შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(ნაწილი 2) № 8


17-10-2018, 00:32
ავტორი Life is Good
ნანახია 9 772

ნადირობა(ნაწილი 2) № 8

რა გახდა ერთი კაცის საქმიდან ჩამოშორება?!-დაახლოებით, სამოციოდე წლის მამაკაცი თვალს არ აშორებდა კომპიუტერის ეკრანს, რომელზეც სტარტი რამოდენიმე წუთიან ვიდეო ჩანაწერს აეღო.მაგიდის ზედაპირზე გაშლილი ხელისგული გამეტებით დაარტყა და მის გარდა კაბინეტში მყოფ სამ მამაკაცს გადახედა კუშტად შეკრული წარბებით გადახედა.-ვინ ჰყავს ღირებული?! ისეთი,ვის გამოც სიცოცხლეს დაუფიქრებლად შეაგდებს სასწორზე? ნაშები და უოფილები არ გვინდა...
-შვილი-ღრმა ნაპაზი დაარტყა ერთ ერთ სავარძელში მჯდარმა, ასე ორმოციოდე წლის მამაკაცმა და ორაზროვნად გაიღიმა.-პატარა შვილი.
-ჰოდა მოძებნეთ...შემდეგ ეს ვაჟბატონი ,დააშინეთ და აიძულეთ "ზადნიზე" წამოვიდეს.-ჭაღარა თმაზე ხელი ნერვიულად გადაიტარა და თევზივით ცივი თვალები დააწვრილა.-საქმე რაც შეიძლება სწრაფად და სუფთად უნდა გაკეთდეს!
-არ გაჩერდება.-ხმა ამოიღო მანამდე ჩუმად მჯდარმა მესამე მამაკაცმა და ფეხი- ფეხზე გადაიდო,მაჯის საათი შეისწორა და შემდეგ აბობოქრებულ თევზისთვალას თამამად გაუსწორა მზერა.
-კონტეინერები უკვე საბაჟოზეა...საქმე მილიონებს ეხება...ერთი წყეული პროკურორი, არც ისეთი დიდი ფიგურაა მის გაქრობას აჟიოტაჟი რომ მოჰყვეს.გარიგებაზე არ მოდის?ცხვირს იქ ჰყოფს სადაც არ ესაქმება?!მიგეცათ ეს დედამოტყნული საქმე ვინმე დამწყებისთვის...პირაპირ ამას რომ დაეტაკეთ.არადა თავიდანვე იცოდით საქმის გასახსნელად რისი გამკეთებელიც არის.თუ არ იცოდით ეხლა მაინც ზომ იცით? ნახეთ ეს წყეული ჩანაწერები...
-ნუკრი კვირკველიას კადრია.-სახე დამანჭა სიგარეტიანმა.
-ბატონო ანდრო...-ხმა ამოიღო ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილმა მამაკაცმა, მანამდე გულზე ხელებ დაკრეფილი უსიტყვოდ რომ ისმენდა საუბარს.-თვალყურს ვადევნებთ...ჩვენი კაცი თითქმის მაგისი ცხოვრებით ცხოვრობს.არაფერი გამოგვეპარება სხვანაირად ვერ მივუდგებით...მოქრთამვა არ გამოვა,დაშინებაზე უარესად გააქტიურდება და სიცოცხლის ფასად იჩალიჩებს "აბაროტზე" ესეც რომ არა ზედმეტად ჭკუიანია ცოლ შვილი ისე გაარიდა ეპიცენტრს კაცის შვილმა არ იცის სად ჯანდაბაში ჰყავს გადამალული...ზედმეტად გონება გახსნილია,წინასწარი გათვლები აქვს მაგ ჩემისას-გაეცინა-თითქოს სუნით გრძნობს საფრთხეს მაგრამ ერთი მინუსი აქვს...ძალიან დიდი მინუსი..პირდაპირ რქებით აწვება საქმეს..უხეშად ,იმ მომენტში თითქოს გაუაზრებლად აკეთებს ყველაფერს თუმცა უმართლებს.
-იღბლიანი !-კბილებში გამოსცრა ანდრომ.
-ასე რომ ვცდილობთ არაფერი გამოგვეპაროს...
-უკვე გამოგეპარათ...-ხელები ირონიულად გაშალა ზემოთ ხსენებულმა ანდრომ.-კაცი, საწყობში ისე შევიდა ვერაფერი ვერ გაიგეთ.დრო ფულია...ფული, რომელიც ხეზე არ ასხია რომ მიხვიდე და მოკრიფო.კარზე მომდგარ კონტეინერებს დიდხანს ვერ შევაფერხებთ...საეჭვო იქნება.ესეც რომ არა უცხოელი პარტნიორები პასუხებს ითხოვენ და წამოჭრილი პრობლემის დროულად მოგვარებას...აქ კი იმის მაგივრად რომ ისევ ისე საათივით აწყობილი გეგმით მივდიოდეთ ვიღაც უკონტროლო პროკურორს დავდევთ.რა ვუთხრა უცხოელებს?! თავი რითი ვიმართლო? შენძრეული პროკურორით?!
-ლოდინის და მოსახერხებელი მომენტის გარდა სხვა გზა არ გვაქვს...-მხრები აიჩეჩა ფანჯარასთან მდგარმა.-ესე ერთი ხელის მოსმით მართლა ვერ გავაქრობთ...კითხვები გაუჩნდებათ.
-სხვა გზა ყოველთვის არსებობს..მთავარია სანამ ურემი გადაბრუნდება მანამდე დაინახოთ...ასე რომ გაჩუმეთ.
-კარგით...და იქნებ გვითხრათ როგორ?!-ფანჯარასთან მდგარი მამაკაცის ხმას ბრაზი შეერია.
-მოკალით, ამის დედაც!
-წამოიყვირა განრისხებულმა ანდრომ შემდეგ კი სიგარეტს მოუკიდა და ოდნავ დამშვიდებული ტონით დაამატა:-მჟავიას დაურეკეთ და უთხარით სამინისტროში დაიბაროს ბატონი პროკურორი.
-კარგით...-თავის დაქნევით დაეთანხმა ერთ- ერთი მამაკაცი.
-შეგიძლიათ მიბრძანდეთ...საქმის კურსში მამყოფეთ.ფულის საჭრელი დაზგა არ ვარ ამის დედაც...ყველას თქვენ თქვენი წილი თანაბრად რომ გაგინაწილოთ თან ისე ხელის გატოკება არავის გინდოდეთ.


გიორგი ლაღიძე, გაფითრებული და განერვიულებული სახით პირდაპირ ავტოსადგომზე დახვდა დათუნაშვილს და მანქანიდან წესივრად გადმოსვლა არ დააცადა ისე მივარდა.
-დაგვენძრა...
-რა ხდება?-ნიკამ,მანქანის კარი მიხურა და ხელში შერჩენილი იარაღი საქამრეზე დაიმაგრა,სვიტერი გაისწორა და მეგობარს ზედმეტად მშვიდი სახით შეხედა.
-მე გაფრთხილებდი ნიკოლოზ,განყოფილებაში სრული მეორედ მოსვლაა,საქმიდან ჩამოგვაშორეს და მასალებს, ახლახანს მოსული სამი გამომძიებელი იბარებს! შენ კი სამინისტროში გიბარებენ.-ორივე ხელი გადაპარსულ თავზე შემოიდო და უცვლელი გამომეტყველებით მდგარ მეგობარს შეხედა,რომელმაც ჩაწითლებული თვალები თითებით მოისრისა და მშვიდი ტონით იკითხა.
-ეს ყველაფერი გასაგებია ,მაგრამ შენ რა განერვიულებს?
-შენ სულ გამოშტერდი ხოო?!-მოულოდნელად იფეთქა ლაღიძემ.-რას ჰქვია რა მანერვიულებს?სამინისტროში მოსაკითხად გიბარებენ?ნიკო...რა ჯანდაბა ხდება კი მაგრამ,გაგფრთხილე ...მე ხომ გაგაფრთხილე?! მაგრამ ვირზე რომ შეჯდები უკან ჩამოსვლა აღარ იცი..ამის დედაც ახლა რა იქნება?
-რა გაღრიალებს შენ შიგ ხო არ გაქვს ბიჭო?-ხმას დაუწია ნიკამ-შენ არაფერი გემუქრება, დაგაბრუნებენ ძველ ადგილზე...
-რა კარგია ბიჭოოო!!-ხელი- ხელს შემოჰკრა ლაღიძემ და ირონიული სახით გაიცინა-მე ,არაფერი მემუქრება თურმე...აუ ამის დედაც...ფუჰ.-ხელი აუქნია ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილ დათუნაშვილს და ზურგი შეაქცია...რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა,შემდეგ მობრუნდა და ისევ მისკენ გამოემართა.ერთი თავით მაღალი მამაკაცის, წინ გაჩერდა და წარბ შეკრული დააკვირა შემდეგ კი ბრაზით გამოსცრა:
- ხარ...
-მადლობა.-თავი დაუქნია დათუნაშვილმა და მეგობარს თავად აქცია ზურგი.მანქანის კარი ისევ გამოაღო და ჩაჯდა.
-სად მიდიხარ?-ლაღიძე,უკვე დაძრული მანქანისკენ შეტრიალდა.
-იქ, სადაც მიბარებენ...-ცივად მიუგო ნიკამ და მანქანა საპარკინგე ზოლიდან გამოიყვანა.
მინისტრის პირველი მოადგილე,ჯემალ გეგუტიძე შუა ხანს კარგად გადაცილებული ჩაფსკვნილი კაცი გახლდათ.კოტიტა თითებით და კისერთან წაჭერილი ჰალსტუხის, ზემოდან გადმოფენილი საგვარეულო ღაბაბით.წვრილ თვალებს ანცად დააცეცებდა აქეთ -იქით და მაგიდის ბოლოში მდგარ პროკურორს მზერით ბურღავდა.სავარძლის საზურგეზე მიწოლილს ხელები, სახელურებზე იდაყვებით დაეყრდნო და ერთმანეთში ახლართულ თითებს ცხვირთან ხან მიიტანდა და ხანაც უკან გამოსწვდახოლმე.ბოლოს თითები ერთმანეთს დააშორა,მაგიდასთან მიიწია და მის ზედაპირზე აკაკუნა.
-ბატონო ნიკოლოზ...საკმაოდ ბევრი საჩივარია შემოსული თქვენთან დაკავშირებით და თითქმის ყველა ერთ და იგივე მიზეზით გიჩივით: სამსახურეობრივი უფლება მოსილების ბოროტად გამოყენება.
-უფრო კონკრეტულად?-წარბები შეკრა მამაკაცმა.
-თუ დამაცდით არა მარტო დავკონკრეტდები არამედ ფაქტებსაც გაჩვენებთ...მაგალითად, ბოლო დასაბუთებული საჩივრის ფაქტი შემიძლია არა მარტო გითხრათ, არამედ გაჩვენოთ.-ხმაში სიმკაცრე გაურია მამაკაცმა და ხელები გაშალა.შემდეგ ლეპტოპი პროკურორის მიმართულებით შეატრიალა და ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს სტარტი მისცა.პარალელურად კი საუბარი არ შეუწყვეტია.
-თქვენ, ამა წლის 17 ოქტომბერს დაუკითხავად შეიპარეთ მოქალაქე, ქრისტი ჩივაძის კუთვნილ საწყობში, რომლის მოიჯარეც ბატონი ილია გრიგოლია გახლავთ და არა მარტო შეიპარეთ, არამედ ფიზიკურიად გაუსწორდით იქ მომუშავე კერძო დაცვის სამსახური "მგლები"-ის თანამშრომელს ვინმე კობა კობიაშვილს, რომელიც ამ წუთს პირველი კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიურ პალატაში გადის მკურნალობის კურსს.შემიძლია სხვა ბევრი მაგალითიც მოგიყვანოთ რაშიც დასაბუთებულად გედებათ ბრალი,ამიტომ ჩვენ,შინაგან საქმეთა სამინისტრო, იძულებული ვართ მივმართოთ გადამჭრელ ზომებს და თქვენ, დაუყოვნებლად იქნათ განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.
-რა საინტერესოა-გაეცინა დათუნაშვილს და ლეპტოპი დახურა.მზერა სავარძელში მჯდომზე გადაიტანა და თვალებში ჩააშტერდა.-სულ ეს არის?
-არა, ბატონო პროკურორო, სასამართლოზე მოგიწევთ წარდგენა და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.-გამომწვევად გაუცინა მამაკაცმა და ცალი წარბი აზიდა.
-ანუ, ჩემი დაკავების ბრძანებაა გაცემული?-ცხვირი შეიჭმუხნა დათუნაშვილმა და წელში გასწორდა.
-ჩაგვაბარეთ ჟეტონი და იარაღი.-სავარძლიდან წამოდგა მამაკაცი.-თქვენს დაკავებას არავინ აპირებს, მანამდე მაინც სანამ სასამართლო არ გაიმართება.
-დიდი შეღავათი!-გაეცინა ნიკას, შემდეგ საქამრისკენ ზანტად წაიღო ხელი,იარაღი ბუდიანად მოხსნა და მაგიდაზე უხმაუროდ დადო...პიჯაკის ჯიბიდან კი ორ ყდიანი სამსახურის მოწმობა ამოიღო და იარაღის გვერდით მიაგდო.-კიდევ მაქვს თქვენი რამე?!აა მანქანა...-გასაღებიც მაგიდაზე მიაგდო და ხელი- ხელს შემოჰკრა.-აბა, რას მიბრძანებთ ბატონო მინისტრის მოადგილევ?
-საკუთარ თავს და უმართავ საქციელს დააბრალეთ ნიკოლოზ.-ხელები გაშალა მამაკაცმა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ძალიან წუხდა, მისი სამსახურიდან განთავისუფლება მას რომ უწევდა.
-და თქვენც საკუთარ თავს, რომ დააბრალოთ რაც მოგივათ მართებული იქნება...-მხრები აიჩეჩა ნიკამ.
-მემუქრებით?!-ხმას აუწია მინიტრის მოადგილემ და სახეზე ჭარხალივით წამოწითლდა.-არაფერი შეგშალოს დათუნაშვილო!ამ წამდან შენ, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ხართ რომელიც ჩამოალაბორანტეს და ეს ჩემი უფლება მოვალეობა გახლდათ..არაფერი პირადული.შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
-მოგიტყან უფლება მოსილება.-კბილებში ზიზღით გამოსცრა დათუნაშვილმა და მისკენ გადახრილი მაგიდის პრიალა ზედაპირს ხელის გულებით დაეყრდნო-კი არ გემუქრებით, საქმის ვითარებაში გარკვევთ, დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ და მათ შორის თქვენც ბატონო ჯემალ...ტრაკში გაირჭეთ ეს ჟეტონიც და პროკურორის თანამდებობაც!დიდი სიხარულითაც კი შევხვდი თქვენი უფლება მოსილების ზედმიწევნით აღსრულებას...
-დათუნაშვილი,რაც მეტს ილაპარაკებ მით მეტად დააზარალებთ საკუთარ თავს და უსაფრთხოებას ასე ,რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ..კარი პირდაპირაა.
-ხოო...მადლობა!დამავიწყდა ახლა აღარაფერს რომ წარმოვადგენ ,რიგითი მოქალაქე ვარ და ვით უნდა ვიდგე და თქვენი..-ხელი, მისკენ გაიშვირა და ფეხებიდან სახის მიმართულებით ასწია-მუქთახორა ნაბიჭ*ვრის მუქარების მოსმენისას შიშისგან შარვალში მოვისაქმო?!როგორ აპირებ ჩემს შეჩერებას?! ეს წყეული ჟეტონი და თანამდებობა უბრალოდ ბილეთი იყო რომელიც სრულ უფლებას მანიჭებდა შეუფერხებლად მოვხვედრილიყავი ისეთ ადგილებში,ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შეუძლებელი რომ არის...მაგრამ ამდენი წლის და ამხელა გამოცდილების მერე როგორ ფიქრობთ მაგ ბილეთის გარეშე იქ მოხვედრა გამიჭირდება?! იქნებ მე შენგან განსხვავებით სახელოში კოზირს ვმალავ,კოზირს რომელიც შენი წმინდა სულის სრულფასოვანი ანარეკლია!მომავალ შეხვედრამდე ბატონო ჯემალ.-თავი ირონიული ღიმილით დაუქნია დ კარში გასულმა ისეთი სიძლიერით გაიჯახუნა ფანჯრებმა ზანზარი დაიწყეს.შენობიდან გამოსულმა კი ღრმად შეისუნთქა მაცოცხლებელი ჰაერი და ტელეფონი მოიმარჯვა.

ბარიდან ,გვარიანად შეზარხოშებულები გამოვიდნენ. ერთმანეთში შეთანხმებული იყვნენ ,დღევანდელ დღეს არავინ იღებდა ხმას დათუნაშვილის დაკარგული სამსახურის შესახებ.კოტეს ,მხარზე ხელი მოეხვია ფეხ არეული მეგობრისთვის და დაბალ ნოტაზე "ყვავილების ქვეყანას "ღიღინებდა და ლამის ნიკას მხარზე ჩამოკიდებული სიცილისგან იკეცებოდა.
-ოე...სასტავი-წონასწორობა ვაჟკაცურად დაიცვა მიშომ და ხელი- ხელს შემოჰკრა.-ეხლა ყველამ გავგაზოთ წყნეთში ძმაო...როგორც იქნა გვეღირსა ამ მაგარი კაცის ჩახუტება...ე ბიჭო..კოსტა ,ცოტა დასტოინად აბა მისმინე იქნებ რას ვამბობ .
-აუ ,რა წყნეთი ტო...-ხელი აუქნია კოტემ და დათუნაშვილს ხელმკლავი გამოსდი.-მე და ნიკო ტიტველ ქალებში მივდივართ...
-მისმინეთ, ძმობას გაფიცებ..მაგრად მოვყომარდებით...დავისვენებთ ძამო,გავერთობით ,პახოდუ დავლევთ და...
ნიკამ კოტეს ხელი ფრთხილად მოიშორა ,იქვე ბორდიულის კიდეზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.შემდეგ კი ღრმა ნაპაზის მერე ღიმილიანი სახით გახედა კამათში ჩართულ მეგობრებს რომელტაც ვერ გადაეწყვიტათ წყმეთში სჯობდა წასვლა თუ კოტეს ბაითში,ღვინო უნდა დაელიათ თუ ვისკი.მისაყოლებელზე ყველა ერთხმად ყვიროდა რამე გემრიელი გვანცამ გააკეთოსო. ...უყურებდა ამ ყველაფერს და სევდიანად ეღიმებოდა, რადგან ჩვეულებრივ,ადამიანურ,მეგობრულ ურთიერთობებს.ასე უშუალოს და ლაღს დიდიხნის მონატრებული იყო და ფაქტიურად, ბოლო წლების განმვლობაში მათთან შესახვედრად კი არა თავის მოსაფხამად ვერ იცლიდა.უყურებდა და გული სევდისგან ეწურებოდა, რამდენი რამის გამოტოვება მოუწია?მიშოს უკვე ცოლი ჰყავდა,პატარა ბარბარეც...კოტე ,როგორც ყოველთვის უთავბოლოდ შეყვარებული იყო და თავის გოგოს ისევ მალავდა.შაკო ,სულ მალე მეორე შვილს ელოდებოდა და მისი ვაჟკაცის ნათლიობაზე როგორც იქნა დაითანხმა დათუნაშვილი...გიორგი...ერთადერთი გიორგი იყო,გვიან შეძენილი, მაგრამ ნამდვილი მეგობარი რომელიც არანაკლებ მასავით ცუდი გრაფიკით ცხოვრობდა და თითქმის მასაც დათუნაშვილივით ყველა მნიშვნელივანი თარიღის გამოტოვება უწევდა.ადრე, ამ ყველაფერზე ფიქრის დროს გასასამართლებელი საბაბი ყოველთვის ჰქონდა და საკუთარ თავთან კამათისას ყოველთვი ჯიუტად იმეორებდა, რომ ცხოვრებამ მოიტანა.განუყრელი ოთხეული თავისით დაიშალა..ნუ ნიკა გამოეყოთ ...ის სამი ისევ სამი მუშკეტერივით ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ.ყველამ თავისი ოჯახი შექმნა,ყველას საკუთარი ცხოვრება და პრობლემები ჰქონდა...ტელეფონზე ,იშვიათი მოკითხვები.ბოლოს საერთოდ აღარ აქტიურობდნენ ბოჭები, რადგან პროკურორი ყოველთვის დაკავებული,ყოველთვის მოძრაობაში და თავის გონკებში გახლდათ.აი დღეს კი, ჩამოლაბორანტებულის სტატუსით მჯდარი ღიმილით უყურებდა მეგობრებს და სხეულში სისხლი შხუილით უდუღდა,რადგან ისევ მათთან ერთად იყო.ისევ მათიანი იყო,ისევ მათი განუყრელი ნაწილი გამხდარიყო და ისევ იმ სილაღეს, განიცდიდა რასაც ყოველთვის და ბედნიერებისგან კანში ვეღარ ეტეოდა.სასმლისგან გულ აჩვილებულს, სიხარულის ცრემლის ბურთი, კისერში გასჩხეროდა და ცხვირის წვერს უწვავდა.გადაღლილობისგან ჩაწითლებული თვალები ეწვოდა და სასმლისგან სასიამოვნოდ მოდუნებულს ახლა ძილის მეტი არაფერი უნდოდა მაგრამ იჯდა ცივ ბეტონზე და ყურებამდე გაბადრული ,გულის გაორმაგებული პულსაციით უყურებდა და ფეხის მოცვლას ვერავინ აიძულებდა.
-ნიკა, შენ რას იტყვი?!-ფიქრებიდან მიშოს ხმამ გამოიყვანა.დაბნეულმა ახედა მეგობრებს და დამნაშავესავით გაიღიმა.-წამოდი ძმაო, ჩემთან ავიდეთ...საკაიფო ღვინო მაქვს...გვანცაც რამეს გაგვიმზადებს უცებ...აგერ კოსტას "გულის ვარდი" მოჰყავს და გავიცნობთ როგორც იქნა...შენს პონტსი მოჰყავს ძმაო, უნდა გავაცნოვო თუარა ჩვენ რამდენი ხანია გვიმალავს იციი?!
-კარგიი!-გაიცინა ნიკამ და მის გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა, რომელმაც თავისკენ დაქაჩა და ბორდიულიდან სწრაფად წამოსწია.მოშორებით გასული კოტე, ტელეფონზე ლაპარაკობდა.გიორგი და შაკო რაღაცას გაცხარებული კამათობდნენ.მიშო ცოლთან რეკავდა სანამ ავალთ რამეს გაამზადებსო.ნიკამ კი სიგარეტის ნამწვი მოისროლა და გზის იქით ბარს გახედა რომლის კარიც გაიხსნა და ბარიდან გამოსული ნაცნობი,სიფრიფანა სხეული გამოჩნდა.მუხლამდე საშემოდგომო ქურთუკით ,ტყავის ზურგჩანთა ცალ მხარზე ჰქონდა მოკიდებული,გრძელი თმის ნახევარი მხრებზე ჩამოშლოდა და თხელი თითებით ,ხელში მოქცეული, ახლართული ყურსასმენების გამოხსნას ცდილობდა.როგორც იქნა გამოხსნა,თავი ასწია და გამოიხედა.ნიკას დანახვეზე გაეღიმა და მისკენ გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი.
-სად მიდიხარ ? არ წავიდეთ?-კოტემ ქალის შესახვედრად დაძრულ დათუნაშვილს გახედა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.სწორედ ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალმა შუშებ დაბურულმა "ტოიოტამ" ვიწრო ქუჩიდან რომ გამოუხვია და ცენტრალურ გზაზე გამოსულმა კუდი მოიქნია და სიჩქარეს უმატა. ძრავის ,ღმუილის ხმაზე საუბარში გართულმა ლაღიძემ მანქანის მიმართულებით გაიხედა...უნომრო მანქანის დანახვაზე, დათუნაშვილს გახედა რომელიც ცენტრალური გზის ნახევარზე უკვე გადასულიყო, გიჟივით,ღრიალით მოსწყდა ადგილს და ნიკას მიმართულებით გაიჭრა.რომელიც გზაზე გამოჩენილი მანქანისკენ შეტრიალებულიყო კიშტად შეკრული წარბებით.
-შენი !-იღრიალა ლაღიძემ და ის იყო იარაღია ამოღებას აპირებდ კაბურიდან.ტოიოტას უკანა შუშა ბოლომდე რომ ჩამოიწია და ნახევარი ტანით ,გარეთ გამოსულმა მამაკაცმა, ხელში მომარჯვებული ავტომატიდან უწყვეტი ჯერი მიუშვა გზის შუა ზოლში მდგარი დათუნაშვილისკენ,რომელიც ადგილიდან არ გატოკებულა თვალმოუშორებლად უყურებდა განვითარებულ სცენებს დ სორიდან ჩაესმოდა მისი სახელი რომელსაც მეგობრები ღრიალებდნენ და მისკენ მორბოდნენ.ავტომატის კაკანს ლაღიძის განწირული ღრიალი დაემატა, რომელიც წამში ქალის ქივილმა ჩაანაცვლა და მანქანამაც შეუჩერებლად გაიქროლა.სხეულზე ტყვიების მოხვედრას,მოწყვეტილი,მთრთოლვარე ფოთოლივით შეეგება დათუნაშვილი რომელიც ჯერ მუხლებზე დაეშვა ,მკერდზე დაიხედა და სიმწრით ჩეცინა.ტუჩის კუთხეებიდან მეწამულმა სისხლმა გამოჟონა.წინ გადაქანებული კი ზედმეტად რბილად დაეშვა მიწაზე და საერთოდ გათიშვამდე რაც დააფიქსირა.ნაცნობი სურნელი,ათრთოლებული სხეული და კივილში გადაზრდილი ტირილი იყო .დამძიმებული ქუთუთები ,თავისით დაეხუჭა და სრულ მყუდროებაში გადაინაცვლა. იმ ღამეს ,პეკინის ქუჩა ავტომატის ხმასთან ერთად განწირულმა ღრიალმა შეაფხიზლა...იმ ღამეს, ქვეყნის ყველა მოწინავე სატელევიზიო არხებიდან, საგანგებოდ ჩართული საინფორმაციო გამოშვებაში გადამდგარი პროკურორზე, ნიკოლოზ დათუნაშვილზე, თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემდა.რომლის ბოლოსაც შუნაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის უფროსი გამოვიდა და მწუხარე სახით მიუსამძიმრა საქართველოს ამ დანაკლისის შესახებ...დაჰპირდა რომ აუცილებლად ცხელ კვალზე გამოიძიებდნენ მომხდარში დამნაშავე პირის ან პირების შესახებ და საკადრის პასუხს აზღვევინებდნენ რადგან ქვეყანა არასდროს შეეგუება მის ქუჩებში ასე დაუნანებლად დაღვრილ სისხლს.ადამიანის სისხლს რომელიც წლების განმავლობაში თავდადებით იცავდა ქვეყნის უსაფრთხოებას და შესანიშნავი,მაღალ კვალიფიციური კადრი იყო.
-ნიკოლოზ დათუნაშვილი, შესანიშნავი სამართალდამცავი და ამავდროულად კარგი ადამიანი იყო!ძალიან ვწუხვარ...-მწუხარე სახით დაასრულა თავისი გამოსვლა პრეს სამსახურის უფროსმა და შაბიამნისფერი პინაკის ბორტები შეისწორა.თავის დაქნევით მოუხადა მადლობა ტელევიზიების წარმომადგენლებს და იქაურობას გაეცალა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი kasunia

ღმერთო ჩემო ეს რა იყოო:((ბლოს გეფიცებ რამის ამეტირა ჩემი ნიკოლოზი როგორ მიყვარს მიუხედავად იმისა რომ ხშორად მაბრაზზებს მანც მიყვარს ))შეუდარებელი ხარ ისე გადმოსცემ ამ ყველაფერს ისე საინტერესოდ რომ მაგიჟებ გეფიცები ყველა შენი ისტორიის კითხვისას ვგიჟდები ))მართალია ხშირად არ ვაკომენტარებ მაგრამ იცოდე რომ ძალიან გაფასებ როგორც მწერალს))უნიკალური ხარ შენი ისტორიეებით))

 


№2 სტუმარი სტუმარი ნენე

არცერთი სიტყვა მაფიქრდება.
ზედმეტად გათიშული ტვინით გიწერ ამას. არეულს და დაულაგებელს. ვერაფერს ვამბობ. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ შენ თვითონ ხარ სიგიჟე. დიდი, უზარმაზარი, უკიდეგანო. ბიჭოოო აიიი, გამოვშტერდი, რა მაგარი გოგო ხარ. რანაირად ხარ, როგორ.
მადლობა ზღვა ემოციებისთვის და ბოდიში, საკმარისს რომ ვერ ვამბობ ახლა. დავბრუნდები, სად წავალ:))

მიყვარხარ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ჯერ არ წამიკითხია... მაგრამ კითხვა მინდა დავსვა, მაზოხისტების არმია მობილიზებულია? ))) მიყვარხარ ფეფიკო ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Someone wandering

ეს ინტრიგაა ხოო scream
ესს...ჩემი ნიკა არ მომკვდარა ხო?
შოკში ვარ
ეს რა ხდებაა ვაააიიიიმეეეეეეეე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნენე

აუუუუუუუუუუუ, კიდე მიყვარხარ:)

 


№6 სტუმარი Kat

Oo, kai raa, mewyinaaa :-(

 


№7  offline ადმინი შამანი

ნიკა მოკალი ,ტო?!

მეღადავები იმედია:დდდ
წაუგიჟებ ხოლმე,მაგრამ მაინც მიყვარხარ <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8 სტუმარი ლიზიკო

ოოოოოუუუუუუ ((( ჩემი ნიკა... ვგიჟდებიი ნიკაზე და შენზე უბრალოდ ვაააფრრეეენნნ...❤

 


№9 სტუმარი ნათია 41

გადარეულო რა გაგვიკეთე დაგვტოვე ხახამშრალი?! დ. აი თუ ეს ნიკას დასამალად გათამაშებული ფარსი არ არის, დავჯდები და ვიცინებ ტირილამდე იმიტომ რომ ყველას დაამუნჯებ. არა რა მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთი სიგიჟის ჩადენა. რომ მიყვარხარ გითხარი უკვე?❤❤❤❤

 


№10  offline წევრი Nano Goduadze

აუ ოღონდე ეს არა ((( ოღონდ ნიკოლოზი არ მოკლა რა (((( მიყვარს მაგ ადამიანი თავისი ბილწი ენით და არ მოკლა ((((

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ლამის შემიყვარდა ეს კაცი და ახლა სიკვდილი იქნებოდაა:)შესანიშანავდა გადმოცემული ყველაფერი.მკითხველამდე მოდის ყველა ემოცია,გრძნობა,განცდა...არ ვიცი რა... მაგარია:)დიდი სიამოვნება მივიღე კითხვისას.

 


№12 სტუმარი სტუმარი მაკო

რაოოოოო ?ასე არ შეიძლება ფეფო გასკდა გული

 


№13  offline წევრი Other side

Vaimeee pepo, sayvarelo es ra gviqeniiii? Chemi nikolozi, miyvars chemi prokurori. Ratqmaunda ar mokvdeba, eg arc sheidzleba moxdes. Didxans nu gagvawameb, male shemdegi tavi
--------------------
Other side

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ვიცოდი რომ ნიკას რაღაც მოუვიდოდა რა.ნუ ნიკა რომ მკვდარი არაა,ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ და ალბათ გიორგის და მისი მეგობრების ხელი ურევია აქ, მაგრამ როგორ მაინტერესებს რა მოხდება.ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება.გელი გელი გელი
--------------------
ლანა

 


№15 სტუმარი სტუმარი ქეთა

ჯერ წუხელ დამეძინა და ვერ ვნახე (კიდევ კარგი, თორემ ამის მერე რაღა დამაძინებდა?!), მერე გამოფხიზლება არ მაცადე წესიერად, პირდაპირ შოკური თერაპიით დამაწყებინე დღე.

მთელი თავი რაღაცნაირი იყო, დამშვიდობებასავით...
სამსახურთან;
თანამდებობასთან;
სამინისტროსთან;
მეგობრებთან;
და ბოლოს... ნენესთანაც.
ჰო, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ ნენესკენაც ბოლო, გამოსამშვიდობებელი კოცნის დასატოვებლად შებრუნდა.

ყველაზე “ცუდი” მომენტი ნიკას გაღიმება იყო ბოლოს სხეულზე რომ დაიხედა. თითქოს სამსახურიდან განთავისუფლებასავით სიცოცხლისგან განთავისუფლებასაც “ელოდებოდა” და მწარედ, დრონაკლული, საქმემოუსწრებელი კაცივით გაეღიმა.

ძალიან მაგარი გოგო ხარმეთქი სულ გეუბნები და ახლაც გავიმეორებ.
ყველაზე გამორჩეული ამ საიტზე (და არამარტო ამ საიტზე) და ყველა ახალი თავის მერე უკეთ ჩანს რომ მართალი ვარ. ამ თავითაც დაამტკიცე რას ნიშნავს იყო კარგი კი არა შოკისმომგვრელი ავტორი.

პ.ს. მიყვარხარ რა!

 


№16 სტუმარი სტუმარი

boroti var sheidzleba magram rac edzebda ipova nikam

 


№17  offline წევრი Ma No

რა ქენი გუდუნა ეს?! :დდდ ისეთი ემოციური თავი იყო❤❤❤ სტაბილურად გიჟია ეს ჩვენი ნიკოლოზი და რა ვქნა :დ❤ ახლა თუ გამხეცდა და ამხედრდა ნიკოლოზის ქალების არმია მერე ნახეთ თქვენ:დდდ
სანამ აქ ხალხი ბოღმისა და სიყვარულის(ან ვაზელინის) ფრქვევით იყო დაკავებული შენ იჯექი და ამას წერდი... ვგიჟდები შენს სიგიჟეზე ❤❤❤

 


№18 სტუმარი ნია

შეილება ცუდად გამომდის მაგრამ რაღაცნაირად არ დამწყდა გული ნიკას თუნდაც სიკვდილზე და იმ მომენტში ისიც კი ვიფიქრე ასე აჯობებს თქო, მკვდარი რომ არ იქნება ფაქტია, მაგრამ პირველადი ემოცია ეს იყო. რაღაცნაირად ვერ ვაპატიე ამ პერსონაჟს ასე ნაუცბათევი გადართვა ნენესადმი. განა იმიტომ რომ ის გოგო არ მომწონს, უფრო იმიტომ რომ წინა ყველა თავებიდან მახსოვს როგორია შეყვარებული ნიკოლოზი და წარსულის ნიკოლოზს ეს ნიკოლოზი საერთოდ არ ჰგავდა.

 


№19 სტუმარი სოთამა

წინა თავის კომენტარებზე ვიხალისე ძალიან. თურმე რამდენი კითხულობს ძალით ისტორიას :)))))) სასაცილოა. მე ვგიჟდები ყველა შენს ისტორიაზე, გარდა ნადირობის პირველი ნაწილისა. ვერ დავუმუღამე, მაინც ვკითხულობდი და არცერთხელ არ დამიკომენტარებია. ეხლა მივხვდი რატომ, საშინლად უმარილო იყო ლიზას პერსონაჟი. იმდენად, რომ ვერ გადაფარა საინტერესო საგამოძიებო სიუჟეტმაც. ეს გოგო, ნენე, რაღაც საოცარ მუხტს მატებს ისტორიას. შენი დეტექტივები კი უფრო მეტად საინტერესო ხდება. მადლობა <3

 


№20 სტუმარი თამუნე (ბიბო)

იშვიათად ვწერ ეს დროა კომენტარებს
იშვიათად კი არა სუ ერთს უწერ
ერთის გამო შემოვდივარ
მაგრამ შენ რო ჩემი ბომბიხარ
რაღაც სიგიჟე ხარ
არამქვეყნიური
გადარეული
სხა განზომილება სხვა სივრცე
სუ არ მაინტერესებს ლიზა ნინო ნენე
იმდენად დიდია გამოძიება
იმდენად დიდია შენი წერის
სიგიჟე
იმდენად შემიყვარდი
აი ეგ უხამსი სიტყვებიც სიგიჟეა
ის ნიკას ასეთი გაუფერული გრძნობებიც
აფერადებს
ის დაკარგული გამქრალი სიყვარულიც ავებს
აუ სიგიჟეზე მეტი ხარ პატარავ
მე ასეთი გადარეული დმუნჯო ნეზნაიუ :დდ
ეს ვულკანი კაცები შემიწირავენ
ასე დამფერფლოლ
და დამატყვევონეონ
ასე შემიყვარდნენ დედო დედა
ჩემ სიტკბოსაც ვერ ვწერ
იმდონეზე ჩმოვშტერდი და ჩამოვქლივდი
რიყო აგი თვი
ბომბა არა ატომური იარაღი იყო
ვერ ვიტან
ამ დამშვიდობებას ეგეც რო მოუხდა
ყველაფერი
ო უხდება
ეს ქალებიც რო უხდებია
ამდენ მკლავში გაღვიძებაც რო სიგიჟეა
ძან სასწული ხარ
სხვანაიი ხარ
მგონია ვხდები ფიქრებს ისევმირევ
ამატრიალ ამაბზრიალ
გადმომატიალებ მეც ვბრუნავ კასრივითა :დდდდდდ
სუ წერე რა მუდამ
ჰო წიგნს რო დაგიბეჭდავენ
ერთ ავტოგრაფს იცოდე ველი
გადარეულო გოგოვ
ბომბაზე მეტი ხარ
აუ ისევ ვჭედავ ერთ წრეზე ვტრუალობ ეს გენია ქალი :დდდდდ
ველი ახალ თავს
ნიკა მკვდარიც ბომბა
მაგრამრ მაკლავდა მაგას
მიყვრძარხა მილიონ ერთი <3

 


№21 სტუმარი სტუმარი ნენე

მოვალ-მეთქი და აჰა.
მოკლედ, გუშინ რომ ვერ ვაზროვნებდი, იცი. რისი კომენტარის დამწერი ვიყავი, ფაქტობრივად გოგო ისე დავრჩი, ხო აზრზე ხარ :დდ ახლაც მოკლედ გეტყვი, დედავატ*რე რომ სამსახურში მეჩქარება.
როგორი ნაწილი იყო, იცი? მელანქოლიური, ჩემთვის. ასეთი მძიმე არ ყოფილა არცერთი, დასასრულს არ ვგულისხმობ, სხვა რამეების გამო. პირველი ნაწილიდან ნუ კარგი, გამოჩნდა, რომ სისტემა იმაზე მეტად ბინძურია, ვიდრე ეგონა ხალხს, რა პროკურორობა, მთელი სამინისტროა გასვრილიო, ამის დაწერა ხაწელა. როგორ მინდოდა ის თავი სულ არ ჰქონოდა მხრებზე "იმ კაცს" ნიკოლოზის სიკვდილი ასე რომ შეუკვეთა.
მერე ...
მერე, თითოეულ ნაწილში ნიკოლოზს თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები აკლდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ფეხებზე ეკ*და, მაინც. რაღაცნაირი იყო, უცნაურად მშვიდი. თითქოს ელოდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ჯერ კიდევ მაშინ, ლაღიძე რომ ესაუბრებოდა. *ლე ხარო, ისე დაუქნია თავი, მშვიდად, აუუუუ მართლა რაღაცნაიირ იყო. ბავშვური?! ანუ გრძნობებს და გამოფიტვას ვგულისხმობ. თითქოს ცარიელდებოდა და იცოდა.
მეგობრების ეპიზოდი ზუსტად იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. თითქოს ცხოვრება ანახებდა, რა შეიძლებოდა ჰქონოდა და უარი თქვა, სამსახურის გამო. თითქოს ანახებდა, აი შენ შეგეძლო ასე მხიარულად ყოფილიყავი. ბედნიერად. ლაღად. ჩვეულებრივად, რა.
მერე ნენეს ეპიზოდი.
რომ წარმოვიდგენ, როგორი ასსევე მშვიდი სახით გადადიოდა ნიკა გზაზე, და რისთვის. რომ იდგა, რომ მიხვდა რაც ხდებოდა და მაინც არ გაინძრა. აიიი დეტალებში მაქვს წარმოდგენილი როგორი მზერით იყურებოდა, როგორ უყურებდა, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, ახლა უკვე ყველაფერს ართმევდნენ. სულ აცარიელებდნენ. არ რჩებოდა არაფერი, გარდა მეგობრების ღრიალისა და იმ ნაცნობი სურნელის, ტირილისა, რომლებიც მის გამო იყო. გააზრებული ჰქონდა რა, ჩემთვის, რომ ეს მომენტი დადგებოდა მის ცხოვრებაში. მთელი თავი იყო დამშვიდობების, როგორც ქეთამ თქვა. თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს დაემშვიდობა ჩემი ნიკოლოზი, ბოლოს კი სიცოცხლეს:)))
ჩემს წარმოდგენაში სულ იარსებებს ნიკოლოზის სისხლიანი სხეული, მწარე ჩაცინებით გულზე რომ იყურება და ფიქრობს, ძალიან ბევრი რამ რომ დარჩა. რომ ეს მოსალოდნელი შემთხვევა იყო, ელოდებოდა, მაგრამ მაინც ვერ ... არ უნდა მომხდარიყო ასე. მარტო ამ მომენტისთვის ხელებაწეული გაღიარებ და ტაშს გიკრავ.
მთელი თავისთვის - ბრავო.
აზრზეც კი არახარ, მინიმალურადაც, რა მაგარი გოგო ხარ:))
ჩემი ნიკოლოზი კი საუკეთესო.

ჰოდა, მეზიზღება სიკვდილის შემდეგ შეყვარებული ხალხი :))))))))

ლავ იუ ბეიბ.

 


№22 სტუმარი სტუმარი

მეწერინება და რავქნა :-) ჩემს აზრს დავაფიქსირებ :-) ლიზას ისტერიკები იმის ბრალი იყო, რომ არასდროს დაუკერებია ნიკას სიყვარული, ისევე როგორც მკითხველის უმეტესობამ ვერ დავიჯერეთ სცადა უბრალოდ ნიკამ არ უყვარდა, როგორი უფერულიც იყო ლიზა ისეთადდარჩა, ვერანაირ ემოციას ვერ ვხედავდი მათ შორის განსხვავებით ნინიასგან და თუნდაც ნენესთან უბრალო ჩახუტებასა და ძილში უფრო მეტი იყო ვიდრე ხუთი წელი ლიზასთან, ავტორს ვერ დავეთანხმე იმაში რომ ნიკამ ოჯახი ჩემთვის არააო, კაცს ხუთი წელი არ უღალატია ცოლისთვის და ვერ ვიტყვი რო ნიკა ვერაა ოჯახის კაცი, უფრო სწორად და საღად აზროვნებდა და ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას ვიდრე იგივე ლიზა, რომელმაც ზუსტად ნინიასავით რამის მომაკვდავი მიატოვა მადლობა და აბა ჰე თავს მიხედეო, იმის ნაცვლახ ეთქვა რომ არსად წავიდოდა და მის გვერდით იქნებოდა, ამიტომ ვერ ვამტყუნრბ თუკი სიმშვიდე ნახა ნენესთან უბრალო ურთიერთობა ისტერიკის და ყველაგრის გარეშე, რომელთან უბრალო ჩახუტებაც შვებას გვრის,და ეს გიგოც მართლა სხვანაირია, არ აქვს პრეტენზიები და. ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ზედმეტი მოთხოვნები და იცის რაც ჭირდება კაცს არაა ახირებული ლიზასავით, რაღაცნაირად უფრო გულწრფრლია. რაც არ მომწონს ნიკასი არის ეს უაზრო ხუშტურა ქცევები არაპროფესიონალური რითიც თვითონ ითხრის სამარეს ნამეტანია ასეთი ემოციურობა და დაუდევრობა, მაგრამ ცოდოა ნიკა მას სჭირდება ის სიყვარული რაც ნინიამ და ლიზამ ვერ მისცა, და სიკვდილისთვის ხო საერთოდ ცოდოა არ იმსახურებს რა თავის ბრალია თუ ფხუკიანია :-) ნუ მოკლავ რა :-)

 


№23 სტუმარი ნია

არ მყოფნის ეს თავი და რა გავაკეთო ვკითხულობ ... ვკითხულობ და არ მინდა რო დამთვრეს . გელოდები მოუთმენლად და არ მგონია ნიკა მიკვდეს რაა ???? ... უმაგრეს ემოციებს იწვევ არაჩვეულებრია როგორც წერ????????????

 


№24 სტუმარი სტუმარი

ემოციებს რაც შეეხება მართლა მოქმედებს ისე როგორც წერ თუნდაც ნინიასთან შეხვედრა მოკლე საუბარი და მოგვრილი სიმშვიდე ისეთი ზუსტი და რეალურია მართლაც ყოჩაღ ამას მკითხველიც განიცდის მოდის ზუსტად ის მომენტები ის დეტალები ემოციები ჩვენამდე. ნიკა უბრალოდ დდაიღალა ყველაფრით პირადი თუ სამსახურეობრივი სტრესით, ყველაზე მეტად კი ხელებში მისი მიზეზით ჩამკვდაემა მეგობარმა იმოქმედა და უბრალოდ მინებდა ყველას და ყველაფერს, ხოდა არიმსახურებს რა ცოდოა ძალიან და ნუ მოკლავ მაეტო იმიტომ ვინმემ არ თქვას მკითხველის კარნახით წერსო :-(

 


№25 სტუმარი სტუმარი თეა

შენ ხარ საოცრება, ძალიან ძალიან მომწონხარ.სულმოუთქმელად ველი შენს ისტორიებს.უარყოფით კომენტარებს ყურადღებას ნუ აქცევ.შენ ხარ ავტორი და როგორც შენ ხედავ ისე უნდა დაწერო.

 


№26 სტუმარი

"თვითმარქვია" სულ დაივიწყე....??((((

 


№27  offline წევრი Ma No

"თვითმარქვია" სულ დაივიწყე....??((((

წერს, სრულად რომ იქნება მერე დადებს. ყველა თავის კომრნტარებში, ფბ ჯგუფსა და ხშირად მინაწერშიც წერს ამას.

 


№28  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეეე რამაგარი თავი იყოო!! შოკში ვარ ოღონდ მართლა ... აი ისე მტკივა ნიკას მაგივრად გული ვერ წარმოიდგენ ! რამდენს განიცდის და კიდე რამდენს უძლებს ადამიანი პროსტა... უბრალოდ ვგიჟდები და მაინც მგონია რომ ყველას დედას უტირებს ჩემი დათუნაშვილი *-* რაც შეეხება ნენეს ვაიმე ვგიჟდები მაგ გოგოზეც სულ სხვანაირია აი სხვა სამყაროა და მგონია რომ ნიკოლოზს სწორედ ნენე სჭირდება ♥️ ჰოდა გელი გელი როგორც მგელი და ჩემი ნიკუშა გაძლიერებული დამივრუნე თორე ყველას თავებს წავაცლი ვინც კი შემხვდება :დდ აქამდე სტუმრის სახელით ვაკომენტარებდი მაგრამ დავბრუნდი და იცოდე სულ გეტრფოდი ჩემო ფეფო და ახლაც არ მოგშორდები :დდ ♥️♥️♥️

 


№29 სტუმარი Natia

:( :(lomka maq ukve da imedia male iqneba shemdegi tavi, zaan magari gogo xar,

 


№30  offline წევრი jingulik

ნია
შეილება ცუდად გამომდის მაგრამ რაღაცნაირად არ დამწყდა გული ნიკას თუნდაც სიკვდილზე და იმ მომენტში ისიც კი ვიფიქრე ასე აჯობებს თქო, მკვდარი რომ არ იქნება ფაქტია, მაგრამ პირველადი ემოცია ეს იყო. რაღაცნაირად ვერ ვაპატიე ამ პერსონაჟს ასე ნაუცბათევი გადართვა ნენესადმი. განა იმიტომ რომ ის გოგო არ მომწონს, უფრო იმიტომ რომ წინა ყველა თავებიდან მახსოვს როგორია შეყვარებული ნიკოლოზი და წარსულის ნიკოლოზს ეს ნიკოლოზი საერთოდ არ ჰგავდა.

გეთანხმები ნია . აშკარად სხვა ნიკოლოზია, მე მაინც ძველი მერჩივნა თუმცაღა ჩვენი ფეფო ძაან მაგარი გოგოა და სულ გამოსდის ამდენი ხალხის აფორიაქება, შოკში ჩაგდება და გადარევა. მხოლოდ ფეფოს შეუძლია არაპროგნოზირებადი იყოს და გამოიწვიოს ამდენი აზრთა სხვადასახვაობა. ძალიან მინდა ძველი ნიკოლოზი თავის პატარა ოჯახში. თუ ვინმეს თუნდაც ერთ იურისტთან ან ძალოვანთან ჰქონია ურთიერთობა ეცოდინება რომ მათთვის რამხელა მბიშვნელობა აქვს ოჯახის სიმყუდროვეს, მითუმეტეს ნიკოლოზის ასაკში და შემდეგ. ანუ ფეფო ესეც რეალობაა და მაფიტომ დავწერე. ისე ჩემო კარგო შენ უკრთ იცი რა უნდა დაწერო. უბრალოდ მინდა დაასვენო ჩვენი ბიჭი ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent