმცა ეს მხოლოდ ზედმეტი უმნიშვნელო სიმწრისგან მანთავისუფლებს და საერთოდაც ვერ ვგრძნობ შვებას. ვცდილობ დავმშვიდდე. ჰაერს ღრმად ვსუნთქავ. აუტანელი და გაუსაძლისი ტკივილები მჯაბნის, მეც ვნებდები, ფეხზე ძლივს-ძლივობით ვდგები და ჩანთისკენ მივდივარ. ჩანთას ხელში ვიღებ და საწოლზე ვბრუნდები. ვხსნი და შიგნით მყოფ ყველა ნივთს ერთიანად ვყრი. წამლებს ვიღებ და მათ სახელების წაუკითხავად კოლოფიდან რამდენიმე ტაბლეტს ვიღებ და ერთიანად ვსვამ წყლის დახმარებით. წამლებს ვყლაპავ თუარა, დამამშვიდებელს ვიღებ. ცრემლებს ხელით ვიშორებ და აკანკალებილი ხელით ვიღებ რამდენიმე ასეთ წამალს. ვფიქრობ, ვყოყმანებ. ვგრძნობ სისუსტეს და გულის წასვლის შეგრძნებას და ვფიქრობ რომ ზედმეტი ფიქრი აღარაა საჭირო და მასაც გაუაზრებლად ვუშვებ ყელში.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და საწოლზე ვწვები. ფანჯარას გავყურებ და ვხედავ როგორი მსხვილი ფიფქებით ბარდნის.

მერამდენე დღეა უკვე ასე უსაშველოდ თოვს, შეუწყვეტლივ და დაუსრულებლად. გარეთ თოვლი, სიცივე და გამაბრუებელი ბურუსია მხოლოდ. ალბათ რამდენს მოუნდებოდა დარი ამდენი ავდრის და ყინვის შემდეგ. მე კი არა. მე პირიქით, მეტად მინდა ჩამოიქცეს ცა, მეტად მინდა მოიღუშონ ღრუბლები, მეტად მინდა დაბინდოს თვალთა ხედვა თოვლმა... ცის წუხილი და უსაშველო გლოვა ჩემად მიმაჩნია და მისი დაცლით მეც ვნთავისუფლდები ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც.
მხოლოდ ეს შემიძლია, ჩემი მზერით მაინც გავუნაწილო ჩემი ტკივილი და მისი ასეთი უუნარო სიმწარე ჩემს სიმშვიდედ გარდავქნა, თუმცა ეს მხოლოდ გარემოს ცვლის და არა მე.

არაფერია ირგვლივ რაზეც შემიძლია გადმოვანთხიო ეს ყველაფერი, ჩემი გრძნობები, განცდები, ფიქრები... თუნდაც ხორციელი ტკივილი. მე კი ეს ყველაფერი მახრჩობს. არაფერი მაქვს, არსად ვარ... მხოლოდ ერთ ადამიანს თავშესაფარივით ვეფარები. ადამიანის რომელიც კვირეებია ბრმად მენდობა, მიფრთხილდება და მიცავს. აღარ მეკითხება არაფერს და ელოდება, იცდის...
არ მტკენს გულს უამრავი კითხვის ნიშნებით და სიტყვებით. მაგრამ ვიცი რომ აქვს. იმდენი კითხვის ნიშანი აქვს რომ მთელ სახლში არ დაეტევა. იმდენი აზრი და უაზრო ფიქრი აწუხებს რომ მასში ძალიან ღრმად დამალულსაც კი გარკვევით ვკითხულობ. მაშინებს... ზოგჯერ ეს კითხვები მაშინენს, ეს ფიქრები, დაუსრულებელი და უმოწყალოდ უსამართლო, მაგრამ ვიტან.
ვიტან რადგა ვიცი რომ წამიერია და ვიტან რადგან ვიცი რომ ვენდობი. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვენდობი ადამიანს და ვფიქრობ რომ არ ვცდები.

***
მესმის ნაბიჯების ხმა, თვალს კარისკენ ვაპარებ. წამლები ნელ-ნელა მოქმედებენ და მასუსტებენ. ძალა არ მაქვს ავდგე, შევირხე ან ხმა გავიღო. უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და სიბნელეს ვუერთდები.
კარის ხმა მესმის, იღება და ის კარში ყოვნდება. ოთახს თვალს ავლებს შემდეგ კი შემოდის. ძალიან ნელი ნაბიჯით მიახლოვდება. მიყურებს და მისი მზერით მწვავს. საწოლზე ჯდება, მზერას არ მაცილებს. მისი სუნთქვა მესმის მხოლოდ, შემდეგ კი მის შეხებას ვგრძნობ ხელზე. ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ნელ-ნელა თავისკენ იზიდავს. მის სუნთქვას თითებზე ვგრძნობ მაგრამ თითოელი ამოსუნქვა სიოდ მედება გულზე. შუბლს ჩემს ხელს ნაზად აბჯენს, წარბებს ჭმუხნის და უბრალოდ ჩერდება. ჩემს სუსტ მაჯებს ძალისგან ვანთავისუფლებ და სრულიად ვდუნდები. მგრძნობელობებიდან მხოლოდ მისი კანის შეხებას ვგრძნობ. გული მითრთის, მინდა ვიტირო, მინდა თვალები გავახილო და ვუთხრა ,,წადი" მაგრამ არ შემიძლია და არც ვაკეთებ. ვაღიარებ, ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ვიყო თვალებს გავახელდი. ალბათ გავაგდებდი ან უფრო მივიახლოვებდი მაგრამ ახლა, მე არაფერს ვაკეთებ.
ჩემს ხელს ძალიან ნაზად და ფრთხილად აბრუნებს უკან. გვერდით მდგარ სანათს აქრობს, ცოტახნით ყოვნდება და მზერას მანათებს. სიმსუბუქეს ვგრძნობ, შემდეგ კი თბილის დახურვას. ცოტახანში კი სიცარიელეს. ის ოთახიდან გადის.
თვალებს ვახელ, ძალიან ძნელად მაგრამ მაინც. ჰაერს ვისუნთქავ. გაბრუებას ვგრძნობ და ძალიან ნელ-ნელა ვმონდები სიბნელეს.
წვა ყელსა და გულში არ ჩამქრალა, ტკივილი კი თან და თან ნელდება. ნეტავ წამლები ყველაფერს არჩენდნენ... მარტოობას, დაბზარულ თვალებს, დაგლეჯილ გულსა და უნდობლობას.
რამდენ ასეთ წამალს მივიღებდი. ალბათ მათზე დამოკიდებულიც კი გავხდებოდი.

მერამდენე დღე თენდება აქ ყოფნის... ალბათ მეთოთხმეტე. ყოველ დღე ვიღვიძებ ამ ოთახში, ვსაუზმობ თემურისთან, ვსაუბრობთ, ვუყურებთ ტელევიზორს, ვაგროვებთ ფიჩხებს და ერთად ვთბებით ბუხართან. თითქოს ჩვეულებრივი დღეებია არა?! მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რას ვიტანთ შინაგანად ჩვენი დუმილით. ერთმანეთის ცხოვრებაზე არ საუბრით ავღმართეთ კედელი. კედელი რომელიც ბარიერს გვიქმნის. თუმცა ეს დღეები და ერთმანეთთან გატარებული საათები მაინც როგორღაც გვაჩვევს ერთმანეთს და რაც არ უნდა იყოს დღითი-დღით ვუახლოვდებით ერთმანეთს. არეულობაა, გავიჭედეთ!
მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს ყველაზე მშვიდი დღეებია იმასთან შედარებით რაც წლების განმავლობაში მქონია. ეს იმასთან შედარებით ბედნიერი დღეებია.
სხვათაშორის ჰო, მართალია, ბედნიერიაა... უზარმაზარი ბედნიერებაა! ალბათ ჩემს გეგმებს რომ კარგად ჩაევლო ყველაფერი უფრო ცუდათ იქნებოდა... ვინ იცის?! მაგრამ ახლა, დარწმუნებული ვარ!
ახლა? ახლა მყავს მეგობარი გვერდით, მეგობარი რომელიც მგრძნობს, მიფრთხილდება, მიცავს. მაშინ რა იქნებოდა? დავიკარგებოდი... ვიცი რომ მარტო ვიქნებოდი და საერთოდ ვერაფერს გავხდებოდი... ახლა ვხვდები ამას როცა უკვე აქ ვარ და ეს ოთახი საკუთარ ოთახად მიმაჩნია, ამ სახლის პატრონი კი საკუთარ მეგობრად.

ვიცი... კვლავ უსამართლოდ ვიქცევი. არ ვიცი რომელი იქნებოდა სწორი აქ დარჩენა თუ წასვლა მადლობის გადახდის შემდეგ... თუმცა...
არაა მარტივი აქ ყოფნა. არაა მარტივი ყოველ დღე უყურო ადამიანის ასეთ წმინდა და სევდიან თვალებს როცა საკუთარი თვალები სულით ხორცამდე შავი და ბინძური გაქვს. არაა მარტივი იცხოვრო ადამიანთან და უპირობოდ, ბრმად ენდო. არაა მარტივი ყოველ დღე გრძნობდე ასეთ სითბოს და მზრუნველობას, შენ კი ამას იტანდე და უგრძნობივით ატარებდე. განა სულელი ვარ? განა ვერ ვხდები, ვერ ვგრძნობ რომ მეგობრობას სცდება ამდენი რამ? განა ვერ ვხედავ?! ვხედავ! ვხედავ და თვალებს ვიბრმავებ. რადგან ვიცი რომ ეს არასწორია! უამრავ რამეს ვმალავ , დღე-დღეზე შეიძლება მომაგნონ და ამის გარდა კიდევ უამრავია დაფარული.
სწორედ ეს საიდუმლოებებია ჩემი ყველაზე დიდი და მძიმე ბორკილები. ყველაფერში რომ მზღუდავს და არაფრის გაკეთების ნებას და შესაძლებლობას არ მაძლევს.
ყოველი მომდევნო დღე უფრო მძიმეა აქ დარჩენისთვის. ყველაფერი ბევრად აბლანდულია ვიდრე აქამდე იყო. დრო მეწურება, არ მაქვს ამდენი. დროზე ადრე უნდა გავაღწიო აქედან. რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა წავიდე!
ვიცი ვატკენ, ჩემი გაუჩინარებით... მაგრამ მიღირს. უნდა მიღირდეს!
თუ აქედან არ წავალ, კარგი არაფერი მოხდება.
ყოველ დღე ვფიქრობ ამაზე და უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში.
ვგრძნობ არ შემიძლია, მაგრამ უნდა გავაკეთო. ყველანაირად ვატკენ მას, დარჩენითაც და წასვლითაც. დარჩენის შემთხვევაში აეხდება ყველაფერს ფარდა, შემდეგ კი აქ გაჩერებას აზრი არ ექნება, არავინაა ვალდებული ეს აიტანოს, არც ისაა ვალდებული ყველა ჯოხი მასზე გადატყდეს და ეს ტკივილი ითმინოს. ამას ვერ გავაკეთებ... ამხელა ტკივილს ვერ მივაყენებ...
რაც მალე მოხდება ეს ყველაფერი მით უკეთესი ყველასთვის.

და მაინც როგორ?! როგორ შემიძლია ასეთი უგულო ვიყო! ვიცი ვატკენ და იმის მიუხედავად ვიდარდო იმაზე თუ როგორ მოვაგვარო ეს, მთავარ საფიქრალად ვაყენებ იმას თუ როგორ გავიდე აქედან სამშვიდობოზე, ნებისმიერი გზით.
სადამდე მივედი... მეც ისეთივე ამაზრზენ და ყალბ ადამიანად ვიქეცი როგორებიც მთელს პლანეტას ავსებენ და აყროლებენ თავიანთი ბინძური სულებით. ახლა მეც მათსავით ბინძური ვარ... მეზიზღები ამებავ!

ფიქრებში მოსეირნეს თვალები მეხუჭება. წამები ნეტარად იწელებიან და ძილის სურვილიც ტკიბილად მიმორჩილებს. თვალებს ვხუჭავ და მოდუნებული ვეშვები სიზმრების მორევში. სადღაც სიშავეში სადაც ხშირად უკეთესია ყოფნა ვიდრე რეალობაში.

***
მხოლოდ შავი და წყნარი მუსიკა. მხოლოდ რამდენიმე ადგილას სინათლე, შემდეგ კი კვლავ სიბნრლე. მეტი არაფერი მახსოვს სიზმრიდან. მეღვიძება. თვალებს ზანტად ვახელ, იმდენად დამძიმებული ვარ თავის აწევაც კი მიჭირს. გუშინდელი ღამე მახსენდება და გული მწიწკნის. მახსენდება ის ჩემს ოთახში, მისი შეხება, სუნთქვა ხელზე და მზრუნველობა.
როგორი იქნება დღევანდელი დღე? რა მოვიმოქმედო? გავატარო? თავი მოვიკატუნო?
რა ადვილია...
ვოხრავ, დილაც რომ ამ ფიქრებით იწყება...

წამიერად გონებაში თითქოს სიგნალი მინთებს წარწერით ,მორიგი დღე". ვერ ვისვენებ და საწოლში ვსწორდები. თითებით თვალებს ვისრესს და მზერას ფანჯრისკენ ვაპარებ. თვალს მჭრის ფანჯრის მიღმა განათებული საოცარი სითეთრე. ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. საოცარი ხედი, საოცარი სურათი, საოცარი თოვა... ჯერ რომ არასდროს მინახავს ისეთი... თეთრი, სრულიად თეთრი... ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ამ საოცრებას შევყურებ. ასე ჯერ არასდროს მოუთოვია ჩემს სიცოცხლეში. ეს საოცრებაა... ღრუბლები საშინლად რუხნი როგორ ქარგავენ თეთრ ულამაზეს ფანტელებს. რა საოცრად თოვს, ასეთი სილამაზე არ მახსოვს როდის ვნახე უკანასკნელად. მეღიმება. აი, ღიმილს მგვრის სახეზე, ის ჩემზე მოქმედებს და გარემოს მილამაზებს.

თავს ვატრიალებ და საათს შევყურებ, მცივა, ფანჯარას ვშორდები და კარადას მობუზული ვუახლოვდები. კარს ვაღებ და შევყურებ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელს რომელიც თემოს წყალობით მაქვს. სხვათაშორის მისი წყალობით დღემდე ცოცხალი, ჯანმრთელი და საღსალამათი ვარ. მაქვს ის რაც მჭირდება და ყველაფრით მადლიერი ვარ მისით. არ ვიცი მადლობის მეტი რა მეთქმის ან საერთოდაც რითი გადავუხადო ეს ამდენი სიკეთე...
რთულია ეს ყველაფერი, ძალიან რთულია!

კარადიდან თბილ ჯემპრს და შარვალს ვიღებ. ტანსაცმელს ვიცვლი და სარკეში ვიყურები. სავარცხელს ვიღებ და მკერდამდე ჩამოშლილ წაბლიფერ თმას ვივარცხნი. საკუთარ თავს შევყურებ. შევყურებ შოკოლადისფერ ტუჩებს, სწორ და აპრეხილ ცხვირს, ყვრიმალებს, წარბებს და წაბლისფერ თვალებს. როგორ შევიცვალე... ჩემი ხნის არცერთ გოგოს ვგავარ. მათ ჯერ კიდევ უყვართ ტანსაცმელი რომელიც აცვიათ, აქსესუარი რომელსაც ატარებენ, მეგობრები რომლებიც ჰყავთ და სისოცხლე რომელიც გააჩნიათ. იღიმიან და იმას არც კი ითვლიან რამდენჯერ, რადგან უამრავია და მათი დათვლა ძალიან ძნელი.
მე... მე კი ყოველი ღიმილი მახსოვს რაც კი ჩემს სახეზე გამოისახა, იმდენად ცოტაა რომ დათვალა არ მიჭირს. არც ის სამოსი მაბედნიერებს რაც მაცვია და არც იმ აქსესუარებზე მწყდება გული რომელიც არ მაქვს. ფარსია ყოველივე ეს.

საკუთარ თვალებს შევყურებ აღარ არიან ისეთი დაბზარულნი და განადგურებულნი. აქაურობა სულის რაღაც ნაწილს მიმშვიდებს და ხორცზეც აირეკლება.
სარკეში ვუყურებ საკუთარ თავს და ზიზღს ვგრძნობ. მე საკუთარი თავი არასდროს მყვარებია, არც არასოდეს მეყვარება! ყოველთვის ზიზღს იწვევდა ჩემში და ეს არ შეიცვლება. ვერ შეიცვლება! ადრე საკუთარი ხორცი მეზიზღებოდა, სხვებში რომ მოწონებას და უშინაარსო და დაუფიქრებელ გრძნობას იწვევდა რომელიც არ იყო გულიდან წამოსული, არამედ დაბინდული გონებიდან და ბრმა თვალებიდან. ახლა არამარტო ხორცი, სულიც ასევე მძულს. უკვე ისიც ბნელია და არაფრით განსხვავებული. ერთ დროს მეგონა რომ მათგან განვსხვავდებოდი როცა ჩემს ერთადერთ და უკანასკნელ სულიერ მეგობარს ვესაუბრებოდი ამ არსებებზე. ყოველი მასთან საუბრის შემდეგ ვხვდებოდი რომ მათ არ ვგავდი და განსხვავებული ვიყავი... მაგრამ... ახლა მეც ზუსტად ისეთივე ვარ და საკუთარი თავი ყველაზე მეტად მძულს.

- მე შენს წინაშე მრცხვენოდა... მრცხვენოდა რომ მათნაირად მეც ადამიანად მოვიხსენიებოდი. მრცხვენოდა ჩემი ადამიანად არსებობის და იმ არსებების გვერდით ყოფნის რომლებიც სიცოცხლეს გვიწამლავდნენ... განსაკუთრებით კი შენ, შენ ჩემო წმინდა თვალებავ... ახლა მეც შენს წინ ვარ დასაჩოქებელი, მეც თანაბარი წვლილი და ბრალი მიმიძღვის შენს წინაშე...
სადამდე მივედით... ნეტავ სხვა დროს და სხვა სამყაროში გავჩენილიყავით, ნეტავ სხვა არსებებთან ვყოფილიყავით და არა მათთან, მათთან ვისთანაც ყოფნა ყელში მოგვიჭერდა და სიკვდილს გვანატრებდა სოფიი... ჩემო სოფი... როგორ მენატრები . ყველაზე და ყველაფერზე მეტად...
ნეტავ დროის დაბრუნება შემეძლოს, პირველს შენ დაგაბრუნებდი მეგობარო...
ნეტავ ყველას შენარჩუნება შემეძლოს და კიდევ ერთი შანსი მომეცეს ყველაფრის გამოსწორებისთვის. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია...

***
ოთახიდან გავდივარ და კიბეებზე ვეშვები. ირგვლივ ვიყურები და ვერავის ვხედავ. ნუთუ სძინავს? შუა დღის პირველ საათზე?
ქვემოთ ჩავდივარ და ირგვლივ ვიხედები. ნუთუ ასეთ დროს არ გაუღვიძია?
მისაღებ ოთახში შევდივარ მოდუნებული. თითქოს არაფერი მაგრამ... სხეული მეყინება და წინ გადასადგმელად გამზადებულ ნაბიჯს უკან ვაბრუნებ. სუნთქვა მიჭირს, ვერაფერს ვგრძნობ. ემოციებისა და გრძნობის აღქმა მიქვეითდება. ნერწყვს ვყლაპავ შეშფოთებისგან, შემდეგ კი ყელიდან გულში ჩამავალი გავარვარებული ლავის წვას ვგრძნობ. შიში მიბყრობს და ჩემს სხეულში მეფდება. სიმძიმე მიმონებს და არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს. თვალებში ცრემლები მიდგებიან და თვალთა ხედვას ბურავენ. მუხლებში სისუსტე და კანკალი მიტანს. ამ სურათის ყურებაში ვუძლურდები და აზროვნება მიწყდება. რა ვიფიქრო, რა ვიგრძნო, რა განვიცადო... ჯერ მსგავსი არ მინახავს და არ ვიცი რა უნდა ვიგრძნო.
ოთახს თვალს ვავლებ და საშინელ სურათს ვხედავ. ნამსხვრევები მაგიდასა და იატაკზე, ალკოჰოლის ბოთლები, ჩაცლილი და წაქცეული, ფურცლები დანაკუწებული და აქეთ-იქით მიმოფანტული. სიგარეტის მძიმე სუნი, ნამწვავები და კოლოფი.

ამ ყველაფრის აღქმისას თითქოს შემანჯღრიეს და უცბად გამოვფიხზლდი. ყველა მგრძნობელობა აღმიდგა, რაც აქამდე ჰაერის მიწოდება შემიწყდა, ახლა მისი აღდგენა დავიწყე. ჰაერის ღრმად სუნთქავ თითქოს ვქოშინებ და გული მეწიწკნება საშინლად.
ისეთ შემზარავ და საშინელ სურათს ვხედავ რომ ვგიჟდები ლამის.
განსაკუთრებით კი როცა მას მდივანზე მიფენილს და მძინარეს ვხედავ. ამ სურათის დანახვით გული შემეკუმშა, საშინელებას ვგრძნობ, რაღაც უცნაურ ტკივილს და ყელში მოჭერას. ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირს. ახლა მეც იმას განვიცდი რასაც ალბათ ის განიცდიდა ამ ყველაფრის ჩადენის დროს. მე ახლა მისი ტკივილი მტანჯავს, ასე მგონია გული მეგლიჯება ნაწილებად და მეწვება, ხოლო სული სხეულიდან მტკინვეულად მძვრება. თავბრუს ხვევას ვგრძნობ, ძალიან მინდა მიწა გამისკდეს და სადღაც უფსკრულში ჩამიტანოს, ოღონდ ახლა აქ არ ვიდგე და ამას არ ვხედავდე!
ათრთოლებული ნაბიჯებით ვუახლოვდები და მეტად ვიძაბები როცა ასეთ უმწეო და განადგურებულ მდგომარეობაში ვხედავ ადამიანს რომელიც დამცველად მევლინებოდა. დაუჯერებელია! ნუთუ ასე ტკივა?! ნუთუ მთელი ეს დრო იმდენად ეგოისტი ვიყავი რომ მხოლოდ საკუთარ ჭრილობებს ვირჩენდი? ნუთუ არც ერთხელ მიცდია მისთვის მეკითხა რამე და დავხმარებოდი. ნუთუ ამდენად კარგად შეეძლო ამ ყველაფრის დამალვა რომ მე ახლა ეს წარმოუდგენლად მეჩვენება?! ნუთუ ამდენად ამაზრზენ და გულქვა ნაგავად ვიქეცი რომ ამას ვერ ვამჩნევდი.
არ მჯერა!

მასთან ვიხრები, იმის მიუხედავად რომ ნამსხვრევები მესობიან იატაკზე მუხლებით ვდგები და შეშფოთებული შევყურებ. მინდა ხელი მოვკიდო, გამოვაფხიზლო, კვლავ დავინახო მისი თვალები, მითხრას რომ კარგადაა და არაფერი მომხდარა, არც მოხდება და ყველაფერი რიგზეა... თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ასე იქნება. მეშინია.
მის ხელს რომელიც სახეზე აქვს გადადებული ორივე ხელით ვეჭიდები და ვცდილობ მოვაშორო სახიდან. მისი კანი შეხებისთანავე სხვანაირად მეჩვენება, უცნაური გრძნობა თუ განცდა მივლის ტანში, ვერ ვხვდები... ვცდილობ მოვაშორო მაგრამ არ მემორჩილება. მისი ხელიც მძემია და ეს უფრო მაბრკოლებს. ისეთ უმწეო მდგომარეობაშია მგონია მსუბუქი შეხებაც კი დალურჯებებს დაუტოვებს სხეულზე. ვოხრავ, ძალას ვიკრებ და როგორც კი მისი სახიდან ზედმეტ სხეულს ვაშორებ სახე მის შემხედვარეს მემანჭება. არ ჰგავს ისეთს როგორსაც ყოველ დღე ვხედავ, არ ჰგავს ისეთს მაღალი და მხარ-ბეჭიანი სხეულით რომ მოგეხვევა და საკუთარ ძალას გაგიზიარებს. არასდროს მინახავს ასე განადგურებული. ვინ იცის რამხელა ტკივილი ტრიალებს მის გულში... მე კი ეს არ ვიცი და არ შემიძლია ამის შემსუბუქება. ვინ იცის რამხელა წვლილი მიმიძღვის ამაში...

მის სახეს შევყურებ და მენანება გასაღვიძებლად. მის წვერს, თმებს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს თუნდაც დახუჭულს, ასე ახლოს პირველად ვხედავ. მისი კანი, სახის ნაკვთები... ასე არასდროს აღმიქვამს როგორც ახლა.
როცა ვიაზრებ რომ ის ახლა ასეთ მდგომარეობაშია ჩემი შესაძლებლობები ნოლს ქვევით იწევს.
ხელს მის სახეზე დავატარებ. წვერზე, შუბლზე... თითებით ნაზად ვეფერები თვალებზე და ვცდილობ ძალიან მშვიდად და აუღელვებლად გავაღვიძო.
-თემური... -ვჩურჩულებ და ძალიან ნაზად გამოვთქვამ მის სახელს, თუმცა გული ძალზედ სწრაფად და ძლიერად მიცემს.
- თემო... - შუბლზე დავატარებ თითებს და შემდეგ მის რბილ წვერზე. ისეთი სასიამოვნო გრძნობაა რომ გული უცნაურად მითბება.
- თემოოო... გაიღვიძე... გთხოვ... - სახეზე ვეხები და ვგრძნობ როგორ ნელ-ნელა იჭრება უცხო გრძნობა სხეულში პარაზიტებივით და გულს მიღრღნიან. რაღაც სხვანირ სითბოს ჩაღვრას ვგრძნობ. ხმა მითრთის და ახლა ისე ვცდილობ მის გაღვიძებას.
- თე მოო... გაიღვიძე რაა... - ძალიან ჩუმად წარმოვთქვამ და გულის ჩაწყვეტას ვგრძნობ, თვალები ცრემლებით მევსება. მეორე ხელში მის ხელს ვიქცევ და მის გაღვიძებას მთელი არსებით ვიწყებ. ხმას შედარებით ვიმაღლებ და მიზანივით ვისახავ მისი თვალების გახელას.
- თემო, გაიღიძე. თემო... გაახილე თვალები... - ოდნავ უხეშად ვარხევ, თვალებს ძალიან წვრილად ახელს, თავს ატრიალებს და ძილს განაგრძობს. მასთან ახლოს ვიწევი, და ორივე ხელით სახეზე ვეხები. შეხება ცოტაოდენ აფხიზლებს და თვალებს ძალიან ზანტად ახელს.
- გაახილე, მიდი გაიღვიძე... - თვალებს ნელ-ნელა აფართოვებს. მე კი შევყურებ და როცა ვრწმუნდები რომ გაიღვიძა და ცოცხალია, შვებისგან ვოხრავ და ყველანაირი ფიქრის გარეშე სახეს მის მკერდში ვრგავ. გული გამალებით მიცემს, იმდენად უაზროდ ვაკეთებ ყველაფერს ისიც მავიწყდება რომ მის სხეულს ვეკრობი. მისი გულის ცემა მესმის და ეს მამშვიდებს. ძალიან უცნაური და ლამაზი ხმა რომელიც ოდესმე მომისმენია საყვარელი ადამიანის გულისცემაა. ამაზე ძვირფასი ვერანაირი მუსიკა და ჟღერადობა ვერ იქნება.

რამდენიმე გულის ძლიერ დარტყმას ვგრძნობ მის მკერდში და ღრმად ამოსუნთქვას, ეს მაფხიზლებს და თავს ვწევ.
მის ღია ნაცრიფერი ფერის სფეროებს შევყურებ და აღელვებას , გაოცებას და რაღაც სხვას ვკითხულობ.
- გამოფხიზლდი.
- რა ხდება?
- რა ხდება?! შემაშინე... - ხმა ჩამწყდარი წარმოვთქვამ და გულის შეკუმშვას ვგრძნობ. ის დუმს, რაღაცაზე ფიქრობს, შემდეგ კი რაღაც ჩაბეჭდილი აზრით მეკითხება
- რატომ? - ყოყმანით წარმოთქვამს და ვგრძნობ როგორ ვიყინები და ყველანაირი მგრძნობელობა მიქვეითდება. საკუთარი სუნთქვა ყურებში ძალზედ ცხადად მესმის. ვბრუვდები და თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ.
- რას ქვია რატომ? ხუმრობ არა? - ძლივს-ძლივობით შეწუხებული ვეუბნები და გულში რაღაცის ჩაწყვეტას ვგრძნობ. მის მრავლის მთქმელ და ამავდროულად გაუგებარ მზერას ვაწყდები. მისი ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი თვალები მაშტერდებიან, მე კი გული გასკდომას მაქვს ისე გამალებით მიძგერს. მისი ხელი ჩემს თმას ეხება და ნაზად მიბიძგებს მისი მკერდისგენ. მეც ვემორჩილები და ჩემს წინანდელ მდგომარეობას ვუბრუნდები. მისი ხელები ჩემს თმას ერევიან და ნაზად მეფერებიან თმაზე. შვება და უსუამოვნო შეგრძნება ერთმანეთს ერწყმიან. თმაში მოსრიალე თითები ჩემში სიამოვნებას და უჩვეულო განცდას იწვევს.
მის მკერდზე მიდევს თავი და მის გულის ძგერას, სუნთქვა შეკრული ვუსმენ. ვდუნდები. თითქოს ეს საოცარი მუსიკა მიყოლიებს და თვალებს მიხვევს, მაბრმავებს. თითქოს ყველაზე ლამაზს და სასიამოვნოს ვეჭიდები მის სხეულზე დაძგერებული და გულის ცემასთან შესისხლხორცებული. ეს ასეცაა, ამაზე ლამაზს ვერაფერს დავიჭერ და დავიმახსორებ.
გული მევსება და უცნაური გრძნობათა ნარევი რომელიც პარალელურად ძალიან დიდ სითბოსა და ძნელად აღსაქმელ ტკბილ განცდას მგვრის, თავბრუს მახვევს.

წამიერად ვგრძნობ უამრავი კითხვის ნიშნები მიტრიალებს თავში და სინდის ქენჯა მახრჩობს. რეალობაში ვბრუნდები. თავს ვსწევ და მას შევყურებ. ვხედავ დაბნეულობა და სისუსტე ირეკლება მის თვალებში.
- კარგად ხარ?- ვეკითხები ხმა ჩამწყდარი და მის პასუხს სულმოუთქმელი ველი.
- არ ვიცი...
- რა მოხდა?
- რა მოხდა?! არაფერი...
- თემო, მომიყევი.
- ყველაფერი რიგზეა.
- არაა რიგზე... ვიცი რომ რაღაც გჭირს და არ მეუბნები.
- როდიდან ვაბარებთ ერთმანეთს ანგარიშს? - ვჩუმდები და შეშფოთებული შევყურებ მას. ვგრძნობ რომ არაა კარგად და რაღაც აწუხებს, თუ ოდნავ მაინც ვიცნობ მას, ვიცი რომ სხვა შემთხვევაში ასე არ დამელაპარაკება.
- რა მოხდა?
- არაფერი მეთქი. - ამბობს და სწორდება, მე კი გვერდით ვიწევი რათა ადგომაში ხელი არ შევუშალო. თავს რომ სწევს სახეს მანჭავს, ალბათ ბევრი მოუვიდა გუშინ... მდივანზე ჯდება და თვალებს ხელებით იზელს. მე იატაკიდან ვდგები და მის გვერდით სახე დამანჭული ვჯდები. თავს ატრიალებს და მე შემომყურებს.
- რა გჭირს?
- ა არაფერი...- ვამბობ და როგორც უმნიშვნელო დეტალს, უყურადღებოდ ვტოვებ.
მუხლებისკენ აპარებს თვალს და რამდენიმე ადგილას დაგლეჯილ ჯინსს და ამ ადგილებიდან ცოტაოდენ ჩამოგორებულ წითელ სითხეს ხედავს. შემდეგ კი იატაკს დაჰყურებს და ოხრავს. თავს ჩემკენ აბრუნებს და ისე მეუბნება
- კარგი რაა... მაზოხისტი ხარ?
-რა?
- ვააჰ! არ გტკივა? მანახე... - მეუბნება და ხელი ჩემკენ მოაქვს, მე კი ფეხებს იქით ვწევ და კატეგორიულად ვეუბნები.
- არა, არაა საჭირო. მე არაფერი მჭირს!
- არა ჰო?- ირონიით მეუბნება.
- რა გჭირს? რა დაგემართა? ეს რა ტონია?- გაგიჟებული ვეუბნები, ის ოხრავს.
- არა ფე რი. - თვალებს ვატრიალებ და მეც ვოხრავ.
- კარგი, რადგან თქმა არ გინდა არ დაგაძალებ. შენი ნებაა... - ფეხზე ვდგები და მაგიდიდან ცარიელ ბოთლებს ვიღებ, შემდეგ კი სამზარეულოში გავდივარ. ერთი შეხედვით სიმშვიდეს ვინარჩუნებ მაგარამ შინაგანად ასე არაა. ოთახში ვბრუნდები, მაგიდაზე დაყრილ ჭიქებს, დახეულ ფურცლებსა და რამდენიმე ნამსხვრევს ვიღებ და კვლავ უკან ვბრუნდები. მისაღებ ოთახს ვასუფთავებ და სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვას ვიწყებ.
მისი ხმა არ მესმის. თითქოს ჩვეულებრივად ვარ და მის ასეთ ხასიათსა და ქმედებებს ვატარებ, თუმცა გონება მეწვება და მინადგურდება ამაზე ფიქრში. ვერ ვხსნი რას შეიძლება მივაწერო ყოველივე ეს. თავს ზედმეტად ვგრძნობ, საშინელებებს ვფიქრობ და ტვინს ვიტანჯავ ამაზე ფიქრით. ყელში ბურთი მეჩხირება და სუნთქვას მიძნელებს. მინდა მასთან მივვარდე და ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩავურაკრაკო შემდეგ კი მისი ტკივილი მოვისმინო და სამუდამოდ მოვშთო ეს გაუგებრობა. მაგრამ არ შემიძლია!
ვიხრჩობი მაგრამ აღარ მინდა სისულელების და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა და ჯობს თუ საერთოდ არ ვიფიქრო ამაზე.

***
საქმეს ვასრულებ და ვოხრავ. არ მინდა იქ დაბრუნება და კვლავ მისი ასეთი ტონის მოსმენა და წაშლილი სახის დანახვა. მძულს მისი ეშმაკი რომელიც ჩაუსახლდა და ამას აკეთებინებს.

სამზარეულოს ვალაგებ და ოთახიდან გამოვდივარ. დერაფენში ვყოყმანდები, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მშვიდი ნაბიჯით შევდივარ მისაღებ ოთახში. ჩემდა გასაოცრად ის აქ არაა. ოთახს თვალს ვავლებ, სიცარიელეა, არც ხმა არ ისმის რამის. ფანჯარას ოდნავ ვუახლოვდები. ვხედავ გარეთ მოშორებით, ერთ ადგილას გაყინული დგას, ხელში კი სიგარეტის ღერი უკავია რომელსაც შავი კვამლი უდის.
გული მეკუმშება, ეს სწრაფი გარდასახვა მასში არ მომწონს. ძალიან უცბად შეიცვალა და გაცივდა. ეჭვები მღრღნიან, მგლიჯავენ, მანადგურებენ. რა გავაკეთო? რა მოვიმოქმედო რომ ისევ ის თემო დავაბრუნო და მასში ჩასახლებული ეშმაკი გავნდევნო?
ფანჯრიდან უკან ვიხევ და ხელებ გადაჯვარიდინებული ნერვიულად ვიწყებ ოთახში სიაურულს.

საკუთარ თავზე ვბრაზდები, ნუთუ ამდენად ბრმა ვარ? ნუთუ კვლავ ვერ გავიგე და დავეხმარე...
ნუთუ საკუთარმა გასაჭირმა ისე დამაბრმავა სხვისი ვერ დავინახე. არ მჯერა! არა, არა! ეს შეუძლებელია! მე ხომ დავპირდი მე კი ეს პირობა არ შევასრულე, ვერ შევასრულე! რა ადამიანი მქვია მე?! როდის გავხდი ასეთი? როდის შევიცვალე? რა გამომეპარა...

როგორ დავიღალე... აღარ მინდა... აღარ შემიძლია...
ყელში სიმძემს ვგრძნობ, ჩემი ნაბიჯები იმდენად ქაოსურად და ნერვიულად მოძრაობენ რომ უკვე ვეღარც კი ვხვდები საერთდ რომ დავდივარ. დრო და დრო საათს გავყურებ და წუთები ძალიან იწელებიან. სულ რაღაც თხუთმეტი წუთია რაც გარეთ დგას და საათებად მეჩვენება ყოველი წამი. ღერს ღერზე ეწევა, რაღაცაზე ნერვიულობს. მეც ვნერვიულობ, მაგრამ არა ჩემს გამო არამედ მის გამო.
მე ერთი ვარ, ერთი ადამიანი. ადამიანი რომელიც კოშმარში ცხოვრობს და დღე არ არსებობს ცრემლის გარეშე. განა რამდენი შემიძლია? განა უსაზღვრო და უსასრულო ვარ? მეც ვსრულდები სადღაც. მუდმივი არაფერია, არც მე. განა რამდენი შემიძლია? ასეთი მარტივია ნუთუ? ბევრი კიარ მინდა, ხელის უხეშად მოკარებაც და სამუდამოდ დანარცხებული ვარ, ვეღარ ავდგები. ესაა სულ ჩემი ძალა, არც ისეთი ძლიერი და მყარი ვარ როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უამრავი სუსტი წერტილი მაქვს, ერთ-ერთიც კი სამარადისო განაჩენია ჩემთვის.
დასასრულის შექმნა არც ისე რთულია, მთავარია იცოდე როგორ. დასასრული შენი მიზანი უნდა იყოს და არა გამოხტომა, თუ ნამდვილად იცი რომ ეს ისაა რაც ნამდვილად გჭირდება, უნდა გააკეთო. მე კი ისევ ვიტან...

მდივანზე ვჯდები და ფანჯარას გავყურებ. ვხედავ მას და ტანზე ეკალი მაყრის. გული გამალებით მიცემს და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ. უამრავ რამეზე ვფიქრობ, უამრავ რამეს სწვდება ჩემი გონება და ვგრძნობ რომ გაყინული ვარ. მუდმივად სტატიკურ მდგომარეობაში ვარ, მუდმივად არაფერი შემიძლია და ეს უკვე ძალიან მაღიზიანებს. არ შეიძლება მუდმივად ასე ყოფნა, ერთხელ ნეიტრალური იქნები მეორედ იბრძოლე! მე ჩემს თავს არ ვგავარ. რა მჭირს? ვინ ვარ მე? მე ჯერ თავი არ მომიკლავს, რატომ ვარ მკვდარი? ახლა... ახლა მაინც ხომ შემიძლია გადავარჩინო! ახლა რატომ ვჩერდები?! რას ველოდები? განა ცოტა იყო ჭკუის სასწავლებლად?!
მიმიფურთხებია სიამაყისთვის!
ვფიქრობ და ფეხზე სწრაფად ვდგები, დერეფანში გავდივარ და კარს ინერციით ვაღებ. გარეთ სწრაფი ნაბიჯით გამოვდივარ, თემოს ვეცემი და ახლად მოკიდებულ ღერს ხელიდან ვსტაცებ, შემდეგ კი ძირს ვაგდებ და ფეხით ვსრესს.
- არა! გაიგე? არა! არ მოგცემ იმის უფლებას მე დამემსგავსო! ცხოვრება მომეწამლა, დამენგრა, მომესპო! შენ კი არ შეიძლება მე მგავდე, გესმის? არ შეიძლება!
შენ სუფთა ხარ, არც სული და არც ხორცი არ გაქვს ნაგავი. შენ სუფთა ხარ! ამით არ უნდა ბინძურდებოდე! ეს ნაგავი შენთვის არ არის! გესმის?! - ყვირილში გადასულ და გამწარებულ ხმას ვუშვებ. ის ემოციებისგან გაყინულ და ათრთოლებულ მზერას მანათებს. სიტყვას არ ძრავს, მისი თვალები კი სევდაზე საუბრობენ...
ღრმად ვსუნთქავ, ვერც სიცივეს და ვერც ციდან მომავალი ფიფქების შეხებას ვგრძნობ. ახლა მხოლოდ მას ვუყურუბ და ვიაზრებ, სხვას ვერაფერს ვგრძნობ და აღვიქვამ.
ყოყმანებს, თვალს ეზოს ავლებს, შემდეგ კი მზერას მიბრუნებს და ხმა გამქრალი მეუბნება
- რა ვქნა?
- რა?
- რა გინდა რომ გავაკეთო?
- ეს რას ნიშნავს?
- არაფერს...
- თემო... ვერ გცნობ... - ვეუბნები და და თავს დანანებით ვიქნევ. ის მზერას მარიდებს, ჩუმდება, რაღაცაზე ფიქრობს. თავს ხრის, მოზრდილ ნერწყვს ყლაპავს და ტკივილიან მზერას მანათებს.
- ასია... - ჩემს სახელს ჩამწყდარი წარმოთქვამს, მე კი გულის რაღაც ნაწილზე სითბოს მოფენას ვგრძნობ. გული მითრთის, რაღაც მემართება შინაგანად. ვგრძნობ პირველი ბზარის გაჩენას ჩემში და ეს მანერვიულებს. ვფიქრობ გარეგანად ჯერ კიდევ მაქვს ემოციებისა და გრძნობების დამალვის შესაძლებლობა და ჩემს მზერაში არაფერი იკითხება.
- დამეხმარე...
- თემო, რა მოხდა...
- დამეხმარე გთხოვ... - თვალაცრემლებული მეუბნება და ეს სიტყვები ისე მწარედ მხვდება, გულის ინერციით ჩაგლეჯას ვგრძნობ.
- თემო... - ვამბობ და მის სხეულს მთელი არსებით ვეკრობი. მთელი ძალით, მთელი სხეულით. იქამდე ვგრძნობ სანამ მისი შეგრძნება და შესისხლხორცება შემიძლია. ბოლომდე ვეჭიდები მის სხეულს და შევისრუტავ. მისი ტკივილი, უმწეო მდგომარეობა, სხეული, ცხელი გული და მისგან გადმომდინარე ლავა ჩემში იღვრება და არაამ ქვეყნიურს გადმომცემს.
ასე არასდროს... არასდროს ყოფილა ჩახუტება მსგავსი სითბოსი... მისი აღთქმა სხეულზე, მისი შეხება, მისი სუნთქვა როგორ მწვავს კანს. თმებში რომ ჩაურგავს ცხვირი და ჩემში უნებლიედ იწვევს ეკალს ტანზე.
გული მიჩქარდება და აშლილობას ვგრძნობ. ბზარები იმატებს ჩემში და თანდათან ვისერები. ვგრძნობ რევოლუციას ჩემში და ეს მაგიჟებს.

***
- გუშინ... გუშინ მისი გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა... იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი უნდა გავმხდარიყავი, საკუთარ დაბადების დღეზე შვილი შემეძინებოდა. ვფიქრობდი მას გულში ჩავიკრავდი, ვეტყოდი ჩვენ მშობლები გავხიდთთქო და სავადმყოფოდან ჩვენს ქალიშვილთან ერთად გამოვიდოდით... თუმცა... ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და ყველაფერი აირია. ის დღე ჩემს კოშმარად გადაიქცა.
ყოველ წელს ის დღე და რიცხვი მძულს რომელშიც მოვევლინე ქვეყანას, რადგან სწორედ ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დავკარგე რაც კი მებადა.- ძალიან სევდიანად და ტკივილით გაჟღენთილი ხმით მეუბნება. გულის ყურით ვუსმენ და ბოლომდე ვგრძნობ მის ნაამბობს. გული მიმძიმდება, არაა იოლი ამ ყველაფრის მოსმენა. საშინელ ტკივილს და გულის წყვეტას განვიცდი, როგორი ბრმა ვყოფილვარ... ვერაფერს ვხედავდი...
ახლა თვალებ ამღვრეული ვუსმენ განადგურებულ ადამიანს და საკუთარი თავი უფრო მეზიზღება.
- კარგი რაა... რას მეუბნები?! ეს... ეს რა არის? რატომ კი მაგრამ? რატომაა ბედნიერება ზედმეტი ჩვენთვის?
- არ ვიცი... ვერ გეტყვი. როცა ღმერთი ამ ყველაფერს მანთხევდა ახსნა განმარტება არ გამოუტნევია რატომ.
- ნუ ამბობ მაგას... - ვეუბნები ის კი ოხრავს. ვყოვნდები შემდეგ კი ძალიან მორცხვად და ინტერესიანად ვკითხულობ
- მაშინ რამდენი წლის იყო?
- შენხელა მგონი... 21ის
- რაა? - გულ შეძრული ვეუბნები და ყველაფერი მწყდება შიგნიდან რაც კი დარჩენილი მქონდა. - შენ? შენ რამდენის იყავი?
-მე... 27-ის.
- კარგი რაა... ვერ წარმოიდგენ რა ხდება ჩემს გულში, მართლა ყველაფერი მტკივა. არ ვიცი... ასეთი რეალური და წმინდა სიყვარულის შესახებ იშვიათად მსმენია განსაკუთრებით კი ასეთი ტრაგიკული დასასრულით. მართლა ძალიან ვწუხვარ...
-არა ნუ წუხარ, შენ არ უნდა წუხდე. მე ამ ტკივილთან ცხოვრება ვისწავლე, დრო განკურნავს და ჩაცხრება ტკივილები.
- მართლა გჯერა მაგის?
-მჯერა არა მწამს! ეს მან მითხრა, დრო ყველა ჭრილობას კურნავს.
- არ ვიცი... მადლობა რომ მომიყევი და მაპატიე რომ...
- საპატიებელი არაფერია!
- არის, მე არასწორად ვიქცეოდი ვერც კი ვამჩნევდი
- ჩშშ... აღარაფერი თქვა, შენი ბრალი არაფერია, გაიგე?
- არის... კარგი არ გვინდა ამაზე. ისედაც თავს ცუდათ ვგრძნობ... მე კვლავ ვდუმმვარ.
- მომიყევი...
- არ შემიძლია... მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ მინდა ამის გაკეთება, როგორ მტკივა და მახრჩობს ეს დუმილი მაგრამ... არ შემიძლია.
-ასეთი რთულია?
- შენ მეუღლე დაკარგე... შენ ის წმინდად გიყვარდა, მაგრამ განგებამ არ ინება რატომღაც თქვენთვის ბედნიერი დასასრული. ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი ახლართული, ბინძური და ნაგავია.
- მოგისმენ, გაგიგებ, ოღონდ მომიყევი.
- თემო... მე ხომ მოგიყევი... იმის მეტს ვერაფერს გეტყვი, მაპატიე.
- რატომ? ასეთი რთულია? აქ მხოლოდ მე და შენ ვართ დასამალი არაფერია. მე მოგიყევი, ახლა შენგან ვითხოვ იგივეს.
- თემო... ,,რაც უფრო მეტი იცი მით უფრო უბედური ხარ" - ახლა გაიგე?
- ისე ბედნიერს ვგავარ?
- კარგი რაა... გავა დრო და ოდესმე მართლა გეტყვი ყველაფერს.
- ან მეტყვი ან არა...
- არ ვიცი... შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ უნდა გავჩუმდე... მაპატიე...
- კარგი. - მეუბნება და თავს ვხრი. ოთახში ერთმანეთის პირდაპირ ვვსხედვართ და ბუხრიდან მომავალი სითბოთი ვთბებით. ნელ-ნელა საღამოვდება. მაინც რა მოკლეა ეს დღეები. ღამეები მაინც რომ ჯაბნის და თითქოს ახლა გათენდაო და უკვე ბნელდება. სიტუაცია მეტად მძიმეა.
ვგრძნობ დღემდე მოღწეული სიმშვიდის მოლეკულები თან და თან ქრებიან. გარემო მეტად მძიმე და დაძაბული ხდება. ამის მიზეზიც მე ვარ.
სიტუაციის განმუხტვა მინდა მაგრამ როგორ, არ ვიცი...

როგორ მინდა ის იმაზე მეტად შემოვუშვა ჩემში ვიდრე არის, როგორ მინდა ახლა ისე ვსაუბრობდეთ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ყველანაირი დაბრკოლების გარეშე.
როგორ მინდა ყველა ჩემი დანაშაული და შეცდომა სიმართლით ჩავანაცვლო. როგორ მინდა მასსავით წმინდა ვიყო... როგორ მინდა დამალული არაფერი მქონდეს და გამჭირვალე ცხოვრებით ვცხოვრობდე. მაგრამ შეუძლებელია! რამდენი რამე მინდა არა? სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი რამ. ვინმეს ღირსი ვიყო. ვინმეს ვენდო, და მის წინაშე თავი აწეული მქონდეს, მართალი ცხოვრებით ვცხოვრობდე და არა ყალბით.

იღლება ადამიანი, იქანცება, იცლება...
აღარაფერი ვრჩები დროთა განმავლობაში, თუმცა ერთი მნიშვნელობა მაინც მომეცა, მეგობარი მქვია.
შეიძლება არ ვიყავი კარგი შვილი, კარგი და, კარგი ადამიანი მაგრამ მეგობარი ნამდვილად ვიყავი. თუმცა ჩანაცვლება დაიწყო. განგებამ მართლაც დამაჯერა რომ შეუცვლელი არავინაა.
აი მაშინ კი მართლაც ჩანაცვლება მოხდა და ,,კარგი მეგობარი" ახალმა და ბევრად სუფთა ,,სიცოცხლის ნაწილმა" ჩაანაცვლა. მაშინ ჩემნაირი ვნახე. ჩემი სულიერი მეგობარი, ჩემი ტკივილისა და ფიქრების გამზიარებელი და ასევე ვიყავი მისთვის. მის გარდა არავის ვიკარებდი, ის იყო ჩემი აზრი ცხოვრების... აი ისიც აღარ დამრჩა. სხვა თუ არაფერი ის მაინც იყო სინათლე ჩემში... ახლა ის სანთელიც ჩაქვრა.

-არ გშია? - მოულოდნელად მისი ხმა მაფხიზლებს და რეალობაში გამოვყავარ. მე ვიბნევი და თვალებს ვაცეცებ.
- ჰოო... სულ დამავიწყდა... ისაა წავალ და გავაკეთებ რამეს.
- მოგეხმარები...
- კარგი... - ვეუბნები და ფეხზე ვდგები, სამზარეულოში გავდივარ.

სამზარეულოში შევდივართ და ვთანხმდებით რა გავაკეთოთ. საჭმლის მომზადებას ვიწყებთ, ერთმანეთს ვეხმარებით. სიმძიმე თან და თან იკლებს და ვმსუბუქდებით. ვსაუბრობთ, ვჭრით, ვზელთ, ვწვავთ. დრო გადის. სადღაც ერთ საათში ყველაფერი მზად არის და მისაღებ ოთახში ვშლით სუფრას. ბუხარში ცეცხლს ვაგიზგიზებთ, ტელევიზორს ვრთავთ და ნორმალურ ხასიათზე მყოფები შევექცევით საკვებს.
- ამას ღვინოც უხდება, თანაც წითელი.
- ჰოო.
- მოიცა მოვიტან.
- არა არა მე არ მინდა ვერ დავლევ.
- რატომ?
- არ ვიცი... ვერ ვარ კარგად და ღამე ვერ დავიძინებ.
-კარგი მაშინ.- ჭიქები და ორი ბოთლით სავსე წითელი სითხე მოაქვს.
- ეს რა არის?
- ეს წითელი ღვინო, ეს კი ბროწეულის წვენი.
-ბროწეულის წვენი?
- ჰო, მე ღვინოს დავლევ შენ კი ეს დალიე რომ თავი უხერხულად არ ვიგრძნო.
- აა კარგი...
ის წითელ სითხეს ჭიქებში ასხავს. ამაზე იწყებს საუბარს, შემდეგ დიალოგს ვმართავთ. ვედებით ყველაფერს, ღვინიდან დაწყებული, ხელოვნებამდე დამთავრებული. ვიხსენებთ რაღაცეებს, ვიგონებთ უმტკინვეულო მოგონებებს წარსულიდან. ამასობაში კი საათზე მეტი გადის.

ვწრუპავთ ერთი და იგივე შეფერილობის სითხეს, თუმცა ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ის თვრება მე კი არა. სუფრას ვალაგებთ. თითქოს არაფერი მაგრამ რაღაც უჩვეულოდ და არაბუნებრივად მეჩვენება ეს ყველაფერი. განსაკუთრებით კი მაშინ როცა საუბარს ვამთავრებთ და ბანქოს თამაშს მთავაზობს. მე ვთანხმდები, ვგრძნობ რომ რაღაც რიგზე ვერაა, თითქოს დროის გაწელვას ცდილობს, მე კი პირდაპირ ვერ ვეკითხები.

ვთამაშობთ ერთ ხელს, მეორეს, მესამეს... გადის დრო ის კი ნერვიულად ათამაშებს ფეხს. ვერ დავაბრალებ პარტიების გამო ნერვიულობსთქო, ის ლიდერობს ჩვენ ორს შორის.
მის გაფანტულ გონებას ვაფიქსირებ და ყელში ამომდის ამდენი თმენა.
- თემო, კიდე მოხდა რამე?
- რა?
- რა გჭირს? უცნაურად იქცევი.
- აა ჰო... ისა... რაღაც უნდა გითხრა...
- გისმენ.
- მოკლედ...
- გისმენ.
- დღეს კიარადა... უკვე ცოტახანში, გადაცემა უნდა გავიდეს...
- მერე?
- თემა... შენ ხარ...
- რა?
- ჰო... რაღაც სულელური სათაურით ,, დაკარგული თუ გატაცებული."
- რაა? - მეცინება გაკვირვებულს. - ეს რას ნიშნავს?
- არ ვიცი...
- მოიცა გადართე, სად იწყება?
- მართლა გინდა ამის ყურება?
- კი კი აბა? თუ მეცოდინება რას ფიქრობენ ჩემზე მათზე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები ყოველთვის.
- კარგი... - დაბნეული მპასუხობს და არხებს ცვლის, შემდეგ კი ერთ-ერთზე აჩერებს.
ცოტახანი ველოდებით თუმცა ლოდინი დიდ ხანს არ გვიწევს მალევე იწყება.

გული გამალებით მიცემს, არ ვიცი რას ველოდო, როგორ განვეწყო. ალბათ არ ვშვრები სწორს როცა თემოსთან ერთად ვუყურებ ამას, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც გაიგებს რაც არ უნდა იყოს.
ხელები მიკანკალებს. გული მიფორიაქდება, ცუდი წინათ გრძნობა მაქვს, არ ვარ კარგად. ხელებს ნერვიულად ვიწვალებ და გულის ფანცქალით შევყურებ ეკრანს.
გადაცემა იწყება და ჟურნალისტი ჩემზე მესამე პირში იწყებს საუბარს. ბლა ბლა ბლა... ბოდიალობს რაღაცეებს. თურმე წუხს ჩემგამო და იმედოვნებს რომ კარგად ვარ და გამოვჩნდები. ირონიით მეღიმება, რა იცის მან საერთოდ... დანანებით ვაქნევ თავს, თემური მიყურებს და მაკვირდება. ყურადღებას არ ვაქცევ. გავყურებ ამ საოცარ სისულელეს, ტყუილ ლაყბობას და უემოციო სახის გამომეტყველებას.
თურმე თვეზე მეტია რაც წასული ვარ მათგან და ჩემი ძებნა გრძელდება ისე როგორც არასდროს. არის ვარაუდიც რომ თურმე მკვდარი ვარ. შეიძლება გამიტაცეს კიდეც ... რა სი სუ ლე ლეა! მეცინება მათ ჰიპოთეზებზე და შეთხზულ ისტორიებზე. რამხელა ტყუილი ბოდვა და ფანტაზიოროობა მათი აზრები. ყველაფერს სცდება უკვე ეს. შუალედებში ვხითხითებ კიდეც. სასაცილოა, ძაალიან სასაცილოა! თურმე არც ისე დაძაბული უნდა ვყოფილიყავი. თუმცა ყველაფერი წინაა.
საუბრობს, საუბრობს, საუბრობს... არ ჩერდება და არ იღლება ასია იოსელიანის ძახებით. მე კი უკვე დავიღალე. საინტერესო არც არაფერი ყოფილა. გარდა იმისა რომ ყველგან გულდასმით მეძებენ. ნეტავ რატომ არ მიკვირს, ალბათ ძნელი გამოსაცნობი არც იქნებოდა.
ვცდილობ ვითმინო მისი ბოდვა ტელევიზორიდან თუმცა არ შემიძლია! ჩემს ძალებს აღემატება ამდენი იდიოტობის მოსმენა და ატანა.
- ყავა გინდა? - ვეკითხები თემოს.
- კი დავლევ.
- კარგი..
- თუ გინდა მე გავაკეთებ.
- არა, თავად...
- კარგი. - ამბობს მე კი ფეხზე ვდგები. ეკრანს ზურგს ვაქცევ და მაგიდასთან ვიხრები, ზედმეტი რაღაცეების ასაღებად. ვუსმენ ხმას ზურგს უკან და თემოს ვუბრუნდები
- ცოტა ხმას აუწიე რა,
- კარგი.
ზურგს ვაქცევ ყველაფერს და ნელი ნაბიჯებით მივდივარ.
უცბად ყურებში იელვებს ხმა
-,, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის" - ინტერესი მიბყრობს და ვჩერდები. უკან ზანტად ვატრიალებ თავს და ძალიან ხმა მაღლა ისმის საზარელი სიტყვები:
-,, ასია იოსელიანის მეუღლე, დავით მაჩაბელი" - მომენტალურად ვშეშდები, მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ, შემდეგ კი უკან სწრაფად ვტრიალდები და შავებში ჩაცმულ ნაცნობ მამაკაცს ვხედავ. ხელებიდან ყველაფერი მცვივა. ყველანაირი ხმა წყდება, ხველანაირი შეგრძნება , ყველანაირი აზროვნება და აღთქმის უნარი. თვალებზე ბინდი მეკვრება და სრულიად ვითიშები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ივი

არ მჯერა , დაიდოოო. წავედი წავიკითხო

 


№2  offline წევრი i want

ივი
არ მჯერა , დაიდოოო. წავედი წავიკითხო

ოღონდ რამე დამედო ისე ვიყავი უკვე, იმედია რამის მომცემი თავი იქნება ;(( უკვე ვეღარ ვაზროვნებდი ისე ვწერდი ამიტომ მომიტევეთ თუ ეს თავი საკმარისად კარგი ვერ იქნება ;((( <33

 


№3  offline წევრი Liziko27

❣მომწონს. წინა თავებსაც წავიკითხავ

 


№4  offline წევრი i want

Liziko27
❣მომწონს. წინა თავებსაც წავიკითხავ

ძალიან დიდი მადლობა ^^ ♡♡♡ მოხარული ვიქნები...

 


№5 სტუმარი სტუმარი Keti

ვეღარ ვითმენ უკვე ისე მაინტერესებს რა დაემართა აისას და რა მოხდა მის ცხოვრებაში, როგორი საყვარლები არიან ერთად, რაღაცნაირები, ორივეს რომ თითქმის განადგურებული ცხოვრება აქვთ და ერთმანეთს რომ უნდა შეუვსონ დანაკლისი, ძალიან მინდა ბევრი ფერადი დღეები მათ ცხოვრებაში... ვიცი დაგვიანებულ თავზე არ უნდა ვიწუწუნო, მაგრამ ხშირად რომ დებდე უფრო საინტერესო იქნებოდა.. შენ კი უდაოდ ნიჭიერი ხარ და სულ
უნდა წერო

 


№6  offline წევრი i want

სტუმარი Keti
ვეღარ ვითმენ უკვე ისე მაინტერესებს რა დაემართა აისას და რა მოხდა მის ცხოვრებაში, როგორი საყვარლები არიან ერთად, რაღაცნაირები, ორივეს რომ თითქმის განადგურებული ცხოვრება აქვთ და ერთმანეთს რომ უნდა შეუვსონ დანაკლისი, ძალიან მინდა ბევრი ფერადი დღეები მათ ცხოვრებაში... ვიცი დაგვიანებულ თავზე არ უნდა ვიწუწუნო, მაგრამ ხშირად რომ დებდე უფრო საინტერესო იქნებოდა.. შენ კი უდაოდ ნიჭიერი ხარ და სულ
უნდა წერო

მადლობა მადლობა მადლობა და კიდევ ათასი მადლობა ^^♡♡♡♡♡♡ ძალიან მიხარია რომ ასე მოგწონთ <33333
რაც შეეხება დაგვიანებას მართლა ძალიან ცუდათ ვგრძნობ თავს ამის გამო და უზარმაზარ ბოდიშს ვიხდი ამხელა პაუზისთვის... მე მეშლება საკუთარ თავზე ნერვები უკვე.
მადლობა ძალიან დიდი ))) <33333

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

რაზეც ვსხდებით მაგას დივანი ჰქვია, მდივანი სხვა რამეა!

პირადად ჩემთვის ეს თავი ნახევარზე მეტი ჩანახატი უფრო იყო ვიდრე ისტორია. თითქოს სხვანაირად დაიწყე, სხვა მუხტით. ახლა კიდევ...უამრავ არასაჭირო დეტალზე ამახვილებ ყურადღებას და კიდევ, მეორდები და მეორდები.
კარგი და საინტერესო სიუჟეტია, უბრალოდ ამ ჩანახატებით ცოტა ფორმას უკარგავ ისტორიას ჩემი აზრით.

 


№8  offline წევრი i want

grafo
რაზეც ვსხდებით მაგას დივანი ჰქვია, მდივანი სხვა რამეა!

პირადად ჩემთვის ეს თავი ნახევარზე მეტი ჩანახატი უფრო იყო ვიდრე ისტორია. თითქოს სხვანაირად დაიწყე, სხვა მუხტით. ახლა კიდევ...უამრავ არასაჭირო დეტალზე ამახვილებ ყურადღებას და კიდევ, მეორდები და მეორდები.
კარგი და საინტერესო სიუჟეტია, უბრალოდ ამ ჩანახატებით ცოტა ფორმას უკარგავ ისტორიას ჩემი აზრით.

მართალი ხართ... ძალიან სწორი შენიშვნები იყო და მადლობა ამისთვის :)) ყველანაირად ვეცდები გავითვალისწინო და გამოვასწორო შემდეგში <333

 


№9  offline წევრი i want

მოკლედ ყოვლად უბედური რომ იქნები რაა :(( ვიცი ძალიან გამეწელა დრო და ვეცდები რომ რაც შეიძლება მალე დავდო ახალი თავი
ძალიან დიდი ბოდიში ყველას :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent