შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა(ნაწილი 2) № 9


18-10-2018, 00:21
ავტორი Life is Good
ნანახია 9 726

ნადირობა(ნაწილი 2) № 9

საავადმყოფოს ორფრთიანი კარი ხმაურით მოფრიალდა და ოთხმა ნარინჯის ფერ ფორმიან, ექიმების მცირე ჯგუფს ფეხდაფეხ მოყოლილ ოთხი სახე შეშლილ მამაკაცთან ერთად, საკაცე ელვის სისწრაფით შემოაგორა თეთრად შეღებილი, დერეფნის ბოლოსკენ, საიდანაც მათი მიმართულებით გამოქცეული მაღალი, თეთრხალათიანი მამაკაცი და ორი ექთანი შეეგებათ.
-მეოთხე საოპერაციო ბლოკში! - ბრძანა ექიმმა და საკაცის უკან მიყოლილმა ცხვირწინ მიუხურა ოთხეულს კარები.
-ბევრი სისხლი დაკარგა ექიმო, გული ცუდად მუშაობს. გზაში ორჯერ გაუჩერდა - ანგარიშს აბარებდა ერთ-ერთი ექიმი ქირურგს, რომელიც ხელებზე ხელთათმანებს ირგებდა, დანარჩენები კი დაჭრილის განათებულ საოპერაციო მაგიდაზე გადაყვანას ცდილობდნენ. -15 ნატყვიარი,ფაქტიურად საცერივით არის.
-გასაგებია - ცივად მოუჭრა ექიმმა და მაგიდასთან გადაინაცვლა, სადაც მამაკაცისთვის ტანისამოსი უკვე შემოეჭრათ და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანილს ათასნაირ მილებს უერთებდნენ, ერთ-ერთი სისხლით მოსვრილ ტანს უსუფთავებდა.
-წნევა ეცემა. გულის ცემა ნორმაშია.
-დაიწყე მირიან, - ანესთეზიოლოგს გადახედა ქირურგმა - ოცი გრამი შეუყვანე და წნევა მიკონტროლე. სისხლი დაგვჭირდება, მეორე უარყოფითი აქვს. ამის დედაც... სისხლი მოიტანეთ! - ექთანს გადახედა, რომელიც სწრაფად მოშორდა მაგიდას, მეორე ახალგაზრდა ქალმა კი ინსტრუმენტების პატარა მაგიდა მოაგორა.
-ყველაფერი ნორმაშია, შეგიძლიათ დაიწყოთ - კედლის საათიდან მზერა ქირურგზე გადაიტანა ახალგაზრდა მამაკაცმა და თავის დაქნევით გადახედა მთავარ ქირურგს, რომელმაც ღრმად შეისუნთქა მედიკამენტებით გაჟღენთილი ჰაერი და ასისტენტს ნაცრისფერი თვალები შეანათა.
-ვიწყებთ. ლანცეტი! - ხელთათმანიანი ხელი ქალისკენ გაიშვირა, რომელმაც სწრაფად დაუდო ხელზე ვერცხლისფერი მეტალი, შემდეგ კი მზერა მთელი გულისყურით ოპერაციაზე გადართულ ქირურგზე გადაიტანა, რომელიც თითების სხარტი მოძრაობით იმდენად ზუსტად და იმდენად პროფესიონალურად მუშაობდა, მასთან ოპერაციაზე მუშაობა ყველა ექთნის ოცნება გახლდათ. - დამჭერი, ჯანდაბა ტყვია ღრმადაა. გულთან სულ რაღაც მილიმეტრებში. ბამბა და პინცეტი მომეცი და შეეცადე მეტალს ფრთხილად მოჰკიდო. ესე არა, ლილი, ნატეხი შეიძლება ჩარჩეს. ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ! - სხეულიდან ამოღებული ტყვიები ლანგარზე ხმაურით ეცემოდნენ. გული ნორმალურად მუშაობდა, სისხლის წნევა თამაშობდა, მაგრამ პარალელურად სისხლისგან დაცლილ სხეულს ახალი სისხლი მიეწოდებოდა და აიძულებდა მონიტორზე მოთამაშე წნევას რომ ნორმალურ ნიშნულს ქვემოთ არ დაცემულიყო.
-ჯანდაბა, გულის წნევა ვარდება. - ჭრილობებთან მომუშავე ქირურგს გახედა ანესთეზიოლოგმა და ხელში შერჩენილი შპრიციდან გადასხმის მილში სწრაფად შეუშვა მოყვითალო ფერის სითხე. - არ ჩერდება. ჯანდაბა!
-ამის დედაც, ჰაერი აქვს დაგუბებული. ნანა, ნიღაბი მოხსენი,შეეცადე ამის გაკერვამდე მისი ფილტვებიდან ჰაერი გამოუშვა. - სათვალიან ექთანს გადახედა, რომელმაც თითებით, სწრაფად მოძებნა მკერდთან საჭირო ადგილი და წვრილი მილი ოსტატურად დაარჭო,ხორცში ჩასობილი მილის ხმა და წამში შუილით გამოვიდა ჰაერი..
-დარეგულირდა, მაგრამ ცოტა ხნით, უბრალოდ ვერ ვიჭერ...
-ამის დედაც, ახლა მოგინდა სიკვდილი ბატონო პროკუროროო?!- კბილებში გამოსცრა ქირურგმა და ასისტენტს გადახედა. - ლილი, გაკერე. - თავად კი ექოსკოპიის მილი ფრთხილად გადაატარა ფერდების მიდამოებში და მონიტორს დააკვირდა.- მარჯვენა ფილტვში მეტალის ნატეხია. გახვრეტილია მაგის დედაც! ვსო ვჭრით. მირიან უნდა დაიჭირო, სხვა გზა არაა... კიდევ ოცი გრამი დაუმატე და შეეცადე გული მანამდე არ გაჩერდეს, სანამ ფილტვიდან ტყვიას არ ამოვიღებ. ლილი ლანცეტი და მომჭერებს შენ იჭერ. დავიწყეთ. - ფერდთან საკმაო ზომის ჭრილობა გააკეთა და მობილიზებული ასისტენტი მიუშვა მომჭერების დასამაგრებლად, თავად კი სისხლისგან გაუწმინდა ჭრილობა პინცეტზე დამაგრებილი ბამბის ნაჭრებით. - ამის დედაც! ეხლა რომ დაყარო ფარხმალი მაგრად დაგცინებ დათუნაშვილო. - კბილებში გამოსცრა ქირურგმა და სიმწრით ჩაეცინა.
-არ ჩერდება. ამის დედაც! - იყვირა მირიანმა - ვერ მოასწრებ შეეშვი. შეეშვი ვსო მორჩა.
-დეფიბრილატორი! დროულად! - იღრიალა ქირურგმა და სანამ დეფიბრილატორის მაგიდას მოაგორებდნენ მკერდზე ხელით შეეცადა გულის მასაჟის გაკეთებას. ერთმანეთში ახლართული თითებით მკერდზე ძლიერად აწვებოდა და ცდილობდა როგორმე გულის ამუშავებას. მონიტირზე მანამდე კლაკნილი ხაზები სწორ ხაზად გაჭიმულიყო და აპარატი ორ ნულიანთან ერთად გულისგამაწვრილებლად წრიპინებდა -მუხტი! - იღრიალა ქირურგმა და დეფიბრილატორი მკერდზე დაადო, რომლის ფილებისგან გადმოსული ძაბვაც მთელს სხეულში გაუვრცელდა დათუნაშვილს და მთელი სხეულით მაგიდაზე შეირხა.
-მოუმატე, კარგია, მუხტი - მშვიდი, ცივი ხმით იძლეოდა ბრძანებას ქირურგი და კვლავ ცდილობდა სწორ ზოლად გაწოლილი ხაზის ნორმაში დაბრუნებას
-არ დანებდე ნიკა. ამის დედაც! მიდიი ...- კბილებში სცრიდა მამაკაცი.- მოუმატეთ,მოუმატე ძაბვას. წავიდა მუხტი.
-ჯანდაბა, ჯანდაბა! -უშედეგო მცდელობისგან დეფიბრილატორის მაგიდას ფეხი მიარტყა და საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარეს დახედა. - ჯანდაბა, შე სირო - სისხლიანი ხელები პირდაპირ თავზე გადაისვა და ქუდი მოიხადა.
-ძალიან ვწუხვართ. - ქირურგს მხარზე ხელი დამშვიდების ნიშნად დაადო ასისტენტმა და სევდიანად დახედა სხეულს, რომელიც საათნახევრის განმავლობაში უშედეგოდ იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ ვერ გაუქაჩა. აპარატი ისევ წრიპინებდა, ქირურგი კი იდგა და სახეზე ასახული უამრავი ემოციით დაჰყურებდა. ბოლოს მუშტად შეკრული ხელი ძლიერად დაარტყა მკერდზე და კვლავ ხელით შეეცადა მისი გულის ამუშავებას.
-აზრი აღარ აქვს. - მაგიდას მიეყრდნო მირიანი და დამწუხრებული სახით თავიდან ქუდი მოიძრო. - არ გამოვა, ვერ გაუქაჩა.
-ხასიათში ვაბშე ჩამიჯვი ნიკოლოზ - სიმწრით ჩაეცინა ქირურგს და უკან ერთი ნაბიჯით დაიხია, სახეზე გაშლილი ხელისგული ჩამოისვა და ამღვრეული ნაცრისფერი სფეროები საოპერაციო ბლოკს მოავლო. მთელი პერსონალი მაგიდიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით იდგა და დამნაშავესავით თავდახრილნი გლოვობდნენ ხელიდან გამოცლილ პაციენტს, რომელიც უბრალოდ დანებდა. ოთახში ჩამოწოლილ სამარისებულ სიჩუმეს აპარატის არაფრისმომცემი წრიპინი არღვევდა ,რასაც მონიტორზე ჯიუტად გაწოლილი ზოლის ციმციმიც ემატებოდა.
-სიკვდილის დრო დავაფიქსიროთ? - ხმა ამოიღო როგორც იქნა ლილიმ.
-ამის დედაც. - შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა ქირურგმა და მაგიდას მიუახლოვდა, კედელზე განთავსებულ საათს ახედა და მტკიცედ გაიმეორა:
-სიკვდილის დრო 04:53
შემდეგ კი ხელიდან ხელთათმანები წაიძრო, ნიღაბსა და ქუდთან ერთად პატარა მაგიდაზე მიყარა და უსიტყვოდ აქცია ზურგი ერთგულ პერსონალს. ბლოკიდან გამოსულმა სახე მოისრისა და ორფრთიანი კარის ოვალური ფანჯრიდან მოსაცდელში მყოფებს გახედა. ორ მამაკაცს სახეზე ხელი აეფარებინა და სკამზე იჯდა, ერთი კედელს მიყრდნობოდა და თავი უკან გადაეწია, მეორე კი წინ და უკან დადიოდა. მათგან ათიოდე მეტრის მოშორებით, კედელთან ქალის თხელი ფიგურა მობუზულიყო ბაღურასავით და გრძელ ქურთუკზე სისხლის ლაქები შეშრობოდა, ერთიანად ათრთოლებული იატაკზე იჯდა და თვალმოუშორებლად დაჰყურებდა ხელებს, რომლებიც სისხლსა და მტვერში ამოსვროდა. სახეზე ჩამოყრილი თმების მიუხედავად კი მისი თვალებიდან ერთი მეორის მიყოლებით ჩამოგორებული მარილიანი სითხის ბურთულები ყვრიმალებს კვეთდნენ და თავქუდმოგლეჯილი ქვემოთ მიექანებოდნენ, სადაც შემდეგ იკარგებოდნენ და მის ქურთუკში იჟღინთებოდნენ, როგორც მანამდე გაჟღენთილი პროკურორის სისხლი.
-შენი დედაც! შე ლაჩარო, არც კი გიბრძოლია ისე დანებდი. -დაბალ თმაზე ხელი ბურტყუნით გადაისვა ქირურგმა და კარი გამოაღო. კარის ხმაზე რამოდენიმე წყვილმა მზერამ მისი მიმართულებით გადმოინაცვლა. თითქოს სთხოვდნენ რამე დამამშვიდებელის, რამე კარგის და რამე იმედისმომცემის თქმას. ქირურგის დანახვაზე გიორგი ლაღიძე კედელს მოშორდა და მისკენ გაექანა.
-ექიმო!! - ათრთოლებულ ხმაში სასოწარკვეთილება შერეოდა ლაღიძეს, თვალებში შესცქეროდა მამაკაცს და გრძნობდა როგორ ავისმომსაწავლებლად ეწურებოდა გული. ქირურგის შეხედვაზე თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ხერხემლის ყველა მალაში შიშის პატარა ჭიანჭველები აფუთფუთდნენ და იგრძნო ყინვასთან ერთად როგორ გამოდიოდა მისი სხეულიდან ენერგია. უთქმელად, სიტყვის უთქმელადაც ყველაფერი ცხადი იყო. ყველაფერი ცხადი, რომელიც ქირურგის ამღვრეულ ნაცრისფერებში გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა.
-ძალიან ვწუხვარ, გიორგი! - ქირურგის ბოხი, ჩახლეჩილი ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა ვრცელ დერეფანში, ჰაერში გაიჟღინთა, წრე დაარტყა და ექოდ დაუბრუნდა ლაღიძის სმენას, მასში შეაღწია და სისხლთან ერთად წამებში გავრცელდა მთლიან სხეულში.-დავაგვიანეთ.
-ნიკაა შე !!! - იღრიალა ლაღიძემ და თავზე ორივე ხელი იტაცა. მუხლებში ძალაგამოცლილი იატაკზე დაეშვა და წინ დახრილმა ძლიერად მოიჭირა თავზე ხელები, აბობოქრებული სხეულიდან კი ბოლო ხმაზე ღრიალით გამოდევნა სასოწარკვეთილება და ტკივილი - შე მოღალატე ახვარო!!! შენი დედაც. შენი დედაც დათუნაშვილო...



გადამდგარი პროკურორი, ბოლო გზაზე სიონის ტაძრიდან გამოასვენეს... მის სამოქალაქო პანაშვიდზე აუარება ხალხი იყო მოსული.ბევრი იცნობდა,ბევრი არ იცნობდა ,მაგრამ ყურ მოკვრით ჰქონდათ გაგებული მის შესახებ და აქ მოსვლის მიზეზიც ზუსტად ეს გამხდარიყო,სევდიანი სახეების მიღმა ზოგი ,გულწრფენად განიცდიდა მის გარდაცვალებას,ზოგს უხაროდა,ზოგი აზრზე არ იყო რას გრძნობდა და ზოგი კი მხოლოდ იმიტომ იყო მოსული,რომ ყველა მიდის და ბარემ მეც მივალო.ძაძებში გახვეული პროკურორის დედა, შვილის ცხედარზე დამხობილი გოდებდა და არ აძლევდა საშუალებას ეზოში გამოსვენებული შვილი ,ბოლო გზაზე წაეყვანათ.თბილისის ზეცას ცხრათვალა მზე დანათოდა და თავის ოქროსფერ სხივებს ანცად აელვარებდა სასახლის პრიალა ზედაპირზე.გოდების ხმაზე ტაძრის ეზოში მდგარი ხეებიდან ბეღურები წამოიშალნენ...მობერილმა სიომ კი ხეებს მკვდარი ფოთლები გააცალა და ნაზი ფარფატით დააფინა ეზოში შეკრებილთ.
-ღმერთმა დაგწყევლოს ...ღმერთმა დაგწყევლოს...-ლუღლუღებდა ენერგია გამოცლილი ქალი და ამ საქციელის ჩამდენს წყევლიდა.-ღმერთმა დაგწყევლოს, ჩემი ამ დღეში ჩაგდებისთვის.
ფრთხილად ააცალეს დედის თხელი სხეული სასახლეს და ოთხმა მამაკაცმა მსუბუქად აიტაცა ხელში რომელზე გადაფარებული ხუთ ჯვრიანი დროშის ჩამოშვებულ ბოლოებსაც ნიავი აფრიალებდა. მოშორებით, ეზოს ფილებზე ჩაკეცილი, ცარცივით გაფითრებული ქალი ამის დანახვაზე ფეხზე სხარტად წამოიჭრა და ხმამაღალი ქვითინით აწეულ სასახლეს მივარდა.
-არ წაიყვანოთ...არ წაიყვანოთ გეხვეწებით...არ წაიყვანოთ...ნიკა...ნიკა ჩემო სიცოცხლე...
-ლიზიკო!-წელზე უკნიდან ხელები შემიხვია ლაღიძემ ქალს და უკან გამოსწია-ლიზა. .
-უთხარი გიორგი,გეხვეწები უთხარი გიორგი...უთხარი ...არ წაიყვანონ...ნიკა...ნიკააა!!!-მამაკაცის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა და ძირს მუხლებით დაეშვა, შემდეგ კი ორივე ხელი სახეზე აიფარა და ბოლო ზმაზე კიოდა ადამიანის სახელს რომელიც უკან და მასთან აღარასდროს დაბრუნდებოდა.დათუნაშვილისთვის ყველა ახლობელმა ადამიანმა თითო მუჭა მიწა მიაყარა მის თავდახურულ სასახლეს და მისგან ზურგშექცევით მდგარნი ისმენდნენ როგორ ეხეთქებოდა ხის ზედაპირზე ქვები რახა- რუხით და ყველაზე მძიმედ მოსასმენ სონატას უკრავდნენ.სონატას, რომელიც მხოლოდ ბოლო გზაზე გაცილების დროს ისმის...ქვების ხმაურს თვალებდახუჭული უსმენდა ყველა მისი მეგობარი და დაუკითხავად გადმოსული ცრემლების არ სცხვენოდათ.მამაკაცები არ ტირიანო?! მამაკაცებიც ტირიან და ცრემლით ცდილობენ იმ დიდი დკივილის დამარცხებას მათ სხეულში ატომურ აფეთქებას რომ ახდენს.არ სცხვენოდა ლაღიძეს თავისი ცრემლების,ისმენდა ლარივით დაჭიმული ამ მომაკვდინებლად აუტანელ ხმაურს და ცდილობდა აბობოქრებული მრისხანება როგორმე დაემირჩილებინა.კისერზე ძარღვები დასჭიმვოდა,ყბებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა და ერთი სული ჰქონდა ბოლო ხმაზე ექვითინა...ერთი სული ჰქონდა დაცლილიყო ამ ყველაფრისგან, რომელიც იმდენად დიდი ტკივილი იყო მისთვის სიგიჟის ბოლო ზღვრამდე მიჰყავდა.ჰაერი ღრმად შეისუნთქა და თვალები გაახილა...ამღვრეული მზერა მოავლო სასაფლაოს ტერიტორიას სადაც განუყრელ მეგობარს დატოვებდა მარტოს და უკან..სახლში დაბრუნდებოდა,ხვალ კი მის არსებობას ყველა დაივიწყებდა გარდა ოჯახის და მეგობრებისა, რომელთა გულებშიც მარად იარსებებდა დათუნაშვილის აჩრდილი.მარტოდ დარჩენილს სიო ,შემოდგომის ხმელი ფოთლების თხელ საბურველში გახვევდა,შემდეგ ზამთარი თეთრ საბანს გადააფარებდა,გაზაფხულზე გაიღვიძებდა ბუნება და ამწვანდებოდა მისი საფლავიც..ათასფრად მოიჩითებოდა მინდვრის ყვავილების ნაირფერი ხალიჩით...ზაფხუკში კი მცხუნვარე მზის მწველი სხივები მოიკითხავდნენ მიწის შვილს, რომელიც მიწა იყო და მიწადვე იქცეოდა...და ასე დრო და ჟამის ცვალებადობას შეეგებებოდა მისი ნაწილიც ,რომელიც მიწად ქცევის შემდეგ თავადაც იმ მიწის ნაწილი გახდებოდა რომელმაც მიიღო საბოლოოდ და გულში ჩაიხუტა.
ლაღიძემ ,მიმავალი პროცესიიდან მზერა გვერდით გადაიტანა და მის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია ქალის თხელი ფიგურა ,რომელიც მათგან ოციოდე მეტრის მოშორებით...მაღალი კიპაროსის ტანს ამოჰფარებოდა და ცალი მხრით მიყრდნობილს ათრთოლებული ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული.ბოლოს სახიდან ხელები მოიშორა და ლაღიძეს გამოხედა ,რომელმაც სევდიანად გაუღიმა და მისკენ დაიძრა.
-ნენე...აქ რას აკეთებ?-ცარცივით გაფითრებულ ქალს შეხედა, რომელსაც ამ რამოდენიმე დღეში საგრძნობლად დაეკლო წონაში და უძილობისგან ჩაწითლებული თვალების გარშემო მუქი ჩრდილები გასჩენოდა.
-ბოდიში...-ხმის კანკალით ამოილაპარაკა ქალმა და წასასვლელად გაემზადა.
-რისთვის მიხდი ბოდიშს?-სახე მოერყა გიორგის.
-აქ რომ ვარ...-ნიკაპი აუთრთოლდა ქალს და მწვანე თვალები სითხით აევსო.
-აქ უნდა იყო...საბოდიშო არაფერი გაქვს...-სევდიანად გაუღიმა გიორგიმ და რამოდენიმე წამის ფიქრის შემდეგ ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო, იქიდან კი ვერცხლის საკიდზე დამაგრებული ჯვარცმა ამოიღო და დაუფიქრებლად გაუწოდა ქალს.-აიღე,ნიკასია.ვფიქრობ შენთან უნდა იყოს...მადლობა ნენე...მადლობას გიხდი ნიკსა მაგივრად, რადგან ის რამოდენიმე დღე რაც შენთან გაატარა მისთვის ნამდვილად არ ყოფილა ჩვეულებრივი...მადლობა.
ქალმა ,უსიტყვოდ ჩამოართვა გამოწვდილი ჯვარცმა და სწრაფად შეაქცია ზურგი ,შემდეგ კი უკანმოუხედავად გაემართა მაღალი ქვების რიგებისკენ და მალევე გაუჩინარდა.

იმავე საღამოს მთელმა ქვეყანამ,საინფორმაციო გადაცემის საშუალებით გაიგო, რომ პროკურორის
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე ზურა კურტანიძე, სამართალ დამცავებმა ცხელ კვალზე აიყვანეს როდესაც ის ქვეყნიდან გაქცევას ლამობდა...ბატონმა კურტანიძემ ,პირველივე დაკითხვაზე აღიარა დანაშაული და იმავე საღამოს გამართულ სასამართლოზე აღმკვეთი ღინისძიების სახით ოც წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გლდანის მერვე საბყრობილეში.
იმავე ღამეს ესტუმრა პატიმარს გამომზიებელი გიორგი ლაღიძე და ძველი ნაცნობობის ხათრით პატიმართან შეხვედრაც ისე მოაწყეს კაცის შვილს, რომ ვერ გაეგო ვერაფერი ახლა კი იჯდა დაკითხვის ოთახში ,მაგიდაზე ხელებ დაწყობილი და თვალს არ აშორებდა მოპირდაპირე მხარეს მჯდარ ასე 38- 40 ოდე წლის გამხდარ მამაკაცს ,რომელიც ტიპიური მკვლელისგან განსხვავებით ზედმეტად დამფრთხალი უყურებდა კუშტად შუბლშეკრულ გამომძიებელს.ლარივით დაჭიმული ,სხეულის გაკონტროლებას რომ ცდილობდა და დაძარღვულ კისერზე დასკდომამდე მისვლოდა ლურჯი კაპილარები. ყბის ძვლებს ნერვიულად ათამაშებდა და ხელებს ხან მუშტებად ჰკრავდა და ხანაც შლიდა.
-ბატონო ზურაბ...-ხმა ამოიღო ლაღიძემ და იმდენად ცივი და მრისხანე ჰქონდა თავადვე შეეშინდა საკუთარი თავის.-თქვენ აღიარეთ პროკურორის მოკვლის ფქტი, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის მერე, რომელიც ეჭვი მაქვს სახელდახელოდ შეკერილი და შეკოწოწებულია, ვერსად ვერ ვნახე მყარი მოტივი რომელმაც გაიძულათ ავტომატის მთლიანი ჯერი დაგეცალათ ადამიანზე რომელიც სხვათა შორის პროკურორი იყო.
-გადამდგარი.-ხელები გაშალა კურტანიძემ.
-მაგრამ ეგ მარტო თავად პროკურორმა და მისმა რამოდენიმე მეგობარმა ვიციდით...მე კი რაღაც არ მახსოვს შენთან დამერეკა და მისი გადადგომის შესახებ მეჭორავა.არც რომელიმე საინფორმაციო წყაროს გადმოუცია მისი გადადგომის შესახებ...
კურტანიძემ, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და უსიტყვოდ აარიდა თვალი.
-კუთხეში ატუზული,ჩაჯმული ბავშვივით ხართ...მოტივი დამისახელეთ თუ შეიძლება, რა მოტივითაც გაბედეთ და მოკალით ადამიანი...ადამიანი და არა ქათამი,ძაღლი ან ჩიტი...ადამიანზე მაქვს ლაპარაკი.
- პირადი უკმაყოფილება მქონდა.
-მაინც რომელი? დათუნაშვილი რას ჭამდა,რას სვამდადა საპირფარეშოში სად და რამდენჯერ დადიოდა ეგაც კი ზეპირად ვიცოდი და რატომღაც არცერთხელ არ უხსენებია ვინმე კურტანიძესთან, რაიმე ნაირი კონტაქტის შესახებ.- სიგარეტს მოუკიდა ლაღიძემ და თვალი თვალში გაუყარა.-რატომ გაჩუმდიი?-ჩაეცინა-როდესაც დაგამუშავეს და შენც სირ*ივით საკუთარ თავზე აიღე მისი მკვლელობა...“ვაა რა მაგარი რამე გაგიკეთებია“-ო ტაში რომ დაგიკრან...რამდენი გადაგიხადეს? ან როგორ დაგაშინეს?
-მე მოვკალი...-მტკიცედ გაიმეორა კურტანიძემ.
- შეგიძლია ამიღწერო მისი გარეგნობაა? ხომ ამტკიცებ მე დათუნაშვილთან პირადი უკმაყოფილება მქონდაო?!ესეიგი პირადადაც იცნობდით...ამიღწერეთ მისი გარეგნობა...რაიყო ვერ ქაჩავ? შე სირ*ოო?!-ხმას აუწია ლაღიძემ.-ვიღაცის მკვლელობა ისე დაიბრალე ტიპი ვინ არის და რანაირია აზრზე არ ხარ ხოო? რაიყო ,არ გეგონა რომ მოგაკითხავდნენ და ამ კითხვას დაგისვამდნენ? პროკურატურამ საქმე შეკერა...ნახა ვიღაც ყ**ე ზურიკო, გადაუხადა ორიათასი და შენც..ადექი და გაიძახი მე მოვკალი დათუნაშვილიო?!მერე საქმე დაიხურა..შენ ოც წელს მოიხდი..რა გგონია? რასაც შეგპირდნენ შეასრულებენ? სულ სირზე არ კიდიხარ იმათ? კიი იჯექი ექვსი თვე და მერე ამისნიტია შეგეხება...ელოდე, მაგ დღეს...ხმას ამოიღებ და ისე გამოგჭრის ვიღაც ძილში ყელს აზრზე ვერ მოხვალ...იცი რას უშვრებიან შენისთანა სირებს იქ?!-ხელი კარისკენ გაიშვირა ლაღიძემ-გაგიერთანებენ მაგ ტრა*კს ფუნქცია რომ აქვს უკვე დაკარგული და უაზროდ ათამაშებ...იყავი მერე ამ სირების ქათამი და სულს ტყვნაში გაგაძრობენ.რაზე ფიქრობდი ამ ნაბიჯს რომ დგამდი?!-ხელი მაგიდაზე დაარტყა და სკამიდან წამოდგა ლაღიძე-ხმა ამოიღე, ვინ იყვნენ და რას შეგპირდნენ?!
-მომკლავენ-ორივე ხელი სახეზე აიფარა კურტანიძემ.
-მანამდე მე თუ არ გაგაძრობ ტყავს...მომისმინე შე ახვარო!-კაცისკენ სწრაფად გაიწია გამომძიებელმა და საყელოში უხეშად ჩააფრინდა,სკამიდან წამოსწია და კედელზე ისეთი სიძლიერით მიახეთქა ტკივილისგან ხმამაღლა ამოიოხრა მამაკაცმა.-ჩემი მეგობარი მოკლეს...ჩემს მეგობარს, თხუთმეტი ტყვია დაახალეს და მერე ეს ყველაფერი ისე ჩაიფარცხა როგორც მათ უსწორდებოდათ...დაიჭირეს მკვლელი, რომელიც ვაბშე საიმშიც კი არ არის რას ედავებიან.ახლა ამოღერღე ვინ იყო და რამდენი გადაგიხადა, სანამ ისე გაგიხადე საქმე გაჩენის დღე არ გაწყევლინე...-სახეზე ზიზღით მიაშტერდა დამფრთხალს და კბილებში გამოსცრა-მიდიი...დაიწყე..
-არ ვიცი ვინ იყვნენ...-ამოიხრიალა მამაკაცმა.
-რაიყო, სკლეროზი გაქვს?-ირონიულად ჩაეცინა ლაღიძეს და ხელით გაკავებულს მთელი ძალით ხეთქა სახეში თავი ...დარტყმისგან წამიერად გათიშული კურტანიძე ,ქვემოთ ჩაცურდა თუმცა გამომძიებლის ძლიერ ხელებს არ გაუშვია.ისევ წამოსწია, კედელზე მიაყუდა და განმეორებით დაარტყა ზუსტად იმავე ადგილზე.-იქნებ ახლა მაინც გაგახსენდეს ვინ იყვნენ და რმდენი გადაგიხადეს.-ცივად მიუგო ლაღიძემ და ხელები შეუშვა.უკან ორი ნაბიჯით დაიწია და იატაკზე ჩაცურებულ კაცს ზიზღით დააჩერდა.რომელიც კედელს მიყრდნობოდა და ცხვირ პირიდან სისხლი მოსდიოდა.
-დაიწყე!
-ჯანდაბა ,არ ვიცი...-საცოდავად ამოხედა კურტანიძემ.
-კარგი,ესეიგი ძალიან გაქვს გაფანტული გონება...აბა ახლიდან ვცადოთ.-ის იყო ფეხი უნდა გაექნი მამაკაცი რომ აყვირდა:
-აღარ დამარტყა...ჯანდაბა...ვიღაც ნოდარი...ნოდარი...ხოო, ასე გამეცნო...ჯანდაბა ,საშუალო სიმაღლის, ჭაღარა კაცი.. ასე 50 წლის.
-ნოდარი? რა გვარია ეგ ნოდარი?
-არ ვიცი.. გვარი საიდან მეცოდინება?ელამი იყო...ხოო, თვალები გაურბოდა და თავიდან მეგონა მე არ მელაპარაკებოდა.
-რა გითხრა?-მის წინ ჩაცუცქდა ლაღიძე.
-ხუთი ათასი გადამიხადა და მითხრა :-სამ წელს მოვიხდიდი, შემდეგ კი მისი ადვოკატი ამინისტაიზე იჩალიჩებდა და აქედან გასულს კიდევ ხუთს დამახვედრებდა.
-ფუ ,შე სირო...ათი ათასი ლარის გამო უნდა იჯდე სამი წელი?-ზიზღით გადააფურთხა ლაღიძემ და წამოდგა.-სად მოვძებნო ეგ ნოდარი?
-აბა მერავიციი? სოფელში ჩამომაკითხა შავი ნისანის ჯიპი ჰყავს.ეგ იყო და ერთიც ვიღაც ღლაპი ,რომელიც მანქანიდან არცკი გადმოსულა...ფული ,იქვე გადამიხადა ხელი რაღაც საბუთებზე მომაწერინა და მითხრა მომაკითხავდნენ და აეროპორტში წამიყვანდნენ სადაც უნდა მომხდარიყო ჩემი დაპატიმრება.ფული ეგრევე ოჯახს დავუტოვე და მეორე დღეს კი მოვიდნენ და წამომიყვანეს...შენ არავინ შეგაწუხებს ზედმეტი კითხვებითო, შენთვის იქნებიო და აღიარებით ჩვენებასაც დაგაწერინებთ არ ინერვიულოვო...
-გასაგებია...-სიგარეტს მოუკიდა ლაღიძემ და ზიზღით გახედა ცხვირპირ დასისხლიანებულს.-თავიდანვე რომ მოვრიგებულიყავით არ მოგიწევდა ჩატეხილი ცხვირით ცხოვრების გაგრძელება.-სახე დამანჭა და დაკითხვის ოთახი სწრაფად დატოვა.


თეთრ ხალათიანმა მამაკაცმა, ტელევიზორის ეკრანს, საიდანც "შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სასახურის უფროსი და დიდი სიხარულით ამცნობდა ქვეყანას, რომ სამართალ დამცავი სტრუქტურები ნამდვილად ეფექტურად და ხარისხიანად მუშაობდნენ ამის თვალსაჩინო მაგალითად კი გადამდგარი პროკურორის, მკვლელობაში დამნაშავის დაუყოვნებლად აყვანა მოჰყავდა.რომელიმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და საკადრისადაც დაიჯებოდა". თვალი მოაშორა და ირონიულად ჩაეცინა თავი აქეთ-იქით გადააქნია და ტელევიზორს, ხმა დაუწია. სავარძლეში შესწორდა და საწოლზე მწოლიარე ავადმყოფს გადახედა, რომელიც მშვიდად და თანაბრად სუნთქავა.მონიტორზეც ყველაფერი რიგზე იყო...გრძელი ფეხები, წინ გამოსწია ,მეორე სკამზე შემოაწყო და კეფით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო.უძილობისგან ამწვარი თვალები დახუჭა და შეეცადა ამ მორიგეობაში მაინც მოეტყუებინა თვალი რამოდენიმე წუთით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ეს ავადმყოფი ნიკა რომელიც ჰადრაჩა და ქირურგი ბიძა მალავს ალაბთ ჰოო

 


№2 სტუმარი makakuna

ბარათელო, ჯიგარი ხარ111

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

ბარათელის გარეშე როგორ ჩაივლიდა ამბებიი. ძალიან მაგარი ხარ ფეფო ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი Kristi

Fefoo sascauli xaaar.... ramdeni matire es cocxali kaciii.... mara ras davedzeb radgan cocxaliaa.... miyvarxar me sheen...

 


№5 სტუმარი ზინიკო

აი ძალიან ემოციური თავი იყო.. ცრემლები ვერ შევიკავე.. მიხარია რომ გადარჩა ბატონი ნიკოლოზი, თან ვინ გადაარჩინა-ბატონმა ბარათელმა, მკვდრეთით აღდგომაში უკვე გამოცდილმა კაცმა.. ვატყობ წინ ძალიან მაგარი ამბები გველოდება, ნიკოლოზი-გიგა-გიორგის ტრიო სასწაული იქნება.. ფეფო, საოცრება ხარ.. ისე კარგად წერ და ისეთ საინტერესო ისტორიებს, შეუძლებელია მკითხველს არ უყვარდე.. ძალიან ჩამთრევ ისტორიებს გვთავაზობ, ძალიან კარგად, ემოციურად დაწერილს.. სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე ახალი თავის დადებას, ან ახალი ისტორიის დაწყებას, ვიცი რომ აუცილებლად ძალიან მაგარი იქნება.. კომენტარების წერა არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ იცოდე რომ, ჩემი სახით, ერთგული მკითხველი გყავს..

 


№6  offline წევრი jingulik

აი ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. ნიკოლოზის სიკვდილი იმას ნიშნავდა რომ ხახვივით შერჩებოდათ ასეთ დამპლებს რომლებიც ოხრად არის საქართველოში. ფეფო ჩემო კარგო და ტკბილო გოგო ძალიან მომეწონა , ემოციების გადმოცემაზე ხო აღარ ვლაპარაკობ. უბრალოდ მე ამ ნენეს ვერ ვეგუები , აი დედას გეფიცები მართლა ვერ ვეგუები და თუ გინდა მომკალი???????? . თითქოს ერთი პერიოდი გული ამიცრუვდა , მაგრამ შენ მაინც ვერ გიღალატებდი და ვკითხულობდი. ( ეს ჩემი სუბიექტური აზრია ჩემო ფეფო , თორემ რას დაწერ შენ უკეთ იცი.) არ ვიცი ასეთი ამოჩემები მაგრამ რატომღაც ვერ მოვუშვი გულთან, ლიზიკო მილიონჯერ მირჩევნია და სურვილი მაქვს დაასვენო გადაღლილი ნიკოლოზი თავის მყუდრო ოჯახთან ერთად. მაგ ასაკში უკვე დროა ???????????? ჩემო მაგარო გოგო ბევრი წარმატება შენ ❤❤❤❤❤❤

jingulik
აი ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. ნიკოლოზის სიკვდილი იმას ნიშნავდა რომ ხახვივით შერჩებოდათ ასეთ დამპლებს რომლებიც ოხრად არის საქართველოში. ფეფო ჩემო კარგო და ტკბილო გოგო ძალიან მომეწონა , ემოციების გადმოცემაზე ხო აღარ ვლაპარაკობ. უბრალოდ მე ამ ნენეს ვერ ვეგუები , აი დედას გეფიცები მართლა ვერ ვეგუები და თუ გინდა მომკალი???????? . თითქოს ერთი პერიოდი გული ამიცრუვდა , მაგრამ შენ მაინც ვერ გიღალატებდი და ვკითხულობდი. ( ეს ჩემი სუბიექტური აზრია ჩემო ფეფო , თორემ რას დაწერ შენ უკეთ იცი.) არ ვიცი ასეთი ამოჩემები მაგრამ რატომღაც ვერ მოვუშვი გულთან, ლიზიკო მილიონჯერ მირჩევნია და სურვილი მაქვს დაასვენო გადაღლილი ნიკოლოზი თავის მყუდრო ოჯახთან ერთად. მაგ ასაკში უკვე დროა ???????????? ჩემო მაგარო გოგო ბევრი წარმატება შენ ❤❤❤❤❤❤

აუ სმაილების მაგივრად კითხვის ნიშნები რატოა? სად ????

 


№7 სტუმარი აბლაბუდა

როგორი რეალური და დღევანდელი სიტუაციაა თვალწინ მიდგება ის რაც ჩვენს ცხოვრებაში ყოელდღიურად ხდება თითქმის, ნიკას სიკვდილი მართლა გააფუჭებდა ისტორიას და ხიბლს მართლა დაუკარგავდა და იცით რატომ?იმიტომ რომ ასეთ საქმეებს ზუსტად ნიკასნაირი თავზეხელაღებული პროკურორები სჭირდებათ, ალბათ ახლობლებმაც კი არ იცაიან რომ ცოცხალი გადარჩა :((

 


№8 სტუმარი Natia

Sxvanairat ar sheizleboda, ver moklavdi

 


№9  offline წევრი Ma No

ბოლო აბზაცამდე გთათხე და გლანძღე რომ მაბღავლე ამ შუა ღამეს, მაგარამ ახლა ისევ მიყვარხარ :დ ❤
აი, რა გითხრა ფეფუნა... ისეთი ემოციები მოიტანა ამ თავმა მართლა თითზე დავითვლი რამის წაკითხვისას თუ მიტირია და ერთ-ერთი ეს თავი იყო. დასაწყისზე რომ არ ვთქვა არ შემიძლია, მიყვარს როცა იმ საკითხზე წერ რაც გესმის. ადვილი არ არის აღწერო საოპერაციოს სცენა ასე ზუსტად. გამოძიებაზე და საგამოძიებო სტრუქტურების ცოდნაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება ისტორია როცა ავტორის საკითხში გარკვეულობა იგრძნობა და ამის გამოც მიყვარხარ ❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ნენე

კი გეწუწუნე, მაგრამ რა გავაკეთო, რომ ასეთი მიყვარხარ. ასეთი ნააზრევით.
ჯერ როგორ არ აღვნიშნო, რომ რასაც წერ, იმაში 100%ით გარკვეული ხარ. იცი, რომ ასეა. დასაწყისი შენც ხომ იცი როგორი იყო ჩემთვის?! ემოციურად დანგრევა და განადგურება + დარწმუნება იმაში, რომ აქაც ზედმეტად გარკვეული ხარ, რომ იცი და გესმის. არ ვიცი რაუნდა იყოს იმაზე მაგარი, ხვდებოდე მწერალი რომ განათლებულია იმ საკითხში, რომელზეც წერს.
დაკრძალვის ნაწილზე უბრალოდ იმას გეტყვი, რომ ... ვერაფერსაც ვერ გეტყვი. შენი ბრალია, რომ დამამუნჯე და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მაგრად მეტკინა, ეს იცოდე.
ლაღიძე არის კაცი-პიროვნება. ბარათელი იმენა ბარათელია. არ უნდა ზედმეტად გაშლა ამ ამბავს. იტყვი გვარს და ცხადზე ცხადია ყველაფერი.
და უდიდესი და უბევრესი პლუსი შენ იმისთვის, რომ ძალიან რეალურ ამბავს შეეხე. ზოგადად ხომ ასეა, ვინც არკვევს სიმართლეს, იმას არ აცდიან. მერე თითქოს გამოიკვლიეს, ხალხის თვალის “შესაბმელად,” გადააგდებენ ვიღაც გაჭირვებულისკენ მათთვის მინიმალურ თანხას, რომელზეც ის უკანასკნელი თანახმაა, თუნდაც ციხის სანაცვლოდ და ჰააა, საქმე შეიტენა და პახოდუ “გაიხსნა.” იიიიი ტაში, ესეც თქვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. მერე დასხედით და ნიკოლოზის მსგავსს პროკურორებზე იწუწუნეთ, თითქოს რომ არაფრის ტრ*კი აქვს და იგინება. ღმერთო ჩემო, იგინოს ამის დედავატ*რე და საქმე აკეთოს. ხომ აკეთებდა?! აკეთებდა, სიმართლისთვის იბრძოდა და ბოლოს აი ასე)))) არ აცადეს ))) სად აცადეს:)) ჩემი ყველაზე მაგარი კაცი ეს:))) და ჩემი ყველაზე მაგარი ფეფო:))))
მიყვარხარ და მადლობა. ბევრი მადლობა.

პ.ს. ვერცხლის ჯვარცმა არის უუუუუუუუუუუუზომოდ სიმბოლური, დღეიდან. მმმმმ, აუცილებლად რომ მექნება, რაგავაკეთო, მექნება და ...

 


№11 სტუმარი mariam

ეს მსახიობი მომწონს მე ჩაათაი ულუსაი

 


№12  offline წევრი Nano Goduadze

აი, ზუსტად ვიცოდი არ არ გაიმეტებდი სასიკვდილოდ ჩვენს ნიკოლოზს მარა მაინც , გულამომჯდარი ვტიროდი და სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი sleepy გავბედნიერდი ბოლო ნაწილზე heart_eyes საუკეთესო ხარ საიკეთესოთა შორის kissing_heart მოუთმენლად ველი ახალ თავს და დათუნაშვილ-ბარათელის დუეტს innocent ეჭვი მაქვს რო გიორგი გააგრძელებს ნიკოლოზის დაწყებულ საქმეს და ბოლომდე მიიყვანს + მალე გაიგებს რომ ნიკოლოზი ლაჩრულად არ მოიქცა და სიკვდილი დაამარცხა heart_eyes გიორგის რეაქციებზე გული ამომიჯდა ტირილით sob იმსახურებს სიმართლის ცოდნას relaxed
ვაიმეეე, იმენნა პირდაპირ ვგიჟდები მე შენზე , შენს გმირებზე და შენს ისტორიებზეეე და რა გავაკეთოოოოო და რა მოვიმოქმედოოოოო relaxed პ.ს თუ გინდა რო ნორმალურად ვისუნთქო და ჟანგბადი მომეწოდებოდეს მალე დადე და არ მომკლა ლოდინით joy უზომოდ და უსაზღვროდ მალე მინდა შემდეგი თავი რომ წავიკითხო innocent პ.ს.ს იმდენი ვიბოდიალე მგონი სწორად დავალაგე და გადმოგეცი აზრები ამ შუაღამეზე joy #ფეფოოო_ოქრო_გოგო_ხარ ❤

 


№13 სტუმარი ნია

ეჭვი მაქვს ლაღიძის მონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა ამ ყველაფრის ორგანიზება...... ბევრი რამე არ მგონია ამ თავში შემთხვევითობა და ამის გამო იმაზე მეტად ვუცდი შემდეგ თავს ვიდრე მთელი ამ 9 თავის მანძილზე ვიცდიდი

 


№14 სტუმარი მერო

ვიფიქრე ეს რა მწარე დილა გამითენდა მეთქი.. მაგრამ მგონი გადავრჩით????

 


№15  offline წევრი Other side

Au pepo, ai dzalian magari gogo xar. Vaimeee rogor vbgaodi? Yvela sityva da detali isesi sizustit gaqvs agwerili ro ar shemidzlia raa. Au is baratelia xo? Vaimeee sxva vin izamda mag sigijes? Marto imito xar saocreba ro shen guga barateli sheqmeni. Miyvar sheni anormaluli, personajebianad
--------------------
Other side

 


№16 სტუმარი სტუმარი ანნა

ქირურგზე,ნაცრისფერ სფეროებზე ჩემი დამემართა.ბარათელი ფორმაშია როგორც ყოველთვის.საშინლად მაგარი თავი იყო. დეტალურად და სიზუსტით აღწერილი.აი გულზე გხვდებოდა თითოეული სიტყვა რასაც ჰქვია.მე ისევ ბარათელის გამოჩენა მიხარია:)

 


№17 სტუმარი ნათია 41

საოცრება ხარ.❤

 


№18 სტუმარი ნინი არჩილიანი

აუუუ ფეფო ლიზიკოო დაგვიბრუნეეე.ვერ შევეგუე ამ ნენეს

 


№19  offline წევრი naattii

ეჰ რა ცუდად მომხვდა ლიზიკოზე სიტყვები ნიკა უკან და მასთან აღარასდროს დაბრუნდებაოო.... არადა რა იმედი მქონდა ისევ ერთად იქნებიანთქო :(

 


№20 მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე რა კარგი იყო ბოლოს ამოვისუნთქე მართლა ♥️♥️♥️♥️ აუ მომკალი და ნენე უფრო შემეცოდა :(( ერთი სული მაქვს ვნახო ჩემი ნიკო უფრო გაძლიერებული და შემართებული ♥️♥️მჯეროდა შენი და გამახარებ კიდეც მომავალსი ♥️♥️ წარმატებები და გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️

 


№21 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორც წინა თავზე დავიწყებ იმით რომ წუხელაც ვერ გავქაჩე, სამაგიეროდ პირველი ნაწილის შოკი მქონდა უკვრ გადატანილი და ეხლა ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე.
ყველაზე მაგარი ხარმეთქი გავიძახი ამდენი ხანია და ყოველ თავში ამართლებ ამ ყველაფერს. იცი რატომ ხარ ყველაზე მაგარი?! ჰაერზე მოგონილ ამბებს არ წერ. პირიქით, დეტალურას იცის სად რა როგორ ხდება. მოკლედ - ყველაფერში ვეთანხმები ნენეს (ქალბატონო დაგეტოვებინა ჩემთვისაც სათქმელი. ნუ, ეს ხუმრობით, ისე კიდე ძალიან მიყვარხარ!!!).

ყველაზე რთული წასაკითხი ნაწილი, რა თქმა უნდა, ისევ დაკრძალვა და ნიკას დედა იყო, მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა ლიზაც შემეცოდა, რა ქნას რომ დებილია, ჰო უყვარს?! აი ლაღიძეს ჩაეთვალა ჯვარცმის ამბავში და ნენ, ველოდები მეც მაგ ამბავს. მაგრამ პირადად ჩემთვის დაკითხვის მომენტიც არანაკლები იყო. ვიცი რა საშინელი სიტუაციაა, ვიაზრებ მაგრამ მაინც ბაღის ბავშვივით იმისი იმედი მაქვს რომ ნიკას, გიორგის და თემოსნაირებიც არიან. თითზე ჩამოსათვლელები, მაგრამ მაინც არიან და ყველაზე მეტად ის დრო მინდა მალე მოვიდეს როცა ვიტყვი ვართთქო.

შენ ხარ საოცრება გოგო! აი არ ვიცი რა უნდა გითხრა ხოლმე ახალი თავის მერე ისეთი, რაც უკვე არ მითქვამს.
შენთან ვარ და მიყვარხარ!

ნინი არჩილიანი
აუუუ ფეფო ლიზიკოო დაგვიბრუნეეე.ვერ შევეგუე ამ ნენეს

ნიკოლოზი რომ ლიზის ვერ შეეგუა არაუშავს? სრულიად გასაგები პასუხი იყო ავტორის მხრიდან ნენეს გამოჩენა იმის მისახვედრად რომ არც ლიზიკო და არც ნინია ისტორიაში არ დაბრუნდება, ყოველ შემთხვევაში ნიკას გვერდით.
ამ თავში კი გიორგი ლაღიძემაც აღიარა იგივე ასევე ძალიან გასაგებად.

 


№22  offline წევრი Nessa

ჩემი გიჟი ბარათელი დაბრუნდა ❤️❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი

ესეიგი ძლივს მოვახერხე ჭამა სამსახურში წასვლამდე, სანამ სიკვდილის დროის დაფუქსირებამდე ჩავიქროლე კიდე ვახერხებდი ჭამას და კითხვას და მერე უკვე დამეკარგა ჭამის მადა :-) სიჩქარეში მარტო შინაარსი გავიგე ჩავუჯდები ეხლა დროს რომ ვიხელთებ იმიტომ რომ ანგარიში გაგვიწიე და ნიკა არ მოგვიკალი თორემ უკვე ვიბუტებოდი :-) :-) :-)

 


№24 სტუმარი სტუმარი დეფნე

გული გამიჩერდა. მეტი აღარ შემიძლია. რა მაგარი გოგო ხარ.

 


№25  offline წევრი gaomao

მე და კომენტარები ძალიან ვართ ნაჩხუბრები :) მაგრამ ასეთი გამართული ქართულით ნაწერი და შინაარსობრივად ჩამოყალიბებული ნაწარმოები მე ამ საიტზე ბევრი არ შემხვედრია. სულ თითზე ჩამოითვლი. წარმატებრბი შენ ჩემო კარგო ????

 


№26  offline წევრი ann-ann

ხომ ყველასგან ყველაფერს ველოდი მაგრამ არა გიორგისგან ღალატს! კი ლიზის უღალატა ყველა სიტყვით რაც ნენეს უთხრა. ვინც უნდა შემედავოს, ეს ჩემი აზრია და პირდაპირ ვამბობ:) რატო ვფიქრობ ესე - ჯერ არ ჰქონიათ იმ ნენეს და ნიკას ისეთი ურთიერთობის პერიოდი რომ ძმაკაცს ასე გაეღმერთებინა მეგობრის ქალი. თუ კი არავინ არ იცის ნიკას ამბავი და მითუმეტეს ლაღიძემ და პირდი გადაწყვეტილებით გადასცა მისი კუთვნილი ნივთი არა ყოფილ ცოლს ან შვილს არამედ საყვარელს ეს ნაწილი ცუდად მხდის. ხომ იგივე გააკეთა ნიკამ როცა კილასონიას საჩუქარი ადრესატს გადასცა მაგრამ მან იცოდა რასაც აკეთებდა და ვისიც იყო.
არ ვიცი რა როგორ მოხდება მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება იმ "ვაშას" ვინც იძახის ყოველ თავში მათთვის არი მხოლოდ ეს ისტორია მიძღვნილი და სხვა მკითხველებს უბრალოდ ისე გაუნაწყენდი რომ ერთგვარად გვსჯი ყველას :(((

 


№27 წევრი ცუცუნა

უუუჰ,რა მიქენი ეს ფეფოო,კარგად მანერვიულე,მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო ხო გაგიგია :) ხოდა მეც ამოვისუნთქე ბოლოს,ყოჩაღ,მაგარი გოგო ხარ,მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤

 


№28 სტუმარი სტუმარი

დღეს დადებ ახალ თავს? ტყულად რომ არ დავიღალო მეც ტელეფინიც და საიტიც:-) მართლა ყოველ წუთს ვამოწმებ და გვერდს ვანახლებ იქნებ დაიდო და ვერ ვნახე მეთქი :-D

 


№29  offline წევრი Someone wandering

ვააიიმეეე ეს რააიყოო
ჩემიი ნიკოო არ მომკვდარააა
მიყვარხარ მე შეენ
საოცრად გიწერიაა
ნიკა თუ მოკვდებოდა არ მინდოდა კითხვის გაგრძელება,კომები წავიკითხე შუა ნაწილამდე რომ მივედი გულდამძიმებული და ტკივილით სავსემ და ამოვისუნთქეე

 


№30  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ხშირად ვიმეორებ, რომ ამ საიტზე ზღაპრები მიყვარს, მაგრამ საქმე როცა მედიცინას ეხება გვერდს ვერ ვუვლი ხოლმე.
ეს თავი იყო...როგორ ვთქვა, აი ვიღაცა ნანახ ფილმს, მძაფრსიუჯეტიანს რომ გადმომცემდეს და თან მნიშვნელოვან დეტალებს "ახალტურებდეს".
დავიწყოთ იმით რომ კაცს 15 ტყვია ესროლეს. ასეთ დროს ერთ ქირურგს რა უნდა საოპერაციოში და ისიც ნეიროქირურგს. ბარათელი გატაცებაში აშკარად ნეიროქირურგი იყო. სხვა სამედიცინო დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ აი საოპერაციო ბლოკშიც "ამის დედაც" არ შემიძლია არ გამოვყო.
მე პირადად არ ვარ ის მკითხველი, რომელიც სპეცეფექტების ხარჯზე შეიძლება გააცურონ და რა ვქნა :).
ჩემი აზრით შენს ამ მიდგომას თუ შეცვლი შენს ისტორიებში, გაცილებით საინტერესო იქნება და მერე მეც სიამოვნებით ჩავდგები შენი წიგნის მყიდველთა რიგში :*.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent