შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეშვიდე)


16-10-2018, 22:02
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 642

საშინლად მშვენიერი (თავი მეშვიდე)

ტელეფონი გამუდმებით რეკავდა, არ ჩერდებოდა. გიორგის იმდენად ღრმად ეძინა ხმა არც გაუგია.
ტელეფონს დავხედე უცხო ნომერი იყო, არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ არც ჩერდებოდა
-ვინ ხარ? რა დროს მირეკავ.
მხოლოდ სუნთქვის ხმა ისმოდა, ცოტა ხანში კი სანდროს ნატანჯი ხმა გავიგონე.
-ლინდა... მაპატიე გთხოვ, მაპატიე.
დავიბენი და არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
-რა გაპატიო სანდრო? რა გინდა?
-ლინდა შენ არაფერი იცი შენი მშობლების შესახებ, რაც იცი ყველაფერი ტყუილია.
სიბრაზისგან ავფორიაქდი, საწოლიდან წამოვდექი და აბაზანაში გავედი რომ გიორსგის არ გაღვიძებოდა. ნიჟარას ერთი ხელით დავეყრდენი და ცოტა ხმამაღალი, უხეში ტონით ვუთხარი.
-სანდრო რატომ მირეკავ ამ დროს? რატომ ახლა? და რატომ მელაპარაკები ჩემს მშობლებზე?
მისი ქვითინის ხმა ტელეფონში საშინლად ისმოდა, როგორც იქნა საუბარი დაიწყო.
-ლინდა, არ იყვირო, გთხოვ მაპატიე. წლების წინ პატარა გოგონას დავეჯახე მანქანით, რომელიც დედამისთან ერთად გადასასვლელზე გადადიოდა, ვერ გადარჩა ბავშვი... ეს შენი და იყო ლინდა, მე ის მოვკალი...
ვიყინებოდი,გულის ფეთქვა საგრძნობლად მატულობდა, თვალებიდან ცრემლები მომდიოდა...
ის კი უგრძნობლად აგრძელებდა საუბარს...
-მერე შენ გაგიცანი, ვიცოდი რომ შენი და იყო ის პატარა გოგონა, შემიყვარდი ლინდა გესმის? შემიყვარდი. მაპატიე გთხოვ.
აკანკალებული ხმით ვუთხარი
-განაგრძე
-ლინდა არ გაბრაზდე... არ იტირო. გავიქეცი, დედაშენი და შენი და ადგილზე დავტოვე, წლები ვიმალებოდი. არ ვიცი რა მოხდა, როგორ, შენმა მშობლებმა გაიგეს რომ შენი დის მკვლელი მე ვიყავი... შენს მშობლებს არ უნდოდათ რომ შენ გაგეგო და გული გტკენოდა, ჩუმად დამიბარეს, გახსოვს შენი მშობლები კიევში რომ უნდა წასულიყვნენ? მე მაგ დროს საფრანგეთში რომ ვიყავი. ისინი საფრანგეთში ჩმოფრინდნენ და მითხრეს, შენგან თავი შორს დამეჭირა. მითხრეს გპატიობთ რადგან არაფერი შეიცვლება საკანში რომ ჩაგსვათ, შვილს ამით ვერ დავიბრუნებთ მაგრამ ლინდა ცოტა ხანში ყველაფერს გაიგებსო. შემეშინდა ჩემო პატარა ძალიან შემეშინდა, არ მინდოდა დამეკარგე.
აზრები მეფანტებოდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ცრემლები ისე მომდიოდა ვეღარ ვგრძნობდი, ყველაფერი მთლად გაყინული მქონდა, სუნთქვა მეკვროდა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა, და შემდეგ საბოლოო სიტყვები თქვა.
-ჩამოსვლისას შენი მშობლები მე მოვკალი, არ მინდოდა გაგეგო შენს დაზე
ყურმილი დაკიდა. ტელეფონი ძირს დამივარდა, ფეხზე ვეღარ ვიდექი, ხელებშიც აღარ მყოფნიდა ძალა რომ ნიჟარას დავყრდნობოდი, გული მომიკლა მისმა სიტყვებმა, სული შემიძრა ამ ამბავმა, თითქოს ყველაფერი გაშავდა, მიჭირდა რაიმეს დანახვა,სააბაზანოში ჩავიკეცე თავი აბაზანაში მდგომ ჯაკუზს ჩამოვარტყი, ძირს დავეცი და გავითიშე.
როდესაც თვალები გავახილე უკვე დღის შუქი იყო, საწოლზე ვიწექი, მაჩაბელს ჩემი ხელი ეჭირა და გაშტერებული მიყურებდა. რომ შენიშნა გამომერღვიძა სხარტად მკითხა.
-ლინდა რა დაგემართა.
გავიხსენე ყველაფერი და ტირილი ამიტყდა.
-სანდრო...
-რა სანდრო ლინდა, რა მოხდა.
-წუხელ სანდრომ დარეკა.
ყურადღებით მისმენდა, მის დაძაბულობასაც ვგრძნობდი.
-მითხრა რომ ჩემი 3 წლის და, დედაჩემი და მამაჩემი მან მოკლა...
გაგიჟებული წამოხტა, აქეთ იქით დაიწყო სიარული, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ვღაცის ნომრის აკრეფვა დაიწყო...
-გიორგი არსად დარეკო...
-გგონია ამას შევარჩენ?
თავი ჩავქინდრე. ნამტირალავი ხმით ვუთხარი
-გიორგი გთხოვ არავის დაურეკო, ჩემთან მოდი.
ტელეფონი გვერდით მიაგდო, ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, საწოლზე ჩამოჯდა და ჩამიხუტა, შუბლზე მაკოცა, ცდილობდა დავეწყნარებინე, ხშირი სუნთქვა ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა ნერვიულობა დაემალა.
-როგორც კი ჩავალთ, განყოფილრბაში უნდა წავიდე და გთხოვ ნურაფერში შემეწინააღმდეგები.
-აზრი არ აქვს, გიჟია... რამდენი ადამიანი მოკლა იცი მაინც? რას ასწავლი? ხომ ვერ მოკლავ?
-თუ საჭირო გახდა მოვკლავ. მიწასთან გავასწორებ მაგ შეშლილს.
ვგრძნობდი სიბრაზისგან ვერ ისვენებდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ნერვიულობის დაფარვას, ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სითბო გამოეხატა რადგან ტკივილი ნაკლებად მეგრძნო. შუადღეს უშველებელ რესტორანში წამიყვანა, ყველანაირად ცდილობდა ჩემს ხასიეთზე მოყვანას მაგრამ ამაოდ...
-ლინდა აქ შენ ვეღარ ისვენებ... ვიცი რომ დაბრუნება გინდა საქართველოში.
-ხო მაგრამ არ მინდა რომ ასეთ მოკლე დროში დავბრუნდეთ.
-როგორც იტყვი. ბილეთები როდის დავჯავშნო.
ღრმად ამოვისუნთქე თავი ხელებში ჩავრგე, რამოდენიმე წუთის შემდეგ ვუპასუხე.
-დღეს, მინდა ხვალ დილით საქართველოში ვიყოთ.
-მაშინ უნდა წავიდეთ აქედან.
რესტორნიდან გამოვედით, ცოტახნით კიდევ ვსეირნობდით ქუჩებში, შემდეგ სასტუმროში წავედით, დავიწყეთ ბარგის ჩალაგება, მართალია ბევრი არაფერი იყო მაგრამ რაც იყო იმის ჩალაგებაც ბევრ დროს მოითხოვდა.
-ფრენა ღამის 2 საათზეა.
-ჰო და ეგ დაჯავშნე, იმაზე ადრე ჩავალთ ვიდრე მეგონა.
უსიტყვოდ მიჯერებდა, ყველაფერში მომდევდა. ყველანაირად ცდილობდა გული არ ეტკინა ჩემთვის, უნდოდა სიამოვნება მოენიჭებინა. ტანსაცმელი ჩავალაგეთ, მოვწესრიგდით და ვისადილეთ. თავისუფალი დრო გვქონდა 2 საათი. ამ დროის განმავლობაში ნომერში ვიყავით, ვიწექით და ერთად ვუყურებდით მომაბეზრებელ ფილმს. 1 საათზე გავედით სასტუმროდან, ტაქსით მივედით აეროპორტში. თვითმფრინავში ჩავსხედით და რამოდენიმე საათში საქართველოში ჩამოვფრინდით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ანნა ა

არ ველოდი სიტვაციის ასე შემობრუნებას,არადა სანდრო მომწონდა მაგარამ ლინდას მშობლების და დის მკვლელობა არ ვიცი,არ ვიციი. ისე მაგარი გოგო ხარ მომწონს შენი წრის სტილიერთი ამოსუნთქვით კითხება, მაგრამ დიდი თავები მინდაა.გიორგი ძალიან საყავრელია heart_eyes წარმატებები და არ დააგვიანოო heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

ანნა ა
არ ველოდი სიტვაციის ასე შემობრუნებას,არადა სანდრო მომწონდა მაგარამ ლინდას მშობლების და დის მკვლელობა არ ვიცი,არ ვიციი. ისე მაგარი გოგო ხარ მომწონს შენი წრის სტილიერთი ამოსუნთქვით კითხება, მაგრამ დიდი თავები მინდაა.გიორგი ძალიან საყავრელია heart_eyes წარმატებები და არ დააგვიანოო heart_eyes heart_eyes

არ იცი შენმა კომენტარმა როგორ გამაბედნიერა heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№3  offline წევრი Liziko27

უი არ ველოდი სანდროსგან????????.

 


№4  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

Liziko27
უი არ ველოდი სანდროსგან????????.

არც მე მაგრამ... რას გავუგებ საკუთარ თავს? smile heart_eyes
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent